8

Fanebi com (2)

Embed Size (px)

DESCRIPTION

სპორტულ ინტერნეტ-პორტალ Fanebi.Com-ის ყოველკვირეული ჟურნალის მეორე ნომერი

Citation preview

Page 1: Fanebi com (2)
Page 2: Fanebi com (2)

ორშაბათს, 13 იანვარს, ციურიხში „ოქროს ბურთის“

დაჯიდლოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. მოხდა ის,

რაც უნდა მომხდარიყო: 2013 წლის საუკეთესო

ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს,

საუკეთესო მწვრთნელად კი - იუპ ჰაინკესი.

ცერემონიის დაწყებამდე ღონისძიების

ორგანიზატორები იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ უნდა

მოეხერხებინათ რონალდუსა და ლეო მესის ერთად

დასხდომა. პრიზზე წარდგენილი კანდიდატების ერთად

დასხდომა ღონისძიების ერთგვარი ტრადიციაა. არანაკლებ

მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, თუ რა ეცმეოდა ცერემონიის

წამყვან ფერნანდა ლიმას. 2014 წლის მსოფლიოს

ჩემპიონატის წილისყრაზე მისმა ზედმეტად თამამმა კაბამ

კონსერვატიული ირანელების აღშფოთება გამოიწვია, რის

გამოც ბრაზილიელ მოდელს ბოდიშის მოხდა მოუწია.

ამჯერად ლიმამ ნაკლებპროვოკაციული გრძელი მწვანე კაბა

მოირგო.

ყურადღება მთლიანად საფეხბურთო თემამ მიიქცია:

ჯერ წლის სიმბოლური გუნდი გამოაცხადეს, შემდეგ

საუკეთესო გოლი გამოავლინეს. საუკეთესოდ ზლატან

იბრაჰიმოვიჩის მიერ ინგლისის კარში „მაკრატელათი“

გატანილი გოლი დასახელდა. არც საუკეთესო მწვრთნელის

პრიზმა დაახანა. ღონისძიების დაწყებამდე იურგენ კლოპმა

იხუმრა, იმედია, გამოკითხვა იმდენად სამართლიანად

ჩატარდა, რომ ამ ნომინაციაში იუპ ჰაინკესი მოიგებსო. ასეც

მოხდა. სხვათა შორის, კიდევ ერთი კანდიდატი სერ ალექს

ფერგიუსონი ცერემონიალს პირადი მიზეზით არ დაესწრო.

ფერგიმ ბარბადოსზე არდადეგები მოიწყო. თავისი „ოქროს

ბურთი“ პელესაც ერგო, რომელიც ფეხბურთის

განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოეს.

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს ისე გაუხარდა,

როგორც ახალგაზრდობაში მუნდიალის მოგება უხაროდა

ხოლმე. ის იყო სიხარულისგან ტირილს იწყებდა, რომ

პელეს მასზე მიძღვნილმა ვიდეომ მიუსწრო სულზე.

დარბაზში კიდევ უფრო დაცხა. ჯერი მთავარ პრიზზე

მიდგა. საფეხბურთო საზოგადოებისა და გულშემატკივართა

უმრავლესობა უპირატესობას რონალდუს ანიჭებს. რიო

ფერდინანდმა სოიალურ ქსელში ისიც კი დაწერა, ქუჩაში

შიშველი ვირბენ, თუ კრიშტიანუ არ მოიგებსო. გამონაკლისი

იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ჯიუტად იმეორებდა,

რომ „ოქროს ბურთი“ სანტა კლაუსისთვის უნდა გადაეცათ.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსაცხადებლად

სცენაზე პელე გამოვიდა, კონვერტი გახსნა და თითქმის

ჩურჩულით წარმოსთქვა: „კრიშტიანუ რონალდუ“. მთავარ

გმირს პირველმა მისივე გოგომ - ირინა შეიკმა მიულოცა,

რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში სილამაზით

ბრწყინავდა. რონალდუ სცენაზე აიჭრა და ის იყო, თავისი

სიტყვის წარმოთქვას იწყებდა, რომ თვალზე ცრემლი

მოადგა. კადრში ხვდება კრიშტიანუს დედაც, ვერც ის იკავებს

ცრემლებს. თვალები ირინასაც აუცრემლიანდა.

ერთადერთი, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება

დარბაზში ეს პატარა რონალდუა, რომელიც მამასთან

მიირბენს და გაოცებული შეხედავს. რონალდუმ „ოქროს

ბურთი“ მეორედ მოიგო (პირველად ეს ჯილდო 2008 წელს

დაისაკუთრა), მან ამ მომენტამდე გრძელი გზა განვლო და

სულაც არ არის გასაკვირი, რომ ემოციები ვერ შეიკავა.

კრიშტიანუმ დაიმსახურა „ოქროს ბურთი“.

2

Page 3: Fanebi com (2)

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე

არანაკლები ინტერესი მიიქცია ლეო მესის კოსტიუმმა.

ნათქვამია, გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ეს, ალბათ,

ის შემთხვევაა, როცა მესის გარდა ყველა თანხმდება,

რომ არგენტინელს უგემოვნოდ ეცვა. რამდენადაც

გამორჩეულია ლეო საფეხბურთო მოედანზე, იმდენადვე

გამორჩეული გახლდათ „ოქროს ბურთის“ დაჯილოდების

ცერემონიალზე, თუმცა ამჯერად უარყოფითი კუთხით.

მესისგან ეს უკვე აღარ გვიკვირს. მისმა ჩაცმულობამ

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შარშანდელ

ცერემონიალზეც გაგვაოცა: თეთრი წერტილებით

მოწინწკლული შავი კოსტიუმი და პეპელა. მაშინ ბევრმა

ის თავისივე კერპს - დიეგო მარადონას შეადარა,

რომელსაც ერთხანს დაახლოებით ასეთივე კოსტიუმი

ეცვა.

მესის წერტილებიან პიჯაკზე შარშან ჯო ჰარტმაც

ისაუბრა: „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი

გამოვტოვე, რადგან ინგლისის პრემიერლიგაზე ცოტას

ლაპარაკობენ. მესის პიჯაკის შესახებ უკვე გავიგე, მაგრამ

მას ყველაფრის უფლება აქვს, რასაც მოისურვებს.

თუნდაც სულ შიშველი გასულა“.

იმ წერტილებიანმა პიჯაკმა ზოგს ცნობილი

კომპიუტერული თამაში PPac-Man-იც კი გაახსენა.

მესიმ კიდევ ერთხელ 2013 წლის „ოქროს ბუცის“

დაჯილდოების ცერემონიალზე გაგვაოცა. ამ ღონისძიებაზე

არგენტინელი ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად

მივიდა და, როგორც გამოჩნდა, მათაც კარგად იხალისეს

მესის ორნამენტებით მორთულ პიჯაკზე.

ლეომ სამოსის მუქი ფერების გაღიავება

გადაწყვიტა და წლევანდელ დაჯილდოების

ცერემონიალზე ჟოლოსფერი ხავერდის კოსტიუმით

წარსდგა საზოგადოების წინაშე. მესისა და მისი მეწვილის,

ანტონელა როკაზოს ჩაცმულობის ფერები ერთიანობაში

„ბარსელონას“ მაისურის პალიტრას ქმნიდა.

საქართველოში ასეთ ფორმაში გამოწყობილი მესი

ცნობილ კომედიურ პერსონაჟ ჟიმნი მებონიას შეადარეს.

ცნობილი ინტერნეტ-ენციკლოპედია შემდეგნაირად

ახასიათებს ამ ჩაცმულობას: „1990-იანი წლების დასაწყისში

ეს სამოსი და კისერზე ჩამოკიდებული ოქროს ჯაჭვი

ახალი რუსების შეუცვლელი ატრიბუტი გახდა. ისინი ასეთ

ფორმაში ამ ეპოქის რამდენიმე რომანსა და ფილმში

გვხდებიან. მიზეზი, რატომ გახდა ეს კოსტიუმი

მამაკაცებისთვის შეუცვლელი, უცნობია. შესაძლოა, ასეთი

მოდა საბჭოთა კავშირში არსებული სამომხმარებლო

საქონლის დეფიციტით იყო გამოწვეული. ჟოლოსფერი

პიჯაკის მქონე ტიპები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მათ

ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც მოისურვებენ“.

3

Page 4: Fanebi com (2)

სამომხმარებლო საქონლის დეფიციტი ვახსენეთ და

მესის ჩაცმულობას ცნობილი ქართველი იუმორისტი

გიორგი ჯანელიძე ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „ლეო

მესის რომ ეცვა დღეს, თითქმის ისეთივე ალუბლისფერი

პიჯაკი მეცვა სკოლის დამთავრების ბანკეტზე, ოღონდ

ჩემსას ოქროსფერი ღილები ჰქონდა. 1994 წელს

ქუთაისის ბაზრობაზე, სხვანაირი არც იყიდებოდა“.

ასეა თუ ისე, თავმდაბალი მესი დაჯილდოების

ცერემონიებზე ხალხს სხვებისგან გამორჩეული სამოსით

ამახსოვრებს თავს. ვინ იცის, ეგებ აქაც რაიმე ფარული

მინიშნებაა და გემოვნება-უგემოვნობა არაფერ შუაშია

___________________________________________________________________________________________________________________

,

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვის მეთოდი სულ უფრო და უფრო დიდ კრიტიკას იწვევს – მწვრთნელები და

ფეხბურთელები უმტესწილად ხმას ცალკეულ სახელებს აძლევენ, რაც გუნდური მიღწევების მნიშვნელობას ამცირებს. აქვე

გიჩვენებთ, რომ გამოკითხვაში სუბიექტურ პოლიტიკასა და გაკერპებასაც აქვს ადგილი.

ლიონელ მესიმ ტექნიკურად არ მისცა ხმა

კრიშტიანუ რონალდუს, ფრანკ რიბერისა და ზლატან

იბრაჰიმოვიჩს. არგენტინელმა თავისი ხმები

თანაკლუბელებს - ანდრეს ინიესტას, ჩავისა და ნეიმარს

გაუნაწილა.

როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუსაც

„დაავიწყდა“ თავისი კონკურენტები და საუკეთესო

ფეხბურთელად რადამელ ფალკაო დაასახელა. მეორე

ადგილი ახალ თანაკლუბელ გარეტ ბეილს, მესამე

პოზიცია კი - ძველ თანაკლუბელ მესუთ იოზილს

მიაკუთვნა.

სამუელ ეტოო „ოქროს ბურთს“ ყოფილ

თანაკლუბელ იაია ტურეს გადასცემდა, რომელიც გასულ

წელს ტიტულის გარეშე დარჩა. მეორე ადგილზე ლეო

მესი გაიყვანა, მესამეზე კი ახლანდელი თანაკლუბელი

ედენ აზარი.

პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა იაკუბ

ბლაშიკოვსკიმ მესამე ადგილი რობერტ ლევანდოვსკის

მიაკუთვნა. პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა

ადამ ნავალკამ ლევანდოვსკი სულაც პირველ პოზიციაზე

გაამწესა.

თურქეთის ნაკრების თავკაცმა ფათიჰ თერიმმა

პირველი ადგილი მესუთ იოზილს მიაკუთვნა, რითაც

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას მიანიშნა, აი, ვინ მაკლდა

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე

გასასვლელადო.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის

კოულმენმა თანამემამულე ბეილი მესისა და რონალდუზე

მაღლა დააყენა.

ურუგვაის ნაკრების კაპიტანმა დიეგო ლუგანომ

პირველი ორი პოზიცია თანამემამულეებს გაუნაწილა –

ლუის სუარესსა და ედინსონ კავანის. სუარესს ხმა ასევე

მისცეს თანაკლუბელებმა მარტინ შკრტელმა (პირველი

ადგილი) და სტივენ ჯერარდმა (მე-3 ადგილი).

რობინ ვან პერსიმ პირველ ადგილზე

თანამემამულე არიენ რობენი გაამწესა.

ჯანლუიჯი ბუფონმა უმაღლესი ქულა ანდრეა

პირლოს დაუწერა.

ჩვენი ნაკრების კაპიტანის, ჯაბა კანკავას არჩევანიც

ბევრს გაუკვირდა: 1. ანდრეს ინიესტა; 2. ანდრეა პირლო;

3. ედინსონ კავანი,

4

Page 5: Fanebi com (2)

„ოქროს ბურთის“ საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ყოველთვის ჩნდება ცალკეული პიროვნებების

უკმაყოფილო დამოკიდებულებები – ზოგი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა ფავორიტმა ვერ გაიმარჯვა, ზოგიც კი ფიფას ხმების

გაყალბებაში ადანაშაულებს ხოლმე. ამ მხრივ, არც წლევანდელი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება ყოფილა გამონაკლისი.

ციურიხში გამართული ღონისძიების შემდეგ ჯილდოზე წარდგენილმა ფრანკ რიბერიმ ღიად გამოხატა თავისი უკმაყოფილება.

გეცოდინებათ, ფრანგს „ოქროს ბურთის“ დასადგმელად სპეციალური ადგილიც შერჩეული ჰქონდა. საბოლოო შედეგების

მიმართ უარყოფითი ემოცია ვერ დამალა ვერც უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ. ევროპული ფეხბურთის მმართველი

ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის მეთოდში რაღაც შესაცვლელია. უკმაყოფილო იყო წლის

საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული იუპ ჰაინკესიც.

ფრანკ რიბერი: „მეტი რაღა უნდა გავაკეთო იმისთვის,

რომ „ოქროს ბურთი“ გადმომცენ, გარდა იმისა, რომ

„ბაიერნთან“ ერთად ყველაფერი მოვიგე?! მეორე ადგილზე

გავედი თუ მესამეზე, სულ არ მაინტერესებს და არც ტიტული

გახლდათ ჩემი მიზანი. ამას მირჩევნია, „ბაიერნთან“ ერთად

ისევ მოვიგო ყველაფერი და მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდე.

აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“.

მიელ პლატინი: „იმედგაცრუებული ვარ, რომ

გამარჯვებულად ფრანკ რიბერი არ დასახელდა. მომდევნო

წელსაც ჯილდოს რონალდუ ან მესი მიიღებს, იმის შემდეგაც

რონალდუ ან მესი, სამი წლის შემდეგაც რონალდუ ან მესი.

რაღაც შეიცვალა მას შემდეგ, რაც „ოქროს ბურთს“ ფიფა

ათამაშებს. 50 წლის განმავლობაში მთავარი ყურადღება

შედეგებსა და ტიტულებს ექცეოდა, მაგრამ ახლა ასე აღარ

არის, ძირითადი აქცენტი მოთამაშის ინდივიდუალურ

ეფექტიანობაზე კეთდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც

პრობლემა არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, რონალდუმ ეს

ჯილდო დაიმსახურა“.

იუპ ჰაინკესი: „ჯილდოს რიბერის იმსახურებდა. მან

„ბაიერნთან“ ერთად ყველაფერი მოიგო, თან გუნდისთვის

შეუცვლელი ფიგურა იყო“.

ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებში აშკარად იგრძნობა გამტანი ცენტრფორვარდის პრობლემა. ამიტომ, ამ პოზიციაზე ნებისმიერი ნიჭიერი მოთამაშის გამოჩენა ქართველ გულშემატკივარს გარკვეულ იმედს უჩენს. დღეს ჩვენ 19 წლის სანდრო ხაბაძეს გაგაცნობთ, რომელიც შესანიშნავი ფიზიკური აღნაგობით გამოირჩევა. მისი სიმაღლე 2 მეტრს აღწევს, რაც ფორვარდისათვის დიდი პლუსია. ქართველმა თავდამსხმელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ლიტვაში, კლაიპედის „გრანიტასში“ გაატარა. Fanebi.com-ი სანდროს დაუკავშირდა და მის საფეხბურთო კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა.

– ფეხბურთის თამაში სად დაიწყეთ?

– ფეხბურთის თამაში დიღმის მასივში მდებარე

სპორტულ კომპლექსში დავიწყე. ოლიმპიური

მომზადების ცენტრში ექვსი წლის ასაკში მიმიყვანეს და

ზუსტად ამდენივე დრო გავატარე იქ. თორმეტი წლისამ

კი ლეგენდარული ქართვეული ფეხბურთელის –

მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სკოლა

„ავაზაში“ გვაგრძელე თამაში. კარგად მოგეხსენებათ,

რომ „ავაზაში“ არაერთი წარმატებული ქართველი

ფეხბურთელი აღიზარდა. (gagrZeleba ixileT me-8

gverdze)

5

Page 6: Fanebi com (2)
Page 7: Fanebi com (2)
Page 8: Fanebi com (2)

– რატომ გაგიჩნდათ ფეხბურთის თამაშის

სურვილი, რა იყო მთავარი მიზეზი?

– ფეხბურთის სიყვარული გენეტიკურად

გადმომყვა. მამაჩემი ფეხბურთელი იყო, გერმანულ

"იოჰანესტალში" თამაშობდა. სამწუხაროდ, ტრავმა

მიიღო და ფეხბურთელის თამაშის გაგრძელება ვეღარ

შესძლო. ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, გიორგი ლორია კი

ფეხბურთში და არამარტო ფეხბურთში ჩახედულთათვის

ზედმეტ წარდგენას არ საჭიროებს. „დინამო თბილისისა“

და საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადმა

მეკარემ და მამაჩემმა ჩემში ფეხბურთის სიყვარული

კიდევ უფრო გააღვივეს.

– ვინ იყო თქვეენი პირველი მწვრთნელი?

– ჩემი პირველი მწვრთნელი ბაგრატ ჩადუნელი

გახლდათ, რომელიც ამჟამად ვიტალი დარასელიას

სახელობის „დინამოს თბილისის“ საფეხბურთო

აკადემიისა და ბავშვთა სკოლის რამდენიმე ასაკობრივი

გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლავთ.

– ბავშვობაში რა პოზიციაზე გიწევდათ თამაში?

– შეტევაში თამაში ბავშვობიდანვე მომწონდა,

მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც „დინამო თბილისის“

აკადემიაში გადმოვედი, გუნდს დაცვის ხაზში უჭირდა და

გარკვეული პერიოდი ცენტრალურ მცველად

ვთამაშობდი. თუმცა, უფრო პროდუქტიულად

თავდასხმაში ვთამაშობ, ცენტრალური ფორვარდის

პოზიციაზე, სადაც ჩემი საგოლე ჟინი და ალღო ძალიან

მეხმარება.

– „დინამოში“ როგორ მოხვდით?

– როდესაც „დინამო თბილისის“ აკადემიაში

დავიწყე თამაში, 13 წლის ვიყავი. ფაქტობრივად

აკადემიის ყველა ასაკობრივ გუნდში მაქვს ნათამაშები

და ბოლოს, „დინამოს“ დუბლშემადგენლობაშიც

გადამიყვანეს. 18 წლის ასაკში ლიტვის ჩემპიონატში

მიმიწვიეს. კლაიპედის "გრანიტასში" ვთამაშობდი, სადაც

ჯამში ცხრა შეხვედრა ჩავატარე და ორი გოლი

გავიტანე. სამწუხაროდ, კლუბს ფინანსური პრობლემები

შეექმნა, ხელმძღვანელობამ ახალი სპონსორის მოძიება

და ფინანსურად მოძლიერება ვერ შესძლო,

შესაბამისად, გუნდმა ლეგიონერებზე უარი თქვა და

რამდენიმე ფეხბურთელს ერთდროულად

დაგვემშვიდობა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– თავისუფალი აგენტის სტატუსით სამშობლოში

მომიწია დაბრუნება. ფორმის შესანარჩუნებლად

ვშრომობ და ყოველდღიურად სპეციალური

პროგრამით ვვარჯიშობ. ჯერჯერობით სად

გავაგრძელებ კარიერას, არ ვიცი. შემოთავაზებები არის

როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. ბოლო

პერიოდში პოლონეთის ვარიანტი გამოიკვეთა, თუმცა

დაინტერესებული კლუბის დასახელებისგან თავს

შევიკავებ, ვინაიდან ამ ეტაპზე მხოლოდ მოლაპარაკება

მიმდინარეობს.

– რა არის თქვენი მთავარი მიზანი ფეხბურთში?

– ჩემი და ალბათ, თითოეული მოთამაშის

უმთავრესი მიზანი პროფესიონალ ფეხბურთელად

ჩამოყალიბება არის.

– მისაბაძი მაგალითი?

– ჩემთვის მისაბაძი მაგალითი, პირველ რიგში,

ბიძაჩემი – გიორგი ლორია არის, ზუსტად ვიცი, თუ

როგორ და რის ხარჯზე ჩამოყალიბდა პროფესიონალ

ფეხბურთელად და ვოცნებობ, რომ მეც მის მსგავსად

ვითამაშო. როგორც თავდამსხმელი, ჩემთვის

გამორჩეული და მისაბაძი ცენტრალური ფორვარდი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი არის.

– დამწყებ ფეხბურთელებს რას ურჩევდით?

– ფეხბურთი დიდი ფილოსოფიაა. ეს არის სპორტის ის

სახეობა, სადაც ერთი ჩაგდებული დღეც მომავალში

ნეგატიურად აისახება. ახალგაზრდა ფეხბურთელებს

მხოლოდ ერთს ვურჩევ. მეტი მონდომებითა და

სერიოზულობით მოეკიდნონ თითოეულ ვარჯიშს და

თამაშიდან თამაშამდე მოედანზე საკუთარი

შესაძლებლობათა მაქსიმუმი გამოავლინონ.

2014 წლის 19 იანვარი თბილისი, საქართველო

(Fanebi.Com)

www.facebook.com/Fanebi.Journal

რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ჟურნალისტები: ლევან ხარაზოვი, ბექა დოგრაშვილი

8