Dedis dge wiqarishvili, sixarulidze

Preview:

Citation preview

დედის დღე და

ქალთა საერთაშორისო დღე

N 43 საჯარო სკოლისV :კლასის მოსწავლეები

,ანი წიქარიშვილი ლიზი სიხარულიძე

დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება

1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა… 

დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა

3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.

11 მაისს დასავლეთის ქვეყნებში დედის დღეს აღნიშნავენ. “დედის დღე დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის

დღეა, დღე, როცა დედას საუზმეს ლოგინში მიართმევენ, როცა მთელი ოჯახი იკრიბება, როცა ანთია სანთელი წარწერით

“მიყვარხარ”

ზოგ დედას დილას, შესაძლოა, მართლაც ანებივრებენ ლოგინში საუზმით, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში დღესასწაული

თაიგულის მირთმევით გამოიხატება. ასე იყო წელსაც, რაც, ალბათ, ბევრ მამაკაცს განუმტკიცებდა ეჭვს, რომ “დედის დღე”

ყვავილებით მოვაჭრეთა გამოგონებაა. ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში ეს ეჭვი სრულიად გამართლებული ჩანს: დღესასწაული, რომელიც იქ 1923 წლიდან აღინიშნება, ფლორისტიკის ბიზნესით დაკავებულთა

ინიციატივით დაარსდა. თუმცა იდეა გერმანელ მეყვავილეებს როდი ეკუთვნის

ყველაფერი დაიწყო 1857 წლის გაზაფხულზე. 8 მარტს ნიუ-იორკში მუშა ქალები

გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩაში

გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია.

გავიდა ორი წელი და ამ ქალებმა პირველი პროფკავშირი

დააარსეს. მომდევნო წლებში საპროტესტო ტალღა უფრო მასშტაბური გახდა. პროტესტი იზრდებოდა, უკმაყოფილო ქალების რიცხვი მატულობდა. მათ პროტესტს შედეგი არ

ჰქონდა, მაგრამ დანებებას მაინც არ აპირებდნენ.

1908 წელს 15 000 ქალი გამოვიდა ქუჩაში სამუშაო პირობების გაუმჯობესების

მოთხოვნით.

1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო

კონფერენცია, სადაც დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე _ 8 მარტი,

გავლენიანი გერმანელი სოციალისტის _ კლარა ცეტკინის ინიციატივით.'

1917 წლიდან ქალთა სოლიდარობის ნაპერწკალმა რუსეთშიც იფეთქა.

აქაც დაიწყეს ამ დღეს დემონსტრანტმა ქალებმა ქუჩაში გამოსვლა სოლიდარობის მიზნით.

1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად იწოდება, 8 მარტი ქალთა დღესასწაულად გამოაცხადეს და უქმე დღე

დააწესეს.

დღესდღეობით თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს ყოველი წლის 8 მარტს, როგორც ქალთა

საერთაშორისო დღეს.არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი.

ამ დღეს ყველა ქალი განსაკუთრებულად ელის. იღებენ საჩუქრებს და მილოცვებს და

ხარობენ თავიანთ ახლობლებთან ერთად.

:და დღეს ყველა ბავშვმა იცისლექსი,, - ია ია დაგიკრიფე

,ლურჯთვალა და კოპწია8 მარტი და გაზაფხული

!’’ერთად მომილოცნია