4
axali xaragauli xaragaulis municipalitetis gazeTi 275 (2) 9 Tebervali, 2015 w საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიში მოისმინეს 2 თებერვალს, მორიგი საკრებულოს სხდო- მა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. სხდომაზე საფინანსო – საბი- უჯეტო კომისიის თავმჯდომარემ წარმოად- გინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, ხარა- გაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მუშაობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართ- ველობის კოდექსისა და საბიუჯეტო კო- დექსის თანახმად, ასევე ხელმძღვანელობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებუ- ლოს რეგლამენტითა და საფინანსო-სა- ბიუჯეტო კომისიის დებულებით. ბატონმა ვარლამმა, დეტალურად ისაუბრა კომისის სხდომაზე განხილულ საკითხებზე და დეპუ- ტატების მიერ დასმულ კითხვებსაც ამომწუ- რავად უპასუხა. ანგარიშის წარდგენის შემ- დეგ, ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის საფინასო-საბიუჯეტო სამსახური არ თანამშრომლობს კომისიასთან. ზედიზედ სამჯერ ჩავატარე კომისიის სხდომა და არ- ცერთ სხდომას ამ სამსახურის წარმომადგე- ნელი არ დასწრებია. პრობლემებია დოკუ- მენტაციის მოწოდებასთან დაკავშირებითაც, დროულად არ ხდება მათი წარმოდგენა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდო- მარემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტში არსებულ ნაშთზე: „ბიუჯეტში გვაქვს ნაშ- თი 908 ათასი ლარი, რატომ არ მოხდა ამ თანხის მიმართვა სხვადასხვა პროექტების დასაფინასებლად?” საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფ- როსმა, ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა -„წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამა თუ იმ თანამდებობებზე, არავისთან მქონია კო- მუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა. აქ თითქმის ხუთი თაობის წარმომადგენე- ლია, ვისთანაც მიმუშავია და ვერავინ იტყ- ვის, რომ ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მქონდა. საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე არ უნდა მიუთითებდეს ნაშ- თის შესახებ. ვისაც მუშაობის გამოცდილე- ბა აქვს ამ კუთხით, მან კარგად იცის რომ ბიუჯეტში ნაშთის დატოვება აუცილებელია. რკინიგზიდან, დეკემბერში, 900 ათასი ლარი შემოვიდა და ამ თანხას დეკემბრის მეორე ნახევარში ვერ გავხარჯავდით. ასევე, არ მახსენდება, რომ რომელიმე კომისიის სხდო- მას არ დავსწრებოდით, გარდა წინა სხდომი- სა. ვერცერთ ინფორმაციაზე ვერ იტყვიან, რომ დროულად არ მოგვიწოდებია. დღე და უკვე რამდენიმე კვირაა ხარა- გაულში, სამგლიის სერზე ემერჯენს- ამბულატორიის მშენებლობა დაიწ- ყო, რომელიც მარ- ტის ბოლოსთვის დასრულდება და მასზე 400 ათასი ლარი დაიხარჯება. სამედიცინო დაწე- სებულების მშენებ- ლობას ჯანდაცვის სამინისტროს დაკ- ვეთით შპს „აი- სი-ი-ეს” ახორცი- ელებს. შემდგომ ეტაპზე ამავე ადგილას სტაციონარის მშენებლობა, დაიწყება რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. 2 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გივი თხელიძემ, დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია ახალი საავადმყოფოს მშე- ნებლობის მიმდინარეობასთან დაკავ- შირებით. მისივე თქმით, სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება და წლის ბოლომდე ხარაგაულის მოსახლეობას კეთილმოწყობილი ამბულატორია და საავადმყოფო ექნება. მისივე განცხა- დებით, მშენებარე საავადმყოფოს ეზო და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწ- ყობა. ასევე მოხდება კანალიზაციის სისტემის გამართვა, რომელიც სავარა- უდოდ ელისო ჭიპაშვილის, გურამიშვი- ლის, დევდარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაივლის და ამ ქუჩის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნე- ბათ კანალიზაციის სისტემით ისარ- გებლონ. სხდომაზე გივი თხელიძემ დააყე- ნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარე- ბის ნორმალური ფართით უზრუნ- ველყოფის საკითხი. „ცუდ პირობებში არიან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარე- ბის თანამშრომლები. შენობაში, სადაც ისინი იმყოფებიან, წყალი ჩამოდის და გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. იქნებ უახლოეს მომავალში მოხდეს ამ საკითხზე რეაგირება“-აღნიშნა ჯანდაც- ვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ. ეკა შავიძე წლის ბოლომდე ხარაგაულის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფო ექნება გაგრძელება 2 გვ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ- რებულოს მიერ დაფუძნებული გაზეთი „ახალი ხარაგაული” უკვე მეშვიდე წე- ლია არსებობს. ამ ხნის განმავლობა- ში დამოუკიდებელი გაზეთის , „ჩემი ხარაგაულის” რედაქტორის მხრიდან, მუდმივად გაისმის პრეტენზიები „ახალი ხარაგაულის” არსებობის კანონიერე- ბასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ 2011 წლის 17 თებერვალს შპს „ჩემმა ხარაგაულმა” ზესტაფონის სასა- მართლოში შეიტანა სარჩელი გაზეთის გაუქმების მოთხოვნით. კერძოდ, „ჩემი ხარაგაულის” რედაქტორი ითხოვ- და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ- რებულოს 2011 წლის 3 იანვარს ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” შექმნის შესახებ მიღებული N6 განკარგულების გაუქმე- ბას და საკრებულოს მიერ 2011 წლის 11 იანვარს მიღებული N19 დადგენი- ლების ბათილად ცნობას იმ ნაწილ- ში, რომლითაც საგამომცემლო საქმი- ანობისათვის განსაზღვრული 27 ათასი ლარი გადატანილ იქნა ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში. თუმცა ჯერ ზესტაფონის რაიონულმა სასამართ- ლომ, შემდეგ კი ქუთაისის სააპელა- ციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ კი სარჩელი საერთოდ განსახილველად დაუშვებლად ცნო. მიუხედავად იმი- სა, რომ არსებობს სასამართლოს გადაწ- ყვეტილება , არაერთი იურისტის პოზი- ცია, რომლებიც სავსებით კანონიერად მიიჩნევენ ადგილობრივი თვითმმართ- ველობების მიერ გაზეთის დაფუძნებას, ლაურა გოგოლაძის მხრიდან „ახალი ხარაგაულის” მიმართ პროვოკაციული საუბრები არ წყდება და ყოველი წლის ბიუჯეტის განხილვისას მისთვის ეს სა- კითხი მეტად ამაღელვებელი ხდება. საინტერესოა, ამ გაზეთისთვის გამო- ყოფილი თანხის ხარაგაულელებისათ- ვის მოხმარება სურს გაზეთ „ჩემი ხა- რაგაულის” რედაქტორს თუ პირადი კეთილდღეობის ამაღლება? პასუხი ხა- რაგაულის საზოგადოებისათვის ცნობი- ლია!!! „ახალი ხარაგაულის” მსგავსი გაზეთე- ბი საქართველოს ათეულობით მუნი- ციპალიტეტში იბეჭდება. ძნელი წარმო- სადგენია, რომ მხოლოდ ჩვენს რაიონში არიან ადგილობრივი თვითმმართველო- ბის უფლებამოსილებებში ზედმიწევ- ნით გარკვეული ადამიანები. დავიჯერო, დანარჩენი მუნიციპალიტეტები ამ სა- კითხში გარკვეული და კომპეტენტური პიროვნებების ნაკლებობას განიცდიან? რატომ დგას დღის წესრიგში მუდმივად მხოლოდ „ახალი ხარაგაულის” დაფი- ნანსების საკითხი? რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის პიროვნულ ინტერესს ემსახურება და სხვა არა- ნაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. „ჩემი ხარაგაულის” რედაქ- ტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თავი დანებოს სხვადასხვა გზით „ახალი ხარაგაულის” საქმიანობაში უხეშ ჩარე- ვას. ეთიკის ნორმებიდან გამომდინა- რე, ვფიქრობ, წერტილი უნდა დაუსვას დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას. რაც შეეხება, სახელმწიფო აუდი- ტის სამსახურის რეკომენდაციას, რომე- ლიც ხშირად ხდება ლაურა გოგოლაძის მხრიდან განხილვის საგანი, გაზეთმა გაითვალისწინა მთელი რიგი რეკომენ- დაციები: შეიცვალა გაზეთის ფორმა- ტი, გაზეთი გახდა უფასო, მასში აღარ იბეჭდება რეკლამები და განცხადებები. გაზეთის ტირაჟი საზოგადოების მოთ- ხოვნის ადეკვატურია. „ახალი ხარაგაული” ემსახურება მუ- ნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლო- ების ინფორმირებას ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გაწეული საქ- მიანობის შესახებ. ასევე, უზრუნველ- ყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ- ტების გამოქვეყნებას. გაზეთი უფასოდ მიეწოდება მოსახლეობას, რაც ერთგ- ვარი შეღავათია იმ ადამიანებისათვის, ვისაც გაზეთის შეძენის და ინფორმა- ციის უფასოდ მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ. 21-ე საუკუნეში კონკურენცია, პირ- ველობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა, მი- ზანი ყველა შემთხვევაში, სულაც არ ამართლებს საშუალებას. მოწინააღმდეგის მხრიდან ამდენი შე- მოტევის მიუხედავად, გაზეთი „ახალი ხარაგაული” რჩება თავისი მრწამსისა და მასზე მინდობილი საქმის ერთგული. პატივისცემით, გაზეთ „ახალი ხარაგაულის” რედაქტორი ეკა შავიძე პირადი კეთილდღეობა თუ ხარაგაულელებზე ზრუნვა?!

axali xaragaulikharagauli.gov.ge/img/files/9თებერვალი015.pdf · ველობის კოდექსისა და საბიუჯეტო კო-

  • Upload
    others

  • View
    4

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: axali xaragaulikharagauli.gov.ge/img/files/9თებერვალი015.pdf · ველობის კოდექსისა და საბიუჯეტო კო-

axali xaragaulixaragaulis municipalitetis gazeTi 275 (2) 9 Tebervali, 2015 w

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა საფინანსო-საბიუჯეტო

კომისიის ანგარიში მოისმინეს

2 თებერვალს, მორიგი საკრებულოს სხდო-მა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები განიხილეს. სხდომაზე საფინანსო – საბი-უჯეტო კომისიის თავმჯდომარემ წარმოად-გინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მუშაობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართ-ველობის კოდექსისა და საბიუჯეტო კო-დექსის თანახმად, ასევე ხელმძღვანელობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლოს რეგლამენტითა და საფინანსო-სა-ბიუჯეტო კომისიის დებულებით. ბატონმა ვარლამმა, დეტალურად ისაუბრა კომისის სხდომაზე განხილულ საკითხებზე და დეპუ-ტატების მიერ დასმულ კითხვებსაც ამომწუ-რავად უპასუხა. ანგარიშის წარდგენის შემ-დეგ, ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობის საფინასო-საბიუჯეტო სამსახური არ თანამშრომლობს კომისიასთან. ზედიზედ სამჯერ ჩავატარე კომისიის სხდომა და არ-ცერთ სხდომას ამ სამსახურის წარმომადგე-ნელი არ დასწრებია. პრობლემებია დოკუ-მენტაციის მოწოდებასთან დაკავშირებითაც, დროულად არ ხდება მათი წარმოდგენა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდო-

მარემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტში არსებულ ნაშთზე: „ბიუჯეტში გვაქვს ნაშ-თი 908 ათასი ლარი, რატომ არ მოხდა ამ თანხის მიმართვა სხვადასხვა პროექტების დასაფინასებლად?”საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფ-

როსმა, ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა -„წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამა თუ იმ თანამდებობებზე, არავისთან მქონია კო-მუნიკაციისა და ურთიერთობის პრობლემა. აქ თითქმის ხუთი თაობის წარმომადგენე-ლია, ვისთანაც მიმუშავია და ვერავინ იტყ-ვის, რომ ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მქონდა. საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე არ უნდა მიუთითებდეს ნაშ-თის შესახებ. ვისაც მუშაობის გამოცდილე-ბა აქვს ამ კუთხით, მან კარგად იცის რომ ბიუჯეტში ნაშთის დატოვება აუცილებელია. რკინიგზიდან, დეკემბერში, 900 ათასი ლარი შემოვიდა და ამ თანხას დეკემბრის მეორე ნახევარში ვერ გავხარჯავდით. ასევე, არ მახსენდება, რომ რომელიმე კომისიის სხდო-მას არ დავსწრებოდით, გარდა წინა სხდომი-სა. ვერცერთ ინფორმაციაზე ვერ იტყვიან, რომ დროულად არ მოგვიწოდებია. დღე და

უკვე რამდენიმე კვირაა ხარა-გაულში, სამგლიის სერზე ემერჯენს-ა მ ბ ულ ატორ ი ი ს მშენებლობა დაიწ-ყო, რომელიც მარ-ტის ბოლოსთვის დასრულდება და მასზე 400 ათასი ლარი დაიხარჯება. სამედიცინო დაწე-სებულების მშენებ-ლობას ჯანდაცვის სამინისტროს დაკ-ვეთით შპს „აი-სი-ი-ეს” ახორცი-ელებს. შემდგომ ეტაპზე ამავე ადგილას სტაციონარის მშენებლობა, დაიწყება რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. 2 თებერვალს გამართულ საკრებულოს

სხდომაზე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გივი თხელიძემ, დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია ახალი საავადმყოფოს მშე-ნებლობის მიმდინარეობასთან დაკავ-შირებით. მისივე თქმით, სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება და წლის ბოლომდე ხარაგაულის მოსახლეობას კეთილმოწყობილი ამბულატორია და საავადმყოფო ექნება. მისივე განცხა-დებით, მშენებარე საავადმყოფოს ეზო და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწ-ყობა. ასევე მოხდება კანალიზაციის სისტემის გამართვა, რომელიც სავარა-

უდოდ ელისო ჭიპაშვილის, გურამიშვი-ლის, დევდარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაივლის და ამ ქუჩის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნე-ბათ კანალიზაციის სისტემით ისარ-გებლონ. სხდომაზე გივი თხელიძემ დააყე-

ნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარე-ბის ნორმალური ფართით უზრუნ-ველყოფის საკითხი. „ცუდ პირობებში არიან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარე-ბის თანამშრომლები. შენობაში, სადაც ისინი იმყოფებიან, წყალი ჩამოდის და გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. იქნებ უახლოეს მომავალში მოხდეს ამ საკითხზე რეაგირება“-აღნიშნა ჯანდაც-ვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ.

ეკა შავიძე

წლის ბოლომდე ხარაგაულის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი

საავადმყოფო ექნება

გაგრძელება 2 გვ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს მიერ დაფუძნებული გაზეთი „ახალი ხარაგაული” უკვე მეშვიდე წე-ლია არსებობს. ამ ხნის განმავლობა-ში დამოუკიდებელი გაზეთის , „ჩემი ხარაგაულის” რედაქტორის მხრიდან, მუდმივად გაისმის პრეტენზიები „ახალი ხარაგაულის” არსებობის კანონიერე-ბასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ 2011 წლის 17 თებერვალს შპს „ჩემმა ხარაგაულმა” ზესტაფონის სასა-მართლოში შეიტანა სარჩელი გაზეთის გაუქმების მოთხოვნით. კერძოდ, „ჩემი ხარაგაულის” რედაქტორი ითხოვ-და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს 2011 წლის 3 იანვარს ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” შექმნის შესახებ მიღებული N6 განკარგულების გაუქმე-ბას და საკრებულოს მიერ 2011 წლის 11 იანვარს მიღებული N19 დადგენი-ლების ბათილად ცნობას იმ ნაწილ-ში, რომლითაც საგამომცემლო საქმი-ანობისათვის განსაზღვრული 27 ათასი ლარი გადატანილ იქნა ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში. თუმცა ჯერ ზესტაფონის რაიონულმა სასამართ-ლომ, შემდეგ კი ქუთაისის სააპელა-

ციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ კი სარჩელი საერთოდ განსახილველად დაუშვებლად ცნო. მიუხედავად იმი-სა, რომ არსებობს სასამართლოს გადაწ-ყვეტილება , არაერთი იურისტის პოზი-ცია, რომლებიც სავსებით კანონიერად მიიჩნევენ ადგილობრივი თვითმმართ-ველობების მიერ გაზეთის დაფუძნებას, ლაურა გოგოლაძის მხრიდან „ახალი ხარაგაულის” მიმართ პროვოკაციული საუბრები არ წყდება და ყოველი წლის ბიუჯეტის განხილვისას მისთვის ეს სა-კითხი მეტად ამაღელვებელი ხდება. საინტერესოა, ამ გაზეთისთვის გამო-ყოფილი თანხის ხარაგაულელებისათ-ვის მოხმარება სურს გაზეთ „ჩემი ხა-რაგაულის” რედაქტორს თუ პირადი კეთილდღეობის ამაღლება? პასუხი ხა-რაგაულის საზოგადოებისათვის ცნობი-ლია!!!„ახალი ხარაგაულის” მსგავსი გაზეთე-

ბი საქართველოს ათეულობით მუნი-ციპალიტეტში იბეჭდება. ძნელი წარმო-სადგენია, რომ მხოლოდ ჩვენს რაიონში არიან ადგილობრივი თვითმმართველო-ბის უფლებამოსილებებში ზედმიწევ-

ნით გარკვეული ადამიანები. დავიჯერო, დანარჩენი მუნიციპალიტეტები ამ სა-კითხში გარკვეული და კომპეტენტური პიროვნებების ნაკლებობას განიცდიან? რატომ დგას დღის წესრიგში მუდმივად მხოლოდ „ახალი ხარაგაულის” დაფი-ნანსების საკითხი? რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის პიროვნულ ინტერესს ემსახურება და სხვა არა-ნაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. „ჩემი ხარაგაულის” რედაქ-ტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თავი დანებოს სხვადასხვა გზით „ახალი ხარაგაულის” საქმიანობაში უხეშ ჩარე-ვას. ეთიკის ნორმებიდან გამომდინა-რე, ვფიქრობ, წერტილი უნდა დაუსვას დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას. რაც შეეხება, სახელმწიფო აუდი-

ტის სამსახურის რეკომენდაციას, რომე-ლიც ხშირად ხდება ლაურა გოგოლაძის მხრიდან განხილვის საგანი, გაზეთმა გაითვალისწინა მთელი რიგი რეკომენ-დაციები: შეიცვალა გაზეთის ფორმა-ტი, გაზეთი გახდა უფასო, მასში აღარ იბეჭდება რეკლამები და განცხადებები. გაზეთის ტირაჟი საზოგადოების მოთ-ხოვნის ადეკვატურია.

„ახალი ხარაგაული” ემსახურება მუ-ნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლო-ების ინფორმირებას ადგილობრივი თვითმართველობის მიერ გაწეული საქ-მიანობის შესახებ. ასევე, უზრუნველ-ყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ-ტების გამოქვეყნებას. გაზეთი უფასოდ მიეწოდება მოსახლეობას, რაც ერთგ-ვარი შეღავათია იმ ადამიანებისათვის, ვისაც გაზეთის შეძენის და ინფორმა-ციის უფასოდ მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ. 21-ე საუკუნეში კონკურენცია, პირ-

ველობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა, მი-ზანი ყველა შემთხვევაში, სულაც არ ამართლებს საშუალებას. მოწინააღმდეგის მხრიდან ამდენი შე-

მოტევის მიუხედავად, გაზეთი „ახალი ხარაგაული” რჩება თავისი მრწამსისა და მასზე მინდობილი საქმის ერთგული.

პატივისცემით, გაზეთ „ახალი ხარაგაულის”

რედაქტორი ეკა შავიძე

პირადი კეთილდღეობა თუ ხარაგაულელებზე ზრუნვა?!

Page 2: axali xaragaulikharagauli.gov.ge/img/files/9თებერვალი015.pdf · ველობის კოდექსისა და საბიუჯეტო კო-

2 #2\75 (2) 9 Tebervali 2015 w.axali xaragauli

1 გვ.ღამე მუშაობენ ჩვენი თანამშრომელბი და ამ საყვედურს ვერ მივიღებ. საყვედურს რომ იღებ, უნდა იმსახურებდე კიდეც.”დეპუტატი, გოგი ლაცაბიძე დაინტერესდა,

რატომ არ მოხდა 2015 წლის ბიუჯეტში გზე-ბის დაპროექტებისათვის თანხის გამოყო-ფა, ეს საკითხი მან კომისის სხდომაზე რამდენჯერმე დააყენა. მისივე თქმით, არ შეიძლება სანერგე მეურნეობის განვითარე-ბისთვის, კერძო პირი ბიუჯეტიდან იღებდეს დაფინანსებას. საფინასო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯ-

დომარის განმარტებით, 200 ათასი ლარი 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, როგორც გზების დაპროექტებისათვის ასევე მოვლა-შენახვისთვის. რაც შეეხება სანერ-გე მეურნეობას, ვლადიმერ გელაშვილის თქმით, გასულ წელს, თანხა, სოციალური პროგრამის განსახორციელებლად გაიცა. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახები, გაზაფხულზე ვაზის ნერგებს მიიღებენ. წელს, ამ მიმართულებით, ბიუჯეტში თანხებია გათვალისწინებული, თუმცა ჯერჯერობით არ გაცემულა.სხდომაზე, დეპუატატი აკაკი მაჭავარიანი

შპს „2011“-ის დაფინასების საკითხს შეეხო. მისი თქმით, თუ შპს „2011“-ის დაფი-ნასება ადგილობრივი ბიუჯეტიდან წინა წელებში არ შეიძლებოდა, მაშინ წელს რაღატომ მოხდა მისი 24 ათასი ლარით დაფინანსება? „ბატონო აკაკი, ამ თემაზე საუბრი თქვენს

ადგილზე შემრცხვებოდა. ყველამ კარგად იცის, შპს „2011“-ი თქვენზე იყო დამოკი-დებული და თქვენ იყავით მისი ფაქტიური მმართველი. ტრაქატორებს ამუშავებედით და ბიუჯეტში ერთი თეთრი არ შემოგქონ-დათ. სად მიდიოდა ეს თანხები?” - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატი-ული საქართველოს” თავმჯდომარემ, ვარ-ლამ თავზარაშვილმა აკაკი მაჭავარიანს. დეპუატატ ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმა-

ციით, წინასაარჩევნო პერიოდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, შპს „2011“-ის ტრაქტორებით, ხმის მიცემის სანაცვლოდ, მოსახლეობას უფასოდ უხნავდა მიწებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავ-

მჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა ზემოთ აღნიშნული ფაქტები უარყო და ადგილობ-რივი ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯების არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა

ლურსმანაშვილის თქმით, - „ადმინისტრაცი-ული ხარჯი 2010-2011 წლებში 40% იყო, ანუ 9 % -ით მეტი, 2013-2014 წლებ-თან შედარებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენ გვყავს იმაზე მეტი დასაქმებული, ვიდრე 2010-2011 წლებში იყო. ად-მინისტრაციული ხარჯი, კანონით, 25 %-ით განისაზღვრა და თქვენი საუბარი ადმი-ნისტრაციული ხარჯის მიზანშეწონილობაზე, ბატონო თორნიკე, - უკვე აბსურდია. ათი წელი ემსახურეთ ხარაგაულს და თქვენ მიერ გაკეთებული ღირებული, არაფერი მინახავს. ჩვენ, ორ წელიწადში იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ეს თქვენ ათ წელიწადში შეძელით. ასე რომ, რა საკითხზეც უნდა ისაუბროთ და რა საკითხიც უნდა დასვათ, თქვენ მნიშ-ვნელოვნად ლიდერობთ დარღვევებისა და ფულის გადახარჯვის კუთხით. ამავე საკრებულოს სხდომაზე, დეპუატა-

ტებმა დაამტკიცეს თანამდებობების პირთა კუთვნილი შვებულებების განრიგი. გამ-გებელს თანხმობა მისცეს ზვარის ყოფილი პიონერთა ბანაკის შენობისა და მასზე მიმაგ-რებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ-ლების მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტისთ-ვის დარეგისტრირების თაობაზე. როგორც ცნობილია, გაზაფხულიდან ზვარის ყოფილ პიონერთა ბანაკის ტერიტორიაზე სამშენებ-ლო სამუშაოები დაიწყება. მოეწყობა ახალი კოტეჯები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ყოფილ ადმინისტრაციულ შენობას.

ეკა შავიძე

საკრებულოს სხდომაზე

დეპუტატებმა საფინაnსო-საბიუჯეტო

კომისიის ანგარიში მოისმინეს

28 იანვარს ხარაგაულის კი-ნოთეატრში რეზო თაბუკაშ-ვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ახალი სპექტაკლის "მთების ბალადას" პრემიერა შედ-გა. როგორც სპექტაკლის ავტორი განმარტავს, ეს წარ-მოდგენა მან ალექსანდრა ჯაფარიძის 120 წლის იუბი-ლეს მიუძღვნა. ალექსანდრა

ოჯახში ერთადერთი მთამსვ-ლელი არ ყოფილა. ამ სპორ-ტით დაინტერესებული იყვნენ მისი ძმები სვიმონი და ალი-ოშა. სვიმონ ჯაფარიძე 1929 წელს თეთნულდზე ექსპედი-ციის დროს დაიღუპა. სწო-რედ ამ დღეს, ალექსანდრასა და ალიოშას, ძმის საფლავზე ფიცი დაუდიათ, წლისთავზე თეთნულდს დავიპყრობთო. ერთი წლის შემდეგ, თეთნულ-დი პირველად ქალმა დაიპყრო და ეს ქალი 35 წლის ალექ-სანდრა ჯაფარიძე იყო. იზა ვეფხვაძემ საინტერესოდ წარ-მოადგინა მთებსა და მწვერ-ვალებზე შეყვარებული და - ძმების ცხოვრება, მათთან ერთად გვატარა ყინულოვან მწვერვალებზე. მოგვითხრო მათი ცხოვრების ტრაგედიებ-სა და გამარჯვებებზე...სპექტაკლის პრემიერას ეს-

წრებოდა მთამსვლელი ჯაფა-რიძეების შთამომავალი დამ-

სახურებული ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე, რომელმაც ძალიან დიდი მადლობა გადა-უხადა ქალბატონ იზა ვეფხვა-ძეს მისთვის ძვირფასი ადამი-ანებისადმი პატივის მიგებით. ხაზი გაუსვა იმ ღვთიურ ნიჭს, რომლის ძალითაც ქალბატონი იზა იპყრობს მა-ყურებლის გულს. ნამდილად საოცრებაა მისი ზეპირი მეტ-ყველება, არტისტიზმი. 11 თებერვალს, 17 საათ-

ზე აღნიშნული სპექტაკლი, მეცნიერებათა აკადემიის მიწ-ვევით და ორგანიზებით თბი-ლისში გაიმართება. აქვე გაცნობებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ თეატრმა გოდერ-ძი ჩოხელისადმი მიძღვნილი სპექტაკლი მეცხვარეებისათ-ვის შირაქის ველზე აზერბა-იჯანის საზღვარზე გამარ-თა. სულ რამდენიმე დღის წინ თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე საქართველოს

კულტურის ფონდის და ქარ-თული ერთობის დარბაზის ინიციატივით დაჯილდოვდა პატივგების სიგელით, რო-მელსაც ხელს აწერენ კულ-ტურის დიდი მოღვაწენი: რეზო ჩხეიძე, მერაბ ბერძე-ნიშვილი, ანზორ ერქომაიშვი-ლი, ომარ მხეიძე და სხვები. თეატრი უახლოეს პერიოდში გამართავს კიდევ ერთი სპექ-ტაკლის პრემიერას ხარა-გაულში, ხოლო რაც შეეხება სპექტაკლ" მთების ბალადას", თბილისის შემდეგ იგი საქარ-თველოს არაერთ რეგიონში გაიმართება. სპექტაკლი გაშუქდა საქართველოს ტე-ლევიზიის რამდენიმე არხით, ხოლო 9 თებერვალს 15 საათსა და 30 წუთზე "ობიექ-ტივის" პირდაპირ ეთერში სპეციალური გადაცემა მიეძ-ღვნება.

ეკა შავიძე

ხარაგაულის კინოთეატრში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ახალი სპექტაკლის

"მთების ბალადას" პრემიერა შედგა

მოლითის ტერიტორიული ერთეულის სოფელ დეისის მკვიდრის, გიორგი კიკნა-ძის, მრავალშვილიან ოჯახს პატარა ხარაგაულში, ზაზა გლუნჩაძის ქუჩაზე, საც-ხოვრებელი სახლი გადაეცა. ოჯახისათვის სახლის შეძე-ნა დასავლეთ ევროპის ეპარ-ქიის ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევ-ლო ტაძრის მოძღვრის მამა ანდრიას(ლაცაბიძე) ღვთი-ური ნებით მოხდა. ფლო-რენციის წმინდა ნინოს სახე-ლობის სამრევლო ტაძართან არსებულმა ხალხური ცეკვი-სა და სიმღერების ანსამბლმა "ნანილამ" იტალიის რამდე-ნიმე ქალაქში მიტროპოლიტ მამა აბრაამის კურთხევით საქველმოქმედო კონცერტები გამართა. სწორედ კონცერ-ტებიდან შემოსული თანხით განხორციელდა ესოდენ დიდი

სიკეთე. მამა ანდრია, წარმოშობით,

ხარაგაულელია. იგი და-იბადა და გაიზარდა სოფელ ნებოძირში. დაამთავრა მო-ლითის საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა უნივერსი-ტეტში განაგრძო. 18 წლი-დან დაიწყო მონასტრული ცხოვრება. ხუთი წელია, რაც დასავლეთ ევროპის ეპარქიის ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო ტაძ-რის წინამძღვარია. კიკნაძეების ოჯახისთვის

საცხოვრებელი სახლის შე-ძენაში დიდი წვლილი მო-ლითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარ-მომადგენელმა სპარტაკ ლა-ცაბიძემაც შეიტანა. „მამა ანდრიამ დამირეკა და მითხ-რა, ერთი ოჯახისათვის სახ-ლის შეძენას აპირებდნენ და ამ ოჯახის შერჩევა დამავა-

ლა. კიკნაძეების ოჯახი სო-ციალურად დაუცველია, მათ მძიმე საცხოვრებელი პირო-ბები ჰქონდათ და ამიტომ გადავწყვიტე არჩევანი მათზე შემეჩერებინა“-აღნიშნა სპარ-ტაკ ლაცაბიძემ. 4 თებერვალს კიკნაძეების

ოჯახს სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელი-სუფლების წარმომადგენლე-ბი ესტუმრნენ, მიულოცეს ოჯახს ახალმოსახლოება და გაიზიარეს მათი დიდი სი-ხარული. მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფემ მელქისედეკმა (ხაჩიძე) გიორ-გი კიკნაძის ოჯახი დალოცა და მადლობა გადაუხადა და-სავლეთ ევროპის ეპარქიას იმ, მადლისათვის, რაც იმე-დითა და რწმენით აღავსებს ამ ოჯახის თითოეულ წევრს. „მინდა უპირველესად მადლო-ბა გადავუხადო დასავლეთ ევროპის ეპარქიას და მამა ანდრიას ასეთი მნიშვნელო-ვანი საქმიანობისათვის. მამა ანდრია, წარმოშობით, ხა-რაგაულიდანაა. მას არ ავიწ-ყდება თავისი მშობლიური მხარე და ზრუნავს ამ კუთხის შვილების კეთილდღეობაზე. ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება თითოეული ადამიანის გვერდით, რათა მათ სულიერი და ყოფითი ცხოვრება შეუმ-სუბუქოს. ეპარქიაში ახალი დანიშნული ვარ. დღევანდელი დღე, კარგი დასაწყისია კეთი-ლი საქმეებისათვის. ვულოცავ

კიკნაძეების ოჯახს ახალმო-სახლეობას. დალოცვილები და დღეგრძელები იყავით". მუნიციპალიტეტის გამგებ-

ლის კობა ლურსმანაშვი-ლის თქმით, „დედა ეკლესია გვერდით უდგას ადამიანებს, რომელთაც ესაჭიროებათ ყუ-რადღება. ვფიქრობთ, ასე-თი ღონისძებები, ადამიანური მიდგომები ეკლესიის მხრიდან გვაძლევს მაგალითს საერო ხე-ლისუფლებაში მყოფ პირებს, მეტი აქტიურობით ვიმოქმე-დოთ. ადგილობრივი ხელი-სუფლება კიკნაძეების ოჯახს ბუნებრივი აირის შეყვანაში დაეხმარება. მძიმე საცხოვ-რებელი პირობების მქონე და სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი ბი-უჯეტიდანაც ვეხმარებით. ამ მიმართულებით წლის განმავ-ლობაში 100 ათას ლარზე მეტი იხარჯება, თუმცა ეს არ არის საკამარისი იმისათვის,რომ პრობლემა მუნიციპალიტეტ-ში სრულად გადაიჭრას. მწამს მომავალში ერთობლივი ძა-ლისხმევით კიდევ მრავალი კე-თილი საქმე გაკეთდება.”ოჯახის დიასახლისმა დიანა

კიკნაძემ მადლობა გადა-უხადა მამა ანდრიას, ადგი-ლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა მათი ოჯახის კე-თილდღეობაში.

ეკა შავიძე

გიორგი კიკნაძის მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფემ მელქისედეკმა

ხარაგაულში მშენებარე მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარი

მოინახულა4 თებერვალს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფემ

მელქისედეკმა ხარაგაულში მშენებარე მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარი მოინახულა. ამავე დღეს მეუფე მელქი-სედეკი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასუ-ლიერო გიმნაზიის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე გიმ-ნაზიის შენობასთან დაკავშირებული პრობლემებზე ისაუბრეს. მეუფე მელქისედეკისა და გამგებლის კობა ლურსმანაშვილის განცხადებით შენობა საჭიროებს აუცილებელ რეაბილიტაციას, ხოლო შესაძლებლობების შემთხვევაში ახალი შენობის აგებას.

მათი თქმით, ამ საკითხების მოსაგავარებლად მოლაპარაკე-ბებს სათანადო დაწესებულებებსა და სამთავრობო უწყების ხელმძღვანელ პირებთან აწარმოებენ.

Page 3: axali xaragaulikharagauli.gov.ge/img/files/9თებერვალი015.pdf · ველობის კოდექსისა და საბიუჯეტო კო-

3#2\75 (2) 9 Tebervali 2015 w. axali xaragauli

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2015 წელს სოციალური პროგრამების მიმარ-თულებით ნახევარ მილიონ ლარზე მე-ტის გახარჯვაა დაგეგმილი. გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის, ნანა კიკნა-ძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სო-ციალური პროგრამები შემუშავებულია და მასში ძირითადად იმ პრობლემების მოგვარებაა გათვალისწინებული, რომე-ლიც ხარაგაულის მოსახლეობას ყველა-ზე მეტად ესაჭიროება. მოსახლეობის სოციალური უზრუნ-

ველყოფისათვის 681, 100 ლარია გათ-ვალისწინებული. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტე-რიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხავა კატეგორიის ბენეფიციარე-ბისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველ-ყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარ-ჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველ-თა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ასევე სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოცი-ალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მო-

ქალაქეების სამედიცინო, ფინანსური და სხვადასხვა სახის დახმარებებისათვის 448, 800 ლარი გაიხარჯება. პროგრა-მა უზრუნველყოფს ოპერაციებისა და

სამედიცინო კვლევების თანადაფინან-სებას, ასევე სიცოცხლისათვის საშიში და პროგრესირებადი დაავადების მქონე ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნ-ველყოფას. ქვეპროგრა ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების დახმარებას, რომლებიც სხვდასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას, მათ დახმარების სახით ერთჯერად გადაეცემათ არაუმე-ტეს 500 ლარი. ერთჯერად დახმარე-ბას მიიღებენ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებ-ლობების მქონე 18 წლამდე ასაკის პირე-ბიც. 2015 წლის ბიუჯეტში ასევე გათ-ვალისწინებულია უნარშეზღუდული და მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვების საკურორტო-სრეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსება. შშმ პირთა ერთჯე-რადი მატერიალური დახმარების გარდა მათთვის ასევე ხორციელდება რიგი ღო-ნისძიებები საზოგადოებასთან ინტეგრა-ციის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. სოციალურად დაუცველი პირთა დაკრ-ძალვის ხარჯები განსაზღვრულია-200 ლარით. აღნიშნული თანხა განცხადების საფუძველზე გადაეცემათ მუნიციპალი-ტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რო-მელთა სარეიტინგო ქულა 570 000 არ აღემატება.ლევკემიით დაავადებულ და ჰემოდი-

ალიზის სეანსებით მოსარგებლე ბენეფი-ციარები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან ყოველთვიურად 100 ლარით.აღნიშნული პროგრამით ხორციელდება

სადღესასწაულო დღეებში საზეიმო განწ-ყობის შექმნის მიზნით: უდედმამო ბავშ-ვების, უკიდურესად გაჭირვებულ, დავ-რდომილ და ინვალიდი მოქალაქეების, იძულებით გადაადგილებული პირების ფინანასური, მატერიალური და მორალუ-რი მხარდაჭერა. ასევე მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის (9 მაისთან და-კავშირებით) და 1 ივნისს ბავშვთ ა დაც-ვის საერთაშორისო დღის (შშმ ბავშთა ღონისძიების) ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. დედისა და ქალთა დღეებ-თან დაკავშირებით მრავალშვილიან, დავრდომილ, ტერიტორიულ მთლიანობი-სათვის ომში დაღუპულთა დედების ფი-ნანასური ან მატერიალური მხარდაჭერა. რაც შეხება მრავალშვილიანთა და

ახალშობილთა ოჯახებს, მათ დასახ-მარებლად მიმდინარე წლის ბიუჯეტში 30 000 ლარია ჩადებული. პროგრა-მის ფარგლებში, ოჯახს პირველი ბავშ-ვის შეძენისას გადაეცემა -100 ლარი, მეორეზე-200 ლარი, მესამეზე-300 ლარი, მეოთხეზე-400 ლარი, მეხუთეზე-500 ლარი, და შემდგომი ყოველი მომდევნო ბავშვის შეძენის შემთხვევაში-800 ლარი, ხოლო ტყუპების შეძენის შემთხვევა-ში-500 ლარი.

ომის ვეტერანთა და იძულებით გა-დაადგილებულ პირთა დაკრძალვვისათ-ვის 2 000 ლარი გამოყოფილი. დიდი სამამულო ომის ვეტერანთა და იძულე-ბით გადაადგილებულ პირთა დაკრძალ-ვის ხარჯების თანადაფინანსება შეად-გენს-250 ლარს. სტიქიით დაზარალებული და მძიმე

საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯა-ხების დასახმარებლად ამ ეტაპზე 110 000 ლარი გამოყოფილი. სავარაუდოდ წლის ბოლომდე ეს თანხა კიდევ გაიზრ-დება. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახთა ერთჯერადი დახმარება დაზიანების ხარისხის მიხედ-ვით განისაზღვრება. დაზარალებულე-ბის საცხოვრებელს კომისიის წევრები ადგილზე ათვალიერებენ, შეისწავლიან და ანიჭებენ კატეგორიას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს

ა(ა)იპ „სათნოების სახლი”, რომელიც 2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90,300 ლარით დაფინასდა. „სათნოების სახლი” კვირაში კვირაში ექვსი დღე 70 ბენეფიციარს ემსახურება. მათ რიც-ხვში არიან სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, მოხუცები და მრავალშვილი-ანი ოჯახები.

ეკა შავიძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 2015 წელს, სოციალური პროგრამების მიმართულებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯება

26 იანვარს ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტს აჭარის ტე-ლევიზიისა და ტელე-რადიო გა-დაცემის „ეთნოფორის” ავტორი ქეთევან ნაგერვაძე და წამყვანი მიხეილ გაბაიძე, შემოქმედე-ბით ჯგუფთან ერთად ეწვივნენ. ისინი სოფელ კიცხის ადმინის-ტრაციულ ერთეულში ქართუ-ლი ფოლკლორული ანსამბლის „ოდილას” წევრებს შეხვდნენ, ამავე ანსამბლის წევრის- სამ-სონ ავალიშვილის ოჯახში. შეხვედრაზე ხარაგაულის გა-ნათლების, კულტურის, სპორ-ტისა და ახალგაზრდულ საქმე-თა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე და კულტურის ცენტრის დირექტორი ვასილ კიკნაძე იმ-ყოფებოდნენ. ჟურნალისტებმა გადაცემა „ეთნოფორისათვის” ჩაწერეს ანსამბლი „ოდილა” და კულტურის ცენტრთან არსებუ-ლი ქორეოგრაფიული ანსამბ-ლი- „უბისი”. „ეთნოფორი” ფოლკლორული გადაცემაა, რომელშიც საუბარია ხალხურ სიმღერებსა და ქართულ ტრა-დიციებზე. გადაცემა უპირა-ტესობას ანიჭებს ისეთ ანსამ-ბლებს , რომლებიც თავიანთი

სიმღერით გვაკავშირებენ ჩვენს წარსულთან.გადაცემა „ეთნოფორის” ავ-

ტორის ქეთევან ნაგერვაძის თქმით, „ანსამბლ „ოდილასთან” შეხვედრა ჩვენი შემოქმედები-თი ჯგუფისათვის შთამბეჭდავი იყო. ერთ – ერთი მიზეზი, რატომაც ანსაბლის ჩაწერა გა-დავწყვიტეთ მათი შემადგენ-ლობაა. იგი უხუცესი წევრებით არის დაკომპლექტებული. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც საკმაოდ კარგად საუბრობენ თა-ვიანთ წარსულზე, შემოქმედება-ზე. „ოდილას” წევრები სა-მაგალითონი არიან მომავალი თაობისათვის. ვფიქრობ ეს იყო ერთ – ერთი წარმატებული გას-ვლა საქართველოს რეგიონ-ში. ჩვენს გადაცემაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხალხური სიმღერების შესრულების პირვე-ლად – ავთენტურ მანერას. ჩვენ ვაცოცხლებთ ხალხური სიმღე-რის ყოფით სახეს და ის, რომ მოხუცებს ასე უყვართ ხალხური სიმღერა, ჩვენთვის დიდი სტი-მულია, მათზე მოვამზადოთ გადაცემა.”

თამარ მაღრაძე

აჭარის ტელევიზია სტუმრად ხარაგაულში

1 თებერვალს ქალაქ ქუ-თაისში, განათლებისა და მეც-ნიერების სამინისტროს სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, განახლდა სასწავ-ლო პროცესი 2015 წლისათვის სასწავლო კურსებზე და დაიწ-ყო მსმენელთა მიღება საჯარო მმართველობისა და ადმინისტ-რირების პროგრამების დარ-გობრივ კურსებზე: საჯარო ორგანიზაციების მართვა; ფი-ნანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი საჯარო მოხელეთათ-ვის; სახელმწიფო შესყიდვები; ადამიანური რესურსების მარ-თვა და საქმიანობის წარმოება საჯარო სექტორში. პროგრა-მა ითავლისწინებს კვალიფიკა-ციის ამაღლებას იმ პირთათვის, რომლებიც დასაქმებული არიან

საჯარო სექტორში. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ თვეს, რომლის დასრულების შემდეგ მსმენელებს ჩაუტარ-დებათ გამოცდა და წარმატე-ბით ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ სერტიფიკატს. მა-ღალმთიანი რეგიონების წარმო-მადგენლებს კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს სახელმ-წიფო უფინასებს, ხოლო თითოეულ დანარჩენ პირებზე, მუნიციპალიტეტი იხდის 1200 ლარს. ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტში მაღალმთიანი რე-გიონების სტატუსით სარგებ-ლობენ სოფლები: ნადაბური, ზვარე, წიფა, ფონა. ხარაგაულის ადმინისტრაცი-

ული სამსახურის უფროსის , კახაბერ გოლუბიანის ინფორ-მაციით, ხარაგაულის მუნიცი-

პალიტეტიდან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს ამ ეტაპზე უფასოდ გადიან იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო სა-კითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშ-ვილი; შიდა აუდიტისა და მონი-ტორინგის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მაია გელაშვი-ლი; გამგებლის წარმომადგე-ნელი ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში ბერიკა ტალახაძე; გამგებლის წარმომადგენელი ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ შუბითიძე, ხოლო მუნიციპალიტეტის და-ფინასებით განათლების, კულ-ტურის, სპორტისა და ახალგაზ-რდულ საქმეთა სამსახურის, ახალგაზრდულ საქმეთა საკით-ხების მთავარი სპეციალისტი ლელა მაჭავარიანი.

საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები დაიწყო

23 იანავარს ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლ-თან არსებულმა ვაჟთა ფოლ-კლორულმა ანსამბლმა „კახორ-მა”, ბავშვთა ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ-მა „საუნჯემ” კონცერტი გა-მართეს. კონცერტს საქართვე-ლოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოად-გილე, ირაკლი ჭელიძე, ზეპირ-სიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი, პოეტი ეთერ

თათარაიძე, ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ვალიშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, გამგებ-ლის მოადგილე პაატა გოგო-ლაძე და საკრებულოს თავმ-ჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე ესწრებოდნენ. ღო-ნისძიებაზე წარმოდგენილი იყო „ალილოს” ხალხურ-ლიტერატუ-რული კომპოზიცია, რომელიც ხარაგაულის ხალხური შენოქ-

მედების სახლის ზეპირსიტყვი-ერების წრის ხელმძღვანელის, თამარ ავალიშვილის, მიერ მომ-ზადდა, ასევე -საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ფოლ-კლორული სიმღერები და ცეკ-ვები. ღონისძიების დასასრულს ქალბატონმა დალი მაღრაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს დასწრებისათვის, ხოლო ადგი-ლობრივი ხელისუფლების წარ-მომადგენლებს და მშობლებს გვერდში დგომისათვის. „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგან თავიანთი შესაძლებლო-ბებიდან გამომდინარე, ყოველთ-ვის გვერდში გვიდგანან - ასევე ლოტბარ მაია მაღრაძესა და ქორეოგრაფ რომან ბუაჩიძეს. ანსამბლ „საუნჯესთან” 17 წე-ლია ვმუშაობ და ერთიანი ძა-ლისხმევით არაერთ წარმატებას მივაღწიეთ. ანსამბლი „საუნჯეს" ბაზაზე შეიქმნა ანსამბლი „კა-ხორი", რომელიც სულ სამი წე-

ფოლკლორული კონცერტი ხარაგაულში

გაგრძელება გვ.4

Page 4: axali xaragaulikharagauli.gov.ge/img/files/9თებერვალი015.pdf · ველობის კოდექსისა და საბიუჯეტო კო-

4 #2\75 (2) 9 Tebervali 2015 w.axali xaragauli

გამომცემელიხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გაზეთი ა(ა)იპ „ახალი ხარაგაული”.მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქ.№15, ტელ: 22 10 25;

რედაქტორი: ეკა შავიძეტელ.: 598 90 00 81

სარედაქციო კოლეგია:თამარ მაღრაძე

რედაქციაში შემოსული მასალები არ რეცენზირდება და ავტორებს უკან არ უბრუნდებათ. გაზეთში დაბეჭდილი მასალებისა და სურათების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რედაქციის თანხმობით.

გამოქვეყნებული მასალების სიზუსტეზე პასუხს აგებს ავტორი. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის თვალსაზრისს.

ივანე ჯავახიშვილის სახე-ლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და სა-ბუნებისმეტყველო მეცნიერე-ბათა ფაკულტეტზე არსებული “თსუ-ეკო კლუბის” ორგანიზე-ბით ჩატარდა კონკურსი "ჩემი თვალით დანახული ჭაობი", რო-მელშიც მონაწილეობას საქარ-თველოს თითქმის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. კონკურსში მონაწილეობდა ბა-ზალეთის საჯარო სკოლა (დი-რექტორი იზოლდა ოკრიბელაშ-ვილი), რომელიც დასავლეთ

საქართველოს 15 სკოლას შორის პირველი ადგილზე გავიდა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარ-

და. პირველი ეტაპი 31 იანვარს თბილისში თსუ-ს I კორპუსში გაიმართა, სადაც მონაწილეობას აღმოსავლეთ საქართველოს სა-ჯარო სკოლები იღებდნენ, ხოლო მეორე ეტაპი- ქ.ფოთში ივანე ჯა-ვახიშვილის სახელობის N3 სკო-ლაში დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეთათ-ვის. კონკურსზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბი სა-

ხელწოდებით „ბაო”, თემა „საიმე-დო სავანით” წარსდგა. ეკო კლუ-ბის „ბაოს” ხელმძღვანელები, ანა გელაშვილი(ქიმია-ბიოლოგიის პე-დაგოგი) და ეკეა მესხი (გეოგ-რაფიის პედაგოგი) გახლავთ, ხოლო კლუბის წევრები- ბა-ზალეთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები: გულნაზ მაქაძე, შოთა თაბაგარი, ნოდარ ღამბაშიძე, ლიკა სიხარულიძე, გიორგი ნანიტაშვილი არიან.კონკურსის ფინალში 5 ნომინა-

ციაში გამარჯვებული გამოვლინ-დნენ. გამარჯვებულ ეკო კლუბის წევრებს და პედაგოგ-მასწავლებ-ლებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. გამარჯ-ვებულთათვის ასევე საქართ-ველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით კოლ-ხეთის ეროვნულ პარკში მოეწყო-ბა ექსკურსია.

ლია რაც არსებობს და ძალიან ბევრი წარმატება აქვს. გვყავს ნიჭიერი მომავალი თაობა. თუ უკეთეს პირობებს შეგვიქმ-ნიან, არ მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც ჩვენი მიღწევები კიდევ უფრო წარ-მატებული იქნება.საქართველოს ფოლკლორის

სახელმწიფო ცენტრის დირექ-ტორის მოადგილის, ირაკლი ჭელიძის თქმით, რეგიონებში საქართველოს პრემიერ- მინის-ტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ინიციატივით დაიწყო ფოლკ-ლორის სახლების მშენებლო-ბა. 2015 წელს ფოლკლორის სახლი გაიხსნება 14 მუნიციპა-ლიტეტში. 2016 წლს კი ფოლ-კლორის სახლის მშენებლო-ბას ხარაგაულშიც ვგეგმავთ. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ადგილობრივ ხე-ლისუფლებასთან. ჩემი აზრით, რეგიონებში ფოლკლორის სახ-ლების მშენებლობა მნიშვნელო-ვანია, რათა მომავალ თაობას შემოვუნახოთ ის ქორეოგრაფი-ული მრავალსახეობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა. დღეს წარ-მოდგენილი ღონისძიებით დამრ-ჩა შთაბეჭდილება, რომ ხარაგა-ული დაჯილდოებულია ნიჭიერი ახალგაზრდებით, რომლებსაც

უყვართ ქართული კულტურა, ფოლკლორი და ა.შ. ვფიქრობ, ამ მუნიციპალიტეტში არის რესურსი იმისა, რომ ფოლკ-ლორულმა ანსამბლებმა მომა-ვალშიც წარმატებით იფუნქცი-ონირონ, მით უმეტეს, თუ მათ პირობებს გავუუმჯობესებთ. კობა ლურსმანაშვილი (ხარა-

გაულის მუნიციპალიტეტის გამ-გებელი): დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ დალი მაღრაძეს, ქორეოგრაფს რომან ბუაჩიძეს, ლოტბარს მაია მაღრა-ძეს, ხალხური ზეპირსიტყვიერე-ბის წრის ხელმძღვანელს თამარ ავალიშვილს, ასევე ანასამბ-ლის წევრებსა და ღონისძიება-ში მონაწილე თითოეულ ბავშვს.

მათი მოღვაწეობა არა მარტო მუნიციპალიტეტისათვის, არა-მედ მთელი საქართველოსათ-ვის მნიშვნელოვანია, რადგან იმ მდიდარ ფოლკლორულ ტრადი-ციებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, ღირსეულად წარმო-აჩენენ და ასევე შეუნარჩუნებენ მომავალ თაობებს. ჩვენ, შესაძ-ლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციების ღირსეულ გაგ-რძელებას და განვითარებას . 2015 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში კულტურული მი-მართულებით საკმაოდ დიდი თანხის გახარჯვაა დაგეგმილი. ა(ა)იპ ხალხურ შემოქმედებითი

სახლის დაფინანსება, გასულ წელთან შედარებით საკმაოდ გაიზრდა. მათ ფართიც საკუთ-რებაში გადაეცათ. მომავალში უზრუნველვყოფთ მის კეთილ-მოწყობასაც. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს დაგეგმილია ღია ეს-

ტრადის, კულტურისა და დასვე-ნების პარკის მოწყობა, ზვარის ახალგაზრდული ბანაკის აღდგე-ნა. ასევე დიდი სურვილი გვაქვს ბიბლიოთეკისა და კულტურის სახლის მშენებლობის.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს

საკრებულოს განკარგულება №8 02თებერვალი 2015 წელი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს

საკრებულოს განკარგულება №702 თებერვალი 2015 წელი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს

საკრებულოს განკარგულება №702 თებერვალი 2015 წელი

ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკუთრებაში, ზვარის ყოფილი პიონერთა ბანაკის შე-ნობის და მასზე დამაგრებული არასასოფლო–სამეურნეო და-ნიშნულების მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგებლისათვის თანხმო-ბის მიცემის შესახებსაქართველოს ორგანული

კანონის „ადგილობრივი თვით-მმართველობის კოდექსის” 24–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებისა და 114–ე მუხლის საფუძველზეხარაგაულის მუნიციპალიტე-

ტის საკრებულომ გადაწყვიტა:მუხლი 1. მიეცეს თანხმობა

ხარაგაულის მუნიციპალიტე-

ტის გამგებელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრე-ბაში დაარეგისტრიროს ზვარის ყოფილი პიონერთა ბანაკის შე-ნობა (ფართით 1290.0კვმ) და მასზე დამაგრებული არასა-სოფლო–სამეურნეო დანიშნუ-ლების მიწის ნაკვეთი ( ფარ-თით 12407.79 კვმ.). მუხლი 2. განკარგულება ძა-

ლაში შევიდეს ხელმოწერის დღიდან.მუხლი 3. განკარგულე-

ბა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონის „სა-ქართველოს ზოგადი ადმინის-ტრაციული კოდექსის” 180 -ე მუხლით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საკრებულოს თანამდებო-ბის პირთს 2015 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობის გან-რიგის დამტკიცების შესახებსაქართველოს ორგანული კა-

ნონის „ადგილობრივი თვითმ-მართველობის კოდექსის” 24–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საქარ-თველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის 21 – ე და 22 – ე მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტე-

ტის საკრებულომ გადაწყვიტა:მუხლი 1. დამტკიცდეს ხარა-

გაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს თანამდებობის პირთა 2015 წლის კუთვნილი შვებულე-ბით სარგებლობის განრიგი და-ნართი #1 – ის შესაბამისად (თან ერთვის)მუხლი 2. დაევალოს მუნიცი-

პალიტეტის საკრებულოს თავმჯ-დომარეს დამტკიცებული განრი-

გის შესაბამისად საკრებულოს თანამდებობის პირთა კუთვნილი შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით გამოსცეს ინდი-ვიდუალი ადმინისტრაციული სა-მართლებრივი აქტი (ბრძანება). მუხლი 3. დაევალოს საკრე-

ბულოს აპარატს უზრუნველყოს აღნიშნული განკარგულების შეს-რულების კონტროლი. მუხლი 4. განკარგულება ძა-

ლაში შევიდეს ხელმოწერისთა-ნავე და მისი მოქმედება გავრ-ცელდეს 2015 წლის 1 იანვარს წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.მუხლი5. განკარგულება შეიძ-

ლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონის " საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"–ს 180–ე მუხლით დადგენილი 6 წე-სით.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე

ფოლკლორული კონცერტი ხარაგაულში

კონკურსში "ჩემი თვალით დანახული ჭაობი" პირველ ადგილზე ბაზალეთის

საჯარო სკოლა გავიდა

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯ-დომარის ანგარიში 2014 წელს და მიმდინარე წლის განვლილ პე-რიოდში გაწეული მუშაობის შე-სახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმ-მართველობის კოდექსის” 37–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ზ” ქვე-პუნქტის, საკრებულოს დებულე-ბის (რეგლამენტის) 26–ე მუხლის მე–2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის „მ” ქვე-პუნქტის საფუძველზე ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრე-ბულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს სა-ფინანსო – საბიუჯეტო კომისიის მიერ 2014 წელს და მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში გაწე-ული მუშაობა შეფასდეს დადე-ბითად მუხლი 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთა-ნავე.მუხლი 3. განკარგულება შეიძ-

ლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონის " საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"–ს 180–ე მუხლით დადგენილი წე-სით.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე

ვაკანსია გაზეთი „ახალი ხარაგაული” აცხადებს ვაკანსიას ჟურ-

ნალისტის თანამდებობაზე. სასურველია დაინტერესე-ბულ პირს ჰქონდეს ჟურნალისტური განათლება ან ამ კუთხით მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ტე-

ლეფონის ნომერზე: 595-51-98-12 .