19
თემა 7. ქვეყანათმცოდნეობა, როგორც რეგიონმცოდნეობის წყარო. რეგიონები და ჯგუფებები განსახილველი საკითხები - მაკრორეგიონალური ტიპოლოგია; - ამერიკული რეგიონალიზმი; - აზიურ-წყნაროკიანეთის რეგიონალიზმი; - პოსტსაბჭოთა სივრცე. გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა გვაძლევს სახელმწიფოთა კომპლექსურ დახასიათებას. პოსტბიპოლარურ სამყაროში ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა ქვეყნების მდგრადი კლასიფიკაცია. ადრე გამოჰყოფდნენ კაპიტალისტურ, სოციალისტურ და განვითარებად სახელმწიფოებს. საბჭოთა კავშირისა და მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლის შემდგომ, დაიწყეს ე.წ. ‘გარდამავალი ეკონომიკის“ სახელმწიფოთა გამოკვეთა, რომელთა მიზანია ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. მაგრამ ეს ტრადიციაც მოძველდა. 2007 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოჰყო ქვეყნების ორი ჯგუფი: ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები ( 30 ქვეყანა აშშ-მეთაურობით) და განვითარებადი ქვეყნები ფორმირებადი ბაზრით (145 ქვეყანა). ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად განვითარებულ ქვეყნებად მიჩნეულია ქვეყნები, რომლებიც ევროგაერთიანების ბირთვს შეადგენენ, ასევე, იაპონია, ავსტრალია, კანადა და ახალი ინდუსტრიალური ქვეყნები. დამოუკიდებელ თანამეგობრობის სახელმწიფოთა ქვეყნები, მათთან ერთად საქართველოც წარმოადგენენ სახელმწიფოებს განვითარებადი ბაზრებით. ამავე ჯგუფს საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიაკუთვნებს ცენტრალურ- აღმოსავლეთ ევროპის იმ 15 სახელმწიფოს, რომელთა უმრავლესობა 2004 და 2007 წლებში გახდა ევროკავშირის წევრი. იმავე დიდ ჯგუფს მიკუთვნებულია ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, მექსიკა და აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ნაკლებად განვითარებული ქვეყნები. რასაკვირველია ეს სახელმწიფოთა მეტად განზოგადოებული ტიპოლოგიაა. ჯერჯერობით განსაზღვრება არ აქვთ პოსტინდუსტრიულ ქვეყნებს. საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიები განაპირობებენ ქვეყნების ახალი ტიპების გამოყოფას. ალბათ უკვე დრომოჭმულია ცნება „ახალი ინდუსტრიალური სახელმწიფო“. მაგალითად სინგაპური - სამხრეთ აზიის ქალაქ-სახელმწიფო კონკურენტუნარიანობის ხარისხით წარმოადგენს ერთერთ წამყვან ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ეს მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა - კობერპორტი, სადაც ფუნქციონირებს ელექტრონული მთავრობა. სინგაპურის მთავრობა უზრუნველყოფს ტექნომეწარმეობის მხარდაჭერას, კანონმდებლობის ჩათვლით, ბიზნეს-განათლების განვითარებით, საქმიანი ურთიერთობებისათვის საჭირო მატერიალური პირობების შექმნით. ამერიკის მაგალითზე ტექნოპოლისებისა და სხვა სამეცნიერო - ტექნოლოგიური ცენტრების ფუნქციონირების საფუძველზე შეიქმნა და დაინერგა შესაბამისი პროგრამები. თუ ყურადღებით დავაკვირდებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ჩინეთი დავინახავთ, რომ ეს სამიუდიდესი სახელმწიფო ბევრად განაპირობებს მსოფლიო განვითარებას. ამ სახელმწიფოებმა, რომლებსაც განსხვავებული 1

445_რეგიონმცოდნეობა - თემა 7

Embed Size (px)

DESCRIPTION

regionmcodneoba tema nomeri 7 gadmoweret da waikitxet dzalian sainteresoa a

Citation preview

Page 1: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

თემა 7. ქვეყანათმცოდნეობა, როგორც რეგიონმცოდნეობის წყარო. რეგიონები და ჯგუფებები განსახილველი საკითხები - მაკრორეგიონალური ტიპოლოგია; - ამერიკული რეგიონალიზმი; - აზიურ-წყნაროკიანეთის რეგიონალიზმი; - პოსტსაბჭოთა სივრცე.

გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა გვაძლევს სახელმწიფოთა კომპლექსურ დახასიათებას. პოსტბიპოლარურ სამყაროში ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა ქვეყნების მდგრადი კლასიფიკაცია. ადრე გამოჰყოფდნენ კაპიტალისტურ, სოციალისტურ და განვითარებად სახელმწიფოებს. საბჭოთა კავშირისა და მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლის შემდგომ, დაიწყეს ე.წ. ‘გარდამავალი ეკონომიკის“ სახელმწიფოთა გამოკვეთა, რომელთა მიზანია ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. მაგრამ ეს ტრადიციაც მოძველდა. 2007 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოჰყო ქვეყნების ორი ჯგუფი: ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები ( 30 ქვეყანა აშშ-ს მეთაურობით) და განვითარებადი ქვეყნები ფორმირებადი ბაზრით (145 ქვეყანა). ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად განვითარებულ ქვეყნებად მიჩნეულია ქვეყნები, რომლებიც ევროგაერთიანების ბირთვს შეადგენენ, ასევე, იაპონია, ავსტრალია, კანადა და ახალი ინდუსტრიალური ქვეყნები. დამოუკიდებელ თანამეგობრობის სახელმწიფოთა ქვეყნები, მათთან ერთად საქართველოც წარმოადგენენ სახელმწიფოებს განვითარებადი ბაზრებით. ამავე ჯგუფს საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიაკუთვნებს ცენტრალურ- აღმოსავლეთ ევროპის იმ 15 სახელმწიფოს, რომელთა უმრავლესობა 2004 და 2007 წლებში გახდა ევროკავშირის წევრი. იმავე დიდ ჯგუფს მიკუთვნებულია ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, მექსიკა და აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ნაკლებად განვითარებული ქვეყნები. რასაკვირველია ეს სახელმწიფოთა მეტად განზოგადოებული ტიპოლოგიაა. ჯერჯერობით განსაზღვრება არ აქვთ პოსტინდუსტრიულ ქვეყნებს. საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიები განაპირობებენ ქვეყნების ახალი ტიპების გამოყოფას. ალბათ უკვე დრომოჭმულია ცნება „ახალი ინდუსტრიალური სახელმწიფო“. მაგალითად სინგაპური - სამხრეთ აზიის ქალაქ-სახელმწიფო კონკურენტუნარიანობის ხარისხით წარმოადგენს ერთერთ წამყვან ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ეს მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა - კობერპორტი, სადაც ფუნქციონირებს ელექტრონული მთავრობა. სინგაპურის მთავრობა უზრუნველყოფს ტექნომეწარმეობის მხარდაჭერას, კანონმდებლობის ჩათვლით, ბიზნეს-განათლების განვითარებით, საქმიანი ურთიერთობებისათვის საჭირო მატერიალური პირობების შექმნით. ამერიკის მაგალითზე ტექნოპოლისებისა და სხვა სამეცნიერო - ტექნოლოგიური ცენტრების ფუნქციონირების საფუძველზე შეიქმნა და დაინერგა შესაბამისი პროგრამები. თუ ყურადღებით დავაკვირდებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ჩინეთი დავინახავთ, რომ ეს სამიუდიდესი სახელმწიფო ბევრად განაპირობებს მსოფლიო განვითარებას. ამ სახელმწიფოებმა, რომლებსაც განსხვავებული

1

Page 2: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

პრინციპები აქვთ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მაღწიეს წამყვან პოზიციებს გლობალურ ეკონომიკაში. ამის ახსნაში დაგვეხმარება მათი ცივილიზაციური, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კოდების თავისებურებების ანალიზი. ამერიკის შეერთებული შტატების ცივილიზაციური კოდი წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის ნაწილს ლათინური ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან მიგრანტების დიდი რაოდენობით. მაგრამ დანარჩენ სამყაროზე ზემოქმედების სიძლიერის ერთობლიობით იგი შეიძლება შევადაროთ სახელმწიფო-ცივილიზაციას ან „ლიბერალურ იმპერიას“. ამ უძლიერესი და უმდიდრესი მსოფლიო სახელმწიფოს მოქალაქენი დარწმუნებულნი არიან თავის ეროვნულ განსაკუთრებულობასა და უპირატესობაში სხვა ხალხების მიმართ. ეს გზა უდიდესმა იმპერიებმაც გაიარეს, და ეს ცნობილია ისტორიისათვის. ამერიკამ თავისუფლების ქარტიაზე დაყრდნობით შეძლო შეექმნა განვითარებული დემოკრატია, სწორი ეკონომიკურ ურთიერთობებზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკა, სამართლებრივი ამერიკული სახელმწიფო. თავისუფალი მეწარმეობის ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ რელიგიურია. ამერიკულ დოლარზე ვკითხულობთ : „ ჩვენ გვწანს ღმერთი“. ამერიკელი მილიარდერების უმრავლესობა ბაპტისტებია - ეს საკმაოდ მდგრადი მიმართულებაა ადგილობრივი პროტესტანტიზმის. ბრიტანეთიდან გადმოსახლებულმა მიგრანტებმა ოკეანის გაღმა მიიტანეს ინგლისელების დამახასიათებელი თვისებები გაჯერებული კანონიერების მონტესკიესეული იდეებით, იმ ინგლისელებისა, რომლებმაც ყველას გადააჭარბეს ღვთისმოსაობაში, ვაჭრობასა და თავისუფლებაში. აშშ-ს მთელ რიგ კომპანიებში სამუშაოდ მიღებისას უპირატესობას აძლევენ მორმონებს (ერთერთი გავრცელებული რელიგიური მიმართულება აშშ-ში). მორმონები გამოირჩედვიან განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, აბსოლუტური წესიერებით, მათი ცხოვრებისეული პრიორიტეტებია - ოჯახი, რელიგია, ბიზნესი. გეოპოლიტიკური კოდი. აშშ მე-20 საუკუნეში ელვისებურად გაიჭრა მსოფლიო ლიდერობაში და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, დარჩა ერთადერთ ზესახელმწიფოდ, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მსოფლიო ჰეგემონიაზე. დასავლეთ ნახევარსფეროში მდებარე ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური სამხედრო ძლიერება მას საშუალებას აძლევს ილაპარაკოს ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, რომლის რადიუსშიც მთელი მსოფლიოა მოქცეული. ამერიკული სამხედროპოლიტიკური და ეკონომიკური იმპერია ახდენს მსოფლიოს გლობალიზაციას თავისი შეხედულების მიხედვით, მისი ინტერესების სფეროში შედის მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონი. აშშ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უზრუნველყოფს არა მხოლოდ შიდამოთხოვნებს, არამედ, შეიარაღების ექსპორტის 50 %-ს. იარაღის მიმღები უმსხვილესი ქვეყნებია - თურქეთი, ისრაელი, კუვეიტი, ეგვიპტე, იაპონია, ტაივანი და სამხრეთ კორეა. აშშ სამხედრო დოქტრინა ეფუძნება მაქსიმალურად მობილური, თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიების აღჭურვილი არამრავალრიცხოვანი პროფესიული არმიის ყოლას. მაგალითისათვის მხოლოდ გასული საუკუნის ბოლო 30 წელიწადში ამერიკის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 3,1 მილ-დან 1,4 მილიონამდე შემცირდა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. გეოპოლიტიკური დოქტრინები. 500 წლის წინ ამერიისა და ეფრაზიის სივრცეებმა

2

Page 3: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

ურთიერთობები წამოიწყეს. მაგრამ თუ სუა საუკუნეებში ევროპელებმა ახალი სამყარო აღმოაჩინეს, მე-20 საუკუნეში დაიწყო ამერიკის შეტევა ევრაზიაზე. ამერიკა, რომლის მოსახლეობა დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 5 %- ს შეადგენს ცდილობს თავისი პროტექტორობის ქვეშ მოაქციოს მთელი ევრაზიული სივრცე, იმ ფილოსოფიით, რომ რაც კარგია ამერიკისათვის, კარგია დანარჩენი მსოფლიოსათვისაც. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტად იქცა ძალის მეშვეობით „ჰუმანიზირებული გეოპოლიტიკის“ ვერსია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დომინანტი გახდა „მოწინააღმდეგის (სსრკ-ს) შეჩერების“ დოქტრინა, რაც სხვადასხვა ეტაპზე გამოიხატებოდა „ერთიან მსოფლიოში“, „მოთმინება და სიმტკიცეში“, ძალთა თანაფარდობის სტრატეგიაში და სხვა. გეოპოლიტიკაში დომინირებდა გეოეკონომიკური ფაქტორი. დახმარება გაეწია მთელ რიგ ქვეყნებს, რომლებიც ე.წ. „რკინის ფარდის“ ახლოს მდებარეობდნენ. (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იაპონია, სამხრეთ-კორეა, ტაივანი). ეს ქვეყნები და მთლიანად დასავლეთ ევროპა მოქცეულ იქნა ატომური თავდასხმისაგან დაცვის ამერიკული „ქოლგის“ ქვეშ. რამაც ამ ქვეყნებს საშუალება მისცა სამხედრო შეიარაღებაზე დაზოგილი სახსრებით ეკონომიკური განვითარება განეხორციელებინათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ თავზე იღებს ახალ გეოპოლიტიკურ დოქტრინას - შეასრულოს განსაკუთრებული როლი მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფაში. გეოეკონომიკური კოდი. გეოეკონომიკურმა ფაქტორმა უდიდესი როლი შეასრულა ამერიკის ეკონომიკური სიძლიერის ფორმირებაში. აშშ-ს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო შესაძლებლობა ჰქონდა გარედან დიდი საფრთხეების გარეშე განვითარებულიყო. დიდი და კომპაქტური ტერიტორია ორ ოკეანეს შორის, ასევე, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ამერიკული ეკონომიკისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობა ეკონომიკაში უცვლელია მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან და არსებული პროგნოზებით ასეთივე დარჩება განჭვრეტად მომავალში. იაპონია, იაპონიის ცივილიზაციური კოდი. ამომავალი მზის ქვეყანამ წარმატებებს მიაღწია უდიდეს ეროვნული ტარადიციებსა და წესჩვეულებებზე დაყრდნობით. იაპონლები დიდი რელიგიურობით არ გამოირჩევიან, ბევრი მათგანი თავს სინტოისტებად (კერპთაყვანისმცემლებად), ბუდისტება და ქრისტიანებად მიიჩნევს. იაპონელისათვის სამართლიანია ის რაც მიზანშეწონილია. მისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება სტაბილურობისადმი, გაწონასწორებულობისადმი, სოციალური თანასწორობისადმი, გასაშუალება და უკიდურესობების მიუღებლობა. იაპონიაში არც თუ ბევრი მდიდარია და ცოტაა ღარიბი. იაპონური მენეჯმენტია საფუძველში დევს იაპონელთა კოლექტივიზმი. ეს პრაქტიკულად ერთეროვანი ქვეყანაა. იაპონელთა ეროვნული ტრადიციები მათ გენეტიკურ კოდშია. ყველა მუშაკი ზუსტად ასრულებს თავის მოვალეობას. ჩინოვნიკები დიდი ძალაუფლებით სარგებლობენ და სახელმწიფოსა და მოქალაქეების ურთიერთობა ეფუძნება პრინციპს: „ხალხი ხელისუფლების დამჯერეა - ხელისუფლება ხალხის დამჯერე.“ იაპონიის უახლესი იტორია იწყება 1870 წლებიდან, როცა ქვეყანა გამოვიდა ფეოდალური

3

Page 4: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

იზოლაციიდან, მაგრამ თავი დაიცვა დასავლეთის კოლონიად გახდომისაგან. იაპონიას ესაჭიროებოდა დასავლური ტექნოლოგიები, მაგრამ არა დამოუკიდებლობის დაკარგვის, ან განვითარებულ ქვეყნებზე დამოკიდებულობის ფასად. გეოპოლიტიკური კოდი. მე-19 საუკუნის ბოლოდან იაპონია დაადგა ომებისა და ტერიტორიების დაპყრობის გზას. მეორე მსოფლიო ომის შედეგად იაპონიამ დაკარგა ადრე დაპყრობილი ტერიტორიები ეროვნული სიმდიდრის 25 %, აღმოჩნდა უკანგადასროლილი 20-30 წლით. ქვეყანა ოკუპირებული იყო ამერიკის მიერ, თუმცა იაპონიამ მიიღო საშუალება მოეხდინა დემილიტარიზაცია და დემოკრატიზაცია, რაც ეფექტიანად გამოიყენა კიდეც. 1947 წლის კონსტიტუციამ აღიარა ხალხის სუვერენული უფლებები, დემოკრატიული თავისუფლებები. იმპერატორმა დაკარგა ძალაუფლება, მოხდა დემილიტარიზაცია, დემოკრატიულმა გარდაქმნებმა და სხვა სასიკეთო პროცესებმა დასაბამი მისცეს ეკონომიკურ პროგრესს. ამერიკასთან კავშირი წარმოადგენს იაპონიის პოლიტიკის საფუძველს, ასევე უსაფრთხოების გარანტიას. იაპონია განსაკუთრებულ ყურადრებას უთმობს აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას, მის საგარეო პოლიტიკაში დიდი ადგილი უჭირავს ურთიერთობებს ჩინეთთან, მის უპირველეს კონკურენტთან აზია-წყნარი ოკიანიის რეგიონში. გეოეკონომიკური კოდი. იაპონია მეორე ეკონომიკურად ზესახელმწიფოა. შეზღუდული რესურსების ფარგლებში იაპონიამ აჩვენა უდიდესი ეკონომიკური პროგრესი, დამყარებული მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე. ეროვნულმა, დაწევითი განვითარების მოდელმა საშუალება შექმნა ეკონომიკის მოდერნიზაციის განხორციელებისათვის, საკუთარი კულტურის თავისებურებების შენარჩუნების პირობებში. ეკონომიკური ზრდა ბევრად არის განპირობებული ეკონომიკაში სახელმწიფოს მონაწილეობით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიული მიმართულებები და უზრუნველყო შეზღუდული რესურსების კონცენტრაცია. ასეთი მოდელი აუცილებლობას წარმოადგენდა იაპონიის სიღარიბის გათვალისწინებით. ჩინური ცივილიზაცია საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზით. მან მოახერხა გახსნილიყო გარესამყაროს მატერიალური კომუნიკაციებისათვის და შეზღუდული ყოფილიყო სულირ სფეროში. აღმოსავლეთ ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებრივი განვითარების ჩინური მოდელი, რომელმაც არ უარყო კომუნისტური პრინციპები. მთელი რიგი პოლიტიკოსებისა, ეცნობიან ჩინურ რეალობას ცდილობენ დანერგონ ისინი თავიანთ ქვეყნებში, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ცივილიზაციური კოდი. ჩინური ცივილიზაცია წარმოადგენს დროში ყველაზე ხანგრძლივ, უდიდეს წესრიგზე , სოციალურ ჰარმონიაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებულ ცივილიზაციას. აქ კულტურის, რელიგიისა და სახელმწიფოს საზღვრები პრაქტიკულად ემთხვევა ერთმანეთს. ჩინეთის ისტორია ეს არის თითქმის ერთადერთი მაგალითი სახელმწიფო-ცივილიზაციის უწყვეტი განვითარებისა თითქმის 4 ათასი წლის მანძილზე. კულტუროლოგიურ ასპექტში ცნება „ჩინელი“ ექვივალენტურია არა ცნებასთან

4

Page 5: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

„გერმანელი“ ან „ფრანგი“, არამედ ცნებასთან მთლიანად დასავლეთევრობელი. ჩინეთი ერთადერთი დღეს არსებული კლასიკური იმპერიაა მრავალნაციონალური შემადგენლობით. დროის აღქმის ჩინური შეგრძნება უცხოა ევროპელებისათვის, თუ შენ ცხოვრობ ათასწლოვან სახელმწიფოში, დაკავშირებული ხარ წინაპართა კულტურასთან არსად არ ჩქარობ, შენ ისედაც მარადიულობას ეკუთვნი. ეს მნიშვნელოვანი შეგრძნებაა, რომელიც უდიდესი ფილოსოფიური მემკვიდრეობისა და კულტურის ნიადაგზე ვითარდება. ჩინეთის სტრატეგიული რესურსი სწორედ ისტორიული სტაბილურობასა და დიდ წესრიგზეა ორიენტირებული. დიდი ჩინური კედელი - ძალაუფლების განხორციელების მატერიალური ძეგლი, გარესამყაროსთვის ცივილიზაციის ჩაკეტილობის სიმბოლოა. ფილოსოფიურად კედელი ჰყოფდა სიკვდილსა და სიცოცხლეს, ქაოსსა და წესრიგს. (აშენებულ იქნა ჩინეთის გაერთიანების სემდგომ, ჩვენი წელთაღრიცხვამდე 221 წ.). კედელი, რომელიც იცავდა ჩინეთს მოთარეშე ტომებისაგან დღეს ანსახიერებს დაცვას უცხო რჯულის იდეებისა და წესების შემოტევებისაგან. დიდი აბრეშუმის გზა - მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სავაჭრო კომუნიკაცია ევრაზიულ კონტინენტზე უძველეს დროსა და შუა საუკუნეებში. გარე სამყაროსთან და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობასთან ცივილიზაციის ღიაობის უმნიშვნელოვანესი მატერიალური ძეგლი. დიდი აბრეშუმის გზა უზრუნველყოფდა არა მარტო სავაჭრო, ინფორმაციულ და კულტურულ გაცვლას, არამედ იყო ევრაზიულ სივრცეში მშვიდობის გარანტი. გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად საერთაშორისო დიალოგი ხან იზრდებოდა ხან ქრებოდა ხოლმე. ადამიანის გენიით ამ დროისათვის შექმნილი იყო კონვერტირებადი საქონელი, რომელიც ძლევდა იმ სირთულეებსა და პრობლემებს, ხშირად საფრთხეებსაც კი, რაც მექარავნეებს ხვდებოდათ ამ გზაზე. ჩინური აბრეშუმი ფასით უტოლდებოდა ოქროს და წარმოადგენდა საერთაშორისო ვალუტას. მე-20 საუკუნის მიწურულს სხვა დონესა და ვითარებაში აღდგენილი იქნა დიდი აბრეშუმის გზის იდეა და იგი კარგად ჩაეწერა საქართველოს ინტერესებში იყოს ტრანზიტული ქვეყანა, ხიდი ევროპასა და აზიას შორის. გეოპოლიტიკური კოდი. ჩინეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც შექმნა ცივილიზაციური გეოპოლიტიკა, დაფუძნებული დიდი ჩინური წესრიგის ფილოსოფიაზე. ჩინეთი მრავალი საუკუნის მანძილზე ცდილობს შეინარჩუნოს თავისი საზღვრების ურღვეობა და ცივილიზაციური შეუვალობა, ამასთან, იყოს შერჩევთ გახსნილი გარე სამყაროსთან ჩინური ტრადიციებისა და მენტალიტეტის დაცვით. ამჟამად ჩინეთი წარმოადგენს ზესახელმწიფოებრიობის სერიოზულ კანდიდატს. ჯერჯერობით მას არ აქვს პრეტენზიები შევიდეს „რვიანის კლუბში“, მაგრამ, როდესაც მისი გეოპოლიტიკური ძლიერება საკამათო აღარ იქნება ეს თავისთავად მოხდება. გეოეკონომიკური კოდი. ჩინეთში თანმიმდევრულად ხორციელდება სოციალისტური ეკონომიკის გადასვლა საბაზრო ეკონომიკის რელსებზე. ეს პროცესი მიმდინარეობს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით. ეს ტრანსფორმაცია პასუხობს დენ სიაოპინის ცნობილ ფორმულას : „ მნიშვნელობა არ აქვს რა ფერისაა კატა, შავი თუ თეთრი - მთავარია მან თაგვები დაიჭიროს“.

5

Page 6: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

ჩინეთში „კულტურული რევოლუციით“ გამოწვეული სერიოზული სოციალური მღელვარების შემდგომ 1970 წლიდან დაიწყო ეკონომიკური რეფორმები, რომლის საფუძველი გახდა გეოპოლიტიკური ფორმულა „ერთი სახელმწიფო - ორი სისტემა“. დენ სიაოპინის მიერ ფორმულირებულ იქნა „სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის“ მშენებლობის მიზანი. ჩინეთი ხდება ერთერთი უძლიერესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, ბოლო 30 წელიწადში იგი ფართო მოხმარების საგნების (სათამაშოები, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი) მწარმოებლისა და ექსპორტიორიდან გადაიქცა ხარისხიანი ელექტრონიკის მომწოდებელ სახელმწიფოდ, რამაც ჩინური ექსპორტის 30 % შეადგინა. დიდ განვითარებას მიაღწია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურამ, ენერგეტიკამ, მძიმე მრეწველობის დარგებმა, კოსმოსის ათვისებამ და სხვა. ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 10 წელიწადში შეადგინა 7-10 %. ჩინეთში, კერძოდ შანხაიში მიმდინარეობს გიგანტური 300 სართულიანი სახლის მშენებლობა, რომლის სიმაღლე 1200 მეტრი, ხოლო ფართობი 2 მილიონი კვ. მეტრი იქნება. ამ კომფორტაბელურ საცხოვრებელ სახლში იცხოვრებს 100 000 ადამიანი და მათ მოემსახურება 400 ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჩქაროსნული ლიფტი. ეს გიგანტი მოიმართება ზემძლავრი კომპიუტერით. საზოგადოებრივი განვითარებისადმი ევროპელებისა და ჩინელების მიდგომები დიამეტრალურად განსხვავდება. დინამიური, ფეთქებადი მოდელი, რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში მიუღებელია სახელმწიფო-ცივილიზაციისათვის. თუ დასავლური ფორმულა - დრო - ფულია, კონფუციანური ტრადიციით დრო განიხილება, როგორც თანმიმდევრობა: რაც მეტია სიჩქარე, მით უფრო ძნელია მიზნის მიღწევა. ზომიერი განვითარების ტრადიციები ვლინდება პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და ტექნიკაში. დასავლეთში პროდუქცია ფასდება სტანდარტებითა და ნორმებით, ჩინეთში კი ხარისხიანია ყველაფერი ის რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დანიშნულებისამებრ, მაგალითად ძველი მანქანები და ორთქმავლები. საქმიან წრეებში პრიორიტეტი ენიჭება არა ფირმის დროებით გამორჩენას, არამედ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჩინეთის ეკონომიკაში არა ერთი საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც იმსახურებს იმას, რომ დეტალურად იქნეს შესწავლილი. მნიშვნელოვანია ჩინეთის ღია ეკონომიკის სტრატეგიული კურსი, რომელიც, ასევე დენ სიაოპინის მიერ იყო ფორმულირებული: „ დასთეს ჩაკეტილობას - მოიმკი სიღარიბეს“. თუმცა ზედმეტი ღიაობა, ისევე, როგორც ჩაკეტილობა (იზოლაციონალიზმი) ნეგატიურად აისახება საზოგადოებრივ განვითარებაზე. ჩინეთში ეს კარგად აქვთ გაგებული, ამოტომაცაა, რომ მათ არჩეული აქვთ ღია ეკონომიკის თანმიმდევრული და ზომიერი მოდელი. თანამედროვე ქვეყანათმცოდნეობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს სახელმწიფოთა ცივილიზაციური, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კოდების შესწავლას. შესაბამისად ამ საფუძველზე შეგვიძლია მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლეს იმის დემონსტრირება, რომ რეგიონალურ დონეზე მოახდინონ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სტატუსის

6

Page 7: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

განმსაზღვრელი კომუნიკაცია. მან შეძლო ატლანტიისა და წყნარი ოკიანის ნაპირებზე ორი - ეკონომიკური და ტექნოლოგიური კომუნიკაციური ზრდის პოლუსის მქონე ქვეყნის კარკასის შექმნა , რომელიც ღიაა გარე სამყაროსა და შიდა რეგიონების მიმართ. იაპონიამ შეძლო ეჩვენებინა მსოფლიოსათვის გარედან შემოტანილი ტექნოლოგიურებისა და საკუთარი ცივილიზაციური კოდის რაციონალური შერწყმის შესაძლებლობა. ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ექვემდებარება მთავარ გეოპოლიტიკურ მიზანს - სახელმწიფო-ცივილიზაციის გაერთიანებას ერთ საზღვრებში. თუ შევაჯამებთ ჩინური რეფორმების სარგებლიანობასა და პოზიტივს, გამოვა, რომ მისი წარმატება განპირობებულია სხვისი გამოცდილების ბრმა კოპირების უარყოფაში და ადგილობრივი კულტურულ-ისტორიულ თავისებურებათა გამოყენებაში. დღეისათვის მსოფლიოში 6 020 საერთაშორისო ორგანიზაცია ფუნქციონირებს. როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა. 1. საერთაშორისო (სამთავრობოთაშორისო) ორგანიზაციები. ისინი იქმნებიან სახელმწიფოთა ჯგუფის საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე; ამ ორგანიზაციათა ფარგლებში ხორციელდება წევრ-ქვეყანათა ურთიერთქმედება. მათი ფუნქციონირება ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის საგანთან დაკავშირებით მონაწილეთა საგარეო პოლიტიკის გარკვეულწილად საერთო მნიშვნელამდე დაყვანას. 2. არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები. იქმნებიან არა სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, არამედ ფიზიკური და/ან იურიდიული პირების გაერთიანებით, რომელთა საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის ფარგლებს გარეთ. არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს არ განეკუთვნებიან ისეთი ორგანიზაციები, რომელთა მიზანს მოგების მიღება წარმოადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მრავალფეროვანი შეფასებები არსებობს, უმთავრესი ისაა, ავტორთა ერთი ნაწილი თვლის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ წევრთა მიერ დასახულ იდეებს ისრუტავს და თვით არ ძალუძს იდეების გენერირება. ასეა თუ ისე ალბათ უადგილო არ იქნება სამი ვითარების ხაზგასმა: პირველი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს განვიხილავთ, როგორც საერთაშორისო სამართლის წარმოების მეორად სუბიექტებს, ისინი ჩართულნი არიან (და ზოგჯერ ფრიად აქტიურად) საერთაშორისო ნორმების ფორმირებასა და განხორციელებაში. მეტიც, ამ ნორმების ეფექტიანობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხარისხით არის ისინი სანქციონირებული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მეორე, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა საგრძნობ გავლენას ახდენს მათში მონაწილე სახელმწიფოთა საერთაშორისო-პოლიტიკურ ქცევაზე, უფრო ფართე გაგებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ზოგიერთი ისეთი სამართლებრივი ნორმის ფორმირებას, რომლებიც სავალდებულოდ შესასრულებლად მიიღება. შესაძლებელია ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა სახელმწიფოთათვის მათი საერთაშორისო სოციალიზაციის ფაქტორად გვევლინება.

7

Page 8: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

მესამე, მართალია სახელმწიფოები (დაახლოებით მათი რიცხვი 200-ია) საერთაშორისო ასპარეზზე მთავარ მოქმედ პირებად გვევლინებიან, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები გაცილებით მეტია და ისინი ერთობლიობაში ქმნიან საკმაოდ გაშლილ ქსელს, მოიცავენ რა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკულად ყველა სეგმენტს. საერთაშორისო-პოლიტიკურ ცხოვრებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ზემოქმედების ზემოქმედების მასშტაბები, ხასიათი და სიღრმე საკმაოდ ფართე ფარგლებში ვარირებს. ზოგიერთი მათგანის საქმიანობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და სპეციალურ განხილვას იმსახურებს. თანამედროვე სამყაროში არსებობს უამრავი რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთა მიზანია მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური განვითარება, კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელისშეწყობა. ასევე არსებობს სამხედრო-პოლიტიკური რეგიონალური დაჯგუფებები, რომლებსაც მიზნად აქვს რეგიონალურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მონაწილე ქვეყნების პოზიციების გაძლიერება მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში. განსაკუთრებული ადგილი მათ საქმიანობაში უჭირავს საზღვრისპირა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობებს. შევეხებით რამდენიმე საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელებიც ამინდს ქმნიან საერთაშორისო ასპარეზზე. ეს არის სამხედრო - პოლიტიკური ბლოკი „ნატო“, ეუთო, ევროკავშირი, თავისუფალი ვაჭრობის ჩრდილოამერიკული ზონა , აზია-წყნარი ოკიანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, სუუამი , დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა და სხვა. ევროკავშირი მეტად თავისებური საერთშორისო ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა თავისი უნივერსალური ხასიათით სცილდება მხოლოდ შემვალი ქვეყნების კონკრეტულ ინტერესთა სფეროს. იგი დამოუკიდებლად მოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე, აქვს საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა და დღეისათვის თანამშრომლობს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სულ უფრო იზრდება უკვე არსებული კავშირების მრავალფეროვნებაც. ევროკავშირი მეტად განსაკუთრებულ როლს თამაშობს, როგორც წევრი ქვეყნების, ისე ურთიერთობებში მონაწილე სხვა სახალმწიფოთა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ფარგლებში მოქმედებს ფულად ერთეულთა ერთიანი მექანიზმი, საერთო ეკონომიკური და სოციალური სისტემები. ინტენსიურად მიმდინარეობს აგრეთვე მონაწილე სახელმწიფოთა შიდა ეროვნული კანონმდებლობების და ევროსამართლის ჰარმონიზაციის პროცესი. ორგანიზაციის შექმნით გაუქმდა მთელი რიგი სატრანზიტო-სატრანსპორტო ბარიერები, ცალკეულ ქვეყანათა საბაჟო და სასაზღვრო ზონები. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო მოსახლეობა 450 მილიონ ადამიანს შეადგენს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ბლოკი, რომელიც თავისი მასშტაბით უსწრებს აშშ-სა და იაპონიას. ევროკავშირს აქვს საკუთარი დროშა – ცისფერ ფონზე თორმეტი ოქროსფერი წრიულად

8

Page 9: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

განლაგებული ვარსკვლავი. თავიდან ეს დროშა მხოლოდ ევროპის საბჭოს საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო 1986 წლიდან მისი გამოყენება დაიწყო ევროგაერთიანებამაც. ევროკავშირის ჰიმნია სიხარულის ოდა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიიდან. ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პლურალისტურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იცავს საკუთარ და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს, აქვს ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა, იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს. ევროკავშირს წამყვანი პოზიცია უჭირავს განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენის საქმეში. მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ სახელმ¬წიფოს¬თან დადებული აქვს სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები. მრავალფეროვნების მიუხედავად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საერთო ფასეულობები უდევთ საფუძვლად. ქმნიან რა პარტნიორულ გაერთიანებას, მათი მიზანია ხელი შეუწყონ დემოკრატიის, მშვიდობიანი თანაცხოვრების განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობას. ევროკავშირის შექმნის ისტორია ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებისა და შეუქცევლობის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ - ურთიერთობის საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის. შეთანხმებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში მოაწერეს ხელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა. ევროპის თანამეგობრობა და თითოეული წევრი სახელმწიფო შეთანხმების სრულუფლებიან მხარეებს წარმოადგენენ. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა (სამხრეთ კავკასია). 2002 წლის 18 ნოემბრის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ და 2002 წლის 12-13 დეკემბერს, ევროპული საბჭოს კოპენჰაგენის სამიტმა გამოხატა სურვილი რუსეთთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბელორუსთან და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროს ქვეყნებთან, ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ და მიესალმა ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის სურვილს, ბოლომდე მიიყვანონ აღნიშნული საკითხი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის (ნატო), რომელიც დღიდან დაარსებისა (1949 წ.) საბჭთა ექსპანსიონიზმის შეკავებისა და დასავლური დემოკრატიის დაცვას ემსახურებოდა ახალი რეალიების გათვალისწინებით (საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების შეიარაღებული ძალების დაშლა) ტრანსფორმაციის განხორციელება დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან სირთულეებთან. უპირველეს ყოვლისა-სტრატეგიული მოწინააღმდეგის პარტნიორად აღიარება მოითხოვდა ალიანსის მიზნებისა და ამოცანების ახლებურ კონცეპტუალურ გააზრებას. ევროპული

9

Page 10: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

უსაფრთხოების სისტემის რეალობასთან ადაპტირებასა და თანამშრომლობის ახალი მექანიზმის ჩამოყალიბებას. აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირისაკენ ნატოს ძიდი შემობრუნების ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ ალიანსის სამიტს, რომელიც 1990 წლის 5-6 ივლისს გაიმართა ლონდონში. სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ჩამოყალიბდა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის მთავარი კონტურები, რომელთა საფუძველი იქნებოდა არა ორი დაპირისპირებული ბანაკის ძალთა თანაფარდობა, არამედ თანამშრომლობისა და პარტნიორობის პრინციპები. აღმოსავლეთი ევროპისა და საბჭოთა კავშირის მიმართ ნატოს ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბებამ განვითარება ჰპოვა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე 1991 წლის 10 ივნისს კოპენჰაგენში გამართულ ნატოს საბჭოს სხდომაზე. 1992 წლის 18 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ნაქსის (ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დამტკიცდა დიალოგის პარტნიორობისა და თანამშრომლობის 1993 წლის გეგმა, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ თანმიმდევრულად ხდებოდა პარტნიორობის პრაქტიკული ურთიერთობების განვითარება ნატოსთან. უპირველეს ყოვლის, 1992 წლის პირველ ანალოგიურ გეგმასთან შედარებით გამოიკვეთა სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაციებისა კონკრეტული ღონისძიებების მოცულობის ზრდის ტენდენცია. ამგვარად, ნაქსი სტარტს იღებდა არა მხოლოდ, როგორც პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი, არამედ, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში მზარდი თანამშრომლობის ინსტიტუტი. ყოველივე ეს ერთად განსაკუთრებულ როლსა და ადგილს ანიჭებდა ნაქს-ს ევროატლანტიკურ სივრცეში ახალი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში. ის, რომ ნატოში დაიწყეს ფიქრი ყოფილ სოციალისტურ ბანაკთან ურთიერთობებში თვისობრივი ცვლილებების შეტანაზე. იგრძნობოდა ყოფით საქმიანობაშიც. მაგალითად, ნაქსი-ს წევრი ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, შესთავაზეს ოფისის გახსნა ნატოს შტაბ-ბინაში. 1994 წლის 10-11 იანვარს ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტი ბევრმა მონათლა, როგორც ალიანსის არსებობის მანძილზე ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. სამიტზე მიღებულ იქნა აშშ-ს ახალი ინიციატივა-პარტნიორიბა მშვიდობისათვის პროგრამა. ეს ინიციატივა ითვალისწინებდა ნატოსა და ყოფილ საბჭოთა ბანაკს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას.

ევროპაში უსფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) უნიკალური რეგიონალური ფორუმია, რომელიც პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყანას, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას აერთიანებს. 1994 წლამდე ამ ორგანიზაციას ევროპაში უსაფრთხოებისა და თამამშრომლობის თათბირად მოიხსენიებდნენ. აღნიშნული თათბირი მოწვეულ იქნა 1973 წელს საბჭოთა კავშირის ინიციატივით, ევროპაში დაძაბულობის შენელებისა და თანამშრომლობის განვითარების

10

Page 11: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

მიზნით. თათბირის მუშაობაში ევროპის სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური სისტემის მქონე სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა მონაწილეობდნენ. მონაწილე ქვეყნების ძირითად ამოცანას წარმოადგენდა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა, ევროპის კონტინენტზე სტაბილურობისა და ხალხთა შორის ურთიერთგაგების მიღწევა, კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, ადამიანთა პირადი კონტაქტების გაღრმავება. 1994 წელს ბუდაპეშტის სამიტზე მიღწეულ იქნა შეთანხმება შეცვლოდა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირს სახელი და მას ეუთო ეწოდა, თუმცა პუბლიკაციებში ხშირსა გვხვდება ორივე აბრავიატურა ეუთთ/ეუთო, რაც მიუთითებს, რომ ეს არის ორი ურთიერთშერწყმული, ორგანიულად ერთმანეთის შემავსებელი მოვლენა საერთაშორისო ურთიერთობაში. ეუთოს პოლიტიკური მნიშვნელობა უნიკალურია არა მარტო ევროპაში, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობრობაში მთლიანად. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ერთადერთი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოების სფეროში უშუალოდ საქმიანობს კონფლიქტების თავიდან აცილებისა და დარეგულირების საკითხებში. ეუთოს ყურადრების ცენტრშია, ასევე, კრიზისულ რეგიონებში პოსტკრიზისული რეაბილიტაციის, ამასთან პრევენციული დიპლომატია, ევროპაში არჩევნებზე და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე დაკვირვების საკითხები. ეუთთ/ეუთო – ს ფუძემდებლურ დოკუმენტს წარმოადგენს ჰელსინკის 1975 წლის 1 აგვისტოს აქტი, რომელსაც ხელს აწერს სსრკ, აშშ, კანადა და ევროპის 33 სახელმწიფო. ეს დოკუმენტი მოწოდებული იყო განემტკიცებია სტსტუს-კვო ევროპის კონტინენტზე და განეგრძო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის გზით სვლა. იგი შეიცავს საბაზისო პრინციპებს, რომელიც ჩამოყალიბდა სამ ნაწილად (ე.წ. სამი კალათა) თათბირის სამი უმთავრესი ამოცანის შესაბამისად. პირველი კალათა - ევროპის უსაფრთხოების ზოგადი საკითხები; მეორე კალათა - ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიური თანამშრომლობა, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებში კოოპერაცია. მესამე კალათა - ჰუმანიტარული საკითხები და ადამიანის უფლებების დაცვა. მნიშვნელოვანი როლი ეუთოს საქმიანობაში შეაქვს კონსესუსუს გამოყენების პრინციპს, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ წევრ ქვეყანას გადამჭრელი გავლენა მოახდინოს ეუთოს გადაწყვეტილებებზე. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის გარემოს ხელშეწყობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონის მომავლისადმი საერთო მიდგომების შემუშავებას. ამ მიმართულებით საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობას, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის მიმართული. საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრია. BSEC-ი რეგიონის 12 სახელმწიფოს აერთიანებს; 1992 წლის 25 ივნისს სტამბოლის დეკლარაციით დასაბამი მიეცა მის არსებობას. 1998 წელს ხელი მოეწერა წესდებას. 1999

11

Page 12: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

წლის 1 მაისს შედგა ინაუგურაცია. მისი მიზანია ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რეგიონში ურთიერთკავშირების განვითარების, პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა. BSEC -ის წევრი სხვა სახელმწიფოების მსგავსად, საქართველო ამ ორგანიზაციას ევროკავშირში თანდათანობითი ინტეგრაციის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავს. ამასთან დაკავშირებით, BSEC -ის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინიტრების თბილისის მე-13 შეხვედრაზე მიღებული BSEC -სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პლატფორმა ქმნის ამ ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციის მყარ საფუძველს. წევრი სახელმწიფოები: 1. ალბანეთი 2. აზერბაიჯანი 3. ბულგარეთი 4. თურქეთი 5. მოლდოვა 6. საბერძნეთი 7. საქართველო 8. სერბია და მონტენეგრო 9. სომხეთი 10. რუმინეთი 11. რუსეთი 12. უკრაინა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, „დსთ“ საერთაშორისო ორგანიზაცია, ან ალიანსი, შედგება 10 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთისგან. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია.

დსთ-ს შექმნა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოხდა და რუსეთის ლიდერთა მტკიცებით მისი დანიშნულება საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ცივილური განქორწინების განხორციელება უნდა ყოფილიყო. თუმცა მრავალ დამკვირვებელთა აზრით დსთ -ს რუსეთისთვის საშუალება უნდა მიეცა შეენარჩუნებინა გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. თანამეგობრობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მისმა წევრებმა მრავალ საერთო შეთანხმებას მოაწერეს ხელი ეკონომიკის, თავდაცვისა და საგაერო პოლიტიკის ინტეგრაციისა და კოოპერაციის თაობაზე. პოპულარული წარმოდგენის მიუხედავად დსთ კონფედერაცია არ არის.

1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც გაეროს დამაფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის - შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ)“ შექმნის ხელშეკრულებას.

12

Page 13: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქში ალმა-ათაში ეუთოს დამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურები გარდა ბალტიის ქვეყნებისა როდესაც მათ ხელი მოაწერეს დსთ-ში გაწევრიანებას.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას საქართველო 1993 წლის დეკემბერში შეუერთდა. იგი 2006 გამოვიდა თავდაცვის მინისტრთა საბჭოდან, 2008-ში გაკეთდა განცხადება გასვლის სურვილთან დაკავშირებით, 2009 წლის 18 აგვისტოს საქართველო ოფიციალურად გამოვიდა დსთ-დან. რამდენიმე სიტყვით შევეხოთ სხვა არანაკლები მნიშვნელობის ორგანიზაციებს, რომლებიც ამინდს ქმნიან არა მარტო კონკრეტულ რეგიოინებში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია - განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც 1961 წელს შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით. ამჟამად აღნიშნულ ორგანიზაციაში შედის 30 სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიც. მის მუშაობაში ცალკე წევრის სტატუსით მონაწილეობს ევროკომისია. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD), წინამორბედს წარმოადგენს 1948 წელს მარშალის გეგმის საფუძველზე დაარსებული ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (OEEC).

OECD წარმოადგენს ე.წ. "მდიდარი ქვეყნების კლუბს", რომელშიც ქვეყნის გაწევრიანების წინაპირობას ეკონომიკური განვითარების მაღალი დონის გარდა საბაზრო ეკონომიკისა და პლურალისტური დემოკრატიული პრინციპების განუხრელად დაცვა წარმოადგენს.

აღნიშნული ორგანიზაციის წევრი საქართველო არ არის, თუმცა აქტიურად თანამშრომლობს OECD-ის არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის ცენტრის (CCNM) საშუალებით.

არაერთი მნიშვნელოვანი რეგიონალური ორგანიზაცია ფუნქციონირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1948 წელს. მისი წევრია 35 სახელმწიფო. 1971 წელს შეიქმნა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის მეთვალყურეთა ორგანო, რომელშიც სხვა კონტინენტების სახელმწიფოთა წარმომადგენლები მოღვაწეობენ. ორგანიზაციასთან აკრედიტებული არიან მუდმივი მეთვალყურეები, მათ შორის: ავსტრია; ბელგია; გფრ; ესპანეთი; იტალია; კანადა; ნიდერლანდი; საფრანგეთი; შვედეთი.

ორგანიზაციის მიზნებია: კონტინენტზე მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცება, სადავო საკითხების მშვიდობიანი მოგვარება და უთანხმოების თავიდან აცილება; აგრესიის შემთხვევაში – ერთობლივი მოქმედება, ამერიკის ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტისათვის ხელშეწყობა, ძალთა გაერთიანება ეკონომიკური, სოციალური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული პროგრესისათვის. ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების ხელშეკრულებით, რომელიც 1947 წელს რიო-დე-ჟანეიროში იქნა ხელმოწერილი, აგრეთვე სხვა სამხედრო შეთანხმებებით.

13

Page 14: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

ორგანიზაციაში შესვლა შეუძლია დასავლეთ ნახევარსფეროს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მის წესდებას აღიარებს სტრუქტურა. ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელსაც ყოველწლიურად იწვევენ. იგი განსაზღვრავს ორგანიზაციის პოლიტიკასა და საქმიანობას, მისი ორგანოების სტრუქტურასა და ფუნქციებს. ყველა ქვეყნისათვის საინტერესო, სასწრაფო ხასიათის პრობლემების განსახილველად იწვევენ საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო თათბირს. სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე საკონსულტაციო თათბირს. სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე საკონსულტაციო თათბირის დასახმარებლად დაარსებულია თავდაცვის საკონსულტაციო კომიტეტი აღმასრულებელი და ადმინისტრაციული ორგანოა მუდმივი საბჭო, რომელიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისაგან შედგება. საბჭოსთან შექმნილია მრავალი დამხმარე ორგანო: პანამერიკული სამართლებრივი კომიტეტი (ქ. რიო-დე-ჟანეირო) კონსულტაციებს უწევს გენერალურ ასამბლეას. მის მოვალეობას შეადგენს იმ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შემუშავება და კოდიფიკაცია, რომლებიც ხელს უწყობენ ამერიკის სახელმწიფოთა ინტეგრაციის პროცესს.

მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე ორგანიზაციასთან შექმნილია 6 სპეციალიზებული დაწესებულება: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ამერიკის ქვეყნების ინსტიტუტი (ქ.სან-ხოსე-კოსტა-რიკა); ჯანმრთელობის დაცვის პანამერიკული ორგანიზაცია (ქ. ვაშინგტონი); ბავშვთა „ამერიკათშორისი“ ინსტიტუტი (ქ. მონტევიდეო-ურუგვაი); გეოგრაფიისა და ისტორიის პანამერიკული ინსტიტუტი (ქ. მეხიკო – მექსიკა); ქალთა „ამერიკათშორისი“ კომისია (ქ. ვაშინგტონი); ამერიკათშორისი“ ინსტიტუტი ინდიელი მოსახლეობის საკითხებზე (ქ. მეხიკო – მექსიკა). აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ცნობილი „სან-ხოსეს პაქტის“ სახელით. ძალაში შევიდა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ყველა წევრისათვის 1978 წელს, ანუ 9 წლის შემდეგ მისი შემუშავების დღიდან. თუ ადამიანის უფლებათა ნუსხა ეფუძნება ჯერ კიდევ 1948 წლის მაისში (ე.ი. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამდე რამდენიმე თვით ადრე) მიღებულ დეკლარაციას ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა შესახებ, მისი შემუშავების პროცესში მასში ბევრი რამ იყო შეტანილი მომდევნო საერთაშორისო აქტებიდან, მათ შორის, უფლებათა დაცვის მექანიზმის მხრივ. აქაც შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია და ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომლებსაც მიეცათ უფლება, მიეღოთ საჩივრები ინდივიდებისაგან, აგრეთვე ადამიანთა ჯგუფებისა და არასმათავრობო ორგანიზაციებისაგან.

ამერიკის სივრცისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობით მეორე ორგანიზაციაა თავისუფალი ვაჭრობის ჩრდილოამერიკული ასოციაცია, წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკურ თანამეგობრობას. მას საფუძველი ჩაეყარა თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ 1988 წელს აშშ-სა და კანადას შორის ხელმოწერილმა შეთანხმებამ. ამ შეთანხმებას 1992 წელს შეუერთდა მექსიკა და ამ თანამეგობრობამ მიიღო ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სახელი. ასოციაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს არა მარტო საბაჟო ბარიერების მოხსნა ქვეყნებს შორის, არამედ ერთიანი საკონტინენტო ბაზრის შექმნა და საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გაცვლა. ამ ორგანიზაციის შექმნა განპირობებული იყო იმ გეოპოლიტიკური ცვლილებებით, რაც განხორციელდა ევროპაში ევროკავშირის გაფართოებით. რეგიონის ქვეყნები სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული თანამშრომლობის განვითარებაში კონტინენტზე და მის გარეთ.

14

Page 15: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

მრავალი რეგიონალური ჯგუფებია შექმნილი და ფუნქციონირებს ლათინურ ამერიკაშიც. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზარი, რომელიც 1991 წელს დააფუძნეს არგენტინამ, ბრაზილიამ, პარაგვაიმ და ურუგვაიმ. ამ გაერთიანების მიერ შექმნილი თავისუფალი ვაჭრობის ზონა მოიცავს 12 მილ. კვ. კილომეტრს და 200 მილიონი მცხოვრებით. საბაჟო ბარიერების მოხსნის პარალელურად აქ მიღებული იქნა ერთიანი ტარიფი მესამე ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობისათვის.

არანაკლები სიძლიერის რეგიონალური ორგანიზაციები ფუნქციონირებს აღმოსავლეთშიც. ასე მაგალითად, არაბულ სახელმწიფოთა ლიგა (არაბული ქვეყნების ლიგა) რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 22.III.1945 კაიროს კონცეფციაზე. 1950 წელს ლიგის წევრებმა წესდების დამატებით ხელი მოაწერეს თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ ხელშეკრულებას, ხოლო 1965 წელს – სოლიდარობის პაქტს, რომელიც თავისი ფორმით საერთაშორისო ხელშეკრულებაა.

არაბულ სახელმწიფოთა ლიგის მიზნებია: ლიგის წევრ სახელმწიფოთა საგარეო და საშინაო პოლიტიკის კოორდინაცია, სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, უთანხმოებათა მშვიდობიანი მოგვარება, კოლონიური დამოკიდებულებისა და ნეოკოლონიალიზმისაგან არაბეთის ქვეყნების სრული განთავისუფლებისათვის ერთობლივი ბრძოლა, მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა დარგებში, ლიგის წევრ სახელმწიფოთა შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა და სხვ. ლიგას აგრეთვე მიზანდ აქვს დასახული, რომ თითეულ სახელმწიფოში არსებული შინაგანი პირობების დაურღვევლად უზრუნველყოს მჭიფრო თანამშრომლობა ლიგის წევრ სახელმწიფოთა შორის შემდეგ საკითხებში: 1) ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები, მათ შორის: სავაჭრო ბაჟი, ფულის სისტემა, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა; 2) გზები და კავშირგაბმულობა, მათ შორის: რკინიგზები, გზატკეცილები, ავიაცია, ნაოსნობა, ფოსტა და ტელეგრაფი; 3) კულტურის საკითხები; 4) მოქალაქეობასთან პასპორტებთან, ვიზებთან დაკავშირებული საკითხები; 5) სოციალური უზრუნველყოფა; 6) ჯანმრთელობის დაცვა და ინფრასტრუქტურა.არაბულ სახელმწიფოთა ლიგის უმაღლესი ორგანოა ლიგის საბჭო, რომელშიც შედიან ყველა წვერი ქვეყნის წარმომადგენლები. საბჭოს სესიები ტარდება წელიწადში ორჯერ. სესიებს შორის ლიგის ხელმძღვანელობას ახორციელებს გენერალური სამდევნო, რომელთანაც არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური, ინფორმაციის, პალესტინის საქმეების, ნავთობის საკითხებისა და სხვა დეპარტამენტები. სამდივნოს სათავეში უდგას გეენრალური მდივანი, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევენ. სამდივნოში ფინქციონირებს: ა) ეკონომიკურ საკითხთა საბჭო; ბ) თავდაცვის გაერთიანებული საბჭო; გ) მუდმივი სამხედრო კომისია. ლიგის შემადგენლობაში შედის, აგრეთვე, ინსტიტუტები და სპეციალიზირებული ორგანიზაციები ( მათ შორის: არაბეთის შრომის ორგანიზაცია, აარბეთის ეკონომიკური ერთობის საბჭო, არაბეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ფონდი, არაბეთის სავალურო ფონდი), რომლებსაც იგი ფინანსურ დახმარებას უწევს. არაბულ სახელმწიფოთა ლიგის შტაბ–ბინა განლაგებულია ქ.კაიროში.

არანაკლებ ავტორიტეტული რეგიონალური ორგანიზაციაა OPEC-ი - ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, თერთმეტი განვითარებადი ქვეყნისაგან შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაცია. დაარსდა 1960 წლის სექტემბერში ბაღდადის კონფერენციაზე. პირველი ხუთი წელი შტაბბინა იყო ჟენევაში. 1965 წლიდან კი - ვენაშია. მისი წევრები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე, როგორც

15

Page 16: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

შემოსავლის ძირითად წყაროზე და ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ ქვეყნების ეკონომიკისათვის. ოპეკს ჰყავს ხუთი დამაარსებელი ქვეყანა: ირანი, ერაყი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და ვენესუელა. შემდეგ შეუერთდნენ: კატარი (1961წ.), ინდონეზია (1961წ.), ლიბია (1962წ.), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (1967წ.), ალჟირი (1969წ.), ნიგერია (1971წ.), ეკვადორი (1973-1992წწ.) და გაბონი (1975-1994წწ.). მათგან ეკვადორმა და გაბონმა მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დატოვეს ორგანიზაცია.

ოპეკის დაარსებას ეწინააღმდეგებოდნენ სერიოზული ნავთობკომპანიები, რომლებიც, ძირითადად, აშშ-ს ბრიტანეთსა და გერმანიას ეკუთვნოდა. ოპეკს სურდა ნავთობის ფასების და მწარმოებლების გადასახადების შემცირება. თავიდან იგი მუშაობდა როგორც არაფორმალური გაერთიანება, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს მესამე სამყაროს მიერ ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში მისი საქმიანობა ძირითადად შემოიფარგლებოდა დასავლეთის ნავთობკომპანიებთან თანამშრომლობით და ნავთობის ხარისხის კონტროლით.

ორგანიზაციის წევრობა თავისუფალია ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომელიც წარმოადგენს ნავთობის სოლიდურ ექსპორტიორს და იზიარებს ორგანიზაციის იდეალებს. თერთმეტი წევრი ერთობლივად ბაზარს მიაწოდებს ნავთობის მთელი პროდუქციის 40%-ს და ფლობს მსოფლიო ნავთობის დადასტურებული მარაგის 3/4-ზე მეტს. უფრო კონკრეტულად, ოპეკი ფლობს 78%. აქედან ყველაზე დიდი წილი მოდის საუდის არაბეთზე, შემდეგ მოდიან ირანი, ერაყი, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ვენესუელა, ლიბია, ნიგერია, კატარი, ალჟირი და ინდონეზია. მათგან საუდის არაბეთის, ირანისა და ერაყის მარაგები შეადგენს ოპეკის მთელი მარაგის 57%-ს. ოპეკის მიზანია კოორდინირება გაუწიოს წევრი სახელმწიფოების პოლიტიკას ნავთობთან მიმართებაში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და სტაბილური ფასები ნავთობპროდუქციაზე, ეფექტური, ეკონომიური და რეგულარული მიწოდება მომხმარებელი სახელმწიფოებისათვის და კაპიტალის სამართლიანი დაბრუნება მათთვის, ვინც ინვესტირება მოახდინა ინდუსტრიაში. ოპეკის მინისტრთა კონფერენცია იკრიბება წელიწადში ორჯერ და იგი პასუხისმგებელია ორგანიზაციის ზოგადი პოლიტიკის ფორმულირებაზე. ოპეკის სამდივნო მუდმივმოქმედი მთავრობათაშორისო ორგანოა.

მნიშვნელოვანი რეგიონალური ორგანიზაციები ფუნქციონირებს ასევე შუა აზიაშიც, მათ შორის დავასახელებთ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოთა ასოციაციას (ACEAN) პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაცია. მისი წევრია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 10 სახელმწიფო, რომელთა საერთო ფართობია 4,464 ათასი კმ², მოსახლეობა — 575.5 მილიონი. ასოციაციის შექმნას 1967 წლის ბანგკოკის ხელშეკრულებით საფუძველი ჩაუყარეს ინდონეზიამ, მალაიზიამ, ფილიპინებმა, სინგაპურმა და ტაილანდმა. 1984 წელს მათ შეუერთდათ ბრუნეი, 1995 წელს ვიეტნამი, 1997 წელს მიანმარი და ლაოსი, ხოლო 1999 წელს ამ ორგანიზაციის წევრი გახდა კამბოჯა. ასოციაციის 10 ქვეყნიდან 6 რესპუბლიკური მმართველობისაა, ოთხი კი მონარქიული ქვეყანაა, მათ შორის ბრუნეი აბსოლუტური მონარქიაა.

ევრაზიის გეოპოლიტიკის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაზე კონტროლი. ევრაზიაში გაზსადენებისა და ნავთობსადენების კომუნიკაციების ძირითადი მიმართულებები განპირობებულია ნავთობისა და გაზის მოპოვების გეოგრაფიით. ნავთობის მსოფლიო მარაგების 90 % კონცენტრირებულია

16

Page 17: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

ევროპისა და აზიის გეოგრაფიულ საზღვრებში. ეს მარაგები შემდეგნაირადაა განაწილებული: საუდის არაბეთი- 23 %, რუსეთი - 20 %, ირანი, ერაყი, კუვეიტი - 12-13 % თითოეულს. ყოველივე ეს ნათლად აისახება გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ რუსეთზე მოდის ბუნებრივი აირის მარაგების 40 % ნათელი ხდება, რომ რუსეთს ხეთ უპყრია სტრატეგიული ნედლეულის უდიდესი მარაგი, რაც ევროპისათვის ეგზომ აუცილებელია, და არა მარტო ევროპისათვის, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა სხვა რეგიონებიც მნიშვნელოვნად ვითარდებიან და მათ მიერ ენერგომატარებლების მოხმარება იზრდება.

რეგიონალური დაჯგუფებები აფრიკაშიაცაა, მაგრამ მათი როლი საერთაშორისო პოლიტიკაში და შრომის საერთაშორისო განაწილებაში უმნიშვნელოა. ერთერთი ყველაზე გამორჩეული აფრიკული ორგანიზაციაა - აფრიკული ერთიანობის ორგანიზაცია, ის აერთიანებს აფრიკის 53 სახელმწიფოს. აფრიკის კავშირი დააარსეს 1999 წლის 9 სექტემბერს. აფრიკის სახელმწიფოების ლიდერებმა ლიბიაში გადაწყვიტეს ორგანიზაციის შექმნა. 2002 წლის 9 ივლისს აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია გარდაიქმნა აფრიკის კავშირად.

ორგანიზაციაში შედის აფრიკის ყველა სახელმწიფო გარდა მაროკოსი, რადგანაც კავშირში გაერთიანებულია დასავლეთი საჰარა, რომელსაც მაროკო თავის ტერიტორიად თვლის. 2009 წლის 20 მარტიდან კავშირის წევრობა დროებით შეუჩერდა მადაგასკარს ქვეყანაში გამეფებული პოლიტიკური კრიზისის გამო. 2012 წელს ორ ქვეყანას შეუჩერდა ასევე დროებით წევრის სტატუსი: 23 მარტს მალის და 17 აპრილს გვინეა-ბისაუს სახელმწიფო გადატრიალებების გამო.

აფრიკის კავშირის პირველად მის ისტორიაში ხელმძღვანელობს სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი ქალი ნკოსაზანა დლამინი-ზუმა. იგი სამხრეთ აფრიკის შიდა საქმეების მინისტრი იყო, როცა აფრიკის კავშირის კომისიამ, ეთიოპიაში გამართულ აფრიკის კავშირის სამიტზე, კავშირის ლიდერად აირჩიეს. დლამინი-ზუმას წინაშე მთელი რიგი გამოწვევებია -კავშირს ხშირად აკრიტიკებენ, რომ ის ძალიან ნელა და არაეფქტურად მოქმედებს არსებულ კრიზისებთან დაკავშირებით, მაგალითად, ისეთის როგორიც ლიბიის კრიზისი იყო.

პოსტსაბჭოთა სივრცე, ასევე ცნობილია როგორც ყოფილი სსრკ–ის რესპუბლიკები, — ეს დამოუკიდებელი ქვეყნებია რომლებმაც დატოვეს საბჭოთა კავშირი 1991 წელს მისი დაშლის დროს. ტერმინი ეკუთვნის ლიტველ ისტორიკოსს ალგის პრაზაუსკასის, რომელიც პირველად გამოჩნდა სტატაში «დსთ, როგორც პოსტ–კოლონიური არეალი», («ნეზავისიმაია გაზეტა» 1992 წლის 7 თებერვალი).

პოსტსაბჭოთა სივრცეში დსთ-ს გარდა მოქმედებს რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაცია, რომელთა მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური ინტეგრაცია და მჭიდრო თანამშრომლობა. უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთობები არამარტივად მიმდინარეობს რუსეთის იმპერიული ამბიციებისა და უხეში ჩარევის გამო.

ერთერთი რეგიონალური ორგანიზაციაა ვრაზიული ეკონომიკური საზოგადოება (ევრაზეს) — საერთაშორისო ეკონომიკური საზოგადოება, რომელშიც გაერთიანებული პოსტსაბჭოთა ქვეყნები. საზოგადოება დაარსებული იყო რუსეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მიერ, უზბეკეთი შევიდა 2006 წელს. სომხეთს, მოლდოვას, უკრაინას აქვს დამკვირვებელის სტატუსი; უკრაინა ფიქრობს ევრაზეს–ში გაერთიანებაზე.

17

Page 18: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

ორგანიზაცია ყურადღებას აქცევს ერთიანი საბაჟოს ფორმირებაზე, ერთიანი ეკონომიკური პოოლიტიკის გადამუშავებაზე, ტარიფებზე, ფასებზე და სხვა ეკონომიკურ ფუნკციებზე, რომელიც შიდა ბაზარს ექვემდებარება.

არანაკლებ საინტერესო ორგანიზაციაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (შთო), შედგება ჩინეთისგან, რუსეთისგან, ყაზახეთისგან, ყირგიზეთისგან, ტაჯიკეთისა და უზბეკეთისგან. ორგანიზაცია დაარსდა 2001 წელს. მანამდე (1996) არსებობდა შანხაის ხუთეული.

სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეგიონალური დაჯგუფებები ჯერ კიდევ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას. დსთ-ს ქვეყნები, სხვა სახელმწიფოერი ამჟღავნებენ მისწრაფებებს განამტკიცონ თავიანთი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება არა ამ რეგიონალურ ორგანიზაციების ფარგლებში, არამედ იმ საშუალებებით, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობიდან იღებენ.

მთლიანობაში თანამედროვე პირობებში იკვეთება რეგიონალური დაჯგუფებების განვითარების ახალი სიტუაციები. ცვლადი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიმდინარეობს რეგიონალურ ორგანიზაციათა მიზნების, პროგრამებისა და საქმიანობის კორექცია.

თემასთან დაკავშირებული შეკითხვები:

1. რაში მდგომარეობს აშშ ცივილიზაციური კოდი და რითი განსხვავდება იგი ჩინეთის ცივილიზაციური კოდისაგან?

2. რამ განაპირობა იაპონიის წარმატებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ? 3. რას ნიშნავს თეზისი „ერთი სახელმწიფო - ორი სისტემა“. 4. რა არის პოსტსაბჭოთა სივრცე და როგორ ვითარდება ამ სივრცეში რეგიონალური

თანამშრომლობა. 5. რომელი მნიშვნელოვანი რეგიონალური ორგანიზაცია შეგიძლიათ დაასახელოთ და

დაახასიათოთ? 6. რომელი ორგანიზაციებია ევროატლანტიკურ სივრცეში?

18

Page 19: 445_რეგიონმცოდნეობა  - თემა 7

Глава

Контрольные вопросы 1. В чем цивилизационный код США отличается от цивилизационного кода КНР? 2. Чем штат Калифорния отличается от российского Дальнего Востока? 3. Каковы последствия мирового финансового кризиса для экономики США? 4. Почему Япония добилась успехов при ограниченных энергетических и других природных

ресурсах? 5. Чем обусловлен экспорт Японией капиталов и каковы выгоды от этого экспорта? 6. Какая главная геополитическая задача КНР? 7. В чем заключаются причины успеха экономической реформы в Китае? 8. Какую роль играет китайская диаспора в экономическом развитии Китая?

19