9
www.migrant.ge .com/migrant.ge ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს ბიულეტენი#5 დეკემბერი 2014 წ. საბერძნეთის სკაიპის ცხელი ხაზი migrant_gr თურქეთის სკაიპის ცხელი ხაზი migrant_tr საქართველოს სკაიპის ცხელი ხაზი migrant_ge მისალმება პატივცემულო მკითხველო, გვინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი თქვენთვის! შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“, 2013 წლის მაისიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ (G-PAM). წინამდებარე ბიულეტენის თემებია: ფულადი გზავნილები და მიგრაცია, დასაქმება თურქეთსა და საბერძნეთში, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში სტამბოლში, ათენსა და სალონიკში ბიზნეს ინვესტიციების თემაზე გამართული შეხვედრები. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ მეწარმეობის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელ - მარიამ რუსიშვილთან ინტერვიუს, რომელიც გაგვაცნობს სახელმწიფოს მხრიდან რეინტეგრაციის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს. ფულადი გზავნილები არაოფიციალური მონაცემებით ბოლო 25 წლიან პერიოდში საქართველოდან მილიონამდე ადამიანია ემიგრირებული. საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების უმრავლესობა ოჯახების და უახლოესი ნათესავების მთავარ დონორებად გვევლინებიან. სხვადასხვა გათლებით 1 ემიგრანტი საქართველოში საშუალოდ 4 ადამიანს ''ინახავს''. 2004 –2014 წლის ჩათვლით წლებში საქართველოში ფულადი გზავნილების ბაზარი დაახლოებით 5,4 ჯერ გაიზარდა 300 მლნ. აშშ დოლარიდან 1 7 მლრდ. აშშ დოლარამდე; მათ შორის ჩარიცხვები გაიზარდა 5,6–ჯერ, გადარიცხვები 3,7–ჯერ; 2010–2011 წწ. გზავნილებში გათვალისწინებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალებით განხორციელებული ოპერაციები. 2004 –2014 პერიოდში საქართველოში მთლიანობაში 10,278 მლრდ. აშშ დოლარი ჩაირიცხა, საქართველოდან კი 1,145 მლრდ. აშშ დოლარი გადაირიცხა. 2004–2011 წწ. ჩარიცხვების დინამიკა, მხოლოდ ერთხელ 2009 წელს შემცირდა 16%–ით, რაც მსოფლიო გლობალური კრიზისით შეიძლება აიხსნას. ჩარიცხვების მაქსიმუმი 2013 წელს დაფიქსირდა 1,477 მლრდ. აშშ დოლარი. გადარიცხვების მაქსიმუმიც 2013 წელს დაფიქსირდა (155 მლნ. დოლარი), 2009 წლამდე შემცირების ტენდენცია ფიქსირდებოდა, 2010 წელს გაიზარდა 37,6%–ით, 2011 წელს კი ისევ შემცირდა 3%–ით. ზრდის მაქსიმუმი 2013 წელს დაფიქსირდა 43,5%. 2013 წელს საქართველოში თანხა ჩაირიცხა 190–ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის 33 ქვეყნიდან მისი მოცულობა გადასცდა 1 მლნ. აშშ დოლარს. ფულადი ტრანსფერების დინამიკა 2004–2013 წლებში, წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი ჩარიცხვების გეოგრაფია ქვეყნების ჯგუფების მიხედვით – 2014 წელი; წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

com/migrant.ge ბიულეტენი#5 .com/migrant.ge 4 ასევე, შესაძლებელია საქართველოში წარმოდგენილი

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: com/migrant.ge ბიულეტენი#5 .com/migrant.ge 4 ასევე, შესაძლებელია საქართველოში წარმოდგენილი

www.migrant.ge �.com/migrant.ge

ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს

ბიულეტენი#5დეკემბერი 2014 წ.

საბერძნეთის სკაიპის ცხელი ხაზი migrant_gr თურქეთის სკაიპის ცხელი ხაზი migrant_tr საქართველოს სკაიპის ცხელი ხაზი migrant_ge

მისალმება

პატივცემულო მკითხველო, გვინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი თქვენთვის!

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“, 2013 წლის მაისიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ (G-PAM). წინამდებარე ბიულეტენის თემებია: ფულადი გზავნილები და მიგრაცია, დასაქმება თურქეთსა და საბერძნეთში, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში სტამბოლში, ათენსა და სალონიკში ბიზნეს ინვესტიციების თემაზე გამართული შეხვედრები. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ მეწარმეობის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელ - მარიამ რუსიშვილთან ინტერვიუს, რომელიც გაგვაცნობს სახელმწიფოს მხრიდან რეინტეგრაციის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს.

ფულადი გზავნილები

არაოფიციალური მონაცემებით ბოლო 25 წლიან პერიოდში საქართველოდან მილიონამდე ადამიანია ემიგრირებული. საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების უმრავლესობა ოჯახების და უახლოესი ნათესავების მთავარ დონორებად გვევლინებიან. სხვადასხვა გათლებით 1 ემიგრანტი საქართველოში საშუალოდ 4 ადამიანს ''ინახავს''.

2004 –2014 წლის ჩათვლით წლებში საქართველოში ფულადი გზავნილების ბაზარი დაახლოებით 5,4 ჯერ გაიზარდა 300 მლნ. აშშ დოლარიდან 1 7 მლრდ. აშშ დოლარამდე; მათ შორის ჩარიცხვები გაიზარდა 5,6–ჯერ, გადარიცხვები 3,7–ჯერ; 2010–2011 წწ. გზავნილებში გათვალისწინებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალებით განხორციელებული ოპერაციები.

2004 –2014 პერიოდში საქართველოში მთლიანობაში 10,278 მლრდ. აშშ დოლარი ჩაირიცხა, საქართველოდან კი 1,145 მლრდ. აშშ დოლარი გადაირიცხა. 2004–2011 წწ. ჩარიცხვების დინამიკა, მხოლოდ ერთხელ 2009 წელს შემცირდა 16%–ით, რაც მსოფლიო გლობალური კრიზისით შეიძლება აიხსნას. ჩარიცხვების მაქსიმუმი 2013 წელს დაფიქსირდა 1,477 მლრდ. აშშ დოლარი.

გადარიცხვების მაქსიმუმიც 2013 წელს დაფიქსირდა (155 მლნ. დოლარი), 2009 წლამდე შემცირების ტენდენცია ფიქსირდებოდა, 2010 წელს გაიზარდა 37,6%–ით, 2011 წელს კი ისევ შემცირდა 3%–ით. ზრდის მაქსიმუმი 2013 წელს დაფიქსირდა 43,5%.

2013 წელს საქართველოში თანხა ჩაირიცხა 190–ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის 33 ქვეყნიდან მისი მოცულობა გადასცდა 1 მლნ. აშშ დოლარს.

ფულადი ტრანსფერების დინამიკა 2004–2013 წლებში, წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ჩარიცხვების გეოგრაფია ქვეყნების ჯგუფების მიხედვით

– 2014 წელი; წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

Page 2: com/migrant.ge ბიულეტენი#5 .com/migrant.ge 4 ასევე, შესაძლებელია საქართველოში წარმოდგენილი

ww

w.m

igran

t.ge

�.co

m/m

igran

t.ge

2

biu

let

eni #

5d

eke

mber

i, 2

01

4 w

el

i

ქვეყნები, საიდანაც ჩარიცხვები აღემატება 1

მლნ. აშშ დოლარს, წყარო: საქართველოს

ეროვნული ბანკი

ქვეყანა 2012 წ

მლნ. აშშ დოლარი

2013 წ

მლნ. აშშ

ცვლილება

გასულ წელთან

რუსეთის ფედერაცია 747,449.1 801,428.4 +7,2

საბერძნეთი 159,617.3 197,970.4 +24

იტალია 102,871.9 110,184.2 +7,1

აშშ 74,038.5 74,855.4 +1

უკრაინა 47,420.9 45,573.2 –4,3

თურქეთი 29,979.7 41,736.1 +40

ესპანეთი 27,813.7 25,372.5 –9

ისრაელი 15,968.1 19,732.9 +24

გერმანია 13,215.0 17,800.8 +35

ევროპული ქვეყნებიდან სტაბილური ზრდა ფიქსირდება უმსხვილესი დონორებიდან – საბერძნეთი და იტალია. გზავნილები გაზრდილია აშშ–დან, კანადიდან, ისრაელიდან და ავსტრალიიდან. აზიური ქვეყნებიდან ზრდა დაფიქსირებულია ერაყიდან.2004–2013 წლებში საქართველოში მცხოვრებ 1 სულზე, გადმორიცხული – 2300 აშშ დოლარი მოდის. ამავე პერიოდში საქართველოდან ემიგრირებულმა 1 ადამიანმა საშუალოდ 10 000 აშშ დოლარის გადმოგზავნა შეძლო;ევროპაში მიმდინარე კრიზის ფონზე ზრდა ფიქსირდება ყველაზე კრიზისული ქვეყნებიდან – საბერძნეთი, იტალია. ეს ნიშნავს რომ ევროპაში არსებული კრიზისი იქ დასაქმებულ ქართველ ემიგრანტებზე და საქართველოში ჩარიცხვებზე ნაკლებ გავლენას ახდენს. ამას აქვს თავისი ამხსნელი მიზეზი: 1. ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა არალეგალურ სამსახურშია და მათი დაბალი ანაზღაურება დამსაქმებლისთვის მისაღებია, შესაძლებელია კრიზისის გამწვავების შედეგად არალეგალურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა კიდევ გაიზარდოს; 2. პრობლემურ ქვეყნებში სამსახურები და შემოსავალი დაკარგეს ძირითადად სახელმწიფო სამსახურებში და

მაღალანაზღაურებად კერძო სექტორში დასაქმებულებმა; 3. მზარდია მიგრაციული ნაკადი ამ ქვეყნებში.სამწუხაროა, რომ მუშახელის ძირითადი ნაწილი განსაკუთრებით ევროპასა და თურქეთში არალეგალურად ცდილობს შეღწევას, რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრებით იწყება. ტრეფიკინგის შემთხვევების რაოდენობამ აქედან გამომდინარე მაღალია.~

ირაკლი ლექვინაძეექსპერტი ეკონომიკის საკითხებში

Page 3: com/migrant.ge ბიულეტენი#5 .com/migrant.ge 4 ასევე, შესაძლებელია საქართველოში წარმოდგენილი

ww

w.m

igran

t.ge

�.co

m/m

igran

t.ge

3

დასაქმება თურქეთსა და საბერძნეთში

არალეგალურად დასაქმება თურქეთში

თურქეთს მკაცრი შეზღუდვები აქვს დასაქმებასთან დაკავშირებით, ამიტომ ქართველ ემიგრანტთა უმეტესობა მუშაობს უკანონოდ, სამუშაო და ბინადრობის ნებართვების/ვიზის გარეშე. შესაბამისად, მომუშავეთა უმრავლესობა არ იღებს კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და შრომის დაცვის უზრუნველყოფას, რადგანაც არაფორმალურ სექტორში ასეთი დაცვა უბრალოდ ხელმიუწვდომელია. არალეგალურად მომუშავე ემიგრანტის აღმოჩენისას მათ ეკისრებათ ჯარიმა ან ხდება მათი დეპორტაცია. ჯარიმდებიან ასევე ადგილობრივი დამსაქმებლები.

ლეგალურად დასაქმების გზები

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ლეგალურად სამუშაოდ შრომითი საქმიანობის ნებართვა ესაჭიროება. მიგრანტები ვალდებულნი არიან მიიღონ სამუშაო ნებართვა საქართველოში, თურქეთში მუშაობის დაწყებამდე. მათ უნდა მიმართონ თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს საქართველოში დაგანცხადების შეტანიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში ჩააბარონ შესაბამისი დოკუმენტები. ამისათვის აპლიკანტს უკვე უნდა ჰქონდეს სამუშაო შემოთავაზება თურქი დამქირავებლისგან. საკონსულო გადააგზავნის განცხადებას სამუშაო ნებართვის შესახებ პირდაპირ შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროში (MLSS), რომელიც განცხადებებს მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში განიხილავს და დაადგენს, გასცეს თუ არ სამუშაო ნებართვა.სამუშაო ნებართვა გაიცემა ერთი წლის ვადით და შესაძლოა მისი სამ წლამდე გაგრძელება იმ პირობით, თუ მომუშავე პირი მუშაობს ერთი და იმავე სამუშაო ადგილზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ვადის გაგრძელება ექვს წლამდე იმავე პირობებით.თითოეული სამუშაო ნებართვა გაიცემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დამსაქმებელზე. სხვა დამქირავებელთან ახალი კონტრაქტის დადების შემთხვევაში, სამუშაო ნებართვა საჭიროებს განახლებას. უცხოელმა პირებმაუნდა გაუგზავნონ შეტყობინება შრომის სამინისტროს სამუშაოს დაწყების ან შეწყვეტის თარიღიდან 15 დღის განმავლობაში. ყველა უცხოელს მოეთხოვება შეატყობინოს შრომის სამინისტროს დასაქმების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

ანაზღაურება

2008 წლის 1 ივლისიდან მიმდინარე მინიმალური

ხელფასი არის 846 თურქული ლირა (დაახლოებით

295 ევრო). გადასახადებთან ერთად 1070 თურქული

ლირა (დაახლოებით 370 ევრო). ლეგალურად

მომუშავე ემიგრანტისთვის დაუშვებელია კანონით

განსაზღვრულ მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლები

ანაზღაურების ქონა.

არალეგალურად საქმიანობის შემთხვევაში

ანაზღაურება დამოკიდებულია დამსაქმებელსა და

დასაქმებულს შორის მოლაპარაკებაზე. როგორც

წესი ეს ანაზღაურება მიზერულია.

სირთულეები

უცხოელ დასაქმებულებს, რომლებსაც უწევენ

ექსპოლატაციას საზღვარგარეთ მუშაობისას,

შეუძლიათ შეადგინონ საჩივარი და მიმართონ

კანონიერ ზომებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს

და პროფკავშირებს თურქეთში შეუძლიათ

მიაწოდონ ინფორმაცია მომუშავეებს მათი

უფლებებისა და იურიდიული მომსახურების შესახებ,

თუ მათ დასჭირდებათ კომპენსაციების მოთხოვნა

ექსპლოატატორი დამქირავებლისა, თუ დასაქმების

სააგენტოსგან. ამასთანავე, უნდა გახსოვდეთ, რომ

ეს პროცესი ხანგრძლივ დროს მოითხოვს

(ზოგჯერწლებს). კომპენსაციების მოთხოვნის

პრეტენზიების წაყენება შესაძლოა შემდეგი

საფუძვლების არსებობისას:

თუ დამქირავებელი არ იცავს კონტრაქტის

პირობებს, სრულად ან საერთოდ არ უხდის

ხელფასს;

თუ დასაქმებული გაათავისუფლეს

სამსახურიდან ყოველგვარი მიზეზისა და

სათანადო პროცედურების დაცვის გარეშე;

თუ დასაქმებული იძულებული გახდა

დაესრულებინა კონტრაქტი უსამართლო ან

არაადამიანური მოპყრობის გამო

თუ დასაქმებული ექვემდებარებოდა

შეურაცხმყოფელ მოპყრობას რაიმე

ფორმით;

თუ დასაქმებულს მიაყენეს ფიზიკური ზიანი.

ფულადი და საფოსტო გზავნილები

საბანკო მომსახურება - ფულადი გზავნილები

ფულადი თანხის საქართველოში გადმოგზავნის

ძირითადი გზებია:

გადარიცხვის ოპერატორით სარგებლობა;

საბანკო გადარიცხვა;

ნაღდი ფულის გაგზავნა მეგობრის,

არაოფიციალური ქსელის მეშვეობით

(ავტობუსის მძღოლი, და ა.შ.);

ნაღდი ფულის გადატანა თვით მომუშავის

მიერ.

biu

let

eni #

5d

eke

mber

i, 2

01

4 w

el

i

Page 4: com/migrant.ge ბიულეტენი#5 .com/migrant.ge 4 ასევე, შესაძლებელია საქართველოში წარმოდგენილი

ww

w.m

igran

t.ge

�.co

m/m

igran

t.ge

4

ასევე, შესაძლებელია საქართველოში

წარმოდგენილი თურქული ჰალიკ ბანკის (HALYK

BANK), ზირაათ ბანკის (ZIRAAT BANK) და ახლახანს

ბათუმში გახსნილი იშ ბანკის (ISHBANK) ბათუმის

ფილიალებში Western Union, Contact, Money Gram, RIA

Money Transfers და სხვა ოპერატორების მეშვეობით

მათ ფილიალებში გადმოაგზავნოთ თანხა, როგორც

ლირებში ისე ევროსა და აშშ დოლარში.

საქართველოში თურქული ბანკების მხოლოდ

რამდენიმე ფილიალია: თურქეთის „იშ ბანკის“ ბათუმის

ფილიალის მისამართია ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. /

რუსთაველის ქ., 1/25; „ზირაათ ბანკის“ თბილისის

ფილიალის მისამართია: თბილისი, აღმაშენებლის

გამზ. #61; „ხალიკ ბანკი საქართველოს“ ფილიალი

თბილისში განთავსებულია სააკაძის ქუჩაზე და

შარტავას ქ. №40 მდებარე ახალადაშენებული ბიზნეს

ცენტრის შენობაში.

თურქული ბანკების გარდა, ამ მომსახურებას ასევე

ეწევიან ქართული ბანკებიც. მაგალითად,

,,საქართველოს ბანკის'' სწრაფი ფულადი გზავნილი -

„ელვა“. თურქეთიდან თანხის მიღების შემთხვევაში,

მომხმარებელს დასჭირდება მხოლოდ გზავნილის

კოდი, რომელსაც გამომგზავნი შეატყობინებს. კოდის

მეშვეობით, მიმღებს თანხის განაღდება შეუძლია

საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში,

ბანკომატში, ან სატელეფონო ცენტრის დახმარებით.

მიმღები არ იხდის არანაირ საკომისიოს.

წყარო: „თურქეთი - პირველი ნაბიჯის სახელმძღვანელო“

დასაქმება

საბერძნეთში შრომითი მიგრანტები უმთავრესად

კონცენტრირებულნი არიან საშინაო მომსახურების

სფეროში, სამშენებლო სექტორში, სოფლის

მეურნეობაში, სოციალური მომსახურების სფეროში,

მათ საქმიანობას წარმოადგენს: ოჯახში მოსამსახურე;

მოხუცის მომვლელი; შიდა მოსამსახურე;

დამლაგებელი; ძიძა; მიმტანი; მრეცხავი; მკერავი;

მუშა; სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სახეები

(ძირითადად, სეზონურისამუშაოები); მშენებლობა.

არალეგალურად დასაქმება საბერძნეთში

საქართველოს მოქალაქეები არალეგალურად,

ძირითადად ოჯახებში საქმდებიან, სადაც ნაკლები

შეხება ექნებათ გარეშე პირებთან და გარემოსთან.

საბერძნეთში ბევრი ემიგრანტი მუშაობს უკანონოდ,

სამუშაო და ბინადრობის ნებართვების/ვიზის გარეშე.

შესაბამისად, მომუშავეთა უმრავლესობა არ იღებს

კანონით გათვალისწინებულ სოციალურ, სამედიცინო

და შრომის დაცვის უზრუნველყოფას, რადგანაც

არაფორმალურ სექტორში ასეთი დაცვა უბრალოდ

ხელმიუწვდომელია. არალეგალურად მომუშავე

ემიგრანტის აღმოჩენისას შესაძლოა მოხდეს

დაკავება და დეპორტაცია. ჯარიმდებიან ასევე

ადგილობრივი დამსაქმებლები. საბერძნეთში

არალეგალურად ცხოვრება და მუშაობა დანაშაულს

წარმოადგენს. ქართველი მიგრანტები ასევე

დამსაქმებლის მიერ ექსპლუატაციის რისკის წინაშე

დგებიან. ბევრი მათგანი სამუშაო ადგილებზე ფიზიკურ

და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის. ზოგ

მათგანს იძულებით უწევს სამუშაო ადგილზე დარჩენა

და მათ სტანდარტულ ნორმაზე დაბალ ანაზღაურებას

აძლევენ, ან საერთოდ არ უხდიან ფულს.

ყველაზე მთავარი და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ

საბერძნეთში მუშაობა მხოლოდ ევროკავშირის წევრი

ქვეყნების მოქალაქეებისთვისაა ნებადართული. თუ

სამუშაო ნებართვა თქვენს პასპორტში შენგენის ვიზაში

არ არის აღნიშნული თქვენ მუშაობის ნებართვას არ

მოგცემენ. შრომითი მოწყობის მთავარ სფეროს

ოჯახში მუშაობა–მომსახურება წარმოადგენს, რაც

უმეტესად ბავშვებისა და მოხუცების მოვლას

გულისხმობს. მშენებლობა და სოფლის მეურნეობა

ძირითადად მამაკაცების დასაქმების ადგილებია, ამ

მხრივ აღსანიშნავია სეზონური სამუშაოები.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საზოგადოებრივი

მომსახურების სფეროში ერთნაირად არიან

დასაქმებულები როგორც ლეგალი, ისე არალეგალი

მიგრანტები (არალეგალი ემიგრანტები ძირითადად

ოჯახებში მუშაობენ). სტუდენტებს საბერძნეთში

ნებადართული აქვთ სწავლასთან ერთად იმუშაონ,

ამასთან მათ მთელი დღის განმავლობაში შეუზღუდავი

გრაფიკი აქვთ.

ასაკობრივი ზღვარი ძირითადად 20-40 წლამდე და 40-

55 წლამდეა. ხელფასი ყველა სფეროში თავისებურია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბერძნეთის

დღევანდელი მდგომარეობით მწვავე ეკონომიკურ

კრიზისს განიცდის, სამსახურში ხშირია შემცირებები

და ხელფასის დაქვეითება. დიდ ქალაქებში (ათენში,

სალონიკში და ა.შ.) ძიძებად და მოხუცის მომვლელად

დასაქმებული ქართველები საშუალოდ 500-700

ევრომდე ხელფასს ღებულობენ. მუშაობის საათებსა

და დასვენების დღეებს მათ დამქირავებელი

ინდივიდუალურად განუსაზღვრავთ. საქართველოდან

ჩასული მოქალაქეები, უმეტეს შემთხვევაში დღეში 10

საათი მძიმე სამუშაოს ასრულებენ, ამას თან ერთვის

ჯანმრთელობისათვის სახიფათო პირობები, მცირე

რაოდენობის დასვენების დღეები , შრომითი

კონტრაქტის არქონა , რაც ევროკავშირის

კანონმდებლობის მიხედვით აკრძალულია . ამას ისევ

და ისევ არალეგალურად ყოფნის მიზეზი იწვევს.

ინფორმაციას სამსახურის თაობაზე, როგორც წესი

საქართველოს მოქალაქეები ერთმანეთთან კავშირის

დროს იღებენ. მიგრანტები უმეტესად კვირა დღეებში

ხვდებიან ერთმანეთს, შეხვედრის ადგილები უმეტესად

სატრანპორტო გადაზიდვის ოფისებია, აქვე ხდება

ამანათების, ახალი ამბების მიღება და ფულის

გაგზავნა. თუ პირი საბუთების გარეშე იმყოფება

ქვეყანაში, შესაძლოა მას სამსახური „მიჰყიდონ“

კიდეც. თუმცა შესაძლებელია ამ ინფორმაციის

მოპოვება ინტერნეტის მეშვეობითაც მოხდეს, თუ

საამისოდ საკმარისი ენის ცოდნა გაქვთ.

გაითვალისწინეთ, როდესაც თქვენ ლეგალურად

იმყოფებით ქვეყანაში და ხელშეკრულების

საფუძველზე იმუშავებთ, თქვენ გაცილებით დაცული

biu

let

eni #

5d

eke

mber

i, 2

01

4 w

el

i

Page 5: com/migrant.ge ბიულეტენი#5 .com/migrant.ge 4 ასევე, შესაძლებელია საქართველოში წარმოდგენილი

ww

w.m

igran

t.ge

�.co

m/m

igran

t.ge

5

იქნებით არაკეთილსინდისიერი დამქირავებლისგან,

ასევე ადამიანით მოვაჭრეთა ხელში ჩავარდნისგან.

ამავე დროს, თქვენ გაქვთ სამედიცინო დაზღვევა და

მშვიდად გადაადგილების შესაძლებლობა. ვერ

დაგჩაგრავთ დამსაქმებელი და არ გექნება

დასაქმების სააგენტოებიქართული დასაქმების სააგენტოები

საბერძნეთში სამსახურის შოვნა ძირითადად

სოციალური კონტაქტებისმ მეშვეობით ხდება.

მომუშავეების დაქირავება შესაძლებელია აგრეთვე

დასაქმების სააგენტოების მეშვეობითაც.

გავრცელებულია ოჯახისა და მეგობრების

კავშირების გამოყენება, მიგრანტები მიმართავენ

სააგენტოებს ან შუამავლებს თავიანთ სამშობლოში

ან საბერძნეთში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც

პირველად მიდიან უცხო ქვეყანაში და არ გააჩნიათ

პირადი კონტაქტების ქსელი. ქართველ ქალებს

საბერძნეთში კარგი რეპუტაცია აქვთ, ამიტომ

სააგენტოებში მათზე მოთხოვნა არსებობს. ამის

გარდა ქართველები იყენებენ ქართულ

სააგენტოებსაც, მაგრამ სამწუხაროდ მათი

უმეტესობა არაკეთილსინდისიერად ექცევა

მიგრანტებს, რაც გამოიხატება შემდეგში:

დამსაქმებლები, რომლებიც გთავაზობენ

სამსახურებს სამუშაო ნებართვის გარეშე,

არღვევენ კანონს. თუკი ისინი ამ კანონს

არღვევენ, დიდი ალბათობაა, რომ მათ

დასაქმების სხვა კანონებიც დაარღვიონ,

განსკუთრებით, ის კანონები, რომლებიც

იცავენ მომუშავეთა უფლებებს;

დიდხანს ანდომებს სამსახურის ძებნას;

ემიგრანტებს ამყოფებს მოლოდინის

რეჟიმში;

ართმევს დოკუმენტებს და ხდის თავისზე

დამოკიდებულს;

ართმევს დიდ მომსახურების გადასახადს;

ხელს უშლის მათ ალტერნატიული გზით

დასაქმებაში;

ბანკები, ფულადი გზავნილები

სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით,

საბერძნეთში ბანკები გაცილებით ნელა

მუშაობენ, აქედან გამომდინარე მომსახურების

სერვისიც დაბალია. ბანკების კატეგორია

საბერძნეთში ორ ნაწილად იყოფა, ესაა

კომერციული და ბიზნესზე ორიენტირებული,

რომელიც კრედიტებს გასცემს. ამ

პერიოდისთვის ბანკის სტრუქტურები

გარდამავალ პერიოდს განიცდიან, რათა

გააუმჯობესონ თავიანთი მუშაობის ხარისხი.

საბერძნეთში სულ 20 ნაციონალური ბანკია.

ყველაზე მსხვილი ბანკი ნაციონალური ბანკი

Ethniki - ია. საბერძნეთში დაფუძნებულია

აგრეთვე უცხოური ბანკებიც, მაგ: Barclays Bank ,

Citibank, HSBC, Natwest და შოტლანდიის სამეფო

ბანკი. რაც შეეხება ბანკების სამუშაო საათებს,

ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და

ხუთშაბათს ბანკები 08:00- დან 14:30-მდე

მუშაობენ, ხოლო პარასკევს 08:00- დან 13:00-

მდე. შაბათი და კვირა დასვენების დღეა. ათენის

ცენტრში განლაგებულია მხოლოდ ორი ე.წ.

სამორიგეო ბანკი, რომლის მუშაობის საათები

08:00 -18:00-მდეა. გასათვალისწინებელია ის

ფაქტიც, რომ მუშაობის საათები სხვადასხვა

ქალაქებში განსხვავებულია, აგრეთვე

რაიონებში და სოფლებში შესაძლებელია

ბანკმა მხოლოდ რამდენიმე საათი იმუშაოს.

წყარო: „საბერძნეთი - პირველი ნაბიჯის

სახელმძღვანელო“

biu

let

eni #

5d

eke

mber

i, 2

01

4 w

el

i

Page 6: com/migrant.ge ბიულეტენი#5 .com/migrant.ge 4 ასევე, შესაძლებელია საქართველოში წარმოდგენილი

ww

w.m

igran

t.ge

�.co

m/m

igran

t.ge

6

G-PAM სიახლეები

თურქეთსა და საბერძნეთში გაიმართა შეხვედრები

ქართველ მიგრანტებთან და პოტენციურ

ინვესტორებთან

პროექტის ფარგლებში 8 ნოემბერს თურქეთში, ქალაქ

სტამბოლში გაიმართა შეხვედრა პოტენციურ ქართველ

და თურქ ინვესტორებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა

დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოში

არსებული მცირე და საშუალო ბიზნეს

შესაძლებლობების გაცნობას.

შეხვედრის დამსწრეებს სსიპ მეწარმეობის

განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა, მარიამ

რუსიშვილმა დაწვრილებით გააცნო საქართველოში

მიმდინარე პროექტის: „აწარმოე საქართველოში“

პირობები.

7-10 დეკემბერს, „სიდას” ორგანიზებით და ევროკავშირის

ფინანსური მხარდაჭერით საბერძნეთის ორ ქალაქში

ათენში და თესალონიკში გაიმართა შეხვედრები

ქართველ ემიგრანტებთან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა დამსწრე საზოგადოებისთვის

საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნეს

შესაძლებლობების გაცნობას, ასევე ემიგრაციაში მყოფი

ქართველების პრობლემების გამოვლენას შემდგომი

რეაგირების მიზნით.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის

სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე

დაწვრილებით ისაუბრეს საქართველოში

მიმდინარე პროექტების, კერძოდ: „აწარმოე

საქართველოში“ და „შეღავათიანი

აგროკრედიტის“ პროგრამებით

გათვალისწინებულ შესაძლებლობებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა დიასპორის

საკითხებში საქართველოს სახელმწიფო

მინისტრის მრჩეველი - გიორგი მერაბიშვილი.

თესალონიკში ქართველ ემიგრანტებთან

შესახვედრად მივიდა ასევე „ამბელოკიპი-

მენემენის“ მერი ლაზაროს კირიზოგლუ.

biu

let

eni #

5d

eke

mber

i, 2

01

4 w

el

i

Page 7: com/migrant.ge ბიულეტენი#5 .com/migrant.ge 4 ასევე, შესაძლებელია საქართველოში წარმოდგენილი

ww

w.m

igran

t.ge

�.co

m/m

igran

t.ge

7

biu

let

eni #

5d

eke

mber

i, 2

01

4 w

el

i

სახელმწიფოს მხრიდან რეინტეგრაციის პროცესებში

მონაწილეობასა და ამ სფეროში გადადგმულ

ნაბიჯებზე გვესაუბრება მარიამ რუსიშვილი -

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის

განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

როდის ჩამოყალიბდა მეწარმეობის განვითარების

სააგენტო და რა მიზანს ემსახურება იგი?

მეწარმეობის განვითარების სააგენტო წარმოადგენს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების

სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო

სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც დაარსდა

მიმდინარე წლის მარტში. სააგენტო პირველი

სახელმწიფო ინსტიტუტია, რომლის მიზანს

წარმოადგენს ადგილობრივი კერძო სექტორის

განვითარება, მეწარმეობის ხელშეწყობა, მცირე და

საშუალო საწარმოების ფინანსებზე

ხელმისაწვდომობის და კონკურენტუნარიოანობის

გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდა და ხელშეწყობა

ადგილობრივ ბაზარზე არსებული კომპანიებისთვის

ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების მიზნით.

რა სახის პროექტები მიმდინარეობს სააგენტოს

მხარდაჭერით? (მოკლევდაიანი/გრძელვადიანი).

2014 წლის 2 ივნისიდან ვახორციელებთ „აწარმოე

საქართველოში“ პროგრამის ფინანსებზე

ხელმისაწვდომობის კომპონენტს, ინდუსტრიული

მიმართულებით, რაც მოიცავს კომერციულ სესხებზე

წლიური საპროცენტო განაკვეთის 10%-ის და

ლიზინგის საგანზე დარიცხული წლიური

საპროცენტო განაკვეთის 12%-ის ოდენობით

თანადაფინანსებას, ასევე სესხზე მოთხოვნილი

გირაოს თანადაფინანსება სესხის 30%-ის

მოცულობით 24 თვის განმავლობაში, რაც ხელს ,

შეუწყობს სამეწარმეო სფეროს და ახალი

გადამამუშავებელი კომპანიების დაარსებას და

გაფართოებას. ამ ეტაპზე, დაფინანსდა 22 ახალი

კომპანია, ინვესტიციის საერთო მოცულობა

შეადგენს 57,4 მილიონ აშშ დოლარს, აქედან 7

გაფართოების მიზნით, ხოლო 15 ახალi საწარმო -

პროგრამის მიზნობრივ სექტორებში. „აწარმოე

საქართველოში“ ჩართულია 12 კომერციული ბანკი

ინტერვიუ

და ქართულ ბაზარზე არსებული სამი სალიზინგო

კომპანია.

ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, 2014 წელს

გამოფენების მეშვეობით კომპანიების მიერ

გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებამ 1 260

000 აშშ დოლარს გადააჭარბა. საკვები, სასმელი

და ფარმაცევტული პროდუქტების საერთაშორისო

გამოფენებზე სააგენტოს დახმარებით 2015 წელს

დაგეგმილია ქართული პროდუქციის წარდგენა და

უცხოურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის აქტიური

პოპულარიზაცია.

სააგენტომ რა სახის მხარდაჭერა შეიძლება

აღმოუჩინოს ემიგრაციაში მყოფ საქართველოს იმ

მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ სურვილი

დაბრუნდნენ და ჩადონ ინვესტიცია სოფლის

მეურნეობასა თუ სხვა სახის ბიზნესში?

სააგენტოს მიერ მომავა წელს დაიწყება

რეგიონებში მიკრო საწარმოების

თანადაფინანსების ხელშეწყობის პროგრამა. 2013

წლის მონაცემებით, ბიზნესის ბრუნვა თბილისში

2,500 ლარი იყო ერთ სულზე, ხოლო ბიზნესის

ბრუნვა რეგიონებში - 3 000 ლარს შეადგენდა.

პროგრამის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური

უთანასწორობის აღმოფხვრა და მოგებაზე

ორიენტირებული მიკრო ბიზნესის განვითარება.

პროგრამა მოიცავს საქართველოს ყველა

რეგიონს, თბილისის გარდა, და მისი

ხანგრძლივობა 28 თვეა. 4 თვის მანძილზე

პროგრამის მონაწილე მეწარმე სუბიექტებს

ჩაუტარდებათ ტექნიკური მხარდაჭერის კურსები

ბიზნეს გეგმის, განვითარების სტრატეგიის და ა.შ.

შემუშავებაში დახმარების მიზნით, გადამზადებულ

დამწყებ მეწარმეებს შეეძლებათ სუბსიდიების

მიღებაზე განაცხადის გაკეთება. მეწარმეების

მხარდაჭერა და მონიტორგი განმახორციელებელი

კომპანიის მიერ. პროგრამის მთლიან

მონიტორინგს და შეფასებას ჩაატარებს

მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

თანადაფინანსების სუბსიდიების ოდენობა:

გვითხარით ვრცლად სახელმწიფო პროგამა

„აწარმოე საქართველოში“-ს შესახებ.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“

ოფიციალურად დაიწყო 2014 წლის 2 ივნისს.

მანამდე მიმდინარეობდა მოსამზადებელი

სამუშაოები, გაფორმდა ხელშეკრულებები

პროგრამაში ჩართულ 12 კომერციულ ბანკთან.

პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:

1. ფინანსებზე ხელმისაწვდომობას

2. ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას

3. საკონსულტაციო მომსახურებას

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტში, ხდება კომერციულ სესხზე დარიცხული პროცენტის

Page 8: com/migrant.ge ბიულეტენი#5 .com/migrant.ge 4 ასევე, შესაძლებელია საქართველოში წარმოდგენილი

ww

w.m

igran

t.ge

�.co

m/m

igran

t.ge

8

თანადაფინანსება, მაქსიმუმ 10%-ის ოდენობით, 24 თვის განმავლობაშ, რომელსაც ახორციელებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, საწარმოს დაარსების /გადაიარაღების/ გაფართოების მიზნით. მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ფინანსენზე ხელმისაწვდომობის კომპონენს ასევე დაამატა ლიზინგი, რაც გულისხმობს ლიზინგის საგანზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას, მაქსიმუმ 12%-ის ოდენობით, 24 თვის განმავლობაში.

ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას ახორციელებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რაც მოიცავს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების (შენობა-ნაგებობის) გადაცემას 1 ლარად, მიზნობრივ სექტორებში ოთხმაგი (რეგიონებში) და ექვსმაგი (თბილისში) ინვესტიციის განხორციელების პირობით, საწარმოს დაარსების/ გადაიარაღების/გაფართოების მიზნით.

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს საწარმოო პროცესის გაუმჯობესების მიზნით 20 000 ლარის ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნის შესაბამისად ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიის მიერ განხორციელებულ შესაბამის ტექნიკურ დახმარებას. ამ კომპონენტის განხორციელება აკისრია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოსთან ერთად.

მიმდინარე პროექტები 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით:

biu

let

eni #

5d

eke

mber

i, 2

01

4 w

el

i

G-PAM პროექტის ბენეფიციარ სოფლებში პროფესიული გადამზადების პროგრამა დაიწყო

2014 წლის დეკემბრის თვიდან “ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს G-PAM” პროექტის ფარგლებში პროექტის ბენეფიციარ 14 სოფლის სხვადასხვა საწარმოში პროფესიული გადამზადება/სტაჟირების პროგრამა დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 5 რეგიონის 50 სოფელი. პროგრამა ხორციელდება G-PAM პროექტის რეგიონული პარტნიორებისა და „კომპიუტერული ცონდის გამავრცელებელი საზოგადოების“ თანამონაწილეობით. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს პოტენციური მიგრანტების სხვადასხვა სფეროში პროფესიულ გადამზადებას.პროგრამის ფარგლებში შეგროვებული საწარმოების რაოდენობამ ჯამში შეადგინა 151.

აქედან: სამეგრელო-47; იმერეთი-34; აჭარა-14; შიდა ქართლი-46; ქვემო ქართლი-7. ინფორმაციის განხილვის შედეგად გამოიკვეთა რამოდენიმე პრიორიტეტული სფერო (სამკერვალო, სათბური, საცხოვი, სტილისტი, სამშენებლო სფერო და ვუკლანიზაცია) და შეირჩა 14 საწარმო, ვისთან მოლაპარაკებების შედეგად დადგინდა გადასამზადებელ ბენეფიციართა რაოდენობა, გადამზადების ხანგრძლივობა, ასევე სტაჟირება/გადამზადებისთვის საჭირო თანხის რაოდენობა და გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები. ამჟამად პროექტში ჩართულია 77 ბენეფიციარი. სწავლება კი ხორციელდება შემდეგი მიმართულებით:

1) სოფელი ჭალე, სამკერვალო, გადამზადებას

გადის 4 ბენეფიციარი

2) სოფელი ხიჭაური, პურის საცხობი,

გადამზადებას გადის 5 ბენეფიციარი

3) სოფელი ქვენატკოცა, მეტალოპლასტმასის

ცეხი, გადამზადებას გადის 2 ბენეფიციარი

4) სოფელი კარალეთი, ვულკანიზაცია,

Page 9: com/migrant.ge ბიულეტენი#5 .com/migrant.ge 4 ასევე, შესაძლებელია საქართველოში წარმოდგენილი

გადამზადებას გადის 4 ბენეფიციარი

5) სოფელი აგარა, IT ინჟინერია,

გადამზადებას გადის 22 ბენეფიციარი

6) სოფელი კარალეთი, სილამაზის სალონი,

გადამზადებას გადის 3 ბენეფიციარი

7) სოფელი დოესი, საცხობი, გადამზადებას

გადის 5 ბენეფიციარი

8) სოფელი ძევრი, საკონდიტრო,

გადამზადებას გადის 6 ბენეფიციარი

9) სოფელი დიდი ჭყონი, სამკერვალო,

გადამზადებას გადის 3 ბენეფიციარი

10) სოფელი ჯგალი, სამკერვალო,

ww

w.m

igran

t.ge

�.co

m/m

igran

t.ge

9

biu

let

eni #

5d

eke

mber

i, 2

01

4 w

el

i

გადამზადებას გადის 5 ბენეფიციარი

11) სოფელი ძევრი, მამაკაცთა

საპარიკმახერო, გადამზადებას გადის

3 ბენეფიციარი

12) სოფელი დოესი, სამკერვალო,

გადამზადებას გადის 5 ბენეფიციარი

13) სოფელი როდინაული, IT ინჟინერია,

გადამზადებას გადის 10 ბენეფიციარი