1
პარტნიორობა უკრაინის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობა > ნინო კალანდაძე ოეთეს ინსტიტუტთან და ბერ ლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანებასთან თანამშრომ ლობით საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა 2012 წლის სექტემბერში თბი ლისში საერთაშორისო კონფერენცია „რას ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა“ მო აწყო. კონფერენციის ერთერთი მიზანი იყო შექმნილიყო პროგრამა, რომელიც იმუშავებდა მოდელზე, თუ როგორ შე იძლება იქცეს პოსტსაბჭოთა მუზეუმი თანამედროვე, სამეცნიერო, ინოვაცი ურ, შემოქმედებით და დამთვალიერებ ლისათვის საინტერესო ინსტიტუციად, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული ურბანულ ქსოვილში და სოციალურ ცხოვრებაში. კონფერენციის ერთგვარი გაგრძე ლება იყო ინიციატივა სახელწოდებით „სამუზეუმო სფეროს პროფესიონალთა ფორმირების ცენტრი“, რომელიც ითვა ლისწინებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მუ ზეუმთა ქსელის შექმნას და იმ პლატფორ მის საფუძვლის ჩაყრას, სადაც მოხდებოდა გამოცდილების გაზიარება. ამ ინიციატივის ფარგლებში ბერლინში, თბილისსა და მეს ტიაში მოეწყო რამდენიმე კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა თუ სემინარი. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მჭიდ რო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას შეუწყო ხელი. განსა კუთრებით აღსანიშნავია უკრაინის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული ურთიერთთა ნამშრომლობის მემორანდუმი. უკ რაინის ხელოვნების ეროვნული მუ ზეუმი ქვეყნის ერთერთი ყველაზე დიდი მუზეუმია, რომელიც თავისუფ ლების მოედანთან (ე.წ. მეიდანთან) მდებარეობს. კიევში განვითარებული მოვლენების დროს მუზეუმი ქარტე ხილების ეპიცენტრში მოექცა და მისი ხელმძღვანელები თუ უბრალო თა ნამშრომლები ოცდაოთხსაათიან რე ჟიმში იდგნენ საკუთარი მემკვიდრე ობის სადარაჯოზე. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2014 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს სამ ჯერ ეწვია უკრაინის ხელოვნების ეროვ ნული მუზეუმის თანამშრომელთა ჯგუ ფი. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ სხვადსხვა მიმართულებით გატარებული რეფორ მების გაცნობა და გამოცდილების გაზი არება. კოლექციების გადატანის, რესტრავ რაციაკონსერვაციისა და ახალ სივ რცეში განთავსების პროცესს უკრა ინელი კოლეგები გაეცნენ პროექტის „აღმოსავლური კოლექციების ახალი სიცოცხლე“ მაგალითზე. რესტავრაცია კონსერვაციის დეპარტამენტის თანამ შრომლებმა მათ გაუზიარეს კვლევის მეთოდოლგია, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმის განათლების დე პარტამენტში სტუმრები გაეცნენ მის საქ მიანობასა და მიმდინარე პროექტებს, ასევე ხელოვნების ნიმუშთა საცავისა და რესტავრაციის ცენტრის დასრულებულ პროექტს. ვიზიტის ფაგლებში უკრაინელმა კო ლეგებმა მოინახულეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი ის მუზეუმები, რომლებშიც რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრუ ლებულია, ასევე გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც განახლების პროცესი ეტაპობრი ვად მინდინარეობს. უკრაინისა და საქართველოს სახელ მწიფო მუზეუმებს შორის დაწყებული პარტნიორობა გააღრმავებს ორ ქვეყა ნას შორის არსებული კულტურული ურ თიერთობების ტრადიციებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, არამედ სამომავ ლოდ დარგის სპეციალისტებს შორის მჭიდრო და ხანგრძლივ თანამშრომ ლობას. 70

პარტნიორობა უკრაინის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან

Embed Size (px)

DESCRIPTION

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჟურნალი ,,მუზეუმი”. გამოცემა N3, 2014:პარტნიორობა უკრაინის ხელოვნების მუზეუმთან.

Citation preview

  • >

    2012

    ?

    .

    ,

    ,

    , ,

    ,

    ,

    .

    ,

    ,

    .

    ,

    ,

    .

    .

    .

    ,

    (.. )

    .

    .

    2014

    .

    .

    ,

    .

    ,

    ,

    .

    ,

    ,.

    ,

    .

    ,,

    ,

    ,

    .

    70