7
აააააა ა. ა. ააააააააა აა აააააააააა აააააააააააა აააააააააა აააააააააააა ააააააააა აააააა აააააააა ააააააააა ააააააააა ააააააააა ააააააააა

მომავალი პროექტების ანალიზი

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: მომავალი პროექტების ანალიზი

აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

აჭარის რეგიონში დაგეგმილი სამომავლო ტურისტული პროექტები

Page 2: მომავალი პროექტების ანალიზი

გვ. 1 აჭარის რეგიონში დაგეგმილი სამომავლო ტურისტული პროექტები

ა ბ ს ტ რ ა ქ ტ ი

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა“ და „აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების

დეპარტამენტის“ ორგანიზებით, 2012 წლის, 25 მაისს დემოკრატიის ჩართულობის ცენტრის

საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აჭარის რეგიონში, ტურიზმის სფეროში დაგეგმილი სამომავლო

პროექტების პრეზენტაცია დისკუსიის ფორმატში.

შეხვედრაზე განხილული იყო აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, ასევე ბათუმის

ტურიზმის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ტურისტული პროდუქტის, სერვისის და მარკეტინგის

სფეროში დაგეგმილი პროექტები.

კონფერენციას ესწრებოდა სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების და სხვადასხვა საზოგადოებრივი

ორგანიზაციების 33 წარმომადგენელი. განხილული იქნა 11 პროექტი.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტიაჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Page 3: მომავალი პროექტების ანალიზი

გვ. 2 აჭარის რეგიონში დაგეგმილი სამომავლო ტურისტული პროექტები

კ ვ ლ ე ვ ი ს ა ნ ა ლ ი ზ ი

კვლევის პირველად მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის დეპარტამენტის მიერ 2011-2012 წლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შეფასება, მათი წარმატების და ეფექტურობის დადგენა. რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით გამოიკითხა 33 რესპოდენტი. კვლევის კითხვარი დანართიიყოფა ორ ეტაპად: კონკრეტული და ზოგადი ნაწილი.

პირველ ეტაპზე დეპარტამენტის კონკრეტული საქმიანობის, 11 პროექტის განხილვა მოხდა. შეფასდა, როგორც თითოეული პროექტის ეფექტურობა, ასევე ჩამოყალიბდა რესპოდენტთა საერთო ინტერესის ჰიერარქია.

კითხვაზე თუ რომლი პროექტები იყო ყველზე საინტერესო, რესპოდენტებს საშუალება ქონდათ აერჩიათ რამოდენიმე პასუხი. შედეგად, კვლევის 33 მონაწილის 137 ხმა შემდეგნაირად გადანაწილდა:

პასუხების რაოდენობ

პროცენტ

1. ტრენინგები სასტუმროების და რესტორნების საშუალო

რგოლის მენეჯერებისთვის19 13.9%

2. აჭარის მასშტაბით გიდების ერთიანი ბაზის პროექტი 16 11.7%

3. ახალი ვებ-გვერდის პროექტი 15 10.9%

4. აჭარის ტურიზმის კვირეული 15 10.9%

5. ბათუმის ტურიზმის სააგენტოს ახალი სერვისების პროექტი 14 10.2%

6. ხანგრძლივი სარეკლამო კამპანიები საქართველოს

ფარგლებს გარეთ13 9.5%

7. რეგიონის მასშტაბით ტურისტული ნიშნულების სისტემის

შექმნა12 8.8%

8. ტურისტთა კმაყოფილების დონის განმსაზღვრელი კვლევები 10 7.3%

9. ბათუმის ტურიზმის სააგენტოს გადამზადების პროექტი 10 7.3%

1

0.

ფრინველებზე დაკვირვების(Birdwatching)

ინფრასტრუქტურის სისტემის შექმნა9 6.6%

1

1.ახალი სარეკლამო ბეჭდვითი მასალები 4 2.9%

სულ 137 100.0%

პირველი ეტაპის კვლევის პროცესი, ასევე ითვალისწინებდა თითოეული პროექტის ეფექტურობის შეფასებას მაღალი, საშუალო ან დაბალი მოწონების ხარისხის მიხედვით. არსებული ინფორმაციის დაჯგუფება მოხდა: პირველ, მეორე, მესამე და მეოთხეხარისხოვან სეგმენტებად.

1. რესპოდენტთა შედეგებზე დაყრდნობით, ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან ყველაზე მეტი(13.9%) მოწონება დაიმსახურა ტრენინგებმა სასტუმროების და რესტორნების საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ასევე დაფიქსირდა რეკომენდაციები - ტრენინგების ჩატარება ყველა რანგის მენეჯერებისთვის და მსგავსი ტრენინგების სიხშირის გაზრდა. რესპოდენტთა 83.33% მაღალ, 13.33% საშუალო, ხოლო 3.33% დაბალ დონეზე აფასებს აღნიშნულ პროექტს. 9.1%-მა თავი შეიკავა შეფასებისგან.

2. მეორეხარისხოვანი მოწონების სეგმენტში მოხვდა: ხანგრძლივი სარეკლამო კამპანიები საქართველოს ფარგლებს გარეთ(9.5%), ბათუმის ტურიზმის სააგენტოს ახალი სერვისების(10.2%), აჭარის

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტიაჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Page 4: მომავალი პროექტების ანალიზი

გვ. 3 აჭარის რეგიონში დაგეგმილი სამომავლო ტურისტული პროექტები

ტურიზმის კვირეულის(10.9%), ახალი ვებ-გვერდის(10.9%) და აჭარის მასშტაბით გიდების გადამზადების ერთიანი ბაზის პროექტები(11.7%).

აღნიშნული სეგმენტის საერთო მოწონების კოეფიციენტი შემდეგნაირად განაწილდა: რესპოდენტთა 73.4%-მა მაღალი, 23.8%-მა საშუალო, ხოლო 2.8%-მა დაბალი შეფასება მიანიჭა. მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელით აჭარის მასშტაბით გიდების ერთიანი ბაზის პროექტი დაფიქსირდა, შესაბამისად 67.74%-მა მაღალი, ხოლო 32.26%-მა საშუალოდ შეაფასა. 6.1%-მა თავი შეიკავა შეფასებისგან.

რესპოდენტთა რეკომენდაციები მიმართული იყო სარეკლამო საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და ღონისძიებების დაგეგმისას მეტი კრეატიულობის გამოჩენისკენ. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ონლაინ მარკეტინგის განვითარებაზე.

3. რესპოდენტთა მოწონების მესამეხარისხოვან სეგმენტს წარმოადგენდა შემდეგი პროექტები: ფრინველებზე დაკვირვების(Birdwatching) ინფრასტრუქტურის სისტემის შექმნა(6.6%), ბათუმის ტურიზმის სააგენტოს გადამზადების პროექტი(7.3%), ტურისტთა კმაყოფილების დონის განმსაზღვრელი კვლევები(7.3%) და რეგიონის მასშტაბით ტურისტული ნიშნულების სისტემის შექმნა(8.8%).

აღნიშნულ პროექტებში უმაღლესი შეფასება მიიღო რეგიონის მასშტაბით ტურისტული ნიშნულების სისტემის შექმნამ - 92.6%. რესპოდენტთა 18.2%-მა თავი შეიკავა პასუხისგან.

4.ახალი სარეკლამო ბეჭდვითი მასალები(2.9%) რესპოდენტებისთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა. გამოკითხული 33 მონაწილიდან 15.2%-მა თავი შეიკავა პასუხისგან, ხოლო დარჩენილი 28 რესპოდენტის შეფასებები შემდეგნაირად განაწილდა: მაღალი-50%, საშუალო-46.43%, დაბალი-3.57%.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტიაჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Page 5: მომავალი პროექტების ანალიზი

გვ. 4 აჭარის რეგიონში დაგეგმილი სამომავლო ტურისტული პროექტები

კვლევის მეორად მიზანს წარმოადგენდა აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საქმიანობის ზოგად შეფასებას, თუ რამდენად კმაყოფილია ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი საზოგადოება დეპარტამენტის მუშაობით. 33 რესპოდენტიდან, მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი შეფასებისგან, დანარჩენი პასუხების შედეგები კი საშუალოდ კარგად შეფასდა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტიაჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Page 6: მომავალი პროექტების ანალიზი

გვ. 5 აჭარის რეგიონში დაგეგმილი სამომავლო ტურისტული პროექტები

რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ე ბ ი

საჭიროა მეტი ყურადღების მიქცევა მომსახურების ობიექტებისთვის ზაფხულის სეზონის პერიოდში. უნდა მოხდეს ფასების შემცირება და ბალანსირება, რაც შეამცირებს ტურისტების უკმაყოფილების დონეს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას რეგიონში.

საჭიროა მეტი ყურადღების მიქცევა საგანმანათლებლო სფეროსთვის. ტურიზმის ცნობიერების ამაღლება სკოლის მოსწავლეებში და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

მსგავსი შეხვედრების სიხშირის გაზრდა საზოგადოების სრული ინფორმირებისთვის. ტურიზმის განვითარების საჭიროების გათვიცნობიერება ხალხში გაზრდის ინტერესს და ჩართულობას აღნიშნული სფეროს ღონისძიებებში, ფესტივალებში და სხვადასხვა საქმიანობებში.

საჭიროა ევროპული გამოცდილების გაზიარება, მეტი ტრენინგები და გადამზადებები.

ტურიზმის სფეროში ნაკლები იდეების ზუსტი კოპირება ევროპული ქვეყნებისგან. მეტი კრეატიულობა და უცხოური ქვეყნების საქმიანობის კორექტული შეთავსებადობა ქართულ რეალობასთან.

ქალაქის ტერიტორიაზე მეტი რუკების(ავტობუსების გაჩერებაზე) და ნიშნულების განთავსება ტურისტების კომფორტის ამაღლებისათვის.

აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის კავშირისგან შემორჩენილი ღირსშესანიშნაობების კუთხით, რაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს ევროპული პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან.

რურალ ტურიზმის განვითარება.

საპირფარეშოებისა და სანაგვე ურნების რაოდენობის გაზრდა ქალაქის ტერიტორიაზე. დანაგვიანების შემცირების მიზნით, საჯარიმო სისტემის შემოტანა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტიაჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Page 7: მომავალი პროექტების ანალიზი

გვ. 6 აჭარის რეგიონში დაგეგმილი სამომავლო ტურისტული პროექტები

დანართი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტიაჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი