2
www.eu3min.ge www.facebook.com/Let`sMeetEurope http://eeas.europa.eu/delegations/georgia ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტრო პრეს რელიზი ახალგაზრდა ქართველი რეპორტიორები ევროკავშირისთვის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სამწუთიანი ფილმების ფესტივალის 2014 წლის ექვს გამარჯვებულს აჯილდოებს თბილისი, 19 ივნისი, 2014 დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გამოაცხადა ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების 2014 წლის 6 გამარჯვებული, რომლებიც ორ ასაკობრივ კატეგორიაში (13-18 წლამდე და 18-25 წლამდე) გამოვლინდა. დაჯიდლოების ცერემონია გაიმართა ღია ცის ქვეშ კაფეში „ბოტანიკ“, კულტურის ცენტრის „მუზა“ ეზოში. გამარჯვებულებს პრიზები გადასცა ჟიურის სპეციალურმა წევრმა, მწერალმა დათო ტურაშვილმა და ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა. 2014 წლის ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები არიან: 13-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი პრიზის მფლობელია (Apple iPhone 5s) ხატია ზუხუბაია ფილმისათვის „ღირსეული სიბერე“, რომელშიც აღწერილია პროექტი „ხანდაზმულთა რესურსცენტრი“ მეორე პრიზი (Mini iPad) წილად ხვდა გიორგი ზათიაშვილს ფილმისთვის „ფეხბურთი უკეთესობისკენ“, რომელიც მოგვითხობს პროექტზე „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“ მესამე პრიზი (ნიკონის ფირმის ფოტოაპარატი) ერგო ნინო სახანბერიძეს ფილმისთვის „მეც ვხედავ მზეს“. ავტორმა ფილმი გადაიღო ევროკავშირის პროგრამაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თანაბარი საგანმანათლებლო და შრომითი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. 18-25 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში: პირველი პრიზის მფლობელია (Apple iPhone 5s) ირაკლი ფურცელაძე ფილმისათვის „კოოპერატივი უდრის წარმატებას“, რომელიც მოგვითხობს ევროკავშირის სამეზობლოს პროგრამაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მეორე პრიზი (Mini iPad) წილად ხვდა ცოტნე თევზაძეს ფილმისთვის „მიწასთან დაბრუნება“, რომელიც ასევე ეხება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას.

ახალგაზრდა ქართველი რეპორტიორები ევროკავშირისთვის

Embed Size (px)

DESCRIPTION

 

Citation preview

Page 1: ახალგაზრდა ქართველი რეპორტიორები ევროკავშირისთვის

www.eu3min.ge

www.facebook.com/Let`sMeetEurope

http://eeas.europa.eu/delegations/georgia

ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტრო

პრეს რელიზი

ახალგაზრდა ქართველი რეპორტიორები

ევროკავშირისთვის

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სამწუთიანი ფილმების ფესტივალის 2014 წლის ექვს გამარჯვებულს აჯილდოებს

თბილისი, 19 ივნისი, 2014

დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გამოაცხადა

ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების 2014 წლის 6 გამარჯვებული,

რომლებიც ორ ასაკობრივ კატეგორიაში (13-18 წლამდე და 18-25 წლამდე)

გამოვლინდა. დაჯიდლოების ცერემონია გაიმართა ღია ცის ქვეშ კაფეში

„ბოტანიკ“, კულტურის ცენტრის „მუზა“ ეზოში. გამარჯვებულებს პრიზები

გადასცა ჟიურის სპეციალურმა წევრმა, მწერალმა დათო ტურაშვილმა და

ჟურნალისტმა აკაკი გოგიჩაიშვილმა.

2014 წლის ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის

გამარჯვებულები არიან:

13-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში:

პირველი პრიზის მფლობელია (Apple iPhone 5s) ხატია

ზუხუბაია ფილმისათვის „ღირსეული სიბერე“, რომელშიც

აღწერილია პროექტი „ხანდაზმულთა რესურსცენტრი“

მეორე პრიზი (Mini iPad) წილად ხვდა გიორგი ზათიაშვილს

ფილმისთვის „ფეხბურთი უკეთესობისკენ“, რომელიც

მოგვითხობს პროექტზე „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“

მესამე პრიზი (ნიკონის ფირმის ფოტოაპარატი) ერგო ნინო

სახანბერიძეს ფილმისთვის „მეც ვხედავ მზეს“. ავტორმა

ფილმი გადაიღო ევროკავშირის პროგრამაზე, რომელიც

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის

თანაბარი საგანმანათლებლო და შრომითი შესაძლებლობების

შექმნას უწყობს ხელს.

18-25 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში:

პირველი პრიზის მფლობელია (Apple iPhone 5s) ირაკლი

ფურცელაძე ფილმისათვის „კოოპერატივი უდრის

წარმატებას“, რომელიც მოგვითხობს ევროკავშირის

სამეზობლოს პროგრამაზე სოფლის მეურნეობის

განვითარებისთვის.

მეორე პრიზი (Mini iPad) წილად ხვდა ცოტნე თევზაძეს

ფილმისთვის „მიწასთან დაბრუნება“, რომელიც ასევე ეხება

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას.

Page 2: ახალგაზრდა ქართველი რეპორტიორები ევროკავშირისთვის

www.eu3min.ge

www.facebook.com/Let`sMeetEurope

http://eeas.europa.eu/delegations/georgia

ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტრო

მესამე პრიზი (ნიკონის ფირმის ფოტოაპარატი) ერგო გიორგი

ქიქავას ფილმისთვის „რეპორტაჟი „ღისეული სიბერე“,

რომელშიც აღწერილია პროექტი „ხანდაზმულთა

რესურსცენტრი“.

ფილმების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.eu3min.ge.

დაჯილდოების ცერემონიის დროს ევროკავშირის ელჩის მოადგილემ, ბორის

იაროშევიჩმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის მონაწილეებს და აღნიშნა,

რომ კლონკურსის ყველა ფილმი თანამბრად ღიებულია, რადგან ისინი

ევროკავშირის მირე დაფინანსებული პროექტების წარმოჩენას უწყობს ხელს.

ევროინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში

მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხედვები საქართველო-ევროკავშირის

თანამშრომლობაზე.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გამოაცხადა

ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალის მესამე რაუნდი.

მობილური ტელეფონით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების

კონკურსი თემაზე „გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“

2014 წლის 25 აპრილიდან 13 ივნისამდე გაგრძელდა.

კონკურსის მონაწილეებს მობილური ტელეფონით უნდა გადაეღოთ

სამწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი მიდგომით გაეშუქებინათ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი ან რამდენიმე პროექტის

საქმიანობა და გადმოეცათ მათი გავლენა საზოგადოების

ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული

პროექტების სია და საკონტაქტო ინფორმაცია გამოქვეყნდა

ვებგვერდზე www.eu3min.ge.

სულ შემოვიდა 41 საკონკურსო ნამუშევარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ჯუზეპე ვასკესი - პრესისა და ინფორმაციის მენეჯერი, ევროკავშირის

წარმომადგენლობა საქართველოში: [email protected]

მაია ჩიტაია, ”ერთად შევეგებოთ ევროპას” [email protected] +99599 490012