45
სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსს “სსსსსსს” სსსსსს სსსსსსსს სსსსსსს - -

წერილები საყვარელ მწერლებს

  • Upload
    diana

  • View
    282

  • Download
    7

Embed Size (px)

DESCRIPTION

ქართველ ბლოგერთა ნამუშევარი

Citation preview

Page 1: წერილები საყვარელ მწერლებს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ლიტერატურული ფორუმი “ებლიტფო”

წერილი საყვარელ მწერალს

- -

Page 2: წერილები საყვარელ მწერლებს

რა ჩვენი ბრალია, ჩვენი საყვარელი მწერლები სულ სხვა ეპოქაში თუ ცხოვრობდნენ? ჰოდა, ვთაგავ ბლოგერებს, რომელთა პოსტებიც ამ თემა ზე ჩემ თვის განსაკუთრებით საინტერესოა: ბლოგერთა შორის უდიდეს ბიბლი ოფ ილ მოლის (იმედია, უარს არ მეტყვის),   ლიტერატურის მოყვა რუ ლ ვასასის,  არაორდინალურ ფსიქეს,  მეისტორიე ქევანას,  უშუალო Marie fill e-ს და საყვარელ დიანას. ჰო, ძალიან მწყდება გული,   მერი პო პინ სი დღემდე მკითხველის როლს რომ სჯერდება.

თამარა

- -

Page 3: წერილები საყვარელ მწერლებს

თამარა

წერილი საყვარელ მწერალს ანუ Великий

Лев   Николаевич

ლიტერატურის მოყვარულთა უმრავლესობას საყვარელი მწერლის ვინაობა რომ ჰკით ხოთ, ვასილ კეჟერა ძესავით გაუჭირდებათ ასეთის დასა ხელება ან თავს შეიკა ვებენ. მარ თლაც, ვასილის მსგავსად ნაკითხი ადამია ნისათვის რთუ ლია ერთის გამორჩევა, მაგრამ რადგანაც მე ვასიკომდე ბევრი მიკლია, ჯერჯერობით შემიძლია დავა სა ხელო მწერ ალი, რომ ლის გაცნობამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სწორედ მისი ნაწარმო ებების კითხვისას ავე დი ახალ სიმაღლეზე, როგორც მკით ხველი და ასეთი მძაფრი შეგრძნება მას შემდეგ აღარასოდეს განმიცდია.

ძვირფასო ლევ ნიკოლაევიჩ,

თქვენს წიგნებს ზაფხულობით ვკითხულობდი, ქალაქის ხმაურსა და ყოველგვარ ტექნიკურ პროგრესს მოწყვეტილი, ლამპის შუქზე. ხშირად ღამეებიც გამითენებია, იმიტომ, რომ ვგრძნობდი, რაღაც სრულიად ახალს ვეცნობოდი, რაღაცას ვხვდებოდი და ვერც ვხვდებოდი. მინდოდა, ბოლომდე ჩავწვდომოდი ამ რაღაცას და მეგონა, რაც მეტად გაგიცნობდით, მით უფრო გამიადვილდებოდა. პირიქით კი მოხდა, რაც უფრო მატულობდა თქვენდამი აღფრთოვანება, მით რთულდებოდა თავსატეხი. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, თუ რა პატარა ვყოფილვარ მაშინ და რომ თქვენი გენიალურობის გასიგრძეგანება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დავიწყე.

ალბათ რუსული ლიტერატურის ყველა მოყვარულს გასჩენია კითხვა: მაინც, რომელი, ტოლსტოი თუ დოსტოევსკი? მართალია, რუსულ ლიტერატურას ბევრი თვალსაჩინო და საინტერესო წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ ბუნებრივია, რომ მკითხველისათვის თითოეულ მათგანს თავისი როლი და მნიშვნელობა აქვს. აი, თქვენ და ფიოდორ მიხაილოვიჩს კი თითქოს გაქვთ რაღაც საერთო და არც გაქვთ. ფაქტია, რომ ხშირად გადარებენ ერთმანეთს და თითოეული თქვენგანის უპირატესობაზე მსჯელობენ.

- -

Page 4: წერილები საყვარელ მწერლებს

ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი აგრეთვე მიეკუთვნება ჩემი პატივსაცემი მწერლების რიცხვს, მაგრამ თქვენ ყოველთვის სხვა სიმაღლეზე იყავით ჩემთვის, თუმცა, ცოტა ხნის წინ რომ ეკითხათ, რატომო, ვერ ავხსნიდი. სულ ცოტა ხნის წინ კი ერთმა ადამიანმა თავისდაუნებურად მიკარნახა პასუხი, როდესაც მითხრა, რომ დოსტოევსკიმ მიშკინის სახით უმანკო კრავის სახე დაგვიხატა, ხოლო მისი   შემოქმედების მთავარი ხაზი ქრისტიანული სათნოების აპოლოგიაა.

აი, სწორედ ამაში მდგომარეობს განსხვავება თქვენსა და ფიოდორ მიხაილოვიჩს შორის, რაც ჩემს თვალში სწორედ თქვენ განიჭებთ უპირატესობას, ლევ ნიკოლაევიჩ! თქვენი სიდიადის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ არასოდეს მოქცეულხართ ჩარჩოებში – რელიგიური, სოციალური თუ იდეოლოგიური თვალსაზრისით.

თქვენ, რუსი თავადის ვაჟი, გაცილებით სხვაგვარად უყურებდით ცხოვრებას, ვიდრე ბევრი თქვენი თანამემამულე, თქვენთვის არაფერს ნიშნავდა ბალები, მაღალი საზოგადოება თუ ოფიცრის მუნდირი.თქვენ არ ცნობდით იდეალებს. სწორედ ამიტომ თქვენი გმირების უმრავლესობა სულაც არაა უნაკლო, არამედ ყოვლად მიწიერი თვისებებით აღჭურვილი ადამიანები არიან. ზოგი ეჭვიანობით გაგიჟებული ქმარია, ზოგიც – სიყვარულისათვის ყველაფრის დამთმობი, საზოგადოების წინააღმდეგ წამსვლელი ქალი, ზოგი – ქარაფშუტა რუსი თავადი, როგორიც ალბათ ბევრი იყო თქვენს ირგვლივ, ზოგი – კეთილშობილი, თუმცა, დაბნეული ადამიანი, რომელიც კარგად ხედავს, რომ ჭაობში იძირება, მაგრამ ვერაფერს აკეთებს ამ ჭაობიდან თავის დასაღწევად, ზოგიც – მებრძოლი და თავისუფალი სულის კავკასიელი, ღირსეულ სიკვდილს რომ ამჯობინეს ამ თავისუფლების დაკარგვას.

თქვენ ღმერთთან მისასვლელი გზის ძიება დაიწყეთ, თუმცა, მხოლოდ ისე, როგორც თქვენ გესმოდათ და ამის გამო ეკლესიამ შეგრისხათ, თქვენთვის ხომ არაფერს ნიშნავდა დოგმატები. თქვენ “მამა სერგი” დაწერეთ და სარკეში ჩაახედეთ მთელი რუსული სამღვდელოება, რომელთაც პირდაპირ მიახალეთ, რომ ცოდვილი ადამიანის უანგარო ღვაწლი გაცილებით მეტია, ვიდრე ლოცვა-კურთხევა. გულუბრყვილო, სუფთა სულის პიერ ბეზუხოვი სწორედ ამას ეძებდა – ჭეშმარიტებას, ცხოვრების აზრს, მის დანიშნულებას, რის გამოც იქ აღმოჩნდა, სადაც მისი ადგილი არ იყო და არც არაფერი ესმოდა. ეჰ, პიერი და მასონი? მგონი, მის არეულ თავში აზრები მხოლოდ მაშინ დალაგდა და ყოველივე ამას სწორედ მაშინ ჩაწვდა, როცა უკიდეგანო, დათოვლილ ტრამალზე ნაბიჯების თვლით მიიწევდა წინ და არ იცოდა, მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად ძალა ეყოფოდა თუ არა.

თქვენგან შორს იყო ყოველგვარი შოვინიზმი და სწორედ ამიტომ აფასებდით კავკასიელებს, განსაკუთრებით, თავისუფლების მოყვარულ და მებრძოლ ჩეჩნებს. “ჰაჯი-მურატი” ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწარმოებად რჩება ჩემთვის

- -

Page 5: წერილები საყვარელ მწერლებს

დღემდე. თქვენ წერდით ხალხზე, რომელთაც თქვენი თანამემა მულეები მუსრს ავლებდნენ, თუმცა, თქვენ აღფრთოვანებაში მოჰყავდით მათ სულიერ სიმტკიცეს, რომელიც აიძულებდათ, გაქცევის ცდუნების თავიდან ასაცილებლად ერთმანეთს თოკით გადაბმოდნენ და ბრძოლაშივე დახოცილიყვნენ.

ბევრნი არიან თქვენი გმირები, ლევ ნიკოლაევიჩ! ბევრნი და მრავალ ფეროვანნი, იმდენად, რომ მათგან მთავარი მოქმედი გმირის გამორჩევა ძნელი და ხანდახან შეუძლებელიც კია.

სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან ჩაუღრმავდით ცხოვრების არსზე ფიქრს. ალბათ, არ გაკმაყოფილებდათ თქვენი განვლილი ცხოვრება, თუმცა, ადამიანთა უმრავლესობა იმის ნახევარსაც კი ვერ მოასწრებს, რისი გაკეთებაც თქვენ შეძელით. სიცოცხლის ბოლო წლებში განსაკუთრებით მწვავედ იგრძენით სოციალური უთანასწორობის უსამართლობა, ყმების გათავისუფლებაც კი მოინდომეთ, რადგან მიგაჩნდათ, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორიც თქვენ. ლამის გიჟად შეგრაცხეს, თვით სოფია ანდრეევნამაც ვერ გაგიგოთ. რას ვიზამთ, ლევ ნიკოლაევიჩ, გენიალური ადამიანები ყოველთვის უსწრებენ დროს. თუმცა, თქვენთვის სწორედ ეს გაუგებრობა აღმოჩნდა საბედისწერო. სწორედ ამის გამო იყო, რომ თქვენ, რუსმა თავადმა სიცოცხლე სრულიად მარტო, უსახელოდ, ასტაპოვოს რკინიგზის სადგურზე დაასრულეთ.

თქვენ მწვერვალად გაღიარეს მსოფლიო ლიტერატურაში. თქვენს წინაშე ქედი მოიხარეს ფლობერმა, ზოლამ, თომას მანმა, ჯოისმა, ვირჯინია ვულფმა და კიდევ მრავალმა. თქვენი მეშვეობით თაობები სწავლობენ და კიდევ ისწავლიან აზროვნებას, ცხოვრებას და ბრძოლას.მე კი ჩემი თაობის სახელით გიხდით მადლობას!

- -

Page 6: წერილები საყვარელ მწერლებს

მოლი

წერილი არტურო   პერეს - რევერტეს

Arturo Pérez-Reverte Gutiérrez

Cartagena,  España

სენიორ არტურო!

ოდესმე ამ წერილს ესპანურად ვთარგმნი და გამოგიგზავნით. სადღაც წავიკითხე, ოცდამეერთე საუკუნემ ხელოვნებას იდუმალების საფარველი ჩამოაშორა, სულ რაღაც ასი წლის წინ, საყვარელ მწერალთან შეხვედრა და საუბარი უკიდურესად რთული იყო, ახლა კი ციფრულმა ტექნოლოგიებმა ყველა და ყველაფერი ხელმისაწვდომი გახადაო. კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე საუბრის თემაა, ფაქტი ერთია – თქვენი მისამართის მოსაძიებლად მხოლოდ  ნახევარი საათი დამჭირდა.

- -

Page 7: წერილები საყვარელ მწერლებს

დიდი ხანია, ბარათი არავისთვის გამიგ ზავნია. ბუთქუნა კონვერტები იქეთ იყოს, ელექტრონული ფოსტის აქტიური მომხმა რებელიც არ გახლავართ, მაგრამ ორიოდე დღის წინ, აქვე,  მეზობელ ბლოგზე, მშვენი ერი იდეა მიკარნახეს. ჰოდა, მეც გწერთ.

თქვენი “სადოლე ტყავი ანუ სევილიური ზიარება”  მეგობარმა  ვაკის “პარნასის”  თაროების ქექვისას იპოვნა და მაჩვენა, ნახე, თუ მოგეწონებაო  - სათაური მაცდუნებლად ჟღერდა. ანოტაცია კიდევ უფრო დამაინტრიგებელი აღმოჩნდა - იდუმალებით მოცული ვატიკანი, ესპანელი ჰერცოგები და ბანკირები, თანამედროვე მეკობრეები და აფერისტები, დიდი სიყვარულით დახატული ულამაზესი სევილია - ერთი წიგნის წაკითხვამაც იკმარა,  აბსოლუტურად თვითმყოფადი, არავის მსგავსი სტილი რომ აღმომეჩინა.

ამის შემდეგ,  თქვენს გვარს უკვე ყველგან დავეძებდი. ჩემთვის ბოლომდე ამოუხსნელი მიზეზების გამო, თბილისში ლიტერატურული სნობების საყვარელ მწერლად ითვლებით, მაგრამ წიგნის მაღაზიებში მხოლოდ რამდენიმე რომანს მივაგენი და იძულებული გავხდი, მეგობრის მოსკოველი ნათესავები შემეწუხებინა.ჩემი ბიბლიოთეკის ერთი თარო მთლიანად თქვენი წიგნებით მაქვს შევსებული. თითოეულზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ყველაზე წუნია კრიტიკოსებიც დამეთანხმებიან – იშვიათია მწერალი, რომლის ცნობაც წიგნიდან ამოხეული ერთი ფურცლით შეიძლება. თქვენს რომანს, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე აბზაცითაც კი ვიცნობ.

ძნელია, სიტყვები შეარჩიო “ფლამანდური დაფის”  შესამკობად, რომელსაც ერთდრულად ახასიათებს პიტერ ბრეიგელის ტილოების სინატიფეც, დედამიწის ზურგზე ყველაზე ინტელექტუალური თამაშის – ჭადრაკის სიღრმეც და მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივთა სიაში უპირობო ადგილს იმსახურებს. თუმცა, სენიორ არტურო, მთავარი დეტექტიური ინტრიგა როდია. მკითხველს თქვენი ფილიგრანული დეტალიზაცია და თითოეული პერსონაჟის შესაშური ოსტატო ბით გამოძერწილი ფიგურა აჯადოებს.ძნე ლია, მშვიდად ისაუბრო “დიუმას კლუბზე”, რომლის წაკითხვამ დამარწმუნა,  რომ ბიბლიოფილია განუკურ ნებელი დაავადებაა და ამ

- -

Page 8: წერილები საყვარელ მწერლებს

სენით შეპყრობილი ადამიანი ხანდახან შეიძლება, სხვებისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს.

თქვენ, სენიორ არტურო, ერთ-ერთ ლიტერა ტურულ ფორუმზე “ალექსანდრე დიუმა – შვილიშვილი” გიწოდეს. “სამი მუშკეტერი”, “გრაფინია დე მონსორო” და “ორმოც დახუთი” ჩემი ბავშვობის სიყვა რულია და ნამდვილად არ მეგონა, სიბერის ჟამს, ცინიზმამდე პრაგმატულ ოცდამეერთე საუკუნეში კაპიტან ალატრისტეს მსგავს კეთილშობილ გმირს თუ გადავაწყდებოდი… ვერც იმას ვიფიქ რებდი, რომ რომელიმე თანამედროვე ავტორი მთავარ პერსონაჟად ხაიმე ასტრალოას მსგავს რაინდს აირჩევდა, ვისთვისაც ღირსება მართლაც ყველაზე დიდი ფასეულობაა და არა მხოლოდ ლიტონი სიტყვა…

პოლიტკორექტული  მკითხველები ნაპოლეონისადმი, ცოტა არ იყოს, უპატივცემულო დამოკიდებულებას გსაყვედურობენ, მაგრამ თქვენ ხომ ესპანელი ბრძანდებით, სენიორ არტურო, და ესპანელი ერის გენეტიკულ ტკივილს თუ გავითვალისწინებთ, “პატარა კაპრალს” იბერიული ტემპერამენტისათვის უჩვეულო შემწყნარებლობითაც კი ეპყრობით.ერთსაც გეტყვით – თქვენს წიგნებს ეკრანიზაცია არ უვარგა, სენიორ არტურო. დღემდე ‘მეცხრე კარიბჭეს” ვიწუნებდი (ლიტერატურულ პირველწყაროს ბევრად ჩამორჩება, რომანი – შედევრი რიგით თრილერამდეა დაყვანილი) მაგრამ ის რომ გავიგე, ყველაზე უგემოვნო ქართული ტელეკომპანია “სამხრეთის დედოფალს” მექსიკურ ტელესერიალად გვთავაზობსო, რომან პოლანსკის ფილმზე აუგის სათქმელად ენა აღარ მომიბრუნდა…

სიტყვა გამიგრძელდა… “ტრაფალგარის კონცხს”, “ღირსების საქმეს”, “მრისხანების დღეს” და სხვა შედევრებს დამფასებული მთელს მსოფლიოში არ აკლია,  თუმცა, ჩემს რჩეულად მაინც სხვა წიგნს მივიჩნევ და თუ ოდესმე შეგხვდით, ავტოგრაფისთვის სწორედ იმ, თბილისში ნაკლებად ცნობილ, რომანს მოგაწვდით. ბიელო პოლეში, ასაფეთქებლად განწირულ ხორვატულ ხიდთან გატარებული რამდენიმე საათის აღწერით იმის თქმა შეძელით, რასაც სხვა ტომეულებით ვერ ახერხებს – ომი საშინელებაა და ომში კარგი და ცუდი ბიჭები არ არსებობს. არც გამკვირვებია – იმდენ ხანს იყავით სამხედრო კორესპონდენტი, ამდაგვარი ჭეშმარიტებანი სხვისგან არ გესწავლებათ, “რეპორტიორის მეხსიერება კი ყოველთვის საკუთარი და სხვისი მოგონებებითაა სავსე”, საიდანაც

- -

Page 9: წერილები საყვარელ მწერლებს

ბოლოს “კომანჩების ტერიტორიის” მსგავსი ალალმართალი წიგნები იბადება…

Mariefille

წერილი ვირჯინია ვულფს

ეს ძალიან ორიგინალური ტეგ-თამაში თამარამ მოიფიქრა და უზომოდ

გამიხარდა, მეც რომ მომნიშნა. მოკლედ, საყვარელ მწერალს უნდა მივწერო წერილი. ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალი ფოლკნერია, მაგრამ მეტიმეტად დიდია ჩემი წერილისთვის და კლავიატურისთვის. და რადგანაც მეორე ადგილს ვირჯინია ვულფი იკავებს და მე ახლა ძალიან მჭირდება ზუსტად ვირჯინიასნაირი ადრესატი, მას მივწერ წერილს. 

საყვარელო ვირჯინია

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ჯოჯოხეთში ხარ, მანდ კიდევ, გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯე რებთ, ფოსტა არ მოაქვთ. რას ვიზამ. აი ახლა, ამ წუთას, წერილს რომ გწერ, ისე მწარედ მინდა წაიკითხო, რომ ხო ასეთი არარეა ლურია, მაგრამ მგონია, ეს წერილი აუცილებლად მოაღწევს შენამდე. თანაც მე ბავშვობიდან მჯერა წერილების ერთი მაგიური თვისების – ისინი, ადრე თუ გვიან, ადრესატს თავად აგნებენ.

- -

Page 10: წერილები საყვარელ მწერლებს

ჯერ ჩემზე გეტყვი. მე კარგი გოგო ვარ, ისეთი კარგი, რომ მიცნობდე, ალბათ სიცილით მოკვდებოდი. გაგეცი ნებოდა, აბა რა იქნებოდა, მე არც ბისექ სუალი ვარ, არცე რთი მავნე ჩვევა არ გამაჩნია, არც გარშემომ ყოფებს ვაშინებ ისტერ იული და ნევროზული

გამოხტომებით და თავში აზრადაც არ მომდის ხოლმე ჯიბეებში ქვების ჩალაგება და მდინარეში თავის დახრჩობა. მოკლედ, საერთოდ არ გგავარ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მიცნობდე, ვიმეგობრებდით. ისე კი, უკვე 6 წელია, უზომოდ მიყვარხარ. ჯერ კიდევ იმ ფილმიდან მიყვარხარ, ნიკოლ კიდმანი რომ განსახიერებს, იმ წუთიდან მიყვარხარ, მკვდარ ჩიტს რომ მიუწვები გვერდით.

იცი როგორ გაგიცანი? ამ ფილმის მერე ჩემს მაშინდელ ინგლისურის მასწავლებელ ნინოს, რომელსაც ყველა მძაფრ შთაბეჭდილებას ვუზიარებდი, ვკითხე, რა წიგნია მაინც ამ ფილმში ეს ”მისის დელოუეი”, ამდენი ადამიანის ცხოვრებას რომ ცვლის მეთქი. ნინომ კიდევ მარტო ის მითხრა, ვირჯინია ზუსტად ისეთი გოგოა, ჩვენ რომ გოგოები გვიყვარსო და ”მისის დელოუეი” მათხოვა. მე ზღვაზე წავედი, წიგნის კითხვა დავიწყე და ერთ დილასაც მივხვდი, რომ ტალღების ხმაურის მაგივრად ბიგ ბენის რეკვა მესმოდა, ქობულეთის მთავარ ქუჩაზე პრემიერმინისტრის ავტომობილის ჩამოვლას ველოდებოდი და საშინლად მენატრებოდა ლონდონი, რომელიც არასდროს მენახა. ისე კი, ერთ რამეს გეტყვი, კლარისაზე მეტად ყოველთვის სალი სეტონი მიყვარდა, ”მისის დელოეიზ” მეტად კი სულ პაწაწინა მოთხრობა ”ქიუს ბაღები”.

იცი რა, ვირჯინია – შენ ის ქალი ხარ, მილიონ ნაწილად რომ დაემსხვრა სული და მაინც იმად რომ დარჩა, რაც იყო. მითხარი, რას აკეთებდი შენ ამ დროს, როცა ასე იყავი ხოლმე. თუმცა, ვიცი – ლეონარდს წერილებს წერდი, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდი და საშუალო ასაკში მყოფი ქალების მოგონებებზე აცხობდი წიგნებს.

მოკლედ, ასეა. შენ უნდა იცოდე ეს ამბავი – თანამედროვე გოგოებს საკუთარი ოთახებიც გვაქვს და ყველანაირი პირობებიც, რომ საყვარელი საქმე ვაკეთოთ, მაგრამ მარტო ეს არ შველის თურმე საქმეს.

- -

Page 11: წერილები საყვარელ მწერლებს

ეს წერილი იმიტომ მოგწერე, რომ ძალიან მჭირდებოდა, ჩემთვის მოგ ესმინა, თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ვერაფერიც ვერ მოგიყევი. ისე კი, რომ მომეყოლა, ალბათ იმ მკვდარი ჩიტივით მომი წვებოდი გვერდით და ვიცი, იმას მეტყოდი, რაც კლარისას ათქმევინე სულ პირველ წინადადებაში : ”თავად იყიდე ყვავილები წვეულებისთვის” 

- -

Page 12: წერილები საყვარელ მწერლებს

ვასასი

წერილი ორჰან ფამუქს გამარჯობა, ორჰან ბეი. სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვარჩევდი ავტორს, ვისაც წერილს მივწერდი, თუმცა, რადგან მიწაზე მყარად ვდგავარ, თავიდანვე ვიცოდი, რომ ადრესატი აუცილებლად თანამედროვე უნდა ყოფილიყო. ბოლოს ორზე შევჩერდი, თუმცა მარიო ვარგას ლიოსასათვის მიწერას თქვენთან მოწერა ვამჯობინე.

რატომ?

თურქეთი აქვე, ყურისძირშია. პერუ კი დედამიწის მეორე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ლიოსას სამშობლოც არანაკლებ საოცნებოა ჩემთვის, თურქეთი უფრო ახლოსაა ახდენასთან. ისე, აშკარაა, რომ თქვენ გურჯისტანზე გაცილებით მეტი იცით, ვიდრე ვარგიტასმა (შეიძლება ამ უკანასკნელმა არც იცოდეს, სად არის საქართველო). ეგ კი არა, რამდენიმე ქართული სიტყვა რომ იცოდეთ, ეგეც არ გამიკვირდება.

ახლა ბევრ სისულელეს გწერთ, მაგრამ მართლა არ ვიცი საიდან დავიწყო, რა მოგწეროთ. უბრალოდ, თქვენ მე თურქეთის იმ სიღრმეებში შემიყვანეთ, რომელიც არ ვიცოდი. უფრო მეტიც: არასოდეს დამაინტერესებდა. წარმოიდგინეთ, შანსი რომ ყოფილიყო, ზღვაზე წასვლას ბათუმში ვარჩევდი, ვიდრე თურქეთის კურორტებზე (მიუხედავად უამრავი პლუსისა), სტამბულში კი სანახავი მარტო აია სოფია მეგონა...

ახლა ასე აღარ არის. თქვენი ნაწარმოებებიდან სტამბული შემიყვარდა. ოღონდ მარტო თქვენი სტამბული. იქ მოხვედრა ჩემთვის ძალიან მარტივია (მოგეხსენებათ, სავიზო რეჟიმი არ გვაქვს თურქეთთან). მარტივი და იაფი (ამ ეტაპზე ჯერ არა, მაგრამ შეიძლება ამ სექტემბერს ვეწვიო). ახლა ზუსტად ვიცი, რომ სტამბულში ჩასვლისას პირველს აია სოფიას კი არ მოვინახულებ, ნიშანთაშში გავვარდები და იმ ქუჩებს დავივლი, რომლებიც თქვენი წიგნებიდან მექნება ამოწერილი და მათზე ძალიან ბევრი გისეირნიათ.

ისევ სულ პირველ აბზაცს რომ დავუბრუნდეთ, მარიო ვარგას ლიოსას ძალიან გამსგავსებთ. ამაზე ერთხელ უკვე დავწერე და თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ , გაეცნოთ . გარდა იმისა, რომ მგონია, საკუთარ თავზე ჰყვებით, ძალიან გულწრფელი ხართ და ამიტომ უფრო მეტად გაფასებთ. თქვენი სულ ოთხი რომანი მაქვს წაკითხული (ერთს ახლა ვამთავრებ, აუცილებლად დავწერ და მერე, თუ დაგაინტერესებთ, ლინკს გადმოგიგზავნით, ). კითხვის პროცესში სულ ვფიქრობ, რომ საქართველოზე ჰყვებით. თურქეთის 50 წლის წინანდელი პრობლემები,

- -

Page 13: წერილები საყვარელ მწერლებს

საქართველოში ახლაა აქტუალური. ცოტა სასაცილოა, არა? ეს ჩვენთვის, თორემ..

წარმომიდგენია, როგორ გიჭირთ თურქეთის გარეშე. ისე, ჩვენში რომ დარჩეს, თქვენ მიერ აღიარებულ სომეხთა გენოციდს თურქეთში, არ ვეთანხმები, მაგრამ ამაზე პირადად რომ შეგხვდებით, მერე ვისაუბროთ. ისე, ამას წინათ, ჩემი კარლსონები იყვნენ თურქეთში და იქ თქვენი სახელი და გვარი იკითხეს. თურქებს არ ესიამოვნათ, თურმე. ვხვდები, რატომაც.

მგონი, ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ ვიმედოვნებ, ჩემს წერილს ბოლომდე ჩაიკითხავთ. სულ ერთხელ მქონდა მწერლისთვის მეილის მიწერის საშუალება. ახლა არ ველოდები, მაგრამ წარმოიდგინეთ, თქვენი შემოქმედების რიგითი თაყვანისმცემლისათვის რა ბედნიერება იქნება, პირველის მსგავსად, რუსთაველის თეატრის კუთხეში რომ შემხვდეთ და თქვენი წიგნები მაჩუქოთ. წიგნები, რომლებიც ჯერ წაკითხული არ მაქვს.

კიდევ, სულ მგონია, რომ სადღაც, ნიუ-იორკში შემთხვევით გადაგე ყრებით. გეცმევათ გაცვეთილი კოსტუმი და პერანგი ("მე წითელი მქვიას" ქართული ვარიანტის ბოლო ყდაზე რომ გაცვიათ, აი ის), ხელში პატარა, ქსეროქსებით სავსე საქაღალდე გეკავებათ. მე დაგიძახებთ, თქვენ შემობ რუნდებით. ხელს მაგრად ჩამოგართმევთ, გეტყვით, რომ გურჯის ტანიდან ვარ და მადლობას გადაგიხდით. თქვენ ვერ მიხვდებით რატომ. შეიძლება, ძალიან ბევრიც იფიქროთ, მაგრამ მე მეცოდინება, რომ მად ლობას ყველაფრისთვის გიხდით.

პატივისცემით თქვენი შემოქმედების რიგითი თაყვანისმცემელი საქარ თველ ოდან.

P.S. ორჰან ბეი, კოლუმბიის უნივერსიტეტში თქვენს ლექციას რომ დავეს წრო, შეიძლება?

- -

Page 14: წერილები საყვარელ მწერლებს

ანი

წერილი ჯეკ ლონდონს

გუშინწინ, სრულიად შემთხვევით ვნახე თამარას ბლოგზე ეს პოსტი   ” წერი ლი საყვარელ მწერალს ანუ Великий Лев Николаевич”.  ვინაიდან და რადგანაც იდეა ძალიან მომეწონა გადავწყვიტე, რომ მეც დამეწერა. კომენტა რებში ვითხოვე ნებართვა და საქმეს შევუდექი.

საყვარელო ჯონ, კი არა და ჯეკ!

   ვიცი არ გეწყინება, რომ ჯონი დაგიძახო ალბათ შენ თვითონაც გინდოდა, რომ შენთვის ჯონი დაეძახათ, მაგრამ ცხოვრება ასეთია (მეტად ბანალური ფრაზაა, შენნაირი მწერლისთვის).

ალბათ რაღაცას ნიშნავს, რომ მე და შენ ერთ დღეს ვართ დაბადებულები, ეს დღე 12 იანვარია. უნდა ვამაყობდე ამით, მაგრამ ჩვენ შორის კავშირი ამით არ დამთავრებულა, შენ 22 ნოემბერს გადაწყვიტე ან უბრალოდ გადაგეწყვიტა, რომ უნდა დაგეტოვებინა ცხოვრება, ეს მოხდა დედაჩემის დაბადების დღეს. არა სულელად არ ჩამთვალო, მსგავსი დამთხვევების ნაკლებად მჯერა. თუმცა არა გატყუებ, ბებიაჩემი ფრედი მერკურის გარდაცვალების დღესაა (მანდ ალბათ გაიცნობი, შავთმიანი, ულვაშებიანი ტიპია, არაჩვეულებრივი ხმით) დაბადებული და  ერთი პერიოდი დაბნეული ვიყავი, სულ ალმაცერად ვუყურებდი და როდესაც ჩემ ოთახში შემოდიოდა, ვცდილობდი “We Are The Champions” მემღერა და გამომეტყუა, რომ იყო მასში რაღაც ფრედისი ან თუნდაც ფრედი იყო.

ეს ლირიული გადახვევა, ისე ძვირფასო ჯეკ, სანამ წერილს მოგწერდი თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ იქნებ გამოგეგზავნა ჩემთვის ერთი ხამანწკი, დაკონსერვებული პირდაპირ შენი ქარხნიდან.ამჟამად ვცდილობ, კიდევ ერთი შენი წიგნი მოვიძიო, მაგრამ ნაკლებად მგონია ჩემზე იმდენი შთაბეჭდილება რამემ მოახდინოს, რამდენიც “მარტინ იდენმა” ქნა, შენი დაწერილი ეს წიგნი, ჩემთვის ნამდვილ შთაგონებად იქცა და მეტიც მე მარტინის რამდენიმე საქციელის რეალობაში განხორციელებაც მომინდა, მაგრამ ყველაზე დიდ ტკივილს ის მაყენებს, რომ ეს უკვე რეალობაა, შენი რეალობაა ჯეკ.

- -

Page 15: წერილები საყვარელ მწერლებს

შენი მიზანი ჰომ ის იყო მწერალი გამხდარიყავი და მე ბედნიერი ვარ, რომ შენი წიგნების მკითხველის სტატუსი მომენიჭა და რომ მე მაქვს ამის უფლება ჯეკ.

ჯეკ შენ ჩემი შთაგონების წყარო, რომ ხარ ჩემ პოსტებსაც ეტყობა. მართალია კავკასუსმა იქ კარგა ხანია ოფისი დახურა სადაც ახლა შენ ხარ, მაგრამ იქნებ ერთი წამით მაინც შემოგეჭყიტა ჩემ ბლოგზე და გენახა ჩემი ჩანახატი სებური პოსტები სადაც მთავარი გმირები, გენიოსები არიან რომლებიც საზოგადოებამ გარიყა, ამის დაწერისას შენზეც ვფიქრობდი ჯეკ.

ვიცი, რომ თავი მოიკალი და ვეღარ გაუძელი, მაგრამ არ გადანაშაულებ აქედანვე წარმომიდგენია, როგორ კოშმარად იქცა შენთვის ეს ყველაფერი, შენ სიყვარული გინდოდა არა ფული.

ჯეკ, შენ არც ისე დაუფასებელი ხარ, შენ მე გაფასებ და ჩემს უკან კიდევ მილიონობით ადამიანი დგას ან პირიქით მე ვდგავარ კუნჭულში მათ უკან, მაგრამ ამას არავითარი აზრი არ აქვს..მშვიდობით ბრძანდებოდე ჯეკ და იცოდე, რომ ახლაც მივდივარ დროს არ დავკარგავ, გადავიკითხავ როგორ შეცურავს მარტინ იდენი ლურჯ ზღვაში და როგორ დაკარგავს გონს.სიყვარულით, ანი.

ჭაღარა მოხუცებული და მისი გმირები

 ქევანას თქმის არ იყოს საუკუნეების წინ, ამ ქვეყანას რამდენიმე ჩემთვის

საყვარელი მწერალი დააბიჯებდა და თან ჰქმნიდა ჩემეულ – ჩემს

- -

Page 16: წერილები საყვარელ მწერლებს

შეხედულებებთან და აზრებთან ახლოს

მყოფ ნაწარმოებებს.ბევრი მიყვარს..

მიყვარს ჰიუგოს პირდა პირობა იმ

ეპოქაში, ვერნის უსაზრვრო ფანტაზიის

უნარი, რის მეშვეობითაც თითქოს მეც მის

გმირებთან ერთად ვიმოგზაურე ყველგან

სადაც ისინი აღმოჩნდნენ , ლონდონის

ხედვა ადამიანთა ურთიერთდამოკიდე -

ბულებაზე და გრძნობებზე , ჰემინგუეის

დამახასიათებელი წერის მანერა, ბიჩერ

სტოუ თავის ერთადერთ და

განუმეორებელ პერსონაჟებთან  ერთად ,

დუმბაძე თავის იუმორით <3 ასე , რომ

გავაგრძელო, არ ვიცი ამოვწურავ თუ არა

ამ სიას ოდესმე..

რადგან, მხოლოდ ერთი წერილის დაწერა შემეძლო, მაშინ ვარჩიე, რომ ამ

წერილის ადრესატი ის ყოფილიყო, ვინაც მთელი ბავშვობა გამილამაზა

თავისი შესანიშნავი სათავგადასავლო ნაწარმოებებით..

ჟიულ ვერნს..

” ჩემო საყვარელო მწერალო..

ასე, თავისუფლად იმიტომ მოგმართავ, რომ შენც ასეთივე იყავი მთელი

ბავშვობა ჩემს გვერდით.. შენმა ნაწარმოებებმა, მომცეს საშუალება

მემოგზაურა ისეთ ზღაპრულ ადგილებში, სადაც იმოგზაურეს მერიმ და

რობერტმა*.შენი “15 წლის კაპიტანი”* დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი

გმირი და ვამაყობდი შენთან ერთად მისით.ჩემს გონებაში და

წარმოდგენაში, შენ მართლაც მოახერხე შეგეერთებინა გუშინდელი

რომანტიზმი დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის

სიმბოლოსთან*.იცი, რატომ მიყვარს ასე ძალიან ზღვა? იმიტომ, რომ იქ

ყოველტვის მეგულებიან შენი პერსონაჟები.. როცა მის უსაზღვრო სივრცეს

გავცქერი, ცხადად ვხედავ “დუნკანს”, ’პილიგრიმს”, დიკ სენდს, კაპიტან

გრანტს – ბედნიერს და მომღიმარს შვილებთან ერთად, უზარმაზარ საჰაერო

- -

Page 17: წერილები საყვარელ მწერლებს

ბურთს მგზავრებითურთ, სმიტს და მის მეგობრებს უთვალავი განძითურთ და

რაც მთავარია შენ.. მათ გვერდით სავარძელში მოკალათებულს, ჩიბუხით

ხელში და ჩაფიქრებულს.. უკვე სულ მთლად ჭაღარა ხარ, ბოლო რომანის

წერაც დაამთავრე.1905 წლის მარტის თვეა.. სუსხიანი გაზაფხულია,

როგორც ყოველთვის ამიენში.თითქოს გული გიგრძნობს, რომ შენი დროც

მოვიდა.. მაგრამ კვლავაც ძველებურად იღიმი და თითქოს ბედნიერიც ხარ..

რადგან შენ შენი სახელი შთამომავლობებს სამუდამოდ დაამახსოვრე.მათ

შეუქმენი და დაუტოვე ბედნიერი ბავშვობის გარანტია, თუკი მოგისმინეს და

შენთან ერთად იმოგზაურეს ავსტრალიის ალპებში, ახალ ზელანდიასა და

აფრიკის კონტინენტზე.. იქ სადაც მუდამ იგრძნობა შენეული

თავგადასავლების სურნელი..

ჩემო კეთილო ადამიანო, შენ სამუდამოდ დაიდე ბინა ჩემს გულში <3 შენ

ჩემი ბავშვობის ნაწილი ხარ, ძალიან დიდი ნაწილი და ტკბილი

მოგონება.ნეტავ, შემძლებოდა შენი ხილვა..”

- -

Page 18: წერილები საყვარელ მწერლებს

ქევანა

წერილი ნიკოლოზ ბარათაშვილს

რამდენი მწერალია ვისაც მე სიამოვნებით მივწერდი წერილს, მათ შორის უმბერტო ეკოსა და რაფაელ საბატინის, … აჰ, ღმერთო, ყველანი მოველოდით (გაგიკვირდებათ და მეც), რომ ამ ორიდან ერთ–ერთს მაინც მივწერდი… მაგრამ გადავიფიქრე. გადავიფიქრე კი მხოლოდ lifehouse–ის გამო და მხოლოდ მაშინ, როდესაც გზაში ვუსმენდი “Everything”–ს და მხოლოდ ერთ წერილზე ვფიქრობდი, მხოლოდ ერთ ეპოქაზე ვფიქრობდი, გონებაში მხოლოდ ის სიტყვები ჟღერდა, რომელიც ასოციაციით მუსიკამ გამახსენა…

ამაზე მეტი preamble აღარ არის საჭირო… როდის ჰქონია წერილებს წინასიტყვაობა?

ნ. ბ.-სადმი

არ ვიცი კი როგორ უნდა მოგმართოთ, არ ვიცი ჩაიკითხავთ კი ჩემს წერილს თუ არა. ალბათ გაგეღიმებათ. ეს კარგია. რადგან მე თქვენი ღიმილის მეტი არაფერი მინდა, რადგან არ ვიცი რამდენჯერ გაგიღიმიათ ცხოვრებაში. ალბათ ცოტა… მე კი მინდა რომ ხშირად გაიცინოთ. მინდა კარგ განწყობაზე დადგეთ და იმედი გქონდეთ.

ვიცი რა ძნელია ობლობა სულისთვის. 

მესმის რა მტკინვეულია დადიოდე ხალხს შორის და მარტო იყო. მომენტებში მე თავად ვარ ასეთი.მესმის რაოდენ ძნელია  ორიოდ სიტყვისთვის თავის მოყრა და გულში დაგრო ვილი განცდის ფურცელზე გადმოტანა. თქვენ ამას ახერხებდით, აი მე კი მიჭირს ეს.

ბავშვობიდანვე განწირული მარტოობისა და ახლობლებლთა უგულის ყურობისათვის, მაინც ახერხებდით ჰყოფილიყავით ძლიერი.ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობა, იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამომეპარება ხოლმე გულში. მაშ რაღამ დამიშალა, თუ კი ჩემი სურვილი იყო? აი რამ დამიშალა: ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო… და დავმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა; თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას: აბ ჩემი ბედი და ან ჩემი სურვილის აღსრულება…

- -

Page 19: წერილები საყვარელ მწერლებს

თქვენ ახერხებდით დაგეძლიათ საკუთარ თავში ის ტკივილი, რაც გარშემომყოფთა გულგრილობით იყო გამოწვეული, ახერხებდით მიგეწერათ მათთვის, ოდნავ სევდანარევი საყვედურით და სითბოთი, ახერხებდით თავიც კი დაგედანაშაულებინათ, თითქოს აქეთ თქვენ იყავით მოუცლელი და უგულისყურო.

ძალიან ცუდი ეპოქა იყო თქვენი მე19 საუკუნე. სავსე სირცხვილით, სისასტიკით, გულქვაობით, დამცირებით და ძალმომრეობით, უზნეობით. როცა ვკითხულობ, ისტორიის ფურცლებიდან ნათლად მესმის ხმა მაგ ეპოქის,  მკაფიოდ ვგრძნობ  მაგ ეპოქის სურნელს, თითქოს მეც მეცხოვროს ოდესღაც…

კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ. ვისაც საგანი აქვს, ჯერ იმის სიამოვნება რა არის ამ საძაგელს ქვეყანაში, რომ ჩემი რა იყოს, რომელიც, შენ იცი, დიდი ხანია ობოლი ცარ. – არ დაიჯერებ, მაიკო! სიცოცხლე მამძულებია ამდენის მარტოობით. შენ წარმოიდგინე მაიკო სიმწარე იმ კაცის მდგომარეობისა, რომელსაც მამაცა ჰყავს, დედაცა, დებიც, მრავალნი მონათსავენი და მაინც კიდევ ვერ ვის მიჰკარებია, მაინც კიდევ ობოლია ამ სავსე და ვრცელს სოფელში! ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისი სულიც განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია; ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჰჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი? ვიცი გაიცინებ, ასე გეგონება დამწვარი ვლაპარაკობ. ჭეშმარიტად მაიკო, ასე გულცივად ჯერ განჰსჯა არა მქონია, ასეთი თავისუფალი ფიქრი მაქვს და ისეთი მტკიცე გული, რომ სამოცი წლის მოხუციც ვერ იქნება ჩემისთანა უსყიდელი მსაჯული.

თუმცა რატომ თქვენი? აქ მგონი მეშლება… ახლა გამახსენდა, რომ წერდით:მე შინაგანი ხმა მიწევს საუკეთესოს ხვედრისკენ, გული მეუბნება რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე–კლდეს გამიყვანოს, და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავდ, მაშინ, რა ხელმწიფურად გარდავხედავ ჩემს ასპარეზსა!დიახ, თქვენ არ იყავით დაბადებული მაგ დროისთვის. თქვენ უნდა გეცხოვრათ ახლა, ჩვენს ეპოქაში, ჩვენთან ერთად. აი მაშინ კი არა მგონია ამდენი გეტანჯათ. რადგან, ბოლოს და ბოლოს, კმარა ამდენი ტანჯვა… ამას არ იმსახურებს არცერთი ადამიანი… გენიოსიც კი.

ეხლა რომ ვფიქრობ, რომ არა მაიკო ორბელიანი , ალბათ უფრო მძიმე და სულიშემხუთველი იქნებოდა თქვენთვის ცხოვრება …

- -

Page 20: წერილები საყვარელ მწერლებს

ჰმ, რ უცნაურია.. კოჯრის ნიავი მომელის ხვალ… და კიდევ ერთხელ გამახსენებს თქვენს თავს.თუმცა არამგონია როდისმე დაგივიწყოთ.მარად თქვენი მეგობარი

პ.ს. დათაგული ამა და ამ პოსტის  წყალობით, დღესა მას 23სა, ივნისის თვესა, ქრისტეშობითგან 2011 წელსა, ქ. ტიფლისს.

პ.პ.ს. მომენტებში, ვგრძნობ, როგორ მჭირდება გამგები ადამიანი გვერდით… და ჩვენ ერთმანეთს მივეშველებით და “გავალთ ამ კლდე–ღრედან”.. ნუთუ გავგიჟდი?

პ.პ.პ.ს. აუ, აუ,მე ხომ დათაგვა დამავიწყდა ხალხის… მაპატიეთ, ხოდა ასთე:ალუკარდ, გრინმარ, მე ხომ ვიცი როგორ გიყვარს წერილებიცა და მწერლებიც :დ :დ და ,  ოზის ჯადოქარს .. ამნ, რა კარგ მუსიკას შეურჩევს, წინასწარ მიგრძნობს გული და ხტის სიხარულისგან… 

- -

Page 21: წერილები საყვარელ მწერლებს

ლობჟანიძე

წერილი ფილიპ   როტს “დინამიტის ” წამოწყება  რომელიც მოგვიანებით  “ გიყვარდეთ ჩემნაი რებ მა ” გააგრძელა    და ესტაფეტა გადმომილოცა, მაიძულებს დავუწერო ღია წერილს ფილიპ როტს, თანამედროვე ამერიკელ მწერალს (დაიბადა 1933 წელს), მრავალრიცხოვანი რომანების ავტორს.

ძვირფასო ბატონო როტ,

ყოველთვის მაეჭვებდა ხოლმე ინგლისურენოვან ქვეყნებში წერილების ასეთი ფორმით წამოწყება. ფამილარული მეჩვენება. რატომ უნდა მიმართო ადამიანს რომელსაც არ იცნობ სიტყვა “ძვირფასო-თი,” ამიტომაც ასეთის დაწერისას ყოველთვის ვორჭოფობ ხოლმე და შინაგანად ოდნავ მაინც მრცხვენია. კიდევ კარგი თქვენ ამერიკიდან და არა ბრიტანეთიდან ხართ, თორემ ამ უკანასკნელის კონსერვატიზმი კიდევ  უფრო დამაბნევდა.

ისე ფამილარობას რაც შეეხება, ქართველები საოცრად ფამილარული ხალხი ვართ, ასე მაგალითად თქვენობით თითქმის არასდროს ვლაპარაკობთ და ჩემს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო შეიძლება თქვენთანაც პირდაპირ შენობითზე გადასულიყო, ყოველგვარი კითხვის გარეშე. არასწორად მიმაჩნია, მითუმეტეს ჩემს პროფესიაში, ანუ ჟურნალისტიკაში. ხშირად არის ხოლმე უყურებ დებატებს ტელე სივრცეში და აქ ჟურნალისტი – რესპოდენტი ერთმანეთს ლამისაა “შეჩემობით” ელაპარაკება. “შეჩემა” ქართული “იდიომატური” გამონათქვამია და ინგლისურად რთულად ითარგმნება. თუ დაინტერესდით, შემდეგ წერილში შევეცდები აგიხსნათ.

ხოდა, ეს “შეჩემათი” ლაპარაკი არაპროფესიონალურად მიმაჩნია. მაგრამ ასეთია საქართველო და ამას რთულად თუ შეცვლის რამე.

გვეყო საქართველოზე ლაპარაკი, ბატონო როტ თუ მუშაობთ ახალ წიგნზე? თუ კი წერის პროცესი როგორია? კვლავ ისეთი, ადრე რომ გჩვეოდათ, ასკეტური და მკაცრი? ძალიან ვაფასებ რომ საკუთარი თავის მიმართ ასეთი მომთხოვნი ბრძანდებით, თქვენ უკანასკნელი მოჰიკანივით ხართ, რომელიც თანამედროვეობაში კლასიკის შექმნას ახერხებს, 400 გვერდიანი მაგრამ ძალიან საინტერესო ნაწარმოებების შექმნას. რთულია თანამედროვე სამყაროში სადაც ყველაფერი სისწრაფით ფასდება და საყვარელი ადამიანის მოსაფერებლადაც კი დრო არ გვრჩება, დაწერო ისეთი წიგნი რომელსაც მკითხველს 400 გვერდს ერთ ამოსუნთქვაზე წააკითხებს.

- -

Page 22: წერილები საყვარელ მწერლებს

მახსოვს თქვენმა “ჩემი ქმარი კომუნისტია” რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, 3 თუ 4 დღე ვკითხულობდი, ბოლოს ღამით ჩავუჯექი და რომ დავასრულე ისეთი შთაბეჭდილებებით აღვივსე რომ ნახევარი ღამე ვერ დავიძინე, არ მინდოდა წიგნი დასრულებულიყო, კიდევ 400 გვერდი რომ ყოფილიყო კიდევ წავიკითხავდი, იმავე ღამეს.

არ შეიძლება თქვენს მიმართ პატივისცემით არ აღივსე როდესაც თქვენს ინტერვიუს კითხულობ, ერთხელ დაახლოებით ასეთი რამე თქვით რომ წერისას “წერთ წინადადებას, ატრიალებთ მას, მერე კვლავ ატრიალებთ და მერე კვლავ,” ამის არ შენიშვნა თქვენს სკურპულოზურ, პრაქტიკულად უბადლო სიტყვათა წყობაში შეუძლებელია.

ისე უნდა გამოგიტყდეთ, ლიტერატურული ცოდვა ჩავიდინე, მიუხედავად ინგლისურის ცოდნისა თქვენი ნაწარმოებები რუსულად, თარგმანში წავიკითხე. ალბათ ორივემ, მთარგმნელს უნდა ვუმად ლობდეთ, უფრო მე, ცუდი რომ შემხვედროდა თქვენი წიგნებით არც არასდროს დავინტერესდებოდი და ბევრსაც დავკარგავდი.

რამდენი რამის დაწერა და რამდენ რამეზე საუბარი შეიძლება ამ წერილში, მაგალითად თქვენი ამერიკის აღქმაზე, თქვენი ბავშვობის და დღევანდელი ამერიკის შედარება, თქვენს “გამოგონილ რეალიზმზე” და ა.შ. თუმცა, რთულია წერილში ყველაფერი ჩაატიო, ამიტომაც ამის მაგიერ იმაზე ვიფიქრებ რომ იქნებ ოდესმე თქვენთან შეხვედრა მეღირსოს, თუნდაც ჟურნალისტის რანგში… გპირდებით თქვენობით და “ძვირფასოთი” მოგმართავთ.

- -

Page 23: წერილები საყვარელ მწერლებს

აგათა

წერილი ასტრიდს

ძვირფასო ასტრიდ. 

შენ მე ბავშვობის საუკეთესო მოგონებები მაჩუქე.

ვიცი ვერასდროს წაიკითხავ ამ წერილს,  მაგრამ მე ერთ-ერთი ვარ იმ მილიონთაგან, რომლებიც შენს წიგნებზე გაიზარდნენ და ოცნება ისწავლეს.ძვირფასო ასტრიდ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო.

ალბათ პეპი, ჰო პირველი ნამდვილად პეპი იყო, უფ როგორ შევნატროდი ანიკას რომ ასეთი მეგობარი ჰყავდა, რამდენჯერ ვყოფილვარ მათთან ერთად პიკნიკზე, დამღუპვია გემი, მიძრომიალია ფუღუროებში. ვინ მოთვლის. დღესაც როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება აუცილებლად გადმოვიღებ თაროდან სათუთად შენახულ ბავშვობას და ყველა აბზაცს თავიდან ვიყვარებ.

ჰო, ზომიერად ფერხორციან მოწიფულ მამაკაცზე რა მეთქმის გარდა იმისა რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული მასზე და ყოველთვის ყოველთვის როცა კი კითხვას ვამთავრებ ვტირი, ვტირი მთელი გულწრფელობით, განსაკუთრებით ახლა როცა უკვე ძალიან დიდი ვარ იმისთვის რომ სახურავებზე ვიბოდიალო კარლსონთან ერთად.

და მიო, ჩემი მიო! არა ვაღიარებ რომ მიო ისე არასდროს მყვარებია როგორც იმსახურებდა ის და კალე რაღაცნაირად გავრიყე .სამაგიეროდ ემილიზე დღემდე ვგიჟდები, , ხუტორი კატხულტა და მთელი ლიონებერგასაც ალბათ მილიონჯერ შემომირ ბენია მასთან და დაიკო იდასთან ერთად.

ემილის საოცარი თავგადასავლები მუდამ ჩემი შთაგონება იყო და ვინ იცის რამდენჯერ გადამიყვლეფავს მუხლები.

რა თქმა უნდა ლიზიც არ გამომრჩება, ბიუ ლერბიუელი ბავშვები-ჩემი ოცნების სამეგობ რო. მათთან ერთად გავიზარდე მეც. მაგრამ არცერთი პერსონაჟი არ მიყვარს ჩორ ვენზე მეტად, კუპატა გოგო ჩემი ოცნების კუნძულიდან. საერთოდაც “ჩვენც სალტკრო კელები ვართ” ჩემი საყვარელი წიგნია დღემდე, ჩემს ბავშვობასთან მაკავში რებელი უწყვეტი ძაფი.

- -

Page 24: წერილები საყვარელ მწერლებს

ყოველ ზაფხულს სოფელში ჩასული გულმოდ გინედ ვფურცლავ თავიდან და ის ემოცია მიცოც ხლდება სალტკროკა I-ის გემბანზე პირველად აღმოჩენილს რომ მქონდა.

საოცრებებით, დადებითი ემოციებით, ოჯახუ რი სიმყუდროვით, ლურჯი ზღვით, მოცხრის მურაბის და შროშანების სურნელისთ სავსე წიგნია, ყველა სიტყვა მიყვარს და მეჩემება. გმადლობ ძვირფასო ასტრიდ გმადლობ რომ ეს საოცრება მე მაჩუქე მე და მსოფლიოს.

გულკეთილი პელე, იახუანი და ნიკლასი, ულამაზესი მალინი, მუდამ დაბნეული მისტერ მელკერსონი, ახტაჯანა ფრედი და ტედი, მერტა და ნისე გრანკვისტები, ბაბუა სიოდერმენი, დაუღალავი სტინა, მუზესი და რა თქმა უნდა ჩორვენი თავისი განუყრელი ბოცმანით, მიუხედავად იმისა რომ ძაღლები არასდროს მიყვარდა მეც პელესავით ვოცნებობდი ბოცმანზე, თუნდაც მის ერთ უკანა ფეხზე .

ამ წიგნმა ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.სწო რედ ამისთვის გეუბნებით უღრმეს მადლობას ასტრიდ.

თქვენ მე ოცნება მასწავლეთ და ამ ოცნების ახდენის გზებიც დახლართულ რუკაზე მომინიშნეთ. რომ უკვე დიდსაც არ დამკარგვოდა გზა.

არც კი წარმომიდგენია სხვას ვის უნდა მივწერო პირველი წერილი, თქვენზე საყვარელს და გასაოცარს.

თქვენ მართლაც ხართ “ღიმილის ორდენის კავალერი” თქვენ ჩემს სახეზე ღიმილს მუდამ აბრუნებთ.

აგათა 27/06/11

რუსა

- -

Page 25: წერილები საყვარელ მწერლებს

ყველაზე ,, ჩემიან ”   მწერალს …

                                                                      დაწყება ყოველთვის მიჭირდა, ახლაც ასე ვარ.. ამბობენ, თუ გინდა რამე ნორმალიურის თქმა სისულელეები თქვი ბლომადო, მაგრამ….   მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ გამოდგება.. ო,  როგორ რთული ყოფილა მიწერო მწერალს, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს, რომელსაც გენიოსად თვლი…საუკეთესოდ აღიარებ…მაინც ვცდი….

არც კი ვიცი როგორ დავიწყო.. ძალიან ვკადნიერდები  ალბათ, რომ ვაპირებ მოგწეროთ… მაგრამ სურვილი იმოდენაა, არ შემიძ ლია ეს არ გავაკეთო….

ყველაფერი არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო….ერთ მშვენიერ   დღეს მოულოდ- ნელად თქვენ შემოიჭერით  ჩემ ცხოვრებაში.. მაშინ  ერთმა ადამიანმა მითხრა, თუ მოგ წონსო… მე კიდევ შემრცხვა, რადგან არ გიცნობდით… მითხრა, ძალიან მოგეწონებაო და თქვენი წიგნიც მაჩუქა ,,ნარცისი და გოლდმუნდი’’, რატომღაც პირველად დიდი ინტერესიც არ გამჩენია, ეტყობა წიგნის მცირე მოცულობა მომხვდა თვალში, (სასაცილოა მაგრამ ,მე ხომ დიდტანიანი წიგნები მიყვარს…)

     თავდაპირველი შთაბეჭდილება უმალვე შეიცვალა, როგორც კი პირველი ფურცელი ჩავათავე… მაშინვე მომხიბლა თქვენმა მომაჯადოებელმა სამყარომ, წერის სტილმა, თითოეული წინადადება ისე მსუბუქი იყო და ამავდროულად ისე მრავლისმთქმელი, ისე ბრძნული…. ხარბად ვისრუტავდი თითოეულ სიტყვას  და მართლაც უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი..  რა ოსტატურად აღწერდთ პერსონაჟთა სულიერ სამყაროს, მეც  მეგონა მათ სულს ვხედავდი… კარგად რომ ჩავწვდი, მივხვდი უბრალო პერსონაჟების დახატვა როდი გინდოდათ, თქვენ ხომ ერთი მთელი წარმოაჩინეთ დაპირისპირებულებით! შეუძლებელია თქვენს გმირებთან მკითხველმა საკუთარი მეს შტრიხები არ დაინახოს… თითქოს საკუთარი სინდისის ხმა გესმოდეს და ხედავდე  როგორ  ებრძვის ბოროტი კეთილს…

- -

Page 26: წერილები საყვარელ მწერლებს

ერთგან წერთ: ,,ჩემთვის ახალი ნაწარმოები მაშინ იწყებს სიცოცხლეს, როცა გამოჩნდება მითიური სახე, რომელსაც შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში იქცეს ჩემი განცდის, ჩემი ფიქრების, პრობ- ლემების სიმბოლოდ და მატარებლად… ამ მითიური სახის გამოჩენა არის ის შემოქმედებითი წამი, საიდანაც იწყება ყოველივე..”    არ ვიცი თქვენთვის ვინ იყო ეს მითიური სახე, ჩემთვის კი ეს სახე თქვენ ხართ, თქვენი ნაწარმოებები იქცა ჩემი ფიქრების, განცდების სიმბოლოდ და მატარებლად…

მართლაც ძნელია ამოიცნო მწერალი ნაწარმოების ფრაგმენტებიდან, მაგრამ ასე მგონია, თქვენ ყველა ნაწარმოებს ამოვიცნობ, თქვენთვის ხომ ასე დამახასიათებელია შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი სახეები, მოვლენების სიღრმისეული ახსნა, ადამიანის შინაგანი სამყაროს ღრმად წვდომა...

დაპირისპირებულთა განსხვავებულობის გადმოცემა, პიროვნების გახლეჩა და ერთიანობის მიღწევის მცდელობა..სწრაფვა ჰარმონიისკენ…

იცით,  თქვენი ნაწარმოებების კითხვას რომ ვიწყებ  არ შემიძლია გავჩერდე… სულმოუთმელად ვკითხულობ, მერე კიდევ თავიდან და უკვე ნელა, მინდა თითოეულ წინადადებას ღრმად ჩავწვდე და ყოველი სიტყვით დავტკბე… ასე მგონია საოცარად მგრძნობიარე და ფაქიზი სული გქონდათ, თქვენ ხომ ისე გაინტერესებდათ  ადამიანის შინაგანი სამყარო , პიროვნებად ქცევა, ხელოვნება,მუსიკა, ფილოსოფია, როგორც დედამიწის მაჯისცემაზე მიყურადება…. თქვენი ფიქრი იმასაც წვდებოდა ”რას ეუბნება ტყის ერთი ბუტბუტა მეორეს…”,”ხეები ფესვებით როგორ სვამენ წყალს’’…

თქვენს ნაწარმოებებში ბუნებაც ცოცხლდება, ყოველივეს ალეგორიული სახე აქვს და ყოველი წაკითხვისას შეიძლება ახალ–ახალი აღმოჩენები

- -

Page 27: წერილები საყვარელ მწერლებს

გააკეთო…თქვენთან ბუმბერაზი გენიოსებიც კი იცვლიან სახეებს…თქვენთან სხვანაირად დავინახე  მოცარტი, ჰეგელი, გოეთე, ნოვალისი….

ბევრჯერ დავფიქრებულვარ და ვერაფრით გავიხსენე თქვენი ბოლომდე უარყოფითი პერსონაჟი! მართალია, ვერ დავიკვეხნი, რომ თქვენს შემოქმედებას სრულად ვიცნობ, მაგრამ რაც წამიკითხავს, არავინ მაგონდება…  ისე დაგვიხატეთ  პერსონაჟები, მათ მიმართ თანაგრძნობა გვიჩნდება, გვიყვარდება მათი ნაკლოვანებების მიუხდედავად..  ეს ალბათ იმიტომ , რომ რომ თითოეული მათგანი თქვენში ცხოვრობდა, თითოეული მათგანი გულიდან ცოცხლდებოდა და ყველა გიყვარდათ….

     არ ვიცი კიდევ რა გითხრათ..თუმცა სათქმელი კიდევ ძალიან ბევრი მაქვს…

     მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი სიამოვნებებისთვის, რასაც თქვენი ნაწარმნოებების კითხვა მანიჭებს…

თქვენი შემოქმედება ისე  ახლოს მოვიდა  ჩემთან …მაპატიეთ ასე რომ ვკადნიერდები , მაგრამ სულ ისე მოგიხსენიებთ,  როგორც ყველაზე ,,ჩემიან ‘’ მწერალს…

 უსაზღვრო სიყვარულით და პატივისცემით, რუსა

ფსიქე

ძვირფასო   ჯორჯ !…

- -

Page 28: წერილები საყვარელ მწერლებს

დილის 6 საათია და მე ვფიქრობ შენზე. მე ხშირად ვფიქრობ შენზე მას შემდეგ, რაც გაგიცანი. ფარდები გადავწიე და უძილო ღამის შემდეგ ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი. ძვირფასო ჯორჯ! რა იქნებოდა, შენ რომ 48-ში ის წინასწარ მეტყველება არ აღმოგხდენოდა?

პირველი შეხვედრა ლიტერატურულ კაფეში

ძვირფასო ჯორჯ! იცი რამდენ ხანს გეძებდი? იცი, რამდენი წელი მინდოდა შენი გაცნობა? იცი, როგორ ამიძგერდა გული, როცა პირველად თარხნიშ ვილზე, ლიტერატურულ კაფეში მოგ კარი თვალი? ბვშვივით ავყვირდი, სახე გამინთდა და ირგვლივ ყველაფერი გაქრა, თანდათან და სწრაფად, ისე, როგორც ფილმებში, მძაფრი ემოციების დროს. აი, როგორც eternal sunshie of the spotless mind-ში, როცა ჯოელს კლემენტინა ვერ ცნობს, მაგრამ მე გიცანი და ამიტომ გაქრა ყველაფერი, ის ყველაფერი იმ დროს უმნიშვნელო იყო.

ეს ჩვენი ნამდვილი შეხვედრა გახლდა. პირველი შეხვედრა. მე შენ გაგიცანი, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ გაგიცანი და მე შენით მოვიხიბლე. არა, შენ არ ხარ რომანტიკული ფურცლების დასტა და მხოლოდ ერთხელ გადმო მვარდა ცრემლი შენი წიგნის კითხვისას, მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს.

ჯორჯ, ჩემო ძვირფასო, მრთლა ძვირფასო! იმდენად მიყვარხარ, რამდენადაც რეალური ხარ ყველა შენს სტრიქონში. მერედა როგორი რეალური ხარ მაგ შენს ნეგატიურ უტოპიებში. მერედა როგორ მეცნობა შენი ყველა პერსონაჟი, ნაპოლეონის ფერმიდან, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ იმპერიაში -ყველგან, ყველგან, ყველგან მეცნობა.

იმ ღამით არ მეძინა, ვერც წიგნის გადაშლას ვბედავდი, მერე გავბედე და აღარც დამიხურავს. რამდენი ალუზია გააკეთე და შეიძლება გადმოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში, თუნდაც ახლანდელში. შემეშინდა.ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო, რასაც ხანგრძლივი განშორება მოჰყვა.

შეხვედრა მეორე და ისევ უძილო ღამე

ყველგან გეძებდი: – შინისკენ მიმავალ გზაზე, ლიტერატურულ კაფეებში, ქუჩებში, წიგნის მაღაზიებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეგობრების ბიბლიოთეკებში, სახელმწიფო ბიბლიოთეკებში, დედაენის ბაღში, ინტერნეტში.. ბოლოს გიპოვე. კრძალვთ და ცახცახით გამოვართვი შენ პატრონს ყდაგაცვეთილი ყვითელი წიგნი და იმ ღამით ისევ არ მეძინა. და მაშინ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ვერ გამტეხდა ვერანაირი სიყვარულის

- -

Page 29: წერილები საყვარელ მწერლებს

სამინისტრო და ოთახი #101. ისევ რეალური იყავი, ისევ რეალური უტოპია, თუ უტოპიური რეალობა და თვალნათლივ დავინახე ევრაზიელი ჯარები დიდ ეკრანზე, ოკეანეთის ნაცრისფერ მიწაზე მოსიარულე ლურჯ ფორმიანები, მაგრამ ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო, თითქოს აქ ხდებოდა. აქ, არა მარტო ძველ საბჭოეთში, ახალ, პოსტსაბჭოეთშიც, საერთოდ, სამყაროშიც. იცი? მე მივხვდი, რომ ყველგან ასეა, ყველგან და მე შემეშინდა ყველა სისტემის.

არ მინდა minilove-ში! არ მინდა ძველ სახლში დამალვა, სადაც მაინც მიყურებენ! არ მინდა მხოლოდ პროლებთან ვეძებდე სინამდვილეს! არ მინდა დაიმსხვრეს ჩემი პრესპაპიე! არადა რეალობა ისე ახლოსაა, იქნებ 20, 30, 50 წელში მივიდეს მთელი სამყარო იმ ზღვრამდე. შემეშინდა.

წმინდა კლემენტის ზარები

ძვირფასო ჯორჯ! ჩემო უძვირფასესო ჯორჯ! ეს იყო და ეს! მერე ისევ დავშორდით და ახლა გეძებ, გეძებ ყველგან სადაც გიპოვი, ან ვერ გიპოვი. მაგრამ მაინც გეძებ და მჯერა, იმედი მაქვს, მტკიცედ მწამს, ჩვენ ისევ შევხვდებით. იქ, სადაც სინათლეა(?) ან სადმე, სხვაგან. მანამდე კი შენი გახსენებისას სულ იმ ძველ სიმღერას ვიღიღნებ:

“შენ ჩემი გმართებს სამი ფარტინგი, რეკენ ზარები წმინდა მარტინის..” და იქნებ ვინმემ გაგრძელებაც იცოდეს.დიდი სიყვარულით..

უ-უ-დიდესი სიყვარულით!მომავალ შეხვედრამდე!და იმედი მაქვს, შევხვდებით იქ,სადაც ყოველთვის სინათლე არაა.

- -

Page 30: წერილები საყვარელ მწერლებს

როდე

წერილი შარლოტა ბრონტეს

"შარლოტა,

აქამდე არასოდეს განმიცდია მონატრების გრძნობა.მეგონა ადამიანები ჩემთვის არაფერს წარმოადგენდნენ და მხოლოდ ბუნებისა და კოსმოსის ქვეშეცნეული ინსტინქტების მჯეროდა...მონატრებამ, ბოლო დროს, ჩემში, კრისტალიზაცია განიცადა.კრისტალები სხვადასხვა ფერებად დაკრისტალდნენ და ზოგჯერ, ისეთ ხმებს გამოსცემენ...

აი, როგორც შენი სამშობლოს, ნისლიან დღეებში იცის!თავიდან მეზარებოდა, მათ ხმებს დავკვირვებოდი, ან სულაც მაშინებდა, მაგრამ მერე გაუსაძლისი გახდა.

გუშინ, წიგნების თაროებთან ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ყველაზე მეტად თურმე სიბრმავის მეშინია. მეშინია, რომ ვეღარასოდეს წავიკითხავ ასოებს და ვერ მოვისმენ მათ ამბავს.

კიდევ მეშინია რაღაცების, მაგრამ მაგეებზე სხვა დროს მოგწერ...ვიდექი წიგნებთან და თვალებით ვფიქრობდი წიგნის ფერად ყდებზე. ერთ–ერთ მათგანზე განსაკუთრებულად დაძრწოდნენ თვალის გუგები, ჯერ ბუნდოვნად ისახებოდნენ ასოები, მერე ნელ–ნელა გამოიკვეთნენ – "ჯეინ ეარი" აღმოჩნდა. როგორც კი გაიაზრა გონებამ სიტყვები, ის ჩემი კრისტალები ახმაურდნენ, და თითქოს, ლაწა–ლუწს მოჰყვნენ!"ჯეინ ეარი" –  ბებოს საყვარელი რომანი იყო.

როდე საც ჩვენ ორნი, ჩვენს საყვარელ სამყაროში ჩავდიოდით, სადაც მიწა გველოდა, ხშირად წავწყდომივარ მის სასთუმალთან შენს წიგნს.ჯერ კითხვის სამყაროში ფეხი არ მქონდა შედგმული, ამიტომ ავიღებდი ყავისფერყდიან წიგნს, რომელზეც იდაყვზე დაყრდნობილი, სევდიანი ქალი იყო გამოსახული კონტურებად და ინტერესით ვფურცლავდი...ჩვენ ბედნიერები ვიყავით, რადგან სამყაროსთვის ვარსებობდით . დედა მიწასაც ვუყვარდით, რომელიც ათასნაირი მცენარეებითა და ნაყოფებით გვასაზრდოვებდა.

- -

Page 31: წერილები საყვარელ მწერლებს

ათასნაირ მხალეულს ვიგონებდით, ბებო უბადლოდ ცნობდა მცენარის თვისებებს. მე მაშინ შევიცანი ბუნება.

მერე რომ გავიზარდე და ეარისთვის არ მეცალა, თითქოს განაპირდა სამყარო – ბებოს  ტუბერკულოზი დაემართა.

ეს ხომ ინგლისში, თქვენს მხარეში, ხშირად ემართებათ.

იცი, რამდენი მსგავსება იყო შარლოტა, შენსა და ბებოს შორის?აი, დარწმუნებული ვარ, ინგლისში რომ დაბადებულიყო, რომანების წერას დაიწყებდა შენსავით და არანაკლებ სახელმოხვეჭილი იქნებოდა, მაგრამ...ღმერთმანი, შარლოტა! ფიზიკურადაც რომ გგავდა? ასეთივე ყვრიმალები, სწორი ცხვირი და რაღაცნაირი, მშვიდი და თანაც ცეხლოვანთვალებიანი მზერა...

რატომ წახვედით ასეთი ტკივილებით? რატომ მშვიდი სიკვდილით არ მიიცვალეთ, შვილიშვილებითა და შვილთაშვილებით გარშემორტყმული?მე ამას ვერასოდეს გავიგებ შარლოტა... ვგრძნობ, რომ უბრალოდ პასუხი არ აქვს ამ კითხვებს, ისევე როგორ პასუხი არ აქვს ჩვენს ცხოვრებას, ცოცხალი ადამიანების ცხოვრებას...

შარლოტა, თქვენ ისე გავხართ ერთმანეთს, თქვენ ხომ ჯეინ ეარი გაერთიანებთ...

დღეს, გადავწყვიტე მოვერიო ჩემს თავს და შენი წიგნის კითხვა დავიწყო.ახლა, როდესაც წერილი მოგწერე, თითქოს ამოვთქვი დარდივით რაღაც და მზად ვარ, ამ წიგნის, ბებიას საყვარელი წიგნის კითხვას შევუდგე.ეს წიგნზე მეტი იქნება, და მე – ძალზედ სუბიექტური.

ბოდიში, თუ მოგაცდინე მარადისობას...ვიცი, გამიგებ.შენი მკითხველი"

- -

Page 32: წერილები საყვარელ მწერლებს

დია

წერილი ნოდარ დუმბაძეს

ბატონო ნოდარ ანუ “ თქვენც სუ და ჩვენც   სუ …”

თქვენი ხათრით ვისწავლე კითხვა. და როცა თამარამ დამთაგა, სხვაზე როგორ დავწერდი, ხელის აუკანკა ლებ ლად?!

ბებო მიყვებოდა თქვენსა და პაპაჩემზე: მეგობრები იყვნენ და ჩვესასაც ბევრჯერ ყოფილა სტუმრადო... ჩემი სამი აუხდენელი ოცნება: ბაბუაჩემისა და თქვენი გაცნობა და სოხუმი... ეჰ.

პატარა რომ ვიყავი, დედამ მაზიარა ზურიკელასა და გიგილოს სამყაროს. მერე, ერთბაშად გამომიცხადა – “დანარჩენი შენითო” და მეც ვერ მოგწყდით… მანამ-სანამ თქვენს ყველა ნამუშევარში ცხვირი არ ჩავყავი. საოცარია, პატარა და კოხტა ცხვირი რომ მაქვს!

სკოლაში რომ შევედი და სასწავლო ნაწილის წინ წარვსდექი, საერთო აღფრთოვანება თქვენი ლექსით დავაგვირგვინე. მახსოვს, როგორ ვიდექი მამაჩემის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილ უსაყვარლეს კაბაში და ვკითხულობდი:

როცა ავად ვიყავი,ვსვი და ვყლაპე წამალიდა დედიკომ საჩუქრადმომიყვანა მამალი.ერთხელ ძია გვესტუმრა,ბაბუამ თქვა:- რა ვქნათო?-ბებიამ თქვა:- სასწრაფოდმამლაყინწა დავკლათო.-ჰოდა, ეს რომ გავიგე,მამალს ხელი დავავლედა ბებიას უჩუმრადკარადაში დავმალე.

- -

Page 33: წერილები საყვარელ მწერლებს

მერე იცით, რა მოხდა?ბებომ შიშით იკივლა…იმ სულელმა მამალმაკარადაში იყივლა.

რომ დავასრულე, ყველა ტაშს მიკრავდა, ეს რა კარგი გოგო ყოფილაო. პატარას მეტი რაღა მინდოდა.დრო გადიოდა, ვიზრდებოდი და თქვენს შემოქმედებაში ყოველთვის მოიპოვებოდა ჩემი ასაკის შესაფერისი მოთხრობა/ლექსი/ჩანახატი/რომანი…

როცა პირველად ვადგენდი წარმოსახვაში იდეალური ბიჭის სურათს, შემდეგი ნაწყვეტის წაკითხვის მერე მივხვდი, რომ არასწორი მიმართუ ლებით წავედი:

- რა გინდა ქალო, რომ დამტკვირე ცოცხლად, მაცივარი გაქვს?- მაქვს!- სარეცხი მანქანა?- მაქვს!- ტელევიზორი?- კი.- აბა რა გაკლია?- კუბო, რომ ჩაგასვენო და გაგასვენო!- რატომ, რატომ?- ნათელას ქმარი ჰყავს?- ჰყავს.- მისი ქმარი სარეცხს რეცხავს?- რეცხავს.- ბავშვებს უვლის?- უვლის.- საჭმელს ამზადებს?- ამზადებს.- საინებს რეცხავს?- კი.- ეჭვიანობს?- არა.- ღვინოს სვამს?- არა.- პაპიროსს ეწევა?- არა.- ჰოდა, რა ქვია ასეთ ქმარს?- მთლე და ჩვარი!- მთხლე და ჩვარი შენა ხარ!გადავწყვიტე, რომ ჩვარი კაცი არ მინდოდა გვერდით! 

- -

Page 34: წერილები საყვარელ მწერლებს

მახსოვს, როგორ მივსტიროდი იანგულს. როგორ შემიყვარდა “კუკარაჩა”, როგორ შემძულდა და თან შემეცოდა ინგა, რომელმაც “მურტალოს” 7 ტყვია დაახალა და ვერცერთი მოახვედრა… და კიდევ, წარმოვიდგენდი, როგორ მიკითხავდა “ლიმონა” – “ტანო ტატანოს…” აი, ზუსტად ას ე ...

ერთი კი იყო, “თეთრ ბაირაღებს” ვერ “დავუმუღამე”, ალბათ, იმიტომ, რომ ცოტა ადრე მომივიდა წაკითხვა. რომ მოვიშორებ სამაგისტროს, გპირდებით, კიდევ ერთხელ ჩავუჯდები…

მანამდე კი, როცა მოვიწყენ, ისევ გიგილოსა და თქვენს პატარა ჩანახატებს მივუბრუნდები, რომ ისევ ვგრძნობდე, ისევ განვიცდიდე, ვიღიმოდე და ვტიროდე – ხან სიმწრისაგან, ხანაც მომეტებული სიცილისაგან:

- გიგილო, კუთხეში!- გიგილო, გამოეთრიე აქეთ!- გიგილო, რა გატეხე?- გიგილო, ვინ გაგიტეხა თავი?- გიგილო, რა გადაყლაპე?- გიგილო, მოუკვდი დედაშენს!- გიგილო, ყურებს დაგაგლეჯ!- გიგილო!- ვის ჰგავს ეს მახინჯი?

მერე დედამისის რეპლიკა – “დახატული მამამისია”. სხვა აუტანელი მოსასმენი გახდა და ამიტომ, გადავწყვიტე, ბავშვი სხვა ხერხით აღმეზარდა. ეს ახალი ხერხი დავნერგე კიდეც ცხოვრებაში. ზემოთ ჩამოთვლილი საალერსო სიტყვების იგნორირების მიზნით ოჯახში ისე, როგორც ეს ქუჩებშია, განცხადებები გავაკარი:

შ უ შ ა ბ ა ნ დ შ ი: – შვილო, გიგილო, ფანჯრიდან არ გადახტე, თუ რამე დაგჭირდეს, ეზოში კიბით ჩადი.გ ი გ ი ლ ო ს ს ა წ ო ლ ზ ე: – კალოშები გარეთ დააწყვე.ჩ ე მ ს ს ა წ ო ლ ზ ე: შვილო, გიგილო, როდესაც მამას სძინავს, ყურში მარილი არ ჩააყარო.ღ უ მ ე ლ ზ ე: – როდესაც ანთია, შიგ თავი არ შეჰყო.ტ ე ლ ე ფ ო ნ ზ ე: – სანაგვე ყუთში არ ჩააგდო.ბ ი ბ ლ ი ო თ ე კ ა ზ ე: – ყველას ერთ დღეს ნუ დახევ, გამოიზოგე.ჩ ე მ ს ო თ ა ხ შ ი: – შვილო, გიგილო, კედელზე რომ თოფი ჰკიდია, არ ჩამოიღო, საწერი მაგიდის ქვედა უჯრიდან (მარცხნივ) ტყვიები არ ამოიღო, თოფში არ ჩააწყო, საფეთქელთან არ მიიდო და ჩახმახი არ გამოსწიო.

ბატონო ნოდარ, მადლობა იმისათვის, რომ საშუალება მომეცით საყვარელი

მწერლისათვის მიწერილი წერილი ჩემი თანამემამულისადმი ყოფილიყო მიმართული.

- -

Page 35: წერილები საყვარელ მწერლებს

მარადის თქვენი, ერთგული მკითხველი.Mylpi

წერილი ასტრიდს

მარის   ბლოგზე გადავაწყდი კიდევ ერთ ახალ თაგაობას - წერილის მიწერა  საყვარელი მწერლისადმი

  და რა თქმა უნდა ეგრევე ასტრიდი ამომიტივ ტივდა გონებაში, დანარჩენები უკვე ცოტათი რომ დავფიქრდი მერე გამახსენდნენ.

რა თქმა უნდა ჩემი ადრესატი ასტრიდ ლინდგრენია, ყველაზე მზიანი, თბილი, სიცოცხლის და პატარა სასიამოვნო დეტალების მთელ თავგადასავლად გადაქცევის მოყვარული მწერალი.

  ჩემო უსაყვარლესო და უტკბესო ასტრიდ, როგორ მიხარია, რომ არსებობ და შენი წიგნები დაწერე ჩემს დაბადებამდე ძალიან ადრე, რომ მანამდე გადათარგმნაც მოესწროთ, საყვარლად აკინძვა და ილუსტრირება და მეც ზუსტად თავის დროზე წამეკითხა. 

ჩემი ლაპარაკისთვის რომ მოგესმინა, თვითონ გაოცდებოდი, რა ხშირად ვიყენებ საუბრისას შენს ციტატებს. ჩემი ცხოვრებისეული დევიზებიც ძირითადად შენს გავლენას განიცდიან. 

რა უნიკალური ხარ

ერთადერთი გული მწყდებოდა საშინლად კითხვის დამთავრებისას, იმიტომ რომ წიგნის გმირები ისევ გააგრძელებდნენ თავიანთ მხიარულ ცხოვრებას, ხვალ ახალი თავგადასავლები გადახდებოდათ თავს და მე მათთან ვეღარ ვიქნებოდი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ ნებისმიერი ცხოვრება საინტერესოა და თავგადასავლებით სავსე, მთავარია დაინახო და იგრძნო.

შენი დამსახურებაა, რომ პატარა ყოველდღიურ დეტალებში უამრავ საინტერესოს და სასიამოვნოს აღმოვაჩენ ხოლმე, არასდროს ვწუწუნებ დასასვენებლად წასული მორყეულ ფანჯრებზე და უსწორმასწორო გზებზე, თაკარა მზეზე,  იმიტომ რომ ვიცი  მორყეული ფანჯრები ძალიან მყუდროდ

- -

Page 36: წერილები საყვარელ მწერლებს

ჭრიალებენ, უსწორმასწორი გზებზე ყველაზე კარგი გუბეები დგება საჭყაპუნოდ, და ყველაზე სასიამოვნო მცხუნვარე მზეზე სიარულის მერე სურნელოვანი ცაცხვების ჩრდილში გრილ ბალახზე გაშხლართვაა ან ცივ მდინარეში ჩაყვინთვა. 

მე მაგრად ვარ, დავრბივარ, მზეც ანათებს.

რადგანაც თვითნებურად დავითაგე თავი, ამ პოსტში მეც არავის დავთაგავ და ვისაც მოუნდება ყველამ თავისით დაწეროს წერილი, ოღონდ კომენტარებში მომწერეთ, რომ ვნახო

- -