50
იიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიიიი სსსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სს–4 სსსსსს სსსსსსსსს იიიიიი იიიიიიიიი სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსს: იიიიიიიიი იიიიი იი იიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს: სსსსსს სსსსსს იიიიიიი, 2012ი

სალომე ზირაქაძე

Embed Size (px)

DESCRIPTION

სოციალური მედია და მისი განვითარები ტენდენციები ინტერნეტი ქსელები, ქსელური საზოგადოება

Citation preview

Page 1: სალომე ზირაქაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციოლოგიის მიმართულება

მე–4 კურსის სტუდენტის სალომე ზირაქაძის საბაკალავრო ნაშრომი

თემაზე: სოციალური მედია და მისი განვითარების ტენდენციები

საბაკალავრო ნაშრომი შესრულებულია სოციალური მეცნიერების ბაკალავრის

აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი: ირაკლი კახიძე

თბილისი, 2012წ

ანოტაცია

Page 2: სალომე ზირაქაძე

საბაკავრო ნაშრომის-’’სოციალური მედია და მისი განვითარების ტენდენციები,’’

მიზანია, სოციალურ მედიაზე დაკვირვების გზით, გაირკვეს, რამდენად აქტიური

მომხმარბელი ჰყავს მას, როგორ იცვლება სოციალური მედიის განვითარების

ტენდენციები საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში, ახდენს თუ არა

სოციალური მედია ტრადიციულ მედიაზე გავლენას, ჩაანაცვლებს თუ არა ახალი

მედია ტრადიციულს.

ნაშრომის თემა ეპასუხება მანუელ კასტელსის ქსელურ საზოგადოების და მარშალ

მაკლუენის ’’გლობალური სოფელი’’ს იდეას. უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ

სოცილური მედია დღითიდღე მეტად იმკვიდრებს ადგილს ინფორმაციის

გავრეცელების საშუალებებს შორის. სოციალურმა მედიამ ყველა ტრადიციულ

მედიასაშულებას აჯობა ოპერატიულობაში, სწორედ ამიტომ ტრადიციულმა

მედიასაშუალებებმა სოციალური მედიის გამოყენება დაიწყეს, როგორც ერთ-ერთი

ინსტრუმენტისა – ახალი ამბების გასავრცელებლად. დღეს თითქმის ყველა გაზეთს,

რადიოს, ტელევიზიას აქვს საკუთარი ვებ–გვერდი თუ ბლოგი ინტერნეტში.

ვფიქრობ ნაშრომი გარკვეულწილად გააცნობს და წარმოდგენას შეუქმნის

დაინტერესებულ მკითხველს ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე.

სოციალური მედიის მოცულობიდან გამომდინარე დავაკვირდი, მის მხოლოდ ორ

კონკრეტულ მიმართულებას, ბლოგებს და ყველასთვის ცნობილ Facebook-ს.

ჩავატარე კვლევა, კველვისას გამოვიყენე თვისობრივი ანალიზი, ექსპერტული

ინტერვიუების მეთოდი, რომელიც დამეხმარა უფრო თვალნათლივ დამენახა

გამოწვევები და განვითარების ტენდენციები.

შ ი ნ ა ა რ ს ი

შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . 4

2

Page 3: სალომე ზირაქაძე

თავი I.ინფორმაციული

ერა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 6

თავი II მასობრივი კომუნიკაციისა და მასმედია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 8

თავი III რა არის სოციალური მედია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10

თავი IV სოციალური მედია , როგორც სამოქალაქო საზოგადოების ხელშემწყობი

ფაქტორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 13

თავი V სოციალური მედია და მარკეტინგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18

თავი VI სოციალური მედია და პოლიტიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 20

თავი VIII ინტერნეტარხი სახელად ბლოგი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 23

თავი IX ექსპერტული გამოკლველვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 25

კვლევის შედგები და ანალიზი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26

დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

40

ბიბლიოგრაფია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

41

დანართი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

43

3

Page 4: სალომე ზირაქაძე

შესავალი

სამყარო ისე ცვალებადი და იმავდროულად მთლიანი, როგორიც ახლაა

არასდროს ყოფილა.დღეს მსოფლიოში ინფორმაციული და ტექნოლოგიური ბუმია.

ინფორამციულ-ტექნოლოგიური რევოლუცია თვისობრივ ცვლილებებს იწვევს

თანამედროვე მსოფლიოს წამყვანი, დასავლური საზოგადოების ეკონომიკურ,

სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებში. ამ რევოლუციით გამოწვეული

ტრანსფომაციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთ განვითარებადი ქვეყნის

სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე როგორიც

საქართველოა.

პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში განსხვავებით ორი ეპოქისგან

(ინდუსტრიამდელი და ინდუსიტრიული) მთავარ როლს თამაშობს ინფორმაცია.

ურთიერთქმედება ადამიანებს შორის არის ისეთი ურთიერთქმედება,

რომლისთვისაც საბაზისო რესურსებს წარმოადგენს ინფორმაცია.

საბაკალავრო ნაშრომის ‘’სოციალური მედია და მისი განვითარების ტენდენციები

‘’ მიზანია, დავადგინოთ რა ინფორმაციის მიმღები და გამავრცელებილია

სოციალური მედიის მომხმარებელი.

ნაშრომის ძირითად საკვლევ მიმართულებად ტრადიციული მედიის სოციალური

მედიით ჩანაცვლების პრობლემა გამოვყავით .

იქედან გამოდინარე, რომ სოციალური მედია ფართოა და ძალიან ბევრ

სოციალურ ქსელს და მრავალ მიმართულებას მოიცავს, ჩვენი საკვლევი არეალიც

დავავიწროვეთ და დავაკვირდი მხოლოდ ქართულ ბლოგებს და ყველასთვის

ცნობილ facebook ს, რომელიც ქართულ კიბერსივრცეში აზრთა გაცვლის ერთ-

ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ასევე გამოკითხული იქნა 7 ექსპერტი,

რომლებიც მეტად კომპეტენტურები არიან ამ საკითხში. მათი უმრავლესობა

სოციალური მედიის მკვლევარია.

კითხვებზე პასუხის გაცემას გარდა ცნობილი თეორიებისა, კონკრეტული კვლევის

შედეგებით შევეცდები, რომელიც ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო და აქტუალური

საკითხების შესახებ არგუმენტებს მეტ დამაჯერებლობას შემატებს .

4

Page 5: სალომე ზირაქაძე

თავი I. ინფორმაციული ეპოქა

ახალი რეალობის დასახასიათებლად სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები

განსხვავებულ ტერმინებს იყენებენ და აქცენტსაც განსხვავებულად სვამენ. მე-20

საუკუნის ბოლოსთვის საკმაოდ ფართოდ გავრცელდა ახალი საზოგადოების,

როგორც ინფორმაციულის, კომუნიკაციების შესახებ საუბარი. აღარავინ დაობს იმის

5

Page 6: სალომე ზირაქაძე

შესახებ, რომ უკანასაკნელი ათწლეულების მანძილზე სამყაროში რადიკალურ

ცვლილებებს ჰქონდა ადგილი და რომ ამის მიზეზი მასობრივი კომუნიკაციის

საშუალებების სწრაფი გავრცელებაა. შეიძლება ითქვას, რომ ახალი

საინფორმაციო ტექნოლოგიების გავრცელება უფრო პროდუქტიული

წარმოებისთვის, რაციონალური ორგანიზებისა და ინფორმაციის ეფექტური

გამოყენების პროცესისათვის ხელშემწყობი ფაქტორია. სწორედ, ამ პროცესს

შეიძლება ეწოდოს ’’ინფორმაციული რევოლუცია ’’.

დენის მაქქუეილი მიიჩნევს, რომ ტერმინი ’’ინფორმაციული საზოგადოება ’’არის

ობიექტური აღწერა დროისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. 1

მანუელ კასტელსი, რომელიც ახალი ’’ინფორმაციული ერის’’ დადგომაზე

საუბრობს, სადაც ახალი სოციალური სტუქტურა ასოცირდება წარმოების ახალი

წესის -ინფორმაციის წარმოქმნასთან, უპირატესობას ტერმინს ’’ ქსელური

საზოგადოების’’ გამოყენებას ანიჭებს. თუმცა პრინციპულია, არა ტერმინების

სიმრავლე, არამედ ის, რაც ახასიათებს ახალ ერას. კერძოდ ის, რომ აქ

განვითარებას აქვს თავის წესი, რომელსაც შეიძლება ინფორმაციული წესი

ეწოდოს და რომლისთვისაც სპეციფიკურია ცოდნის ზემოქმედება თავად ცოდნაზე,

როგორც წარმოების მთავარ წყაროზე. ახალ დროში თითქმის ყველაფერი

კონცენტრირებულია კომუნიკაციის, ინფორმაციის ახალი საშუალებების,

ტექნოლოგიების ირგვლივ.’’

ინფორმაციის ახალი თუ ძველი ტექნოლოგიების გავრცელება განსხვავებული

ინტესივობით, მაგრამ თითქმის მთელს მსოფლიოში შეიმჩნევა. ახალმა

ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყო ინფორმაციის გლობალურ გავრცელებას და მთელი

მსოფლიოს გაერთიანებას ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც პირობითად

ინფორმაციულს უწოდებენ. თუმცა კასტელსი აცხადებს, მკს-ის გლობალური

ურთიერთკავშირის, ’’ჩვენ ვცხოვრობთ არა გლობალურ სოფელში, არამედ

შეკვეთით აშენებულ კოტეჯებში, რომლებიც გლობალურად იწარმოება, მაგარმ

ნაწილდება ლოკალურად .2

1 McQuail, D. McQuail’s Mass Communication Theory. fifth edition, Sage;

2 Castells, M. (1996). The Information Age: Economy, Society, and Culture,

6

Page 7: სალომე ზირაქაძე

იმის მიუხედავად, რას ვუწოდებთ ეპოქას სადაც ვცხოვრობთ, ცხადია ერთი რამ -ამ

დროში საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე განსაკუთრებულ გავლენას

ახდენს ინფორმაცია, მისი მოპოვებისა და მიღების გზები.

თავი 2 მასობრივი კომუნიკაცია და მასმედია

თანამედროვე მასმედიის ბუნებისა და სპეციფიკის, მისი ფუნქციების

ჩამოყალიბებისათვის არსებითია მისი არსის გააზრება, არა მხოლოდ მასობრივი

კომუნიკაციების თეორიის, არამედ, ზოგადად, პოსტინდუსტრიული

/პოსტმოდერნისტული ეპოქის პარადიგმების კონტექსტში, გააზრება იმისა, თუ

როგორ ჩაანაცვლა ჩვენ თვალწინ მატერიალისტური რეალობა ვირტულაურმა.

განმარტებით ლექსიკონს თუ დავესესხებით, სახელი „მედია“ მრავლობითი

რიცხვია, „მედიუმის“ და შესაბამისად, ტერმინის „მედიები“-ს ხმარება არასწორია.

ტერმინი ასე განისაზღვრება: ინფორმაციის შენახვისა და გადმოცემის არხი, ან

მოწყობილობა. აქედან გამომდინარე, ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ყოველი

Volume 1: The Rise of the Network Society. Blackwell Publishers, Oxford, andMalden, MA; 327

7

Page 8: სალომე ზირაქაძე

მხრიდან მედიით ვართ გარშემორტყმულნი. წიგნი, ჟურნალი, მობილური

ტელეფონი, საგზაო ნიშნებიც კი – ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედო,

ინფორმაციაა შენახული და ყოველი მხრიდან ინფორმაცია მოგვეწოდება.

ტერმინი მასმედია 1920 წელს დამკვიდრდა და ისეთ მედია საშულებებს

გულისხმობს რომლებიც ფართო აუდიტორიაზე მაუწყებლობენ.

მედია, მასმედია, მასობრივი კომუნიკაციის საშულებანი უმეტესწილად ერთ

პარალელურ ცნებებად გამოიყენება - აღნიშნულია ელდარ იბერის წიგნში

‘’მასობრივი კომუნიკაცია’’. ამ წიგნში შეჯერებულია მასობრივი კომუნკიკაციის

თანამედროვე თეორიების ძირითადი ნაწილი. თუ ლოგიკურად მივუდგებით

მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები უფრო ზოგადი, ფართო ცნებაა, ხოლო

მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი მისი ის არსებითი ნაწილია, რომელსაც

ინფორმაციის პერიოდული და ოპერატიული გავრცელება ევალება.

მარშალ მაკლუენი საინტერსოდ ხსნის თავის ცნობილი ფორმულის ‘’The medium

is the message’’- არსს, მედიუმი ანუ კომუნიკაციის საშუალება თავად არის მესიჯი

(შეტყობინება ) იმ თვალსაზრისით, რომ იგი განსაზღვრავს და გამოხატავს დროის

ამა თუ იმ კონკრეტულ მონაკვეთში სოციალური ორგანიზაციის პრინციპს,

გვევლინება, როგორც პიროვნული, ისე საზოგადოებრივი აღქმის გენერატორად.

სენსორული ბალანსის შეცვლა ხდება შინაარსისგან დამოუკიდებლად,

კომუნიკაციის ერთი საშუალებიდან მეორეზე გადასვლის შედეგად და შესაბამისად

მაკლუენის ეს ცნობილი ფორმულა ამგვარადაც შეიძლება იქნას გაგებული - ‘’

მასობრივი ინფორამციის საშუალება თავად არის ინფორმაცია ‘’. გაცილებით

მნიშვნელოვანია არა ის თუ რა ინფორამციას გვაწვდიან, არამედ ის ვინ გვაწვდის,

სად, როგორ და რა საშუალებით .

ელვინ ტოფლერი, ცნობილი ამრიკელი სოციოლოგი თავის ნაშრომის - ‘’მესამე

ტალღის‘’ ერთ-ერთ თავს სწორედ ასე ასათაურებს -‘’მასობრივი ინფორმაციის

საშუალებათა დემასიფიკაცია ‘’. ტოფლერი აყალიბებს ახალი მესამე ტალღის

ზეინდუსტრიული ცივილიზაციის ნიშენებს, გამოწვევებს, საფრთხეებს. ეს

ცივილიზაცია უკვე რადიკალურად ცვლის ინდუსტრიული ცივილიზაციის მასობრივი

8

Page 9: სალომე ზირაქაძე

ინფორამციის საშუალებათა მიერ მასობრივ ცნობიერებაში ჩანერგილ

უნიფიცირებულ სახეებს და ქცევის სტანდარტებს. ამ ეპოქაში ადამიანი

ინფორმაციის პასიური მიმღებიდან ინფორმაციის გამგზავნი ხდება, საშუალება

ეძლევა თავად იყოს საკუთარი პროდუქციისა და სახეების შემქმნელი .

თავი 3. რა არის სოციალური მედია

ინტერნეტის ადრეულ ხანაში (ე.წ web 1.0) ინფორმაციის ცალმხრივი,

არაინტერაქტიული საშუალება არსებობდა და სხვა ტარდიციული

მედიასაშუალებებისგან არაფრით განსხვავდებოდა. Web 2.0 ხანის დადგომასთან

ერთად, კიბერსივრცეს სოციალური ელფერი მიეცა და კომუნიკაციაც ორმხრივი

გახდა. სოციალურმა ვებმა ინტერნეტს ის შემატა, რაც აქამდე არსებულ არცერთ

მედიასაშუალებას არ ჰქონდა - ერთდროულად მილიონობით ადამიანთან თითქმის

სრულყოფილი ურთიერთობის წარმართვის შესაძლებლობა რეალურ დროში.

სოციალური მედია აძლევს მომხმარებელს საშუალებას, რომ სამიზნე

აუდიტორიისთვის იყოს ყველგან და ყოველთვის ხელმისაწვდომი. სწორედ ეს არის

მისი ძირითადი ხიბლი. ინტერნეტის განვითარებისა და მისი მომხმარებლების

რაოდენობის მატების კვალდაკვალ, სოციალური მედიის როლი ადამიანების

ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება. Web 2.0-თან ერთად საიტებზე ინტერაქციის

შესაძლებლობა გაჩნდა. ინფორმაციის გავრცელება გამარტივდა, რამაც მის

გამრავალფეროვნებასაც შეუწყო ხელი. სწორედ ინტერაქციის შესაძლებლობა

უდევს საფუძვლად სოციალურ მედიას.

9

Page 10: სალომე ზირაქაძე

სოციალური მედია საზოგადოების ცალკეული წევრის ან ჯგუფის მიერ შექმნილი

მედია საშუალებაა, ეს არის ადამინების ურთიერთობა ონლაინ რეჟიმში, რომელიც

ხორცილედება სხავადასხვა მიმართულებით: Blogs, micro-blogs, Online chat,

Social Networks, Message Boards, Podcasts, Video Sharing Saits, Photo Sharing

Sites, Virtual World, Wikis.

სოციალური მედია, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების

პარალელურად, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს ჩვენი ცხოვრება

წარმოუდგენელია ფეისბუქის, ტვიტერის, ბლოგებისა და სხვადასხვა სოციალური

ქსელის გარეშე. მთელი მსოფლიო ჩართულია ამ პროცესში და ინტერნეტსივრცეს

არანაკლები როლი აკისრია საზოგადოების ინფორმირებაში, ვიდრე ბეჭდურსა და

სატელევიზიო მედიას. სოციალური მედია გვაძლევს ინსტრუმენტებს, რომლის

საშუალებითაც შენი სამიზნე აუდიტორიისთვის იქნები მაქსიმალურად

ხელმისაწვდომი, ყოველთვის და ყველგან. მედია ტექნოლოგიების როლი იმდენად

დიდია დღევანდელ მსოფლიოში, რომ მილონობით სხვადასხვა სახის

ინფორმაციის გადაცვლა და მიღება შეგიძლია ყველა სფეროში.

რა არის საკუთრივ სოციალური ქსელი?3 ეს არის ვებტექნოლოგიებზე

დაფუძნებული სერვისი, რომელიც ნებას რთავს ინდივიდებს, საზოგადოებრივ ან

ნაწილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებს ღიად გამოხატონ თავისი აზრი. ტერმინი

სოციალური ქსელი წამოვიდა სოცილოგიიდან, ეს არის სოციალური სტრუქტურა,

რომელიც შედგება ინდივიუალური ადამიანებისგან ან ორგანიზაციებისგან. ისინი

კვანძებივით უკავშირდებიან ერთმანეთს სხვადასხვა მიზნებისთვის. სოციალური

ქსელი არის ურთუიერთობათა არხი, სადაც მეტად ურბანულ გარემოს მეტად

ინტენსიური ურთიერთობათა ქსელი ახასიათებს. ქალაქი კი, თავის მხრივ ასეთი

ქსელების ერთობლიობას წარმოადგენს.

რატომ უკავშირდებიან სოიციალურ ქსელში მკითხველები ავტორებს, აუდიტორია

მედიას და თავად აუდიტორიის ცალკეული ინდივიდები ერთმანეთს უფრო ხშირად,

ვიდრე ეს აქამდე, ტრადიციული მედიების მეშვეობით ხდებოდა? ეს საკითხი

სოციოლოგთა შორის პოპულარული კვლევის საგანია, შესაბამისად მასზე

3 (ტერმინი პირველად შემოიღო სოციოლოგმა ჯეიმს ბარნსმა 1954 წ)

10

Page 11: სალომე ზირაქაძე

სხვადასხვა პასუხებიც მოიპოვება: ანონიმურობა - პიროვნება ანონიმურ ხასიათს

ატარებს ქსელში ყოფნის დროს რაც მას ურთეირთობაში უფრო თავისფლას ხდის.

თავისუფალი ნება და ურთიერთობის არაძალისმიერი სურვილი-ქსელის

მომხმარებელი, როგორც წესი საკუთარი ნებით შედის ურთიერთობაში, საკუთარი

ნებითვე ასრულებს მას ან წყვეტს დროის გარკვეულ მონაკვეთში. არატიპიური

მოქმედებისადმი მიდრეკილება - ქსელური ურთიერთობათა მონაწილენი

ფსიქოლოგთა დაკვირვბით უფრო ხშირად ცდილობენ სხვა კუთხით წარმოაჩინონ

საკუთარი თავი, ვიდრე ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება. ადამიანები ქსელში თავად

ქმნიან ეგრეთ წოდებულ ‘’ ვირტუალურ პიროვნებებს.’’

სოციალურ ქსელებში ადამიანთა მოღვაწეობის მოტივებს თუ დავაკვირდებით,

შეიძლება რამდენიმე ჯგუფი გამოვყოთ :

1. საქმიანი მოტივი - ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ქსელში

მუშაობა სამსახურეობრივი მიზნების შესრულების საშუალებაა. ასეთი მიზნები

შეიძლება იყოს საჭირო ინფორმაციის მოპოვებისთვის, პარტნიორთან

ურთიერთკავშირის საშუალება, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ა.შ.

2. საგანმანათლებლო მოტივი - ეს მოტივი უპირველესად ახალი ცოდნის შეძენის

სურვილს უკავშირდება.

3. კორპორაციული მოტივი - მომხმარებელთა დიდი ნაწილი ქსელში სხვებთან

თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. აღნიშნული მოტივით სარგებლობის მიზანი

შიძლება იყოს, როგორც კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება, ისე საერთო

საქმის შექმნა.

4. ურთიერთობის მოტივი -ახალი ნაცნობების, საახლობლო წრის,

თანამოაზრეების შეძენის მიზანს ემსახურება. ერთი შეხედვით ეს არასერიოზული

მოტივი ხშირ შემთხვევაში სერიოზულ შედეგებს იძლევა.

5. გასართობი მოტივი - რომლის ძირითადი მიზანიც თავისუფალი დროის

დახარჯვა, დასვენება და გართობაა.

11

Page 12: სალომე ზირაქაძე

თავი 4. სოციალური მედია, როგორც სამოქალაქო საზოგადოების

ხელშემწყობი ფაქტორი

სამოქალაქო (მოქალაქეთა) ჟურნალისტიკა ინგლისური ტერმინის Citizen

Journalism ქართული შესიტყვებაა. სამოქალაქო (მოქალაქეთა) ჟურნალისტიკა

განიმარტება, როგორც ახალი ამბებისა და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა

და გავრცელების პროცესში მოქალაქეთა ჯგუფის აქტიური მონაწილეობა. რისი

მიზანიც, საჭირო დამოუკიდებელი, სანდო, ზუსტი, მრავალმხრივი და რელევანტური

ინფორმაციის მიწოდებაა.

სამოქალაქო ჟურნალისტიკა გამოყენებულია საჯარო ჟურნალისტიკის სინონიმად

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ქართულ ენაზე

გამოცემულ მელვინ დეფლორისა და ევერეტ დენისის წიგნში ,,მასობრივი

კომუნიკაციის გააზრებისათვის ’’(2009). აქ ასეთ განმარტებას

ვხვდებით ,,ჟურნალისტიკის ეს ახალი სტილი საზოგადოებრივი პრობლემის

დიაგნოსტიკისა და მათი გადაჭრის გზებს ეძებს. ჟურნალისტები ცდილობენ, მხარი

დაუჭირონ სამოქალაქო სზოგადოების განვითარებას. ეს მათი ნებაყოფლობითი

ძალისხმევაა, რომელიც მიმართულია საზოგადოების ცხოვრების

გაუმჯობესებისაკენ.

კიდევ ერთი განმარტების მიხედვით, „როცა ხალხი, უბრალოდ აუდიტორია

იყენებს მის ხელთ არსებულ ჟურნალსიტურ საშუალებებს იმისთვის, რომ სხვებს

ინფორმაცია მიაწოდოს, ესაა სამოქალაქო ჟურნალისტიკა.

მოქალაქე ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაცია (NACJ), რომელიც ამერიკის

შეერთებულ შტატებში შეიქმნა, ერთმანეთისგან განასხვავებს ‘’მოქალაქე

ჟურნალისტებს‘’ და შემთხვევით ჟურნალისტებს. შემთხვევითი ჟურნალისტი ის

ხალხია, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება მოვლენის ეპიცენტრში, გადაიღებს

ფოტოს ან ვიდოს და ატვირთავს მას სოციალური ქსელების საიტზე, მაგალითად

12

Page 13: სალომე ზირაქაძე

როგორიცაა: Facebook, MySpace, Twitter, ან ახალი ამბების ვებგვერდებზე

როგორებიცაა: CNN-ის, iPerportFox News ის uReport.4

მოქალაქეთა ჟურნალისტიკა-ჟურნალისტიკის სწრაფად განვითარებადი ფორმაა.

სადაც რიგითი მოქალაქეები იჩენენ ინიციატივას, გააშუქონ ახალი ამბები და

გამოთქვან საკუთარი შეხედულებები საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე. ეს

არის ახალი ამბები ხალხის შესახებ, მომზადებული ხალხის მიერ და ხალხისთვის.

მოქალაქე ჟურნალისტები არიან დამოუკიდებელნი. ისინი არ მისდევენ დადგენილ

ჟურნალისტურ ნორმებსა და პროცესებს. ჩვეულებრივ მუშაობენ რედაქტორების

გარეშე. მოქალაქე ჟურნალისტები აგროვებენ, ამუშავებენ, იკვლევენ, აშუქებენ,

აანალიზებენ და აქვეყნებენ ახალ ამბებსა და ინფორმაციას უმეტესწილად იმ

მრავალფეროვანი ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, რასაც მათ

ინტერნეტი სთავაზობს.

სამოქალაქო მედიის ცენტრის დამაარსებელი და მოქალაქეთა ჟურნალისტიკის

ერთერთი პირველი მკვლევარი დენ გილმორი თავის წიგნში „ჩვენ მედია“ ამბობს,

რომ თუ კი აქამდე ტრადიციული მედია ახალ ამბავს განიხილავდა,

როგორც ,,ლექციას’’, ტექნოლოგიური ცვლილებები როგორიცაა, მაგალითად Web

2.0-ის შექმნა, ჟურნალისტიკას ფორმას უცვლის, სამოქალაქო ჟურნალისტიკის

სახით მას უფრო ინტერაქტიულს ხდის და ,,სემინარის’’ ფორმას აძლევს .5

მკვლევარი ფექსონ ბანდა თავის კვლევაში ,,მოქალაქეთა ჟურნალისტიკა და

დემოკრატია აფრიკაში’’ გამოყოფს სამოქალაქო ჟურნალისტიკის ორ ტიპს:

ინსტიტუციურს და არაინსტიტუციურს. მისი განმარტებით, მოქალაქეთა

ჟურნალისტიკის არაინსტიტუციური ტიპი ისაა, რომ როდესაც მოქალაქეები

ინდივიდუალურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და ბლოგების ტექნოლოგიურ

საშუალებებს, ამზადებენ და ავრცელებენ ჟურნალისტურ მასალას. ისინი რაიმე

სახის ორგანიზაციულ შეზღუდვებს არ განიცდიან. ხოლო ინსტიტუციური

სამოქალაქო ჟურნალისტიკა მოქალაქეთა ისეთ ტიპს გულისხმობს, სადაც

4 Ross, R & Cormier, Sc. (2010).Handbook for Citizen Journalists . National Association of Citizen Journalists: 58

5 Gillmor, Dan (2006).We the Media: xiii

13

Page 14: სალომე ზირაქაძე

ჩამოყალიბებულია ორგანიზაციული სტრუქტურა და არსებობს გარკვეული

შეზღუდვები, თუნდაც ეს შეზღუდვები ძალაინ მცირე იყოს.

ავტორი განიხილავს ამ ორი ტიპის სამოქალაქო ჟურნალისტიკასთნ დაკავშირებულ

ეთიკურ საკითხებს და ამბობს, რომ თუკი არაინსტიტუციური ფორმის დროს

მოქალაქე ჟურნალისტები სრული თავისუფლებით სარგებლობენ მათი საქმიანობა

დამოკიდებულია ინდივიდზე და თვითრეგულირებადია -ისინი

ანგარიშვალდებულები მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე არიან და არა -მათ

გარეთ მყოფი უფრო მაღალი ინსტიტუტისა. რაც შეეხება სამოქალაქო

ჟურნალისტიკის ინსტიტუციურ ტიპს, აქ მუშაობაში უკვე ტრადიციული მედია

შეიძლება ჩაერთოს და თავისი ძალისხმევით გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს

მოქალაქე ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალა. ავტორს ნიმუშად მოჰყავს

ბრიტანეთში პოპულარობით რიგით მეორე ახალი ამბების საიტი Guardian.co.uk,

რომელსაც აქვს სპეციალურად მოქალაქე ჟურანლისტებისთვის გამოყოფილი

ახალი ამბების გვერდი, სადაც ყოველდღიურად უამრავი გზავნილი თავსდება.

მსგავსი ტიპის სამოქალაქო ჟურნალისტიკის საიტები გარედან ინსტიტუციურ

დონეზე რეგულირდება.

ტელევიზორთან მიჯაჭვულობის სინდრომი გასული საუკუნის კუთნილება გახდა.

დღეს მას უკვე ღირსეული კონკურენტი ჰყავს - მსოფლიო გლობალური ქსელი,

უფრო კონკრეტულად კი სოციალური მედია. რამდენად შეუძლია სამოქალაქო

ჟურნალისტიკის საიტებს ისეთი ტრადიციული მედიის ჩანაცვლება, როგორიც

გაზეთია? ’’მედიის ინტერნეტში მიგრაციამ’’6 და 2008 წელს დაწყბებულმა

გლობალურმა საგაზეთო კრიზისმა ეს კითხვა ბევრს გაუჩინა. მკითხველებმა

გაზეთების ელექტრონული ვერსიები შეიყვარეს, რედაქციებს კი მიმდინარე ამბების

გასაშუქებლად ფინანსები შემოაკლდათ. ამავდროულად გამოვიდა ასპარეზზე

სამოქალქო ჟურნალისტიკის საიტები. ’’ბლოგების დრო მაშინ დადგება, როდესაც

სპორტის სიახლეების გასაცნობად ადგილობრივი გაზეთის ნაცვლად, თქვენს

საყვარელ ბლოგს ესტუმრებით.’’ მოყვანილია მკვლევარ რიჩარდ მაკმანუსის

6 Lacy S., Duffy M., Riffe D., Thorson E. & Fleming K. (2010);Citizen Journalism Web Sites Complement Newspapers,Newspaper Research Journal, Vol. 31, No. 2, Spring 2010: 34

14

Page 15: სალომე ზირაქაძე

ციტატა Newspaper Rearch Journal-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, სადაც

განხილულია სამოქალაქო ჟურნალისტიკის და გაზეთების ურთიერთმიმართება.

სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება ტექნოლოგიური პროგრესის

დამსახურებაა. პირველად ისტორიაში ინტერნეტმა ჟურნალისტური მასალის

შექმნისა და ყველგან გავრცელების საშუალება მისცა თითოეულ მომხმარებელს და

არა მხოლოდ მათ, ვისაც ძვირადღირებულ ვიდეოკამერებზე, საბეჭდ

მოწყობილობასა და რადიო აღჭურვილობაზე მიუწვდება ხელი .

თუმცა ზოგიერთი ავტორი მიიჩნევდა, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან

ერთად, მოქალაქეთა აქტიურბის მიზეზი ისიცაა, რომ ადგილობრივი ტრადიციული

მედია (ტელევიზია, გაზეთი, რადიო ) ვერ პასუხობდა საზოგადოების მოთხოვნას.

ზოგი ავტორის აზრით, არაპროფესიონალების მიერ ჟურნალისტური ნამუშევრების

შექმნა საფრთხეს უქმნის მთლიანად მედიაინდუსტრიის პროდუქტის ხარისხს.

ენდრიუ კინი თავის წიგნში -მოყვარული კულტი ’’როგორ კლავს ინტერნეტი ჩვენს

კულტურას’’ წერს: ’’მოქალაქე ჟურნალსიტებს არ აქვთ არანაირი ფორმალური

განათლება და გამოცდილება. ისინი გამუდმებით გვაწვდიან მოსაზრებას, როგორც

ფაქტს, ჭორს, როგორც ნამდვილს და ვარაუდს, როგორც ინფორმაციას .’’7

არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მოქალაქეთა ჟურნალისტიკამ და

ტრადიციულმა მედიამ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ და შექმნან

ჟურნალისტიკის ახალი ფორმა. მოქალაქეთა ჟურნალისტიკის საიტებს შეიძლება

ხელმძღვანელობა პროფესიონალებმა გაუწიონ, როგორც ეს სამხრეთკორეულ

საიტის OhMyNewsის შემთხვევაში ხდება. ამ მოსაზრებას ეთანხმება ახალი ამბების

სააგენტო ‘’როიტერის’’ უფროსი ტომ გლოსერი, რომელმაც ონლაინ ასოციაციის

გამოცემელთა კონფერენციაზე განაცხადა: „მე მჯერა რომ სამყაროს ყოველთვის

დასჭირდება ჟურნალიტური ნაშრომების რედაქტირება.. ახალი მედიის ეპოქაში

ძველი მედიაკომპანიების როლი კონტენტის გაკონტროლებასა და

რედაქტირებაშია’’8. მას ტრადიციულ მედიასთან შედარებით, მრავალი

მომხიბვლელი თვისება აქვს. ინტერნეტი ნებისმიერ სახის ბიზნესს დიდ ბაზარზე

7 Keen, Andrew (2007).The Cult of the Amateur: How the internet is killing ourculture:37

8 Reporter’s guide to citizen journalism ,pressgazette.co.uk,24.03.06:2

15

Page 16: სალომე ზირაქაძე

გავლის საშვალებას აძლევს. აქ განთავსებული რეკლამა ეფექტურია და

უპირატესობებიც გააჩნია: ბევრად იაფია ვიდრე სატელევიზიო რეკლამა, გარდა

ამისა, შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენმა ადამიანმა ნახა ის. ასევე

მარტივი დასადგენია რამდენი ვიზიტორი ჰყავს ამა თუ იმ ბიზნეს საიტს

კონკრეტული რეკლამების წყალობით. რაც მთავარია ეს სფერო გლობალურია და

ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონზე მიბმული არ არის. შესაძლოა,

საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა მარკეტინგული

კომუნიკაციის გავრცელების საშუალებად, მაგრამ ამ მიმართულებით წინსვლა

საგრძნობია. თანაც FINANCIAL-ის ცნობით, ქართველი მაყურებელი სულ უფრო

ნაკლებად უყურებს სატელევიზიო რეკლამებს. მათი 50 % რეკლამის დროს ხმას

დაბლა უწევს ან სხვა არხზე რთავს .

თავი 5. სოციალური მედია და მარკეტინგი

სოციალური მედია კომერციულ ხასიათს ატარებს, ის მოგებაზეა ორიენტირებული,

მედიის კომერციული ხასიათი გულსხმობს, ბაზრის შესაბამისი პროდუქტის შექმნას,

ამ პროდუქტის რეკლამირებას და აუდიტორიისთვის კარგად გაყიდვადი

პროდუქტის შეთავაზებას.

ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია. მომავალში კიდევ უფრო

დიდ და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, რადგან ეს კომუნიკაციისა და

ინფორმაციის მოპოვების სწრაფი საშუალებაა, დრო და ინფორმაცია კი ჩვენს

საუკუნეში ნავთობზე უფრო ძვირად ფასობს.

არსებობს ასეთი ვებ-აფორიზმი – „თუ არ იგუგლები, არ არსებობ’’ (თუ საძიებო

სისტემაში შენს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება, არ არსებობ).

ინდივიდუალური პიროვნებისთვის, კომპანიისთვის, ბრენდისთვის აუცილებელია

16

Page 17: სალომე ზირაქაძე

მის შესახებ ინტერნეტში საჭირო და მისთვის სასარგებლო ინფორმაცია იდოს.

თქვენით თუ უთქვენოდ – „თქვენი ბრენდის შესახებ ინტერნეტში უკვე

ლაპარაკობენ.’’9 თუ გსურთ, რომ დიალოგი თქვენთვის მომგებიან კალაპოტში

გადაიყვანოთ – აუცილებელია იცნობდეთ სოციალურ მედიას, ახალ

ტექნოლოგიებს, იმ ხერხებს, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ წარმატებას

ონლაინ“ - ამბობს ექსპერტთა უმრავლესობა.

კომუნიკაციის საშუალებებმა, საერთო ბიზნეს გარემომ, შეცვალა ადამინებიც,

როგორც მომხარებელი, ფასეულობებმა და მასთან მოსახლოებამაც განიცადა

ფერიცვალება. რაც ადრე ეფექტური იყო ან ზე ეფექტური დღეს უკვე

მომხმარებლის ყურადღების მიღმა დარჩა.

თანამედროვე მარკეტოლოგია ხელიდან არ უშვებს არცერთ მომენტს, იგი

დროულად უწყობს ფეხს ახალ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს. მაგალითად, თუ

ადრე ბილბორდებსა და ტელევიზიაში საკმარისზე მეტი რეკლამა იყო, დღეს

კომპანიების მარკეტინგული დეპარტამენტები ცდილობენ სოციალურ მედიაში

აქტიურ ჩართვას - ფეისბუქში ქმნიან გვერდებს, იუთუბზე ახდენენ ვიდეოების

ატვირთვას და ა.შ. ცხადია, ახალი ტექნოლოგიები და მათი დანერგვა იწვევს

ადამიანის ცვლილებასაც, მომხმარებელი ეძებს გამოყენებით და

გამომსახველობით საშუალებებს, იცვლის ცხოვრებისეულ სტილს.

სპეციალისტები შენიშნავენ, რომ დღეს ინტერნეტი ისე „გასუქდა“ და გაბატონდა,

თითქოს სხვა ინოვაციურ სიახლეს არც კი უნდა ველოდოთ.

9 http://dodka.ge/tag/სოციალური-მედია/

17

Page 18: სალომე ზირაქაძე

თავი 6. სოციალური მედია და პოლიტიკა

მანუელ კასტელსის ქსელის თეორია შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული

იმის ასახსნელად, თუ როგორი ფასეული შეიძლება აღმოჩნდეს სოციალური ქსელი

პოლიტიკური აქტივიზმისთვის. თუმცა ამ „კავშირის“ შემქმნელი უცნობი რამ

ინტერნეტიდან და თავისუფალი კომუნიკაციებიდან მოდის. „კავშირი კარგია

ინფორმაციის გაცვლისთვის და ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი ახალი

შესაძლებლობების მიღებისთვის. ინტერნეტის უპირატესობა და სარგებელი არის ის,

რომ თავს ერთად უყრის კავშირებს და უცხო ადამიანებს იმ ინტერაქციის

თანაბარუფლებიანობის ნიმუშში სადაც სოციალური მახასიათებლები ნაკლებად

განიცდიან გავლენას და ჩარჩოებში მოქცევას, ანდა კომუნიკაციის დაბლოკვას.“

ამ კავშირის ხანგრძლივობას განსაზღვრავს „კომბინაცია დროის, ემოციური

ინტენსივობა, სიახლოვე და კომუნიკაციის სერვისი რომელიც ახასიათებს

კავშირებს.“ სოციალური მედიის ქსელი დაფუძნებულია ამ კავშირებსა და იმ

ადამიანებს შორის ურთიერთობის დამყარებაზე, რომლებიც საერთო ინტერესებს და

მიზნებს ცვლიან თანაზიარ კავშირებთან. ამ კავშირების ხანგრძლივობა

დამოკიდებულია მათ შესაძლებლობებზე, თუ როგორ წარმოგვიჩენს ახალ იდეებს და

ახალ ინფორმაციებს. ინტერნეტი ასევე საშუალებას იძლევა მცდარი ინფორმაციის

წარმოუდგენელი სისწრაფით გავრცელებას გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად.

18

Page 19: სალომე ზირაქაძე

ჩვენთვის საინტერსოა სოციალური მედია დამოკიდებულება, ანუ სხვადასხვა

ინსტიტუტისთვის სოციალური მედიის მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი

პოლიტიკისთვის. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ სოციალური

მედია პოლიტიკური ბრძოლის მძლავრ იარაღად უკვე კარგა ხანია იქცა.

რამდენიმე წლის წინ, მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უწყინარი

სოციალური ქსელები მთელ რიგ სახელმწიფოებში, ხელისუფლებათა დამხობის

საშუალება და პლანეტაზე გეოპოლიტიკური რუკის შეცვლის მიზეზი გახდებოდა.

21-ე საუკუნეში სოციალურმა ქსელმა პოლიტიკური იარაღის ფუნქცია შეიძინა,

რომელსაც წარმატებით იყენებენ სახვადასხვა პოლიტიკური პარტიები და ერთგვარ

პოლიტიკურ ამინდს ჰქმნიან. პოლიტოლოგებისა და სხვადასხვა ექსპერტების

წინაშე ახალი ტიპის კითხვები წამოიჭრა: ,,გადაიღვრება’’ თუ არა ეს პრეცედენტი

სხვა მოვლენებზეც? იქნება ფეისბუქი ახალი პოლიტიკური პროცესების

წამმართველი ძალა?

ინფორმაციული ტექნოლოგია დღეს მთელი სხვადასხვა სახის მოძრაობებსა და

დაჯგუფებებს ინფორმაციის გაცვლაში, ურთიერთობასა და საკუთარი ქმედებების

კოორდინაციაში ეხმარება. ვირტუალური პოლიტიკური არენა ერთობ მძლავრი და

ამავე დროს სახიფათო იარაღია, განსაკუთრებით მაშინ როცა ამ იარაღს

კეთილსინდისიერად არ იყენებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის

გაცვლა ხდება ისეთი რესურსების დახმარებით, როგორებიცაა Twitter, Facebook

და YouTube. სწორედ ამიტომ არსებობს საზოგადოების ცნობიერებაზე

ვირტუალური გავლენის მოხდენის საშიშროებაც. ამგვარი საფრთხის წინაშე

ძირითადად ტოტალიტარული სახელმწიფოები დგას, სადაც მმართველი ჯგუფები

საზოგადოების მორჩილების მიღწევას უფასო მედიის – ტელევიზიის საშუალებით

ცდილობენ. ამის ნათელი მაგალითი წინასაარჩევნო კამპანიებია. დუმის წევრი,

ოპოზიციონერი ვლადიმერ რიჟკოვი შემდეგ სიტყვებს ამბობს: „გუშინ რუსეთში

ისტორიული დღე იყო. არჩევნები ინტერნეტის პარტიამ მოიგო, ტელევიზიის

პარტიამ კი წააგო“. ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის პოლიტიკურ

არენაზე ინტერნეტის სახით აშკარად ახალი, ძლიერი მედია-მოთამაშე გამოჩნდა,

რომელიც პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

19

Page 20: სალომე ზირაქაძე

დღესდღეობით სოციალური ქსელები პოზიტიურ როლს ასრულებენ სხვადასხვა

სახის საზოგადოებრივ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაში.

თუმცა ძნელია იმის თქმა, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელები უშუალოდ

ქართულ პოლიტიკაზე. ნელ-ნელა ხდება ამ არენის სხვადასხვა პოლიტიკური

პარტიების მიერ ათვისება. ოფიციალური პირები ხსნიან თავიანთ ,,ფეიჯებს’’,

ატარებენ ონლაინ კონფერენციებს და გამოკითხვებს. მაგალითად, პრეზიდენტის

ოფიციალურ გვერდი დიდი პოპულარულობით სარგებლობს და 20.414 ლაიქი

აქვს. “ფეისბუქის” ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი, რესპუბლიკური პარტიის

წევრი, დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ “ფეისბუქი” მისთვის, როგორც

პოლიტიკოსისთვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ალტერნატიული

საშუალებააFacebook, Twitter, LinkedIn და ასე შემდეგ სხვა არაფერია, თუ არა

პრობლემებისა და ინტერესების, რეალური სოციალური ქსელების ასახვა და

გამართვა ვირტუალურ სივრცეში. ფიზიკური სივრცისაგან განსხვავებით, მისი

უპირატესობა ისაა, რომ იგი ბევრად აიოლებს და აიაფებს სოციალური

მოძრაობისათვის საჭირო ტრანზაქციას. თუკი პარტიისა თუ ორგანიზაციის

შეხვედრაზე ფიზიკური ბარიერების გადალახვაა საჭირო და გარკვეული

რესურსების დახარჯვა (დრო, მგზავრობა, კვება და ა.შ). სოციალური მედია ამის

საჭიროებას ბევრად ამცირებს. პოლიტიკური განცხადებების პრეზენტირება

სოციალური მედიის საშუალებით არის გარანტია იმისა, რომ ის მრავალრცხოვან

აუდიტორიაზე გავრცელდება, ხოლო მისი შესაძლებლობა თარგმნოს განცხადებები

ვერბალურ ვიზუალურ და სიტუაციურ კონტექსტში იძლევა გარანტიას, რომ

კონკრეტულმა პოლიტიკურმა განცხადებამ საპასუხო, ხშირად სასურველი რექაცია

გამოიწვიოს.

20

Page 21: სალომე ზირაქაძე

თავი 7. ინტერნეტარხი სახელად ბლოგი

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ინტერნეტზე, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდ

მედია საშუალებაზე. ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ყიდულობენ ბეჭვდით

მედიას და ამის სანაცვლოდ ახალ ამბებს ინტრნეტით იგებენ ხოლმე. უამრავი

მომხარებელი ანიჭებს უპირატესობას ინტერნეტს რადიოს და ტელევიზიას.

ერთგვარი პარალელის გავლება ხდება ინტერნეტსა და ტრადიციულ მედიას

შორის, ეს არამართებულია, ვინაიდან, ტელევიზიას ჰყავს თანამშრომელთა

გარკვეული ნაწილი, რომლებიც ქმნიან პროდუქტს, რასაც შემდეგ მოიხამრნენ

მაყურებლები. იგივე ხდება ბეჭდურ მედიაში. თუმცა, ინტერნეტის შემთხვევაში საქმე

სხვაგავრად არის, ინტერნეტი უბრალოდ კაბელებისა და ელექტრონული

მოწყობილობების ერთობლიობაა, რომელიც სხვადასხვა ქსელებსა და

მომხმარებლებს აერთიანებს. მედია საშუალებად მას თავად მომხმარებლები

აქცევენ, როდესაც ინტრნეტში ანთავსებენ სხვადასხვა ინფორმაციას. მართებულია

საუბარი ინტერნეტარხებზე და არა ზოგადად ინტერნეტზე. ერთ-ერთ ასეთ არხად

შეიძლება ჩაითვალოს ბლოგოსფერო .

სიტყვა ბლოგი „ვებლოგიდან“ არის წარმოებული. თავად ვებბლოგი ორი სიტყვის

ერთობლიობაა- ვები და ლოგი, რაც ითარგმნება, როგორც ვებჩანაწერი.

ტერმინი, როგორც ჩანს, ჯორნ ბარგერს ეკუთნის, რომელმაც 1997 წელს პირველმა

გამოიყენა შესიტყვება ვებლოგი, იმ აქტივობის აღსაწერად, რომელსაც

ახორციელებდა.

ბლოგი ძალიან ჰგავს ვებსაიტს , მაგრამ რამდენიმე მხოლოდ მისთვის

დამახასიათებელი ნიშანიც აქვს. ყველა ბლოგს აქვს სათაური. ბლოგში

განთავსებული თითეული ჩანაწერი დათარიღებულია და კომენტარების დატოვების

საშუალებაც არის.

როგორც ცნობილია, პირველი ბლოგები საქართველოში 2005 წლიდან არსებობს.

ბოლო 2 წელია შეინიშნება ბლოგერთა რაოდენობის ზრდა. blogroll.ge-ს შემქმნელი

21

Page 22: სალომე ზირაქაძე

სტუდიის "ომედიას" დირექტორის, ნოდარ დავითურის თქმით, "საქართველოში

დაახლოებით ათასამდე აქტიური ბლოგერია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული

ინტერნეტ-სივრცე საკმაოდ პატარაა, ათასი ბლოგერი არასაკმარისია".

შედარებისთვის გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანში ბლოგერების რაოდენობა 37 ათასს

აღწევს.

ზოგიერთი ბლოგერი თავის თავს ონლიან ჟურნალისტებს უწოდებს. დღესდღეობით

ზოგიერთ ღონისძიებაზე, ბლოგერებს ისეთივე სტატუსს ანიჭებენ, როგორც

ჟურნალისტებს. მაგალითად 2010 წელს გამართულ ერთ-ერთ კომპიუტერული

ტექნოლგიების გამოფენაზე, ბლოგერებს ისევე შეეძლოთ მოეთხოვათ

აკრედიტაცია, როგორც ჟურნალისტებს .

ბოლო დროს უკვე საქართველოშიც გაჩნდა პრეცენდენტი, როდესაც ესა თუ ის

ორგანიზაცია ბლოგერებს მოუხმობს თავისი საქმიანობის გასაშუქებლად. ასე

მოხდა რუსთავი2 ის სატელევიზიო შოუ ’’ნიჭიერის’’ შემთხვევაშიც. ცხადია, რომ ამ

შოუს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს, მაგარამ მისმა შემქმნელებმა ეს უფასო და

ყველასთვის მისაღები ფორმა აირჩიეს აუდიტორიასთან ურთიერთობისათვის. ამ

პროექტის ბლოგზე ხშირად იმართება მწვავე დისკუსიები და მომხმარებლები

კომენტარების საშუალებით ამცნობენ შოუს შემქმნელებს თავიანთ მოსაზრებებს,

რაც უდავოდ საინტერსოა მათთვის .

22

Page 23: სალომე ზირაქაძე

თავი 8. ექსპერტული გამოკვლევა

ექსპერტული გამოკითხვა ტარდება ჩაღრმავებული ინტერვიუს ტექნოლოგიით,

მაგრამ რესპონდენტები ამ შემთხვევაში არიან ე.წ. “სხვადასხვა სფეროს

ექსპერტები”-ანალიტიკოსები, მკველვარები, ჟურნალისტები და სხვა პირები,

რომლებიც გაცნობირებული იქნებიან საკვლევ საკითხებში სხვებზე მეტად. იქედან

გამოდინარე, რომ გამოკვლევის მიზნებში იგულისხმებოდა განსაზღვრული თემების

ზონდირება (საკვლევ საკითხზე ღრმა ინფორმაციის მიღება) ექსპერტული

გამოკითხვა მივიჩნიე საუკეთესო მეთოდად . სწორად შერჩეული ექსპერტები

ფლობენ უზარმაზარი ინფორმაციის ნაკადს.

ჩატარდა 7 ჩაღრმავებული ინტერვიუ, რომელთა საშუალო ხანგრძლივობა 50 წუთს

შეადგენდა. ჩაღრმავებული ინტერვიუს მიზანს წარმოადგენდა-სოციალური მედიის

განვითარების და გამოწვევბის შეფასება ექსპერტების თვალით.

23

Page 24: სალომე ზირაქაძე

კვლევის შედეგები და ანალიზი

განსხვავებები ტრადიციულ და სოცაილურ მედიას შორის

კითხვას აზრთა სხვადასხვაობა არ გამოუწვევია, ყველა რესპონდენტი თვლის, რომ

განსხვავებები მართლაც აშკარად შეიმჩნევა, ძირითად განსხვავებად კი

სოციალური მედიის ოპერატიულობას და ექსკლუზიურობას ასახელებენ. არსებობს

თემები, რომელზეც ყველაზე სწრაფად რეაგირება სწორედ სოციალური მედიის

საშუალებით ხდება და შემდეგ ხდება მისი განხილვა ტრადიციული მედია არხებით.

ასევე ძირითადი განსხვავება მათი აზრით, არის ის, რომ თუ ტრადიციულ მედიაში

მუშაობენ ჟურნალისტები, სოციალურ მედიაში ეს ასე არ არის, აქ შეუძლია თავისი

სათქმელი თქვას ნებისმიერმა ადამიანმა, ამ ყველფერთან ერთად ეს ძალიან

თავისუფალი და შეუზღუდავია. „თუ ტრადიციულ მედიაში არის პროდუქტი

მწარმოებელი, ე.წ პროფესიონალი ჟურნალისტი, სოციალურ მედიაში სულ არ

არის აუცილებელი ეს იყოს შენი ძირითადი პროფილი, ეს შეიძლება იყოს შენი

პარალელური საქმიანობა, დროებითი გატაცება, თუნდაც ჰობი.

მოქალაქეების ჩართულობის თვალსაზრისით სოციალური მედია არის უფრო

ღია, ის რომ ნებისმიერ ადამიანს პოტენციურად შეუძლია გახდეს

ინფორმაციის მწარმოებელი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი

განსხვავება .’’ექსპერტი/მდედრობითი

„მომხმარებელს მიეცა ასე ვთქვათ ტრანსლირების შესაძლებლობა. დღეს მე

შემიძლია გადავიღო დოკუმენტური ფილმი და ავტვირთო youtube-ზე ,

ლინკი ჩავსვა facebook-ში და ეს ყველა ჩემმა მეგობარმა ნახოს ანუ მე ჩემი

აზრის გამოხატვის მეტი შესაძლებლობა მაქვს ვიდრე ინტერნეტ

მომხმარებელს ქონდა 1990 იანი წლების დასაწყისში. ჩემი აზრით, ძირითდი

განსხვავება არის ეს. თუ ავიღებთ ბლოგებს, მაგალითად აქ შეგიძლია

უმარავმა ადამიანმა იმსჯელოს , იკამათოს, იდებატონ უამარვ თემაზე

დაწყებული პოლიტიკით დამთვრებული კულინარიით. ამ მხრივ ვხედავ, რომ

რიგით ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა ილაპარკონ შეუზღუდავად და

თვითონ გახდნენ მაუწყებლები“ -ექსპერტი /მამრობითი

24

Page 25: სალომე ზირაქაძე

ექსპერტების ნაწილი საუბრობს უკუკავშირზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

საზოგადოების ჩართულობისთვის სხვადასხვა პროცესებში. „უმთავრესი სხვაობა

არის ის, რომ სოციალურ მედიაში კომუნიკაცია არის ორმხრივი.

ჟურნალისტი, ბლოგერი თუ ახალი ამბების გამავრცელებელი ღებულობს

უკუკავშირს. უკუკავშირი შეიძლება იყოს მოწონება, გაზიარება ან

კომენტრარი კითხვის სახით. მთავარი პროცესი იწყება სწორედ ამ დროს

კითხვებით ჩანს რამდენად დიდი გამოხმაურება მოყვა ამა თუ იმ ავტორს’’

ბლოგერი / მამრობითი

სოციალური მედია და სოციალური ქსელი

ყველანი ერთხმად თანხმდებიან რომ სოციალური ქსელი სოციალური მედიის

ნაწილია, რადგან ყველაფერი რაც ინახავს და შემდეგ გადმოცემს ინფომაციას

მედიაა. „სოციალური ქსელი არის სოციალური მედიის ერთ ერთი ნაწილი,

იმიტომ რომ ტერმინი მედია განისაზღვრება ინფორმაციის შენახვისა და

გადმოცემის არხი ან მოწყობილობა, მოკლედ ყველაფერი რაც ინახავს

ინფორმაციას და შემდეგ გადმოცემს არის მედია. წიგნიც მედიაა,

კომპიუტერიც და ა.შ’’ ექსპერტი / მამრობითი

ასევე აღნიშნავენ იმას, რომ სოციალური ქსელი უფრო კაპიტალის დაგროვების

საშუალება შეიძლება იყოს და სოციალური მედია ინფორმაციის გაცვლის.

„როგორც ძალიან რთულია გაარკვიო განსხვავება მარკეტინგსა და პიარს

შორის რომელია ძირითადი, ასევეა სოციალურ ქსელსა და სოციალურ მედიას

შორის. პიარი არის მარკეტინგის ინსტრუმენტი, ასევეა ჩემი აზრით,

სოციალური მედიის ინსტრუმენტი სოციალური ქსელი. ეს არის ერთ -ერთი

დიდი სფერო, რომელშიც სოციალური ქსელი არის ჩართული თუმცა

განსხვავება სწორედ იმაშია რომ თუ სოციალურ მედიაში დომინირებს რაღაც

ტიპის ინფორმაციის გაცვლა, სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ დომინანტური

შეიძლება იყოს სოციალური კაპიატლის დაგროვება. თუმცა სოციალური

ქსელი არის ინსტრუმენტი როელსაც სოციალური მედია იყენებს

აუდიტორიამდე ინფორამციის მისატანად.’’ექსპერტი / მდედრობითი

25

Page 26: სალომე ზირაქაძე

„მედია ხარ მაშინ როცა ინფორმაციას იღებ და გასცემ, მაგრამ ქსელს თუ

იყენებ მხოლოდ ჩატისთვის, მეგობრებთან საკონტაქტოდ, მუსიკის

გასაზიარებლდ, მაშინ ამას მედიას ვერ დაარქმევ“. ბლოგერი /მამრობითი

სოცილაური მედიის პოპულარობა საქართველოში

მათი აზრით, პოპულარობა სხვადასხვა პაქტორებმა განაპირობეს, თუმცა ყველა

თანხდმება იმ ფაქტზე რომ ძირითადად მაინც ვერ ვიქნები „გლობალური

სოფლიდან’’ამონაგლეჯი. უპიველესად ასახელებ თვისუფლების სურვილს,

ინტერსს, ცნობისმოყვარეობას „ რამაც განაპირობა პოპულარობა ეს არის

თავისუფლების ხარისხი, ის რაც გვაკლია სხვაგან , გასხვავებული სიტყვის

მოსმენის და რაც ყველაზე მთავარია თქმის შესაძლებლობა , რომელსაც

სოციალური მედია იძლევა აი ზუსტად ეს მოსწონთ ადამიანებს რომლებიც

აქტიურად არიან ამ ყველაფერში ჩართულნი’’ ექსპერტი /მდედრობითი

„ეს იყო სიახლე , ამ ახალ ურთიერთობებს აღმოაჩნდა მანამდე უცნობი გემო,

ეს იყო ახალი გამოცდილება ადამიანთა ურთიერთობის, ამით შეიძლება

აიხსნას ის ენთუზიაზმი, რითაც საზოგადოება გამოირჩევა სიახლეების დროს

, მერე უკვე ეჩვევი და შეიძლება უკვე გარკვეული პერიოდისთვის

მოგბეზრდეს კიდეც . იცი რომ ურთიერთობები ჩამოყალიბებულია,

დისპოზიციები დაფიქსირებულია ვინ რას ფიქრობს შენ იცი და ის აღტკინება

ინტრესი ნელ-ნელა ნელდება . მაგარამ აღსანიშნავია, ის რომ სოციალურ

ქსელში ურთიერთობები არის გაცილებით თავისუფალი , არანიარი

პასუხისმგებლობა შენ აქ არ გაქვს, ვალდებულბებისგან ხარ თავისუფალი და

ეს კარგია’’ ჟურნალსიტი /მამრობითი

დღეს მსოფლიოში როდესაც ცხოვრება წარმოუდეგენელია სოციალური ქსელების

გარეშე, როდესაც თუ „არ იგუგლები, არ არსებობ’’ ამ პრინციპს უამრავი ადამიანი

იზიარებს, საქართველოსთვისაც არ იყო გასაკვირი სოცილური მედიის ასეთი

სწრაფი ტემპით განვითარება .’’ ძალიან უცებ მოხდა გეომეტრიული

პროგრესიით. თვითონ მსოფლიო განვითარებას ვერ აუვლით მხარს. ეს

ჭირდება მთელს საზოგადოებას .მეორე ეს არის ის რომ საზოგადოება არის

ძალიან ცნობისმოყვარე და ინტერესით შეხვდა ამ ცვილებებს და კარგადაც

26

Page 27: სალომე ზირაქაძე

ითვისებენ ჯერ-ჯერობით. ძალიან დიდი ჩართულობაა და მთელი

საზოგადოება ერთიან მონოლიტურ საზოგადოებად არის შეკრული. ყველა

მიხვდა რომ ეს არის ისეთივე აუცილებელი როგორც გჭირდება წყალი, ჰაერი

ეს არის შენი ტვინის გაგრძელება, შენთან ერთად ფიქრობს, ანალიზს

აკეთებს.’’

„ადამიანი გახდა თავად რედაქტორი , ის თავად ირჩევს რა უნდა

გაავრცელოს , მე აღარ ველოდები ახალ ამაბავს მხოლოდ ჟურნალისტისგან .

მოსწონთ ხალხს , მაგრამ გააჩნია რისთვის იყენებენ, როგორ იყნებენ,

როგორც ყველა საზოგადოება მას იყენებს ძირითადად გასართობად.

მაგალითად: სურათების გაზიარება უფრო პოპულარულია, ვიდრე რაიმე

სტატიის წაკითხვა . გავრცელების არეალი არის შეუზღუდავი და ამან

გამოიწვია მისი პოპულარობა’’ ექსპერტი /მამრობითი

ძირითადი ინფორამცია - სოციალური მედიაში

ექსპერტების უმრავლეოსობის აზრით, ის ინფორმაცია ვრცედლდება სოციალური

მედიით ძირითადად რომელიც იმ კონკრეტული დროისთვისაა აქტუალური არ აქვს

მნიშვნელობა ეს პოლიტიკის შესახებ იქნება თუ ბუნებრივი მოვლენებისა. ’’

აქტიური ძირითადად არის, ის რაც არის მიმდინარე , სოციალურ მედიაში

ნახავ უფრო ფართო დღის წესრიგს , ვიდრე ტრადიციულ მედიაში .

თემატური მრავალფეროვნების მხრივ სოციალური მედია გაცილებით

მდიდარია, ვიდრე ტრადიციული. საკვებს იძლვა, მე მაძლევს ძალიან ხშირად

, არაერთხელ ამიღია თემა სოციალური მედიიდან. იდეები მებადება, ძალიან

მრავლფეროვანია თემები ‘’ ჟურნალსიტი /მამრობითი

„საერთოდაც რაც არის საზოგადოებაში აქტულაური, პრობლემატური,

მოცემული მომენტისთვის, მასზე აგრძელებენ სოციალურ მედიაშიც საუბარს,

ის ხომ წარმოადგენს ადამიანთა ინტერაქციის გაგრძელებას სოციალურ

სივრცეში’’

ექსპერტი /მამრობითი

27

Page 28: სალომე ზირაქაძე

თუმცა ბლოგებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ გარკვეული მიზეზების გამო

სიახლეები უფრო პირადული, გასართობი კუთხით იწერება. ამის მიზეზად ასაკს

ასახელებენ, საქართველოში ძირითადად ბლოგერთა ასაკი 17-29 წლამდეა.

’’უმთავრესი სოციალური მედიის მამოძრავებელი არის ხოლმე ბლოგები, რაც

საქართველოში შედარებით ნაკლებად არის განვითრებული, ვიდრე სხვა

ქვეყნებში. ამის მიზეზი არის ვთქვათ ასაკობრივი ფაქტორიც, იგივე

რუსულენოვან სოციალურ ბლოგებს რომ გადავხედოთ, აზერბაიჯანულს,

თუნდაც სომხურს თემები ბევრად უფრო პოლიტიზირებულია ვთქვათ ბევრად

უფრო აკადემიური ტიპის ბლოგერები არიან, ვიდრე ჩვენთან. ჩვენ

საქართველოს ბლოგერების უმეტესობა არის 17–დან 29 წლამდე.

ბლოგერი/მამრობითი’’

ექსპერტების ნაწილს განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა ამ კითხვაზე, ზოგიერთი

თვლის, რომ გააჩნია რა ‘’ქოლგის’’ ქვეშ წერ, ეს განსაზღვრავს იმ ფაქტს რაზე

წერო.

„არის რამდენიმე ძირითადი სივრცე ბლოგების, თუ გავითვალისწინებთ

მსხვილი მედია აგენტების ქოლგის ქვეშ მყოფებს მაგ: ლიბერალი, ტაბულა,

რადიო თავისუფლების ბლოგები, ერთ - ერთ ყევლაზე პოპულარულად

დომინირებს ქართულ სოციალურ სივრცეში, აქ ყველას აქვს თავის ნიშა:

ლიბერალი, რომელიც ცდილობს რომ ლიბერალური ღირებულებისკენ

უბიძგოს მოსახლეობას, რაც დრო გადის უფრო ხშირად აქვს პოლიტიკური

თემატიკის ბლოგები .გაცილებით აქტიურად შემოიჭრა პოლიტიკური თემები

ტაბულაშიც , აქაც არის ძირითდად პოლიტიკური დისკურსი .რადიო

თავისუფლებაზეც შეიძლება იგივე ითქვას ,ლიბერალური ღირებულებისკენ

სწრაფვა და ამ ყველაფრის პოლიტიკურ თვალსაზრიში განხილვა არის

ძალიან მოდური მე ვიტყოდი . თუმცა თუ პირად ბლოგებს დავაკვირდებით ,

იქ უკვე გასართობია .ისინი წერენ რასაც უნდათ ასაკიც ზაეგავლენას ახდენს

და სხვა ფაქტორებიც .უფრო გართობაზე არიან გადასულები და ტელე

გადაცემების განხილვა-გაკრიტიკება ეს არის პოპულარული ბლოგებისთვის,

რელიგიაზე, ქალიშვილობის ინსტიტუტზე ხუმრობა, ისეთი თემები რომელიც

გაცილებით უფრო სენსიტიურია საზოგადოებაში და გაცილებით მეტი

28

Page 29: სალომე ზირაქაძე

მკითხველი გეყოლება , როგორც ბლოგერს ვიდერე დაწერო რაღაც

ეკონომიკური სტატია . ამიტომ ეს ორი ძირითადი მიმართულებაა, გააჩნია

რომელი ქოლგის ქვეშ ხარ. თუ არ ხარ ქოლგის ქვეშ მაშინ ეს საშუალებას

გაძლევს წერო უკვე გასართობი კუთხის სტატიები, მაგარამ მეორე

შემთხვევაში ეს ქოლგა გაიძულებს წერო პოლიტიკაზე, შეიძლება დაწერო

კინოზე, მაგრამ მაინც პოლიტიკურ დისკურსში განიხილავ.’’

სიტუაცია და განვითარების ტენდენციები მეზობელ ქვეყნებთან

შედარებით

მათი ინფორმირებულობა ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულია .

ზოგიერთი კარგად ერკვევა მეზობელი ქვეყნის მდგომარეობაში, ზოგი კი მეტ-

ნაკლებად. განსხვავებული რაც არის, ძირითადად მეზობელ ქვეყნებში იზღუდება

ბლოგებზე უფრო პოლიტიკური თემების წერა, მიუხედავად ამისა მათი ბლოგები

მაინც მეტ-ნაკლებად პოლიტიზირებულია, მაგრამ არსებობს მაგალითები,

რომლებიც ნათელს ხდის ბლოგერებისთვის დაწესებულ ჩარჩოებს .

‘’ რომ ავიღოთ აზერბაიჯანი , იქ არის შემთხვევა როდესაც ორი ბლოგერი

დაიჭირეს, ბუნებრივია ბლოგერობის გამო ვერ დაიჭერდნენ, ცნობილი

ფაქტია, რომ ჩაუწყვეს ჩხუბი და დაიჭრეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იქ

ყველა თემაზე ვერ დაწერ , შეიძლება დაგიჭირონ. რუსეთში, მაგალითად

სიცოცხლისთვის საშიშია , ინგუშეთში იყო ადამიანი, რომელიც წერდა

ფორუმზე და საუბრობდა ინგუშეთის ამბებზე და არ მოსწონდა პრეზიდენტს და

ინგუშეთის პრეზიდენტის დაცვის უფროსს გაუვარდა იარაღი შემთხვევით და

მოხვდა მას თავში და გარდაიცვალა. შემთხვევით რაღაც ბრჭყალებში ხომ ?’’

„ირნშიც სიცოცოხლისთვის საშიშია , იყო შემთხვევა ერთ- ერთი ბლოგერი

დააკავეს , 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ბრალად ედებოდა, რომ რაღაც

შეურაწმყოფელი ბლოგი დაწერა და მერ თქვეს რომ თავი მოიკლა

საპატიმროში. თურქეთში მაგალითად ათათურქის სეურაწმყოფელი ვიდეო

გავრცელდა და გათიშეს საერთოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით youtube.

ირანში მაგალითად, ბლოგს რომ არეგისტრირებ კულტურის სამინისტროში

უნდა გაიარო რეგისტარცია და დააფიქსირო რომ ეს არის შენი ბლოგი.

29

Page 30: სალომე ზირაქაძე

საქართველოში არ არის ჯერ-ჯერობით შეზღუდვები, მსგავსი შემთხვევები არ

ფიქსირდება .’’ექსპერტი /მამრობითი

სამოქალაქო ჟურნალისტიკა

სამოქალაქო ჟურნალისტიკის ცნება უკვე ყველასთვის ცნობილია, საქართველოში

აქტულური გახდა ეს თემა ბოლო ხანებში, ექსპერტების აზრით, აქ ბევრი რამ

დასაზუსტებელია, მაშინ როდესაც ვსაუბრობთ სამოქალაქო ჟურნალისტიკაზე ჯერ

კარგად უნდა გვესმოდეს სამოქალაქო საზოგადოების ცნება. უმრავლესობა მას

უწოდებს დილეტანტების ჟურნალისტიკას .

„სამოქალქო ჟურნალსიტიკა იყო გაცილებით ადრე, ვიდრე სოციალური

ქსელები, ეს იყო დილეტანტების ჟურნალისტიკა, ადამინების ვისი საქმეც არ

არის ჟურნალისტური საქმიანობა, დილეტატნტს ვამბობ არა ცუდი გაგებით,

არამედ როგორც არაპროფესიონალს. ადამინებმა დაწყეს თავისი ამბების,

ისტორიების თხრობა არა მარტო ტექსტურად არამედ რადიოთი. გაჩნდნენ

რადიოებიც, რომელბიც ახალისებდნენ ასეთ მოქალაქეებს . ჩემი აზრით,

სამოქალაქო ჟურნალისტიკა ცოტა ზეაწეულად ჟღერს, რადგან სიტყვა

სამოქალქო ეს არის რაღაცა საჭირბოროტო და საჯარო ერთდროულად ,

რომელიც მოითხოვს ადამიანის პროფესინალიზმს და სულიკვეთებას

ერთად.’’ექსპერტი /მდედრობითი

ჩემი რესპონდენტების ნაწილი უმრავლესობა თვლის, რომ ბლოგერები იგივე ე. წ

მოქალაქე ჟურნალსიტები უნდა არსებობდნენ, თუმცა არა ჟურნალსიტების

ნაცვლად არამედ ახალი ინფორმაციის, რაღაც გარკვეული ნაწილის შესავსებად.

„მოქალაქე ჟურნალისტთა საქმიანობა ტრადიციული მედიის მხოლოდ

ერთგვარ დანამატად უნდა განვიხილოთ და არა მის ჩამანაცვლებელ ახალ

საშუალებად.’’ექსპერტი /მდედრობითი

დადებით თვისებად ასახელებენ იმას, რომ მოქალაქე ჟურნალისტს უფრო

ოპერატიულად შეუძლია ინფორმაციის გავრცელება .

„მოქალაქეს დღეს შეუძლია უცებ გადაიღოს ფოტო ან ვიდეომასალა

პოლიციის სისასტიკის შესახებ და მყისიერად მოათავსოს იგი ინტერნეტზე

ისე, რომ არ ეშინოდეს, რომ მას ტელეფონს ჩამოართმევენ. თან დროსაც არ

30

Page 31: სალომე ზირაქაძე

დაკარგავს სახლში დაბრუნებაზე და პერსონალურ კომპიუტერზე მასალის

გადატანაში’’ექსპერტი /მდედრობითი

აღნიშნავენ იმასაც, რომ ძირითადად ბლოგერები დღეს ნაკლებად პრობლემატურ

თემებზე წერენ.

„სამოქალაქო ჟურნალისტიკა -პირველი რაც მინდა ვთქვა, თუკი ადამინი

აქტულურ საკითხებზე წერს, ის სოციუმისთვის მისაღებია და საინტერსო, ამ

მხრივ მისასალმებელია ე.წ მოქალაქე ჟურნალისტები. როცა ჩვენ

ვსაუბრობთ სამოქალაქო ჟურნალისტიკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს

სამოქალაქო საზოგადოება . ჟურნალსიტები დღეს საქართველოში აშუქებენ

ისეთ ინფორამციას, რაც არ არის საზოგადოებისთვის პრობლემატური, ამ

საკითხზე თუ ბლოგერი ე.წ მოქალაქე ჟურნალისტი დაწერს რა თქმა უნდა

მისასალმებელია. ბლოგერები უფრო მეტად მარტივი პოსტების წერით

შემოიფარგლებიან facebook ზე’’ექსპერტი / მამრობითი

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ბლოგერების

უმრავლესობა თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ე.წ ბლოგერობა

ვითარდება იხვეწება, ისინი თვლიან, რომ მომავლში ბლოგერებს მეტი

უფლელებები უნდა ჰქონდეთ და მიიჩნევენ რომ გარკვეული ხნის შემდეგ

პროფესიად ჩამოყალიბდება.

„სამოქალაქო ჟუნალისტიკას- სფერო ვითარდება თუმცა ჰყავს

მოწინააღმდეგებიც და მომხრეებიც , როგორც ყველა საკითხს . ჩემი აზრით ,

რატომაც არა როდესაც შეგიძლია შენი გაკეთებული საქმე იყოს შენი

შემოსავლის წყარო შენთვის, რატომ არ უნდა მიგაჩნდეს ეს სფერო შენს

პროფესიად?თუ ხარ მოთხოვნადი ,პოპულარული და ადვილად იზიდავ

აუდიტორიას რატომაც არა ?ვფიქრობ ეს სფერო რამოდენიმე

წელიწადში ,ზუსტად ერთ- ერთ მნიშვნელოვან სფეროდ ჩამოყალიბდება .ასე

არ იყო სოციოლოგიაც ? თავიდან აკვირდებოდნენ უბრალოდ

საზოგადოებას ,რაღაც ახალი იყო ამოუცნობი . მერე კი მეცნიერების ერთ -

ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად დარგად განვითარდა.’’

ექსპერტების ნაწილი სამოქალაქო ჟურნალისტიკას დადებითად აფასებს, ისინი

თვლიან რომ ძალინ ოპერატიულები არიან და ეს მიაჩნიათ ყველაზე დიდი

31

Page 32: სალომე ზირაქაძე

პლიუსად.’’ე.წ სამოქალქო ჟურნალისტიკა -ძალიან სანტერესო რამ არის,

იმიტომ რომ შეიძლება ხარ ჟურნალისტი შეიძლება შენი სიუჯეტი არ გაუშვას

ტელევიზიამ , არ დაბეჭდოს გაზეთმა და შენ შეგიძლია გამოიყენო შენი

მედია საშუალება და გაავრცელო კონკრეტული ინფორმაცია. მოქალაქე

ჟურნალისტების ესეთი აქტივობები გარკვეულწილად, შეიძლება ვნახოთ , აი

მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალმა რამოდენიმე პოლიტიკოსის დეკლარაციაში

ნახა უზუსტობები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას ვერ გადაამოწმებდენენ,

გადაწყვიტეს ექსპერტებს გადაემოწმბეინათ და ანალიზი დაეწერათ

ბლოგერებს . ძირითადად პირევლად გადარჩევას მოხალისე ჟურნალისტები

აკეთებენ. არიან ისეთებიც ვინც წერს რაღაცას მაგარამ არ აინტერესებს მისი

სიზუსტე მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ კიკვიძის ბაღში ხეები რომ

მოჭრეს, აი ესეც გავრცელდა სოციალური მედიის საშუალებით, ადამიანებმა

რომლებმაც პირველი სიუჟეტი დადეს არაინ მოქალაქე ჟურნალსიტები. მათ

რეალურად ჟურნალისტების საქმე შეასრულეს, მიაწოდეს საზოგადოებას

ახალი ინფორმაცია უმოკლეს დროში.’’ექსპერტი /მამრობითი

სოციალური მედიის გავლენა საქართველოში

რესპონდენტების ნაწილი თვლის რომ სოციალური მედია დღეს საქართველოში

გავლენიანია, რასაც განაპირობებს ქართულ ტრადიციულ მედიაში არსებული

ტენდენციურობა, სოციალური მედიის პლურალისტური ხასიათი, ოპერატიულობა

და ექსკლუზიურობა ანუ არსებობს თემები რომელზეც ყველაზე სწრაფად

რეაგირება სწორედ სოციალური მედიის საშუალებით ხდება და მერე ხდება მისი

განხილვა ტრადიციული მედია არხებით „პროფესიულ მედიაში დღეს არის 2

სერიოზული დეფიციტი. პირველი ეს არის ის, რომ არის ბევრი მედია

ორგანიზაცია, რომელიც არ აქვეყნებს ბოლომდე იმ ინფორმაციას, რომელიც

არსებობს ჩვენ გარემომცველ სამყაროს შესახებ და მეორე არის კიდევ ის,

რომ დისკუსიები არ არის ამ მედია ორგანიზაციებში ან ძალიან ცოტაა ან

საერთოდ არ არის და ორივეს დეფიციტი შეითვისა სოციალურმა მედიამ“ ი.

ექსპერტი/ მდედრობითი/

რეპონდენტები ცალსახად თანხმდებიან რომ რომ სოციალური მედია მომავალი 5

წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან მოიმატებს მისი გავლენა

32

Page 33: სალომე ზირაქაძე

საზოგადოებაზე, რასაც ერთი მხრივ განაპირობებს ინტერნეტში კიდევ უფრო ბევრი

მომხმარებლის ჩართვა და მეორეს მხრივ, თვითონ სოციალური მედიის

განვითარების შეუქცევადი პროცესები, რომლებიც მიდის მთელს მსოფლიოში

„კატასტროფული სისწრაფით იზრდება ინტერნეტთან ადამიანების

მიჯაჭვულობა და გარდა ამისა, მრავლის მომცველი ხდება ინტერნეტი და

ვფიქრობ, რომ მომავალში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებსაც

შევძლებთ სოციალური მედიით ,ყველა სფეროზე მოვახდენთ გავლენას“

ბლოგერი/ მამრობითი

სოციალური მედიის უარყოფითი შედეგები

რესპოდენტების უმრავლეოსბა თანხმდება იმაზე , რომ ერთ-ერთ უარყოფით

შედეგად დროის ფაქტორი შეიძლება განვიხილოთ „დროის ფაქტორი არის

ძალიან მნიშვნელოვანი, უამრავ დროს აკარგვინებს ონლაინ მოქალაქეებს .

ეს არის, ჩემი აზრით, დიდი პრობლემა . ინტერნეტ დამოკიდებულაბას იწვევს

ადამიანებზე . ის ვინც იყენებს სოციალურ ქსელებს უფრო კონტაქტურია,

ვიდრე ისინი ვინც არ იყენებს მათ. აზარმაცებს თაობას -ზოგი ვერ იყენებს მას

საკეთილდღეოდ, როდესაც 10 საათს ატარებ ქსელში და აქედან 8 საათს

გართობას უთმობ , აქედან რა ტიპის ადამინას მიიგებ არ ვიცი, სამწუხაროდ

კარგს არაფერს .’’ექსპერტი /ამრობითი

„უარყოფითი შედეგები პირველი არის ის, რომ ძალიან ბევ დროს გვართმევს.

ადამიანებს არ ძინავთ ღამე. იმდენად ჩაითრია ამ გართობამ მოწყვეტილი

არიან რელაურ სამყაროს და ვირტუალურში არიან თავით გადაშვებულები. ეს

არის ჩვენი ყოველდღიურობა . ამან ადამინის შეცვლასაც კი შეუწყო ხელი ,

მეშინია ამის დანამატად არ ვიქცე. კიდევ ერთი, ისე ვიქნებით მალე ამ

ყველაფერში ჩართული, მალე დამალვა გახდება პრობლემა, ჩვენი ინტიმური

რაც აუტენტურია შენთვის, შეიძლება ამან აღარ დაგიტოვოს. ეს მიჯაჭვულობა

და დამოკიდებულება უფრო მეტად არის ახალგაზრდებში .+ კასტელსს აქვს

კარგად ‘’ტელევიზია აყალიბებს ზარმაც საზოგადოებას ‘’.რა ტიპის ადამინს

მივიღებთ 5-6 წლის მერე არავინ იცის’’ექსპერტი/მამრობითი

33

Page 34: სალომე ზირაქაძე

ყურადღებას ამახვილებენ ასევ ტრადიციულ პრობლმებზე, რომლებიც დიდ

საფრთხეს უქმნის ადამინების პირად მონაცემებს.

„პირადი მონაცემების საკითხი ძალიან დიდი პრობლემაა, ის რასაც წერ

ნებისმიერ სოციალურ ქსელში სად მიდის ეს ინფორმაცია ? ხომ არ უნდა

იფიქრო იმაზე რომ ეს ყევლაფერი ერთ დღეს შეიზლება წინ დაგხვდეს ? ესეც

პრობლემად მიმაჩნია , მეტად გახსნილები ვართ სოციალურ ქსელებში ,

ალაბათ იმ მომნეტში არ ვფიქრობთ მსგავს პრობელატურ საკითხზე

‘’ჟურნალისტი/მამრობითი

ძირითადად მაინც რასაც აქცევენ ყურადღებას, ეს არის სოციალურ მედიაში

არაზუსტი ინფორმაციის განთავსება, ეს დიდი პრობლემაა.

„ოდესაც ბრალს დებენ სოციალურ მედიას ეს არის, შეიძლება გაიპაროს

დაუზუსტებელი ინფორმაცია და არაკორექტული ინფორმაცია . ჟურნალისტის

მოვალეობაა იყოს ზუსტი, მაგ: მოსკოვში ტერაქტი, რომ მოხდა რამდენიმე

წუთში დაიდო Twitter-ზე, ორი საათის მერე ტელევიზიაში, გაზეთებში როცა

დაიბეჭდა გამოვიდა, BBC-მ ჩაატარა ანალიზი რა იყო პლიუსი და რა იყო

მინუსი. პლიუსი იყო ოპერატიულობა, მინუსი კი ის, რომ არაკორექტული

ინფორმაცია იყო. გაიპარა ინფორმაცია მერე ციტირება მოხდა.’’ექსპერტი

/მამრობითი

ტრადიციული მედიის სოციალურით ჩანაცვლების საკითხი

ძირითადად რესპონდენტები თანხმდებიან, რომ სოციალური მედიიის გავლენა

ჯერჯერობით არაა ისეთი მასშტაბური, რომ შეცავლოს სოცილაურმა ტარდიციული,

ჩანაცვლებაზეც ვერ საუბრობენ ასე დაზუსტებით. თუმცა აღნიშნავენ იმ

ცვლილებებს, რაც ასე მკვეთრდა გამოიკვეთა სოციალური მედიის

გამოჩენისთანავე.

34

Page 35: სალომე ზირაქაძე

„შეცვლა ეს წარმოუდგენელია, თავის მხრივ სოციალურ მედიის გაჩენა იწვევს

ტრადიციული მედიის ტრანსფორმაციას. შეიძლება ვთქვათ, როგორ

ზემოქმედებენ ისინი ერთმანეთზე. ის რომ ყევლა არხს, რადიო ტალღას

საკუთარი გვერდი აქვს ფეისბუქში აქ ზემოქმედება ფაქტია .გარდა ამისა

სიმბოლური ინტერაქციონალიზმის მიმდევართა აზრით, ტრადიციული მედია

სულ უფრო ითავსებს ახალი მედიის თავისებურებს .ტრადიციული და ახალი

მედია ერთმანეთის შემავსებელია თუ მკაცრ ზღვარს გავატარებთ მაშინ

დავკარგავთ უნიკალურობას, ვითარების შეგრძნების კრიტერიუმებს. ეს ორი

ასპექტი ერთმანეთის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ძველი მედია რაც იყო

აღარ არის , ის დაფორმირდა.’’ექსპერტი/მამრობითი

ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სოციალური და ტრადიციული მედია

გაერთიანდება, დღევანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ ეს რელაურიცაა.

„მგონია რომ ბეჭდურ მედიას შეექმნება პრობლემები ,მგონია რომ

მკითხველი აღარ ყავს იმდენი .მაგალითად ყოველ დილით ვკითხულობდი

გაზეთებს , მაგარმ ეხლა როცა შემიძლია წავიკითხო ინტერნეტში იგივე

სტატია აღარ დავხარჯავ დროს , ენერგიას და ფულს მის საყიდლად. მე

ვფიქრობ, რომ სოციალური მედია და ტარადიციული მედია

გაერთიანდება .ერთ მხრივ პოლიტიკური მხარე უშლის ხელს ამ იდეას,

ტრადიციულ მედიაში არ ხდება ინტერაქტიულობა , რადგან წინასწარ

დადგმული სცენრია და არ აქვს ხალხს საშუალება ჩაერთონ და დააფიქსირონ

თავიანთი აზრი. ხელისუფლება კარგად აცნობიერებს უკვე ამ განვითარების

ტენდენციებს და აპირებს ელექტრონული ხელისუფლების

ჩამოყალიბებას .’’ექპსერტი /მამრობითი

გამოკითხულთა ნაწილი ასკვნის, რომ ახალ მედიას ექნება გარკვეული ფუნქციები,

ტრადიციულს რაღაც კონკრეტული ფუნქციები, ის რაც არ აქვს ტრადიციულ მედიას.

„რაღაც მომენტი რაც აქვს ტარდიციულ მედიას ეს არის ანალიზი , რასაც ვერ

წაართმევ . მაგ: ეკონომიკაზე სტატიას facebook ზე ვერ წაიკითხავ, ანუ არის

რაღაც სფერო, რომელსაც ჭირდება ანალიზი, სტატისტიკური მონაცემები და

ა.შ. რაიმე მოვლენის ირგვლივ შენ თუ გინდა სრული სურათი დაინახო , მაშინ

ყველა პოსტი უნდა წაიკითხო რაზეც ამაზე დაწერეს , რომ შემაჯამებელი

35

Page 36: სალომე ზირაქაძე

სურათი გქონდეს, რადგან ჟურნალისტის მოვალეობაა ერთი მხრით კი არა

მრავლი მხრით დაინახოს პრობლემა.ალბათ ტრადიციულ მედიას დარჩება

ანალიტიკური სტატიების ანალიზის ფუნქცია ,როდესაც რაღაც სფეროში

გაინტერსებს პროფესიონალიზმის აზრი ,აშინ იმას მიმართავ .რაღაცა ნაწილს

პოზიციებისა დათმობს და უკვე თმობს.აი მაგ:მერბელკი ამბობს ‘’კმარა ჩვენი

განძის უფასოდ დარიგება ‘’იმიტომ რომ მედიამეცენატისთვის განძი არის

ახალი ამბები .ახალი ამბების ამბავში წაართვა უკვე რაღაც ნაწილი

სოციალურმა მედიამ , მაგარმ ის რაც ანალიტიკას ეხება ეს ალაბთ

დარჩება .’’ექსპერტი /მამრობითი

ისინი თანხდმებიან ერთხმად იმაზე, რომ ტრადიციული მედიას ახალი მედიით

ჩანაცვლება შორეული პერსპექტივაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ არ გააქრობს ტრადიციულს სოციალური მედია,

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია დომინირებს ბეჭდურ მედიაზე, ბეჭდურ

მედიას მაინც ჰყავს თავისი მკითხველი, თან სტაბილური. ამიტომაც ვიცი,

რომ ბეჭდური მედიის და ტრადიციული მედიის მომხმარებელი არ გაქრება.

ტელევიზიის მომხმარებლებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული უნარები, არის

გაცილებით ხელმისაწვდომი, იაფი. ტელევიზია შეიძლება გქონდეს ჩართული

და პარალელურ რეჯიმში აკეთო სხვა საქმე, ენერგიის დახარჯვის გარეშე სულ

არსებობს მესამე პირი, რომელიც არ ითხოვს შენგან არაფერს, რომელსაც

სოციალური მედია ითხოვს . მუდმივად ითხოვს შენს აქტიურობას, მუდმივად

უნდა იყო პროცესში ჩართული. ტრადიციული მედია გაცილებით მარტივია, არ

მოითხოვს მუდმივ აქტიურობას თუნდაც ამ მარტივი მიზეზების გამო შორსაა

იმაზე ფიქრი რომ ჩაანაცვლოს .’’

36

Page 37: სალომე ზირაქაძე

დასკვნა

თუ გავითვალისწინებთ, სოციალური მედიის გავლენას და ინფორმაციულობის

მაგალითებს, მსოფლიოს თუ საქართველოს მასშტაბით, და კვლევის შედეგებსაც

შევხედავთ მაშინ თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური მედია ნამდვილად

არის ინფომაციის გავრცელების ძლიერი ინსტრუმენტი.

კვლევის შედეგების მიხედვით ვნახეთ, რომ მიუხედავად სოციალური მედიის ასეთი

სწარფი ტემპით განვითარებისა, იმაზე ფიქრი რომ ის შეცვლის ტრადიციულ

მედიას, შორეულია, შეცვლა ეს წარმოუდგენელია, თავის მხრივ, რა თქმა უნდა,

სოციალურ მედიის გაჩენა იწვევს ტრადიციული მედიის ტრანსფორმაციას. უფრო

დაზუსტებით რომ ვთქვათ ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ. გარდა ამისა,

37

Page 38: სალომე ზირაქაძე

სიმბოლური ინტერაქციონალიზმის მიმდევართა აზრით, ტრადიციული მედია სულ

უფრო ითავსებს ახალი მედიის თავისებურებს .

გაირკვა, რომ სოციალურ მედიასა თუ ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია,

მეორადია, ის ტრადიციულ მედია საშუალებას უკვე გავრცელებული აქვს და

ქსელში ძირითადად ცნობილ ინფორმაციაზე მსჯელობენ.

მთავარი პრინციპი - ინფორმაციის შეგროვება, მისგან ხარისხიანი, კონკურენტული

პროდუქტის შექმნა და გავრცელება უცვლელი რჩება. ახალი მედიის საშუალებით

ხდება ამ პროცესის ახალ განზომილებაში გადაყვანა, სრულად ან ნაწილობრივ.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, იგი

მაინც არ არის ხელმისაწვდომი ყველგან, დედამიწის ყველა წერტილში.

გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა, ამიტომ ინფორმაციას მოსახლეობის

ძირითადი ნაწილი მაინც ტელევიზიით იგებს და არც იმას აპროტესტებს, რომ

კომენტარების დატოვების საშუალება არ ეძლევათ. ვიდრე ყველა ოჯახში

ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერი არ იქნება, ტელევიზორს

პოპულარობით ჩვენს ქვეყანაში ვერაფერი შეედრება.

ბიბლიოგრაფია

1. დეფლორი,მელვინ და დენისი,ევერეტ(2009)მასობრივი კომუნიკაციის

გააზრებისთვის , საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

2. ახალი მედია ჟურნალისტებისთვის თინათინ დვალიშვილმა,სანდრო ასათიანი

3. სოციალური მედია სკოლაში (2011) სანდრო ასათიანი

4. ახალი მედია ძველი მედიისთვის (2011) საქართველოს რეგიონული ასოციაცია

და სამოქალაქო განვიათარების ინსტიტუტი

5. ფლორა ესებუა (2011) პიერ ბურდიეს სოციოანალიზი :

ენერგოსექტორი- პოლიტიკის ველისა და ჟუნრალისტიკის ველის გადაკვეთის

წერტილი ქართულ პრესაში.ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი .სადისერტაციო ნაშრომი

38

Page 39: სალომე ზირაქაძე

6. ნინო მაჭარაშვილი(2011) სამოქალაქო ჟურნალისტიკის არსი და მისი

განვითარების პერსპექტივები საქართველოში.საბაკავრო ნაშრომი

7. მარინე ახსიაშვილი (2010) სოციალური მედია , როგორც ინფორმაციის

გავრცელების საუკეთესო საშვალება .ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

8. სოციალური ქსელი – ვირტუალური პოლიტიკური არენა

http://mkvlevari.ge/2012/03/04/სოციალური-ქსელი-ვირტუალ-2/

9. Castells, M. (1996). The Information Age: Economy, Society, and Culture,

Volume 1: The Rise of the Network Society. Blackwell Publishers, Oxford, and

Malden, MA

10. McQuail, D. McQuail’s Mass Communication Theory. fifth edition, Sage;

11. Scott McQuire(2008) The Media City Media, Architecture and Urban Space

12. Manuel Castells (2004) The Network Society

13 .EVGENY MOROZOV (2011 )The Dark Side of Internet Freedom

14. Marshall McLuhan . Understanding Media The extensions of man

1.Judith R. Blau. The Blackwell Companion toSociology. John Durham Peters

Media and Communications (16)

15. The Sociology of Social Networks(208)Bernice A. Pescosolido

16. Gillmor, Dan (2006).We the Media: Grassroots Journalism By the People, For

thePeople http://oreilly.com/catalog/wemedia/book/index.csp უკანასკნელად

გადამოწმებულ იქნა 05.06.2012

17. Keen, Andrew (2007).The Cult of the Amateur: How the internet is killing our

culture

18. Lacy S., Duffy M., Riffe D., Thorson E. & Fleming K. (2010);Citizen Journalism

Web Sites Complement Newspapers,Newspaper Research Journal, Vol. 31, No.

2, Spring 2010http://www.docstoc.com/docs/75228669/Citizen-Journalism-Web-

Sites-ComplementNewspapers

39

Page 40: სალომე ზირაქაძე

19.News media discourse and state of public opinion on Risk . IAin Wilkinson.

http://www.jstor.org/discover/10.2307/3867865?searchUrl=%2Faction

%2FdoBasicResults%3Fhp%3D25%26la%3D%26wc%3Don%26acc%3Doff

%26gw%3Djtx%26jcpsi%3D1%26artsi%3D1%26Query%3Dhow%2B%2Bwill

%2Bchange%2Bsocial%2Bmedia%2Btraditional%2Bmedia%2B%26sbq%3Dhow

%2B%2Bwill%2Bchange%2Bsocial%2Bmedia%2Btraditional%2Bmedia%2B

%26prq%3Dsocial%2Bmedia%2BAND%2Btraditional%2Bmedia%26si

%3D26%26jtxsi

%3D26&Search=yes&uid=3738048&uid=2129&uid=2134&uid=2&uid=70&uid

=4&sid=47699090653187 - უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა 15.06-2012.

დანართი

კითხვარი

1 .გთხოვთ გვითხრათ რა ძირითად განსხავევბს ხედავთ ტრადიციულ და

სოციალურ მედიას შორის ?

2. თქვენი აზრით რა მსგასება/განსხვავებაა სოციალური მედიასა და

სოციალურ ქსელს შორის ?

40

Page 41: სალომე ზირაქაძე

3. პოპულარულია თუ არა საქართველოში სოც მედია? რა ფაქტორებმა

განპირობა საქართველოში სოციალური მედიის პოპულარობა ?

4. რა ძირითად ფუნქციებს ასრულებს სოციალური მედია ზოგადად?

საქართველოში ? (მაგალითები)

5. რა ტიპის ინფორამციაზეა ორიენტირებული საქართველში ძირითადად

სოციალური მედია ?

6. ძირითადად რომელი დომინირებს პოლიტიკური? გასართობი? რატომ?

(მაგალითები)

რა მსგავსება და განსახვავება არსებობს მეზობელ ქვეყნბეთნ შედარებით

სოციალური მედიის განვითარების თავლსაზრისით? (შეადარებინე მეზობელ

ქვეყნებში რა ტიპის ინფორმაციაზეა ორიენტირებული სოციალური მედია)

(მაგალითები)

7 .რა გავლენას ახდენს საქართველოში სოციალური მედია

პოლიტიკურ ,ეკონომიკურ ,კულტურულ ცხოვრებაზე ? (ესენი უნდა კითხო

ცალცალკე)

8 . საქართველოში სოციალური მედიის განვითარებიდან გამომდინარე

შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ ე.წ სამოქალაქო ჟურნალისტიკაზე ?

41

Page 42: სალომე ზირაქაძე

9 .თქვენი აზრით ,უახლოეს მომავალში შეიძლება შეცვალოს სოციალურმა

მედიამ ტრადიციული ? რაიმე ტენდენციებს თუ ხედავთ ამ მიმართულებით ?

10.რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს სოცაილური

მედიის განვითარებას ზოგადად/ საქართველოში ?

42