71
HELLADOS ნოდარ დუმბაძე - ჯემალ, სკრიპკა! - იანგული, ლაწირაკო! - ჯემალ, ქამო! - იანგული, წუწკო ბერძენო! - ჯემალ, წირპლიანო! - პატარების ყოჩო! - ვირისთავო! - ვირის მწყემსო! - გოგოების მაჩალკა! - ხულიგანო! - თბილისელო ჰარიფო! - შენი დედა ვატირე, იანგული! - იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული. ნაფოტივით თხელსა და ბეჭებგანიერს სწორი, ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი თვალები და მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. რომ იდგა, მუხლებამდე წვდებოდა უზარმაზარი ტორები. თოთხმეტი წლისა იყო. თავის ტოლ უბნის ბიჭებს შიშის ზარს სცემდა. საოცარი ჩხუბი იცოდა, ორ-სამ ბიჭს ერთად გაასილაქებდა, ხელს არ გაანძრევინებდა. კატასავით სწრაფი იყო, კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი. ზამთარ- ზაფხულ სატინის შავი ხალათით დადიოდა, მკერდგაღეღილი. ვენეციის გზატკეცილზე ცხოვრობდა, მდინარე ჩალბაშის პირას, მამამისთან ერთად. დედა ისე პატარას გარდაცვლოდა, არც კი ახსოვდა. მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, ხელისგულისოდენა ბოსტნით. ერთი ძროხა ჰყავდათ, ერთიც ნაცრისფერი ჩოკინა. რძეს, მაწონს და მწვანილს ჰყიდდნენ მეზობლებში და სოხუმის ბაზარში, იანგული არსად არ სწავლობდა, მამამისს ეხმარებოდა მეურნეობაში და ხანდახან ვირსაც დაჰყვებოდა სავაჭროდ. დანაარჩენი დრო ქუჩაში იყო გადებული. რკინიგზის გადასასვლელთა იდგა ხოლმე, სკოლიდან დაბრუნებულ ბიჭებს ჯიბეებს უჩხრეკდა, ზოგს ძალით, ზოგს ნებით, თუთუნს, ხურდა ფულს, ბრჭყვიალა ნივთებს, ჯაჭვებს, ფერად ფანქრებს, კალმისტრებს ართმევდა, მეორე დღეს იმავე ნივთებს იმავე ბიჭებთან შეღავათიან ფასებში ჰყიდდა. მერე თავიანთსავე ფულზე ეთამაშებოდა, უგებდა, ჯიბეებგატენილი ბრუნდებოდა შინ. ასე გრძელდებოდა ყოველდღე. ამ თოთხმეტი წლის დიქტატორს ყურმოჭრილ მონებად ჰყავდა მთელი ვენეციის გზატკეცილის ბიჭები და მათ შორის ჩემი დეიდაშვილი კოკაც. უბნის ყოჩი იყო იანგული. fb.com/groups/ellib

მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

  • Upload
    -

  • View
    976

  • Download
    22

Embed Size (px)

DESCRIPTION

მოიძიე წიგნებიhttps://www.facebook.com/groups/ELLIB/pdf doc ebup mobi

Citation preview

Page 1: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

HELLADOS

ნოდარ დუმბაძე

- ჯემალ, სკრიპკა!

- იანგული, ლაწირაკო!

- ჯემალ, ქამო!

- იანგული, წუწკო ბერძენო!

- ჯემალ, წირპლიანო!

- პატარების ყოჩო!

- ვირისთავო!

- ვირის მწყემსო!

- გოგოების მაჩალკა!

- ხულიგანო!

- თბილისელო ჰარიფო!

- შენი დედა ვატირე, იანგული!

- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!

სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული. ნაფოტივით

თხელსა და ბეჭებგანიერს სწორი, ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი თვალები და

მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. რომ იდგა, მუხლებამდე წვდებოდა

უზარმაზარი ტორები. თოთხმეტი წლისა იყო. თავის ტოლ უბნის ბიჭებს შიშის ზარს

სცემდა. საოცარი ჩხუბი იცოდა, ორ-სამ ბიჭს ერთად გაასილაქებდა, ხელს არ

გაანძრევინებდა. კატასავით სწრაფი იყო, კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი. ზამთარ-

ზაფხულ სატინის შავი ხალათით დადიოდა, მკერდგაღეღილი.

ვენეციის გზატკეცილზე ცხოვრობდა, მდინარე ჩალბაშის პირას, მამამისთან ერთად.

დედა ისე პატარას გარდაცვლოდა, არც კი ახსოვდა. მიწის ნაკვეთი ჰქონდათ,

ხელისგულისოდენა ბოსტნით. ერთი ძროხა ჰყავდათ, ერთიც ნაცრისფერი ჩოკინა.

რძეს, მაწონს და მწვანილს ჰყიდდნენ მეზობლებში და სოხუმის ბაზარში, იანგული

არსად არ სწავლობდა, მამამისს ეხმარებოდა მეურნეობაში და ხანდახან ვირსაც

დაჰყვებოდა სავაჭროდ. დანაარჩენი დრო ქუჩაში იყო გადებული. რკინიგზის

გადასასვლელთა იდგა ხოლმე, სკოლიდან დაბრუნებულ ბიჭებს ჯიბეებს უჩხრეკდა,

ზოგს ძალით, ზოგს ნებით, თუთუნს, ხურდა ფულს, ბრჭყვიალა ნივთებს, ჯაჭვებს,

ფერად ფანქრებს, კალმისტრებს ართმევდა, მეორე დღეს იმავე ნივთებს იმავე

ბიჭებთან შეღავათიან ფასებში ჰყიდდა. მერე თავიანთსავე ფულზე ეთამაშებოდა,

უგებდა, ჯიბეებგატენილი ბრუნდებოდა შინ.

ასე გრძელდებოდა ყოველდღე.

ამ თოთხმეტი წლის დიქტატორს ყურმოჭრილ მონებად ჰყავდა მთელი ვენეციის

გზატკეცილის ბიჭები და მათ შორის ჩემი დეიდაშვილი კოკაც.

უბნის ყოჩი იყო იანგული.

fb.com/groups/ellib

Page 2: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ჩვენი ნაცნობობა 1938 წლის შემოდგომაზე დაიწყო. დეიდაჩემმა ნინამ, ობლობა რომ

არ მეგრძნო, თბილისიდან ჩამოსული მეორე დღესვე მთელ სოხუმში

სახელგანთქმულ მუსიკის მასწავლებელ ელენა მიხაილოვნა ნავდროდსკაიასთან

მიმიყვანა და მუხლებში ჩაუვარდა:

- ობოლია, დედამისი ვიოლინოზე ატარებდა, უდედობა და ობლობა რომ არ

იგრძნოს, უარს ნუ მეტყვით; სხვას რომ ახდევინებთ, ორი იმდენი გამომართვით,

ოღონდ აიყვანეთო.

ნავროდსკაიამ ჯერ სმენა გამისინჯა, მერე ნოტების კითხვაში გამომცადა, თითებზე

დამხედა, ნიკაპის ქვეშ ხელით კოჟრი მომისინჯა, ერთხანს იყოყმანა, შემდეგ მეორე

ოთახში გავიდა. ვიოლინო გამოიტანა, სიმები მოუშალა და ააწყვეო, მითხრა.

დეიდაჩემი შეშინებული მიყურებდა და, როდესაც ვიოლინო ავაწყვე, შვებით

ამოისუნთქა.

- აბა, ახლა ბეთჰოვენის „ზაზუნა“ დაუკარი! - მითხრა ელენე მიხაილოვნამ,

სავარძელში ჩაჯდა და მოსასმენად მოემზადა. ბეთჰოვენის ხსენებაზე დეიდაჩემს

საქციელი წაუხდა.

- პატივცემულო ელენა მიხაილოვნა, იქნება სხვა, უფრო პატარა კომპოზიტორი

გეკითხათ?! - სთხოვა ნავროდსკაიას და ცხვირსახოცით შუბლზე გამოცვარული

ოფლი დაიმშრალა.

- როგორ, „ზაზუნას“ არ უკრავს? - ჰკითხა გაკვირვებულმა ნავროდსკაიამ დეიდას და

წარბები აზიდა.

მე მივხვდი, რომ დადგა ის სანატრელი ჟამი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც საშუალება

მეძლეოდა თავი დამეხსნა მუსიკის მონობის უღლისაგან, რომელშიც ექვსი წლისამ

შემაბა დედაჩემმა და უმოწყალოდ მხედნიდა, საკმარისი იყო ახლა, ამ წუთში, მეთქვა

ერთი მაგიური სიტყვა - „არა“, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ არ ვიცი

დეიდაჩემის ტანჯულმა სახემ, ნავროდსკაიას გაკვირვებულმა გამოხედვამ, ცამეტი

წლის ბავშვის განუზომელმა პატივმოყვარეობამ თუ ჩემთვის გაურკვეველმა კიდევ

რაღაც ძალამ ხელში ამაღებინა ვიოლინოს ხემი და ოთახი „ზაზუნას“ მარტივი და

განიალური მელოდიით აივსო.

როდესაც დაკვრა დავამთავრე, დეიდა ნინას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე,

ნავროდსკაიას კი სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეფინა.

...და ელენა მიხაილოვნა ნავროდსკაიამ ამიყვანა.

როდესაც შინ ვბრუნდებოდით და რკინიგზის გადასასვლელს მივუახლოვდით,

იანგული ქვაფენილზე იჯდა ფეხმორთხმული და კაკალს ამტვრევდა აგურის

ნატეხით.

- გამარჯობათ, ნინა ივანოვნა! - მიესალმა იგი დეიდას, როცა ჩავუარეთ.

- გაგიმარჯოს! - მოკლედ უპასუხა დეიდამ.

Page 3: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- კოკა სადაა? - ჰკითხა იანგულიმ.

- კოკა შენსავით უსაქმო კი არ არის, სკოლაშია! - უპასუხა დეიდამ.

- ეგ ვინღაა?

- შენი საქმე არ არის! - თქვა დეიდა ნინამ და წინ გამიგდო.

იანგულიმ გაბმულად დაუსტვინა. ჩვენ გზა განვაგრძეთ.

- ეეე, სკრიპკა! - მომესმა უცებ. გაკვირვებულმა მოვიხედე.

იანგულის ცალი თვალი მოეჭუტა, კისერი მოეღრიცა, ენა გამოეყო და მარჯვენა ხელს

მარცხენაზე ხერხივით ისობდა. მივხვდი, მე მაჯავრებდა ვიოლინოს დაკვრაში.

ბრაზისგან გული ყელში მომებჯინა.

- მაიმუნო! - დავუძახე და მუშტი მოვუღერე.

- ხვალ გამოიარე, შეშა მაქვს დასახერხი! - მიპასუხა სიცილით.

- შენ არ მოიშალე ხულიგნობა? - უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი დედაჩემმა.

- ვინ არის? - ვკითხე მე.

- ბერძნის ბიჭია, იანგული, მამიმისს რძე დააქვს ჩვენთან. არ დაგინახო მაგასთან

გავლილი, ხულიგანია, დღე და ღამე ქუჩაში გდია.

მე ისევ მოვიხედე უკან, იანგული დამტვრეულ კაკალს არჩევდა, თან გამომწვევად

მიცინოდა.

მეცამეტე სკოლაში სიარული, რომელშიც დეიდაჩემმა მომაწყო, რკინიგზის

ლიანდაგზე გავლით მიწევდა, ასე რომ ჩემი და იანგულის ყოველდღიური შეხვედრა

თითქმის გარდაუვალი შეიქმნა.

დაახლოებით ერთი თვე ყურადღებას არ მაქცევდა. იდგა უბნის ბიჭებში და, როგორც

ყოველთვის, კოჭობანას ან პაჟარობანას თამაშობდა.

ერთი კი იყო, როგორც კი თვალს მომკრავდა, იმავე წუთში, ჩემს დასანახავად, ვინმეს

ან ქუდს ჩამოაფხატავდა თვალებზე, ან პანღურს ამოჰკრავდა, თან ირიბად

გამომხედავდა.

მეც ისე ჩავუვლიდი, თითქოს ფეხებზე მეკიდა იანგულიცა და მისი მრევლიც. ისე კი

ერთი სული მქონდა, ბიჭებში გავრეულიყავი და იანგულის მსგავსად მეც მეჩვენებინა

ჩემი შნო და მარიფათი, მაგრამ ჯერ უბანში უცხო, უამხანაგო, უმეგობრო და

უდამქაშო ვიყავი, გვერდით ჩემი უმცროსი დეიდაშვილის, კოკას გარდა არავინ

Page 4: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

მომდევდა, და ამიტომ მისვლას ვერ ვბედავდი, ერთს კი ვგრძნობდი, ჩვენი

ურთიერთობა ლაღუმის პატრუქივით თანდათან იწვებოდა, პატარავდებოდა,

ფისტონს უახლოვდებოდა, და ერთ მშვენიერი დღეს იფეთქებდა.

...და ზუსტად ერთი თვის თავზე ეს დღეც დადგა.

ელენა მიხაილოვნას მოწაფე ჰყავდა. მე მოსაცდელში ვიჯექი და ჩემს რიგს ველოდი.

მრგვალ მაგიდაზე აკვარიუმი იდგა და შიგ წყალმცენარეებსა, ლამაზ ნიჟარებსა და

ქვებს შორის მარაოსავით ფარფლებგაშლილი ოქროს თევზები დასრიალებდნენ, თან

პირს სასაცილოდ აფჩენდნენ და ჰაერის ბუშტებს უშვებდნენ. რატომღაც მომეჩვენა,

რომ თევზებს სასტიკად შიოდათ და ამიტომ წრიალებდნენ. სასწრაფოდ ამოვიღე

ჯიბიდან გაზეთში გახვეული შავი პურისა და ყველის ბუტერბროდი,

წვრილწვრილად დავფშვენი და აკვარიუმში ჩავყარე, წყლის ზედაპირი შავი პურისა

და ყველის ნაფხვენებით დაიფარა. თევზები ჯერ დაფრთხნენ, ქვებსა და ნიჟარებს

ამოეფარნენ, შემდეგ, თითქოს მიხვდნენო ჩემს კეთილ განზრახვას, საფარიდან

გამოცვივდნენ და გაშმაგებით შეესივნენ საჭმელს.

უზომო კმაყოფილებით ვუმზერდი ოქროს კორიანტელს. აკვარიუმი პატარა

ოკეანესავით ღელავდა და ბობოქრობდა. თევზები თავდავიწყებით ტრიალებდნენ და

ცეკვავდნენ. მერე თანდათან უკლეს თამაშს. აკვარიუმი დაწყნარდა და დამშვიდდა.

ახლა მუცელდაბერილი და დამძიმებული ოქროს თევზები ზანტად დაცურავდნენ

მინანქრის ნიჟარებსა და ქვებს შორის, რიგრიგობით მოდიოდნენ მინის კედელთან და

თითქოს მადლობას მეუბნებიანო, კუდის ოდნავი მოძრაობით ტოკავდნენ ჩემს წინ,

უცებ ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე უფრო დიდი იყო, გულაღმა ამოტრიალდა

და ზურგზე დაიწყო ცურვა. გაკვირვებული მივჩერებოდი ამ უცნაურ სანახაობას.

მალე სხვა თევზებმაც მიბაძეს. აკვარიუმი თითქოს თავდაყირა ამოატრიალესო, ახლა

ყველა თევზი გულაღმა ცურავდა შიგ, თან გამალებით ამუშავებდნენ ლაყუჩებს...

წყალში ხელი ჩავყავი და თეევზების წაღმა გადმობრუნება ვცადე, მაგრამ ამაოდ,

ისინი კვლავ გულაღმა წვებოდნენ, შეშინებულმა სასწრაფოდ ამოვიღე ხელი

წყლიდან. მივხვდი, რომ მოხდა რაღაც საშინელება. მალე აკვარიუმში სიცოცხლე

ჩაკვდა. მოწამლული ოქროს თევზები უსულოდ ტივტივებდნენ წყლის ზედაპირზე.

ტანში შიშის ჟრუანტელმა დამიარა, ვიოლინოს ბუდეს ხელი ვსტაცე და გასაქცევად

მოვემზადე, მაგრამ უცებ კარი გაიღო და ოთახიდან ელენა მიხაილოვნა გამოვიდა.

იგი ჩემზე ადრე მოსულ მოსწავლეს მოაცილებდა, თან რაღაც დარიგებას აძლევდა.

- შემოდი! - მითხრა მან, როდესაც მოწაფე გააცილა. მე გაშეშებული ვიდექი.

- შემოდი, შემოდი! - გამიმეორა მან, მხარზე ხელი დამადო და მსუბუქად მიბიძგა

ოთახისკენ. ადგილიდან არ დავძრულვარ.

- გაკვეთილი არ იცი? - მკაცრად მკითხა ელენა მიხაილოვნამ და კვლავ რომ არ გავეცი

ხმა, გაკვირვებულმა თვალი გააყოლა ჩემს გაშტერებულ მზერას... და მოხდა ის, რისი

წარმოდგენაც მხოლოდ იქთიოლოგებს შეუძლიათ. მუხლმოკვეთილი ელენა

მიხაილოვნა სავარძელში ჩაეშვა, ტუჩები გაულურჯდა და ხმის კანკალით მკითხა:

- Ты что наделал, паршивый мальчишка?!

Page 5: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- მე არ მეგონა, ელენა მიხაილოვნა, მე მხოლოდ შავი პური და ყველი ჩავუყარე...

- Отравил! - ამოიგმინა მან სასოწარკვეთით. მერე თავი ხელებში ჩარგო და

შვილმოკლულივით აქვითინდა, მახსოვს, როგორ ვლუღლუღებდი, თავს

ვიმართლებდი და ვცდილობდი, როგორმე დამემშვიდებინა მუსიკის მასწავლებელი,

მაგრამ ყოველივე ამაო იყო... იგი ადგა, აკვარიუმთან მივიდა, სათითაოდ იღებდა

წყლიდან უსულო თევზებს, ჰკოცნიდა, კვლავ აკვარიუმში აბრუნებდა, თან საოცარი

სიტყვებით ეალერსებოდა.

- Милые мои, золотые, ненаглядные, отравили, убили вас.

მერე ჩემსკენ შემოტრიალდა, სახე შეშლილი ჰქონდა, ნიკაპი უკანკალებდა და

თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი. უცებ გაშლილი ხელი მოიქნია და

ისეთი სილა გამაწნა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ წავქცეულიყავი.

- Вон из моего дома, варвар. Чтоб твоей ноги не было больше здесь! Вон!

მე სილა და ცრემლი ერთად გადავყლაპე, ვიოლინო იღლიაში ამოვიჩარე და უხმოდ

გამოვიხურე კარი.

თავზარდაცემული, შერცხვენილი და ცოცხალ-მკვდარი მოვაბიჯებდი სახლისაკენ.

რკინიგზის გადასასვლელთან იანგული და მისი დამქაშები პაჟარობანას

თამაშობდნენ. გულმა მათკენ გამიწია. შინ მაინც არ მიმესვლებოდა. ბიჭებს რომ

დავუახლოვდი, ფეხი ავითრიე, მერე განგებ გავჩერდი და დავიხარე, ვითომ

ფეხსაცმლის თასმას ვისწორებდი.

- ეეე, სკრიპკა! - იანგულის ხმა ვიცანი. წელში გავიმართე და თვალებში შევხედე.

- რა გინდა? - ვკითხე.

- მოდი აქ! - მიმიხმო თითით.

- თუ საქმე გაქვს, თვითონ მოდი! - ვუთხარი. იანგულიმ გაკვირვებულმა გადახედა

მასზე უფრო გაკვირვებულ ქვეშევრდომებს და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ.

- შენ არ იცი, მე ვინა ვარ? - მკითხა ამაყად.

- ვიცი! - ვუპასუხე მე.

- მერე, რომ გეძახი, რატომ არ მოდიხარ?

- შენ ვინა ხარ, მე რომ მეძახი? - ვუთხარი აგდებით და ყოველი შემთხვევისათვის

ვიოლინო მიწაზე დავდე. იანგულიმ ისევ გაკვირვებით გახედა თავის ბიჭებს,

რომლებსაც თამაშისათვის თავი დაენებებინათ და ჩვენს გარშემო წრე შეეკრათ.

- იანგული, ასწავლე, ვინცა ხარ! - დაუძახა ვიღაცამ წრიდან.

Page 6: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- მიდი, უთაქე, იანგული!

- ერთი შენებური სილა აჭამე!

- ჯერ ვნახოთ, რა ბიჭიც არის! - თქვა იანგულიმ და ლოყაზე ხელი მომითათუნა.

- ნუ ბანაობ! - ვუთხარი და თავი გავწიე.

- უყურე შენ?! - გაუკვირდა იანგულის.

- მიყურე! - ვუპასუხე მე.

- პაპიროსი! - ხელი გამომიწოდა უცებ იანგულიმ.

- არ ვეწევი!

- ფული!

- არ მაქვს!

- ჯიბეები ამოიტრიალე!

- შენ თვითონ ამოიტრიალე!

ბიჭებში ჩურჩული ატყდა, იანგული დაიბნა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და

ვიოლინოსკენ დაიხია.

- ხელი აიღე! - ვუთხარი მე და ვიოლინოსკენ წავიღე ხელი, მაგრამ იანგულიმ

დამასწრო, ბუდე გახსნა, ვიოლინო ამოიღო, გამომიწოდა:

- მიდი, დაუკარი, ბიჭები გამირთე!

- არ ვუკრავ!

- მაშ, რას დაათრევ, მუქთა ვირი ხარ?

არაფერი ვუპასუხე, ვიოლინოსაკენ გავწიე, რომ გამომერთმია, იანგულიმ უკან

გადადგა ნაბიჯი და ვიოლინო ზურგს უკან დამალა.

- პეტია, ფემა, კურლიკ, პანჩო, გენა, სკრიპკას ხმა გაგიგონიათ როდესმე? - ჰკითხა

ბიჭებს. ბიჭებმა კვიცებივით დაიჭიხვინეს.

- მარტო რადიოში! - თქვა პეტიამ და ისევ დაიჭიხვინა.

- მიდი, იანგული, გაგვაგონე!

Page 7: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

სხვაზე ადრე ჩემი ვიოლინოს ხმა მე გავიგონე: იანგულიმ იგი მსუბუქად მოიქნია და

ბრტყლად დამამხო თავზე. - ზზრრრ, წკრრრ... - დაიკვნესა ვიოლინომ და შუაზე

გადაიხსნა, ქვედა ნაწილი მოწყვეტილი მკლავივით დაეკიდა ზედას და ერთხანს

კიდევ გამოსცემდა ამაზრზენ ხმას. ბიჭები მიწაზე გაგორდნენ. გული გამიჩერდა,

სისხლი თავში ამივარდა და ყურები დამიგუბდა. აღარაფერი მესმოდა, ვხედავდი

მხოლოდ მიწაზე გაგორებულ ბიჭებს, წელში გაწყვეტილ ვიოლინოს და იანგულის

ოდნავ წინ გამოწეულ გამხდარ ყბას და უცებ, რაც ძალი და ღონე მქონდა, დავკარი ამ

ყბას გაციებული მუშტი.

როდესაც კვლავ დამიბრუნდა სმენა და ცნობიერება, იანგული ქვაფნილზე იჯდა,

გაკვირვებული მიმზერდა და ყბას მარჯვენა ხელით იზელდა. სამარისებული სიჩუმე

ჩამოვარდა. მე უხმოდ შევტრიალდი და შინ წავედი.

საღამოს დამტვრეული ვიოლინოცა და მისი ყუთიც ჩვენმა მეზობელმა და იანგულის

მარჯვენა ხელმა, პეტიამ მოგვიტანა, შემოსასვლელთან დაყარა და გაიქცა.

დაიდაჩემმა ჯერ პეტია შეიცხადა, მერე ვიოლინო, მერე იანგული ალექსანდრიდი,

მერე მე და სულ ბოლოს დედაჩემი.

ახლა რომ ვიხსენებ, დეიდაჩემი დაახლოებით ასე მოსთქვამდა:

- როგორ ხარ დაგვაჯული, ისე არგასაზრდელო პეტიაა... შენ და მემწვანილე მამაშენს

რას გერჩით. თქვენ რა იცით ამ ვიოლინოს ფასი, სტრადივარიუსი და პაგანინი

მხერხავები გგონიათ... იანგული ალექსანდრიდი მყავს მოსაკლავი, მაგრამ ვირის

ყროყინზე გაზრდილ ჩოჩორს მუსიკის რა მოეთხოვებააა... ჩემს ოჯახში

ჩამოსახლებული ეს ახალი ხულიგანი მყავს მოსაკლავიიიი... სულწაწყმედილო და

უბედურო დაო ანიკო, მე ჩემი გაჭირვება არ მეყოფოდა, ეს ყაჩაღი რომ არ

დაგეტოვებინა ჩემდა სამწყემსარად. ვაი, შენს დღეს და უი, ჩემს გაჩენას...

ამ დღეს დასრულდა ჩემი მუსიკალური ოდისეა და დაიწყო ახალი ერა ჩემს

ცხოვრებაში - ბრძოლა არსებობისათვის.

მეორე დღეს იანგული და პეტია სკოლის ალაყაფთან დაგვხვდნენ მე და ჩემს

დეიდაშვილ კოკას. ერთი კი შემიქანდა გული, მაგრამ ისე ჩავუარე ორივეს, თითქოს

გუშინ არაფერი მომხდარიყოს.

- სკრიპკა! - ხმა პეტიასი იყო, მე გავჩერდი.

- უნდა გელაპარაკო! - მომიახლოვდა იანგული.

- რაზე?

- აქ უხერხულია! - თქვა მან და სკოლიდან გამოსულ ბავშვებს და მასწავლებლებს

გახედა.

Page 8: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- აბა, სად? - ვკითხე მე.

- რკინიგზის გაღმა, ხიდის ქვეშ.

- სადაც გინდა! - ვუპასუხე და გავყევი.

იანგული წინ მიდიოდა! მერე მე და კოკა. პეტია უკან მოგვდევდა მოშორებით.

ალბათ იმიტომ, რომ არ გავქცეულიყავით.

- დავიღუპეთ! - თქვა საქციელწამხდარმა კოკამ. კოკა ორი წლით პატარა იყო ჩემზე

და არაერთხელ ჰქონდა ნაჭამი იანგულის ალიყური.

- ნუ გეშინია! - დავამშვიდე, თუმცა გულახდილად რომ ვთქვა, მეც მეშინოდა.

რკინიგზის მიწაყრილზე რომ ვეშვებოდით, კოკამ გაქცევა დააპირა, მაჯაში ჩავავლე

ხელი და რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვუჭირე.

- არ გაიქცე, ბიჭო, სირცხვილია!

- შენ არ იცი მაგის ამბავი, დაგვასიებს ორივეს, - ამოიკვნესა კოკამ.

- რა მოხდა მერე, ხომ არ მოგვკლავს, - ვუთხარი მე. კოკა დასაკლავად განწირული

ხბოსავით გამომყვა.

იანგული რკინიგზის ხიდის ქვეშ დადგა. აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა. კაცის

ჭაჭანება არ ჩანდა. ჩვენც გავჩერდით.

- აჰა, მოვედი, რა გინდა? - ვკითხე იანგულის. იანგულიმ თავი ჩაღუნა, ერთხანს ასე

იყო, რაღაცას ფიქრობდა.

უცებ თავი ასწია.

- შენ გუშინ უბანში შემარცხვინე. ერთი დარტყმით დამსვი... არ ველოდი და იმიტომ

დამსვი, პასუხი იმიტომ არ მიიღე, რომ ვერ ავდექი. მინდოდა ადგომა, მაგრამ ვერ

ავდექი. - მისმა მშვიდმა და გულახდილმა ლაპარაკმა სულ გამაფუჭა. - მე ამ უბნის

ყოჩი ვარ და ყოჩად დავრჩები... - განაგრძო მან.

- მე არ მინდა შენი უბნის ყოჩობა, თავი დამანებე! - გულწრფელად ვუთხარი მეც.

- შენ რომ ჩემზე დიდი იყო, დაგანებებდი, მაგრამ შენ ჩემზე ერთი წლით პატარა ხარ,

ამიტომ ვერ დაგანებებ თავს. უბანში ორი ყოჩი არ შეიძლება, ან შენ უნდა იყო, ან მე...

- აკი გითხარი, არ მინდა ყოჩობა-მეთქი! - გავუმეორე.

- ეგრე არ გამოვა, უნდა ვიჩხუბოთ.

- ვიჩხუბოთ! - დავთანხმდი მე.

- პატიოსნად ვიჩხუბოთ! - თქვა იანგულიმ.

Page 9: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- პატიოსნად რას ჰქვია? - გამიკვირდა მე.

- არც პეტია, არც კოკა ჩხუბში არ უნდა ჩაერიონ. გონება არ იყოს, ქვა არ იყოს,

წაქცეულის ცემა არ იყოს!

- ეგრე იყოს!

- თუ მოგერიე, ხვალ იმავე უბნის ბიჭებთან გცემ, რომლებთანაც დამსვი, მერე

მოგეშვები! - გამაფრთხილა.

- ცემა მორევაზეა! - ვუთხარი მე.

არაფერი არ მიპასუხა, შავი სატინის ხალათი გაიხადა და მიწაზე დააგდო, რომ

გაიხადა და შევხედე, გულმა რეჩხი მიყო: იმხელა გაშლილი მკერდი ჰქონდა, თან

მარცხენა ძუძუს ზემოთ ლურჯი ლათინური ასოებით დასვირინგებული ჰქონდა

სიტყვა HELLADOS, რომელმაც შემაკრთო უცებ.

იანგულიმ რაღაც უთხრა პეტიას ბერძნულად. პეტია შეყოყმანდა. იანგულიმ ბრძანება

გაუმეორა. პეტიამ ორი დიდი ქვა ამოიღო ჯიბეებიდან და უხალისოდ გადაყარა.

იანგულიმ ახლა კოკას შეხედა, კოკამ ცარიელი ჯიბეები ამოიტრიალა.

- დავიწყოთ! - თქვა იანგულიმ.

- დავიწყოთ! - ვთქვი მე და ჩანთა მიწაზე დავაგდე.

ჩხუბი ორ-სამ წუთს გაგრძელდა. მე შეკრული მუშტებით ვჩხუბობდი. იანგული

გაშლილი ხელით. ჩემი დარტყმული ყრუ ხმას გამოსცემდა, მისი კი ქვეყანას

აზანზარებდა: ისეთი ლაწალუწი გაუდიოდა ჩემს ყბებზე.

პეტია ბერძნული შეძახილებით ამხნევებდა იანგულის, კოკა კი ქართულად

მკარნახობდა:

- თავი, თავი აჭამე, ჯემალ!

ვიცოდი, რომ ახლოს მისვლა და თავის ჭმევა იყო საჭირო, მაგრამ წელს ზემოთ

გახდილს რამდენჯერაც წავავლე მკლავში ხელი, იმდენჯერ დამისხლტა ოფლით

დაპოხილი, კიდევ ერთი სილა და ვიგრძენი, რომ ცხვირიდან სისხლი წამსკდა.

ვიდრე ცხვირიდან წამსკდარ სისხლს ვიხოცავდი, იანგულიმ კიდევ ერთი სილა

მაჭამა და ზუსტად ისე დავჯექი მიწაზე, როგორც გუშინ იანგული, ოღონდ იმ

განსხვავებით, რომ იანგულის გუშინ არ შეეძლო ადგომა, მე კი შემეძლო, მაგრამ ჩემს

ადგომას ფასი აღარ ჰქონდა - ჩხუბი წაგებული იყო.

იანგულიმ ერთხანს მაცალა და რომ აღარ ავდექი, ხალათის ჩაცმა დაიწყო, და მე ისევ

წავიკითხე მის მკერდზე ამოსვირინგებული HELLADOS.

Page 10: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- ხვალამდის! - მითხრა იანგულიმ და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, ზედა ტუჩი

შესივებული ჰქონდა და მარჯვენა წარბი გახეთქილი.

- ხვალამდის! - ვუპასუხე და წამოვდექი.

იანგული და პეტია მიწაყრილზე ავიდნენ და რკინიგზის ლიანდაგს გაჰყვნენ. მე და

კოკა ხიდის ქვეშ დავრჩით.

- არა უშავს, მაგასაც ბევრი მოხვდა! - დამამშვიდა კოკამ.

- სულერთია, ხვალ ვცემ! - ვთქი მე.

- ნეტავი სარკეში ჩაგახედა! - თქვა კოკამ.

- ძალიან ვარ დასიებული? - ვკითხე.

- ბულკივით! - მიპასუხა და თვალი ამარიდა.

- მაგის დედა ვატირე!

ამჯერად დაიდაჩემს არ შევუცხადებივარ. ცივი კომპრესები დამადო სახეზე. დილით

კი იანგულის მამას, ხრისტოს, ზუსტად ისე დააფშვნა მაწვნის ქილა თავზე, როგორც

იანგულიმ მე ვიოლინო და ციხეში ამოლპობას დაჰპირდა მის გათახსირებულ და

ხულიგან შვილს საბჭოთა პიონერის ასე უღმერთოდ ცემისათვის.

მეორე დღეს სკოლაში არ წავსულვარ, ჭრილობებს ვიშუშებდი. მესამე დღეს

რკინიგზის გადასასვლელი სავსე იყო უბნელი ბიჭებით. მე და კოკა რომ მივედით,

სტვენით შეგვხვდნენ.

- სკრიპკა, გაზიარეს?

- სანამ აქ მოგკლავს, არ მოეშვები?!

- შენ აქ თბილისი ხომ არ გგონია?!

მთელმა ბირჟამ იცოდა უკვე ჩემი ცემის ამბავი.

ყველა აქ იყო იანგულის გარდა. არავისთვის ხმა არ გამიცია, ჩანთა ფილაქანზე

დავაგდე, ზედ დავჯექი და იანგულის მოსვლას დაველოდე.

- იანგული მოდის! - დაიძახა უცებ ვიღაცამ.

- ახლა დაიწყება ცირკი! - თქვა მეორემ.

- გამარჯობათ! - თქვა საერთო სალამი იანგულიმ და მე რომ დამინახა ფილაქანზე

ჩამომჯდარი, გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა.

Page 11: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- იანგული, თავისი ფეხით მოვიდა ბულკი, მიდი ერთი, შეჭამე! - უთხრა პეტიამ.

- კარაქს წაუსვამ, იანგული, თუ ხიზილალას?!

იანგულიმ ლაზღანდარებს ყურადღება არ მიაქცია, ტრიბუნივით ასწია ხელი, ბრბო

დააწყნარა და ისტორიული სიტყვით მიმართა თავის ხალხს, ისე, როგორც ტომის

ბელადებს სჩვევიათ ხოლმე.

- ბიჭებო! - დაიწყო მან. - ეს მე მოგმართავთ თქვენ, ვენეციის გზატკეცილის ტომის

თავისუფალ შვილებს, მე, თქვენს მიერ არჩეული ბელადი, იანგული ალექსანდრიდი!

თქვენს წინაშე დგანან მკრთალსახიანი თბილისელი ჰარიფი და მისი დეიდაშვილი,

ჩვენი ტომის გამყიდველი და სამშობლოს მოღალატე, წკვინტლიანი კოკა. ამ

მკრთალსახიან გადამთიელს, იმის ნაცვლად, რომ ესარგებლა ჩვენი

სტუმართმოყვარეობით, დიდსულოვნებითა და სულგრძელებით, სურს

მიისაკუთროს ჩვენი კურთხეული მიწა, ზღვა, მდინარე, ოქრო, ვერცხლი, საძოვარი

და გაზონები...

- მორჩი ლაზღანდარობას! - შევაწყვეტინე სიტყვა. - უნდა მეჩხუბო!

იანგული შეჩერდა და თვალი თვალში გამიყარა.

- მე თქვენ გაჩვენებთ ახლა, როგორ კეთდება მკრთალსახიანებისაგან კატლეტი... -

განაგრძო ისევ.

- ნუ მაიმუნობ, დავიწყოთ!

- შენ ეი, წკვინტლიანო, - მიუბრუნდა იგი კოკას, - წადი, სასწრაფოში დარეკე, უთხარი

ხუთ წუთში მოვიდნენ და შენი დაინვალიდებული დეიდაშვილი წაიყვანონ! -

ბიჭებში ხარხარი ატყდა.

- დღეს შენ მოგიწევს სასწრაფოთო წაყვანა. - ვუთხარი მე და ავდექი. ბიჭებმა წრე

შეკრეს. იანგულიმ ისევ რაღაც უთხრა პეტიას ბერძნულად, პეტია შეიშმუშნა და

ქამრის შეხსნა დაიწყო. განცვიფრებული ვუყურებდი პეტიას თითის სიმსხო ღვედის

ქამარს - „ნუთუ ქამრით უნდა მცემოს?“ - გამიელვა თავში. პეტიამ ქამარი გადასცა

იანგულის და ისევ წრეში ჩადგა. იანგულიმ ამაყად მიმოიხედა გარშემო და საჯაროდ

განაცხადა:

- მე მკრთალსახიანს ორი ხელით არ ვეჩხუბები. იგი დღეს ცალი ხელით უნდა

გაილახოს. პეტია, გამოდი და შემიკარი ხელი!

ბიჭებმა აღტაცების ყიჟინა გაისმა. მე ელდა მეცა. იანგულიმ გაჭიმული მარცხენა

ხელი თეძოზე მიიდო. პეტია მოვიდა, ქამარი წელზე შემოარტყა, ისე რომ ის მარცხენა

ხელი შიგ მოაყოლა, და რაც ძალი და ღონე მქონდა გაუკრა.

- ნუ არტისტობ, ხელი ამოიღე და ისე ვიჩხუბოთ! - ვუთხარი დაკარგული ხმით.

Page 12: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- მე შენთან ორი ხელით ჩხუბს არ ვიკადრებ, - თქვა იანგულიმ. ბიჭებს კვლავ

აღტაცების ყიჟინა აღმოხდათ.

- მაშინ არ მინდა! - ვთქვი მე და ჩანთა ავიღე.

- გეშინია? - მკითხა იანგულიმ.

- კი არ მეშინია, არ მინდა. ხელი ამოიღე და ისედაც გცემ!

- მეჩხუბე, თორემ გცემ! - თქვა გაღიზიანებით იანგულიმ.

- მიდი, დასვი! - წამჩურჩულა კოკამ. მე ჯიუტად გავიქნიე თავი. მაშინ იანგული

მომიახლოვდა და სილა გამაწნა. სახეზე ისე წამეკიდა ცეცხლი, თითქოს მდუღარე

შემასხესო, მაგრამ ხელი არ შევუბრუნე. იანგულიმ მეორედ გამაწნა სილა, მერე

მესამედ, შევატყვე, გამეტებით არ მირტყამდა, ეს უფრო გასილაქებას ჰგავდა, ვიდრე

ჩხუბს. და მაინც რომ არ შევუბრუნე ხელი, იანგული გაჩერდა. მე შევტრიალდი და

წრიდან გავედი, ბიჭები უხმოდ ჩამომეცალნენ.

- ეე, სკრიპკა! - მომესმა ზურგს უკან პეტიას ხმა, და უცებ გავიგონე გაშლილი ხელის

საშინელი ლაწანი: ეს უკვე პეტიას ყბაზე გაღებული იანგულის ხელის ხმა იყო.

უკან არ მიმიხედავს, რადგან ვტიროდი და არ მინდოდა ბიჭებს ჩემი ცრემლი

დაენახათ. ერთს კი მივხვდი - დღევანდელი ჩხუბი იანგულიმ წააგო.

მეორე დღეს, სისხამ დილით, ალექსანდრიდების ეზოს ჭიშკართან ვიდექი. ხრისტო

ალექსანდრიდი ვირს კაზმავდა პატარა თავლსათან. იანგული ეხმარებოდა, რომ

დამინახა, ვირი მიატოვა და ჭიშკარს მოადგა.

- საჩივლელად მოხვედი? - მკითხა მან და თვალი მამისკენ გააპარა. მამამისი

ზურგშექცევით იდგა და ვერ მხედავდა.

- საჩხუბრად! - ვუპასუხე მე.

- ვინ არის? - დაუძახა მამამისმა, ისე რომ არ მოუხედავს.

- ამხანაგია ჩემი.

- იანგულის არ სცალია, ბაზარში მიდის! - მოიხედა ხრისტომ. უცებ მიცნო და

გაუკვირდა: - შერიგდით?

- შევრიგდით! - ვუპასუხე მე.

- ეგრე არ ჯობია? ორივე კარგი ბიჭები ხართ! - გაუხარდა ხრისტოს და ეზოში

შემიპატიჟა.

Page 13: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- მეჩქარება, - ვუპასუხე, მერე იანგულის მივუბრუნდი: - როდის დაბრუნდები

ბაზრიდან?

- საღამოს!

- რკინიგზის ხიდის ქვეშ დაგელოდები! - ვუთხარი და წავედი.

საღამოს ხიდის ქვეშ ველოდი იანგულის. იგი მოვიდა. ხმა არ გაუცია ჩემთვის, ვირი

ადამიების ღობეს მიაბა, ხალათი გაიხადა, ვირის კეხზე გადაჰკიდა და მე კვლავ

წავიკითხე მის გაშლილ მკერდზე მაგიური სიტყვა HELLADOS.

დღეს ჩვენი ჩხუბის მოწმე მხოლოდ ვირი იყო.

ჩხუბი ამჯერად უფრო დიდხანს გაგრძელდა. პირველმა იანგულიმ დამარტყა,

როგორც არ ვეცადე, მაგრამ მაინც დამასწრო. არ წავქცეულვარ, მხოლოდ

წავიფორთხილე. მეორე რომ მომიქნია, თავი უკან გადავწიე და მისმა გაშლილმა

ხელმა შხუილით ჩამიქროლა ცხვირწინ. მოქნეული, ისე ძლიერად იყო, იანგულიმ

თავი ვერ შეიკავა, ინერციამ ოდნავ შეატრიალა და ახლა იგი გვერდულას იდგა ჩემს

წინ, მისი ყბა ზუსტად ისე დაეკიდა ჰაერში, როგორც მაშინ, პირველი ჩხუბის დროს;

და ვიდრე კვლავ შემოტრიალდებოდა, რაც ძალი და ღონე მქონდა, მუშტი ყბაში

მოვდე. იანგული სახით სილაში ჩაემხო. ერთხანს გაუნძრევლად იდო. არ მეგონა, თუ

ადგებოდა, მაგრამ უცებ წამოხტა და საოცარი სისწრაფით გამოქანდა ჩემსკენ. მისი

გაშილილი ხელი და ჩემი მუშტი ერთდროულად მოხვდა მიზანს, მე დავრეტიანდი,

ცალ მუხლზე დავიჩოქე და უნებურად სახეზე ხელები ავიფარე. ხელები რომ

მოვიცილე და თვალი გავახილე, იანგული ზუსტად ისეთივე პოზაში იყო ჩაჩოქილი,

როგორც მე, და გახეთქილი ტუჩიდან სისხლს იხოცავდა. ხელებზე დავიხედე და

მივხვდი, რომ მეც მჟონავდა სისხლი ცხვირიდან. თავს ძალა დავატანე და წამოვდექი.

წამოდგა იანგულიც.

დიდხანს ვუცქეროდით ერთმანეთს უხმოდ. მე მისი მძიმე და ღრმა სუნთქვა

მესმოდა, ალბათ იმას - ჩემი. ყოველ წუთს ველოდი თავდასხმას. მაგრამ საოცარი ის

იყო, ჩხუბის აღარც ხალისი მქონდა, აღარც სურვილი. რაღაც შინაგანი კმაყოფილება

დამეუფლა. მივხვდი, რომ დღეიდან იანგული ვეღარასოდეს დამჩაგრავდა.

- გვეყოფა! - თქვა იანგულიმ და მკლავები ჩემოუშვა.

- გვეყოფა! - ვთქვი მეც და შვებით ამოვისუნთქე. ოღონდ ხვალ ბიჭებთან უნდა

ვიჩხუბოთ! - დავაყოლე ყოველი შემთხვევისთვის.

- არ გინდა, ბიჭებს მე ვეტყვი, რომ მაგარი ხარ, ოღონდ ყოჩობას ვერ დაგითმობ. -

ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა მან.

- არც მინდა! - ვთქვი მე.

- თუ გინდა, მეორე ყოჩი იყავი! - შემომთავაზე მოადგილეობა.

Page 14: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- არ მინდა, შენ შენთვის, მე ჩემთვის! - ვიუარე ისევ, შემოვტრიალდი და წამოვედი.

- მოიცა! - მითხრა მან. მე გავჩერდი. - ასე არ ივარგებს. ყოველდღე ხომ არ ვიჩხუბებთ,

მოდი ხვალიდან ვაგინოთ ერთმანეთს, ვინც აჯობებს, იმის იყოს!

- იმისი იყოს! - დავთანხმდი.

მეორე დღეს მე და იანგული კვლავ ბიჭების წრეში ვიდექით და უშვერი სიტყვებით

ვამკობდით ერთმანეთს.

- ჯემალ, ვირისთავო!

- იანგული, ბერძენო მემწვანილე!

- თბილისელო სირისტიანო!

- ლაწირაკო!

- წვინტლიანო!

- ვირის მწყემსო!

- ჩოჩორო!

- მჟავე კიტრო!

- კამბოლა!

- ღორჯო!

- მედუზა!

- კრეტინო!

- პაგანინო!

სალანძღავი სიტყვების არსენალი შეუმჩნევლად შემომელია და გავჩერდი, იანგული

მელოდებოდა, რადგან ჩემი ჯერი იყო.

- მიდი, თორემ წააგე! - იდაყვი გამკრა კოკამ.

- გამითავდა! - ვუთხარი მე.

- დედა შეაგინე! - შემახსენა მან.

- დედის გინება არ მოდის.

Page 15: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- „დედა ვატირე“ რა გინებაა?

- ეგ რუსულად არ ვიცი!

- ქართულად შეაგინე, ვერ გაიგებს! - არ მომეშვა კოკა და შემაცდინა.

- იანგული, შენი დედა ვატირე! - ვთქვი ქართულად და პასუხის მოლოდინში გული

შემეკუმშა.

- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! - მიპასუხა იანგულიმ. მივხვდი, რომ ისიც

დედას მაგინებდა, მაგრამ ისე ლამაზად ამბობდა, ავე-მარიასავით მეყურებოდა და

გინება გავიმეორე:

- შენი დედა ვატირე, იანგული!

- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! - გაიმეორა მან სიმღერასავით.

ასე გრძელდებოდა მთელი ნახევარი წელიწადი, მერე ვნებები დაცხრა. მე და

იანგულიმ გინებათა არსენალი თითო ყველაზე მნიშვნელოვან გინებამდე

დავიყვანეთ და შეხვედრისას თითქოს ვესალმებოდით, ხელის აწევით გავძახოდით

ერთმანეთს"

მე: - შენი დედა ვატირე, იანგული.

ის: - იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!

მზიანი დღე იყო. მე და კოკა სკოლიდან ვბრუნდებოდით. რკინიგზის

გადასასვლელთან რომ მივედით, იანგული, როგორც ყოველთვის, უბნის ბიჭებს

პაჟარობანას ეთამაშებოდა. დამინახა თუ არა, თამაშს თავი დაანება და ჩემსკენ

წამოვიდა, არ დამასწროს-მეთქი და გინება გზაზე შევაგებე.

- იანგული, შენი დედა ვატირე! - იანგული მონუსხულივით შედგა და თვალებში

შემომხედა. დიდხანს ველოდი პასუხს, მაგრამ იანგული ხმას არ იღებდა.

- შენი დედა ვატირე, იანგული! - გავიმეორე მე.

იანგულიმ თავი დახარა, შეტრიალდა და ასე თავდახრილი ნელი ნაბიჯით წავიდა. მე

გაკვირვებული ვუქცეროდი სახლისაკენ მიმავალ იანგულის.

- ნახე, როგორ გაიძურწა, გათავდა მაგის ყოჩობა! - ვუთხარი კოკას.

- გათავდა კი არა, ახლა დაიწყო! - მიპასუხა კოკამ და ცალყბად გაიღიმა.

Page 16: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- როგორ?

- გაჯობა და ისე.

- მაშ, რატომ არ შემაგინა?

- გუშინ მკითხა, ჯემალის დედა სად არისო. მე ვუთხარი, აღარ არის-მეთქი, იმიტომ

არ შეგაგინა, - თქვა კოკამ.

ელდა მეცა.

- რატომ გუშინ არ მითხარი, ლაწირაკო!

- მე რა ვიცოდი!.. - თავი ჩაღუნა კოკამ.

- იანგული! - დავუძახე მე, მაგრამ იანგული უკვე შორს იყო და ან ვერ გაიგონა ჩემი

ძახილი, ან გაიგონა და არ მოიხედა.

იმ დღიდან იგი ერთი ათად გაიზარდა ჩემს თვალში. ჩვენს შორის სამუდამოდ

დამთავრდა ომი და ქიშპობა, მაგრამ მე და აინგული დიდი მეგობრები მაინც არ

გავმხდარვართ. შეხვედრისას უბრალოდ ხელის აწევითა და ღიმილით

ვესალმებოდით ერთმანეთს და თუ მამამისის მაგივრად რძეს ან მაწონს მოგვიტანდა

ხოლმე ვირით, მაშინ თუ გავესაუბრებოდით ერთმანეთს უნებურად ან რძის და

მაწონის ფასის, ან მამამისის ან მწვანილის ან ვირის თაობაზე. ეს იყო და ეს.

ერთ დღეს იანგულიმ რძე მოიტანა, მე ეზოში შევეგებე, რომ შევხედე, ძლივს ვიცანი,

ისე ჰქონდა სახე შეშუპებული და თვალის უპეები ჩალურჯებული.

- რა მოგივიდა? - ვკითხე გაკვირვებულმა.

წარმოუდგენელი იყო, იანგული ასე ეცემა უბანში ვინმეს, აშაკარად მასზე უფროსის

ნახელავი იყო.

- არაფერი! - მიპასუხა მან და თვალი ამარიდა.

- მაგარი ნაცემი ხარ! - ვუთხარი მე.

- არა უშავს! - თქვა მან და გაიღიმა.

- თქვი, ვინ არის, თუ მარტო ვერ მოერიე, მე წამოგყვები! - ვუთხარი. იანგულიმ

უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.

- ვირი აქ დააბი და ახლავე წავიდეთ, - არ მოვეშვი მე. რძიანი ქილა კიბეზე დავდგი

და გასაყოლად მოვემზადე.

- არ გინდა, ვერ მოვერევით! - მწარედ გაიღიმა მან.

Page 17: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- ვინ? მე და შენ ვერ მოვერევით? - გავიქაჩე მე.

- ვერც მე და შენ, და ვერც მთელი ვენეციის გზატკეცილი...

- ასეთი ვინ არის? - შევცბი.

- მამაჩემი! - თქვა იანგულიმ.

- მამაშენი?

- ჰო, მამაჩემი.

- ასე როგორ გაგიმეტა? - ვკითხე გაკვირვებულმა და შეშუპებულ ლოყაზე ხელი

დავადე.

- ჩემი ბრალია!

- რა დააშავე?

- სამ დღეში სოხუმში საბერძნეთიდან გემი ჩამოდის. ჩვენი თემის ბერძნები ელადაში

ბრუნდებიან. მამაჩემიც... - იანგული გაჩუმდა.

- მერე? - ვკითხე მე.

- მერე არაფერი, მე არ მივყვები, არ მინდა წასვლა... მამა ამბობს, რომ იქ ჩვენი

სამშობლოა, მშობლიური მიწა, დიდებული ელადა... მამა-პაპათა სისხლი გვეძახის და

მოვალენი ვართ წავიდეთო...

- მერედა რატომ არ მიყვები? - გულწრფელად გამიკვირდა მე.

იანგული დიდხანს სდუმდა თავჩაღუნული და ვირს აცქვეტილ ყურებს უუთოვებდა.

ყურები იანგულის ხელის ყოველ დასმაზე მორჩილად წვებოდნენ, მაგრამ შემდეგ

უცნაური სიჯიუტით კვლავ წამოხტებოდნენ და ცქვიტად დგებოდნენ. თითქოს

ჩვენს საუბარს უგდებდნენ ყურს და ეშინოდათ, რაიმე სიტყვა არ გამოგვრჩესო.

- როგორ აგიხსნა... - თქვა ბოლოს იანგულიმ. - მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი

მთელი დღე ან ბოსტანშია, ან საშოვარზე. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე,

ქუჩაში... ჩემი ელადა, ჩემი სამშობლო სოხუმია, ვენეციის გზატკეცილი, ჩალბაში,

კოკა, პეტია, კურლიკა, ფემა... შავი ზღვა, ჩემი ვირი, რკინიგზის ხიდი... - იანგული

ცოტათი შეყოვნდა. მერე ისევ განაგრძო: - მიდა... მიდა და შენც... - სახელი „მიდა“

იანგულიმ პირველად ახსენა ჩემთან, მაგრამ არ მიკითხავს, მიდა ვინ არის-მეთქი,

რადგან კოკასაგან ვიცოდი: მიდა აფხაზზე გათხოვილი ბერძენი ქალი იყოს შვილი

იყო. მიდაზე ლამაზი გოგო სოხუმში არ დადიოდა და ეს გოგო იანგულის უყვარდა.

- გაიგე ახლა? - მკითხა იანგულიმ და თვალებში შემომხედა. მე ტანში ჟრუანტელმა

დამიარა. ასეთი სიტყვები ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმოდა.

Page 18: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- კი მაგრამ ეგ რაღაა? - ვკითხე. მკერდზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად

ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე ხმამაღლა.

- ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო

შიგნით... - თქვა იანგულიმ და ხელი მკერდზე დაიდო. მე ყელში გაჩხერილი

მუშტისოდენა ბურთი გადავყლაპე და ვიდრე რამეს ვუპასუხებდი, იანგულიმ ვირს

ხელი მოჰკიდა, აღვირი მოქაჩა და ეზოდან გავიდა.

მესამე დღეს, სისხამ დილით, იანგული ჩვენს ეზოში იდგა. თან უებლო ვირი

მოეყვანა.

- მამამ ყველაფერი გაყიდა: ძროხა, სახლი, კარი. ვირს არავინ არ ყიდულობს. თქვენი

ხალხი ვირის ყოლას სამარცხვინოდ თვლის, ვირი კი ძალიან საყვარელი ცხოველია...

მუშა, უწყინარი... ქუჩაში ხომ არ დავტოვებ, ან ვის დავუტოვო, ბერძნები ყველა

მივდივართ... ძალიან ადვილი მოსავლელია, ერთი მუჭა ბალახი ჰყოფნის... ნაწყვეტ-

ნაწყვეტ ლაპარაკობდა, თან ვირს ყელზე უსვამდა ხელს და ცრემლებს ყლაპავდა.

- მიდიხარ?

- მივდივარ. ხომ დაიტოვებ?

- დავიტოვებ!

- არ გააგდო სახლიდან!

- არა, იანგული!

- ნინა ივანოვნას სთხოვე, არ გააგდოს!

- ვთხოვ, იანგული!

- კოკა მოგეხმარება, ამის მოვლას რა უნდა...

- არაფერი, იანგული.

- სულ ერთი მუჭა ბალახი ჰყოფნის.

- ჰო, იანგული!

- აპოლონი ჰქვია!

- ვიცი, იანგული!

- მოეფერე ხოლმე!

- კი, იანგული!

Page 19: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- წავედი ახლა, გემი საღამოს გადის!

- წადი, იანგული.

- მშვიდობით, ჯემალო!

- პორტში მოვალ, იანგული!

იანგული გადამეხვია, დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული. მერე უცებ ხელი გამიშვა

და გაიქცა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. გაიქცა უკანმოუხედავად, ისე, თითქოს რაღაც

საშინელსა და შემზარავს გაურბოდა.

საღამოს მთელი სოხუმი პორტში იყო გამოსული.

იყო ბევრი ყვავილები, ორკესტრიც, ტაშ-ფანდურიც, ცხვირსახოცების ფრიალიც,

მადლობა, ნახვამდის, მშვიდობით, მაგრამ ყველაფერზე მეტი მაინც ცრემლი იყო.

სოხუმის მოქალაქენი თავისი სხეულის ნაწილს, თავის სისხლს და ხორცს - ბერძნებს

აცილებდნენ. ბერძნები უკვე ასულიყვნენ გემზე. ღრუბელივით თეთრ და ქათქათა

„პოსეიდონზე“ და იქიდან გვიყვიროდნენ ხელების ქნევით რაღაცას, ზოგს

ბერძნულად, ზოგს რუსულად, ზოგს აფხაზურად, ზოგს სომხურად, ზოგს

ქართულად... უზარმაზარი თეთრი „პოსეიდონი“ კიჩოთი ნაპირისკენ იდგა. ზღვა

ოდნავ ღელავდა და გემი ისე ირწეოდა და იქნევდა თავს, თითქოს თვითონაც

გვემშვიდობებოდა.

მე სხვა ბავშვებთან ერთად პირსის მოაჯირს მიჭყლეტილი, თვალებს ვაცეცებდი და

გემის ქიმზე გადმოფენილ ბერძნებში იანგულის დავეძებდი. უცებ თვალი მოვკარი.

მას კვლავ შავი სატინის ხალათი ეცვა. მკერდზე გაღეღილი. იანგული მამამისის წინ

იდგა და მომეჩვენა, რომ მამამისს ხელით ეჭირა.

- იანგული! - იანგული! - ვიკივლე მე და ხელების ქნევა დავიწყე. იგი დიდხანს,

დიდხანს დამეძებდა ბრბოში, ბოლოს ეტყობა ხმით მომაგნო და რომ დამინახა, ორივე

ხელი მაღლა აღმართა.

- იანგული, იანგული, მშვიდობით!

- ჯემალო, ეღო აღაპო ი მანა სუ!

ჯემალო, მე მიყვარს დედაშენი! - მეძახდა იგი ბერძნულად და მე კვლავ მომეჩვენა,

რომ იგი მღეროდა, მე ვერ გავუძელი მის ხმასა და ცქერას, გემს ზურგი შევაქციე და

ატირებული შინ წამოვედი.

Page 20: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

მესამე დღეს, მდინარე კელასურის შესართავთან, ზღვამ ახალგაზრდა ბიჭის სხეული

გამორიყა. უფრო სწორად, იგი სტარავერმა მებადურებმა გამოიტანეს და როდესაც

სილაზე დაასვენეს, იქვე მობანავე ბიჭებს დაგვიძახეს გვამის ამოსაცნობად. ბიჭს სახე

წაშლილი ჰქონდა. ვერავინ ვერ იცნო იგი. მხოლოდ მე, მე ვიცანი, როდესაც

თავზარდაცემულმა მის გაშლილ მკერდზე ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS

წავიკითხე. უკანმოუხედავად და სულმოუთქმელად გავირბინე პლაჟი, სანაპირო,

რკინიგზის ლიანდაგი, ვენეციის გზატკეცილი და შეშლილივით შევვარდი სახლში...

- რა მოგივიდა, ბიჭო? - მკითხა გულამოვარდნილს შეშინებულმა დეიდაჩემმა.

- დეიდა ნინა... იანგული დაბრუნდა... - ვუთხარი მე. მერე დავიჩოქე მის წინ,

კალთაში თავი ჩავუდე და მწარედ ავტირდი.

Page 21: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

დიდრო

სხვამ რომ ჩინ-მედლები ჩამოიტანა რუსეთ-იაპონიის ომიდან, ედემიკა ვეშაპიძემ

პორტ-არტურიდან მამალი ათაშანგი ჩამოიტანა, მერე თავის და დაფინო აფხაზავას

ტვინგაწყალებულ ნაყოფს დიდრო დაარქვა და ვითომ აქ არაფერიაო, ისე დაიკრიფა

გულზე ხელი და ისე ათრევია თავი ოთხ მუტრუკს კონცხოულას სასაფლაოზე.

ობლად დარჩენილმა დიდრომ, თავის მხრივ დედა უტირა თავისი დიდი სეხნიის,

ფრანგი განმანათლებლის დენი დიდროს მოძღვრებას ადამიანის თანდაყოლილი

ნიჭის შესახებ და სადღაც ორჯერ ორსა და სამჯერ სამს შორის რომ ღობეა, იმაში

გაეკვეხა თავით სამუდამოდ.

- ეუ! დიდროია, პორტ-არტურის შპიონო!

- ეუ! დიდროია, იოამას ნაბიჭვარო! - გაჰკივიან სუფსის ჭალაში გუთურელი ბიჭები

და სიცილით ასკდებიან ერთმანეთს.

- დადექით, თუ ბიჭები ხართ, თქვე შობელგაღლეტილებო. და გიტირებთ დედის

სულს! - ბღავის დიდრო და მოღერებული ქვით დასდევს ჭალაში გაფანტულ ბიჭებს.

- დიდროია ბურძგალა!

- დიდროია ხაბაკა!

- დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს

გუთურელი ბიჭები და მერე სამგელიას მორევში იგრილებენ გახურებულ ბეჭებსა და

ცხელ ქვიშაზე სირბილით დაფუფქულ ფეხისგულებს.

ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დიდროიას მოღერებული ქვა ესროლოს ბავშვებისათვის,

მოიქნევს ხელს, მერე იმ მოქნეულ ხელს შუაგზაზე მოთოკავს, ისე დახედავს იმ რიყის

ქვას, თითქოს ქვა კი არა, მარგალიტი იყოს და სასოებით ჩაიდებს დაკონკილ

შარვლის ჯიბეში.

დიდრო და დიდროსნაირი სახელები ვის გაჰკვირვებია გურიაში. მარტო გუთურში

სამამულო ომამადე 4 ოტელი, 8 ჰამლეტი, 7 შექსპირი, 5 დეზდემონა და 3 ოფელია

ცხოვრობდა, მაგრამ წივილ-კივილითა და ჟივილ-ხივილით არავინ დადევნებია.

დიდრო სხვა იყო. დიდრო, გარდა იმისა რომ დიდრო იყო, კიდევ ბურძალა იყო,

ხაბაკა იყო და ქაფურა იყო.

ბურძგალა იმიტომ იყო დიდრო, რომ თმა ჰქონდა ზღარბივით აბურძგნული და,

გარდა ამისა, ნიძლავზე, ხიდან ჩამოგდბეულ წაბლს ბურძგალას შიშველი ფეხით

აცლიდა.

ხაბაკა იმიტომ იყო დიდრო, რომ მაგაზე მეტ სიმძიმეს კაცი ვერ წევდა. რამდენჯერ

მინახავს, როგორ მიაცილებდა სამ მანეთად ან მანეთად ორივე მხარზე

ხურჯინებგადაკიდებული და გაძეძგილი კალათებით მკლავებდაწყვეტილი დიდრო

სოფლიდან რაიონულ ცენტრში ვიღაცას. კაცი ან გამოუცდელი ან ხვადაგი უნდა

Page 22: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ყოფილიყო, ასეთ დროს დიდროს რომ მისალმებოდა. მე შენ გეტყვი, არ

გაგიჩერდებოდა, ბარგს ჩამოდგამდა, ჩამოჯდებოდა, დაისვენებდა და ისე

გამოგელაპარაკებოდა. დადგებოდა ასე აქლემივით დატვირთული,

კისერწაგრძელებული, თვალებგადმოკარკლული და გაგიბამდა მუსაიფს.

- ვისი ხარ შენ, კი ვერ გიცანი!

- მე ვარ ნოდარი, ქიშვარდის ბადიში!

- აუ, რა კატლეტს მაჭმევდა უფასოდ ბაბუაშენი გუთურის სასადილოში პოვრად რომ

მუშაობდა. საიდან მოდიხარ?

- ქალაქიდან.

- ხომაა მშვიდობა?

- კი.

- რამდენი დღით ჩამოდი?

- ერთი კვირით.

- აუ, რას დამგვანებიხარ, ბიჭო! ერთი კვირა გამოგაკეთებს შენ?

- დიდროია, გამოადგი ფეხი, მაგვიანდება ავტობუსზე! - აჩქარებს ბარგის პატრონი.

- მაცალე, ბიჭო, კაცთან ლაპარაკი. თვარა დაგიყრი ამ ხაბაკს აგერ შარაზე და

გადაიხიე ის შენი სამი მანეთი თავზე! - აფრთხიელბს ბარგის პატრონს, - ლადიკოს

ბიჭია, კალანდაძის, - მაცნობს შემდეგ მე.

- ვიცნობ, დიდრო!

- აუ, რა გაუხარდება მამიდაშენს ახლა შენი დანახვა! გაიგებდი ალბათ, გველმა რომ

უკბინა თამაზის, შენს მამიდაშვილს!

- აქ არ ვიყავი, დიდროია, მაშინ? - გავახსენე დიდროს.

- ისიც გეცოდინება, აბა, ჯარში რომ წაიყვანეს!

- მაგიც ვიცი!

- ყველაფერი თუ იცოდი, რაღას მოდიოდი, ვერ დარჩი ქალაქში? - ეწყინა დიდროს.

- გავბრუნდები, აბა, უკან, რადგან ასეა! - ვეუბნები დიდროს.

- ფეხი არ მოიცვალო აქედან, მივურბენიებ ამ გლახას ამ ხაბაკს ავტობუსამდე და ამ

წუთში აქ გავჩნდები! - მეუბნება დიდრო და ძუნძულით გარბის. მერე უცებ

Page 23: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ტრიალდება მე მეხვეწება: - არ დამიძახო ბიჭო, ახლა, დიდროია ხაბაკაო, და რომ

მოვბრუნდები, უფულოდ წაგიღებ მაგ ჩემოდანს სოფელში. მაინც იქით მაქვს გზაი.

ყელში მობჯენილ ბურთს ძლივს ვაბრუნებ უკან და ღიმილით ვუქნევ თავს

დიდროიას. ღიმილს ვამბობ, თორემ ვაი ასეთ ღიმილს, ერთი ტირილი ქვეყანას

მირჩევნია. მერე ჩემოდანს ვდგამ გზის პირას, ზედ ვჯდები და ძუნძულით მიმავალ

დიდროიას ველოდები.

რაც შეეხება ზედმეტ სახელს „ქაფურას“, იგი ამ სამი წლის წინ შეერქვა დიდროს ჩემი

თანდასწრებით.

საზაფხულო არდადეგებზე გახლდით ჩასული სოფელში. კვირა დღე იყო. მთელ

გუთურელ ლაზღანდარებს საპარიკმახეროში მოეყარათ თავი და გაფაციცებით

ადევნებდნენ თვალყურს დალაქ ექვთიმე ყვაპუტასა და დიდროს პაექრობას.

საპარიკმახეროში რომ შევედი, პაექრობა კარგა ხნის დაწყებული იყო და ჩემთვის

ყურადღება არავის მოიქცევია.

- დიდრო ბატონო, კიდევ ერთი ამოცანა მკითხე და თუ ვერ ამოვხსენი, მთელი თვე

უფასოდ გპარსავ. - ეხვეწებოდა ექვთიმე ყვაპუტა დიდროს (ექვთიმეს - „ყვაპუტას“

მისი მორჩილი ტანისა და სიმსუქნის გამოე ეძახდნენ. მთელ სოფელში ექვთიმე

ერთადერთი კაცი იყო, რომელიც დიდროს ბატონობით ელაპარაკებოდა. დიდრო, რა

თქმა უნდა, დაცინვას ვერ ხვდებოდა და „ბატონოს“ ღირსეულად იფერებდა).

- კარგი, აბა, თვითონ, ბატონო ექვთიმე, მითხარი მე შენ, ორი ქვეყნის: ამერიკისა და

იაპონიის საზღვარზე მამალი ზის ღობეზე, თავი იქით აქვს - იაპონიის საზღვარზე,

და კუდი აქეთ - ამერიკისკენ. დადვა უცებ მამალმა კვერცხი ზედ შუა საზღვარზე,

რომლისაა კვერცხი - ამერიკისა თუ იაპონიის? - ჰკითხა დიდრომ და პასუხის

მოლოდნში თვალები მოწკურა.

- ამერიკის! - დაიძახა ვითომ გახარებულმა ექვთიმემ.

- რატომ? - ჰკითხა ირონიულად დიდრომ.

- იმიტომ, რომ კუდი ამერიკისკენ აქვს, დიდრო ბატონო! - დაასაბუთა ყვაპუტამ.

- მაგი არაფერს არ ნიშნავს. - ჩაუყარა წყალში ნაშრომი დიდრომ.

- იაპონიისაა კვერცხი! - დაიხია უკან ექვთიმემ. (ეს ცნობილი ამოცანა ლაფსუსია,

ჯერძოდ ის, რომ მამალი კვერცხს არ დებს, დიდროს არ მოსწონს, რადგან მთელმა

მსოფლიომ იცის მისი ამოხსნა. დიდროს სხვა, ახალი, უფრო საინტერესო და

მოულოდნელი ფინალი აქვს მომზადებული).

- ვაი, შენ აბდალა, სადა აქვს ამერიკას და იაპონიას საზღვარი? - ჰკითხა დაცინვით

დიდრომ ექვთიმე ყვაპუტას.

Page 24: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

საპარიკმახერო შეაზანზარა სიცილმა.

- შენი ყოფილა, ბატონო დიდრო, ქვეყანა და ესაა. - გაშალა ხელები წაგებულმა

ექვთიმემ. - მაინც სად ისწავლე ეს ამოცანა?..

- სად და, პორტ-არტურში! - ისე თქვა დიდრომ, თითქოს გუშინ დაბრუნებულიყოს

იქიდან.

- როდის მოასწარი, დიდრო ბატონო, პორტ-არტურში ყოფნა?

- მე და მამაჩემი სად ვიყავით აბა, ცხრაას ოთხში? - ჰკითხა თავის მხრივ დიდრომ.

- დედაშენი სად იყო მაშინ?

- რა უნდა ველაპარაკო ამ აბდალას, - მოგვიბრუნდა ჩვენ დიდრო. - მამაჩემმა მერე არ

შეირთო დედაჩემი, პორტ-არტურიდან რომ დაბრუნდა?

ყველამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- შენ სად იყავი მაშინ, დიდრო ბატონო? - ჩასდია ქვესკნელში ყვაპუტამ.

- სად ვიყავი და, მამაჩემში!?

- მახსოვრობა მაქვსო, ამან უნდა თქვას! - შეაქო ყვაპუტამ და უცებ უზომოდ

შეწუხებული ხმით სთხოვა გახარებულ დიდროს: - დიდრო ბატონო, რაღაც

ნასიცხარს გავხარ, აბა, ერთი ენა გამოყავი გარეთ!

შეშინებულმა დიდრომ ჯერ ჩვენ შემოგვხედა, შემდეგ მორცხვად გამოყო ენის წვერი

და დაელმებულმა დახედა ზედ.

- მაგაზე რა შეგატყო, დიდრო ბატონო, გამოიმეტე მაგი ენა კიდევ ცოტა, შენ კაცო!.. -

უსაყვედურა ექვთიმემ.

დიდრომ თვალები გადმოქაჩა, უზარმაზარი ენა გადმოაგდო ცოფიანი ძაღლივით და

სწორედ მაშინ დაუსვა ექვთიმე ყვაპუტამ იმ ერთ მტკაველზე გადმოგდებულ ენაზე

გაქაფული ფუნჯი.

- ეუო! - ამოიგმინა დიდრომ, მაგრამ ქაფით გამოტენილი პირი რომ ვერ დახურა,

გულზე აფარებული ჭუჭყიანი ზეწარი ჩაიბუშტა პირში და ზმუილით გავარდა

გარეთ, გავარდა და... სწორედ იმ დღიდან მიემატა დიდროს კიდევ ერთი ზედმეტი

სახელი. სწორედ იმ დღიდან გახდა დიდრო დიდროია ქაფურა.

- ეუ, დიდროია ქაფურა, შე პორტ-არტურის შპიონო!

- ეუ, დიდროია ქაფურა, შე იოამას ნაბიჭვარო!

Page 25: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- ეუ, დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან იმ დღიდან გეთურელი ბიჭები სუფსის ჭალაში

ძუნძულით მიმავალ დიდროს და ერთმანეთს ასკდებიან სიცილით.

. . . . . . . . . . . .

ამბავი რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, შარშან მოხდა. გაზაფხულზე სოფელში

ვიყავი სამი დღით ჩასული, ოდაზე კრამიტის გამოცვლაში უნდა მივხმარებოდი

მამიდაჩემს. მაისის თვე იყო. გაგანია მუშაობის დრო.

ჩაის კრეფის გეგმა არ ჩაგვივარდესო და, რაიონის დაზაფრულ ხელმძღვანელობას

მასწავლებლიან-მოსწავლეებიან, დირექტორიან-დარაჯიან, დალაქიან, მკერავიან,

მრეცხავიან, დახლიდარიან, მწველავიან, მთესველიან, მბარავიან, მთოხნელიანად

ყველა ჩაის პლანტაციაში ჰყავდა გამოყრილი. სერგია ბრიგადირის თხოვნით, იმ

დილით მეც გავედი სამუშაოზე.

ჩაის დუყი ერთ მტკაველზე ალორთქილიყო და კვალს შესეულ თეთრწინსაფრიან და

წითელ-ყვითელ პერანგა გოგო-ბიჭებს ისე აეჭრელებინათ ბარდნალის ფერდობი,

გაგიკვირდებოდათ, გუშინ რომ წვიმა არ იყო, ერთ ღამეში ამდენი ყვავილი მთის ამ

მწვანე კალთაზე რამ ამოაბიბინაო.

ჩაის ძირითადად, რა თქმა უნდა, ქალები და მოსწავლეები კრეფდნენ. მამაკაცები კი

ზოგი მწონავებსა და მზიდავებს ეხმარებოდა, ზოგიც გვერდზე გადგარიყო და

თუთუნის კვამლში გახვეული ქვეყნის ამბებს ყვებოდა. ჩემს მოვალეობას

მოკრეფილი ჩაის დავთარში აღნუსხვა და მისი დახარისხება შეადგენდა. სწორედ ამ

საქმით ვიყავი გართული, რომ ვიღაცამ დაიძახა, - დიდროია ქაფურა მოდისო.

დიდრო ზევიდან ქვევით მოყვებოდა ბარდნალას. ყურებამდე გაღიმებული აქეთ-

იქით სალამს არიგებდა, თან ქვამოღერებული აფრთხილებდა ბავშვებს.

- გამარჯობა თქვენი, ბაღნებო, არ დამიძახოთ ახლა ქაფურაო, თვარა ამ

თავდაღმართში ვერც ერთი ვერ გამასწრებთ.

- დიდროია ბურძგალას გაუმარჯოს!

- რა გითხარით მე თქვენ?! - ცქვიტა ყური დიდრომ.

- ახლა არ თქვი, დიდროია, ქაფურა არ დამიძახოთო? - შეახსენა ვიღაცამ.

- რამ გაყო ქაფურა და ბურძგალა?! - მკაცრად იკითხა დიდრომ.

- აბა, შენ გაგიმარჯოს დიდროია ხაბაკა!

- ა კიდო?! - შედგა დიდრო და იქითკენ გაიხედა, საიდანაც „ხაბაკა“ დაუძახეს.

- აბა, რა ქნან, დიდრო ბატონო, ამ ბაღნებმა, აღარც ბურძგალა, აღარც ხაბაკა და აღარც

ქაფურა თუ რა დაგიძახეს, ყველა ჩემსავით ღვთისნიერი ხომ არ იქნება? - შეაბრალა

ბავშვები დიდროს ექვთიმე ყვაპუტამ.

Page 26: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- მაგას კიდევ პორტ-არტურის შპიონი მიძახონ, ის მირჩევნია, მე ხომ ვიცი, რომ არ

ვარ და... - აირჩია დიდრომ, მერე ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა: -

შემიტანე სიაში, ქიშვარდიეს ბადიშო!

- რომელ სიაში , მკრეფავების, მწონავების, თუ მზიდავების? - ვკითხე დიდროს.

- რომელი ჯობია? - მთხოვა რჩევა დიდრომ.

- მე თუ მკითხავ, ახლა, აგერ, ხის ძირში მხართეძოზე წამოწოლას არაფერი ჯობია,

დიდრო!

- მხართეძოზე სახლშიც კი ვიწექი, აბდალა. ჩამწერე მზიდავებში! - გადაწყვიტა

დიდრომ.

ჩავწერე.

- როგორ ჩამწერე? - მკითხა დაეჭვებით.

- დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძე! - წავუკითხე მე.

- შემახედე!

შევახედე. დიდრომ დიდხანს უყურა სიას, მერე ექვთიმე ყვაპუტას მიუბრუნდა და

ჰკითხა:

- დასტურ ასე წერია, ექვთიმა?

- დასტურ!

- არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა?

- არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა, დიდრო ბატონო!

- აბა, ამიწიეთ მაგი გოდორი! - ეცა გოდორს გახარებული დიდრო. გოდორი

ვეებერთელა იყო და მძიმე.

- მაგი გოდორი დიდია და მძიმე, დიდრო ბატონო, თან ჩაი სველია, ჯერ ცვრიანი,

გაგიჭირდება, - გააფრთხილა ექვთიმე ყვაპუტამ.

დიდროს გაეღიმა, გვერდით მდგომ ქესკინა მელივას ბიჭს იღლიებზე ხელი შეუცურა,

გოდორზე შეაგდო და - დამიბეკნეო, უთხრა, ქესკინას ბიჭმა გოდორი შუაზე ჩაიყვანა.

- დაუმატეთ! - თქვა დიდრომ.

დაუმატეს.

- კიდე!

Page 27: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

კიდევ დაუმატეს. პირთამდე გაივსო გოდორი, გაიძეძგა.-

- ეყოფა, შე მამაძაღლო, ხომ ხედავ, წვენი გაუვიდა! - ჩამოაგდო ექვთიმე ყვაპუტამ

გოდრიდან ქესკინას ბიჭი. დიდრომ გოდორი მოსინჯა, ემსუბუქა.

- ამას კრეფდით მთელი სოფელი? - გვისაყვედურა, - დაადევით მაგი ტომარა

ზევიდან!

დაადვეს.

- მეორეც!

- გადელდა! - თქვა ყვაპუტამ.

- ნიძლავი! - თქვა დიდრომ.

- ასი გაპარსვა! - წამოიძახა ყვაპუტამ.

- ექვთიმა, ერთი წლის გაპარსვა მაქვს შენთვის მოგებული დღეში ორჯერ. ახლა შენ

დამენიძლავე, ქიშვარდის ბადიშო, მაგ შარვალზე, - მითხრა დიდრომ და ჩემს

ტეხასურ შარვალს ჩააშტერდა.

- არ მინდა ნიძლავი, დიდრო, ისე მოგცემ.

- ისე რა, შენი მათხოვარი კი არ ვარ! - ეწყინა დიდროს.

- ახლა ნუ გამხდი და შინ რომ მივალ, გამოვიცვლი და მოგართმევ.

დიდრომ ისევ მოსინჯა გოდორი, ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ უკან აღარ დაიხია.

- ამიწიეთ! - თქვა და გოდრის წინ ჩაიმუხლა. ვიღაცამ ბაწარი მოარბენინა, ის ორი

გატენილი ტომარა ზევიდან დააკრეს ტყვიასავით გაძეძგილ გოდორს და ოთხმა კაცმა

დიდი გაჭირვებით მოჰკიდა ზურგზე დიდროს გოდორი.

- გამაგრდი, დიდროია ხაბაკა! - შეეშველა ვიღაცა.

- არ წახდე, ბურძგალა!

- მიდი, ქაფურა, მიაწექი!

დიდრო დაბარბაცდა, გაუშვი ხელი, თორემ წააგე! - დასჭყივლა ვიღაცამ. დიდრომ

დამდუღრულივით წაართვა ხელი ტუნგოს და ისევ დაბარბაცდა.

- შეეშვი, დიდრო, მაგას და ახლავე ვიხდი შარვალს. - ვთხოვე მე, მაგრამ დიდროს

გაჩერება აღარ შეიძლებოდა. იგი დაიძრა, ჯერ მთვრალი კაცივით ზიგზაგებით გაჰყვა

ბილიკს, მერე ნელ-ნელა გამართა ნაბიჯი, კიდევ, კიდევ და ბოლოს ძალიან მძიმე,

ძალიან დინჯი და ძალიან ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას ჩაის პუნქტისაკენ. ღვედები

Page 28: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

თითის დადებაზე ჩაუჯდა მხრებში. კისრის მყესები იმ ღვედებივით დაეჭიმა,

შუბლზე ლურჯი ძარღვი ამოებურცა და თვალები სისხლით აევსო.

- გააჩერე! - ვთხოვე ექვთიმე ყვაპუტას.

- სუფასას გააჩერებ ახლა და მაგას ვერა! - თქვა ექვთიმემ.

- ჩაის პუნქტამდე 250-300 მეტრი იქნებოდა. ხალხი ერთხანს გაშტერებული იდგა,

კაცი არ ჩანდა, მათ წინ ფეხადგმული უზარმაზარი, უფორმო, კლდის ნაგლეჯი თუ

რაღაც ორფეხზე შემდგარი განათხარი გიგანტური ცხოველი მიაბიჯებდა. მერე ბრბო

უცებ დაიძრა და იმ ფეხადგმულ ზღაპრულ მაჯლაჯუნას აედევნა. ბავშვები წინ

გავარდნენ.

- მიდი, დიდროია!

- ცოტა და, შენია ნოდარას შარვალი!

- მიდი, მიდი, დიდროია! - ამხნევებდნენ ბავშვები.

- ახლა მაგის საცოდაობა თუ გინდა, უნდა დაუარო თავი და გამარჯობა უნდა უთხრა!

- იხუმრა ვიღაცამ. ხალხმა გულიანად გაიცინა.

- მიდი, დიდრო, ათი ფეხის ნაბიჯი დაგრჩა!

- რვა... შვიდი... ექვსი...

- გაუძელი, დიდრო!

- სამი... ორი...

- ერთი... დიდრო, კაცი ხარ, კაცი! - კიოდნენ ბავშვები და გუგუნებდა ხალხი.

დიდრო გოდრიანად დაჯდა მიწაზე სასწორის გვერდით. ერთხანს

დამბლადაცემულივით იჯდა, მკლავებ და ფეხებმოწყვეტილი. სილურჯემ რომ

გაუარა და კირივით გაფითრებულუ ტუჩებში სისხლი რომ დაუბრუნდა, გაიღიმა და

გულაღმა გაგორდა ბალახზე. მერე პირდაღმა ჩაბრუნდა და ოფლიანი სახე გრილ

ბალახზე გადააგორ-გადმოაგორა. ოთხმა კაცმა რის ვაი-ვაგლახით შეაგდეს გოდორი

სასწორზე. ყველანი სასწორს მივცვივდით. ერთი გირი შემოუგდეს, მეორე, მესამე,

მეოთხე, ვერაფერმა რომ ვეღარ გადაწონა, ქვა დაუდეს გვერდით - ათ კილოს

უდრისო.

- მოკალით ღვთისშვილი, შობელძაღლებო? - იკითხა გაოცებისაგან

თვალებგადმოცვენილმა ბენედიქტე მწონავმა.

- რამდენია? - იკითხა ვიღაცამ.

- 141 კილო! - თქვა ბენედიქტემ.

Page 29: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- აუუუ! - ამოიგმინა ხალხმა. ყველა იქით შებრუნდა, სადაც გაგორებული დიდრო

ეგულებოდათ, მაგრამ დიდრო იქ აღარ იყო. იგი თავჩაქინდრული, წელში მოხრილი

და მკლავებჩამოყრილი უკანმოუხედავად მიძუნძულებდა ბილიკზე, სუფსის ჭალაში.

ეს იყო ერთადერთი დღე მის ცხოვრებაში, როდესაც არავის დადევნებია დიდროია,

პორტ-არტურის შპიონოს, დიდროია, ოიამას ნაბიჭვაროს, დიდროია, ბურძგალას,

დიდროია, ქაფურას, დიდროია, ხაბაკას ძახილით.

141 კგ ჩაი ჩავწერე დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძის გასწვრივ წითელი ფანქრით და

დავთარი დავხურე.

საღამოს ის ტეხასური შარვალი გავიხადე, დიდროს თვალი რომ ზედ დარჩა,

გაზეთში გავახვიე, სხვა შარვალი ჩავიცვი... გაზეთში გახვეული შარვალი იღლიაში

ამოვიჩარე და დიდროსთან წავედი.

დიდროს ყავრით გადახურული ორთვალიანი პატარა ოდა ზედ სუფსის პირას დგას.

მთელი ჩემი ბავშვობა ამ სახლის გარშემო სირბილში გავატარე და არასდროს აზრად

არ მომსვლია შიგ შემეხედა. არ ვიცი შიშის გრძნობა იყო ეს თუ რიდისა, რომელსაც

ყველა მარტოხელა კაცის სახლი იწვევს, არც ის ვიცი, მაშინ რომელი გრძნობა

მჭარბობდა. ერთი კი ცხადია, დიდროს სახლში არასოდეს შემიხედია. ისე კი ყოველ

გაზაფხულს საათობით ვმდგარვარ გადარეული სუფსის პირას და შეშინებული,

გულისფანცქალით ველოდი, აი ახლა, აი ახლა დაარტყამს ტალღა, დალეწავს და

ნაფოტივით წაიღებს დიდროიას სახლს-მეთქი, მაგრამ სახლი იდგა არხეინად,

წარბშეუხრელად და გადელებულ სუფსას არაფრად აგდებდა. რამდენჯერ

გამიმხელია ბაბუაჩემისათვის ეს ბავშვობის შიში და იმასაც უთქვამს: - შენ კი არა,

ბაბუა, მეც ბავშვობიდან, ყოველ ლანქრობას ველოდები მაგ სახლის წაღებას, მაგრამ

არ დაადგა საშველი. კუდიანი იყო დიდროიას მამა ედემიკა, ისეთ კლდეზე უდგას

ფეხი იმ ოდას, ერთი კი არა, ორი სუფსა ვერ გამოუთხრის ძირს, ისე სულ ბეწვზე კი

ჰკიდია შეჩვენებული.

სუფსა ამ გაზაფხულზეც უსაშველოდ ადიდებული იყო. ჰოდა, ახლა დიდროს ეზოში

რომ შევედი, ჯერ იმ ბავშვობის შიში დამეუფლა, მერე სიხარული, რომ სახლი ისევ

ისე არხეინად იდგა და ამ ღამეში ერთადერთი ანთებული თვალით გასცქეროდა

გადარეულ მდინარეს.

ცა ისე იყო მოწმენდილი და ვარსკვლავებით გაჭედილი, მთვარეს ფეხის

მოსაცვლელი ადგილი აღარ დარჩენოდა და შუა ცაში იდგა გაფითრებული და

გაშტერებული.

ცნობილია, გიჟებს უზომოდ უყვართ ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, ამიტომ

როდესაც დიდროს ეზოში ჩავედი და ოთხი თუ ხუთი ძაღლი შემომეგება კუდის

ქიცინითა და წკმუტუნით, არ გამკვირვებია. ისიც ვიცი, რომ ძაღლი სხვის ეზოში კაცს

არ უყეფს, ამიტომ როდესცა ამ ხუთიდან ერთმა დამიყეფა და შემომიღრინა, მივხვდი,

დიდროსი იყო. გავჩერდი, ძაღლის სახელი არ ვიცოდი და ყასიდად, დიდრო,

Page 30: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

დიდრო-მეთქი დავუძახე, თან თვალით ქვას და ჯოხს დავუწყე ძებნა. ძაღლი უცებ

გაჩერდა, მერე კუდის ქიცინით გამეხახუნა - მობრძანდით, ბატონოო და კარგი

მასპინძელივით ამიძღვა აივანზე. ოთახის კარი ღია იყო. შუა ოთახში ძველებურ

მრგვალ მაგიდაზე ჭრაქი ბოლავდა. აისისა თუ დაისის მაგვარი ბინდი იდგა ოთახში.

თვალი რომ შევაჩვიე ბინდს, დავინახე: მარჯვენა კუთხეში პატარა, დაბალ მაგიდაზე

ღვთისმშობლის ხატი ესვენა, წინ ბზის გამხმარი ტოტი ედო. მარცხნივ კედელზე ორი

გახუნებული სურათი ეკიდა ახალგაზრდა ქალისა და ულვაშებაწკვიტინებული

ჩოხოსანი მამაკაცისა. დაფინოა და ედემიკაა ალბათ, გამიელვა ფიქრმა. სურათების

ქვეშ ტახტი იდგა. ტახტზე დიდრო იწვა ტანგაუხდელად. თავთან, სამფეხა სკამზე,

პატარა სველი დოქი იდგა. ოთახში კიდევ ერთი მრგვალსაზურგიანი სელის სკამი

იდგა. ეს ყველაფეირ თვალის ერთი მოვლებით შევამჩნიე, მეტი ვერაფერი. თუმცა,

არა, ოთახის ჭერზე ელექტრონათურაც ეკიდა, მაგრამ არ ენთო.

- დიდრო, შეიძლება? - ვკითხე მორიდებით.

თავი დამიქნია ღიმილით, მერე სელის სკამს შეხედა, ალბათ - დაბრძანდითო,

უნდოდა ეთქვა;

- ისვენებ, დიდრო? - ვკითხე.

- არაო, - გადაიქნია თავი.

- რამე ხომ არ გტკივა, დიდრო?

- კიო, - თავი დამიქნია. უსიამო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ახლოს მივედი, დოქი

ტუჩთან მივუტანე, თავი წამოვუწიე და წყალი დავალევინე.

- რა გტკივა, დიდრო?

- გაწყდა, - თქვა დიდრომ ჩურჩულით, წყალი რომ მოსვა.

- რა? - ჩურჩულით ვკითხე მეც ძალაუნებურად.

- არ ვიცი!

- სად, დიდრო?

- აქ და აქ... - დიდრომ მარცხენა ხელი გულზე დაიდო, მარჯვენა საფეთქელთან

მიიტანა. - აქა და აქ გაწყდა!

ისევ დამიარა ჟრუანტელმა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, დიდროს სახე ნაცრისფერი

ჰქონდა, თვალები კი - შეშინებული.

- წავალ და ექიმს მოვიყვან! - ვთქვი და წასვლა დავაპირე.

- არ დამტოვო!

Page 31: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

მტაცა ხელი დიდრომ და ისე მაგრად მომიჭირა, ძალაუნებურად დავჯექი. თვალს არ

მაცილებდა, ის ძველებური ელვა აღარ დაურბოდა შიგ.

- რამდენი იყო? - მკითხა.

- რა? - გამიკვირდა და მერე მივხვდი, ჩაიზე მეკითხებოდა.

- 141 კილო, დიდრო!..

- მაგი რამდენია?

- ძალიან ბევრი.

- მაინც?

- რვა ფუთი და ცამეტი კილო.

- ბევრია მაგი?

- 17 ბათმანი და 5 კილოა, დიდრო!

- კი ყოფილა ბევრი!

- წავალ ახლა და ექიმს მოვიყვან, დიდრო! - წამოდგომა დავაპირე.

- არ დამტოვო!

შემევედრა შეშინებული დიდრო და ისე მაგრამ მომიჭირა ხელი მაჯაზე, ძვლებმა

გაიტკაცუნეს. ყვირილი მინდოდა, მაგრამ შემრცხვა და გავუძელი.

- შარვალი მოგიტანე, დიდრო!

- რა შარვალი, ბიჭო? - მკითხა და ოდნავ შემიშვა ხელი.

- წაგებული შარვალი.

- ბიჭო, შენ ხუმრობა არ იცი? - მკითხა დიდრომ.

- მე მაინც ორი მაქვს, დიდრო...

დიდრომ მაგიდისკენ გაიხედა, სადაც გახვეული შარვალი იდო, დიდხანს ფიქრობდა,

მერე მომიბრუნდა და ისევ ჩურჩულით მითხრა.

- თქვი: დედა მომიკვდეს, მამა მომიკვდეს, ყველა დამეხოცოს თუ მიგატოვო

დიდროია-თქვა!

- დედა მომიკვდეს, მამა მომიკვდეს, ყველა დამეხოცოს თუ მიგატოვო დიდროია. -

გავიმეორე ხმის კანკალით.

Page 32: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- მიდი ახლა შკაფთან და გამოაღე ქვედა უჯრა. - მითხრა დიდრომ და ძალიან

ფრთხილად გამიშვა ხელი.

მე განჯინისაკენ წავედი. თვალი გამომაყოლა. მივედი. დავიხარე და ქვედა უჯრა

გამოვაღე.

- არის რამე შიგ? - მკითხა დიდრომ. უჯრა სავსე იყო მანეთიანებითა და

სამმანეთიანებით. - რამდენია?

- ბევრი.

- მაინც?

- იქნება ასე. 100-200 მანეთი.

- შენ შარვალს ეყოფა?

- გაგიჟდი, დიდრო?

- მოდი აქ ახლა და დაჯექი!

მივედი. ისევ მტაცა მაჯაში ხელი, ოღონდ ახლა უფრო ფრთხილად.

- შენია მაგი, ნოდარა! მე ახლა მოვკვდები. ამ შარვლით, მე რომ მაცვია, კაცის

დამარხვა საცოდაობაა. აგი გამხადე და იგი ჩამაცვი, ოღონდა ახლა არა, მეტკინება,

მერე, რომ მოვკვდები... - დიდრომ თვალები დახუჭა. დიდხანს ძალიან დიდხანს

დუმდა. მისი მაგრად მოჭერილი და მხურვალე ხელი რომ არა, დაძინებულს ჰგავდა.

სუნთქვაც ისეთი ჰქონდა.

- ბიჭო ნოდარა, განათდა! - თქვა დიდრომ უცებ და ლოგინზე წამოჯდა. - განათდა,

ბიჭო, ყველაფერი და დაბრუნდა თავის ადგილას, დაბრუნდა და დალაგდა.

ყველაფერი თავის ადგილას დადგა - სახლი, ჭალა, სუფსა, ძაღლი, ძროხა, დოქი,

ჭრაქი, ხბო, ბუხარი, ხატი, დედაჩემი, მამაჩემი, ადრე რომ ბნელში დაბორიალობდა,

ყველაფერი განათდა და დალაგდა. - ფანჯარაში გაიხედა. - ღმერთი გამოჩნდა,

ღმერთი, დაილოცოს, ღმერთო, შენი ძალა, ეს რა ჰქენი, რაფერ გაანათე და დაალაგე

ყველაფერი ასე. გამოდი, დაენახვე ნოდარას... გამოდი... ორიჯერ ორი ოთხია,

ნოდარა, სამჯერ სამი - ცხრა... განათდა და დალაგდა... - დიდრომ მარჯვენა ხელი

საფეთქელზე მიიდო, მარცხენათი ისევ ჩემი მაჯა ეჭირა. - აგერ განათდა აქ...

ყველაფერს ვხედავ შიგნითად და გარეთაც. ვხედავ, ნოდარა, ვხედავ, შიგნით

ვკვდები და გარეთ გამოვდივარ... ვტოვენ შიგნით ყველაფერ ტკივილს, ვტოვებ და

გარეთ გამოვდივარ... გამოდი, სულო, გამოდი სინათლეზე, გენაცვალოს დიდრო...

რას შვები, ღმერთო, გაგიჟდი? - იკივლა უცებ. - მკლავ, ღმერთო? ახლა, ყველაფერი

რომ გაანათე და გამართე, ყველაფერს თავისი ადგილი რომ მიუჩინე, ახლა მართმევ

სულს? გაჩერდი, მე შენ გელაპარაკები, დადექი, არ გაუშვა, ნოდარა, თხოვე, ნოდარა,

არ მომკლას, ბიჭო, სადა აქვს სამართალი, ახლა მკლავს, ყველაფერი რომ გამინათა და

დამილაგა? გამოვიდეს და დაგენახოს, დაგენახოს და დაგელეპარაკოს! ახლა მკლავს,

Page 33: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ქაფურა რომ აღარა ვარ. ბურძგალა რომ აღარა ვარ... რას შვები, ღმერთო, არ მომკლა, ე,

ბიჭო ნოდარა, თხოვე, ერთი დღე რაა მაგისთვის, ერთი დღე მაცოცხლოს ასე ნათელი,

დალაგებული და გამართული... მერე მომკლას, თხოვე, ნოდარა, შენ უღმერთო და

უნამუსო, თხოვე!.. - დიდრო ყვირილიდან ჩურჩულზე ჩამოვიდა, მერე სულ წაერთვა

ხმა, სულ გაუქრა და გულაღმა გადავარდა. ახლა მხოლოდ ტუჩების მოძრაობაზე

ვატყობდი, ისევ იმას მეხვეწებოდა, ღმერთისთვის მეთხოვა კიდევ ერთი, მხოლოდ

ერთი დღე ეცოცხლებინა ასე გამართული, დალაგებული და განათებული.

წამოხტომა და გაქცევა დავაპირე, მაგრამ დიდროს ისე მაგრად ვეჭირე, ხელს თუ

ვინმე მოჭრიდა, თორემ ისე ჩემი გამშვები არ იყო და მაშინ ვიკივლე მეც:

- მიშველეთ, ხალხო! დიდრო კვდება, ეი, ხალხო! ექიმს დაუძახეთ, დიდრო კვდება,

დიდროოოო! ეჰე-ჰეეე! გამოდით გარეთ, უშველეთ დიდროიას კვდება დიდრო!!! -

გარეთ კი გადარეული სუფსა ბღაოდა, მოანგრევდა ხეს და მიწას და ჩემი კივილი

არავის ესმოდა. მაშინ მუხლებზე დავეცი და ოთახის მარჯვენა კუთხეში დასვენებულ

ღვთისმშობელს მივაპყარ მზერა.

- ნუ მოკლავ, ღმერთო, დიდროიას, ახლა მაგის სიკვდილი გაგონილა? ახლა,

ყველაფერი რომ დაულაგდა, გაუსწორდა და გაუნათდა!.. ღმერთო!.. - მერე ნელ-ნელა

ვიგრძენი, როგორ მოდუნდა დიდროს ხელი, როგორ გაშალა თითები და როგორ

დაესვენა მისი მტევანი სამფეხა დოქის გვერდით. დიდრო აღარ სუნთქავდა.

- ეს არის, ღმერთო, სამართალი?

უხმოდ ავდექი და გარეთ გამოვედი. ეზო ცარიელი იყო. ძაღლები სადღაც

წასულიყვნენ. მხოლოდ დიდროს ძაღლი იწვა ჭიშკართან, თავი წინ გაწვდილ

თათებზე დაედო და უზომოდ ჭკვიანი თვალებით მიყურებდა.

ცაში ავიხედე, ნაცრისფერი ღრუბელი მომძლავრებულიყო და ახლა მთვარე

დამნაშავესავით ეფარებოდა იმ ღრუბელს, თან ჩუმად მიიპარებოდა ციდან.

სუფსა ღრიალით ასკდებოდა კლდიან ნაპირს, დიდროს ოდა ისევ ბეწვზე ეკიდა და

ისევ შემაწუხა ბავშვობის დროინდელმა შიშმა.

- ღმერთო, ახლა მაინც დაარტყი ტალღა, დაანგრიე და გაატანე სუფსას ეს უბედური

სახლი! - ასე ვთხოვე ხმამაღლა. სუფსა გაუგონარი სიძლიერით ღრიალებდა. მე

ალბათ ვერ გავაგონე ზეციერს ვედრება. სახლი ისევ ისე არხეინად იდგა და არაფრად

აგდებდა გადელებულ ლანქერს.

ეზოდან გავედი. ძაღლი ადგა და წალმოწყვეტილივით გამომყვა.

- სად მოდიხარ, ძაღლო? - ვკითხე მე. ძაღლმა, თითქოს შერცხვაო, თვალი ამარიდა,

თავი დახარა და კუდი ამოიძუა.

წავედი. ცოტა ხნის შემდეგ მოვიხედე. ძაღლი ისევ მომდევდა, ოღონდ ახლა უფრო

მოშორებით.

Page 34: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- სად იყავი, ბიჭო, ამ შუაღამისას? - გამომარკვია ვიღაცის ხმამ. შევკრთი. ავხედე,

თეიმურაზი იყო, ჭანაშვილი, ჩვენი სოფლის აფთიაქარი.

- დიდროსთან ვიყავი!

- რაო დიდრომ?

- მოკვდა დიდრო, თეიმურაზ ბატონო, აღარ არის, გარდაიცვალა. - ვუთხარი მე.

- არ გადამრიო - შეიცხადა მას, - ისე კი უქნია ღმერთს მადლი; საცოდაობა იყო მაგის

სიცოცხლე. დაილოცოს, ღმერთო, შენი სამართალი. - პირჯვარი გადაისახა, შებრუნდა

და დიდროს სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. დიდროს ძაღლი ახლა თეიმურაზ

ჭანაშვილს გაჰვა თავჩაღუნული და კუდამოძუებული.

ცას ავხედე. მთვარე საერთოდ წასულიყო ციდან.

Page 35: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ძაღლი

ნოდარ დუმბაძე

ეს ამბავი 1941 წლის აგვისტოში დაიწყო და ზუსტად ორი წლისთავზე გათავდა. ომი

სულ რაღაც ორი თვის გამოცხადებული იყო, მისმა სუსხმა რომ ჩვენს სოფელს

მოაღწია. ასეა თუ ისე, შეძლებულ ცხოვრებას მიჩვეულმა გლეხმა უცებ ვერ აწონა

ქვეყნად მომხდარი საშინელება, უცებ ვერ დააგდო ხელგაშლილი ცხოვრება და უკვე

აგვისტოში, ბევრის ბეღელი, ჭური და სალარო დაცარიელებული აღმოჩნდა, ყოველ

შემთხვევაში, ჩვენს ოჯახს ასე დაემართა.

წყალმანკით დაუძლურებული და ძვალგაციებული ბაბუაჩემი სპირიდონი

დღედაღამ ბუხართან იჯდა და მთელი ოჯახის სიმძიმე მე მაწვა კისერზე. სხვას რომ

თავი დავანებოთ, მარტო ტყიდან შეშისა და ფიჩხის თრევას ვერ ვუთავდებოდი,

რათა ძვალგაციებულ ბაბუას ბუხარი არ გაპარვოდა.

1941 წლის 25 აგვისტოსთვის ყველაფერი გაგვითავდა. ბაბუაჩემმა განჯინიდან თავზე

ტაროს ნაქურჩლებით დაცობილი, მისი ღვიძლის მომნელებელი, არყით სავსე

ათლიტრიანი ბოცა გამომატანინა და მითხრა:

- ჩადგი გოდორში, წაიღე ჩოხატაურის ბაზარში და ერთ ფუთ სიმინდში გადაცვალე.

ვინც ნაკლები შეგაძლიოს, დაამხვე თავზე ბოთლიანად და წამოდი. ამის ფასი მარტო

მე ვიცი, ბჟოლისაა და 80 გრადუსია. - მერე სევდიანი თვალი გააყოლა ბოცას,

ამოიოხრა და ხელით მანიშნა - წადიო.

ბოთლის თავზე დამხობა კი არა, ბაზარში არყის ისეთი სპეციალისტი შემხვდა, ერთი

ფუთი ფრჩხილის სისხო ყვითელი სიმინდის კაკალიც ჩამიჩხრიალა ტომარაში, სამი

თუმანიც ჩამიკუჭა ჯიბეში, ლოყაზეც ხელი მომითათუნა და მეორე კვირისათვის

ისევ იმ ადგილზე დამიბარა.

ბაზრის პირდაპირ რომ სასადილოა, იმის კარი შევაღე და გოდრიანად მივადექი

დახლს.

- კატლეტი გაქვთ? - ვკითხე მებუფეტეს.

- ფული გაქვთ? - მკითხა მებუფეტემ.

- კი!

- რამდენი?

- სამი თუმანი.

- მაჩვენე!

ვაჩვენე!

- დაჯექი არა, აგერ და მოგიტან!

Page 36: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- სამი პორცია! - ვუთხარი მე და გოდორი მოვიხსენი.

- შენ, ბიჭო, უდღეური რომ არ ხარ? - გულწრფელად მკითხა მებუფეტემ.

- მშიერი ვარ მე! - განვუმარტე.

- კარტოფილით მოგიტანო, თუ მაკარონით?

- ორი მაკარონით და ერთი კარტოფილით, სამივე პორცია ცალ-ცალკე.

- ლიმონათი რამდენი?

- ლიმონათი სამი, - ვუთხარი მე და ქამარი წინდაწინ მოვიშვი.

მებუფეტე ისე დამაკვირდა, შევატყვე, ისევ უნდოდა ეკითხა - უდღეური ვიყავი თუ

არა, მაგრამ გადაიფიქრა. ყველფერი რომ მომიტანა, ალერსით მკითხა:

- ის სამი თუმანი რომ მაჩვენე წეღან, რა უყავი!

- აგერ მაქვს! - ვუთხარი რიხიანად და წითელი სამთუმნიანი დავაძრე ჯიბიდან.

მებუფეტემ ფული გამომართვა, სინათლეზე გახედა. ჭუჭყიანი ხალათის ქვეშ რომ

უფრო ჭუჭყიანი ხალათი ეცვა, იმის გულისჯიბეში ჩაიდო - თავისუფალი ხარო, -

გამიღიმა და წავიდა.

სასადილოში დაბალი, გრძელი და შავი ძაღლი შემოიძურწა, ფერდები ჩაცვენილი

ჰქონდა. რამდენჯერ ამიარ-ჩამიარა, თან ირიბად მიცქეროდა. არაფერი რომ არ

ვუთხარი, ახლოს მოვიდა. კატლეტი ვერ გავიმეტე და ჭიაყელასებური მაკარონი

გადავუგდე. ჰაერშივე გაქაჩა და გადაყლაპა. გათამამდა. ახლა კუდის ბაკუნითა და

ნერწყვის ყლაპვით წინ დამიჯდა. ისევ ვესროლე მაკარონი, ისევ ჰაერში გადასანსლა.

მერე, ყურადღება რომ აღარ მივაქციე, დამიყეფა, - მომხედეო!

- გადი, ძაღლო, გარეთ, შენი ბანალი დაიწვა! - გაუჯავრდა მებუფეტე.

- რა ქვია? - ვკითხე.

- რა ვიცი, მაგის პატრონი გადაშენდა!

- ვისია?

- რა ვიცი, მოუკვდა პატრონი. გადი, ძაღლო, გარეთ! - დანა მოუღერა მებუფეტემ.

ძაღლმა კუდი ამოიძუა და გარეთ გავიდა.

მოვრჩი ჭამას, გოდორი მოვიკიდე და კარისკენ წავედი. მართლაც ნამეტანი

მომივიდა. სულს ძლივს ვითქვამდი.

- ხურდა არ მერგება? - ვკითხე სხვათა შორის.

Page 37: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- გადაგყვები ზედ! - მითხრა მებუფეტემ.

- სულ არა? - ვცადე ბედი.

- უბედური შენი მარჩენალი.

შეეცოდა ბაბუაჩემი მებუფეტეს. გარეთ რომ გამოვდიოდი, თვალი მოვკარი, ის

ძაღლი ისევ შეიძურწა სასადილოში. სოფლის გზას დავადექი, ათი ნაბიჯი არ მქონდა

გადადგმული, ძაღლის, ენით აუწერელი კივილი მომესმა. უცებ შლიგინით

ჩამიქროლა გადარეულმა ძაღლმა, ხიდის ქვეშ წყალში შევარდა, მერე ამოვარდა

წყლიდან, სილაზე დაგორდა და საცოდავ წკავწკავს მოჰყვა. მოვიხედე. სასადილოს

კარებში ცხვირგარუმბებული მებუფეტე იდგა, ხელში ქვაბი ეჭირა, ქვაბს ოხშივარი

ასდიოდა.

- დადუღრე? - ვკითხე.

- არა, ფეხები დავუთბილე! - გაიკრიჭა მებუფეტე.

- ვირიშვილი ხარ შენ! - ვუთხარი მე.

მებუფეტე გაშტერდა, მერე ქვაბი დადგა, მარჯვენა მკლავი დაიკაპიწა და

გალურჯებული სახით წამოვიდა ჩემსკენ.

- დამიცადე მანდ!

გოდორი ჩამოვდგი, დავიხარე და გზის პირას დაგორებული დიდი ქვა ავიღე.

მებუფეტე მონუსხულივით შედგა. ერთხანს ასე იდგა, მერე, სილურჯემ რომ

გადაუარა, თავი სინანულით გადაიქნია და სასადილოში შებრუნდა.

ძაღლი ხიდის ქვეშ იწვა, ორივე თათი დადუღრული ცხვირპირზე ჩამოეფარებინა,

წყალში გალუმპულს დროდადრო ასლოკინებდა და სიმწრით წკავწკავებდა. ახლო

რომ მივედი, შემომიღრინა. დავაკვირდი. მარჯვენა თათიც დადუღრული ჰქონდა.

- მომიშვი! - ვუთხარი. - ეს რა მიქენითო, შემომიტია წკმუტუნით. წინ ჩავუცუცქდი.

მოლოდინში გაიტრუნა, დაუშავებელი მარცხენა თვალიდან ცრემლი ღვარად

ჩამოსდიოდა. რა ვუყო ახლა ამას. - გავიფიქრე, მერე ხალათი გავიხადე, პერანგი

შუაზე გავხიე და წყალში დავალბე. თვალის ახვევა რომ დავუწყე ისევ ატირდა.

თათიც რომ შევუხვიე ხელი ამილოკა, ვეღარ მოვითმინე, სილაზე დავჯექი და მეც

ტირილი დავიწყე. ძაღლი რის ძაღლია, კაცის ტირილის მიზეზს თუ ვერ მიხვდა.

მომიჩოჩდა და თავი კალთაზე დამადო.

მახსოვს, 14 წლის ვიყავი, გერვასი ჯაბუას თინა რომ გათხოვდა ნაბეღლაველ არსენა

სიამაშვილზე, მაშინ ვინატრე პირველად - ღმერთო, ახლა მქენი 20 წლის და ამ

Page 38: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ანგელოზივით ქალს ამას როგორ გავატან-მეთქი... და ახლა ვინატრე მეორედ: -

ღმერთო, ახლა იმ მებუფეტის ხნის მქენი და მერე მომკალი-მეთქი. და არასდროს ისე

არ მინატრია ნატვრის ასრულება, როგორც ახლა, ამ პატარა ხიდის ქვეშ.

- ვინაა, ბიჭო, ეს? - მკითხა გაკვირვებულმა ბაბუამ, გოდრიდან რომ დაფუფქული

ძაღლი ამოვიყვანე და წინ დავუსვი.

- ძაღლია! - ვუთხარი მე.

- რა უგავს ძაღლს? - თქვა ბაბუამ და მიმქრალ ბუხარში შეაფურთხა.

- მებუფეტემ დადუღრა!

- წუწკია ალბათ! - გაამტყუნა ძაღლი ბაბუამ.

- მშიერია! - გავამართლე მე.

- მოხსენი მაგი ჭინჭები! - მითხრა ბაბუამ.

მოვხსენი. ბაბუამ დაშავებულ ადგილებზე დახედა.

- ცუდ დროს კი დაუდუღრავს იმ უგვანოს, მარიამობის თვეა, ამ სიცხეში როდის

შეუხორცდება... წადი, ერბო მოიტანე და დაადევი ზედ, ცოტას დაუამებს, თვალზე რა

ეშველება, თორემ თათს კი მოირჩენს ლოკვით.

როგორც მითხრა, ისე მოვიქეცი. დილით უკვე ჩვენს ეზოში ძაღლი ყეფდა, მართალია,

ჯერ სუსტად და გაუბედავად, მაგრამ მაინც ყეფდა.

რა არ ვუძახეთ მე და ბაბუამ ძაღლს: ხან ჯეკა, ხან ბროლია, ხან ჯულბარსა, ხან რა და

ხან რა, არც ერთზე ხმას არ გვცემდა. ძაღლის ნამდვილ სახელს რომ ვერ მივაგენით,

უბრალოდ „ძაღლო“ შევარქვით. ერთი თვის თავზე დადუღრული თათიც და

თვალიც მოურჩა. დანადუღრავ ადგილზე ახალი, თოვლივით თეთრი ბანალი

ამოუვიდა. ეს ბანალი ისე მოუხდა, სოფლის ბარე ორი ძაღლი ვერ გაეჯიბრებოდა

სილამაზეში.

სხვა მხრივ, როგორც ძაღლი, სხვა ძაღლებისგან მაინცდამაინც დიდი ნიჭიერებით არ

გამოირჩეოდა, ეს კი იყო, ბავშვებს და ქალებს არ ერჩოდა, ჩვენს ერთადერთ,

კვერცხისმდებელ, კისერყინტორა ქათამსაც სცნობდა, ათას სხვა ქათამში

გამოარჩევდა, თუმცა ძაღლმა ესეც თუ არ ქნა, მაშინ რაღა ძაღლია, კაცთაგან კი

Page 39: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ბაბუასა და ჩემს გარდა დედამიწაზე მისთვის სხვა კაცი არ არსებობდა. ეს

კაცთმოძულეობა ალბათ მებუფეტემ რომ დადუღრა იმ დღიდან დაჩემდა.

რამდენჯერ უთქვამთ მეზობლებს საყვედურით:

- სპირიდონ, ძალიან გვინდა მოსვლა, მაგრამ ამოგვიკვეთა ფეხი შენს ოჯახში ამ

უჯიშომ. მაგისი შიშით სკვინჩა ვერ შემომჯდარა შენი ღობის სარზე, ან დააბი, ან

გადააშენე აქედან.

ბაბუა ისე დაუმეგობრდა ძაღლს, უმალ მე გამაგდებდა შინიდან, ვიდრე მას. შეშის

მოსატანად თუ წამყვებოდა ხანდახან, ან წისქვილში, ისიც ღამით, თორემ სხვა დროს

იწვა ბაბუას ფეხებში გაწვართული და მის განკარგულებას ელოდა. თვალები

თაფლისფერი ჰქონდა, სევდიანი და ჭკვიანი, მოძრაობა ზანტი, მაგრამ საკმარისი იყო

ხიდან ვაშლი ან მსხალი ჩამოვარდნილიყო, შურდულივით მოწყდებოდა ადგილს,

ღორმა არ მიმასწროსო, მივარდებოდა ხის ძირში, აიღებდა ნაყოფს და ბაბუას

მიურბენინებდა. ბაბუა თავის მხრივ ქეჩოში წაავლებდა ხელს, ნაზად მოქაჩავდა

მადლობის ნიშნად, მერე ნაყოფს გათლიდა, გულს თვითონ შეჭამდა და ნათალს

ძაღლს დაუყრიდა და ისიც ისეთი სიამოვნებით მიირთმევდა ბაბუას ხელიდან

მიწოდებულ ნათალს, თითქოს ამ ხის ძირში ვაშლი და მსხალი თავსაყარი არ

ყოფილიყოს. ყურისგდებაც კარგი იცოდა ძაღლმა. მარტო მას შეეძლო ბაბუას

ათასჯერ მონაყოლი ამბის წარბშეუხრელად მოსმენა. რაც უფრო გრძელი იყო ამბავი,

მით უფრო ყურადღებით ისმენდა ძაღლი. თან ისე შესციცინებდა თვალებში,

თითქოს ეხვეწებოდა - თუ კაცი ხარ, მაგ ამბიდან ერთი სიტყვა არ გამომიტოვოო.

ერთხელ ასეთ საუბარზე შევისწარი ორივე:

- ომს შეურცხვა საქციელი, ძაღლო, თორემ შენისთანა ძაღლი მსხალს უნდა ჭამდეს? -

ეუბნებოდა ბაბუა და სინანულით იქნევდა თავს. ძაღლი თავის მხრივ ისე

უქიცინებდა თავს, თითქოს უდასტურებდა - აბა, აბაო!

- დაგავიწყდა ხომ, ძაღლო, ხორცის გემო? - ეკითხებოდა ბაბუა.

- კიო! - თავს უქნევდა ძაღლი.

- მაგრამ, ნუ გეშინია, - ამშვიდებდა ბაბუა. - ნუ გეშინია, გამოჩნდება, ალბათ, სადაცაა,

გოგიტას მამა არსენა და მოგვხედავს კაცურად. რას იტყვი შენ? - ძაღლი არ იცნობდა

მამაჩემ არსენას, მაგრამ თავს მაინც უქნევდა ბაბუას. - არადა, გათავდება, ალბათ, ეს

ოჯახდასაქცევი ომი... - განაგრძობდა ბაბუა. - ეს სატკივარიც გამივლის, ალბათ, აბა,

რა ჭირი ეცემა? წამოვდგები, შენ ხარ ჩემი ბატონი, წავალ მოსკოვში, ჩავუვარდები

მუხლებში სტალინს და ერთ კილო ჰიტლერის ხორცს როგორ არ გამოიმეტებს

ჩემთვის და შენთვის? ჰიტლერის სისხლითა და ხორცით უნდა გავძღეთ და

დავთვრეთ იმ დღეს მე და შენ, ძაღლო, მაგრამ როდის დადგება მაგი დრო, როდის?.. -

ეკითხებოდა ბაბუა და ძაღლიც კითხვით სავსე თვალებით შესცქეროდა თვალზე

ცრემლმომდგარ ბაბუას.

ისხდნენ ასე მეგობრები მზემომდგარ აივანზე და ფიქრობდნენ: ერთი, ალბათ, ომის

დამთავრებასა და შვილის დაბრუნებაზე, მეორე კი - ხორცზე...

Page 40: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

სხვა მხრივ ძაღლი ჩვეულებრივი ძაღლი იყო. ღამღამობით სხვა ძაღლებივით მასაც

გარეთ ეძინა. მამლის ყივილს, კატის კნავილსა და ტურის კივილს, ყველა თავის

მოძმესავით, ყეფით ეხმიანებოდა, სოფლის ყველა ძაღლთან ერთად ისიც ყმუოდა,

როდესაც სოფელში ვინმე ომში დაღუპულს შეიცხადებდნენ, სხვა ძაღლებივით ისიც

უღრენდა დათვის ღელიდან ურმის თვალივით ამოგორებულ სავსე მთვარეს.

ძუკნაობის დროს ისიც სხვა ძაღლებივით შარახვეტიაობდა და ისევე, როგორც

სოფლის ყველა ნაქებარი ძაღლი, ისიც ფეხაწეული აშარდავდა ბოსტანში ახალ

ამობიბინებულ ნიახურს. ასე მისდევდნენ დღეები დღეებს. ვცხოვრობდით მე და

ბაბუა ისე, როგორც ადამიანებს შეეფერება ომის დროს, ძაღლი კი ისე, როგორც

ძაღლს შეეფერება.

1943 წლის 22 აგვისტოს, ღამით, სოფელი ძაღლების გნიასმა შესძრა. ძუკნაობა იყო და

ამ ამბისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არავის მიუქცევია.

დილით ასლანა თავბერიძემ ჭანიშვილების საცივთან დაგლეჯილი ძაღლი იპოვა.

არც ეს გაგვკვირვებია, რადგან ძაღელების ძუკნაობა უამისოდ არ ჩაივლის, ამიტომ ის

დაგლეჯილი ძაღლი სადაც ვიპოვეთ, იქ დავმარხეთ და შინ წავედით.

შუადღეზე სოფელში უცხო კაცმა ჩამოიარა. ძაღლს ეძებდა. ასლანთან მიასწავლეს. იმ

საუბარს მეც დავესწარი:

- კირილე ვარ, მამალაძე, ხევიდან! - გაეცნო უცხო.

- რაზე შეწუხებულხართ, ბატონო? - ჰკითხა ასლანამ.

- ძაღლს ვეძებ ჩემსას, ასე მითხრეს, დაგლეჯილი ძაღლი გიპოვიათ ვითომ თქვენ და

დაგიმარხავთ.

- კი, მე და ამ ბაღანამ დავმარხეთ, არ უნდა დაგვემარხა?

- რას ბრძანებთ, მადლობელი ვარ ჭირისუფლობისათვის, მაგრამ ის ადგილი უნდა

მაჩვენოთ.

წავყევით და ვაჩვენეთ. საფლავი ამოთხარა. ძაღლი ამოათრია და დააკვირდა.

- კი ჩემია! - თქვა ბოლოს დაბეჯითებით.

- გადასვენებას ხომ არ უპირებთ, ბატონო? - გაუღიმა ასლანამ.

- გადასვენებას კი არა, დანა კბილს არ მიხსნის, ბავშვი დამიჭამა გუშინ ამ

ძაღლიშვილმა, ასე მითხრეს პასტერის სადგურში: იმ ძაღლის თავი მოგვიტანე,

ანალიზს ავუღებთ ტვინშიო, თუ არა და, ცოფის ნემსების გაკეთება მოგიწევთო. ჩემ

თავს არ ვჩივი, ასლან ბატონო, მუცელში ორმოცი ნემსის გაკეთებას გაუძლებს ჩემი

Page 41: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ბაიასავით გაყვითლებული და უდღეური ბაღანა? - ამოიოხრა კირილე მამალაძემ და

ტომრიდან ნაჯახი ამოიღო. ასლანას აღარ დაველოდე, შემოვბრუნდი და შინ წავედი.

ბაბუას მოვუყევი ყველაფერი.

- არაა მაგი კარგი ამბავი. - თქვა ბაბუამ ფიქრის შემდეგ და მის ფეხებთან

უდარდელად გაშოტილ ძაღლს თვალი შეავლო.

საღამოს ბადრია მეთუთუნე მოადგა ჭიშკარს და თოფი სთხოვა ბაბუას.

- რად გინდა თოფი, ბადრია? - ჰკითხა ბაბუამ.

- ძაღლი უნდა მოვკლა, სპირიდონ!

- რას ერჩი?

- წუხელ რომ ხევიდან გადმოვარდნილმა ძაღლმა მთელი სოფლის ძაღლები დაცოფა,

შენ არ გაგიგია? იქ არ იყავი, ბიჭო, შენ, იმ კაცმა რომ თქვა, ბაღანე დამიჭამაო? -

მომიბრუნდა მე ბადრია.

- იმ კაცს არ უთქვამს, ცოფიანი იყო ძაღლიო! - ამოვღეჭე მე.

- როდის იყო, ბიჭო, ჭკუათმყოფელი ძაღლი პატრონს კბენდა, ისიც ბაღანას? - მკითხა

ბადრიამ.

ვერაფერი ვერ ვუპასუხე.

- მაგ საქმისთვის თოფს ვერ გათხოვებ, ბადრია! - გააწბილა ბაბუამ.

- აბა, რითი მოვკლა!

- სარით!

- სარით რა, მხეცი კი არ ვარ! - ეწყინა ბადრიას.

- მაინც ვერ გათხოვებ! - თქვა ბაბუამ. ბადრია მიხვდა, წყალს რომ ნაყავდა და წავიდა.

- ამეღამ ძაღლი ახორში დაამწყვდიე! - მითხრა ბაბუამ და ძაღლს თავზე ხელი

გადაუსვა.

პირველი თოფი ასლანა თავბერიძის ეზოში გავარდა და ძაღლის კივილმა ცა გახია.

- რა რიცხვია დღეს, ბაბუ? - მკითხა ბაბუამ.

- ოცდასამი აგვისტო! - ვუპასუხე მე.

Page 42: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- დაიწყო ბართლომეს ღამე! - თქვა ბაბუამ და თავი ჩაქინდრა.

პირველ თოფს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, მესამეს - მეოთხე... თოფის ხმა

გრიალით გადადიოდა ეზოდან ეზოში, ყმუილი, წკავწკავი, ყიჟინა, ბავშვების

ტირილი, საქონლის ბღავილი - ყველაფერი ერთმანეთში აირია, გავარდა ბადრიას

ეზოში, მერე ჩვენი ყურის მეზობლის მაკარიას ეზოშიც გავარდა და ძაღლის კივილმა

და წკმუტუნმა დაანგრია ქვეყანა.

- ფილთა აქვს მაგ უღმერთოს, და რა გაუძლებს ამ ძაღლის საცოდაობას სანამ მაგი

მაგას ხელმეორედ დატენის. - თქვა ბაბუამ და აკანკალებული ხელები ყურებზე

აიფარა. ერთი საათი გრძელდებოდა ძაღლების ეს აუწერელი ჟლეტა. ერთი საათი

გუგუნებდა ცა და დედამიწა ჩვენს გარშემო. ერთი საათი ანგრევდა და აწყდებოდა

გადარეული ჩვენი ძაღლი ღრენითა და კბილების ღრჭენით გარედან სარგაყრილ

ახორის კარს. მერე ნელ-ნელა მიწყნარდა ხმაური, სადღაც უკანასკნელი თოფი

გავარდა.

- ეჰე-ჰეჰე... - დაიყიჟინა მთელ სოფელზე ომახიანად ვიღაცამ.

- გათავდა! შენ მოგეცა ამათი ცოდვა კაცის გაჩენისათვის, ღმერთო! - თქვა

ხელაპყრობილმა ბაბუამ და სოფელი ჩაკვდა.

მამალმაც იყივლა, ძროხამაც იბღავლა, სკოლის ზარმაც დარეკა, მზეც ამოიწვერა

კონცხოულაზე, თხამაც დაიპეტელა, თიკანმაც დაიკიკინა, კატამაც დაიკნავლა.

ქათამმაც დაიკაკანა, მაგრამ დილა დილას არ ჰგავდა, რაღაც აკლდა სოფელს, რაღაც

თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ უზარმაზარი, მშობლიური, თბილი, ახლობელი, და

როდესაც მხარზე წალდგადაგდებულმა ასლანამ ჩაიარა ორღობეში და უკან ძაღლი არ

მისდევდა, მივხვდი, რომ ეს რაღაც უზარმაზარი, სოფლის განუყოფელი ნაწილი,

მისი სისხლი და ხორცი, ძაღლი იყო, ჩვეულებრივი ძუნკალი ძაღლი. უძაღლოდ

გათენდა 1943 წლის მარიამობის თვე ჩემს სოფელში.

იმ დილით ჩვენი ძაღლი ახორიდან არ გამოსულა, არც დაუყეფია და არც საჭმელი

უჭამია. სკოლიდან დაბრუნებულს, ბაბუას ფეხებში დამხვდა გაშოტილი და

თვალდახუჭული, მკვდარივით ეგდო, მუცცელი ოდნავ უფეთქავდა და მხოლოდ

იმაზე თუ შეატყობდი, რომ ცოცხალი იყო.

- რას შვება? - ვკითხე ბაბუას.

- წუხანდელ ღამეს ინელებს. - თქვა ბაბუამ, - ნუ გეშინია, ძაღლია და დაავიწყდება! -

დააყოლა ბოლოს და მერე ალერსით თავზე ხელი მოუთათუნა. ძაღლი არ

განძრეულა.

შებინდებისას ჭიშკარს ისევ ბადრია მეთუთუნე მოადგა. ნასვამს ჰგავდა.

Page 43: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- საღამო მშვიდობისა, სპირიდონ! - მიესალმა ბაბუას.

- გაგიმარჯოს, ბადრია! - უპასუხა ბაბუამ და რატომღაც ეზოში არ ჩამოიპატიჟა.

- სპირიდონ! - ცოტა ყოყმანის შემდეგ დაიწყო ბადრიამ - ხალხი ჩივის, სპირიდონის

ეზოში წუხელ თოფი არ გავარდნილაო...

- რატომ უნდა გავარდნილიყო, ბადრია, თოფი, ჩემს ეზოში წუხელ კალანდა იყო, ომი

დამთავრდა თუ ჩემი ბიჭი არსენა დაბრუნდა? - ჰკითხა ბაბუამ.

- ნუ გადაუდგები, სპირიდონ, სოფელს ძაღლის გულისთვის. მოკალი მაგი ძაღლი.

ჩვენ რა, შენზე ნაკლებ უჯიშო ძაღლები გვყავდა, თუ შენ ჩვენზე გულჩვილი

გამოდექი?!

- არ ვიზამ მე, ბადრია, ისე, რომ მოვკვდე და ჩემს ეზოში ძაღლმა არ დაიყმუვლოს. -

უთხრა ბაბუამ.

- სპირიდონ, მაგ რომ გაცოფდეს და ბაღნები დამიკბინოდ, ნავთს მივცემ შენს ოდას

და შენც შიგ გამოგფუფქავ! - თქვა ბადრიამ და ბარბაცით წავიდა.

უკვე ბნელოდა, მაგრამ მე დავინახე, როგორც გაფითრდა ბაბუა.

- ბადრია! - დაუძახა უცებ, ბადრია შემოტრიალდა. - ბადრია ლაწირაკო, ჭკუით იყავი,

ნუ ჩამადენინებ ცოდვას და ნუ გამათბობინებ შენი ისლით გადახურული სახლის

ნაკვერჩხალზე ამ გაციებულ ძვლებს...

არ ვიცი, იმ წუთში სიბნელეში გაშეშებული ბადრია რას ფიქრობდა, მე კი ბაბუას

სიტყვის ფასი რომ ვიცოდი, ბადრიას ადგილზე იმ ღამით არ დამეძინებოდა.

შუაღამისას ჩვენი ეზოს ბოლოში ორჯერ გავარდა ზედიზედ თოფი. ბოლო გასროლას

ძაღლის ღრენაშერეული კივილი მოჰყვა. გულგახეთქილი წამოვვარდი, თოფს ხელი

ვტაცე და გასროლის ადგილას მივირბინე. ვიღაც ბარდებში გაშლიგინდა და თავქვე

დაეშვა. ჩვენი ძაღლი ღობის ძირში იწვა და ჩუმად წკმუტუნებდა. ხელში ატატებული

შევიყვანე ოდაში. ბაბუას ჭრაქი აენთო და ბუხართან იჯდა თხისტყავზე

ფეხმორთხმული. ნატყვიარი გაუსინჯა ძაღლს. საფანტს უკანა ფეხში გაეარა. ჯერ

სპირტით მობანა ჭრილობა, შემდეგ თუთუნი დააყარა და მაგრად შეუკრა.

- არაფერია, ძვალს არ გაკარებია! - თქვა ბაბუამ. მერე ისე შეხედა ძაღლს, თითქოს

რაღაცა უნდა ჰკითხოსო. ძაღლმაც ისე შეხედა ბაბუას, თითქოს რაღაცა უნდა

უთხრასო. ასე უცქეროდნენ ერთმანეთს დიდხანს.

- ვინ იყო? - მკითხა უცებ ბაბუამ.

- არ ვიცი! - ვუპასუხე მე.

- ამან კი იცის, მაგრამ არ გინდა ათქმევინო?! - თქვა ბაბუამ და ძაღლს თვალებზე

ცრემლი მოწმინდა.

Page 44: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

დილით ბაბუამ თავი აივანზე გამაყვანინა. ძაღლი ადგა, კოჭლობით გამოყვა და

ფეხებთან დაუწვა.

გადასახედზე იდგა ჩვენი ოდა, და ბაბუა ახლა ისე უყურებდა სოფელს,

გეგონებოდათ თავის სოფელში კი არა, სხვის სოფელში იყო სტუმრად მოსული და

პირველად ხედავდა აქაურობას. ბოლოს მომიბრუნდა და ჩამწყდარი ხმით მითხრა:

- მართალია, ბაბუა, არ შეიძლება კაცი ძაღლის გულისთვის სოფელს გადაუდგეს...

ადექი ახლა, აიღე თოფი, ჩააბი ბაწარი და... ოღონდ მე ნუ გამაგონებ და დამანახებ.

სოფლის გაღმა გადაიყვანე...

- რა გავაკეთო მერე, რომ გადავიყვანო?! - ვკითხე მე და ვიგრძენი, როგორ

ამიკანკალდა ნიკაპი და როგორ გამექცა ქვედა ტუჩი სადღაც.

- რაც მთელმა სოფელმა გააკეთა, ის უნდა გააკეთო შენც, ბაბუა. - მითხრა და თვალი

ამარიდა.

ავდექი, თოფი მხარზე გადავიკიდე, ძაღლს ბაწარი ყელზე ჩავაბი და მოვქაჩე. არ

გამომყვა.

- წამოდი, ძაღლო! - ვუთხარი და ისევ მოვქაჩე. ძაღლმა ფეხი აითრია და განწირული

თვალებით გახედა ბაბუას.

- წაყევი, ძაღლო, წაყევი! - უთხრა ბაბუამ და ცრემლით სავსე თვალებზე ხელი

აიფარა, ძაღლი წამომყვა.

სოფელი გადავჭერით. მთავარი შარიდან გავედით და მდინარისკენ მიმავალი

ბილიკით ფიქალიანი ჩაშლილი ფერდი ჩავიარეთ. ძაღლი კოჭლობით მომდევდა და

მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ ამოუხედია ჩემსკენ. მდინარის პირას

ჩავედით. ძაღლს ყელზე ბაწარი შევხსენი და დიდ ქვაზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანს

ვიჯექი ასე. გული საშინლად მიცემდა. გული, როგორც იქნა, დაწყნარდა. თოფი

გადმოვიღე მხრიდან. მაშინ აწია თავი ძაღლმა და პირდაპირ შემხედა. თვალი ვერ

გავუსწორე. თოფი გადავხსენი, ორივე გილზი ამოვიღე სავაზნეებიდან და წყალში

გადავყარე. თითქოს უზარმაზარი ტვირთი გადამეგდოს, ისე გავიმართე მხრებში და

თავისუფლად ამოვისუნთქე. ძაღლი გაუბედავად მომიახლოვდა და ხელი ამილოკა.

უცებ მოწყდა ადგილიდან, წყალში გადავარდა. იდგაფუნა, იწუწავა, აადუღა ნაპირი,

მერე ისევ ამოვარდა, იხტუნავა და ბოლოს ილაჯგაწყვეტილი გაგორდა სილაზე. მე

დავინახე, როგორ გამოჟონა თეთრ დოლბანდზე გახსნილი ჭრილობიდან სისხლმა

ძაღლს და როგორ წამოუვიდა ჭკვიანი თვალებიდან ცრემლი, მაგრამ, თუ გნებავთ,

ახლაც დავიციფებ ხატზე, რომ იმ წუთში ძაღლი იცინოდა.

- წადი ახლა შენ, ძაღლო, სოფელ-სოფელ არ იარო, ასე აყევი კალაშისპირს. ავი ხარ შენ

და გზაში არავის გადაეყარო, არ დაუღრინო, წაუწექი ყველას, ვინც შეგხვდება, ახლა

Page 45: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ასეა საჭირო, თორემ ცოფიანი ეგონები ვიღაცას და მოგკლავენ. წადი, ძაღლო, ხომ

ხედავ, ჩვენს სოფელში აღარ დაგედგომება, წადი და არ დაბრუნდე. ხომ გესმოდა რა

თქვა ბაბუამ? - არ შეიძლება ძაღლის გულისთვის კაცი სოფელს გადაუდგესო.

ეტყობა, მართლა არ შეიძლება. მაგრამ მე მაინც გადავდივარ ბაბუას სიტყვას და ნუ

დაბრუნდები სოფელში, ნუ მიზამ მაგას, იქნებ მართლა ცოფიანი ხარ და ნუ ჩადგები

სოფლის ცოდვაში. წადი ახლა, შენი ჭირიმე, წადი... - ამას კი არ ვეუბნებოდი,

ვფიქრობდი. ძნელია იმის თქმა ხვდებოდა თუ არა ძაღლი, რას ვფიქრობდი მე, მაგრამ

რომ ავდექი და სოფლისკენ წამოვედი, არ გამომყოლია.

- რა ქენი? - მკითხა ბაბუამ დაბრუნებულს, ხმა რომ არ გავეცი. თოფი მოვიხსენი

მხრებიდან და მივაწოდე. ბაბუამ თოფი ჩამომართვა, გადახსნა და სინათლეზე

გახედა ლულას.

- ასე თუ ქენი, ბაბუა, შენ გაგიჭირდება ცხოვრება. - მითხრა და თოფი დამიბრუნა.

ერთი კვირისთავზე, ღამით, ექვთიმე სირაძის თხას ტურამ შიგ ბოსელში გამოღადრა

ყელი, იმის მესამე დღეს ვიღაცის საქათმიდან მელამ ორი დედალი წაათრია, ათი

დღის შემდეგ ასლანა თავბერიძეს ცოლიკაურით სავსე ათფუთიანი ჭური ცარიელი

დახვდა. ერთ მშვენიერ დღეს, ხაკუნა ბერძენიშვილის ძროხამ ჩვენს ეზოში ოთხი

ნამყენი გადაჭამა, ერთი თვისთავზე სოფლიდან უკვალოდ გაქრა ნინა ძნელაძის

მეწველი ძროხა და სიპიტო მათითაშვილის მოზვერი. ერთ ღამეს კირილე

თითმერიას ნალიიდან კაკალ-კაკალ გაზიდეს რვა ფუთი სიმინდი, ბოლოს აკივლდა

ხალხი, დაიწყო გადაკრული სიტყვები, ეჭვიანობა, წყევლა, სარების ძრობა ღობიდან

და დედმამის სულის ტრიალი. აირია და შეწუხდა სოფელი.

15 ოქტომბერს ისეთი წვიმა მოვიდა, გუბაზოულმა რაც ჩვენი სოფლის გაყოლებაზე

წისქვილები იყო, დახვეტა და სუფსაში ჩაიტანა.

16 ოქტომბერს ბაბუამ საფქვავი სასწაულით გადარჩენილ გორაბერეჟოულის

წისქვილზე გამატანა. შუაღამეზე ჩამოთავდა ჩემი სიმინდი. ტომარა ზურგზე

მოვიგდე და ის იყო უნდა წამოვსულიყავი, რომ წისქვილის კარი ხეველმა კირილე

მამალაძემ შემოაღო და საფქვავი სასწორზე შეაგდო.

- გამარჯობა, თეოფანე!

მიესალმა მეწსიქვილეს. მე ვერ მიცნო.

- როგორაა თქვენი შვილი, ბატონო? - ვკითხე მე.

- რომელი?

Page 46: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- ცოფიანმა ძაღლმა რომ დაკბინა!

- არ გამოდგა ის ძაღლი ცოფიანი, - თქვა კირილემ და სასწორის გამართვა დაიწყო.

- რას ამბობთ, კირილე ბატონო?!

- რა ვთქვი, ბიჭო, დაუჯერებელი. არ გამოდგა ის ძაღლი ცოფიანი! - თქვა კირილემ

და თავისი საქმე განაგრძო.

- ღმერთმა შეგარცხვინა, კირილე მამალაძე, - ვთქვი მე და მუხლმოდრეკით დავჯექი

ტომარაზე.

- ვისია, თეოფანე, ეს უზრდელი მამაძაღლი? - ჰკითხა გაკრივებულმა კირილემ

მეწისქვილეს.

- ვისი ხარ, ბიჭო, შენ? - მკითხა მეწისქვილემ.

- არავისი არა ვარ მე! - ვთქვი და წისქვილიდან გამოვედი.

17 ოქტომბერს მთელი დღე და ღამე ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა ბაბუასათვის

წისქვილში მომხდარი ამბავი. და მხოლოდ გათენებისას გადავწყვიტე არ მეთქვა.

18 ოქტომბერს ბაბუამ ლოგინიდან ადგომაზე უარი თქვა.

10 ოქტომბერს სკოლაში არ გამიშვა.

25 ოქტომბერს მარჯვენა ხელი და ფეხი გაუსივდა.

27 ოქტომბერს დამიძახა და სალაროს გასაღები ჩამაბარა.

28 ოქტომბერს დაბალი სკამი მიმატანინა, წინ დამისვა, ისე რომ პირდაპირ ეცქირა

ჩემთვის:

- ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, - დაიწყო მან. - მე

დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის,

ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია... მაგრამ შენ არ უნდა

შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ, საშიში არაფერია, რადგან არაფერში

არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ

მით უმეტეს არ უნდა გეშინოდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან

ხედ, ან ბალახად. ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე, თუ მოვალ, ისევ შენთან მოვალ,

მარტო არ დაგტოვებ. და თუ რამეში სითბო, სიხარული და სიყვარული იგრძენი, ქვაც

რომ იყოს, იცოდე, ის ქვა ბაბუაშენია... ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, არ

იფიქრო მარტო ვარო. ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო. ცეცხლი,

ერთი ნატეხი ჭადი და ერთი ჭიქა ღვინო დაახვედრე მამაშენს. დანარჩენს თვითონ

მიხედავს, რომ ჩამოვა. ეს ერთი კვირაა, ვინც ამ ქვეყნიდან წასულია, ყველას ვხედავ

სიზმარში. მამაშენი არ გამოჩენილა. ცოცხალია ესე იგი. შეუნახე სახლი და სახელი,

ნუ გაახარებ მტერს, უეჭველად დაბრუნდება, წელს თუ არა გაისად. ომსაც აქვს

Page 47: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

დასასრული. კაცი იწყებს ომს და კაცმა უნდა დაამთავროს იგი. ომი კაცს ვერ

გაათავებს. წადი ახლა და ძალიან ბევრი შეშა მოიტანე.

იმ ღამით თვალზე რული არ გამკარებია. ბაბუა ხმას არ იღებდა. ბუხარში მოგიზგიზე

ალს თვალს არ აცილებდა და ტუჩის კუთხით, ოდნავ შესამჩნევად უღიმოდა რაღაცას.

29 ოქტომბერს წყალო მოაწვა გულზე, სუნთქვა გაუჭირდა და საწოლზე წამოჯდომა

მთხოვა.

წამოვაჯინე და გარშემო ბალიშები შემოვუწყე.

- მოდის, მოდის, დალოცვილი, მაგრამ ძალიან მძიმედ მოდის. - თავისთვის

ჩაილაპარაკა.

30 ოქტომბერს ისევ დამიძახა და ისევ გამაფრთხილა.

- მოემზადე, ბაბუა, მოემზადე და არ შეშინდე. ხვალ სიმსივნე გულზე გადმოვა.

ყველაფერს თავისი წესი აქვს და იმ წესს მეზობლები ამიგებენ. ნუ შეშინდები. ერთზე

კი მწყდება გული, ქალი არ დარჩა ჩვენს ოჯახშირ, რომ შემიცხადოს.

1 ნოემბერს, შუაღამისას, ბაბუა საწოლიდან წამოდგა და შუა ოთახში დადგა.

- ბიჭო, გოგიტა, დავინახე! - თქვა მან უზომოდ შეწუხებულმა და გაკვირვებულმა.

- რა დაინახე, ბაბუა? - ვკითხე მე და ვიდრე წამოვდგებოდი, იგი მაგიდაზე დაემხო,

მერე ნელ-ნელა დაცურდა და იატაკზე გულაღმა გადავარდა.

- ბაბუა! - მივვარდი მე, მაგრამ იგი უკვე აღარ იყო.

ბრძენი კაცი იყო ბაბუჩემი და ისე მოხდა, როგორც მას უნდოდა.

მე არ შემშინებია. ჩავიცვი, ოდის ყველა კარი, ყველა ფანჯარა გავაღე და აივანზე

გავედი.

2 ნოემბერი თენდებოდა გარეთ. ცა სარკესავით ცივი და პრიალა იყო,

გაფერმკრთალებული, სასწორსამართალი პიდაპირ ჩვენი ეზოს თავზე ეკიდა, ეზოში

ჩავედი, დაცვარულ ბალახზე შევდექი ფეხშიშველი. გრილმა ჟრუანტელმა დამირბინა

ტანში. ყანაში აუჭრელი ჩალის ღერები შრიალებდნენ. რატომღაც გავიფიქრე, ალბათ,

ყველაფერი იციან და ახლა ჩემზე ჩურჩეულებენ-მეთქი. მსხლის ძირში რომ გავიარე,

დავიხარე და ჩამოვარდნილი მსხალი ავიღე მიწიდან, პერანგის სახელოზე

შევიწმინდე და ჩავკბიჩე, ჩავკბიჩე და მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ მქონდა პირი

გამშრალი. ეზოს ჭიშკარი ბოლომდე გავაღე, შუკაში გავედი და მეზობლის ჭიშკარს

მივადექი.

- მარგალიტა! - დავიძახე. რომ არავინ მიპასუხა, ხმას ავუწიე. ყველაფერს მშვიდად და

დინჯად ვაკეთებდი. მეორე დაძახებაზე კარი ჭრიალით გაიღო და აივანზე

მარგალიტა გამოვიდა.

Page 48: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- რომელი ხარ? - იკითხა ნამძინარევი ხმით.

- მე ვარ, გოგიტა!

- რა იყო, გოგიტა, ამ შუაღამისას რამ შეგაწუხა?

- ჩამოდი ერთი ეზოში, საქმე მაქვს შენთან.

- მთვრალი ხარ, გოგიტა?

- ბაბუა მოკვდა, მარგალიტა, და შემიცხადე, თუ ქალი ხარ!

- გაგიჟდი, გოგიტა?!

- ნუ გამაწბილებ, მარგალიტა, თუ და ხარ, შემიცხადე ბაბუა! - მარგალიტა ჩამოვიდა

ეზოში და ისევე, როგორც იყო, ფეხშიშველა, გამომყვა. ჩემს ეზოში რომ ჩავედით, წინ

გავუშვი. კიბეზე რომ შედგა, უკან მოიხედა შემკრთალმა.

- ნუ გეშინია! - ვუთხარი მე მშვიდად და ჩემი აივნის პირდაპირ მოლზე დავჯექი.

მარგალიტა აივანზე ავიდა, ბირკვილიან მოაჯირს მოადგა, თმა გაიშალა და სოფელს

გახედა.

ბაბუას გასვენების დღე, 1943 წლის 4 ნოემბერი, კვირა იყო.

ხალხმა ნაშუადღევს იწყო მოსვლა. მეზობლის ქალები, რომლებიც ჭირისუფლობას

სწევდნენ, ბაბუას ნაცვლად მე დამტიროდნენ.

- უბედურო გოგიტაა, რა გე-შვე-ლე-ბა ნენაააა!

მე ვიდექი კართან, მკლავზე შავარშიაშემოხვეული და მშვიდად ვართმევდი ხელს

მოსამძიმრეებს, არც ერთი წვეთი ცრემლი, არც ერთი ამოოხრება.

- იტირე, გოგიტა, თორემ გაგისკდება გული, ბიჭო! - მთხოვა მარგალიტამ.

მე თავი დავუქნიე, კი, ვიტირენ-მეთქი... ხალხი მოდიოდა მოყვრობის, მირონის,

გვარებისა და უბნების მიხედვით დაწყობილი. ყველა ჰგუფს წინ ბურბუშელას

გვირგვინიანი ორი ბავშვი და ერთი თმაგაშლილი დედაკაცი მოუძღოდა. შუკა, ეზო

და აივანი მოტირალი ხალხით აივსო. ყაყანებდნენ, კამათობდნენ, მსჯელობდნენ. აქა-

იქ თავშეკავებული სიცილიც ისმოდა. უცებ ეზო შეტორტმანდა, ჯერ ჩოჩქოლი

ატყდა, მერე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა და ხალხი ორად გაიყო. ფართოდ

გაღებულ ჭიშკარში ხოზიკით გაწეპილი, წითელ ალიზა ტალახში ამოსვრილი,

გაბანჯგვლული, დაქანცული, ყურებჩამოყრილი და თავჩაქინდრული ძაღლი

შემოვიდა. გვერდზე გაუხედავად გაიარა ორად გაყოფილი ხალხი, აივანზე ამოვიდა,

დიდი ოთახი, რომელშიც ბაბუა ესვენა, გადაჭრა, ბაბუას საწოლ ოთახში შევიდა და

Page 49: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ცარიელ საწოლს დახედა, მერე ზალაში გამოვიდა. ტახტზე დასვენებულ კუბოს

მიადგა. უკანა ფეხებზე შედგა, წინა თათები ტახტს დააბჯინა, კისერი წაიგრძელა და

ბაბუას დახედა. ლამაზი, სპეტაკი, მშვიდი და სათნო იწვა ბაბუა თავის სასახლეში.

ძაღლმა ერთ ხანს უყურა ბაბუას, მერე მოტრიალდა, წამოვიდა და ჩემს ფეხებში დაწვა

გატრუნული.

- დიდება შენდა, უფალი! - აღმოხდა ვიღაცას ჩემს უკან, მე თავი ვეღარ შევიკავე,

სახეზე ხელები ავიფარე და ხმამაღლა ავტირდი.

დაახლოებით ხუთ საათზე კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ზალაში ბადრია

მეთუთუნე შემოვიდა. ჩემს ფეხებთან გაწოლილი ძაღლი რომ დაინახა, შეკრთა,

მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და სამძიმრის მოსახდელად ჩემსკენ დაიძრა. მაშინ

წამოდგა ძაღლი. მთელ ტანზე ბანალი აეძაგრა, კუდი ბოროტად გაუგრძელდა. ეშვები

გააელვა და გაბმულად, შემზარავად დაიღრინა. ბადრიამ უკან დაიხია. ძაღლმა ერთი

ნაბიჯი გადადგა მისკენ.

- გაჩერდი, ძაღლო! - თქვა ბადრიამ და ფერი წაუვიდა.

ძაღლი მშვილდივით მოზიდული იდგა.

- მატირე, ძაღლო, ეს პატიოსანი მოხუცი! - უნაიროდ დაიღიმა ბადრიამ, ძაღლმა

ღრენას უმატა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

- უთხარი, ბიჭო, ამ უჯიშოს რამე! - მომიბრუნდა საქციელწამხდარი ბადრია.

„ამან კი იცის, ვინ ესროლა თოფი, მაგრამ არ გინდა ათქმევინო?!“ - გამიელვა თავში

ბაბუას ნათქვამმა. - გადადი ბადრია, ეზოდან! - ვთქვი მე. - მერე გამახსენდა, ბაბუამ

ცარიელი თოფი რომ დამიბრუნა და მითხრა - ასე თუ ქენი, ბაბუა, შენ, ცხოვრება

გაგიჭირდებაო, მაგრამ აღარ გადავთქვი. - გადადი, ბადრია, ეზოდან! - გავიმეორე და

ბადრია გადავიდა ეზოდან.

დილით ადრე ხმაურმა გამაღვიძა, აივანზე გავვარდი საცვლების ამარა.

- ბიჭო, გოგიტა, გააჩერე ეს შობელძაღლი, თორემ დაგვჭამა ცოცხლად! - მეძახდა

სკამების წასაღებად მოსული მეზობელი.

სოფელს გავხედე. ოდებიდან კვამლი ამოდიოდა თეთრ ბოლქვებად. მამლები

ყიოდნენ, ძროხები ბღაოდნენ, თხები პეტელაობდნენ, თიკნები კიკინებდნენ, ქათმები

კრიახობდნენ, კონცხოულაზე უშველებელი მზე შემომდგარიყო... უცებ სხეული

სითბოთი ამევსო და ყურებში სასიამოვნო ზარმა დარეკა.

ჩემს ეზოში ძაღლი ყეფდა.

Page 50: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ხაზარულა

ხეს რომ დაველაპარაკე პირველად 14 წლისა ვიყავი, თვითონ ბებერი იყო, 55-60 წლისა,

თითქმის ჩემი ბებიის ხნის. ხე ვაშლისა გახლდათ და სახელად ხაზარულა ერქვა.

მახსოვს, ადრე მისი ნაყოფი ბებიას ზამთრობით თბილისში ჩამოჰქონდა, დილით

რკინიგზის სადგურიდან მოსული, სოფლის სურნელად აყვავებული და დაღვრილი,

გულში ჩამიკრავდა, მუშტისოდება ცივ, შეუხედავ, შემჭკნარ ვაშლს ლოგინში

შემომიგორებდა და მეტყოდა:

- აგი, ნენა, შენი ეზოს ხაზარულაა, კია ალმასხანას დაფინოსავით დაპრანჭული, მაგრამ

მაგის უკეთესს ვერაფერს მოიხილავ უზმოზე, ჭამე, შენ შემოგევლოს შენი ბებია...

მართლაც უგემრიელესი იყო ეზოს ხაზარულა.

ომის დროს სოფლის ხიზანი გავხდი და ის ჩემი ხაზარულა პირადად გავიცანი. მარანზე

იდგა ალაგ-ალაგ ფუღუროიანი, სიხმელე შეპარული, მაგრამ მაინც ამაყი,

მკლავგაშლილი, ლამაზი, ღონიერი და უზარმაზარ ჩრდილიანი. კოპეებით,

ორშიმოებით, ორჩხუშებით, პატარ-პატრა დოქებით ჩამოხუნძლული, თუმცა, რად

გინდა, თურმე აგერ, მესამე წელია, აღარ ყვავილობდა და ცხადია, აღარც ნაყოფს ისხამდა.

1942 წელს ადრე გაზაფხულზე, სისხამ დილით ბებიამ გამაღვიძა. ხელში

სამართებელივით პირალესილი და ალაპლაპებული ნაჯახი ეჭირა.

- მღუპავ, ბებია?! - შევიცხადე განგებ და საბანი თავზე წავიხურე.

- ნუ ლაზღანდარობ, შე მამაძაღლო, ადექი და საქმეს მიხედე, სანამ ყურით

ჩამომითრევიხარ მაგ ტახტიდან, - გამიჯავრდა ბებია.

- რა საქმე აგიტყდა, ქალო, ამ ალიონზე? - ვუსაყვედურე მე.

- კაცის ხელი თუ არ მოხვდა, მაგას ჩემი აღარ ეშინია, ქალი რომ ვარ, მთლად აბუჩად

ამიგდო, - თქვა კოპებშეკრულმა.

Page 51: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- ჰიტლერზე ამბობ მაგას, ბებია, თუ ჩვენს ბრიგადირზე?

- ა კიდო, რა გითხარი მე შენ?!

- ვდგები, ბატონო, მაგრამ გამაგიბინე, ვიზეა ლაპარაკი? - ვთქვი მე და ჩაცმა დავიწყე.

- ვიზეა დახაზარულაზე, მაგ უგვანოზე, უსინდისოზე და უცხვირპიროზე, ამ შიმშილის

დროს შეიძლება ასე ღალატი?! - მკითხა ბებიამ.

- ხეზე ამბობ მაგას? - ვკითხე განცვიფრებულმა.

- ხეზე.

- ვაშლზე? - არ დავუჯერე საკუთარ ყურებს.

- ვაშლი რომ ვაშლს აღარ გამოისხამს, ვაშლია იგი? - კითხვაზე კითხვით მიპასუხა ბებიამ,

- შეშაა მაგი დღეის იქით, - თვითონვე გასცა პასუხი თავის კითხვას.

- მერე, მე რა უნდა ვქნა, მოვჭრა?

- ჯერ შეაშინო უნდა, მერე თუ არ შეშინდა, მოვჭრათ, აბა, რა იქნება. - ბებიამ მასწავლა,

როგორ უნდა შემეშინებინა ხაზარულა, ნაჯახი სასთუმალთან ამიყუდა და კარისკენ

წავიდა.

- შენ გგონია გამიგონებს? - გამეცინა მე.

- თუ ჭკუა აქვს, უნდა გაგიგონოს, - თქვა ბებიამ.

- შენ სადღა მიდიხარ? - ვკითხე.

- მაგ ლაპარაკს თქვენს გარდა არავინ არ უნდა დაესწროს, - თქვა ბებიამ და კარი გაიხურა.

ავდექი, ნაჯახი მხარზე გავიდე, მარანზე ავედი და დასკდომამდე კვირტებდაბერილ

ხაზარულას მივადექი.

Page 52: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- ნეტა მართლა თუ ეყურება ხეს კაცის? - გავიფიქრე და გამეღიმა.

ნაჯახი მოვიმარჯვე და რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვიქნიე, მერე ნაჯახი შუა გზაზე

გავაჩერე, ხეს ძირზე ფრთხილად შევახე, ვითომ ჩავფიქრდი და „ყოფნა-არყოფნასავით“

დაეჭვებულმა ვთქვი:

- მოვჭრაააა, არ მოვჭრა?! მოვჭრააა, არ მოვჭრა?! მოვჭრააა, არ მოვჭრა?! - და ისევ

ჩავფიქრდი, დიდი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ ხელი ჩავიქნიე და მარტო ხაზარულას

კი არა, იქვე ჭურისთავზე დამხობილ ქვასაც რომ გაეგონა, ისე ხმამაღლა წარმოვთქვი.

- ჯანდაბას მაგის თავი, წელსაც ვაცდი და თუ ისევ არ გამოისხა, სად წამივა, გაისად სულ

ძირში მოვჭრი! - მოკლედ ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც ბებიამ მასწავლა და

ხაზარულას ავხედე. იგი იდგა უდრტვინველად, ყურსაც არ აპარტყუნებდა და მთელი

სხეულით, ახლად ამობრდღვიალებულ მზედ ეფიცხებოდა.

ისევ გამეცინე, ოღონდ ახლა ბებიაზე კი არა, ჩემ თავზე.

ნაჯახი იქვე ხაზარულას ძირში გაგორებულ ჯირკზე დავასვე და ოდაში დავბრუნდი.

- რა ქენი? - მკითხა ბებიამ.

- რა ვქენი და შევაშინე, ვერ ხედავ, უბედური როგორ კანკალებს? - ვუპასუხე აგდებულად

და ხაზარულასაკენ გავახედე. გავახედე და სიცილი წამსკდა, ხაზარულა მთელი

სხეულით თრთოდა...

სოფელში ზენა ქარმა ჩაიქროლა.

გაზაფხულმა ტანი დაისრულა, გუბაზოულის ჭალიდან ჩვენს ეზოშიც ამობრძანდა, კახპა

ქალივით ფეხშიშველმა და კაბადაკაპიწებულმა ახლად აბიბინებულ კოინდარზე გაიარ-

Page 53: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

გამოიარა და საქონლიან-ფრინველიან-მცენარიანად ყველაფერი გადარია. იფეთქა

ყველაფერმა:

ნუში აყვავილდა, ტყემალი აყვავილდა, ატამი აყვავილდა, გულაბი აყვავილდა, ალუჩის

ბუშიც კი აყვავილდა... ხაზარულა კი იდგა და ძილ-ღვიძილში მყოფი კაცივით მხოლოდ

წამწამებს აფახულებდა, მეტი არაფერი, კაციშვილმა არ იცოდა, რას გვიპირებდა.

ერთ სისხამ დილით ისევ გამაღვიძა ბებიამ და ხაზარულასკენ გამახედა.

- გახედე, ნენა!

ღია ვარდისფერ პერანგში გამოწყობილი, ნაჯაფარი და სათნო ბერიკაცივით

მკერდგაღეღილი, გაღიმებული ხაზარულა ამაყად იდგა მარანზე და ნიშნისმოგებით

გვიქცეროდა.

- რა გითხარი მე შენ? - თქვა ბებიამ.

- ღმერთო, ნუ გადამრევ, - ვთქვი მე.

აყვავილდა ხაზარულა, მაგრამ რა აყვავილდა, დაისია ფუტკარი, მაგრამ რა დაისია,

გამოისხა ხაზარულამ, მაგრამ რა გამოისხა, დამწიფდა, მაგრამ რა დამწიფდა, დახვავდა,

მაგრამ რა დახვავდა, აგვავსო ჩვენც და მეზობლებიც ჩირით, არყით და მურაბით. ჩვენი

კბილმოკვეთილი საქონელი რომ ვეღარ აუთავდა ხაზარულას ღეჭვას, თეოფანე

დუგლაძის ძროხისთვის დავიწყე დავუწყე ყოველდღე კალთით ზიდვა.

- მოეშვი, ბიჭო, აწი ამ ძროხას, სანამ ვაშლის კამპოტს არ მეიწველება, არ დაანებებ თავს? -

გამიჯავრდა ერთ დღეს თავგაბეზრებული თეოფანე.

- რა ჰქენი ეს, ხაზარულა, რავა გადარიე ქვეყანა? - ვკითხე ზამთრის პირას ხაზარულას,

კენწეროში შერჩენილი, შაშვისა და ჩხართვის დაკორტნილი უკანასკნელი ვაშლი რომ

ჩამოვაგდე ჭოკით.

- თუ ხე ხარ, ვაშლი გქვია და ისხამ, ასე უნდა გამოისხა, - მიპასუხა ხაზარულამ და

ბებერი სახსრები შეაჭრიალა.

Page 54: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ის წელი იყო და ის წელი, ხაზარულას შემდეგ აღარ გამოუსხამს. რა არ ვაშინე, არ არ

ვეხვეწე, რა არ ვემუდარე, მაგრამ მორჩა, გათავდა ხაზარულას ხაზარულობა.

ორი წლის თავზე ჭურიდან რომ ღვინოს ვიღებდით, ბაბიამ ცაში აიხედა, მერე

ხაზარულას ახედა, თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და ისე თქვა, თითქოს მე კი არა, ვიღაც

უცხოს ელაპარაკებოდა:

- ამაღამ მოთოვს, შეშა არ გვაქვს, დავიხოცებით სიცივით, უნდა მოიჭრას ხაზარულა.

- წელსაც ვაცალოთ, ბებია და გაისად მოვჭრათ, ერთს კიდევ შევაშინებ, - ვთხოვე მე.

- გათავდა, ნენა, რავარც მე ვერ შემაშინებ აწი, ვერც მაგას, - სინანულით გაიქნია თავის

ბებიამ.

- აბა, მე ვერ მოვჭრი მაგას, - ვიუარე სასტიკად.

- რას ჰქვია ვერ მოჭრი, ბებია ვარ მე შენი რომ გელაპარაკები, თუ ძაღლი?! - ეწყინა ბებიას.

- ბებია ხარ, მაგრამ მაინც ვერ მოვჭრი, - გავჯიუტდი მე.

- რატომ? - გაუკვირდა ბებიას.

- კაცო, შენ თვითონ არ მითხარი, რასაც მე და შენ ვლაპარაკობთ, ეყურება ხესო? -

გავახსენე მე.

- არა, ნენა, რაღაცას დედაბერი ჩაიბჟუტურებს, იმას რას უყურებ შენ, ხეს კი არა, ადამიანს

არ ეყურება ერთმანეთის.

ხომ ხედავ, ფრონტზე ცოცხლად ჭამენ ერთმანეთს, მაშინ გეხუმრე, ბებია და მართალი

გეგონა? - სცადა ბებიამ ჩემი გადაბირება.

- მაინც ვერ მოვჭრი, ეყურება კი არა, მე თუ მკითხავ, ხედავს კიდევაც მაგი, შეხედე

როგორ აგვარიდა თვალი, - ვუთხარი ბებიას და ხაზარულას ავხედე.

Page 55: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- დიდუ, დიდუ, რა მესმის ეს, - შემიცხადა ბებიამ და ლოყა ჩამოიხოკა, - მაგრამ შენ რას

გერჩი, ჩემი გადარეული ხარ და მე უნდა მოგიარო, მეზობლებო, მიშველეთ რამე,

ჩამოდით და დამიბით ჯაჭვით იგი ადრე სასიკვდილე!..

- ახლა სოფელს შესტირა ბებიამ.

- რა იყო, კალანდაძის ქალო, რას ერჩი მაგ ბიჭს, ამ დილით ხატზე რომ გადაეცი?! -

ჰკითხა ორღობეში შემთხვევით მიმავალმა ანანია სალუქვაძემ ბებიაჩემს და ეზოში

შემოვიდა.

- რავა რას ვერჩი, ანანია ბატონო, აგერ ბერწი ხაზარულა შევაშინებინე შარშანწინ, ახლა

მოჭერი-მეთქი, ვეხვეწები და არ შვება, გინდა თუ არა, ეყურებაო, - უთხრა ბებიამ და

ანკარა ადესით სავსე ჭიქა მიაწოდა.

- დილა მშვიდობისა და ღმერთმა გაგიმარჯოს, ქალბატონო დარეჯან, შენი ნაგრამიანად, -

დაილოცა ანანია სალუქვაძე და ისეთი სიამოვნებით დალია ღვინო, ნერწყვი გადავყლაპე,

თითქოს თავმოხდილი ჭურის წინ არ ვმდგარიყავი.

- აყურებაო აბა? - იკითხა ანანიამ და წითლად შეფერადებულ ულვაშზე გადაისვა ხელი.

- ეყურება კი არა ჩემო ანანია, ხედავსო, ისიც კი იკადრა, - დამაბეზღა ბებიამ, - მაგრამ

მაგას რას ვერჩი მე, გადავრიე და მე უნდა გავუყარო ახლა ბაწარში თავი.

- აგი ღვინო თუ აქვს დალეული ამ დილით? - იკითხა ანანია სალუქვაძემ.

- კი აქვს, ერთი-ორი ჭიქა! - თქვა იმედგაღვიძებულმა ბებიამ.

- მაშინ ერთი ჭიქა კიდევ ამივსე, ქალბატონო დარეჯან და მე გეტყვით, რომლის

გადარეულია, შენი თუ ღვინის, - გაუღიმა ანანიამ.

ბებიამ ჭიქა გაუვსო, ანანიამ უსიტყვოდ დალია და ძალიან დიდი პაუზა გააკეთა.

- მე მგონი, ქალბატონო დარეჯან, ორივეს გადარეულია მაგი, შენიც და ღვინოსიც, მაგრამ

Page 56: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

უფრო დაბეჯითებით რომ გამოვიტანო დასკვნა, ერთი ჭიქა კიდევ დამისხი, - ბებიამ კი

დაუსხა ღვინო ანანიას, მაგრამ მე რომ ანანიას ადგილზე მყოფილიყავი, თავს

შევიკავებდი, ისეთი თვალით შეხედა. ანანიამ ეს ჭიქაც უხმოდ გამოსცალა, ამჯერად

დიდხანს არ უფიქრია, პირდაპირ მოხსენებაზე გადავიდა:

- ნამდვილად ამას გადაურევია, ქალბატონო დარეჯან, მაგრამ მე მოყვან ახლა მაგას

ჭკუაზე, შენ ამბობ რომ ხედავსო, აბა?.. - მკითხა ანანიამ.

- კი! - დავუდასტურე მე.

- ქვა?

- ქვაც!

- მდინარე?

- მდინარეც!

- აგაშენა ღმერთმა, ისე კია, ქალბატონო დარეჯან, საინტერესო, დავუშვათ, შენ ხარ

ვაშლის ხე - ხაზარულა, ამ ბიჭის წაბჟუტურების მიხედვით, ქეც ხედავ და ქეც გეყურება,

უცებ ხედავ, რომ მოდის ვიღაცა კაცი, ჩამნაირი მუტრუკი, მაგალითად, გაუდვია მხარზე

ნაჯახი, მოდის და უნდა მოგჭრას, უნდა მოგჭრას, ხედავ ამას შენ და ვარ გარბიხარ

ვერსად. არ გადაირევი, ქალბატონო დარეჯან? - ჰკითხა ანანიამ და ისევ გაუწოდა ჭიქა

ბებიას, ბებიამ დააყოვნა ჭიქის შევსება, - დამისხი, შე ქალო, მთავარ სათქმელს აწი

ვაპირებ მე, - უთხრა ანანიამ ბებიაჩემს. ბებიამ შეუვსო ჭიქა.

- ბიჭო, კი ხარ ქალაქელი, მაგრამ დროა აწი შეეგუო გლეხის ფილოსოფიას, სამ რამეს არ

აყენებს გლეხი ოჯახში, ბერწ საქონელს, უნაყოფო ხეს და უშვილო... - ანანია შეყოყმანდა

და ბებიას გახედა.

- რას მიყურებ ანანია, თქვი ბოლომდე, მე რას მერიდები, შვილი რომ არ მყოლოდა, აგი

შვილიშვილი საიდან მეყოლებოდა, - გაეცინა ბებიას.

- მართალია, ...და უშვილო ქალს, მაგრამ ბებიაშენ დარეჯანს შვიდი შვილი ყავდა. ასეა

Page 57: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

მაგი.

- რა გინდა, ანანია ბიძია? - ვკითხე მე.

- რატომ არ ჭრი ხეს? - მკითხა ანანიამ თავის მხრიდან.

- მეცოდება.

- რა გეცოდება, ბიჭო, ხეი? შენხელა ბიჭები რუსეთში ტანკებს მიუძვრებიან ქვეშ.

- უბედური ჩვენი სახელმწიფო ამნაირი ღლაპების იმედით თუ აპირებს გერმანიის

წაქცევას, - ახლა სახელმწიფო შეიცხადა ბებიამ.

- არ თქვა მაგი, ქალბატონო დარეჯან, - გაუჯავრდა ანანია.

- რავა არ ვთქვა, შე კაცო, ქათამს მაგას ვერ ვაკვლევინებ, თიკანს და ხეს ვერ ვაჭრევინებ,

მეცოდებაო, მაგის შარშან საკალანდოდ დაკლული ღორი წელს ძლივს დავიჭირეთ

ინტაბუეთში, ისე რომ ის დანა ისევ ყელში ჰქონდა გაკვეხებული...

აგია საქმე? - ჰკითხა ბებიამ.

- მართალს ამბობს, ბიჭო? - მკითხა ანანიამ.

- მართალს ამბობს, ანანია ბიძია და ტყუილა ნუ მიკითხავ ნატაციებს, მაინც არ მოვჭრი

ხაზარულას! - დავუდასტურე მე.

- ესე იგი, გეცოდება?

- აბა, არ მეცოდება? - ვკითხე ახლა მე.

- გეცოდება და ჯანდაბას შენი თავი, კიდო ერთი ჭიქა დამისხი, ქალბატონო დარეჯან და

მაგი ხაზარულა ხვალ უთენია გაგორებული დაგხვდება, ჩემი ხელით

მოვასორომგორომებ აქოურობას, ახლა მაგის თავი არ მაქვს.

Page 58: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ბებიამ ისევ გაუვსო ჭიქა. ანანიამ შესვა.

- ქალბატონო დარეჯან, დასაყოლებელი ხომ არ გაქვს რამე? - იკითხა სხვათა შორის

ანანიამ.

- სარი მაქვს დასაყოლებელი, ბატონო ანანია, - უთხრა ბებიამ. ანანია უხმოდ გადავიდა

ეზოდან და გზას ზევით აუყვა.

- ამ ზევით სად მიდიხარ, ბატონო ანანია, ქვევით არ მიდიოდი? - შეახსენა ბებიამ.

- ქვევით საქმე მქონდა, ქალბატონო დარეჯან, და მე რომ აწი საქმეს გავაკეთებ, ისე

გეიხარა ჩვენი თავმჯდომარის ვენახმა! - ხელი ჩაიქნია ანანიამ.

- მაშინ მეცი პატივი, ანანია ბატონო და შაქროიეს ღობეს გაყევი, ჩემსას ისედაც ძლივს

უდგას სული, - სთხოვა ბებიამ. ანანიამ სასწრაფოდ გადაინაცვლა ორღობის მეორე მხარეს

და შაქროია მიქაბერიძის ღობეს ჩამოეკიდა. ერთი კი მოიხედა უკან.

- ბიჭო! - დამიძახა, - შენ ამბობ, ხედავსო ჩემი ხაზარულა?! ისე რა გითხარი მე შენ, შენი

ხაზარულა კი არა, მე ვერ ვხედავ ვერაფერს... - ჩაიხითხითა ანანიამ და გზას გაუდგა

ღობე-ღობე ბალცალ-ბანცალით.

მართალი გამოდგა ბიჭი. ყველაფერს ხედავდა და ყველაფერი ესმოდა გაყუჩულ და

ფოთოლგაცვენილ ხეს.

შუაღამემდე ფიქრობდა ხაზარულა, ნაშუაღამევს გული შეეკუმშა და ფესვები მოთოკა... -

ფესვების ბადეში გახვეული ჭური ოდნავ შეტოკდა. იგრძნო ეს ხაზარულამ და ახლა

უფრო მოთოკა ფესვები... ჭური რამდენიმე ადგილას აიტკეჩა, მაგრამ ისე, რომ შიგნიდან

არ დაზიანებულა, მაშინ კიდევ ერთხელ მოზიდა ფესვების ბადე ხაზარულამ და

პირველი ბზარი გაუჩნდა ჭურს, წითელმა სითხემ ზანტად გამოჟონა ქვევრიდან და

ხაზარულას ფესვის ფოსოებს დაეღვარა, ფრთხილად მოსინჯა და შეისრუტა ხაზარულამ

Page 59: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

წითელი სითხე, უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში... ერთი შეკრთომა შეკრთა

ხაზარულა, მაგრამ თადანთან ის ჟრუანტელი გაურკვეველ სიამოვნებად გადაექცა და

ახლა უფრო გამეტებით ჩაიკრა ჭური გულში, ქვევრი რამდენიმე ადგილას გასკდა და

წითელი სითხე თქრიალით გამოსკდა ხაზარულას ფესვებზე, როგორც მაცოცხლებელმა

წვიმამ იცოდა ხოლმე გვალვიან ზაფხულს.

ახლა ხარბად დაეწაფა ხაზარულა წითელ სითხეს, ამ წითელ სასწაულს, რომელიც აგერ

სამოცზე მეტი წელიწადია თურმე მისი ფესვების შუაგულშია განძივით დამარხული და

მან კი არაფერი არ იცოდა, და ასე სასოებით ქოსვდა მის გარშემო მაცოცხლებელი

ფესვების ბადეს... და ასე სასოებით დარაჯობდა.

წითელი სითხე გაუთავებლად ჟონავდა გამსკდარი ქვევრიდან... ხაზარულა კი წურავდა,

წურავდა ქვევრს, უსაშველოდ მწყურვალივით სვამდა და სვამდა გაუთავებლად ამ

უცნაურ წითელ სითხეს, და ივსებოდა თანდათან სითბოთი, სიხარულით, ადრე

განუცდელი საამო ჟრუანტელით, თავდავიწყებითა და გატაცებით... დათვრა ხაზარულა

და უცებ განათდა მისთვის ქვეყნიერება.

ადრე, ახალგაზრდობაში ძალიან უკვირდა ხაზარულას, როგორ ცხოვრობდნენ

ადამიანები, ფესვები რომ არ ჰქონდათ მასავით მიწაში გადგმული, ან როგორ

მოძრაობდნენ მის გარშემო და საერთოდ, მაგრამ ბოლოს მიეჩვია ამ აზრს და ფიქრიც კი

შეწყვიტა ამ მისთვის გაუგებარ და აუხსნელ საგანზე, რადგან ამაზე პასუხის გამცემი

ხაზარულას ქვეყნად არც არაფერი და არც არავინ არ ეგულებოდა. მაგრამ დღეს მოხდა

სასწაული. დაიცალა ქვევრი, უკანასკნელი წვეთი შეისრუტა ხაზარულამ და იგი უცებ

მიხვდა ადამიანისა და საოცარი სითხის საიდუმლოს... ხაზარულას აღარ უკვირდა,

რატომ კოცნიდნენ ადამიანები ერთმანეთს, რატომ ტიროდნენ ჯამებით ხელში, რატომ

დასდევდნენ ერთმანეთს, რატომ ჩხუბობდნენ, რატომ იცონოდნენ, რატომ მღერდონენ

ხელიხელგადახვეულები, რატომ როკავდნენ მის გარშემო, რატომ რეცხდნენ ასეთი

გულმოდგინებით ჭურებს და რატომ ასხამდნენ ასეთი სასოებით შიგ ამ საოცარ სითხეს.

მიხვდა ყველაფერ ამას ხაზარულა და თავადაც მოუნდა სიმღერა, სირბილი, ხვევნა,

კოცნა, ტირილი და როკვა, მაგრამ რა ექნა ხაზარულას, ხე იყო ხაზარულა და არა

ადამიანი, ამიტომ ის გააკეთა, რაც შეეძლო, დილამდე ტორტმანებდა და გუგუნებდა

ხაზარულა...

დილით კი, დილით გვერდში ყრუ დარტყმა იგრძნო, მაგრამ არ სტკენია და ყურადღება

არ მიაქვია ხაზარულამ, შემდეგ მეორე გვერდში იგრძნო ისეთი ყრა დარტყმა ხაზარულამ

Page 60: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

და არც იმ დარტყმას მიაქცია ყურადღება, ერთ საათს მაინც გრძელდებოდა ეს

დარტყმები, ბოლოს, მოწოლა იგრძნო ხაზარულამ მარცხნიდან მარჯვნივ, ძლიერი

მოწოლა. მერე ჭრიალი, გაბმული ჭრიალი და ჯერ ზანტად გადაწვა, ხოლო შემდეგ

მოსხლეტით დაეშვა დედამიწაზე, ახლა საკუთარი მკვლავებისა, მხრებისა და სახსრების

ლაწანი გაიგონა ხაზარულამ, მაგრამ არც მაშინ უგრძვნია რამე ტკივილი, თვალები

დახუჭა მხოლოდ და ტკბილად, ძალიან ტკბილად და ღრმად დაიძინა.

- ადექი, ნენა, წაუქვევია ხაზარულა ამ დილით ანანიას! - გამაღვიძა სისხამ დილით

ბებიამ, - ა, შენ ნაჯახი და ტოტები მაინც დაასხიპე, - მითხრა და თავად სამზადში გავიდა.

ბებიასთვის ალღოს არ უღალატნია, ღამით თოვლი მოსულიყო და სოფელი ისეთი

ლამაზი იყო, საქორწილოდ გამზადებულ თეთრ ფატაში გამოწყობილ პატარძალს ჰგავდა.

მარტო ჩვენი ეზო გამოიყურებოდა მგლოვიარედ, მარანზე მიცვალებულივით

ახალმოჭრილი ტოტებდამსხვრეული და დალეწილი ვეებერთელა ხაზარულა ესვენა.

უხალისოდ ავედი მარანზე. და ვიდრე ხის გაჩორკნას შევუდგებოდი, მის გადანაჭერზე

ჩამოვჯექი, ჩამოვჯექი და გავშტრედი. ხის დედოძარღვიდან წითელი სისხლისფერი

სითხე მოჟონავდა.

- ბებია! - დავუძახე შემცბარმა.

- რა იყო? - გამომხედა ბებიამ.

- ამოდი ერთ წუთას.

- რა მოხდა.

- ამოდი და შენი თვალით ნახე.

ბებია ამოვიდა.

- რა არის ეს? - მკითხა გაკვირვებულმა.

Page 61: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- ალბათ, ხის სისხლი.

- ვუპასუხე შემკრთალმა.

- შეუძლებელია, იანვარია ახლა და ძინავს ყველა მცენარეს, წყალი თებერვალში დგება

ხეში, - თქვა ბებიამ და ხელი შეახო ხიდან გამოჟონილ წითელ სითხეს, სახესთან მიიტანა,

დაყნოსა და მე შემხედა შეშინებულმა, - მოხადე ჭური! - მიბრძანა მან. მე სასწრაფოს

მოვხადე ჭური, მე და ბებიამ ერთად ჩავიხედეთ შიგ, ჭური ცარიელი იყო...

- ჭურო ზეშთა აღმადგინებელთაო, დედაო დამბადებელისაო, სარკეო სიმართლისაო,

წმინდაო მარიამ, მეოხ გვეყავნ ჩვენ და ნუ გადაგვრევ, - თქვა ბებიამ ხმის კანკალით, ცაში

აღაპყრო ორთავე ხელი და ნელ-ნელა დაეშვა მუხლებზე.

ხაზარულას სიცივისგან შეაჟრჟოლა და თვალი გაახილა, მისთვის უჩვეულო

მდგომარეობაში მყოფს ქვეყნიერება წაქცეული მოეჩვენა და გაუკვირდა. ჯერ ყველაფერი

იმ წითელ სითხეს დააბრალა, მერე მის გადანაჭერზე ჩამომჯდარი, ნაჯახის ტარზე

ნიკაპდაყრდნობილი, მობუზული ბიჭი და თავღია ჭურთან სპეტაკ თოვლში მუხლებზე

დამხობილი, ცაში ხელაპყრობილი შავოსანი დედაბერი რომ დაინახა, მიხვდა, ცოცხალი

აღარ იყო და ისევ დახუჭა თვალები. დახუჭა სამუდამოდ..

Page 62: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

ზუსტად 8 სათზე

პატარაზე გაუღეს თუ არა კარი, ევროპა თავქუდმოგლეჯილი შემოვარდა წინა აზიაში:

მოკლე კაბებით, ვიწრო შარვლებით, მოკასინებით, შეკრეჭილი და სტაფილოსფრად

შეღებილი თმებით, წვრილი ქუსლებით, მცირეგაბარიტიანი ავეჯით მაგნიტოფონებით,

ლუი ამსტრონგებითა და ჩაო–ჩაო ბამბინოებით.მე კი „მოპრმა“ რომ მამაჩემს ოცდარვა

წელს არტელ „ანტიბურჟუის“ მიერ გამოშვებუი პატეფონი აჩუქა, ისევ ის მიდგას

სახლში. კარგია მერე ეს?

ევროპაში ნამყოფი ჩემი მეგობრები დილით თურქული ყავითა და OC–ის მარკის

კონიაკებით საუზმობენ. მე კი ისევ მურაბიანი ჩაითა და ცეკავშირის ყველით ვსაუზმობ.

ჩემი ამხანაგები ისეთი ვიწრო შარვლებით დადიან, ორი კაცი ეხმარებათ გაძრობაში. მე

კი, ქამარს რომ შევიხსნი, მისით მძვრება. კარგია მერე ეს? რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ

იმედი მაქვს, ამ მოთხრობის შემდეგ გამოვსწორდები, რადგან ყველა ლიტერატურულ

ნაწარმოებს გარკვეული აღმზრდელობიტი დანიშნულება აქვს თვით ავტორისთვისაც.

ვიოლა კავშირგაბმულობის სახლის წინ შემხვდა. ამათვალიერ–ჩამათვალიერა, ქალს რომ

კაცი შეეცოდება, ისე გამიღიმა და მკითხა:

– დღეს საღამოს თავისუფალი ხარ?

– კი, რა იყო?

– გამოიცვალე, აბა ,ეგ ტომარა, წვერი გაიპარსე და მოდი ჩემთან.

– რაშია საქმე?

– პატარა სვეტსკი ვახშამი მაქვს!

– ვინ იქნება?

– ერთად ვიმოგზაურეთ ევროპის გარშემო.

მოკლედ, მოხვალ და ნახავ.

– კარგი, ბატონო!

– არ დამიწყო ახლა ქართული ნომრები, კაცს რომ დილას დაპატიჟებ და ღამის ორ

საათზე მოგადგება ძმაკაცებით. საღამოს რვა საათზე ზუსტაად!

– ჩვენი დროით?

– ჩვენი დროით!

– კი, ბატონო!

– აბა, ჩაო!

– რაო?

– ნახვამდის!

Page 63: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

– ნახვამდის!

იგი წავიდა წელის ირიბი რხევით და იქვე კედელზე აყუდებული ვიღაც მუტრუკის

ღმუილი და მკერდზე მჯიღის ბრახუნი დაიმსახურა.

კაცი რომ ვახშამზე დაგპატიჟებს და გამაძღარი ესტუმრები, ამაზე დიდი სიბრიყვე და

სისულელე ქვეყნად წარმოუდგენელია. მართალია ,არც მთლად წაქცევაზე მისვლა ვარგა,

მაგრამ კარგა გვარიანად მოშიებული კი უნდა იყო. ამ ტრადიციით აღზრდილი მივადექი

ვიოლას ბინას ზუსტად საღამოს 8 საათზე. ვიოლას მისაღებ ოთახში, სკანდინავიის

ქვეყნები მცირე გამონაკლისის გარდა, სამხრეთ–დასავლეთ ევროპა სუფევდა.

– თენგიზ, აცეკვე! ხომ ხედავ, ბიჭები არ გვყოფნის, – მისვლისთანავე შემომაჩეჩა ვიოლამ

თავისი მეგობარი და ჩვენ საოცრად მინორული ბლიუზის ტაქტზე შუა ოთახში

შევცურდით. იგი ცეკვავდა ნაზად და თვალს არ მაცილებდა, მე ვცეკვავდი უხეშად და

თვალს ვარიდებდი.

მას ფრანგული სუნამოს „შანელის“ სურნელი ასდიოდა, მე – საავიაციო ბენზინისა.

– თქვენ რა გქვიათ? მკითხა მან და ფილტრიანი სიგარეტის იისფერი კვამლი

შემომაბოლა.

– მე თენგიზი, თქვენ? – ვკითხე და პრიმის შავი კვამლი მივაფუტუნე.

– მე – თათია. თქვენ ევროპაში ხართ ნამყოფი?

– არა. თქვენ?

– ო, მე გარშემო.

– რატომ, შიგნით არ გიშვებდნენ?

– ასტრაუმნო! – გამიღიმა მან, საჩვენებელი თითი ცხვირზე დამაჭირა, – ზრრრრ... –

დარეკა და გადაიკისკისა.

– თქვენ თმებს იღებავთ? – ვკითხე მე და თმაზე ხელი გადავუსვი.

– ო, არა, ზღვაზე გამიხუნდა. თქვენ?

– რა მე?

– ასე შავი თმები რატომ გქვთ?

– შავ ზღვაზე გამიშავდა

– ასტრაუმნო!.. – გამირიმა მან ისევ. ისევ ასწია საჩვენებელი თითი და ისევ უნდოდა ჩემს

ცხვირზე ზარი დაერეკა, მაგრამ ბლიუზი შეწყდა და მე მადლობის ნისნად თავი

დავუკარი.

თათიას თითი შუბლზე მომხვდა. ორთავეს გაგვეცინა. ცეკვა შეწყდა. ორთავე სავარძლეში

ჩავესვენეთ. სალონური საუბარი ჩემს პირდაპირ მჯდომმა შიომ დაიწყო:

– წაიკითხეთ მერაბ ფხალაძის ლექსები?

Page 64: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

– გამოვიდა? – იკითხა ვიოლამ.

– ვგიჟდები მაგ ბიჭზე, ფრანგულ მინიატურებს მაგონებს... – თქვა თათიამ.

– ის რა გვარია, კარგ მოთხრობებს რომ წერს და რომ არ უბეჭდავენ? – ვერ გაიხსენა

ლულუმ.

– მასეთი რამდენიც გინდა იმდენია. შენ რომელზე ამბობ? – ჰკითხა ბენომ.

– აი ის, წვერგაუპარსავი, თმადაუვარცხნელი და ჭიპამდე პერანგჩახსნილი რომ დადის.

ძალიან აბსტრაქტულ რაღაცეეებს წერს, კონკრეტულობაში.

– სტეინბეკი თუ წაიკითხეთ ბოლო? – გვკითხა ვიოლამ.

– ისე გადავხედე და, მართალი გითხრა, სადღაც რაღაცაში ძალიან ისეთია... პრინციპში,

მე მაგალითად, ის უფრო მომწონს. რა ქვია? აი ის, კინოც რომ გადაიღეს მერე, დიდი

თევზი რომ დაიჭირა და... წვერები რო აქვს, თოფი რომ გაუვარდა, – ტუჩები მოიკვნიტა

შიომ.

– ჰემინგუეი! – გამოვიცანი მე. ლულუს დედამ, კალენტი ბიცოლამ, კონიაკი შემოიტანა

და მაგიდაზე პატარა სათითურებს შორის ჩადგა.

– კონიაკზე გამახსენდა, რემარკზე რას იტყვით? – გვკითხა თათიამ და თვალები მოწურა

გამომცდელად.

რემარკზე ყველამ ვთქვით, რომ იგი ძალიან ბევრს წერს კონიაკზე, რომ იგი სადღაც

რაღაცაში ჰგავს, რა ჰქვია იმას?.. ის რომ დაწერა, სულ რომ სვამენ და ესპანეთში რომ

არიან, ლოთი ქალი რომ არის, ხარებს რომ ეჩხუბებიან იმაზე, რა ჰქვია იმას? ჰოდა, იმას

ჰგავს სადღაც რაღაცაში. მერე ბნომ პარიზში მიღებული შთაბეჭდილებები მიამბო.

– პარიზში არ ყოფილხარ? – მკითხა მან.

– პარიზში არა, – დავიმორცხვე ისე, თითქოს მოსკოვში ვყოფილიყავი ნამყოფი.

– გახსოვთ, გოგოებო, სტოკჰოლმიდან კოპენჰაგენზე გავლით პარიზში რომ ჩავედით? –

გოგოებს ახსოვდათ.

– სასტუმროდან პირდაპირ უნივერმაღში გავქანდით, ლუვრის ახლოს რომაა, „ბო

მორშე“...

– მერე? – მომკლა ცნობისმოყვარეობამ.

– მერე? – ვეკითხები გამყიდველს, – მეილონის საროჩკა არ გაქვთ–მეთქი?

– აუჰ! – გამიკვირდა მე.

– კეს კე ვუ ვულე? – მკითხა გამყიდველმა.

– რაო, რა მინდაო?

– ვიცი და არ გეუბნები? ვიმეორბ, საროჩკა, საროჩკა...

Page 65: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

– ვას ვოლენ ზი? – მეკითხება ისევ.

– სა–როჩ–კა, – დავუმარცვლე მე.

– უოტ დუ იუ ლაიკ? – შემეკითხა კიდევ და შტერივით მიყურებს.

– კი მაგრამ, რუსული არ იცოდა იმ უპატრონომ? – გავბრაზდი მე.

– რუსული კი არა, ის მოთხოვე ახლა გამყიდველს! – გაეცინა ლულუს.

– ვაი, სირცხვილო! – გავწითლდი მე.

– აბა, ბიჭო, მოკვდა სირცხვილით.

მაგათ არაფრის არ ცხვენიათ, – თქვა თათიამ.

– მერ, მერე? – გამომელია მოთმინება.

– მერე რა, სანამ არ შემოვიხიეთ ტანზე, ვერ გავაგებინეთ, ასე არ იყო, გოგოებო? –

დაამთავრა საინტერესო ამბავი ბენომ.

– მიკვირს, როგორ ნიშნავენ ისეთ ხალხს გამყიდველად, ერთი ხუთი ენა მაინც თუ არ

იცის! – განცვიფრებით აიჩეჩა მხრები ვიოლამ და მაგიდასთან მიგვიპატიჟა. შიომ

სათითურები შეავსო, ვიოლამ თითო ფინჯანი შავი ყავა დაგიდგა და ხუთმა კაცმა ერთად

გავაქანეთ ხელი პაპიროსის ქაღალდივით სიფრიფანად დაჭრილი ნამცხვრისკენ.

ნამცხვარი გაქრა. მოიტანეს მეორე წყება. ყავას სასიამოვნო ოხშივარი ასდიოდა და მისი

სურნელი ნესტოებიდან პირდაპირ მშიერ კუჭში მიექანებოდა ძლიერი ჭავლით.

– ხელოვნებას გაუმარჯოს იმ ასპექტში, ჩვენზე რომ დიდ ემოციურ იმას ახდენს სადღაც

რაღაცაში, რა თქმა უნდა, ინტელექტუალურად, – თქვა შიომ და სათითე პირში

გადაიმხო.

კომიაკი გადაჰკრა და თვალები ააპარპალა.

– უუჰ, პიკასო! – გაასავსავა ხელები თათიამ, მერე კონაკი გადაჰკრა და თვალები

ააპარპალა

– წარმოგიდგენიათ, ბებერია და ისევ ხატავს. ოგ, მაგის მათხოვარი! – ამოიოხრა ვიოლამ.

ლულუმაც ამოიოხრა, მაგრამ არაფერი არა თქვა, მხოლოდ თავი გააქნია, არ გამახსენოთო

და ნამცხვრის უკანასკნელი ნაჭერი დაითრია.

– ერთი ყავა, თუ შეიძლება კიდევ, ვიოლა, – შეუკვეთა თათიამ და განაგრძო.

– ჭურში ვზივართ, გენაცვალე.

ევროპას ყავით უდგას სული, აბა, ჩვენ რომ მივუსხდებით მაგიდას ღორებივით და

ვშთანთქავთ; ეს კატლეტიო, საცივიო, მწვადიო, ტოლმაო, სუკიო, შემწვარი სულგუნიო,

ბორშჩიო, ჭყინტი ლობიოო...

Page 66: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

მუშტისხელა ნერწყვი გადავყლაპე და თათიას მუდარით სავსე თვალები მივაშტერე –

გეყოფა, ნუ შემშლი–მეთქი. თათია განაგრძობდა:

– ეჰ, ევროპა. შეხვალ კაფეში, გენაცვალე, და სადაა პური? – ეს უკვე ზედმეტი იყო.

პურის ხსენებაზე ენაზე დამბლა დამეცა, კისრის ძარღვები დაწყვეტამდე დამეჭიმა და

პავლოვისეული რეფლექსები ერთად ებრდღვნენ ჩემს ლიმფურ თუ სანერწყვე

ჭირკვლებს.

– ამიტომ არიან, გენაცვალე, ტანადები და ფეხადები, ნახე ბარდო, ნახე სილვანა, ნახე

მერლინ მონრო და სოფია ლორენი, – თქვა ლულუმ, მერე ცარიელ თეფშზე ნეკით

შეაგროვა ნამცეცები და მორიდებულად ჩაიყარა პირში.

– ცივილიზაცია, გენაცვალე, ცივილიზაცია... როდის მივალთ იქამდე, პაპუასები ვართ,

ნამდვილი პაპუასები, როგორც მიკლუხო იტყოდა, მაკლაი, პაპუა...

– პური! – დავიკვნესე მე.

– რა?! – მკითხა გაკვირვებულმა ვიოლამ.

– პატარა ნაჭერი პური და ყველი, თორემ გული წამივა, მშიერი ვარ წამოსული.

სალონში უკმაყოფილო და დამცინავი ცურჩული ატყდა. ვიოლა სამზარეულოში გავიდა

და იქიდან გამხმარი პურის ყუა და გაქვავებული ყველის ნაჭერი გამომიტანა.

– უკაცრავად, თენგიზ, სადილი არ გაგვიკეთებია, არ გვეგონა...

– რას ამბობ, ვიოლა! –დავამშვიდე მე და პურს ვებრდღვენი.

თათიამ ვერ გაუძლოი ჩემს ყურებას, ადგა და მაგნოტოფონი ჩართო, „ო ჯეკი ჯოო“ –

ააყოლა ჩემს ყბებს მაგნიტოფონმა. შუაზე რომ დავიყვანე პური და ყველი, თათია

გვერდზე მომიჯდა და მორიდებით მკითხა.

– ძალიან გამხმარია პური?

– არა უშავს, – ვუპასუხე ისე, რომ ყბა არ გამიჩერებია.

– აბა, მაჩვენე! – მთხოვა თათიამ. მე პური მივაწოდე.

თათიამ პური ჩაკბიჩა და აღარ დაუბრუნებია. არაფერიც, სულაც არ არის გამხმარი.

ყველი მომიტეხე, რა? – მოვუტეხე.

– მართლა არ არის გამხმარი? – იკითხა ლულუმ.

– აბა, მაჩვენე?!

თათიამ აჩვენა.

– ვა, მართლა არ ყოფილა გამხმარი! – გაუკვირდა ლულუს.

– მართლა? – გაუკვირდა ბენოსაც, მაგრამ საჩვენებელი პური აღარ იყო.

– ვიოლა, ნახე ერთი, თუ ქალი ხარ, სამზარეულოში იქნებ არის კიდევ პური! – შეეხვეწა

შიო.

Page 67: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

– ვაიმე, რა ვქნა, რომ არ არის, რაღაც ძველი პურები მიწყვია ქვაბში მერძევის

ძროხისთვის.

– მიტა, კაცო, მერძევის ძროხა მოიცდის! – აიქნიახელი ბენომ. ვიოლამ პური ქვაბით

შემოიტანა.

„ო ჯეკი ჯოო!“ – იქაჩება მაგნიტოფონი.

– პატარა მომიტეხეთ, – ვიქაჩები მეც

– ვიოლა, ნახე ერთი, ყველი აღარ არის?

– იოლა, ბოლოკი ან ნიორი არა გაქვთ?

– ხახვი და მარილი წამოიღე, ვიოლა!

– უჰ, შენ აგაშენა ღმერთმა, ეს ტყემალი მკვდარს გააცოცხლებს.

– დამარტყი, თუ ძმა ხარ, ზურგზე ხელი, გულზე დამეცა, – მთხოვა თათიამ და ზურგი

მომიშვირა.

– ღვინო არა გაქვს, ვიოლა, ერთი ბოთლი?

– ვაიმე, რა ვქნა, ჭანგიანია.

– მოიტა, კაცო, გაავსე, თუ ძმა ხარ, ჩაის ჭიქა. წაიღე, თუ ქალი ხარ, ეს სათითურები, –

დადგა თამადად ბენო.

– ამ ყავას რა ვუყო? – სასოწარკვეთილად თქვა ვიოლამ.

– გააცივე და მერძევის ძროხას შეუინახე, კალორიებს მოუმატებს, – დაარიგა შიომ.

– მე ჩაის ჭიქები შევავსე, კალენტი ბიცოლამ, ქრისტემ რომ უდაბნოში სასწაული

მოახდინა, იმაზე უარესი ქნა. მაგიდაზე თახთახა ხაჭაპური დადო და მორცხვად დაჯდა

ოთახის კუთხეში. „ჩაო–ჩაო ბამბინო“, გვემშვიდობებოდა მაგნოტოფონი.

– გამოთიშე, თუ ძმა ხარ, ეს შობელძაღლი, ახლა ვიწყებ მე ქეიფს, „თბილისო“ არა გაქვთ?

– წამოდგა ბენო.

– თბილისო არა, კეკელა და მარო მაქვს, – დაიმორცხვა ვიოლამ.

– დაუკარი, მაგის რჯულიც არ იყოს, აბა, კალენტი ბიცოლა, გაუმარჯოს, მოდი, ჰო!

– იცოცხლეთ, შვილებო!.

Page 68: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

თქვენც სუ და ჩვენც სუ

იქნებ ყველა მანდილოსნისთვის არც არის ცნობილი, რომ საზოგადოების განვითარების

რომელიღაც ქვედა საფეხურზე მამაკაცი არ იყო ქალის თანასწორი. ეს ამბავი ადამიანის

გონების დანისვლის იმ დაწყევლილ პერიოდს მიეწერება, როდესაც დედაკაცი იყო

მამაკაცი და პირიქით. ამას მატრიარქატი ერქვა. ეს იყო დრო, როდესაც არ არსებობდა

ცნება ”შინაბერა”, ქალების მისამართით, ხოლო შინდარჩენილ გაუთხოვარ გონჯ და

დაფეხვილ ვაჟებს მშობლები და შუამავლები ათასნაირი მოტყუებითა და შანტაჟით

აღხოვებდნენ სოფლის ვაჟკაც დედაკაცებზე. ყველა ამ სიკეთესთან ერთად იყო ვაჟების

მოტაცებაც, ძალადობაც და, წარმოიდგინეთ, ფიზიკური შეურაცხყოფაც კი.

არ იქნებოდა ზედმეტი, წარმოგვედგინა ეპიზოდი ამ ჩვენთვის სამარცხვინო და

თავმოსაჭრელი ისტორიული წარსულიდან.

...სოფელ გამოქვაბულეთის ტერიტორიას მთვარე დაახლოებით ისე ანათებდა, როგორც

ახლა ანათებს ხოლმე. გასათხოვარი ვაჟის პატრონის საკარმიდარო ნაკვეთზე ბნელოდა.

გამოქვაბულის წინ კავკასიური ჯიშის იხტიოზავრი ება, ხოლო ჭიშკარზე ეწერა: ”ეზოში

ავი ძაღლია”.

ეზოში ფრთხილად შმოვიდა შავთვალწარბა, მაღალი, მკერდზე

წაბლისფერთმაჩამოშლილი ვაჟკაცი გოგონა. იხტიოზავრმა ყურები ცქვიტა და

დაიღრინა, მაგრამ უმალ იცნო სასიძო და მიწაზე კუდის ბაკუნით ჩაუგორდა ფეხებში.

სასიძო გოგონამ პირში ოთხი თითი ჩაიდო და გაბმულად დაუსტვინა, გამოქვაბულში

რაღაც გაფაჩუნდა, კარი აჭრიალდა და ეზოში ნატიფი ჩრდილი გამოსრიალდა. მან

ფრთხილად გაიხედ-გამოიხედა და ამჟამად გადაშენებული ბუჩქნარის იქით

გაუჩინარდა.

- იაკინთე, შეენ?! - შეეგება მას აღელვებული ქსენია.

- მე, მე, ჩემო ყველავ! - წაიდუდუნა იაკინთემ და თავი მიაყრდნო მკერდზე ვაჟკაც

ქსენიას.

ისინი უხმოდ გაყვნენ ოკეანის ნაპირს, და დაახლოებით იქ, სადაც ახლა ხანგრძლივი

გეოლოგიური და ვულკანური პროცესების შედეგად კავკასიონის ქედია ამოზნექილი,

ნავში ჩასხდნენ.

თბილი მუსონი უკოცნიდა იაკინთეს ახალამოყრილ წვერ-ულვაშს. ნავი ტალყებზე

ირწეოდა, იმჟამად იმ მიდამოებში მყოფი ოკეანე იყო საოცრად მშვიდი.

- იაკინთე!

Page 69: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- რა, ქსენია?

- ჩვენ სახლში აღარ დავბრუნდებით, შნ ჩემი უნდა გახდე სმუდმოდ! - აღმოხდა ქსენიას.

- ასე შიშველი, სახლიდან გამოპარული? - თქვა იაკინთემ და მარაოსავით წამწამები

მორცხვად აახამხამა.

- მე შენი ქონება არ მაინტერესებს. მამაშენივით კი არა ვარ.

- მამაჩემს ცუდად ნუ მიხსენებ. ჩემისთანა კიდევ ოთხი ჰყავს გასათხოვარი და რა ქნას? -

იწყინა იაკინთემ.

- ნუ გეშინია, ქვაზე დაგასახლებ, - გატაცებით თქვა ქსენიამ.

- მეშინია! = წაიჩურჩულა იაკინთემ, ქსენიას მიეკრა და ცახცახმა აიტანა.

- ჩემთან რისი გეშინია! - დაიქუხა ქსენიამ, წელზე ჩამოკიდებულ ნაჯახზე ხელი წაივლო

და ალვისტანა იაკინთე გულში ჩაიკრა.

- რას სჩადი, რას, ჯერ ნუ, სანამ ხელს არ მოვაწერთ, ნუ მაკოცებ... - აქვითინდა იაკინთე.

- მხოლოდ ერთხელ გაკოცებ... - გაიქაჩა ქსენია.

- არა, არა, თქვენ სულ აასე იცით, კერ ერთ კოცნას მოითხოვთ, მერე ორს, მერე ასს...

ყველა დედაკაცები ერთნაირები ხართ!..

- თავს იცავდა სუსტი იაკინთე.

გათენებისას ისინი გადასხდნენ უსახელო კუნძულზე, ქვის ნაჯახით ამოკვეთეს კლდეზე

ინიციალები, გააფორმეს საბუთები და დაიწყეს ცხოვრება. შემდეგ, როგორც წესია,

იაკინთეს მშობლები შეურიგდნენ, მზითვად გამოატანეს ოთხი სიპის ტახტი, ექვსი ქვის

სასთუმალი, ერთი გოდორი ლეღვის ფოთოლი - საცვალი და სხვა. დატრიალდა

ცხოვრების ჩრხი, ქსენა დადიოდა სანადიროდ, იაკინთე უვლიდა ბავშვებს, ამზადებდა

საჭმელს, მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. იაკინთემ უღალატა ქსენიას.

- მომჭერი ხომ თავი?! - იღრიალა ერთ მშვენიერ დღეს გახეთქილმა მთვრალმა ქსენიამ.

- ტყუილია, ჭორებს არ დაუჯერო! - შეიცხადა შეშინებულმა იაკინთემ და საყვარლის

მიერ სიჩქარეში დარჩენილ ლეღვის ფოთოლს ფეხი დააბიჯა.

- მე ქმარი ვარ შენი თუ ვინ ვარ? - განაგრძო თვალებჩასისხლიანებულმა ქსენიამ და ქვის

ნაჯახი იშიშვლა.

- მომკალი, მომკალი, არ მინდა ასეთი ცხოვრება, მეც ადამინი ვარ თუ არა? შენ მთელი

დღე ტყეში დაეთრევი, მთვრალი მოდიხარ, ჩემთვის არც კინოა, არც თეატრი. ის დღე

დაიქცა ,როდესაც ჩვენ, მამაკაცები, თქვენს მონებად დავიბადეთ! -აქვითინდა იაკინთე.

- რატომ მღალატობ, კაცო, რა გაკლია?! - თქვა გაბრაზებული ხმით ქსენიამ.

- ყველაფერი!

- -ბუს კვერცხები ხომ გაქვს თავზე საყრელად?

Page 70: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- მაქვს.

- შუბა ხომ მოგიტანე?

- მერე რომ ისევ დახიე მთვრალმა?

- ვინ? მე შნი შუბა დავხიე? ო, არარაობავ, მამაკაცი უნდა გერქვას შენ!

- მამაკაცი კი არა დედაკაცი, - ამოიკნავლა იაკინთემ.

- ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ ბოლოს და ბოლოს მამაკაცებმა აღიმაღლეს ხმა და

ერთ მშვენიერ დღეს ქალებთან გათანასწორებაც მოითხოვეს. მართალია, ეს ერთი ხელის

დაკვრით არ მომხდარა, ამას მთელი ეპოქები და საუკუნეები მოუნდა, მაგრამ შეთანხმება

მიღწეული იქნა და მამაკაცი ქალის თანასწორი გახდა.

შემდეგ მოვლენები ისე განვოთარდა, რომ მამაკაცმა გაბატონებულ მდგომარეობასაც

მიაღწია და დაიწყო ახალი ერა ჩვენს ცხოვრებაში - პატრიარქატი.

ყველაფერი თავიდან დაიწყო, ოღონდ - უკუღმა, ქალები დამონებულები აღმოჩნდნენ,

დიდხანს ითმინეს, ითმინეს და ეღ მშვენიერ დღეს დედაკაცი მამაკაცის თანასწორი

გახდა. ეს ბედნიერი დღე, 8 მარტი, დღესასწაულადაც კი გამოცხადდა, ჩვენ, მამაკაცებს,

იმის ჭკუაც არ გვეყო, როდესაც დედაკაცები ვიყავით, რომ ჩვენი ქალებთან

გათანასწორების დღე დღესასწაულად გამოგვეცხადებინა.

როგორ მიაღწიეს ამას ქალებმა, ეს ახლა დღესავით ნათელია და ჩვენ, მამაკაცებს,

უდიდესი როლი მიგვიძღვის ამ უკეთილშობილეს საქმეში, მაგრამ მე შიშითა და

ძრწოლვით ვადევნებ თვალყურს ქალთა სისხლში იმ ზვიად წინაპართა სისხლის

აღზევებას, რომელთაც ცოლებად ვყავდით და წინდას გვაქსოვინებდნენ. ზოგიერთი

ქალი უკვე აშკარად არღვევს თანასწორობის საზღვრებს.

აი ერთი თანამედროვე მაგალითი:

- რა გინდა ქალო, რომ დამტკვირე ცოცხლად, მაცივარი გაქვს?

- მაქვს!

- სარეცხი მანქანა?

- მაქვს!

- ტელევიზორი?

- კი.

- აბა რა გაკლია?

- კუბო, რომ ჩაგასვენო და გაგასვენო!

- რატომ, რატომ?

- ნათელას ქმარი ჰყავს?

- ჰყავს.

Page 71: მოთხრობები - ნოდარ დუმბაძე

- მისი ქმარი სარეცხს რეცხავს?

- რეცხავს.

- ბავშვებს უვლის?

- უვლის.

- საჭმელს ამზადებს?

- ამზადებს.

- საინებს რეცხავს?

- კი.

- ეჭვიანობს?

- არა.

- ღვინოს სვამს?

- არა.

- პაპიროსს ეწევა?

- არა.

- ჰოდა, რა ქვია ასეთ ქმარს?

- მთლე და ჩვარი!

- მთხლე და ჩვარი შენა ხარ!

ძვირფასო ქალებო, ხომ ხედავთ, ამ პატარა სცენაში იმის ტენდენციას, რომ ზოგიერთი

ისევ ისწრაფვის, ისევ გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვოს? ჩვენ, მამაკაცებს,

საუბედუროდ, ეს არ გვაძლევს ხელს.

უფრო ძვირფასო ქალებო! ეს ტენდენცია დღითი დღე უფრო და უფრო საშიში ხდება, მე

ამას ვრ ავიტან.

გთხოვთ, ნუ გვიზამთ ამას. ნუ ჩაგვყრით იმ საცოდავ მდგომარეობაში, რომელშიც

ვიყავით ამ რამდენიმე ეპოქის წინათ. დავრჩეთ თანასწორნი, თორემ შემდეგ ყველაფერი

ისევ თავიდან დაიწყება. ვიყოთ ასე, გავინაწილოთ ოჯახის ფუნქციები: ჩვენ რვა მარტს

საჩუქრებს მოგიტანთ, თქვენ ტკბილები დაგვიცხვეთ და ასე შემდეგ...

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ამის უფლება კონსტიტუციის ძალით გვაქვს.

მოკლედ, ჩვენც სუ და თქვენც სუ.

გახსოვდეთ, ქალებო, რომ მამაკაცი ქალის თანასწორია!.

fb.com/groups/ellib