26
sabWoTa warsulis kvlevis laboratoria 1 www.sovlab.ge Sulmani - `sikvdilis komendanti~

შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

Embed Size (px)

DESCRIPTION

წარმოგიდგენთ ირაკლი ხვადაგიანის კვლევას აბბე შულმანის შესახებ.აბბე შულმანი იყო "გამასწორებელი სახლის“ (მეტეხის ციხე) კომენდანტი 20-იანი წლების დასაწყისში, რომელიც პირადად ასრულებდა პატიმრების სასიკვდილო განაჩენს, რის გამოც ზედმეტ სახელად„სიკვდილის კომენდანტს“ ეძახდნენ. თანამედროვეთა თქმით, შულმანის სისასტიკე და დაუნდობლობა შიშს გვრიდა არა მარტო პატიმრებსა და რიგით მოქალაქეებს, არამედ თვით „ტერორის ჩინოვნიკებსაც“. მისი სახელი ამიერკავკასიაში წითელი ტერორის სიმბოლოდ იქცა.ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ტექსტში გაეცნობით.- - -საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია განსაკუთრებულ მადლობას უხდის თბილისის სახელმიწიფო უნივერსიტეტის ემიგრაციის მუზეუმის თანამშრომლებს კვლევის პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

Citation preview

Page 1: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

1 www.sovlab.ge

Sulmani - `sikvdilis komendanti~

Page 2: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

2 www.sovlab.ge

20-იანი წლების დასაწყისში,

ამიერკავკასიაში, წითელი ტერორის

სიმბოლოდ იქცა მეტეხის ციხის (#2

გამასწორებელი სახლი) კომენდანტი

შულმანი, რომელიც პირადად

მონაწილეობდა ხოლმე სასიკვდილო

განაჩენის აღსრულებაში და „სიკვდილის

კომენდანტის“ მეტსახელს ატარებდა.

მის საქმიანობასთან დაკავშირებული

საარქივო მასალები პრაქტიკულად არ

არსებობს. მაგრამ ცნობებმა შულმანის

შესახებ, რომლებიც თანამედროვეთა

პირად მოგონებებსა თუ იმ

პერიოდისათვის გავრცელებულ „ხმებში“

არის ასახული, ჩვენამდე მაინც

მოაღწია.

გვარი შულმანი მომდინარეობს სიტყვა

„შულ“-იდან, რაც იდიშზე სინაგოგას

(სიტყვასიტყვით სკოლას), ხოლო - „მან“

კი გერმანულად ადამიანს ნიშნავს.

აქედან „შულმანი“ - კაცი, რომელიც

სინაგოგაში წესრიგის დაცვას ადევნებს

თვალყურს. ეს გვარი გერმანული

წარმომავლობისაა.1

1 http://toldot.ru/urava/lnames/lnames_7278.html

Page 3: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

3 www.sovlab.ge

გაურკვეველია, სად და რას საქმიანობდა შულმანი, თბილისში გადმოყვანამდე. გვარი

საკმაოდ გავრცელებულია; ამიტომ, ზუსტად ვერ ვიტყვით და შეიძლება მხოლოდ

ვივარაუდოთ, რომ ის არის „აღმოსავლეთის ფრონტის საგანგებო კომისრად“

დასახელებული შულმანი2, თუმცა ამ გვარის საკმაოდ გავრცელებულობა,

დაზუსტებით თქმის საშუალებას არ იძლევა.

მისი საქართველოს სსრ-ში ყოფნის დაზუსტებულ ათვლის წერტილად შეიძლება

ჩაითვალოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს

მე-2 განყოფილებაში (ყოფილი პარტიული ორგანოების არქივი) დაცულ საქმეში

ჩაკერებული გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძის3 დაკითხვის ოქმიდან ამონაწერი,

რომელიც დათარიღებული არ არის, მაგრამ 1921 წლის მასალებშია ჩადებული

(გრიგოლ გიორგაძის შსს სსამ 1-ლი განყოფილებაში (ყოფილი სუკ-ს არქივი);

დაცული სისხლის სამართლის საქმე 1922 წლითაა დათარიღებული, ალბათ ეს

რიგით მეორე პატიმრობა იყო, ან როგორც ჩვენების შინარსიით შეიძლება

ვიმსჯელოთ გიორგაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა), სადაც - ასლის დედანთან

სისწორეს „საქმისმწარმოებელი“ - ა. შულმანი 4 ამტკიცებს (ჩვენების ამონაწერიც მისი

ხელითაა გაკეთებული).

პირველი ცნობები შულმანზე დაიბეჭდა საქართველოს ემიგრანტული მთავრობის

ორგანო „თავისუფალი საქართველო“-ში 1922 წლის მარტში და აპრილში, რომელთა

თანახმადაც, შულმანი ს ციხის კომენდანტად დაინიშნა 1922 წლის თებერვალში:

„ . . . ჩეკა კიდევ და კიდევ მეტ რეპრესიებზე ფიქრობს . . . ციხის უფროსი გვათუა5, ეს

კომუნისტების ფინია, გადააყენეს და მის მაგიერ შულმანი დანიშნეს, ის უკვე იბარებს ციხეს .

2 http://nauka.bg/forum/index.php?showtopic=6714

3 გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე (1879-1937 წწ), სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე, საქართველოს

დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი 1918-1919 წლებში. 4 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მე-2 (ყოფილი

პარტორგანოების არქივი) განყოფილება (შემდგომში - შსს სსამ (მე-2)), ფონდი #14, აღწერა #1, საქმე

#36, გვ. 45-45ა. 5 სავარაუდოდ - ალექსანდრე გვათუა, რომელიც მოგვიანებით, კერძოდ - 1923 წლის სექტემბერში,

ტფილისის #1 გამასწორებელი სახლის (ორთაჭალა) უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

Page 4: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

4 www.sovlab.ge

. . მეფის თვითმპყრობლობის პრაქტიკაშიაც იყო ხოლმე შემთხვევები, როცა დამსახურებულ

ჯალათებს ციხის უფროსებათ ნიშნავდენ. ჩეკის თვითმპყრობელობა ხომ ყველაფერში მისი

მემკვიდრეა . . .6“

„ . . . მეტეხი თებერვლიდან ცნობილ ჩეკისტს ჯალათ შულმანს ჩააბარეს, რომელსაც ამ

პოსტისათვის არავითარი განათლება არა აქვს, გარდა მაუზერის ხმარებისა. მან მოსვლის

უმალვე დაითხოვა აქა-იქ შერჩენილი ქართველები და მათ მაგიერ მოიყვანა უცხოელი

ჩეკისტები. ამავე დროს პლასტუნების პოლკით შეცვალა ციხის საგანგებო სადარაჯო რაზმი . .

.“ 7

თანამედროვეები შულმანის გარეგნულ მხარეს და ხასიათსაც გადმოგვცემენ. რუსი

ემიგრანტი მწერალი რომან ბორისის ძე გული (1896–1986 წწ) მას შემდეგნაირად

აღწერს:

„ . . . დაბალი, სრული ტანის, მოკლე სქელი ფეხებით, განსაკუთრებით სქელი წვივებით,

რომლებზედაც ჩექმები ძლივს ეტეოდა. წითელი შეშუპებული სახით, ქვემოთ დაშვებული

წითური ულვაშებით და ასეთივე ფერის ჩამოშვებული წარბებით. ”სიკვდილის კომენდანტ”

შულმანს ცისფერი თვალები ჰქონდა. თავისთან, კომენდატურაში ეს თვალები გაოცებდნენ

მისი სრული უსიცოცხლობით. მაგრამ, დასჯის დროს, ეს თვალები საშინელი ხდებოდა,

გამომდინარე იქედან, რომ მათში აღარ იყო არაფერი ადამიანური, ეს იყო ცოფიანი მხეცის

თვალები, რომლისთვისაც არ არსებობდა არავითარი წინააღმდეგობა, არც მორალური, არც

ფიზიკური. შულმანი არ მარტო პატიმრებს, არამედ ტერორის ჩინოვნიკებსაც კი აშინებდა.

დასჯის წინ, იმისათვის რომ აუცილებელი სისხლისმსმელური განწყობილება შეექმნა, ის

საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (სუიცსა), ფონდი #285, ანაწერი

#1, საქმე #417, გვ. 488ა. 6 „თავისუფალი საქართველო“, #18, მარტი,1922 წელი. გვ. 22. გაუტეხელი, „კომუნისტები და ძველი

რევოლიუციონერები“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია. 7 „თავისუფალი საქართველო“, #20, 15 აპრილი,1922 წელი. გვ. 28. შემთხვევით განთავისუფლებული /

მარტი, 1922 წელი, თფილისი, „კომუნისტები დაპყრობილ საქართველოში (წერილი

საქართველოდან)“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია.

Page 5: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

5 www.sovlab.ge

ყოველგვარი საშუალებებით ინარკოტიზირებდა თავს და სრულ გონების დაბნელებამდე

მისული, კლავდა განწირულებს.“ 8

შულმანთან პირისპირ შეხვედრებს გაკვრით აღწერს სპირიდონ კედიას მეუღლე,

სოფიო ჩიჯავაძე-კედია. ქრონოლოგიურად ეს მოგონებები ეხება 1923 წლის

დასაწყისს, როდესაც სპირიდონ კედია სსრკ-ს ფარგლებიდან, ევროპაში გაასახლეს:

„ . . . შესვლისთანავე მატარებელში თვალი მოვკარი თვალებ დაავადებულ ჯალათს შულმანს,

წარმოიდგინე . . . რა გულისხეთქვაში ჩამაგდებდა ეს შეხვედრა. ვიფიქრე, რომ ის

სპირიდონის გულისათვის მიდის ბათუმში და შეიძლება რაც თბილისში ვერ გაბედა, აქ

ადვილად ჩაატაროს . . . მეორე დღეს ვკითხულობ სპირიდონს „საგანგებო განყოფილება“-ში,

არსად მისი კვალი არა სჩანს, ვერც იქ და ვერც ჩეკაში ვერ ვიპოვნე, სწორედ ამ ძებნაში ვარ,

რომ ავტომობილმა ჩამიარა და შიგ მჯდომმა თავაზიანი სალამი მომცა, ეს იყო შულმანი,

რომელსაც კარგად ჰქონდა შესწავლილი ციხეში მოსიარულე მახლობლების არამცთუ

გარეგნობა ხმაც კი, გასაოცარი მეხსიერების მქონე იყო.“ 9

საქართველოში საბჭოთა

რეჟიმის დამყარების შემდეგ,

რევკომის (რევოლიუციონური

კომიტეტი) #6, #20, #58 და #78

დეკრეტებით გაუქმდა

საქართველოს დემოკრატიული

რესპუბლიკის სასამართლო

სისტემა. #65, #76 დეკრეტებით

მას ჩაენაცვლა ( 1921 წლის

სექტემბერში) - სახალხო

სასამართლოს, რევოლიუციური

8 Р. Гуль, Дзержинский (Начало Террора), Нью-Йорк, 1974;

http://www.lib.ru/RUSSLIT/GUL/dzerzhinsky. txt 9 სოფიო ჩიჯავაძე-კედია, „ნასმენ-ნახული“, ქართულ-ევროპული ინსტიტუტი, პარიზი, 2002 წელი. გვ.

358.

Page 6: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

6 www.sovlab.ge

ტრიბუნალების, სამედიატორო (1921 წლის აგვისტო) და საამხანაგო

დისციპლინარული სასამართლოების (1921 წლის ნოემბერში) სისტემა.

პენიტენციალური სისტემის ტექნიკურ მხარეს კი აწესრიგებდა 1921 წელს მიღებული

- რევკომის ბრძანება #31 (დაპატიმრება-ჩხრეკის უფლების შესახებ / აპრილი),

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის დადგენილება #46

(ტუსაღების მილიციის განყოფილებიდან სატუსაღოსა ან შესაბამის დაწესებულებაში

გადაყვანის პროცედურები და დრო / მაისი), რევკომის #84 დადგენილება

(შეპყრობილ პირთა დასამწყვდევ ადგილებში მიღების წესი / ოქტომბერი), რევკომის

#97 დადგენილება (დასამწყვდევ ადგილებში შესვლის წესი / ნოემბერი). 1921 წლის

აპრილშივე დამტკიცდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის

დებულება, რომლითაც ასევე ამოქმედდა იძულებითი მუშაობის და ბანაკთა

განყოფილება; შინსახკომთან არსებული იძულებითი სამუშაოს მთავარი

სამმართველოს და მისი ადგილობრივი ორგანოების დებულება კი 1921 წლის 7

ივნისს დამტკიცდა. 1921 წელსვე, იუსტიციის სახალხო კომისარიატთან მოეწყო

დასჯა-გასწორების ცენტრალური განყოფილება, თავად ამ განყოფილებასთან კი

ცენტრალური გამანაწილებელი კომისია (რევკომის დადგენილება #94). 1922 წლის

22 აპრილს, საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ბრძანებით,

სახკომსაბჭოს დადგენილების თანახმად, შინსახკომთან არსებული იძულებითი

სამუშაოს მთავარი სამმართველო, მთელი შტატით იუსტიციის სახალხო

კომისარიატის დაქვემდებარებაში გადაირიცხა.10

10 სუიცსა ფ#285, ან#1, ს#355, გვ. 40.

Page 7: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

7 www.sovlab.ge

სახელი გადაერქვა საპატიმროებს

- „ციხის“ ნაცვლად მათ

„გამასწორებელ სახლებად“

მოიხსენიებდნენ, ხოლო

„ტუსაღებს“ კი –– „პატიმრებად“.

სახელმწიფო პროპაგანდა

აცხადებდა, რომ გარდა აშკარა

კონტრრევოლუციონერებისა და

ბურჟუაზიის წარმომადგენლებისა, ყველა პატიმრის მიმართ საბჭოთა

ხელისუფლების კურსი იყო მათი პროპაგანდის საშუალებით გამოსწორება და

ნაყოფიერ შრომასთან მიჩვევა. პრესა ხშირად წერდა „გამასწორებელ სახლებში“

მუსიკის კლუბების, სახელოსნოების გახსნისა და გაზეთების გამოცემის შესახებ,

საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ იქ გამართულ კონცერტებზე და პატიმართა

განათლების ამაღლებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე.

ამ სისტემის ნაწილს წარმოადგენდა „№ მე-2 გამასწორებელი სახლი“ ( ყოფილი

მეტეხის ციხე, 20-იან წლებში ასევე მოიხსენიება „# 2 სპეცდანიშნულების

Page 8: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

8 www.sovlab.ge

იზოლატორის“ სახელით), რომელიც პოლიტკური ნიშნით დაკავებულების ძირითად

საპატიმრო ადგილად მიიჩნეოდა. თუ რა მდგომარეობა იყო იმ დაწესებულებაში,

რომელიც შულმანმა ჩაიბარა, ამის შესახებ დაწვრილებით ცნობებს გვაწვდის,

მეტეხის ციხის ყოფილი პატიმარი:

„ . . .ავიღოთ მეტეხი . . . ციხე გამოანგარიშებულია 300 კაცისათვის, ხოლო ბოლშევიკებს

მუდამ ყავთ აქ 700-800 და ხან 900 კაციც.11 ახალ შემოსულს თვალში ეცემა ეზოში მდგომი, ან

მიწაზე დაყრილი ტიტველი ხალხი, ჭუჭყიანი და მზისგან დამწვარი კანით, რომლებიც

ლანდებივით გამოიყურებიან. რაშია საქმე? კითხულობს გაოცებული ახალ მოსული.

საქმე იმაში გახლავთ, რომ <<სოციალისტურ სამოთხეში>> ტუსაღთა კვების (ჩაცმა-

დახურვაზე 12 ლაპარაკი ზედმეტია) შესახებ შემოღებულია ძველი სპარსეთის კანონები, რაც

იმაში გამოიხატება, რომ ტუსაღზე ხაზინა არ ხარჯავდა არც ერთ კაპეიკს. მისი კვება მისი

პატრონის საქმე იყო და თუ ასეთი არ ყავდა, ან მადლიანი ადამიანი არ გამოუჩნდებოდა,

შიმშილით უნდა მომკვდარიყო. ასეა აქაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კომუნისტები

ერთბაშად სიკვდილის ნებას არ აძლევენ და ამ მიზნით დაწესებული აქვთ ტუსაღზე ½ გირ.

პური და კოვზი ლობიოს, ან ტარანის ნახარში 13. აქედანაც ჩვეულებრივ თავის სამყოფი უნდა

მოიპაროს ვისაც ჯერ არს 14 და, ვაი მას ვისაც არა ყავს პატრონი და ყოველ დღე არ უზიდავს

საზრდოს. ასეთები მეორე დღესვე შეუდგებიან ხოლმე ნაწილობრივ თავისი ტანისამოსის

გაყიდვას. ბაზარი ამისათვის აქვეა: დაბალი ადმინისტრატორები და უფრო კი

მექრთამეობაზე დაჭერილი კომუნისტი მოხელეები, რომლებიც აქ მუდამ ასობით ითვლება,

11 1923 წლის პირველ ნახევარში, #2 გამასწორებელი სახლისთვის (მეტეხი) პატიმრების უმაღლეს

ერთდროულ ზღვარად 1190 კაცი იყო დადგენილი. ამავე პერიოდში, საქართველოს სსრ-ს ყველა

გამასწორებელ სახლში პატიმრების ჯამური რიცხვი დაახლოებით 3000 კაცს შეადგენდა. სუიცსა,

ფ#285, ან#1, ს#749. გვ. 9ა, 34. 12 ოფიციალური ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 1923 წლისათვის, ყველა პატიმრის ტანისამოსით და

ფეხსაცმლით მომარაგებაზე 7 თვის მანძილზე 3600 რუბლი დაიხარჯა. პატიმრებისათვის

განკუთვნილი იყო შემდეგი ნივთები: ხალათი, ნიფხავი, ცხვირსახოვი, ფეხსახვევი („პარტიანკა“),

ჟილეტი, ბუშლატი, შარვალი, ზამთრის და ზაფხულის საბნები, ბალიში და ქეჩის საფენი. სულ 18000

ცალი, 300 პატიმარზე. სუიცსა, ფ#285, ან#1, ს#749. გვ. 9ა. 13 იმავე მონაცემებით, პატიმართა კვების რაციონს - კარტოფილი, კომბოსტო, დაბალი ხარისხის პურის

ფქვილი, ლობიო, ზეთი, ხორცი, მარილი, პილპილი, ჩაი და პური შეადგენდა. 7 თვის მანძილზე

სურსათის ხარჯი 63 000 რუბლი იყო. ყოველდღიურად, საქართველოს სსრ-ს მასშტაბით პატიმართა

კვება 300 ოქროს მანეთი ჯდებოდა, ე.ი. დაახლოებით 10 კაპიკი - თითო პატიმარი. სუიცსა, ფ#285,

ან#1, ს#749. გვ. 9ა. 14 აქ და ყველგან სტილი დაცულია.

Page 9: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

9 www.sovlab.ge

არიან მყიდველებათ. გაჭირვებაში ჩავარდნილი ტუსაღი ოხრის ფასად აძლევს მათ

ყველაფერს და აღებული ფულით აქვე, ციხის დუქანში ყიდულობს პურს. ასე ყიდის ის

ცალცალკე ყველაფერს სანამ უკანასკნელ საცვლებს არ მიადგება. ჯერ კიდევ შერჩენილი

სირცხვილის გრძნობა აიძულებს საცოდავს გაყიდოს მარტო პერანგი, ხოლო მისი ამხანაგი

დაიტოვოს, ზოგს ბედი გაუღიმებს ხოლმე: სადღაც იშოვნიან სახაზინო ძველ საბანს,

შემოიხვევენ და მოიმაგრებენ მას წელზე წვრილი ბაწრით და ასე გაანთავისუფლებენ ძირა

საცვალსაც, რომ ორიოდე გირვანქა მჭადი კიდევ შეიძინონ. <<კომუნისტური ულუფის>>

ამარა, ტუსაღი ნელნელა ხმება, თვალები უცვინდება, სახე აებურძგლება, კარგავს იმის

უნარსაც კი, რომ ხელ-პირი და ფეხები დაიბანოს, მსხვილი ტალახი მაინც მოიშოროს

ტანიდან. როცა ის ძვალ-ტყავად ქცეული დაიარება ლანდივით, უცბათ ფიზიკურ

კაბინეტებში მდგარი შეწყობილი ჩონჩხი მოგაგონდება. დაბოდიალობენ ეს საცოდავები

ციხის ეზოში, (საკნებში მათი ჩაკეტვა ვეღარ გაუბედავს ვერც კომუნისტების უგულო გულს)

და ეღრიჭებიან ბედნიერ ტუსაღებს ე.ი. მათ ვისაც პატრონი რის ვაივაგლახით აწვდის

გარედან ლუკმა პურს, უმთავრესად პოლიტიკურებს. სთხოვენ პურის ნატეხებს, ნამცეცებს,

ეძებენ და ჭამენ ყვლაფერს, რასაც ნახავენ ეზოში, სანაგვე ყუთებში, ფეხის ადგილებში . . .

ასეთ პირობებში ავადმყოფობა აუცილებელია. ძვირათაა მათ შორის ჯანმრთელი. ხშირია

ფეხებ დასიებული, ტან-დამუწუკებული, დაჩირქებული, ცოცხლად აყროლებული;

საშინელი სანახავია და კვდებიან ისევე უწამლოდ, როგორც უჭმელობით. საავადმყოფო

მეორე ციხეში - ორთაჭალაშია, მაგრამ ვის ეღირსება იქ გადაყვანა. ჯერ საჭიროა ექიმის

მოწმობა, რომ საავადმყოფო აუცილებელია (ამის ღირსად თვლიან მას, ვინც ფეხზე ვეღარ

დგება) მეორე ეს მოწმობა უნდა წავიდეს ჩეკაში, ხოლო სანამ იქიდან ნებართვა მოვა, მანამ

ავადმყოფი უკვე კვდება სადმე საკნის კუთხეში, თუ რაიმე სასწაულის გამო მორჩენა ვერ

მოასწრო. აქვთ აქ ამბულატორია, რამდენიმე საწოლით, მაგრამ არავითარი წამლობა და არც

გაძლიერებული ულუფა იქ არაა. იქ თუ წვება ვინმე, მხოლოდ იმისათვის, რომ ტახტი და

ლეიბია, სხვა არაფერი . . . შიმშილის გარდა ავადმყოფობას ხელს უწყობს წარმოუდგენელი

ანტი-სანიტარული მდგომარეობა. პირველ ხანებში აბანოსაც კი არ აძლევდენ, თუმცა ასეთი

არსებობს ციხეში. შემდეგ, როცა პოლიტიკურები მომრავლდენ, ადმინისტრაცია დაითანხმეს,

რომ ხანგამოშვებით მაინც აბანო გაათბონ, მაგრამ იმითაც მხოლოდ <<მდიდრები>>

სარგებლობენ, ესე იგი ისინი, ვისაც შეუძლია საპონი თვითონ შეიძინოს. ამავე დროს

დემოკლეს მახვილივით თავს დაგვტრიალებს ეპიდემიური ავადმყოფობანი. ხოლერამ

Page 10: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

10 www.sovlab.ge

თავისი წაიღო და წავიდა. სამაგიეროთ ზამთარში მოსალოდნელია ტიფი, რისთვისაც არავინ

ზრუნავს.

აი ასეთ პირობებში კომუნისტებმა მართლა გამართეს აქ შკოლა და თეატრი, მისთვის

აცდენენ ორ დიდ დარბაზს მაშინ, როცა საკნებში ტუსაღები თევზებივით არიან მიწყობილი

ერთი-მეორეზე. სწავლის მსურველი ყველაა და მიდიან კიდეც შკოლაში ახლად მიყვანილი

ტუსაღები; ხოლო ივლიან მანამ, სანამ უკანასკნელ სამოსს გაჰყიდის ლუკმა პურისათვის.

შემდეგ კი სწავლისთვის არ სცხელა: შიმშილს უნდა ებრძოლოს, ნაგვის ყუთებს უდარაჯოს,

ეზოში გამვლელთ მოწყალებისთვის ეღრიჭოს.“ 15

ზემოხსენებულ ვითარებასთან ერთად, პატიმრების აღშფოთებას შულმანის მიერ

დამყარებული ახლი წესრიგი და პატიმრების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება

იწვევდა. ემიგრანტულ პრესაში აღწერილია შულმანის მოპყრობა ავადმყოფი

პატიმრების მიმართ:

„ . . . იმავე საკანში ილია მაისურაძე, მისი ხროტინი ზედა სართულშიაც ეყურებათ მის

ამხანაგებს . . . აქ წევს და სიკვდილს ებრძვის, მაგრამ ჯერ არ გაუშვეს: ხშირათ მოდის ხლმე

შულმანი, სიკვდილის კომენდანტათ წოდებული, ახდის საბანს და ეტყვის: ეშჩო ბოლენ?

ალბათ უნდა დარწმუნდეს და გაატანიოს მაშინ, როცა მას ორიოდე დღის მეტი სიცოხლე

აღარ დარჩენია . . .

მუშა სეით რაზმაძე . . . ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, ის აწი ფიქრობდა ცხოვრების

დაწყებას, მაგრამ ჩეკამ სხვაფერ განსაჯა: სეითი დაატუსაღა და მეტეხის ციხეში მოათავსა,

სადაც ჩქარა სახადს გადაეყარა. ამაოთ ემუდარენ ჩეკას მისი ნათესავები. ქალაქის

საავათმყოფოს მაგიერ ის ორთაჭალაში გაგზავნეს, სადაც 27 იანვარს გარდაიცვალა, ხოლო 28

15 გაუტეხელი. რა ხდება საბჭოთა საქართველოში. „კომუნისტური სავანე“ (წერილი მეტეხიდან).

„თავისუფალი საქართველო“, 15 იანვარი 1922 წელი #15. გვ. 20–22. ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ემიგრაციის მუზეუმი; გურამ შარაძის კერძო

კოლექცია.

Page 11: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

11 www.sovlab.ge

იანვარს შულმანმა მეტეხში მოიტანა მისი გასათავისუფლებელი ორდერი: უფრო ცინიკური

დაცინვა შეუძლებელია . . .“ 16

1921 წლის 29 და 31 ოქტომბერს მეტეხის ციხეში მომხდარი ინცინდენტის გამო

(როდესაც ჩეკას გამომძიებელმა ფედორენკომ, პატიმრები ნიკოლოზ ისაკის ძე

ზურაბიშვილს და ნიკოლოზ გიორგის ძე ჩაბაშვილს17 სცემა და კარცერში

დაამწყვდია, რადგან მათ ენის უცოდინრობის მოტივით უარი თქვეს ჩვენების

რუსულად მიცემაზე) პოლიტპატიმრების ჯგუფმა საპროტესტო განცხადებით

მიმართა რევკომის და ჩეკას თავმჯდომარეებს და იუსტიციის სახალხო კომისარს18,

თუმცა –– უშედეგოდ. შულმანის ციხის კომენდანტად დანიშვნის შემდეგ მსგავსმა

ტენდენციებმა უფრო იჩინეს თავი:

„ . . . ჯარის-კაცებზე უარესი არიან ადმინისტრატორი - ჩეკისტები, განსაკუთრებით

სიმთვრალის დროს, რაც მათში ხშირი მოვლენაა, პირდაპირ პროვოკაციას ადგიან ხოლმე. და

ან რა გასაკვირია მათგან, როცა თვით უფროსმა შულმანმა ამას წინათ ეზოდან რევოლვერი

ესროლა, სრულიად გაუფრთხილებლათ, ფანჯარასთან მდგომ სტუდენტებს,

რევოლიუციონური სიმღერებისათვის. ბედზე სტუდენტებს ტყვია ასცდა. ამ ვაჟბატონს

ძალიან სძულს სიმღერა, განსაკუთრებით ჩვენი ეროვნული ჰიმნი. <<ესლი ვი ჩესტნიე,

ვისტუპაიტე აკტივნო>>-ვო, შეჰყვირებს ხოლმე, როცა რევოლიუციონურ სიმღერას

გაიგონებს ხოლმე საკნებში. ამ ვაჟბატონის სიტყვებიდან ირკვევა, რომ რუს ხულიგანებს

ძლიერ სურთ ჩვენში შეიარაღებული გამოსვლა, რომ საბუთი მიიღონ მთელი ხალხის

გაჟლეტის . . .19“

16გაუტეხელი, „თავისუფალი საქართველო“, #18, მარტი,1922 წელი. გვ. 22. „კომუნისტები და ძველი

რევოლიუციონერები“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია. 17 გვარი „ჩაბაშვილი“ არ არსებობს, უნდა იყოს - ჭაბაშვილი. 18 „თავისუფალი საქართველო“, #13, 30 ნოემბერი,1921 წელი. საქართველოს ამბები, ტუსაღების ცემა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ემიგრაციის

მუზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია. / შსს სსამ (მე-2), ფ#14 , აღწ#1 , ს#5 , გვ. 58. 19 „თავისუფალი საქართველო“, #20, 15 აპრილი,1922 წელი. გვ. 28. შემთხვევით განთავისუფლებული /

მარტი, 1922 წელი, თფილისი, „კომუნისტები დაპყრობილ საქართველოში (წერილი

საქართველოდან)“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია.

Page 12: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

12 www.sovlab.ge

ამ ცნობას, უფრო აზუსტებს ელისაბედ (ლიზიკო) ქაიხოსროს ასული ქავთარაძის

მოგონებები; იგი თვითონ იჯდა მეტეხის ციხეში 1927-28 წლებში და ძველი

პატიმრების ნაამბობს ეყრდნობა:

„. . . 1923 წელს მეტეხის ციხის ეზოში გოგი მამალაძის მიერ კლდეზე ამოკვეთილ იქნა

საქართველოს სახელმწიფო გერბი - თეთრი გიორგი. ჩვეულებისამებრ დილას, როდესაც

პოლიტპატიმრები იქ „დიდებას“ გალობდნენ, შულმანი მათკენ მუქარით გამოქანებულა. მას

სიკვდილის კომენდანტს ეძახდნენ - დასახვრეტი პატიმრები გაჰყავადა. ჰყვებოდნენ, რომ

ასეთ შემთხვევებში ამალითურთ გალეშილი მოდიოდა, საკნის ზღურბლზე შეჩერდებოდა და

შეუდგებოდა თავის სადისტურ წამებას. ამღვრეული თვალებით მთელ საკანს მოიცვლიდა,

თითოეულს მიაშტერდებოდა, შეძრავდა, გააქვავებდა. მერე ხელს ნელა ასწევდა, განწირულს

ასევე ნელა თითს დაუქნევდა . . .

როდესაც აყვირებული შულმანი გუნდთან მიჭრილა, ისიდორე რამიშვილს თავისი

განუშორებელი კვერთხით მისთვის ქუდი მოუშვლეპია და მიწაზე გადაუგდია. მხცოვანი

რევოლუციონერის მზერაში ისეთი რისხვა და ზიზღი აღბეჭდილა, რომ შულმანი ადგილზე

გაქვავებულა. ჰიმნის დასრულების შემდეგ ისიდორეს ერთ-ერთი ახალგაზრდისათვის

უნიშნებია, ქუდი მიაწოდეო. გონს მოსული კომენდანტი კვლავ აღრიალებულა. ისიდორეს

სიტყვა შეუწყვეტინებია და დინჯად დაურიგებია - როდესაც ეროვნული ჰიმნი სრულდება,

ვისიც არუნდა იყოს იგი, ქუდის მოხდა ყველასთვის სავალდებულო არისო.

პატიმრები მშვიდად დაშლილან. საქციელწამხდარი ჯალათი პირდაღებული დარჩენილა.

შულმანი ისიდორეს დიდი პატივით ეპყრობოდა. ერთხელ უკითხავს - რა შემიძლია

თქვენთვის გავაკეთოო? ისიდორეს გაღიმებია: ჩემთვის არაფერი, თუ შეგიძლიათ, ამ

ახალგაზრდას ნუ აწვალებთ, გაათავისუფლეთო! - მიუთითებია კახელ ყმაწვილზე,

რომელსაც ჩოლოყაშვილის პარტიზანულ რაზმთან კავშირი ბრალდებოდა. სიკვდილის

კომენდანტს სიტყვა პირნათლად აუსრულებია.

ამ ჯალათის „მოღვაწეობასთან“ დაკავშირებით ერთი დრამატული ეპიზოდიც მახსენდება.

დასახვრეტად ხალხი ჯგუფებად გაჰყავდათ. „დიდების“ გალობით მიდიოდნენ. ესეც

ტრადიციად იყო ქცეული . . . მძაფრი მოლოდინით გაძაგრული ციხე გვიან იძინებდა (მაშინ

არ უშლიდნენ. ძილი კომანდით ოცდაჩვიდმეტის შემდეგ შემოიღეს). რამიშვილი ჭადრაკს

Page 13: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

13 www.sovlab.ge

თამაშობდა (საუბედუროდ სახელი აღარ მაგონდება), შულმანისაკენ მედიდურად

გაუხედავს, წარბები შეუყრია, მშვიდად გამოუცრავს - ჯერ პარტიას დავასრულებო . . .“ 20

მეტეხიდან, დასახვრეტების გაყვანის პროცესის შესახებ წერს სოზერყო მალსაგოვი,

რომელიც საქართველოში ჩრდილოკავკასიიდან თავშეფარებული მებრძოლებისგან

დაკომპლექტებულ რაზმში ირიცხებოდა და მე-11 არმიის წინააღმდეგ იბრძოდა;

გასაბჭოების შემდეგ კი არალეგალურად ცხოვრობდა. 1923 წელს, საბჭოთა

ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამინისტიის იმედით იგი ბათუმის ჩეკას

ჩაბარდა, საიდანაც დაკითხვისა და წამების შემდეგ ტფილისში, ამიერკავკასიის ჩეკას

განკარგულებაში, იქიდან კი მეტეხის ციხეში გადაიყვანეს, საბოლოოდ კი

„სოლოვკებზე“21 გადაასახლეს. მან იქიდან გაქცევა მოახერხა:

„ . . . კვირაში ერთხელ - ოთხშაბათს - სპეციალური კომისია, რომელიც მორიგეობით

შედგებოდა ამიერკავკასიის და საქართველოს ჩეკას წევრებისაგან, სხდომას მართავდა ციხის

უფროსის კანცელარიაში და მსხვერპლთა სიებს ადგენდა. კომისია განსაკუთრებულ

ყურადღებას არ აქცევდა თითოეულის დანაშაულის ხარისხს –– დანაშაულის დამტკიცების

სურვილი ადამიანობაზე მაღლა იდგა. ამიერკავკასიის და საქართველოს ჩეკას მთელი

პერსონალი სადისტებისაგან იყო დაკომპლექტებული.

ყოველი ოთხშაბათის ღამეს სამოციდან ასამდე ადამიანი იხვრიტებოდა. ეს ღამე ნამდვილი

ჯოჯოხეთი იყო მთელი მეტეხისათვის. ჩვენ არ ვიცოდით, ვის ეწერა დახვრეტა და ამიტომ

ყველა მოელოდა სიკვდილს. ვერც ერთი ადამიანი ვერ ახერხებდა თვალის მოხუჭვას

დილამდე. განუწყვეტელი სისხლისღვრა წამება იყო არა მარტო პატიმრებისათვის, არამედ

თავისუფლად, ციხის გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვისაც. მეტეხის გარეშემო ყველა ქუჩა

დიდხანს იყო დაუსახლებელი. ამ კვარტალის მოსახლეობამ სახლები მიატოვა, აღარ

შეეძლოთ რა ჯალათების სროლის ხმის და მათი ასეულობით მსხვერპლის ყვირილის

მოსმენა.

დახვრეტის ღამეს თითოეული კამერიდან ხუთიდან ათამდე კაცი გაჰყავდათ. ჩეკისტები, რაც

შეიძლება მეტ ხანს წელავდნენ სასიკვდილოდ განწირულთა სიის ამოკითხვის პროცესს და

20 ლიზიკო ქავთარაძე, 28 წელი გულაგში, თბილისი, პეგასი 2008, გვ. 321-322. 21 Соловецкий лагерь особого назначения (СЛОН).

Page 14: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

14 www.sovlab.ge

მათი თითოეულ კამერაში ყოფნის საშუალო მინიმუმს საათის მეოთხედი შეადგენდა.

თითოეული სახელის წინ დიდი პაუზა კეთდებოდა, რომლის დროსაც ყველა პატიმარი

შიშისაგან ძრწოდა. ასეთ წამებას ძალიან ძლიერი ნერვების მქონე ადამიანებიც კი ვერ

უძლებდნენ. ასეთ ღამეებში პატიმართა ნახევარი დილამდე ტიროდა. მეორე დღეს ყელში

საჭმელი არავის გადასდიოდა და ციხის საუზმე ხელუხლებელი რჩებოდა. ეს ყოველ კვირას

მეორდებოდა . . . მე ოთხნახევარი თვე გავატარე მეტეხში და და ყოველ ოთხშაბათს საკუთარ

თავს სიკვდილისათვის ვამზადებდი.“ 22

მსგავსი სცენა –– იმავე პერიოდის”თავისუფალი საქართველო”, 1922 წლის 15

აპრილი:

„ . . . ჩეკის მუშაობა ამით არ

თავდება, ის კვლავ ძველებურათ

განაგრძობს ხვრეტასაც. თვით

თებერვლის რევოლიუციის 5

წლის თავი თფილისში

დზერჟინსკის ნოქრებმა 29 კაცის

დახვრეტით აღნიშნეს.

საშინელება იყო ეს დღე (12

მარტი) მეტეხის ციხეში და

შემდეგ გრუზჩეკაში. ამ დღეს

შულმანი მეტეხში რაღაც სხვაფერ

მორთული მოვიდა. მას ვიწრო

კურტკაზე მაუზერთან დამხმარე

რევოლვერიც ჰქონდა. ძველმა

ტუსაღებმა მაშინვე თქვეს: დღეს

ხვრეტა იქნებაო. მართლაც 12 საათზე ციხეში მოვიდა ყაზახთა რაზმი და შულმანმაც

გამოუძახა 16 კაცს, შემოარტყა გარს ხმალამოღებული ცხენოსნები და გაუძღვა ჩეკისაკენ.

22 http://ingushetiyaru.org/history/adskiy_ostrov/231.html

Page 15: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

15 www.sovlab.ge

შემდეგ ჩეკიდან მოყვანილებმა გვიამბეს, რომ იქ კიდევ 13 მოუმატეს და იმ ღამესვე 29 კაცი

დახვრიტესო.

მთელი ღამე ჯოჯოხეთში გავატარეთ, მოგვითხრობდნენ მოსულები, 11 საათზე დაიწყო

გაყვანა. გაყავდათ ნაწილ-ნაწილ, დარწმუნებით არავინ იცოდა, ვის წაიყვანდნენ და ვინ

დარჩებოდა. ისმოდა ღმუილი, ყვირილი, ბრახუნი, გინება . . . მხოლოდ გამთენიისას

დაწყნარდა ჩეკის სარდაფი და გადარჩენილებმა დაიძინეს. ერთ საკანში ამ დროს დაბრუნდა

შულმანი და დაფეთებულ ტუსაღებს ჰკითხა: ვის დაუტოვა სურგულაძემ ნაბადიო;

ტუსაღებმა საჩქაროთ მიართვეს ნაბადი, რომელიც სურგულაძემ (ჩვენი ყოფილი კომისარი)

მართლა მიუგდო დარჩენილებს გაყვანის დროს სიტყვებით - ძაღლების მაგივრათ კაცებმა

მოიხმაროსო, მაგრამ ჩეკისტები წინდაწინ ათვალიერებენ და ჩუმად სწავლობენ, თუ რა აქვს

ტანზე ან ბარგათ მათ მსხვერპლს.23“

რომან გულს, კი ყოფილი ქართველი ჩეკისტის ვინმე დუმბაძის მონათხრობის

მიხედვით, უშუალოდ დახვრეტის სცენაც აქვს აღწერილი, შულმანის მეთაურობით:

„ . . . აი შულმანის ერთ-ერთი ანგარიშსწორების აღწერა, ჩეკისტების ჟარგონზე რომ ვთქვათ

”შლეპალკისა”:

ყრუ ღამით, სარდაფის ციხის ქვის კორიდორებში, იარაღის ჟღარუნით, წითელარმიელთა

ნარიადთან ერთად გამოცხადდა კომენდანტი შულმანი. მათ კამერებიდან განწირულების

გაყვანა დაიწყეს. საცოდავ მდგომარეობაში მყოფნი, სანახევროდ ჩაცმულები, საწყლები

ავტომატურად ასრულებდნენ ჯალათების განკარგულებებს. შულმანი გასამართლებულებს

ქედმაღლურად და ხაზგასმით მკაცრად ეპყრობოდა. გამოიყვანეს დასასჯელად გამოყოფილი

118 კაცი. ყველანი გაიყვანეს ჩეკას შიდა ეზოში, სადაც მათ რამდენიმე სატვირთო ელოდათ.

ჯალათები გაწაფულად და სწრაფად ხდიდნენ მსხვერპლთ ტანსაცმლის ნარჩენებს, ხელებს

უკრავდნენ და სატვირთოებში ყრიდნენ. სატვირთოები დაიძრა . . . ჩეკისტებით

გარშემორტყმულ დასჯის ადგილას წინასწარ გამზადებული ორმოები იყო.

სიკვდილმისჯილებს მწკრივებად ხვრეტდნენ. შულმანმა და მისმა თანაშემწემ, ნაგანებით

ხელში, დაიწყეს მწკრივის გასწვრივ ჩამოვლა და სიკვდილმისჯილებს შუბლში ესროდნენ;

23 შემთხვევით განთავისუფლებული. დაპყრობილ საქართველოში; კომუნისტები დაპყრობილ

საქართველოში (წერილი საქართველოდან). მარტი 1922 წ. თფილისი. „თავისუფალი საქართველო“ 15

აპრილი 1922 წელი #20. გვ. 30. თსუ ემიგრაციის მუზეუმი; გურამ შარაძის კერძო კოლექცია.

Page 16: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

16 www.sovlab.ge

დრო და დრო ჩერდებოდნენ, რათა რევოლვერები დაეტენათ. ყველა მშვიდად არ დებდა

თავს. ბევრი იბრძოდა, ცდილობდა გასხლტომას, ტიროდნენ, ყვიროდნენ, შეწყალებას

ითხოვდნენ. ზოგჯერ შულმანის ტყვია მათ მხოლოდ დაჭრიდა ხოლმე, დაჭრილს ჩეკისტები

მაშინვე უმატებდნენ ხიშტებითა და სროლით, მოკლულებს კი ორმოში ისროდნენ.

ადამიანთა სასაკლაოს მთელი ეს სცენა გრძელდებოდა არანაკლებ სამი სააათისა.“ 24

ტფილისში, დიდი რეზონანსი მოჰყვა პოლიტპატიმართა დახვრეტისას ერთ-ერთი

მათგანის მიერ შულმანის დაჭრის ფაქტს. მოვლენის ფაბულა ყველა გადმოცემაში

მსგავსია, თუმცა იცვლება დრო და პიროვნება, რომელმაც ეს ჩაიდინა, რაც არ იძლევა

ფაქტის მაქსიმალურად დაზუსტების საშუალებას:

24 Р. Гуль, Дзержинский (Начало Террора), Нью-Йорк, 1974;

http://www.lib.ru/RUSSLIT/GUL/dzerzhinsky. txt

Page 17: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

17 www.sovlab.ge

„ . . . ჩეკას ციხის სარდაფში ხდებოდა საშინელი წამება და ყვირილი. შეუკრავდნენ ხელებს

და მიჰყავდათ. ჩაყრიდნენ საბარგო მანქანაში. ეს საბარგო მანქანა ამუშავებული ჰყავდათ,

რომ ყვირილის ხმა გარეთ არ გასულიყო. წაიყვანდნენ საბურთალოზე და გამზადებულ

ორმოში ჩაყრიდნენ. ყოველ ღამით მიმდინარეობდა ეს არგაგონილი წამება და მხეცური

ჩაკვლა ადამიანების. ერთ ღამეს გამოუძახეს რამდენიმე პირს, მათ შორის იყო ერთი

ნიგოეთელი ორმოცაძე. როცა გაიყვანეს და მოუნდომა ჯალათმა შულმანმა ხელების შეკვრა,

ორმოცაძემ მოასწრო ჯიბიდან ნატეხი ჭიქის ამოღება და დაკრა სახეში შულმანს და მაგრად

დაასახიჩრა. ორმოცაძე მოკლეს კარიდორში25“.

სხვაგვარად აღწერს ამ ვითარებას შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე, რომელიც

მეტეხის ციხეში 1921-22 წლებში იჯდა:

„ . . . შულმანი იყო ჩეკისტი, ებრაელი . . . ჯალათი იყო ნამდვილი, სულ რევოლვერი აქვს

ხელში. ანდრონიკაშვილმა დაარტყა ლურსმანი და მოკლა, დასახვრეტად რომ გაყავდათ 22

წელს. მე მაშინ უკვე მოსკოვში ვიყავი და ეს ამბავი გადმოცემით ვიცი, ე.ი. შულმანი შედის

სუსლიკა ანდრონიკაშვილთან, რომ წაიყვანოს დასახვრეტად, სუსლიკა ქაქუცას რაზმელია,

მიხვდა, დასახვრეტად რომ უნდა წაეყვანათ, მოგლიჯა ნარის ფიცარი და დაარტყა თავში ეს

ლურსმნიანი ფიცარი შულმანს. ანდრონიკაშვილი დახვრიტეს.“ 26

სოფიო ჩიჯავაძე-კედიაც ამ ფაქტს უკავშირებს 1922 წლის აგვისტო-სექტემბრის ამბოხებას

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში:

” . . . მეტეხიდან გაიყვანეს რამოდენიმე პატრიოტი, განუკითხავად და გაუსამართლებლად

დახვრიტეს როგორც ”ბანდიტები”. . . ესენი იყვნენ კოტე ჩოლოყაშვილი, არჩილ ვაჩნაძე,

სუსლიკა ანდრონიკაშვილი და კიდევ რამოდენიმე კახელი ახალგაზრდა . . . ამ

ქართველებიდან სუსლიკა ანდრონიკაშვილი ლურსმნით ხელში შეებრძოლა ჯალათ

შულმანს და კინაღამ თვალები დასთხარა, ძალიან დააზიანა, ამიტომ სუსლიკა იქვე ჩეკის

25 რევაზ კვერენჩხილაძე. საბუთები ღაღადებენ. თბილისი 2007 წ. გვ. 218–219. ეყრდნობა: „დაპყრობის

60 წლისთავი, 1921–1981“, პარიზი,1981 წ. 26 „ქართველები გერმანული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში“, „განათლება“ თბილისი, 1994წ. გვ.

117-118.

Page 18: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

18 www.sovlab.ge

კედლებში ჩაკლეს, დანარჩენები კი საბურთალოზედ კამიონით27 წაიყვანეს და იქ გაუთხარეს

მათ სამარე . . . ამ საშინელების შემდეგ შულმანმა ჩაიცვა სუსლიკას წაღები და ისე ესტუმრა

ორთაჭალის ციხეს; თვალებდასისხლიანებული, გაანჩხლებული და განუცხადა, ვინც არ

დამემორჩილება, აი, ასეთი ბედი ეწევა როგორც ამ წაღების პატრონსაო, ე. ი. დაგხვრეტავთ

ყველას, თუ ჭკუით არ იქნებითო.“ 28

სოზერყო მალსაგოვი კი, რომელიც ამიერკავკასიის ჩეკაში (ამიერკავკასიის და

საქართველოს ჩეკას საპატიმროების ერთ შენობაში განთავსების საკითხის

საბოლოოდ გამოურკვევლობის გამო, ჯერ-ჯერობით ძნელია დაზუსტებით ითქვას

ტერიტორიულად სად იყო „ზაკჩეკას“ საპატიმრო) 1923 წელს იჯდა, ამ ფაქტს ე.წ.

„სამხედრო ცენტრის“ საქმეზე დაპატიმრებული იმ ქართველი ოფიცრების

დახვრეტის ფაქტს უკავშირებს, რომლებიც ამიერკავკასიის ჩეკას განკარგულებაში

ირიცხებოდნენ:

„ . . . ამიერკავკასიის ჩეკას ციხეში დაპატიმრებულ ათასობით ადამიანს შორის, ჩემთან

ერთდროულად, იყო თხუთმეტი ქართველი ოფიცერი . . . ამ ხალხს ხანგრძლივი მტანჯველი

დაკითხვების შემდეგ დახვრეტა მიუსაჯეს. თავადმა მუხრანსკიმ 29 გადაწყვიტა საკუთარი

სიცოცხლე ძვირად დაესვა მათთვის. მან მოახერხა დიდი ლურსმნის მოპოვება (მან ის

კამერაში იპოვნა). როდესაც განაჩენის აღსრულების ღამეს კარი გაიღო და ამიერკავკასიის

ჩეკას კომენდანტის შულმანის -- მეტსახელად „სიკვდილის კომენდანტის“ მეთაურობით,

ჩეკისტების ჯგუფი შევიდა, რათა გაეყვანათ გასამართლებული ოფიცრები, მუხრანსკიმ

მთელი ძალით ესროლა ლურსმანი შულმანს სახეში, თვალში დამიზნებით. მძიმე ლურსმანმა

ჯალათს ცხვირი გაუტეხა. შულმანმა ტკივილისაგან ამოიკვნესა და იმწამსვე გაისმა საშინელი

ყვირილი და სროლა. კამერა კვამლით აივსო. კამერაში მყოფი თხუთმეტივე ოფიცერი

ბადრაგმა ადგილზევე მოკლა. სხვა კამერის პატიმრებს უბრძანეს სისხლის ნაკადების

მოწმენდა.“ 30

27 სატვირთო მანქანა, ფრანგულ ენაზე. 28 სოფიო ჩიჯავაძე–კედია. ნასმენ–ნახული. ქართულ–ევროპული ინსტიტუტი, პარიზი 2002 წ. გვ. 339. 29 სიმონ (სიმონიკ) ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი. ოფიცერი. დახვრიტეს „სამხედრო ცენტრის“

საქმეზე დაპატიმრებულ სხვა 14 სამხედრო და სამოქალაქო პირთან ერთად, 1923 წლის 20 მაისს. 30 http://ingushetiyaru.org/history/adskiy_ostrov/231.html

Page 19: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

19 www.sovlab.ge

რეალური სურათის აღდგენა ძნელია: ერთი მხრივ, ორმოცაძის შესახებ საერთოდ

არაფერია ცნობილი; ამავე დროს შალვა მაღლაკელიძე მიუთითებს, რომ მან ამ

ინცინდენტის შესახებ მოგვიანებით, გადმოცემით შეიტყო. ამ ფონზე, ყველაზე

ზუსტად, დეტალურად და დამაჯერებლად სოფიო ჩიჯავაძე-კედიას ჩვენება

გამოიყურება, თუმცა მასთან დაკავშირებითაც შეიძლება გაჩნდეს დამატებითი

კითხვები; კერძოდ, „ხევსურეთის ამბოხებასა“ და ქაქუცა ჩოლოყაშვილის

„ბანდასთან“ კავშირის გამო პატიმართა ჯგუფი, 1922 წლის სექტემბერში დახვრიტეს.

დახვრეტილთა სია „კომუნისტის“ 13 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა:

9) არჩილ ნიკოლოზის ძე ვაჩნაძე, 26 წლისა, ყოფ. თავადი;

10) ზაქარია რომანოზის ძე ვაჩნაძე, 21 წლისა, ყოფ. თავადი;

11) ივანე გიორგის ძე ჯამასპიშვილი, 22 წლისა, სასულიერო წოდებისა;

12) ირადიონ ლევანის ძე ბოსტიაშვილი, 32 წლისა, ყოფილი აზნაური;

13) გიორგი ნიკოლოზის ძე წიკლაური, 25 წლისა, გლეხი - კულაკი;

14) მიხეილ ევგენის ძე ბალიაშვილი, 38 წლისა;

15) ქარუმ გიორგის ძე მაძგარაშვილი, 31 იგივე კატაშვილი, 31 წლისა;

16) ალექსანდრე იოსების ძე გელაშვილი, 39 წლისა, სოფ. საგარეჯოს მცხოვრები;

17) გიგო მიხეილის ძე ლაპიაშვილი, 33 წლისა, სოფელ მირზაანის მცხოვრები - კულაკი;

18) ალექსანდრე ივანეს ძე გომელაური, 50 წლისა, სოფელ მირზაანის მცხოვრები,

ყოფილი აზნაური.

19) კონსტანტინე დავითის ძე ჩოლოყაშვილი, 28 წლისა, სოფელ ბაკურციხის მცხოვრები,

ყოფილი თავადი.

20) ტრიფონ დიმიტრის ძე თამაზაშვილი, 19 წლისა, სოფელ ქვემო-მაჩხაანის მცხოვრები,

გლეხი - კულაკი32.

დახვრეტას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამას მოწმობს ორი კვირის

შემდეგ „კომუნისტის“ 30 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილი საქართველოს

საგანგებო კომისიის განცხადება:

31 გვარი მაძგარაშვილი არ არსებობს, უნდა იყოს მაძღარაშვილი. 32 „კომუნისტი“, #209, ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 1922 წელი. გვ.1

Page 20: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

20 www.sovlab.ge

” . . . მრავალ პროვოკაციულ გამოსვლათა რიცხვში არის ერთი, რომელიც ცდილობს

კონტრრევოლიუციასთან მებრძოლ საქართველოს საგანგებო კომისიას ხალხის თვალში

სახელი გაუტეხოს და გადააქციოს ისეთ საჯალათოთ, სადაც უმოწყალოთ ხვრეტენ

უდანაშაულო ხალხს, ხოლო მისი მართლმსაჯულება კი ლინჩის სასამართლოდ დასახონ.

ამისათვის ისინი სხვათა შორის წერილობით ავრცელებენ პროვოკაციას, მის შესახებ, რომ

თითქოს ჩოლოყაშვილის ბანდის 12 მონაწილე დახვრეტილ იქნენ საქმის გამოუძიებლად და

გაუსამართლელად, მაშინ როდესაც ისინი სრულიად უდანაშაულონი იყვენო. არ ფიქრობს რა

სრულებით, რომ ეს დაუჯერებელი ცინიკური ამბავი იქნება ოდნავ დამარწმუნებელი

ვინმესთვის, საქართველოს საგანგებო კომისია მაინც აქვეყნებს მოკლე ცნობებს ყველას

საყურადღებოთ ამ პირთა საქმის გამოძიების და მათი დანაშაულობის დამტკიცების

შესახებ.“ 33

ამას მოსდევს დახვრეტილთა საქმეებიდან ამოკრეფილი ჩვენების ფრაგმენტები.

როგორც ზემოხსენებულ სიაში, ისე ამ განცხადებაში არსად ფიგურირებს სუსლიკა

ანდრონიკაშვილი, როგორც ამ ჯგუფის წევრი, რაც გაუგებრობას ბადებს.

სამაგიეროდ, „კომუნისტის“ 1922 წლის 27 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ -

საქართველოს საგანგებო კომისიის განცხადებაში ჩამოთვლილ პატიმართა შორის,

33 ”კომუნისტი”, შაბათი, 30 სექტემბერი, #224 , 1922 წელი. გვ.1.

Page 21: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

21 www.sovlab.ge

რომლებსაც საქჩეკას კოლეგიის 30 ნოემბრის, 2, 3 და 6 დეკემბრის სხდომებზე

სიკვდილი მიესაჯათ, მე–7 ნომრად მოხსენიებულია ––

„ანდრონიკაშვილი სოლომონ სოლომონის ძე, 29 წლისა, აზნაური, ყოფილი აფიცერი.“ 34

რომელსაც, სხვა ორთან ერთად, ბრალი ედება ქაქუცა ჩოლოყაშვილის „ბანდასთან“

მჭიდრო კავშირის დაჭერასა და მისთვის სურსათ-სანოვაგის და ტანსაცმლის

არაერთხელ მიწოდებაში. ამასთანავე,იქვე მე–12 ნომრად არის მოხსენიებული ––

„ორმოცაძე გრიგოლ კონსტანტინეს ძე, 19 წლისა, შოფერი.“ 35

რომელსაც, სხვა ორთან ერთად ამერიკული კომიტეტის 36 გაძარცვის ორგანიზებაში,

მშვიდობიანი გლეხების არაერთხელ გაძარცვაში, პროფესიონალურ და

გამოუსწორებელ ბანდიტობაში ედება ბრალი.

სოფიო ჩიჯავაძე-კედიას ცნობით, სუსლიკა ანდრონიკაშვილი კონსტანტინე (კოტე)

აფხაზს ნათესავად ერგებოდა37. იგი ფიგურირებს ცნობილ ინცინდენტში, როდესაც

მე-11 არმიის საქართველოში შემოჭრისა და დემოკრატიული რესპუბლიკის

მთავრობის ბათუმისაკენ უკანდახევის დროს, სამხედროთა ჯგუფმა მთავრობის

დაპატიმრება და მათი ბოლშევიკებისათვის გადაცემა დააპირა, მაგრამ ეროვნულ-

დემოკრატთა ლიდერების ჩარევის შემდეგ, გადაიფიქრა.

1923 წელს, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში ქართველ მხედართა

კავშირის მიერ მომზადებულ კრებულში, „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა

ხსოვნას“, რომელიც „სამხედრო ცენტრის“ საქმეზე დახვრეტილ 15 ქართველ

სამხედრო და საზოგადო მოღვაწეს ეძღვნება, დაბეჭდილია აგრეთვე სია იმ

ქართველი სამხედროებისა, რომლებიც მანამდე ემსხვერპლნენ ბოლშევიკურ რეჟიმს.

მათ შორის დასახელებულია - როტმისტრი სოლომონ ანდრონიკაშვილი.

34 ”კომუნისტი”, ოთხშაბათი, 27 დეკემბერი, #298 , 1922 წელი. გვ.1. 35 იქვე. 36 Американский комитет помощи на ближнем востоке – American committee for relief in the Near East,

ACRNE. 37 სოფიო ჩიჯავაძე–კედია. ნასმენ–ნახული. ქართულ–ევროპული ინსტიტუტი, პარიზი 2002 წ. გვ. 347.

Page 22: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

22 www.sovlab.ge

ძნელია ითქვას, რამდენად დამაჯერებელია სოზერყო მალსაგოვის მონათხრობი,

მიუხედავად იმისა, რომ იგი „სამხედრო ცენტრის“ საქმეზე დახვრეტილ ოფიცრებთან

ერთდროულად იჯდა ჩეკაში. რამდენადაც ზემოხსენებულ სტამბოლურ გამოცემაში,

(სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით), დაწვრილებითაა აღწერილი მათი დახვრეტის

ვითარება ჩეკას შენობის გარეთ.38

თუმცა, მოვლენის რეალობაში ეჭვი ძნელად შეიძლება შევიტანოთ, რადგან, როგორც

ჩანს, ამ (და სხვა მსგავსმა) ფაქტმა შულმანის ჯანმრთელობასა და რეპუტაციას

საგრძნობი ზიანი მიაყენა, რამაც მისი სამსახურიდან ჩამოშორება განაპირობა. ამ

დროისათვის მოძიებულ ქართულ წყაროებში ის კიდევ მხოლოდ ერთხელ არის

მოხსენიებული; სავარაუდოდ, ამავე დროით მონაკვეთში მომხდარ მოვლენასთან

დაკავშირებით. კერძოდ, 1926 წელს, ბელგიურ ჟურნალ “La Revue Belge”-ში

გამოქვეყნდა, პოლკოვნიკ ირაკლი ცაგურიას (1924 წლის აჯანყებისას იგი კახეთის

მიმართულების ხელმძღვანელი იყო) პუბლიკაცია –– „საქართველოს გოლგოთა

(ჩეკა)“ ( მისი ქართული თარგმანი დაიბეჭდა ჟურნალ „მხედარში“ 1930 წელს), სადაც

გამოქვეყნებულია მონათხრობი ჩეკაში ნამყოფი პირის - კავალერიის კაპიტნის

თავადი ამილახვრისა, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილთან კავშირი ედებოდა

ბრალად: „ . . . განწირულთათვის სიცოცხლის მოსპობის წესი აგრეთვე დამახასიათებელია.

მოროზი39, ოგანეზოვი40, შულმანი და პეტროსიანი41 დაადებდენ ნაგანს უკნიდან კისერში და

ჰკლავდენ ადამიანებს, როგორც რომელიმე ცხოველს. ხშირად ხდება, რომ ჯერ კიდევ

ცოცხლებს ასაფლავებდენ - მაგალითად, მაიორი ჩრდილელი42 1923 წ. 21 მაისს . . .“ 43

38 გურამ შარაძე. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი 2–ე. თბილისი 2001 წ.

გვ.240–242. / გურამ შარაძე. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი 4–ე. თბილისი

2003 წ. გვ.554–558 39 იაკობ მოროზი - საქჩეკას საიდუმლო განყოფილების უფროსი. 40 1921-23 წწ. ჩეკას ერთ-ერთ კომენდანტად ასახელებენ. 41 პეტროსიანი ხორენ სამველის ძე - 1921 წ. საქართველოს ჩეკას საქმეთა მმართველის თანაშემწე. 42 დიმიტრი (მიტო) ნიკოლოზის ძე ჩრდილელი. დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს, ე.წ. „სამხედრო

ცენტრის საქმეზე“ დაპატიმრებულ სხვა 14 პირთან ერთად.

43 გურამ შარაძე. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, IV ტომი. თბილისი 2003 წ. გვ.

560–564.

Page 23: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

23 www.sovlab.ge

საყურადღებოა, რომ 1923 წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა

პენიტენციალურ სფეროში. გაზაფხულზე, საქართველოს ციხეებში არსებული

კატასტროფული მდგომარეობის ფონზე, რაც მძაფრი სასურსათო კრიზისითა და

გადატვირთულობით იყო გამოწვეული, 1923 წლის 10 მარტს, საქართველოს სსრ

სახალხო კომისართა საბჭოს #85 დადგენილებით44, ყველა საპატიმრო ადგილები და

მათი სამმართველო გამოვიდა იუსტიციის სახალხო კომისარიატის დასჯა-

გასწორების განყოფილების დაქვემდებარებიდან და კვლავ შინაგან საქმეთა სახალხო

კომისარიატს გადაეცა, სადაც საპატიმრო ადგილების მთავარი და ადგილობრივი

სამმართველოები ჩამოყალიბდა. იუსტიციის სახალხო კომისარიატს მხოლოდ

პატიმართა დაკავების მართლკანონზომიერებაზე მეთვალყურეობის ფუნქცია

შეუნარჩუნდა, ხოლო შინსახკომის საპატიმრო ადგილების მთავარ

სამმართველოსთან კი პენიტენციალური საბჭოს მოწყობა გადაწყდა. 1923 წლის

სექტემბერში გამოქვეყნდა 22 პარაგრაფიანი „დებულება პატიმართა მუშაობის

შესახებ“, ხოლო 1923 წლის 6 ოქტომბერს კი საქართველოს სსრ შინსახკომის

44 საქართველოს სსრ-ს სახკომსაბჭომ გადაწყვეტილება 1923 წლის 7 მარტის სხდომაზე მიიღო (ოქმი

#9), გამოქვეყნდა 10 მარტის თარიღით. სუიცსა, ფ#285, ან#1, ს#479. გვ1.

Page 24: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

24 www.sovlab.ge

საპატიმრო ადგილების სამმართველოსთან არსებული პენიტენციალური საბჭოს

დებულება, რომელშიც შედიოდნენ შინსახკომის, იუსტიციის, ჯანმრთელობის

დაცვის და განათლების სახალხო კომისარიატების წარმომადგენლები, საპატიმრო

ადგილების სამმართველოს უფროსსა და საპროკურორო ზედამხედველობის პირთან

ერთად. საბჭოს თავმჯდომარეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ნიშნავდა.

საკუთარი საქმიანობის სფეროდან შულმანის ჩამოშორების დასახელებული

მიზეზის რეალობაში კიდევ ერთი მონაცემი გვარწმუნებს, კერძოდ - 1923 წლის 7

მარტს, #2 გამასწორებელი სახლის უფროსად, უკვე ვინმე ხატიაშვილია

დასახელებული45. შესაბამისად, შულმანის გათავისუფლების თარიღად შეიძლება

1922 წლის ბოლო ვივარაუდოთ, რაც სოლომონ ანდრონიკაშვილის და გრიგოლ

ორმოცაძის დახვრეტის თარიღს ემთხვევა. ფაქტია, რომ მან ხანმოკლე -

დაახლოებით ერთწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგად, მართლაც წარუშლელი კვალის

დატოვება მოახერხა.

45 სუიცსა, ფ#285, ან#1, ს#749, გვ. 31.

Page 25: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

25 www.sovlab.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მე-2 განყოფილებაში

(ყოფილი პარტორგანოების არქივი) დაცულ საქმეში, სადაც 1925 წლის 2 აგვისტოს

(?), საქართველოს კომუნისტური პარტიის ტფილისის კომიტეტი საქართველოს

კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სააღრიცხვო განყოფილებას უგზავნის

ყოფილი ჩეკისტების თბილისის ორგანიზაციის დამატებით სიას

მისამართებითურთ, ვკითხულობთ:

18. შულმანი აბბე გრიბოედოვის ქ. № 30. 46

1923 წლის შემდეგ შულმანის კვალი იკარგება. შესაძლებელია, მხოლოდ

ფრაგმენტული და არასაიმედო ინფორმაციის ნაგლეჯების დამოწმება, კერძოდ;

1925 წელს, იოსებ სტალინთან მიღებაზე მისული პირების სააღრიცხვო ჟურნალში

ვკითხულობთ:

8. Шульман — бакинец - 11 марта

15. Шульман — по вызову - 28 сентября47

46 შსს სსამ (მე-2), ფ#14, აღწ#2, ს#551. 47 http://lost-empire.ru/index.php?option=com_content&task=view&id=2812&Itemid=

Page 26: შულმანი - სიკვდილის კომენდანტი

sabWoTa warsulis kvlevis laboratoria

26 www.sovlab.ge

საყურადღებოა ერთი ცნობაც, რომლის თანახმადაც 1931 წელს სსრკ-დან გაქცეულმა

ცნობილმა ჩეკისტმა გიორგი აგაბეკოვმა იმავე წლის 27 ივლისს, ავსტრიაში, ОГПУ-ს

(გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) ყოფილი აგენტის ––

ზიმელმანის მკვლელობისათვის დაპატიმრებულ პიროვნებაში, რომელიც თავის

თავს სერბ სტუდენტ პირკოვიჩად ასაღებდა, ადვილად ამოიცნო ტფილისის ГПУ-ს

(SIC) ყოფილი უფროსი (ხან ტფილისის ჩეკას კომენდანტად, ხანაც კი მოსკოველ

ნაცნობად ასახელებენ) - შულმანი48.

შულმანის ცხოვრების ბოლო პერიოდის უშუალო თვითმხილველია ქ–ნი ნინო

ბორისის ასული ჩოლოყაშვილი, (მცხოვრები გრიბოედოვის # 30–ში), რომლის

მონათხრობს, ინტერვიუს სახით უცვლელად გთავაზობთ.

48 http://www.litrossia.ru/archive/48/law/1146.php

http://forum.17marta.ru/index.php?topic=3528.10;wap2