ძაღლი და ცხვრები

Preview:

Citation preview

ძაღლი და ცხვრები( )რომაული თქმულების მიხედვით

ერთი ფარა ცხვარი დადიოდა თავისუფლად,

თან ერთი ძაღლი დაჰყვებოდა და გამუდმებით ყეფდა ისე, სწორედ რომ თავი მოაძულა ცხვრის ფარას.

აუტყდნენ ცხვრები:-რა უბედურებაა, რომ ეს ძაღლი აღარ გვასვენებს! ნეტავი, რა სარგებელი მოაქვს ამის ყეფას? ყურთასმენა აღარ გვაქვს ამისგან და ბულბულების გალობაც აღარ გვესმისო!

ერთი სიტყვით, იმდენად შეაწუხეს ეს ძაღლი, რომ ვეღარ გაუძლო მათ დევნას, დაანება ცხვრებს თავი და მოშორდა . ცხვრები გახარებულები დარჩნენ.

გამოიარა მცირე ხანმა. ძაღლის ყეფა ვეღარ გაიგონა, მგელმა, იფიქრა: “იმგვარ სიზმრებს ვხედავ, რომ, მგონია, ჩემი ბედი აკუნტრუშდაო!” - და მიუახლოვდა ფარას.

ძაღლი რაკი ვეღარ დაინახა, გაერია შიგ , ხან ერთ ცხვარს შეაჯდა ზურგზე და ხან მეორეს! ტყავს აძრობდა უმოწყალოდ...

შევიწროებულმა და ბედის მაწყევარმა ცხვრებმა ღმერთებს მიმართეს ვედრებით: - ყოვლის შემძლებელნო, ისევ წაღმა მოგვიბრუნეთ ჩვენი ბედის ჩარხი! აქამდე ძაღლისაგან აღარ გვქონდა ყურთასმენა და ახლა მგელი უარეს გვიშვება, ზურგზედ ტყავს აღარ გვარჩენს!

პირველმა ღმერთმა იუპიტერმა მიუგო:-უგუნურნო! ის ძაღლი იმიტომ კი არ ყეფდა, რომ თქვენ შეეწუხებინეთ, არამედ იმიტომ არ ისვენებდა, რომ თქვენი მტერი მგელი შეეშინებინა და ეგ დღე არ დაგდგომოდათ! თქვენი ერთგული თქვენმე მოიძულეთ და ახლა რაღას მაწუხებთ?!

შეწუხდნენ ცხვრები და ისევ შეევედრნენ:-რადგანაც მისი დაბრუნება აღარ შეიძლება, ერთი პატარა ლეკვი მაინც გვიბოძეო!

მაშინ განრისხებულმა ღმერთმა მიაყვირა:-თქვენ ისეთი ჯიშისა ხართ, რომ კუდი მოკლე გაქვთ და რქები დიდი, სანამ მაგ რქებს არ მოიცლით და ტყავს კუდის ძირამდე არ ჩაგახევენ, ვერც ძაღლს იგუებთ და ვერც კატას!

ბულბულის სტვენით ნადირი ვის მოუგერიებია? წაბრძანდით და ახლა თქვენს მგლებს დაეკითხეთო!

მორალი!!!

უგუნურობით დაშვებულ შეცდომას შესაძლებელია გამოუსწორებელი

.შედეგი მოჰყვეს

პროექტზე მუშაობდნენ:

;გუგა გურგენიძე ;გიორგი გოზალიშვილი ;დავით ბერიძე ;გიორგი კაჭკაჭაშვილი ;მარიამ დიასამიძე

გმადლობთ ყურადღებისთვის!

Recommended