1
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონებში მოქმედი გარემოსდაცვითი არასამთვარობო ორგანიზაციების შესაძლებლობის განვითარება. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი - SJMC ორგანიზაცია ,,ნაკრესთან“ და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში რეგისტრირებული გარემოსდაცვითი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაზრდას და რეგიონში გარემოსდაცვითი აქტივობების წახალისებას. პროქეტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში შეირჩევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში მოქმედი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები (ააიპ), (ან სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები (სიიპ), რომლებიც მოტივირებულნი არიან გაიარონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები და სემინარები და გააქტიურონ მუშაობა რეგიონში გარემოსდაცვითი მიმართულებით. გათვალისწინებულია ტრენინგები თემებზე: ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა, ადვოკატირება, პროექტის ციკლის მართვა, ფონდების მოძიება, ახალი მედია ტექნოლოგიები (სოციალური მედია, ბლოგინგი), ეფექტური კომუნიკაციები და თანამშრომლობა მედიასთან, მოხალისეთა მოზიდვა და მოტივაცია. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შესაძლებელია ვებ.გვერდების დამზადება უფასო ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით. პროექტი ასევე მოიცავს მცირე გრანტების პროგრამას. საგრანტო კონკურსის საფუძველზე შერჩეული 5 არასამთავრობო ორგანიზაციისათვის გაიცემა მცირე (დაახლ. 1200 აშშ დოლარის მოცულობის) გრანტი გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანიების წარმართვისათვის. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი არაუგვიანეს 2015 წლის 16 ივნისისა, დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება. შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი - SJMC, ბორჯომი, ფიროსმანის ქ. #5. დაგვირეკეთ: 593622225, ან მოგვწერეთ: [email protected]

ინფორმაცია პროექტის შესახებ

Embed Size (px)

DESCRIPTION

ინფორმაცია პროექტის შესახებ

Citation preview

  • -

    .

    - - SJMC ,, -

    , -

    .

    .

    -

    (), (

    (),

    .

    : ,

    , , ,

    ( , ), ,

    .

    . .

    . 5

    (. 1200 )

    .

    2015 16 , .

    : - - SJMC, ,

    . #5. : 593622225, : [email protected]