33
საქართველოს მთავრობის დადგენილება №179 2013 წლის 17 ივლისი ქ. თბილისი ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1 საქართველოს ტყის კოდექსის 116-ე მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“. მუხლი 2 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანება „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277 ბრძანება „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი http://www.matsne.gov.ge 36016000010003017346

ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის ...extwprlegs1.fao.org/docs/pdf/geo167770.pdf ·

  • Upload
    others

  • View
    7

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №179

2013 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1საქართველოს ტყის კოდექსის 116-ე მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „ტყის აღრიცხვის,დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი“.მუხლი 2დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440ბრძანება „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 27 აგვისტოს №277ბრძანება „ტყით სარგებლობის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის დამტკიცების შესახებ“.მუხლი 3დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი

http://www.matsne.gov.ge 36016000010003017346

ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. დადგენილების მიზანი

1. დადგენილების მიზანია განსაზღვროს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის

აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესი (შემდგომში - წესი).

2. დადგენილებით განისაზღვრება:

ა) ტყის აღრიცხვის სახეები, მათი განხორციელების მეთოდები და მოთხოვნები;

ბ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების შედგენის მეთოდები, მათი განხილვის და

დამტკიცების პროცედურები;

გ) მონიტორინგის განხორციელების წესი და მეთოდები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მართვის ორგანო - საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული

ორგანო;

ბ) ტყის ბუნებრივი რესურსი - სახელმწიფო ტყის ფონდში არსებული მერქნიანი და არამერქნიანი

მცენარეები და მათი ნაწილები, ცხოველთა სამყაროს ობიექტები, ნიადაგი, წყლის ობიექტები, წიაღი;

გ) საკვლევი ობიექტი - სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია

ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის, ასევე სხვა სპეციფიკური კვლევების

განხორციელება;

დ) სირონი - 0,5 მეტრი სიგანის ტყის ზოლი, სადაც იჭრება მერქნიანი მცენარეები ტყით

დაფარული ფართობების ურთიერთგამიჯვნისას. გამოიყენება კვარტალების გამიჯვნისათვის (როცა

კვარტალები ბუნებრივი საზღვრით არ არის გამოყოფილი) და ბარის ტყეებში ტყეკაფის მომიჯნავე

ტერიტორიისგან გამიჯვნისათვის;

ე) საკვარტალე ქსელი - კარტოგრაფიულ მასალაზე ასახული კვარტალების ერთობლიობა, სადაც

თითოეულ კვარტალს მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი. კვარტალის ნუმერაცია წარმოებს სატყეოს

ფარგლებში ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით;

ვ) ლიტერი (სატაქსაციო უბანი) - კვარტალის შემადგენელი უმცირესი ერთეული, რომელიც

ერთგვაროვანია ტაქსაციური მაჩვენებლებით და მის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სატყეო

ღონისძიებების მსგავსებით (იდენტურობით). ის არის ტყის ფონდის აღრიცხვის და სატყეო-სამეურნეო

ღონისძიებების პროექტირების პირველადი ტერიტორიული ერთეული. ლიტერის მინიმალური

ფართობი შეადგენს 0,1 ჰა-ს და მეტს. მართვის ორგანოს ტექნიკური დავალებით შეიძლება

განისაზღვროს, რომ ლიტერის ფართობი ცალკეული შემთხვევებისათვის იყოს 0,1 ჰა-ზე ნაკლები;

ზ) მონაცემთა ბაზა - სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვით, მონიტორინგით და სხვა

2

გამოკვლევებით (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებით) მიღებული ინფორმაციის

ერთობლიობა;

თ) გეოინფორმაციულ მონაცემთა ბაზა - მონაცემთა ბაზასთან თავსებადი გეოინფორმაციული

სისტემისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით მიღებული მონაცემები;

ი) თემატური რუკა - სახელმწიფო ტყის ფონდის გარკვეული ტერიტორიის შესაბამისი მასშტაბის

რუკა გაბატონებული სახეობის, დაპროექტებული ღონისძიებების, ხანძარსაშიშროების კლასების

მიხედვით და სხვა;

კ) კორომის ტაქსაციური მახასიათებლები - კორომის დახასიათების ძირითადი კომპონენტები:

კორომის წარმოშობა (თესლითი ან ამონაყრითი), სახეობრივი შემადგენლობა, საშუალო სიმაღლე,

საშუალო დიამეტრი, ხნოვანება, ბონიტეტი, სიხშირე, სასაქონლო კლასი, მარაგი და სხვა;

ლ) კორომი - მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად

განსხვავებული ტყის ნაწილი;

მ) სატყეო - სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, აღდგენის და სარგებლობის ორგანიზების

მიზნით დადგენილი სატყეო უბნის ნაწილი;

ნ) სამცველო - ტყის დაცვის ორგანიზების მიზნით გამოყოფილი სახელმწიფო ტყის ფონდის

გარკვეული ტერიტორია;

ო) საკვლევი ობიექტის ციფრული სიმაღლითი მოდელი - საკვლევი ობიექტის რელიეფის

ამსახველი მონაცემი: სიმაღლე ზღვის დონიდან, ფერდობის დაქანება და ექსპოზიცია;

პ) სატყეო ტაქსაცია - ტექნიკური ქმედებების კომპლექსი ტყის რესურსების (მათ შორის,

ზეზემდგომი, მოჭრილი, ძირნაყარი ხე-ტყე და მათი ნაწილები) გამოვლენის, აღრიცხვის,

ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისათვის;

ჟ) დეშიფრირება - აეროფოტოსურათებზე და ორთოფოტოგეგმებზე ობიექტების შემჩნევა-

ამოცნობა და ადგილმდებარეობის მონიშვნა ხელით, ინსტრუმენტალური (აზომვით) ან

ავტომატიზირებული (სპეციალური პროგრამები) მეთოდებით;

რ) სტრატი - ძირითადი ტაქსაციური მახასიათებლებით ერთგვაროვანი ლიტერების ერთობლიობა;

ს) ხნოვანების ჯგუფი - კორომის ხნოვანების კლასები გაერთიანებული ახალგაზრდა, შუახნოვანი,

მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ჯგუფებში;

ტ) სიხშირის ჯგუფი - ტყეები იყოფა მეჩხერი (0,1-0,2), დაბალი (0,3-0,4), საშუალო (0,5-0,6) და

მაღალი (0,7 და მეტი) სიხშირის კორომებად;

უ) სატაქსაციო ბარათი - ლიტერის ტაქსაციური დახასიათების და მასში განსახორციელებელი

ღონისძიებების ამსახველი, საველე პირობებში შესავსებად გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმა;

ფ) სანიმუშო ფართობი - სახელმწიფო ტყის ფონდის დახასიათებისათვის აღებული გარკვეული

სიდიდის ფართობი, სადაც ხორციელდება სპეციალური გამოკვლევა, გამოკვლევების მონაცემების

განზოგადოებისა და შედარების მიზნით;

ქ) აბრისი - ხელით ან სხვა საშუალებით შესრულებული ერთი ან რამოდენიმე კვარტალის საველე

სქემატური ნახაზი ქაღალდზე ან ორთოფოტოსურათზე (ფოტოაბრისი), ან ამონახაზი თემატური

3

რუკებიდან, რომელზეც დატანილია ლიტერების კონტურები, სირონები და სხვა ელემენტები;

ღ) ადგილსამყოფელის ტიპი - მეტყევეობითი საკლასიფიკაციო ერთეული, რომელიც აერთიანებს

ადგილსამყოფელის პირობებით მსგავს ტერიტორიებს, რომლებიც განაპირობებენ განსაზღვრული

შემადგენლობის და წარმადობის მცენარეულობის არსებობას;

ყ) კორომის ბონიტეტი - კორომის პროდუქტიულობის მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება

კორომის საშუალო სიმაღლითა და ხნოვანებით;

შ) ლენტისებური სანიმუშო ფართობი - სატყეო კვარტალში მონიშნული 10 ან 20 მეტრის სიგანისა

და გარკვეული სიგრძის დერეფანი, რომელზეც ხორციელდება დეტალური აღრიცხვა;

ჩ) ტყის ფონდის სტატისტიკური აღრიცხვა - კორომების ტაქსაციური მაჩვენებლების პერიოდული

განსაზღვრა ადგილზე აღებული სანიმუშო ფართობების მიხედვით. სანიმუშო ფართობების

რაოდენობა და ზომა დგინდება შემთხვევითი, სისტემატიური ან სხვა სახის სტატისტიკური

მეთოდით;

ც) კორომის ხნოვანების კლასი - ხნოვანებითი ინტერვალი, რომელიც დგინდება მერქნიან

მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების, კორომთა და ტყის ფონდის ხნოვანებითი სტრუქტურის

მახასიათებლების მიხედვით (სახეობის მიხედვით: 5 ან 10 წლიანი–ამონაყრით მიღებული

ფოთლოვანი სახეობისათვის, 20 წლიანი–წიწვოვანი და თესლით წარმოშობილი მაგარმერქნიანი

ფოთლოვანი სახეობისათვის);

ძ) სარევიზიო პერიოდი - ტყის მართვის (ასევე ტყეთმოწყობის) ან ტყით სარგებლობის გეგმების

დამტკიცებიდან 10 წლიანი პერიოდი;

წ) სატყეო კვარტალი - ტყის ფონდის გარკვეული ტერიტორია, ნატურაში ბუნებრივად ან

ხელოვნურად (სირონის მოწყობით) გამიჯნული მუდმივი სააღრიცხვო და სამეურნეო ერთეული,

რომელიც შედგება სატაქსაციო უბნებისაგან (ლიტერებისაგან);

ჭ) საქონლიანობის (სასაქონლო) კლასი - შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი

კორომების შემქმნელი ზეზემდგომი ხეების მერქნის ხარისხის მაჩვენებელი;

ხ) ხის სიმაღლე - მანძილი მიწის ზედაპირიდან ზეზემდგომი ხის კენწეროს ჩათვლით;

ჯ) მკერდის სიმაღლე - პირობითად მიღებული სიდიდე გაზომილი მიწის ზედაპირიდან 1.3 მ

სიმაღლემდე. ამ სიმაღლეზე დიამეტრის საზომი ორთითის საშუალებით განისაზღვრება ხის

დიამეტრი (ტაქსაციური დიამეტრი) ხეების აღრიცხვის დროს;

ჰ) სიხშირმზომი - სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც წარმოებს კორომის განიკვეთის

ფართობების ჯამის განსაზღვრა 1 ჰა ფართობზე;

ჰ1) ტყის კულტურები - თესვით ან დარგვით გაშენებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები;

ჰ2) ტყის მართვის გეგმა - სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის კომპლექსური დოკუმენტი,

რომელიც შემუშავებულია ტყის მართვის ორგანოს მიერ სარევიზიო პერიოდისათვის (10 წლიანი

ვადით);

ჰ3) ტყითსარგებლობის გეგმა - სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის კომპლექსური

დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის

4

დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ სარევიზიო პერიოდისათვის (10 წლიანი

ვადით);

ჰ4) ფერდობის დაქანება - კუთხე, რომელიც მიიღება მთის ფერდობის მიმართულებით

ჰორიზონტალურ სიბრტყესთან და გამოისახება გრადუსებით;

ჰ5) ტერიტორიის შიდასამეურნეო მოწყობა (ორგანიზაცია) - ტყის აღრიცხვის დროს დადგენილ

საზღვრებში მოქცეული ტერიტორიის დაყოფა სხვადასხვა ადმინისტრაციულ-სამეურნეო

ერთეულებად (სატყეო, სამცველო, კვარტალი) და საკვარტალე ქსელის შექმნა;

ჰ6) ზეხმელი ხე - ზეზეურად გამხმარი ხე, რომელმაც დაკარგა სასიცოცხლო ფუნქცია;

ჰ7) ხე თესლითი წარმოშობის - ხე, რომელიც წარმოიშვა თესლისაგან;

ჰ8) ხე ამონაყრითი წარმოშობის - ვეგეტატიური წარმოშობის ხე;

ჰ9) ხის ღერო - ხის მთავარი (ღერძული) გამერქნებული ნაწილი ფესვის ყელიდან კენწეროს

ჩათვლით;

ჰ10) კორომის საშუალო ხნოვანება - კორომის შემქმნელი გაბატონებული მერქნიანი სახეობის

საშუალო ასაკი;

ჰ11) ხის ხნოვანება - წელთა რაოდენობა ხის სასიცოცხლო ციკლის დაწყებიდან (აღმოცენებიდან);

ჰ12) ძირნაყარი - წაქცეული ხეები ან მიწაზე დაყრილი მისი ნაწილები (ღერო, ტოტები);

ჰ13) ლიცენზიის მფლობელი - ტყითსარგებლობის გენერალური ან/და ხე-ტყის დამზადების

სპეციალური ლიცენზიის მფლობელი;

ჰ14) სატყეო ინფრასტრუქტურა - სატყეო-სამეურნეო გზები (საავტომობილო, ვიწროლიანდაგიანი

სარკინიგზო, საბაგირო) და ტყითსარგებლობის, ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის მიზნების

განსახორციელებლად მოწყობილი ბილიკები, თავშესაფრები, სამონადირეო, საკურორტო,

რეკრეაციული, სპორტული ინფრასტრუქტურა და სხვა დროებითი ან მართვის ორგანოს ბალანსზე

რიცხული კაპიტალური ნაგებობები;

ჰ15) ტყის ენტო და ფიტომავნებლები - მწერების და სოკოების სახეობები, რომლებიც ასნებოვნებენ

და აზიანებენ მცენარეებს;

ჰ16) ტყითმოსარგებლე - საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირი, რომელიც

ახორციელებს ტყითსარგებლობას;

ჰ17) ტყითსარგებლობის ობიექტი - ტყითსარგებლობას დაქვემდებარებული ტერიტორია;

ჰ18) ტყეებში ხანძარ საშიშროების კლასი - ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი

ადგილსამყოფელის პირობებთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება ტყის უბნის

ხანძარსაშიშროების შეფასების შკალით. შკალის მიხედვით ხანძარსაშიშროების გათვალისწინებით

ტყეები იყოფა ხუთ კლასად: I კლასი - ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები,

წიწვოვანი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; II კლასი - მუხის, რცხილის, წაბლის, აკა-

ციის, ჯაგრცხილის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; III

კლასი - I-II კლასებში შემავალი კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე და IV კლასში

შემავალი კორომები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; IV კლასი - სოჭის, ნაძვის, წიფლის და

5

დანარჩენი სახეობების კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; V კლასი - თხმელის,

ტირიფის, ლაფნის, ვერხვის, ევკალიპტის კორომები, მარადმწვანე ბუჩქნარები, ჭალის ტყეები და სხვა

ჭარბტენიან ტერიტორიებზე არსებული კორომები. ხანძარსაშიშროების კლასი დგინდება თითოეული

კვარტალისათვის, მასში შემავალი ლიტერების შესაბამისი მონაცემების გასაშუალოებით;

ჰ19) ტექნიკური დავალება - ტყის აღრიცხვისას, მართვის გეგმის ან/და ტყითსარგებლობის გეგმის

შემუშავების მიზნით შესასრულებელი სამუშაოების ციკლი კონკრეტულ სამუშაოთა მითითებით;

ჰ20) სატყეო-სამეურნეო ღონისძიება - სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ორგანიზაციულ-

ტექნიკური ღონისძიებები, რომელიც მიმართულია ტყის გაშენების, აღდგენის, დაცვის, ასევე მათი

მწარმოებლობისა და მდგომარეობის ამაღლების მიზნით;

ჰ21) სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

ჰ22) მინისტრი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

თავი II

ტყის აღრიცხვა

მუხლი 3. ტყის აღრიცხვის მიზანი

1. ტყის აღრიცხვა წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტექნიკურ

ღონისძიებათა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ტყის მდგომარეობის ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ,

ეკონომიკურ შეფასებას და ქმნის ტყის და მერქნული რესურსების რაციონალური გამოყენების

საფუძველს.

2. ტყის აღრიცხვის მიზანია ტყის ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი

მახასიათებლების დადგენა და მიღებული მონაცემების საფუძველზე ტყის მართვის გეგმის ან

ტყითსარგებლობის გეგმის შედგენა.

მუხლი 4. ტყის აღრიცხვის ობიექტი

ტყის აღრიცხვის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდი.

მუხლი 5. სახელმწიფო ტყის ფონდის კატეგორიები

1. სახელმწიფო ტყის ფონდი იყოფა ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ტერიტორიებად.

2. ტყით დაფარული ტერიტორიის კატეგორიებია:

ა) ბუნებრივი წარმოშობის;

ბ) ხელოვნური წარმოშობის.

3. ტყით დაუფარავი ტერიტორიის კატეგორიებია:

ა) საძოვარი, სათიბი, სახნავი, ბაღი, ბოსტანი, ვენახი;

ბ) მიწები, რომლებიც მოიცავს ვარჯშეუკვრელ კულტურებსა და სანერგეებს, აგრეთვე ნაკაფებს,

ნახანძრალებს, დაღუპულ კორომებს, 0,1 ჰექტარი და მეტი ფართობის ველობებს, მინდვრებს და

სატყეო-სამეურნეო დანიშნულების ეზოებს;

6

გ) მიწები, რომლებიც მოიცავს ტბორებს, საგუბრებს და სხვა;

დ) გამოუყენებელი მიწები, რომლებიც მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე

არსებულ ჭაობებს, ქვიშებს, მყინვარებს, კლდეებს, რიყეებს და სხვა;

ე) სპეციალური დანიშნულების მიწები, რომლებიც გაცემულია სპეციალური დანიშნულებით

სარგებლობისთვის ან/და მოიცავს გზებს, სირონებს, ელექტრო და კავშირგაბმულობის სადენებს,

ნავთობსადენებს, გაზსადენებს, წიაღისეულის მიწის მინაკუთვნებს, ასევე სხვადასხვა

ინფრასტრუქტურითა და სხვადასხვა დანიშნულებით დაკავებულ მიწის ნაკვეთებს.

მუხლი 6. ტყის აღრიცხვის სამუშაოები

1. ტყის აღრიცხვის სამუშაოები მოიცავს ტყის აღრიცხვის მოსამზადებელ, საველე და კამერალურ

სამუშაოებს, რომელთაგან:

ა) მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს საკვლევი ობიექტის შესახებ არსებული ინფორმაციის

მოპოვებას;

ბ) საველე სამუშაოები მოიცავს საკვლევ ობიექტზე საველე პირობებში ტყის აღრიცხვის

ღონისძიებების ჩატარებას;

გ) კამერალური სამუშაოები მოიცავს მოსამზადებელი და საველე სამუშაოების შედეგად

მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და მის

საფუძველზე ტყის მართვისა ან/და ტყითსარგებლობის გეგმების შემუშავებას.

2. ტყის აღრიცხვის ტექნიკურ საფუძველს წარმოადგენს ორთოფოტოგეგმები, ტოპოგრაფიული

რუკები, ტყის კორომთა გეგმები, ტყის აღრიცხვის არსებული მონაცემები (მათ შორის, გასული

სარევიზიო პერიოდის ტყეთმოწყობის მასალები), საკვლევი ობიექტის რელიეფის სიმაღლითი

ციფრული მოდელი, ინფორმაცია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ტყის ფონდის

საზღვრების შესახებ, საველე სამუშაოებით აზომილი-დაზუსტებული ტყის საზღვრები, საკუთრების

უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისი, ადგილზე იდენტიფიცირებული და აზომილი

საზღვრები.

3. საჭიროების შემთხვევაში, ურბანულ და რეფორმით გაცემულ ტერიტორიებთან ტყის

საზღვრების აზომვები ტარდება თანამედროვე მაღალი სიზუსტის ტექნოლოგიების გამოყენებით.

4. ტყის აღრიცხვის სამუშაოთა ჩატარებისას ხორციელდება:

ა) ტყის ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა, არსებული ტყის და მერქნული რესურსების

მდგომარეობის მაჩვენებლების ხარისხის ანალიზი, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების შემუშავება

ტყის ბუნებრივი რესურსებით (გარდა წიაღისა) სარგებლობაზე, მოვლაზე, დაცვაზე, განახლებასა და

გაუმჯობესებაზე;

ბ) საკვლევი ობიექტის საზღვრების (კონტურების) დაზუსტება, შიდასამეურნეო მოწყობა -

საკვარტალე ქსელის პროექტის შედგენა, სატყეოებად, სამცველოებად და კვარტალებად დაყოფის

თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საკვლევი ობიექტის გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზის შექმნა, თემატური რუკების,

7

საკადასტრო აზომვითი ნახაზების და სხვა კარტოგრაფიული მასალის მომზადება;

დ) საკვლევი ობიექტის ტყით დაფარული და ტყით დაუფარავი ტერიტორიების გამოვლენა, მათ

შორის ტყით დაუფარავი ტერიტორიის შესაბამის კატეგორიებად დაყოფის თაობაზე, ასევე არსებული

კატეგორიის შეცვლაზე დასაბუთებული რეკომენდაციების მომზადება;

ე) კვარტალის ფარგლებში კორომების ტაქსაციური მახასიათებლების მიხედვით ლიტერებად

დაყოფა, ამ მახასიათებლების დაზუსტება, ასევე ტყის დეგრადირებული, ეროზირებული, ნახანძრალი,

ჯგუფურად ჩახერგილი, ფიტო და ენტო მავნებლებით დაზიანებული და არადამაკმაყოფილებელი

განახლების მქონე უბნების გამოვლენა და შესაბამისი აღდგენა-გაშენების, ხანძარსაწინააღმდეგო,

მავნებელ დაავადებებისაგან დაცვის და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა;

ვ) ტყის და მერქნული რესურსების, მათ შორის, დასამზადებელი ხე-ტყის მოცულობის დადგენა;

ზ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების, ტყის

არამერქნული რესურსების შესახებ ინფორმაციის შეგროვება; მათი დამზადებისათვის და

მოპოვებისათვის შესაძლო ფართობების გამოვლენა (მათ შორის, სათესლე, სამკურნალო,

თაფლმომცემი და ნაყოფმომცემი უბნების გამოვლენა);

თ) საკურორტო, რეკრეაციული, ეკოტურისტული, სპორტული და სხვა კულტურულ-

გამაჯანსაღებელი მიზნების განხორციელებისათვის შესაძლო ტერიტორიების გამოვლენა;

ი) ტყითსარგებლობის სხვა სახეების განსახორციელებლად ფართობების გამოვლენა;

კ) ტყის მდგომარეობის ამსახველი სხვა მონაცემების მოპოვება;

ლ) საკვლევი ობიექტის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების

საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის

მქონე მცენარეების, ხელუხლებელი კორომების გამოვლენა;

მ) გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზის შექმნა და ტექნიკური დავალებით განსაზღვრული

თემატური რუკების მომზადება;

ნ) ტყის ბოლო აღრიცხვით (ან ტყეთმოწყობით - ასეთის არსებობისას) დაგეგმილი და სარევიზიო

პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შეფასება;

ო) ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა დავალებების შესრულება, ასევე სხვა

მონაცემების მოპოვება, მომზადება და დამუშავება;

პ) ხელუხლებელი და მაქსიმალური სატაქსაციო მაჩვენებლების მქონე ეტალონური

ღირებულებების მქონე კორომების გამოვლენა.

მუხლი 7. აღრიცხვის მეთოდები

ტყის აღრიცხვა ხორციელდება მეურნეობის წარმოებისათვის საჭირო სიზუსტით

ტყითსარგებლობის მიზნების გათვალისწინებით. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის მეთოდებია:

ამორჩევითი და დეტალური აღრიცხვა.

მუხლი 8. ამორჩევითი აღრიცხვის მეთოდი

8

1. ამორჩევითი მეთოდით აღრიცხვა ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით ან მის გარკვეულ

ტერიტორიაზე.

2. ამორჩევითი აღრიცხვის დროს გამოიყენება სატყეო ტაქსაციის აზომვითი მეთოდი.

3. ამორჩევითი აღრიცხვა ხორციელდება სანიმუშო ფართობის აღებით, რომლის ცენტრიც

მდებარეობს მეტრული კოორდინატთა ბადის გადაკვეთის (ბადის კვეთის ინტერვალებია 100 მეტრი

და ზევით) ადგილებში (ტექნიკური დავალებით განსაზღვრული კვლევის სიზუსტის მიხედვით).

4. ამორჩევითი მეთოდით აღრიცხვის დროს ხორციელდება ორთოფოტოგეგმების დეშიფრირება

ლიტერების გამოყოფის მიზნით და მათი გაერთიანებით სტრატებში (ერთგვაროვანი ლიტერების

კრებული).

5. სტრატებში ლიტერების გაერთიანება ხორციელდება შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

ა) გაბატონებული მერქნიანი მცენარის სახეობა;

ბ) ხნოვანების ჯგუფი (ახალგაზრდა, შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი);

გ) სიხშირის ჯგუფები: 0,1-0,2; 0,3-0,4; 0,5-0,6; 0,7 და მეტი სიხშირე ან ტყის საბურველის

შეკრულობის პროცენტი: 10-20%; 21-30%; 31-40%; 41-50%; 51-60%; 61-70%; 71% და მეტი;

დ) ფერდობთა დაქანების ჯგუფები: 0-5 გრადუსი, 6-20 გრადუსი, 21-30 გრადუსი, 31-35

გრადუსამდე, 35 გრადუსზე მეტი;

ე) ექსპოზიცია - რუმბები (ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი,

სამხრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი);

ვ) წარმოშობა: ბუნებრივი (თესლით და ამონაყრითი) და ხელოვნური წარმოშობის კორომები.

მუხლი 9. დეტალური აღრიცხვის მეთოდი

1. დეტალური აღრიცხვა დაფუძნებულია თვალზომური და აზომვითი ტაქსაციის მეთოდებზე,

აგრეთვე კვლევის სხვა მეთოდებზე.

2. დეტალური მეთოდით ტყის აღრიცხვა ხორციელდება წინასწარ დეშიფრირებულ სატაქსაციო

უბნის თვალზომური აღწერით, ხოლო ჭრას დაქვემდებარებულ სატაქსაციო უბანში სანიმუშო

ფართობის აღებით.

3. დეტალური მეთოდით აღრიცხვისას პროექტირების პირველად დონეს წარმოადგენს ლიტერი.

4. დეტალური მეთოდით აღრიცხვისას გამოიყენება სატყეო ტაქსაციის თვალზომური და

აზომვითი მეთოდები:

ა) დეტალური მეთოდით ტყის აღრიცხვა ხორციელდება ყველა სატაქსაციო უბნის თვალზომური

ტაქსაციით (ნატურაში შეფასებით), ხოლო ჭრას დაქვემდებარებულ ლიტერებში (სატაქსაციო უბნებში)

დამატებით სანიმუშო ფართობის აღებით. 360 და მეტი დაქანების მქონე, აგრეთვე ძნელად მისადგომი

და მიუდგომელ უბნებში ტაქსაცია ხორციელდება ორთოფოტოგეგმების დეშიფრირებით ან/და

მოპირდაპირე ფერდობიდან ოპტიკური ხელსაწყოებით დაკვირვების გზით;

ბ) ჭრას დაქვემდებარებულ ლიტერებში სანიმუშო ფართობების სიდიდე (ფართობი) მთლიანობაში

უნდა შეადგენდეს ლიტერის საერთო ფართობის არანაკლებ 3%-ს და სანიმუშო ფართობის მონაცემები

9

(საველე უწყისების ასლები) თან ერთვის სატაქსაციო აღწერებს;

გ) ტყის დეტალური აღრიცხვის დროს ლიტერების გამოყოფა (კონტურის დადგენა) ხორციელდება

ორთოფოტოგეგმების დეშიფრირების საფუძველზე და ნატურაში მისი დაზუსტებით;

დ) ლიტერის გამოყოფა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მახასიათებლების მიხედვით:

დ.ა) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის შესაბამისი კატეგორია;

დ.ბ) გაბატონებული მერქნიანი მცენარის სახეობა;

დ.გ) კორომის წარმოშობა;

დ.დ) კორომის ხნოვანების ჯგუფი;

დ.ე) კორომის სიხშირის ჯგუფი;

დ.ვ) ფერდობთა დაქანების ჯგუფი;

დ.ზ) ექსპოზიცია;

ე) ლიტერისათვის ივსება სატაქსაციო ბარათი (ცხრილი 7) და ლიტერის აღწერა ხორციელდება

შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:

ე.ა) კორომის შემადგენელი მერქნიანი მცენარის სახეობები და შემადგენლობის კოეფიციენტი (ათი

ერთეულის ფარგლებში) იარუსების მიხედვით;

ე.ბ) კორომის წარმოშობა;

ე.გ) კორომის ხნოვანება (ხნოვანების კლასი);

ე.დ) კორომის საშუალო სიმაღლე;

ე.ე) კორომის ბონიტეტის კლასი;

ე.ვ) კორომის საშუალო დიამეტრი;

ე.ზ) კორომის სიხშირე;

ე.თ) კორომის მარაგი;

ე.ი) კორომის სასაქონლო კლასი (განისაზღვრება მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი

კორომებისათვის);

ე.კ) ფერდობის დაქანება (გრადუსებში);

ე.ლ) ფერდობის ექსპოზიცია და სიმაღლე ზღვის დონიდან;

ე.მ) აღმონაცენ მოზარდის რაოდენობა (თვალზომურად ან აღრიცხვით) და სახეობა;

ე.ნ) ქვეტყით დაფარულობა პროცენტებში, განფენილობა (თანაბარი ან ჯგუფური) და სახეობა;

ე.ო) ლიტერის სტატუსი (განსაკუთრებული ფუნქციონალური დანიშნულების უბანი);

ე.პ) ლიტერში დანიშნული ღონისძიება;

ე.ჟ) ტყის საფარი;

ვ) წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეების და არამერქნული რესურსების სატაქსაციო

აღწერის მეთოდები განისაზღვრება ტექნიკური დავალებით.

5. ტყის დეტალური მეთოდით აღრიცხვის სამუშაოების პირველად ერთეულს წარმოადგენს

ლიტერი.

6. ტყის დეტალური აღრიცხვისას გამოიყენება ტყითსარგებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე

10

სხვა მეთოდებიც, უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ტექნიკური დავალების საფუძველზე.

მუხლი 10. სატყეო ტაქსაციის მეთოდები

1. სატყეო ტაქსაციის მეთოდებია თვალზომური, აზომვითი და მონაცემთა აქტუალიზაცია.

2. ტაქსაციის თვალზომური მეთოდის დროს სატაქსაციო უბნის ყველა ტაქსაციური მაჩვენებელი

განისაზღვრება თვალზომურად (ვიზუალურად). სატაქსაციო უბნის დახასიათება ხდება ნატურაში,

მისი მთლიანი ან ნაწილობრივი (სანავიგაციო ხელსაწყოს GPS-ის მეშვეობით დაფიქსირებული სვლა-

გეზის ასახვით) დათვალიერების შედეგად. ინსტრუმენტალურად ხდება რამოდენიმე ხის სიმაღლისა

და დიამეტრის აზომვა, აგრეთვე კვლევის სიზუსტის გათვალისწინებით შესაძლოა სიხშირმზომის

საშუალებით კვეთის ფართობთა ჯამის დადგენა.

3. ტაქსაციის აზომვითი მეთოდის დროს ლიტერში აიღება წრიული, მართკუთხა ან ლენტისებური

(10 ან 20 მ. სიგანის) სანიმუშო ფართობები ტაქსაციური მაჩვენებლების დასადგენად. სანიმუშო

ფართობების რაოდენობა და ფართობი დამოკიდებულია ლიტერის სიდიდეზე და კორომის საშუალო

დიამეტრზე. სანიმუშო ფართობები ლიტერში მეტნაკლებად თანაბრად უნდა იყოს განლაგებული,

რისთვისაც ისინი გარკვეული სქემით მოინიშნება აეროფოტო ან ტოპო აბრისზე. სანიმუშო ფართობის

ცენტრში ჩაესობა რკინის სოლი ან ხის ბოძი, აგრეთვე შესაძლებელია მონიშვნა განხორციელდეს ხეზე.

ხეზე ან ხის ბოძზე მყარი საღებავით კეთდება წარწერა წ.ს.ფ (წრიული სანიმუშო ფართობი) და ტყის

საინვენტარიზაციო ქსელის წერტილის ნომერი - ამორჩევითი (სტატისტიკური მეთოდით

აღრიცხვისას) ან სანიმუშო ფართობის ნომერი. ხელსაწყო GPS-ით განისაზღვრება სანიმუშო

ფართობის ცენტრის კოორდინატები ( 5–10 მ. სიზუსტით). ამ მეთოდის გამოყენებისას:

ა) საშუალო ხე განისაზღვრება საშუალო დიამეტრის მიხედვით. საშუალო დიამეტრი

განისაზღვრება მიღებული კვეთის ფართობების ჯამის აღრიცხულ ხეთა რაოდენობაზე გაყოფით

(მიიღება საშუალო დიამეტრის მქონე ხის კვეთის ფართობი);

ბ) კვეთის ფართობთა ჯამის დადგენა შესაძლებელია ხელსაწყო სიხშირმზომით. ხეთა აღრიცხვა

წარმოებს მერქნიანი მცენარის სახეობის მიხედვით, მათ შორის სამასალე, ნახევრად სამასალე და

საშეშეს გამოყოფით. ცალკე აღირიცხება ზეხმელი და წაქცეული ხეები;

გ) კორომის ზრდადი ხეების მარაგი განისაზღვრება შემადგენელი მერქნიანი მცენარეების

სახეობის მარაგების ჯამით;

დ) ფარდობითი სიხშირე მიიღება აზომვებით მიღებული კვეთის ფართობების ჯამის იმავე

სახეობის ეტალონური (ერთი სიხშირის) კორომის კვეთის ფართობთან შეფარდებით. კორომის

ფარდობითი სიხშირე მიიღება შემადგენელი მერქნიანი მცენარეების სახეობის სიხშირეების ჯამით;

ე) კორომის სასაქონლო კლასი განისაზღვრება მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი

კორომებისათვის სანიმუშო ფართობზე არსებული სამასალე ხეების პროცენტით ხეთა რაოდენობის, ან

მარაგის მიხედვით: მარაგის მიხედვით სამასალე მერქნის გამოსავლიანობის პროცენტი არსებულ

მარაგიდან წიწვოვანებისათვის შემდეგია: პირველი კლასი – 81% და მეტი, მე-2 კლასი – 61–80%, მე-3

კლასი – 41–60% და მე-4 კლასი 41%-მდე. მარაგის მიხედვით სამასალე მერქნის გამოსავლიანობის

11

პროცენტი არსებულ მარაგიდან ფოთლოვანებისათვის შემდეგია: პირველი კლასი – 71% და მეტი, მე-2

კლასი – 51–70%, მე-3 კლასი – 31–50% და მე-4 კლასი – 31%-მდე. სასაქონლო კლასი ხეთა

რაოდენობიდან სამასალე ხეთა პროცენტის მიხედვით არსებულ ხეთა რაოდენობიდან

წიწვიანებისათვის შემდეგია: პირველი კლასი – 91% და მეტი, მე-2 კლასი – 71–90%, მე-3 კლასი – 51–

70% და მე-4 კლასი – 51%-მდე. სასაქონლო კლასი სამასალე ხეთა პროცენტის მიხედვით არსებულ ხეთა

რაოდენობიდან ფოთლოვანებისათვის შემდეგია: პირველი კლასი – 81% და მეტი, მე-2 კლასი – 61–80%,

მე-3 კლასი – 41–60% და მე-4 კლასი – 41%-მდე;

ვ) სანიმუშო ფართობზე წარმოებს ხეთა მთლიანი აღრიცხვა მერქნიანი მცენარეების სახეობის

მიხედვით. ტაქსაციური ხელსაწყო „ორთითას“ საშუალებით იზომება ხის დიამეტრი ორი

მიმართულებით მიწის ზედაპირიდან (ფერდობის ზედა მხრიდან) მკერდის სიმაღლეზე (1,3 მეტრი)

გაზომვით (ტაქსაციური დიამეტრი - Dt), დგინდება მათი საშუალო და ჩაიწერება სანიმუშო ფართობის

უწყისში. ყველა აზომილი ხე მოინიშნება თვალის სიმაღლეზე მდგრადი საღებავით ან ხეზე კეთდება

ჩამონათლი;

ზ) წრიული სანიმუშო ფართობების რადიუსი შემდეგია:

ზ.ა) თუ კორომის საშუალო დიამეტრი 16 სმ-მდეა - წრიული სანიმუშო ფართობის რადიუსი

აიღება 12.6 მ (წრის ფართობი 500 მ2);

ზ.ბ) თუ კორომის საშუალო დიამეტრი 16 სმ-დან 32 სმ-მდეა - წრიული სანიმუშო ფართობის

რადიუსი აიღება 17.8 მ (წრის ფართობი 1000 მ2);

ზ.გ) თუ კორომის საშუალო დიამეტრი 32 სმ-ზე მეტია – წრიული სანიმუშო ფართობის რადიუსი

აიღება 25,2 მ (წრის ფართობი 2000 მ2);

ზ.დ) მონაცემები საფარის, მოზარდის და ქვეტყის შესახებ მიიღება მცირე ფართობებზე (სანიმუშო

ფართობის სიდიდის არანაკლებ 1%-სა) მათი აღრიცხვით.

4. მონაცემთა აქტუალიზაციის მეთოდი გამოიყენება:

ა) 350-ზე მეტი დაქანების მქონე, აგრეთვე ძნელად მისადგომ და მიუდგომელ უბნებში ტაქსაცია

ხორციელდება ორთოფოტოგეგმების დეშიფრირებით ან/და მოპირდაპირე ფერდობიდან ოპტიკური

ხელსაწყოებით დაკვირვების გზით;

ბ) ცვლილებების შეტანის დროს გათვალიწინებული უნდა იქნეს შესაბამის დოკუმენტაციაში

ასახული განვლილ პერიოდში სამეურნეო საქმიანობით და სტიქიურ მოვლენათა შედეგად

განხორციელებული ცვლილებები, აგრეთვე სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების ცვლილებები.

5. ნაბელი კორომის ტაქსაცია:

ა) ნაბელი კორომები წარმოშობილია ნაბელი მეურნეობის წარმოებისას;

ბ) ნაბელი კორომის კატეგორიას მიეკუთვნება კორომი, როდესაც გადაბელილ ხეთა რაოდენობა

კორომში ხეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს შეადგენს;

გ) ნაბელ კორომებში ტაქსაცია ტარდება სატყეო ტაქსაციაში მიღებული წესებით.

6. ტაქსაციური მაჩვენებლების სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივების (დანართი №1) გარდა

დაუშვებელია გადახრები: სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის კატეგორიის, მერქნის

12

საქონლიანობის, ბონიტეტის კლასის განსაზღვრისას, სამეურნეო ღონისძიებების დანიშვნისას ან მათი

გაუთვალისწინებლობა.

7. ხეების სამასალე, ნახევრად სამასალე და საშეშე კატეგორიებზე მისაკუთვნებლად საჭიროა ხის

ღეროს სამასალე ნაწილის სიგრძის ნორმატივები:

ა) ხეები მიეკუთვნებიან სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის

სიგრძე განტოტვამდე შედგენს 6,5 მ-ს და მეტს, ხოლო - 18 მეტრზე ნაკლები სიმაღლის ხეებისათვის -

ხის სიმაღლის 1/3-ს;

ბ) ხეები მიეკუთვნებიან ნახევრად სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი

ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 2,5-დან 6,5 მეტრამდე;

გ) ხეები მიეკუთვნებიან საშეშე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის

სიგრძე განტოტვამდე 2,5 მ-ზე ნაკლებია.

მუხლი 11. ტყის აღრიცხვის საფუძველი

1. ტყის აღრიცხვა ხორციელდება ამ დადგენილებისა და ტექნიკური დავალებით

გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. ტყის აღრიცხვის მიზნით ტექნიკური დავალების შემუშავება და ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება ხდება მართვის ორგანოს მიერ.

3. ტყის აღრიცხვისთვის შესასრულებელი სამუშაოები ასახულ უნდა იქნეს ტექნიკურ დავალებაში

საკვლევი ობიექტის მიზნობრივი და ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე.

4. ტყის აღრიცხვის სამუშაოთა ეტაპების სქემა და მათი ამოცანები განისაზღვრება ტექნიკური

დავალებით. ამასთან, ტექნიკური დავალებით შეიძლება არ იქნეს მოთხოვნილი მე-6 მუხლით

გათვალისწინებული გარკვეული სამუშაოები.

5. ტყის აღრიცხვის საველე სამუშაოების ჩატარების პერიოდად მიიჩნევა დრო, როდესაც ტყის

მცენარეების ბიოლოგიური შეფასება შესაძლებელია.

მუხლი 12. ტყის აღრიცხვის დაფინანსება

1. ტყის აღრიცხვას უზრუნველყოფენ მართვის შესაბამისი ორგანოები საქართველოს სახელმწიფო

ბიუჯეტით, ადგილობრივი ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

2. ტყითმოსარგებლე ტყის აღრიცხვას მისთვის სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე

ახორციელებს საკუთარი დაფინანსებით.

თავი III

ტყის მართვის გეგმა

მუხლი 13. ტყის მართვის გეგმის შედგენის საფუძველი

1. ტყის მართვის გეგმის შედგენის საფუძველია ტყის აღრიცხვისა და ტყის მონიტორინგის

13

(არსებობის შემთხვევაში) მასალები.

2. ტყის მართვის გეგმაში ცვლილებები შეიტანება ტყის მონიტორინგის ან/და სხვა გამოკვლევის

საფუძველზე.

მუხლი 14. ტყის მართვის გეგმაში წარმოსადგენი ინფორმაცია

1. ტყის მართვის გეგმაში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ბუნებრივი პირობების და

ტყემცენარეულობის ზონების მოკლე აღწერა, ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებანი, რელიეფი

და გეოლოგიური აგებულება, ოროგრაფიული ბარიერები, სხვადასხვა დანიშნულების დერეფნები,

რელიეფის ტიპები, ჰავა, მცენარეული საფარი, გავრცელებული მერქნიანი მცენარეების სახეები,

ნიადაგები, წყლები, ჭაობები და სხვა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი „წითელი ნუსხით“

დაცული ცხოველების და მცენარეული სახეობების გავრცელების არეალის მდგომარეობა და სხვა,

განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების მდგომარეობა, სახელმწიფო ტყის ფონდში

ტყის მართვის გეგმის შედგენამდე განხორციელებული ცვლილებები და დინამიკა, წინა აღრიცხვის

მასალებთან შედარებით (არსებობის შემთხვევაში);

ბ) ობიექტის ადგილმდებარეობა და საზღვრები, სახელმწიფო ტყის ფონდის დახასიათება და

ძირითადი მაჩვენებლები, ფართობების განაწილება ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ,

განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების ფართობებად, საკვლევ ობიექტზე არსებული

გაბატონებული მერქნიანი მცენარეების სახეობის განაწილება ფართობებისა და მარაგების, აგრეთვე

ხნოვანების, სიხშირის, ბონიტეტის, ზღვის დონიდან სიმაღლეების, ფერდობთა ექსპოზიციის,

დაქანების ჯგუფების ფართობების მიხედვით და სხვა;

გ) ობიექტზე არსებული გრძელვადიანი სარგებლობის სახეები, კულტურულ-ისტორიული,

საკულტო (რელიგიური) ადგილები, სატყეო უბნების სატყეოების, კვარტალების და ლიტერების

მიხედვით აისახება გეომონაცემთა ბაზაში და კარტოგრაფიულ მასალებში;

დ) განსახორციელებელი ტყით სარგებლობის სახეების ჩამონათვალი მოცულობებისა და

ფართობების ჩვენებით, მათ შორის, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საკურორტო,

რეკრეაციული, ეკოტურისტული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნების

განხორციელებისათვის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი

მასალების, ტყის არამერქნული რესურსების დამზადებისათვის შესაძლო ტერიტორიებისა და შესაძლო

მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობრივი შეფასების შესახებ ინფორმაცია სატყეოების, კვარტალების,

ლიტერების ჩვენებით;

ე) ტყის დაცვას, მოვლასა და აღდგენას დასაქვემდებარებელი ან/და დაქვემდებარებული

ფართობების და ღონისძიებების ჩამონათვალი; ტყეების სანიტარიული მდგომარეობა, ტყის ენტომო

და ფიტომავნებლებით ტყეების დაზიანების ხარისხი და დაავადებების პროფილაქტიკისა და

სალიკვიდაციოდ რეკომენდირებული ღონისძიებების ნუსხა, ტყის აღდგენა–გაშენებას

დაქვემდებარებული ფართობების ნუსხა ნარგაობის შემდგომი მოვლის მეთოდები და რეკომენდაციები

14

გაშენებისათვის რეკომენდირებული მერქნიანი მცენარეების და გაშენების წესების ასახვით,

ტერიტორიის განაწილება ხანძრის საშიშროების კლასების მიხედვით, სატყეოების, სამცველოების და

კვარტალების ჩვენებით, ხანძარსაწინააღმდეგო და სახანძრო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და

განთავსების რეკომენდირებული ღონისძიებები;

ვ) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, წყლის რესურსების, ნიადაგების, უნიკალური და

მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების მაქსიმალურად შენარჩუნების მეთოდები; „წითელი

ნუსხით“ დაცული მცენარეების და ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჰაბიტატების მაქსიმალურად

დაცვის მექანიზმები, ასევე ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის მერქანზე, ტყის სხვა

რესურსებზე მოთხოვნილებისა და არსებული და მოსაწყობი სატყეო-სამეურნეო გზების შესახებ;

ზ) აგრეთვე, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა მონაცემები.

2. მთავარი სარგებლობით დასამზადებელი ხე-ტყის ოდენობა დგინდება საანგარიშო ტყეკაფით

(დანართი N2).

3. ტყის მართვის გეგმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ხნოვანების კლასების და

დაპროექტებული ღონისძიებების უწყისები, სატაქსაციო აღწერები, გეოინფორმაციულ მონაცემთა ბაზა

და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა, კარტოგრაფიული მასალა დგება UTM (WGS-84) მეტრულ

კოორდინატთა სისტემაში (შესაბამისი თემატური რუკებით).

4. ტყის მართვის გეგმის შედგენის ტექნიკური დავალებით შეიძლება არ იქნეს მოთხოვნილი ამ

მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარკვეული ინფორმაცია.

5. ტყის მართვის გეგმის შედგენისთვის ტექნიკური დავალების შემუშავება და ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება ხორციელდება მართვის შესაბამისი ორგანოს

მიერ. ამასთან, შესაძლებელია ტყის აღრიცხვისა და ტყის მართვის გეგმის შედგენისთვის ტექნიკური

დავალებების ერთობლივად დამტკიცება.

მუხლი 15. ტყის მართვის გეგმის დამტკიცების პროცედურები

1. მართვის შესაბამისი ორგანო, მართვის გეგმის შემუშავების შემდეგ უზრუნველყოფს

ოფიციალურ ვებგვერდზე მართვის გეგმის პროექტის განთავსებას.

2. მართვის გეგმის პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში

დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მართვის შესაბამის ორგანოს წარუდგინონ მართვის

გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ

შენიშვნები და წინადადებები არ მიიღება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო

დღის ვადაში მართვის შესაბამისი ორგანო იხილავს დაინტერესებული პირების მიერ

წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებს და აწყობს განხილვას დაინტერესებული და გეგმის

შემმუშავებელი პირების მონაწილეობით, განხილვაზე დაინტერესებული პირების

გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს განხილვის ჩატარებას. განხილვის შედეგები აისახება შესაბამის

ოქმში.

15

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განხილვის შემდეგ, მართვის შესაბამისი ორგანო

მართვის გეგმასთან დაკავშირებით შედგენილ განხილვის სხდომის ოქმს, მართვის გეგმის პროექტთან

ერთად დასამტკიცებლად წარუდგენს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ

პირს.

5. მართვის გეგმის დამტკიცების უფლებამოსილების მქონე პირი ამტკიცებს მართვის გეგმას, ან

შესაბამისი დასაბუთებული შენიშვნებით უკან უბრუნებს მართვის შესაბამის ორგანოს. მართვის

გეგმის მოწონების შემთხვევაში მისი დამტკიცება უნდა განხორციელდეს მისი წარდგენიდან 10

სამუშაო დღის ვადაში.

6. მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ ტყის მართვის გეგმა დასამტკიცებლად წარედგინება

მინისტრს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება -

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი სსიპ - აჭარის

სატყეო სააგენტოს შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო

დაწესებულება - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს.

7. აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, ტყის მართვის გეგმაში

ცვლილებების შეტანა, რომლებიც უკავშირდება სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, ხორციელდება ამ

მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის

შემთხვევებისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან

საზოგადოებრივ ინტერესებს, ხოლო სხვა შემთხვევებში ტყის მართვის გეგმაში ცვლილებები უფლება-

მოსილ პირს წარედგინება ამ მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის გარეშე.

მუხლი 16. ტყის მართვის გეგმის დაფინანსება

მართვის გეგმის შედგენას უზრუნველყოფენ მართვის შესაბამისი ორგანოები, საქართველოს

სახელმწიფო ბიუჯეტით, ადგილობრივი ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა

სახსრებით.

მუხლი 17. პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის გეგმის შედგენაზე

სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის გეგმის შედგენაზე პასუხისმგებელია მართვის შესაბამისი

ორგანო.

თავი IV

ტყითსარგებლობის გეგმა

მუხლი 18. ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველი

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველია სახელმწიფო

ტყის ფონდის მართვის გეგმა.

2. ტყითსარგებლობის გეგმაში ცვლილებები შეიტანება მონიტორინგის ან/და სხვა გამოკვლევის

16

საფუძველზე.

3. ტყითსარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის ტექნიკური დავალების

შემუშავება, მისი დამტკიცება და აღრიცხვა ხორციელდება მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ, ხოლო

აღრიცხვის მასალების საფუძველზე ტყითსარგებლობის გეგმას ადგენს ლიცენზიის მფლობელი.

მუხლი 19. ტყითსარგებლობის გეგმაში წარმოსადგენი ინფორმაცია

1. ტყითსარგებლობის გეგმაში აისახება:

ა) ტყითსარგებლობას დაქვემდებარებული ობიექტის ადგილმდებარეობა, გარე საზღვრები,

სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და ლიტერების საზღვრების ჩვენებით;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ბუნებრივი პირობების და

ტყემცენარეულობის ზონების მოკლე აღწერა, ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებანი, რელიეფი

და გეოლოგიური აგებულება, ოროგრაფიული ბარიერები, სხვადასხვა დანიშნულების დერეფნები,

ნიადაგის ტიპები, ჰავა, მცენარეული საფარი, გავრცელებული მერქნიანი მცენარეების სახეები,

ნიადაგები, წყლები, ჭაობები და სხვა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი „წითელი ნუსხით“

დაცული ცხოველების და მცენარეული სახეობების გავრცელების არეალის მდგომარეობა და სხვა,

განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების მდგომარეობა.

2. სალიცენზიო ფართობის ტყის ფონდის დახასიათება და ძირითადი მაჩვენებლები:

ა) ტყის ფონდის ფართობების ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებად განაწილება;

ბ) განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების ფართობების მიხედვით ჩამონათვალი;

გ) ტყეების ფართობების და მარაგების განაწილება ხნოვანების კლასებად, გაბატონებული

მერქნიანი სახეობების ფარგლებში;

დ) ფართობების და მარაგების განაწილება ფერდობთა დაქანების ჯგუფებად;

ე) ტყეების ფართობების განაწილება ბონიტეტების კლასების და სიხშირეების მიხედვით, ზღვის

დონიდან სიმაღლეების და ექსპოზიციების მიხედვით;

ვ) ტყით დაფარული ფართობების განაწილება ტყის ტიპების მიხედვით. მწიფე და მწიფეზე

უხნესი კორომების საბურველქვეშ არსებული მოზარდის დახასიათება.

3. ტყითსარგებლობის გეგმაში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, წყლის რესურსების, ნიადაგების, უნიკალური და

მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების მაქსიმალურად შენარჩუნების მეთოდები; „წითელი

ნუსხით“ დაცული მცენარეების და ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჰაბიტატების მაქსიმალურად

დაცვის მექანიზმები;

ბ) ტყის სანიტარული მდგომარეობა, ტყის დაცვის, მოვლასა და აღდგენას, ასევე

ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვით ღონისძიებებს დაქვემდებარებული ფართობები,

ტყის ენტო და ფიტომავნებლებით ტყეების დაზიანების ხარისხი, დაავადებების პრევენციული და

სალიკვიდაციოდ რეკომენდებული ღონისძიებების, ტყის აღდგენა–გაშენებას დაქვემდებარებული

ფართობების ნუსხა, გაშენებისათვის მერქნიანი მცენარეების, გაშენების წესების და ნარგაობის

17

შემდგომი მოვლის რეკომენდირებული მეთოდები, ცალკეული ტერიტორიების სატყეო უბნების,

სატყეოების, კვარტალების და ლიტერების მიხედვით და ღონისძიებების განხორციელების ვადები;

გ) ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა მერქანზე და ტყის სხვა რესურსებზე;

დ) არსებული და დასაპროექტებელი სატრანსპორტო გზების დახასიათება, მათ შორის, საერთო

სარგებლობის რკინიგზის და საავტომობილო გზები, ტყის ცენტრალური და დამხმარე საავტომობილო

გზების, მორსათრევების სიგრძე, დახასიათება და მდგომარეობა და მდებარეობა კვარტალების

მითითებით;

ე) ტყით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე კულტურულ-ისტორიული, საკულტო

(რელიგიური) ადგილები, სატყეო უბნების სატყეოების, კვარტალების და ლიტერების მიხედვით

გეომონაცემთა ბაზაში და კარტოგრაფიულ მასალებში ასახვა;

ვ) სარევიზიო პერიოდში, მათ შორის, ყოველწლიურად განსახორციელებელი ტყითსარგებლობის

სახეები, მოცულობებისა და ფართობების ჩვენებით სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და

ლიტერების მიხედვით;

ზ) ტერიტორიის (სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების მიხედვით) დაყოფა ხანძრის

საშიშროების კლასების მიხედვით და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ნუსხა;

თ) ტყითსარგებლობის განხორციელების უზრუნველსაყოფად მოსაწყობი ინფრასტრუქტურის

(სატყეო საწყობები, ხერგილები, ხე-ტყის დასატვირთი მოედნები და ბაქნები, ბილიკები,

თავშესაფრები, და სხვა დროებითი ნაგებობები) მოწყობის ვადები, ადგილმდებარეობის (სატყეო

უბნები, სატყეოები, კვარტალები და ლიტერები) მითითებით;

ი) ტყითსარგებლობის გეგმის განუყოფელი ნაწილი - სატაქსაციო აღწერები, გეოინფორმაციულ

მონაცემთა ბაზა, შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა, კარტოგრაფიული მასალა UTM (WGS-84)

მეტრულ კოორდინატთა სისტემაში (შესაბამისი თემატური რუკებით); მთავარ სარგებლობას და ტყის

მოვლით ჭრებს დაქვემდებარებული ტერიტორიების ნუსხა სატყეოების, სამცველოების მიხედვით,

ფართობებისა და მარაგების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მითითებით, გზით

მისადგომობისა და რესურსის ათვისების სირთულის მიხედვით; საანგარიშო ტყეკაფების ოდენობა,

ყველა სახის ჭრების ყოველწლიური ოდენობა;

კ) ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა მონაცემები.

მუხლი 20. ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცების პროცედურები

1. მართვის შესაბამისი ორგანო, შესაბამისი ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის გეგმის

პროექტის დასამტკიცებლად წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში

უზრუნველყოფს ოფიციალურ ვებგვედზე ტყითსარგებლობის გეგმის პროექტის განთავსებას.

2. ტყითსარგებლობის გეგმის პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში

დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მართვის შესაბამის ორგანოს წარუდგინონ

ტყითსარგებლობის გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები. აღნიშნული ვადის

გასვლის შემდეგ შენიშვნები და წინადადებები არ მიიღება.

18

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო

დღისა მართვის შესაბამისი ორგანო იხილავს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ

შენიშვნებსა და წინადადებებს და აწყობს განხილვას დაინტერესებული და ტყითსარგებლობის გეგმის

შემმუშავებელი პირების მონაწილეობით. განხილვაზე დაინტერესებული პირების გამოუცხა-

დებლობა არ აბრკოლებს განხილვის ჩატარებას. განხილვის შედეგები აისახება შესაბამის ოქმში.

4. მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია ტყითსარგებლობის გეგმასთან დაკავშირებით

გამოთქმული შენიშვნები ტყითსარგებლობის გეგმაში ასახვის მიზნით მისი განხილვის ნებისმიერ

ეტაპზე მიაწოდოს შესაბამის ტყითმოსარგებლეს (ლიცენზიის მფლობელს).

5. მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ ტყითსარგებლობის გეგმასთან დაკავშირებით გამოთქმული

შენიშვნების ლიცენზიის მფლობელის მიერ გათვალისწინების შემთხვევაში, მართვის შესაბამისი

ორგანო გეგმის წარმოდგენიდან 40 სამუშაო დღის ვადაში (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით

გათვალისწინებული შემთხვევისა) ტყითსარგებლობის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს

ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობის პირს ან შენიშ-

ვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია სამი თვის ვადაში მართვის

შესაბამის ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა შენიშვნების

გათვალისწინებით (აღნიშნულ შემთხვევაში გეგმის დამტკიცება გადის ამ მუხლით გათვალისწინებულ

ყველა პროცედურას).

6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული 40 დღიანი ვადის ბოლო

კალენდარული დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება

მომდევნო სამუშაო დღე.

7. ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცების უფლებამოსილების მქონე პირი ამტკიცებს მართვის

გეგმას, ან შესაბამისი დასაბუთებული შენიშვნებით უკან უბრუნებს მართვის შესაბამის ორგანოს.

მართვის გეგმის მოწონების შემთხვევაში მისი დამტკიცება უნდა განხორციელდეს მისი წარდგენიდან

არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა.

8. აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, ტყითსარგებლობის გეგმაში

ცვლილებების შეტანა, რომლებიც უკავშირდება სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, ხორციელდება ამ

მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ვადების შესაბამისად, ხოლო სხვა შემთხვევებში

ტყითსარგებლობის გეგმაში ცვლილებები უფლებამოსილ პირს წარედგინება ამ მუხლით დადგენილი

პროცედურების გავლის გარეშე და აღნიშნული ცვლილებები ტყითსარგებლობის გეგმაში შეიტანება

მათი დადგენილი წესით წარმოდგენიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 21. ტყითსარგებლობის გეგმის დაფინანსება.

ტყითსარგებლობის გეგმას ადგენს ტყითმოსარგებლე საკუთარი დაფინანსებით.

მუხლი 22. პასუხისმგებლობა ტყითსარგებლობის გეგმის შედგენაზე.

ტყითსარგებლობის გეგმის შედგენაზე და განხორციელებაზე პასუხისმგებელია

19

ტყითმოსარგებლე.

თავი V

ტყის მონიტორინგი

მუხლი 23. ტყის მონიტორინგის არსი

ტყის მონიტორინგი წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის შეფასების, მისი მდგომარეობის

დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, ანალიზისა და პროგნოზირების სისტემას.

მუხლი 24. ტყის მონიტორინგის მიზანი

ტყის მონიტორინგის მიზანია სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, აღდგენის, ტყითსარგებლობის,

ტყეების ფიზიკური დაცვის და ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობის ასახვა, მისი გაუმჯობესების

მიზნით სახელმწიფო ორგანოებისათვის ანალიზის შედეგების მიწოდება და საქართველოს

მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა.

მუხლი 25. ტყის მონიტორინგის საფუძველი

1. ტყის მონიტორინგის საფუძველია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის და ტყითსარგებლობის

გეგმების მასალები.

2. მართვის ორგანოებში შემოსული ინფორმაცია.

3. ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმებში ყოველწლიურად ასახული მნიშვნელოვანი

ცვლილებები.

მუხლის 26. ტყის მონიტორინგის ობიექტი

1. ტყის მონიტორინგის ობიექტია სახელმწიფო ტყის ფონდი.

2. ტყის მონიტორინგის წარმოების პირველად რგოლს წარმოადგენს სატყეო. აუცილებლობის

შემთხვევაში მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს სხვა უმცირეს ერთეულში (კვარტალი,

ლიტერი).

3. ტყითმოსარგებლე სამოქმედო ტერიტორიაზე ტყის მონიტორინგს ახორციელებს საკუთარი

ძალებით და შედეგებს გადასცემს მართვის ორგანოს ყოველი მომდევნო წლის პირველი აპრილიდან

პირველ მაისამდე.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული

შემთხვევისა, ტყის მონიტორინგს ახორციელებს მართვის ორგანო.

მუხლი 27. ტყის მონიტორინგის მეთოდები

1. ტყის მონიტორინგის მეთოდებია საჰაერო და სახმელეთო.

2. საჰაერო მონიტორინგი ხორციელდება კოსმოსური დაკვირვებით და აეროფოტო სურათების

20

(ორთოფოტოგეგმების) გამოყენებით.

3. სახმელეთო მონიტორინგი ხორციელდება საკვლევი ობიექტის (ობიექტების) ფაქტიური

მდგომარეობის ფიზიკური დათვალიერება-შესწავლით, ხოლო მიუდგომელი ტერიტორიებისათვის

დისტანციური დათვალიერებით ან მონაცემთა აქტუალიზაციით. მიზნობრივი კვლევისათვის

მუდმივი სანიმუშო ფართობების მოწყობით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მეთოდებს არჩევს მართვის შესაბამისი ორგანო.

5. მონიტორინგის მონაცემები აისახება შესაბამის ტყითსარგებლობის და ტყის მართვის გეგმებში.

მუხლი 28. ტყის მონიტორინგის დაფინანსება

ტყის მონიტორინგის დაფინანსება, გარდა 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული

შემთხვევისა, ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა

სახსრებით.

თავი VI

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 29. გარდამავალი დებულებანი

1. ტყითსარგებლობის გენერალური ან/და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის

ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველია მოქმედ

ტყითსარგებლობის გეგმაში ასახული ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) მასალები.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის განხორციელებამდე,

მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია ისარგებლოს ბოლო ტყეთმოწყობის პროექტით (მათ

შორის, კორომთა გეგმებით) დადგენილი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაყოფის შესახებ

მონაცემებით „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის

2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე

განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის კონტურის ფარგლებში, ამასთან, აღნიშნულის

გათვალისწინებით მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია უზრუნველყოს მისდამი

დაქვემდებარებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიების დაყოფა სატყეო უბნებად (მათ შორის,

სატყეოებად, კვარტალებად).

3. ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ წესის ძალაში შესვლამდე

გაცემულ ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების სპეციალურ

ლიცენზიას დაქვემდებარებულ სალიცენზიო ფართობზე ამ ლიცენზიის საფუძველზე დამტკიცებული

ტყითსარგებლობის გეგმებით გათვალისწინებულ სარევიზიო პერიოდში.

დანართი №1

21

ტაქსაციური მაჩვენებლების სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივები

მაჩვენებლები

დასაშვები გადახრები

ტაქსაციის მეთოდები

თვალზომური აზომვითი

1 2 3

1. მარაგი, % + 10 + 7

2. ფარდობითი სიხშირე,

ერთეული + 0,1 _

3. კვეთის ფართობების ჯამი % _ + 7

4. ხნოვანება, კლასი + 1 + 0,5

5. შემადგენლობის კოეფიციენტი,

ერთეული + 2 + 1

6. ფერდობის დაქანება, გრადუსი + 7 + 5

7. სიმაღლე, % + 10 + 5

8. დიამეტრი, სმ. + 4 _

9. მოზარდი, 1-ჰა-ზე

რაოდენობის % + 20 + 7

10 ქვეტყე, % + 20 + 7

22

დანართი №2

საანგარიშო ტყეკაფის დადგენის მეთოდი

მუხლი 1. საანგარიშო ტყეკაფის სახეები

ტყის მერქნული რესურსებით უწყვეტი სარგებლობის პრინციპის უზრუნველყოფის

მიზნით განისაზღვრება შემდეგი სახის საანგარიშო ტყეკაფები:

ა) თანაბარი სარგებლობის;

ბ) პირველი ხნოვანებითი;

გ) მეორე ხნოვანებითი;

დ) შემატებითი;

ე) სიმწიფითი.

მუხლი 2. საანგარიშო ტყეკაფის გამოთვლა

1. პირწმინდა, თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრებისათვის საანგარიშო

ტყეკაფის ფართობი გამოითვლება შემდეგი ფორმულებით:

ა) თანაბარი სარგებლობის ტთ = F ;

U

ბ) პირველი ხნოვანებითი ტ1ხნ = Fმმ+Fმწ. და უხნესი ;

2t

გ) მეორე ხნოვანებითი ტ2ხნ = Fშხ+Fმმ+Fმწ. და უხნესი .

3t

დ) შემატებითი ტშ = Z .

M

ე) სიმწიფითი ტს = Fმწ და უხნესი ;

t

2. ფორმულებში მიღებულია შემდეგი აღნიშვნები:

ა) F – გაანგარიშებას დაქვემდებარებული კორომების ფართობი (ცხრილი №1);

ბ) F მწ. და უხნესი – მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობი;

გ) F მმ. – მომწიფარი კორომების ფართობი;

დ) F შხ. – შუახნოვანი კორომების ფართობი;

ე) U – ჭრის ხნოვანება;

ვ) t – ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა (წელი);

ზ) Z – გაანგარიშებას დაქვემდებარებული კორომების მერქნის საშუალო წლიური

ნამატი (კბმ);

თ) M – გაანგარიშებაში ჩართული მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების მერქნის

23

საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე

3. თანაბარი სარგებლობის ტყეკაფის გაანგარიშებისას ტყის ფართობი იყოფა ჭრის

ხნოვანების კლასის ბოლო მაჩვენებელზე. პირწმინდა, თანდათანობითი და ჯგუფურ-

ამორჩევითი ჭრების დროს მარაგის მიხედვით საანგარიშო ტყეკაფი განისაზღვრება

ფართობით დადგენილი საანგარიშო ტყეკაფისა და ჭრაში ჩართული მწიფე და მწიფეზე

უხნესი კორომების 1 ჰექტარზე საშუალო მარაგის ნამრავლით. იმ შემთხვევაში, როდესაც

მომწიფარი კორომების საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე მეტია ვიდრე მწიფე და მწიფეზე უხნესი

კორომების საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე და მომწიფარი კორომების ფართობი ორჯერ და

მეტად აღემატება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომების ფართობს, საანგარიშო ტყეკაფი

მარაგის მიხედვით განისაზღვრება ფართობის მიხედვით გათვლილი ტყეკაფის გამრავლებით

მომწიფარი კორომების 1 ჰექტრის საშუალო მარაგზე.

4. თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრებისათვის ჭრის განმეორების

პერიოდისა და ჯერადობის მიხედვით საანგარიშო ტყეკაფი ფართობით გაითვლება

გაანგარიშებას დაქვემდებარებული მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობების

გაყოფით გამეორების პერიოდზე.

5. ნებით-ამორჩევითი ჭრისათვის საანგარიშო ტყეკაფის გამოთვლა ხდება შემდეგი

მეთოდებით:

ა) ჭრის წესის თანახმად ჭრაში დანიშნული უბნების უწყისში თითოეული სატაქსაციო

უბნისათვის განისაზღვრება ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი, ლიკვიდური და სამასალე

მერქნის ოდენობა მერქნიანი სახეობების მიხედვით. მათი ჯამების ჭრის გამეორების

პერიოდზე გაყოფით მიიღება ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი მერქნიანი სახეობების,

გაანგარიშებას დაქვემდებარებული კორომების და სატყეო უბნის ფარგლებში;

ბ) მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობები და მარაგები განაწილდება

სიხშირეების მიხედვით, რის შემდეგ ჭრის წესებიდან გამომდინარე თითოეულ სიხშირეს

მიესადაგება მოსაჭრელი მარაგის პროცენტი და გაიანგარიშება ერთ ჯერზე მოსაჭრელი

მარაგი. საანგარიშო ტყეკაფის გამოთვლა ხდება თითოეულ სიხშირეში ფართობის და

მოსაჭრელი მარაგის ჭრის გამეორების პერიოდზე გაყოფით, ხოლო მათი დაჯამებით მიიღება

თითოეული მერქნიანი სახეობის საანგარიშო ტყეკაფი ფართობითა და მარაგით (ჭრის

გამეორების პერიოდის გაანგარიშების წესი მოცემულია ცხრილი №2-ში).

6. საანგარიშო ტყეკაფის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებას

დაქვემდებარებულ კორომების მერქნის საშუალო წლიურ ნამატს.

7. საანგარიშო ტყეკაფი გამოითვლება №3; №4 და №5 ცხრილებში მოცემული

მაგალითების შესაბამისად.

8. ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი დგინდება სატყეო უბნის ფარგლებში №6

ცხრილის შესაბამისად.

24

ცხრილი №1

მთავარი სარგებლობის გაანგარიშებაში ჩართულ და გაანგარიშებიდან გამორიცხულ კორომთა ფართობებისა და მარაგების

უწყისი

(ფართობი ჰა, მარაგი ათასი კბმ)

გაბატონებული მერქნიანი სახეობები

ტყი

თ დ

აფარ

ულ

მიწე

ბი

სუ

კორომების ფართობების განაწილება ხნოვანების ჯგუფების მიხედვით

ახალ-

გაზრდა

შუახნოვანი

მომწიფარი

მწიფე და მწიფეზე უხნესი

სულ

მ.შ. გაანგარი-

შებაში

ჩართული

სულ მ.შ. მწიფეზე უხნესი

ფართობი მარაგი ფართობი მარაგი

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ტყის კატეგორია – ნიადაგდაცვითი წყალმარეგულირებელი ტყეები

ტყის ფონდის აღრიცხვის მონაცემები

01.01. 2001 წ.

I გამორიცხულია გაანგარიშებიდან

მ.შ. ა)კორომები ძვირფასი მერქნიანი სახეობების გაბატონებით (ცაცხვი, იფანი, ნეკერჩხალი, თელა)

სოჭი

ნაძვი

ჯამი

ბ) 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე მდებარე კორომები

ცაცხვი

იფანი

ჯამი

გ) სხვა განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების კორომები

სოჭი

ნაძვი

ჯამი

I I ჩართულია გაანგარიშებაში

სოჭი

ნაძვი

ჯამი

25

ცხრილი №2

ტყის ჭრის გამეორების პერიოდის განსაზღვრის წესი ჭრის ოპტიმალური ხნოვანებისა და ჭრის

ინტენსივობის %-ის მიხედვით

მრიცხველში – ხნოვანების კლასი;

მნიშვნელში – ხნოვანება (წელი);

ტყის ჭრის ინტენსივობა

%%-ში

ტყის ჭრის ოპტიმალური ხნოვანებები ხნოვანების კლასი,

ხნოვანების წელი

ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა 20 წ. ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა 10 წ.

VII

140

VI

120

V

100

IV

80

VII

70

VI

60

V

50

IV

40

ჭრის გამეორების პერიოდი, წელი

1 2 3 4 5 6 7 8 9

10 15

15 20

20 30

25 35

ცხრილში მოტანილი მონაცემების მიხედვით ტყის ჭრის გამეორების პერიოდი

განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ტყის ჭრის ოპტიმალური ხნოვანება (მაგ., 140 წელი) მრავლდება ჭრის ინტენსივობის

პროცენტზე (მაგ., 15%) 140-ის 15 % = 21 წელს.

ბ) ჭრის გამეორების პერიოდის (14, 21, 28 და ა.შ.) გამარტივების მიზნით ცხრილში

ფრჩხილებში ნაჩვენებია (5-ის ფარგლებში) დამრგვალებული რიცხვები (15,20,30 და ა.შ.).

ცხრილი №3

ნებით-ამორჩევითი ჭრისათვის ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფის განსაზღვრა

გაანგარი

შებას

დაქვემდ

ებარებუ

ლი

ჭრ

ის

ხნო

ვანე

ბა

მაჩვენებლები

მწიფე და

მწიფეზე

უხნესი

კორომები

მ ა თ შ ო რ ი ს ს ი ხ შ ი რ ე ე ბ ი ს მ ი ხ ე დ ვ ი თ

0,8 და მეტი 0,7 0,6 0,5 0,4–0,3

ფარ

თო

ბი

, ჰა

მარ

აგი

, ათ

ასი

კბმ

ფარ

თო

ბი

, ჰა

მარ

აგი

, ათ

ასი

კბმ

ფარ

თო

ბი

, ჰა

მარ

აგი

, ათ

ასი

კბმ

ფარ

თო

ბი

, ჰა

მარ

აგი

, ათ

ასი

კბმ

ფარ

თო

ბი

, ჰა

მარ

აგი

, ათ

ასი

კბმ

ფარ

თო

ბი

, ჰა

მარ

აგი

, ათ

ასი

კბმ

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15

წიფელი

0-200-

მდე

121-140

ექვემდებარება გაანგარიშებას

გამოსაღები მარაგის %

ერთ ჯერზე მოსაჭრელი

მარაგი

ჭრის გამეორების პერიოდი

ყოველწლიური საანგარიშო

ტყეკაფი

104 30.0 12 5.0 25 8.5 25 7.8 22 5.2 20 3.5

25 20 15 25 50

7.1 1.2 1.7 1.2 1.3 1.7

30 30 20 30 10

5.21 0.37 0.40 0.04 0.83 0.06 1.25 0.06 0.73 0.04 2.00 0.17

წიფელი

31-350-

მდე

„–––”

ექვემდებარება გაანგარიშებას

გამოსაღები მარაგის %

ერთ ჯერზე მოსაჭრელი

მარაგი

ჭრის გამეორების პერიოდი

ყოველწლიური საანგარიშო

ტყეკაფი

530 153.0 70 28.0 130 45.0 125 38.0 110 26.0 95 16.0

20 15 10 20 20

24.6 5.6 6.8 3.8 5.2 3.2

30 30 20 30 10

26.07 1.10 2.33 0.19 4.33 0.23 6.25 0.19 3.66 0.17 9.50 0.32

სულ

სატყეო

მეურნე-

ობაში

ექვემდებარება გაანგარიშებას 634 183.0 82 33.0 155 53.5 150 45.8 132 31.2 115 19.5

ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი 31.7 6.8 8.5 5.0 6.5 4.9

ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი 31.28 1.47 2.73 0.23 5.16 0.29 7.50 0.25 4.39 0.21 11.50 0.49

27

27

ცხრილი №4

პირწმინდა ჭრისათვის ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფის განსაზღვრა

ფართობი - ჰა, მარაგი - ათასი კბმ

გაანგარ

იშებას

დაქვემ

დებარებ

ული

ჭრ

ის

ხნო

ვანე

ბა,

წელ

ხნო

ვანე

ბი

ს კლ

ასი

ხნო

ვანე

ბი

ს კლ

ასებ

ის

ხან

გრ

ძლი

ვობ

ა,

წელ

მაჩვ

ენებ

ლებ

კორომების ფართობებისა და მარაგების განაწილება

ხნოვანების ჯგუფებისა და კლასების მიხედვით

გამოთვლილი საანგარიშო ტყეკაფები - ფართობი, ჰა

თან

აბარ

სარ

გებ

ლო

ბი

მეო

რე

ხნო

ვანე

ბი

თი

პირ

ველ

ხნო

ვანე

ბი

თი

სიმწ

იფ

ით

შემ

ატებ

ით

ახალგაზრდა

შუახ

ნო-

ვანი

მომ-

წიფა-

რი

მწიფე და

მწიფეზე

უხნესი სულ

I II III IV V და მეტი ტთ ტ2ხნ ტ

1ხნ ტს ტშ

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15

საანგარიშო ტყეკაფი ფართობის მიხედვით (ჰექტარი)

მურყანი 21-25

V 5

ფათობი 810 770 600 600 300 3850

3850

= 1

54

154

600+

600+

1070

= 1

51

15

600+

1070

= 1

67

10

1070

= 2

14

5

2325

2 =

187

124

მარაგი 20.4 38.4 50.0 65.0 36.0 306.0

საშ.

შემატება

კბმ

6800 4800 3846 3611 1565 23252

საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით განისაზღვრება ფართობის მიხედვით გამოთვლილი საანგარიშო ტყეკაფის საექსპლოატაციო

ფონდის (მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების) 1 ჰექტარის საშუალო მარაგზე გამრავლებით (მაგალითად: ტთ 154 X 124 = 19.1 ათას

კბმ)

28

28

ცხრილი №5

თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრებისათვის ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფის განსაზღვრა

გაანგარი

შებას

დაქვემდ

ებარებუ

ლი

ჭრ

ის

ხნო

ვანე

ბა,

წელ

ხნო

ვანე

ბი

ს კლ

ასი

ხნო

ვანე

ბი

ს კლ

ასებ

ის

ხან

გრ

ძლი

ვობ

წელ

მაჩვ

ენებ

ლებ

კორომების ფართობებისა (ჰა) და მარაგების (ათასი კბმ) განაწილება ხნოვანების

ჯგუფებისა და კლასების მიხედვით

საანგარიშო ტყეკაფების

გამოთვლა

ჭრის გამეორების პერიოდის (K)

მიხედვით

Fმწ. და უხნესი

K ახალგაზრდა შუახნოვანი მომწიფარი

მწიფე და

უხნესი

სულ

I II III IV V VI VII და მეტი 20 წ. 40 წ. 60 წ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15

საანგარიშო ტყეკაფი ფართობის მიხედვით (ჰექტარი)

ნაძვი

0-200

121-

140

VII

20

ფათობი, ჰა 5 11 19 30 100 159 600 924

600 =120

5

600 = 60

10

600 = 40

15

მარაგი,

ათასი კბმ 0.1 0.5 2.5 5.7 22.6 44.6 276.0 352.0

საშ. შემატება, კბმ 10 17 50 81 250 405 1843 2656

მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე 460 კბმ

საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით განისაზღვრება ფართობის მიხედვით გამოთვლილი ტყეკაფის მწიფე და მწიფეზე

უხნესი კორომების ერთი ჰექტრის საშუალო მარაგზე (460 კბმ) გამრავლებით და ჯერადობის (n) ოდენობაზე გაყოფით (მაგალითი:

თუ განმეორების პერიოდი (K) 20 წელია, ფართობის მიხედვით წლიური ტყეკაფი = 40 ჰექტარს, ხოლო კორომის ჭრა სამ ჯერად (n=3)

წარმოებს, მაშინ საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით ტოლი იქნება: ტმარაგის მიხ. = 40X460 : 3 = 6,1 ათ. კბმ).

29

29

ცხრილი №6

ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფების განსაზღვრის

უწყისი

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . სატყეო უბანი

(ფართობი – ჰა, მარაგი – ათასი კბმ)

გაბ

ატო

ნებ

ულ

ი მ

ერქნ

იან

ი ს

ახეო

ბებ

ტყე

ები

ს ფ

ართ

ობ

ი ს

ულ

ტყის ფართობის განაწილება

ხნოვანების ჯგუფების

მიხედვით

მწი

ფე

და

მწი

ფეზ

ე უ

ხნე

სი კ

ორ

ომე

ბი

ს მა

რაგ

ი.

საექ

სპლ

ოატ

აცი

ო ფ

ონდ

ის

მარ

აგი

მწ. დ

ა მწ

იფ

ეზე

უხ

ნესი

კო

რ.ს

აშ. მ

არაგ

ი 1

ჰა-ზ

ე, კ

ბმ

საექ

სპლ

ოატ

აცი

ფო

ნდი

ს მა

რაგ

ი 1

ჰა-

ზე,

კბ

საშ

უალ

ო შ

ემატ

ება,

სუ

ლ მ

. შ. გ

აანგ

. ჩარ

თუ

ლი

კო

რო

მებ

ის

ჭრ

ის

ხნო

ვანე

ბა, წ

ელი

ხნო

ვანე

ბი

ს კლ

ასი

მწი

ფე

და

მწი

ფეზ

ე უ

ხნე

სი კ

ორ

ომი

ს სა

შ. ხ

ნოვა

ნებ

ია,

წელ

ი ხ

ნოვა

ნებ

ის

კლას

გამოთვლილი

ტყეკაფები

მიღებული საანგარიშო

ტყეკაფი

რო

მლი

ს გ

ანმ.

ათ

ვისე

ბ. ი

ქნებ

ფარ

თო

ბი

ს მო

სალ

ოდ

ნელ

ნაშთ

ი 2

010

წლი

სათ

ვის

ახალ

გაზ

რდ

შუახ

ნოვა

ნი

მომწ

იფ

არი

მწიფე და

მწიფეზე

უხნესი

თან

აბარ

ი ს

არგ

ებლ

ობ

ის

მეო

რე

ხნო

ვანე

ბი

თი

პირ

ველ

ი ხ

ნოვა

ნებ

ით

ნებ

ით

– ა

მორ

ჩევი

თი

ჭრ

ები

სათ

ვის

ფარ

თო

ბი

მარ

აგი

სუ

მ.შ. ლიკვიდური

სულ

მ.შ

. მწი

ფეზ

ე უ

ხნე

სი

სულ

აქედ

ან ს

ამას

ალე

სამა

სალ

ის

% ლ

იკვ

იდ

იდ

ან

მომწ

იფ

არი

მწი

ფე

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24

ნიადაგდაცვითი წყალმარეგულირებელი ტყეები

1. პირწმინდა ჭრა

2. თანდათანობითი ჭრა

30

30

3. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა

4. ნებით-ამორჩევითი ჭრა

შენიშვნა: ა) გაანგარიშება წარმოებს კორომებისათვის, რომელნიც ჩართულნი არიან გაანგარიშებაში (ცხრილი 1);

ბ) გაანგარიშება ხდება ცალკე მერქნიანი სახეობების მიხედვით;

გ) გაანგარიშება 31-350 დაქანების ფერდობებისათვის წარმოებს ცალკე;

დ) ჯამები უკეთდება თითოეულ ჭრის სახეს.

ცხრილი №7

სატაქსაციო ბარათი

1

2

I %

.

II

.

III

.

3

4

А

Н

Д

G

3

А

Н

Д

G

3

31

31

10 10

10 10

10 10

10 10

10 10

10 10

10 10

31

Н, А,

32

Н,

24

%

35

X Y

39

22

28

40

41

42

16

Н,

17

%

12

14

.%

.%

.%

# 1 2 3 4 5 6 7 8 # 1 2 3 4 5 6 7 8

32

32