Upload
others
View
16
Download
0
Embed Size (px)
Citation preview
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
AKAKI TSERETELI STATE UNIVERSITY
პედაგოგიური ფაკულტეტი
FACULTY OF PEDAGOGICS
VI საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა
C O N F E R E N C E
სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები
შ რ ო მ ე ბ ი CONFERENCE PROCEEDING
ISSN: 2298-0539
ქ უ თ ა ი ს ი
K U T A I S I
2015
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
AKAKI TSERETELI STATE UNIVERSITY
პედაგოგიური ფაკულტეტი
FACULTY OF PEDAGOGICS
VI საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა
C O N F E R E N C E
სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები
შ რ ო მ ე ბ ი CONFERENCE PROCEEDING
ქუთაისი
KUTAISI
2015
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
CONFERENCE ORGANIZING COMMITTEE
1. გიორგი ღავთაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, საორგანიზაციო
კომიტეტის თავმჯდომარე / George Gavtadze - Akaki Tsereteli State University, Rector, Professor, Head of
conference organizing committee
2. ვლადიმერ ადეიშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი,
ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე / Vladimer Adeishvili - Akaki
Tsereteli State University, Dean of the Faculty of Pedagogics, Associate Professor, Co-Head of conference organizing
committee
3. იმერი ბასილაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის
უფროსი, პროფესორი, საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე / Imeri Basiladze - Akaki Tsereteli State
University, Head of the University Educational Process Management Service, Professor, Co-Head of conference
organizing committee
4. შალვა კირთაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ასოცირებული
პროფესორი / Shalva Kirtadze - Akaki Tsereteli State University Deputy Rector, Associate Professor
5. მანანა დეისაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანის
მოადგილე, ასოცირებული პროფესორი, / Manana Deisadze - Akaki Tsereteli State University, Deputy Dean of the
Faculty of Pedagogics, Associate Professor
6. მამული ბუჭუხიშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი / Mamuli Buchukhishvili -
Akaki Tsereteli State University, Head of the Faculty of Pedagogics Quality Assurance Office, Associate Professor
7. მაია ახვლედიანი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის
კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი / Maia Akhvlediani - Akaki Tsereteli State University, Coordinator of
the Department of Pedagogics, Associate Professor
8. თამარ მამარდაშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების მეთოდიკათა
დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი / Tamar Mamardashvili - Akaki Tsereteli State University, Department
of Methods of Teaching, Associate Professor
სარედაქციო კოლეგია და მთავარი სამეცნიერო რედაქტორები დარგების მიხედვით
EDITORIAL BOARD
პედაგოგიკა
Pedagogics იმერი ბასილაძე - პროფესორი / Imeri Basiladze – Professor
მაია ახვლედიანი - ასოცირებული პროფესორი / Maia Akhvlediani - Associate Professor
მათემატიკისა და ტექნიკური დისციპლინების სწავლების მეთოდიკა Methodology of Teaching Mathematics and Technical Sciences
თეიმურაზ ვეფხვაძე - პროფესორი / Teimuraz Vephkvadze – Professor
ვლადიმერ ადეიშვილი - ასოცირებული პროფესორი / Vladimer Adeishvili -Associate Professor
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა
Methodology of Teaching Georgian Language and Literature ლეილა აბზიანიძე - პროფესორი / Leila Abzianidze – Professor
თამარ მამარდაშვილი - ასოცირებული პროფესორი / Tamar Mamardashvili - Associate Professor
უცხო ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა
Methodology of Teaching Foreign Language and Literature სოფიო მორალიშვილი - ასოცირებული პროფესორი / Sophio Moralishvili - Associate Professor ინგა კიკვიძე - პროფესორი / Inga Kikvidze – Professor
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა
Methodology of Teaching Naturals Sciences მზია კუბეცია -ასოცირებული პროფესორი / Mzia Kubetsia - Associate Professor
ბაკურ ონიანი - -ასოცირებული პროფესორი / Bakur Oniani - Associate Professor
განათლების ფილოსოფია და ფსიქოლოგია
Philosophy and Psychology of Education რობერტ გოლეთიანი - პროფესორი / Robert Goletiani – Professor
მერაბ მაღრაძე - ასოცირებული პროფესორი / Merab Maghradze - Associate Professor
განათლების მენეჯმენტი
Education Manajment გიორგი ღავთაძე - პროფესორი / George Gavtadze – Professor
ნუნუ ქიქოძე - ასოცირებული პროფესორი / Nunu Kikodze - Associate Professor
© აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
3
ს ა ძ ი ე ბ ე ლ ი
C O N T E N T S
პედაგოგიკა PEDAGOGICS
ლალი (ბარბარე) აბდალაძე - XIX საუკუნეში სასულიერო სასწავლებლის გახსნის მცდელობა სოხუმში Lali (Barbare) Abdaladze - An Attempt to Opening a Religious School in XIX c. in Sokhumi
9
მაია ახვლედიანი, იმერი ბასილაძე - მშობელთა აღზრდა თანამედროვე სოციალური პოლიტიკის ნაწილი Maia Akhvlediani, Imeri Basiladze - Parent Education as a Matter of Modern Social Policy
13
იაგორ ბალანჩივაძე - შემეცნებითი ინტერესების განვითარება უმცროს სასკოლო ასაკში Iagor Balanchivadze - Cognitive Interests Development in Primary School Age
18
იმერი ბასილაძე - განათლების ზოგიერთი პრობლემური საკითხის შესახებ საქართველოში Imeri Basiladze - Some of the Issues of Education
22
იმერი ბასილაძე, სოფიო ფანჩულიძე - დიმიტრი უზნაძე ექსპერიმენტული პედაგოგიკის მკვლევარი და ქართული პედაგოგიური მეცნიერების ფუძემდებელი Imeri Basiladze, Sophio Panchulidze - Dimitri Uznadze the Researcher of Experimental Pedagogy and the Founder of Georgian Pedagogical Science
32
ნათია ბლიაძე - კრეატიულობის გენები ბახების მუსიკალურ დინასტიაში Natia Bliadze - Genes of Creativity in Bach’s Musical Dynasty
36
ნინო გელოვანი, ნინო ბასილაშვილი - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა აზროვნების განვითარება Nino Gelovani, Nino Basilashvili - The development of thinking of pupils in secondary schools
41
ირინე გოგიბერიძე - მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში Irine Gogiberdze - Teachers 'and parents' involvement in school life
45
ნატო დვალი - ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბება სააღმზრდელო პროცესში Nato Dvali - The format of Moral values in educational poocess
50
თამარ დოგრაშვილი - მოძრავი სკოლების იდეა XIX საუკუნის ბოლოს ქართულ პედაგოგიურ აზროვნებაში Tamar Dograshvili - XIX century Georgian pedagogical thinking of the idea of moving schools
53
გივი ეჟიშვილი - გლობალიზაცია და აღზრდის ეროვნული პრიორიტეტები Givi Ezhishvili - Globalization and education of national priorities
58
ნინო კოსტავა - სწავლების თვალსაჩინო მეთოდების დაწყებით კლასებში გამოყენების ფსიქოლოგიურ–პედაგოგიური საფუძვლები Nino Kostava - The Methods of education in elementary step and its pedagogical and psychologic basis
61
ნინო მამრიკიშვილი - დანაშაულის პრევენცია და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა Nino Mamrikishvili - Crime prevention and legislation in the field of education
64
დავით მახაშვილი - სტუდენტისა და ლექტორის ურთიერთობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორები უმაღლეს სკოლაში David Makhashvili - The relationship between main determining factors between student and lecturer in in higher education
68
ლია მენთეშაშვილი, თამარ ჯანგულაშვილი - კომუნიკაციის მნიშვნელობა სკოლისა და ოჯახის ერთობლივ მუშაობაში Lia Menteshashvili, Tamar Jangulashvili - Significance of Communication in the Joint Working between a School and a Family
71
თეონა მურღულია - პირველი ეროვნული სკოლის პედაგოგიკური სისტემის შუქ-ჩრდილები Teona Murgulia - Features of the pedagogical system of the first national school
75
ნინო ორჯონიკიძე - ზნეობრივ-სოციალური ღირებულებების ჩამოყალიბება სკოლებში Nino Orjonikidze - The Problem of Forming Moral and social Values in Schools
81
ჰამლეტ რაზმაძე - დამწყებ სპორტსმენთა წვრთნის პროცესის თავისებურებათა შესახებ Hamlet Razmadze - Peculiarities of the Beginner Athletes Training Process
85
ნინო სოხაძე - იაკობ გოგებაშვილი, როგორც ახალი აზროვნების ფუძემდებელი Nino Sokhadze - Jacob Gogebashvili, the founder of new thinking
89
ნინო სოხაძე - დიმიტრი უზნაძე – ქართული პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი Nino Sokhadze - Dimitri Uznadze as a Founder of Georgian Pedagogical Psychology
93
ქრისტინა ფირცხალაიშვილი - ლიდერი საკლასო ოთახში Christina Pirtskhalaishvili – Leader in the Classroom
98
4
ნატო ქობულაძე - ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა საქართველოში Nato Kobuladze - Early and pre-school education in Georgia
103
დავით შავიანიძე, ინეზა გაბელაია - საოჯახო და არაფორმალური აღზრდა - ეთნიკური თვითშეგნების შენარჩუნების საფუძველი (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით) Davit Shavianidze, Ineza Gabelaia - Family and non-formal education - the basis for the preservation of ethnic consciousness
106
ნატო შეროზია, კონსტანტინე ცხვარაძე - არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი ქცევის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური საკითხები Nato Sherozia, Konstantine Tskhvaradze - Pedagogical and phsychological issues of juveniles ‘ criminal behavior
110
შორენა ძამუკაშვილი - მშობლისა და მასწავლებლის როლი ბავშვის თვითშეფასების ფორმირებაში Shorena Dzamukashvili - The role of parent and teacher in the formation of the child's self-esteem
115
ქეთევან ძოწენიძე - აღმზრდელობითი მუშაობის შინაარსი და მიმართულებანი მსოფლიო სასკოლო პრაქტიკაში Ketevan Dzotsenidze - The Content of Educational Work and Directions in Global School Practice
118
ქეთევან ძოწენიძე - კონფლიქტების მოგვარება სკოლაში Ketevan Dzotsenidze - Conflict Resolution at School
123
ნინო ჭოხონელიძე - მ. მონტესორის პედაგოგიური სისტემის ძირითადი პრინციპები Nino Chokhonelidze - Basic Principles of the Montessori Pedagogical System
130
ნინო ჭოხონელიძე - მ. მონტესორი -ჰუმანისტი და პედაგოგი Nino Chokhonelidze - Maria Montessori - e Teacher and Humanist 134
სწავლების მეთოდიკა METHODOLOGY OF TEACHING
მათემატიკისა და ტექნიკურ დისციპლინათა სწავლების მეთოდიკა METHODOLOGY OF TEACHING MATHEMATICS AND TECHNICAL SCIENCES
ვლადიმერ ადეიშვილი - სამეცნიერო დარგის - მათემატიკის სწავლების მეთოდიკის შესახებ Vladimer Adeishvili - About the Methodology of Teaching Math as Scientific Discipline
137
ნათია ბრეგაძე - დაწყებითი კლასების ზოგიერთ ამოცანის ამოხსნა სხვადასხვა ხერხით Natia Bregadze - Some ways of the solution of the task in
142
მამული ბუჭუხიშვილი - მონაცემთა ანალიზის სწავლება პირველ საფეხურზე Mamuli Buchukhishvili – Study of data analysis at the first step
148
თეიმურაზ გიორგაძე - ზოგიერთი მოსაზრება ალბათობის გეომეტრიული განსაზღვრების შესახებ
Teimuraz Giorgadze - Some reflection on determination of geometrie probability 151
გურამ გოგიშვილი - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ლოგიკის ელემენტების სწავლების ზოგიერთი აქტუალური საკითხის შესახებ Guram Gogishvili - On some actual problems in teaching of elements of logic in secondary schools
161
მანანა დეისაძე, შალვა კირთაძე - ტესტური დავალებების სახეები და მათი გამოყენება მათემატიკის სწავლებისას Manana Deisadze, Shalva Kirtadze - Test exersices, their types and using while teaching mathematics
163
თეიმურაზ ვეფხვაძე - მათემატიკის სასკოლო კურსის შინაარსის შერჩევის ძირითადი პრინციპების შესახებ Teimuraz Vephkvadze - The Basic Principles of Selection of the Content of School Mathematics
168
მანანა ზივზივაძე-ნიკოლეიშვილი - სასწავლო შემეცნებითი სისტემების როლი დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლებისას Manana Zivzivadze-Nikoleishvili - The Role of the Cognitive Learning System in the Primary Mathematics Classroom
172
მანანა დეისაძე, მანანა ზივზივაძე-ნიკოლეიშვილი - დე მორგანის კანონების გამოყენება ლოგიკური ამოცანების ამოხსნისას Manana Deisadze, Manana Zivzivadze-Nikoleishvili - The using of De Morgan's laws in logical sums research
175
შორენა ლომთაძე - რამდენიმე მეთოდიკური რჩევა, როგორ მოვახდინოთ მოსწავლეთა დიფერენცირება მზაობის გათვალისწინებით Shorena Lomtadze - Several methodological advice how to differentiate the students according to their readiness
179
ინგა კახიანი - სოციალური ქსელები განათლებაში Inga Kakhiani - Social Networks in Education
183
ნანა კენჭოშვილი - ფუნქციის ფუნქცია Nana Kenchoshvili - The Functioning of Function
186
თინათინ მათნაძე - პროცენტის სწავლებისათვის საშუალო სკოლაში Tinatin matnadze - Teacher presents in the secondary school Summary
189
5
თინათინ მათნაძე - დებულებათა დამტკიცების მნიშვნელობისა და პითაგორას თეორემის დამტკიცების კიდევ ერთი ვარიანტის შესახებ Tinatin matnadze - The importance of theorem proofs and another version of Pythagorean theorem proof
194
მზია მამასახლისი - მუშაობის აქტიური ფორმები მათემატიკის გაკვეთილებზე Mzia Mamasakhlisi - THE ACTIVE FORMS OF WORK AT MATHEMATIC LESSONS
196
ია მებონია - ცნების სწავლების ზოგიერთი მეთოდი Ia Mebonia - Several methods of concept teaching
199
ნანა ონიანი-საღინაძე - ამოცანების სწავლება პროგრამირების გამოყენებით დაწყებით საფეხურზე Nana Oniani-Saghinadze - Teaching sums by using programming at the elementary level
203
ნანა ონიანი-საღინაძე, მაკა გოგაძე - ხდომილობის ცნების სწავლების მეთოდიკური თავისებურებები დაწყებითი კლასების მათემატიკის სასკოლო კურსში Nana Oniani-Saghinadze, Maka Gogadze - Methodological concept of learning outcomes Features in Elementary school classes mathematics courses
207
ქეთევან რუხაძე - დიდაქტიკური თამაშები მათემატიკაში Ketevan Rukhadze - Didactic Games in Mathematics
212
ნინო საღარაძე - ამოცანების ამოხსნის სწავლების მეთოდიკა Nino Sagaradze - The Methodology of Teaching Solving Sums
215
თეიმურაზ სურგულაძე, მაკა ლომთაძე - ანალოგია წილადური რიგის წარმოებულის განსაზღვრისას და ამ დროს მიღებული წინააღმდეგობა Teimuraz Surguladze, Maka Lomtadze - The Analogy while Defining Fractional Order Derivative and its Contradiction
218
ლამარა ქურჩიშვილი, ირმა ჭელიძე - ალბათობის თეორიის ელემენტების სწავლების შესახებ
Lamara Qurchishvili, Irma Chelidze - Teaching Elements of the Probability Theory and Statistics 224
ირინე ყურაშვილი - ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკისა და ბიოლოგიაში - „მათემატიკა და ჰარმონია“ Irine Kurashvili - Combined lesson in Maths and Biology:,,Maths and Harmony”
227
ნოდარ ცაგარეიშვილი - სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით Nodar Tsagareishvili - Increase the efficiency of the educational process Information technologies
230
ანა ძიმისტარიშვილი - საგანმანათლებლო პორტალის არსი და სტრუქტურა Ana Dzimistarishvili - Education portal essence and structure
234
ნინო ჭელიძე - ფუნქციის წარმოებულის გამოყენების ზოგიერთი ასპექტი
Nino Chelidze - Some aspects of application of the derivative of a function 239
ჯემალ ჯინჯიხაძე - მშვენიერი მათემატიკისა და მათემატიკური მშვენიერების ადგილი სწავლებაში Jemal Jinjikhadze - Beautiful Mathematics and Mathematical role in teaching
242
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა METHODOLOGY OF TEACHING GEORGIAN LANGUAGE AND LITERATURE
ლეილა აბზიანიძე - შერეული სახის რთული წინადადების სწავლების მეთოდოლოგიური ასპექტები Leila Abzianidze - The aspect’s of learning methodology in mix up sentences
249
ჯამბუ ავალიანი - ზეპირმეტყველების პედაგოგიურ-მეთოდიკური ასპექტები დაწყებითი სწავლების საფეხურზე Jambu Avaliani - Pedagogical - Methodological Aspects of Oral Speech at the Elementary Teaching Level
257
მაია ახვლედიანი, ლელა ეძგვერაძე - მელიტონ კელენჯერიძე – ქართული პრაქტიკული გრამატიკის შესახებ Maia Akhvlediani, Lela edzgveradze - M. Kelenjeridze – Georgian Practical Grammar
262
ბელა დურგლიშვილი - ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილის “ მხატვრული სახის გაგების სტრატეგია ჰერმენევტიკული მეთოდოლოგიით Bela Durglishvili - “Bible vineyard” the allegorical artistic transformation in the poem “Achrdili” (“Shadow”) by Ilia Chavchavadze
267
ლელა ეძგვერაძე - სახელდებითი წინადადება და მისი სწავლების საკითხები Lela Edzgveradze - On the question of teaching one kind of defective sentence
276
მაგდა თხილავა - თეატრის მუსიკალური ენის როლი მოსწავლეთა აღზრდის პროცესში Magda Tkhilava - The Role of Musical Language of a Theatre in Students’ Upbringing
280
თამარ მამარდაშვილი - სასუბიექტო მიმღეობის პარალელურ მ-ელ//მა-ელ და მ-//მ-ელ აფიქსიან ფორმათა შესახებ ქართულში Tamar Mamardashvili - On the Paraller Forms of the Subjective Participle in Georgian
283
6
თამარ მამარდაშვილი - ნაცარქექიას ტიპის სახელთა წარმოება და მათი კვალიფიკაცია Tamar Mamardashvili - The formation of the Natsarkekia (lazybones) type names and their qualification
288
ელენე მაღლაკელიძე - წერა-კითხვის სწავლების ლინგვისტურ-დიდაქტიკური საფუძვლებისათვის Elene Maglakelidze - iteracy teaching approach
292
ნათელა მაღლაკელიძე - პრაქტიკული გრამატიკის სწავლებისათვის სასკოლო განათლების დაწყებით საფეხურზე
Natela Maglakelidze - Some Problems of Teaching Practical Grammar at Primary School 296
ელისო მაწკეპლაძე - სასწავლო პროცესში ჩართული სსსმ მოსწავლე
Eliso Matskepladze - Pupils with special needs and Teaching Proccess 300
ცირა მელაძე - მხატვრული ლიტერატურის კითხვის სწავლების არსი აზროვნების განვითარებაში Tsira Meladze - The Concept of Fictional Reading in the development of Thinking
304
მანანა მიქაძე - მეტყველების კულტურის გაუმჯობესებისათვის სკოლაში Manana Mikadze - Improvement speech culture in school
308
გიგა ქამუშაძე - ,,ნარევი“ დიალექტის ჩამოყალიბებისათვის Giga Kamushadze - The Mixture” for the Dialect Creation
313
თამარ ღვინიანიძე - მხატვრულ ტექსტზე მუშაობა V კლასში ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „ხაზარულას“ სწავლების მაგალითზე Tamar Gvinianidze - Working on Fiction - Grade 5 on the example of Nodar Dumbadze Story “Khazarula”
317
ინგა შამილიშვილი, ნანა მაკარაძე, ნანა ფუტკარაძე - ლიტერატურული ტექსტის ანალიზის სწავლების მნიშვნელობა დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეებისათვის Inga Shamilishvili, Nana Makaradze, Nana Futkaradze - The Importance of Teaching Text Analysis at Primary School Stage
321
მალვინა შანიძე - მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუშაობის მეთოდები და აქტივობები
Malvina Shanidze - Working on methods of enrichment of pupil’s vocabulary 325
ქეთევან შოთაძე - მხატვრული ტექსტის სწავლების ზოგიერთი სტრატეგია გ. ლეონიძის “მარიტას“ მიხედვით Ketevan Shotadze - STRATEGIES OF TEACHING FICTION ACCORDING G. LEONIDZE’S “MARITA”
334
სოფიო ხვადაგიანი - კლასგარეშე ლიტერატურა, როგორც წიგნიერების ამაღლების დამხმარე მეთოდი Sophio Khvadagiani - Extracurricular reading , the method to enrise the education
340
ლევან ჯინჯიხაძე - კომუნიკაციურ-თანამშრომლობითი სწავლება და პედაგოგიური ურთიერთობის სახეები Levan Jinjikhadze - Communicative-Collaborative Teaching and Types of Pedagogical Relationship
343
უცხო ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა METHODOLOGY OF TEACHING FOREIGN LANGUAGE AND LITERATURE
Акперов Гашим Лалахан оглы - Определение синтагмы в азербайджанском и английском языках Akperov Gashim Lalakhan Ogli - The article deals with the definition of syntagma in the Azerbaijani and English languages
348
ნატო აბესაძე - “Aller Anfang ist (nicht) schwer” “ყველაფრის დასაწყისი (არ) არის ძნელი“ Nato Abesadze - Aller Anfang ist (nicht) schwer All beginnings are (not) difficult
353
ეკატერინე გაჩეჩილაძე - ფრანგული ენის სწავლების ლინგვოქვეყანათმცოდნეობითი ასპეტი Ekaterine Gachechiladze - Linguocultural Aspect in French Teaching
357
დარეჯან გელაძე, ზეინაბ გორგაძე - თანამედროვე საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური ენის სწავლებისას Darejan Geladze, Zeinab Gorgadze - The use of modern information and communication technologies in teaching English language
361
Tamar Grigalashvili, Maia Nachkepia - Language Testing and One Methodological Technique of Assessment თამარ გრიგალაშვილი, მაია ნაჭყეპია - ტესტირება და შეფასების ერთი მეთოდოლოგიური ხერხი
366
Asmati Datiashvili - Role play in Language teaching process ასმათ დათიაშვილი - როლური თამაშები ენის სწავლების პროცესში
370
ეკატერინე ვაწაძე - ფატიკური კომუნიკაციის მნიშვნელობა ინგლისური ენის სწავლების პროცესში Ekaterine Vatsadze - Importance of Phatic Communication during English Language Teaching
373
Малик Джамалутдинович Ваджибов - О РИТОРИЧЕСКОМ ВОЗДЕЙСТВИИ ТЕКСТОВ НА ДАГЕСТАНСКУЮ СТУДЕНЧЕСКУЮ АУДИТОРИЮ
მალიკ ვაჯიბოვი - ტექსტების რიტორიკული ზემოქმედების შესახებ დაღესტნურ სტუდენტურ აუდიტორიაზე
377
7
Зумбулидзе Ия Гурамовна - Формирование новых подходов в практике преподавания современной русской литературы ია ზუმბულიძე - ახალი მიდგომების ფორმირება თანამედროვე რუსული ლიტერატურის სწავლების პრაქტიკაში
381
Нино Квирикадзе - К вопросу обучения анализу “словесного ряда” как одного из компонентов художественного текста (по роману Томаса Манна “Будденброки”) ნინო კვირიკაძე - “სიტყვათა რიგის”, როგორც მხატვრული ტექსტის ერთ-ერთი კომპონენტის, ანალიზის სწავლებისათვის (თომას მანის “ბუდენბროკების” მიხედვით)
385
ინგა კიკვიძე - კულტურათშორისი კომუნიკაცია როგორც ლინგვისტური კვლევის საგანი და სასწავლო დისციპლინა Inga Kikvidze - Cross-cultural Communication as an Object of linguistic Research and as educational Discipline
392
Э. Э. МАНСУРОВА - ИСПОЛЬЗОВАНИЕ СЛОВАРЕЙ НА ЗАНЯТИЯХ ПО РУССКОМУ ЯЗЫКУ E. E. MANSUROVA - USE OF DICTIONARIES IN RUSSIAN CLASSES
395
Sophio Moralishvili - Case Studies in Business English Teaching სოფიო მორალიშვილი - ქეისების გამოყენება საქმიანი ინგლისურის სწავლებისას
399
Maka Murvanidze - English Grammar through Jazz Chants for YL მაკა მურვანიძე - ინგლისური ენის გრამატიკა მოზარდებისათვის ჯაზური რითმების გამოყენებით
404
ნინო სანაია, ლაურა გურული - მიკროტექსტის როლი უცხო ენის სწავლების საწყის ეტაპზე Nino Sanaia, Laura Guruli - The role of humorous texts at the first stage of teaching foreign languages
408
Андрей Иванович Ростошинский - Эвристическая методика интеллектуального и нравственного развития «Живое слово» как основание для межкультурной коммуникации ანდრეი როსტოშინსკი - ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარების ევრისტული მეთოდიკა „ცოცხალი სიტყვა“, როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის საფუძველი
412
Нелли Сичинава - Личностно-ориентированные образовательные технологии ნელი სიჭინავა - პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიები
417
მაია ტაკიძე - მუსიკის როლი ინგლისური ენის ფონეტიკის გაკვეთილებზე Maia Takidze - The role of music in the practical course of English Phonetics
422
Надежда Каджая - Организационно-методические указания к преподаванию курса "Лексикология современного русского языка" в национальной аудитории ნადეჟდა ქაჯაია - კურსის „თანამედროვე რუსული ენის ლექსიკოლოგია“ ეროვნულ აუდიტორიაში სწავლების ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური მითითებები
426
თამარ შანიძე - საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა Tamar Shanidze - Lessons are in the process of raising students' motivation
432
იზოლდა ჩხობაძე - იუმორის როლი ინგლისური ენის სწავლებისას Izolda Chkhobadze - Humour in English Language Teaching 436
ქრისტინე ჭოხონელიძე - ინგლისურის, როგორც მეორე ენის შესწავლასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა Christine Chokhonelidze - Some Problems of Studying English as a Second Language
441
ბელა ხაბეიშვილი - უცხო ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკა- შედეგზე ორიენტირებული სწავლების მოდელი Bela Khabeishvili - Foreign language teaching methods – result-oriented model
444
იამზე ხასაია - როგორ შევუქმნათ მოსწავლეებს კოგნიტური განვითარებისთვის შესაბამისი გარემო Iamze Khasaia - How can we create students’ cognitive development environment
448
საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა METHODOLOGY OF TEACHING NATURAL SCIENCES
ციცინო დავითულიანი - კვლევის მეთოდები გეოგრაფიის სწავლებაში Tsitsino Davituliani - Research Methods in Geography Teaching
452
თათია დოღონაძე - კონტინენტების ფიზიკური გეოგრაფიის სწავლების და ბუნებათსარგებლობის ზოგიერთი საკითხი აფრიკის მაგალითზე Tatia Doghonadze - Teaching Physical Geography of Continents and Some Aspects of Natural World on the Example of Africa
456
ხათუნა კაპანაძე - პროექტებით სწავლების პრობლემები მცირეკონტიგენტიან კლასებში
Khatuna Kapanadze – The problems of project learing in small groups 460
მზია კუბეცია, შორენა ტყემალაძე - სკოლებისა და უნივერსიტეტების ინტეგრაცია ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკაში Mzia Kubetsia, Shorena Tkemaladze - Schools and universities to integrate science teaching methods
464
8
ნინო მანგალაძე, ნანა კილაძე - თემის „ფოტოსინთეზი და ტრანსპორტი მცენარეებში“ სწავლება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით X კლასში Nino Mangaladze, Nana Kiladze - The study of Photosynthesis and transport in plant with the rep of modern in the X th grade
470
ბაკურ ონიანი - ექსკურსია, როგორც ნატურალისტური ინტელექტის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგია და მისი დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელი ზოგიერთი საკითხი
Bakur Oniani - Excursion, as a Naturalist Intelligence Development Strategy and Some of the Issues to be Considered During its Planning
474
ბაკურ ონიანი - ლაბორატორიული მუშაობა და მისი მნიშვნელობა ბუნებისმცოდნეობის სწავლებაში
Bakur Oniani - Laboratory Work and its Significance for Teaching Natural Science 478
ფიქრია ჯინჯიხაძე - სასწავლო ექსკურსიების როლი რელიეფის ტიპების შესწავლაში Pikria Jinjikhadze - Learning excursions role in relief types study
481
განათლების ფილოსოფია და ფსიქოლოგია PHILOSOPHY AND PSYCHOLOGY OF EDUCATION
მანანა ბანძელაძე, გვანცა მიქაუტაძე - ეკონომიკური და ეთიკური განათლების როლი აღზრდაში Manana Bandzeladze, Gvanca Mikautadze - The importance of ecological and ethical education
484
ნინო გელენიძე - აკაკი წერეთელი – ერის მოძღვარი (დაბადებიდან 175-ე და გარდაცვალებიდან მე-100 წელი) Nino Gelenidze - Akaki Tsereteli – The Teacher of the Nation and the Man of Public Education (After 175 years of his birth and 100 years since his death)
488
რობერტ გოლეთიანი - კონფლიქტები, არსი და რეალობა Robert Goletiani - Conflicts, Essence and Reality
493
სალომე ლომთაძე - სოციალურად დაუცველი და მშობლის მზურნველობას მოკლებული მოზარდების ქცევით და ემოციურ პრობლემებზე მუშაობის სირთულეები Salome lomtadze - Behavioral and emotional problems and working difficulty adolescents social vulnerability and Deprived of parental care
498
მერაბ მაღრაძე - პროდუქტიული აზროვნება და სწავლა Merab Maghradze - Productive Thinking and Learning
501
მარინე სირბილაძე - ინდივიდუალური განსხვავების კვლევა მეორე ენის დაუფლების მოდელებში Marine Sirbiladze - Investigation of individual differences in SLA models
506
თეა ფანჩულიძე - კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების საჭიროებები და კონტექსტუალური მიდგომა Tea Panchulidze - Needs of adolescents in conflict with law and contextual approach
510
გული შერვაშიძე, ნანი მამულაძე, მარინე გურგენიძე - ქართული ოჯახის პედაგოგიური კულტურა და ტრადიციები Guli Shervashdze, Nani Mamuladze, Marine Gurgenidze - Georgian family pedagogical culture and traditions
514
რამაზ ხაჭაპურიძე - სამკურნალო შელოცვებისა და ”ბატონების” შელოცვა-გამოლოცვის ტრადიციები, რიტუალები და ”ბავშვთა აზროვნებითი სამყარო“ (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ქართველური მიმართულების ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით) Ramaz Khachapuridze - Healing spells, for “Batonebi” prayer- ritual traditions and "children's thinking world" (According to the Georgian ethnographic materials of Research Center of Akaki Tsereteli State University)
520
განათლების მენეჯმენტი EDUCATION MANAJMENT
გიორგი ღავთაძე, აზა იფშირაძე - თანამედროვე უნივერსიტეტის მართვის პრინციპები: გამოწვევები და ნოვაციები George Gavtadze, Aza Ipshiradze - The Principles of Modern University Management: Challengies and Innovations
525
ნუნუ ქიქოძე - ხელმძღვანელის სტილისა და კულტურის როლი განათლების სისტემაში Nunu Kikodze - Head of the style and culture in the education system
531
ნანა შონია, ნანა შარაბიძე - ტუტორიალი – შედეგზე ორიენტირებული სწავლების აუცილებელი პირობა Nana Shonia, Nana Sharabidze - The Tutorial - An Essential Part of Outcome-Based Education
535
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პედაგოგიური ფაკულტეტი.
VI საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. შრომები. ქუთაისი, 2015
Akaki Tsereteli State University. Faculty of Pedagogics.
VI International Scientific-Methodological Conference “Urgent Problems of Teaching and Upbringing”. Conference proceedings. Kutaisi, 2015
პედაგოგიკა/Pedagogics
9
ლალი (ბარბარე) აბდალაძე - გელათის სასულიერო აკადემიის და სემინარიის ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, განათლების დოქტორი, პროფესორი
XIX საუკუნეში სასულიერო სასწავლებლის გახსნის მცდელობა სოხუმში
XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის ეკლესიის უწმინდესმა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება
აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ.
1851 წლის 21 სექტემბერს, ახლადდაარსებული სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა
ქართველი მღვდელმონაზონი, შემდგომში ეპისკოპოსი, გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე, ყაზანის
სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, ღვთისმეტყველების კანდიდატი, თბილისის
სასულიერო სემინარიის პედაგოგი ალექსანდრე ოქროპირიძე. მან დიდი წვლილი შეიტანა აფხაზთა
შორის ქრისტიანობის აღდგენისა და სასულიერო განათლების ორგანიზების საქმეში.
„ყოვლადუსამღვდელო ალექსანდრე უმთავრეს საქმედ თავის ირგვლივ მყოფთა ქრისტიანულ
სარწმუნოებაზე მოქცევა - განმტკიცებასა და მათთვის სასწავლებელთა დაარსებას მიიჩნევდა,
აფხაზეთში ჩასვლისთანავე მან დიდი გულმოდგინება გამოიჩინა აფხაზთათვის სასწავლებლების
წარმატებული მუშაობის ხელშესაწყობად.“(7: 299) იგი ყოფილა სოფელ ილორში აფხაზი
ბავშვებისათვის სკოლის გახსნის ინიციატორი და ამ სკოლის ხელმძღვანელიც, რისთვისაც 1852
წლის 8 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ საგვერდულით დააჯილდოვა.
ამავე წელს ალექსანდრე ოქროპირიძე ზემოთ დასახელებული ოთხკლასიანი სასულიერო
სასწავლებლის გახსნას განახლებულ ბიჭვინთის ტაძართან გეგმავდა, სადაც ეპისკოპოსის
კათედრაც იქნებოდა. ვინაიდან ტაძრის აღდგენა ჭიანურდებოდა, სასწავლებელი ლიხნში
დააფუძნეს 1852 წლის 25 სექტემბერს და წლიური დაფინანსება 1525 მანეთი დაუნიშნეს.
ალექსანდრე ოქროპირიძის მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამის მიხედვით ამ
სასწავლებელში შემდეგ საგნებს ასწავლიდნენ: საღვთო სჯული, რუსული ენა, ქართული ენა
(ხუცური და მხედრული წერა), სუფთა წერა რუსულსა და ქართულ ენებში, არითმეტიკა, რუსული
და ქართული ენების გრამატიკა, საეკლესიო გალობა, გეოგრაფია, პრაქტიკული ვარჯიში აფხაზურ
ენაში. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა აფხაზური ენის სწავლების შემოღებისა.
აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის ალექსანდრე ოქროპირიძესა და
სამურზაყანოს ბლაღოჩინის დავით მაჭავარიანის სახელზე 1853 წლის 4 მარტს თბილისიდან
გამოგზავნილი წერილი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა
ესწავლებინათ აფხაზური ენა. მასში ნათქვამია, რომ ეგზარქოსმა, მიიღო რა მხედველობაში
აფხაზური დამწერლობის არარსებობა, სიტყვიერი მარაგის შედარებითი სიმცირე, შეარჩია
რამდენიმე სიტყვა, „Близких понятиям грубого народа“ და ითხოვა ამ სიტყვის ქართულად თარგმნა,
აგრეთვე ცხრილის შედგენა, სადაც „Против каждого слова написать абхазское слово русскими и
грузинскими буквами.“ (ჭიჭინაძე ზ. 6 : 77).
1854 წლის გაზაფხულზე რუსეთი იძულებული გახდა საკუთარი ჯარის ნაწილები
აფხაზეთიდან გამოეყვანა. ეს ოპერაცია ბრწყინვალედ განახორციელა მიხეილ შერვაშიძემ.
აფხაზეთის თურქულმა ოკუპაციამ მისიონერებიც აიძულა ეს ტერიტორია დაეტოვებინათ.
ეპისკოპოსი გერმანე გოგოლაშვილი დროებით ხონში გადავიდა. ალექსანდრე ოქროპირიძე 1854-
1855 წლებში შეთავსებით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველიც იყო, ასევე –
გელათის მონასტრის წინამძღვარიც; 1854 წლის ბოლოს იგი ეპისკოპოს გერმანესთან ერთად
ცდილობდა ლიხნის სასულიერო სასწავლებლის ხონში გახსნას, მაგრამ მიხეილ შერვაშიძემ
ჭკადუაშში მიიწვია. მთავარმა საკუთარი შვილი, 9 წლის გიორგი (1846-1918 წწ), რომელიც,
ტრადიციისამებრ, კესარია დადიან - შერვაშიძესთან იზრდებოდა, მას, როგორც გამოცდილ
პედაგოგს, უაღრესად განათლებულ პიროვნებას, მიაბარა აღსაზრდელად. მალე ალექსანდრეს
აფხაზეთის საეპისკოპოსო ტაძრის იღუმენობა ებოძა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პედაგოგიური ფაკულტეტი.
VI საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. შრომები. ქუთაისი, 2015
Akaki Tsereteli State University. Faculty of Pedagogics.
VI International Scientific-Methodological Conference “Urgent Problems of Teaching and Upbringing”. Conference proceedings. Kutaisi, 2015
პედაგოგიკა/Pedagogics
10
ალექსანდრე ოქროპირიძემ ჭკადუაშში გახსნა აფხაზეთის (ლიხნის) სასულიერო სასწავლებელი,
რომელიც 1855 წლის ოქტომბერში, როცა თურქებმა ომარ ფაშას სარდლობით სამეგრელო დაიკავეს,
დაიხურა.
ჩვენამდე მოღწეულია ალექსანდრე ოქროპირიძის ხელით შედგენილი ლიხნის
სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეთა ნუსხა, რომელიც 1853 წლის 27 იანვრით თარიღდება. ამ
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იმ დროს სასწავლებელში სულ 11 მოსწავლე ჰყოლიათ. ჩვენი
ვარაუდით, მათგან ეროვნებით აფხაზი უნდა ყოფილიყო 6 მოსწავლე: სპირიდონ ბჟანია ილორიდან,
თევდორე ლაკობა სოუქსუდან (ლიხნიდან), დავით მარშანია გუფიდან, მოსე ეშბა ჯირხვიდან,
დავით სოსრანის ძე მარღანია (მისი სადაურობა მითითებული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ
იგი „თათარი", ე.ი. მაჰმადიანია, აფხაზეთში კი მაჰმადიანი ქართველები არ ცხოვრობდნენ), ფილიპე
ლაკერბაია ოთჰარიდან. ამ ბავშვთა შორის ალექსანდრე ოქროპირიძე საკუთარი ხარჯით ინახავდა
ს. ბჟანიას.
არსებობს 1867 წლის 29 მაისის ცნობა იმ 8 მოსწავლის შესახებ, რომლებმაც განათლება
პირადად ალექსანდრე ოქროპირიძის დაფინანსებით მიიღეს. ესენი ყოფილან: გიორგი მარშანია,
გიორგი ეშბა, პეტრე იასკუა, პეტრე ფილია, პეტრე ანთია, ნესტორ გრიგოლია, დავით გვილია,
გრიგოლ ტებლია.
ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის ზრუნვით აღიზარდნენ შემდგომში სახელგანთქმული
პირველი აფხაზი ქრისტიანი სასულიერო პირები: ივანე (იოანე) გეგია, იოანე არგუნი, პეტრე ფილია
და სხვანი. მათგან ი. გეგია 1862 წელს მონაწილეობდა იმ კომისიის მუშაობაში, რომელსაც გენერალი
ი. ბარტოლომეი ხელმძღვანელობდა და რომელმაც შეადგინა პირველი აფხაზური საანბანო
სახელმძღვანელო.
სასულიერო და პედაგოგიურ კადრებს აფხაზეთისათვის ძირითადად მეუფე გაბრიელის
(ქიქოძის) მიერ ქუთაისში 1894 წ. დაფუძნებული სასულიერო სემინარია ამზადებდა. მისი
არსებობის ერთ-ერთ ძირითად წყაროს სასემინარიო ოლქში შემავალი დასავლეთ საქართველოს
ეპარქიების ყოველწლიური შენატანები შეადგენდა, „სოხუმის ეპარქიას ყველაზე მცირე თანხა – 1000
მანეთი შეჰქონდა. სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში, სადაც ასევე სწავლობდნენ აფხაზეთის
მკვიდრნი, ეპარქია ყოველწლიურად 689 მანეთს რიცხავდა“ (Кирион, 3 : 194-195).
XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან საერო და სასულიერო ხელისუფლება ზემდგომი
ორგანოების წინაშე მუდმივად სვამდა საკითხს აფხაზეთში პედაგოგიური და სასულიერო
სასწავლებლის გახსნის შესახებ. მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების საბჭო წლების
მანძილზე იხილავდა აფხაზეთში სასულიერო სასწავლებლის დაფუძნების საკითხს. ამის შესახებ
საუბარი იყო საზოგადოების 1887 წლის ანგარიშში. მაშინ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შემდგომ
წლებში გაჩნდა ახალი იდეა – აფხაზებისათვის, სამურზაყანოელებისა და აგრეთვე სოხუმის ოლქში
ჩამოსახლებული რუსებისათვის სასულიერო სასწავლებელი გაეხსნათ არა აფხაზეთში, არამედ
ნოვოროსიისკში. „ამ პროექტის ავტორთა მთავარ მიზანს მოსწავლეთა გარუსება წარმოადგენდა. იგი
აფხაზურ და ქართულ ენებზე სწავლებას არ ითვალისწინებდა მაშინ, როცა პროგრამებში ბერძნული
ენის სწავლება სავსებით სამართლიანად იყო შეტანილი“ (სსცა. 5 : ფ.493. აღწ.1. ს.851 ფ #17-30).
სოხუმში სასულიერო სასწავლებლის დაფუძნებას სხვადასხვა მოსაზრებებით ხელისუფლება არ
ჩქარობდა. გ. როგავას მონაცემებით, „1898 წლიდან მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში
სასულიერო სასწავლებლის გახსნის საკითხი 10-ჯერ იყო დაყენებული უწმინდესი სინოდის
სასწავლო საბჭოს წინაშე, მაგრამ უშედეგოდ“ ( როგავა გ. 4 : 132).
აფხაზეთში სასულიერო პირებისა და პედაგოგების დიდ უმრავლესობას, „მიუხედავად
რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ყოველივე ქართულის დევნისა და შევიწროებისა, მაინც
ქართველები შეადგენდნენ. ეს ამუხრუჭებდა, აფერხებდა მოსახლეობის, მათ შორის, აფხაზების
ასიმილაციის, გარუსების იმპერიული გეგმის განხორციელებას“ (გამახარია ჯ. 1 : 582).
ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მკაცრად გაილაშქრა დეკანოზ ი. ვოსტორგოვის ვერაგული გეგმის
წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო სკოლებიდან ქართული ენის გამოდევნა და ჩაშალა
ხელისუფლების ზრახვები, რის გამოც მას რუსეთის იმპერატორთან აბეზღებდა რენეგატი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პედაგოგიური ფაკულტეტი.
VI საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. შრომები. ქუთაისი, 2015
Akaki Tsereteli State University. Faculty of Pedagogics.
VI International Scientific-Methodological Conference “Urgent Problems of Teaching and Upbringing”. Conference proceedings. Kutaisi, 2015
პედაგოგიკა/Pedagogics
11
ქართველი ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე). მან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა სამეგრელოს
სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაცავად. ამის შემდეგ მცხოვანი ეპისკოპოსი
დიდი ხანი აღარ დარჩენილა გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. ეგზარქოსისა და უწმიდესი სინოდის
განკარგულებით, "საკუთარი თხოვნის" საფუძველზე განთავისუფლდა ეპარქიის
ხელმძღვანელობიდან და "მოსასვენებლად" თავისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში
გაიგზავნა.
მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ, 1907 წელს, წმიდა ილია მართლის დასაფლავებისას
გამოვიდა და დაიტირა თავისი სულიერი შვილი. ოთხმოცდასამი წლის მხცოვანმა
მღვდელმთავარმა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თვითონაც იმავე წელს, 9 ნოემბერს მიიძინა
საუკუნო ძილით შიომღვიმის სავანეში. იგი 16 ნოემბერს დაკრძალეს იმავე მონასტერში, საფლავის
ქვაზე ასეთი წარწერა აქვს: "განუსვენე უფალო, მონასა შენსა, საქართველოს ჭეშმარიტს შვილს და
მოღვაწე ბერს, შიომღვიმის დიდებული ლავრის აღმდგენელს, შენს სადიდებლად მას შინა სამუდამო
კრებულის დამაარსებელს და მის ნივთიერად უზრუნველმყოფელს. საკუთარის საფასით ორსავე
ტაძრის განმაახლებელს და ყოველის სამკაულით აღმავსებელს, წინამძღვრისა და კრებულისათვის
სახელების ამგებელს და ლავრის გამამდიდრებელს ვენახებით, ბაღებით, სახნავის მიწებით,
წისქვილით, სამუშაო იარაღით და საქონლით. ყოვლად-უსამღვდელოესს ალექსანდრეს 1822-1907 წ."
როგორც არქიმანდრიტი ამბროსი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)
გამოსათხოვარ სიტყვაში აღნიშნავდა: "განსვენებულმა ყოვლადსამღვდელომ გვასწავლა ჩვენ,
რამდენად შეიძლება ამ უკუღმართ დროშიც ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანენი, ქრისტიანული
იდეალების მატარებელნი. როგორც მატარებელი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულისა, იმ
სიყვარულის, რომელიც ყველას ერთ რიგად უნდა ეფინებოდეს, არ არჩევდეს არა ახლობელისაგან,
რომელიც უნდა ავიწყებინებდეს პირად ინტერესებს და აბედვინებდეს სიცოცხლის შეწირვას
მოყვასისათვის, როგორც მატარებელი ამნაირ სიყვარულისა, ის თვისის ცხოვრებით გვიმტკიცებს,
რომ ეს ქრისტესგან მის მიმდევართათვის დახატული იდეალი ამ ქვეყნად შესაძლებელია
განხორციელდეს..." (2 : 42).
„მისი მოღვაწეობა, ჯერ როგორც პედაგოგისა, შემდეგ კი არქიმანდრიტისა და ეპისკოპოსისა,
როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე სრულიად საქართველომ დამსახურებულად დააფასა
და ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მას აფხაზეთის მეორე მოციქული უწოდა. სამწყსოსა და მას
შორის არსებობდა მამაშვილური კავშირი, დაფუძნებული ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულზე.“ (6 :
299).
ბოლშევიკური მმართველობის ხანაში ეპისკოპოს ალექსანდრეს ღირსეული დაფასება ვერ
მოხერხდა... 1995 წლის 19 ოქტომბერს მცხეთაში საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის
გაფართოებულმა კრებამ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოსი ალექსანდრე წმინდანად შერაცხა და მისი
ხსენების დღედ დააწესა 26(8.11) ოქტომბერი.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი კონკრეტული მასალა ცხადყოფს ჭაშმარიტებას: ყოველგვარი
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწავლა-განათლების საქმეს აფხაზთა შორის სწორედ
ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ჩაუყარა საფუძველი. სამწუხაროდ, ამ მოღვაწის დამსახურება აფხაზთა
წინაშე დღეს მივიწყებულია.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პედაგოგიური ფაკულტეტი.
VI საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. შრომები. ქუთაისი, 2015
Akaki Tsereteli State University. Faculty of Pedagogics.
VI International Scientific-Methodological Conference “Urgent Problems of Teaching and Upbringing”. Conference proceedings. Kutaisi, 2015
პედაგოგიკა/Pedagogics
12
ლიტერატურა:
1. გამახარია ჯ., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა , თბილისი. 2015 წელი.
2. ვარდოსანიძე სერგო "ქართველი მღვდელმთავრები" (XX-XXI საუკუნეები), თბილისი, 2010 წ. 3. Кирион, Краткий очерк истории Грузинской церкви и Экзархата за XIX столетие, Тиф. 1901 г.
4. როგავა გ., „რელიგია და ეკლესია აფხაზეთში“. თბილისი. 1997 წელი.
5. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი. ფ. 493 .
6. ჭიჭინაძე ზ. სიტყვები და წერილები ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეზე. თბილისი. 1907 წელი.
7. ქართველ წმინდანთა ცხოვრება., შედგენილი: დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის, მანანა ბუკიას, კაკა ბულიას მიერ.,თბილისი. 2000 წელი.
8. აბდალაძე ლალი (ბარბარე). სასულიერო განათლება და პედაგოგიკური აზროვნება XIX საუკუნის გურია-სამეგრელოს ეპარქიაში., დისერტაცია- ხელნაწერის უფლებით.
რეზიუმე
XIX საუკუნეში სასულიერო სასწავლებლის გახსნის მცდელობა სოხუმში
სტატიაში განხილულია XIX საუკუნეში სოხუმში სასულიერო სასწავლებლის დაარსების
წინაპირობები. დადგენილია, რომ სოხუმში სასულიერო სასწავლებლის დაფუძნებას სხვადასხვა
მოსაზრებებით ხელისუფლება არ ჩქარობდა. აღნიშნულია ალექსანდრე ოქროპირიძის დიდი
წვლილი აფხაზთა შორის ქრისტიანობის აღდგენისა და სასულიერო განათლების ორგანიზების
საქმეში, სასულიერო სასწავლებლების დაარსებაში.
Лали(Барбаре)Абдаладзе –Декан факультета христианского искусствоведения Гелатской духовной
академии, доктор образования, профессор
Резюме
Попытка открытия духовного училища в Сухуми в XIX веке
В статье рассматриваются предпосылки учреждения в Сухуми духовного училища. Выявляется,
что по разным соображениям, правительство не торопилось с учреждением духовного училища в
Сухуми. Отмечается о большой заслуге Александра Окропиридзе в деле возрождения христианства и
организации духовного образования среди абхазцев, а также учреждения духовных училищ.
Lali (Barbare) Abdaladze –Gelati Spiritual Academy and Seminary. Dean of Faculty of Christian Art.
PHD in Education, Professor
An Attempt to Opening a Religious School in XIX c. in Sokhumi
Resume
This paper discusses the prerequisites for the establishment of the XIX c. religious school in Sokhumi.
It is estimated that the government was in no hurry to run a religious school to different viewpoints.
AlexandreOkropiridze initially indicated a great contribution to the restoration of Christianity between
Abkhazians and organizing the spiritual education, the establishment of religious schools.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პედაგოგიური ფაკულტეტი.
VI საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. შრომები. ქუთაისი, 2015
Akaki Tsereteli State University. Faculty of Pedagogics.
VI International Scientific-Methodological Conference “Urgent Problems of Teaching and Upbringing”. Conference proceedings. Kutaisi, 2015
პედაგოგიკა/Pedagogics
13
მაია ახვლედიანი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
იმერ ბასილაძე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი
მშობელთა აღზრდა თანამედროვე სოციალური პოლიტიკის ნაწილი
მოზარდთა აღზრდის სწავლებისა და განათლების ამოცანა ოდითგანვე იპყრობდა
საზოგადოების ყურადღებას. საგანმანათლებლო საქმიანობის, ოჯახის და სწავლების პროცესის
ურთიერთოbის განმტკიცებას არაერთი საგანმანათლებლო კერა ემსახ�