4
axali xaragauli 292 (19) 6 ivlisi, 2015 w 2 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გა- იმართა. დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბ- რის N 53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საბიუჯეტო ცვლილება სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყო- ფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ წარ- მოადგინა. მოხსენებითი ბარათის თანახმად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათ- ვის გამოყოფილი 2 545 191 ლარი ტენდერე- ბიდან დაზოგილი თანხით 232 185 ლარით შემცირდა და ამ ეტაპზე 2 313 006 ლარით განისაზღვრა. ხარაგაულის მუნიციპალიტე- ტისათვის გამოყოფილი თანხა პროექტების მი- ხედვით შემდეგნაირად განისაზღვრა: კიცხი-ხიდრის გზის რეაბილიტაცია 683 698 ლარი; ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია 642 357 ლარი; ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსთვის და მის მიმდებარე ქუჩებზე (დევდარიანის, გუ- რამიშვილის, ჭიპაშვილის) წყალმომარაგების სისტემის მოწყობა – 199 947 ლარი; ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოს მიმ- დებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მო- წესრიგება – 38 791 ლარი; საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-სა- ბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, დააყენა წინადადება, რომ თუ ტენდერების შედეგად დაზოგილი თანხების გა- მოყენების შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს ისევ მიეცემა, გარკვეული თანხა მოხმარდეს ბაზალეთის ცენტრალური გზის იმ მონაკვეთის მოასფალტებას, რომელზეც საპროექტო დო- კუმენტაცია უკვე შედგენილია და სამუშაო- ების შესასრულებლად თანხა საკმარისი არაა. შეგახსენებთ, რომ ბაზალეთის ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს, თუმცა ვარლამ ჭიპაშვილი დამატებით კიდევ 900 მეტ- რის მოასფალტებას ითხოვს,რომლის განხორ- ციელების შემთხვევაში სოფელში ცენტრალუ- რი გზა მთლიანად მოასფალტებული იქნება. ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოფ- ლის მოსახლეობის სახელით ამ საკითხზე მხარ- დაჭერა დეპუტატებს სთხოვა. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშ- ნულთან დაკავშირებით მსჯელობა არ ისურვა. იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომა- რემ, მიხეილ გელაშვილმა, სოფელ ნადაბურში სპორტული მოედნის დასრულებისათვის და- მატებითი თანხები მოითხოვა. მისივე ინფორ- მაციით, ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში სპორტული მოედნის მოსაწ- ყობად 6000 ლარი გამოიყო, რომელიც მისი დასრულებისათვის საკმარისი არ არის. ნადა- ბურის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ასევე აუცილებელია ნადაბურის ადმინისტრაციულ შენობაში ამბულატორიისთვის გარემონტდეს ერთი ოთახი, რათა მოსახლეობამ სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს. გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე არასამთავ- რობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავ- ლისათვის” დამფუძნებელმა ხათუნა მანჯავი- ძემ, ხარაგაულში მიმდინარე „პოლიეთილენი, დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში” პროექტის გაგრძელებაზე ისაუბრა. ხათუნა მანჯავიძემ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფინანსური მხარდაჭერა ითხოვა. მისი თქმით, წელიწადში 5 000 ლარია საჭი- რო, რომ სოფლებიდან პოლიეთილენის ბოთ- ლების გამოსატანად, „ხარაგაულდასუფთავე- ბას” საწვავის ხარჯი ავუნაზღაუროთ. დეპუტატებმა პროექტის გაგრძლების აუცილებლობა დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ეს ხარაგაულისათვის საჭირო პროექ- ტია და ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ აღ- ნიშნული პროექტის დაფინანსებას. საფინასო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, კი პროექტის კოორდინატორს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა მოს- თხოვა, რომელშიც დეტალურად იქნება დასა- ბუთებული, რაში დაიხარჯება 5 000 ლარი. ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილების შესახებ იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტე- ტის გამგეობაში ცხელი ხაზის სერვისი ამოქმედდა. ცხელი ხა- ზის მეშვეობით მოსახლოებას საშუალება ექნება, პერმანენტუ- ლად ისარგებლოს ამ მომსახურე- ბით და მათთვის საინტერესო თემებზე მიიღოს ამომწურავი ინ- ფორმაცია. დამზადდა საინფორ- მაციო ბანერები, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდა. ბანერებზე ცხელი ხაზის ნომერია მითითებული. 0433-223-225 ეს არის ცხელი ხაზის ნომერი, რომელზედაც და- რეკვა შეგეძლებათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ცხელი ხაზის სერვისი ამოქმედდა რამდენიმე დღის წინ ხარაგაულელმა თამარ ჩერქეზიშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს, კობა ლურსმანაშვილს, ერთჯერადი სოციალური დახმარების თხოვნით მიმართა. ა(ა)იპ ,,მოქალა- ქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” წარმომადგენლები თამარ ჩერ- ქეზიშვილის ოჯახს ესტუმრნენ და მის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. როგორც ქალბატონმა თამარმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას ეკონომიურად ძალიან უჭირს და მიმდინარე შემოწმებების შედეგად სოციალური დახმარებაც შეჩერებული აქვს. მისივე თქმით, ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელზეც მან მუნიციპალიტეტის გამგებელს თხოვნით მიმარ- თა, საკვები პროდუქტების შესაძენად ესაჭიროებოდა. ჩართულობის ცენტრმა შუამდგომლობა გაუწია თამარის ოჯახს, გამგეობის ჯანდაცვისა და სო- ციალური დაცვის სამსახურთან. მდგომარეობის სიმძიმის გამო სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე, მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით, შექმ- ნილი მუდმივმოქმედი კომისიის წევრებმა იმსჯელეს და თამარ ჩერქეზიშვილის განცხადებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგეობა 500 ლარით დაეხმარა. გვერდი მოამზადა ეკა შავიძემ მუნიციპალიტეტის გამგეობა თამარ ჩერქეზიშვილის ოჯახს 500 ლარით დაეხმარა 9 ივლისს სალომე კვირიკაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით პოლო- ნეთში მიემგზავრება. აღნიშნული პროექტი იმერეთის სამხარეო ად- მინისტრაციისა და ქუთაისში პო- ლონური დიასპორის მხარდაჭერით ხორციელდება. სალომე კვირიკაშვილი ,,იმერე- თის ხმა-2015-ის” გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელია. მას არაერთ კონკურსსა და ფესტივალ- ში აქვს მონაწილეობა მიღებული. სალომემ სულ ახლახან ,,მომავლის ვარსკვლავის” ტიტულიც მოიპოვა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის, ინფორმა- ციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სალომე კვი- რიკაშვილი ფულადი ჯილდოს სახით 1000 ლარს მიიღებს. „ადგილობრივი ხელისუფლება სალომეს ყოველთვის გვერდში დაუდგება და შესაძლებლობე- ბის ფარგლებში დააფინანსებს მის საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას. ხარაგაულში ბევ- რი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთა მიმართაც მუნიციპალიტეტი ასევე ყოველთვის გამოხატავს მხარდაჭერას. ჩვენი რაიონი უნდა წარმოჩნდეს იმ ნიჭიერებითა და შესაძლებლობებით, რომლებიც მას გააჩნია” - განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა. სალომე და მისი ოჯახის წევრები აღნიშნული ფაქტით ძალიან გახარებულები არიან და ადგი- ლობრივი ხელისუფლების წარმომად- გენლებს მადლობას უხდიან. მურმან კვირიკაშვილი(სალომე კვრიკაშვილის მამა): სალომეს წარმა- ტებებში დიდი წვლილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიუძღ- ვის. სწორედ მათი ფინანსური მხარ- დაჭერით სალომე სხვადასხვა ფეს- ტივალში იღებს მონაწილეობას. დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის გამგე- ბელს, კობა ლურსმანაშვილს, კულ- ტურის სამსახურს, სამუსიკო სკოლას და კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას, რო- მელიც სალომეს ვოკალის პედაგოგია. სალომე კვირიკაშვილი პოლონეთში 9 ივლისს გაემგზავრება და 29 ივლისს დაბრუნდება. მნიშვნელოვანია ასე- ვე, რომ აგვისტოს თვეში, სალომე კვირიკაშვილი თურქეთში, ქალაქ მარმარისში, საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება და ამ ვიზიტსაც გამ- გეობა სრულად დააფინანსებს. ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მადლიერება გამოხატა ასევე სამუსიკო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლალი ალექსიძემ: „ბატონ კობა ლურსმანაშვილის დიდი დამსახურებაა ის, რომ სალომე თურქეთში, ქ. მარმარისში, საერთაშორისო ფესტივალზე მიემ- გზავრება. წარმატებებს ვუსურვებ სალომეს და იმედს გამოვთქვამ, რომ, როგორც სხვა ფესტივა- ლებიდან, ასევე მარმარისის ფესტივალიდანაც წარ- მატებული და გამარჯვებული დაბრუნდება.” სალომე კვირიკაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთში მიემგზავრება გიორგი ჩიჩილიძე ხარაგაულელია. იგი 1979 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. სწავლა 1986 წელს ხარაგაულის N1 საშუალო სკოლაში დაიწყო და 1996 წელს ქ. თბილისის N173 საჯარო სკოლა- ში განაგრძო, რომელიც 1997 წელს დაამთავრა. 2000-2003 წლებში მუშაობდა შპს „ტრანსვეიზში” ტექნიკურ მენეჯერად. 2005-2007 წლებში - „ყაზ- ტრანსგაზ” თბილისის ოფისში წამყვან ტექნი- კოსად. 2010-2012 წლებში შპს „ელიტა ბურჯის” თანამშრომელი გახლდათ. გიორგი ჩიჩილიძეს მიღებული აქვს განათლება სამედიცინო და ეკო- ნომიკური მიმართულებებით. მან წარმატებით ჩააბარა საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატეს- ტაციო გამოცდები. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ა(ა)იპ „სათნოების სახლის” თანამშრომლებს, ახალი დირექტორი მუნიციპალიტეტის გამგე- ბელმა, კობა ლურსმანაშვილმა 2 ივლისს წა- რუდგინა. ბატონმა კობამ გიორგი ჩიჩილიძეს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მასზე დაკისრებულ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდება. ,,ძალზე საპასუხისმგებლო სფეროა. ვაპი- რებ, მთელი შემართებით ვიმუშაო. არ დავიშურებ ძალასა და შესაძლებ- ლობებს, კმაყოფილი იყვნენ ბენეფი- ციარებიც და თანამშრომლებიც. მო- მავალში სოცილაური მიმართულებით რიგი პროექტების განხორციელება შეიძლება. ვიფიქრებ ამაზე. როცა სამ- სახურში არსებულ მდგომარებას უკეთ გავეცნობი სამომავლო გეგმებზე შემ- დეგ უფრო დაწვრილებით შეიძლება საუბარი”-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გიორგი ჩიჩილიძემ. ა(ა)იპ სათნოების სახლისდირექტორად გიორგი ჩიჩილიძე დაინიშნა

292 (19) 6 ммivммlisi, 2015 w ბიუროს სხდომაზე ...kharagauli.gov.ge/img/files/6-ივლისი015.pdf2 დდლ დუდდხლ ლლლ ზ

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 292 (19) 6 ммivммlisi, 2015 w ბიუროს სხდომაზე ...kharagauli.gov.ge/img/files/6-ივლისი015.pdf2 დდლ დუდდხლ ლლლ ზ

axali xaragauli

292 (19) 6 ммivммlisi, 2015 w

2 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გა-იმართა. დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბ-რის N 53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საბიუჯეტო ცვლილება სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყო-ფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ წარ-მოადგინა. მოხსენებითი ბარათის თანახმად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათ-ვის გამოყოფილი 2 545 191 ლარი ტენდერე-ბიდან დაზოგილი თანხით 232 185 ლარით შემცირდა და ამ ეტაპზე 2 313 006 ლარით განისაზღვრა. ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტისათვის გამოყოფილი თანხა პროექტების მი-ხედვით შემდეგნაირად განისაზღვრა:

კიცხი-ხიდრის გზის რეაბილიტაცია 683 698 ლარი;

ხარაგაული-ბაზალეთის გზის რეაბილიტაცია 642 357 ლარი;

ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოსთვის და მის მიმდებარე ქუჩებზე (დევდარიანის, გუ-რამიშვილის, ჭიპაშვილის) წყალმომარაგების სისტემის მოწყობა – 199 947 ლარი;

ხარაგაულში მშენებარე საავადმყოფოს მიმ-დებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მო-წესრიგება – 38 791 ლარი;

საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-სა-ბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, დააყენა წინადადება, რომ თუ ტენდერების შედეგად დაზოგილი თანხების გა-მოყენების შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს ისევ მიეცემა, გარკვეული თანხა მოხმარდეს ბაზალეთის ცენტრალური გზის იმ მონაკვეთის მოასფალტებას, რომელზეც საპროექტო დო-კუმენტაცია უკვე შედგენილია და სამუშაო-ების შესასრულებლად თანხა საკმარისი არაა. შეგახსენებთ, რომ ბაზალეთის ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს, თუმცა ვარლამ ჭიპაშვილი დამატებით კიდევ 900 მეტ-რის მოასფალტებას ითხოვს,რომლის განხორ-ციელების შემთხვევაში სოფელში ცენტრალუ-რი გზა მთლიანად მოასფალტებული იქნება.

ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოფ-ლის მოსახლეობის სახელით ამ საკითხზე მხარ-დაჭერა დეპუტატებს სთხოვა.

თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშ-ნულთან დაკავშირებით მსჯელობა არ ისურვა.

იურიდიული,სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომა-რემ, მიხეილ გელაშვილმა, სოფელ ნადაბურში სპორტული მოედნის დასრულებისათვის და-მატებითი თანხები მოითხოვა. მისივე ინფორ-მაციით, ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის” ფარგლებში სპორტული მოედნის მოსაწ-ყობად 6000 ლარი გამოიყო, რომელიც მისი დასრულებისათვის საკმარისი არ არის. ნადა-ბურის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ასევე აუცილებელია ნადაბურის ადმინისტრაციულ შენობაში ამბულატორიისთვის გარემონტდეს ერთი ოთახი, რათა მოსახლეობამ სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს.

გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე არასამთავ-რობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავ-ლისათვის” დამფუძნებელმა ხათუნა მანჯავი-ძემ, ხარაგაულში მიმდინარე „პოლიეთილენი, დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში” პროექტის გაგრძელებაზე ისაუბრა. ხათუნა მანჯავიძემ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფინანსური მხარდაჭერა ითხოვა.

მისი თქმით, წელიწადში 5 000 ლარია საჭი-რო, რომ სოფლებიდან პოლიეთილენის ბოთ-ლების გამოსატანად, „ხარაგაულდასუფთავე-ბას” საწვავის ხარჯი ავუნაზღაუროთ.

დეპუტატებმა პროექტის გაგრძლების აუცილებლობა დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ეს ხარაგაულისათვის საჭირო პროექ-ტია და ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ აღ-ნიშნული პროექტის დაფინანსებას. საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, კი პროექტის კოორდინატორს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა მოს-თხოვა, რომელშიც დეტალურად იქნება დასა-ბუთებული, რაში დაიხარჯება 5 000 ლარი.

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილების შესახებ იმსჯელეს

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგეობაში ცხელი ხაზის სერვისი ამოქმედდა. ცხელი ხა-ზის მეშვეობით მოსახლოებას საშუალება ექნება, პერმანენტუ-ლად ისარგებლოს ამ მომსახურე-ბით და მათთვის საინტერესო თემებზე მიიღოს ამომწურავი ინ-ფორმაცია. დამზადდა საინფორ-მაციო ბანერები, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსდა. ბანერებზე ცხელი ხაზის ნომერია მითითებული.

0433-223-225 ეს არის ცხელი ხაზის ნომერი, რომელზედაც და-რეკვა შეგეძლებათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ცხელი ხაზის სერვისი ამოქმედდა

რამდენიმე დღის წინ ხარაგაულელმა თამარ ჩერქეზიშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს, კობა ლურსმანაშვილს, ერთჯერადი სოციალური დახმარების თხოვნით მიმართა. ა(ა)იპ ,,მოქალა-ქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის” წარმომადგენლები თამარ ჩერ-ქეზიშვილის ოჯახს ესტუმრნენ და მის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. როგორც ქალბატონმა თამარმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას ეკონომიურად ძალიან უჭირს და მიმდინარე შემოწმებების შედეგად სოციალური დახმარებაც შეჩერებული აქვს. მისივე თქმით, ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელზეც მან მუნიციპალიტეტის გამგებელს თხოვნით მიმარ-თა, საკვები პროდუქტების შესაძენად ესაჭიროებოდა.

ჩართულობის ცენტრმა შუამდგომლობა გაუწია თამარის ოჯახს, გამგეობის ჯანდაცვისა და სო-ციალური დაცვის სამსახურთან. მდგომარეობის სიმძიმის გამო სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე, მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით, შექმ-ნილი მუდმივმოქმედი კომისიის წევრებმა იმსჯელეს და თამარ ჩერქეზიშვილის განცხადებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგეობა 500 ლარით დაეხმარა.

გვერდი მოამზადა ეკა შავიძემ

მუნიციპალიტეტის გამგეობა თამარ ჩერქეზიშვილის ოჯახს

500 ლარით დაეხმარა

9 ივლისს სალომე კვირიკაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით პოლო-ნეთში მიემგზავრება. აღნიშნული პროექტი იმერეთის სამხარეო ად-მინისტრაციისა და ქუთაისში პო-ლონური დიასპორის მხარდაჭერით ხორციელდება.

სალომე კვირიკაშვილი ,,იმერე-თის ხმა-2015-ის” გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელია. მას არაერთ კონკურსსა და ფესტივალ-ში აქვს მონაწილეობა მიღებული. სალომემ სულ ახლახან ,,მომავლის ვარსკვლავის” ტიტულიც მოიპოვა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის, ინფორმა-ციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სალომე კვი-რიკაშვილი ფულადი ჯილდოს სახით 1000 ლარს მიიღებს. „ადგილობრივი ხელისუფლება სალომეს ყოველთვის გვერდში დაუდგება და შესაძლებლობე-ბის ფარგლებში დააფინანსებს მის საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას. ხარაგაულში ბევ-რი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთა მიმართაც მუნიციპალიტეტი ასევე ყოველთვის გამოხატავს მხარდაჭერას. ჩვენი რაიონი უნდა წარმოჩნდეს იმ ნიჭიერებითა და შესაძლებლობებით, რომლებიც მას გააჩნია” - განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა.

სალომე და მისი ოჯახის წევრები აღნიშნული ფაქტით ძალიან გახარებულები არიან და ადგი-

ლობრივი ხელისუფლების წარმომად-გენლებს მადლობას უხდიან.

მურმან კვირიკაშვილი(სალომე კვრიკაშვილის მამა): სალომეს წარმა-ტებებში დიდი წვლილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიუძღ-ვის. სწორედ მათი ფინანსური მხარ-დაჭერით სალომე სხვადასხვა ფეს-ტივალში იღებს მონაწილეობას. დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის გამგე-ბელს, კობა ლურსმანაშვილს, კულ-ტურის სამსახურს, სამუსიკო სკოლას და კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას, რო-მელიც სალომეს ვოკალის პედაგოგია.

სალომე კვირიკაშვილი პოლონეთში 9 ივლისს გაემგზავრება და 29 ივლისს დაბრუნდება. მნიშვნელოვანია ასე-

ვე, რომ აგვისტოს თვეში, სალომე კვირიკაშვილი თურქეთში, ქალაქ მარმარისში, საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება და ამ ვიზიტსაც გამ-გეობა სრულად დააფინანსებს. ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მადლიერება გამოხატა ასევე სამუსიკო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლალი ალექსიძემ: „ბატონ კობა ლურსმანაშვილის დიდი დამსახურებაა ის, რომ სალომე თურქეთში, ქ. მარმარისში, საერთაშორისო ფესტივალზე მიემ-გზავრება. წარმატებებს ვუსურვებ სალომეს და იმედს გამოვთქვამ, რომ, როგორც სხვა ფესტივა-ლებიდან, ასევე მარმარისის ფესტივალიდანაც წარ-მატებული და გამარჯვებული დაბრუნდება.”

სალომე კვირიკაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით

პოლონეთში მიემგზავრება

გიორგი ჩიჩილიძე ხარაგაულელია. იგი 1979 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. სწავლა 1986 წელს ხარაგაულის N1 საშუალო სკოლაში დაიწყო და 1996 წელს ქ. თბილისის N173 საჯარო სკოლა-ში განაგრძო, რომელიც 1997 წელს დაამთავრა. 2000-2003 წლებში მუშაობდა შპს „ტრანსვეიზში” ტექნიკურ მენეჯერად. 2005-2007 წლებში - „ყაზ-ტრანსგაზ” თბილისის ოფისში წამყვან ტექნი-კოსად. 2010-2012 წლებში შპს „ელიტა ბურჯის” თანამშრომელი გახლდათ. გიორგი ჩიჩილიძეს მიღებული აქვს განათლება სამედიცინო და ეკო-

ნომიკური მიმართულებებით. მან წარმატებით ჩააბარა საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატეს-ტაციო გამოცდები. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ა(ა)იპ „სათნოების სახლის” თანამშრომლებს, ახალი დირექტორი მუნიციპალიტეტის გამგე-ბელმა, კობა ლურსმანაშვილმა 2 ივლისს წა-რუდგინა. ბატონმა კობამ გიორგი ჩიჩილიძეს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მასზე დაკისრებულ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდება.

,,ძალზე საპასუხისმგებლო სფეროა. ვაპი-რებ, მთელი შემართებით ვიმუშაო. არ დავიშურებ ძალასა და შესაძლებ-ლობებს, კმაყოფილი იყვნენ ბენეფი-ციარებიც და თანამშრომლებიც. მო-მავალში სოცილაური მიმართულებით რიგი პროექტების განხორციელება შეიძლება. ვიფიქრებ ამაზე. როცა სამ-სახურში არსებულ მდგომარებას უკეთ გავეცნობი სამომავლო გეგმებზე შემ-დეგ უფრო დაწვრილებით შეიძლება საუბარი”-აღნიშნა ჩვენთან საუბარში გიორგი ჩიჩილიძემ.

ა(ა)იპ „სათნოების სახლის” დირექტორად გიორგი ჩიჩილიძე დაინიშნა

Page 2: 292 (19) 6 ммivммlisi, 2015 w ბიუროს სხდომაზე ...kharagauli.gov.ge/img/files/6-ივლისი015.pdf2 დდლ დუდდხლ ლლლ ზ

2 #292 (19) 6 იიიivlisi 2015 w.axali xaragauli

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედე-გად გამო 110 ოჯახი დაზარალდა. 200-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დედაქალაქს 100 მილიონზე მეტი ზარალი მიადგა. დაზა-რალებულთა დასახმარებლად საქართვე-ლოს მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო პრევენციული ღონისძიებების გატარება. გაიხსნა საბანკო ანგარიშები, რომლებზე-დაც ამჟამადაც მიმდინარეობს თანხების გადარიცხვა და დღესდღეობით საკმაოდ სოლიდური თანხაა დარიცხული. რე-გიონებში ასევე დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. სოლიდარობის აქციაში ხარაგაულიც აქტიურად ჩაერ-თო. ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტ-რში” ერთი კვირის განმავლობაში მიმ-დინარეობდა პირველადი მოხმარების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და არამალფუჭებადი პროდუქტის შეგროვე-ბა. ხარაგაულიდან სტიქიით დაზარალებულთათ-ვის ტვირთი ორი მიკროავტობუსით გაიგზავნა.

აქციაში მონაწილეობა შემდეგმა ორგანიზა-ციებმა მიიღეს:

• ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება” ;• ა(ა)იპ „ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე

-ახალგაზრდობის სახლი” ;

• ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვი-თარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტ-რი” ;

• ა(ა)იპ ,,შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა” ;

• ა(ა)იპ „ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაც-ვის ცენტრი” ;

• ა(ა)იპ „ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთე-კა” ;

• ა(ა)იპ „ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი” ;

• ა(ა)იპ „კეთილმოწყობის სამსახური” ;• ა(ა)იპ ,,სათნოების სახლი“;• ა(ა)იპ ,,კულტურის ცენტრი;

• ა(ა)იპ ,,რეზო თაბულაშვილის სა-ხელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი”

• გამგეობის ადმინისტრაციული სამ-სახური;

• გამგეობის სოციალური სამსახური;• ხარაგაულის სოციალური მომსახუ-

რების სააგენტო;• კიცხის ადმინისტრაციული ერთე-

ული;• ბაზალეთის ადმინისტრაციული ერ-

თეული;• დაბის N2 საჯარო სკოლა;• ბაზალეთის საჯარო სკოლა;• ბორის სკოლა-პანსიონი;• საღანძლის საჯარო სკოლა;• კიცხის საჯარო სკოლა;• ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;

• წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულები;

• ვარძიის საბავშვო ბაღი;

აქციაში ჩაერთნენ კერძო პირებიც: რუსუდან კუპრაძე; მაკა შველიძე; დავით გაჩეჩილაძე.

ფულადი დახმარება გაიღეს:ხევის ადმინისტრაციული ერთეული;ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული;ნადაბურის საჯარო სკოლა;უბისის საჯარო სკოლა;დაბის N3 საჯარო სკოლა;მარელისი საჯარო სკოლა;ვახანის საჯარო სკოლა;ხევის საჯარო სკოლა; ლაშის საჯარო სკოლა;ხუნევის საჯარო სკოლა;ბორითის საჯარო სკოლა;ლეღვნის საჯარო სკოლა;ხიდრის საჯარო სკოლა;ვარძიის საჯარო სკოლა;ვაშლევის საჯარო სკოლა;სარგვეშის საჯარო სკოლა; ღორეშის საჯარო სკოლა; წიფის საჯარო სკოლა;მოლითის საჯარო სკოლა;ზვარის საჯრო სკოლა.დაბაში მცხოვრები გურამ სახვაძე;მადლობა ყველა იმ ადამიანს,რომლებმაც გულ-

თან მიიტანეს ჩვენი მოსახლოების ტკივილი და შეძ-ლებისდაგვარად გაიღეს დახმარება.

ა(ა)იპ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი”

ხარაგაული სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარა

ხარაგაულის სამუსიკო სკოლის პე-დაგოგიური კოლექტივი მუდამ იმის სწრაფვაშია, რომ სრულად გამოავ-ლინოს მოსწავლეთა უნარ-შესაძლებ-ლობანი. მრავალმხრივი და მრავალ-ფეროვანი გახადოს მათთან მუშაობა, რათა შედეგიანი იყოს სასწავლო წლის დასასრული. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზანი სრულ შესაბამისობაშია გა-წეულ მუშაობასთან და წარმატებებიც არ აყოვნებს.

პედაგოგთა მიერ საინტერესო ჩანა-ფიქრის ხორცშესხმა დიდ სიამოვნებას ანიჭებს ყველას, ვისაც უყვარს ხელოვ-ნება, ვისაც ახარებს ჩვენი მოზარდი თაობის წარმატებული დღე ხვალინ-დელი.

ცოტა ხნის წინ დიდი სიამოვნება მიიღო ხარაგაულის საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისაც წილად ხვდა ბედნიერე-ბა, დასწრებოდა შოთა ბუაჩიძის სახე-ლობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლის განახლებულ დარბაზში კონცერტს, რომელმაც მონატრებული მელოდი-ების ჯადოსნურ საბურველში გახვია მსმენელ-მაყურებელი...

სამუსიკო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლალი ალექსიძემ გვიამ-ბო ამ უმშვენიერესი ჩანაფიქრის შესა-ხებ: „მე-20 საუკუნის კინოხელოვნებამ არაჩვეულებრივი ფილმებით გაამ-დიდრა ადამიანთა სულიერი სამყარო. განუზომელია კომპოზიტორთა წვლი-ლი ფილმის სიუჟეტს მისადაგებული მელოდიების შექმნაში. ჩვენი თაობა ამ სიმღერებზე გაიზარდა. წლები გავიდა და სულ მუდამ მქონდა ნოსტალგია მუსიკის ამ სფეროს მიმართ. გადავწ-ყვიტე, მონატრებული მელოდიები შეგვეთავაზებინა ხარაგაულელი მსმე-ნელისათვის სამუსიკო სკოლის მოს-წავლეთა შესრულებით.

ეს იდეა მოიწონეს მასწავლებლებმა, მოიძიეს შესაბამისი სანოტო ლიტერა-ტურა და ძალზე დიდი მონდომებით წარმართეს მუშაობა მოსწავლეებთან. მუდამ ვითვალისწინებთ იმ ფაქტორ-საც, რომ ხარაგაულელი მაყურებელი არის ძალზე გემოვნებიანი, მომთხოვნი და ამავე დროს - ობიექტური.”

შეიქმნა ძალზე საინტერესო პროგ-

რამა ქართული და საზღვარგარეთუ-ლი კინოფილმებიდან: „ბაში-აჩუკი”, „ვერის უბნის მელოდიები”, „ცისფერი მთები”, „ნინო”, „აბეზარა”, „ხევისბერი გოჩა”, „იავნანამ რა ჰქმნა?”, „დათა თუ-თაშხია”, „სამსახურებრივი რომანი”, „კავკასიელი ტვე ქალი”, „ბრილიანტის ხელი”, „მირაჟი”, „ნათლიმამა”, „იღბლი-ანი ჯენტლმენები”, „მუსიკის ჰანგები”, „თეირანი-43”, „ჯაზში მხოლოდ ქალიშ-ვილები არიან”, „შერბურის ქოლგები”, „ქალის სურნელი”.

...და იმ დღეს ნიჭიერება ნამდვი-ლად ზეიმობდა სამუსიკო სკოლის დარბაზში. მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით მიიტანეს მსმენელამდე მუსიკალური ნომრები: გიორგი კვირი-კაშვილმა, მარიამ დუგლაძემ, ანა მე-

იფარიანმა, თამთა კიკნაძემ, მარიამ და ბარბარე ლურსმანაშვილებმა, მარიამ ტაბატაძემ, ელენე ტალახაძემ, თეკლა და საბა ებანოიძეებმა, ნია ფოფხაძემ, თეონა ჭიპაშვილმა, ქრისტინე ლაცა-ბიძემ, მარიამ კიკნაძემ, თამარ ვეფხ-ვაძემ, სალომე კვირიკაშვილმა, კესო შარიქაძემ, ანა მაჭავარიანმა, სალომე მაჭავარიანმა, თამარ თხელიძემ, ნინო ყრუაშვილმა, თამარ კიკნაძემ.

საოცარი კონტაქტი დამყარდა მსმე-ნელსა და მაყურებელს შორის, რამაც ნამდვილად გაამართლა ჩანაფიქრი. მონატრებულმა მელოდიებმა მსმენე-ლი დააბრუნა მე-20 საუკუნის კინოსამ-ყაროში და თითქოს მათ თვალწინ გა-

ცოცხლდა ეპიზოდები. გაცოცხლდნენ მსახიობები...

ირინე ჩხეიძე - ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი - დღეს ჩვენ დიდი სიამოვნება მოგვანიჭა ხარაგაულის ნიჭიერმა თაობამ. ეს მოსწავლეები ნამდვილად აქტიური შემოქმედებით ცხოვრობენ. დიდია პედაგოგთა ძალის-ხმევა. სწორედ ასეთმა თანხვედრილმა შრომამ და ინტერესმა განგვაცდევინა

ესოდენ დიდი სიხარული, დაგვატკბო მონატრებული მელოდიებით.

პაატა გოგოლაძე - ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის გამგებლის პირველი

მოადგილე - ხარაგაულის სამუსიკო სკოლა ნამდვილად კარგი ტრადიცი-ებითაა ცნობილი, მაგრამ წარსულით ტკბობა ბევრს ვერაფერს მოგვიტანს, თუ მას შედეგიანი აწმყო არ დაეშენა. ვიცით, თუ როგორი თავდადებითა და შემართებით მუშაობს ხარაგაულის სამუსიკო სკოლის პედაგოგიური კო-ლექტივი. ისეთი უნარიანი და მოტივი-რებული ხელმძღვანელის მხარდამხარ, როგორიც ქალბატონი ლალი ალექსი-ძეა.

დღევანდელმა დღემ დიდ სიხარულს მაზიარა. თურმე როგორ მოგვნატრე-ბია ეს მელოდიები. მადლობა ჩვენო ნიჭიერო მოსწავლეებო და პროფესი-

აზე შეყვარებულო პედაგოგებო, ასეთ სანეტარო მშვენიერებას რომ შეგვახ-ვედრეთ!

მამუკა ჭიპაშვილი- ა(ა)იპ „ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის განვირათე-ბისა და შიგა ტურიზმის სამსახურის” დირექტორი - საოცრად გემოვნებიანი კონცერტი ვიხილე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხარაგაულელი ბავშ-ვების ნიჭიერებას საზღვარი არა აქვს.

აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჩემი

ამერიკელი სტუმარი ნეით ტრაურინ-გი, რომელიც მშვიდობის კორპუსის დახმარებით ორი წლის განმავლობაში მოხალისედ იმუშავებს ხარაგაულის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში.

დიდი მადლობა ღონისძიების ორ-განიზატორებს. ვისურვებდი ,რომ ხშირად მოეწყოს ასეთი ღონისძიებები უფრო დიდ დარბაზებში, რათა, რაც შეიძლება მეტმა ხარაგაულელმა იხი-ლოს და დატკბეს მაღალი დონის მუ-სიკით.

ნიკოლოზ მაჭავარიანი - ა(ა)იპ „ხარაგაულის ცენტრალური ბიბლი-ოთეკის” დირექტორი - საოცრად სა-სიამოვნო და ამაღელვებელი საღამო იყო. განსაკუთრებით მომეწონა შერ-ჩეული რეპერტუარი არაჩვეულებრივ შემსრულებლებთან ერთად. ვუსმენდი მონატრებულ მელოდიებს ჩემი საყვა-რელი კინოფილმებიდან და იმ ეპოქაში მეგონა თავი, რომელშიც პირველად მოვისმინე ჯერ კიდევ ახალგაზრდამ. ამ საღამომ წარსულში დამაბრუნა და ჩემი სიყრმის ტკბილი მოგონებები გამახსენა. დიდი მადლობა ქალბატონ ლალი ალექსიძეს და მის კოლექტივს.

ჩვეული მაღალი პროფესიონალიზ-მით შეასრულა მელოდია პედაგოგმა დალი მერაბიშვილმა კინოფილმიდან „სხვისი შვილები”.

სცენაზე სიცოცხლის კოცონი აგიზ-გიზდა, როცა გოგონათა სეპტეტმა პე-დაგოგ დარეჯან გვაძაბიასთან ერთად შეასრულა მელოდია ფილმიდან „მუსი-კის ჰანგები.”

მსმენელს დიდი სიამოვნება განაც-

დევინა სამუსიკო სკოლის ე.წ. „კურ-დაუმთავრებელმა”, ბორჯომ-ხარაგა-ულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა სამსახურის უფროსმა გიორგი მუ-ხურაძემ, რომელმაც ვირტუოზულად შეასრულა ნაწარმოებები „ვერის უბნის მელოდიებიდან” და „შერბურის ქოლ-გებიდან”. გიორგი, როგორც მოსწავ-ლე, დიდი ნიჭიერებით გამოირჩეოდა, მაგრამ ფეხბურთი უფრო იზიდავდა. მისმა ყოფილმა მასწავლებელმა ხა-თუნა მაჭავარიანმა აღნიშნა: ერთხელ მეცადინეობაზე გიორგის მაგიერ დამ-ხვდა მისი წერილი: “ხათუნა მასწავლე-ბელო, არ მეძებოთ, რა ვქნა, ფეხბურ-თი მირჩევნია!”

რა თქმა უნდა, ნიჭიერებამ თავისი გაიტანა და „კურსდაუმთავრებელი” გიორგი ამის წყალობით ხშირად ანი-ჭებს სიამოვნებას საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

კონცერტის დასასრულს რევაზ ლაღიძის „ტიალო დარიალაო” კინო-ფილმიდან „ხევისბერი გოჩა” შეასრუ-ლეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და კულტურის ცენტრის ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა.

სამუსიკო სკოლის დირექტორ-მა ჯილდოები გადასცა ხელოვნების აკადემიის მიერ ჩატარებულ კონ-კურს-ფესტივალში გამარჯვებულ მოსწავლეებს: არმაზ შავიძეს, მარიამ ტაბატაძეს, ანა მაჭავარიანს, სალომე კვირიკაშვილს, სალომე მაჭავარიანს.

მადლიერება გამოხატა პედაგოგე-ბის: დალი მერაბიშვილის, დარეჯან გვაძაბიას, ლიანა კვირიკაშვილის, თა-მარ ჩიმაკაძის, ხათუნა მაჭავარიანის, დარეჯან კაციტაძის, მარინა ოკრიბე-ლაშვილის მიმართ.

ხაზი გაუსვა ბატონ ზურაბ ვასაძის დიდ დამსახურებას, რომ იგი გულისხ-მიერებით, თავდადებით, დიდი სიყვა-რულითა და მაღალი პროფესიონალიზ-მით არის ჩართული სამუსიკო სკოლის სისხლსავსე ცხოვრებაში.

- მადლობა ჩვენი რაიონის ხელმძღ-ვანელობას, რომლის თანადგომითაც ადვილად გვიგვარდება ყოველი პრობ-ლემა და გვექმნება პირობები უკეთესი მუშაობისათვის - აღნიშნა ქალბატონმა ლალი ალექსიძემ.

მომხიბლავად უძღვებოდა საღამოს თამარ თხელიძე.

დაე, კვლავ უამრავმა წარმატებამ დაისადგუროს სამუსიკო სკოლის უმშ-ვენიერეს კერაზე ნიჭიერო მოსწავლე-ებო და ამაგდარო პედაგოგებო!

P.S. აღნიშნული კონცერტის ღამეს თბილისში საშინელი ტრაგედია დატ-რიალდა. სამუსიკო სკოლის პედაგო-გებმა გულთან მიიტანეს და განიცადეს ამ უბედურებით გამოწვეული ყველა ტკივილი. შესაძლებლობის შესატყვისად არაფერი დაიშურეს და რაიონის საზო-გადოებასთან ერთად გარკვეული წვლი-ლი შეიტანეს ჰუმანიტარულ აქციაში.

მერი გიორგიძე

თურმე როგორ მოგვნატრებია...

Page 3: 292 (19) 6 ммivммlisi, 2015 w ბიუროს სხდომაზე ...kharagauli.gov.ge/img/files/6-ივლისი015.pdf2 დდლ დუდდხლ ლლლ ზ

3#292 (19) 6 იიიivlisi 2015 w. axali xaragauli

2015 წელი, 24 ივნისი.ეს დღე უქრობ შუქურად აღი-

ბეჭდება ხარაგაულის კულტურუ-ლი და ინტელექტუალური ყოფის მატიანეში. ამ დღეს ხარაგაულს, თავის სათაყვანებელ „ადგილის დე-დას” სამარადჟამოდ „დაუბრუნდა” დიდი მამულიშვილი, დიდი ქართვე-ლი, რეზო თაბუკაშვილი.

ამ მიწის მადლით დააბიჯებდა იგი იტალიაში, საფრანგეთში, ჰო-ლანდიაში, ესპანეთში, არგენტინა-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებ-სა და სხვა უამრავ ქვეყანაში, რომ მოეძიებინა, გამოეკვლია და სა-ქართველოსათვის, შთამომავლო-ბისათვის დაებრუნებინა ქართუ-ლი ნიჭით ნასაზრდოები ყოველი საუნჯე... ამ მიწის მადლით უჭი-რისუფლა: მიხეილ თამარაშვილს, ფორე მოსულიშვილს, ტექსელის ტრაგედიის გმირებს, სუ-ალტოს მწვერვალზე დაღუპულ მიხეილ ხერგიანს...

***უჩვეულო ხალხმრავლობა იყო ამ

დღეს ხარაგაულის კინოთეატრის წინ. თითოეული მათგანი ამაღელ-ვებელი წუთების მონაწილე გახდა. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის სახალხო ლიტერატუ-რულ თეატრს საიუბილეო თარიღი - 20 წელი შეუსრულდა. ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის გამგებ-ლის კობა ლურსმანაშვილისა და თეატრის დამაარსებელ იზა ვეფხ-ვაძის ინიციატივით აქ გამოჩენილი კინოდოკუმენტალისტისა და მრა-ვალმხრივი საზოგადო მოღვაწის რეზო თაბუკაშვილის ბიუსტი უნდა გაიხსნას. წითელი ლენტი რეზო თაბუკაშვილის ვაჟმა ლაშა თაბუ-კაშვილმა და მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ გაჭრეს. იმერეთის გუბერ-ნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ბიუს-ტის ავტორმა გიორგი კიკვაძემ რეზო თაბუკაშვილის უკვდავ სახეს საბურველი ჩამოხსნეს.

ეს ულამაზესი დღე გამგებელ-მა კობა ლურსმანაშვილმა მი-ულოცა დამსწრე საზოგადოებას, ხაზი გაუსვა რეზო თაბუკაშვილის ღვაწლს, ხოლო ლაშა თაბუკაშვილ-მა კი დიდი მადლიერება გამოხატა, მისი მამის მიმართ ასეთი პატივგე-ბის გამო.

ემოციებს ვერ ვუმკლავდებოდი და მინდა, ხარაგაულელთა მადლი-ერებას შევუერთო ჩემი განწყო-ბაც. რასაკვირველია, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ ბიუსტის ავტორის, გიორგი კიკ-ვაძის, უმშვენიერეს ფიზიკურ აღ-ნაგობას განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებდა ეროვნული ქართული სამოსი. თუ აქვე იმასაც დავამა-ტებთ, რომ ბიუსტთან დაკავშირე-ბული საპასუხისმგებლო სამუშაო მოქანდაკემ უანგაროდ შეასრულა, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ - ჭეშმარიტი ქართველი რაინდის, რეზო თაბუკაშვილის, სული სწო-რედ ასეთ ქართველს უნდა გა-ეცოცხლებინა.

მადლობა თქვენ, ბატონო კობა, ქალბატონო ინგა, ქალბატონო იზა, ბატონო გიორგი, ჩემო ხარა-გაულო და ხარაგაულელებო, რომ კინოთეატრის წინ მდებარე მიწის ეს პატარა მონაკვეთი სიწმინდედ აქციეთ ხარაგაულის მომავლი-სათვის. აი, სად უნდა მოვიყვანოთ ამიერიდან ჩვენი მოსწავლე-ახალ-გაზრდები პატრიოტული სულის გასაძლიერებლად სად უნდა გა-დავცეთ მათ სწავლითა და შრომით მოპოვებული ჯილდო-სიგელები, სად უნდა დავადებინოთ ფიცი, რომ გაიზრდებიან ნაღდ ქართველებად, რომ მათ ამ გზაზე ამიერიდან ღუ-დუმექეთის მიწაზე შობილი დიდი ქართული სული წარუძღვება მო-მავლისაკენ.

დიდება და მშვიდობა ამ წმინდა სულს!

***და რაღაც გამოუცნობი ღვთი-

ური ხილვით აღვიქვი, რომ მოქან-დაკე გიორგი კიკვაძის ნიჭითა და მადლიანი მარჯვენით ბრინჯაოში გაცოცხლებულმა დიდმა რეზო თაბუკაშვილმა წამიერად დატოვა კვარცხლბეკი და განახლებული კინოთეატრის დარბაზში იმერუ-ლი სტუმარმასპინძლობის ჩვეული ადათითა და მხოლოდ მისთვის და-მახასიათებელი განუმეორებელი ხმის ტემბრით შეუძღვა ინტელექ-ტუალურ მემკვიდრეს, მისი ცხოვ-რების ერთ-ერთ უკვდავმყოფელს, მისივე სახელობის ხარაგაულის სა-ხალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელს, რეჟისორსა და მსა-ხიობს, ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, საგანგებოდ ამ დღისათვის ხარა-გაულში ჩამობრძანებულ საპატიო სტუმრებს: ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მეუფე დანიელს, უბისა-მარგვეთის ეპარქიის მეუფე მელ-ქისედეკს სასულიერო პირებთან ერთად, იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძეს, მის მოადგილე პა-

ატა ნადირაძეს, იმერეთის მხარის გამგებლებს, მწერლებს: გურამ დოჩანაშვილს, რეზო ჭეიშვილს, გიზო თავაძეს, „საქართველოს ჰიმნის” ავტორს, პოეტ დავით მაღ-რაძეს, მწერალთა კავშირის გამგე-ობის წევრს, პოეტ თემურ ჩალაბაშ-ვილს, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმე-დელს, სპორტულ კომენტატორსა და რადიო „ჯაკოს” დამფუძნებელ ჯამლეტ ხუხაშვილს, კინორეჟისო-რებს: ელდარ შენგელაიას, გიორგი ჭუბაბრიას, გოგა ოსეფაშვილს, დი-ზაინერ მაქს შავიტს, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს, „ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელ ჯემალ ჭკუასელს, ჩოხოსანთა დასის წევ-რებს: მხატვარ ილია პატაშურს, ჟურნალისტ ანზორ ბაბუხადიას, არქიტექტორსა და ქველმოქმედს, პაატა იოსეფს, ყოფილ სახელმ-წიფო მინისტრს, ვაჟა ლორთ-ქიფანიძეს, აკადემია „სახალხო დიპლომატიის” პრეზიდენტ ნინო ანდრონიკაშვილს, კლუბ „26 სა-უკუნის” პრეზიდენტს, პროფესორ ზაირა დავარაშვილს, სუხიშვი-ლების ლეგენდარული ანსამბლის ყოფილ სოლისტს, თენგიზ ურთმე-ლიძეს, ცნობილ ქორეოგრაფ ომარ მხეიძეს, „ერისიონის” გენერალურ მენეჯერს, ოთარ ბლუაშვილს, თბილისის დიდუბის რაიონის გამ-გებლის მოადგილე რამაზ ბლუაშ-ვილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის „პიონერფილმის” სტუ-დიის ხელმძღვანელ გრიგოლ ჩიგო-გიძეს, ტელევიზიის საზოგადოებ-რივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძეს, „პიკის საათის” წამყ-ვან ეკა ტალახაძეს, „არტ-გენის” ერთ-ერთ დამფუძნებელ გია კუბ-ლაშვილს, ტელეკომპანია „რიონის” გენერალურ დირექტორ თამარ ღვინიანიძეს, დაავადებათა კონტ-

როლისა და საზოგადოებრივი ჯან-მრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროს გოჩა გიორგიძეს, ჭიათურის მუ-ნიციპალიტეტის გამგეობის კულ-ტურის სამსახურის უფროს მაია ტყემალაძეს, საქართველოს დამ-სახურებულ ჟურნალისტს, საზო-გადოებრივი მაუწყებლის რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების წამყვანს, გეოლო-გიურ მეცნიერებათა დოქტორ ივა-ნე ჯაფარიძეს, პროფესორ ეთერ თოფჩიშვილს, არქეოლოგ ჯუმბერ

კოპალიანს, მსახიობ ეკა ნიჟარა-ძეს, საკუთარი ოჯახის წევრებს, ლაშა და რეზო (უმცროსი) თაბუ-

კაშვილებს, ნათესავებსა და მეგობ-რებს, ადგილობრივი ხელისუფლე-ბის წარმომადგენლებს, მაღალი სულიერი კულტურის მატარებელ ხარაგაულის საზოგადოებას...

*** მაღალი გემოვნებით გაფორ-

მებულ სცენას ამშვენებს საიუბი-ლეო თარიღი - 20. დარბაზში ყო-ველ სკამზე მაყურებელს ხვდება გაზეთი „კვალი” - მაღალ პოლიგ-რაფიულ დონეზე შესრულებული სპეციალური საიუბილეო გამო-ცემა, რეზო თაბუკაშვილის ის უმშვენიერესი ლექსი 1990 წლის პირველ აგვისტოს, გარდაცვალე-ბამდე ორი დღით ადრე, ანდერძად რომ დაუტოვა შვილიშვილებს და, შეიძლება ითქვას, რომ მასში ჩაქ-სოვილი სიბრძნე ყველა ქართველი ახალგაზრდის მომავლის ორიენ-ტირია.

***საიუბილეო საღამო ჩვეული ოს-

ტატობით მიჰყავდა მწერალ გიზო თავაძეს.

ვიდეოკოლაჟით მაყურებლის თვალწინ გაცოცხლდა თეატრის შემოქმედებითი ყოფის შთამბეჭ-დავი სურათები...

„პიონერფილმის” სტუდიის ხელმ-ძღვანელ გრიგოლ ჩიგოგიძის მიერ სიურპრიზად მომზადებული კლი-პით ცნობილი ადამიანები ლიტერა-ტურულ თეატრსა და მის ხელმძღ-ვანელს, ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, ულოცავენ საიუბილეო თარიღს. შემდეგ კი ქალბატონ იზა ვეფხვა-ძის 53 მონოსპექტაკლიდან სპეცი-ალურად ამ დღისათვის შერჩეული სპექტაკლით „მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები”, რომლის შინაარსსაც რეზო თაბუ-კაშვილისა და ღვთაებრივი სილა-მაზით დალჯიდოებული მედეა ჯა-ფარიძის ამაღლებული ცხოვრება განსაზღვრავს, ქალბატონმა იზამ კვლავ დაგვისურათა იმ უკიდეგა-ნო ნიჭიერებით, რომელიც ზენაარს მისთვის მიუმადლებია.

ამ მშვენიერებასთან შეხვედ-რით მიღებული სიამოვნება სპექ-ტაკლის შემდეგ გულწრფელი აღტაცებით გამოხატეს: ივანე ჯაფარიძემ, მაქს შავიტმა, ილია პატაშურმა, ანზორ ბაბუხადიამ, ჯამლეტ ხუხაშვილმა, დავით შე-მოქმედელმა, ელდარ შენგელაიამ, მაია კვეზერელმა, იმერეთის გუ-

ბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ხა-რაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხე-იძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ. გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა: “ჩვენთვის დიდი ბედნი-ერებაა, რომ დავაფასოთ ღვაწლი დიდი მამულიშვილისა. მადლობე-ლი ვარ, რომ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატუ-რული თეატრის დამფუძნებელმა, ნიჭიერმა ქალბატონმა იზა ვეფხ-ვაძემ, დღეს, საიუბილეო საღამო-ზე, ასეთი მაღალი ხელოვნებით წარმოგვიდგინა რეზო თაბუკაშვი-ლის პატრიოტული ღვაწლი. ხარა-გაულის ადგილობრივი ხელისუფ-ლება სახავს გეგმას, რომ სოფელ ღუდუმექეთში გაიხსნას ამ დიდი პიროვნების სახლ-მუზეუმი.”

იზა ვეფხვაძემ მადლობა გადა-

უხადა მოწვეულ სტუმრებს, ად-გილობრივ ხელისუფლებას, ხარა-გაულის საზოგადოებას, ანსამბლ „უბისს”, ხაზი გაუსვა თეატრის წარმატებებში ტექნიკური მე-ნეჯერის ივანე ჭიპაშვილისა და სპექტაკლების მუსიკალურ გამ-ფორმებელ დალი მერაბიშვილის დიდ დამსახურებას, შემდეგ კი თეატრის განვითარებაში შეტანი-ლი წვლილისათვის მადლობის სი-გელებით დააჯილდოვა სახალხო ლიტერატურული თეატრის ათი მე-გობარი. საიუბილეო საღამო დას-რულდა თეატრის მუსიკალურ გამ-ფორმებელ დალი მერაბიშვილის ტექსტითა და მუსიკით შექმნილ ლიტერატურულ კონკურს „ოდე-ონის” ჰიმნის პრემიერით.

*** და კვლავ გრძელდება ლიტერა-

ტურული თეატრისა და მისი ხელ-მძღვანელის მისამართით ინტერ-ნეტით მოლოცვები ისრაელიდან, საბერძნეთიდან, ამერიკის შეერთე-ბული შტატებიდან, ლონდონიდან...

იუბილეს მეორე დღეს ინტერ-ნეტში პაატა იოსეფის ასეთი წერი-ლი დაიდო: „ვუსმენ და ვერ ვიჯე-რებ. ერთი საათი, ორი საათი...

მოჯადოებული ვარ და ვოც-ნებობ, რომ ეს საოცრება არ დამთავრდეს და გულში ვამბობ: გმადლობთ, ღმერთო, რომ ამ საოცრებისათვის მაყურებინებ და მასმენინებ.

მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დავდივარ და ვუყურებ სპექტაკ-ლებს, მსგავსი რამ არასოდეს მიგ-რძვნია...

ეს თითქოს მზის სხივი იყო, მო-ფარფატე ფოთოლი, რომელსაც თურმე ნიავი დააფრენს საქართვე-ლოში სოფლიდან სოფელში, ქალა-ქიდან ქალაქში და ყველგან სიყვა-რული, სიკეთე და სინათლე მიაქვს.

მიყვარხარ, ჩემო გამზრდელო საქართველო, ასეთ ნიჭიერ ადამი-ანებს, ასეთ სასწაულებს რომ ზრდი!

ქედს ვიხრი საქართველოს წინაშე!” ზაირა დავარაშვილი: „არ შე-

მიძლია, ენით გამოვთქვა აღფრ-თოვანება, სიხარული და გაოცება. ეს იყო სასწაული, ზეიმი, ნამდვილი დღესასწაული. დარბაზი გაოგნე-ბული იყო, ემოციებს ვერ მალავდა. უკვე მერამდენე სპექტაკლს ვუყუ-რებ იზა ვეფხვაძისას...

თვალწინ მიდგას თბილისის დარბაზებში ფეხზე წამომდგარი გაოგნებული საზოგადოება ერთხ-მად რომ აღნიშნავდა: ეს რა საოც-რება ხდება!

ხარაგაულში ამ დაუჯერებელი სასწაულის კიდევ ერთი სპექტაკლი ვიხილეთ...”

პოლიტოლოგმა სოსო ცის-კარიშვილმა ქალბატონ იზას სა-კუთარი წიგნი „ევროპეიზაციის მოლოდინში” უსახსოვრა ასეთი წარწერით: „ქართული ნიჭის აკა-დემიის პრეზიდენტს, გამაოგნებელ იზა ვეფხვაძეს - აღტაცებითა და საოცარი სურვილებით.”

*** დასაწერი კვლავ ბევრია... სამწუხაროდ, ერთი საგაზეთო

სტატია ამ სურვილს ვერ დაიტევს. ლიტერატურული თეატრისა და ქალბატონ იზას მიმართ ხარაგა-ულელთა მადლიერება მინდა, გა-მოვხატო ბატონ ვალერი გოგნაძის უმშვენიერესი პოეტური სტრიქო-ნებით:

„სიტყვას, მოხმობილს საგანძურიდან,მოვარაყებულს ოსტატის ენით,გრძნობებს, წამოსულს წრფელი გულიდან - სულმოუთქმელად კვლავ მრავალს ველით.

მამულს ალივით სწრაფად ედებაჯადო-ნათელი, როგორც ცისკარი,დალოცვილ იყოს შემოქმედება, კვალი შთენილი - დაუვიწყარი”.

ჭეშმარიტად!მერი გიორგიძე

დალოცვილ იყოს!

Page 4: 292 (19) 6 ммivммlisi, 2015 w ბიუროს სხდომაზე ...kharagauli.gov.ge/img/files/6-ივლისი015.pdf2 დდლ დუდდხლ ლლლ ზ

4 #292 (19) 6 იიიivlisi 2015 w.axali xaragauli

გამომცემელი ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი"

მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქ.№15, ტელ: 22 10 25; ტირაჟი 1000 ცალი დირექტორი: ეკა შავიძე; ტელ.: 595 51 98 12

28 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის ახალგაზრდული საკრებულოს ინიცი-ატივით, ხარაგაულის კინოთეატრში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზა-რალებულთა დასახმარებლად საქველმოქ-მედო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაში ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახ-ლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „კახორი” და ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე”, კულტურის ცენტრთან არსებუ-ლი ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი”, ბორის სკოლა-პანსიონის ფოლკლორული ანსამბლი „მთიები”, მომღერლები სალო-მე კვირიკაშვილი, დები თიკო და თათული ლურსმანაშვილები, თიკო ჯანიაშვილი და ნია ბერაძე მონაწილეობდნენ. აქცია-კონ-ცერტის ფარგლებში, კინოთეატრის შე-სასვლელში, ხარაგაულელი ახალგაზრდე-ბის ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ახალგაზრ-დული საკრებულოს წევრებს სპეციალუ-რად ამ დღისთვის მაისურები დაუმზადეს და საჩუქრად გადასცეს. დარბაზი გაივსო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხარაგაულე-ლები გულღიად და უშურველად ეხმარე-ბიან სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს,

საქველმოქმედო კონცერტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურ-სმანაშვილი, მოადგილე თემურ ჩხეიძე და სხვა თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. ახალგაზრდული საკრებულოს დასავლეთ

საქართველოს მენეჯერმა გიორგი მღვდე-ლაძემ აღნიშნა, „ახალგაზრდული საკრე-ბულო თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შეიკრიბა, მაგრამ ასეთი ღონისძიების ჩა-ტარების ინიციატივა არავის გამოუხატავს.

ხარაგაული ამ კუთხით გამოირჩევა და ეს ორმაგად სასიამოვნოა. წარმატებებს ვუ-სურვებ ამ ახალგაზრდებს”. საქველმოქ-მედო ღონისძიებიდან შემოსული თანხით ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები შე-იძინეს და 13 ივნისის სტიქიით დაზარალე-ბულთა დასახმარებლად (გამგეობის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით) თბილისში ჩაიტანეს. ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე, ნანა ჭიპაშვილი მადლო-ბას უხდის ყველას, ვინც ამ კონცერტის ჩატარებაში შეიტანა წვლილი: „მადლობა მუნიციპალიტეტის გამგეობას, კულტურის სახლს და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს გვერდში დგომისთვის. მათ გარკ-ვეული წვლილი შეიტანეს საქველმოქმე-დო ღონისძიების ჩატარებაში, მადლობა თითოეულ მონაწილეს, რომ არა ისინი, ეს კონცერტი ასეთი კარგი ვერ გამოვიდოდა” - განაცხადა ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ ნანა ჭიპაშვილმა ჩვენთან საუბარში.

თეა ბერიძემთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან

ურთიერთობის საკითხებში

ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა

25 ივნისს ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის სოფელ ლეღვ-ნის საბავშვო ბაღში გამოსაშ-ვები ღონისძიება გაიმართა. ღონისძებას სკოლამდელ და-წესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები, საკრებუ-ლოს თავმჯდომარე ინგა მაღ-რაძე, დეპუტატი ჯამბულ გამ-ცემლიძე, სკოლის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ლეღვანში საბავშვო ბაღი წელს პირვე-ლად გაიხსნა. როგორც ყველა ახლადგახსნილი ბაღი, ისიც 25 ბავშვზეა გათვლილი და მასში ამ ეტაპზე 23 აღსაზრდელია.

წელს ლეღვნის საბავშვო ბაღი სამმა აღსაზრდელმა დაამთავ-რა, სექტემბერში კი ბაღს შვი-დი ბავშვი დაემატება.

ღონისძიებაზე აღსაზრდელე-ბი მაყურებელთა წინაშე ლექსე-ბით, სიმღერებით და ცეკვებით იწონებდნენ თავს. ზეიმის და-სასრულს სკოლამდელი დაწე-სებულების გაერთიანებიდან აღსაზრდელებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. საკრებუ-ლოს თავმჯდომარემ კი პატა-რებს ტკბილეული უსახსოვრა.

თამარ ტაბატაძე - ლეღვნის საბავშვო ბაღის გამგე:

„დღევანდელი ღონისძიება,

რომ შედგა ეს პედაგოგებისა და ბავშვების დაუღალავი შრო-მის ნაყოფია. მადლობა მინდა გადავუხადო სკოლამდელი გაერთიანების დაწესებულებას მხარდაჭერისა და თანადგო-მისთვის. ასევე მადლობა მშობ-ლებს, რომლებიც გვერდში გვედგნენ და მუხლჩაუხრელად შრომობდნენ ჩვენთან ერთად. წარმატებებს ვუსურვებ აღსაზ-რდელებს და მათ სკოლისაკენ მიმავალ გზას დავულოცავ.”

ინგა მაღრაძე – საკრებულოს თავმჯდომარე:

„გილოცავთ ბავშვებო საბავშ-ვო ბაღის დამთავრებას. თქვენ გადახვედით ცხოვრების ახალ ეტაპზე და გისურვებთ სკოლი-საკენ მიმავალ გზაზე დაუბრ-კოლებლად გევლოთ. მადლობა საბავშვო ბაღის გამგეს, თამარ ტაბატაძესა და მის თანამშ-რომლებს. რომ არა თქვენი ერ-თობლივი, დაუღალავი შრომა, დღევანდელი ღონისძიება არ შედგებოდა.”

ლალი ვეფხვაძე – ლეღვნის

საბავშვო ბაღის პედაგოგი: „ლეღვნის საბავშვო ბაღისთ-

ვის დღევანდელი გამოშვება პირველია. ბავშვებიც და პე-დაგოგებიც ვნერვიულობდით, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მადლობა ყველას თა-ნადგომისთვის. მადლობა სკო-ლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას და მის დირექ-ტორს ირმა სებისკვერაძეს. ისინი საბავშვო ბაღის გახსნის დღიდან გვერდში გვიდგანან და სტიმულს გვაძლევენ. დარწ-მუნებული ვარ, რომ მომავალში ლეღვნის საბავშვო ბაღი, ხარა-გაულის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი წარმატებული ბაღი იქნება.”

სკოლამდელი გაერთიანების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ლეღვნის საბავშვო ბაღის გამგესა და თანამშრომ-ლებს, დაუღალავი შრომისა და არაჩვეულებრივი ღონისძიების ჩატარებისთვის.

თამარ მაღრაძე

ლეღვნის საბავშვო ბაღში პირველი გამოსაშვები საღამო გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წელს ბოლო ზარი 20 საჯარო სკოლაში დაირე-კა. მიმდინარე სასწავლო წელი სულ 234 მოსწავლემ დაამთავრა. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთაგან 17 მედა-ლოსანია. აქედან შვიდი ოქროს, ხოლო ათი ვერცხლის მედლის მფლობელი გახ-და.

მარიამ თხელიძე (დაბის N3 საჯარო სკოლა); ნოდარ ხიჯაკაძე (ვარძიის სა-ჯარო სკოლა); მარიამ ხიჯაკაძე (ბორის საჯარო სკოლა); მაია გვრიტაძე (კიცხის საჯარო სკოლა); ანა დეკანოსიძე (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია); შალვა აბაშიძე

(წმინდა ანდრია პირველწოდებულის სა-ხელობის სასულიერო გიმნაზია); მარიამ მიქაბერიძე (წმინდა ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის სასულიერო

გიმნაზია); ეს იმ კურსდამთავრებულთა შემადგენლობაა, რომლებმაც საუკეთე-სო შეფასებიდან გამომდინარე ოქროს მედლები დაიმსახურეს.

რაც შეეხება ვერცხლის მედალოსნებს, მათი შემადგენლობა შემდეგნაირად გა-მოიყურება: ანა მდინარაძე (კიცხის სა-ჯარო სკოლა); გიორგი ტაბატაძე (კიცხის საჯარო სკოლა); ლელა შავიძე (კიცხის საჯარო სკოლა); ფოთოლა ბერაძე (ხიდ-რის საჯარო სკოლა); დოდო ჩაჩანიძე (ხიდრის საჯარო სკოლა); ალიკა კურტა-ნიძე (ხევის საჯარო სკოლა); ჯაბა ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა); ანა თავზარაშვი-ლი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის

სახელობის სასულიერო გიმნაზია); თა-მარ ჩხიკვაძე (წმინდა ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია). კურსდამთავრებულებს, მედლები უახლოეს მომავალში გადა-ეცემათ.

თამარ მაღრაძე

ხარაგაულს 7 ოქროს და 10 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს

ზესტაფონი რიკოთის

უღელტეხილს, შესაძლოა, ახალი

Cქაროსნული მაგისტრალით დაუკავშირდეს

ზესტაფონის რაიონი რიკოთის უღელ-ტეხილს, შესაძლოა, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალით დაუკავშირდეს. მზად არის პროექტი, რისთვისაც ახლა მთავრობა და-ფინანსების წყაროებს ეძებს. თუმცა, ავტო-ბანის გაყვანასთან ერთად, გეგმა არსებუ-ლი საგზაო მონაკვეთის შენარჩუნებასაც გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში, ახლად გაყვანილი მაგისტრალით სარგებლობა, სავარაუდოდ, ფასიანი იქნება, თუმცა, არა ყველასთვის. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, აღმოსავ-ლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტ-რალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი ფა-სიანი შეიძლება იყოს იმ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები. ,,თქვენ იცით, რომ როგორც აღმოსავლეთ საქარ-თველოში, ისე დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებ-ლობა და ამ ყველაზე რთულ მონაკვეთზე არის სერიოზული პრობლემები. ამიტომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი. უპირ-ველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გზა მნიშვნელოვნად შეამოკლებს როგორც მანძილს ხაშურსა და ზესტაფონს შორის, ასევე დროს. ამავე დროს, განიხილება სხვა-დასხვა ვარიანტი. მათ შორის, ვარიანტი იმის შესახებ, რომ გზა შეიძლება იყოს ფა-სიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები. სხვა შემთხვევა-ში ეს ვარიანტი არ განიხილება. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ როგორც მიღებულია მსოფლიოში, ფასიანი შეიძლება იყოს გზის მონაკვეთი, თუ მას გააჩნია შესაბამისი ალ-ტერნატივები", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპა-რაკებები, რათა ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტა-ცია უნდა მოხდეს და ამავე დროს დარჩეს ძველი გზა, რომელიც ასევე იქნება სათანა-დო დონეზე აღჭურვილი.

ვულოცავთ ხარაგაულის ერთ-ერთ ღირსეულ პიროვნებას, ნუგზარ ლომსაძეს, საიუბილეო თარიღს - შინაარსიანად გატარებული ცხოვრების 70 წლისთავს. ვუსურ-ვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას საყვარელ ოჯახთან და შთამომავლობასთან ერთად. მუდამ უწინამძღვროს უფლის მადლმა.

სიყვარულით, წერეთლის ქუჩა N27-ის მეზობლები: ლიანა თარგამაძე, მერი გიორ-გიძე, დავით კიკნაძე, ზურაბ კურტანიძე, კახა მაღლაფერიძე, გელა ცხოვრებაძე,

ზურაბ გურგენიძე.