3
მმმმმმმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ - ,,1984“ მმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ იიიიიიიი იიიიიი იიიიიიიი იიიიიიიი იიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიი; იი იიიიიიი იი იიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იი იიიიი იიიიიიიი იიიი იიიიიიიიიი, იიიიიიი ,,1984-იი“ იიიიიიიიიიიი. იიიი იიიი იიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიი იიიი იი იიიიიიიი იიიიი იიიიიიიიიი იი იიიიიიი. იიიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიი იი იიიიიი იიიიიიიიიიიიი იიიიი ,,1984-იიი“ იი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიი. 1975 იიიი 17 იიიიიი, იიიიიიიიიი იიიი იიიიიიიიიიი იიიიიიი, იიი იიიიი იი „იიიიიიი იიიიიიიიი” იიიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიი იიიიი. იიიიიიიი იიიიიიიიიიიიი იიი იიიიიიიი იიიიიიიი იიიიი იიიიიი - იიიიიიიიიიიი იიიიიიიი - იიიიიიი. იიი იიიიიი იიიიიიი იიიიიიიი იიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიი. იიიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიი იი იიიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიი. ,,იი იიიი იიიიიიიი იიიიიი, იიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიი.“ 1 იიი იიიიი იიიიიიი იიიიიიიიიი, იიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიი: იიიიიიი იიიიი იიიიი, იიიიიიი იი იი იიიი იიიი იიიიიი იიიიიიიიი. იიიიიიიიიი ,,იიიიიიიი იიიი“ იიიიიიიიიი; იიი იიიიი იიიიიიიიიიი იიიი იიიიიიიიიი იიიიიიიი; იიიიიიიიიიიიიიიიი, იიიიი იიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიიიიიიიი იიიი იიიიიიი იიიი იიიიიიიიი. იიიიიიიიიიი იიიიიი იიიიი იიიიი, იიიი იიიიიიიიიიიი, იიიიიიიი ,,იიიიიიი იიიიიიიიი“ იიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიი. იიიიიიიიიიი იიიიიიი იი იიიიიიიიიიიი. იიიიიიიიიიი იიიიიიიიიიი, იიიი იიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიი. იიიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიიი, იიიიიი იიი იიიიიი იიიიიიი. იიი იიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიიი იიიიი იიიიიიიიიიიიიიი იიიიიი იი იიიიიიიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიი. იიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიი იიიი S-21 , იიიიი იიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიი ,,იიიიიიი იიიიიიიიი“ 17.000 იიიი იიიი, იიიი იი იიიიიი იიიიიი. იიიი S-21 იიიიიი იიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიიი. იიიიიიიიიი, იიიიიი იიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიიიიი იიიიი 101-იი იიიიიიიი იიიიიიიიი. იიიი იიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიიიი იიიი იიიიიიიიი იიი იიიიიიიიიიიიი: იიიიიიი იიიიი იიიიიიიიიიიი იიი ,,იიიი“. იიიიიი ,,იი“ იი იიიიიიიიი. იიიიიიი იიიიიიიი ,,იიიი-იიიიიიი“ იიიიიიიიიიიი, იიიიიიიი იიიიიიიი იი იიიიი იი იიიიი იიიიიიიიიი. იიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიი იიიიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიი, იიიიიიიიი იიი იიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიი. 1 "If we have rice, we can have everything"

მხატვრული და რეალური ტოტალიტარიზმი - ,,1984“ და ისტორიული გამოცდილება

Embed Size (px)

DESCRIPTION

ჯორჯ ორუელი ,,1984" და კამპუჩია

Citation preview

Page 1: მხატვრული და რეალური ტოტალიტარიზმი - ,,1984“ და ისტორიული გამოცდილება

მხატვრული და რეალური ტოტალიტარიზმი -

,,1984“ და ისტორიული გამოცდილება

იშვიათია წიგნში აღწერილი სიტუაცია დიდი სიზუსტით გამოხატავდეს რეალობას; ეს რეალობა კი მრავალჯერ განმეორებადი და ისეთი ახლობელი იყოს ყველასთვის, როგორიც ,,1984-ის“ შემთხვევაშია. დიდი ძმის წარმოშობის საფრთხე ყოველთვის არის და ამიტომაც წიგნი აქტუალობას არ კარგავს.

მსგავსების მიგნებას მხატვრულ და რეალურ ტოტალიტარიზმს შორის ,,1984-ისა“ და დემოკრატიული კამპუჩიის შედარების მეშვეობით შევეცდები.

1975 წლის 17 აპრილს, სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდგომ, პოლ პოტმა და „წითელმა კხმერებმა” სახელმწიფოს მართვის სადავეები ჩაიგდეს ხელში. სათავეში მოსვლისთანავე პოლ პოტისეულ კამბოჯას ახალი სახელი - დემოკრატიული კამპუჩია - დაერქვა. მან მიზნად დაისახა კამბოჯის აგრარულ უტოპიად გარდასახვა. მოქალაქეები ქალაქიდან სოფლებში გადაასახლა და ჩამოაყალიბა სასოფლო კოლექტივები. ,,თუ ჩვენ გვექნება ბრინჯი, შეგვიძლია გვქონდეს ყველაფერი.“1

პოლ პოტის იდეების საფუძველზე, კამბოჯაში დამყარდა სპეციფიკური კომუნისტური რეჟიმი: გაუქმდა ფულის ცნება, რელიგია და რა თქმა უნდა პირადი საკუთრება. კამპუჩიაში ,,ნულოვანი წელი“ გამოცხადდა; პოლ პოტმა კამბოჯელები სრულ იზოლაციაში მოათავსა; კამპუჩიელებისთვის, ისევე როგორც ოკეანიის მაცხოვრებელთათვის გარე სამყარო აღარ არსებობდა.

ტოტალიტარულ რეჟიმს სძულს ყველა, ვინც განათლებულია, ამიტომაც ,,წითელმა კხმერებმა“ ყველა ინტელექტუალი მოკლეს. გაანადგურეს წიგნები და ბიბლიოთეკები. პარტიისეული ჟურნალებისა, აღარ არსებობდა საკითხავი მასალა. ადამიანებს სათვალის ტარებისთვის ასამართლებდნენ, რადგან მათ კითხვა შეეძლოთ. ათი ათასობით განათლებული საშუალო ფენის წარმომადგენლები აწამეს და სპეციალური ცენტრებში განაწესეს. მსგავსი ცენტრებიდან სისასტიკით გამორჩეული იყო ციხე S-21, სადაც ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში ,,წითელმა კხმერებმა“ 17.000 მეტი კაცი, ქალი და ბავშვი აწამეს. ციხე S-21 ძალიან ჰგავს ორუელისეულ სიყვარულის სამინისტროს. სავარაუდოდ, სადღაც მიკუნჭულ ადგილას განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ოთახი 101-ის მაგვარიც ექნებოდათ.

ჯორჯ ორუელისეული ახალმეტყველების იდეა კამბოჯაში ასე გამოიყურებოდა: პირველი პირის ნაცვალსახელი იყო ,,ჩვენ“. სიტყვა ,,მე“ არ არსებობდა. შვილები მშობლებს ,,ბიძა-დეიდათი“ მიმართავდნენ, დანარჩენ უფროსებს კი დედას ან მამას უწოდებდნენ. ქვეყანაში შემოღებული ახალი სპეციფიკური ლექსიკის მიხედვით, აკრძალული იყო ზრდილობიან ფორმაში ადამიანისადმი პატივისცემის გამოხატვა.

დემოკრატიულ კამპუჩიაში ქვეყნის მმართველების სახელები და ფოტოები სახელმწიფო საიდუმლოებად იყო გამოცხადებული და რიგითმა მოქალაქეებმა არც კი იცოდნენ, თუ ვინ იყო მათი მმართველი. თავად პოლ პოტი კი, კონსპირაციის მიზნით, ყველა დოკუმენტს „ამხანაგი 87-ის“ სახელით აწერდა. ოკეანიაშიც არავინ იცის რეალურად როგორია დიდი ძმა. იგი არავის არასდროს უნახავს და არავინ იცის საეროდ არსებობს თუ არა. ,,1984-ში“ არავინ იცის ვინ დგას ,,დიდი ძმის“ უკან, კამპუჩიაში კი ,,ამხანაგი 87-ის“ სახელი საიდუმლოებითაა მოცული.

ოჯახის იდეა კამპუჩიაშიც არსებობდა, მაგრამ ისევე როგორც ,,1984-ში“ ოჯახის მთავარი ფუნქცია პარტიის მსახურება და მისთვის შვილების გაჩენა იყო. სექსი,

1 "If we have rice, we can have everything"

Page 2: მხატვრული და რეალური ტოტალიტარიზმი - ,,1984“ და ისტორიული გამოცდილება

როგორც პოლიტიკური აქტი. კამბოჯაში ქორწინება, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ურთიერთობა, კოლექტიური ხასიათის იყო და არა ინდივიდუალური. ქორწილს ერთდროულად აღნიშნავდა 10 და 20 წყვილამდე. მნიშვნელოვანია, რომ ოკეანიის მსგავსად კამპუჩიაშიც აკრძალული იყო წყვილს შორის ვნება და სიყვარული. თუ კაცს ცოლის მიმართ ვნებას შეამჩნევდნენ, და პირიქით, ასეთი ქორწილები იკრძალებოდა, ხოლო ოჯახები ინგრეოდა; არაოფიციალური სასიყვარულო ურთიერთობები კი სიკვდილით ისჯებოდა.

ქალებს თმები მოკლედ უნდა ჰქონოდათ შეჭრილი და მაისურები კისრამდე შეკრული. ჯულიაზეც ამგვარი წესები ვრცელდებოდა. მას არ შეეძლო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება და გალამაზება. ეს პარტიის განაწესს ეწინააღმდეგებოდა და მხოლოდ პლებეებისთვის იყო დამახასიათებელი.

რელიგია აიკრძალა. მღვდლებს პარაზიტებად მიიჩნევდნენ. მათი ტერმინოლოგიით „მღვდლები სუნთქავდნენ სხვა ადამიანების ცხვირიდან.“ რელიგია ოკეანიაშიც აკრძალულია. უინსტონთან ერთად ციხეში ერთი პოეტი დაიჭირეს, რომელსაც რითმის გამო სიტყვა ღმერთის გამოყენებაში სდებდნენ ბრალს. ტოტალიტარულ მმართველ ორგანოს მხოლოდ ერთადერთი კულტი სჭირდება. ,,1984-ის“ შემთხვევაში ამ კულტს სახელად ქვია ,,დიდი ძმა“, ხოლო კამპუჩიაში ,,ამხანაგი 87“.

საბედნიეროდ, 1979 წლის იანვარში ვიეტნამის სახალხო არმიამ „წითელი კხმერების” მმართველობას წერტილი დაუსვა და პოლ პოტის რეპრესიული2 რეჟიმი დასრულდა.

მსგავსება კამპუჩაში რეალურად განვითარებული სიტუაციასა და ორუელისეულ დისტოპიას შორის უდიდესია. ბრიტანელი ჟურნალისტი და ავტორი ფილიპ შორტი ამტკიცებს, რომ პოლ პოტს არასდროს წაუკითხავს ,,1984“. ტოტალიტარული რეჟიმის შექმნას არც სჭირდება ,,1984“ წაკითხვა. ყველა კულტურა განსხვავებულია, მაგრამ ყველა ტოტალიტარულ მმართველობა ერთნაირი კულტურით, უფრო სწორედ, უკულტურობით ხასიათდება.

ლელა ნოზაძე

გამოყენებული ლიტერატურა:

BBC - Cambodia's brutal Khmer Rouge regime

WHEN 1984 CAME TRUE

რამდენ კატეგორიად ჰყავდა დაყოფილი კამბოჯის მოსახლეობა დიქტატორ პოლ პოტს და რამდენი მილიონი ადამიანი შეეწირა მის სისხლიან რეჟიმს - უშანგი რუხაძე 

2 რეპრესიულს იმგვარ რეჟიმს უწოდებენ, რომლის მომქმედი სუბიექტი ესა თუ ის პოლიტიკური ძალაა, ხოლო მსხვერპლი საკუთარი ქვეყნის  მოსახლეობა. წითელმა კხმერებმა სულ რაღაც 44 თვის განმავლობაში სიცოცხლეს გამოასალმეს საკუთარი ქვეყნის ორი მილიონი  მოქალაქე.