Upload
ekagigiadze
View
145
Download
3
Embed Size (px)
Citation preview
დავფრინავ,დავფარფატებ,ერთი დღე ვცოცხლობ მხოლოდ
ყვავილებს უნდა ვეფერო,კაბები დავუკოცნო
ლამაზ ყვავილებს ჩემთვისტკბილი წვენი აქვთ მზად,
ბავშვებო , მხოლოდ თქვენთვისვამზადებ მისგან თაფლს.
პეპელა და ფუტკარი
პეპელა და ფუტკარი
დადგა გაზაფხული.
ტყე მწვანედ შეიმოსა
გაიშალა ყვავილები
გამოფარფატდნენ ლამაზი პეპლები
აზუზუნდნენ ფუტკრები
ტყის ბინადრები გამხიარულდნენ
მინდვრიდან ფუტკარს თაფლი მიჰქონდა და სკისაკენ
მიეშურებოდა
წინ შემოეყარა ჭრელი, მორთული პეპელა და ამაყად დაუძახა:
-- ეი, შენ, თხუპნიავ, გზიდან ჩამომეცალე,
ტანისამოსი არ დამისვარო!
ფუტკარს ჯერ გული მოუვიდა და იფიქრა, კარგი არ იქნება, ამ ბრიყვს ჩემი
შხამიანი ისარი ვკრა და ფეხები გავაფშეკინოო.
მალე აზრი შეიცვალა: რა ვაჟკაცობა იქნება ძალა
ვიხმარო სუსტსა და უიარაღო სულიერზე. სჯობს
თავაზიანად მოვექცეო.
ჩამოეცალა გზიდან და ოდნავი დაცინვის კილოთი
უთხრა: ---- მიბრძანდი, ქალბატონო!
??????? ? ????? ?? ?????? ????????.mp4