2
როგორ მოვემზადოთ ქარიშხალისათვის ? შტორმული ხასიათის ღრუბლების ფრონტის სწრაფად მოახლოებით შეიძლება შტორმის რამდენიმე ათეული წუთით ადრე ამოცნობა. ამ დროს საჭიროა აივანზე ან ეზოში ცუდად დამაგრებული საგნების დამაგრება, ან დახურულ სივრცეში შეტანა; კარ-ფანჯრისა და ჟალუზების ჩაკეტვა, დამაგრება. რა გავაკეთოთ ქარიშხალის დროს შენობაში ? 1. აუცილებლად დაკეტეთ ფანჯრები და კარები. უმჯობესია, შორს იდგეთ ფანჯრიდან, რათა მისი ჩამსხვრევის შემთხვევაში არ დაზიანდეთ. სჯობს შიდა ოთახში შესვლა, რომელსაც არ აქვს ფანჯრები (დერეფანი, აბაზანა, ა.შ.). 2. გამორთეთ ყველა ელექტრომოწყობილობა. 3. დარჩით სახლში ქარიშხალის დასრულებამდე. გახსოვდეთ, რომ ქარიშხალის დასრულების შემდეგ ის შეიძლება განმეორდეს. 4. თუ შენობა დაზიანდა, მაგალითად აეხადა სახურავი, სჯობს ქარიშხალის დასრულებამდე გადაინაცვლოთ შენობის შედარებით დაუზიანებელ მხარეს, ან მასიური ავეჯის ქვეშ დაიმალოთ. გარეთ ყოფნის დროს 1. თუ ქარიშხალმა ქუჩაში მოგისწროთ, ერიდეთ აივნებიდან გადმოცვენილ საგნებს. სასწრაფოდ მოძებნეთ თავშესაფარი მყარ შენობებში. დაიცავით თავი ჰაერში ატაცებული ნივთებისაგან. საჭიროა თვალებისა და ცხვირ-პირის დაცვა მტვრისაგან. 2. გახსოვდეთ, შენობებს შორის ვიწრო გასასვლელებში ქარის სიჩქარე კიდევ უფრო იზრდება. 3. თუ ბუნებაში იმყოფებით, ეცადეთ თავი შეაფაროთ მოფარებულ ადგილს. თუ ასეთი ადგილი თქვენ გარშემო არ არის, მაშინ დაწექით და მიეკარით მიწას. ქარიშხალის შემდეგ 1. ელექტროგადამცემი ხაზების გაწყვეტის შემთხვევაში, საშიშია მათთან მიახლოვება, რადგან შეიძლება სადენში კვლავ გადიოდეს დენი. უმჯობესია, მომხდარის შესახებ ადგილობრივ ადმინისტრაციას შეატყობინოთ, რათა უმოკლეს ვადებში მოხერხდეს პრობლემის მოგვარება; ხანძრის შემთხვევაში, უმჯობესია განერიდოთ მას და გამოიძახოთ სახანძრო სამსახური. 2. არ მიუახლოვდეთ საეჭვოდ დახრილ საგნებს (ელექტროგადამცემი ბოძი, ხე, ანძა), რომლებიც შეიძლება შტორმს კი გადაურჩა, მაგრამ მოგვიანებით მაინც წაიქცეს. 3. გამოიჩინეთ სიფრთხილე გაზისა და ელექტრომოწყობილობების ხმარებისას: შესაძლოა გაზი ჟონავდეს, ხოლო თუკი ელექტრომოწყობილობებს მაღალი ვოლტაჟის სადენი დაეცა, შესაძლოა ისინი მაღალი ძაბვის ქვეშ იყვნენ. 4. თუ დაზიანებულ შენობაში იმყოფებით, ქარიშხალის დასრულების შემდეგ აიღეთ თქვენი საბუთები და გაერიდეთ შენობას.

ბუკლეტი ქარიშხალი.pdf

Embed Size (px)

Citation preview

როგორ მოვემზადოთ ქარიშხალისათვის ?

შტორმული ხასიათის ღრუბლების ფრონტის სწრაფად მოახლოებით შეიძლება შტორმის რამდენიმე ათეული წუთით ადრე ამოცნობა. ამ დროს საჭიროა აივანზე ან ეზოში ცუდად დამაგრებული საგნების დამაგრება, ან დახურულ სივრცეში შეტანა; კარ-ფანჯრისა და ჟალუზების ჩაკეტვა, დამაგრება.

რა გავაკეთოთ ქარიშხალის დროს შენობაში ?

1. აუცილებლად დაკეტეთ ფანჯრები და კარები. უმჯობესია, შორს იდგეთ ფანჯრიდან, რათა მისი ჩამსხვრევის შემთხვევაში არ დაზიანდეთ. სჯობს შიდა ოთახში შესვლა, რომელსაც არ აქვს ფანჯრები (დერეფანი, აბაზანა, ა.შ.).2. გამორთეთ ყველა ელექტრომოწყობილობა. 3. დარჩით სახლში ქარიშხალის დასრულებამდე. გახსოვდეთ, რომ ქარიშხალის დასრულების შემდეგ ის შეიძლება განმეორდეს.

4. თუ შენობა დაზიანდა, მაგალითად აეხადა სახურავი, სჯობს ქარიშხალის დასრულებამდე გადაინაცვლოთ შენობის შედარებით დაუზიანებელ მხარეს, ან მასიური ავეჯის ქვეშ დაიმალოთ.

გარეთ ყოფნის დროს

1. თუ ქარიშხალმა ქუჩაში მოგისწროთ, ერიდეთ აივნებიდან გადმოცვენილ საგნებს. სასწრაფოდ მოძებნეთ თავშესაფარი მყარ შენობებში. დაიცავით თავი ჰაერში ატაცებული ნივთებისაგან. საჭიროა თვალებისა და ცხვირ-პირის დაცვა მტვრისაგან. 2. გახსოვდეთ, შენობებს შორის ვიწრო გასასვლელებში ქარის სიჩქარე კიდევ უფრო იზრდება. 3. თუ ბუნებაში იმყოფებით, ეცადეთ თავი შეაფაროთ მოფარებულ ადგილს. თუ ასეთი ადგილი თქვენ გარშემო არ არის, მაშინ დაწექით და მიეკარით მიწას.

ქარიშხალის შემდეგ

1. ელექტროგადამცემი ხაზების გაწყვეტის შემთხვევაში, საშიშია მათთან მიახლოვება, რადგან შეიძლება სადენში კვლავ გადიოდეს დენი. უმჯობესია, მომხდარის შესახებ ადგილობრივ ადმინისტრაციას შეატყობინოთ, რათა უმოკლეს ვადებში მოხერხდეს პრობლემის მოგვარება; ხანძრის შემთხვევაში, უმჯობესია განერიდოთ მას და გამოიძახოთ სახანძრო სამსახური. 2. არ მიუახლოვდეთ საეჭვოდ დახრილ საგნებს (ელექტროგადამცემი ბოძი, ხე, ანძა), რომლებიც შეიძლება შტორმს კი გადაურჩა, მაგრამ მოგვიანებით მაინც წაიქცეს. 3. გამოიჩინეთ სიფრთხილე გაზისა და ელექტრომოწყობილობების ხმარებისას: შესაძლოა გაზი ჟონავდეს, ხოლო თუკი ელექტრომოწყობილობებს მაღალი ვოლტაჟის სადენი დაეცა, შესაძლოა ისინი მაღალი ძაბვის ქვეშ იყვნენ. 4. თუ დაზიანებულ შენობაში იმყოფებით, ქარიშხალის დასრულების შემდეგ აიღეთ თქვენი საბუთები და გაერიდეთ შენობას.

ქარიშხალი(შტორმი)

ქარიშხალი არის ძალიან ძლიერი

ქარი, რომლის სიჩქარე მიწის ზედაპირთან

20 მ/წ აღემატება და ზღვაზე დიდ ღელვას

იწვევს, ხოლო ხმელეთზე ნაგებობათა

დაზიანებას და ნგრევას. Qქარი

წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირის

არათანაბარი გათბობით (მაღალი წნევის

არათანაბრობით). რაც უფრო მეტი იქნება

ადგილებს შორის ტემპერატურული ან

ატმოსფერული წნევის სხვაობა, მით უფრო

მეტი სიძლიერის იქნება ქარი.

saqarT

velos wiTel

i

jvari

GE

O

R G IA R E D C R OS

S