11

Click here to load reader

ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი

ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღის ფემინიზმში

მარიამ ჭედია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ბაკალავრიატი, I კურსი

სამეცნიერო ხელმძღვანელი: თამარ ცხადაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2016

ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი ტალღის ფემინიზმში

Page 2: ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი

უპირველესყოვლისა, ძირითადი საკითხის განხილვამდე, მნიშვნელოვანია ფემინისტთა პირველ ტალღაზე ვისაუბროთ, რომელთა აქტივობა XIX საუკუნეში დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნა ქალთა პოლიტიკური უფლებების გაზრდა, კონკრეტულად კი არჩევნებში მონაწიელობის მიღების დაკანონება გახლდათ, ვინაიდან პირველი ტალღის ფემინისტებს, რომლებსაც სუფრაჟისტებს ვუწოდებთ, მიაჩდათ, რომ კონკრეტული საკითხის გადაჭრა ქალთა ემანსიპაციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა. თუმცა, პოლიტიკური მოთხოვნების სისრულეში მოყვანამ ქალთა დისკრიმინაციის პრობლემა ვერ მოაგვარა, რაც შედგომში ფემინისტთა მეორე ტალღის ჩამოყალიბების მიზეზი გახდა. (საბედაშვილი 2006, 6)აღსანიშნავია, 2015 წელს გადაღებული ფილმი „სუფრაჟისტები“, რომელიც არამარტო პირველი ტალღის ფემინისტური მოძრაობის შესახებ მოგვითხრობს, არამედ იმდროინდელი ეპოქის მიმდინარე პროცესებს, ქალთა დისკრიმინაციას სამსახურში, ოჯახსა თუ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში შესანიშნავად აღწერს. ის ნათლად ასახავს მამაკაცს უსამართლო დამოკიდებულებას ქალისადმი, რომელიც არაა მხოლოდ პოლიტიკური უთანხმოები შედეგი.1

ქალთა უფლებრივი შეზღუდვების ძირითად მიზეზს მამაკაცი, როგორ სამართლებრივი ობიექტი და კანონმდებელი წარმოადგენდა. ამ საკითხთან დაკანშირებით, ჯოვან პიკო საკუთარ ნაშრომში „მამაკაცის ღირსების შესახებ“ განიხილავდა ადამის როლს, როგორ ღმერთთან მოსაუბრე ერთადერთ არსებას, რომელსაც საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად განსაზღვრის პრივილეგირებული უფლება გააჩნდა. 2

როგორც ჩანს, გვიან შუა საუკუნეებში ევროპული მოაზროვნეების კამათი არა ქალთა პოლიტიკური უფლებების გაუნჯობესების, არამედ ქალისა და მამაკაცის როლების გადანაწილების შესახებ მიმდინარეობდა. გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ სუფრაჟისტული მოძრაობის ჩამოყალიბებას, ანტისუფრაჟისტების გააქტიურება მოჰყვა, რომლებიც, თავის მხრივ, სისტემურად აკრიტიკებდნენ ფემინისტ ქალთა ძირითად მოთხოვნებსა და იდეოლოგიებს.

1 http://www.imovies.ge/movies/4501446402 Pico della Mirandola, Giovani. 1486. “Oration on the Dignity of Man”. South Australia: eBooks@Adelaide, The University of Adelaide Library, University of Adelaide.https://ebooks.adelaide.edu.au/p/pico_della_mirandola/giovanni/dignity/ (17.12.2014)

Page 3: ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი

ანტისუფრაჟისტებს, პოლიტკური უფლებების მოპოვების შესახებ, კონტრ-არგუმენტები მოჰყავთ: აპელაცია ქალისა და კაცის როლების და საქმიანობის სფეროების ბუნებრივად განსაზღვრულ ან ღვთაებრივად დაწესებულ განსხვავებაზე და მტკიცება, რომ ამ წესრიგის ძალით სახელმწიფოს მართვა ქალის სფეროს არ ეკუთვნის. (ცხადაძე 2014, 1) ასევე, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქალის ზედმეტად სუსუტი სხეული არ არის მზად დატვირთვისთვის, მეტიც, მათი ენერგია საოჯახო საქმეების შესრულებისთისაც არასაკმარისია. ამასგარდა, ქალებისთვის აბსოლუტური პოლიტიკური უფლებების მინიჭება სახემწიფოს დეგრდაციამდე მიიყვანდა, ვინაიდან მას ბუნება და გარემოებები უშლის ხელს იმაში , რომ მიაღწიონ პოლიტიკური ცოდნისა და გამოცდილების თუნდაც იმ საშუალო დონეს , რომელიც კაცებისათვისაა ხელმისაწვდომი. (Kimmel 2004, print)პირველი არგუმენტი ნაწილობრივ გამართლებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ქალის სახე ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში, მხატვრულ ლიტერატურასა და რელიგიაში დაკნინებულია.არისტოტელე ქალებს ბუნების შეცდომას უწოდებდა, ხოლო ტომა აქვინელის თქმით ისინი დაუმთავრებელი მამრები იყვნენ. გარდა ამისა, სანდრა ბემი თავის ნაშრომში განიხილავს ქალის ბიბლიურ განმარტებას, რომლის მიხედვითაც ადამი ღმერთის ხატადაა შექმნილი, ხოლო ევა საპირისპიროდ, ღვთიური სტანდარტიდან არასრულყოფილი გადახრაა. (ბემი 1981, 25) შესაბამისად, ამ მხრივ, მამაკაცის დომინანტურობა მკაფიოდ გამოკვეთილია.რაც შეეხება, მეორე არგუმენტს, ინგლისელი გერტრუდ ბელი ამბობდა: მანამ , სანამ ქალები ფიქრობენ , რომ მათი სფერო მხოლოდ სამზარეულო და საძინებელია, ისინი მართლაც არ არიან მზად ერის მართვის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობისათვის . (ცხადაძე 2014, 2) ამასგარდა, მე-19 საუკუნეში არსებობდა ცალკეული დაჯგუფება ე.წ ბრძოლა ქალთა განათლებისთვის, რომელთა მოწინააღმედგეები აქტიურად ცდილობდნენ ქალებისთვის უმაღლესი განათლება ხელმიუწვდენელი გაეხადათ. არგუმენტების დიდი ნაწილი, რომელიც ქალისთვის ჯანმრთელობის გაუარესებას მოიაზრებდა, განათლების მიღების შემთხვევაში, აბსოლუტურად არაადეკვატური და ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო. (ცხადაძე 2014, 2) შესაბამისად, მედიცინაში არსებულმა

Page 4: ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი

წინ გადადგმულმა ნაბიჯებმა მსგავსი ჰიპოტეზების ფალსიფიცირებადობა აშკარა გახადა. ასევე, აღსანიშნავი და გასათვალისწინებელია, ფრანგი ქალბატონების როლი, ქალთა უფლებების ბრძოლაში. 1789-1804 წლების საფრანგეთში მათმა სტატუსტმა მნიშვნელოვანი მეტამორფოზა განიცადა. შესაძლებელი გახდა: ქორწინება მშობლების ნებართვის გარეშე, კერძო საკუთრების შეძენა, გაყრის პროცესის წამოწყება და სხვ. პარიზელი ქალბატონების მტკიცე და შეუვალი პრინციპები, პერმანენტული პროტესტი იმდროინდელი გაუსაძლისი პირობების გამო, რომელსაც ხშირშემთხვევაში „სახალხო დაბეგვრის“ (taxation populaire) გზით გამოხატავდნენ და ტრადიციად ქცეული ქუჩის პოლიტიკა ქალთა უფლებების ბრძოლაში გარდამტეხი მოვლენა გახდა.აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ორი აბსოლუტურად ინდივიდუალური, მუშათა და არისტოკრატთა, კლასი არსებობდა, რომლებსაც, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებული მოთხოვნილებები გააჩნდათ.მუშათა კლასი გამუდმებით ანტისანიტარიულ საავადმყოფოებს და სხვადასხვა სახის დაწესებულების მოუწესრიგებლობას, არახელსაყრელ და დამღლელ სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ, მაშინ, როდესაც მითვისებული ქონების ხარჯზე მაღალი ფენის საზოგადეობა უზრუნველად ცხოვრობდა.რაც შეეხება, არისტოკრატთა კლასს, ისინი უშუალოდ სამოქალაქო უფლებების გაზრდას, კერძოდ ხმის უფლების მიცემას, თანასწორობის დამყარებას ქორწინების შემდეგ და გაყრის პროცესის წამოწყებას, მოითხოვდნენ. (საბედაშვილი 2006, 18)საბოლოოდ, ინტერესთა ორი სფეროს დაკავშირების შემდეგ, პროტესტმა დასრულებული სახე მიიღო, რომლის მიხედვითაც, სოციალური სტატუსის მქონე ქალბატონები მოითხოვდნენ განათლების ხელმისაწვდომობას.გასათვალისიწნებელია, ზემოთ თქმული, კონკრეტული მოთხოვნის ასპექტები.იმდროინდელი ეპოქის საზოგადოებაში, სადაც ქალს კვალიფიციური განათლების მიღების შესაძლებლობა ეზღუდება, თავის რჩენა პროსტიტუციის გზით უწევს. შესაბამისად, იგი სოციუმიდან ირიყება, რაც დაუშვებელი. გამომდინარე იქიდან, რომ პროსტიტუცია უაღრესად დამაკნინებელი პროფესიად მიიჩნეოდა, რომელიც საფრთხეს უქმინდა

Page 5: ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი

როგორც ოჯახის სიწმინდესა და ერთიანობას, ამასთან მის სტაბილურობასაც. (საბედაშვილი 2006, 18) შესაბამისად, ფრანგმა ქალბატონებმა პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმართეს ალტერნატიულ გზას, რომელიც მოიაზრებდა, განათლებისა და დასაქმების საჭიროებას, მხოლოდ და მხოლოდ დაცემული ქალებისთვის, რომლებსაც პროსტიტუციის გზით უწევთ თავის გატანა. შესაბამისად, ფრანგი ქალების მოთხოვნა მამაკაცებისთვის საფრთხის შემცველი სრულებითაც არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მათ არ სურდათ კონკურენტუნარიანები გამხდარიყვნენ, რაც, თავის მხრივ, რევოლუციის რეალური არსის გაგებას და აღსრულებას ხელს უშლიდა. აღსანიშნავია, რომ ამ ქალბატონებს შეეძლოთ გაცილებით მყარი და ადეკვატური არგუმენტების მოყვანა განათლების ხელმისაწვდომობის დასაკანონებლად, თუმცა, რამდენადაც საწყენი უნდა იყოს, იმდროინდელი ეპოქის ქალთა უმრავლესობას ღრმად სწამდათ, რომ მათი ადგილი სახლშია და ნებსიმიერი სახის ცოდნით, რომელსაც ისინი შეიძენდნენ, უნდა აღეზარდათ შვილები და ესიამოვნებინათ ქმრებისთვის, რაც არამიზანშეწონილად მიმაჩნია, ვინაიდან მსგავს შემთხვევაში ქალი, როგორც კონკრეტული პიროვნება საკუთარ ინდივიდუალიზმს კარგავს. საბოლოოდ, საფრანგეთის ქალთა მოძრაობამ, საკითხის ამგვარი გააზრების გამო, კრახი განიცადა.თუმცა, 1789 წლის 5-6 ოქრომბერს პარიზელ ქალთა მსვლელობა ვერსალში, რომელმაც როგორც ადრინდელ, ისე ისტორიის ადრეულ ფაზაში ქალთა თვალსაჩინო ქატივობად რჩება.საფრანგეთის რევოუციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ოლიმპია დე გუჟი გახლდათ, რომელიც იბრძდა ქალთა უფლებების დასაცავად. მან „ქალთა უფლებების დეკლარაცია“ დაწერა. დოკუმენტი, „მამაკაცისა და მამაკაცი მოქალაქის უფლებების დეკლარაციის“, მიმართ ერთგვარ პროტესტს გამოხატავდა.ასევე, საფრანგეთის რევოლუციის უმნიშვნელოვანმა მონაწილემ დანიელ ემიგრანტმა და „ქალთა პოლიტიკური კლუბის“ წევრმა ეტა პალმ დ’აელდერსიმა „სიმართლის მეგობართა კონფედერაცია“ (“Le Confederation des Amis la vérité“) შექმნა, რომელიც ითვალისწინებდა ქალთა უფელბებსი დაცვას, პოლიტიკურ თანასწორობას, განათლების

Page 6: ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი

ხემისაწვდომობას, გაყრის ინიცირების უფლებას და სხვ. (საბედაშვილი 2006, 20)ამრიგად, როგორც ჩანს, საფრანგეთში ორი რადიკალურად განსხვავებული მხარე არსებობდა, რომელთაც საერთო მიზნისკენ სწრაფვის ინდივიდუაური გზები გააჩნდათ. მხარე, რომელიც მოლაპარაკების საშუალებით, შედარებით ლოიალური მიდგომით, ცდილობდა პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც ძნელად შესაწინააღმდეგელი იქნებოდა მამაკაცებითვის და მხარე, რომელსაც რადიკალური პროტესტის მეშვებით სურდა მოთხოვნის დაკანონება. აღსანიშნავია, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული მდგომარეობა, სადაც ქალებს ეკრძალებოდათ არა მხოლოდ განათლების მიღება, არამედ საზოგადოებრივ შეკრებებზე ხმის ამოღება. ისინი მამის მორჩილებიდან ავტომატურად ქმრის მორიჩილებაზე გადადიოდნენ, რაც მათ თავისუფლებას აბსოლუტურად ზღუდავდა. თუმცა, ფუნდამენტური პრობლემა, ისევ და ისევ კანონებზე მორჩილება გახლდათ, რომლებსაც ისინი არ ქმინდნენ და, რა თქმა უნდა, ვერც შექმნიდნენ, პოლიტიკური უფლებებისა და საკანონმდებლო ორგანოებში მოსვლის შეზღუდვის გამო. (საბედაშვილი 2006, 26)ასევე, თუ იმდროინდელ ფრანგ და ამერიკელ ქალბატონებს ერთმანეთს შევადარებთ ცალსახა მსგავსებას აღმოვაჩენთ, რომელსაც თამამად შეიძლება საგანგაშო საერთო პრობლემა ვუწუდოთ. მათ ღრმად სწამდათ, რომ ქალის ადგილი ოჯახში, ქმრების გვერდით იყო. ბეტი ფრიდანი თავის ნაშრომში „ქალურობის მისტიკა“ აღნიშნავს, რომ ამერიკელი ქალების უმრავლესობა ორიენტირებულნი გათხოვებაზე, ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე იყვნენ, ხოლო სასწავლო დაწესებულებები საქმროს პროვნის საუკეთესო საშუალებას წარმოადგედა. შესაბამისად, მათთვის განათლება და პოლიტიკური უფლებების მოპოვება პრიორიტეტული მხოლოდ იმის მერე გახდა, რაც დიასახლისების დიდმა ნაწილმა საუბარი საერთო პრობლემაზე დაიწყო, რომელსაც სახელი დღემდე ვერ მოეძებნა. თუმცა, გასათვალისიწნებელია ისიც, რომ ქალების უმრავლესობა ვერ აცნობიერებდა მის გამომწვევ მიზეზს. (Friedan 1963, 2)საბოლოოდ, პრობლემის აღმოსაფხვრელად ქალების პოლიტიკურ საკითხებში ჩაბმა თანდათან აუცილებელი გახდა, მაგრამ მამაკაცემი უარყოფითი დამოკიდებულება აქაც შესამჩნევი გახდა. ისინი აცხადებდნენ,

Page 7: ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი

რომ ქალისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, საოჯახო საქმეების მოგვარებასთან ერთად, მეტისმეტი იყო, მეტიც ზოგიერთი მოაზროვნის მტკიცებით მათ უბრალოდ მსგავსი რამ არ შეეძლოთ.თუმცა, მანამ სანამ ამერიკელი ქალბატონი ქალთა პოლიტიკური უფლებების გაუნჯობესებას მოითხოვდა, მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ პერიოდი, რომელშიც მას არჩევნებში ხმის მიცემის დაკანონებისთვის ბრძოლა უწევდა. იგი უმკლავდებოდა ანტიფემინისტური მოძრაობის პერმანენტულ წინააღმდეგობასა და მიზანმიმართულ ზეწოლას, რომელბიც მკაცრად მიჯნავდნენ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას ერთმანეთისგან. უილიამ როი ნაშრომში „ხმის მიცემის მნიშვნელობა“ აღნიშნავს, რომ საარჩევნო პოლიტიკა სწორედ საზოგადოებრივ სფეროს ნაწილად მოიაზრებოდა, რომელიც, თავის მხრივ, „მამაკაცთა სამყაროდ“: აღიქმებოდა. ქალებისთვის კი ადილი, მათი „ბუნებიდან: გამომდინარე ცხოვრების არასაზოგადოებრივ, პირად სფეროში, მაგალითად, ოჯახში იყო გამოყოფილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მთავრობასა თუ ბიზნესში. (როი, 2)შესაბამისად, „მსოფლიო მოქალაქის“ ძირითადი იდეა მხოლოდ მამაკაცებს მოიაზრებდა, მათ მიერ შექმნილი დემოკრატია კი ზედმეტად უტრირებულ ფორმას წარმოადგენდა. საბოლოოდ, დღევანდელ საზოგადოებაში რთული წარმოსადგენია, ქალებს როგორი წინააღმდეგობის გადალახვა უხდებოდათ. თუმცა, ფუნდამენტური უფლებები, რომელსაც დღეისათვის ის ფლობს, რა თქმა უნდა, ფემინისტი ქალების დაუღალავი და შეუდრეკელი ბრძოლის შედეგია.

Page 8: ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი

გამოყენებული ლიტერატურაგამოყენებული ლიტერატურა ინგლისურად:

1. Bem, Sandra. L. 1981. “Gender schema theory: A cognitive account of sex

typing”. Psychological Review. 2. Print.

2. Kimmel, Michael. 2004 “antifeminism”. Men and Masculinities: A social,

Cultural, and Historical Encyclopedia. Ed. Michael Kimmel and Amy Aronson.

Santa Barbara: ABC-CLIO. Print.

გამოყენებული ლიტერატურა ქართულად:1. როი, უილიამ. გ. 2007 „ხმის მიცემის მნიშვნელობა“. გენდერის

საკითხავი ლიტერატურა. რედ. ნ. ჯავახიშვილი, ნ. ბერეკაშვილი. 2. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

2. საბედაშვილი, თამარ. 2006. „ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები“. 6-18-20-26. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

3. ფირდანი, ბეტი. 1963. „ქალურობის გამოცანა“. 2 . გენდერის საკითხავი ლიტერატურა. რედ. ნ. ჯავახიშვილი, ნ. ბერეკაშვილი. 2. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

Page 9: ქალთა ხმის უფლებისა და განათლების უფლებისათვის ბრძოლის ასპექტები პირველი

4. იქვე.5. იქვე.6. ცხადაძე, თამარ. 2014. „ანტიფემინიზმი: უმეცრება,

უპასუხისმგებლობა თუ ბრძოლა პრივილეგიების შენარჩუნებისთვის?“. ფემინისტური ბიბლიოთეკა. იანვარი 25. http://www.feminism-boell.org/ka/2014/06/25/antipeminizmi-umecreba-upasuxismgebloba-tu-brzola-privilegiebis-shenarchunebistvis (25.06.2016)