6
ქართული და ირანული ენების ლექსიკური ურთიერთობის კვლევას გარკვეული ზოგად-ენათმეცნიერული ინტერესიც ახლავს სესხების პრობლემის თვალსაზრისით, რამდენადაც ქართული და ირანული ენები წარმოადგენენ ისეთ სხვადასხვა სისტემის ენებს, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ამავე დროს, ეს ენები დადასტურებულია უძველესი წერილობითი ძეგლებით, რაც საშუალებას იძლევა ნასასხები სიტყვების ისტორია წერილობით ძეგლებში დამოწმებული მასალის საფუძველზე. ირანულიდან შეთვისებული სიტყვები ქართულში სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა ხასიათის არიან და მომდინარეობენ სხვადასხვა დიალექტური წრიდან. აქ შეიძლება შევხვდეთ სესხების ყველა სახეს, იქნება ეს ცოცხალი ენობრივი ურთიერთობის შედეგად შეთვისებული სიტყვები თუ ხელოვნური, წიგნიერი გზით შემოსული სიტყვები, ირანული გზით მომდინარე .. ინტერნაციონალური სიტყვები თუ ირანული წარმოშობის სიტყვები,შემოსული სხვა ენათა მეშვეობით ( სომხურის, ბერძნულის, თურქულის და სხვ.), ,, შებრუნებული ნასესხობები და სხვ. ირანული წარმოშობის ლექსიკური ერთეულების შესწავლა ქართულში გვარწმუნებს აგრეთვე, რომ მათ გათვალისწინებას გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება თვით ირანული ენების ისტორიის შსწავლის საქმეში. ქართულ ენაში ირანული სიტყვები დამოწმებულია ამ ენათა განვითარების ყველა საფეხურზე ( ძვ. შუა, ახალი), დამოწმებულია უმეტეს შემთხვევაში კარგად შენახული ფონეტიკური სახით. მაგალითად, ქართული ფორმები ირანულიდან მომდინარე სიტყვებისა, ასეთსავე სიტყვებთან შედარებით სომხურში, ზოგჯერ მეტ არქაულობას ამჟღავებენ, ზოგჯერ უფრო ახალი ფორმებით არიან წარმოდგენილი, როგორც წესი კი (განსაკუთრებით ხმოვნების სფეროში) უფრო ახლოს არიან ირანულ ორიგინალებთან. ქართულს თავისი მდიდარი თანხმოვანთა სისტემით, ისევე როგორც სომხურს, საშუალება აქვს საკმაოდ ზუსტად გადმოსცეს ირანული თანხმოვნები და დიალექტური დაპირისპირებანი, დამყარებული შიშინა და სისინა თანხმოვანთა განსხვავებებზე. ამ მხრივ ქართულ ენას უპირატესობა აქვს ბერძნულთან და არამეულთან შედარებით. ირანული წარმომავლობის ლექსიკა დაწვრილებით უნდა იქნას შესწავლილი არა მარტო ძველი ქართული წერილობითი ძეგლების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, არამედ თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში, ქართული ენის დიალექტებში და აგრეთვე სხვა ქართველურსა და კავკასიურ ენებში. ქართულში შემონახულ ირანულ ელემენტებს შორის შეიძლება შევხვდეთ სიტყვებს, რომლებიც განეკუთვნებიან ძველ, საშუალო და ახალ ირანულ ეპოქებს, რომლებიც ატარებენ კვალს სხვადასხვა დიალექტური წრეებისა. მეტწილად ესენია: ჩრდილო-ირანული (სკვითურ-ალან-ოსური) ჩრდილო-დასავლური (.პართული) სამხრეთ-დასავლური (სასანური, ფალაური და ახალი სპარსული)

ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები

Embed Size (px)

DESCRIPTION

რეფერატი - ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები

Citation preview

Page 1: ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები

ქართული და ირანული ენების ლექსიკური ურთიერთობის კვლევას გარკვეული ზოგად-ენათმეცნიერული ინტერესიც ახლავს სესხების პრობლემის თვალსაზრისით, რამდენადაც ქართული და ირანული ენები წარმოადგენენ ისეთ სხვადასხვა სისტემის ენებს, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ამავე დროს, ეს ენები დადასტურებულია უძველესი წერილობითი ძეგლებით, რაც საშუალებას იძლევა ნასასხები სიტყვების ისტორია წერილობით ძეგლებში დამოწმებული მასალის საფუძველზე. ირანულიდან შეთვისებული სიტყვები ქართულში სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა ხასიათის არიან და მომდინარეობენ სხვადასხვა დიალექტური წრიდან.აქ შეიძლება შევხვდეთ სესხების ყველა სახეს, იქნება ეს ცოცხალი ენობრივი ურთიერთობის შედეგად შეთვისებული სიტყვები თუ ხელოვნური, წიგნიერი გზით შემოსული სიტყვები, ირანული გზით მომდინარე ე.წ. ინტერნაციონალური სიტყვები თუ ირანული წარმოშობის სიტყვები,შემოსული სხვა ენათა მეშვეობით ( სომხურის, ბერძნულის, თურქულის და სხვ.), ე,წ, შებრუნებული ნასესხობები და სხვ. ირანული წარმოშობის ლექსიკური ერთეულების შესწავლა ქართულში გვარწმუნებს აგრეთვე, რომ მათ გათვალისწინებას გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება თვით ირანული ენების ისტორიის შსწავლის საქმეში. ქართულ ენაში ირანული სიტყვები დამოწმებულია ამ ენათა განვითარების ყველა საფეხურზე ( ძვ. შუა, ახალი), დამოწმებულია უმეტეს შემთხვევაში კარგად შენახული ფონეტიკური სახით. მაგალითად, ქართული ფორმები ირანულიდან მომდინარე სიტყვებისა, ასეთსავე სიტყვებთან შედარებით სომხურში, ზოგჯერ მეტ არქაულობას ამჟღავებენ, ზოგჯერ უფრო ახალი ფორმებით არიან წარმოდგენილი, როგორც წესი კი (განსაკუთრებით ხმოვნების სფეროში) უფრო ახლოს არიან ირანულ ორიგინალებთან.ქართულს თავისი მდიდარი თანხმოვანთა სისტემით, ისევე როგორც სომხურს, საშუალება აქვს საკმაოდ ზუსტად გადმოსცეს ირანული თანხმოვნები და დიალექტური დაპირისპირებანი, დამყარებული შიშინა და სისინა თანხმოვანთა განსხვავებებზე. ამ მხრივ ქართულ ენას უპირატესობა აქვს ბერძნულთან და არამეულთან შედარებით. ირანული წარმომავლობის ლექსიკა დაწვრილებით უნდა იქნას შესწავლილი არა მარტო ძველი ქართული წერილობითი ძეგლების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, არამედ თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში, ქართული ენის დიალექტებში და აგრეთვე სხვა ქართველურსა და კავკასიურ ენებში. ქართულში შემონახულ ირანულ ელემენტებს შორის შეიძლება შევხვდეთ სიტყვებს, რომლებიც განეკუთვნებიან ძველ, საშუალო და ახალ ირანულ ეპოქებს, რომლებიც ატარებენ კვალს სხვადასხვა დიალექტური წრეებისა. მეტწილად ესენია:

● ჩრდილო-ირანული (სკვითურ-ალან-ოსური)● ჩრდილო-დასავლური (ე.წ პართული)● სამხრეთ-დასავლური (სასანური, ფალაური და ახალი სპარსული)

Page 2: ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები

● ე.წ. სპარსულ-არაბული ლექსიკა ( გვხვდება X-XIსაუკუნიდან ) ძველ ქართულ ლიტერატურულ ენაში გამოვლენილი სპარსული სიტყვების ყველაზე ძველი ნაწილი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უბრალო ნასესხობანი, ისინი ქართული ენის ორგანულ ნაწილს შეადგენენ, ისინი შედიან მისი ლექსიკის ძირითად ბირთვში. ბევრ მათგანს შესატყვისებიც აქვს მონათესავე ქართველურსა და კავკასიურ ენებში, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითბეს, რომ ისინი შეთვისებულნი უნდა იყვნენ ჯერ კიდევ საერთო ქართველური ენის მიერ მის დიფერენციაციამდე. ძველი ირანული ლექსიკური ერთეულები ქართულში

● მიდიური ელემენტები ქართულში ○ საკუთარი სახელები ( ფარნავაზი, არტავაზი) ○ ბაგინი (გვხვდება ბიბლიაში, ესტატე მცხეთელის ცხვორებაში და საბას

განმარტებით არის “ტაძარი თაყვანისსაცემელი, სამსხვერპლო ბომონი (წარმართთ და ჰურიათა)

○ მოგვი (საბას განმარტებით “ვარსკვლავღმრიცხველი”)○ განძი, სპილენძი ( სომხურთან საერთო) ○ მასპინძელი ( სომხურისგან განსხვავებული ქართული ფორმა) ამ

სიტყვასთან უნდა იყოს კავშირში ასპინძა, რომელიც ნიშნავდა, თავშესაფარს.

სრული გარანტია იმისა, რომ ზემოგანხილული სიტყვები შეთვისებულია ქართულში უეჭველად მიდიურიდან და არა სპარსულიდან (ირანულიდან), არ გვაქვს, ზოგი მათგანი შესაძლოა სომხურ მეშვეობასაც გულისხმობდეს, მაგრამ უშუალოდ მიდიურიდან სესხებაც არ არის გამორიცხული, რამდენადაც ზოგი მათგანი განსხვავებული ფონეტიკური ფორმით არის წარმოდგენილი. ძველი გეოგრაფიული სახელების შესწავლა სწორედ მიდიურ-ქართულის კონტაქტზე მიუთითებს: ადარბადაგანი, განძაკი, არშაკეთი და სხვ. ძველი სპარსული ლექსიკური ერთეულები ქართულში უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ეთნიკური და გეოგრაფიული სახელი სპარსელებისა, პარსა, რომელიც ქართულში სპარს-ისა და სპარსეთ-ის სახით არის შეთვისებული,უეჭველია აქამენიდების დროიდან. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ ქართველები სპასელებს უწოდებდნენ ირანული მოდგმის თითქმის ყველა ტომს და სპარსეთიც ირანის გეოგრაფიული ცნების გამოსახატავად იხმარება ძველ ქართულ ისტორიულ ტრადიციაში. ზოგჯერ ამ სახელით მოიხსენებიან არაბები და თურქებიც. ეს გარემოება შედეგია იმისა,

Page 3: ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები

რომ ქართულმა ენამ სპარსელთა სატომო სახელი იმ ეპოქაში შეითვისა, როდესც სპარსელთა ტომის პოლიტიკური ჰეგემონია ვრცელდებოდა მთელ ირანზე და არა მარტო ირანზე, - ძლევამოსილ აქამენიდების იმპერიის ეპოქაში.

● საკუთარი სახელები: ○ არტაბან (არტაშან, არდამ, არდავ სახეცვლილებებით - გვხვდება ლეონტი

მროველთან)○ ამაზასპ (ვარიანტებია ამზასპ, ამზასპან, ამასპო )○ ვაშტაშაბ○ არმაზი○ მართ- მართ-ალ-ი (დადასტურებული გვაქვს ზმნისსართებში: მიმართ,

მომართ, დამართ, ზმნებში: მართვა, მიმართვა, მომართვა და სახელის ფუძედ - მართ-ალ-ი

○ ვანი, სავანე ავესტური ელემენტები ქართულში

● წმიდა● ეშმა● ფართო● დროშა● ჯოჯოხეთი

სკვითურ-სარმატული და ალან-ოსური ელემენტები ქართულში

● აბზუება - აიწევს, გამობერავს ტუჩებს ● აბრაგი● აკუთა ( საბა - “ქვაბის სადგური ქვათაგან”) > ოს.agwat -ორმო, რომელშიც იდგმება

ლუდის ქვაბი● ამინდი > ოს. amond - ბედი, ბედნიერი ● არვე > ოს. arwez ირმის ჯოგი ● არნი (საბა - გარეული ცხოველი) . ძვ. ირ. arana,aruna ველური ცხვარი ● აღრალების ქვა ( ძოწის) ● ბევრი● ბზიკი● ბრანგვი ( საბა. დათვი) ● ბურახი

Page 4: ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები

● ბუწი (თოხლი, წლის კრავი) ● ბოძი (საბა- მცირე, სუსტი) ● ბოძი (ბოძება, საბოძვარი) ● ბუნიობა● ბურაული (საბა- “მწყაზარი ქორი,შავ-წითელი საცილობელი) ● გვინოლი● გუზ/გზება (მუგუზალი, გუზგუზი, გზება)● გრდემლი● დენ-ა/დინა● დილეგი● დოღი● ვერძი● ეწერი (პატარა ტყე,ბუჩქნარი) ● ვირთხა● ვს (ვსება, სავსე, გავსილი)● ზრახ/ძრახ (ზრახვა, განზრახვა)● თარ, თერ ( თრევა,თარვა, სათარი) ● თეძამი● თივა● კაპოეტი ( თევზის სახე) ● კელობს, კელობა,მკელობელი ( შეიძლება კლება, ნაკლი) ● კერბ/კრებ ( შეგროვება, შეყრა) ● კერძო● კენ● კნინი● კმა● კრძალვა● ლოყა● ლუდი● მესტები ( ტყავის უძირო ფეხსაცმელი დაბალი ყელით) ● მითელი (შიგნითა მხარე ბალიშის)● მეხი● მკაცრი● მონა● მსტოვარი● მცონარი● ნახშობა ( ლააპრაკი)

Page 5: ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები

● ნუსადი ( ბიძას ცოლი, ბიცოლა) ● ობი, ობობა● ორმო● ორტებახი (გრილსა და მხურვალს საშუალი - საბა)● ორძი (გაზრდა,გადიდება,ზრდა, აღმოცენება)● რანგი (თაფლისაგან დამზადებული სასმელი)● რუსხა (სინათლე, ნათელი) ● სამხარი ● სასუმლობა ( შვილობა)● სახ/ზახ - სახელი, ზახილი, ძახილი● სვე● სივება ( სიმსივნე,)● სულიგუნი(სულგუნი)● ტყე● ურვათი (საქმროს მიერ საცოლის მშობლებისთვის მიტანილი სასყიდელი)● უსო (გლეხთ დიაცთ უპატიოსნესი)● უსუარი ( ბავშვი 5 წლიდან 10 წლამდე) ● ფასი● ფინთი● ფიცხი● ფრ - ( ფრიად, უფროსი, უფრო ) ● ქად - (ქადილი, სასიქადულო, სიქადული, ქადება, ქადაგი)● ქაშაყი● ქერცლი● ქუდი● შავი● ჩაღ-, გაჩაღება● ცალი● ცინ-/ ცი (გაცინება, იცინის, სიცილი,დაცინვა)● ცოდვა● ძრ (მოძრაობა) ● ძეწკვი● ძნ- / ძნელი● ძუნძული● წევ- (აწევა, დაწევა, მიწევა, მწევარი,მოსაწეველი)● წითელი, წით-ს● ხაბიზგინი

Page 6: ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები

● ხავსი● ხეტიალი● ხიდი● ხორცი

წარმომავლობის საკუთარი სახელები:პირის სახელები:

● აზო● ალდე● ალთუნი● ბორენა( შორენა)● ბურდუხან● ლიმაჩავ (დედაკაცი ლტოლვილი)● ბაყათარ● დორღოლელი● კავტია● სათხე● სოსლანი● უზურაბეგ● ურდურე● ფარეჯან● ფეროშ● ქუჯი● ხუანხუა●