426

ე.ლ. ჯეიმზი - ორმოცდაათი ელფერით ...leliblog.weebly.com/uploads/1/3/3/1/13312007/el-jeimzi...კაპუჩინოსა და

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • ორმოცდაათი ელფერით მუქი

    ე. ლ ჯეიმზი

  • პროლოგი ის ბრუნდება. დედა დივანზე წევს, სძინავს, ან ისევ ცუდად არის. სამზარეულოში, მაგიდის ქვეშ ვიმალები და რომ ვერ მიპოვოს, კედელს რაც შეიძლება

    მეტად ვეკვრები. სახეზე ხელებს ვიფარებ. ოდნავ გაწეულ თითებს შორის, ჭუჭყიან მწვანე პლედზე ჩამოდებულ დედას ხელს ვხედავ. მისი ფეხები მბზინვარე ბალთიანი, უზარმაზარი, ყელიანი ფეხსაცმლით დედას გასწვრივ ჩერდება. ქამარს ურტყამს... „ადექი! ადექი! ბოზო! აეთრიე შე, ბოზო! ბოზო! ბოზო! ბოზო!..“ დედა სლუკუნებს. „გთხოვ, არ გინდა, გეხვეწები!.. დედა არ ყვირის. მოკუნტული სახეს

    მალავს. თვალებს ვხუჭავ და ყურებზე ხელებს ვიფარებ. ხმები წყდება. თვალებს ვახელ. ის ბრუნდება და სამზარეულოსკენ მოდის. ხელში ისევ ქამარი უჭირავს. მეძებს. იხრება, მაგიდის ქვეშ იყურება და მაშინვე სიგარეტისა და სასმლის საზიზღარ სუნს ვგრძნობ. აი, სად ყოფილხარ, ნაბიჭვარო!.. საკუთარი სულის გამყინავი ყვირილი აღვიძებს. ღმერთო! მთლიანად ოფლში ცურავს,

    გული ამოვარდნაზე აქვს. რა ხდება? მკვეთრად ჯდება და თავს აქნევს. ჯანდაბა, ისევ დაბრუნდნენ... ჰაერს ღრმად ისუნთქავს და მერე ნელა უშვებს ფილტვებიდან, რომ ნესტოებიდან და მახსოვრობიდან იაფფასიანი ბურბონისა და „ქემელის“ მყრალი სუნი მოიშოროს და რამენაირად დამშვიდდეს.

    თავი პირველი კრისტიანის გარეშე მესამე და ჩემი პირველი სამუშაო დღე როგორღაც გადავაგორე. თითქოს ბურუსში გამკრთალი ახალი სახეების აღქმასა და მისტერ ჯეკ ჰაიდისთვის შესასრულებელ სამუშაოში გარკვევაზე ოდნავ გულის გადაყოლებაც კი შევძელი. ...აი ისიც, მისტერ ჯეკ ჰაიდი, ჩემი ბოსი მაგიდაზე ხელდაყრდნობილი ზემოდან ქვემოთ დამყურებს და ცისფერ თვალებში ნაპერწკალი უელავს.

    – ყოჩაღ, ანა. ვფიქრობ, ერთმანეთს მშვენივრად შევეწყობით.თავს ძალას ვატან, რომ სახეზე რაღაც ღიმილის მსგავსი გამოვისახო. – თუ წინააღმდეგი არ ხართ, წავალ, – ვეუბნები გაუბედავად.– რა თქმა უნდა, უკვე ექვსის ნახევარია. ხვალამდე.– ნახვამდის, ჯეკ.– კარგად იყავი, ანა.ჩანთას ხელს ვავლებ, ქურთუკს ვიცვამ და კარისკენ მივდივარ. ქუჩაში გავდივარ თუ არა, სიეტლის ადრეული საღამოს ჰაერს ფილტვებში ღრმად ვუშვებ, მაგრამ არც ეს ჰაერია საკმარისი იმ სიცარიელის შესავსებად, რომელსაც შაბათ დილის შემდეგ მკერდში დანაკარგის ავადმყოფურ შეგრძნებად აღვიქვამ. თავდახრილი და საკუთარ ფეხებს დაჩერებული ავტობუსის გაჩერებისკენ მივემართები და იმაზე ვფიქრობ, რა მეშველება ჩემი საყვარელი, ბებერი „ვანდასა“ და ...„აუდის“ გარეშე. თავისთვის შეძახება მჭირდება, რომ გონს მოვიდე. არა, იმაზე არ ვიფიქრებ! რა თქმა უნდა, მე ახლა იმის საშუალებაც მაქვს, რომ რომელიმე ახალთახალი, ლამაზი მანქანა ვიყიდო, მაგრამ... ეჭვი მაქვს, რომ იმაზე მეტი მომცა, ვიდრე „ვანდას“ გაყიდვით ტეილორი აიღებდა. ამ აზრისგან პირში გემოც კი მიმწარდება, მაგრამ არ ვიმჩნევ.

  • ყველაფერი თავიდან უნდა ამოვიგდო, არაფერზე არ უნდა ვიფიქრო და არაფერი ვიგრძნო... მასზე ფიქრი არ შეიძლება, თორემ ისევ ავტირდები, პირდაპირ აქ, ქუჩაში. კეიტის გარეშე ბინა ცარიელია. მენატრება. ალბათ ახლა ბარბადოსის პლაჟზეა წამოწოლილი და ცივ კოქტეილს წრუპავს. ხმაურით სიცარიელის შესავსებად და თუნდაც, ილუზიის შესაქმნელად, რომ მარტო არა ვარ, ბრტყელეკრანიან ტელევიზორს ვრთავ, თუმცა არც ვუსმენ და არც ვუყურებ. ვჯდები და უაზროდ აგურის კედელს შევცქერი. ერთიანად გაქვავებული, ტკივილის გარდა ვერაფერს ვგრძნობ. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ტკივილების მორევში გაშეშებული ამ მდგომარეობიდან დომოფონის ხმას გამოვყავარ, შიშისგან ვცბები, გული მიჩქარდება. ვინ უნდა იყოს? ღილაკს აკანკალებულ თითს ვაჭერ.

    – თქვენთვის ამანათია, მის სტილ, – მესმის ზანტი, უემოციო ხმა და გული მწყდება. კიბეზე უხალისოდ ჩავდივარ. ქვემოთ შემოსასვლელ კარს მიყუდებული ბიჭი მხვდება, ხელში მუყაოს ყუთი უჭირავს და კევს აღლაჭუნებს. ქვითარზე ხელს ვაწერ და დიდი, თუმცა კი საოცრად მჩატე ყუთით ხელში უკან ვბრუნდები. შიგ ოცდაოთხი გრძელი თეთრი ვარდი და ბარათია. პირველ სამუშაო დღეს გილოცავ. იმედი მაქვს, კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა პლანერისთვის. კარგი არჩევანია. შენმა საჩუქარმა ჩემს სამუშაო მაგიდაზე საპატიო ადგილი დაიკავა. კრისტიანი ბარათზე ნაბეჭდ ასოებს დავყურებ და მკერდში სიცარიელის შეგრძნება კიდევ უფრო მეზრდება. დარწმუნებული ვარ, ყვავილები მდივანს გამოაგზავნინა, თვითონ თითსაც არ გაანძრევდა. ამაზე ფიქრი ტკივილს მაყენებს. დავყურებ ულამაზეს ვარდებს და ძალა არ მყოფნის, რომ გადავყარო. სხვა რა გზაა, ლარნაკის მოსაძებნად სამზარეულოსკენ მივფრატუნებ. ჩემი დღევანდელი ცხოვრების სურათი ასეთია: გაღვიძება, სამსახური, საღამოს კი ცრემლები და ძილი, უფრო სწორად, ძილის მცდელობა. კრისტიანი სიზმარშიც არ მანებებს თავს. მისი ანთებული ნაცრისფერი თვალები, შუქზე სპილენძისფრად მბზინავი თმა... და მუსიკა... უამრავი მუსიკა... მუსიკას საერთოდ ვეღარ ვუსმენ, თუკი სადმე მესმის, ვცდილობ იქაურობას სასწრაფოდ გავეცალო, სარეკლამო ზანზალაკების რეკვასაც კი გავურბივარ ამის შესახებ არავისთვის მითქვამს, არც დედასთვის და არც რეისთვის, ძალა არ მეყო. ახლა ლაპარაკი საერთოდ არავისთან არ მინდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მხოლოდ ჩემს განცალკევებულ და ომით გაცამტვერებულ უკაცრიელ კუნძულზე ვიმყოფები, სადაც არაფერი ხარობს და ჰორიზონტიც კი ბნელი და ცარიელია. ჰო, ასეთი ვარ. სამსახურში თითქოს ყველასთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ სინამდვილეში არავისთან ვმეგობრობ, ეს არის და ეს. მაგრამ დედას რომ დაველაპარაკო, გავტყდები, არადა სულში ისედაც აღარაფერი დამრჩა მთელი და დაუმტვრეველი. მადა სრულიად დავკარგე. ოთხშაბათს, სადილის დროს, პირველად პარასკევის მერე, როგორღაც პატარა ჭიქა იოგურტს მოვერიე. მთელი ამ დროის განმავლობაში

  • კაპუჩინოსა და დიეტური კოლის წყალობით ვარსებობ, კოფეინზე ვარ „შემჯდარი“ და აქედან აშკარად კარგი არაფერი გამოვა. ჯეკი ჩემს მაგიდასთან ძალიან ხშირად მოდის, პირად ცხოვრებაზე კითხვებით თავს მაბეზრებს. ამას რაღა უნდა?.. ვცდილობ, თავაზიანი ვიყო, მაგრამ ახლოს არ ვუშვებ. კომპიუტერთან ვზივარ, ჯეკის ფოსტას ვამოწმებ და მიხარია, რომ ეს უაზრო და მექანიკური სამუშაო პრობლემებზე ფიქრის დროს აღარ მიტოვებს. ჩემს ფოსტაში შემომავალი იმეილის წრიპინი ისმის და ნაჩქარევად ვამოწმებ წერილი ვისგან არის. ჯანდაბა! კრისტიანი!.. ოჰ, ღმერთო... ოღონდ სამსახურში არა!..

    From:კრისტიან გრეი Subject: ხვალინდელი დღე Date: 8 ივნისი, 2011; 14:05 To: ანასტასია სტილი

    ძვირფასო ანასტასია, მაპატიე, რომ მუშაობის დროს გწერ. იმედი მაქვს, ხელს ძალიან არ შეგიშლი. მიიღე ჩემი გამოგზავნილი ყვავილები? როგორც მახსოვს, ხვალ შენი მეგობრის გამოფენა იხსნება. დარწმუნებული ვარ, მანქანის ყიდვის დრო არ გექნებოდა, იქამდე კი შორი გზაა. თუ სურვილიც გექნება, ბედნიერი ვიქნები, თუ გამოფენის გახსნაზე შენი წაყვანის ნებას დამრთავ. გამაგებინე, რას გადაწყვეტ.

    კრისტიან გრეი „გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

    თვალები ცრემლებით მევსება, მაგიდიდან ნაჩქარევად ვდგები, ტუალეტში გავრბივარ და ერთ-ერთ კაბინაში ვიმალები. ხოსე სრულიად ამომვარდა თავიდან! არადა, ხომ დავპირდი, გამოფენის გახსნაზე ჩამოვალმეთქი... ჯანდაბა! კრისტიანი მართალია, იქამდე როგორ ჩავაღწევ?! ხელს გახურებულ შუბლზე ვიდებ. კი მაგრამ, ხოსემ რატომ არ დამირეკა? საერთოდ რატომ არავინ მირეკავს? საკუთარი გრძნობების მორევში ჩაძირულმა ისიც კი ვერ შევნიშნე, რომ ჩემს მობილურ ტელეფონზე ამ ბოლო დღეებში არავის დაურეკავს. ჯანდაბა! რა იდიოტი ვარ! ტელეფონზე ხომ ზარების გადამისამართების რეჟიმი მაქვს დაყენებული, ყველა ზარი კრისტიანთან დატოვებულ „ბლეკბერიზე“ შედის! გამოდის, რომ ამ დღეების განმავლობაში, თუ რა თქმა უნდა, კრისტიანმა სულაც არ გადააგდო სმარტფონი, ყველა ზარი მასთან შედიოდა. ნეტა აქაური იმეილი როგორ გაიგო? თუმცა ჩემი ფეხის ზომაც კი იცის, ელექტრონული ფოსტის გაგება მისთვის რა პრობლემაა?! შევძლებ კი ისევ შეხვედრას? გავუძლებ? მინდა მისი ნახვა? თვალებს ვხუჭავ და მხურვალე მონატრებითა და მწუხარებით გულდასერილს თავი უკან მივარდება. რა თქმა უნდა, მინდა!..

  • მაგრამ, ალბათ... ალბათ ჯობია მივწერო, რომ წასვლა გადავიფიქრე... არა, არა, არა!.. იმ ადამიანის გვერდით ვერ ვიქნები, რომელსაც ჩემთვის ტკივილის მოყენება სიამოვნებს, რომელსაც არ ვუყვარვარ. გონებაში მტანჯველი მოგონებები მიცოცხლდება: სააბაზანო, ძლიერი, ალერსიანი ხელები, სავსე ტუჩების შეხება, მისი იუმორი და დაბინდული, ამაღელვებელი და საშინლად სექსუალური მზერა. მენატრება. ხუთი დღე გავიდა, ხუთი მტანჯველი, საუკუნედ გაწელილი დღე... ყოველღამე ცრემლებით ვიძინებდი, ვნანობდი, რომ არაფერი გამოგვივიდა, ვოცნებობდი, რომ შეცვლილიყო და ერთად ყოფნა შეგვძლებოდა. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიტანჯო ამ ყოვლისწამლეკავი გრძნობით? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჯოჯოხეთში ვარ. მხრებზე ხელებს ვიხვევ, ძლიერად, მთელი ძალით ვიჭერ, თითქოს მეშინია, რომ ცოტაც და ნაწილებად დავიშლები. მის გარეშე ცუდად ვარ. მენატრება... ყველაფერი ძალიან მარტივია, უბრალოდ მიყვარს... ანასტასია სტილ, ნუ გავიწყდება, რომ სამსახურში ხარ! ძლიერი უნდა ვიყო, მაგრამ ხოსეს გამოფენაზე წასვლა მინდა, სადღაც ღრმად ჩემში ჩაბუდებულ მაზოხისტს კი გამოფენაზე მეტად კრისტიანის ნახვა სწყურია. მთელი მკერდით ჰაერს ვისუნთქავ, ხმაურით უკან ვუშვებ და ჩემი მაგიდისკენ მივდივარ.

    From: ანასტასია სტილი Subject: ხვალინდელი დღე Date: 8 ივნისი, 2011; 14:25 To: კრისტიან გრეი გამარჯობა, კრისტიან. გმადლობ არაჩვეულებრივი ყვავილებისთვის. გამოფენის გახსნაზე წასვლა ნამდვილად მინდა. გმადლობ „ეს-აი-პის“ რედაქტორ ჯეკ ჰაიდის თანაშემწე ანასტასია სტილი მობილურს ვამოწმებ. არ შევმცდარვარ – „ბლეკბერიზე“ გადამისამართებაა ჩართული. ჯეკი შეხვედრაზეა, ასე რომ, შემთხვევით ვსარგებლობ და ნაჩქარევად ვკრეფ ხოსეს ნომერს.

    – გამარჯობა, ხოსე, ანა ვარ. – გამარჯობა, დაკარგულო, – ხოსეს ხმიდან იმხელა სითბო და სიკეთე იღვრება, ტირილი მინდება.

    – დიდხანს ლაპარაკი არ შემიძლია. გამოფენის გახსნა რომელ საათზეა დანიშნული? – ჩამოხვალ? – მეკითხება აღფრთოვანებული. – რა თქმა უნდა, – თვალწინ ხოსეს სახე და მისი ნათელი ღიმილი მიდგება და პირველად ხუთი დღის განმავლობაში მეც გულღიად ვიღიმები.

    – რვის ნახევარზე. – მაშინ შეხვედრამდე. კარგად იყავი, ხოსე.

  • – კარგად, ანა. From: კრისტიან გრეი Subject: ხვალინდელი დღე Date: 8 ივნისი, 2011; 14:27 To: ანასტასია სტილი რომელ საათზე მოგაკითხო? კრისტიან გრეი „გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი From : ანასტასია სტილი Subject: ხვალინდელი დღე Date: 8 ივნისი, 2011; 14:32 To: კრისტიან გრეი ხოსეს გამოფენა რვის ნახევარზე იხსნება. შენ როგორ ფიქრობ, რომელ საათზე უნდა გამომიარო, რომ გახსნაზე არ დაგვაგვიანდეს? „ეს-აი-პის“ რედაქტორ ჯეკ ჰაიდის თანაშემწე ანასტასია სტილი From: კრისტიან გრეი Subjecტ: ხვალინდელი დღე Date: 8 ივნისი, 2011; 14:34 To: ანასტასია სტილი პორტლენდამდე შორია, ამიტომ ექვსს რომ თხუთმეტი წუთი დააკლდება, შენთან ვიქნები. მოუთმენლად ველი შეხვედრას. კრისტიან გრეი „გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი From: ანასტასია სტილი Subject: ხვალინდელი დღე Date: 8 ივნისი, 2011; 14:38 To: კრისტიან გრეი მოვილაპარაკეთ. შეხვედრამდე. „ეს-აი-პის“ რედაქტორ ჯეკ ჰაიდის თანაშემწე ანასტასია სტილი

  • ღმერთო! მალე კრისტიანს ვნახავ!.. პირველად ხუთი დღის განმავლობაში განწყობა ოდნავ მიკეთდება. საკუთართავს მასზე ფიქრის უფლებას ვაძლევ. საინტერესოა, ვენატრებოდი? ალბათ ისე არა, როგორც მე. ან იქნებ სულაც ჩემი შემცვლელი იპოვა? იმდენად დამთრგუნველი აზრია, რომ მაშინვე ვიშორებ. მაგიდაზე დახვავებულ ფოსტას დავყურებ, რომელიც ჯეკს სასწრაფოდ უნდა დავუხარისხო და ვცდილობ, კრისტიანზე ფიქრი თავიდან ამოვიგდო. იმ საღამოს დაძინებას უშედეგოდ ვცდილობ და ლოგინში ვწრიალებ, სამაგიეროდ, პირველად რამდენიმე დღის განმავლობაში არ ვტირი. თვალწინ ჩემი წამოსვლისას კრისტიანის ტანჯვით მოქცეული სახე მიდგება. ის მართლა იტანჯებოდა, ჩემი გამოშვება არ უნდოდა და ეს მოსვენებას არ მაძლევს, უბრალოდ უცნაურია, როგორ უნდა დავრჩენილიყავი, როდესაც ურთიერთობა აშკარად ჩიხში იყო შესული? ორივეს ჩვენჩვენი პრობლემა გვიშლიდა ხელს: მე – ტკივილის შიში, მას კი – რისი... სიყვარულის?.. გვერდზე ვბრუნდები და ხელებს ბალიშს ვხვევ. სული უკიდეგანო სევდით მევსება. კრისტიანი ფიქრობს, რომ სიყვარულს არ იმსახურებს. რატომ? იქნებ მიზეზი მის ბავშვობაში, მისი ნამდვილი დედის პრობლემაში იმალება? ვიდრე აფორიაქებულ სიზმრებში საბოლოოდ ვიძირები, ეს აზრები კიდევ დიდხანს მაწვალებს. დღე უსაშველოდ იწელება. ჯეკი უჩვეულოდ ყურადღებიანია. ეჭვი მაქვს, რომ ამის მიზეზი კეიტის კარადიდან დაუკითხავად აღებული მისი იისფერი კაბა და მაღალქუსლიანი შავი ჩექმაა. მაგრამ ამაზე დიდად არ ვდარდობ. პირველსავე ხელფასზე ჩემთვისაც რამე ნორმალურს ვიყიდი. კაბა მხრებზე თავისუფლად მკიდია, მაგრამ თითქოს ასე იყოს ჩაფიქრებული, არც ამას ვიმჩნევ. როგორც იქნა, საათის ისრები ექვსის ნახევარს უახლოვდება. გულამოვარდნილი ჟაკეტს ვიცვამ და ჩანთას ვიღებ. ვცდილობ, რამენაირად დავწყნარდე, მაგრამ არ გამომდის. ახლა კრისტიანს ვნახავ!

    – პაემანზე მიდიხარ? – მეკითხება მაგიდას მოახლოებული, გასასვლელისკენ მიმავალი ჯეკი.

    – არა, მთლად პაემანზე არა. აშკარა ინტერესით წარბს სწევს. – მეგობარ მამაკაცს ხვდები? დარცხვენილი ვწითლდები. – უკვე მხოლოდ მეგობარს. – მოდი, ხვალ სამსახურის შემდეგ სადმე წავიდეთ, ანა. პირველ სამუშაო კვირას თავი მშვენივრად გაართვი და აღვნიშნოთ, – ჯეკი მიღიმის და სახეზე უცნაური გამომეტყველება ედება. მაშინვე უხერხულობის გრძნობა მეუფლება. ის ჯიბეებში ხელებს იყოფს და ორფრთიანი კარიდან გადის. მე კი კოპებშეკრული მის ზურგს გავყურებ და იმაზე ვფიქრობ, რომ ბოსთან ერთად დალევა კარგი იდეა არ უნდა იყოს. თავს ვაქნევ. იქამდე კრისტიანთან შეხვედრა მაქვს გადასატანი. ჯერ ამაზე უნდა ვიფიქრო... ტუალეტში გავრბივარ, რომ თავი მოვიწესრიგო. უზარმაზარ სარკესთან ვჩერდები და საკუთარ გამოსახულებას დიდხანს შევყურებ. როგორც ყოველთვის, გაფითრებული ვარ, დიდი თვალების ქვეშ უპეები კიდევ უფრო ჩამმუქებია. ერთი

  • სიტყვით, დატანჯული და შეშინებული გამომეტყველება მაქვს. რა ცუდია, რომ კოსმეტიკის გამოყენება არ ვიცი! ტუშით მხოლოდ წამწამებს ვიპრეხ და თვალებზე კონტურს ვისვამ, ლოყებზე ხელს ვიტყაპუნებ, რომ ოდნავ მაინც შემივარდისფრდეს, მერე თმას ვივარცხნი და ისე ვიყენებ, რომ ზურგზე ლამაზად მეშვებოდეს და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ასე გასვლა შეიძლება. ნერვიულობა კიდევ უფრო მიტანს, მაგრამ ვესტიბიულს გაღიმებული სახით მივუყვები, მისაღებში კლერს ხელს ვუქნევ. მე და კლერი ალბათ მალე დავმეგობრდებით კიდეც. გასასვლელთან ჯეკი და ელიზაბეთი საუბრობენ. ფართო ღიმილით სახეზე ჯეკი მაშინვე კარს მიღებს და წინ მატარებს.

    – მხოლოდ შენ შემდეგ, ანა, – მეუბნება ხმადაბლა. – გმადლობ, – ვუღიმი დარცხვენილი. ტროტუართან მომლოდინე ტეილორი მანქანის უკანა კარს მიღებს. უკან, ჩემ შემდეგ გამოსული ჯეკისკენ გაუბედავად ვიყურები და „აუდი SUV“ისკენ მიმართულ მის გაღიზიანებულ მზერას ვაწყდები. მანქანას ვუახლოვდები და უკანა სავარძელზე ვჯდები. იქ კი უჰალსტუხოდ, საყელოშეხსნილ თეთრ პერანგსა და რუხ კოსტიუმში გამოწყობილი, თვალებანთებული ზის ის – კრისტიან გრეი. მაშინვე პირი მიშრება. საოცრად კარგად გამოიყურება, ოღონდ, რატომღაც, კოპებშეკრული შემომყურებს. რა სჭირს?

    – ბოლოს როდის ჭამე? – მეკითხება, როგორც კი ვჯდები და ტეილორი კარს კეტავს. ჯანდაბა, დაიწყო! – გამარჯობა, კრისტიან. მეც მიხარია შენი ნახვა. – მე ეგ არ მიკითხავს. მიპასუხე! – ისეთი გაცეცხლებულია თვალებიც კი უელავს. ღმერთო, რა აუტანელია! – აა... დღისით იოგურტი შევჭამე. ა, ჰო კიდევ ბანანი. – ბოლოს ნორმალურად როდის ჭამე? – არ მანებებს თავს. ტეილორი საჭესთან ჯდება, „აუდის“ ადგილიდან ძრავს და მანქანების დინებას უერთდება. ფანჯრიდან ვიყურები. ჯეკი ხელს მიქნევს, თუმცა ვერ ვხვდები, დაბურულ შუშებში როგორ მხედავს. მეც ხელის ქნევით ვპასუხობ.

    – ეს ვინ არის? – მეკითხება მაშინვე მჭახე ხმით კრისტიანი. – ჩემი ბოსი, – თვალს ჩემ გვერდით მჯდარ ლამაზი მამაკაცისკენ ვაპარებ, ბრაზისგან ტუჩები რომ მოუკუმავს და მკაცრად შემომყურებს.

    – ბოლოს ნორმალურად როდის ჭამე? – კრისტიან, ეს შენ ნამდვილად არ გეხება, – ვეუბნებიბუტბუტით და პასუხს თავს დიდ გმირობად ვუთვლი.

    – მე ყველაფერი მეხება, რასაც შენ აკეთებ ან არ აკეთებ. მიპასუხე! არა! ნუ, რა უბედურებაა?! სასოწარკვეთისგან ვღმუი და თვალებს ვატრიალებ, კრისტიანი კი კიდევ უფრო ჭუტავს. პირველად რამდენიმე დღის განმავლობაში სიცილი მინდება და მთელ ძალას ვიკრებ, რომ არ გამეცინოს. გამომეტყველება კრისტიანსაც ურბილდება და ლამაზ ტუჩებზე ღიმილი გადასდის.

    – გისმენ, – მიმეორებს უკვე შედარებით რბილი ტონით.

  • – გასულ პარასკევს „პასტა alla vongole“... – ვპასუხობ ჩურჩულით. კრისტიანი თვალებს ხუჭავს. სახეზე სიბრაზის და თითქოს დანანების ჩრდილი გადასდის.

    – გასაგებია, – ამბობს ჩავარდნილი ხმით, – ხუთი ფუნტი მაინც გექნება დაკლებული თუ მეტი არა. ძალიან გთხოვ, ნორმალურად ჭამე, ანასტასია. თვალებს ვხრი და მუხლებზე გადახლართულ თითებს დავყურებ. მის გვერდზე თავს ყოველთვის სულელ, მოუხერხებელ ბავშვად ვგრძნობ... კიდევ უფრო ბრუნდება ჩემკენ მთელი სხეულით და სავარძელზეც უფრო ახლო ჯდება.

    – როგორ ხარ? – მეკითხება თბილი და მზრუნველი ტონით. ჯანდაბა... ჰმ, საშინლად... ყელში ბურთად გაჩხერილ ნერწყვს ვყლაპავ. – არც ისე კარგად. როგორღაც გულჩაწყვეტილად ოხრავს. – არც მე, – ბუტბუტებს ის, ხელს სწევს, ხელზე მიდებს და თითებზე ოდნავ მიჭერს, – ძალიან მენატრებოდი. ო, ღმერთო, არა! ამ შეხებისგან სხეულში ისევ საოცარი სითბო მეღვრება. – კრისტიან, მე... – ანა, გთხოვ, უნდა დავილაპარაკოთ. ახლა ავტირდები! ჯანდაბა, არა! – კრისტიან, გთხოვ... მე... ისედაც ძალიან ბევრი ვიტირე, – ვჩურჩულებ და ვცდილობ, რამენაირად ემოციები დავიმორჩილო.

    – არა, პატარავ, არ გინდა! – ხელს მქაჩავს და გონს მოსვლას ვერ ვასწრებ, ისე მისვამს კალთაში. მთელი სხეულით მეხვევა და სახით თმაში მეფლობა, – როგორ მენატრებოდი, ანასტასია, – ამბობს ძლივსგასაგონად. მისი მკლავებიდან განთავისუფლება მინდა, მინდა მისგან ისევ უსაფრთხო მანძილზე ვიყო, მაგრამ არ გამომდის. მკერდში მიკრავს და მეც ნეტარებისგან გონება მიბნელდება. ღმერთო, ყოველთვის რომ ასე ყოფილიყო! მეტი მე არაფერი მინდა... თავს მხარზე ვადებ, ის კი თმაზე მკოცნის და მკოცნის... ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში დავბრუნდი. ეს ხომ ჩემი ყველაზე საყვარელი არომატია – სისუფთავის, საშხაპე გელის და მისი საკუთარი – კრისტიანის სუნი. წამით თავს ილუზიის დაჯერების უფლებასაც კი ვაძლევ, ვიჯერებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს ილუზია ბალზამივით წამლად ედება ჩემს დაფლეთილ სულს. რამდენიმე წუთის შემდეგ, თუმცა კი ჯერ ისევ ქალაქში ვართ, ტეილორი „აუდის“ ტროტუართან აჩერებს.

    – წამოდი, მოვედით, – მეუბნება კრისტიანი და მუხლებიდან რბილად გვერდზე მსვამს. რაა? – შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანია, – კრისტიანი ზევით იყურება და ხელს იქნევს. აა, გასაგებია, „ჩარლი ტანგო“. ტეილორი კეთილი და მზრუნველი ღიმილით მანქანის კარს მიღებს და მეც ღიმილით ვპასუხობ.

    – ცხვირსახოცი უნდა დაგიბრუნო, ტეილორ. – ჩემი საუკეთესო სურვილებით, თქვენთვის დაიტოვეთ მის სტილ.

  • ვწითლდები. კრისტიანი მანქანიდან გადმოდის და ხელს მკიდებს. მერე კითხვით სავსე მზერით თავს ტეილორისკენ აბრუნებს, ის კი არაფრის მთქმელი გამომეტყველებით პასუხობს.

    – ცხრაზე? – ეკითხება კრისტიანი. – დიახ, სერ. კრისტიანს ორმაგი კარის გავლით უზარმაზარ ჰოლში შევყავარ. მისი გრძელი თბილი თითების შეხებისგან გულში სითბო მეღვრება და სხეულში ამაღელვებელი მუხტი მივლის. მაგრამ უამისოდაც, როგორც მზე იკაროსს, ისე მიზიდავს. ერთხელ უკვე დამწვარი, ისევ მისკენ ვისწრაფვი. ლიფტებთან მივდივართ. თითს გამოძახების ღილაკს აჭერს. თვალის კუთხით ვხედავ, რომ ტუჩებზე იდუმალი ღიმილი დასთამაშებს. ლიფტის კარი იღება. კრისტიანი ხელს მიშვებს და კაბინაში წინ მატარებს. ლიფტის კარი იკეტება. თვალს ისევ მისკენ ვაპარებ. კრისტიანი ზემოდან დამყურებს და ჩვენ შორის ისევ ის, სრულიად ხელშესახები ელექტრული მუხტი იბადება, მკვრივდება, პულსირებს და ერთმანეთისკენ გვეწევა.

    – ოჰ, ღმერთო, – ინსტინქტურ, თავად სიცოცხლესავით უძველეს ლტოლვას დამორჩილებულს მწყდება მკერდიდან კვნესად.

    – მეც იმავეს ვგრძნობ, – ჟინით მზერადაბინდული ამბობს ისიც. სურვილი ბნელ, ყოვლისწამლეკავ ზვირთად მეღვრება მუცელში და სულ ერთიანად ვარ მოცული. კრისტიანი ხელზე ხელს მიჭერს და ცერა თითით ნეკზე მეფერება. სხეულის ყოველი კუნთი მეძაბება და ნეტარი ცახცახი მივლის. როგორ ახერხებს ჩემზე ასეთ ზემოქმედებას? – ანასტასია, ტუჩს თავი დაანებე, – ჩურჩულებს ის. კბილებიდან ტუჩს ვითავისუფლებ და თვალებში შევყურებ. მე ის მინდა, აქვე, ახლავე, ლიფტში. თუმცა არც მიკვირს...

    – ხომ იცი, ეს ჩემზე როგორ მოქმედებს. ოჰ, ესე იგი ჯერ ისევ ვუნდივარ! ჩემი შინაგანი ქალღმერთი ხუთდღიანი სასოწარკვეთილებიდან ფხიზლდება. ლიფტის კარი იღება და ჯადოსნური წამი ქრება. შენობის სახურავზე გავდივართ. აქ ქარია. მიუხედავად იმისა, რომ ჟაკეტი მაცვია, მცივა. კრისტიანი მხრებზე ხელს მხვევს, სხეულზე მიკრავს და ჩქარი ნაბიჯით ასაფრენი მოედნის შუაგულში მდგარ „ჩარლი ტანგოსკენ“ მივყავარ, რომლის როტორის ფრთებიც უკვე აუჩქარებლად ბრუნავს. კაბინიდან მუქ კოსტიუმში გამოწყობილი, მაღალი, კვადრატულყბებიანი, ქერათმიანი ყმაწვილი ხტება და წელში მოხრილი ჩვენკენ მორბის, კრისტიანს ხელს ართმევს და ვერტმფრენის ხმაურის გადასაფარად ყვირის:

    – ვერტმფრენი მზად არის, სერ. შეგიძლიათ გაფრინდეთ. – ყველაფერი შეამოწმეთ? – დიახ, სერ. – დაახლოებით რვა საათზე წამოიყვან? – დიახ, სერ. – ტეილორი შესასვლელთან გელოდება. – გმადლობთ, მისტერ გრეი. ბედნიერ ფრენას გისურვებთ, მემ... – მომმართავს მე და თავაზიანად მიღიმის.

  • ისე, რომ ხელს არ მიშვებს, კრისტიანი მფრინავს თავის დაკვრით ემშვიდობება და ვერტმფრენის ღია კართან ნახევრად მოხრილი მივყავარ. კაბინაში მრავლისმეტყველი და იდუმალი ღიმილით კრისტიანი მჭიდროდ მიკრავს უსაფრთხოების ღვედებს.

    – ახლა კი ვერსად გამექცევი, – ბუტბუტებს ის, – სიმართლე გითხრა, მომწონს, ასე რომ ხარ დაბმული. ხელი არაფერს ახლო. ის საჩვენებელ თითს ლოყაზე ნაზად მისვამს და მეც მაშინვე ვწითლდები. მერე ყურსასმენებს მაწვდის. მეც მინდა, შეგეხო, მაგრამ შენ უფლებას არ მომცემ... მომდის თავში და კოპებს ვიკრავ, თანაც ღვედები ისე მჭიდროდ შემიკრა, ვერც ვინძრევი. კრისტიანი მფრინავის სავარძელში ჯდება, უსაფრთხოების ქამარს იკრავს და გაფრენისწინა მომზადებას იწყებს. ჩქარა და თავდაჯერებულად მოქმედებს. მონუსხულივით შევყურებ. ყურსასმენებს იკეთებს, ჩამრთველს აჩხაკუნებს და როტორის ფრთებიც მაშინვე აჩქარებს გამაყრუებელი ხმაურით ბრუნვას. კრისტიანი ჩემკენ ბრუნდება.

    – მზად ხარ? – მესმის მისი ხმა ყურსასმენებში. – კი. ტუჩებზე ახალგაზრდული, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს. ღმერთო, რამდენი ხანია, ეს ღიმილი აღარ მინახავს!

    – ვიძახებ კოშკ სი ტაკს, ლაპარაკობს „ჩარლი ტანგო“ გოლფ – გოლფეკოჰოტელი, ასაფრენად მზად ვარ, მიმართულება – პორტლენდი პედეიქსი, დამიდასტურეთ კავშირი. მიღება. ავიადისპეტჩერის უსხეულო ხმა პასუხს სცემს და ინსტრუქციებს აძლევს: – კოშკი, როჯერ, ლაპარაკობს „ჩარლი ტანგო“, კავშირის დასასრული. კრისტიანი ორ ჩამრთველს აჩხაკუნებს, მართვის ბერკეტს ხელს ჰკიდებს და ვერტმფრენი ნელა, ტაატით საღამოს ცაში იწევა. სულ უფრო და უფრო ვშორდებით ქვემოთ დარჩენილ სიეტლს.

    – მაშინ განთიადს მივდევდით, ახლა კი დაისს მივდევთ, – მესმის ყურსასმენებში მისი ხმა. გაკვირვებული შევყურებ და თვალებგაფართოებული ყურებს არ ვუჯერებ. ხომ არ მომესმა? ნუთუ ასეთი რომანტიკული აზრი კრისტიანს მოუვიდა თავში? კრისტიანი მიღიმის და მეც მორცხვი ღიმილით ვპასუხობ.

    – საღამოს, ჩამავალი მზის ფონზე უფრო ლამაზი სანახაობა იქნება, – მეუბნება ის. წინა ჯერზე სიეტლში რომ მოვფრინავდით, ბნელოდა. ამჯერად კი ჩვენ თვალწინ მართლაც საოცარი, ლამის არაამქვეყნიური სილამაზე იშლება. სიმაღლეს ვიღებთ, უკვე ცათამბჯენების სახურავებს შორის ვართ და სულ უფრო და უფრო მაღლა ვიწევით.

    – „ესკალას“ ხედავ? – მანიშნებს თავით, – აი, „ბოინგიც“, ახლა კი „სპეის ნიდლს“ მიუახლოვდებით.

    – იქ არასოდეს ვყოფილვარ, – ვპასუხობ ოხვრით და კისერს ვიგრძელებ, რომ კოშკი დავინახო.

    – მე წაგიყვან, იქ ვივახშმებთ. – კრისტიან, ჩვენ დავშორდით. – ვიცი, მაგრამ იქ მაინც წაგიყვან და გაჭმევ, – მპასუხობს ჯიუტად და თვალებით მბურღავს.

  • თავს ვაქნევ, კამათს აზრი არა აქვს. – საოცარი სილამაზეა. გმადლობ. – მართლა შთამბეჭდავია, არა? – შთამბეჭდავი ის არის, რომ ამ ყველაფერის გაკეთება შეგიძლია. – თქვენ და ასეთი პირდაპირი მლიქვნელობა, მის სტილ? თუმცა, დიახ, ნამდვილად მრავალი ნიჭით ვარ დაჯილდოებული.

    – რაც მეც მშვენივრად ვიცი, მისტერ გრეი. ირონიული ჩაცინებით თავს ჩემკენ აბრუნებს. პირველად ხუთი დღის განმავლობაში ცოტა ვმშვიდდები. იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდად არის?..

    –ახალი სამსახური როგორ მოგწონს? – გმადლობ, საინტერესო სამუშაოა, მომწონს. – შენი ბოსი რას წარმოადგენს? – არა უშავს, ნორმალურია. იმას ხომ ვერ ვეტყვი, რომ ჯეკის გადამეტებული ყურადღება უკვე სერიოზულად მაშფოთებს?! კრისტიანი თვალებს ჭუტავს.

    – რა მოხდა? – გარდა იმისა, რაც ისედაც ნათელია, არაფერი. – რაც ისედაც ნათელია? – ოჰ, კრისტიან ხანდახან თავს მართლა ისულელებ ხოლმე. – მე ვისულელებ? რაღაც თქვენი ტონი არ მომწონს, მის სტილ. – რას ვიზამთ. ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი გადასდის. – როგორ მომენატრა ეგ შენი უტიფარი ენა, ანასტასია. სუნთქვა მეკვრება, ისე მინდა ვიყვირო – მეც მენატრებოდი, მეც! მთლიანად შენ და არა მხოლოდ შენთან ლაპარაკი! მაგრამ ხმას არ ვიღებ და აკვარიუმივით მომრგვალებულ „ჩარლი ტანგოს“ საქარე მინას უსიტყვოდ ვაჩერდები. სამხრეთისკენ მივფრინავთ. ჰორიზონტს უზარმაზარი, მოწითალოაგურისფრად მოღაჟღაჟე მზე ანათებს და მეც თავს ისევ ამ ნათებისკენ დაუოკებელი სურვილითმიზიდულ და მასთან ზედმეტად მიახლოებულ იკაროსად ვგრძნობ. უკან მოტოვებული სიეტლის მხრიდან სიბნელე მოგვდევს. ცა მხოლოდ ბუნებისთვის დამახასიათებელი სრულყოფილებით ოპალისფერი, მეწამული და აკვამარინისფერი, ერთმანეთში ტალღებად გარდამავალი უზარმაზარი ლაქებით არის მოხატული. დაისის ჰაერი სუფთა და კამკამაა. როდესაც კრისტიანი ვერტმფრენს ასაფრენ მოედანზე სვამს, ბინდბუნდში ჩაძირული პორტლენდის შუქები ციმციმით გვიკრავს თვალს და გვესალმება. ჩვენ ისევ იმ აგურის უცნაური შენობის სახურავზე ვართ, საიდანაც სულ რაღაც სამი კვირის წინ სიეტლში გავფრინდით. სამი კვირა თითქოს არც არაფერია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საუკუნე გავიდა და კრისტიანს მთელი სიცოცხლეა ვიცნობ. ის გადამრთველებს აჩხაკუნებს და „ჩარლი ტანგოს“ ძრავას თიშავს, როტორის ფრთები ტრიალს ანელებს, ჩერდება და მალე ყურსასმენებში მხოლოდ საკუთარი სუნთქვაღა მესმის. ჰმ... რატომღაც თომას ტალისის მუსიკა მახსენდება და სუნთქვა მიხშირდება. აქედან არსად წასვლა არ მინდა.

  • კრისტიანი უსაფრთხოების ქამარს იხსნის და ჩემკენ ბრუნდება, რომ მეც გამათავისუფლოს. თვალებში კმაყოფილების ნაპერწკალი უკრთება.

    – მოგეწონათ, მის სტილ? – მეკითხება ხმაში ჩაღვრილი მზრუნველი ინტონაციით. – კი, მადლობას მოგახსენებთ, მისტერ გრეი, – ვპასუხობ თავაზიანად – ახლა კი, შენი მეგობრის გამოფენაზე წავიდეთ, – მეუბნება კრისტიანი, ხელს მიწვდის და „ჩარლი ტანგოდან“ გადასვლაში მეხმარება. ჩვენ შესახვედრად ფართო ღიმილით სახეგაბრწყინებული ჭაღარა მამაკაცი მოემართება, ვცნობ, პირველი გაფრენის წინ კრისტიანის მადლობა რომ დაიმსახურა, ის არის.

    – გამარჯობა, ჯოი, – კრისტიანი ხელს მიშვებს და ჯოის ხელის ჩამორთმევით ესალმება, – სტივენის მოსვლამდე ვერტმფრენს მიხედე, რვის მერე წაიყვანს. – რა თქმა უნდა, მისტერ გრეი. მივხედავ, არ იდარდოთ. მემ! – თავაზიანად მიკრავს მოხუცი მეც თავს, – მანქანა ქვევით გელოდებათ, სერ. აჰ, ჰო, ლიფტი არ მუშაობს, ფეხით მოგიწევთ ჩასვლა.

    – გმადლობ, ჯოი. კრისტიანი ისევ ხელს მკიდებს და კიბისკენ მივყავარ. – კიდევ კარგი, სულ სამი სართულია, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია, – ბუზღუნებს უკმაყოფილო გამომეტყველებით. აშკარად არ ხუმრობს. – ჩემი ჩექმა არ მოგწონს? – ძალიან მომწონს, ანასტასია, – მპასუხობს ის, მერე თითქოს კიდევ რაღაცის დამატებას აპირებსო, თვალებს ჭუტავს, მაგრამ ჩუმდება, – კარგი. ნელა ჩავიდეთ, არ მინდა, რომ რამეს ფეხი წამოჰკრა და კისერი მოიტეხო. მანქანაში ხმის ამოუღებლად ვსხედვართ. მძღოლს გალერეაში მივყავართ. გულში აფორიაქება და შფოთვა ახალი ძალით მიბრუნდება. ვხვდები, რომ ფრენის დროს „ჩარლი ტანგოში“ დაუფლებული სიმშვიდე მხოლოდ შტორმისწინა შტილი იყო. კრისტიანი მშვიდი, ჩაფიქრებული და, ცოტა არ იყოს, დამძიმებული გამომეტყველებით ფანჯარაში იყურება. ჩვენ შორის უწინდელი მხიარული განწყობა გაქრა. მინდა დაველაპარაკო, მაგრამ გალერეამდე სულ ცოტაღა რჩება და ვერ მოვასწრებ.

    – ხოსე უბრალოდ ჩემი მეგობარია, – ვბუტბუტებ ძლივსგასაგონად. ის თავს ჩემკენ აბრუნებს და თვალებში ჩამდგარი ჩაფიქრებული, დაძაბული გამომეტყველებით მიყურებს, მაგრამ მისი ტუჩები... ოჰ, ყველა მოგონება ერთად მიცოცხლდება, ამ ტუჩების შეხება მთელ ჩემს სხეულს ახსოვს, ყოველ წერტილს... კრისტიანი კოპებს იკრავს.

    – ისე გახდი, რომ ეგ ლამაზი თვალები უკვე მეტისმეტად დიდად მოგიჩანს ჩავარდნილ ლოყებზე, ანასტასია. ძალიან გთხოვ, დამპირდი, რომ თავს მიხედავ და ნორმალურად შეჭამ.

    – გპირდები, – ვპასუხობ ავტომატურად. – სერიოზულად გელაპარაკები. – ნუთუ? სარკასტული ტონის შეფარვასაც კი არ ვცდილობ. სიმართლე ითქვას, ამ ადამიანის ცინიზმი, რომელმაც უკანასკნელ დღეებში ჯოჯოხეთი გამატარა, უკვე მაგიჟებს. არა, ასე

  • არ არის... ჯოჯოხეთი საკუთარ თავს მე თვითონ მოვუწყვე... არა, კრისტიანმა... სულ ვიბნევი და თავს ვაქნევ, რომ აზრები დამილაგდეს.

    – შენთან ჩხუბი არ მინდა, ანასტასია. მინდა, დაბრუნდე და მინდა, ჯანმრთელი იყო. – რამე შეიცვალა, კრისტიან? შენ ხომ ჯერ ისევ ის ორმოცდაათი ელფერი ხარ... – ვამატებ გულში. – მოდი ამაზე უკან რომ დავბრუნდებით, მერე ვილაპარაკოთ, უკვე მივედით. გალერეასთან ვჩერდებით. კრისტიანი მანქანიდან გადადის და, როგორც ყოველთვის, უპასუხოდ მტოვებს, მერე კარს მიღებს და ხელს მიწვდის.

    – ამას რატომ აკეთებ? – ვეკითხები ჩემთვისვე მოულოდნელად უფრო ხმამაღლა, ვიდრე ვაპირებდი.

    – რას ვაკეთებ? – იბნევა ის. – ლაპარაკს იწყებ და აღარ ამთავრებ... – ანასტასია, ჩვენ იქ ვართ, სადაც შენ გინდოდა მოხვედრა. მოდი ჯერ შევიდეთ, ამ ყველაფერზე კი მერე ვილაპარაკოთ. ქუჩაში სცენების მოწყობა ნამდვილად არ მინდა. აქეთ-იქით ვიყურები. მართალია, გარშემო უამრავი ხალხია. ვჩუმდები და ტუჩებს ჯიუტად ვკუმავ, ის კი ზემოდან ქვევით დამყურებს.

    – კარგი, – ვბუტბუტებ დაღვრემილი. კრისტიანი ხელს მკიდებს და შენობისკენ მივყავარ. ყოფილი საწყობის შენობაში შევდივართ – აგურის კედლები, მუქად შეღებილი ხის იატაკი, თეთრი ჭერი დაწყალგაყვანილობის თეთრი მილები. დარბაზი თანამედროვე და ფართოა. გალერეის სტუმრებს ხელში ღვინით სავსე ჭიქები უჭირავთ, წრუპვაწრუპვით ერთი კედლიდან მეორესთან ინაცვლებენ და ხოსეს ნამუშევრებს ათვალიერებენ. წუთით ყოველგვარი შფოთვა და აფორიაქება უკან იხევს, რადგან უცებ ვაცნობიერებ, რომ ჩემმა მეგობარმა ოცნება აისრულა. წარმატებებს გისურვებ, ხოსე!

    – საღამო მშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხოსე როდრიგესის პერსონალურ გამოფენაზე. – გვეგებება შავ ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, ძალიან მოკლედ შეკრეჭილი წაბლისფერი თმით, კაშკაშა წითელი პომადითა და დიდი საყურეებით. ის ჯერ მე მაჩერდება, მერე იმაზე დიდხანს, ვიდრე საჭიროა – კრისტიანს, მერე კი ისევ მე და, გაწითლებული, თვალებს ჩქარ-ჩქარა ახამხამებს. აღშფოთებისგან წარბები შუბლზე ამდის. ის ჩემია, ნუ, ან იყო ჩემი... მაგრამ იმ წამს, როდესაც თვალებახამხამებული წითელპომადიანი თავს ისევ ჩემკენ აბრუნებს, თავს ძალას ვატან, რომ მტრული გამომეტყველება მოვიშორო.

    – აჰ, თქვენ ხომ ანა ხართ... გვინდა, რომ მონაწილეობა თქვენც მიიღოთ... – ამბობს ის, ფართოდ იღიმება, ბროშურას მიწვდის და სასმელებითა და ბუტერბროდებით სავსე მაგიდისკენ მიდის.

    – იცნობ? – კოპებშეკრული მეკითხება კრისტიანი. მასზე არანაკლებ გაკვირვებული უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. – რას დალევ? – თეთრ ღვინოს. კრისტიანი ისევ კოპებს კრავს, მაგრამ არაფერს ამბობს და ჩემთვის სასმელის მოსატანად მიდის.

    – ანა!

  • ხოსე ხალხში გზის გამოკვლევას ცდილობს. ღმერთო! კოსტიუმში გამოწყობილი, ბედნიერად მომღიმარი და საოცრად სიმპათიური, ორივე ხელით მაგრად მეხვევა და თავს ძლივს ვიკავებ, რომ ტირილი არ დავიწყო. ის ხომ ჩემი მეგობარია, კეიტის წასვლის შემდეგ ერთადერთი მეგობარი. ტირილს ვიკავებ, მაგრამ თვალებში მომდგარი ცრემლები მზერას მაინც მიბინდავს.

    – როგორ მიხარია, რომ ჩამოხვედი, ანა, – მებუტბუტება ყურში ჯერ ისევ მკლავებში მოქცეულს. მერე ხელებს მხრებში მკიდებს, უკან მწევს და მაკვირდება.

    – რა იყო? – კარგად ხარ? მაგრად კი გამოიყურები. დდიოს მიო!.. გახდი? თავს ძალას ვატან, რომ ცრემლი მოვიშორო, ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ყოველ შემთხვევაში ხოსესთან ნამდვილად არ შემიძლია.

    – კარგად ვარ, ხოსე. მიხარია, გამოფენის მოწყობა რომ შეძელი, გილოცავ!.. მის ნაცნობ და ახლობელ, შეშფოთებულ სახეს შევყურებ და ხმა მებზარება, მაგრამ, რადაც უნდა დამიჯდეს, თავი უნდა შევიკავო...

    – რით ჩამოხვედი? – კრისტიანმა ჩამომიყვანა, – ვპასუხობ მისი სახელის წარმოთქმისთანავე აფორიაქებული.

    – აა, – ხოსეს სახე ექუფრება და მაშინვე ხელს მიშვებს, – სად არის? – ჩემთვის ღვინის მოსატანად წავიდა. ჟესტით კრისტიანზე ვანიშნებ და მეც სასმელების მაგიდისკენ ვიყურები. კრისტიანი ვიღაცას თავაზიანად ესაუბრება და თავის რიგს ელოდება. იმავ წამს ისიც ჩემკენ აბრუნებს თავს და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება. როგორც ყოველთვის, ვშეშდები: ვდგავარ და წარმოუდგენლად სიმპათიურ მამაკაცს შევცქერი, ჩემს შემხედვარეს მზერაში საოცარი ემოციები რომ ჩაღვრია. მისი მზერა მწვავს და ერთმანეთის გარდა გარშემო უკვე ვეღარაფერს ვხედავთ... ღმერთო... მას უნდა, რომ დავუბრუნდე... სადღაც ღრმად, შიგნით სიხარულის ენით აუწერელი გრძნობა მიზვირთდება და მთელ ჩემს სხეულს ამომავალი მზის სხივებივით თანდათანობით და დაუოკებელი სწრაფვით ეფინება.

    – ანა, – ზმანებაში ჩაძირულს ხოსეს ხმა რეალობაში მაბრუნებს, – ძალიან მიხარია, რომ ჩამოხვედი! მისმინე, მინდა გაგაფრთხილო... ხოსეს სიტყვას მოულოდნელად ჩვენ გვერდით გაჩენილი მის მოკლე ვარცხნილობა და წითელი პომადა აწყვეტინებს.

    – „პორტლენდ პრინცის“ ჟურნალისტს უნდა შენი ნახვა, წამოდი, – აჩქარებს ის ხოსეს, მე კი თავაზიანად მიღიმის.

    – აჰა, აი, პოპულარობაც!.. რა მაგარია, არა? – ხოსეს ბედნიერებისგან გაბადრული სახის შემხედვარე მეც უნებურად ვიღიმები. – მოგვიანებით გნახავ, ანა. ჩემი მეგობარი ლოყაზე მკოცნის და აყლაყუდა ფოტოგრაფის გვერდზე მდგარი ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალისკენ მიიჩქარის. ხოსეს ფოტოები მთელ დარბაზშია გამოფენილი, ზოგიერთი მათგანი უზარმაზარი ფორმატითაა გადიდებული, ზოგი შავთეთრია, ზოგი ფერადი. პეიზაჟები საოცარი სილამაზით გამოირჩევა, აი, თუნდაც ეს: ტბა ვანკუვერში – ადრეული საღამო და მშვიდი, უმოძრაო ტბის ზედაპირზე არეკლილი მოვარდისფრო ღრუბლები. წუთით

  • ყოველგვარი პრობლემა და ნერვიულობა მავიწყდება და ბუნების უშფოთველობასა და სიმშვიდეში ვიძირები. საოცარი სილამაზეა! კრისტიანი მიახლოვდება და ღვინის ჭიქას მიწვდის. – რაო, უმთავრდებათ? – ვეკითხები უემოციო ხმით. ის გაკვირვებული გამომეტყველებით წარბებს სწევს. – ღვინოზე გეკითხები. – არა. მსგავს თავყრილობებზე ასეთ რამ იშვიათად ხდება. ...ვერაფერს იტყვი, ბიჭს ნიჭი ნამდვილად ჰქონია, არა? – ამბობს წამიერი დუმილის შემდეგ.

    – რა თქმა უნდა, შენი გადაღება ხოსეს სწორედ ამიტომაც ვთხოვე! – ხმაში აშკარა სიამაყე მიკრთება. კრისტიანს მზერა პეიზაჟიდან ჩემზე გადმოაქვს.

    – კრისტიან გრეი?.. – ლაპარაკს მოახლოებული „პორტლენდპრინცის“ ფოტოგრაფი გვაწყვეტინებს: – სერ, შეიძლება გადაგიღოთ?

    – რა თქმა უნდა. კრისტიანს მოქუფრული გამომეტყველება შორდება. მე კი უკან ვიხევ, რომ ფოტოაპარატის კადრს გავერიდო, მაგრამ კრისტიანი მაშინვე ხელს მავლებს და გვერდით მიყენებს. ფოტოგრაფი გაოცებული სახით შემოგვყურებს.

    – გმადლობთ, მისტერ გრეი, – მადლობას უხდის ის კრისტიანს და აპარატს რამდენჯერმე აჩხაკუნებს, – მის?.. – მეკითხება მერე მე.

    – ანა სტილი, – ვპასუხობ დაბნეული. – გმადლობთ, მის სტილ, – ბუტბუტებს ის და ნაჩქარევად გვშორდება. – ინტერნეტში ქალებთან ერთად გადაღებულ შენს სურათებს ვეძებდი და ვერცერთი ვერ ვიპოვე, როგორც ჩანს, კეიტმაც ამიტომ დაასკვნა, რომ გეი ხარ. კრისტიანს ირონიულად ეღიმება. – ახლა გასაგებია, საიდან გაგიჩნდათ ის სულელური კითხვა... ჰო, მართალია, პაემანი შენ გარდა არავისთან მქონია, თუმცა ეს შენც მშვენივრად იცი. ხმა მშვიდი და გულწრფელი აქვს. – ესე იგი, იმ შენს... მორჩილებთან ერთად ხალხში არ ჩნდებოდი ხოლმე? – უნებურად დასარწმუნებლად, რომ ჩემი სიტყვები ვერავინ გაიგო, აქეთიქით ვიყურები.

    – კი, როგორ არა, ხანდახან ვჩნდებოდი, მაგრამ ეს პაემანი კი არა, როგორ გითხრა, უფრო „შოპინგი“ იყო, ხომ გესმის? – ის თვალებში მიყურებს და მხრებს უემოციოდ იჩეჩავს. მაშასადამე ყველაფერი მხოლოდ მის სახლში, თამაშების... ტკივილის წითელ ოთახში ხდებოდა... იმასაც ვერ ვხვდები, ამაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს.

    – ასე მხოლოდ შენთან ვარ, ანასტასია, – მეუბნება ჩურჩულით. ვწითლდები და თვალებდახრილი საკუთარ ხელებს დავყურებ. ჰო, ალბათ ასეა, ჩემ მიმართ თავისებურად მართლაც არ არის გულგრილი.

    – როგორც ჩანს, შენს მეგობარს უფრო პეიზაჟების გადაღება მოსწონს, ვიდრე პორტრეტების... მოდი დავათვალიეროთ, – მეუბნება და ხელს მიწვდის. დარბაზში აუჩქარებლად დავდივართ და ხოსეს ნამუშევრებს ვათვალიერებთ. უცებ ვამჩნევ, რომ ერთი წყვილი ფართოდ გაღიმებული სახეებით, ძველი მეგობრებივით თავებს მიქნევს... ალბათ იმიტომ, რომ კრისტიანთან ერთად ვარ. მაგრამ მაშინვე კიდევ ერთ ქერათმიან ყმაწვილს ვხედავ, რომელიც აშკარა ინტერესით სწორედ მე მომჩერებია. უცნაურია...

  • დარბაზის კუთხეს გვერდს ვუვლით და უცნაური მზერების მიზეზს ვხვდები... შორეულ კედელზე შვიდი უზარმაზარი პორტრეტია გამოფენილი და შვიდივე პორტრეტიდან მე ვიყურები... საკუთარ გამოსახულებებს გაოგნებული ვაჩერდები, ერთიანად ვშეშდები და სრულიად ვფითრდები... ერთი პორტრეტიდან გაბუტულივით ტუჩებდაბუშტული, მეორიდან – გაცინებული, გვერდზე – კოპებშეკრული, მეოთხიდან – ს�