ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ...

  • View
    89

  • Download
    21

  • Category

    Law

Preview:

Citation preview

1

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტი

ავტორი: თედო სანიკიძე

2

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

განმარტება ცნების ელემენტები მისი ფორმა ძალაში შესვლა ოფიციალური გაცნობა გამოქვეყნება საჯარო გამოცხადება ფორმალური და მატერიალური კანონიერება არარა აქტი გაუქმება ბათილად ცნობა ძალდაკარგულად გამოცხადება

საპრეზენტაციო პროგრამა

3

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი —

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამარლთლებრივი შედეგები ცნების ელემენტები. (სზაკ-ის მე-2 მუხლის დ) ქვეპუნქტი)

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განმარტება

4

ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული კანონმდებლობა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს

ცნების ელემენტები

5

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

უნდა შეიცავდეს: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

სახეს; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

გამომცემ ორგანოს; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

სათაურს; უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და

ხელმოწერას; გამოცემის დროსა და ადგილს; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა

6

როგორც წესი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში

შესვლა

7

დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური

გაცნობა

8

თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტი ეხება ორმოცდაათზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება

9

თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია

ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, მაშინ აქტი, ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების მაგივრად, შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ.

საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ

გამოცხადება

10

ინდივიდუაური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს:

ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბ) მისი გამოცემის კანონით გათვალისწინებული

ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და გ) შესაბამისი ფორმით.

ინდივიდუაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

ფორმალური კანონიერება

11

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის

მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.

ა) მოქმედ კანონებთან და სამართლილს ნორმებთან შესაბამისობა

ბ) უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძვლები გ) დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების

მართლზომიერება დ) თანაზომიერების პრინციპი ე) კონკრეტულობის პრინციპი

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური

კანონიერება

12

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

გამოცხადებისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან

არაუფლებამოსილი პირის მიერ გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი

მიზეზების გამო და ბოლოს დ) მისი შესრულება გამოიწვევს

სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას

არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

13

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტის გაუქმება ზოგადი ტერმინია და მოიცავს როგორც აქტის ბათილად, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში, აქტი წყვეტს მოქმედებას, მაგრამ მათ შორის განსხვავება მდგომარეობს ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის სამართლებრივ ბუნებაში.

ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადების — კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება

14

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი

ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში — ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:

o მისი ძალაში შესვლის დღიდან;o მისი ბათილად ცნობის დღიდან;o მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად

ცნობა

15

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალდაკარგულად

გამოცხადება

16

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას

ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად

გამოცხადება

17

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-

სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსი ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტანა

18

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ სამართლებრივი ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს პირს ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაცემული და რაიმე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაბრუნება.

დოკუმენტის დაბრუნება

19

გამოყენებული მასალა:o ადეიშვილი, იზორია ... (ავტორთა კოლექტივი) ,,ზოგადი

ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო" თბილისი 2005

o პაატა ტურავა, ნათია წკეპლაძე ,,ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო" თბილისი 2010

o ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,, 2013 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით

თბილისი 2014

გმადლობთ

Recommended