72

1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს
Page 2: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

1 წარსულის შორის მოწამე ჟამთა, ორ სერთა შორის შვენის შუამთა. უგრძვნია მჭევრი ტკივილი მტევრი და უფრო ბევრი კი დაუამდა. 2 მოწმე იმ ყრმობის, კვლავ შუა-ჟამთა, სხვა მთათა შორის შვენის შუამთა. მრავალთა წამთა სჯეროდათ, სწამდათ ძველი შუამთა, კარგი შუამთა! 3 დევს ჰგავდა ნამდვილს მუხა იმ გზაში...... ერთხელ იმ ადგილს იმ შუამთაში, სად სჩანდა ჩრდილი, გზად შედგა წყვილი იმერი ზრდილი: ქალი და ვაჟი. 4 ვითარცა სევდა რამ იდუმალი, რაღაც აღგზნებდა ორივეს ალი, მომსკდარ ღვარებად, ცრემლთ მდუღარებით, ვაჟს მწუხარებით ეტყოდა ქალი: 5 - ტარიელ, ბნელა, ეზო ჰგავს ქუჩას, შემოდის ყველა, ვისაც გზად უჩანს. ვინ იცის, იქნებ მისწვდეს ძველ წიგნებს გზასაც გაიგნებს, თუ რამ დაურჩა. 6 ვისაც როგორ სურს. ეპრიანება, სისწრაფეა თუ დაგვიანება, შემოდის ყველა მხეცი, წურბელა მათ კაცთა თელვა ვინ მიანება?

7 მტერი...მზვერავი... უნდა მოგვარდეს, რომ შინ ვერავინ ვერ შემოგვარდეს გმირი შეიქნე- სცადე, შეიგნე, მშვიდობის წიგნი უფრო გიყვარდეს! 8 მშვიდობას მიჰყე, ხარ ფალავანი, ააგე ციხე, გარს გალავანით. წიგნისთვის სრული გქონდეს ფარული, გინდ ცხრაკლიტული, გინდა თავანი. 9 გალავანს გარით დე, გრგვინავდეს ზღვა, მტერი სხვა არის და მოყვარე სხვა ასეა, თორემ მტერმა მეორემ, ახლომ თუ შორემ, თავის სიტყვა სთქვა 10 რა გითხრა ერთგულს? წიგნი წაიღეს, შენს გარდა ჩემს გულს ვერავინ გაიგებს. არ იცის ყველამ, რა დარდი მწველად მწვავს. გულში ბნელა, დარდი წამიღებს. 11 მაგრამ რა ვუყოთ, რომ დაღამდება, დრო უპასუხოთ არ დაამდება. ასეა ჟამი, მისდევს წამს წამი - ღამის წამწამი ახამხამდება. 12 მჯერა, დიადად რომ გათენდება, ის განთიადი აღმოცენდება. რაც აირევა და დაირევა, რაც დაინგრევა კვლავ აშენდება.

13 მოედოს აგრეც გზას ჟრუანტელი, მაინც ვერ ჩაჰქრეს ჩვენი სანთელი. იტყვი: ეს რაცა მოხდა, დამაცა, იყო რაღაცა თოვლი, ფანტელი. 14 იტყვი: არს რაცა, არის სიზმარი, მეტყვი? მითხარი! . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15 დუმილით ვით ხარ... მოდის, ენთება. ტარიელ, მითხარ, რომ გათენდება. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16 - თამარ, ამიერ გზათ მონა ვიქნე... - მაშ, ვლი სულიერ ვენახთა წინდვით... - თამარ, ჯერ უვლელს... მოვივლი ტყე-ველს... - წიგნი, ტარიელ, ტარიელ, წიგნი! ―

Page 3: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

17 იმავ დღეს ძველი ფაზისის პირად მთელი სოფელი შეკრბა თათბირად. იქ, სადაც ჭადრის სივრცე - სიბადრის ყოფნას ინატრის გული ხშირ-ხშირად. 18 ღელვათა მჩენი შეკრბა სოფელი, ამბობდა: „ჩვენი შემამკობელი, ჩვენი წყვდიადის და განთიადის წიგნი მარადის მანათობელი, 19 ჩვენი ძვირფასზე ძვირფასი წიგნით ვვიდოდით ასე გარეთ და შიგნით, ნათელით მისით წრფელით, ფაქიზით ჩვენ მარადისით გზები გავიგნეთ. 20 წიგნების მზოგვარს, ჩვენ ძველის-ძველი გვიყვარდა, როგორც სიმართლის მცველი. აწ მოხდა ავი რამე ამბავი, დაძრულა ზვავი შავი და ბნელი. 21 ნაწერი მრავალ საუკუნის წინ, ასე ერთთავად გამოგვტაცა ვინ? ან წაიღეს სად? რისთვის ანუ რად? თუ გააქრეს მთლად? ვერ ვისვენებთ შინ: 22 და მცველებს ვგვანდით, ძველ ასოებით წიგნს ვინახავდით ჩვენ სასოებით დავკარგეთ ასე, დაგვადგა თავზე ჟამი, აღსავსე ამაოებით.

23 მიწაც და ცაცა მოწმობს: ვერ ვიგნებთ ვინ, ვინ მოგვტაცა ძვირფასი წიგნი? აწ ქმნილნი გრძნობად, რაიმე ცნობად, გამოსაცნობად დავმდგარვართ რიგნი.. 24 ჩვენ ვართ თანახმა მრავალი კაცის, წიგნი ფაზს გაღმა რომ გაიტაცეს. აწ ის, ვით ნესტან, მყოფი საფრთხესთან, მოელის ვეფხს ან მოელის არწივს: 25 მაშინ წარმოდგა ყრმა ტარიელი, სიტყვა წარმოსთქვა, ერთობ ძლიერი ასე დაიწყო: „ის, ვინც წაიღო წიგნი, ვინ იყო ის, უდიერი? 26 წიგნი მხნეობის თუ გაიტაცეს, მოვალეობა ჩვენ დიდი გვაწევს, რომ არ განიბნეს კვალი იმ წიგნის- მოითხოვს სიბრძნეს და სითამამეს. 27 რომ დავიბრუნოთ ის განძი ძველი, უნდა ვიზრუნოთ, მოვვლოთ მთა-ველი. ეს ითხოვს ძმობას, წავალ, ვსცნობ ცნობას, მხოლოდ თანხმობას მე თქვენსას ველი. 28 წავალ, მოვკვდები ან ვიპოვი წიგნს, არ შევუკრთები დაბრკოლებათ რიგს. როს თქვენი ნება წინ გამიძღვება, იქ დაბრკოლება რაა, რასა იქმს?

29 თუ დამავალებთ, როგორც დიდ მცნებას, ვით ავალებენ კაცს თავდადებას- გულს გულად ვგულებ- სიტყვას ვასრულებ, მე შევასრულებ თქვენს დავალებას!“ 30 ხალხმაც ერთპირი სიტყვა, ძლიერი, იგრგვინა: „გმირი ხარ ტარიელი, არ მოდუნდები ხანს მოუნდები, არ დაბრუნდები ხელცარიელი“. 31 ეს იყო და ეს სპეტაკი, წრფელი გაუდგა შორ გზებს ყრმა ტარიელი. რა მოხდა მასში, ვინ შეხვდა გზაში - მოძმე ვაჟი თუ გადამთიელი? ―

Page 4: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

32 გრიალებს ქარი, წყრომით დაბურვილს არ აქვს საზღვარი კაცთა მათ წყურვილს - ასე მრავალთა, გრიგალთ და წყალთა, ბუნების ძალთა დაძლევის სურვილს. 33 ფაზისი ზღვასთან არ მოქადულობს, იგი თანდათან, მძიმედ მატულობს, საიდან ვისი მიმოდის ნისლი? ველს ღელავს ისლი უსიქადულო. 34 ნაპირს მოაწყდა კაცი და ქალი არა სურს დაცდა, მატულობს წყალი. აქ მწვანე ტევრი გვინახავს ბევრი, ნიავი მჭევრი - ფრთადაუმცხრალი. 35 ეხლა ამ დაბლობს ახრჩობს ხველება, მწუხარედ ამბობს: რა გვეშველება?! ეჰა, ინება წყალთა დინებამ აბიბინება და გაძნელება 36 მას ახსოვს არა ერთი და ორი ლურჯი, კრიალა მდინარის თქორი ახსოვს მიდამო, როსმე საამო, ვით სამუდამო ზმანება შორი 37 ბევრი უნახავს მას სოფლის შიშიც, ომში რომ სახავს და იერიშში, ტყეში შეჭრილი, ტოტებად შლილი საამო, გრილი, ხეების ნიში.

38 ხელში არმოხვრად დროშა სჭერია, რომელზედ ოქროდ სჩნდა ივერია დღეს კი სულ მთელად რამ გადათელა ამდენი თელა? ნისლი...ჟვერია... 39 მეორე ხელში სჭერია ხმალი იმ შეტევებში სწრაფი და მალი. წყებათა წყება წამით არ წყდება, ნაპირს აწყდება აწ მღვრიე წყალი. 40 თუმც ცისაგან არ მირონცხებულა, არასდროს ის არ დამარცხებულა. ის დროშა ურჩი, ვით ძველი ბურჯი, ნისლით ნარუჯი, ძირს არ გდებულა. 41 ის ფართო მკერდი და გულგრილობა? ჯერ მას არცერთი არ აქვს ჭრილობა, ქართაგან მცველი მარად უცვლელი, თან მიაქვს ძველი ხანდაცდილობა. 42 ურიცხვი ომი გადაიტანო, მაინც ის დროშა მხნედ მიიტანო, თუმც ქაჯთა წყება მოდის, არ ცხრება, მდინარის სწყრება ფრთა, მოყვითალო. 43 დროშას უპოვო თავის ადგილი განა ეს, დროო, არის ადვილი? შმაგ მოძრაობას, ხეთა ნავობას, ზვირთთა ავობას დღე აქვთ ნამდვილი.

44 გახედო სოფელს, გაათამამო, უთხრა მეზობელს: - შენ ეს საღამო გგონია დიდი? არსად სჩანს ხიდი, წყნარი და მშვიდი, მყუდრო, საამო. 45 რისთვის გგონია უკანასკნელი? ვრცლად ვერ გქონია დასკვნა დასკვნილი. იყოს მორები, სჩანდეს მორევი, ყოვლის მომრევი არაა ჩრდილი. 46 ყოველ წელს ჩაგვრა, თითქო ჯერია. ჰქუხს წყალი, მაგრამ არაფერია. მოისპოს დავა: აქ გამბედავად ტალღებში გავა, ვინც ძლიერია. 47 არავინა სთქვათ, თავს ნუ დასდებო, არა გრცხვენიანთ, ახალგაზრდებო? დარეკეთ ზარი! ხედავთ, საზარი ტალღათა ჯარი ნაპირს ასკდება. 48 აზრი, სმენა გაქვთ, ხელი და თვალი, როგორ ვერ ხედავთ მატულობს წყალი. ზათქით და დაფით, ზვირთების ქაფით, შლამით და ლაფით აქ მომავლი. 49 მოხუცი ვინემ აქ ბჭობდა წყენით, გაღმით ყრმა ვინმე გამოჩნდა ცხენით. ეს ტარიელი იყო. ზღვა ვრცელი შეხვდა ხმით ძველით და აღმაფრენით. ―

Page 5: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

50 ნავის უფროსად არის მამია, დილაა, თუ ცად მწუხრის ჟამია, დამშვიდებაა თუ აზვირთება - არ ერიდება, ის თამამია. 51 მის ხედვას მწვავეს იგი ვარსკვლავი, არ სწყდება - ნავი, ლამაზი ნავი... ნავს არრა ხურავს, ძალას მოსწურავს და მიმოცურავს, რიგორც ნიავი. * 52 ის მისით ლაღობს, ის სიამეა - მისით ამაყობს კარგი წამია. მისით სრულიად დაისრულია, დასასრული თუ დასაბამია. 53 ნამდვილი რვალი იყო ეს ნავი, რაგინდ გრიგალი შეხლოდა ავი, ვერ იყო ვერრით ვერრაგვარ ფერით მისი ნამქერით გამომრიყავი. 54 აკლებდნენ ვერრას. ჰქონდა მაგარი წინა ერდო მას და წინა კარი. სიცოცხლით მთვრალი, გრძნობით მავალი, თავისუფალი, როგორც ზღაპარი. 55 ხშირად უნახავთ, როცა ზღვა ანცობს, მიაგორებს ნავს. როგორც პირსაცობს. არსად ერთხელაც არ ითხოვს შველას, აკვირვებს ყველას უცნობს და ნაცნობს.

56 გვერდთ და წინაშე სცემდა მაგარი, შავი ზღვის მლაშე და მღვრიე ქარი. ზღვის დარჩეულის, გადახვეულის, როგორც რვეულის პირველი კარი. 57 არმცნობი ავი ზღუდის და ტიხრის, მამიას ნავი წარბსაც არ იხრის. ბურუსებს უძლევს უძლებდა, უძლებს... ქარი წიგნთ ფურცლებს მოჰყრის და მიჰყრის. 58 ასე იალქნებ - გადაფერილი; ტალღებისაკენ მკერდმიშვერილი, დაიძრა, რახან ჰგავს ახალთ-ახალ წიგნს, სულ ეხლახან რომ დაწერილა 59 ბადე დიდი მას გვერთ რომ ჰკიდია... რა ამინდია! რა ამინდია! იმთავარსარდლე, გითხრათ სიმართლე, გულმა სინათლე ვერ დაიტია. 60 მხნე და იალქან- დაუღალავი შუაზღვისაკენ მისცურავს ნავი. წინ, წინ, მამია! გარს სალამია, კარგი რამეა ჩვენი ზღვა შავი. 61 ეს ბადე ხელად, წამსაც არ აცლის, მოულოდნელად აკრეფს და აცლის, ზღვის ფსკერს აქვს რაცა. გულო, დამაცა, იყვეს სადაცა, კაცი არ გაცვლის.

62 მოციმციმეა ქაფობის მძივი, ტალღაც მძიმეა და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს მამია დასცქერს, როგორც არწივი. 63 ბევრჯერ მხედავი ამნაირ ვადის, მამიას ნავი სათევზედ გადის, იგი სცნობს ამ დროს, ამოს თუ სამტროს, სივრცეს უსაზღვროს, სივრცეს მარადისს. 64 ის ხედავს ნისლთა დარის დარებას, ასცდეს ქარის და ზღვის მდინარებას. ჰგავს ქაფის მოსხმა და ნიჩბის მოსმა წაკითხულთ როსმე წიგნთ მცინარებას. 65 როს ცა არ ღრუბლობს, თქმა არძნელია და საიდუმლოც გასამხელია. ვსცნობთ, რაც ჟამია, ამ ადამიანს. რისი მამია... ტარიელია! ―

Page 6: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

66 არ ბობოქრობს ზღვაც, წყნარია ზეცა ნავთსადგურის წყალს ლანდათ დაეცა ხომალდთა ხაზი ვით წიგნთა რაზმი, თითქოს ლამაზი ყდა გადიკეცა. 67 უზარმაზართა ხომალდთა წყება! აჰა, დროშათა შრიალი სცხრება. არ იცის დაღლა, იწევს სულ მაღლა... წიგნი ხელახლა გადაიშლება. 68 ნავს ნავი სტოვებს იალქნიანი, მას აოქროვებს შუქი მზიანი, თითქოს წიგნად ჩნდა ის სამხრეთი და დასავლეთის ყდა ხავერდიანი 69 ელვარებანი ცეცხლთა ქურების - აჰა, შორს ნავი მებადურების. წიგნი - ფერების ასხვაფერების, ბედნიერების, უდებურების. 70 სივრცით შემოსილ მამიას ნავში ზის, ზის უფროსი მოსილი შავში. ვინ არის იგი? კაცი თუ წიგნი? კაცია. რიგით ზის წყნარად თავში. 71 ზღვის გულზვიადის სამი - ლანდებად - მისცურავს ბადის გადასაგდებად. შორს კი - ტყეები, სალი კლდეები და კიდეები სჩანან ნაკვთებად. ―

72 მაგრამ მოვარდა ქარი სულ მალე, ქარიშხლად გახდა - ხმამოგრიალედ. ზღვად მოარეა, უნდობარეა, არივ-დარია დარის სიალე. 73 ქარიშხლის ფრთებზე ნავი - მეთევზე დადის ტალღებზე, ვით მთიდან მთებზე; ზევით თუ ქვევით, საოცარ ხვევით გადასარევით - ხმით შეტევებზე. 74 ნაპირებისკენ გზა აღარ არის, ისევ ზღვისაკენ ტალღა მძაფრ ღვარის ნავს მიაქანებს, ბღავის, ქაქანებს, უგანდაგანებს, უნდობი არის! 75 ნაპირთა კლდეებს მოეხეთქება, სცდება კიდეებს და არ შედგება, კვლავ მობრუნდება, აგუგუნდება და უცებ სკდება, ვით აფეთქება! 76 უთანაბარო არის ამბავი, რომ შეაფაროს აქ ნავმა თავი. ნაირ-ნაირი მოსავს ჰაერი, ზღვამ სხვანაირი არ იცის ზავი. 77 კვლავ შუა ზღვაში გასვლას აპირებს, უმიზნებს მაშინ სულ სხვა ნაპირებს. აქ ხვდება ძლიერ, არამიწიერ ზვირთებს, ქაჯთ მიერ გადანაბირებს.

78 ო, ასე თუა, მაშინ მენავე ბრუნდება შუა ზღვისაკენავე. რისხვა ათოვე* ამ სიფართოვეს რაც მიატოვე - მისწვდი, შენავე. 79 ყოველ ნაპირს, ხავსს, ქაფს, ხმაურობას განსაცდელში ჰყავს იქაურობა. შეგხვდა - აიტან, მოსულმა ზღვიდან არ სთქვას საიდან - სადაურობა. 80 კვლავ გამოექცა იმ გარემოდან, ისევ მოექცა ტალღებს ზემოდან. არ დაითენთა. ითმენს, ითმენდა, ვინ ჩაიდენდა, ნავო, შენოდენს? 81 ზღვა აქანებდა, მაღლა ისროდა, აკანკალებდა, რა დაიძროდა სიძნელეები. სჩანან ვეება აქ საფრთხეები სიღრმეთ ვიწროთა. 82 სახეში რისხვად სცემდა ზღვის შხეფი, მაგრამ ვინ იყო ხელდანაკრეფი? ვინ დაიმონე, ასეთი ღონე, სიმაგრის მქონე ძალა-ნაკრები? 83 რა არის ამ დროს ზღვის ღელვის წამი? ეს იყო სამკვდრო ბრძოლა მისდამი. ვინაა ამ დროს, ალალბედს ანდოს, რომ განიფანტოს ღელვის ის შხამი?

Page 7: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

84 არასდროს ზვავით ხომ არ ყოფილა აქ ქარიშხალი უკმაყოფილო. აბა მეტი რა? თვით სიცოცხლის ზღვა ღელვა არის, სხვა რაა, ძმობილო? 85 დასაბამიდან ცვალებად ბედის გულს შვებას ჰგვრიდა შუქი იმედის. გვინდა მშვიდობა, - ძმობა და ნდობა, არა ფლიდობა და მოხრა ქედის. 86 ბოლოს იოტად მკაცრი და მწყრალი, დამშვიდდა ცოტა ის ქარიშხალი. მთმენი სიმძიმის გასწორდა სიმი, გამოჩნდა ღიმი თუნდაც მისხალი. 87 ნავი ჯერ იმ დროს ისევ ზღვაშია, თუმცა ზღვა თითქოს განცხრომაშია. გულით ორგულით არის მორთხმული გარს შემორტყმული ვრცელი არშია. 88 მამიამ ტაშით თვით კაცთ მანამდე მიმართა,ზღვაში გადეგდოთ ბადე. ვცადოთო ბედი, იქნება მეტი, გაშუქდეს ხედი მოგანთიადე. 89 გადუშვეს. ზოგს ჯერ ეთამაშება, საქმეა სამჯერ თოკის ჩაშვება. განაგდეს ჭოკი, გადუშვეს თოკი; მოძრაობს ზოგი, ზოგი რას შვრება.

90 ცხარედ ტრიალებს მორგვი მხვეველი. ფსკერს მოსრიალებს ის სათრეველი. თითქო მსხვრევას სდებს ხმა ის კიდეებს, დაიმსხვრეს, დეე, დასამსხვრეველი. 91 ამ დროს დაარტყა ტალღამ გვერდთ არეს, კვლავ გადაირხა ნავი ცალ მხარეს, მაგრამ მოასწრეს, - ის ბადე დასძრეს. თევზი გადასცრეს, ნავი დაფარეს. 92 შუბლს ოფლი აჩნდათ, როგორც წერაში, მათ გაუმარჯვდათ თევზის ჭერაში. „გვიწოდებენ კაცთ“, ბრუნდებიან აწ ჩონგურთ ჟღერაში და სიმღერაში. ―

93 მამია იყო, რომ ნავში ხოპებს, უსვამდა, თითქო ვნება აცოფებს. ნავის ბოძებთან ზვირთს აკოცებდა, გააოცებდა ყველა იქ მყოფებს. 94 სიმძლავრით, ცნობით, მეზღვაურივით და ნებისყოფით, გზააურევით, ის კარგად გრძნობდა - ზღვა არ ხუმრობდა, ზღვა ხმაურობდა ყრუ ხმაურობით. 95 იტყოდნენ მაშინ: ძალას ამ ბერის - არა ზედაშე - ხმალი შეფერის, განა ვინ უწყის, გულში რა უძევს ქვეყნის მოხუცის, ქვეყნის ბებერის. 96 ეტყოდნენ: მგონი, მამია, შენა, მაგნაირ ღონით გიფარავს ზენა. ვეფხთა ქვეყნიერს, მართლაცდა ძლიერს ჰგევხარ ტარიელს, მოგეცა ლხენა. 97 უფრო უვრცესი და სახიფათო გზებისთვის გეზი შეგფერის ფართო, არაბეთის ცა, ინდოეთის გზა, ხატაეთის და სხვათ - სანავარდოთ. 98 თავგადასავალთ მრავალთ ფენილი, ომებში გასვლად ხარ გაჩენილი. აღმოსავლეთით და დასავლეთით მთელი ხმელეთით ხმალგაწვდილი.

Page 8: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

99 ბრძოლისთვის, ციხეთ გარემოცვისთვის უფრორე, ვიდრე თევზთა ხორცისთვის... საიდან სადა - გახვიდე ზღვადა ეს მიწაა და იბრძოლე მისთვის. ―

100 სანახაობა იყო არ ამო, თევზთა რაობა ყოვლ ამის გამო თითქო ეყარა გადიტეხა რა მთელი ქვეყანა მთელი მიდამო. 101 თევზები იქ მთად ეყარნენ გვერდით, სუნთქვა უმძიმდათ ტანით და მკერდით, გვინახავს ხანით ბევრი სვიანი ადამიანი ასეთი ხვედრით. 102 სჭვრეტდა უცილოს სულხდომას თვალი და სასიკვდილო ჰქონდათ ფართხალი. რას იტყვის თევზი? ვერ წავა ზღვებზე, მისი ვის ესმის სიტყვა მართალი? 103 ასეა. რადგან ტალღათ ზედაპირს, ნავი მოადგა კოლხიდის ნაპირს - გადაწვდენილს შორს, ვით მიმფრინავ ქორს, ამნაირად სწორს, ასე პირდაპირს. 104 მიდამო-არედ ოდანვი ბური... იყო მდუმარედ ყრუ ნავთსადგური, სად სრესდა იმედს ჰაერი მძიმე, და რამდენიმე ჩნდა მებადური. 105 მეთევზეთ გულმა, სხვა ჭაობიდან მობრუნებულმა თევზაობიდან, როცა შენელდა, როს ისვენებდა შრომათა ძნელ და მძიმე ყმობიდან

106 მსწრაფლ შეამჩნია მამიას ნავი. - ჩვენი მამია! - სთქვეს და ვით ზვავი დაეშვნენ ხელად ისე, ვით ძველად სწრაფად და წრფელად გულით და მკლავით. 107 დაეშვა ყველა ნაპირზე ხელად, რომ ამოთრევა ნავის ეშველნათ. ჰეი ძველებო, ეს მიშველება ღირს, ვით ჩვენება, კალმად და მელნად. 108 მიმყოლი ძალთა, ნავი ქვიშაზე გამოსრიალდა, როგორც ნიშანზე. მოჰქონდა ზავი ეს იყო ნავი შესანიშნავი შესანიშნავზე. 109 იგი ქებული. ფსკერწაყოფილი, გამარჯვებული და კმაყოფილი. მზად არის კიდევ გადასცდეს კიდეს და ასე ვლიდეს ნავად შობილი. 110 მზად არის გმირი მიმწვდომი ბინის მთლად სანაპირო გადაირბინოს. იგი მზად არის მოედოს არეს, შემდეგ თვით ჰაერს შესწვდეს, იფრინოს. 111 მაგრამ მშობლიურ არეს დაჯერდა მზე თავის მზიურ სხივებს აჭერდა, არ კმარა ვაშად ვერ იქცა რაშად, მერე ერთბაშად შესდგა, გაჩერდა.

Page 9: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

112 კაცნი მზიანნი. მთების წიაღით, ალერსიანით მოვიდნენ სახით, უთხრეს სალამი, ნახეს ალამი ასე ნალამი, ნაფერი ტალღით. 113 - მამია, ვარგა მდგომო კლდესავით, მამია, კარგად ხომ ითევზავეთ? ჩვენებრ მძლავრი ფრთით ხომ ზვირთებსა სჭრით, გაგვითანაბრდით, გვენათესავეთ! 114 შეხვდნენ ერთმანეთს ძალიან კარგათ, დრო უქმად მაინც არ დაგვიკარგავს. ცნობათა მჩენნი გარს მეთევზენი: - ეს და ესენი ყველა ჩვენა გვგავს. 115 ჩვევია ამ გზებს კაცთ ძლიერება. დაუწყეს თევზებს თვალიერება. კაცს, მსგავსსა ლომის, ანათებს შრომის და ზღვასთან ომის მშვენიერება! 116 თევზებს მჭკნარ იის ლურჯ მინაზებით, თევზებს ნარინჯის- ფერი ხაზებით, მათ და მათ ჰავას. ზღვით ამომავალს, მრავალს და მრავალს ვჭვრეტთ აღტაცებით. ―

117 - აჰა, არ კმარა? - ამბობს მამია, - თევზი კი არა, ოქრო რამეა. შეხედეთ, რაა - ეს მიწის ძვრაა, არა, ეს ზღვაა, ეს - სიამეა. 118 ეხლავე, მანდეთ. უნდა შეგიწვათ, ცეცხლი დაანთეთ თელათ და წიწვათ, მოგროვდით ჩქარა, ვინ იუარა? გესმისთ თუ არა? ვახშამზე გიწვევთ. 119 აბა, ფიცხლად... და... გააჩენთ ღვინოს, არავინ რათა არ მოიწყინოს. ჩვენ მივმართავთ ჭურს, ჩვენს სულსა და გულს, ვისაც არა სურს, მან მოითმინოს. 120 არ სთქვან: თევზი რის? დიდი რამაო: ასე არ არის, წმინდა მამაო? თევზი, საფერი სულგუნი, კვერი... სხვა ყველფერი არის ამაო. 121 - ასეა, შვილო, საღვთო წერილი ამ ხმით უცილოდ არს შეფერილი, - სთქვა იმა ბერმა, უსმინა ერმა არკადნიერმა, დიდის სიფრთხილით, - 122 გულსა კაცისას ახარებს ღვინო, ჯვარს თლის ვაზისას თვით წმინდა ნინო. დაინახავს როს იმ ვაზის ღეროს, ვით არ იმღეროს, ვით არ ილხინოს.

123 ეხლა დარწმუნდით? ხომ გაიგონეთ? გამხიარულდით, შესვით, იღონეთ. ისე, ვით წინედ, თავი იჩინეთ, აღმოაჩინეთ, გამოიგონეთ. 124 ნაპირად ახლა, ყვითელი ქვიშით, მომდგარი ახლო კრძალვით და შიშით ყურს უგდებს ზვირთი: - შესვი, მიირთვი, რა დიდი ტვირთი ეს არის, მიშვით! 125 პატარა მერცხლის ტალღები სცემენ. არშიას ვერცხლის გარეავლებენ. ქცეულნი კრძალვად შიშობენ, ალბათ დასამალავად სვლას ამალებენ. ―

Page 10: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

126 ყრუდ მობაასე, ღელავდა ურჩი ზღვა, ლურჯი, ასე უსაზღვროდ ლურჯი, ელვარე მზისგან შორის-შორითგან იქ, სადაც იდგა სახლი - საუნჯე. 127 შთამხატველი სხვა მზის ზესთა - ზესი ჩვენი შავი ზღვა ულამაზესი. შვენის იქ, ცამდეც მთვლელია ჟამთა ძველი წინამთა, ძველი ფაზისი. 128 ჩვენი შავი ზღვა ესოდენ ვრცელი, სავსე, ვიდრე ხვალ, კორიანტელით, ღელავს, ამინდი თუ არის მშვიდი - მართლაც, რომ დიდი წიგნია მთელი. 129 და მიმავალი მთად თუ მდელოზე, სად რჩება თვალი საქართველოზე; დღეთა ქცევაზე ღამეთ თევაზე კაცთ მიღწევაზე და მათ ლელოზე. 130 თვით სპეტაკ თოვლზე, წრფელზე, წმინდაზე, საქართველოზე, თვით კოლხიდაზე. მიმალულ ვით ხარ, ის წიგნი, მითხარ, ო, ვინა, ვინ ხარ, რომ მოიტაცე 131 ფიქრობდა და თან ფიქრები ფრიად ცხოვრობდნენ წიგნთან, იყო განთიად. რომ წიგნი კრულში, თუნდ ცხრაკლიტულში იყოს, ჩვენ გულში მაინც ანთია.

132 ჟამი სისხამი დილის ამოსვლის, ფიქრთა მათ ჟამი, თუ კითხვათ მოცვლის, განცდათა ძვირთა უმძიმეს კირთად, მოწოლილ ფიქრთა ოხვრად აღმოცლის. 133 ჟამი ვარსკვლავთა მათ ამონთების, დრო დაკარგვავთა არდამონების, მარად და მარად, შექმილი ქარად, დაუვიწყარად მოსაგონების. 134 ჟამი არ-ჩუმის ქარიშხალისა, ჟამი სამუმის და გრიგალისა დღეცა და ღამეც ჭმუნვა-სიამე სიცოცხლე რამაც გაახალისა. 135 რაღაც სათუთი სიმშვიდის ჟამი, ყოველი წუთი, ყოველი წამი, ერთ წითელ ზოლად მიმყოლი, ტოლად, მისდამი, მხოლოდ, მხოლოდ მისდამი - 136 ეს მშვიდობაზე იყო ოცნება, სიგიჟე მასზე და გაოცება, მოგლეჯა თალხის, გაფანტვა ტალღის, მშვიდობა, ხალხის გასხივოსნება. 137 სიცოცხლეთ წყებას: თასი იცლება, რის დავიწყებაც არ შეიძლება. ქვეყანას მოვლი, იყოს ქარ-თოვლი, მშვიდობით ყოვლი დღე შეიცვლება.

138 ასე მდიდარით და უდაბურით ზღვას თავის ჩქარი გარესაბურით (მგზავრი კი, მხნედ, ვით* უსაზღვრო ხედვით, იყო ჩაკეტვით, იყო დაბურვით.) 139 უდიდესისკენ მიჰყავდა სული, მცირედისაგან ასე წასული. ო, ის მცირედი არ - სიმწირეთი ამ ზღვისპირეთით გადახაზული! 140 ზღვა რამდენ მცნებას კაცთ ითავსებდა, იგი ოცნებას მათსას ავსებდა ის, შექმნილს ძლიერ ავსულთა მიერ, ყოველგვარ ცბიერ ალს დაავსებდა. 141 და დინებითა, ცეცხლში ნაწებით, აღტყინებითა და აღტაცებით, ტალღებმა იგრძნეს რაოდენ სიბრძნეს მოჰფენდა სივრცეს გულთ გადაცემით. 142 განახლებულს ზღვა სულს მასში ქმნიდა და იყო წმინდა, საოცრად წმინდა. ღელავდა ქვიშა. ვაჰ, თუ აიშვა, თუ გაითიშა. რაც დაიწიდნა 143 ისევე, ვითა ძვირფასი თვალი, ის, მარგალიტთა ნთება მაღალი, გვანთებს ჟღერითა მშვენიერითა - წიგნი ძველი და წიგნი ახალი.

Page 11: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

144 აყვავებულზე, - გულით მჯეროდა, - ჩემს სამშობლოზე ქარი მღეროდა. და თვით მორიგი ხდებოდა წიგნი, როდესაც იგი წიგნს დასცქეროდა. 145 გულთ მაძგერალი მგზნებარე ჰანგით, როგორც მერანი რკინის უზანგით, ველად მიჰქროდა, მის გულს მიკვროდა, წიგნზე ფიქრობდა მასზე ქმნილ ჩანგით. 146 ვერდაძლეული და ჯადოქარი, ველთა ჩვეული მღეროდა ქარი. მან ხმა განითქვა, ხომ მასზე ითქვა მრავალი სიტყვა, მრავალი ბწკარი. 147 და ფანტავდა ის, რაც კი ებადა, იმ ყვავილების სურნელებათა ეშხთ ფერუკლებლად, ხელშეუხებლად, წიგნის ფურცლებად, წიგნის ყდებათა. 148 ტალღებს მოხვეტილს და თავბრუდამხვევს, ვნებით მოწყვეტილს მშობლიურ მთა-ხევს ეტყვის რა, ოდეს ცა ირღვეოდეს, წიგნს არასოდეს არა, არ დახევს. ―

149 - გთხოვთ ჩაიბაროთ ეს ცხენი ჩემი, მხედრისთვის მარად ნუგეშის მცემი. მშვიდობით, კარნო, თავშესაფარნო, მივდივარ, გარნა გული აქ მრჩების. 150 ჩემი სხვა სეტყვით სხვა არის გეზი, დღეს მე ვერ გეტყვით რაა მიზეზი. არა ძვირობის და უპირობის, კაცი პირობის ვარ უმტკიცესი 151 ერთი წლით, ორით... ვერაფერს გეტყვით, და თუ სიშორით ან გზათ ჩაკეტვით ვერ გეახელით, ვერრა ძახილით, არცა რამ ველით, ანუ რამე ტყით, 152 მაშინ, არ ვნანობ... ცხენი თქვენია. ჩემო მერანო, რას მოგწყენია? თუ დავახანო, მასაც ნუ ნანობ, ჩემო მერანო, არა გრცხვენია? 153 რა გავაგრძელო - დღე და სოფელი, ო, მასპინძელო, სულ მადლობელი ვიქნე მე თქვენი. აქ სიტყვა ბრძენი დიახ, ვიგრძენი - მანათობელი. 154 მარად, ყოველ დროს გახსენებთ ნდობით, თქვენთან შეხვედრის კვლავ ისევ ნდომით, იქნეთ ზღვად, ბარად, მტკიცედ და მყარად, მარად და მარად... აბა.მშვიდობით!*

155 ყველამ სცნო თვისად ეს ხმა გრძნობისა, მეგობრობისა და ერთობისა უქებდნენ სახეს, ერთხმად შესძახეს: - გზა მშვიდობისა! გზა მშვიდობისა! ―

Page 12: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

156 გადაცმულ არის აწ სხვისი კაბით, რომ იჭვის არვის მისცეს საბაბი - ლუარსაბ ჰქვია, ნამდვილად კია - ტარიელია, რის ლუარსაბი! 157 ეხლა სხვა რამე.... აწ სულ სხვა სოფლად ზის ლუარსაბი არც ისე ობლად, თითქოს ლუარსაბს ღომის გარდა სხვა არ სჯერა, არ სწამს რამ წუთისოფლად. 158 რაღაც კუპრიანს, უმადლოს, ყისმათს, დღეს შეუპყრია, როგორც თილისმას. გრძნობს სითბოს, ჰაერს, ვით რამე დაირს, დღეს ასეთნაირს ხედავს, ვით სიზმარს: 159 თითქო დღე-მალი არ დაწყებულა, მწვადზე ტყემალი არ დაცხებულა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 160 სუფრას გაჰყურებს ამ დღეს ჭიატით მოსამსახურე, დადის ხელადით, თითქო ველს კაფავს, იძახის: აბა! მიმოდის სწრაფად, სწრაფად, ხელად, ვით... 161 მსახური დარბაზს გარემოუვლის და წყალს ხელსაბანს აწვდის თვითოულს. გაურბის სიცხეს, უფროსით იწყებს, არ დაივიწყებს არც სხვას, მოწვეულს.

162 მას, კაცთ შემყურე, ახლო, არშორე, მოსამსახურე მოსდევს მეორე. ჭაბუკს და მოხუცს აწვდის ხელსახოცს, უმშრალებს. ნახოთ - ვეფხია სწორედ. 163 სიცოცხლის გაზრდის ხმას უჩვეულოს, ორთქლები ასდის სამზარეულოს - და ამ ორთქლს სუფთად ფენს გუფთა-გუფთად აქ მზარეულთა* საგვარეულოს. 164 და გამბედავად უზარმაზარი, შესახედავად დია საზარი ქვაბით პირსწორით კაცია ორი, ვით ორი ქორი ფრთებით მაგარით. 165 ქვაბში გაყრილი მოზრდილი კეტით, მხრებით, დახრილით სიმძიმით მეტით, ჯანი - მკაცრია, ორი კაცია, რომ მოაღწია აქამდე მკერდით. 166 მოსდევს მნათობად კვლავ ერთი კაცი - მარიფათობით დია მამაცი. ჩოგანი ავად შესახედავად ღომის ამთავად მრიგებლად, აწი. 167 ვინც უნდა იყოს, მოიღოს ღომი და დაირიგოს, იბრძვის ეს ლომი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

168 - ღომი! - წვით ხმაში სთქვა ლუარსაბმა, - მსურდეს ამ სახლში სხვა რამ? ა-პა-პა! თუ ლუარსაბი მქვიან, და წარბი მაქვს, თქვენზე სწრაფიც ვარ... მნახეთ, აბა! ―

Page 13: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

169 კვლავ მეორე მას მოსამსახურე სდევს, ყოველ წვრილმანს სწრაფად გამყურე. ხელშიც - კარდალი, რომ ვთქვათ მართალი, მთავარსარდალი დადგება ყურედ 170 მოჰყვება ამათ უკან ხაბაზი! მან პურის ჭამათ იცისო ფასი მას თავის ჩანთით თან მოაქვს ათი თუ ოცდაათი პური. მაშ, ასე 171 მან აღტაცებით ჩამოურიგოს, პატივსაცემი პურით ვინც იყოს. ხაბაზს გაჰყურებს მოსამსახურე, ასეთი პური როგორ არ იქოს. 172 ახალი რომ აქვთ გრძნობს წვეულება, ხონჩებით მოაქვთ ხორცეულობა. შემწვარი ღორი ერთი და ორი, აი, როგორი განძეულობა. 173 რამოდენიმე კაცი სულ ბოლოს... ერიდეთ (იმე!), ვერ იტყვი ღოლოს. ესდენ მრავალი, ზეაღმავალი შამფურის ძალი რას დაეტოლოს? 174 შამფური მრავლად აგებულია, რაც თავისთავად გაგებულია, ხელთ აქვთ; ვერ მოთვლით, და ვერ შემოთლით, შამფური ორთქლით დიდებული...

175 მოაქვთ მწვანილი - ფხალი და რამე აქ მოტანილი, თან რომელსამე ატანენ ნიგოზს... ჩამოირიგოს, პირველი იყოს, გინდა მესამე. 176 - მწვადი! - სიზმარში სთქვა ლუარსაბმა, - ილხინოს მაშინ ჩემმა ღაბაბმა, წიგნს ოხშივარი არ ადის. ბწკარი წიგნის რა არის, არ იცის მწვადმა! 177 ო, ეს ეხლაა თორემ სულ წინად.. მოლხენა რაა - ეზოში ლხინად, წვეულებადღეს ცხენებიან ტყეს ვერ სთვლიდნენ და ეს ღირდა გვირგვინად. 178 უვლიდნენ სტუმრებს, მყოფთ ათასობით, დროს ვინ აურევს ფიანდაზობით, ხარების გორას, ვინ ასს, ვინ ორასს ვერ სთვლი, მოგორავს სულ დას-დასობით. 179 იმდენსავე ღორს, ვით ძვირფას მადანს, გაწვდენილა შორს, სუფრას ძლივს ატანს, ისე, როგორც ბატს, ვინ დაითვლის მათც. წინათაც და აწც ფასიც აქვს ქათამს. 180 ყოველივე სხვა მოაქვთ ხონჩებით, რომ დაიწყოთ თვლა, აქ ჩამორჩებით. ფრინველს და ნადირს ვადის შესადარს შეხედავთ სადაც, რიცხვს ვერ მორჩებით.

181 შამფურზე სრულად, სიტყვაუთქმელი, აგებულია მთელი კურდღელი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 182 დიდებულია ველთ უნოხობით, წამოცმულია წვერზე ხოხობი. ბატკანი ჩვილი, მერე წიწილი არის სიცილი ისეთი ყოფით. 183 ყოველივე ეს ყველას ეყოფა, მიჰყვება დღეებს ასეთი ყოფა, და შამფურები, როგორც შუბები, ნუ ეხუმრები, ჯარად ეწყობა! 184 იზიდავს მწვავედ მრავალ დამყურებს, იმ ცეცხლზე სწვავენ იხვს, ინდაურებს. აქ სიზმარეულს ხედავთ არეულს საცივს, მზარეულს, გობებს, შამფურებს. 185 - საცივი! ხშირ-ხშირ, - სთქვა ლუარსაბმა, - მხოლოდ საცივში კარგია ჩაბმა. იქცეს ნიაღვრად, წახდომად, ქარღვნად მიწა! გვიხსნას მართ საცივის ჩქაფმა ―

Page 14: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

186 შევსება ყურედ არ იდგამს კიბეს: ეხლა უყურე თქვენ მერიქიფეს, ჩამორიგების რომ სდევდა ნებას, ღომზე ოცნებას გააიგივებს. 187 ქვაბით, სიცხარით კვალად რომ იღებს, დიდის სიჩქარით ურბენს, არიგებს. არ მისდევს, წრუპავს ღომის ულუფას. მადლობა უფალს, ეხლა არ იგებს! 188 შემდეგ რბის, ომი აქვს მკვეთრზე მკვეთრი, როდესაც ღომი მიმოაქვს თეთრი, პატარა ჩოგნით სანთლად ჩამოჰქნით იტყვიან ზოგნი: ავივსეთ... გვედრით! 189 ისმის რიგებად: ხედავთო, ვითომ რა დარიგება იცის ამ ხვითომ. დარიგებისას ქებათ-ქებისა და გამხნევების ხმაც არს ამიტომ. 190 ხორცეულობას სჭრის მზარეული, იმას წესი აქვს არარეული: არ იწყებს ჩანჩალს, არ იწყებს ჯანჯალს იშიშვლებს ხანჯალს ხელჩქარეული. 191 ნაჭრები იქ ზღვად გამოჩენილი, სტუმარს სხვადასხვა აქვს მიჩენილი ბარკალი-ბეჯითს, ზოგს მთელი ბეჭი, ზოგს მხოლოდ „ქვე-ჭი“ (რითმისთვის ქმნილი).

192 აქვს სხვა ნაჭრებიც უხვად თამადას, როგორც შეფერის მის გულს და მადას, უფრო ღირსეულს და უფრო რჩეულს, ბეჭს გარდა ჩვეულს... მწვანილს დაატანს. 193 ერთს მეტს მიართმევს მოსამსახურე სრული სიმართლე აქვს დასახული უუძველესი არის ეს წესი ერთს უკეთესი - სხვას...სული, გული... 194 ხან ასო-ასოს ერთს და მეორეს ნაჭრებს სთავაზობს ნამდვილს და სწორეს. კვლავ დიდხანს გასწვდეს, ძნელია ასცდეს ის ახალგაზრდებს, ახლოს და შორეს. 195 მსახურთ დაიძრა დანარჩენთ მკერდი, იციან, ვის რა, ეკუთვნის გვერდი - თანამდებობას და შენ-ჩემობას თუმც ადგილი აქვს. ეჰ, არც ისეთი. 196 თავის მარიფათს და თავის ნებას არაღარიბად აწოდებს კრებას. ლუარსაბს ძლევა აქვს. ნამალევად ღვრის? უკაცრავად, არ გაძლევთ ნებას... 197 - ბეჭი! - ეშხს მყოფმა სთქვა ლუარსაბმა,- ბეჭთან მამყოფა, სცნოს დღემა მძაფრმა. ის სულის ლევად მაქვს ნამალევად, შემჭრას კვლავ ძლევად მომხდომად დაფმა! ―

198 ადრე თუ გვიან ამ სიჩაუქეს ცოდვათ უთვლიან, თუკი გაუგეს. არ სურს დალევა და ნამალევად ღვრის, კვლავ წყალივით ღვრის კაცთა ნუგეშს. 199 რომ იღრჩობოდეს, მოკვდეს წყურვილით ადვილად, ოდეს ნებასურვილით სთქვა რა უარი, სადმე თუ არი ეს მატყუარა, მორჩა, გულგრილი. 200 მერიქიფე მას ავიწყებს მერე, არ მოართმევს თასს, არაა ჯერი. მოუნდეს კიდეც, გათავდა. იდგეს, მას თასის კიდეს ვერც მიუღერებ. 201 ისჯება, რაა, რომ დააყოვნა, რა ზრდილობაა სასმელის თხოვნა? დალევა ტკბილად რომ ითაკილა. ეხლა რა გინდა ძნელია პოვნა. 202 თხოვნა არა ხმით, არამედ ნიშნით, ხელების წმენდით და მოშლა-მიშლით. შემდეგში იქნებ კარგად შეიგნებს, რომ არ შეიქნეს შებმული ეჟვნით, 203 არვინ ცბიერი გრძნობა არ იღოს და ყველაფერი რომ რიგზე იყოს, რად ლუარსაბმა არ იცის ჩაბმა. სჭამს. თქვას ღიღაბმა. თუ არ ჰგავს კიკოს.

Page 15: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

204 აგერ თავში ზის თვით მასპინძელი. არ სცხრება იმის თვალები მჭრელი რას ლუარსაბმა, მისმა ნიკაპმა, ჭამაში მძაფრმა, არ გაჰკრა ცელი. 205 რა აგონდება ბაგეებს მდუმრებს, ხან დაღონდება, ხან გაიხუმრებს. ლუარსაბი კი იძვრის, ვით ტიკი. არაფერს იგი არ უშლის სტუმრებს. 206 კვლავ მასპინძელი აწოდებს თვითონ, ესე სასმელი რაა, მიირთოს, დაუსხამს სასმელს, ზეციურ რასმეს და კვლავ შთაასმენს ლუარსაბს იმ დროს. 207 - სადღეგრძელოთა თქმად ჩვეულებად, უნდა გელოდოთ, ვართ წვეულებად. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ―

208 - ლუარსაბ, რჩები, - ეტყოდნენ ოდეს ოდნავ ტუჩები მიაკაროდის და ცოტა მოსვის. ცით გარდამოსვლის, სახეს მიმოცვლილს სხვა ფერი ჰქონდეს. 209 სულ ცოტა მოსვის და მერე ხელად იმ ადგილს მოსწმენდს თასისას ხელით, სად ბაგე მცხრალად მან მიაკარა. თავს მდაბლად, წყნარად დაუკრავს რცხვენით. 210 დაუბრუნებს როს მოწიწებით თასს, სხვა სადღეგრძელოს მთქმელი იღებს მას. ლუარსაბ ყანწებს არ სცლის. სხვა აწევს დარდი, სჭვრეტს საცივს და ისწორებს მკლავს. 211 აქ სხვაა ზეცა, აქ სხვა ქარი ჰქრისს. ისევ მიეცა ტარიელი ფიქრს: „აქ ვხედავ ბეცებს, თვალს რას აცეცებ? აქ წიგნს დაეძებ? აქ რა უნდა წიგნს?“ 212 გარეთ ჰქრის ქარი, წყრომით დაბურვილს არ აქვს საზღვარი კაცთა მათ წყურვილს, ასე მრავალთა გრიგალთ და წყალთა, ბუნების ძალთა დაძლევის სურვილს! 213 ბჭობს მასპინძელი: - სტუმრებო, იცით, რას გეტყვით? ძველით გარწმუნებთ ფიცით, არც ისე ახლოს, ზღვას იქით, მაღლობს, ერთს სამოსახლოს ვიცნობდი მტკიცეს...

214 მას უწოდებენ ყველანი ქაჯეთს მხოლოდ ცოდვები დააქვთ სიაჯეთ. მათ ეწოდება ანგელოსები, ნუ გეოცებათ, ქურდობენ მარჯვედ. 215 გახსოვთ თუ არა, ნაქურდალ წიგნით გამოიარა ჩვენი ბილიკით - ერთმა მათგანმა, როს რწმენის ჯანმა უგანდაგანა, გაჰქრა... ზღვას იქით. 216 რა წიგნი იყო, ვერ ვიტყვი, ვერა. მაგრამ ურიგო არ იყო, მჯერა. ზღვისკენ განიბნენ გზანი ირიბნი, „მშვიდობის წიგნი“ იმ წიგნს ეწერა. 217 რად გამახსენდა აწ ეს, არ ვიცი. დიდება შენდა, მშვიდობავ მტკიცევ! ქაჯეთს ასული, წყევლა და კრულვა! სულით და გულით მშვიდობად ვიწევთ! 218 ტარიელ ფიქრობს: „აბა, სიმარჯვე ვინ, ვინ გამიქროს? მოვნახავ ქაჯეთს. გული მაქვს, არ ქვა, რას მიქვია ზღვა, ნახეთ, ბოლოს ვთქვათ: ჩვენ გავიმარჯვეთ!“ ―

Page 16: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

219 მალე ნელთბილი ვრცელი ზღვიდანა ნიავი გრილი ამოიდენა. სიამით ლაღით აავსო ბაღი, ნაპირთ წიაღი და ველთა ყანა 220 ზეთისხილთ წყნარი ჰყვაოდა მტილი, სად ლოცვით მკრთალი და ფერმიხდილი ვიდოდა ბერი. იდგა ჰაერი სულ სხვანაირი შუქით და ჩრდილით. 221 შუბლს ოფლი შრომის გადადაგავდა, შუბლი მეომრის შუბლს მიაგავდა. გზათ გადასვლითა ბუჩქთ გადასცვლიდა - ერთს გადასხვლიდა, სხვას გადარგავდა. 222 იგი რგვას მორჩა ბუჩქისას, მაგრამ იგი შებოჭა მწუხრის კამარამ. ფიქრნი სხვად რბოდნენ, ფიქრნი დათრთოდნენ, რა ჰყოს მარტოდენ ფიქრთა ამარამ. 223 სადაც ბექობით სდგას მონასტერი, ზღვისკენ მშვიდ გრძნობით ვიდოდა ბერი. ფოთოლს ეტრფოდა, ფოთოლი თრთოდა, ეჩვენებოდა, ვით ხელნაწერი: 224 სწორად ჩამავალ ზღვისკენ ხეობით მრავალ და მრავალ, ბევრ სახეობით მიმავალს ასე მთიდან თუ მთაზე, წიგნი, აღსავსე მზიურ მხნეობით.

225 თბილ მკათათვისა იყო საღამო... მიზეზის სხვისა და სხვისა გამო ფიქრის დას-დასი თვალწინ დგას ასე წიგნი ძვირფასი, წიგნი საამო. 226 ფიქრს იყო წრფელი ბერი გართული, თვალისმომჭრელი მზე, ჩაღმართული მისდევდა, მწველი, რომ გაჰქრა ჩვენი ის წიგნი ძველი წიგნი ქართული. ―

227 და დარი იდგა! ფუნჯით დახატვის ღირს იყო თითქო სივრცე მკათათვის. ჰხატე ნათებით კარგი ხატები და სურათები ძვირფას წიგნთათვის. 228 მშვიდი და წყნარი, წელგამართული, ღრმა ფიქრში არი ბერი გართული. რა ცაა, რა ცა! შუქი განავრცო. წიგნი - ვითარცა ასომთავრული. 229 მოგონებათა არხევდა ჩქერი, ვლიდა ნელად და მშვიდად ეს ბერი. მისთვის ეს რული იყო გრძნეული, რამე რვეული ხელით ნაწერი. 230 ნიავი ოდნავ მომწყდარი გორას გარს ეხვეოდა მის ანაფორას, ამბობდა: - არ აქვს თვლა იგავ-არაკს, არც წიგნთა მარაგს, წიგნების ხორას. 231 მთას ასავლელად მზადმყოფ მთიელის - ღონივრად, ნელად ნაბიჯით მსვლელის (ნაბიჯის, დარის წიგნის მდიდარის, გადაშლა არის ერთი ფურცელის). 232 მსგავსად ვიდოდა სიმაღლედ ბერი, დაბლა მინდორთა სხვა, მშვენიერი სჩანდა სიალე. ოდნავი, მკრთალი. იყო შრიალი, წიგნისმიერი.

Page 17: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

233 ყოველი მხრიდან იდგა ხალისი, ძველი კოლხიდა - სამშობლო მისი - ხვდებოდა მომსვლელთ ვერა, ვერ მოსხლეს წიგნი - სიცოცხლე, წიგნი - სინდისი. 234 კვლავ, როცა ღრუბლობს, თქმა არ - ძნელია და საიდუმლოც არსათქმელია. ბერი სხვა ფერი და ღვთისნიერი, რომელი ბერი - ტარიელია... ―

235 აი, სენაკი მონასტრის ჩვენის. აღმაფრენა კი მთას ვით არ შვენის. გული დაწვია, სტავრა აცვია თაროს აწყვია წიგნების ფენის. 236 რომელს არა, გზა, ჰქვია გზა წმინდა სენაკი მე სხვა არ მაქვს, არც მინდა. აქ სული ფრენდა და ნათელს ფენდა. წიგნით გათენდა, წიგნით შებინდდა. 237 არრა სამოთხედ კოლხიდის გარდა, სადაც ჩემთა დღეთ აეშვა ფარდა, მიყვარს აქ წესი და ჰა, მიზეზი: უსაყვარლესი წიგნის კარადა. 238 სენაკი მთიდან ლმოდას ბადებდა. შუქი სარკმლიდან მოანათებდა. ვინ იცის, სადმე აქ მყოფი რამდენ გათენებამდე წიგნს არ დასდებდა. 239 სანთელს ჰმონებდა, მის შუქზე სწერდა, შთააგონებდა რასაც კი სევდა. სევდა, ხალისი, რწმენა, სინდისი, სიცოცხლე მისი წიგნია ერთი. 240 ამ ძველთა წიგნთა უმძიმეს კონებს გაშლიდა, თვლიდა ძვირფას სტრიქონებს დრო თუ იოხრებს, კაცი ძალს მოჰკრებს, წიგნთ სიოქროეს როს მოიგონებს.

241 გულმოდგინედ სხვა წიგნს გადასწერდა რამდენი სიტყვა, რამდენი გვერდი რა გულის ძგერით, იმ სიტყვათ ბგერით ხელით ნაწერი და ყდა-ხავერდი, 242 მასაც კვლავ ხელით გადუწერია. ო, როგორ შველი წიგნს, ივერია. დიდია ძღვენი სინათლის მფენი, რაც ქვეყნად შენი ხელნაწერია! 243 იქ დაშვრნენ შენდა წმინდა მამანი. ბჭესთან, სად ფშვენდა იასამანი. მტეხელმა ღამის დასძლიოს ლამის ვინმე მოწამის დიდი საგანი. 244 გადასწერდნენ კვლავ, კვლავ სწერდნენ დღისით, შემოჭრილს ოდნავ - შუქის ხალისით. გაჭრილებს გვანდნენ, სტრიქონებს ნთქავდნენ, მისით სუნთქავდნენ, ცოცხლობდნენ მისით. 245 ღამით რიგ-რიგად ძლივს მბჟუტავ სანთელს ანდობდნენ გრიგალს და კორიანტელს მოხდიდნენ ძაძას უძველეს ტაძარს, მას, უზარმაზარს რომ ჰგავდა კანდელს. 246 ამაოდ ხვალის ამაოება ებრძოდა ხალისს, სდევდა დროება - ჩნდა წიგნის ყდაზე ბარად თუ მთაზე განვლილი ასე საწუთროება

Page 18: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

247 მარადის გზნებით სანთლად დნებოდა და ამ წიგნებით იფინებოდა მსვლელი მხარდამხარ, არ-მთქმელი: „სად ხარ“. არასოდეს არ ეძინებოდა. 248 მზე - ივერია, გმირების ხვედრი ბედნიერება! მისას ვის ვვედრი, იგი, ვინც იცის ამ ძვირფას მიწის ძალა სიმტკიცის და ხმალი მკვეთრი. 249 მიეც მას ბოლოს გონი და ძალა, რომ აიშოროს მძიმე ფიალა, შხამებით სავსე რაიცა ასე ბედმა მას თავზე დაატრიალა. 250 წიგნები ზრდიდა ხალხს დაპირებით ვიდოდა ზღვით და ზღვის ნაპირებით, არა გან-განით წმინდა განბანით, წიგნის ანბანით, წიგნის წკირებით. 251 რომელნიც ისე მგზავრს დაატკბობდნენ, წიგნები ისევ ცდიდნენ, ათბობდნენ. მხარეთ, სად ძმები მღეროდნენ - დატკბები სადაც ატმები ისევ ატმობდნენ. 252 და ანათებდნენ სიღრმეს გულისას, და ალს აგზნებდნენ სიყვარულისას, მშვიდობის მდომის ყოველი ტომის, მნატვრელის ომის დასასრულისა. ―

253 ამრიგად წელი ათი გავიდა, ერთხელ ერთ ძველის- ძველი ნავიდან გადმოიყვანეს და დასვეს მწვანეს სნეული მავნე ზვირთთ სიავიდან. 254 კოშკია ძველი გზას მოწყვეტილი, სახლიც გულწრფელი არჩაკეტილი. ყველას უნდოდა განეღო დროთა ღალა, გულს ჰქონდათ რამე კეთილი. 255 თავს ევლებოდნენ მწირს ყოველ მხრიდან, კარგად უვლიდნენ და ამ მოვლიდან კარგი ნაყოფი, დაღლის არ მგრძნობი ჩნდა. ავადმყოფი ჯანზე მოვიდა. 256 მალე ის ხვითო მთლად კარგად გახდა, აწ გამიშვითო, იგი იძახდა. მაგრამ უარეს მიმოუარეს, მტკიცე უარიც პასუხად დახვდა. 257 „ცის მჩქეფარება არ სჩანს, გვგონია, რა გეჩქარება, გაგიგონია? მოღონიერდით, გამაგრდით მკერდით, ეს ერთადერთი კარგი ღონეა. 258 დარჩით ოღონდაც, რომ გქონდეთ ფერი“. რაღა გზა ჰქონდა, დათანხმდა ბერი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

259 კარგი მოვლითა და მზრუნველობით, თავდადებულ და ძმური ქველობით უცხო ოჯახში, მყუდრო ოთახში, ვით თავის სახლში, გულით, მით მგრძნობით, 260 სახეს მიეცა ღაჟღაჟა ფერი. გადურჩა როცა გასაჭირს ბერი. ფერით გაბრწყინდა, მინდვრად არ სწყინდა ესუნთქა წმინდა ველთა ჰაერი 261 ასე დასჩემდა - მწუხრისა ჟამად დგას ლოცვაზედა ციურ სიამით. ცას ევედრება, რამეს ყვედრება ან ამხედრება? კმა არის ამით - 262 რომ არ ივალებს მარხვას, ან თვალებს ჩუმ-ჩუმ აწ ავლებს მშვენიერ ქალებს. ამას ვერავინ, თვითონ მზვერავიც ვერ იტყვის, ავი გულს არ უწვალებს. 263 ო, ძველო თქმაო, რომ წმინდა ბერი წმინდათ წაწყდაო - ეგ არაფერი. ენა კაცისა. არც ეს, არც ისა საქმე ისაა. რომ მორჩა ბერი. 264 ასეა ამა სოფლისა ბრუნვა, კარგმა მოვლამა. მუდმივმა ზრუნვამ გამოაკეთა. ველებს გახედა და გადავიდა სახიდან ჭმუნვა.

Page 19: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

265 განელდა ოხვრა, როცა ტირიფის ქვეშ თვალი მოჰკრა მან საჯინიბოს. სახეზე ღიმის გასცურდა სიმი. იწყო ციმციმი ის არის... ის... ის... 266 ის, ვისთან მწველი ახსოვს სივრცენი, ის, მისი ძველი ლამაზი ცხენი, ოდესმე შარად რომ მიაბარა, თვალს მიეფარა შემდეგ... ის დღენი! 267 თქმა არ უნდა, რომ ისაა, თორემ... ვერ შესცვალა დრომ, წელთა სიშორემ. ალბათ, არ აკლდა თივები, თან და თავს გადააკვდა მზრუნველი, სწორედ. 268 ალერსით ცხენთან მივიდა ბერი. სალამით შეხვდა მას თვინიერი. - სალამი, კარგო ძმავ, ამხანაგო, ვითარ არ ვაქო მე ეს დღე-ვმღერი. 269 მართლად ირჯება საწუთრო ჩვენი, მაშ, გამარჯვება, ძმობილო, შენი... – ცხენმა შეიცნო პატრონი. იგრძნო შვება უსივრცო და ამაზრზენი. - 270 წილად გვრგებია, მსახურო ჩემო, რაც ამბებია ჩვენსა გარშემო. აწ გულთ ძგერანი ჩვენი, მერანო, არის ჟღერანი რამ საედემო.

271 გახსოვს, იმჯერად მდინარის ხახამ ორნივე ერთად გვშთანთქა კინაღამ. მაგრამ დღე თვალე, ახლის სიალე, მალე, სულ მალე დადგება, ნახავ. 272 გადავრჩით. მენდე ეს გადარჩენა სიკვდილის დღემდე გვახსოვდეს ჩვენა. აწ კვლავ გვაჩვენებს უცხოს და ჩვენებს. ის გაგაჭენებს, ვინც მოგაჭენა. 273 სიხარულის მჭევრ ნიშნად მის წინა რამდენიმეჯერ გადიხვიხვინა ცხენმა. და ოდეს სამჯერ იმ დროთი დაარტყა ტოტი - მიწამ იგრგვინა. 274 პატრონმა ხელი გადაუსვა გავას კმაყოფა ვრცელი ჰქონდათ ორთავეს: - გავუდგებით გზას, ვევედრებით ცას, განგვაშოროს აწ ჟამთა სიავეს. 275 წარსულზე ძალით ნუ ვითუთქებით, მალე, სულ მალე გზას გავუდგებით. ცხენის ფაფარი შეირხა მძლავრად თანამგზავრია, შეესხა ფრთები! 276 მწირი ამბობს: - დღეს კვირაა მთელი, რაც ამ მასპინძელს მე ვეახელი. გული გაიღოს, რომ არ გაიყოს, კურთხეულ იყოს მისი სახელი.

277 რომ არ ის, მოდი, ეხლა ვინ იცის მე ვიქნებოდი მჭვრეტელი ამ ცის? ასეთ ავდარის რამდენი არის მსხვერპლი მედგარი და გულმამაცი. 278 სიკეთე დამდო ვალად უვადო, როგორა ვსცადო, რომ გადვუხადო? მაგრამ გავიგებ, ვიცი, გავიგნებ, ვიპოვო იქნებ რაიმე ჯადო. 279 არ გვსიზმრებია, ნუგეშო ჩემო, რაც ამბებია ჩვენს გარეშემო. შენც ბევრი გმალეს. წავალთ დღეს, ხვალე, მალე, სულ მალე, მერანო ჩემო. 280 უცებ... როს, ან სად ნახა სიზმარი: რაღაც საოცრად იმის წინ მდგარი თვისივე სახე დამდგარი მახედ, მთლად მოცახცახე, ჩუმმოუბარი; 281 თვისივე სახე, სხვა, ორეული არა მოსახლე, არშორეული, რამ მითითებით, დაბეჯითებით, თვალთ მორიდებით ცრემლმორეული. 282 დაბეჯითებით ეტყვის: - შეიგნე, სავსე დიდებით, არ წახდეს წიგნი. ეტყვის ზმანება: - თუ გეტანება მზის ხმოვანება, იგია, იგი.

Page 20: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

283 სიზმარში სწუხს ის: - წიგნი სადაა? და უპასუხეს: - გაშრა. მზადაა. - მაშ გაშრა? - გაშრა! - მწყურის გადაშლა. ხმალია, დაშნა. რა მზე, რა ცაა! 284 - მაშ, აღარ იშლი, მამაო, არა? - დიახ, გამიშვი, სტუმრობაც კმარა. „ოქრო ხარ დილით, ვერცხლი - შუადღით“ მართალია? სთქვით: სწორი ვარ, მა რა. 285 - ვინ სთქვა ეგ ცნობა, სიტყვა ლენცოფა, შენი ვერცხლობა და სპილენძობა? ვინ სთქვა, მამაო, სიტყვა ამაო. დაშთება ამოდ, ვინც გაგეცნობა. 286 ა? დაგეთანხმო? უნდა წახვიდე? ქვეყნები ნახო კიდითი-კიდე? რა გაეწყობა! კეთილი გზობა და კვლავ მშვიდობა! მშვიდობით ვლიდე! 287 - რა უნდა გთხოვო, მონა ვარ შენი, უნდა მათხოვო ეს შენი ცხენი. - ცხენი? ინებე! გევლოს მით ნებით სულ მოლხინებით და არა წყენით. 288 ეგ ცხენი, ვინემ სხვა გზა იპოვა, როსღაც ყმამ ვინმემ აქ დაგვიტოვა. მთლად ათი წელი, გავიდა მწველი - არ სჩანს ის ძველი... გაჰქრა, ვითომა?

289 - ვინ იცის... ეჰ, შენც... გზას ვინ სცნობს მისას, დაგიბრუნებ ცხენს თავდებს ძმობისას. განთქმულს მინდობით და ბეჯითობით... აბა, მშვიდობით... - გზა მშვიდობისა! ―

290 ეს იყო სახლი, მშვიდი სოფელი, ყოველ სიახლის ახლოს მყოფელი, მხოლოდ იმედის სვლით, ზედიზედით, თავისი ბედით არკმაყოფილი. 291 თვის ეზოს, აბა, რაც ჰქონდათ ჯაფა, იქ მისი პაპა და პაპის პაპა ამბობდნენ, რომა მკვიდრია, დრომა, რაც მათმა შრომამ გზა გაიკაფა. 292 ოფლს ღვრიდნენ ოდეს - და თავდადებით ფიქრობდნენ, როდის ათავთავდებით, ჯეჯილნო, თქვენა, მოფინეთ ლხენა, დააცხროთ წყენა გულით თავმდებით. 293 ხმაუნაზესი და თანაც მკვრივი იყო ფაზისი ჩვეულებრივი. გულით იმღერდა, ოდეს მის სერთა გადაიფრენდა არწივთა მწკრივი. 294 თუმცა ზემოდან მავალი, წუთით ის შესდგებოდა და აწ გეგუთით ესმოდა - ძველი მღეროდა ველი შორით, პირველი სტვირით და გუდით. 295 ვრცლად, რა სახავდა ველსა და ჭალას, ის ინახავდა იმავე ძალას, არა ჰფანტავდა, ცას იხატავდა გულზე. გათავდა, რაც იღრიალა.

Page 21: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

296 არა ძალთ სინჯვათ, არა სიმძაფრით, აწ უფრო დინჯად და არა ზაფრით, ზათქად ვერ მოდებთ, ვერ მოუწოდებთ, ვერ შეაშფოთებთ თითქო ვერაფრით. 297 და სულ ბოლომდე, შავ ზღვამდე აგრე მიჰქონდა მისი ჩუმი სიმაგრე. რაკი თავს იდევ, მშვიდობას მისდევ და აწ, სიმშვიდევ, შენ ვეღარ ჩაჰქრე. 298 რაკი გამოსცდა უქიმერიონს, დიდი ცდა-მოცდა ემჩნევა მერანს. თვალი მზვერავი მისდევდა ავი. აწი ვერავინ გახდება ვერრას. 299 ტოვებდა რა თვის ქონებას ფრიადს, სრულებით იცვლის ზნეს და ხასიათს, ეს ზნე კი, დია, კრძალვა, რიდია, ვითარ მშვიდია, ვითარ ნაზია. 300 ეგებება ვის მზე გაზაფხულის, ასე მცხუნვარის და დაზაფრულის, მზე იშვიათი არ გულზვიადი, მაგრამ დიადი, რაღაც ზღაპრული. 301 რა მოსიმღერე არის გენია, ჭალა იმერეთს რომ მოჰფენია. ო, ყვავილებო, უნდა იმეფოთ, თქვენი ტბა ქვემოთ რაოდენია!

302 აუარებელ ყვავილთა სახით, მისასალმებელ თრთოლვა-ცახცახით, აღმოსავლეთით, გინდა სამხრეთით, აბა, გახედეთ, შეხედეთ, ნახეთ! 303 სხვად უმხრობია აქ მოსახმობი. ჭალა სჯობია ვნებათ დამცხრობი. და უფრო მეტი - გმირი, სპასპეტი ასე მომქმედი, ასე გამწყობი. 304 და ათასგვარად მორთული ვაკე, სადაც ანკარა და მორაკრაკე წყალი არაკებს ალაპარაკებს ძველად ანაგებს აქ აგარაკებს. 305 ველნი თვალცინცხალს ჰქმნიან ნაკადებს, რაც ყოფნას იწყებს, ჰყვავის, ღაღადებს, გაფანტავს დარდებს, იმ ია-ვარდებს, იმ სილაჟვარდეს ტვირთად დაგადებს. 306 ხვდება ფაზისი ჯილოებს, ნავებს, ჰხედავს ნაპირზე ქალწულთ ნაწნავებს: იმერი ქალი რა დაუმცხრალი ედება წყალი მედეას კავებს. 307 ესმის, ვით ძველად, მღერა კოლხიდის. ის კი უცვლელად მიდის და მიდის. თვალუწვდენელის შვენება ველის, უდარებელის მსგავსება მითის.

308 უცქერს რა ფონად ქმნილ მეფის ჭალას, ზედ კონა-კონად შერჩენილ ჩალას, ისმენს მთების ბანს, სად ნანგრევი სჩანს და შორიდან ვანს ის აძლევს სალამს. 309 ასე სიმაღლე ნაირ-ნაირად სჩანს, სად დგას სახლი ფაზისის პირად, ნიაღვარს სულით დაგვანებული, დაქანებული იმ ძველ ორპირად. ―

Page 22: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

310 კარგია სახლი ფაზისის პირად. იმ ეზოს ეხლაც იგონებს ხშირად. ლამაზსა და საღს ნახულობს ბევრ სახლს, მაგრამ იმის მსგავსს პოულობს ძვირად, 311 შუამთის არედ შემორგულ ეზოს, სუფთას, უწყნარესს და უმიზეზოს. ოდეს ქარი ჰქრის, ის ქედს არა ხრის, მაშინ იგი მტრის გულს ლახვრად ესოს. 312 წინ გვიცდის, გველის, ლანდი ხეების - ცაცხვების, ვრცელი სიმაღლეების, მომსწრეთ, რა სწრაფად, არა იაფად, არამედ მძაფრად განვლილ დღეების. 313 დინჯი, დიადი დგომა მუხების, ხმა ქარში მათი ამოქუხების. გულში ფარულის ხსოვნა, მხარულის, ხან სიხარულის, ხან შეწუხების. 314 და შუადღისად სიცხის მოალვის გარე აწვდილან ტოტები ალვის. წყნარად და დინჯად დგანან აქ მიჯნად, თავს ხრიან ნიშნად იდუმალ კრძალვის. 315 მგრძნობნი სიმაღლის ჭადრები, თელა, ტოტები კაკლის- ვეებერთელა, სწრაფ და ვნებიან გრიგალს შებმიან, დაჯახებიან არაერთხელა.

316 ვაშლების ჩრდილი უზარმაზარი, ვაშლნი ხუნძვლილნი როგორც ხანძარი, რაც შემკობილა, ღამე თუ დილა, არსად ყოფილა, არსად არც არი. 317 თითქო უცქერის უხილავ უფალს, ისეთი ფერი ჰქონდა ალუბალს, მიუშვერდა პეშვს, იგონებს მის ეშხს. რამდენჯერ მის ქვეშ ცხენი გადუბამს. 318 რა ყვავილთ გულის ფრთა ერთოთ ტყემლებს, როს გაზაფხულის ქარი ხერხემლებს გადაუხრიდა; ზედამთის მხრიდან რარიგად ჰყრიდა გრძნობიერ ცრემლებს. 319 გადაუხრიდა, ვით თრთოდა ნუში, ალუჩა, კიდევ ალუჩის ბუში. გულს ისრად მოხვდა, ოხვრა აღმოხდა... თითქოს ეს მოხდა... ეს მოხდა გუშინ. 320 და რხევა სავსე კაკლის ხეების, და ჩრდილი მსგავსი სამოთხეების... იმ ჩრდილში რბენა, ფოთლების ფენა და ხეთა სმენა მძლეთა-მძლეების. 321 რაოდენ ბევრი მსხალი და თხილი, რა მრავალფერი სხვადასხვა ხილი მზით დაიწოდა... მზემ გაიწოდა, როს არ იცოდა რაა წუხილი.

322 ხშირად ასულა უდიდეს ხეზე, არ დაქანცულა იმ სიმაღლეზე. ვინ გასცემს ხმასა, აზრი აქვს მასაც. ასრულებს, რასაც მოიმიზეზებს. 323 კიდემდე-კიდით, ვით ლურჯი ბინდი, თავს მაღლა მიდის ლურჯი სიმინდი. სიმინდის ღეროვ, დროა იმღერო რაშო და რერო, კვლავ ინდი-მინდი. 324 დასავლით ისევ სიწითლე ბინდის - ბოლომდე მისდევს სუნთქვა სიმინდის. სუნთქვა წრიალებს, ტოტს აფრიალებს, მიაშრიალებს და მიდის, მიდის. 325 ეხლა მოარე სივრცით და დროით სიმინდის არე ღელავს ჩრდილოით მთავარი გზისა. ეხლა ისაა: რა სივრცისაა სიმინდი, ჰოი! 326 აქეთ - მარჯვნიდან, იქით - მარცხნიდან, ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან, როსმე ჯეჯილი, თმაგაჩეჩილი ეხლა კი ზრდილი სიმინდი წმინდა. 327 სიმინდი შორს და ცის დასავლამდე მოსჩანდა, თრთოდა სრულად შავ ზღვამდე. რამდენი ძალა, რამდენი ჩალა. ასე ეს ჭალა იტევდა რამდენს.

Page 23: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

328 ასეთ სიმაღლით, არც ისე მწირად მას ახსოვს სახლი ფაზისის პირად. მას ეღიმება არა წვიმებად - ჩანგის სიმებად და ჩანგის წკირად. 329 სულ ახლო ღელეს სურნელი თაფლის... სახლი უძველეს, უმაგრეს წაბლის, სევდას და ხალისს აქ მიწა-წყალის ასე საწყალის, ასე თავმდაბლის. 330 ჰაერად წავა ზუზუნი სკათა, აღმძვრელი მრავალ მოგონებათა. ფიქრთა მთოველი ხმობა ცხოველი - აი, ყოველი, რაც მას ებადა. 331 მოშორებით სკას წერო - სარწყული ჭას თავზე ადგას გადაფარცხული. საისლე სჯობნის - მსგავსი კიდობნის - ხულას, მას ჰყოფნის ხმა, ბგერა, გული. 332 ლურჯნი ამრიგად ცის კამარანი, საისლე. იქეთ კიდევ მარანი. ცელიც მოისმის, მიდამოის მის მგზავრის მოისმის ჰარი-ჰარალი. 333 სასიმინდე კვლავ, იქით ბოსელი, იქით ტყე, ახლად შესამოსელი. ლერწამსა და ჟვერს და კვლავ ჩალის ღერს დაინახავს ბევრს აქ შემომსვლელი.

334 გაზაფხულის ამ მშვენიერ ხელით კვლავ რამდენი რამ ტყითა და ველით გამოვლინდება. კვლავ აინთება და გაბრწყინდება შუამთა ძველი. 335 სიცხეს მოახლის გრძნობა. სამზირად ასე დგას სახლი ფაზისის პირად . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ―

336 ფაზის ოცნების მზე არ შექრება. მანდილოსნების იყო შეკრება. ვინ სჯობნის თამარს ზრდილსა და თამამს, დიდებულ რამ არს გაპაექრება. 337 იგი, რაც სხვისთვის მოსაწყენია, ამ შეკრებისთვის არის გენია: სართულს სართული წიგნი ქართული ყდამოკვართული რაოდენია! 338 აქ არის დავლა; მშვიდობის სწავლა, მას უნდა მრავალ საფეხურთ ავლა. ვინც მოიწოდა, ალბათ იწოდა, წიგნი იცოდა, ვინც გაამრავლა. 339 წიგნის ამ სივრცეს, თქმის ხელოვნებას, მაღალ სიფხიზლეს და გემოვნებას, აქვს ალი მზერის, მშვენება ერის, კაცთ რომ უმღერის დიად ცხოვრებას. 340 წმინდა რომაა წიგნი ქართული, ამიტომაა ასე გართული მისით კოლხიდა, მარადის მზითა შუბლგახსნილი და წელგამართული. 341 არავინ ამ დროს წასვლას არ ჩქარობს, არ მუსაიფობს, არ მონარნარობს. ყველა მოისმენს ამბავებს ცისფერს, ღამეს თუ ცისკარს და გულით ხარობს.

Page 24: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

342 ზოგი ასულის ოხრავს შეგნება, რომ დასასრული ამ თქმას ექნება სწუხს ამის გამო, სურს სამუდამო იყოს საღამო, თხრობა, შეკრება. 343 ფიქრი ასულის კვლავ ის არს, რომა თვით დასასრული არ იცის დრომა. არ იცის, თორემ რა სჯობნის სწორედ, ერთის მეორემ იცოდეს ნდობა. 344 ასე მხარი მხარს... ცა არ ექცევა. წიგნთა საუბარს ვინც შეექცევა. იმ წიგნის მადლით, სხვათა არ დათვლით ღამე სინათლედ გადაექცევა. 345 ვინც წიგნთან დიდხანს და დიდხანს რჩება, გამარჯვებაც მას, მხოლოდ მას რჩება. ყოველი კუთხით, თავის საკუთრივ სიცოცხლეს უდრის ეს გამარჯვება. 345 შეკრება დიდხან. კვლავ უფრო შემდეგ, იმ შუადღიდან შუაღამემდე რჩევას განაგრძობს, დაღლას არა გრძნობს საამოს, საცნობს გზას სჭვრეტს ვიდრემდე. 347 მოედო ცისკარს ღრუბლების ქულა, კითხვა მაინც არ დამთავრებულა. იყო მოთხრობა, ის გულთა თბობა, რასაცა გრძნობა მიეცა სულა.

348 უცხო, მბრწყინავი ალით შეფერა, - დილის ნიავი ველს მოეფერა. ვერა ჰქმნა სრული, თაღს ანთებული სანთლისთვის სული რომ შეებერა. 349 სდგას ფრინველთ ჯარის ჟივილ-ხივილი, არავითარი გულისტკივილი არა აქვს ვისმეს. ყოველი ისმენს ხმას მომაისეს, ისეა ტკბილი. 350 არა აქვს თამარ- ქალს არა ერთი წასაკითხავად კვლავ გვერდზე გვერდი წიგნის გადადის, ასე ხომ მარდი ლურჯი ხომალდი გზას იკვლევს მკერდით. 351 შეკრება სრული, გუშინ შუადღეს წამოწყებული - აბა, ეს რად ღირს - მიდის კვლავ შემდეგ დღის შუადღემდე. ვერ იტყვი: შესდეგ! ვერ შებედავ: ძირს! 352 მიდის მეორე დღის შუადღემდე... ხანდახან შორე გრძელდება, ენდე! გულით, გონებით შეჰკარ კონები, ნუ ემონები წყვდიადს, აენთე! 353 აქ არის სრული წიგნი ამდენი, წიგნი, გმირული საქმის ჩამდენი. ლექსი, ამბავი, ყდანალამბავი, დაუსტამბავი კარაბადინი.

354 უბრალოა ის თუ დიდებული, ყველგან, ყოველთვის არის ქებული. გრძნობა და აზრი მახვილი, ბასრი, ნაზი და მკაცრი სული და გული. 355 როს კითხვად ჩნდება, კითხულობს ისე, რომ არ აკლდება შუბლს სიმაისე. რა გატაცება გულებს აწვება, რა აღტაცება და სიხალისე. 356 ქალი ხმით ნაზით არის შთენილი და სილამაზით გამოჩენილი. გული სნეული აქ მოჩვეული ხდება გრძნეული ხმით მორჩენილი. 357 პირველი ქალი იტყვის: - ვერ დაღლი, აქ სიტყვა არის ოქრო ბაჯაღლო. სახე თამარის სარკე რამ არის სულის, გამტანის, რხევა, სიმაღლე. 358 ამბობს სხვა მწველი ქალი ქართველი: - ასეთ მკითხველის არ ვარ მნახველი. მაინც და მაინც ვიგონებ მაისს. გამიქრა, რაიც მქონდა ნაღველი. 359 მესამე ამბობს: - ვერ შევბედავ მას ვთქვა - გული ლამობს საბუდარით სვლას. მეც არ ვარ ცუდი, მაგრამ... გავჩუმდი. რაგვარი წუთი, რანაირი ხმა.

Page 25: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

360 მეოთხე მცვლელი იტყოდა: - კი, კი! ჩვენში პირველი ქალია იგი. რა ლამაზია და რა ნაზია, ვით სთქვას: ასეა, მაგრამ მოგიგე? 361 მეხუთე იტყვის: - არაა სიტყვა, ეს წიგნი თითქმის მთლად წაგვაკითხა. ვარდების კონა დგას წონა-წონა, მთლად დაგვიმონა, არ გაგვიკითხა. 362 მეექვსე: - დია გრძნობა ძლიერი კითხვა სცოდნია რა მშვენიერი. ვდებ სანაძლეოს, თუ ვინმე დასძლევს... და მას ბანს აძლევს იქ მყოფთ იერი. 363 იქ ღამის მთევი ბჭობს ქალი სვანი და მას მოსდევენ სხვანი და სხვანი. ასე ადვილი არის სცნო ზრდილი ქალში ნამდვილი ადამიანი? 364 - არ მყოფნის ღონე და არცა სული, ხმა გავიგონე მართლაც ზევსური. ამრავლებს ხალისს ამ ჩვენი ქალის წაკითხვის ძალა. მივაგენ სურვილს. 365 - ამ კითხვას, - ხმას სწევს ქალი - ყვავილი, - კალმით თუ ასწერს ის, რუსთაველი. ტოლი ვინა ჰყავს, აბა, ვინა ჰგავს, მსგავსი გინახავთ, მოვლოთ მთა-ველი?

366 - გული გაავსო, სხვას აღარ ელი, სახელი აქვსო გასახარელი. ცამდის ასული არის ასული. ძალა და სული აქვს საყვარელი. 367 განა მარტო აქ, საქართველოში ახსენებდნენ ქალს სადღეგრძელოში. თამარის ქება აქედან სწვდება, მიდის, დიდდება მთელ მსოფლიოში. 368 ძალა ჰქონია ყოველი მხრითაც, გასაგონია საზღვარს იქეთაც. ისმის არაბეთს, ინდოეთს, სპარსეთს, ისმის ხატაეთს კიდით-კიდითაც. 369 თუ საქართველოს - ეს იოლია? მსგავსი მსოფლიოს რამ არ ჰყოლია - ჰყავს ქალი. სახის, მნატვრელი ნახვის, ყველა იძახის და ჩოჩქოლია. 370 და ასე: ყველგან გამოჩენილი, სახელისაგან სხივმოფენილი, მანძილთა ვრცელთა ასე გავრცელდა სილამაზე და სახე კეთილი. 371 მეფეთ ყურამდის იგი მივიდა, სთქვეს: თუ სადამდის, რა მოგვივიდა? გავგზავნოთ კაცი, მონახოს აწი სახე მიმტაცი მზის სხივივითა.

372 გრძნობა-სიმრავლით და არა მავნით ლამაზ ქალს კრძალვით სალამს ვუგზავნით. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 373 არეთ მმიჯნავი კი ქალი იგი, შესანიშნავი თხრობის ტარიგი ფიქრობს: რა ძლიერ დროთ სვლა განვლიე, წიგნი, ტარიელ, მშვიდობის წიგნი! 374 შემდეგ აწმყოთი თუ მომავალით, ამღერდა ოდით ქალი მრავალი, მორჩილი მგოსნის, მარად სხივოსნის, ვეფხისტყაოსნის, მრავალი ქალი! 375 ისმის წრფელი ხმა ბანოვანების. ოცნებავ, ტყვე ხარ თვალთა ზმანების. ჰანგმა ლამაზთა ქალთა ამათა ხმა მიამატა აღფრთოვანების. 376 რა სჯობს ქალთ იმერთ, კრების ბუნებას, მრავალჟამიერთ აგუგუნებას. მასში მიდამოც სიმღერის გამო ისხამს სხვა სამოსს: მზის დაბრუნებას. 377 შეჩერდეს ჯილოს მდინარე ხშული, რომ მოისმინოს, ეს ხმა გმირული. სცემდეს კვლავ ჩქარად, ქცეული ქნარად, ისედაც მარად აღელვებული.

Page 26: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

378 თითქო თილისმის და გრიგალთ მიერ, როცა გაისმის მრავალჟამიერ, ცა დამღერის სახლს: მე არ გეტყვი სხვას, სახლო, დროთა სვლას გადურჩი ძლიერს. 379 თამარი ამ დროს სრულებით არ შორს მღერის, ვისაც სწორს, არწივს, არა ქორს, უწოდებენ ჩვენს. იმერ-ამიერს, მრავალ-ჟამიერს, და ესმის მთა-გორს. 380 მერე როგორი, როგორი მერე, სად არს მის სწორი სიმშვენიერე? და ყოველივეს უმატებს იერს. ქალი, ქალი მღერს მრავალჟამიერს. ―

381 იმ დროსაც, ოდეს არქმევდნენ ფაზისს იმავ ზემოთის ნიშან-სინაზის ნიშნად, კვლავ საღი შრიალებს ბაღი და ძველი დაღი წიგნების აზის. 382 არეს სრულიად სხვა არ აქვს დაღი: გაზაფხულია ვრცელი და ლაღი. მიდამოს ჩვენის ყოველ სახლს შვენის მშობლიურ ენის წიგნების თაღი. 383 ხეთა ხერხემალს ავარდებს თეთრად. ნუშს, ატამს, ტყემალს ყოველ შეხვედრად მიხვდებით, წვდებით და ვეღარ წყდებით, მუდამ შეხვდებით წიგნების გვერდით. 384 ეალერსება ნიავი წყალთა. იით ევსება უბე და კალთა სახლებს ყავრიანს. რაც სიმძლავრეა, თანამგზავრია წიგნთა მრავალთა. 385 იგრძნობს რა ალებს, ნაფენი მწვანით, ნელა შრიალებს ტყე იავნანით, სახლში კი ნადით იმღერის ვადით, და ფერად-ფერად წიგნების კანით. 386 ივსება ნადით: ფერად პეპლებით, ბავშვებით, მათი მაძიებლებით, ტყე. აგერ წვერით მოდის იმერი, თავის მწევრებით და მეძებრებით.

387 ფრენა აქვთ გულის შავთვალა მერცხლებს, მათ გაზაფხულის ძალა აცეცხლებს. ხმაურობს ბზიკი, მარცხდება იგი, გაზაფხული კი ყველაფერს შესძლებს. 388 ეკვრიან ფრთხილად მდინარეს ფრთებით, შემდეგ ჭყივილით და აღტაცებით, მერცხლები ლხენით სტკბებიან ფრენით, ყოფნით ამდენით თვალწარმტაცები. 389 კვლავ იერიში მათი ჰაერში, მზის ჩანჩქერებში, ლაჟვარდთა შქერში. ყველაფერია - ეს ჰაერია, რომ გაერია სახეში, ფერში. 390 ასე ბუნება არ აკლებს მამულს ახმაურებას, სითბოს, ჟრიამულს. უყვარს, მიწიერს რაც აძლევს იერს, აწმყოს მშვენიერს არა მოწამლულს. 391 საამსოფლოზე გულით სჯეროდა, მის სამშობლოზე ქალი მღეროდა. როს აგონდება, გული ღონდება: რა, რა მოხდება უსიმღეროდა? 392 მშვიდად მეგულვის ჩემი სამშობლო, ზამთარო, გულის ასე დამხშობო, ვერ შესძლებ, სიო რომ გადასწიო, საიმქვეყნიო და საამსოფლო.

Page 27: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

393 არ შეგწევს ყოვლის ბრძოლისთვის ჯანი. მთებზე ის თოვლი - შენი ნიშანი - წარმავალია, თუმც მრავალია - წყალნი წარვლიან, რჩება ქვიშანი. 394 თოვლი მზის სხივზე დადნა ან დნება. თოვლო, შენ ისევ გინდა, იქნება, მისდიო განვლილს? მიმღები დავლის ძალა მომავლის არ მოიქნება. 395 შენ შენი ნელი საბრალო ძალა, უკანასკნელი შენი სამსალა გვიჩვენო, გინდა? ო, არაწმინდა! სიმართლე ვინ და ან რამ დასძალა? 396 გინდა მიმოვლა, მაგრამ ღვარებით დნება ის თოვლი მზის ელვარებით. სადა გვაქვს ძალა, ცამ იციალა რამე ბრჭყვიალა ანკელარებით. 397 ისმენ იმ სხვა ხმას ჩონგურთ, დაირათ, იქ, სად სახლი დგას მდინარის პირად, იმ ბნელი ნატვრის, საშინელ ავდრის, უამურ ზამთარის გულგასაგმირად. ―

398 თოვლი თანდათან დადნა ან დნება ჰქუხს მწვერვალთაგან მისი დინება. ეს სიხალისე გაზაფხულს მყისვე მზით ისევ ისე მოეფინება! 399 ნიაღვართ ხვევას მრისხანე ზვავად, მყის რომ იმ მწვერვალს მოსწყდა ერთთავად, სავსებით მოსწყდა მაღლით გადმოსკდა, აჰა, გადმოსცდა... გაისმის: წავალთ! 400 და რაოდენი ნგრევა ხმოვანი... თითქო თვით კლდენი, მრავალწლოვანნი, შესჭიდებიან ნაპირს მთებიანს, ეჯახებიან ძალგულოვანნი. 401 კლდე დიდ ნაზიდარს მოსწყდა ფრიალოს და ეხლა ვით არ დაიგრიალოს. ვით არ შეებას, დევებს ვეებას, არმიტევებას ვით არ ეახლოს? 402 დაეშვა, მაგრამ როგორ დაეშვა ღელვა, წუთით რამ რომ არ გაეშვა (არაფერს ხედავს, შესძახის ქედას, ერჩივნა, დედას სჯობდა, არ ეშვა.) 403 ფერდობით ფერდობს ის დავდაყირა, რაკი იქ ერთობ წყალს დააღირა მან ხმალი იმ ხანს, სად კეფას იფხანს, ბრგე ჯილო დიდხანს არ აჯახირა.

404 ცოფივით სახეს ედება ქაფი... რა სიჭახჭახე და რა დაფდაფი! ომის მდომელი, დაუცხრომელი ამბობს: რომელი ლალი, სადაფი?! 405 თოვლჭყაპის ნაწრეტ- რეული ქაფი, რომელს ვერ ახვეტს ვერრა ნიჩაბი. აბა, იღონე, რას მოიგონებ! ვერ დაიმონებ, ვერ დაიჯაბნი 406 მწვერვალით მორბის, დაეშვა ზვავი - ათასი ორბი, ათასი სვავი. მწარე წრიალით, და ბორიალით, ორომტრიალით თან მისდევს ავი. 407 არწივთ განგაშნი მქუხარ-ვნებიან ნადირთა ხმაში გადირევიან, საფრთხეს ეძებენ, თვალს აცეცებენ და აღვიძებენ კლდეებს დევიანს. 408 გლეჯენ უმადლოდ ხეებს უძველესს და ამ უბადლო საშინელ ღელეს, აბა, ჰკითხოს დრომ: ის მისია, ხომ, რაა, რბევად რომ გზა გაუცელეს? 409 დროშად მფლობლობა ქცევის ურიდის და უნდობლობა მიაქვს და მიდის - არ დარჩა ბორცვიც. არ არის მორცხვი, რომ ნგრევა-ხოცვის მას ეშინოდეს.

Page 28: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

410 მას უერთდება მრავალთ-მრავალი ნიაღვართ წყება ძირს შთამავალი: თვალით, ყურებით, გულგახურებით გემსახურებით: ო, დაგვავალე! 411 მიწა... და მღვრიე წყალი, ხვეული, არს ყოველივე ერთად რეული. აქ მეგობარიც არის მგმობარი, დაუნდობარი და ჩქარეული. 412 და ჰა, განითქვა რამე გუგუნი, რომ გესმით: თითქო გადაეღუნა ჟამს თავ-კისერი. დადე ისარი... სწორედ ის არი, ის, საუკუნე, 413 როს დედამიწა პირველ ჩნდებოდა, უთუოდ თვით ცაც არ ღონდებოდა, დიდი წამი ის, ოდეს წყალის, ქვის, ღამისა და დღის გზა გროვდებოდა. 414 დიდი წამი ამ ქვეყნის შექმნის დროს სხვადასხვაა რამ, ირეოდა როს. სხვადასხვა სახე, ხელს რომ ვერ ახებ, ის სახე, აჰ, ის, ქვეყნის შექმნის დროს. 415 აჰა, დაიცა, კიდევ გრიალი, ფაზისს დაეცა ზვავი ზრიალით. შეირყა ზეცა, გადმოიკეცა, ფაზისს დაეცა, სვავთ ძალთაძალი.

416 შეკრთა ფაზისი გულგანაწყალი - „ეჰ, რას სჩადისო ეს მიწა-წყალი. ეჰ, რად შეშურდა, ეჰ, როგორ მქურდავთ, განა ეს მსურდა?“ – ამბობს საწყალი. 417 მდინარის პირს მდეგს იმ ძველი სახლის ფანჯრიდანა სჩქეფს გრძნობა სხვა სახის. რის უღმერთობა - სიმით ერთობა, აქვთ რა ერთობა ხმალსა და სახნისს. 418 გაზაფხულია, ვარდების კრეფა. სადღაც ბულბულის გაისმის ყეფა. დროშა ბუნების დასადგურების, ჟღერს ჩონგურების წყებათა-წყება. 419 იქ იადონი, აქ სტვენა შაშვის... კისკისი რამდენ ათასი ბავშვის. სიცოცხლის ეშხი ლამაზ მხარეში სჩანს ყველაფერში - კარგში და ავში. 420 როცა სიმწვანით ველი ირთვება და მას ნიავის სცემს აზვირთება, მალაღურებით და ბეღურებით მიდის ურემი - გადიტვირთება. 421 მაგრამ ეს რაა? ფაზისის სახე ეხლა რადაა ნაზ-მოცახცახე, მსხვერპლია მახის, ან ვისი ზრახვის, თვითონ იძახის, თუ სხვას აძახებს?

422 გუშინ აქ ნელი და გუფთა-გუფთა სჩანდა ღრუბელი ბროლივით სუფთა. ეხლა ფაზისი სჩანს უმკაცრესი. საქმეა ვისი? ერთთა თუ ჯგუფთა? 423 ამგვარად წყალი, სარკედ მჩინარი, მარად ცოცხალი და მოცინარი აიმღვრა უცებ. ნუ მოახუცებ, თუ გული უცემს მედგარ მდინარეს. 424 როს აიმღვრა ის და დაემსგავსა შემოდგომის ტყის მოყვითალო ხავსს, ემჩნევა ზედა, რომ გაგვიმეტა. თუ არა ნეტა, ნეტავ რას ნიშნავს? 425 ასე მარიფათ- მომართულ ფერით რაიმე ხიფათს ზეცა ძლიერი, მიმხდომი ვადის, რაიმე ბადეს ხომ არ ამზადებს არმადლიერი? 426 ხომ არ უმზადებს უძველეს სოფელს აწ რამე ბადეს უზრუნვლად მყოფელს? რაიმე ფერად მიიღოს მსხვერპლად, აქციოს ფერფლად? მშვიდობა ყოველს! 427 გულს ძველ ეშხისთვის ცემა არ გააქვს? აიმღვრა რისთვის, ღიმი რად არ აქვს? თვალთ მოქუფრება რად არ უქრება, რად ემუქრება სვავების მარაგს?

Page 29: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

428 აჰ, ეგ მისთვის რომ გაზაფხულია, მისი გულიც ხომ მაინც გულია. გულს შესანიშნავს ვინ უდებს მიჯნას? აი, რას ნიშნავს... დიდი გულია. 429 მზის ელვარებით რაც თოვლი დნება, მთაზე ზვავებად რაც იბადება და რაც კი ზვავი მოდის სიავით და ნიავივით არ იფანტება, 430 რაც ღვართა ფერი დაიძვრის წყება, რაც კი მეწყერი იმა მთებს წყდება, რაც წყაროს წყალი იძვრის ცოცხალი, რაც უმოწყალოდ კლდე ადგილს წყდება, 431 რაც კი მოგორავს წყარო ნაკადი მძლავრი, როგორც გავს, ხელით ნახატი, რაც კი ხე დააქვს მდინარეთა თარგს, რაც კი მთასა აქვს გადასახადი, 432 ისიც ყველასთან ერთად ასკდება ფაზისს, რომლისაც ჯერ არა სწყდება მოთმენის ძაფი, და მისი ქაფი არაიაფი არის მზადება. 433 ფაზისი, ძვირად მგრძნობელი დაღლის, მდინარის პირად მდგომარე სახლის წინ საკითხს მოფენს ყოფნა-არყოფნის, მარამა ყოფნის ხმა დიასახლისს:

434 - გამოდით მალე, მოჰკრიბეთ ძალი. მოვარდა წყალი, მატულობს წყალი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ―

435 ფაზს მორიდება სხვისი როდი აქვს, როს მოდიდდება, დიდი შფოთი აქვს, როდი აქვს მშვიდი ნაპირის რიდი, ზვირთები მოაქვს, ზვირთები მიაქვს. 436 ამაოდ არ ბჭობს კაცი და ქალი: წყალის ნაამბობს წაიღებს წყალი - მიმოდის ქარი მიუსაფარი, ტყესაც სხვაგვარი გააქვს შრიალი. 437 წაიღოს ლაღმა წყალმა თავისი, მაგრამ ეს ბაღი უსუფთავესი - არ არის მისი, რას სჩადის, რისთვის, უუნაზესი ჩვენი ფაზისი?! 438 მას არ ეკუთვნის და მიაქვს რისთვის? დღეს ძალა ფუთნის მარიობისთვის... ნაპირად მცველი ტყე ძველისძველი, ძლივს გასასვლელი ღელავს, განიცდის! 439 ხეები ასე მოსილან ფშატით და მოკისკასე ქართა კვიატით, იდუმალ გრძნობით მიდიან წყობით საღამოობით, თუ განთიადით. 440 ღიმი აქ არ ქსოვს სიმძიმილი - კი... როგორ არ მახსოვს ვიწრო ბილიკი, ტყით მიმავალი, ნაპირად კვალი, სადაც მრავალი იყო მაყვალი.

Page 30: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

441 ოჰ, რა ტყე იყო, რა მშვენიერი. ხეები მომსხო, ძლიერ-ძლიერი ეხლა მდინარის მიჰყვება არეს, სხვათ უწინარეს მხარ-განიერი. 442 ხე იმერეთის მიჰყვება შორე, ეცემა ერთი, მერე მეორე - იძვრიან ფესვნი უსაყვარლესნი, ღილებს ვერ შეხსნი ზვირთს მემთაგორეს. 443 უსაყვარლესნი ძვირფასნი ხენი! ოდესმე მწყესნი რომ რთავდნენ ლხენით, ეხლა (აბა, ჰე!) მოწყენილა ხე, მიაქვს ჩვენი ტყე, ჩვენი ტყე, ჩვენი! ―

444 ასე ტოლ-ტოლი, ტივთ მიტოვების მსგავსად რბის ზოლი მწვანე რტოების, ფოთოლთა დასის, ათას-ათასის, თან მიაქვს ფაზისს ხმა იწროების: 445 ფოთლიან ხეთა აწევ-დაწევა, ტალღათა კვეთის ზღვად გადაქცევა, სივრცეზე ღია, იტყვის, ბაღია. ო, რა ლაღია, ზვირთთ აღტაცება: 446 მიდამოების გრიალი ისმის. ეს ხაბოები კვალად გადისმის. ბუნება მაშინ ყველაფერს წყალში, ტალღების რკალში მიუზღავს მის-მისს. 447 - მოყვასნო, - გვითხრობს მოხუცი, - განა ამას მოითხოვს ეს დღე ჩვენგანა? სთქვით, ტყე მდინარეს ზვირთ დამცინარეს მივცეთ? ვინ არის აქ ამისთანა? 448 ხელი მოჰკიდეთ ჩქარა ნაჯახებს, ძალას ზვირთთ კიდეს ვინც დააჯახებს, გამოვა სახით არა საძრახით... ჩქარა ნაჯახი! მივსწვდეთ ნაჯახებს! 449 მონახა იმ დღეს ყველამ ნაჯახი და მიადგა ტყეს, შეიქმნა ჯახი. აქ გვინდა ძმობა, შეიქმნა ხმობა, იყოს ერთობა, წინ, იარაღით!

450 ახადე ფარდა, დასცხე, დაჰკარი და გავარვარდა შრომა თაკარი. ძირს ეფინება ხეების წყება, აშიშინება ფოთლების ჩქარი, 451 სიმწვანეთ წყება ხავერდის სამოსს ემშვიდობება - არე-მიდამოს . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 452 ხე ეხლა ძნელად ძალღონეს მოჰკრებს, უკანასკნელად ამოიოხრებს... გადიზნიქება, და არ იქნება - კიდევ იქნება გახედავს მოყვრებს - 453 აქ, ჩემმა მზემა, განს უნდა გადგეთ: ხე დაეცემა ზარით და ზათქით. გდია ძირს... ჰკვდება... სუნთქვა დიდდება, და დამშვიდდება... იყო? ეს რა თქვით? 454 ესაა მოსვლა, მსგავსება მკვდარის, იყო სიცოცხლე და აღარ არის! ვიღაც ტოტს ამტვრევს და შორს მიათრევს, ასე ნაადრევს - და მოავდარეს. 455 სათიბს გადახტეს ხე ახალგაზრდა, რომ გამოსტაცეს ფაზისს ანაზდად. ასე მტევარი, ტყის ნახევარი, იმ არე-მარის ხიფათს გადასცდა

Page 31: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

456 ასე ტყე გასჭრეს, ფაზისი ძირებს - ამაოდ დაშვრეს - რასაც შეჰყვირებს. დარდი აქვს ზარის: ტყე აღარ არის, ტყე მოზარზარეს გასცდა ნაპირებს. 457 იყო კარგი ტყე, და აღარ არის! მე და შენ კი, ჰე, ამ არე-მარეს რამდენი წამი გვახსოვს სიამის... ის დრო და ჟამი წაყვა სიზმარეთს! 458 დე, ძველო ბინავ, მაისის ქარო, რომ აღგედგინა კვლავ იგი წყარო, ან დღეს, ან ხვალე, ყრმობის სიალე - ფერგამჭვირვალე და უანგარო! ―

459 - ბიჭებო, დროა ზეცა ახსენეთ, ნავნი პალოებს სწრაფად ახსენით. რისთვის ინება წყალთა დინებამ გაბიბინება ნავებით ჩვენით? 460 გამოათრიეთ, გასწით კარავებს, თორემ ეს მღვრიე მოგვტაცებს ნავებს. ზვირთების წყება წამით არ წყდება, ნაპირს აწყდება და ამოძრავებს. 461 - ო, არდანდობა, აბა, ჰიალა! – ახალგაზრდობამ დაიგრიალა, - ვიხსნათ მიდამო ჩვენი საამო, ეს სამუდამო სიტურფე - ჭალა. 462 ასე ადრიან ტალღით მბორგავი ამოათრიეს თხუთმეტი ნავი, მაგარი, ურჩი ვით ბურჯთა-ბურჯი ნისმით ნარუჯი დაუღალავი. 463 და გაიტანეს სულ ყირა-ყირად, სად დგას ნიშანი ფაზისის პირად, წყალთაგან მცველი მარად უცვლელი, თან ასე ძველი, თან მტკიცე ხშირად. 464 - ეხლა ამ მორებს რომ უშვებთ ასე, - ამბობს მეორე, ხელს ისვამს თავზე, - ამ მორების ზვინს დაითვლიდა ვინ - შარშან, შარშანწინ... დღესაც იმასვე.

465 გეკითხებით ხომ ზედას და ქვეშას, ცივ ზამთარში რომ გაშორებსთ ხვნეშას, რომ გიხსნათ სევდით და ღუღუნებდეთ, დაიწუნებდით ამნაირ შეშას? 466 ამბობენ მაშინ ახალგაზრდები: - შეშავ, ზამთარში შენც დაფასდები. მორების წყება ნაპირს აწყდება, თუმც წყალი წყრება, არ გავნაზდებით. 467 შეშავ, ყოველ დროს კი გაქვს იერი, სულ მართალს ამბობს ეს კაცი ბერი. ბრუნავს მორები, ჩნდება მორევი ყოვლისმომრევი და მღვრიე ფერის. 468 შემდეგ ჩანგლებით მივარდნენ მორევს და არგანგებით იჭერდნენ მორებს. ძალთა მხნეობას, წყალთ მომრეობას მიდამო ქებად გაიმეორებს. 469 გადააქვთ ახლა ხე ძირა-ძირად იქ, სადაც სახლი დგას ფაზის პირად. მოისპოს დავა, აქ გამბედავად ტალღებში გავა, ვინც თავს გრძნობს გმირად. 470 წყალი მძლავრ მორებს ისვრის, ვით ნაფოტს, თუმც ვერ იშორებს ვიწრო კალაპოტს, ზათქით და დაფით, ზვირთების ქაფით, შლამით და ლაფით სივრცეს მიაპობს.

Page 32: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

471 უმაღლეს ხაბოს ვერ უსწორდება, ტალღა კვლავ ამ დროს გამოგორდება. - ვინ ხართ მამაცი, მორები ასწით! – ხმობს დედაკაცი, მორს არ შორდება. 472 ნაპირს აწყდება თითქო ღრმა ნაღმით, დიდხანს გასწვდება გამოღმა-გაღმით მტვრევა და ლეწვა, ხალხმა დალეწა ჟაგი და ხეცა ნალოკი ტალღით. 473 ისმის გრიალი ხაბოს დაცემის, ორომტრიალი ნაგვემ-ნაცემის ზვირთის რღვეულის და გაქცეულის კვალარეულის რბენის, წაქცევის. 474 განიახლება სხვაგან ხათქანი, თრთიან სახლები, ერთი მათგანი მზის სიხარულის, ცხადის, ფარულის იჭვის და რულის მხნედ გადამტანი. 475 მრავალი ნაკლის მქონი არძვირად, ზანზარებს სახლი მდინარის პირად, სად ღრუბელთ კრთომა, სინათლის ნდომა, ამაყად დგომა ანათებს ხშირად. 476 აქედან ველი, იქით ხვილიფნი, და სახლი ძველი, ნაქები სიბრძნით, სადაც გულისმწველ გაისმა პირველ - წიგნი ტარიელ! ტარიელ, წიგნი! ―

477 როგორ ჰკარგავს ფერს ოცნება ძველი. მისგან არაფერს ახალს არ ველი. არც ცა მაღალი, არც მიწა მზრალი ჩემთვის ახალი არ არს, არც მწველი. 478 გაიგეს განა ბედით ჩაგრული ყოფნით რაგვარად მტკიოდა გული? ის სილაჟვარდე, ის ია-ვარდი, თუნდაც ის დარდი და სიყვარული? 479 გზა გადაეხნათ ნორჩთა დღეთ დარის... იყო ამ ქვეყნად ხილვა სხვა არის. სულ სხვა მიგნება გადაწიგნება, არც ის ექნება, რაც რომ დღეს არის! 480 ფაზი ფერშია, მას აქვს დღეობა და რა დღეშია მოსახლეობა - მისთანა თქვენს მტერს. ფაზი ახლა მღერს, რომ შეუცვლის ფერს მთელ ამ ხეობას. 481 მისთანა თქვენს მტერს, ზარად და ზათქად რაც ერსა და ბერს მაშინ დაადგა. აევსო შიშით, სხვა ანგარიშით, ვაით და ვიშით მოვარდნილ დგანდგარს! 482 ვინ სთქვას, რა ძალით, რაც აქ მომხდარა, რაც ხალხი წყალით აქ ამომწყდარა, რაც აქ ყოფილა უკმაყოფილო, რაც დამხობილა და მტლედ გამხდარა. –

483 ყველაფრის მთქმელი მომგონებელი არის ეს ველი, გზა ძველისძველი. ეხლაც შუქ-ფერი მისი ძლიერი მდინარე ერის გამხდარა მტერი. 484 მაინც ბევრს იტევს კაცთა მხნეობა და გულს არ იტეხს მოსახლეობა. მარტოდენ შიშით, ვაით და ვიშით, უიერიშოდ - ვის აქვს მძლეობა? 485 რომ გზა მისცეს ავს - ან რას გახდება? დე, გადახდეს თავს, რაც გადახდება. გულანაძგერის თვალით გასცქერის. მოსვლაა მტერის? ისიც დახვდება! 486 ასე ვიდრე ხვალ, - ქარს აღმოხდება. მდინარეც მალ-მალ რომ ამბოხდება - გზას რომ ეკვეთა ტალღების წყვეტა, ის ფიქრობს: ნეტა, რა, რა მოხდება? 487 ამასობაში კიდეც დაღამდა, ცა მთიდან მთაში გადახამხამდა. აშარიშურდა ნიავი შურთა, სიმინდთ და პურთა გადადაღავდა. ―

Page 33: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

488 ბინდს გადაეცა ღერი სიმინდის. სოფელს დაეცა აჩრდილი ბინდის. სადღაც ხის ღრუდან დაჰქრის ღამურა, ღამემ გამურა ჟრჟოლა ამინდის 489 აწ ღამე დამძლევ ბაგეს აღაღებს და სიტყვას აძლევს ძაღლებს, ბაყაყებს სადღაც იწყება იმათი ყეფა - მეორე წყება მესამეს გაჰყეფს. 490 თითქოს ამღერდა დიდი თარეში ქურდთა და მკვლელთა არემარეში, უყეფენ მთვარეს, მაგრამ დღეს მთვარე ცაზე არ არის - არც სხვა მხარეში. 491 არც მთვარე არის, არც ვარსკვლავები. ავი სიზმარის შავი მკლავები ამ კუნაპეტებს გაშლილ კაპეტებს ჰზარავს, აფეთებს ნისლთ მომკავებით. 492 კვლავ ნისლთ მამული ბაგეს აღაღებს, კვლავ ჟრიამული გააქვთ ბაყაყებს. მათ ეს ყაყანი, ჟალტამი, ფშანი, სიმწრის ნიშანი აიარაღებს. 493 ხმა იკონება ისეთი ღონის, კაცს ეგონება, - რა აიწონის ასეთ უცნაურ დევების ხმაურს და აურზაურს... ასე უგონოს...

494 ვინ ასწერს მოქმედ დევების ხმობით - მგზავრი შემოქმედს უთვლის მადლობას, რომ ასცდა კვიმატს ძახებას იმათს, სიმწარეს, ხიფათს და უნათლობას. 495 და ასე: ავი ხმა ძაღლთა ყეფის და გამყინავი ხმა ბაყაყების. არრა მოებას ამაოებას და მყუდროებას იმ ვენახების 496 ეს მოძახილიც გაჰქრა იმათი. ბნელის სახელით ღამე კვიმატი უსაზღვრო გახდა, ისევ ამაღლდა სიბნელე სახლთა - ავბედი ხატი. 497 რომ მოისახო თვალებთან თითი, ვერ დაინახავ. რაღაცა ჩიტი ფაზისს ერთმხრივად გასწივლებს ცივად. და ყოველმხრივად ღამეა დიდი. 498 მოიცვა ჩაგვრამ ვრცელი დუმილი. ძილია, მაგრამ ამგვარი ძილი? რასაც ყველა ის გული განიცდის, თან სურს, თან იცდის, გზაა განვლილი. ―

499 ნაპირზე რომ კრთის ლანდი გვიანი, ადგილზე იძვრის ის ნაბდიანი აქ დანაბადი იძვრის ნაბადი. მაინც ეს ლანდი მხნეა, მზიანი. 500 ნაპირად სწორად მიდის და მოდის. ნაპირზე ხორა ჰყრია ნაფოტის, არა ნუგეშის, სიმწუხარეში მოტანილ შეშის, ვინ იცის, როდის? 501 გასცქერის რიყეს მიდამოს მხნედა. ვინ უნდა იყოს ის კაცი, ნეტა? აქაური თუ ბინადარი ყრუ, სად ხავსია, რუ მივარდნილ ტყეთა? 502 უცნობი ანგრევს ღამეს კუნაპეტს, იღებს და გაჰკრავს იგი კვეს-აბედს. გზას ბნელი ჩაგრავს, გზას ბნელი აკრავს, ისევე გაჰკრავს ბრწყინვას უცაბედს. 503 თივას დანარჩევს ედება ალი. იმწამსვე ამჩნევს იქ მდგარის თვალი. ამჩნევს იმწამსვე, რომ ამის მსგავსი რამ უსავსესი არ ახსოვს კვალი; 504 რომ დინება ძირს ტალღათა მძაფრთა, აჰა, ხაბოს პირს გაუთანაბრდა; რომ აქ ბუნების არ იღუნების კვლავ მობრუნების მკლავი, თანაც ფრთა.

Page 34: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

505 ან სხვა გზას ასცდა და დაიხია, ავიდა, სადაც მკვიდრი რიყეა. ღამევ პირქუფრო, ვით გესაუბრონ... ნაბადი უფრო შემოიხვია. 506 მაგრამ დაუხვდა წყალი იქაცა. უცნობი სწუხდა, რა დაიქანცა. შავზე-შავი დღე... მოკუპრულა ტყე მიმავალი ხე ქანაობს ანძად. 507 გზები წყალს ისევს ასე უცაბედს. ნაბდის ქვეშ ისევ გაჰკრა კვეს-აბედს. მას იპყრობს ურვა, ფიქრთა მობურვა... წყევლა და კრულვა ამნაირ ამინდს. 508 გაანათა. სწევს მწუხარე არე. გააფთრებულ დევს აგავს მდინარე. განცდათა მძივი მიდის, ვით ტივი, ესოდენ ცივი, ესოდენ მწარე. ―

509 უცნობი თრთოდა; სულ მაღლა-მაღლა აიწეოდა მდინარის ტალღა. მან არ იცოდა ბევრი და ცოტა ბრალი და ცოდვა, ძილი და დაღლა. 510 ის მზარდი ნელად და ულმობელი, აუცილებლად დამამხობელი მისი ძვრა ავს და უნდობარს ჰგავდა. მას ღამე ჰყავდა მსმენელ-მგრძნობელად. 511 სოფლისკენ უმალ მცოცავი ბნელად, ისევ იდუმალ, აუცდენელად, ასეთ ნიშნებად გადაშიშვლება გადაიშლება თვალუწვდენელად. 512 ასე ღამის ფერფლს სდევს შედარება: ვეფხი თავის მსხვერპლს რომ ეპარება, სინჯავს ის არეს, მსგავსად ისარის, მისთვის ეს არის მძლე ნეტარება. 513 ის იკავებს ჟინს ფრთხილად და ნელა მსგავსადვე, მაინც აუცდენელად. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 514 მაგრამ რადაა ასე ნაყუჩი ეს ლელი? რაა თვით ფაჩა-ფუჩი, არა სძრავს ამ წამს, როს დრო არა სდგას. მიდამოს ურტყამს, როგორც ჩაქუჩი.

515 არ ისმის: ცეცხლო! აქ ხომ ვეფხია, მას ხომ შეეძლო, რომ განერღვია ავი და ძნელი იგი სიბნელე, ჭაობს და ღელეს გარს რომ ეხვია? 516 შეეგრძნო წამი და გაემარჯვნა? არა! ვეფხს ღამის სურს ფრთხილად განსჯა. ჭავლს ნელა აფენს და გზას იკაფავს, ხოლო სისწრაფე... ჯერ განზე დარჩა. 517 ამ შეღამების ორპირი რას ჰგავს? რა გამარჯვების სინათლეს ნასკვავს? რის აქვს იმედი ნეტავი მეტი, რომ მკაცრი ბედი უბნელებს ვარსკვლავს? 518 სჭვრეტდა რა ზრდილი ამ მოძრაობას სხვას, აქ გუგუნა სჭვრეტდა რაობას. წარღვნის ბობოქარს ხმალს, დაუზოგვარს უჭვრეტდა, როგორც არარაობას. ―

Page 35: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

519 ვეფხი გოჯ-გოჯად მსხვერპლს ეპარება. თვალთ მზე ნაოჭად არ ეფარება. ბრძოლაში გამძლე მოდის მძლეთა-მძლე, ამბობს: რას მაძლევ, სთქვი, მეჩქარება! 520 არ შეირხევა ლერწმის არც ღერი. ეს ფრთხილი რყევა და დანაღერი ბრჭყალით ნატორი, ერთი თუ ორი, ზუსტი და სწორი წამოწვა შქერი. 521 ეს სამოსახლო რა ნახა ტურფა, მიზნები ახლო რა დაიჯგუფა, მარდი, ვით ელვა, შებოჭა ღელვა, დრო შეინელა... და ჰა, ისკუპა! 522 აქ, ბიჯიც თუნდა არ მოიბრუნა, ვეფხი გატრუნდა და მოიღუნა. დიდი აქვს მადა... კვლავ მოემზადა საომარ ფანდად მძლე თვალთა ბრუნვა. 523 ასეთი ძნელი იყო ფაზისი - მოულოდნელი მორღვევა მისი, ქუხილი, რიხი, მიმოსვლა რიყით გაურღვევ ციხედ ჩამომდგარ ნისლის. 524 ღამე უწვეველ - უუბნელესი უცებ ისევე განათდა კვესით. ღამეულ ფარდით, მოცული დარდით ლანდია მზარდი და უსწრაფესი.

525 ნაბდის ქვეშ მხარი რომ მოიღუნა, უცნობი არი იგი, გუგუნა. ფიქრობდა: ხალხი ტაროსმა ალყით შემოსა თალხით და მოადუნა. 526 ის სწუხდა, რადგან მისით მწუხარე სოფელს მოადგა წყალი მქუხარე. მიუახლოვდა. შველას არ სთხოვდა. მხოლოდ ახსოვდა ეს არემარე. 527 გამოდის ზვირთი. აჰა, ნაპირზე იქ ჭირის დართვას აპირებს ჭირზე. აპირებს შთანთქმას, ასრულებს აღთქმას, არღვევს, თან ადგამს ზვირთს ისევ ზვირთზე. 528 ღელვამ სად ქაფად დაიბუბუნა, მაშინვე სწრაფად იწევს გუგუნა. გზას იკვლევს ძალით. ყველგან დგას წყალი, მაგრამ კვლავ რვალი ვინ მოადუნა. 529 აგე გზაც არის მრავალ ბილიკით. აგერ ტაძარიც - მიილტვის იგი ჰა, მიაღწია, მუხლი ასწია, რკინად აქცია ნება და ძალი. 530 ჰა, უცაბედი სამრეკლოს კიბით მას კვეს-აბედი თან მოაქვს ჯიბით. ნაბადს მიარხევს, სადღაც მიახვევს. ადის. მიარღვევს ბნელს ავდრის ჟინით.

531 ვეღარა მისწვდეს ზრახვა უკმეხი. აჰ, არ დამიცდეს კიბეზე ფეხი. ხალხია ჩვენი გადასარჩენი, - ვერ იტყვი ენით, სადაა მეხი. 532 კიბით ის, აჰა, ავიდა კიდეც, ფიცართ მონახა მერყევი კიდეც. მხარს ფართოდ შლიდა, ემჩნევა დიდად, სურს გზად და ხიდად ხალხის წინ იდგეს. 533 გასინჯა ფრთხილად სიმტკიცე ფიცრის, მისთვის ამ წილად ხატად საფიცრის. მიაპყრო ყური, აქ საფეხური იმ ჩვენებური ხის იყო მტკიცის. 534 არ მიამიტად, ის დადგა მკვიდრად. ეხლა თავს სთვლიდა იმდენად მდიდრად, რომ იგრძნო კვალად უშრეტი ძალა. მხრები გაშალა სიმძიმეთ მზიდრად. 535 ზარის ენის რა ჰპოვა ბაწარი, მოსწია, მძლავრად დარეკა ზარი. ჭექა გაისმა. ისმის ზარის ხმა, ძახილი - რისხვა. სჩანს, რაღაც არი. 536 ბნელ შუაღამით კიდევ და კიდევ გრგვინავდა ზარის ძალა-სიდიდე. ჰქუხდა ხმა იგი, მერე რა რიგით - ხევების იქით, ქედების კიდეს.

Page 36: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

537 განივრცო დიდად წამთ სიდიადე. გასჭრა, გასწყვიტა წყვდიადის ბადე. გუგუნი ზარის მოედო არეს მძინარ-მდუმარეს ესე, მანამდე. 538 წყალი წინადღით რომ მატულობდა, მალე აქ მოსვლას მონატრულობდა. აქ ვინც დღეს სტოვებს მაღალ ხაბოებს, ხვალ ვეღარ ჰპოვებს, რასც ნახულობდა. 539 ძველი, ხმოვანი მოხსნა ტყეები, თან ასწლოვანი დასცა ხეები. ხაბოდან ახლა მოიწევს მაღლა, სწყურის სიახლე, სიმაღლეები. 540 ახლოა ბარის რისხვა საზარი. გრიალებს ზარი, გუგუნებს ზარი. ნახეს - აქ ვერვის შიში ვერ იხსნის, ტვირთს ვერ მოიხსნის ვინმე ლაჩარი. ―

541 ვის იდუმალი იხსნის სახება? საქმეა მკლავის დაკარწახება, მძლავრად შეტევა, თავგამეტება, კვლავ მოქმედება, კვლავ დაძახება. 542 ყველა ერთბაშად საომრად დახვდეს, თორემ რაც მაშინ სოფელს გადახდეს... რისხვის მაგვარი გრიალებს ზარი. გუგუნებს ზარი: ყველა მტერს დახვდეს! 543 და გაადინა რა ჭექა თოფმა, თოფებმა იწყეს გაბმა-გამობმა. ტყვიამ არმდუნედ გაიზუზუნა, იტყვის გუგუნა: მოესმათ ბოღმა! 544 მოესმათ: მოსცდა ღელვა ნაპირებს, რომ ამოქმედდა და აწ აპირებს სოფლის წალეკვას! ამაზედ რეკავს, ამას მჭექარებს, ეძახის გმირებს. 545 როგორც ძვრა ფილტვის უზარმაზარი, სოფლისკენ ილტვის... გუგუნებს ზარი: სიათო ჩემო, ჩვენს გარეშემო რამ საედემო ეხლა არ არი. 546 უეცარია გულთა დუღილი, სროლამ არია ჭექა-ქუხილი, როს მათთან მხარით მრისხანე, ჩქარი გრიალებს ზარი, როგორც წუხილი.

547 ეს იმას ნიშნავს - გასკდა იარა ნაპირი მიჯნის გადმოიარა. ფშნებში გროვდება, გვიახლოვდება ეს ბოროტება შხამმსხმოიარე. 548 შეიგნე ტალღათ ძალთ სიძლიერე, თორემ გვიანღა იქნება მერე. ღამეო ბნელო, ვაზო და მდელო, აქ სურთ, რომ თელონ სიმშვენიერე. 549 იტყვის: რომელი ღამეა ბნელი, განუზომელი, განუჭვრეტელი. ვით აღირიცხა ღამეთა რისხვა! ისმის ზარის ხმა განუწყვეტელი. 550 ზარის ნაყოფად, რომ უფრო მეტად გამჭრიახობა იყოს იმედათ; გუგუნებს ზარი, გრიალებს ზარი, რომ ნიაღვარი მოდის შავბედათ. 551 აქა-იქ სოფლად ანთებენ სანთლებს, გააქვთ მახლობლად ბრდღვიალი კანდლებს. სიათს სიათი, არიშვიათი, ღამის წყვდიადის გაჭრით ანათებს. 552 ამბავს მოასმენს სიათს სიათი, რომ ღალატს რასმეს აწყობს წყვდიადი, რომ ნაზავთარი ბედის ავდარის წინ გრგვინავს ზარი წვევით დიადით.

Page 37: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

553 ყრმა და მოხუცი ჩირაღდნებს ანთებს. გააქვთ ფუსფუსი ნათელზე ლანდებს. ბერის, დიაცის, ქალის და კაცის წვის დაღი აზის: არ დაგვიანდეს. 554 გზაზე, ეზოსთან, ღობესთან, ბაღთანც სწრაფი მიმოსვლა აქვს ამ ჩირაღდანს. ღამეს აწინდელს და დღეს ხვალინდელს, ალს წითელ-ყვითელს სძრავს, სადც მიატანს. 555 ის ბრჭყვიალება ჰქრება და კვალად აფრიალებულ იქცევა ალად. გაიბარდნება და მტლედ ადნება გაჩირაღდნება ღონედ და ძალად. 556 ამ კოლბოხებში აწ ვინ არ აქებს დაბალ ქოხებში ანთებულ ჭრაქებს. მოძრაობს ღვარი, სოფლის ამგვარი დარდით დამწვარი, დაჰქრის, ქადაგებს. 557 ვით დახავსება და ცივი არის რაღაც მსგავსება შორეულ კვარის. მკრთალად სჩანს, კრთება ქალთა სახება, აცახცახება ეზოსი, ქარის. 558 მათით ამხელენ სიბნელეს ნისლის, მით თვალს ახელენ ქოხები ისლის. კვლავ სიათების, კვლავ თავდადების და განათების მიმოსვლა ისმის.

559 და სამრეკლოდან გუგუნა ხედავს, ვის სად ევლო და ვინ როგორ ბედავს. არის ზანზარი, გუგუნებს ზარი, გრიალებს ზარი წარღვნას ნამეტარს. 560 ამჩნევს ჩრდილთ ბრუნვას, ალების ფრენას, ჰხედავს ზრუნვასა და აღმაფრენას, საერთო საქმის ჭედვის, გარდაქმნის, ყოველი საგნის აზრსა და ენას. 561 ხალხი გმირულად კვლავ ბევრს გაუძლებს, ასე ფრთასრულად მფრინავ მუგუზლებს ვერვინ ჩაჰკეტავს, მას ყველა ხედავს, ბედავდა, ბედავს, გაბედავს უცებს. 562 სამრეკლოდ მდგარი ხედავს გუგუნა, რომ ხალხმა ზარი არ დაუწუნა. ვით ღობით ღობეს, ხედავს მეზობელს, ხედავს მთელს სოფელს გარდაქმნილს ზრუნვად. 563 ხედავს შუქთ მძივებს, მუგუზლებს, ჭრაქებს, და ყოველივე ეს მას ქადაგებს, რომ ებრძვის ღამეს და მომხვდურს რამეს, ძალა-მიდამოს აქ რომ განაგებს. 564 რაც კი იხარებს, რაც კი მოძრაობს, არ მიიკარებს ხავსსა და ჭაობს. მოძრაობს, ღელავს, გზებს გადათელავს და მტრის ნახელავს სპობს. კვლავ ქანაობს.

565 დრომ გაახელა ხალხის ზიარი, ხან მაჭახელა და ხან კი ზარი. გავარდა ის ხმა - სოფლად გაისმა როს სჭექა მისმა: მხარე შესძარი. ―

Page 38: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

566 საღამომდისაც, ო, ყრმობის ხანა! ერთხელ, როდესაც გამოიტანა გიდელი ბაღით - ყანის წიაღით, იმავე სახით უჩანს ის ყანა. 567 მოაქვს გიდელი მტევნებით სავსე, ფუტკრების მთელი სკა შეხვდა გზაზე. ჰოი, ფუტკარი - რაც გსურს, უთხარი - ჰქუხს მისი ჯარი მძლედ მობაასე. 568 ზუზუნებდა თან ირგვლივ ფუტკარი მაისის მზისგან ზურგნათუთქარი... რას ზუზუნებდა, რას ბუბუნებდა, ვის უწუნებდა საქმეს, უთხარი. 569 რას შთაგაგონებს, გრიალის დარის ხმას მოგაგონებს ძვრა სოფლის ჯარის. ჰკონავს საკონებს, იწვევს გამგონებს. სკას მოგაგონებს... ასე არ არის? 570 ფუტკარი აწ სხვას შრომას ნაკისრის შეუდგა დაცვას, როდესაც ისრის ნატეხით იმ სკას შეუშლიდნენ გზას. მაშინ იგი ჰგავს გრგვინვას მიწისძვრის... 571 ნატეხით იმ სკას უნგრევდა ბავშვი. მისწვდნენ: ჰკა მაგას კისერში, თავში! მოქნეულ ხმალს ჰგავს სიტყვა: ჰკა მაგას! მტკიცეს და მაგარს თქმულს ბრძოლის ზვავში.

572 და თითქოს გმინვით დაუწყეს კბენა, თანაც დაცინვით სთქვეს: ესეც შენა! წაგეღო თანა ჩვენი ქვეყანა გინდოდა განა? კმარა მოთმენა. 573 მოძრაობდა მკა სოფლით კრებული ისე, როგორც სკა შეშფოთებული. მხარი მხარს, მხარი! ბნელი დასძარი გაუგონარი ფრთით მოდებული. 574 ასევე ეგზომ სცნობენ სიმრუდეს, ჭიანჭველებს რომ უნგრევენ ბუდეს. ნეტავი იმ დროს რით სურს დაისროს, გულში რას ფიქრობს, გულში რა უდევს? 575 გუგუნას ამგვარ ფიქრებში გართულს, იმგვარვე მდაგვარ ღამით შეკვართულს, სურს დაგვას და წვას ააშოროს სხვა. და სიბნელის გზას არღვევს დახლართულს. ―

576 ზრუნვა ჰფენს მწველად მგზნებარე ალებს. უკანასკნელად ზარს აგრიალებს, მაგარს და ორფას, სიბნელის ბორბალს ჟამთაგან მომბალს მოატრიალებს. 577 ხმობა არ სცხრება, სჭექს ის სიათი და ჰა, ნათდება გზაზე წყვდიადი. ეს ხმა, ეს წრფელი მომწოდებელი, მოულოდნელი, და იშვიათი. 578 ხალხი ამა ხმით მიდის აღგზნებით, სწრაფად, შარაგზით გაჩირაღდნებით მოიკრებს ღონეთ, ჯანით და გონით, ჯერ არ ნაპოვნით, სავსეთ მადნებით. 579 მიაფრენს ეტლებს მარად დიდებით, ამკობს ქვის კედლებს მარგალიტებით. სჯერა თუ არა, აქ ისიც კმარა, რომ გზის კამარა სდგას განდიდებით. 580 კედელს მსახველი ნათელის მკვეთრის ჰქვია სახელი რაინდის თეთრის, სავსეს ვნებებით და ოცნებებით, გადმოცემებით მხედართა მხედრის. ―

Page 39: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

581 სდგას და არ იხევს ძველი სავანე - კვლავ ძველი ციხე და გალავანი. მემატიანემ გვიამბოს ბარემ მისი მქუხარე ავან-ჩავანი. 582 აქ სანაპიროდ უფრო და უფრო აქვთ სათათბირო და სასაუბრო, ხალხს რა მიეცა, იგრძნობენ როცა, - გულცივი ზეცა რაგინდ მოკუპრო. 583 - ძმებო! - ვისმესი მიმყოლის წესის ხალხში გაისმის ხმა უხუცესის, - არა სიამე მოვარდა ღამის, ქვეყანა ლამის წალეკოს ეს-ეს... 584 მოგვადგა მჭიდროდ მუქარით ფაზი, უნდა ვიფიქროთ ყველამ იმაზე. ხმა გამოიღო, წინად რომ იყო ჭალა, მოიღო წვიმა-წვიმაზე. 585 შავბედში მყოფელს ცურვით თუ ნავით მივხედოთ სოფელს თვალით მზრუნავით და მარად სრულით სულით და გულით. არ დაშთეს წყლულით განუკურნავით. 586 ამეღამ კიდევ ჩვენი სადგომი სხვენია, კიბე - შემოსადგომი... ო, ძველი სხვენი, სავანე ჩვენი, მოწმე, დამრჩენი ფეხზე დადგომის.

587 იმ სხვენს ხომ მაინც ვერ მისწვდეს ფაზი... ზრუნვით, ერთმანეთს ძახილის ხმაზე დღეს ჭირში მყოფ ხალხს მივხედოთ მალ-მალ. მარად, ვით დღეს, ხვალ, - ვიფიქროთ ასე. 588 გუგუნა, სთქვი, ხომ... ლანდი გვიანი, მდინარესთან რომ ჩნდა ნაბდიანი, ხომ არ იყავ შენ? რომ სიბრძნითა ჰქმენ, რომ სიბნელე ჰგმე მძიმეფრთიანი? 589 - გუგუნა - სხვამ სთქვა, - წინ ღუღუნებდი, ზარებს შენ ხომ არ აგუგუნებდი? - ჰოი, აჰანდე... - შენ რომ არ გვყავდე... - ჰოი, გუგუნა მაღალ განგებით, 590 ხარ კაცი, ჭალა - კუთხის საქები, - და მიეძალნენ ამხანაგები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 591 გარს შემოერტყნენ: - ჰაი, გუგუნა! ყველამ აქ ერთხმად დაიგუგუნა. - ვერ დაგვძლევს ის სხვა... - ობლის კვერი ცხვა... - ჩვენს კარს მთელი ზღვა რომ მოაბრუნა. 592 ამაღამდელი სადგომი ჩვენი სხვენია ძველი და მხოლოდ სხვენი. სხვენი სიმართლის... ხან მძიმე ჭვარტლის, ხან კი სინათლის ძვირფასი ძღვენი.

593 აწ, მარტოოდენ სათოფურები! ასე ამბობდნენ ჩვენებურები. სად ვპოვებთ სხვაგვარს, იმის თანაბარს? სხვა თავშესაფარს არ ვეშურებით. 594 და დაიშალნენ. არის თავანი ასეთი დროის ავანჩავანი. - ფიქრებს არ ვისევთ, სხვენს ვირჩევთ ისევ, არა ვართ ისე ამპარტავანნი. 595 ასეთი, მხარის მწუხარე ღამე, ვინ იტყვის: არის ჩვენი მოამე? გზა მოვვლო შორით, მოვიდა ტბორი... სწორია, სწორი! ვიღონოთ რამე. ―

Page 40: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

596 რაღაც ახალის შემგრძნობი, ავი, ღამე დაღალვის, ბნელი და შავი ვერ შეგვაშინებს, თუ კვლავ იგრგვინვებს, მოვხადოთ ბინებს სიავის შვავი. 597 ისეთი დროა, ღვინო და პური, რაც საჭიროა, გვაქვს ჩვენებური. ნუ დააღებს პირს, დავანარცხოთ ძირს წყალდიდობა - ის შეჩვენებული. 598 თავანზე დაღლას არ გრძნობდეს კაცი აზიდეს მაღლა კათხა და ყანწი, წიგნები, ძველი ხელნაწერები - კაცთ ძლიერების ძვირფასი განძი. 599 რა დაავიწყებს ქართველებს მგოსანს? ვინ დაამიწებს „ვეფხისტყაოსანს“, ამშვენებს არეს, ჰგავს მზეს და მთვარეს, გმირთანაც არის, თავანსაც მოსავს. 600 ქართველი სიტყვას ომშიც ატარებს, სახლში კი კითხვას აჩვევს პატარებს. გაიზრდება და რაც მათ ებადა, სასოებათა ჟამს შეადარებს... 601 წიგნი მის დღეში არის პირველი, მათდა ნუგეშად დღეთ შემწირველი გული მით იწვის, როგორც ტყე წიწვის, მშობლიურ მიწის მკერდჩამკირველი.

602 ო, რუსთაველო, ო, დიდო შოთა! მთათა და მდელოთ, ბაღის ნეშოთა მსგავსად თუ კაცთა ცხოვრება გასცვდა, წლებს მაინც გასწვდა, რაც გულში კრთოდა. 603 მსგავსად თუ თოვლთა მიდიან დღენი, განა ბევრს გვთხოვდა სამშობლო ჩვენი? ახალსა და ძველს ჰკითხეთ მთა და ველს, გვთხოვდა განა ბევრს სამშობლოს ბჭენი? 604 ცოტას სინათლეს, ცოტას სიმშვიდეს, რომ ერთის ნათესს სხვა არა მკიდეს! ცოტა იმ მწირის წიგნს თუ სიგმირეს - ასე სულ მცირეს, არა უდიდესს. 605 ხომ შეგიგნია, რაიც მისია, - ხმალი, წიგნია, თუ სახნისია, თუ ვისმეს ესმის ძახილი ეს მის, თავს ნურვის ესხმის - წესი ისეა. 606 რა თავდადებით ატანდა საწყალს თვის დედა-ენას, თავის მიწა-წყალს... ავსწევთ დედების თავგამეტებით ჩვენ იმედებით სავსე საწყაულს. 607 აჩნდა თვით ხავსსაც, რომ ივერია გულით ინახავს, რაც კი სწერია წიგნში. მავალი მრავალთ-მრავალი შთამომავალიც ბედნიერია.

608 წიგნში, რომელიც დიდი ხანია, სახელად „ვეფხის- ტყაოსანია“, არის ნადიმნი მოთაქთაქენი - აქ თინათინი, იქ ნესტანია. 609 ასე. საგზალიც თავანს აზიდეს. ამეღამ წყალი მოსწყდესო კიდეს. წიგნსა თუ რვეულს, ზრუნვებით ხვეულს, საგანს თვითეულს ზრუნვადა ხდიდეს. 610 ღამით იმ სახის სიზმრებს ჩაბარდა ყოვლი, ოჯახის წევრების გარდა. ღამე იმ სახის ჩრდილებს ეძახის, მაღალის თაღის დაეშვას ფარდა. ―

Page 41: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

611 იმ ღამეს უფრო ქვათა და რკინათ ოჯახის უფროსთ არსად ეძინათ. გულთა ამბოხთა ზმანებათ მოხვდა მსგავსი, რაც მოხდა დიდი ხნის წინათ. 612 ვერ გამოცდიდით, იცოდნენ, რომა ამგვარ დროს დიდი არის შეცდომა, თავი მისცეს ძილს. მტკიცე სიფხიზლის გეზს ვერავინ იცვლის, - ძილთა არ ტყდომა. 613 ძილმა მიიღოს პატარა, დიდი, თითქოს დრო იყოს წყნარი და მშვიდი. თითქო არ არი ტალღა მზარავი, ასე არავინ არ უნდა ბჭობდეს. 614 მიწოლილთ სანგრად თვალი აქვთ ღია, მიყრილან, მაგრამ სძინავდათ კია? ვერ დაითრგუნა მიწისა ბრუნვად მზე, რომელს ბრუნვა სახელად ჰქვია. 615 არა. ზართ ღილი დაირეკა რა, არვის თვალს ძილი არ მიეკარა. ასე ნახატი სჩანს ანახადი, გადასახადი რამე, ბეგარა. 616 გვერდზე გვერდიდან გადაბრუნდება.... ძილი კი დიდხანს არ მოუნდება. გრძნობს ერთმანეთის სიფხიზლეს ის, ვინც იღლება, მაინც არ მოდუნდება.

617 გადმობრუნდება ის ისევ თვალწინ წარმოუდგება ფშანი და ანწლი. არაფრად აგდებთ, მაინც ვერ აგდებთ, ვერ ამოაგდებთ, კანს ვერ გააცლით. 618 ქარი, შარაგზის ხაბოთა ნგრევა - მრავალათასის ხმით აირევა. აქაა ჩვენი ცხელების სენი, მაგრამ აქ ბრძენიც გადაირევა. 619 და სულ წაიღოს სიცოცხლე ლამის, ასეთი იყო ძალა იმ ღამის. მრავალათას ხმის ზმანებათ ასხმის, მათი თავდასხმის და სითამამის. 620 წვალებამ სცოდა, ვით იქნა, ბოლოს, (ძილსაც სურს, ცოტა რომ გაიბრძოლოს) მოვა დიდებით როს ეჭიდება და ერიდება იმ სოფლის ღოლოს. ―

621 მწოლარეს ფიქრით მოედო რული თუ რულის ფიფქით გადაფარული რაიმე მისხლის რაიმე სისხლი, რაიმე ნისლი, რამე ჰარული. 622 ოდნავი ძილის მომსგავსო რამე და ასე ივლის ის ბნელი ღამე. რა მიადევნებს უსახო მტევნებს, რა გაათენებს? ვაიმე, ვაჰმე. 623 და სულის მხრჩობლად შეიქმნა შფოთი, სადღაც მახლობლად აკივლდა ჭოტი. რომ აკივლდება, არც დამშვიდდება. არც მორიდება თუნდაც იოტის. 624 და აქაურსა შორს იქაურად სხვა ჭოტი იმ ჭოტს გაეხმაურა, თავისუფლება აძლევს უფლებას, მთელს შეთქმულებას ემეთაურა. 625 და მკივანა ხმის ამ სასაუბროს მღვიძარე სახლის არ მოსწონს უფროსს. მაგრამ სხვის ჩივილს ჭოტი რას ჩივის, ჭოტი გაჰკივის უფრო და უფრო. 626 ცხადია, ხიდან გაჰკივის ჭოტი. გადის სახლიდან, მშვიდდება როდი. მივიდა იმ ხეს, იტოვებს სიმხნეს, ხმასაც არ იღებს, სდუმს, როგორც ლოდი.

Page 42: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

627 ხელთ თადარიგით აქვს მუგუზალი. ესროლა იგი, რაც ჰქონდა ძალი. დაიწყო ბრძოლა, მაგრად ესროლა. ხემ შეჰქმნა ძრწოლა რამ იდუმალი. 628 ჭოტმა ცეცხლის ფრთა შეიგრძნო დროთი და აფრთხიალდა, გაფრინდა ჭოტი. გაფრინდა ბინდის შორის სიმინდის, და იმის სინდისს დაენდე, მოდი. 629 კვლავ, როგორც იქნა, თვალდაზაფრული სხვენთა ძველ ბინას მოედო რული, თითქო გაერთო, სულიც დაერთო არა საერთო და არა სრული. 630 ვარდებს და იებს ეტყვი: არ გვრწამდე? არარა ჰგიებს უკუნისამდე. სთვლემს კიდით-კიდე, თითქო სიკვდილმდე არის სიმშვიდე მიწიდან ცამდე. ―

631 როგორც თავდასხმა არატყუილი, სადღაც გაისმა ძაღლის ყმუილი. რა გაბადია, ვინ გაპატია, იქ ხიფათია, ამ გზით ნუ ივლი. 632 იმ ძაღლს სხვა ძაღლი გაეხმაურა. იქცა ხმამაღალ აურ-ზაურად მიდის ასე ყრუ უკმარობის რუ, ამინდია თუ უამინდობა. 633 ძაღლთ ქვა და გუნდა! ამ შუა-ღამეს საოცარს უნდა ნიშნავდეს რამეს, რამეს, შხამის თასს, რამეს, კუბოს მსგავსს, მტრისთვის კი ძვირფასს და უსიამესს. 634 სთქვა მან უფროსმან იმა ოჯახის, შეიგრძნო როს მან წახდენა ბაღის: - შენ მანდ დამიცა, განახვო მიწა აბრაამისა შინა წიაღის. 635 და გულმოსული იგი სპასპეტი, გააფთრებული იმერი კეტით არ განაზების, არამედ გზნების და გაბრაზების გზით მეტის-მეტით, 636 ძაღლს მიეპარა, უპოვა კეფა. სხვა ძაღლთაც ჩქარა შესწყვიტეს ყეფა. ვით სტვენა ქართა და ტანჯვა მგზავრთა, ასე დამთავრდა ძაღლების ყეფა.

637 და ამ სახებად ეროდე გახლდათ, რომ აჯანყება ჩაახშო ძაღლთა. ეყოს სიამედ... რა ჰპოვა ამით? – ქვეყანა შხამით გამამაძაღლდა. 638 კვლავ რა ჩარაა, - დამშვიდდა არე, არვინ არაა თუმცა მძინარე. არავინ არის, თუმც არე-მარეს ტოტი სწვდა ქარის მიმომფინარე. 639 მაინც იჩქარის თვალებზე რული, მაგრამ რა არის მარადიული? სცემს არგვიანის, მარად მზიანის ადამიანის გული, ოჰ, გული. 640 ქროლვა ზენარის, ფიცი, მტკიცება და უეცარი გამოღვიძება. არის ხმამაღლა ხმობა: არდაღლა. ცხოვრება ახლა, ახლა იწყება. ―

Page 43: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

641 - ადექით, თედო, ირაკლი, ცაბო, მგონი მოედო ზეცას რიბრაბო. აწ ყველა ჰპოვებს ძველ სანაოებს, ეზო-ეზოებს და ხაბოს-ხაბო. 642 ადექით, შოთა, ილია, ვაჟა, ვერ გრძნობ, იოთამ, რომ ირიჟრაჟა? მეგი, ნუ იწვი, ჩქარა ჩაიცვი, თვით მცირე კვიცი გადიქცეს რაშად. 643 - ასეთი ძარღვებს არყევს რიჟრაჟი, მაინც შეარყევს, რომ იყოს კაჟი. მიდი, ჰე, მიდი, ვინც დღეს უცდიდი - პატარა, დიდი, ქალი თუ ვაჟი, 644 უფრო თუ რულის გაქვს რამე ნაკლი, - გაცოცხლებული ამბობს ირაკლი, მაინც არ სჯერა ცისკარი ჯერა... რასა ჰგავს კერა, რასა ჰგავს სახლი? 645 და საწოლს კი თვით ვერ სცდება მარდი, თუმცა ჰყვავის, ვით მაისის ვარდი. სითბოში ხვევდა მამა და დედა, არ იცის სევდა, არ იცის დარდი. 646 ეტყვის ილია: - ჩაიცვი ჩქარა, რა დროს ძილია, ნუ ხარ ხუმარა. აგრე ნუ იცი, ჩქარა ჩაიცვი, თორემ დავიწვი სირცხვილით, კმარა.

647 ვერ გაირეკე სიზანტე ბალღის; ჩადი, გაგვიგე ამბავი წარღვნის. - წავიდე კიკოთ, მე რომ გაგიგოთ და თქვენ აქ იყოთ? აი ამბავი! 648 და მაინც ნავით ერეკლე მოდის, რათა ამბავი იცნოს ამინდის. მას მცირე ხნისას გული აქვს კლდისა, გული აქვს ყრმისა არ მიამიტის. 649 ჭერიდან მთელი სიალით ღვივის აღმაგზნებელი ჭიატი სხივის. ჰხდება მთოვარე და ჰხდება გარე სწორუპოვარი მამლების ყივილს. 650 მძლედ გადიქცა და გამალიმალდა მამლაყინწათა, გინდა მამალთა ჩქარი ყივილი. ფრთოსანთ ტკივილიც, ჟივილ-ხივილიც აღსდგა, ამაღლდა. ―

651 სულ შინაური და გარეული აურზაურის ხმაარეული... იყო კრებული მით აკლებული, გამძაფრებული და ჩქარეული. 652 კიდევ მალმალი ისმის ხმაური - ეს ხომ მამალი არს ინდაური. ბოლოს შლის და როს ასეთს გრძნობს ტაროსს, ჰსურს დაუაროს მან კინტაური. 653 ის მედიდურად შლის თავის ორფა კუდს, ქმნილს მდიდრულად, რომ აგავს ბორბალს. ჰხედავს სავსე გობს და თავს გმირად გრძნობს. სულაც არა სცნობს ნიადაგს მომბალს. 654 ქათამსაც მიაქვს ჭია, კაკანებს, კრუხი იმ ჭიას აწ მიაქანებს. მსგავსება შურთხის აწ თავის ბუნდღის წართმევას უფრთხის და უგანგანებს. 655 წიწილას სხვების მისხივის ჯარი აგე, იხვების მთელი ლაშქარი, მახლობლად ქოხის სდგას, ვითა კოხის, მათი როხროხის სიაშკარავე. 656 ბატის გულიან ახმაურებით აკლებულია აქაურობა, თუ გაგულისდა და ქათამს მისწვდა, ახლოა ცის და მიწის ხუმრობა.

Page 44: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

657 გზად თივებია. ის , თვალებ-ჭროღა, მოსშივებია და ბღავის ძროხა. ის ბღავის, ბღავის მაგრამ არავის არ ახსოვს აწ ის. ხბოც ახლო ხოხავს... 658 არ აძლევს დედას ხბო მოსვენებას. იწვევს ჩვენებას ხარი გამბედავს, ჭიდილი სწადის, ღმუის და დადის და მტერს უქადის გადაშენებას 659 ფეხით მიწას თხრის, ღმუის და ლაღობს, თუ არ დასცა ძირს, ბაღი არ ბაღობს, დაჯახებისას დაკარგვას რქისას იგრძნობს... და ისეც... მაინც ამაყობს. 660 ურქოდ, ამაყად, მხნე, ოქროსფერი თივისკენ ლაღად მიდის მოზვერი ღობესთან, ჯერა სხვა მოზვერს ცერად შებღავის: ვერა, ვერ გამოძვერი... ―

661 აუარებელ ცხვარის, თხის, კრავის მოძრაობა, ჰყეფს, ხმაურობს, ბღავის. რამე ნამცეცი მიწის და ზეცის უნდა მიეცეს, მაგრამ ვის და ვის? 662 გასული, აჰა, დაბრუნდა მალე. სწორედ წარღვნაა, შენ გენაცვალე. ხელმეორედ კი აქ მე არა ვმკი! კი, კი, კი, კი, კი,- მე დავიღალე. 663 ზედ ჩვენ კარებთან მოსულა წყალი. რა აჩქარებდა, მითხარ მართალი. არ გჯერათ? სახე შესცვალეთ მკვახე, რომელი მნახეთ მთავარსარდალი? 664 ისე თან-თანი და ისე წყნარი, თითქო წმინდანი იგი რამ არი. გამოსცდა თელას ვეებერთელას და მოდის ნელა მთელი კამარით. 665 რისთვის არვინ სჯის ამნაირ წმინდანს, ადამიანის შავ ზღვაზე მიმტანს! გარს შემოევლოს ყანებს და მდელოს და მერე სწყევლოს, ვისც სურს... აიტანს... 666 გაიგეს რაკი, იმ წამში ყველამ - შოთამ, ირაკლიმ, ნუგზარ, ნათელამ, მსმენელმან ამის, გამტეხმან ღამის დარბაზი ლამის მთლად გადათელონ.

667 ფერხთა სამოსნი თვისნი აკრიფეს და სანაოსნოს ჩაეშვნენ კიბეს. კიბე ვიწროა. და მთელმა გროვამ მისგან იპოვა ახალი კიდე. 668 ცეცხლი ატატომ გამოიტანა, ფიცხლივ დაანთო, მონახა დანა. ღიმილი მანა მიმოიტანა დათა, ძმათა და მეგობართ თანა... ―

Page 45: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

669 ნესტანმა კარით ბიჯი გადადგა და მისი გარით თითქო ხმა აღსდგა: თითქო მიწისძვრამ მოიყვანა ამ წრეში ბევრი რამ იცოდა, რადგან: 670 - ისე, ვით უწინ, მსხვერპლი მრავალი ბავშვი, მოხუცი კაცი და ქალი იქნებოდაო, ძმაო და დაო, ნათლად სადავო რამე ან არი? 671 და აქ გუგუნა რომ იდგა მარჯვედ, წუხელი დიდად ჩვენ გავიმარჯვეთ. განგვიწონია. ძალაც გვქონია. გავსცდეთ, მგონია. ზმანებათ მტანჯველთ. 672 ქოხნი სრულიად ბუნების ძალით დაფარულია მოვარდნილ წყალით. ბუნების, დახე. ასეთი მახე ჩვენ დავინახეთ ჩვენივე თვალით. 673 ამ ამბოხიდან მსხვერპლი არ არის ყველა ქოხიდან, ჩვენი მდინარის. იქ გული იდგა თვითეულის და გარე უვლიდა ფხიზელ-მძინარეს. 674 იქიდან, დია, ვით მზრუნველს ნამდვილს, გადუყვანია სახლი ავთანდილს, იმ ნაპირიდან და იმ ძირიდან, სად ზვირთნი ჰხრიდენ ქოხებს წინანდელს.

675 ეფთვიმე სინჯავს წყალს ვაზის ჯვარით - ცხადია, დინჯად. მატულობს ღვარი. სინჯავს ეფთვიმე, თან ამბობს: - იმე, თქვენი ჭჲრიმე, რამე მითხარით. 676 მადლობა ზენას, გადავრჩით წუხელ ამ გადრჩენას * თვალთ ვერ აუხვევ. ო, ამ ვაიდან გზებიც საიდან, სჩანს, თვით აიტან და სხვასაც უმხელ. 677 შუა ზვირთები მძლავრი აქვს ფაზისს. იგი, მტვირთველი წელთ მრავალხაზის, ძლევით მიათრევს ზვირთებს და აფრებს, როგორც სიაფთრეს, ისე სინაზეს. 678 როს მედეასი და იაზონის წყებად დას-დასი ვიდოდნენ დრონი, მაშინაც სწუხდა, მაშინაც დუღდა, და ჰქუხდა, ჰქუხდა იმისი ფონი. ―

679 გაფრინდა ფარჩა დღე ოქროს ვერძის, ვეღარ გადარჩა ვერც ეს, და ვერც ის გადარჩა ვეღარ. ეს ხე, ეს ტყე-ღა დარჩა და ტეხა ისმის იმ ლერწის. 680 რად მონისლულა გზა, სადაც წყალი ჯერ არ მოსულა? გადასავალი ახლოა მიწის. ღიმის, სიცილის მან უკეთ იცის ალბათ გზა-კვალი. 681 არე დამბალა მაინც სისველით. ქვეწარმავალი ამოდის ხვრელით იგი ამოდის, რიყის, ნაფოტის და ჭინჭართ ტოტის მდგმური შავბნელი 682 ირღვევა მიწა სტიქიის რღვევით ვერ სძლებს, დაიცა, ამოდის ზევით მოშიში სხივთა. რიგით მათ მძივთა ამოტივტივდა ხვევით და წნევით. 683 როცა ჭიები მიწით ძვრებიან, მათ ფრინველები ეხმარებიან: ეძალებიან და გიჟდებიან- რა თვალებია, რა წარბებია. 684 ამოდის მაღლა ავი მახარა, ისიც მზემ ჩაჰკლა, დაინახა რა. ცდის ეზო-ღობეს გასროლა თოფის და წყალდიდობის ბუკი, ნაღარა.

Page 46: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

685 მზე აპირებდა ამოსვლას მთიდან ამ ნაპირებთან აღმოსავლიდან. დიდებული, ზე, აპირებდა მზე, ჰყოფილიყო მწე შუქთ სიმძლავრითა. 686 სხივთა სიურჩით ცა გამჭვირვალე - დილის ცა ლურჯი - სულ მალე, მალე დაიფარება აუარება შუქთა ღვარებად ძირს მოჩქრიალეთ. 687 მნათობის ფრთებით მცდელნი ძალ-ღონის აენთნენ მთები კავკასიონის. ის სიმაღლე ჯერ ცდილი მრავალჯერ ვერ დამალონ, ვერ დააქციონ ის. 688 წინანდებურად ამაყად მდეგი იდგა მეფურად ძველი ყაზბეგი. იმ მთიდან ახალ იმედათ სახავს, ვისაც უნახავს ფაზი და თერგი. ―

689 ო, მშობლიურო ძვირფასო მთებო! ვარდის და იის რამ საოცნებო, რამდენი კარგი, ლამაზი თარგი ამ მთებზე დარგეთ, ჩვენო მგოსნებო. 690 რამდენი იცით ყარიბი მგოსნის. თქვენს გარდა იმ ფიქრს ვერვინ ამოხსნის. მიყვარს თქვენი ცა, და მეძახის გზა, მოვიგონებ რა სურათს ჩამოხსნილს. 691 აგერ ჭალად ზის მუხა უმუმლო - იქნებ მან იცის ეს საიდუმლო. იქნებ ის ფიციც იყო სხვა მიწის, იქნებ შენ იცი, მყინვარის შუბლო? 692 აგერ ლაჟვარდით დაჰქრის არწივი - იქნებ ის ამ დიდ საქმეზე წივის, რომელთგან გული, ჩემი ჩაგრული ბედდაკარგული მოელის სხივებს. 693 ბევრი რამ არის ქვეყნად საგზნებო, მშობლიურ მხარის ძვირფასო მთებო! არის ცხოვრება გამათხოვრება თუ მახსოვრობა იქნა უფრთებო. 694 გარეკეთ ჩქარა ეს საქონელი, აიღეთ ჩალა შესაკონელი. კიდევ რამდენი კრავთა გამდენი დღეთ არ გამცდენი თვლის საგონებელს.

695 აქეთ და იქეთ იყვნენ ნავები. სხვაგან გარეკეთ თხა და კრავები. დრო დარჩა არცა. ზვირთთა ბგერაცა ისმის, ვითარცა ხმა საკრავების. 696 სასახლის გარეთ სართულს მიხედეთ, რაც შიგნით არის, მოხვეტ-მიხვეტეთ! ასე იარეთ არ მგლოვიარეთ, შიგნით და გარეთ მიმოიხედეთ 697 აზიდეთ ქარგვის ნაშთები მაღლა. რაც დაგვეკარგოს, იმას ხელახლა აღვადგენთ. წინაც ახსოვდათ ბინა. ძველ დროში ვინაც აქ დაესახლა, 698 ვპოებთ, წყალმა დღეს თუ არ დაგვღუპა, - დარბის, ქაქანებს მოხუცი ბუბა. სიტყვა ცოცხალი, სიტყვა მოწყალე სჩქეფს, მაგრამ წყალი არ დაიგუბა. 699 - შენ აქ რას ეძებ, ზეინაბ, ბაბა, ა, იმ ხის წვერზე აცოცდი, აბა. ჰაი, ხის წვერით რა მშვენიერი მოსჩანს იერი ზევით და დაბლა. 700 არ წააგო კი კენწეროს თავი, ადი, გაგვიგე ქვეყნის ამბავი. ამ ხის ტანს აყევ, შენ თვითონ ნახავ, თუ რა სანახავს აჩენს წყალთ ნავი.

Page 47: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

701 - ო, ვინ არ მიხვდეს, - ზეინაბ იტყვის: სწრაფად ფეხთ იხდის და მსგავსად ციყვის, ხის წვერზე ადის, რომ განთიადის მოექცეს ბადეს, დე, ასე იყვეს. 702 ადის კაკლის ხის უმაღლეს წვერზე და მისი სახის მოსულის ფერზე განცდებით სავსე ფიქრობს და რაზე? ბუნების ძალზე - სხვა არაფერზე. 703 ქარსა და ნიავს იყნოსავს ხარბად. ცა შემორტყმია ქვეყანას კარბად. ჰოი, ზეინაბ, ხეზე გაქვს ბინა, ქცეულხარ მინად, თვალად და წარბად. 704 - უუ, რა სიგრძეა! მომჭრა თვალები. ეს რა სივრცეა, გენაცვალები. კოლხიდის მთელი ავსილა ველი აუწერელი ფერისცვალებით. 705 სივრცეს რამეს სხვას ჰგავს აქაობა, ზღვაა, ზღვა, აი სანახაობა! არც სიხარული, არც სიყვარული, არც მხიარული რამ მოძრაობა. 706 არსად ფაზისის არ სჩანს ნაპირი. წყალს დაუნისლავს ჭალაკი ხშირი. ო, ჩვენი ჭალა, მერთმევა ძალა, სად მიიმალა გზა პირდაპირი?

707 მხოლოდ იქ, სად სძევს გული მდინარის, ზღვისკენ მიიწევს და მიიჩქარის, იქ თითქოს ქარის სისწრაფე არის, მთისა და ბარის თანაზიარის. 708 ო, იქ ძარღვი არს და მოძრაობა. გარშემო კი ტბას ჰგავს აქაობა, გაშლილი ვარდათ, შექმნილი დარდათ, ო, აი მართლა სანახაობა. ―

709 გრიალებს ქარი. წყრომით დაბურვილს არ აქვს საზღვარი კაცთა მათ წყურვილს: ასე მრავალთა გრიგალთა, წყალთა, ბუნების ძალთა დაძლევის სურვილს. 710 ფიცრულ, უბრალო სახლში მცხოვრები, ბევრ სავალალო დღეთ მმახსოვრები. სახლია მისი. შეშფოთდა ისიც, შეკრთა ფაზისის შეუპოვრობით. 711 წყალდიდობების ბევრის მომგონე შიშის ზარს ებრძვის, რაცა აქვს ღონე შეიცვლის სახეს, უცებ შესძახებს: ჰოი, რა ვნახე, რა გავიგონე. 712 ამაოდ ვნებულს თავისთავის ლოცავს. მას შეშფოთებულს მძაფრად მოიცავს კვლავ აღშფოთება. რაღაც გოდება და მოწოდება მოესმის მმოსავს. 713 ის შიშის ზარი. რაიცა დასდევს ყველაფერს, რასაც სურს არ მოთავსდეს, თან მისდევს აკვანს, - რას ჰგავს, ო, რას ჰგავს, აკვანი მის მსგავს აკვანს თან გასდევს, - 714 შიში, რომ ვერ სძლევს კაცთა მშვიდობას, მაგრამ თანა სდევს მძაფრ წყალდიდობას. ალბათ, აკვანში წევს ერთი ბავში. ფაზისის მკლავში იგრძნობს ბავშობას?

Page 48: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

715 გაშლილა სივრცე, უქმად დამშვრალა ყოველი სიბრძნე, ყოველი ძალა. ბავშვი აკვნისა ვინ ააკვნესა, ჰოი, იმ დღესაც. . . . . . . . . 716 ეს იმიტომ, რომ უხეში გრძნობით, უეცრად, არა თანდათანობით, მიათრევს აკვნებს, ზვირთებში აბნევს პატარა საბნებს განისგანობით. 717 კაცი მწველ გრძნობით განიმსჭვალება, როს უცნობლობით არის წვალება არა აკვანში და არა ნავში პატარა ბავშვის ფერისცვალება. 718 რომ გადასცდა ქედს უშიშროება, მხოლოდ ალალ-ბედს მიჰყავს დროება. ასობით ნაბანს, ნაფოტს დანაგვანს მიარხევს აკვანს საწუთროება. 719 რომ ყოვლის ნების, რაც კია კაცის, გინდა ბუნების, მიწისა და ცის - სდევს აკვანს წინას, სამუდმო ბინას; შიგ, ალბათ, სძინავს პატარა არწივს. 720 ზემფარველობა დამხობილია, რაა ცხოვრება? ლანდი, ჩრდილია, მაგრამ ხომ ყველა აკვნის მცველია... გასაზრდელია? აჰ, გაზრდილია.

721 უნდა იყოს ვით აქ დიდებული მდინარე ველით ადიდებული. ნაპირისაგან, სადღაცა სხვაგან, მიილტვის აკვან- აკიდებული. 722 ო, ვერ დაკოჭლდა. აკვნის ნატეხებს აქ სახლს, იქ კოჭს და საწნახლებს, კეხებს - ვინ სწვდეს იმ ჯადოს, გულით ეწადოს, ბევრიც ეცადოს - რას მოახერხებს. 723 პეტრე-მეხრეებს და იაგორებს საქონლის მძოვრებს გვერდთ მიაგორებს. აგორებს, ქელავს, მიდის, მიღელავს, თან მღვრიე წყევლას უთვლის მთაგორებს. 724 ეს გულმამაცის რისხვაა ღვთისა, რომელსაც კაცი ვერ შეეთვისა. აკვანთ ჩვენება, აჰ, მეძნელება საშინელება თვალთა ხედვისა. 725 და დაუკარგავს ყოველგვარ რწმენას, მტრობით უქარგველს ვერ ხედავს ჩენას. აქ გული ვერ სძლებს განაღა შესძლებს სიმხნეს, სიმერცხლეს და გადარჩენას. 726 ის ვერ მიართმევს რაიმე ნდობას ზეცის სიმართლეს და მფარველობას, როდესაც ხედავს აკვანს უდედოს, ყოველმხრივ ხედავს უსაშველობას.

727 ადამიანთ ძალს, მაღალ გონებას, შორსმჭვრეტელობას, ზეშთაგონებას, თუმც იტყვის ენა - დასცინის ზენა, არ სურს არც სმენა, არც გაგონება. 728 რა ღვთის რისხვაა, ვიტყვით, ვითომა მდინარის სხვაა თვალბედითობა. დროა აკვნების მიმობრუნების, დაჰქრის ბუნების არამშვიდობა. 729 ვინ იცის, რისთვის: ყველა ერთია, სამოთხე მისთვის ჯოჯოხეთია, ჯოჯოხეთს ამოდ სჭვრეტს. ის უდავოდ იქ სამუდამოდ შესძლებს ხეტიალს. 730 მრუდედ მხედია თუ საამოდ ხე, ჯოჯოხეთია მისთვის სამოთხე. იქ არამშვიდმა სულმა ბედითმა გასძლოს სულ დიდი, დიდი, სამ-ოთხ დღე. 731 აქ საედემო ძეგლს ვერ შეიქმნი: აკვნებს გარშემო უვლიან ფიფქნი. სუნთქვას მიწიერს მისწვდეს აწი ვერ... სად ხარ, ტარიელ, ტარიელ, წიგნი! ―

Page 49: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

732 მხარე ვით დაღრღნა მაინც იმ ხანად, იყო რა წარღვნა ცად და ქვეყანად. აქ შავი შავზე, ფიქრებით ავზე მიდამოს თავზე ადგას სატანა. 733 არყოფნას აკლდა სულ ცოტა რამე, ხალხს არ სძინავდა არც დღე, არც ღამე. იდგა ჩაგრული, ბედისგან კრული, ჯვარზე გაკრული, როგორც მოწამე. 734 იყო ოღონდაც სიმწარე-შიში, მედგრად მოჰქონდა წყალს იერიში. შეიჭრა თან ის იმ დრო და ხანის ადამიანის სიძლიერეში. 735 ყოველ ეზოსთან, ყოველ იმ გზაზე, ის მიდიოდა ჯიქურად ასე, მრისხანე გახდა, მთლად გაპარტახდა, რაიც კი დახვდა მოფიანდაზე. 736 კერა სად ნახეს ჩაუმქრალ-ცხელი? რამდენ მოსახლეს მოსწყვიტა წელი. ან კორიანტელს ვინ ანდობს სანთელს. იმდენს წინანდელს გადესვა ცელი. 737 წამხდარა სველი აკვანი, გობი, სიმინდი მთელი წყლისა სამყოფი. აქ ყოფნა თავის გრძნობდა სიმწვავეს, და სისუფთავეს მოედო ობი.

738 სახლები დიდი მან დაანგრია და იქადიდა „რაკი აგრეა“. მიჰყე, ჰე მიჰყე, აბა, აიღე, რაც თქვენი ციხე და სიმაგრეა. 739 კიდეც მოვალო თქვენს ასაკლებად! მის სავალალოდ იწყო დაკლება. იქ მხოლოდ გავლით, არა ნადავლით, აწ მალე ჭავლით მოინაკლება. 740 დაკლება იწყო წყალმა მძვინვარემ და გამოეწყო ის არე-მარე. გადვიდეს თუთქვა, ვინ რა ჩაუთქვა, ამოისუნთქა შინამ და გარემ. 741 დაკლება გახდა სულ ერთი გოჯით. ხალხი იძახდა - მგონია, მოვრჩით! და გადაბარგდა... დღე მოვა ნარგთა ყოველთა კარგთა, ყოველ სინორჩეთ. 742 ჯერ ერთი გოჯით, კვლავ მეორეთი. ასე, ნაოჭით იცვლება ბედი ხან მზით ბარდნილი, ხან დაწვართნილი, გადმოვარდნილი აქ ჯოჯოხეთი. 743 კიდევ ცოტა დრო - მაშინ ცის მადლით წყალმა დაიკლო ძირს მთელი ადლით, მორღვევა ცათა შეინანა და შემოანათა ოდნავ სინათლით.

744 ბარს გამოეყო წყალი, ჩავარდა. ეყო, ხომ ეყო, დროა, დამთავრდა. გაჰქრეს ჩვენება. ვის რად ენება გადაშენება იათ და ვარდთა. 745 ძლივს ძალა უნდა ორიოდ ნაფოტს, სვლა დაუბრუნდა თავის კალაპოტს. დრომ ყოველ დროში, დღე-რიბრაბოში, თავის ხაბოში მოიკალათოს. 746 ფაზისი გახდა კვლავ ისევ წყნარი, ზღვისკენ არ სხარტად, ნელა მდინარი. ფრთა მოიზიდა, ფარდათ რომ შლიდა, გახდა მშვიდი და ზვირთუწყინარი. 747 მაგრამ რამდენი დასტოვა შლამი, ხამს წელიწადი მოუნდეს სამი - ძალა ადიდოს, არე გაწმინდოს, შლამი გაზიდოს, გააშროს ლამი. 748 რომ გაშრეს გზები და დაიწრიტოს, შლამი თხრილებში რომ აღარ იდოს, მინდორ-სანავოს გზა აუყვავოს, ასე უხვავოს და უფაიდოს. 749 შლამთა სიმაღლე უხვად დასტოვა. ოდეს მოსახლე სხვენით ჩამოვა? იგი ჩქარია, არლაჩარია, მაგრამ... არეა... და მის გამოა,

Page 50: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

750 რომ ქვევით ჩასვლას ის ვეღარ ბედავს, კიბით ნასილარ საფეხურს ხედავს . . . . . . . . . . . . . . . . . . ის ხედავს კარებს გადაუკეტავს. 751 შიგნით და გარეთ დამდგარა შლამი, ტალახში არის ჭურჭელი, დგამი, - მით უვნებელი, სუფთა და მრთელი, ხელუხლებელი არ არის რამე. 752 შლამში არა სჩანს თუმც არაფერი, მისცემია სახლს სახე სხვაფერი. დასჭრა, დაღლიტა, წყალს რომ ახლიდა, რაღა სახლი და რაღა ნაპირი. ―

753 დამშვიდდა ქარი. მაინც დაბურვილს არ აქვს საზღვარი მოსახლის წყურვილს, ასე მრავალთა გრიგალთ და წყალთა, ბუნების ძალთა დაძლევის სურვილს. 754 იქ უნდა დარჩეს? ვერ მოდის სხვენით. უნდა გადარჩეს რა გადარჩენით? შიმშილსა გრძნობენ, ნათელს ვერ სცნობენ და საზრდოობენ რაღაც ნარჩენით. 755 სხედან სხვენზედა დედა და შვილი, შესტირის დედას გამზრდელს გაზრდილი: - მე მინდვრად მინდა წაბლი და შვინდი, მინდა სიმინდი, მინდა ასკილი. 756 და ანუგეშებს პატარას დედა: - გიყვარდა ხომ შენ აქ, ამ სხვენზედა ჩუმად ამოსვლა, ფეხის არმოცვლა, გიდლის გადმოცლა... სად ვიყავ ნეტა? 757 ეხლაც აქ ყრია, ეწყო მრავალი, ჩურჩხელა, ბია, ვაშლი და მსხალი. არ მკრთომი დვირის, მხვეტელი ჩირის * ეხლა რად სტირის? ჰოი, საწყალი. 758 - ნუ მიხევ კაბას, თორემ ვთხოვ გზირებს... - გაჩუმდი, აბა რაღა გატირებს? - მე რომ მკლავ ბედკრულს, ბარაქა ერთგულს, მას, ვინაც შენს გულს მოინადირებს.

759 ბავშვი გაჩუმდა. დაფიქრდა დედა. იგი აწ სწუხდა ერთს რამეზედა: ირგვლივ გვევლება საშინელება, რა გვეშველება... დარდი მკლავს, სევდა. 760 არ ჰგავან ვეფხებს იგი და ქმარი. რა უნდა ხერხი ნახონ იმგვარი, არ გააყივნონ არ გააცივონ, კვლავ გააღვივონ კერა მიმქრალი. 761 შლამებისაგან გასწმინდონ კერა, ვერ ჩასცდებიან ხომ კიბეს ჯერა, ცოლ-ქმარს სულგუბვა აქვთ, ჭირთა ქუბვა, აი, დაღუპვა და ბედისწერა. 762 ფიქრობს მოსახლე: ტალახი ბოჭავს, რასაც ხელს ვახლებ - კედელს თუ კოჭას, ო, გული მტკივა, ბავშვს ცრემლი სცვივა პატარას სცივა, შესცივდა ოჯახს. 763 მიწას გოჯ-გოჯას მივეც სვენება, ო, ჩემს ყოყოჩა ბედს შეჩვენება! აწ სნეულება, ოფლი, ხველება... რა გვეშველება, რა გვეშველება! ―

Page 51: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

764 უზენაესო! ვით ელვა მალი, ხმა შემოესმა, ხმა გულმართალი: „მოვსულვართ თქვენს კართ. ბარემ ათნი ვართ, ხომ ცოცხალნი ხართ, ხომ ხართ ცოცხალნი!“ 765 გულმა ძახილს მას კანკალი დართო, როს მოისმა ხმა - „ცოცხალნი ხართო,“ ასე ხანდახან უფსკრულის წინ, თან სიბნელის კართან როს სდგახართ მარტო. 766 თითქო ვიწრო ცა გახდეს სულ ფართო, რომ გაისმის ხმა - „ცოცხალნი ხართო“. აქ ყოველ ეშმაკს უჯობს მოეშვას თვის სათარეშოს და სანავარდოს. 767 რას არ მოგვითხრობს ხმა სიტყვათ მხნეთა, როცა კაცს იპყრობს სასოწარკვეთა. თუ ისწრაფა დრომ, ცოცხალნი ხართ, ხომ, ჩვენც მზადა ვართ რომ დავიწყოთ წმენდა. 768 უვლის სიამედ კაცს ტანში ჟრჟოლა, თუ სიტყვამ საქმე თან მოაყოლა. ეს ხმა ალიან ყოფნის ძალია. გრძნობთ: ცოცხალია ყოფნისთვის ბრძოლა. 769 - აბა, ბიჭებო, - ამბობს გუგუნა, - თავში კინჩხზემო ჩამიკაკუნა ორმოცდაათმა, მაგრამ ვით დავთმო... ვერრა წყვდიადმა ჯერ ვერ გამღუნა.

770 ურთონ ერთმანეთს სამოცდაათმაც, გაჯობებთ მაინც, უწყოდეს ხატმა. ნიჩაბი, აბა, აბა, ჰე, ბაბა. . . . . . . . . . . . . . . . . . . 771 დაიძრა საქმე: ნიჩაბი, ბარი. მეზობლისადმი გრძნობით გამთბარი ეს ათი კაცი, მხნე და მამაცი აქაა. ასწი თუნდა მთაბარი. 772 იბრძვის და ბრუნავს ცხრა ახალგაზრდა, მგრძნობი გუგუნას საქმეთ და აზრთა, საქმეს ეკვეთა - დაიწყო წმენდა. სინათლეს ჰფენდა შრომა, განათლდა. 773 თუ ახალგაზრდა თვალები ელავს, რაც არ ღელავდა, აწ იგი ღელავს. ნიჩბებით ღვარი გახვეწეს გარე, ეს იყო ცხარე დღე, სძრავდა ყველას. 774 სახლს სულს უბრუნებს ახალგაზრდული გული, გუგუნებს გუგუნას გულიც, ტალახი, შლამი, სულ მცირე ჟამი - და აღარ არი შლამი გრძნეული. 775 მკლავნი რა მარჯვედ დაატრიალეს და კერაც სწრაფად გააკრიალეს. მოსახლე ჯერაც თვალს არ უჯერის, რა მისი კერის ხედავს სიახლეს.

776 ცეცხლი კერაზე დაატრიალეს. ეხლა მოსახლე უჯერის თვალებს. ბავშვმა სცნო მისად ცეცხლი გიზგიზა, და შეკისკისა ნანატრ სიალეს. 777 ყველამ დინჯ სახით ახსენა აქა ამა ოჯახის სიმხნე, ბარაქა, ჯანმრთელი გრძნობა, კვალად მშვიდობა. ქება მას, ძმობა ვინც იქადაგა. 778 და ყველა ერთად განვიდა, რათა განეგრძო წმენდა ეზოთა სხვათა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 779 სწვეოდნენ მჭიდროთ, აწ სხვა მეზობელს - და თუ საჭირო იყო, მთელ სოფელს. განვიდნენ კარით, შესძახეს გარეთ: - აბა, დასძარით, არ სწვდება ღობეს. 780 მართლაც სახლიდან ნასროლი შლამი იდგა კარებთან როგორც მთა რამე ყოვლ სახლის წინა იდგა ეს ზვინი, აკლდა გვირგვინი დაფნის, იწამეთ. ―

Page 52: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

781 აჰა, მდინარის ბევრია მსხვერპლი, - როგორც მძვინვარე ცეცხლს რჩება ფერფლი, - რაც უქმნია წყალს, იმავ ცეცხლის ალს - დამანგრეველ ძალს იმ მძიმე ტერფის. 782 წავიდა გვიან ეს წყალდიდობა ხეს ხე არ ჰქვიან და ხიდს ხიდობა. გახედეთ, რას ჰგავს, რა გვარად ნასკვავს აქ ბედის ვარსკვლავს უამინდობა. 783 თუმცა დროებით ჩვენი გზა-შარა აწ ორმოებით გადაიფარა, გასულმა წრიდან, ყოველი მხრიდან, წყალდიდობიდან, ეს დაიბარა: 784 გზის გასწვრივ ნაგებს გახედეთ თხრილებს, მღვრიეს, ანაგებ წყალით აღვსილებს. ეს ის თხრილები არს, სად ღილები მჭკნარ ყვავილების ვერ იყვავილებს. 785 ასე განაწვდენს, ამგვარად ნაშრომს, თხრილებს ვინ გასწმენდს, ვინ ამოაშრობს და იმის ნაყოფს კაცთშორის გაჰყოფს, ჰპოებთ ავადმყოფს წელსავე, მაშ როს? 786 რაც არ გადახდეს, უნდა დაობდეს, ადგილიც წახდეს და დაჭაობდეს. კაცმა ნახოს როს, ამოიოხროს, ვერ მოიფიქროს როგორა სჯობდეს.

787 მის ონავრობას ვერავინ წაშლის, არ სწყვეტს მგზავრობას, საშინელ წამის, იქცევა კერად, შხამს უდიერად ბაიის ფერად როდესაც გაშლის. 788 გარედან-განით თხრილების ფერდი ბიბინებს მწვანედ, როგორც ხავერდი. ხავსით ამ ჭაობს ამკობს და ამბობს: სილამაზით სჯობს რომელი ერთი? 789 რა სჯობნის იერს და მის დანახვას, რამდენს მშვენიერს განიხსნის ზრახვას. შრიალებს ნეშო, როს სათარეშოდ მისცემს გომბეშო სიმწვანეს თაყვანს. 790 საკმარისია შესძრა კომბალით, მოვარდეს სუნი კიდე-მომპალით. მწერებს, არც ისე ნაზს და ლამაზებს, მიუთავაზებს მიდამოს წყალი. 791 აურაცხელი, მღვრიე და მყაყი შეიძვრის გველი, ჯოჯო, ბაყაყი, გარემოს მშვენის ხმა მისი ლხენის, მისი გენიის ზედ ეკვრის დაღი. 792 კიდევ ვით ხელით გაუსინჯარი აქ ულეველი არის ჭინჭარი, ანწლის, ლაფანის სივრცის და განის მრავალთაგანის სდგას ჯარის ჯარი.

793 კაცი ვერც ისე გამოიყენებს, ბაყაყი ისევ წყალში ყიყინებს, გზის ყოველ ნაჭერს ცხელი მზე აჭერს, ვერ ჰპოვებს საჭეს, რომ ტბა ბიბინებს. 794 და თხრილებიდან სდის ოხშივარი, ისე მყრალი და ისეთი ცხარი... კაცი? მწარდება, რა ემართება, რაღაც მყარდება დაუვიწყარი. 795 ზღვარი ან ხაზი არავითარი, რაა - ლამაზი, რაა - მდიდარი... ერთფერ ნაფერი აქვს ყველაფერი, ჰქვია ქვას მტვერი, ხიდს - ნახიდარი. ―

Page 53: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

796 მის თვალწინ მდგარი ვრცელი მორევი ვერავითარი ძალით, მორევით, სდგას დილის ბინდით ჩამპალ სიმინდით, არა სიწმინდით ნაამბორევი. 797 ფაზისს კალაპოტს ვინ დაუბრუნებს, და თვითონ წყალი მას არ იზრუნვებს. მოიკრებს ნებას, ტალღათა წყებას და გაფიქრებას მსწრაფლ აისრულებს. 798 მხრით სხვადასხვათი სწრაფად მოძრავი დასცურავს ათი- თხუთმეტი ნავი მათ მოვლეს ფაზი და სჩანან ასე, როგორც ლამაზი უფრთო ნიავი. 799 ფიქრთ განუახლებს, ზრუნვას უდიდებს, გუგუნა სახლებს მათ მიუთითებს ნავს გააქანებს, ჰქუხს და ქაქანებს, უყივის, ბრძანებს, ცეცხლს მიუკიდებს. 800 ქოხი რომ იდგა - მისცურდა ნავი. ქოხშიაც თითქო არ სჩანდა არვინ. მიუდგა ბჭესა, კვნესაა? კვნესა. არ სჩანს. ესაა - კვნესაა მხოლოდ. 801 აკვირდება სახლს ის, მარტოდმარტო და შესძახებს მას: ჰე, ცოცხალნი ხართ? სთქვით, ცოცხლანი ხართ? იძახის: სად ხართ? მაგრამ ვის მიმართ? კვნესაა მარტო.

802 და მალე წყალთა ბრჭყალს გამოცლილი, გადმოჰყავს მწდალთან დედა და შვილი. დედა ოდნავ კრთის, ძლივს სუნთქავს და თრთის, სტირის, ცრემლსა ღვრის პატარა, ჩვილი. 803 ეს მერამდენე არის ნეტავი, რომ მან განდევნა ზმანება შავი. წყალთ შეთქმულებას ხედავს: სრულებით განწირულებას არ მისცა თავი. 804 ხედავს ეროდე, ყველაფერს ხედავს, მაგრამ რა, ოდეს ძლივს-ძლივა ბედავს გამოჩნდეს გარედ. ხმით მეომარით, თავზე ტომარით გულს არა ჰკეტავს. 805 წყალთან მიჩოჩდა ფეხით ძლიერი, ეროდე, ჭოტთა და ძაღლთა მტერი. გამოსცილდა ბაღს და მინდვრების თაღს, მას ამაყი აქვს ქცევა, იერი. ―

806 გმირი და ავი. ეს როგორ მოხდა, რომ მასაც ნავი არა ჰყავს კოხტა. არა აქვს ნავი, მაგრამ აქვს თავი; თავი და თავი ეს არს, რა მოხდა. 807 გასცუროს, საქმეს შეხვდეს საჩინოს, ჭირს მყოფი სადმე გადაარჩინოს, მიუზღას ვალი, ადევნოს თვალი, რომ თუნდაც კვალი რამ დააჩინოს 808 მხოლოდ ამას გრძნობს - არა აქვს ნავი. გულს კი ვერ აცხრობს: აი ამბავი! შიში აქვს ქარის და ნიაღვარის აი, რა არის თავი და თავი. 809 ახლო კი ოდეს ყველაფერს ხედავს, აგე ეროდეს ცოლი სახლს ხვეტავს, საქმეს განაგებს, აწყობს, ალაგებს, იამხანაგებს. სიამეს ნეტარს. 810 თვით კი გულმკერდით ეძიებს სახელს, ის სახლის გვერდით სინჯავს საწნახელს. საწნახელს სინჯავს, გაუხრავს ჩინჩას! და ბოლოს დინჯად განზრახვას ამხელს. 811 ასე გასინჯე: გამოდგეს ნავად. მონახა საჭე, გასინჯა კვლავად გადავლო ისლი, უდუღდა სისხლი, ეროდეს ნისლი უჩნდა ვარსკვლავას.

Page 54: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

812 გამოდგეს, მამა, ეს საწნახელი და ცოლიც, ამა საქმის მნახველი ხარობს, მიხვდა-რა და გაიხარა, სულ გადიყარა დარდი, ნაღველი. 813 ო, ვერ მიასწრებ ვერასგზით, ოდეს რაიმე აზრებს მისწვდეს ეროდე. მიდის საწნახლით, მისცურავს მაღლით, გულის სიახლით მიიმღეროდეს. 814 გამოგონებით სულ ახალთ-ახლით მისცურავს გზნებით, თავის საწნახლით. ლაღია ოდეს, გზა უმღეროდეს. დაღლით ეროდეს ვერა, ვერ დაღლით. 815 მაგრამ რას, ან ვის ხვდა ერთს ორობა, საწნახელს ნავის წონასწორობა, ასე მარადჟამს ყველას ასე სწამს, ქარს ქარობა ხამს და ქორს ქორობა. ―

816 საჭით ძრაობა შეიქმნა ძნელი, სულ გორაობდა ის საწნახელი. აი, რაობა, სვლა, გორაობა, ვაჰ, თუ ავობით წახდა სახელი. 817 საქმე ხვდა ძნელი, გეზი გამრუდდა, და საწნახელიც მყის გადაბრუნდა, გადაბრუნდა მყის საწნახელი ის, ვით ნაფოტი ხის, და აბდა-უბდა. 818 შემკრთალი სახის მქონე ეროდე აწ გაიძახის: - ცაო, რა გცოდე. გარს წყალი კრთოდეს ნეტავი ოდეს, ნეტა მესმოდეს, ნეტა ვიცოდე... 819 არ შველის. კვლავაც ბედმა უმტყუნა, მაგრამ მსწრაფლ ნავით გაჩნდა გუგუნა. თან ავთანდილის ხმა მიმოივლის, ო, როგორ გვივლის ეს საუკუნე... 820 ეროდე ხელით ამოათრია, ნავს საწნახელიც მოსდო ადრიანს. საჭეს კვლავ ხელყოფს, კვლავ უბრუნებს მწყობრს. ეროდეც თავს გრძნობს, ვით ინატრიან. 821 ეროდეს, დია უყლაპავს წყალი, გატრუნულია... იქნებ დამხრჩვალი! მას წინ რა უდგა, როს გზას გაუდგა, იქნებ გაუდგა გვერდებში მჭვალი?

822 ასე, თანდათან, როგორც ყადრია, ეროდე სახლთან გადმოათრიეს სახლი, სინაზე თავის ბინაზე, არასდროს ასე არ უნატრია. 823 ეროდე სახლთან გდია, ვით მკვდარი. - აბა, რუსუდან, მომე ბაწარი. ბაწარი მომე, მოვაბრუნო მე ეს ყრმა როგორმე ასარ-ბასარი. 824 ხედავთ, მოდუნდა, ვერ დგება ფეხზე, ეროდე უნდა დავკიდოთ ხეზე. გამოვაჩინოთ ხეზე საჩინოთ, გადავარჩინოთ... აი, მიზეზი... 825 მისწვდა თოკით და გულგამეხებით მსწრაფლ ჩამოკიდა ხეზე ფეხებით. ყელით მრავალი მოდინდეს წყალი ჰკვდება საწყალი. ვერ შეეხები. 826 ვინც ვერ გაარჩევს ნავს და საწნახელს, ვერ გადაარჩენს ვერასდროს სახელს თავისას, და ის ვერ მისწვდეს მაისს, უის და ვაის დაიწყებს ძახილს. 827 და ვინც მიბაძავს საწყალ ეროდეს, ისიც ვერ ნახავს სახელს, სჯეროდეს. გამოჭრა ყელის საკუთარ ხელით - თუნდ საწნახელით მიიმღეროდეს.

Page 55: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

828 ეროდე ხიდან მოვიდა გონზე, ბაწარს მოსჭიდა ხელები ტოტზე და ისევ ისე არხევდა კისერს, ფიქრი კეთილზე, ფიქრი ბოროტზე. 829 გუგუნა: - ქაფი, ეროდე, შენა, წყალის შეყლაპე მოგეცა ლხენა. წყალი გააპე, მღერა გააბი, რაში დააბი, მოსწყინდა რბენა. 830 ცამან დაგსაჯა, არ იტყვი, რისთვის? კანონი დარჩა - ნავი ნავისთვის, ნავისთვის ნავი, გაურიყავი მუნ კი იყავი თავისთავისთვის. ―

831 საწნახელი თვის საწნახელისთვის, ეგე - წყალისთვის, იგი - ღვინისთვის. მიჰყე თქმულებას. მის ერთგულებას, დანიშნულებას მათსას - ვინ ითვლის. 832 სიტყვაა წრფელი. ჰკითხე მთელ სოფელს, რას მეზობელი ურჩევს მეზობელს. წრფელი სიტყვაა. საქმე სულ სხვაა. საქმე ის გზაა, ნათელს რომ მოჰფენს. 833 დრო არ იცდიდა, საჭეს სწვდა მკლავით და იმ არიდან განვიდა ნავით. აწ ავთანდილმა განვლო მანძილი შორს გადაწვდილი ასე ზღვასავით. 834 მოუსვი ნიჩაბს, დაენდო საჭეს, ხომ არავინ სჩანს - იკეცს მკლავ-მაჯას, ხომ არავინ სჩანს, განიცდიდეს წვას, ღელვებს სხვადასხვას, მომწყდარი აჯას. 835 ქორებრ თვალები ეძებდა მათი არ იმალება სადმე ხიფათი? თუ იმალება სადმე წვალება, კაცთ ევალება ზნე, მარიფათი. ―

836 შორს გაჰყურებდა ტბას მღვრიედ ნაფერს, ზეინაბ ხიდან სჭვრეტდა ყველაფერს, ყველაფერს სჭვრეტდა, ხედავს მზის სვეტთა, გამჭვირვალეს და სხვანაირს, სხვაფერს. 837 ხიდან გაიღო ზღვა დიდებული, გაშლილი იყო, ვით ხელის გული. იყო გაშლილი, საზღვარწაშლილი, აფრაც შორს, ლილის- ფრად მოქარგული. 838 იოტის მსგავსს და სხვა რამ ცვლილებათ, ის შეამჩნევდა აუცილებლად ასე ზღვა დღეის, მაღალი ხე ის ყოველივე ის იდგა მხილებლად. 839 ეხლაც რაღაც შორს გამოჩნდა შავი, რა უნდა იყოს, რაა ნეტავი? იქნებ იქ გული თრთის დიდებული, თავდადებული და გამბედავი? 840 თვალებზე ერთად თითთა მიდებით ლაქს მიაშტერდა დაბეჯითებით, იქ მიაშტერდა, სად წყალი სძგერდა სიძლიერით და დიდის დიდებით. 841 და არ აშორებს იმ წერტილს თვალებს ლაქა აგორებს, სჭრის წყალთა რკალებს. ისევ იმ წერტილს, სად ერთადერთი მოაპობს მკერდი გზათა სიმრავლეს.

Page 56: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

842 იქ იყო შარა, ეხლა წყალია. თუ ვინმე ჩქარად მომავალია, მარად და მარად, ამინდს თვლის არად, მიმსვლელი ჩქარად აქ მრავალია. 843 რა ძალამ ვითომ გააბედვინა, რომ წამოვიდა, არ დარჩა შინა! მოდის საიდან? იწყებს ვაიდან და გადაიტანს, ვინ არის, ვინა? 844 გარღვევა მხედარს წყალის სწადია, მაგრამ ზღვას ხედავს. მისთვის ცხადია შორის ძახილი თვალგასახელი, რომლის სახელი განთიადია. 845 ის ინიშნება ხელით რაღაცას. მხედავს, იქნება. მაგრამ, აჰა, ცას შესჩერებია. იქ რას ჰხვდებიან? იქ ღრუბლებია, რომ ვლენ გზას ნაცადს. ―

846 მიაპყრობს სმენას რას, ვის ედრება, ის გადარჩენას ვის ევედრება. ისინჯავს უბეთ აღსავსეს გუბით. ცაზე სჩანს ღრუბელთ გადათეთრება. 847 მაგრამ წყალთ მეტი ახლო არრაა მცირე იმედი, იმედი რაა, - მისთვის არა სჩანს. ის შეჰყურებს ცას. მაგრამ იმის გზად აქ მიწისძვრაა. 848 მაგრამ ავთანდილს უახლოესმა გრძნობამ, ცათამდის უსასოესმა შეასხა ფრთები: სთქვა: განა ვსცდები? მე იმ ხმას ვსწვდები, ხმა, ხმა მომესმა! 849 ხმა იგი მიწყდა, ძველებრ არრთულით ის საჭეს მისწვდა - მართალი გულით. აქო გაჩენა, სთქვა: ჰე, მარჯვენავ, ან გადარჩენა, ან აღსასრული! 850 იმ ადგილისკენ მოუსვა ჩქარა, მარჯვედ, სივრცისკენ. ნავი მიჰხარა. ნავი აპობს წყალს, ხმები მოაქვს ქარს სხვა მენავეს ჩქარს არა გინდა რა. 851 მსწრაფლ მისრიალდა იმ ადგილს ნავი, სად მღვრიე წყალთა დუღდა ამბავი, ამოჰყავს კაციც, გადარჩა აწ ის, მრავალათასის განმცდელი ავის.

852 ავთანდილი სჭვრეტს კაცს ბრგეს და მოსულს და, არ იწვევს ეჭვს, შორით წამოსულს. მას ასე მზირალს, ასე განგმირავს, გრძნობს, რომ შესწირავს მას სულსა და გულს. 853 - მომეცი, მოდი, შენი მარჯვენა, ვიღუპებოდი, რომ არა შენა! შველა კი, დია გზა და ხიდია, თმენა დიდია, დიდია რწმენა! 854 სთქვა მგზავრმა, როცა გადვიდა ნავზე, შუბლზე აკოცა მადლობით სავსემ. აქ, ამ ადგილას, ვინც რა უნდა თქვას, თითქო მზე ადგას სულთმობრძავს თავზე. 855 რამ მოავლინა კაცი წყალთ შინა... გადაარჩინა, გადაარჩინა. - დარდებს არ ვისევ, დღევ მომაისევ. ცხოვრება ისევ წინაა, წინა! 856 მე ისევ ვხედავ საკუთარ თვალით, რას აძლევს ბედი იმედთა ძალით, ისევ იმ ძალთა მოკრების გარდა ადამიანთა გულთ სიმხურვალით. 857 რა სილაღეა თავისუფალი, სიბრძნის სახეა, შრომის უფალი. ყოფნა მწყურია... მშობლიურია და მზიურია, ო, ეს უბანი.

Page 57: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

858 ეს იყო და ეს. მგზავრი გაჩუმდა. სიტყვა რა არის, არ უთქვამს. სდუმდა. აღსდგა. წინ იდგა ის, რაც შთაითქა, ჰაერიც თითქო გააბრეშუმდა. 859 მხოლოდ ბაო და სანთელი თაფლის, ედარებოდა მის სითავმდაბლეს. მისთვის გრიგალის შეწყდა გრიალი... სადღაც შრიალი ესმოდა წაბლის. 860 ეს მოკრძალება იყო ფიცივით, თუმც კანკალებდა მგზავრი სიცივით. რა არის ქარი? ოდეს გამთბარი არის დამტკბარი გული... ვიცი. ვით. ―

861 თავით ფეხამდე ის იყო სველი, ძონძებსა ჰგავდის სამოსი ძველი, როსმე კეთილი, აწ დაფლეთილი და გაჟღენთილი წყალით და ლელით. 862 ივსება ნავი, როგორც ფიალა, შესამოსავით ნადენი წყალით. ის ქანაობდა, თითქო დაობდა და მოძრაობდა აფრის კანკალით. 863 ვერ გადამდგმელი ვერა-რა ბიჯთა, მგზავრი არმთქმელი ნავის თავს იჯდა. იყო მის მთელი ბუნება წრფელი მამხილებელი იდუმალ ნიჭთა. 864 მოხრილი მუხლებს ეწყო ხელები. რაღაც აწუხებს. არ განელებით მოედო მზე. რა, შეუკრთა მზერა და მისი ცქერა ჰკრთება ცხელებით. 865 სახეზე სულ მთლად გამოიცვალა, უცებ სრულიად დაჰკარგა ძალა. გზა გადიბარდნა, თუმც გადავარდნა მარჯვენამ მარდმა არ დააცალა. 866 ცაზე ბრწყინვალეს ვერ სჭვრეტდა მზესა. მზე სჭრიდა თვალებს. რაღაც მოესმა, თითქო ხმა ზარით აძროდა არედ... და მწარედ, მწარედ ამოიკვნესა.

867 მთლად მოიხარა, მთლად მოიკეცა, ნავში არარად, უხმოდ დაეცა. ძალა ვინ მისცა? თუნდ ასეთიცა დაბნელდა მიწა, დაბნელდა ზეცა. 868 ამის მნახველი ავთანდილ სწრაფად სწვდა ორთავ ხელით ძალდაკარგულ მგზავრს. მგზავრი კი დიდხანს ვერ ამბობს სიტყვას, სულს ძლივსღა ითქვამს, თვალებსაც ნაბავს. 869 საჭე, ნიჩაბი ნავში მიჰყარა, იმავ სისწრაფით გადაიხარა. შესძრა რა მხარი, სულთ ნიაღვარი - დარდი და ჯავრი აქ დაიღვარა. 870 მგზავრს გაუსინჯა მფეთქავი მაჯა, აწ უტყვის დინჯად: - ეჰ, დაისაჯა. მგზავრობამ, ყველამ ფიცხლავ, ხან ნელა რაოდენ სთელა, რაოდენ სტანჯა. ―

Page 58: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

871 ეს არამრუდი საქმე რას მოჰგავს? მეც გამოვყრუვდი სრულიად, როგორც.... რა შთავიგონო, გულს მივიკონო, თუ რა ვიღონო? რათა ვდგევარ განს? 872 ო, წმინდა ნინო! როგორ შეგცოდე, აქამდის ღვინო ვერ მივაწოდე, ჩვენებურ ვაზის, დაღად რომ აზის ფერი კისკასის არ მცირეოდენ: 873 თითქო ის დოქით თან არა მქონდეს, გული ამ ტოკვით ვით არ დაჰღონდეს? იქნება მორჩეს, ვაზის სინორჩეს ერთჯერ და ორჯერ შეიგრძნობს ოდეს. 874 ავთანდილ დიდი ჰპოვა ჭურჭელი, მოხსნა სიმინდის მან ნაქურჩალი, შიგ სიანკარით რამე მაგარით მღერს: გადაჰკარი ჯერ დაუსჯელი. 875 გადახსნის ნაბადს, სადღაცა, ქვეშა ჰპოვა კვლავ სწრაფად რა აზარფეშა, გასწორდა წელში, ეს აზარფეში აიღო ხელში და გულს მოეშვა. 876 ხომ, კაცს რაც რომა არ სჭირდეს სენი - ძველი ღვინოა მისი მომრჩენი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

877 ავთანდილმა ის მგზავრს მიაწოდა, მგზავრმაც მაისი იგრძნო, გასწორდა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 878 სული დაუტკბა, გააღო თვალი, გრძნობამ გაუთბო რბილი და ძვალი და ცოცხალმკვდარი საბრალო მგზავრი კვლავ გახდა მძლავრი და მიუვალი. 879 ავთანდილმა სთქვა: - ვით დავამთავრო, ბინაში მივალთ, ძვირფასო მგზავრო, და იქ ჩემს სახელს არასაძრახველს ჩვენ გვეტყვის სახლი არაუყავრო. 880 რომ დრო ძვირფასი ჰქნას მზემ და მთვარემ, გადავდოთ თასი, გავსწიოთ ბარემ, გავსცდეთ ამ კიდეთ, ბინად მივიდეთ, იქ გვიცდის კიდე მშვიდობის არე. ―

881 ის სახლიც... აგრე ინატრა მგზავრმა, სახეზე გაჰკრა ახალმა დარმა. - წარვიდეთ ბინათ მარადის გვინათ მზევ, გვიძღვი წინა, ვერ გვძლიოს ქარმა. 882 გაცოცხლდა მზერა, გადიღო წვიმამ. გულმან ჰქმნა მღერა და გააღიმა. აენთო თვალი წინ ასე მკრთალი და მომავალი ააციმციმა. 883 ვით დაივიწყოს ის ყრმული ჟღერა, სურს წამოიწყოს ვინმემ სიმღერა? გულშია იგი. ყოვლი გულს იქით ვერ მღერის რიგით, არავის სჯერა. 884 მაგრამ ნიავი ჯერ მაინც სხვაა. საჩქაროთ თავი რად შეიკავა? შებოჭა გრძნობად და იგი ხმობა გამოუცნობად იქცა იგავად. 885 მოედო ხავსად რაღაც მის სმენას და დაემსგავსა ისევ უენოს: ის უძლურია, იქ სადგურია. როგორ სწყურია, რომ მოისვენოს. 886 ავთანდილ მიჰყვა, მგზავრს სცა თაყვანი, - ნავის გადირხა სიგრძე და განი. იწყო სავსავი, დაჰგმო რა ზავი, გადირხა ნავი, როგორც აკვანი.

Page 59: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

887 რადგან ამ საქმით იყო გართული, მას ჰყავდა ლაგმით ნავს გამობმული, ნარ-ეკლიანი რომ განვლო გზანი, მგზავრის მერანი თავდადებული 888 მგზავრის ანაზდათ ლამაზი, საღი, ახალგაზრდა და მკვირცხლი მერანი ნავს მიჰყვებოდა, არა სხლტებოდა, თოკს ნებდებოდა ის ცხენი ლაღი. 889 გზად კი საუბარს მიჰყვნენ ნელ-ნელა, ავთანდილმა რა არ გაიხსენა: ნანგრევი გორის ნანგრევთა შორის, გაფრენა ქორის, მიწისძვრა, რბენა. 890 მშვენიერია, სხვა სცემს ნიავი, მთების ფერია ჩვენი ლიახვი. დაჰყურებს ზედან უძო ან მცხეთა, მოალერსე და მონანინავე. ―

891 და ჯავახეთის ელვარე მსხალი, რომელი ერთი ხეხილის ალი. იგონებს ტურფა ფარავანის ტბას. ასე საუბარს გზა მიაქვს მალე. 892 ჯაგი, ეკალიც ბევრზე ბევრია, სპობს ყვავილს, ძალით თუ შეერია. სუსხი აქვს მწარედ, მაგრამა ძმარით იგი ეკალიც მშვენიერია. 893 - ბარდები? - ამბობს, - რამდენიც გინდა, მრავლობს, გააქრობს მათ ყოვლად წმინდა. და არიან მზად, სად არ ნახავთ, სად, სურთ ნათელი გზა აქციონ ბინდათ. 894 ბევრია. გასწყვეტს სულყველას ჟუჟი. როგორ გადავწყვეტთ აქ ჩვენ? - გაუშვი. მიმოაქვს თოში მათ ყოველ დროში, სააქაოში, საიქიოში. 895 აქ ავთანდილმა ახსენა მტრედი. მგზავრმან მან ზრდილმან უთხრა: - შეჩერდი! მტრედი ჰო, მარა არა მინდა-რა, ჭინჭრები? არა, კმარა! შევჯერდი! 896 კიდევ კარგი, რომ არ არის ქარი, წყალიც აქ ვითომ არის დამდგარი. შენ სთქვი ფაზისი უსაყვარლესი, სიმშვიდე მისი, მისი დგანდგარი.

897 ცოტაღა აკლდა, არ მიმაწვინა მგზავრი წიაღთა შორეულთ შინა. მაგრამ აივსო შენით, მაისო, გზა. უამისოდ ვინა ვარ, ვინა? 898 მაგრამ ხსოვნაა უფრორე ლაღი, ქვეყნად არაა არსად წიაღი სხვა, ქვეყანაზე, სად არის ფაზი, უფრო ძვირფასი და უფრო საღი. 899 მაშ, ვიამაყოთ! ფაზის ბრწყინვალე წარსული, აწმყო და დიდი ხვალე გვახვევია გარს. ის გაგვიღებს კარს, იგი მოგვცემს მყარს სიმშვიდეს მალე. 900 სილაღის ეშხით მზიურთა მდელოთ არეს ნუგეშით ჩვენ მოვეშველოთ. ავაბიბინოთ იგი სალხინოდ, გზა გამოვფინოთ, ფართოდ გავშალოთ! 901 აშენე, დარგე. ჩვენი ფაზისი უფრო კარგი და ულამაზესი გახდება კვლავაც. მან ივარსკვლავა და გზა უკვდავად განვლო თავისი. 902 მხარე ჰგავს ედემს, დაასახელოს, ვის სურს უკეთესს და სასახელოს, - უკეთესს ძალი სიცოცხლემალი სად ჰპოებს, თვალი რა გაახილოს.

Page 60: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

903 სიმარჯვის ფარად, წყვდიადით, დღისით, გვიყვარდეს მარად ჩვენი ფაზისი. მისი ყანებით, მისი ზმანებით და გაქანებით ვიცოცხლოთ მისით: 904 უცნობმა მგზავრმა მსწრაფლ შეიგრძნო, რომ მას მიესალმა ველი საგმირო. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 905 - ჩვენი ფაზისი, - განაგრძო მანა, - არს უნაზესი რამე ქვეყანა. იყო და არის. გაშრა რაგვარის, რამდენი ღვარიც გადმოექანა. ―

906 სუნთქვა იმედის მკაში და ხვნაში, ვით ჩქარა შედის მდინარე ზღვაში, სხვა მიზრაფია, ჩანგს რომ აბია. სწრაფზე სწრაფია ზღაპრული რაში. 907 ფაზისს, მომავალს მაღალ მთებიდან, ვუსურვოთ მრავალ- ჟამს ჭალებიდან ჰფენოდეს სხივი წრფელი, ხანგრძლივი, მოსული მწკრივი ნაკვალევიდან. 908 წიგნებს, მოკაზმულთ ლამაზად, ძველებრ, ხავერდში ჩასმულს როს გავიხსენებ, ვიგონებ ფაზისს, რომ ვხედავ, აწიც მისით ათას წელს ვერ მოვისვენებ. 909 მაშ გაუმარჯოს მშვენიერ წიგნებს, ფაზისის ჩარჩოს გარს რომ მოიბნევს. კვლავ ვეღარ მოჰხევ მკლავებს, რომ მოხვევ წინ, წინ, სიცოცხლევ, რაც იქნეს, იქნეს! 910 ძნელია შებმა ვაქებ სისწრაფეს, მისით წიგნებმა გზა გაიკაფეს. აღვიძებს არეს, იგი ხმა არის შემომკრებ ზარის, მიმწვეველ დაფის. 911 სადამდე სადა არ შეხვდა ვაკე - სხვაგვარადაა მოლაპარაკე. ხედავს, ალაგებს ველებს, ქალაქებს. უამხანაგე, შეჰქმენ, განაგე!

912 ვით ჰქონდა შეხლა მონას ამინდის და, შეხე ეხლა რა მდორედ მიდის. უსაზღვრო ტრფობა, გაშლილი მკობად, უსასრულობა კიდითი-კიდის. 913 რა ელვარება აკრავს სინაზის, რა შეყვარება აღელვებს ფაზისს. მოთმენა არ აქვს - მცხეთასთან ნარევს მტკვარსა და არაგვს უერთებს ხმას ის. 914 დღეს ბრძოლის გრძნობის აქვს ტყვიის ფერი მისით იცნობის ძველი იმერი. მუდამ ასეა. ფაზი - ფაზია, ის ძვირფასია და მშვენიერი. 915 ფაზი! ის მხოლოდ ტყვიისფერია, ვით საქართველო, ვით ივერია. ყელი იმერეთს რა მოიღერე, ისევ იმღერე, ვით გიმღერია. 916 როგორ არა ვარ, ძმაო, მართალი: მრავალზე მრავალ ჭირთ გადამტანი კვლავ ვჭვრეტ ვნებული, გაწვალებული, მოძალებულთა ტვირთთ გადამტანი. 917 ჩემი ყრმობის დროს გადამწევს ფაზის, მგრძნობს, გაუმარჯოს მშვენიერ ფაზისს. მე, უბინაომ მსურს გითხრა, ძმაო, აქ არვინაა დამდები რაზის.

Page 61: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

918 განა თუ წინათ ზღვით მოგზაური, უცხო ქვეყნიდან არაქაური - აღელვებული მასზე თქმულებით და ერთგულებით თუმც უცნაური, 919 შემოვიდა რა ფაზზე გემებით, ვეფხს დაედარა მყის დაჩემებით. ჰღელავდა, ჰოდა, არა ცხრებოდა, ტოლებს ეტყოდა: აბა, შემებით! 920 და აავსებდა თასს ფაზის წყალით. დაუსრულებლად სომდა ფიალით. გარს მოდებული მთელი კრებული განცვიფრებულის უჭვრეტდა თვალით. 921 შემდეგ - კოკებით. ამა სასმისით ის ატოკებით უმღერდა ფაზისს: - ნახვა მეღირსა მე, კაცს ზღვებისას, სხვა გაგებისა და შინაარსის. 922 იგი აქ თუა მხნე ორი ტოტით, თქვენც ორ ტოტს შუა შემოკრბით, მოდით. ნახეთ, მედეა, რა დიდი დღეა, რა სამოთხეა, ქებული ოდით. 923 და მცენარეთა მშვენიერ ჩრდილით ტოტმცინარეა ხეთა დუმილით, სხვა ამის ფასი სადაა ფაზი? აქ დგება აწ ის ოცნებით ტკბილით.

924 აქ მისი სული, შავსა და მწვანეს მიჩერებული ზღვა-ოკეანეს, ახალ დასავალს, ტოლთ მრავალ-მრავალს, ნახავს მომავალს ახალ სავანეს. 925 მეთევზე მიდის მჭერელი ზუთხის, იგი არც ამინდს, არც ზღვას არ უფრთხის, - ფაზის პირს მსვლელი ფართოდ გამშლელი ის, ძველისძველის ბადის ნაკურთხის. ―

926 სიტყვას ამაზეც არ გავაგრძელებ, ძვირფას ფაზისის ქებას ვავრცელებ. ვიტყვი, ვარ ვიდრე, ყოველი მკვიდრი ამა სიმდიდრის, იყოს დღეგრძელი. 927 და ერთი ტოტის იქ მეორეზე გადი-გამოდის ნავი მორევზე. მიაქვთ ხალისი უსაყვარლესი და უნაზესი ნიამორებზე. 928 წყალთა მართალნი მარად ტრფიალნი ნავებს მართავენ ხშირ-ხშირად ქალნი, ქალნი იმერნი - ტანმშვენიერნი, თვალ-წარბთ იერით ნახატნი კალმით, 929 წყალზე თანაბრის მსახველნი ხაზის, - ჰშვენის ფრთა აფრის მშვენიერ ფაზისს, - მტვირთელნი დავლის მათ გზათა განვლის მრავალთა-მრავლის და დასთა-დასის. 930 ო, წინანდელი ფაზისის ღმერთა, მძაფრი და ნელი მან შეიერთა, გულთა და ქვათა, მიწათ და ზვავთა, ფერფლთა და წვათა მოყვასთ და მტერთა. 931 ფაზისის პირად. კლდეს აგებული, ზრუნვით ბოგირად გადაგებული, სჩანს დიად ქიმად, ჩონგურის სიმად, როგორც დღე, წვიმა გადაღებული.

Page 62: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

932 სინათლით დღესაც სჯობს ერთი კვალი. მას მზის სხივებზე გააქვს ბრჭყვიალი. იქით - ნავია, ო, როს გავიარ, გზაც უკვდავია, როგორც ტრფიალი. 933 ბრჭყვიალებს ღონის, სიმტკიცის კერპი, აქ იაზონის იდგაო ტერფი. იგი აქ დგმული სჩანს, ვით კუნძული, მთლად დახუნძული მრავალი ნერგით. 934 მნახველი ვინ არს მისებრ ლამაზის, შვების მომფინარს მე ვხედავ ფაზისს. სცნობს გულის ნადებს, სიწრფელეს ბადებს, კვლავ განმინათლებს ბნელსა მე გზას ის. 935 იქ იაზონი * არგონავტებით ვიდოდა გონით მხნედ, თავდადებით, უმჯობესობის კაცთა მრთელობის და წინმსვლელობის მარად თავმდებით. 936 ჰელესპონტთან სხვას მდებარე ქალაქს არქმევდა რეას. სალოცავ ალაგს ნავთ კიდურებთან მიაშურებდა. არ იშურებდა ღონის და ძალას. 937 ო, სიხარულო, დედავ, აქაა, რაც ჩემი გულის ალერსადაა - ბავშვობა, ყრმობა, სიწმინდე, ძმობა, კვლავაც ერთობა წიგნად და გზადა.

938 სიტყვით რაც ძველებრ ხატავს კარგს, ფაქიზს, მე ვამეტყველებ მშვენიერ ფაზისს. მონად ვარ, მიწად მისი ქნარისა, სინარნარისა და სიკისკასის. 939 ვძლებდი და ასეც ვძლებ და კვლავ გავსძლებ, მშვენიერ ფაზისს, დღეებს და ბევრ წლებს მოშორებული ვიყავ ვნებული მის, დიდებულის ვერ ვპოებ შემცვლელს. ―

940 კერა ციმციმებს: გათბით, დაბრძანდით. მძველად სიცივეს კარგა ხანს ჰყვანდით. ამ პირდაპირით სუნთქავთ ნაპირით, თორემ რა პირით წამოგიყვანდით? 941 მისწვდნენ შესამოსს, უცებ გახადეს, დიდხანს მის გამო არ აღაღადეს. განბანეს კარგად, შეზიდეს მაგრად აწ ზედმეტ ბარგად თქმის არ გახადეს. 942 მგზავრიც მას ითხოვს, აწ განაზდეს რად? სხვასაც მოითხოვს, მაგრამ უეცრად - უეცრად ფერი დაედო მტვერის და ყველაფერი დაეშვა ზეწრად. 943 რატომ მას ფერი დაედო მიწის? ხომ არაფერი მოხდა? ვინ იცის! აჰა, ბაგესაც აღმოხდა კვნესა. რაღაც უღრმესად მასში იღვიძებს. 944 სთქვა: - ვგრძნობდი ღრუბელს მე რომ თან მდევდა, სწვდებოდა უბეს, ახრჩობდა სევდა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 945 გასინჯეთ უბე სამოსის ჩემის, იქ ცრემლთა გუბე მქონდა ედემის. გასინჯეთ კარგად, ვაჰ, არა ვარგა, თუ დამეკარგა სიცოცხლე ჩემი.

Page 63: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

946 გასინჯეს უბე, მართლაც უბეში აღმოჩნდა იმა მგზავრის ნუგეში: წიგნი - რვეული, წიგნი - გრძნეული, შემოხვეული ხავერდით, მეშით, 947 წიგნი ქარვითა. სულ მთლად სოველი ვერ იფარავდა, სჩანდა, ქსოვილი. სჩანდა, ცისმარე უვლიდა გარე ცა მოწვიმარე, ცა მომთოველი. 948 წიგნი საერთო იპოვა წმინდა, სახე აენთო და გაუბრწყინდა. უჩინარ მადლთა ძალა ამაღლდა, ისევ განათლდა, რაც დაიბინდა. 949 მივიდა. გზნებით დახედა ქსოვილს და მოწიწებით მის ფურცელს ყოველს ემთხვია გულით აძგერებულით, გულით, სისრულით სიცოცხლის მთოველს. 950 - ავიტანდი ჭირს მრავალგვარს, მჯერა, მხოლოდ ამ წიგნის დაკარგვას - ვერა! ის არის ჩემი ნუგეშისმცემი, სიცოცხლის გემი და ბედისწერა. 951 გიამბობთ რიგით, აწ კი, საშიშრად სველია წიგნი, გთხოვთ, რომ გამიშროთ, წიგნი სველია, ძველისძველია, საყვარელია. დავკარგოთ, ვიშ, რად?

952 ვინ იტყვის იმის თავგადასავალს გრიგალს შავი ზღვის, სხვა ავან-ჩავანს. ბჭე დააქცია, გზა მოაქცია და მოაღწია ამ ჩვენს სავანეს. 953 შემდეგ ფაზისით ამ წყალდიდობას, მე მხოლოდ მისით ვიძენდი გრძნობას, თორემ სხვა ძალა მე გამეცალა, ან სად მეცალა, ან ვიყავ ცნობას? 954 გადარჩა ძველი რა წიგნი ესე, რაა ყოველი, რაც მე ვიკვნესე! – ჯამაათ-ჯარმა იოცა, მგზავრმა რა დაამთავრა ამბავი ესე. 955 ოჯახმა ძველი ის წიგნი იგრძნო და ტარიელიც მსწრაფლ გამოიცნო. ყველა აღელდა, ღელვა ამხელდა, თვალს გაახელდა კედლებიც, ვინძლო. 956 ფეხზე ადგომით თვით მიწამ, ზენამ. შესძახა კრთომით: ტარიელ, შენა? თუ ახალ ძალად ცა გაიშალა, არ ეყოთ ძალა, არ ეყოთ თმენა. 957 და მგზავრის ლანდის აღელდა სასო: - მე ვარ, ავთანდილ: მე ვარ, ძვირფასო. – სთქვა ეს თუ არა, ჟრუანტელმა რა გზით დაუარა სახლს, ვიბაასოთ?

958 სადაა შოთა! ის ასწერს მხოლოდ, ვით ეხვეოდა მგზავრს საამბოროდ მთელი ოჯახი - დიდი და ბალღი, სიბრძნით, სილაღით მძლე ერთი-ორად. 959 სიხარულს მოსხლტა ტბა მრავალგვარი, თვალთაგან მოსკდა ცრემლების ღვარი. კვლავ ცრემლთა დენა. კვლავ ვარდთა ფენა, - ტარიელ, შენა? - გრგვინავდა ქარი. ―

Page 64: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

960 ვით აიწეროს, იმ ძილით სიტკბო მოეფინა როს ტარიელს სითბო - თითქო სულ სძინავს გარეს და შინას, გულს არ უყინავს შავი დღე, თითქო. 961 სიმშვიდის კალთა ასე მომფერე დიად, მრავალთა ხეტიალთ მერე კაცს მიაძინებს. თვალს არ აცილებს, გულს არ ამძიმებს სიყრმე, სიბერე. 962 ამ ძილთან შუქი მოდის ედემით, რაღაც მსუბუქი, ლამაზი გემი. ბნელი ისპობა, გზა გაიყოფა და გაიპობა ტალღათა თხემი. 963 გემი - ატარებს ცათ ლაჟვარდთ შორის მთათ უსადარესთ - კვარცხლი მთაგორის, - იმ ადგილთ კარად კიბესთან მარად, მიმყვანი არა ერთის და ორის. 964 შორეულ მღვიმის რამე საგანი, აგერა იმის ვიწრო საკანი, ყოველდღიური ხმობა ტყიური, ის უცნაური საკანთაგანი. 965 სადაცა ხშირი სდგას მწუხრის ლოცვად მორწმუნე მწირი, მუნ ცრემლთა ხოცვად გარდა ზეცათა და მფლობთა მათთა არ არის სხვათა რამ გარემოცვა.

966 ტკბილი დარია, მაგრამ ყოველი ეს სიზმარია, სიზმარი ძველი. დასცქერის ხატი, ხატი იმათი, ვისაც წარმართი არა სწამს გველი, 967 რამაც ეს წესი მისი არია, მაგრამ, ო, ესეც თუ სიზმარია. სიზმარია თუ მოლანდება ცრუ, მუნჯადა და ყრუდ აქ მოარეა? 968 უცებ გაბრწყინდა მისი საკანი. აენთო წმინდა მზე შინაგანი. შორეულ წერტილთ რამ შემაერთი აქ დგას აწ ერთი იმათთაგანი. 969 აბრმავებდა ის სხივი მის თვალებს, როგორც სხივი მზის ადნობს მწვერვალებს. თუ თავმდაბლობდა, თუ ქედმაღლობდა, მწირს მიაპყრობდა მზერას ელვარეს. 970 ცათა მდელოსი მკაცრი და სადა მას ანგელოსი გამოეცხადა. ის სდუმდა. დიდხანს არ იღებდა ხმას. რა უნდოდა მას, ან რა ეწადა? 971 გული ამ მოსვლით იდუმალ სძგერდა, მას ანგელოზი წყენით დასცქერდა. ეს იყო მზერა ვით ბედისწერა, ეს იყო ცქერა ჯოჯოხეთთ ფსკერთა

972 არამზიური მისი თვალები, სავსენი ციურ იდუმალებით დიდხანს, ო, დიდხანს, სჭვრეტს და ასე სდგას... რაც ადამიანს ავსებს წვალებით. 973 ართუ ცქერითა გულს ანუ თვალსა, სიძლიერითა გახვრეტდენ ქვასა. ის მტერსა და ავს, რაც გადახდეს თავს, ოდეს გული ჰგავს გატეხილ ვაზას. 974 სავსენი ყოველ ციურ სილბილით, მათში ჩაქსოვილ გრძნობითა თბილით, ასე დაკარგვით რა ვპოოთ, მარქვით, ან რა დავარქვათ ღამის ჩრდილს დილით. 975 ხანაც ფოლადით ქვით და რკინებით სჭვრეტდა ის ხატი მას დაჟინებით, ძალით უქრობით, მარად საგრძნობით ხან დამუქრებით, ხან დაშინებით. 976 მაგრამ ვინ მოსთვლის, თუ ვის და სადა კაცს ანგელოსი გამოეცხადა, რა დაუნთო და დღეთ დაუნდოთა რა არ უნდოდა ანუ რა სწადდა. 977 პირველ სამ-ოთხ დღით ადამ და ევა ღმერთმა სამოთხით რა გააძევა, - ვიღაც მოსილი სხვა სამოსელით მან ანგელოსი სხვა დაადევნა.

Page 65: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

978 სახელით სულ სხვა გზის ამსახველით იქ დადგა რისხვა ხელში მახვილით. ვინ იყო ძველი იმ საქმის მთქმელი, ანუ მსმენელი, ან დამნახველი? 979 ან კიდევ აწ ის ყრუ აბრაამი, ნაცვლად ბატკანის არა სიამით, შვილის წინ მდგარი მართლაც საპყარი თითქო: რა არი, რა მოხდა ამით, 980 ჰკლავდა შვილს თუ ძმას, სწვდა ხელთა თანა ანგელოსმა მას წაართვა დანა: ეს იყო ჩრდილი გამოკვეთილი გულით კეთილი, არა სატანა. 981 მაგრამ... ან კიდევ... რამდენი „კიდევ“, ცაო, იდიდე, მარად იდიდე! მაინც ბევრს კაენს არტყამ ერთმანეთს, სიკეთეს მაინც ბევრნაირს იტევ. 982 შენ სხვად შემოსე კაცთა მათ გზანი. შენ ანგელოსებს ხშირად აგზავნი. იდუმალება. აქვთ დავალება, აუარება თანაც საგზალი. 983 შენგნით გზავნილმან მან ანგელოსმან, ვითა ყვავილმა ცათა მდელოსმან, რა ჰქნა, რა ჯადოს მიმართა სხვა დროს, ვით გამოხატოს ამ კალმის მოსმამ.

984 იმა სოფლიდან კვლავ ამა სოფელს გამოუცხადა წმინდა ღვთისმშობელს სიტყვა რა და რა, ვის არ ადარა, ქალწულს და არა სიმრუშეთ მყოფელს. ―

985 მრავალთა დიდათ მთქმელი ხმა ოდენ: „მარიამ, წმინდავ, შენ გიხაროდენ“, მსგავსივე არი, ცათ ბინადარი ფაზისთან მდგარი მგზავრს დასცქერს ოდეს. 968 აღახვნა ბაგე ფრთები დაიწყო და სიტყვა აგრე თვისი დაიწყო: - რაოდენ არის გზის ბობოქარის დენა: რა არის, ფაშვი გაიძღოს. 987 ეჰ, უკუნებავ რაოდენ არის ქვეყნად ცდუნება გზის ჯადოქარის, მისი ბუნება რას ირწმუნება, ჰეი, ცდუნება რაოდენ არის! 988 სადაც არა სჯობს და ხანაც შმაგი სად არ დარაჯობს მოკვდავს ეშმაკი, იგი, ურწმუნო რომ აიცდინო, როგორ იგრგვინო - რომელი ბაგით? 989 ყოველი კედლით დღითა და ღამით ის განუწყვეტლივ ითვლის სიამით, საწამლავს უდებს, არ ასათუთებს. წამებს და წუთებს ის სწამლავს შხამით. 990 მოკვდავს მიუგებს ჩადენილ ცოდვას, იგიც ყურს უგდებს ათასგვარ ბოდვას, თვით არ მიიზღავს ათასგვარ რისხვას, კეთილთა კიცხვას, მაცდურთა ხოტბას -

Page 66: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

991 მსგავსებას სეტყვის ღვთის წინააღმდეგ და ვერვინ ეტყვის მუნ მოკვდავს: დასდეგ! ჭინჭრებს დაიგებ, კარგს ვერ გაიგებ, კოშკს ვერ აიგებ და ხიდს ვერ გასდებ. 992 რად უნდა სჩანდეს ეს კაცის მტერი, იმ ადგილს, სადაც სდგას მონასტერი? სად უნდა იდგეს ის გზას უდიდესს, სადაც უწმინდეს გუმბათს შესცქერი? 993 არ უნდა ასე გექმნა, არც ისა, რომ შენ მონასტერს წარსტაცე მისად წიგნი ძველ დროის ხსნის საწუთროის, ისაკუთრო ის, ჩასთვალო თვისად? 994 ის არ სწყდებოდა, ინახებოდა. ინახებოდა, კი არ ჰქრებოდა. იგრძენ, ვით ერთ დროს ცას არ შეეძლოს გზა გიჩვენოს, როს გაწუხებს ცოდვა. 995 კი არ დაჰქონდათ კიდითი კიდე. არა, ოღონდაც ერთ ადგილს იდო. ყოველ დროების უშიშროების და მყუდროების წიგნი შენ ზიდო? 996 რატომ ვერ გიცვნეს გველი იმ ჯერად, რაღაც სხვა მიზნით რომ შესდეგ ბერად. იყავ ჯალათი მოსული ხატით, ასე ღალატით, ასე ცბიერად.

997 შენ მიიტაცე, ეს უნდოდა მტერს: ძვირფასი ასე განძი მონასტერს იყო მარადის მცველი კარადის. სთვლიდა არად ის იქ დაგროვილ მტვერს. 998 სწოედ: მხეცობას * დაკარგვა სურდა, უძველესობა მისი შეშურდა. არ ცხრებოდა ის, მოითხოვდა სისხლს, განუსაზღვრელ ზიზღს ითხოვდა, სწუხდა. 999 არ ჰქონდა თმენა, განვაგრძო რაღად. გამოგიყენა შენ იარაღად. წიგნი აფრთხობდა, შეტევას გრძნობდა, იარაღს სცნობდა, ალბად, ფრთალაღად. 1000 და იარაღიც გამოდეგ კარგი ზეციურ ბაღის ზედმეტი ბარგი - დაჰკარგე რწმენა. ხომ წაწყდი შენა, აწ ხარ შერცხვენა და მეტი ხარკი. 1001 იარე... წადი... დაადექი გზას. ნუ იწყებ ქადილს, შეევედრე ცას, თორემ ამ დრტვინვათ მეხთა და გრგვინვათ ცეცხლთა და ყინვათ მსხვერპლი, ჰპოებ რას? 1002 ცა შენ მოგისმენს. როგორცა გსურდეს, მოდი ოდესმე, თუკი მოგწყურდეს და წიგნი კი ის მიწისა და ცის სადმე ბილიკის გზით არ გაცურდეს. ―

1003 ტარიელს ესმის ხმა საყვედურის. პასუხობს: - რისთვის, ცა რას მემდურის? კოშკს ციხედ ნაჭედს შევები ქაჯეთს, ვიხმე სიმარჯვედ, ძიება შურის. 1004 მისმინე: ძველი ფიზისის პირად * მთელი სოფელი შეკრბა თათბირად: იქ, სადაც ჭადრის სივრცე სიბადრის ყოფნას ინატრის გული ხშირ-ხშირად. 1005 ამბობდნენ: მზოგვარს, იმ წიგნის ძველის, გვიყვარდა როგორც მშვიდობის მცველი, აწ მოხდა ავი რამე ამბავი, დაძრულა ზვავი შავი და ბნელი. 1006 მიწაც და ცაცა მოწმობს: ვერ ვიგნებთ, ვინ, ვინ მოგვტაცა ძვირფასი წიგნი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1007 მაშინ წარვსდეგი მე ხალხის წინა, წინააღმდეგი მყავდა არვინა. ვთქვი: თუ ვით ვიზღოთ? ვინაც წაიღო წიგნი, ვინ იყო ის, ხალხის მტერი. 1008 წავალ, მოვკვდები ან ვიპოვი წიგნს. არ შევუკრთები დაბრკოლებათ რიგს. თუ თქვენი ნება წინ გამიძღვება, იქ დაბრკოლება რაა, რასა იქმს.

Page 67: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

1009 ხალხმაც ერთპირი სიტყვა, ძლიერი იგრგვინა: გმირი ხარ ტარიელი! არ მოუნდები, ხანს მოდუნდები, არ დაბრუნდები ხელცარიელი. 1010 ეს იყო და ეს. მხარე დავტოვე. გავუდექ შორ გზებს, წიგნიცა ვპოვე. აწ როგორა ვთქვა, თუ რა შემემთხვა. ეს იყო. მე სხვა ცაო, რა გთხოვე. 1011 გამამტყუვნებს ვინ, ვინ გამამტყუვნებს, ვეძებდი ამ წიგნს ათ წელს, მერწმუნე. თორემ რა მსჯიდა, შმაგად რომ მხდიდა, ვპოვე წიგნი და ხალხსვე ვუბრუნებ. 1012 შენი აქ მოსვლაც უსაფუძვლოა. ზოგ ანგელოსის ენაც უძვლოა სად ვპოვე ჩვენი ნუგეშისმცემი წიგნი - ეს ჩემი საიდუმლოა!.. 1013 ანგელოსმან სთქვა: - მე არ ვიცოდი, თუ შენ ამ სულ სხვა ცეცხლით იწოდი. გულს მომხვდა ისრად, არა მეთქმის-რა. შენ დაგაკისრა ხალხმა? მაშ მოდი, 1014 გეამბორები. ეს იყო ბოდვა. გეტყვი: სწორებით არა გაქვს ცოდვა. შენ ძვირზე ძვირი ყოფილხარ გმირი, არ იგრძნო ჭირი და გულდაკოდვა.

1015 ანგელოსმა სთქვა: - ეხლა კი ვიცი, რაა ეგ სუნთქვა. რა ცეცხლით იწვი. – ჰყო ფრთები ცისკენ აჩრდილმა მტკიცედ. ტარიელს მყისვე გამოეღვიძა. ―

1016 ცრემლებით ჰქონდა თვალი, ღაწვიცა. რა მოაგონდა, რამ გააღვიძა. გამოღვიძება მისი იწყება ცრემლით: იწვება ეგონა მიწა. 1017 მას მოეჩვენა რომ არ აქვს სიმხნე სთქვა: რა ფენაა, ეს რა შეიქმნა გარედ და შიგნით... ალთა ციგლიგნი, ო, წიგნი, წიგნი, სადაა წიგნი!.. 1018 კითხვაზე: ო, ეს წიგნი სადაა, მას უპასუხეს: - გაშრა, მზადაა! გაშრა. კვლავ ფერი სდევს შესაფერი, ის, ლმობიერი, ალერსადაა. 1019 შუბლს დაესახა ცისიერება, მისთვის ესაა ბედნიერება. იქმნა კვლავ წრფელი სინათლის მქნელი სიცოცხლე, მთელი ქვეყნიერება. 1020 იგრძნო მშვიდობის კვლავ გარემოცვა და ცრემლი გრძნობის მოადგა როცა, სიზმარი ავი, მგზავრობა მწვავი, სიზმრების ზვავი სდგას, მზემ ამოწვა. 1021 ავთნდილმა როს * მოაღო კარი, ტარიელ ამ დროს კვლავ წიგნით მდგარი წიგნს მოწიწებით შლის, ეფიცება. თან განმტკიცება ეტყობა მძლავრი.

Page 68: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

1022 - გამოიღვიძე, ტარიელ? - ჰკითხა. - ქვეყნის რა იცი, ავთანდილ, მითხარ... - არ შესაწყნარმა, დაუვიწყარმა დაიკლო წყალმა... მოწყენით ვით ხარ. ―

1023 გრიგალი გვრგვინვით რომ არყევდა რტოს, მას ჰქონდა ლხინი წყალდიდობის დროს, ვერ აქრობს ჭაღებს, ბნელს ვერ აჩაღებს, ვერ დააჯახებს წყალსა და ხაბოს. 1024 მაგრამ სულ სხვაა დღე დღევანდელი, არა ოხვრაა და ჟრუანტელი. დღეს მშვიდობის მზე გაანათებს გზებს. ხალხს ნუგეშსა სცემს იმედთ კანდელი. 1025 - წაგვივა ვერსად, მოვსპეთ წყვდიადი. ისევ ხის წვერზე რად ზიხარ, რატი. ცელქობ უარეს, აყურებ არეს, მხოლოდ ეს არის შენი წადილი 1026 სანახაობას თვალს არ აცილებ. ამ დღის რაობას სხვებს უნაწილებ. შენებრივ ბავშვებს შეითამაშებ და აგანგაშებ შვენებრ ყმაწვილებს. 1027 რამდენხანს კიდევ გსურს, ჩემო ხვითო, ხეზე ეკიდო, მაგ ტოტებს ზევით. გეკითხები, ჰო, გსურს რომ მანდ დაჰყო. ჩემო ყაჩაღო, ჩამოდი ქვევით! 1028 აბა, მძინარევ, ჩამო, თუ არა... გადაიარე ეზო და შარა. ვინც სახლში არი, ყველას უთხარი, უცხო სტუმარი გვეწვია, ჩქარა!

1029 სადილზე ადრე შეკრბენ, ვით ძველად. არ ჩამოვარდე, ჩამოდი ნელა. აცნობა კია, რომ ჩვენ გვეწვია უცნობია ძია, - მოვიდეს ყველა! 1030 „ეხლავე“, - გულით იძახის ბავშვი და სიხარულით ეშვება ბაღში მიჰქრის, მიმოჰქრის და ღიმილს მოგვრის ყოველი მოყვრის ეზო-წიაღში. 1031 მისი ხმა მალე გაისმის ყოველ შუკას: - ბაბალე, მუხრან, იოველ, თქვენ გიწვევთ მამა. სტუმრად გვყავს ამო კაცი, მის გამო გეძახით, მოველ. ―

Page 69: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

1032 ფენენ ხალიჩებს ქსოვილებს რამეს, გულს ახალისებს და თვალს აამებს, სხედან მშობლები და მეზობლები, ყველა სოფლელი მტეხელი ღამის. 1033 ავთანდილმა სთქვა: - რაკი დასხედით, დავძრათ ჩვენაც ხმა. კმა ვიყოთ ბედით, სიახლეთ მთვლელი. დარდები ძველი განქრეს ყოველი, თქვენის იმედით. 1034 მუხებთან, ლაღად, ჩონგურით, ქნარით რომ გაგვეშალა სუფრა იქ, გარეთ... მაგრამ, ეჰ, ძმობა აქაც იგრძნობა: რა წყალდიდობა გამოვიარეთ! 1035 უსიამოვნოს დღეს ვინმე ფიქრებს, დრო დააყოვნის, არ შემოიკრებს, ხვალისთვის ვიწყოთ, სხვა დღე მივიზღოთ... ის დავივიწყოთ, რაც იქნეს, იქნეს! 1036 სტუმართ სთქვეს: - აბა, სცნოს მამა-პაპამ. ვერრა ჭაპანმა, ვერარა ჯაფამ, ვერარა ჭირმა, ვერარა გზირმა, ხვნამა, ჩაკირვამ ტყეების კაფვამ 1037 ვერ გადურაზა გულის ხალისი, როცა სუფრაზე უმხურვალესი კაცთა ძმობაში, მეგობრობაში და დანდობაში არის ნალესი.

1038 იყოს ოცნება და სიხარული. პატიოსნებას სული და გული ვინ გადუხაროს, სისხლი მდუღარე, გუშინ მწუხარე - დღეს მხიარული. 1039 - მაშ, მხიარულად იგრძენით თავი. გავსჭრათ მხარულით ყოველი ზვავი, თითქო არ მდგარა აქ ნიაღვარად, არრა მომხდარა გულდასაწვავი. 1040 და საუბართა იმათ სიმრავლის ბეჭედი გაკრთა ზრდილობის, სწავლის. სიტყვა მდიდარი, მოუსყიდარი მიმოქრის, ვითარ ქნარი რუსთავლის. 1041 - დროა, შეიღოს სიბნელის კარი, სული მზე იყოს და გული - ქნარი ქეთევან, ნინო, ჰხამს მოილხინოთ, არ მოგვიწყინოთ უცხო სტუმარი... ―

1042 ავთანდილ იტყვის: - აი, ეს თასი მიირთვას, ვისიც არა გვყავს ფასი. ო, წვეულება! აქ ერთგულება რომ გვეგულება, რაა მის ფასი? 1043 დალეულ იქნას მის სადღეგრძელო, გატანილი აქვს ვისაც მძლედ ლელო. რა მოგვასვენებს, რაკი ვახსენებთ, შუბლი გახსენი, გმირო ქართველო. 1044 გამოჩნდა მისი მძლეთამძლეობა, ვინც მოიხადა მოვალეობა. გზა სანაქებო, ვადიდოთ. ძმებო, და საოცნებო ვაქოთ პირობა. 1045 გზა სანაქებო ვამკოთ ამ თასით, ადიდეთ, ძმებო, და ასწით. ასწით... პირობა არის სიმძლავრე ჯარის, სიცოცხლე მგზავრის მრავალათას წლით. 1046 ეს არის რწმენის გმირთა-გმირობა, ეს არის ჩვენი პირდაპირობა, ვინც სიჭაბუკით დარით თუ ღრუბლით ატარებს უბით იმ დიდ პირობას. 1047 პირობას კიდევ სდევს ასრულება, კიდითი-კიდეს მისდევს თქმულება, პირობას ერთი აქვს ქვეყნად ღმერთი, მარად ისეთი, როგორც უფლება.

Page 70: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

1048 პირობასო აწც დღე ვინ გაართვა. პირობამო კაცს ცოლი წაართვა. აქ არის ზღვარი ერთი, მთავარი. პირობა არის გაძღოლა, მართვა. 1049 თქვენ ამ გმირობის მოსმენას ლამობთ, მეც ერთ პირობის ამბავს გიამბობთ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1050 გახსოვთ, იქ, ძველი ფაზისის პირად მთელი სოფელი შეკრბა თათბირად, იქ, სადაც ჭადრის სივრცე-სიბადრის ყოფნას ინატრის გული ხშირ-ხშირად. 1051 ღამეთა მთენი შეკრბა სოფელი, ამბობდა: ჩვენი შემამკობელი, ჩვენი წყვდიადის და განთიადის წიგნი, მარადის მანათობელი. 1052 ჩვენი ძვირფასზე ძვირფასი წიგნით ვიდოდით ასე გარეთ და შიგნით, ნათელით მისით წრფელით, ფაქიზით ჩვენ მარადისით გზები გავიგნეთ. 1053 წიგნების მზოგვარს ჩვენ ძველისძველი გვიყვარდა, როგორც სიმართლის მცველი, მოხდაო ავი რამე ამბავი - მოსკდაო ზვავი შავი და ბნელი.

1054 ნაწერი მრავალ საუკუნის წინ ასე ერთთავად მოგვტაცაო ვინ. წაიღესო სად, რისთვის, ანუ რად, თუ გააქვრეს მთლად, ვეღარ ვძლებთო შინ. 1055 დამცველებს ვგვანდით ძველ ასოებით, წიგნს ვინახავდით ჩვენ სასოებით. დავკარგეთ ასე, დაგვადგა თავზე ჟამი აღსავსე ამაოებით. 1056 მიწაც და ცაცა მოწმობს. ვერ ვიგნებთ, ვინ, ვინ მოგვტაცა ძვირფასი წიგნი. და ქმნილნი გრძნობად რაიმე ცნობათ გამოსაცნობად ვიდექით რიგნი. 1057 ვიყავთ თანახმა მრავალი კაცის, წიგნი ფაზს გაღმა რომ გაიტაცეს და ის, ვით ნესტან მყოფი საფრთხესთან მოელის ვეფხს ან მოლის არწივს! 1058 მაშინ წარმოსდგა ყრმა ტარიელი, სიტყვა წარმოსთქვა ერთობ ძლიერი; ასე დაიწყო: ის, ვინც წაიღო წიგნი, ვინ იყო ის, უდიერი. 1059 წავალ, მოვკვდები, ან ვიპოვი წიგნს, არ შევუკრთები დაბრკოლებათ რიგს. როს თქვენი ნება წინ წამიძღვება, იქ დაბრკოლება რაა, რასა იქმს.

1060 თუ დამავალებთ, როგორც დიდ მცნებას, ვით ავალებენ კაცს თავდადებას, გულად ვგულებო გულს. ვასრულებო, შევასრულებო თქვენს დავალებას. 1061 ჩვენაც ერთპირი სიტყვა ძლიერი დავურთეთ: გმირი ხარ ტარიელი! ხანს მოუნდები, არ მოდუნდები, არ დაბრუნდები ხელცარიელი. 1062 ეს იყო და ეს... სპეტაკი, წრფელი გაუდგა შორ გზებს ყრმა ტარიელი. რა მოხდა მასში, ვინ შეხვდა გზაში, ქალი თუ ვაჟი გადამთიელი. 1063 თხრობა ძნელია დარდს ვის ატანდა, ათი წელია, რაც ის არ სჩანდა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1064 განმბნევი კვნესის, მომტანი დარის, და, აი, დღეს ის აქ, ჩვენთან არის. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 1065 ის შემოიჭრა ჩვენს გულში შიგნით, წიგნით მოიჭრა, უძველეს წიგნით... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

Page 71: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

1066 - ვაშა ტარიელს! ასწით ფიალა! – ფაზით - დარიალს განთქმამ იალა, და მთელი ერი, ამერ-იმერი მშობლიურ ჟღერით ააგრიალა! ―

1067 წარსულის შორის მოწამე ჟამთა, ორ მთათა შორის შვენის შუამთა. უგვრძვნია მჭევრი ტკივილი მტევრი და უფრო ბევრი კი დაუამდა. 1068 მოწმე იმ ყრმობის კვლავ შუა-ჟამთა, სხვა სერთა შორის ჰშვენის შუამთა. მრავალთა წამთა სჯეროდათ. სწამდათ ძველი შუამთა, კარგი შუამთა! 1069 კვლავ დევს ჰგავს ნამდვილს მუხა იმ გზაში, ეხლაც იმ ადგილს, იმ შუა-მთაში, სად ჩანდა ჩრდილი, გზად შესდგა წყვილი, იმერი ზრდილი - ქალი და ვაჟი. 1070 ვითარცა მზეთა მგზნებარე ძალი, ახლა აგზნებდა ორივეს ალი. გრძნობით ღვარულით არდაფარულით ვაჟს სიხარულით ეტყოდა ქალი: 1071 - ტარიელ, გმადლობ, ეზო ჰგავს - ეზოს. ყოვლად უბადლოს და უმიზეზოს. უნდოდეს ვინმეს, ვერ მისწვდეს წიგნებს, გზას ვერ გაიგნებს, რაგინდ იკვნესოს. 1072 ვისაც როგორ სურს, ეპრიანება - სისწრაფეა თუ დაგვიანება, დამარცხდა ყველა, გველი, წურბელა, მათ კაცთა თელვა ვინ მიანება.

1073 მტერი, მზვერავი... ისე მოგვარდა, რომ შიგ ვერავინ ვერ შემოგვარდეს. გმირი შეიქმენ. სცადე, შეიგნე, მშვიდობის წიგნი გვიყვარს, გვიყვარდეს... 1074 მშვიდობას მიჰყე, ხარ ფალავანი! ააგე ციხე გარს გალავანით. წიგნისთვის სრული აწ გვაქვს ფარული გინდ ცხრაკლიტული, გინდა თავანი. 1075 გალავანს გარის დე, გვრგვინავდეს ზღვა, მტერი სხვა არის და მოყვარე სხვა. ასეა, თორემ მტერმა მეორემ, ახლომ თუ შორემ თავის სიტყვა სთქვა. 1076 მე გითხარ ერთგულს ჩემი ღრმა სევდა, შენს გარდა ჩემს გულს ვინ გაიგებდა: შენ იგრძენ ყველა. რა დარდიც მწველად მწვავდა იმ ხელად და ბნელს მიგებდა. 1077 მაშინ, რა ვუყოთ, მწარედ დაღამდა, დრო უპასუხოდ ხომ არ დაამდა. განვიდა ჟამი. დღეს გაჰქრა შხამი. ცისკრის წამწამი აჰ, ახამხამდა. 1078 ვხედავ, დიადად რომ აწ გათენდა, ო, განთიადო, დიდება შენდა! ვხედავ, გათენდა! . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

Page 72: 1 7 მტერიმზვერავი · და ქარი ცივი. არ იცვლის ზღვა ფერს, ტალღებს ანაძგერს

1079 მოედო აგრე გზას ჟრუანტელი, მაინც არ ჩაჰქრა ჩვენი სანთელი. ვამბობთ: ეს რაცა მოხდა, დამაცა, იყო რაღაცა, თოვლი, ფანტელი. 1080 ხვალის დღის გვჯერა: ჩვენი ალღოა ჩვენი სიმღერა ის სახალხოა! სივრცეა, დროა, მზე თუ ქარია. რაც სახალხოა, უტყუარია. გულს უხარია იმედთა გროვა უტყუარია, რაც სახალხოა. 1081 გულო, დამშვიდდი... მტერი განიბნეს გვაქვს განძი დიდი, არ ვართ ღარიბნი: ძღვნილი შენს მიერ აწ გვინათს ძლიერ წიგნი, ტარიელ, მშვიდობის წიგნი!

[1945 - 56 წწ.]