22
ფრანც კაფკა ორი მოთხრობა განაჩენი ადრეული გაზაფხულის მშვენიერი კვირადილა იდგა. ახალგაზრდა ბიზნესმენი გეორგ ბენდემანი იჯდა თავის ოთახში, პირველ სართულზე, დაბალ, მსუბუქად ნაშენებ სახლში, მხოლოდ ფერითა და სიმაღლით რომ განსხვავდებოდა მდინარის პირას ჩამწკრივებული მსგავსი სახლებისგან. მან ის- ის იყო მოამთავრა წერილი თავისი უცხოეთში მყოფი მეგობრისადმი, რის შემდეგაც ნელა, მოთამაშის სიდინჯით დაკეცა ფურცელი და, იდაყვებით საწერ მაგიდას დაყრდნობილმა, ფანჯრიდან გადახედა მდინარეს, ხიდს და ღია მწვანედ ამაღლებულ ნაპირს მდინარის გადაღმა. იგი ფიქრობდა თავის მეგობარზე, რომელიც, სამშობლოში ხელმოცარული, წლების წინ რუსეთში გადახვეწილიყო. ახლა ის პეტერბურგში საქმიანობდა, სადაც თავიდან ძალიან კარგად აეწყო, ბოლო დროს კი, როგორც თავად ჩიოდა თავისი სულ უფრო იშვიათი სტუმრობის დროს, საქმე წინ ვეღარ მისდიოდა. ასე გაუთავებლად და უნაყოფოდ შრომობდა ის უცხოეთში. უცხო ყაიდაზე მოშვებულ წვერს ცუდად დაეფარა ბავშვობიდან კარგად ნაცნობი სახე, რომლის ყვითელი ფერიც აშკარას ხდიდა მასში ჩაბუდებულ ავადმყოფობას. როგორც ამბობდა, მას არც თავის თანამემამულეთა იქაურ დიასპორასთან ჰქონდა კავშირი, არც ადგილობრივ ოჯახებთან აეწყო მაინცდამაინც ურთიერთობა და, ასეთნაირად, დაოჯახებაზეც საბოლოოდ ეთქვა უარი. აბა რის მიწერა შეიძლებოდა ასეთი ახირებული კაცისთვის, რომლის დახმარებაც, მისდამი თანაგრძნობის მიუხედავად, შეუძლებელი იყო. იქნებ ჯობდა, შინ დაბრუნება ერჩია მისთვის, ცხოვრების თავიდან დაწყება, ძველი ურთიერთობების აღდგენა (რაც არ იქნებოდა რთული საქმე) და დანარჩენშიც მეგობრების იმედად ყოფნა? მაგრამ რაც უნდა შეფარული ყოფილიყო რჩევა, ეს მაინც ცხადად მითითება იქნებოდა იმაზე, რომ მისი გარჯა წარუმატებელი აღმოჩნდა და რომ საბოლოოდ უნდა ეთქვა უარი ჩანაფიქრზე, უნდა დაბრუნებულიყო შინ და სიცოცხლის ბოლომდე ეთმინა მზერა, რომლითაც უმზერენ ხოლმე უცხოეთიდან დაბრუნებულ ხელმოცარულ ადამიანს, რომელსაც, როგორც დიდ ბავშვს, ისღა დარჩენია, შინ დამკვიდრებულ, წარმატებულ მეგობრებს დაუჯეროს და მათ რჩევებს მიჰყვეს. ან რამდენად რეალური იყო ის აზრი, რომ მისთვის ასეთი ტკივილის მიყენება რამენაირ შედეგს გამოიღებდა? იქნებ შინ ჩამოსვლაზე ზედმეტიც კი იყო საუბარი (მას ხომ თავად ჰქონდა ნათქვამი, სამშობლოში ურთიერთობებს ვეღარ ვარკვევო). გამოდის, მიუხედავად ყველაფრისა, მეგობარი მაინც უცხოეთში დარჩენას ამჯობინებდა, სასოწარკვეთილი და მეგობრებისგან კიდევ უფრო გაუცხოებული. ან, დავუშვათ და, მიჰყოლოდა გეორგის სიტყვას, შემდეგ კი, ვერც მეგობრების დახმარებით და ვერც მათ გარეშე საქმე ვერ აეწყო, ყოფილიყო განადგურებული, შერცხვენილი, უკვე მართლა უსამშობლო და უმეგობრო - ხომ ბევრად უკეთესი იყო მისთვის ამ შემთხვევაში უცხოეთში დარჩენა და ისე ცხოვრება, როგორც აქამდე ცხოვრობდა? შეიძლებოდა კი საერთოდ, ასეთ გარემოებაში იმაზე ფიქრი, რომ ის შინ უკეთ ააწყობდა საქმეს? სწორედ ამიტომ, თუ კიდევ არსებობდა სურვილი ამ წერილობითი ურთიერთობის გაგრძელებისა, არ იყო საჭირო მისთვის ამ სიახლეების ისე მოყოლა, როგორც თუნდაც შორეულ ნაცნობს შეიძლება უამბო ნამდვილი ამბები სირცხვილის გრძნობის გარეშე. სამ წელზე მეტი იყო, რაც მეგობარი სამშობლოში არ ყოფილა, რასაც თვითონ გაურკვეველ ახსნას უძებნიდა და რუსეთში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას

ორი ფრანც კაფკა - api.ning.com€¦ფრანც კაფკა ორი მოთხრობა განაჩენი ადრეული გაზაფხულის

  • Upload
    others

  • View
    10

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

ფრანც კაფკაორი მოთხრობა

განაჩენიადრეული გაზაფხულის მშვენიერი კვირადილა იდგა. ახალგაზრდა ბიზნესმენი გეორგბენდემანი იჯდა თავის ოთახში, პირველ სართულზე, დაბალ, მსუბუქად ნაშენებ სახლში,მხოლოდ ფერითა და სიმაღლით რომ განსხვავდებოდა მდინარის პირას ჩამწკრივებულიმსგავსი სახლებისგან. მან ის-ის იყო მოამთავრა წერილი თავისი უცხოეთში მყოფიმეგობრისადმი, რის შემდეგაც ნელა, მოთამაშის სიდინჯით დაკეცა ფურცელი და,იდაყვებით საწერ მაგიდას დაყრდნობილმა, ფანჯრიდან გადახედა მდინარეს, ხიდს დაღია მწვანედ ამაღლებულ ნაპირს მდინარის გადაღმა.

იგი ფიქრობდა თავის მეგობარზე, რომელიც, სამშობლოში ხელმოცარული, წლების წინრუსეთში გადახვეწილიყო. ახლა ის პეტერბურგში საქმიანობდა, სადაც თავიდან ძალიანკარგად აეწყო, ბოლო დროს კი, როგორც თავად ჩიოდა თავისი სულ უფრო იშვიათისტუმრობის დროს, საქმე წინ ვეღარ მისდიოდა. ასე გაუთავებლად და უნაყოფოდშრომობდა ის უცხოეთში. უცხო ყაიდაზე მოშვებულ წვერს ცუდად დაეფარა ბავშვობიდანკარგად ნაცნობი სახე, რომლის ყვითელი ფერიც აშკარას ხდიდა მასში ჩაბუდებულავადმყოფობას. როგორც ამბობდა, მას არც თავის თანამემამულეთა იქაურდიასპორასთან ჰქონდა კავშირი, არც ადგილობრივ ოჯახებთან აეწყო მაინცდამაინცურთიერთობა და, ასეთნაირად, დაოჯახებაზეც საბოლოოდ ეთქვა უარი.

აბა რის მიწერა შეიძლებოდა ასეთი ახირებული კაცისთვის, რომლის დახმარებაც,მისდამი თანაგრძნობის მიუხედავად, შეუძლებელი იყო. იქნებ ჯობდა, შინ დაბრუნებაერჩია მისთვის, ცხოვრების თავიდან დაწყება, ძველი ურთიერთობების აღდგენა (რაც არიქნებოდა რთული საქმე) და დანარჩენშიც მეგობრების იმედად ყოფნა? მაგრამ რაც უნდაშეფარული ყოფილიყო რჩევა, ეს მაინც ცხადად მითითება იქნებოდა იმაზე, რომ მისიგარჯა წარუმატებელი აღმოჩნდა და რომ საბოლოოდ უნდა ეთქვა უარი ჩანაფიქრზე,უნდა დაბრუნებულიყო შინ და სიცოცხლის ბოლომდე ეთმინა მზერა, რომლითაც უმზერენხოლმე უცხოეთიდან დაბრუნებულ ხელმოცარულ ადამიანს, რომელსაც, როგორც დიდბავშვს, ისღა დარჩენია, შინ დამკვიდრებულ, წარმატებულ მეგობრებს დაუჯეროს და მათრჩევებს მიჰყვეს. ან რამდენად რეალური იყო ის აზრი, რომ მისთვის ასეთი ტკივილისმიყენება რამენაირ შედეგს გამოიღებდა? იქნებ შინ ჩამოსვლაზე ზედმეტიც კი იყოსაუბარი (მას ხომ თავად ჰქონდა ნათქვამი, სამშობლოში ურთიერთობებს ვეღარვარკვევო). გამოდის, მიუხედავად ყველაფრისა, მეგობარი მაინც უცხოეთში დარჩენასამჯობინებდა, სასოწარკვეთილი და მეგობრებისგან კიდევ უფრო გაუცხოებული. ან,დავუშვათ და, მიჰყოლოდა გეორგის სიტყვას, შემდეგ კი, ვერც მეგობრების დახმარებითდა ვერც მათ გარეშე საქმე ვერ აეწყო, ყოფილიყო განადგურებული, შერცხვენილი, უკვემართლა უსამშობლო და უმეგობრო - ხომ ბევრად უკეთესი იყო მისთვის ამ შემთხვევაშიუცხოეთში დარჩენა და ისე ცხოვრება, როგორც აქამდე ცხოვრობდა? შეიძლებოდა კისაერთოდ, ასეთ გარემოებაში იმაზე ფიქრი, რომ ის შინ უკეთ ააწყობდა საქმეს?

სწორედ ამიტომ, თუ კიდევ არსებობდა სურვილი ამ წერილობითი ურთიერთობისგაგრძელებისა, არ იყო საჭირო მისთვის ამ სიახლეების ისე მოყოლა, როგორც თუნდაცშორეულ ნაცნობს შეიძლება უამბო ნამდვილი ამბები სირცხვილის გრძნობის გარეშე. სამწელზე მეტი იყო, რაც მეგობარი სამშობლოში არ ყოფილა, რასაც თვითონ გაურკვეველახსნას უძებნიდა და რუსეთში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას

უკავშირებდა, რაც, თურმე, გამორიცხავდა იქ მოღვაწე ბიზნესმენისთვის ქვეყნიდანთუნდაც მცირე დროით გასვლას მაშინ, როცა ასიათასობით რუსი არხეინადგადაადგილდებოდა მთელ მსოფლიოში. გეორგისთვის კი ამ სამი წლის განმავლობაშიბევრი რამ შეიცვალა. დედის გარდაცვალების შესახებ, რაც ორი წლის ამბავი იყო და რისშემდეგაც გეორგს მამასთან უხდებოდა ცხოვრება, მეგობარს საიდანღაც შეეტყო დასამძიმარიც მოეწერა წერილობით, ზედმეტად მშრალად. ამ ზედაპირულობის მიზეზიშესაძლოა უცხოეთში ყოფნა იყო - როცა მწუხარება ასეთ ამბებზე წარმოუდგენელი ხდებახოლმე. გეორგმა კი ამ ხნის განმავლობაში, სხვა ყველაფერთან ერთად, თავისი საქმეცწინ წაწია. შესაძლოა მამა, რომელიც დედის სიცოცხლეში საქმეს თავის ჭკუაზეუძღვებოდა, გეორგს გარკვეულწილად ზღუდავდა კიდეც მოვალეობებში. ან იქნებ იმისგამო, რომ დედის სიკვდილის შემდეგ მამა, საქმეში მონაწილეობის მიუხედავად, თავისთავში ჩაიკეტა და განზე გადგა. ან, შეიძლება, მხოლოდ გამართლებისა და იღბლისწყალობით - საქმე ამ წლების განმავლობაში მოულოდნელად წავიდა წინ, საჭირო გახდამომსახურე პერსონალის გაორმაგება, ხუთჯერ გაიზარდა შემოსავალი და მომავლიწარმატებებიც უთუოდ წინ იყო.

მეგობარს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამ ცვლილებებზე. ადრე, მგონი ბოლო, სამძიმრისწერილში, ის გეორგს რუსეთში გადასვლას სთავაზობდა და გულმოდგინედ უხატავდა მასპეტერბურგში არსებულ ხელსაყრელ გარემოს, რაც გეორგის საქმეს უთუოდ კარგად უნდაწასდგომოდა. დასახელებული ციფრები არაფერი იყო იმ შემოსავალთან შედარებით,რაც გეორგისთვის თავის საქმეს მოეტანა ბოლო დროს. მას კი არ სურდა, მეგობრისთვისთავისი წარმატებების შესახებ მიეწერა, და რომც მიეწერა, ახლა, ასე დაგვიანებით ამას,ცოტა არ იყოს, უცნაური სახე მიეცემოდა.

სწორედ ამიტომ, გეორგი იფარგლებოდა მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო ამბებისთხრობით, რაც კი შეიძლება კვირადღით მოუვიდეს თავში მშვიდ გუნებაზე მყოფადამიანს. მას სურდა, მხოლოდ ის წარმოდგენა შეენარჩუნებინა მეგობრისთვის,რომელიც ამ უკანასკნელს ბოლო წლების განმავლობაში შეექმნა მშობლიურ ქალაქზე დარომლითაც ის კმაყოფილი ჩანდა. მოხდა ისე, რომ გეორგმა ნიშნობის ამბავი სამსხვადასხვა წერილში ახსენა, სადაც ის ერთი უმნიშვნელო ადამიანისა და ასევეუმნიშვნელო ქალიშვილის ნიშნობის შესახებ სწერდა მეგობარს. ეს უკანასკნელი კი,გეორგისდა გასაკვირად და მისი სურვილის საპირისპიროდ, ბოლოს და ბოლოს,დაინტერესდა ამ უცნაური ამბით.

გეორგი კი გაცილებით დიდი სიამოვნებით ყვებოდა უმნიშვნელო ამბებს, ვიდრე იმას,რომ ერთი თვის წინ თვითონ დაინიშნა ფრიდა ბრანდელფელდზე, ქალიშვილზემდიდარი ოჯახიდან. ის ხშირად უყვებოდა თავის საცოლეს შორს მყოფ მეგობარზე დამათ შორის არსებულ ამ უცნაურ წერილობით ურთიერთობაზე. „გამოდის, რომ ის ჩვენსქორწილში ვერ ჩამოვა,” ამბობდა ფრიდა, „მე კი უფლება მაქვს, შენს ყველა მეგობარსვიცნობდე“. „არ მინდა მისი შეწუხება,” პასუხობდა გეორგი, „კარგად გამიგე, ის ალბათჩამოვიდოდა, ყოველ შემთხვევაში, ამას ვიმედოვნებ, მაგრამ თავს ვალდებულად დადაჩაგრულად იგრძნობდა, შურის და უკმაყოფილების გრძნობა გაუჩნდებოდა ჩემმიმართ, ვერ შეძლებდა ამ უკმაყოფილების დამალვას და იძულებული იქნებოდა, უკანმარტო დაბრუნებულიყო. მარტო - ხვდები რას ნიშნავს ეს?“ „ კი, მაგრამ სხვა გზით რომშეიტყოს ქორწილის შესახებ?“ „ხო, ამას წინ ნამდვილად ვერ აღვუდგები. თუმცა, მისიცხოვრების წესიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად შესაძლებელია“. „თუ ასეთი მეგობრებიგყავს, მაშინ, აჯობებს, საერთოდ არ დაქორწინდე“. „ხო, ამაში ორივეს მიგვიძღვის ბრალი,მაგრამ ახლა არაფრის შეცვლა არ მსურს“. და როცა ფრიდამ, მისი კოცნებითსუნთქვააჩქარებულმა, მაინც აღმოთქვა - ჩემთვის ეს მაინც საწყენიაო, გეორგმაგადაწყვიტა, მიეწერა მეგობრისთვის ეს უწყინარი ამბავი. „მიმიღოს, როგორიც ვარ,”ფიქრობდა ის; ისეთ კაცს, მისთვის უკეთესი მეგობრობის გაწევა რომ შეძლოს, ჩემგანმაინც ვერ გამოვთლიო.

და აი, იმ გრძელ წერილში, ამ კვირადილით რომ დაასრულა, გეორგი შემდეგი სიტყვებითაუწყებდა მეგობარს მომავალი ნიშნობის შესახებ: „საუკეთესო ამბავი ბოლოსთვისშემოგინახე. ეს შეეხება ჩემს ნიშნობას ერთ შეძლებული ოჯახის ქალიშვილზე - ფრიდაბრანდენფელდზე, რომლის ოჯახიც აქ შენი გამგზავრებიდან დიდი ხნის შემდეგ

დასახლდა, მაშასადამე, არა მგონია იცნობდე. მასზე უფრო ვრცლად სხვა დროს მოგწერ,ახლა კი მინდა მხოლოდ იცოდე, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, და ჩვენ შორისურთიერთობაშიც მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ამის მერე, ჩვეულებრივი მეგობრისნაცვლად, შენ შეგიძლია, ბედნიერ მეგობრად გეგულებოდე. გარდა ამისა, ჩემი საცოლისსახით, რომელიც გულითად მოკითხვას გითვლის და რომელიც მალე თავადაც მოგწერს,შენ შეიძენ გულწრფელ მეგობარს, რაც მარტოხელა კაცისთვის უმნიშვნელო ამბავიროდია. ვიცი, რომ ბევრი რამ აბრკოლებს შენს აქ ჩამოსვლას, მაგრამ ჩვენს ქორწილზეკარგი მიზეზი რა უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა დაბრკოლება გვერდზე გადადო?თუმცა რაც უნდა იყოს, ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი, მე ნუ მომერიდები.“

ამ წერილით ხელში, სახით ფანჯრისკენ მიბრუნებული, გეორგი დიდხანს იჯდა საწერმაგიდასთან. გზაზე ჩავლილი ნაცნობის მოსალმებას, რომელიც გვიანღა შენიშნა, მანუმნიშვნელო ღიმილით უპასუხა.

ბოლოს, როგორც იქნა, წერილი ჯიბეში ჩაიდო და თავისი ოთახიდან, პატარა დერეფნისგავლით, მამის ოთახისკენ გაემართა, სადაც თვეები არ იყო ნამყოფი. ამის საჭიროება,კაცმა რომ თქვას, არც არსებობდა, რადგან მამას ყოველდღიურად ხვდებოდა ოფისში,სადილადაც ერთად სხდებოდნენ სასადილოში. საღამოობითაც, თუმცა ორივე თავისსაქმით იყო დაკავებული, მაინც ერთად უწევდათ ჯდომა სასტუმრო ოთახში, თავ-თავიანთი გაზეთებით ხელში, თუ, რა თქმა უნდა, გეორგი მეგობრებთან არ ატარებდადროს (რაც არც თუ იშვიათად ხდებოდა), ან თუ საცოლეს მოსანახულებლად არ იყოწასული.

გეორგი გააკვირვა მამის ჩაბნელებულმა ოთახმა მაშინ, როცა ასეთი მზიანი დილა იდგაგარეთ. ოთახს დიდი ჩრდილი ეცემოდა მაღალი კედლიდან, ვიწრო ეზოს მოპირდაპირემხრეს რომ აღმართულიყო. მამა იჯდა ფანჯარასთან, კუთხეში, რომელიც განსვენებულიდედის სხვადასხვაგვარი სახსოვრით იყო მორთული, და გაზეთს კითხულობდა. გაზეთიგვერდულად დაეკავებინა და ასე თითქოს სუსტი მხედველობის დაფარვას ცდილობდა.მაგიდაზე საუზმის ნარჩენები ელაგა, რომლისთვისაც ბევრი არაფერი მოეკლოთ.

„ოჰ, გეორგ,” თქვა მამამ და მის შესახვედრად გაემართა. სიარულის დროს საღამურიპერანგი ისე გაეხსნა, რომ პერანგის ბოლოები გარშემო აუფრიალდა. „მამაჩემი ჯერკიდევ გოლიათია,” გაიფიქრა გეორგმა.

„აქ გაუსაძლისი სიბნელეა,” თქვა მან.

„კი, ნამდვილად ბნელა,” უპასუხა მამამ.

„ფანჯარაც დახურე?“

„ასე მირჩევნია.“

„გარეთ კი თბილა,” დააყოლა გეორგმა, თითქოს წინა წინადადება დაასრულაო დაჩამოჯდა.

მამამ საუზმის ჭურჭელი მაგიდიდან აალაგა და ყუთზე გადააწყო.

„მინდოდა შენთვის მეთქვა,” თქვა გეორგმა, რომელიც მოხუცს დაბნეული ადევნებდათვალს, „რომ გადავწყვიტე შევატყობინო ჩემი ქორწილის ამბავი პეტერბურგში.“ მანჯიბიდან წერილის კუთხე გამოაჩინა, შემდეგ კი უკანვე ჩააბრუნა.

„პეტერბურგში?“ იკითხა მამამ.

„ხო, ჩემს მეგობარს,” თქვა გეორგმა და მამის თვალებს დაუწყო ძებნა. „საქმეში მაინც სულსხვანაირია,” ფიქრობდა ის. „აქ კი როგორ ზის, გულხელდაკრეფილი“.

„ხო. შენს მეგობარს,” თქვა მამამ ხაზგასმით.

„ხომ გახსოვს, მამა, თავიდან ვუმალავდი ჯვრისწერის ამბავს. მხოლოდ და მხოლოდსიფრთხილის გამო, სხვა არაფერი. თავადაც იცი, რთული ადამიანია. ვიფიქრე, სხვა გზითმაინც გაიგებს ამ ჯვრისწერაზე, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს ეს მისი ცხოვრების

მაინც გაიგებს ამ ჯვრისწერაზე, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს ეს მისი ცხოვრებისწესიდან გამომდინარე, ამას წინ ვერ აღვუდგები, მაგრამ ჩემგან არ უნდა გაიგოს-მეთქი“.

„ახლა კი გადაიფიქრე?,” თქვა მამამ და ფანჯრის რაფაზე დადო გაზეთი, გაზეთზე კისათვალე, რომელსაც ხელი დააფარა.

„ხო, ახლა გადავიფიქრე. თუ ის კარგი მეგობარია, ჩემი ბედნიერი ქორწინება მასაცგააბედნიერებს. ამიტომაც აღარ ვცდილობ, ეს ამბავი დავუმალო. თუმცა, სანამ წერილსგავგზავნიდი, მაინც მინდოდა ეს შენთვის მეთქვა“.

„გეორგ,” თქვა მამამ და უკბილო პირი გააღო, „მისმინე! შენ მოხვედი ჩემთან იმის გამო,რომ ჩემი რჩევა მოისმინო. ეს უთუოდ შენს ღირსებაზე მიუთითებს. მაგრამ ეს არაფერს,სრულებით არაფერს ნიშნავს, თუ სიმართლეს ბოლომდე არ იტყვი. არ მინდა ახლა იმასშევეხო, რაც ამ თემასთან კავშირში არაა. ჩვენი ძვირფასი დედის გარდაცვალების შემდეგბევრი არასასიამოვნო რამ მოხდა. ამაზე საუბრის დროც დადგება და იქნებ უფრო ადრეც,ვიდრე გვგონია. საქმეში ბევრი რამ გაიპარა უჩემოდ, არ ვამბობ რამეს განგებ მიმალავენ-მეთქი. აღარც ძველებურად ძლიერი ვარ, მახსოვრობაც დამისუსტდა, თვალყურსაცძველებურად ვეღარ ვადევნებ ბევრ რამეს. ჯერ ერთი, ეს ბუნებრივია, მეორეც - დედისსიკვდილი ჩემთვის გაცილებით დიდი დარტყმა აღმოჩნდა, ვიდრე შენთვის. ახლა,რადგანაც ამ საქმეზე ჩამოვარდა საუბარი - ამ წერილზე - გთხოვ, გეორგ, ნუ მომატყუებ. ესხომ ისეთი წვრილმანია, გროშადაც არ ღირს, ამიტომაც გთხოვ - ნუ მატყუებ. მართლაგყავს ის მეგობარი პეტერბურგში?“

გეორგი შეცბუნებული წამოდგა.

„შევეშვათ ჩემს მეგობრებს. ათას მათგანს მირჩევნიხარ. იცი, რას ვფიქრობ? მგონი თავსკარგად არ უვლი. ასაკიც თავისას შვრება. საქმეში რომ შეუცვლელი ხარ ჩემთვის, ესკარგად იცი, მაგრამ საკმარისია, საქმის გამო შენს ჯანმრთელობას ოდნავი საფრთხეშეექმნას, მზად ვარ, ხვალვე გავაჩერო ყველაფერი. არა, ასე არ შეიძლება. სხვანაირადუნდა მოვაწყოთ შენი ცხოვრება. ამ სიბნელეში ჯდომა გირჩევნია განათებულ სასტუმროოთახში ყოფნას. მოღონიერებაზე ფიქრის ნაცვლად, საუზმეს ლუკმას არ აკლებ. იმისმაგივრად, რომ სუფთა ჰაერი ისუნთქო, ფანჯრებს საგულდაგულოდ რაზავ. არა, მამაჩემო!ახლავე მოვიყვან ექიმს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით მის დანიშნულებას. ოთახებს გავცვლით.შენ გადახვალ წინა ოთახში, მე აქეთ გადმოვბარგდები. შენთვის არაფერი შეიცვლება,ყველა ნივთს უცვლელად გადავიტანთ. მაგრამ ეს ყველაფერი მერე, ახლა კი ცოტა ხნითუნდა ჩაწვე, სიმშვიდე გჭირდება. მოდი, გახდაში დაგეხმარები, აი ნახავ - გამომივა. ანპირდაპირ წინა ოთახში ხომ არ გირჩევნია? დროებით ჩემს საწოლში ჩაწვებოდი. ეს,სხვათა შორის, ჭკვიანურიც კი იქნება.“

გეორგი თითქმის გვერდით ედგა მამას, რომელსაც გაბურძგნული, ჭაღარა თავი მკერდზედაეხარა.

„გეორგ,” თქვა მან ხმადაბლა. არ განძრეულა.

მაშინვე მამისკენ ჩაიმუხლა. მამის დაღლილი სახიდან მომზირალი თვალის გუგებიალმაცერად გადმოჰყურებდნენ.

„არავითარი მეგობარი პეტერბურგში შენ არა გყავს. უკვე მეც აღარ მერიდები. ან საიდანუნდა გყავდეს იქ მეგობარი! შეუძლებელია! ამას ვერასდროს დავიჯერებ!“

„დაფიქრდი, მამა,” თქვა გეორგმა, დასუსტებული მამა სავარძლიდან წამოაყენა დასაღამური გახადა, „უკვე სამი წელი გახდება მისი ჩვენთან სტუმრობიდან. მახსოვს, მაშინარ მოგეწონა. ორჯერ მაინც დაგიმალე მისი აქ ყოფნა, როცა ის ჩემს ოთახში იჯდა.კარგად მესმოდა შენი, ის ძალიან თავისებური ადამიანია. მაგრამ მერე ხომ თითქოსააწყეთ ურთიერთობა. მაშინ მე ისე ვამაყობდი ამით - შენ მას უსმენდი, თავს უქნევდი დაშიგადაშიგ რაღაცებს ეკითხებოდი კიდეც. დაფიქრდი და გაგახსენდება. ის დაუჯერებელამბებს ყვებოდა რუსეთის რევოლუციაზე. მაგალითად, როგორ დაინახა ერთხელ, კიევშისაქმიანი ვიზიტით მყოფმა, მღვდელი, რომელსაც ხელისგულზე ჯვარი ამოესერა დაქარბუქში აივნიდან მოძღვრავდა ხალხს. ყველგან ყვებოდი მერე ამ ამბავს.“

ამასობაში გეორგმა მოახერხა, მამა წამოაყენა და ფრთხილად გახადა პანტალონი,ზემოდან ამოცმული ღამის საცვალი და წინდა. არც ისე სუფთა საცვლის დანახვაზედამნაშავედ იგრძნო თავი, რომ საჭიროებისამებრ არ ზრუნავდა მამაზე. რა თქმა უნდა,მოვალე იყო, მისი თეთრეულის გამოცვლაზე დროულად ეზრუნა. თავის საცოლესთან არჰქონია საუბარი მამის მომავალზე ქორწილის შემდეგ, რადგან თითქოს უთქმელადგადაწყვიტეს - მამა ძველ ბინაში დარჩებოდა. ახლა კი ის საჭიროდ მიიჩნევდა, მამა თავისმომავალ სახლში გადაეყვანა. მაგრამ როგორც ამჟამინდელი მდგომარეობით ჩანდა,მომავალში გათვალისწინებული მოვლა შეიძლება დაგვიანებულიც კი ყოფილიყომოხუცისთვის.

გეორგმა ხელით გადაიყვანა მამა საწოლში. საზარელი შეგრძნება დაეუფლა, როცასაწოლისკენ მიმავალმა უცებ შენიშნა, რომ მამა მის მკერდზე ჩამოკიდებული საათის ჯაჭვსათამაშებდა ხელით. ამის გამო დიდხანს ვერ მოახერხა მისი საწოლზე დაწვენა - მამამთელი ძალით ჩასჭიდებოდა ჯაჭვს და ხელს არ უშვებდა.

საწოლში ჩაწოლისთანავე მამა თითქოს ჩაცხრა და საბანი მხრებამდე გადაიფარა. აღარცბრაზი იგრძნობოდა მის მზერაში და გეორგმაც იმედიანად დახარა თავი მისკენ -„გაგახსენდა? ხომ გაგახსენდა?“

„საბანი კარგად მახურავს?“ - იკითხა მამამ ისე, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო,ფეხებზეც რომ ეფარა.

„ესე იგი, მოგწონს საწოლში?“ ჰკითხა გეორგმა და საბანი გაუსწორა.

„კარგად მახურავს?“ გაიმეორა მამამ და პასუხის მოლოდინში დაიძაბა.

„დამშვიდდი, კარგად გახურავს.“

„არა!“ დაიყვირა მამამ პასუხად, საბანი გვერდზე გადაისროლა და საწოლზე წამოიმართა.გადასროლილი საბანი ჰაერში გაიშალა. მამა ცალი ხელით ჭერს მიებჯინა. „შენცდილობდი, ჩემთვის დაგეფარებინა, ჩემო საყვარელო ნაშიერო, დაფარებით კი ვერდამაფარე! და შეიძლება უკანასკნელი ძალის მოკრება მომიწიოს, მაგრამ შენ ამ ძალითაცგეყოფი, უფრო მეტიც, ვიდრე გეყოფი. რა თქმა უნდა, ვიცნობ შენს მეგობარს. მისნაირიშვილი სანატრელი იყო ჩემთვის. სწორედ ამის გამო ატყუებდი მას ამდენი წელი, სხვარამის გამო კი არა. ძალიან მტკენდი ამით გულს. აი, რატომ ბრძანდებოდი მუდამკაბინეტში შეკეტილი, არ შეაწუხოთ, მუშაობს ბატონი - ამ დროს კი ტყუილებით ავსებდირუსეთში გასაგზავნ წერილებს. მაგრამ საბედნიეროდ, მამას შვილი არ ესწავლება. შენ კიგეგონა, მომიხელთე. გეგონა, თავზე მაჯექი, ისე მაჯექი, გეგონა, ძვრას ვერ იზამსო. აი, რადროს გადაწყვიტე თურმე დაქორწინება!“

გეორგი იდგა და მამის საზარელ გამომეტყველებას შესცქეროდა. პეტერბურგელიმეგობარი, რომელსაც მამა თურმე ასე კარგად იცნობდა, ღრმა მწუხარებას ჰგვრიდა,შორეულ რუსეთში გადაკარგული. ხედავდა მას ცარიელი, გაკოტრებული მაღაზიის კარშიმდგომს. ხედავდა, როგორ იდგა ის ჩამონგრეულ დახლებს შორის, განადგურებულსაქონელსა და არმატურებს შორის. მაინც რამ აიძულა ამსიშორეზე წასვლა!

„შემომხედე!“ - იყვირა მამამ და დაბნეული გეორგი საწოლისკენ გაემართა, რადგან ჯერკიდევ ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა. მაგრამ საწოლამდე არმისული, გზაშივე გაშეშდა.

„კაბა ბოლომდე აგიწია და იმიტომ!“ დაურბილდა ხმა მამას, „რადგან კაბა ასე ბოლომდეაგიწია იმ უტიფარმა დედაკაცმა,” დაიყვირა მამამ და ამის უკეთესად გამოსახატავად,ხალათის ბოლოები იმსიმაღლეზე აიწია, რომ ბარძაყზე ომისდროინდელი ნაჭრილობევიგამოუჩნდა, „აი ასე, ასე, ზუსტად ასე აგიწია კაბა ბოლომდე და შენც ეცი. დადაკმაყოფილებაში რომ ხელი არ შეგშლოდა - დედაშენის ხსოვნა წაბილწე, მეგობარსუღალატე და მამაშენი საწოლში დააბი - განძრევაც რომ ვერ შესძლებოდა. რაო, არშეუძლია განძრევა?“

ამ დროს ის უკვე თავისუფლად გამართულიყო საწოლზე და ფეხებს იქნევდა,გონებაგახსნილი და სახეანთებული.

გეორგი მამისგან საკმაოდ მოშორებით, კუთხეში იდგა. რაღაც მომენტში მან გადაწყვიტა,ყურადღებით ეთვალთვალა ყველაფრისთვის, რათა შემთხვევით რომელიმე მხრიდანმოულოდნელი თავდასხმა არ გამოჰპარვოდა. ახლა უცებ გაახსენდა ეს ცოტა ხნის წინმიღებული გადაწყვეტილება, რომელიც უმალვე გადაავიწყდა, თითქოს ძაფს აგებდანემსზე.

„მაგრამ მეგობრის ღალატი არ შედგა!“ დაიყვირა მამამ და ნათქვამის განსამტკიცებლადსაჩვენებელი თითი გააქნია. „მე ვიყავი აქ მისი შემცვლელი!“

„კომედიანტო!“ - ვეღარ შეიკავა თავი გეორგმა, თუმცა მაშინვე მიხვდა შეცდომას და,მზერაგაშტერებულმა, ისე იკბინა ენაზე, რომ ტკივილისგან დაეგრიხა. მაგრამ უკვე გვიანიიყო.

„დიახ, კომედიას ვთამაშობდი! კომედიას! ზუსტი სიტყვაა! სხვა რაღა დარჩენია მოხუც,დაქვრივებულ მამას? თქვი - დაე, პასუხის დროს ისევ ჩემს ცოცხალ შვილად დარჩე - რაუნდა მექნა ძვლებამდე მოხუცს, იმ ჩემს უკანა ოთახში გამოკეტილს, ორგული მსახურებისამარა დარჩენილს? ჩემი შვილი კი ამ დროს ტრიუმფით აგვარებდა ჩემს დაწყებულსაქმეებს, სიამოვნებისგან ყირაზე გადადიოდა, მამის წინაშე კი სერიოზული კაცის იერითიდგა ყოველთვის. შენ გგონია არ მიყვარდი? არ მიყვარდი მე - შენს მშობელს?“

„ახლა წინ გადმოიხრება,” გაიფიქრა გეორგმა. „ნეტავ დაენარცხოს და დაიმტვრეს!“ ესსიტყვები უსისინებდა თავში.

მამა მართლაც გადმოიხარა, მაგრამ არ გადმოვარდნილა. და რაკი გეორგიმისაშველებლად არ მიეგება, როგორც ელოდა, ისევ გაიმართლა წელში.

„არ მომეკარო, არ მჭირდები! ნუთუ ფიქრობ, რომ შეგწევს ძალა, მომიახლოვდე, დამხოლოდ საკუთარი ნება არ გიშვებს? ფრთხილად იყავი, არ ცდებოდე! მე ჯერ კიდევშენზე ძლიერი ვარ. მარტოს იქნებ უკანაც დამეხია, მაგრამ დედამ თავისი ძალაცგადმომცა. დიახ, შენს მეგობარს ღვთაებრივად შევეკარი - აი, სავსე მაქვს ჯიბე შენიამბებით!“

„ხალათშიც კი ჯიბეები აქვს!“ თავისთვის თქვა გეორგმა და ეგონა, ამ აღმოჩენითსაქვეყნოდ შევარცხვენო. თუმცა ეს გაფიქრებაც წამიერი აღმოჩნდა, უცბადვეგადაავიწყდა.

„მიდი, მიეკარი იმ შენს საცოლეს და ისე დამენახე! თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ,ისე აგართვა გვერდიდან.“

გეორგს, თითქოს ამის დაჯერება არ უნდაო, სახე მოეღრიცა. მამა კი, თავისი ნათქვამისდასტურად, მხოლოდ თავს იქნევდა გეორგისკენ.

„როგორ გამახალისე, როცა მკითხე, მიგეწერა თუ არა მეგობრისთვის ქორწილის ამბავი.მან ხომ ყველაფერი იცის, სულელო, ყველაფერი დიდი ხანია იცის! მე მივწერეყველაფერი - ფურცლის და კალმის წართმევა დაგავიწყდა და იმიტომ. ამიტომაც აღარჩამოდის, უკვე წლებია. იცის, ყველაფერი ასჯერ უკეთ იცის, ვიდრე შენ. შენს წერილებსდღემდე წაუკითხავად კუჭავს მარცხენა ხელით, მაშინ როცა მარჯვენაში ჩემები აქვსწასაკითხად გამზადებული!“ - აღტაცებული ყვიროდა მამა და ხელს ჰაერში იქნევდა -„ათასჯერ უკეთ მაინც იცის ყველაფერი!“

„ათიათასჯერ!“ თქვა გეორგმა, მამისთვის რომ გამოეჯავრებინა, მაგრამ ამ სიტყვამთქმისთანავე სიკვდილივით დაუარა ტანში.

„წლებია, ველოდი, როდის მოხვიდოდი ამ შეკითხვით. გგონია სხვა რამ მადარდებდა?გგონია, გაზეთებს ვკითხულობდი? აჰა, ინებე!“ და მან გეორგს ძველი, ლოგინშიშემთხვევით მოხვედრილი უცნობი გაზეთი ესროლა.

„რამდენი ხანი დაგჭირდა, სანამ ჭკუას მოეგებოდი? დედაშენი გაუხარებელი წავიდაიმქვეყნად. მეგობარი უცხოეთში დაღუპვის პირასაა, სამი წლის წინაც აღარაფრადვარგოდა, გადაყვითლებული. მე კი, აი, თავადაც ხედავ, როგორც ვარ. თვალი ჯერ კიდევ

გიჭრის ამის დასანახად!“

„გამოდის, რომ მითვალთვალებდი!“ დაიყვირა გეორგმა, რაზეც მამამ თითქოსთანაგრძნობით უპასუხა - „დაგაგვიანდა, ოდნავ ადრე კიდევ ღირდა ამ სიტყვების თქმა“ -და უფრო ხმამაღლა განაგრძო - „ახლა გეცოდინება - შენ გარდა სხვაც არსებობსამქვეყნად. შენ კი აქამდე საკუთარი თავის იქით არ გაგიხედავს! ერთი შეხედვით, შენყოველთვის გქონდა უცოდველი ბავშვის იერი, სინამდვილეში კი ყოველთვის ეშმაკეულიიყავი! სწორედ ამიტომ, იცოდე - მე გამომაქვს შენთვის სასიკვდილო განაჩენი - წყალშიდახრჩობა!“

გეორგმა იგრძნო, როგორ აძევებდნენ ოთახიდან. ხმა, რომელიც მამის საწოლზე დაცემასმოჰყვა, ჯერ ისევ ყურებში ედგა. კიბეზე (სადაც, როგორც ფერდობზე, თავქვე დაეშვა)მოსამსახურე ქალს შეეჩეხა, ამ დროს სახლის დასალაგებლად ამოდიოდა. „ღმერთო!“იყვირა გაფითრებულმა ქალმა და სახე წინსაფრით დაიფარა. მაგრამ გეორგი უკვე შორსიყო. ქუჩაში გაიჭრა, იქით, წყლისკენ ეზიდებოდა უცნაური ძალა. და აი, იქამდე მისული,მოაჯირს ისე ჩაეჭიდა, გეგონებოდათ, მშიერი კაცი ლუკმას ჩააფრინდაო. მერე ზემოდანგადაახტა, ტანმოვარჯიშესავით, იყო კიდევაც ბავშვობაში, მშობლების საამაყოდ. ასეიმაგრებდა თავს ერთხანს - მოაჯირს ჩაბღაუჭებული, ხელებში ძალაგამოცლილი.მოასწრო და შეამჩნია მოაჯირის საყრდენებს იქით მიმავალი ავტობუსი, რომელიცვარდნის ხმას კარგად გადაფარავდა. „საყვარელო მშობლებო, მე ყოველთვისმიყვარდით,” თქვა ხმადაბლა და ხიდიდან გადაეშვა.

ამ დროს ხიდზე მანქანების მოძრაობა არ წყდებოდა.

სადამსჯელო კოლონიაში„ეს მეტად თავისებური აპარატია,” - უთხრა ოფიცერმა მკვლევარ მოგზაურს და მისთვისკარგად ნაცნობ აპარატს აღფრთოვანებული მზერა შეავლო. მოგზაური, ეტყობოდა,მხოლოდ ზრდილობის გამო დათანხმებულიყო კომენდანტის მიწვევას, რომელიც ერთიჯარისკაცის განაჩენის აღსრულების პროცესზე მის დასწრებას გულისხმობდა.ჯარისკაცისთვის განაჩენი დაუმორჩილებლობისა და უფროსის შეურაცხყოფის გამოგამოეტანათ. ეგზეკუციისადმი, როგორც ჩანდა, თავად გამოსასწორებელ კოლონიაშიცარ იჩენდნენ მაინცდამაინც დიდ ინტერესს. ყოველ შემთხვევაში, ამ ღრმა, ქვიშიან,მოტიტვლებული ფერდობებით გარშემორტყმულ პატარა ხეობაში ოფიცრისა დამკვლევარის გარდა მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა: ბრალდებული - მოჩლუნგო,მოუვლელთმასახიანი პირღია კაცი და ჯარისკაცი, რომელსაც ხელში მძიმე ჯაჭვი ეჭირა.ამ ჯაჭვში გამავალი სხვა პატარ-პატარა ჯაჭვები ერთმანეთთან ასევე დამატებითიჯაჭვებით ერთდებოდა. ისინი ჯარისკაცისთვის ხელ-ფეხსა და ყელზე შემოეხვიათ.ბრალდებულს სახეზე ისეთი ძაღლური მორჩილება ეტყობოდა, რომ ახლათავისუფლადაც რომ გაეშვათ ფერდობებზე, ეგზეკუციის დაწყებამდე ერთი ჩასტვენასაკმარისი იქნებოდა მის უკან დასაბრუნებლად.

მოგზაურს აპარატის მიმართ ინტერესი არ ეტყობოდა. ის გულგრილად დააბიჯებდაბრალდებულის ზურგს უკან. ამ დროს საბოლოო სამზადისით დაკავებული ოფიცერი ხანმიწაში ღრმად ჩაფლული აპარატის ქვეშ იყო შემძვრალი, ხან კი, კიბეზე ასული, აპარატისზედა ნაწილს ამოწმებდა. ასეთ საქმეებს, როგორც წესი, მექანიკოსებს ავალებენ ხოლმე,მაგრამ ოფიცერი ამ ყველაფრის მიმართ ისეთ აზარტს იჩენდა, რომ ან ამ აპარატისგანსაკუთრებული ქომაგი გახლდათ, ან რაიმე სხვა მიზეზით ამ საქმეს მის მეტს არავისანდობდნენ. „ესეც ასე. ყველაფერი მზადაა“ - დაიყვირა მან ბოლოს და კიბიდან ჩამოვიდა.ძალიან იყო დაქანცული. სუნთქვისას პირს ფართოდ აღებდა. მუნდირის საყელოში ქალისორი ნაზი ცხვირსახოცი გაეჩარა. „ეს უნიფორმები ზედმეტად მძიმე ხომ არ არისტროპიკებისთვის?“ - შენიშნა მოგზაურმა, ნაცვლად იმისა რომ, როგორც ოფიცერი

ტროპიკებისთვის?“ - შენიშნა მოგზაურმა, ნაცვლად იმისა რომ, როგორც ოფიცერიმოელოდა, აპარატზე ეკითხა რამე. „ნამდვილად,” - უპასუხა ოფიცერმა და გაზეთილიხელები საგანგებოდ ამ საქმისთვის განკუთვნილ სათლში ჩაიბანა - „მაგრამ ეს უნიფორმასამშობლოს გამოხატავს. ჩვენ გვსურს, სამშობლო შევინარჩუნოთ. ახლა კი აპარატსშეხედეთ,” - განაგრძო მან, ხელები ჩვრით შეიმშრალა და მოგზაურს აპარატისკენ ანიშნა -„თუ აქამდე ხელით გვიწევდა მუშაობა, ახლა ყველაფერს აპარატი შეასრულებს“.მოგზაურმა თავი დაუქნია და აპარატს შეხედა. ოფიცერმა, ყოველი შემთხვევისთვის, თავიდაიზღვია და განაგრძო: „რაღა თქმა უნდა, ხშირია დარღვევებიც, თუმცაღა, ვიმედოვნებ,რომ დღეს მათ ადგილი არ ექნებათ. საერთოდ კი ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.აპარატი ხომ თორმეტი საათის განმავლობაში შეუჩერებლად მოქმედებს. დარღვევებისდროსაც მნიშვნელოვანი არაფერია მოსალოდნელი, ადვილად მოვაგვარებთ.“

„დაჯდომას ხომ არ ინებებთ?“ - იკითხა მან უცებ და მოგზაურს საზურგიანი სკამიშესთავაზა. მოგზაურმა უარი ვერ უთხრა. თხრილის კიდეზე მჯდომმა, შიშით ჩაიხედათხრილში. ის არც ისე ღრმა იყო. მის ერთ მხარეს მიწის გროვა აღმართულიყოკედელივით, მეორე მხარეს აპარატი იდგა. „არ ვიცი,” - თქვა ოფიცერმა - „აგიხსნათ თუარა კომენდანტმა აპარატის მოწყობილობა“. მოგზაურმა გაურკვევლად გააქნია ხელი.ოფიცერი უკეთესს ვერც ინატრებდა, რადგან შესაძლებლობა მიეცა, თავად ელაპარაკააპარატზე. „ეს აპარატი,” - დაიწყო და ხელით მოსამართ ღერძს დაეყრდნო - „ჩვენი წინაკომენდანტის გამოგონებაა. მე მის ჩატარებულ პირველსავე ცდებს ვესწრებოდი და, ასევე,ყველა დანარჩენ სამუშაოშიც ბოლომდე ვმონაწილეობდი. ეს გამოგონება, სხვათა შორის,მთლიანად მას ეკუთვნის. გსმენიათ წინა კომენდანტის შესახებ? არა? ნამდვილად არგადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ სადამსჯელო კოლონია მისი მოწყობილია. ჩვენ, მისმამეგობრებმა, უკვე მისი სიკვდილის ჟამს ვიცოდით, რომ კოლონიის სტრუქტურაზედმიწევნით სრულყოფილია. იმდენად, რომ მომდევნო კომენდანტი, ათასი გეგმაც რომჰქონოდა თავში, კიდევ ბევრი წელიწადი ვერ შეძლებდა აქ რამის შეცვლას. ჩვენიწინასწარმეტყველება ახდა. ახალმა კომენდანტმა ეს თავად აღიარა. საწყენია, რომ ძველკომენდანტს არ იცნობდით. თუმცა,” - შეწყვიტა მან უცებ - „ძალიან გამიგრძელდა. და აი, ესაპარატი ახლა ჩვენ წინაშეა. როგორც ხედავთ, ის სამი ნაწილისაგან შედგება. სამივემათგანმა დროთა განმავლობაში საკმაოდ უბრალო სახელწოდება შეიძინა. ქვედანაწილს საწოლი ჰქვია, ზედას - კალამი, ხოლო შუა, დაკიდებულ ნაწილს - ფარცხსვეძახით.“ „ფარცხს?“ - იკითხა მოგზაურმა. ის უყურადღებოდ უსმენდა. მზე საშინლადაჭერდა მოშიშვლებულ ველს, რის გამოც აზრის მოკრება უჭირდა. ამის გამო ოფიცრითაღფრთოვანება ეტყობოდა - ვიწრო, საზეიმო, ეპოლეტებით დამძიმებულ, თასმებითშეკრულ მუნდირში გამოწყობილი ოფიცერი აზარტში შესული განმარტავდა ყველაფერსდა თან ქანჩით აქა-იქ ჭანჭიკებს უჭერდა. როგორც ჩანდა, არც ჯარისკაცი იყო კარგდღეში. მსჯავრდებულისთვის მაჯებზე ჯაჭვი გადაეხვია, ცალი ხელით იარაღსჩამოყრდნობოდა, თავი ჩაექინდრა და გულგრილად იყურებოდა. მოგზაურს მისიგულგრილობა არ გაჰკვირვებია, რადგან ოფიცერი ფრანგულად ლაპარაკობდა,ფრანგული კი ჯარისკაცს და ბრალდებულს, ცხადია, არ ესმოდათ. გასაკვირი ის იყო, რომბრალდებული, ამის მიუხედავად, მთელი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ოფიცრისგანმარტებებს. რაღაცნაირ, გამაბრუებლად ჯიუტ მზერას სწორედ იქით მიმართავდა,საითაც ოფიცერი მიუთითებდა და როცა მოგზაური კითხვას სვამდა, ბრალდებულსაც,ოფიცრის მსგავსად, მზერა მოგზაურისკენ გადაჰქონდა.

„დიახ, ფარცხი,” - განაგრძო ოფიცერმა. „სახელწოდება შესაბამისია. ნემსები ფარცხისკბილებივითაა განლაგებული. მთელი ეს მოწყობილობაც ფარცხივით მოძრაობს, თუმცამხოლოდ ერთ ადგილას და გაცილებით დახვეწილად. ამას მალე მიხვდებით.ბრალდებულს აი აქ, საწოლზე ათავსებენ. ჯერ აპარატს აგიწერთ, თავად პროცედურისშესრულებას კი ამის შემდეგ შევუდგები. ასე თქვენც უკეთ შეძლებთ თვალყურის დევნებას.ამასთანავე, კალამში ერთი კბილანა ზედმეტად გალესილია და მუშაობისას ისეჭრიალებს, რომ საუბრის გაგება ჭირს. შემცვლელი ნაწილები კი ძნელად იშოვება. ესე იგი,როგორც ვამბობდი, ამას საწოლს ვეძახით. ის მთლიანად ბამბის ფენითაა დაფარული.ამის მიზეზსაც მალე მოგახსენებთ. ამ ბამბაზე ბრალდებულს მუცლით ვაწვენთ -რასაკვირველია, შიშველ მდგომარეობაში - აქ კი ღვედებია ხელების, ფეხების და ყელისდასამაგრებლად. აი აქ, საწოლის თავთან, სადაც ბრალდებული, როგორც ვთქვი, სახითწევს, ქეჩის ნაჭერია მოთავსებული. მისი რეგულირება ადვილია, მას პირში ვჩრითბრალდებულს, რითიც ყვირილსა და ენაზე კბენას თავიდან ვიცილებთ. რაღა თქმა უნდა,

ბრალდებული იძულებულია, ქეჩი პირში ჩაიდოს, სხვა შემთხვევაში, მას კისრის ღვედიკეფას გადაუტეხავს.“ „ეს მართლა ბამბაა?“ - იკითხა მოგზაურმა და წინ გადაიხარა. „რათქმა უნდა,” - მიუგო ოფიცერმა ღიმილით - „თავად მოსინჯეთ“. ამ სიტყვებით მანმოგზაურის ხელი აიღო და საწოლზე გადაატარა. „ეს ბამბა განსაკუთრებულადაადამზადებული, ამიტომ უცნაურად გამოიყურება. ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ“.მოგზაურს თანდათან დაეტყო ინტერესი აპარატის მიმართ. მან თვალები ხელითმოიჩრდილა და აპარატს ქვემოდან ახედა. ეს უდიდესი მოწყობილობა გახლდათ.საწოლი და კალამი ერთი სიგრძის იყო და რუხ ყუთებს მიაგავდა. სიმაღლეში კალამიორი მეტრით აღემატებოდა საწოლს. ისინი კუთხეებში მდებარე, მზის შუქზე მოკაშკაშეთითბრის ოთხი ძელით ერთდებოდა. ყუთებს შორის ფოლადის რკალზე ფარცხი ეკიდა.

ოფიცერი მოგზაურის აქამდელ დაბნეულობას თითქოს ვერ ამჩნევდა, სამაგიეროდ, მისიახლად გაჩენილი ინტერესი არ გამოჰპარვია. ახსნა-განმარტებები შეწყვიტა და მოგზაურსაპარატის გულდასმით დათვალიერების საშუალება მისცა. ბრალდებული ცდილობდა,მოგზაურისთვის მიებაძა. იმის გამო, რომ ხელით მოჩრდილვა არ შეეძლო, მაღლაყურების დროს თვალები ეჭუტებოდა.

„ესე იგი, ბრალდებული უკვე წევს,” - თქვა მოგზაურმა, სავარძელზე გადაწვა და ფეხებიგადააჯვარედინა.

„დიახ,” - უპასუხა ოფიცერმა, ქუდი უკან გადაიწია და ხელი ცხელ სახეზე გადაისვა - „ახლამისმინეთ! როგორც საწოლს, ასევე კალამს, თავიანთი ელემენტები აქვთ. საწოლს ისთავისთვის, კალამს კი ფარცხისთვის სჭირდება. ბრალდებულის შებორკვისთანავესაწოლი ამოძრავდება და პატარ-პატარა ბიძგებით დაიწყებს რხევას როგორცვერტიკალური, ასევე, ჰორიზონტალური მიმართულებით. თქვენ ალბათ გინახავთ მსგავსიაპარატები სამკურნალო დაწესებულებებში. უბრალოდ ჩვენს აპარატში ყოველი ბიძგიზუსტადაა გათვლილი. ისინი ზედმეტი სიზუსტით უნდა შეესაბამებოდეს ფარცხისმოძრაობას, რადგან, საბოლოო ჯამში, სწორედ ფარცხს ეკისრება განაჩენის აღსრულება.

„რას წარმოადგენს ეს განაჩენი?“ - იკითხა მოგზაურმა. „თქვენ რა, არც ეს იცით?“წარმოთქვა ოფიცერმა და განცვიფრებისგან ტუჩზე იკბინა. „ბოდიშს ვიხდი, თუ ჩემი ახსნა-განმარტებები ცოტა არეულია. პატიებას გთხოვთ ამის გამო. ადრე ამ ახსნა-განმარტებებსწინა კომენდანტი იძლეოდა. ახალმა კომენდანტმა ამ დიდ პატივზე უარი განაცხადა.თუმცა ის, რომ ასეთ პატივსაცემ სტუმარს...“ - აქ მოგზაურმა ხელის მოძრაობით სცადა,ხსენებული პატივი აერიდებინა, მაგრამ ოფიცერმა არ დაიშალა - „ასეთ ძვირფას სტუმარსრომ განაჩენის ფორმასაც არ აცნობს, ეს კიდევ ერთი სიახლე გახლავთ, რომელიც...“ - დამას სალანძღავი სიტყვები მოადგა პირზე, თუმცა თავი შეიკავა და განაგრძო - „ჩემთვის ესარ გახლდათ ცნობილი. ამაში ბრალი არ მედება. ისე კი, ყველაზე უკეთ მე შემიძლიაჩვენეული განაჩენების ხასიათი გაგაცნოთ. მე ხომ...“ - და მან ხელი გულისჯიბეზე დაირტყა- „ყოველთვის თან მაქვს წინა კომენდანტის მიერ შესრულებული შესაბამისი ნახაზები.„თავად კომენდანტის ნახაზები?“ - იკითხა მოგზაურმა - „გამოდის, რომ ის ყველაფერსმოიცავდა თავის თავში? ჯარისკაციც იყო, მოსამართლეც, კონსტრუქტორიც, ქიმიკოსიცდა მხაზველიც?“

„სწორედ ასეა,” - თავი დაუკრა ოფიცერმა და მოგზაურს ფიქრიანად მიაჩერდა. მერე,თითქოს ამოწმებსო, ხელებზე დაიხედა. საკმარისად სუფთა არ ეჩვენა, რომ ნახაზებსშეხებოდა. ამიტომ სათლთან მივიდა და ხელები კიდევ ერთხელ დაიბანა. ამის შემდეგტყავის საქაღალდე ამოიღო და თქვა: „ჩვენი განაჩენი მკაცრი არ გახლავთ. ის მცნება,რომელიც ბრალდებულმა დაარღვია, მას ტანზე უნდა დაეწეროს. მაგალითად ამას,” - მანბრალდებულისკენ გაიშვირა თითი - „ტანზე დაეწერება შემდეგი სიტყვები: პატივი ეცუფროსსა შენსა!“

მოგზაურმა შიშით გახედა ბრალდებულს. იმ დროს, როცა მოგზაურს ოფიცერი მასზეუთითებდა, ბრალდებული თავჩაქინდრული იჯდა და ყურთასმენას რამდენადაც შეეძლო,ძაბავდა, რომ ოფიცრის ნათქვამიდან რამე მაინც გაეგო. თუმცა სქლად მოკუმულიტუჩების მოძრაობაზე ადვილად შეატყობდით - არაფერი ესმოდა. მოგზაურს ბევრიკითხვა გაუჩნდა, მაგრამ, ბრალდებულის სახის შემხედვარემ, ესღა იკითხა: „თვითონ თუიცის თავისი განაჩენი?“ „არა,” - უპასუხა ოფიცერმა და განმარტება დააპირა, მაგრამ

მოგზაურმა სიტყვა გააწყვეტინა: „როგორ, საკუთარი განაჩენი არ იცის?“ „არა,” - გაიმეორაოფიცერმა და ცოტა ხნით გაჩერდა, თითქოს მოგზაურისგან ამ კითხვის კიდევ უფროდაკონკრეტებას ელისო, შემდეგ კი განაგრძო: „თქმას აზრი არც ექნებოდა, ის ხომ ისედაცყველაფერს საკუთარ ტანზე გამოცდის.“ მოგზაურმა გაჩუმება დააპირა, როცაბრალდებულის მზერა იგრძნო. ბრალდებულს თითქოს იმის გაგება სურდა, მოსწონდა თუარა მოგზაურს აღწერილი პროცესი. ამიტომ მოგზაური ისევ წინ გადაიწია და იკითხა:„იმედია, ის მაინც იცის, რომ ბრალი ედება“. „არც ეგ იცის,” - უპასუხა ოფიცერმა დაღიმილი მიაგება, თითქოს მისგან კიდევ რაღაცის აღმოჩენას ელისო. „არა,” -ჩაილაპარაკა მოგზაურმა. „ამ შემთხვევაში მას არც ის ეცოდინება, რა შეფასება მოჰყვათავდაცვის მცდელობას?“ „მას არ ჰქონია თავის დაცვის საშუალება,” - ჩაილაპარაკაოფიცერმა და მოგზაურს თვალი აარიდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკება და არ სურსამ თავისთავად გასაგები ამბებით მოგზაურს თავი მოაბეზროსო. „კი მაგრამ, თავის დაცვისსაშუალება მაინც ხომ უნდა ჰქონდეს,” - თქვა მოგზაურმა და სავარძლიდან წამოდგა.

ოფიცერმა იგრძნო, რომ დიდი ხნით მოუწევდა აპარატის შესახებ ახსნა-განმარტებებისშეწყვეტა. ამიტომ ის მოგზაურთან მივიდა, მკლავზე ჩამოეყრდნო და ბრალდებულისკენმიახედა. ეს უკანასკნელი, რადგან მთელი ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი,ომახიანად წამოდგა. ამ დროს ჯარისკაცმა ჯაჭვი დაჭიმა. ოფიცერმა დაიწყო: „ვითარებაასეთია: მე სადამსჯელო კოლონიაში მოსამართლის მოვალეობას ვასრულებ, ჩემიახალგაზრდობის მიუხედავად, რადგან სწორედ მე ვედექი გვერდში წინა კომენდანტსყველა საქმეში და აპარატიც ყველაზე უკეთ მესმის. ჩემი მთავარი პრინციპი, რისმიხედვითაც განაჩენი გამომაქვს, ასეთია - დანაშაული არასდროს იწვევს ეჭვს. სხვასასამართლოები ამ წესით ვერ იხელმძღვანელებენ. ისინი რამდენიმე ინსტანციისაგანშედგებიან და მათ ზემოთ ყოველთვის დგას უფრო მაღალი სასამართლო დაწესებულება.ჩვენთან ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში, წინა კომენდანტის დროს არ იყო. ახალმაკომენდანტმა, სხვათა შორის, უკვე გამოთქვა სურვილი ჩემს სამართალში ჩარევისა, თუმცამე აქამდე ვახერხებდი და მომავალშიც მოვახერხებ მის უგულებელყოფას. თქვენ ამშემთხვევის განმარტება გნებავდათ. ის ისეთივე მარტივია, როგორც ყველა სხვაშემთხვევა: დღეს დილით ერთმა მეთაურმა განცხადება შემოიტანა. ის ჩიოდა, რომ ამკაცმა, რომელიც მასთან მსახურადაა მიმაგრებული და კართან ძილი ევალება, თავისივალდებულება სრულად არ შეასრულა. საქმე ისაა, რომ მსახური ვალდებულია, საათისყოველ ჩამოკვრაზე მეთაურის კართან გაიჭიმოს და ხმამაღლა წარმოთქვასმისასალმებელი სიტყვა. დავალება, როგორც ხედავთ, მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანი,რადგან მსახური ვალდებულია, უდარაჯოს და, ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში,ემსახუროს მეთაურს. წუხელ მეთაურმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა, თუ როგორ ასრულებსმსახური დაკისრებულ ვალდებულებას. ზუსტად ორ საათზე მან კარი გააღო და იქვემოკუნტული, მძინარე მსახური აღმოაჩინა. მოიტანა მათრახი და მას სახეზე გადაჰკრა.მობოდიშების ნაცვლად, მსახური თავის ბატონს ფეხებში ეცა, დაეჯაჯგურა და უყვირა:„ახლავე გადააგდე მათრახი, თორემ შეგჭამ.“ აი, ასეთია ვითარება. ერთი საათის წინმეთაური ჩემთან მოვიდა. მე მისი ჩვენება ჩავიწერე და განაჩენიც გამოვიტანე. შემდეგმსახურისთვის ბორკილები დავადებინე. ყველაფერი ძალზედ მარტივია. მსახური რომმეხმო და დამეკითხა, მხოლოდ გაუგებრობას მივიღებდი. ის იცრუებდა. შემდეგ, ჩემიზეწოლის წყალობით, ამ ტყუილს ისევ გადათქვამდა, სხვა ტყუილით შეცვლიდა და ასედაუსრულებლივ. ახლა კი დაკავებული მყავს და არ ვათავისუფლებ. - გასაგებადგიხსნით? მაგრამ დროს ნუ დავკარგავთ. ეგზეკუცია უკვე დაწყებული უნდა გვქონდეს, მე კიაპარატის განმარტებაც არ მომიმთავრებია.“ ოფიცერმა მოგზაურს ისევ სავარძელშიჩაჯდომა აიძულა, თავად კი აპარატს მიუბრუნდა და განაგრძო: „როგორც ხედავთ,ფარცხს ადამიანის ფორმა აქვს. ეს ნაწილი ტანისთვისაა განკუთვნილი, ეს ფარცხები -ფეხებისთვის, თავისთვის კი მხოლოდ პატარა სარჭია გამოყოფილი. გასაგებია?“ - თქვამან და მოგზაურისკენ ზრდილობიანად დაიხარა. მზად იყო, ყველა კითხვაზე ამომწურავადეპასუხა.

მოგზაური შუბლშეჭმუხნული მისჩერებოდა ფარცხს. ინფორმაცია სასჯელაღსრულებაზემას არ აკმაყოფილებდა, თუმცა ცდილობდა, არ დავიწყებოდა, რომ საქმესასჯელაღსრულებით კოლონიასთან ჰქონდა, სადაც ხანდახან განსაკუთრებული ზომებისმიღება იყო საჭირო და რომ ყველაფერს სამხედრო კუთხით უნდა მისდგომოდა. გარდაამისა, იმედებს ახალ კომენდანტზე ამყარებდა, რომელსაც, როგორც ჩანდა, ნელ-ნელა,

მაგრამ მაინც ახალი წესრიგის შემოღება ჰქონდა დაგეგმილი, რაც ამ გონებაშეზღუდულიოფიცრის თავში ვერ შესულიყო. ამ ფიქრებში მყოფმა მოგზაურმა იკითხა: „კომენდანტითუ დაესწრება ეგზეკუციას?“ „არ არის ცნობილი,” - უპასუხა მოულოდნელი კითხვითგაღიზიანებულმა ოფიცერმა და ზრდილობიანი სახე მოეღუშა. „სწორედ ამიტომ უნდაავჩქარდეთ. ეგ კი არა, ახსნა-განმარტებების შემოკლებაც მომიწევს, რაც უნდა სამწუხაროიყოს ჩემთვის. მაგრამ ხვალ, როცა აპარატს გაწმენდენ (უნდა ითქვას, რომ გაჭუჭყიანებამისი ერთადერთი ნაკლია), მე შემიძლია, დამატებითი ახსნა-განმარტებებიცშემოგთავაზოთ. ახლა კი მთავარი: როცა ბრალდებული უკვე საწოლზე წევს და საწოლიცუკვე მოქმედებაშია, ანუ ძაგძაგებს, ფარცხი მისკენ დაიხრება. ის თავისთავად ისეამოწყობილი, რომ წვეტებით მხოლოდ ოდნავ ეხება სხეულს. აპარატისამოქმედებისთანავე ეს ფოლადის ბაგირი ღერძზე იჭიმება და თამაშიც დაწყებულია.საქმეში ჩაუხედავი ადამიანი სხვადასხვა სახელს შორის განსხვავებებს ვერ ხედავს.მისთვის ფარცხი ყოველთვის ერთნაირად მუშაობს. მისი წვეტები ცახცახით ერჭობასხეულში, რომელსაც თავის მხრივ საწოლი აცახცახებს. ფარცხი შუშისგანაა დამზადებული,რათა ყველას შეეძლოს განაჩენის აღსრულების სიზუსტეში დარწმუნება. ნემსებისდამაგრება თავიდან ცოტა გაჭირდა, მაგრამ მრავალი ცდის შემდეგ ეს პრობლემამოგვარებულია. ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ახლა ყველას შეუძლია შუშის მიღმათვალის დევნება და დანახვა, თუ როგორ კეთდება წარწერა სხეულზე. ხომ არ ინებებთ,ოდნავ ახლოს მოიწიოთ და ნემსები ახლოდან დაათვალიეროთ?“

მოგზაური ზანტად წამოდგა, აპარატთან მივიდა და ფარცხისკენ დაიხარა. „თქვენხედავთ,” - დაიწყო ოფიცერმა - „ორმაგი ნემსების რამდენიმე მწკრივს. ყოველ გრძელნემსს თან მოკლე ნემსი ახლავს. ამასთან, გრძელი ნემსი წერს, მოკლე კი წყალს ასხამს,რათა სისხლი გადარეცხოს და ნაწერი გაასუფთაოს. სისხლიანი წყალი ღარებში გადის დამთავარ ღარში ჩაედინება, შემდეგ კი გამავალი მილით ორმოში გროვდება.“ ოფიცერმათითით მოხაზა გზა, რომელიც წყალს უნდა გაევლო. როცა მან წყლის წარმოსახვითნაკადს მეტი თვალსაჩინოებისთვის პეშვები შეუშვირა, მოგზაურმა თავი ასწია დაზურგსუკან ხელის ცეცებით სავარძლისკენ დაიხია. ამ დროს შეშინებულმა შენიშნა, რომოფიცრის რჩევას, ახლოდან დაეთვალიერებინა ფარცხი, ბრალდებულიც მიჰყოლოდა.მძინარე ჯარისკაცისთვის ჯაჭვი გამოექაჩა და ახლა შუშისკენ იყო დახრილი. კარგადჩანდა, უნდოდ მომზირალი, როგორ ცდილობდა, რომ თვითონაც დაენახა ის, რასაცოფიცერი და მოგზაური ათვალიერებდნენ, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო,ვერაფერი გაერჩია. ხან ერთგან, ხან მეორეგან იხრებოდა, მინას მიშტერებული.მოგზაურმა მისი უკან გაწევა დააპირა, რადგან ბრალდებულის ასეთი საქციელი,სავარაუდოდ, წესების დარღვევად ითვლებოდა. მაგრამ ოფიცერმა ცალი ხელი მაგრადჩასჭიდა, მეორეთი კი მიწაყრილიდან მიწის გუნდა აიღო და მძინარე ჯარისკაცს ესროლა.ჯარისკაცი ამან მაშინვე გამოაფხიზლა, ბრალდებულის თავხედობაზე თვალებიგაუფართოვდა, თოფი ხელიდან გააგდო, ქუსლებით მიწას დაებჯინა და ბრალდებულიუკან მოქაჩა. ეს უკანასკნელი მაშინვე მიწაზე გაიშხლართა და ჯარისკაცმა ახლა ზემოდანდაუწყო ყურება მის ფართხალსა და ჯაჭვების ჟღარუნს. „წამოაყენე!“ - დაიყვირაოფიცერმა, როცა შენიშნა, რომ ბრალდებულმა უკვე ზედმეტად მიიპყრო მოგზაურისყურადღება. მოგზაური გულგრილად მოშორდა ფარცხს. ახლა ბრალდებულის ბედიღაადარდებდა. „ფრთხილად მოეპყარი!“ - ისევ იყვირა ოფიცერმა. მან აპარატს შემოუარა,მკლავებში ამოსდო ხელი ბრალდებულს, რომელსაც ფეხები ეკეცებოდა და ჯარისკაცისდახმარებით წამოაყენა.

„ახლა კი ყველაფერი გასაგებია ჩემთვის,” - უთხრა მოგზაურმა მიახლოებულ ოფიცერს.„გარდა ყველაზე მნიშვნელოვანისა,” - უპასუხა ოფიცერმა, მკლავზე ხელი ჩასჭიდა დამაღლა აახედა. „აი, იქ, კალამში, განთავსებულია მბრუნავი მოწყობილობა, რომელიცმოძრაობას განსაზღვრავს. ეს მბრუნავი მოწყობილობა განაჩენის შესაბამისი ნახაზისმიხედვით უნდა დაყენდეს. მე ისევ წინა კომენდანტის ნახაზებს ვიყენებ. აი, თან მაქვსისინი“. მან ტყავის საქაღალდიდან რამდენიმე ფურცელი ამოაძვრინა. „მაგრამ ხელში ვერდაგაჭერინებთ - ამაზე ძვირფასი არაფერი მაბადია. დაბრძანდით, აქედან გიჩვენებთ, თანისე, რომ ყველაფრის დანახვა შეძლოთ.“ მან პირველი ფურცელი გაშალა. მოგზაური მზადიყო, რამე საქებარი ეთქვა, მაგრამ ქაღალდზე მხოლოდ ლაბირინთისებური, ერთმანეთისგადამკვეთი ხაზები ჩანდა, რომლებიც ისე მჭიდროდ გაევლოთ ფურცელზე, რომ მათშორის ადგილი თითქმის არ დაეტოვებინათ. „წაიკითხეთ,” - თქვა ოფიცერმა. „არ

შემიძლია,” - უპასუხა მოგზაურმა. „აქ ხომ ყველაფერი ძალზე ნათელია,” - თქვა ოფიცერმა.„ზედმეტად სრულყოფილია,” - ორჭოფულად მიუგო მოგზაურმა - „მაგრამ მე ამისგაშიფვრა არ ძალმიძს“. „დიახ,” - თქვა ოფიცერმა და საქაღალდე სიცილით შეინახა. ეს არარის ლამაზად გამოყვანილი ნაწერები მოწაფეთათვის. დაკვირვებით კითხვასსაჭიროებს. ასეთ შემთხვევაში ბოლოს თქვენც კი შეძლებთ მათ გაგებას. უბრალო შრიფტსაქ, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენებ. ის მაშინვე როდი კლავს. არამედ, დაახლოებით,თორმეტი საათის შემდეგ. გამოანგარიშებით, მეექვსე საათი გარდამტეხია. წარწერაგანსაკუთრებულად უნდა მოიქარგოს. ჩვეულებრივი ნაწერი სხეულს გარშემო მხოლოდვიწრო სარტყელად შემოევლება. დანარჩენი სხეული ქარგებისთვისააგათვალისწინებული. ახლა შეგიძლიათ ფარცხისა და მთელი აპარატის მუშაობისშეფასება? - აი ხომ ხედავთ!“ ოფიცერი კიბეზე ახტა, რგოლი დაატრიალა დადანარჩენებს ჩამოსძახა: „ყურადღება! განზე გადექით!“ და ყველაფერი ამოძრავდა.რგოლს რომ არ ეჭრიალა, დიდებული სანახავი იქნებოდა. თითქოს ამ ჭრიალითელდანაცემმა ოფიცერმა რგოლს მუშტი მოუღერა. შემდეგ, თითქოს მოგზაურსუბოდიშებსო, ხელები გაშალა და სასწრაფოდ ქვემოთ დაეშვა, რათა აპარატისთვის ახლაქვემოდან ედევნებინა თვალყური. რაღაც ჯერ კიდევ ვერ იყო წესრიგში. ეს რაღაცმხოლოდ ოფიცერისთვის იყო შესამჩნევი. ის ისევ აძვრა აპარატზე, კალამში ხელითრაღაც მოსინჯა და ჩამოსვლა რომ დაეჩქარებინა, კიბეზე ჩამოსვლის ნაცვლად რკინისღერძზე ჩამოსრიალდა და მოგზაურს ძალიან ხმამაღლა, ზედმეტად დაძაბულადჩაჰყვირა ყურში: „ხვდებით, რა ხდება? ფარცხი წერას იწყებს. როგორც კი სხეულზეასოების პირველი წყება მომთავრდება, ბამბის მბრუნავი ფენა სხეულს ფრთხილადგადააბრუნებს მეორე გვერდზე და ფარცხს საწერად სხეულის ახალ ფართს სთავაზობს.ამასობაში ჭრილობა ბამბის მხარეს ექცევა. ეს ბამბა საგანგებოდაა დამზადებული, სისხლსმაშინვე იწოვს და სხეულს ნაწერის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ამზადებს. ფარცხისკიდეში განლაგებული კბილანები სხეულის შემდგომი გადაბრუნებისას ჭრილობას ბამბასაგლეჯენ და ორმოში ისვრიან. ფარცხი კი მოქმედებას აგრძელებს და თორმეტი საათისგანმავლობაში სულ უფრო ღრმად ჩადის სხეულში. პირველი ექვსი საათი ბრალდებულითითქმის ძველებურად ცოცხლობს, მხოლოდ ტკივილით იტანჯება. ორი საათის შემდეგპირიდან ქეჩის ნაჭრის გამოღებაც შეიძლება, რადგან ბრალდებული უკვე ისეთიღონემიხდილია, ყვირილის თავიც აღარ აქვს. აი, აქ, თავთან, ჯამში, რომელიცელექტროენერგიით ცხელდება, ბრალდებულს თბილ ფაფას უსხამენ. მას შეუძლია იმდენიჭამოს, რამდენსაც ჯამიდან ენით მოიხელთებს. ამაზე უარს არავინ ამბობს. ყოველშემთხვევაში, მე ასეთი ჯერ არ შემხვედრია, გამოცდილება კი საკმაოდ დიდი მაქვს. მადაბრალდებულს მხოლოდ მეექვსე საათზე ეკარგება. ამ დროს, ჩვეულებისამებრ, მისკენვიხრები და ამ მოვლენას ვაკვირდები. ბოლო ლუკმებს ბრალდებული თითქმის აღარყლაპავს. მხოლოდ პირში ატრიალებს და ორმოში აფურთხებს. ამ დროს ჩაკუზვა მიწევს,ფურთხი სახეში რომ არ მომხვდეს. მეექვსე საათისთვის კი ბრალდებული საოცრადმშვიდი ხდება! ამ დროს ყველაზე ჩლუნგიც კი გონს მოდის. ეს თვალებიდან იწყება დავრცელდება. ეს სანახაობა კაცს ფარცხის ქვეშ დაწოლას მოანდომებს. არადა რა ხდება -ბრალდებული ნაწერის გარჩევას იწყებს. ის ტუჩებს თითქოს ასოებს აყოლებს. როგორცუკვე ნახეთ, თვალებითაც კი ძნელია ნაწერის გარჩევა, ჩვენი ბრალდებული კი მასჭრილობით შიფრავს. ეს დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ბრალდებულს ექვსისაათი სჭირდება ნაწერის მთლიანად ამოსაკითხად. შემდეგ კი ფარცხი ბრალდებულსბოლომდე ხვრეტს და ორმოში აგდებს, სადაც ის სისხლიან წყალზე და ბამბაზე მოადენსზღართანს. სასჯელაღსრულება დამთავრებულია და მე და ჯარისკაცი ბრალდებულსმიწას ვაყრით. მოგზაურს ყური ოფიცრისკენ დაეხარა, ხელები პიჯაკის ჯიბეებში ჩაეწყო დაისე ადევნებდა თვალს მანქანის მუშაობას. ბრალდებულიც მანქანას მისჩერებოდა, თუმცავერაფერი გაეგო. ოდნავ დახრილი, მოძრავ ნემსებს მიშტერებოდა, როცა ჯარისკაცმაოფიცრის ნიშანზე უკნიდან პერანგი და შარვალი დანით ისე გაუჭრა, რომ სხეულიდანორივე ჩამოუსრიალდა. ბრალდებულმა სხეულიდან ჩამოცვენილი ტანსაცმლის ხელითდაჭერა სცადა, რათა სიშიშვლე დაეფარა, მაგრამ ჯარისკაცმა ჰაერში ასწია დაუკანასკნელი ძონძებიც შემოაცალა. ოფიცერმა მანქანა აამუშავა. ახლად გამეფებულსიჩუმეში ბრალდებული ფარცხის ქვეშ დააწვინეს და ჯაჭვების ნაცვლად ღვედებითშებორკეს, რაც ბრალდებულისთვის თავიდან დიდი შვება აღმოჩნდა. ფარცხი კიდევუფრო დაბლა დაეშვა, რადგან ბრალდებული ზედმეტად გამხდარი იყო. ტანზე წვეტებისშეხებამ მას ჟრუანტელი მოჰგვარა. სანამ ჯარისკაცი მისი მარჯვენა ხელით იყო

დაკავებული, მან მარცხენა ხელი უმისამართოდ გაიშვირა. მოგზაური სწორედ იმ მხარესიდგა. ოფიცერი მოგზაურს თვალს არ აშორებდა, თითქოს მის სახეზე ეგზეკუციის შესახებშთაბეჭდილების ამოკითხვა სურსო.

ამ დროს მაჯებისთვის განკუთვნილი ერთი ღვედი გადატყდა. ეტყობა, ჯარისკაცს ისმაგრად დაეჭიმა. ჯარისკაცმა ოფიცერს დახმარება სთხოვა და ღვედის ნატეხი გაუწოდა.ოფიცერი მასთან მივიდა, სახით მოგზაურისკენ მიბრუნდა და თქვა: „მანქანა ძალიანრთულადაა აგებული, მუდმივად რაღაც ტყდება ან წყდება. მაგრამ ამან საერთოშეფასებისას არ უნდა დაგვაბნიოს. ღვედის შეცვლა სწრაფად შეიძლება, ჯაჭვსგამოვიყენებთ, თუმცა, ამით მარჯვენა ხელის ვიბრაციას თავისი სინაზე დაეკარგება.“ დასანამ ჯაჭვებს ამაგრებდა, დაამატა: „მანქანის შესანახი სახსრები ახლა ძალიანშეზღუდულია. წინა კომენდანტის დროს მე შესაძლებლობა მქონდა, სპეციალურად დამხოლოდ ამ მიზნით გამოყოფილი თანხები განმეკარგა. არსებობდა საწყობი, სადაცყველა საჭირო ნაწილი ინახებოდა. გამოგიტყდებით და, მათ ლამის მთლიანადვფლანგავდი. მხედველობაში მაქვს ძველად, და არა ახლა, როცა ახალი კომენდანტიმხოლოდ მიზეზებს ეძებს ძველი წესების გასაუქმებლად. ახლა მანქანისთვისგამოყოფილი ბიუჯეტი მთლიანად მის ხელშია, და როცა ახალი ღვედი მჭირდება, ისსამტკიცად ძველ, გატეხილ ღვედს მთხოვს. ძველის ახლით შეცვლას ათი დღე სჭირდება.მიღებული ნაწილი უხარისხოა და უვარგისი. ამ დროის განმავლობაში, ღვედის გარეშემანქანას ვერ ვამუშავებ, ეს კი არავის ადარდებს.“

მოგზაურის აზრით, სხვის საქმეებში ზედმეტად ჩარევა სახიფათო იყო. ის არც ამსადამსჯელო კოლონიის წარმომადგენელი გახლდათ, და არც იმ ქვეყანის, რომელსაც ესკოლონია ეკუთვნოდა. რომც მოენდომებინა ამ ეგზეკუციის განსჯა ან ჩაშლა, ხომშეეძლოთ ეთქვათ - უცხო ხარ, ამიტომ ჩუმად ყოფნა გიჯობსო. ამაზე ვერაფერსუპასუხებდა. მხოლოდ იმის თქმა თუ შეეძლო, რომ საკუთარი თავის უკვირს, რადგან მისიმოგზაურობის მიზანი, სიმართლე ითქვას, მხოლოდ დათვალიერებაა და არამც და არამცსხვისი სასამართლო დადგენილებების შეცვლა. თუმცაღა, უნდა ითქვას, საქმის ვითარებაძალზე მაცდური იყო. სასამართლო უწყების უსამართლობა და ეგზეკუციის სისასტიკენათლად ჩანდა. მოგზაურს ანგარებას ვერავინ დასწამებდა. ბრალდებული არც მისინაცნობი იყო, არც თანამემამულე. ამასთანავე, მოგზაური მისდამი არც განსაკუთრებულითანაგრძნობით იყო განმსჭვალული. მოგზაურს ჰქონდა მაღალი უწყებებისრეკომენდაციები, აქაც განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა და ის ფაქტი, რომ ამეგზეკუციაზე დასასწრებად მიიწვიეს, აშკარად მიუთითებდა, რომ მისგან სასამართლოსშეფასებას ითხოვდნენ. ეს ვარაუდი იმითაც მტკიცდებოდა, რომ ახლანდელი კომენდანტი,როგორც მოგზაურმა ამ საუბრებიდან გაარკვია, ამგვარი სამართლის წინააღმდეგიგახლდათ და ოფიცრის მიმართ თითქმის მტრულადაც იყო განწყობილი.

ამ დროს მოგზაურს გაცოფებული ოფიცრის ყვირილი მოესმა. მას რის ვაივაგლახითჩაეტენა პირში ქეჩის ნაჭერი ბრალდებულისთვის, რომელმაც თავი ვეღარ შეიკავა,თვალები დახუჭა და გადმოარწყია. ოფიცერმა მას მალევე გამოაცალა ქეჩა დ სცადა,თავით ორმოსკენ მიებრუნებინა, მაგრამ გვიანღა იყო - პირიდან გადმოღვრილისაზიზღრობა უკვე მანქანაზე გადასხმულიყო. „ყველაფერი კომენდანტის ბრალია!“ -დაიყვირა ოფიცერმა და, გაშმაგებული, ძელის ნჯღრევას მოჰყვა. „მანქანას საღორესავითაბინძურებენ.“ აკანკალებული ხელებით მიუთითებდა მოგზაურს მანქანისკენ. „ აკისაათობით ვცდილობდი კომენდანტის დარწმუნებას, რომ ეგზეკუციის წინა დღესბრალდებულისთვის საკვები შეეწყვიტათ. მაგრამ ახალი ჰუმანური კურსის მომხრენი სხვააზრის ბრძანდებიან. კომენდანტის ქალბატონები განაჩენის აღსრულების წინბრალდებულს ტკბილეულობით უტენიან პირს. მთელი ცხოვრება აყროლებული თევზისმეტი არაფერი აქვს ნაჭამი და ახლა ტკბილეულობა უნდა მიირთვას! კარგი, ამას კიდევშევეგუებოდი, მაგრამ ახალი ქეჩის მოტანა რა გახდა, სამი თვეა ამას ვიხვეწები. ამ ქეჩისპირში ჩადება ზიზღის გარეშე შეუძლებელია, ის ხომ ასობით მომაკვდავი ბრალდებულისნაპირალი და გაღეჭილია.“

ბრალდებულს თავი ჩამოედო და მშვიდად იყურებოდა. ჯარისკაცი მისი პერანგითმანქანას წმენდდა. ოფიცერი მოგზაურს მიუახლოვდა. ამ უკანასკნელმა, თითქოს რაღაცასმიუხვდაო, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მაგრამ ოფიცერმა ხელში ხელი ჩასჭიდა და

გვერდზე გაიყვანა. „საიდუმლო საუბარი მსურს თქვენთან,“ - თქვა მან - „თუ ნებასდამრთავთ“. „რა თქმა უნდა,” - უპასუხა მოგზაურმა და თავდახრილი, მოსასმენადმოემზადა.

„ამ მეთოდსა და მიმართულებას, რომლით აღფრთოვანების საშუალებაც თქვენ მოგეცათ,დღეს აშკარა მომხრეები აღარ ჰყავს. ერთადერთი ასეთი ადამიანი და ასევე ძველიკომენდანტის ერთადერთი შემცვლელი მე გახლავართ. ამ მეთოდის შემდგომიგანვითარება მე აღარ ძალმიძს, რადგან მთელი ჩემი ენერგია უკვე არსებულისშენარჩუნებაზე იხარჯება. ძველი კომენდანტის სიცოცხლეში კოლონია მისი მომხრეებითიყო სავსე. დარწმუნების უნარი ნაწილობრივ მეც მაქვს, მაგრამ კომენდანტის მსგავსძალაუფლებას ვერ ვფლობ. ამის გამო მისი მიმდევრები სოროებში შეძვრნენ. ისინი ჯერკიდევ ბევრნი არიან, მაგრამ ამას არ აღიარებენ. დღეს, განაჩენის აღსრულების დღეს,ჩაის სახლში რომ შეხვიდეთ და აქეთ-იქით მიაყურადოთ, სავარაუდოდ, მხოლოდორაზროვან საუბრებს მოისმენთ. ესენი სუყველა ძველი კომენდანტის მიმდევრები არიან,მაგრამ ახალი კომენდანტისა და მისი იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ჩემთვის არავითარიხეირი არ მოაქვთ. და აი, მე თქვენ გეკითხებით: განა შეიძლება ამ კომენდანტისა და მისიქალების გამო, რომელთა ზეგავლენის ქვეშაც ის იმყოფება, ხელოვნების ასეთი ნიმუში“ -და მან ხელი მანქანისკენ გაიშვირა - „განადგურდეს? განა შეიძლება ამის დაშვება?თუნდაც სრულიად უცხოსგან, რომელიც ამ ჩვენს კუნძულზე სულ რამდენიმე დღითააჩამოსული? დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩემი სასამართლოს წინააღმდეგ შეთქმულებამზადდება. კომენდატურაში უკვე სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს,რომლებზე დასწრებაც მეკრძალება. თქვენი დღევანდელი სტუმრობაც მიდასტურებსსაქმის ასეთ ვითარებას. ეგ მშიშრები ახლა უცხო ადამიანს მიგზავნიან. ძველად ეგზეკუციასსრულიად სხვა სახე ჰქონდა! ჯერ კიდევ წინა დღით ხეობა ხალხით ივსებოდა. ყველასუნდოდა ნახვა. დილით ადრე მოდიოდა კომენდანტი თავის ქალბატონებთან ერთად.ბანაკს ფანფარების ხმა აღვიძებდა. მე ვაცნობებდი მზადყოფნის შესახებ. ყველამაღალჩინოსანი ვალდებული იყო, დასწრებოდა ამ პროცესს. საზოგადოება მანქანისირგვლივ იყრიდა თავს. ეს დაწნული სავარძელი იმ დროიდანაა საცოდავადშემორჩენილი. მანქანა ბზინავდა სისუფთავისგან. თითქმის ყოველ ეგზეკუციაზე ძველნაწილებს სათადარიგოებით ვცვლიდი. ასობით ადამიანის თვალწინ - მაყურებელითითისწვერებზე იდგა აი, იმ მაღლობამდე - კომენდანტი თავად აწვენდა ბრალდებულსფარცხის ქვეშ. რასაც ახლა ბინძური ჯარისკაცი ასრულებს, წინათ იმის გაკეთება მემევალებოდა და ეს დიდი პატივი იყო ჩემთვის. ასე იწყებოდა ეგზეკუცია! არც ერთიზედმეტი ბგერა არ უშლიდა ხელს მანქანის მუშაობას. ზოგიერთი აღარც უმზერდასანახაობას, თვალდახუჭულები იწვნენ სილაში. ყველა მათგანმა იცოდა - სამართლიანობაუნდა აღსრულებულიყო. სრულ სიჩუმეში ბრალდებულის კვნესაღა ისმოდა, ქეჩითჩახშობილი. დღეს მანქანა ვეღარ ახერხებს, ისეთი კვნესა აღმოახდენინოს ბრალდებულს,როგორსაც ქეჩა ვერ ჩაახშობს. ადრე ნემსების წვეტები უმწარეს სითხეს გამოყოფდნენ,რომლის გამოყენებაც დღეს აკრძალულია. და ასე დგებოდა მეექვსე საათი! შეუძლებელიიყო ხალხის მოგერიება, ყველას ახლოდან სურდა დანახვა. კომენდანტისგანკარგულებით, განსაკუთრებული უპირატესობა ბავშვებს ენიჭებოდათ. მე ჩემიკომპეტენცია უფლებას მაძლევდა, იქვე ვმდგარიყავი. ხშირად, ჩამუხლულს, ორივე ხელშიბავშვები მყავდა აყვანილი. როგორი გაცისკროვნებული გამომეტყველება ეუფლებოდაჩვენს გატანჯულ სახეებს. როგორ დაგვკრავდა ღაწვებზე ამ ძლივს მიღწეული და უკვეწარმავალი გამარჯვების სხივი! რა დიდებული დრო იყო, მეგობარო!“ ოფიცერსდავიწყებოდა, ვინ ედგა გვერდით. ის მოგზაურს გადაეხვია და თავი მხარზე ჩამოადო.საგონებელში ჩავარდნილმა, მოთმინებადაკარგულმა მოგზაურმა განზე გაიხედა.ჯარისკაცს წმენდა მოემთავრებინა და ახლა თუნუქის ქილიდან ჯამში ბრინჯის ფაფასასხამდა. ბრალდებული უკვე მთლიანად გამოკეთებული ჩანდა. მან თვალი მოჰკრა ახალულუფას და მაშინვე ენით გაიწია მისკენ. ამაზე ჯარისკაცმა ჯამი უკან გასწია, რადგან,როგორც ჩანს, ფაფის დრო ჯერ არ დამდგარიყო. ჯარისკაცი საძაგლად იქცეოდა -ბრალდებულის თვალწინ ჯამში ჭუჭყიან ხელებს ურევდა და ფაფას ტლეკდა.

ოფიცერი სწრაფად მოეგო გონს. „თქვენი აფორიაქება არც მიფიქრია,” - თქვა მან - „ ვიცი,იმ დროის გაანალიზება შეუძლებელია. თანაც მანქანა ჯერ კიდევ განაგრძობს მუშაობასდა ამით უკვე ბევრს, ძალიან ბევრს ამბობს თავზე, თუნდაც მარტოდმარტო იდგეს ამხელახეობაში. გვამიც, საბოლოოდ, ძველებური სინაზით ეშვება ორმოში, თუნდაც მის ირგვლივ

აღარ იდგეს ასობით ადამიანი. მაშინ მოაჯირით გვიწევდა ორმოს შემოსაზღვრა. ახლა ისდიდი ხნის მოშლილია.“

ოფიცრისგან სახე რომ დაემალა, მოგზაური უაზროდ იყურებოდა აქეთ-იქით. ოფიცერსეგონა, უდაბურ ხეობას ათვალიერებსო, ამიტომ ხელებში ჩააფრინდა, გარშემო შემოუარა,თვალებში ჩახედა და ჰკითხა: „გრძნობთ, რა სირცხვილია?“

მაგრამ მოგზაური დუმდა. ოფიცერი ცოტა ხნით მოსწყდა მას. ფეხები განზე გადგა, დოინჯიშემოიწყო, გაყუჩდა და მიწას ჩააშტერდა. შემდეგ კი მოგზაურს გამამხნევებლად გაუღიმადა თქვა: „გუშინ, როცა კომენდანტმა მოგიწვიათ, თქვენთან ახლოს ვიმყოფებოდი. გავიგე,როგორ დაგპატიჟათ. კარგად ვიცნობ კომენდანტს. მაშინვე მივხვდი, რა მიზანიც ჰქონდათქვენს დაპატიჟებას. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ძალაუფლება აქვს, ჩემწინააღმდეგ გამოსვლას ჯერ კიდევ ვერ ბედავს. თუმცა თქვენი, როგორც პატივსაცემიუცხოელის აზრი ჩემ შესახებ, მისთვის მნიშვნელოვანია. ზუსტად გათვალა. თქვენ მხოლოდმეორე დღეა, რაც კუნძულზე იმყოფებით, არ იცნობდით ძველ კომენდანტსა და მისშეხედულებებს, ევროპული მსოფლხედვით საზღვრავთ, სავარაუდოდ, პრინციპულადეწინააღმდეგებით სიკვდილით დასჯას როგორც ზოგადად, ისე კონკრეტულად დაგანსაკუთრებით - ამ მანქანით მის აღსრულებას, და ბოლოს - თქვენ ხედავთ, რომსასჯელის აღსრულება არასაჯაროდ და, სამწუხაროდ, მწყობრიდან გამოსული მანქანითხორციელდება. განა ყოველივე ეს, ერთად აღებული, კომენდანტის აზრით, არ გაიძულებთჩემი მეთოდი უსამართლოდ ჩათვალოთ? ხოლო თუ უსამართლოდ ჩათვლით, რა თქმაუნდა, არ გაჩუმდებით (ისევ და ისევ კომენდანტის აზრით) და თქვენი მტკიცებულებებისერთგული დარჩებით. თქვენ, რა თქმა უნდა, ბევრი ქვეყნის თავისებურებები გინახავთ დამეცნიერულად განსჯით, აქედან გამომდინარე, იქნებ მთელი ძალით არც გაილაშქროთ ამმეთოდის წინააღმდეგ, როგორც ამას, ვთქვათ, თქვენს სამშობლოში გააკეთებდით.მაგრამ ეს კომენდანტისთვის აუცილებელი არც არის. მისთვის მხოლოდ ერთიუყურადღებო, გაუფრთხილებელი სიტყვაც საკმარისია. არ არის აუცილებელი, ეს სიტყვათქვენს მრწამსს გამოხატავდეს, თუ ის გარეგნულად მისი სურვილის შესაბამისი იქნება.ჭკვიანურად რომ დაგკითხავთ, ამაში დარწმუნებული ვარ. მის გარშემო ქალბატონებსყურები ექნებათ დაცქვეტილი. ისინი იტყვიან: „ჩვენთან სამართალაღსრულებასხვაგვარად ხდება,” ან: „ჩვენთან განაჩენის გამოტანამდე ბრალდებული უნდადაიკითხოს,” ან: „ჩვენთან, სიკვდილით დასჯის გარდა, სხვა სასჯელიც არსებობს,” ან:„წამება ჩვენთან შუასაუკუნეების მერე გადავარდა“. ეს შენიშვნები, ერთი შეხედვითმართებულია, და თქვენც ბუნებრივად გეჩვენებათ. უწყინარი შენიშვნებია, რომლებიც ჩემსქმედებებს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ როგორი რეაქცია ექნება მათზე კომენდანტს?თვალწინ მიდგას, როგორ სწრაფად სწევს სკამს გვერდზე და აივნისკენ მიიჩქარის.როგორ მიჰყვებიან უკან ქალბატონები. უკვე მესმის მისი ხმა - როგორც ქალბატონებიუწოდებენ - მქუხარე ხმა. და აი, ის იწყებს საუბარს: „დასავლეთის უდიდესი მკვლევარი,რომელიც უფლებამოსილია, ყველა ქვეყანაში გადაამოწმოს სამართალწარმოება,მიიჩნევს, რომ ჩვენი სასამართლო, თავისი ძველი ფორმით, ზედმეტად არაჰუმანურია.ასეთი პერსონის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ ჩემთვის შეუძლებელია ამ მეთოდისატანა. ამიტომ დღეიდან ვაწესებ - და ა. შ.“ თქვენ გინდათ შეაწყვეტინოთ და უთხრათ, რომთქვენ არ გიგულისხმიათ ის, რაც მან თქვა, რომ არ მოგიხსენებიათ ჩემი მეთოდიარაჰუმანურად, რომ პირიქით, თქვენი ღრმა რწმენით, მას სწორედაც რომ უჰუმანურეს დაუადამიანურეს მეთოდად მიიჩნევთ, რომ მანქანითაც აღფრთოვანებული ხართ - მაგრამუკვე ძალზე გვიანაა. ქალბატონებით სავსე აივანზე გასვლა შეუძლებელია. თქვენცდილობთ შეგამჩნიონ, ყვირილს აპირებთ, მაგრამ ერთ-ერთი ქალბატონი პირზე ხელსგაფარებთ და ჩემი და ძველი კომენდანტის შედევრის დღეებიც დათვლილია.“

მოგზაურმა ღიმილი ძლივს შეიკავა. რა ადვილი ყოფილა მისი მოვალეობა, რომელიც მასძნელად ეჩვენებოდა. მან ორჭოფულად მიუგო: „თქვენ აჭარბებთ, როცა ჩემი გავლენისშესახებ საუბრობთ. ის არც ისე დიდია. კომენდანტს წაკითხული აქვს ჩემირეკომენდაციები, მისთვის ცნობილია, რომ მე არ ვარ მართლმსაჯულების მცოდნე. და თუამის შესახებ აზრს გამოვთქვამ, ეს მხოლოდ პირადი აზრი იქნება, სხვა კერძო პირისაზრებისგან არაფრით განსხვავებული. კომენდანტის აზრთან შედარებით კი, რომლისუფლებებიც ამ კოლონიაში თითქმის ყოვლისმომცველია, ძალზედ უმნიშვნელო. თუ მას,თქვენი ფიქრით, ამ მეთოდზე ასეთი განსაკუთრებული აზრი აქვს, მაშინ ვშიშობ, მეთოდის

დასასრული ჩემი მოკრძალებული ჩარევის გარეშეც მოახლოებულია.“

ნეტა თუ ხვდებოდა ამას ოფიცერი? არა, ის ვერაფერს ხვდებოდა. მან თავი მხნედ გააქნიადა ბრალდებულსა და ჯარისკაცს გახედა, რომლებსაც ბრინჯისთვის თავი ენებებინათ დაგანცვიფრებისგან მხრებს იჩეჩავდნენ. ოფიცერი მოგზაურს მიუახლოვდა, ისე, რომ სახეზეარ შეუხედავს, მის პიჯაკს დააშტერდა და ადრინდელზე ხმადაბლა თქვა: „თქვენ არიცნობთ კომენდანტს. თქვენ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ჩვენზეც და მასზეცგარკვეულწილად გულუბრყვილო წარმოდგენა გაქვთ. თქვენს გავლენას, მერწმუნეთ,ბოლომდე ვერ აფასებთ. მე კი ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ეგზეკუციას მხოლოდთქვენ დაესწრებოდით. კომენდანტის ეს განკარგულება ჩემთვის დიდი დარტყმა უნდაყოფილიყო, მე კი მას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ. ზედმეტი ქირქილისა დაზიზღნარევი გამოხედვების გარეშე, რასაც ხალხმრავალი ეგზეკუციის დროს თავიდან ვერაიცილებდით, თქვენ მოისმინეთ ჩემი განმარტებები, აპარატი დაათვალიერეთ და მზადხართ, ეგზეკუციას დაესწროთ. თქვენეული განაჩენი უთუოდ მზად გაქვთ. უმნიშვნელოეჭვებს დღევანდელი ეგზეკუცია გააქარწყლებს. ახლა კი მე თქვენ თხოვნით მოგმართავთ:დამეხმარეთ ამ საქმეში კომენდანტის წინააღმდეგ!“

მოგზაურმა გაგრძელება აღარ აცალა. „ეს შეუძლებელია!“ - შესძახა მან - „ამას ვერშევძლებ. თქვენი დახმარება, ისევე როგორც თქვენთვის ზიანის მოყენება, ჩემს ძალებსაღემატება.“

„თქვენ შეგიძლიათ!“ - თქვა ოფიცერმა. მოგზაურმა შიშით გახედა მის შეკრულ მუშტებს.„თქვენ ეს შეგიძლიათ!“ - გაიმეორა ოფიცერმა კიდევ უფრო დაჟინებით. „მე მაქვს გეგმა,რომელსაც განვახორციელებთ. ტყუილად ფიქრობთ, რომ თქვენი გავლენა საკმარისიარაა. მე ვიცი, რომ ის საკმარისია. მაგრამ მართალიც რომ იყოთ, განა აუცილებელი არარის ამ მეთოდის შესანარჩუნებლად ნებისმიერი, თუნდაც არასაკმარისი საშუალებებიმოვსინჯოთ? ყური უგდეთ ჩემს გეგმას. მის განსახორციელებლად, პირველ რიგში,აუცილებელია, რომ დღეს კოლონიაში ამ მეთოდზე აზრის გამოთქმისას მეტადთავშეკავებული იყოთ. თუ პირადად არ გკითხეს, ინიციატივას ნუ გამოიჩენთ.აუცილებლობის შემთხვევაში კი, თქვენი მოსაზრებები მოკლე და ზოგადი უნდა იყოს. უნდაგეტყობოდეთ, რომ გიჭირთ ამაზე საუბარი, რომ ნაწყენი ხართ და რომ, თუკი ღიადსაუბარი გახდა საჭირო, წყევლა-კრულვას არ დააკლებდით. მე არ გთხოვთ, მოიტყუოთ.არანაირად. მხოლოდ მოკლე-მოკლე პასუხები უნდა გასცეთ, აი, მაგალითად, ასე: „დიახ,ეგზეკუციას დავესწარი.“ ან: „დიახ, ყველა განმარტება მოვისმინე.“ აი, მხოლოდ ეს, სხვაარაფერი. წყენისთვის, რომელიც თქვენს სიტყვებში უნდა იგრძნობოდეს, საკმარისიმიზეზია, თუნდაც კომენდანტთან შედარებით განსხვავებულად გამოხატული. ის, რა თქმაუნდა, ყველაფერს სხვანაირად გაიგებს და თავისებურად გაშიფრავს. აი, ამას ეყრდნობაჩემი გეგმა. ხვალ, კომენდანტის თავმჯდომარეობით, კომენდატურაში გამგეობის ყველამაღალჩინოსნისთვის დიდი სხდომა გაიმართება. კომენდანტს, რა თქმა უნდა, ეხერხებაასეთი სხდომების შოუდ გადაქცევა. გალერეაც კი ააშენეს, რომელიც მუდამ სავსეამაყურებლით. მე ვალდებულება მავალებს, კონსულტაციებში მონაწილეობა მივიღო,თუმცა ზიზღისგან მაძაგძაგებს. თქვენ ამ სხდომაზე აუცილებლად მიგიწვევენ. ჩემი გეგმისმიხედვით თუ იმოქმედებთ, ეს მოწვევა დაჟინებულ თხოვნადაც კი შეიძლება იქცეს. მაგრამთუკი მოხდა და, გაუგებარი მიზეზების გამო არ მიგიწვიეს, მოსაწვევი აუცილებლად უნდამოითხოვოთ. მას რომ ყველა ვარიანტში მიიღებთ, ეჭვგარეშეა. მაშ ასე, ესე იგი ხვალკომენდანტის ქალბატონებთან ერთად ზიხართ ლოჟაში. თქვენს იქ ყოფნაში რომდარწმუნდეს, კომენდანტი დროდადრო ზემოთ ამოიხედავს. სხვადასხვა არაარსებითი,სასაცილო, მხოლოდ მსმენელზე გათვლილი საკითხის განხილვის შემდეგ, რასაც ხშირშემთხვევაში პორტის მშენებლობა (ისევ და ისევ პორტის მშენებლობა!) წარმოადგენს,სასამართლოზე საუბრის დროც მოვა. თუკი კომენდანტი დააყოვნებს ან გადადებს ამამბავს, მე ვიზრუნებ იმაზე, რომ საკითხი დაისვას. წამოვდგები და საზოგადოებასდღევანდელი ეგზეკუციის შესახებ მოვახსენებ. ძალიან მოკლედ, მხოლოდ ამ მოხსენებასგავაკეთებ. მართალია, ისეთი მოხსენება იქ მიღებული არ არის, მაგრამ მე მაინცგავაკეთებ. კომენდანტი ჩვეული მეგობრული ღიმილით მადლობას გადამიხდის და ამხელსაყრელ შემთხვევას ხელიდან აღარ გაუშვებს. „ამ წუთას“ - დაახლოებით ასედაიწყებს საუბარს - „მომხდარი ეგზეკუციის შესახებ გვაცნობეს. ამ განცხადებას იმასღადავამატებდი, რომ ეგზეკუციას ესწრებოდა ეს გამოჩენილი მკვლევარი, რომლის

სტუმრობაც, მოგეხსენებათ, ჩვენი კოლონიისთვის დიდი პატივია. მისი დასწრების გამო,ჩვენი დღევანდელი სხდომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაშ ასე, ხომ არგვეკითხა ამ დიდი მკვლევარისთვის, რა აზრისაა ის ეგზეკუციის ძველ სახეზე და მისიაღსრულების მეთოდებზე?“ ირგვლივ, რა თქმა უნდა, ტაში და საერთო თანხმობა გაისმის,მე ყველაზე ხმამაღლა ვეთანხმები. კომენდანტი თქვენკენ იხრება და ამბობს: „მაშ, მე მასყველას სახელით დავუსვამ ამ კითხვას.“ თქვენ მოაჯირისკენ მიდიხართ და ზედ ხელებსაწყობთ, ყველას თვალწინ, რომ ქალებმა თქვენი თითებით თამაში არ დაიწყონ. და აი,ბოლოს და ბოლოს თქვენი გამოსვლის დროც დგება. არ ვიცი, როგორ გავუძლებ ამდარჩენილ დაძაბულ წუთებს. საუბრისას თავი არაფრით შეიზღუდოთ, სიმართლითაახმაურეთ იქაურობა, მიახალეთ, დიახ, მიახალეთ კომენდანტს თქვენი აზრი, თქვენიმტკიცე და შეურყეველი აზრი. ან იქნებ არ გსურთ ეს, იქნებ ეს თქვენს ხასიათს არშეჰფერის, ან თქვენს სამშობლოში ასეთ დროს სხვაგვარად იქცევიან? ამასაც არა უშავს,ესეც საკმარისი იქნება. ნუ წამოდგებით, მხოლოდ ორიოდე სიტყვაც იკმარებს, თუნდაცჩურჩულით ნათქვამი, რომ ქვემოთ მსხდომი მოხელეების ყურამდე მიაღწიოს, ესსაკმარისია. ნუ ისაუბრებთ იმაზე, რომ ეგზეკუციას თითქმის არავინ ესწრება, რომ მანქანაჭრიალებს, რომ ღვედია გამტყდარი, ჭუჭყიანი ქეჩის ნაჭერი კი გულს ურევსბრალდებულს. არა, ამ ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ. და მენდეთ, ჩემი სიტყვები მასდარბაზიდან თუ არ გააქცევს, დაჩოქებით მაინც დააჩოქებს, რათა იძულებული გახდეს დააღიაროს - ძველო კომენდანტო, ქედს ვიხრი შენ წინაშე. აი, ესაა ჩემი გეგმა. ხომდამეხმარებით მის განხორციელებაში? რა თქმა უნდა, დამეხმარებით. უფრო მეტიც,ვალდებული ხართ, დამეხმაროთ.“ ოფიცერმა მოგზაურს ხელები მკლავებში ჩაავლო.სუნთქვააჩქარებულმა ბოლო წინადადება იმხელა ხმით ამოიყვრა, რომ ჯარისკაცმა დაბრალდებულმა ყურები დაცქვიტეს. თუმცა ვერაფერს ხვდებოდნენ, საჭმელს მოწყდნენ დაღეჭვა-ღეჭვით გაიხედეს მოგზაურისკენ.

მოგზაურმა თავიდანვე გადაჭრით იცოდა, რაც უნდა ეპასუხა. ცხოვრებაში საკმაოგამოცდილება მიეღო საიმისოდ, რომ ასეთ დროს არ ეყოყმანა. არსებითად ის იყომართალი და უშიშარი ადამიანი. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცისა და ბრალდებულისმზერამ წამით დააფიქრა. მაგრამ ბოლოს, როგორც აპირებდა, თქვა: „არა“. ოფიცერსთვალები აუელვარდა, თუმცა მზერა წამითაც კი არ მოუწყვეტია მისთვის. „გსურთგანგიმარტოთ?“ - იკითხა მოგზაურმა. ოფიცერმა თავი უხმოდ დაუკრა. „მე ამ მეთოდისწინააღმდეგი გახლავართ“ - თქვა მოგზაურმა, - „თქვენს ნდობას არავითარ შემთხვევაშიბოროტად არ გამოვიყენებ, მაგრამ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ნდობას გამომიცხადებდით,დავფიქრდი - მქონდა თუ არა უფლება, ამ მეთოდის წინააღმდეგ გამოვსულიყავი დაექნებოდა თუ არა ჩემს ჩარევას წარმატების თუნდაც მცირე შანსი. ვისთვის უნდამიმემართა უპირველეს ყოვლისა, ცხადი იყო - კომენდანტისთვის. თქვენ ამაში კიდევუფრო დამარწმუნეთ, თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე თქვენ არ მიგიყვანივართ. პირიქით,თქვენი შეხედულებები მეტად ამაღელვებელია, თუმცაღა მათ ჩემი გადაბირება არძალუძთ.“

ოფიცერი დუმდა. ის მანქანისკენ მიბრუნდა, მეტალის ღერძს ხელი შეავლო, შემდეგ კიუკან გადახრილმა კალმისკენ აიხედა, თითქოს ამოწმებდა, ხომ ყველაფერი წესრიგშიაო.როგორც ჩანდა, ჯარისკაცი და ბრალდებული ამასობაში დამეგობრებულიყვნენ.ბრალდებულმა, თუმცა მაგრად იყო შებორკილი, მოახერხა და ჯარისკაცს რაღაც ანიშნა.ჯარისკაცი მისკენ დაიხარა. ბრალდებულმა მას ყურში ჩასჩურჩულა. ჯარისკაცმა თავიდაუკრა.

მოგზაური ოფიცერს მიჰყვა. „თქვენ ჯერ არ იცით, რას ვაპირებ,“ - თქვა მან. მე მოვახსენებკომენდანტს ჩემს აზრს, მაგრამ არა სხდომაზე, არამედ პირადად. აქ იმდენ ხანს არვრჩები, რომ რაიმე სხდომებში მივიღო მონაწილეობა. გამგზავრებას ხვალ დილითვევაპირებ, შესაძლებელია გემსაც გავყვე.“ ოფიცერი თითქოს არც უსმენდა. „მაშასადამე,სამართალაღსრულება არ მოგეწონათ,“ - ჩაილაპარაკა მან ღიმილით, ისე, როგორცმოხუცებს ეღიმებათ ხოლმე ბავშვურ სისულელეებზე, როცა ამ ღიმილს მიღმა ნამდვილფიქრებს მალავენ.

„მაშასადამე, დროა,“ - თქვა მან უცებ და მოგზაურს ანთებული მზერა მიაგება, რომლითაცთითქოს თანამონაწილეობისკენ მოუხმობდა.

„რისი დროა?“ - იკითხა ანერვიულებულმა მოგზაურმა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.„თავისუფალი ხარ,“ - უთხრა ოფიცერმა ბრალდებულს მის ენაზე. ბრალდებულმა თავიდანარ დაიჯერა. „თავისუფალი ხარ-მეთქი,“ - გაიმეორა ოფიცერმა. ბრალდებულს სახეზე ამდროის განმავლობაში პირველად დაეტყო სიცოცხლე. ნუთუ ეს სიმართლე იყო? თუმხოლოდ ოფიცრის წუთიერი ახირება, რომელიც შესაძლოა კიდეც შეცვლილიყო? ანიქნებ უცნობმა მოგზაურმა უბოძა მას ეს მოწყალება? რა იყო ეს? ამდაგვარი კითხვებიეწერა ბრალდებულს სახეზე. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. რაც უნდაყოფილიყო, მას სურდა, თუკი ამის უფლება მისცეს, თავისუფალი ყოფილიყო. ამიტომბრალდებული, როგორც შეეძლო, აწრიალდა.

„ღვედები არ გამიწყვიტო!“ - იყვირა ოფიცერმა - „დამშვიდდი, ახლავე აგიხსნით.“ ამსიტყვებით მან ჯარისკაცს ნიშანი მისცა და ისიც საქმეს შეუდგა. ბრალდებული თავისთვის,უხმოდ იცინოდა. ხან მარცხნივ, ოფიცრისკენ აბრუნებდა სახეს, ხანაც მარჯვნივ,ჯარისკაცისკენ იყურებოდა და არც მოგზაურს ივიწყებდა. „გადმოიყვანე,“ - უბრძანაოფიცერმა ჯარისკაცს. ფარცხის გამო ფრთხილად უნდა ემოქმედათ. ბრალდებულსმოუთმენლობის გამო რამდენიმე ადგილას უკვე გაკაწვროდა ზურგი. მაგრამ ოფიცერიმას ყურადღებას აღარ აქცევდა. ის მოგზაურს მიუახლოვდა, ჯიბიდან ტყავის საქაღალდეამოაძვრინა, გადაფურცლა, როგორც იქნა იპოვნა საჭირო ფურცელი და მოგზაურსგაუწოდა. „წაიკითხეთ,“ - თქვა მან. „არ შემიძლია,“ - უპასუხა მოგზაურმა - „აკი გითხარით,არ შემიძლია ამ ფურცლების კითხვა“. „კარგად დააკვირდით,“ - გაიმეორა ოფიცერმა დამოგზაურს გვერდით დაუდგა, რათა მასთან ერთად წაეკითხა. როცა არც ამან გაჭრა, მან,თითქოს ფურცლის შეხება აკრძალული აქვსო, ნეკა თითით ჰაერში მოხაზა ასოები, რათამოგზაურისთვის ასე გაეადვილებინა კითხვა. მოგზაურმა თავს ძალა დაატანა, სხვა თუარაფერი, ოფიცერისთვის რომ ესიამოვნებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ ოფიცერმანაწერის დამარცვლა დაიწყო, ბოლოს კი წინადადება თავიდან ბოლომდე წარმოთქვა:„იყავ სამართლიანი! - წერია აქ. ახლა ხომ შეგიძლიათ წაკითხვა“. მოგზაურიქაღალდისკენ დაიხარა. ოფიცერს ისევ შეეშინდა, არ შეეხოსო და ფურცლები განზეგასწია. მოგზაური აღარაფერს ამბობდა, მაგრამ აშკარა იყო, ნაწერის ამოკითხვა მაინც არშეეძლო. „იყავ სამართლიანი! - ასე წერია,“ გაიმეორა ოფიცერმა. „შესაძლებელია“ -უპასუხა მოგზაურმა - „მჯერა, რომ ასე წერია“. „კეთილი,“ - თქვა ნაწილობრივდაკმაყოფილებულმა ოფიცერმა და ფურცლებით ხელში კიბეზე აძვრა. მან ფურცლებიდიდი სიფრთხილით მოათავსა კალამში და კბილანა-რგოლების გადაწყობას შეუდგა. ესარ იყო ადვილი. საქმე, როგორც ჩანდა, პატარ-პატარა რგოლებს ეხებოდა დაზედმიწევნით სიზუსტეს მოითხოვდა. ამიტომ დროდადრო ოფიცერს მთელი თავითუწევდა კალამში შეძრომა.

ქვემოდან მოგზაური თვალს არ სწყვეტდა ამ საქმიანობას. კისერი დაუბუჟდა და მზისჭარბმა შუქმა თვალები ატკინა. ჯარისკაცი და ბრალდებული ერთმანეთს ართობდნენ.ბრალდებულის შარვალი და პერანგი, რომლებიც ორმოში ეყარა, ჯარისკაცმა ხისტისწვერით ამოიღო. პერანგი საშინლად დასვრილიყო, ამიტომ ბრალდებულმა ის წყლიანსათლში ამოავლო. შარვალ-პერანგის ჩაცმის შემდეგ ბრალდებულსა და ჯარისკაცსხმამაღლა გაეცინათ, რადგან ტანსაცმელი უკანა მხარეს ორად იყო გაჭრილი. როგორცჩანს, ბრალდებული თავს ვალდებულად თვლიდა, ჯარისკაცის გართობაზე ეზრუნა,ამიტომ მის წინ ტრიალს მოჰყვა. ბრალდებული ჩამუხლულიყო და სიცილისგან ხელებსმუხლებზე იტყაპუნებდა. თუმცა ბატონების თანდასწრების გამო ორივე ცდილობდა,თავშეკავებული ყოფილიყო.

ოფიცერმა, როგორც კი კიბეზე საქმიანობა მოამთავრა, ყველაფერი კიდევ ერთხელდეტალურად მოათვალიერა. კალამს აქამდე ღია თავსახური დააფარა, შემდეგ კიბიდანჩამოვიდა, ჯერ ორმოში ჩაიხედა და მერე ბრალდებულს გახედა. კმაყოფილი იყო იმით,რომ ამ უკანასკნელს ტანსაცმლის ამოღება უკვე მოესწრო. ამის შემდეგ ოფიცერიხელების დასაბანად წყლიანი სათლისკენ გაემართა. ბინძური წყლით უკმაყოფილო,მეტად დამწუხრდა იმაზე, რომ ხელების დაბანა ვერ მოახერხა და საბოლოოდ ისინიმიწაში ჩაყო. ამ ალტერნატივამ სრულებით არ დააკმაყოფილა, მაგრამ სხვა გზა არჰქონდა. შემდეგ წამოდგა და მუნდირის ღილების შეხსნას შეუდგა. ამ დროს ხელში ქალისცხვირსახოცები მოხვდა, მანამდე საყელოში რომ ჩაეტენა. „აიღე შენი ცხვირსახოცები,“ -თქვა მან და ისინი ბრალდებულისკენ ისროლა. „სახსოვარი ქალბატონებისგან,“ -

განმარტა მან მოგზაურის მისამართით.

მიუხედავად სიჩქარისა, რომლითაც მან მუნდირი გაიხადა, შემდეგ კი მთლიანადგაშიშვლდა, ტანსაცმელს მაინც დიდი სიფრთხილით ეპყრობოდა. მუნდირისაქსელბანდებს განსაკუთრებული მზრუნველობითაც კი გადაუსვა თითი და ფოჩიცგაუსწორა. თუმცა ამ ზრუნვას არაფრით შეესაბამებოდა ის, რომ ოფიცერი ტანსაცმელსგასწორებისთანავე უკმაყოფილოდ ისროდა ორმოში. უკანასკნელი ნივთი, რაც შერჩა,დაშნა აღმოჩნდა, ყაწიმითურთ. ქარქაშიდან ამოიღო და გადატეხა. შემდეგ კი ესყველაფერი - დაშნის ნაწილები, ქარქაში და ყაწიმი - ისეთი ძალით მოისროლაორმოსკენ, რომ იქიდან ყურისწამღები ჟღრიალი გაისმა.

ახლა ის შიშველი იდგა. მოგზაურმა ტუჩზე იკბინა. სიტყვას არ ძრავდა. მან იცოდა, რაცმოხდებოდა, მაგრამ უფლება არ ჰქონდა, ოფიცრისთვის რამე აეკრძალა. თუკისამართალაღსრულების ამ მეთოდს, რომელიც ოფიცრისთვის ასე ძვირფასი იყო,მართლაც აკრძალვა ემუქრებოდა (სავარაუდოდ, მოგზაურის ჩარევის წყალობითაც, რაცმას თავის პირდაპირ მოვალეობად მიაჩნდა), მაშინ ოფიცრის საქციელი სრულიადმართებული იყო. მის ადგილზე მოგზაურიც სწორედ ასე მოიქცეოდა.

ჯარისკაცს და ბრალდებულს ჯერ ვერაფერი გაეგოთ და თავიდან ოფიცრისკენ არც კიიყურებოდნენ. ბრალდებული ცხვირსახოცების დაბრუნებით მეტად გახარებული ჩანდა.თუმცა ამ სიხარულმა დიდხანს არ გასტანა - ჯარისკაცმა სწრაფად და მოულოდნელადცხვირსახოცები ხელიდან გამოსტაცა. ბრალდებული შეეცადა, კუთვნილი ცხვირსახოცებიროგორმე ამოეძვრინა ჯარისკაცის ქამრიდან, მაგრამ ამაოდ - ჯარისკაცი ფხიზლობდა.ასე, ნახევრადხუმრობით ჩხუბობდნენ ერთხანს და გონს მხოლოდ მაშინ მოეგნენ, როცაოფიცერი სრულიად გაშიშვლდა. ბრალდებული განსაკუთრებით შეძრული ჩანდამოსალოდნელი ცვლილებების მოლოდინში. რაც მას დაემართა, ის ახლა ოფიცრისხვედრი გამხდარიყო და ყველაფერი, სავარაუდოდ, აღსრულებისკენ მიდიოდა. ეტყობა,უცხო მოგზაურს გაეცა ამის განკარგულება. გამოდის, რომ ეს შურისძიება იყო. მიუხედავადიმისა, რომ მისი წამება ბოლომდე არ განხორციელდა, მასზე შურს ბოლომდე იძიებდნენ.ბრალდებულს უტყვად გაეღიმა და ეს ღიმილი სახიდან აღარც მოსცილებია.

ამასობაში ოფიცერი მანქანას მიუბრუნდა. თუკი აქამდეც აშკარა იყო, რომ მას მანქანაძალიან კარგად ესმოდა, ახლა ის კიდევ უფრო საზარლად მართავდა მექანიზმს დააპარატიც გასაოცრად ემორჩილებოდა ოფიცერს. საკმარისი იყო, ფარცხისთვის ხელისმიახლოება და მან მაშინვე ზემოთ-ქვემოთ დაიწყო მოძრაობა, სანამ იმ სასურველმდგომარეობას არ მიაღწია, რომელიც მასზე ოფიცრის მოსათავსებლად იყო საჭირო.საწოლის კიდესთან შეხებისთანავე საწოლმა ძაგძაგი დაიწყო. ქეჩის ნაჭერი ზუსტადოფიცრის პირისპირ აღმოჩნდა. ჩანდა, როგორ არ სურდა ოფიცერს ქეჩის პირში ჩადება,მაგრამ ყოყმანმა მხოლოდ ერთს წამს გასტანა - ოფიცერმა თავს ძალა დაატანა და ქეჩაპირში ჩაიდო. ყველაფერი მზად იყო. ღვედებიღა ეკიდა აქეთ-იქიდან, მაგრამ მათსავარაუდოდ აღარ გამოიყენებდნენ - ოფიცრის შებორკვა საჭიროებას არწარმოადგენდა. ამ დროს ბრალდებულმა ჩამოშვებული ღვედები შენიშნა. მისი აზრით,ეგზეკუცია სრულყოფილი არ იქნებოდა, თუ ღვედებს არ დაამაგრებდნენ. მან ჯარისკაცსნიშანი მისცა და ისინი სასწრაფოდ ოფიცრის შესაბორკად გაეშურნენ. ამ უკანასკნელსცალი ფეხი უკვე გაეშვირა ჩასართავის გადასაბრუნებლად, რომლითაც კალამი უნდაამუშავებულიყო. ამ დროს მასთან მისული ჯარისკაცი და ბრალდებული შეამჩნია, ფეხიუკან გამოსწია და შებორკვისთვის მოემზადა. მაგრამ ასე ჩამრთველს ვეღარ სწვდებოდა.არც ჯარისკაცს და არც ბრალდებულს ჩამრთველის პოვნა არ შეეძლოთ, მოგზაურს კიგადაეწყვიტა, არ ჩარეულიყო. თუმცა ჩარევა საჭირო აღარ გახდა. როგორც კი ღვედებიშეკრეს, მანქანა თავისით ამუშავდა. საწოლმა ძაგძაგი დაიწყო. ნემსები კანზე აცეკვდნენ,ფარცხი ჰაერში ადი-ჩადიოდა. მანქანასმიჩერებულ მოგზაურს უცებ გაახსენდა, რომკალამში წესით ერთი რგოლი უნდა აჭრიალებულიყო. მაგრამ არაფრის ხმა არ ისმოდა.მანქანა უხმოდ აგრძელებდა მუშაობას.

ამის გამო მანქანისადმი ინტერესი სრულიად განელდა. მოგზაურმა მზერა ჯარისკაცისა დაბრალდებულისკენ გადაიტანა. ბრალდებული უფრო მხნედ იდგა. ის მანქანას ინტერესითაკვირდებოდა, ხან მისკენ დახრილი, ხან ფეხისწვერებზე აწეული; საჩვენებელი თითიმანქანისკენ გაეშვირა და ჯარისკაცს გამუდმებით რაღაცას უჩვენებდა. მოგზაურს ეს

აღიზიანებდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე დარჩენილიყო, მაგრამ გრძნობდა -ამ ორის ყურებას ვეღარ იტანდა. „წადით სახლებში!“ - თქვა მან. ამაზე ჯარისკაცი იქნებთანახმა ყოფილიყო, მაგრამ ბრალდებულისთვის მოგზაურის ბრძანება სასჯელისტოლფასი აღმოჩნდა. მან ხელისგულები შეაერთა, მხურვალედ სთხოვა მოგზაურსდარჩენის უფლება და როცა ამ უკანასკნელმა უარის ნიშნად თავი გადააქნია,ბრალდებული მის წინაშე მუხლებზე დაეცა. მოგზაური მიხვდა, რომ ბრძანებებითვერაფერს გახდებოდა, ამიტომ მათი ძალით გაგდება მოინდომა. ამ დროს კალამშირაღაც ახმაურდა. მოგზაურმა მაღლა აიხედა. ნუთუ კბილანა მაინც მოიშალა? მაგრამ არა,ეს რაღაც სხვა იყო. კალმის თავსახური ნელა აიწია და ბოლოს მთლიანად გაიხსნა. ჯერკბილანა ამოიწვერა, მერე კი კბილანას რგოლიც გამოჩნდა, გეგონებოდა, რაღაც ძალაკალამს აქეთ-იქიდან ჭეჭყავს და ამ რგოლს ადგილი აღარ ჰყოფნისო. რგოლი კალმისკიდემდე მიიწია, იქიდან გადმოგორდა, სილაში დაბზრიალდა და იქვე დაეცა. ამ დროსზემოთ კიდევ ერთი რგოლი ამოიჩარა, იმას სხვა, უფრო დიდი და შედარებით მცირერგოლები მიჰყვნენ, ზოგი ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავებული. ყველამათგანი ერთსა და იმავე მოძრაობებს იმეორებდა და სილაში ეცემოდა. ყოველ ჯერზეჩნდებოდა შეგრძნება, რომ კალამი ბოლოს და ბოლოს დაცარიელდა, მაგრამ სწორედ ამდროს რგოლების ახალი ჯგუფი ცვიოდა კალმიდან, სილაში ბზრიალებდა და იქვევარდებოდა. ამასობაში ბრალდებულს სრულიად გადაავიწყდა მოგზაურის ბრძანება,კბილანების რგოლებით აღტაცებული იყო, სურდა შეხებოდა მათ, ჯარისკაცს დახმარებასსთხოვდა, მაგრამ ყოველ ჯერზე შიშით მიჰქონდა ხელი უკან, რადგან რგოლების ახალიწყება შეუჩერებლივ ცვიოდა კალმიდან და ბრალდებულს (ყოველ შემთხვევაში,დაგორების პროცესში) შიშს ჰგვრიდა.

მოგზაური, ბრალდებულისგან განსხვავებით, მეტად შეწუხებული ჩანდა. მანქანა აშკარადიშლებოდა. მისი მშვიდი მოქმედება მაცდუნებელი იყო. მოგზაურს დაეუფლა შეგრძნება,რომ აუცილებლად უნდა დახმარებოდა ოფიცერს, რადგან მას თავის თავზე ზრუნვა არშეეძლო. მაგრამ მთელი ყურადღებით რგოლებისკენ მიპყრობილი, მანქანის დანარჩენინაწილების მუშაობას თვალყურს ვეღარ ადევნებდა. ახლა კი, უკანასკნელი რგოლისგადმოვარდნის შემდეგ ფარცხისკენ დახრილ მოგზაურს კიდევ ერთი, უფროგასაბრაზებელი სიურპრიზი ელოდა. ფარცხი არ წერდა. ის მხოლოდ სხეულშიჩარჭობილიყო, საწოლი კი სხეულს აღარ აბრუნებდა, არამედ მხოლოდ ნემსებზე აცვამდაცახცახით. მოგზაურმა ჩარევა და ყველაფრის შეჩერება სცადა. ეს აღარ იყო თვითგვემა,რისკენაც ოფიცერი მიისწრაფვოდა, ეს უკვე პირდაპირი მკვლელობა გახლდათ.მოგზაურმა ხელები მანქანისკენ გაიშვირა. ამ დროს ფარცხი, ზედ ჩამოცმული სხეულით,გვერდზე გაიწია, რაც მას ჩვეულებრივ მხოლოდ მეთორმეტე საათზე უნდა გაეკეთებინა.სისხლი ნიაღვრებად ასხამდა ყველა მხარეს. ის არ იყო წყალში გაზავებული, რადგანწყლის პატარა მილებსაც ემტყუნათ. და ბოლოს, მოშლილიყო გრძელი ნემსებიც - ისინიაღარაფრით შორდებოდნენ სხეულს, რომელიც, სისხლისგან თითქმის დაცლილი,ორმოზე ზემოდან ეკიდა და შიგ არ ვარდებოდა. „მომეხმარეთ!“ - გასძახა მოგზაურმაჯარისკაცს და ბრალდებულს, თავად კი ფეხებში სწვდა ოფიცერს. მას სურდა, დანარჩენებსთავი დაეჭირათ და ასე ნელ-ნელა აეხსნათ ოფიცერი ნემსებიდან. მაგრამ იმ ორსოფიცერთან მიახლოება ვერ გადაეწყვიტა. ბრალდებულმა მათ ზურგიც კი აქცია.მოგზაური იძულებული გახდა, მათთან მისულიყო და ოფიცრის თავთან მიეთრია ორივე.ამ დროს, თითქმის საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, მან გვამის სახეს მოჰკრა თვალი.გვამი თითქმის ცოცხალს ჰგავდა. არავითარი განწმენდა, რაზეც მანამდე ოფიცერილაპარაკობდა, მის სახეს არ აჩნდა. მას ვერ მიეღწია იმისთვის, რასაც დანარჩენები ამმანქანის მეშვეობით ჰპოვებდნენ. ტუჩები თითქმის დაემუწა. მის ღიად დარჩენილ,ცოცხალივით თვალებში სიმშვიდე და დამაჯერებლობა იკითხებოდა. შუბლში რკინისდიდი სარჭის წვეტი ჰქონდა ჩარჭობილი.

როცა მოგზაური მის უკან მიმავალ ჯარისკაცსა და ბრალდებულთან ერთად კოლონიისპირველ სახლებს მიუახლოვდა, ჯარისკაცმა ხელი ერთ-ერთი სახლისკენ გაიშვირა დათქვა: „ეს ჩაის სახლია“.

ეს გახლდათ სახლის პირველ სართულზე მდებარე, ღრმად შესული, დაბალი, სოროსავითოთახი, გამურული კედლებითა და ჭერით. ქუჩის მხრიდან ფართოდ იყო მოღებული. ჩაისსახლი თითქმის არ განსხვავდებოდა კოლონიის სხვა სახლებისგან, რომლებიც,

კომენდატურის სასახლისებური შენობის გარდა, საკმაოდ ღარიბულადგამოიყურებოდნენ, მაგრამ მან მოგზაურზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, თითქოსისტორიული ღირებულების ყოფილიყო. მოგზაურმა ძველი დროის სიძლიერე იგრძნო.თანამგზავრების წინ მიმავალი, შენობას მიუახლოვდა, საჩაიეს წინ მდგარ ცარიელმაგიდებს შორის გაიარა და შიგნიდან გამოსული აყროლებული ჰაერი ჩაისუნთქა. „ბებერიაქ მარხია,“ - თქვა ჯარისკაცმა, - „სასულიერო პირებმა სასაფლაოზე დაკრძალვისუფლება არ მისცეს. დიდხანს ფიქრობდნენ, სად დაემარხათ. ბოლოს აქ დამარხეს. ამისშესახებ ოფიცერი, რა თქმა უნდა, არ მოგიყვებოდათ, რადგან ყველაზე მეტად რცხვენოდაამ ამბის. რამდენჯერმე, ღამით, ბებრის ამოთხრაც კი დააპირა, მაგრამ გააგდეს აქედან.“„სად არის საფლავი?“ - იკითხა მოგზაურმა, რადგან ჯარისკაცის ნაამბობის დაჯერება ვერშეძლო. ჯარისკაცი და ბრალდებული სწრაფად მოშორდნენ და ხელები იქით გაიშვირეს,სადაც, მათი აზრით, საფლავი მდებარეობდა. ისინი მოგზაურს უკანა კედლისკენგაუძღვნენ. რამდენიმე მაგიდას სტუმრები უსხდნენ - სავარაუდოდ, ნავსადგურის მუშები,ჩაფსკვნილი კაცები მოკლე, შავად მბზინავი წვერით. დაფლეთილ პერანგებზე პიჯაკებიარ ეცვათ. ეს იყო ღატაკი, დაბალი ფენა. მოგზაურის მიახლოებისას ისინი ფეხზეწამოდგნენ, კედელს აეკრნენ და ასე მიაჩერდნენ მას. „ეს უცხოელია,“- გაისმა ირგვლივჩურჩული - „საფლავის ნახვა სურს“. მუშებმა ერთ-ერთი მაგიდა გვერდზე გასწიეს და მისქვეშ მართლა გამოჩნდა საფლავის ქვა. ჩვეულებრივი ქვა იყო, საკმარისად დაბალიიმისთვის, რომ მაგიდის ქვეშ დაემალათ. მასზე ძალიან პატარა ასოებით გაეკეთებინათეპიტაფია, რომლის წასაკითხადაც მოგზაურს ჩამუხვლა მოუწია. ქვაზე ეწერა: „აქგანისვენებს მოხუცი კომენდანტი. მისმა მიმდევრებმა, რომლებსაც ახლა თავიანთივინაობის გამჟღავნება არ ძალუძთ, გათხარეს მისთვის ეს საფლავი და დაადგეს მას ესქვა. წინასწარმეტყველების თანახმად, გარკვეული წლების შემდეგ კომენდანტი აღსდგება.ის ამ სახლიდან უწინამძღვრებს თავის მიმდევრებს კოლონიის ხელახლა დასაპყრობად.გწამდეთ და ელოდეთ!“ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ მოგზაური წამოდგა. მის გარშემომდგარი მუშები ისე იცინოდნენ, თითქოს წარწერა მასთან ერთად წაიკითხეს, სასაცილოეჩვენათ და ახლა მისგან ამ აზრის გაზიარებას ითხოვენო. მოგზაურმა არაფერი შეიმჩნია,მუშებს ხურდა ფული დაურიგა, დაელოდა, სანამ საფლავს ისევ მაგიდას დაადგამდნენ,შემდეგ კი იქაურობა დატოვა და ნავსადგურისკენ გაუყვა გზას.

ჯარისკაცი და ბრალდებული საჩაიეში ნაცნობს შეხვდნენ, რის გამოც შეყოვნება მოუწიათ.თუმცა, როგორც ჩანს, მალევე გაეცალნენ იქაურობას და თითქმის დაეწივნენ მოგზაურს,რომელსაც ნავებისკენ მიმავალი გრძელი კიბის ნახევარი უკვე გაევლო. სავარაუდოდ,სურდათ, ბოლო წუთს ეიძულებინათ მოგზაური, ისინიც თან წაეყვანა. სანამ მოგზაურიქვემოთ მენავეს გემთან მიყვანაზე ურიგდებოდა, ეს ორი კისრისტეხით დაეშვა კიბეზე,უხმოდ, რადგან ხმის ამოღება ვერ გაებედათ. მაგრამ, როცა იქამდე ჩაირბინეს, მოგზაურიუკვე ნავში იყო და მენავემაც ის-ის იყო, მოსწყვიტა ნავი ნაპირს. მათ ჯერ კიდევ შეეძლოთნავში ჩახტომა, მაგრამ მოგზაურმა ნავის ძირიდან მძიმე, გაკვანძული თოკი აიღო დამუქარით აიძულა ისინი, განზრახვაზე უარი ეთქვათ.