21
1 სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი (ორგანიზაციული კოდი - 32 13 03 57) 2010 წლის გეგმა ფუტკრის მომშენებლობა-სელექციისა და ბიოტექნოლოგიის განყოფილება თემა: 1. ინდივიდუალური სელექციის მოთხოვნების გათვალისწინებით ქართული ფუტკრის მოშენეხერხებისა და მოვლა-შენახვის პირობების ოპტომიზაცია. განაკვეთი: 1. ქართული ფუტკრის მაღალხარისხოვანი სანაშენე მასალის აღწარმოება. პრობლემის აღწერა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად აღიარებული ქართული ფუტკრის პოპულაციგადაშენების გზაზეა. დღემდე არსებული ფუტკრის ყველა ჯიშებს შორის ქართული Fფუტკარი ცნობილი თავისი დადებითი თვისებებით, როგორიცაა: ხორთუმის სიგრძე, თვინიერება, მაღალი პროდუქტიულო რუხი შეფერილობა და სხვა თვისებები. განვლილი ათეული წლების განმავლობაში შესწავლილი ქართული ფუტკრის რვა პოპულაცია, რომლებიც გავრცელებული იყვნენ თავიანთ მიკროზონებში. მათ შოყველაზე მნიშვნელოვანია ძირითადი პოპულაციები-კერძოდ, მეგრული, გურული, ქართლური და აფხაზუთავისი დადებითი თვისებების გამო ქართულ ფუტკარზე, მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნილება იყო. ორმოცზე მეტ ქვეყანაში გადიოდა და მას იყენებდნენ ადგილობრივი ჯიშის ფუტკრების გასაუმჯობესებლამჟამად დადგა დრო, რომ აღდგეს ქართული ფუტკრის ძირითადი პოპულაციები. ამას ადასტურსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნა, რის მიხედვითაც თავისი დადებითვისებებით ქართულ ფუტკარზე და მის დედებზე დიდი მოთხოვნილებაა, როგორც საქართველოში საზღვარგარეთ, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემდგომი შენარჩუნება, გაუმჯობესება და ჯიშის სიწმინდაცვა. პროგრამის მიზანი 2010 წელს მოხდება ხუთი ნაყრის შეძენა, მათი დედეული ოჯახების შეფასებით, ნიშთვისებების კომპლექსის საფუძველზე (პროდუქტიულობა, კვერცხმდებლობა, შეფერილობა, მორფოლოგიუმაჩვენებლები). პროგრამის ამოცანები 1. ნაყრების შედგენა და შეძენა; 2. ნაყრების კონდიციამდე მიყვანა მოვლა-შენახვის პირობების ოპტიმიზაციით (ვე დაავადებათაAსაწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებები, საზამთრო საკვების მარადათბუნება და სხვა).

სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

  • Upload
    others

  • View
    7

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

1

სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი

(ორგანიზაციული კოდი - 32 13 03 57)

2010 წლის გეგმა

ფუტკრის მომშენებლობა-სელექციისა და ბიოტექნოლოგიის განყოფილება

თემა: 1. ინდივიდუალური სელექციის მოთხოვნების გათვალისწინებით ქართული ფუტკრის მოშენებ

ხერხებისა და მოვლა-შენახვის პირობების ოპტომიზაცია.

განაკვეთი: 1. ქართული ფუტკრის მაღალხარისხოვანი სანაშენე მასალის აღწარმოება.

პრობლემის აღწერა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად აღიარებული ქართული ფუტკრის პოპულაციე

გადაშენების გზაზეა. დღემდე არსებული ფუტკრის ყველა ჯიშებს შორის ქართული Fფუტკარი ცნობილი ი

თავისი დადებითი თვისებებით, როგორიცაა: ხორთუმის სიგრძე, თვინიერება, მაღალი პროდუქტიულო

რუხი შეფერილობა და სხვა თვისებები. განვლილი ათეული წლების განმავლობაში შესწავლილი ი

ქართული ფუტკრის რვა პოპულაცია, რომლებიც გავრცელებული იყვნენ თავიანთ მიკროზონებში. მათ შორ

ყველაზე მნიშვნელოვანია ძირითადი პოპულაციები-კერძოდ, მეგრული, გურული, ქართლური და აფხაზურ

თავისი დადებითი თვისებების გამო ქართულ ფუტკარზე, მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნილება იყო. ი

ორმოცზე მეტ ქვეყანაში გადიოდა და მას იყენებდნენ ადგილობრივი ჯიშის ფუტკრების გასაუმჯობესებლა

ამჟამად დადგა დრო, რომ აღდგეს ქართული ფუტკრის ძირითადი პოპულაციები. ამას ადასტურე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნა, რის მიხედვითაც თავისი დადებით

თვისებებით ქართულ ფუტკარზე და მის დედებზე დიდი მოთხოვნილებაა, როგორც საქართველოში ი

საზღვარგარეთ, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემდგომი შენარჩუნება, გაუმჯობესება და ჯიშის სიწმინდ

დაცვა.

პროგრამის მიზანი 2010 წელს მოხდება ხუთი ნაყრის შეძენა, მათი დედეული ოჯახების შეფასებით, ნიშა

თვისებების კომპლექსის საფუძველზე (პროდუქტიულობა, კვერცხმდებლობა, შეფერილობა, მორფოლოგიურ

მაჩვენებლები).

პროგრამის ამოცანები

1. ნაყრების შედგენა და შეძენა;

2. ნაყრების კონდიციამდე მიყვანა მოვლა-შენახვის პირობების ოპტიმიზაციით (კვე

დაავადებათაAსაწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებები, საზამთრო საკვების მარაგ

დათბუნება და სხვა).

Page 2: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

2

3. დედეულ ფუტკრის ოჯახებში კვერცხმდებლობის, პროდუქტიულობის და სხვა მაჩვენებლებ

დადგენა.

4. მათი ზამთარ გამძლეობის დადგენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.

პროგრამის განხორციელების გზები

1. შესაძენად განკუთვნილი მასალის შეფასება ნიშანთვისებების კომპლექსის მიხედვით: ფუტკრ

თვისებების Fფიზიკური მდგომარეობა მათი მორფოლოგიური მაჩვენებლები ზამთარგამძლეო

კვერცხმდებლობა.

2. მიღებული სანაშენე მასალის მიყვანა ნორმალურ კონდიციამდე ოპტიმალური კვები

დაავადებათა წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებებით.

მოსალოდნელი შედეგები საფუძველი ჩაეყრება ქართლური პოპულაციის ფუტკარში გეგმაზომიერ სანაშე

მუშაობას, რომლისთვისაც შედგება ძირითადი სანაშენე ბირთვი ინდივიდუალური სელექციის ჩატარებ

მიზნით.

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმი შედეგების შეფასება მოხდება საქართველოს სოფლ

მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ხოლო კვლევითი სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინ

განახორციელებს მეფუტკრეობის ინსტიტუტი.

თემის აქტუალობა, მეცნიერული სიახლე, მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, ეკონომიკისათვის და სოციალურ

სფეროსათვის

თემის აქტუალობა გამოიხატება შემდეგში: აღდგენილი იქნება ქართული ფუტკრის ქართლური პოპულაცი

სუფთა სახით გავრცელების კერები, განახლდება მათი განმეორებითი შესწავლა და გაწმენდა ნარე

ფუტკრისაგან, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერული და პრაქტიკული თვალსაზრისით. აღნიშნულ

პირველ რიგში გულისხმობს ხალასი სახით ქართული ფუტკრის გენოფონდის აღდგენას, შენარჩუნებასა დ

სრულყოფას. მათი ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლი

ბაზარზე, რაც დადებითად იმოქმედებს დარგის ეკონომიკაზე და სოციალურ სფეროზე.

პროგრამი კოორდინატორი განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელ აკადემიური დოქტორი

კორძახია. შემსრულებლები: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი აკადემიური დოქტორი ა. კორძახია, უფრო

მეცნიერი თანამშრომელი აკადემიური დოქტორი ირ. მუმლაძე.

პროგრამის ბიუჯეტი წლიური - 15 000 ლარი. მ.შ. ხელფასი - 5 040 ლარი. მივლინება - 800 ლარი. სხ

საქონელი და მომსახურება – 9 160 ლარი.

ფუტკრის მომშენებლობა–სელექციის და ბიოტექნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელ

აკადემიური დოქტორი ა. კორძახია

Page 3: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

3

განაკვეთი: 2. ახალი ტიპის ნუკლეუსების გამოცდა ზამთრის პირობებში და გამოზამთრების შედეგები

პრობლემის აღწერა ფუტკრის ოჯახის სიძლიერე და პროდუქტიულობა მნიშვნელოვან წილად

განისაზღვრება დედა ფუტკრის ხარისხით. უხარისხო დედა ფუტკარი ვერ შეძლებს ძლიერი ოჯახის

შექმნას, რის გამოც მეფუტკრე ვალდებულია საფუტკრეში განლაგებული ფ/ოფახები მოამარაგოს

მაღალხარისხოვანი დედა ფუტკრებით. დედა ფუტკრის წარმოება შედგება ორი ძირითადი ციკლისაგან:

დედა ფუტკრების გამოზრდა აღმზრდელ ოჯახებში და მათი შენახვა ნუკლერუსებში სქესობრივი

მომწიფებისა და განაყოფიერების საჭირო დროის განმავლობაში.

ამ ეტაპზე აქტუალურია ისეთი სამეცნიერო ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს

მივიღოთ განაყოფიერებული დედა ფუტკრები, შევძლოთ მათი შენახვა და გამოზამთრება

ნუკლეუსებში. სამუშაოების ეს ციკლი მოითხოვს უფრო მეტ შრომით და მატერიალურ დანახარჯებს,

გაუნაყოფიერებელი დედების მიღებისაგან განსხვავებით. მხოლოდ განაყოფიერებული დედა ფუტკრით

არის შესაძლებელი მიღებული იქნეს საჭირო ჯიშის პოპულაციის ფ/ოჯახები ან გაუმჯობესებული

ფუტკარი სასარგებლო ნიშან-თვისებებით.

თავდაპირველად ვიკვლევდით სანუკლეუსე სკის ჩარჩოს ზომასა და ფორმას. ის შესაბამისობაში უნდა

მოდიოდეს ჩარჩოსთან (435X330 მმ) რომელიც გამოიყენება საქართველოში განლაგებულ საფუტკრეებში.

ჩარჩოს ზომა მჭიდროდ არის დაკავშირებული მიზანშეწონილია თუ არა ნუკლეუსები დავტოვოთ

ზამთრობის პერიოდში აღნიშნულ ჩარჩოზე. მიზანშეწონილობის შემთხვევაში ჩარჩოს სიდიდე უნდა

იყოს საკმაოდ დიდი, რათა შესაძლებელი იქნეს ფუტკრის ბიოლოგიური მოთხოვნილებების

დაკმაყოფილება და საიმედო ზამთრობა. წინაამღდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მნიშვნელოვნად

მცირე ზომის ჩარჩოს გამოყენება, რაც ნუკლეუსს უფრო ეკონომიურს ხდის. დედა ფუტკრების შენახვა

სტანდარტულ ჩარჩოზე ეკონომიურად გაუმართლებელია. ამ შემთხვევაში დედა ფუტკრის

სენახვისათვის საჭიროა 1-1, 2კგ ფუტკარი და 8-10კგ თაფლი. ამის გამო ბევრ საფუტკრეში სათადარიგო

დედა ფუტკრებს არ იტოვებენ.

ახალი ტიპის ნუკლეუსებში ფუტკრის ზამთრობა ძირითადად განისაზღვრება ფუტკრის მასით, ანუ

სიძლიერით. ჩვენს შემთხვევაში ნუკლეუსების ოპტიმალური სიძლიერე შეადგენს 0.45+0,5კგ, რაც 2,5-

ჯერ ნაკლებია იმ ნუკლეუსის შემთხვევაში, რომელიც სტანდარტულ ჩარჩოზეა დაზამთრებული

(435X300მმ) მეორე ფაქტორია ის, რომ საკვების მომარაგების მხრივ საშუალოდ ზამთრობისათვის

საკვები ნუკლეუსებში უნდა იყოს 3,1+4,4კგ (მეტი არ თავსდება 3 ჩარჩოიან ნუკლეუსში). მესამე

ფაქტორი არ არის დამოკიდებული მეფუტკრეზე, რაც პირდაპირ კავშირშია ზამთრის ამინდზე. თუ

ფუტკარი ვერ სეძლებს გამოფრენას 5 და მეტი თვის განმავლობაში, ეს უარყოფითად მოქმედებს

ფ/ოჯახზე.

Page 4: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

4

2010 წლის სამუშაო პროგრამა შედგენილია იმ მიზნით, რომ დადგენილი იქნეს ზემოთაღწერილი 1/2

სტანდარტულ ჩარჩოიანი ნუკლეუსის უპირატესობა სხვა ტი-პის ნუკლეუსებთან შედარებით და

დასკვნებში 2008-2010წწ. გამოზამთრების შე-დეგები.

პროგრამის მიზანი სამუშაოს მიზანია – შემუშავებული იქნეს სანუკლეუსე სკა განაყოფიერებული

დედების შენახვისათვის საქართველოს პირობებში, რაც შეიძლება შეთავაზებულ იქნეს როგორც

ტიპიური სანუკლეუსე სკა სპეციალიზირებულ სანაშენე მეურნეობებისათვის და მოყვარული

მეფუტკრეების.

საკითხი, რომელიც მოითხოვს დამატებით კვლევას მოითხოვს სანუკლეუსე ჩარჩოს ფორმასა და

სიდიდეს. ის უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში გამოყენებულ ჩარჩოს ზომებს (435X300მმ).

აღსანიშნავია, რომ საკითხი ჩარჩოს ზომებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია,

მიზანშეწონილია თუ არა შემოდგომით გაერთიანებული ნუკლეუსები დავტოვოთ თუ არა ზამთრის

პერიოდში სანუკლეუსე ჩარჩოებზე.

თუ მიზანშეწონილია მაშინ ჩარჩო უნდა იყოს საკმაოდ დიდი, რაც უზრუნველყოფს ფუტკრის

ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და ზამთრობის საიმედოობას. თუ არ არის

მიზანშეწონილი, მაშინ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საკმაოდ მცირე ზომის ჩარჩო, რის

შედეგადაც ნუკლეუსი უფრო ეკონომიურია.

აღნიშნული საკითხი არის ძირითადი მიზანი, რომელიც დასახულია 2007-2010წწ. შესასრულებლად.

პროგრამის ამოცანები

1. სანუკლეუსე ჩარჩოებზე გამოზამთრების მიზანშეწონილობის დადგენა. ამგვარი გამოკვლევების

შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია შერჩეული იქნეს სანუკლეუსე სკის ჩარჩოს

სიდიდე.

2. წარმოდგენილი იქნეს დასაბუთებული მოსაზრება ერთ სკაში ნუკლეუსების ოპტიმალური

რაოდენობის შესახებ.

3. შემუშავდეს სკის კონსტრუქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება გამოიზამთრონ

განაყოფიერებულმა დედა ფუტკრებმა. აღნიშნული სკა შესაძლებელია შეთავაზებული იქნეს,

როგორც ტიპიური სკა სპეციალიზირებული სანაშენე მეურნეობებისათვის და მოყვარული

მეფუტკრეების.

შესრულების ვადა 2007-2010წწ.

პროგრამის განხორციელების გზები

გამოზამთრების ხარისხის დადგენა, რომელიც განისაზღვრება დაღუპული ნუკლეუსებისა და

ზამთრის სამარაგო საკვების ხარჯვის რაოდენობით.

Page 5: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

5

მოსალოდნელი შედეგები ახალი ტიპის სანუკლეუსე სკა ფართო გამოყენებას ჰპოვებს როგორც

მოყვარული მეფუტკრეების, ასევე პროფესიონალ მეფუტკრეთა საფუტკრეებში, რომლებიც აწარმოებენ

დედა ფუტკრებს.

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმი შედეგების შეფასებას მოახდენს საქართველოს

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აცადემია, ხოლო კვლევითი სამუშაოების მიმდინარეობის

მონიტორინგს განახორციელებს ინსტიტუტი.

თემის აქტუალობა, მეცნიერული სიახლე, მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, ეკონომიკისათვის და

სოციალური სფეროსათვის

ყოველწლიურად მეფუტკრეობის სეზონის დასაწყისში განაყოფიერებული დედა ფუტკრებუის

მისაღებად სანაშენე მეურნეობებში ხდება ათასობით ნუკლეუსების ფორმირება, რათა მირებული იქნეს

განაყოფიერებული დედები და გადაეგზავნოს სემკვეთს.

სამეცნიერო სიახლე ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ნუკლეუსის შემთხვევაში მდგომარეობს შემდეგში: -

პირველად მეფუტკრეობაში ყოველწლიურად არ მოხდება ნუკლეუსების ფორმირება, არამედ პირდაპირ

შესაძლებელი იქნება განაყოფიერებული დედების მიღება.

პროგრამის კოორდინატორი პროგრამის კოორდინატორი ფუტკრის მომშენებლობა-სელექციის და

ბიოტექნოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი კ. გარდავა

პროგრამის ბიუჯეტი წლიური – 3062 ლარი. მ.შ. ხელფასი – 2595 ლარი, მივლინება – 30 ლარი,

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 437 ლარი

თემა I I: ფუტკრის პროდუქტებისა და მისი დამატებითი ხელოვნური საკვების წარმოებისა და

გადამუშავების ხერხების სრულყოფა

განაკვეთი 1. ახალი სასელექციო მაჩვენებლისა და საკვები კომბინაზავის მომზადების ხერხის

შემუშავება, ბიოქიმიური ტესტების გამოყენება ქართული ფუტკრის სელექციაში

პრობლემის აღწერა ქართული ფუტკრის მაღალი სამეურნეო მაჩვენებლები მსოფლიოს

მეფუტკრეთათვის არის ცნობილი. ასეთი შეხედულება ასოცირდება უპირველესად მის გრძელ

ხორთუმთან, მაღალ შრომისუნარიანობასთან, თვინიერებასთან, შეფერილობასთან და სხვ.

უმთავრესი დამახასიათებელი მაჩვენებელი მისი მაღალი სათაფლე პროდუქტიულობაა. მრავალგზისი

ექსპერიმენტებით დადგენილია, რომ ამ მხრივ იგი აღემატება შუა ევროპული (შუარუსული),

იტალიური და სხვ. ჯიშის ფუტკრებს. ამ სარტყელში ქართული ფუტკრის გრძელი ხორთუმის

პრაქტიკულ სარგებლიანობას მკვლევარები უკავშირებენ წითელი სამყურას უფრო აქტიურ

მონახულებას ყვავილობის პერიოდში. ცნობილია, რომ ამ მცენარეს უფრო გრძელი სანექტრე მილაკი

Page 6: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

6

აქვს და გრძელი ხორთუმით ნექტარს მწერი უფრო ადვილად მოიპოვებს, შესაბამისად უფრო

ეფექტიანად ახორციელებს ყვავილის დამტვერვას. მიუხედავად ამისა, ლოგიკურად წარმოუდგენელია,

რომ მხოლოდ გრძელი ხორთუმით იყოს განპირობებული სათაფლე პროდუქტიულობა. კონკრეტულად

სხვა რომელი ორგანოთი, ან ორგანოთა ჯგუფით განისაზღვრება ეს უკანასკნელი ქართულ ფუტკარში,

ამაზე მითითებებს ვერ წავაწყდებით სამეცნიერო ლიტერატურაში.

ფუტკრის სელექციაში ბიოქიმიური მაჩვენებლების (ფერმენტული სისტემის აქტივობა) გამოყენება

ძირითადად უკავშირდება მ. ჟერიობკინის (1965) ნამუშევრებს, თუმცა ანალოგიური კვლევები თუნდაც

რუსეთის მეფუტკრეობის ინსტიტუტში ადრევე მიმდინარეობდა. ამ ავტორის მიერ სასელექციო

მიზნებისათვის შეირჩა სამი ფერმენტი: ხახის ჯირკვლების ინვერტაზა (პროდუქტიულობასთან

კავშირში), უკანა ნაწლავის კატალაზა (ზამთარგამძლეობასთან) და შუა ნაწლავის დიასტაზა

(კვერცხმდებლობასთან კორელაცია). შემდგომში ეს მაჩვენებლები ქართული ფუტკრის სხვადასხვა

პოპულაციებში (მეგრული, ქართლური, აფხაზური) შეისწავლა ბ. წითლიძემ (1988) და მივიდა

ანალოგიურ დასკვნებამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, მისი

შედეგების გამოყენება დღემდე არავის უცდია. ამასთან არ შემოწმებულა, რამდენად გადაეცემა

შთამომავლობას აღნიშნული პარამეტრები, თუნდაც F1 თაობაში.

ფუტკრის სრულფასოვანი კვება აუცილებელი ღონისძიებაა მისი მაქსიმალური პროდუქტიულობის

მისაღწევად და წლის ყველა პერიოდში საჭირო სიძლიერის შესანარჩუნებლად. საარსებო საკვების

მოპოვების მკვეთრი სეზონურობის გამო მისი კვების პირობები (დონე) შეიძლება სრულიად

განსხვავებული იყოს და ეს ყველაზე მეტად იჩენს თავს ზამთრობის ბოლოს-ადრე გაზაფხულზე:

საკვების უკმარისი მარაგის პირობებში ფუტკარი ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს მოხმარების

ოდენობა, რაც პირველ რიგში მომდევნო თაობის გამოზრდაზე აისახება უარყოფითად, აქედან

გამომდინარე შედეგებით.

დღემდე ჩატარებული კვლევის მასალებიდან ის დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, რომ საარსებო

ნივთიერებათა (ძირითადად ნახშირწყლები და პროტეინი) დეფიციტი შეიმჩნევა სხვადასხვა პერიოდში,

მაგრამ როგორც მეცხოველეობაში, ისე მეფუტკრეობაში არსებული კანონზომიერება მოითხოვს

ორგანიზმის უწყვეტ მომარაგებას ერთდროულად ყველა საზრდო ნივთიერებით. წინააღმდეგ

შემთხვევაში საკვები პროტეინის უკმარისობა ხელს უშლის ფუტკრის ოჯახის გამრავლების პროცესს,

ხოლო ნახშირწყლების დეფიციტის დროს შეიძლება მოხდეს საერთოდ ოჯახის შიმშილი და დაღუპვა.

საკითხის დადებით გადაწყვეტას ცდილობდა კანდში ცილოვანი დანამატების შეტანა, მაგრამ მათი

დაბალი მონელებადობა და არამიმზიდველობა ფუტკრისათვის ვერ უზრუნველყოფს საჭირო ეფექტის

Page 7: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

7

მიღწევას. თვით საბოლოო პროდუქტის (კანდი) ფიზიკური ფორმა არ შეიძლება, ფუტკრისათვის

ოპტიმალურად ჩაითვალოს გადაწყვეტის ტექნიკური და ფიზიოლოგიური არასრულყოფილობის გამო.

პროგრამის მიზანი ჩვენს მიერ დაგეგმილი კვლევა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება:

1. ქართული ფუტკრის სელექციისათვის ახალი ინდექსის შემუშავება ფუტკრის მასასა და ფრთის

ფართობს შორის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრით.

2. ფუტკრის ბიოქიმიური მაჩვენებლებლების (სხეულის ფერმენტული სისტემა) გამოყენება

პრაქტიკული სელექციის საჭიროებისათვის და ამ მაჩვენებლის მემკვიდრულობის

კოეფიციენტის დადგენა F1 თაობაში მაინც.

3. ფუტკრის ნახშირწყლოვან-პროტეინოვანი საკვები ნაზავის მიღების ახალი ხერხის შემუშავება

პროდუქტის გაზრდილი მონელებადობით, კვერცხდების გაძლიერებული სტიმულირებით

ზამთრის ბოლოს-ადრე გაზაფხულზე, თხევადი ან დაკრისტალებული სახით, კანდის

დამზადების ტრადიციული ხერხის სანაცვლოდ.

პროგრამის ამოცანები პროგრამით დასახულ ამოცანებში შედის:

1. ქართული ფუტკრის სხვადასხვა პოპოლაციების მორფოლოგიური მაჩვენებლების შესწავლა:

მუშა ფუტკრის სხეულის მასა მაის-ივნისის თაობაში, ფრთის სიგრძე-სიგანისა და ფართობის

(პერიმეტრის) გაზომვა;

2. დამოკიდებულობის განსაზღვრა მასასა და ფრთის მონაცემებს შორის და სასელექციო

ინდექსის შემუშავება;

3. ანალოგიური სამუშაოს შესრულება (შედარებისათვის), უკრაინული სტეპისა და სომხური

ყვითელი ფუტკრის მაგალითზე;

4. ქართული მუშა ფუტკრის სხეულში ინვერტაზისა და კატალაზის აქტივობის შესწავლა

პროდუქტიულობისა და ზამთარგამძლეობის საადრეო პროგნოზირებისათვის, მაჩვენებლების

მემკვიდრულობის კოეფიციენტის განსაზღვრა, მათი გამოყენება ფუტკრის ინდივიდუალური

სელექციის პროცესში;

5. კომბინაზავის შედგენისათვის ცალკეული კომპონენტების (სოიის შროტი, ყვავილის მტვერი)

წყალხსნადი ფრაქციის მიღება საერთო პროტეინისა და წყლის შემცველობის

გათვალისწინებით;

6. საკვები პროტეინისა და ნახშირწყლების ოპტიმალური ურთიერთშეფარდების დადგენა

ფუტკრის ოჯახებზე, მასური %-ის მიხედვით.

პროგრამის განხორციელების გზები

Page 8: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

8

1. ფუტკრის სხეულის მონაცემების აღება მოხდება ტრივიალური ხერხებით: მასის-ტორზიულ

სასწორზე აწონვით, ფრთის ფართობისა და პერიმეტრის-კომპიუტერისათვის შედგენილი

მეთოდით უსწორო ფართობებისა და პერიმეტრის გაზომვის შესახებ;

2. ხახის ჯირკვლის ინვერტაზისა და უკანა ნაწლავის კატალაზის აქტივობა დადგინდება მ.

ჟერიობკინის (1965) მიერ შედგენილი მეთოდიკით;

3. სოიოს შროტისა და მტვრის მტვრის ჰიდროლიზური დამუშავებისას განისაზღვრება

წყალხსნადი ფრაქციის გამოსავლიანობა რეფრაქტომეტრულად; საკვები პროტეინებისა მასში-

კელდალის მეთოდით, მარტივი შაქრის შემცველობა ხსნარში-ბერტრანის მეთოდით

(სახსტანდარტი 19792-87);

4. ფუტკრის ოჯახებში კვერცხმდებლობა განისაზღვრება ჩარჩო-ბადის მეშვეობით, სათაფლე

პროდუქტიულობა-ფიჭებისა და გამოწურული თაფლის აწონვით;

მოსალოდნელი შედეგები

1. ახალი სასელექციო ინდექსი პრაქტიკული სელექციისათვის;

2. ოპტიმალური მორფოლოგიური მაჩვენებლები ფუტკრის სელექციონირებისათვის;

3. ფუტკრის სხეულის ფერმენტული აქტივობის გამოყენება დაჩქარებული ინდივიდუალური

სელექციისათვის;

4. ნახშირწყლოვან-პროტეინოვანი კომბინაზავის მიღება მაღალი მონელებადობით და

კვერცხდების მასტიმულირებელი ეფექტით;

შედეგების შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმი მიღებული შედეგებით საშუალება მოგვეცემა,

განვსაზღვროთ ნაწილობრივ მაინც ქართული ფუტკრის უპირატესობის მექანიზმი ფრენის აქტივობისა

და საკვების მოპოვების გაზრდილი უნარისა, ფუტკრის სხვა ჯიშებთან შედარებით.

კვლევის გავრცელებული და ახლადშემუშავებული მეთოდებით ადვილად განისაზღვრება მიღებული

შედეგების ობიექტურობა და სელექციონერთა საქმიანობაში მათი ვარგისიანობა. ამ მეთოდების

საშუალებით, რომლებიც შეიძლება შეერწყას მაგალითად, ფუტკრის ოჯახების ზამთრობას ხანგრძლივი,

მკაცრი ზამთრის პირობებში. შეიძლება გამოვლინდეს ამ თვალსაზრისით პერსპექტიული ოჯახები,

რომელთა შთამომავლობა დააკმაყოფილებს ქართული ფუტკრის მიმართ ჩრდილოეთის ქვეყნებში

წამოყენებულ პრეტენზიებს ზამთარგამძლეობის გაზრდის მოთხოვნით. ახალი სასელექციო ინდექსი

მისი შემუშავებისათვის გაწეული წარმატებული მუშაობის შემთხვევაში მოგვცემს სტანდარტს

ქართული ფუტკრის სხვადასხვა პოპულაციებში შესაბამისი მაჩვენებლების დასაცავად.

თემის აქტუალობა, მეცნიერული სიახლე, მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, ეკონომიკისა და

სოციალური სფეროსათვის

Page 9: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

9

კვლევის პროგრამა აქტუალურია უპირველესად იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტა მიზნად ისახავს

შედეგების გამოყენებას მეფუტკრეთა პრაქტიკულ საქმიანობაში. ამასთან პროგრამის გადაწყვეტა

მოხდება პრინციპულად ახლებური მიდგომით: ახალი სასელექციო ინდექსის შემუშავებით (ასეთი

ინდექსი დღემდე არ არსებობს), კომბინირებული საკვები ნაზავის წარმოებით, რომლის გადაწყვეტა

ორიგინალურია და საბოლოო პროდუქტიც თავისი შედგენილობით და ფიზიკური ფორმით

პრინციპულად განსხვავდება არსებულისგან.

ფუტკრის სელექციის პროცესში ახალი ხერხების დანერგვა საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ

გენოფონდი და გავზარდოთ მისი კონკურენტუნარიანობა უცხოეთის ბაზარზე, რაც აამაღლებს

მეფუტკრის დაინტერესებას სანაშენე პროდუქციის წარმოებაში და ქვეყანას დამატებითი შემოსავალს

მოუტანს.

პროგრამის კორდინატორი დადგენილი პროგრამის კოორდინატორია სსიპ მეფუტკრეობის

ინსტიტუტის განყოფილების გამგე, სმმ დოქტორი, პროფესორი გ. მაძღარაშვილი.

პროგრამის შემსრულებლებია:

1. გ. მაძღარაშვილი;

2. მ. ხარებაშვილი, აკადემიური დოქტორი, უფროსი მეც. თანამშრომელი;

3. თ. ბოსტაშვილი, ბიოლოგიის მაგისტრი, მეცნიერ თანამშრომელი;

4. ე. გოგოლაძე, მეცნიერ თანამშრომელი.

შემუშავებული ღონისძიებები დაინერგება მასობრივ პრაქტიკაში:

1) სასელექციო ინდექსი, ფუტკრის სხეულის ფერმენტების აქტივობის მაჩვენებლები

მეთოდიკაში “ქართული მეთაფლე ფუტკარი. ახალი ჯიშის (პოპულაცია, ხაზი, კროსი)

მიმართ მოთხოვნები და გამოცდების მეთოდები” ჩართვით;

2) სანაშენე პროდუქციის მწარმოებელი მეფუტკრეებისათვის მოწყობილი სემინარებით;

3) სამეცნიერო შრომების, მასობრივი საინფორმაციო მასალების (ბუკლეტების,

მეთოდური მითითებები და სხვ.) გამოყენებით;

4) პრაქტიკული მეფუტკრეობისათვის ორგანიზებული კომბინირებული საკვები ნაზავის

წარმოების მოწყობით და მზა პროდუქციის რეალიზაციით

პროგრამის ბიუჯეტი წლიური -- 11000 ლარი. მ. შ. ხელფასი -- 6500 ლარი. მივლინება --2000 ლარი.

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება -- 2500 ლარი

Page 10: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

10

განაკვეთი-2. ქართული ფუტკრის შხამის წარმოების ხერხების სრულყოფა და მისი გავლენა ფუტკრის

ოჯახების ბიოლოგიურ და სამეურნეო მაჩვენებლებზე

პრობლემის აღწერა ფუტკრის ძირითადი ტრადიციული პროდუქტების თაფლის (რომლის ძვირფასი

კვებითი ღირებულება საყოველთაოდაა ცნობილი) და ცვილის (რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან

ნედლეულს წარმოებისათვის) გარდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიოლოგიურად აქტიურ

ფუტკრის იმ პროდუქტების მიღებასა და გადამუშავებას, რომელთაც მიეკუთვნება ფუტკრის შხამი,

დინდგელი, ყვავილის მტვერი და ფუტკრის რძე. თითოეულ მათგანს გააჩნია გამოყენების ფართო

სპექტრი სახალხო მეურნეობის ბევრ დარგში.

ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ფუტკრის შხამი, შედარებით ნაკლებად შესწავლილი,

ძვირადღირებული პროდუქტია, ვინაიდან მას და მასში შემავალ ცალკეულ კომპონენტებს მაღალი

ფარმაკოლოგიური თვისებები ახასიათებთ.

1990-1991 წწ საქართველოში იწყება ფუტკრის შხამის შეგროვების ბუმი. აღნიშნული გამოიწვია შხამის

წარმოების გამარტივებამ და მისმა მაღალმა ფასმა. შხამის ინტენსიურ შეგროვებას საქმეში ნაკლებად

ჩახედული პირებიც აწარმოებდნენ, რომელთაც არ გააჩნდათ შესაბამისი მეთოდური მითითება

(რეკომენდაციები), რამაც მეფუტკრეობის დარგი სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა.

ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს ისიც რომ არსებული ფუტკრის შხამის მისაღები სხვადასხვა

ტექნიკური მოწყობილობები ვერ აკმაყოფილებდნენ სათანადო მოთხოვნებს და ტექნოლოგიურ

გაუმჯობესებას მოითხოვდნენ. რაც მთავარია ნაკლებად ან სუსტად იყო ბიოლოგიურად

დასაბუთებული ფუტკრის შხამის მიღების ტექნოლოგიური მხარე – მისი გავლენა ფუტკრის ოჯახების

ბიოლოგიურ და სამეურნეო მაჩვენებლებზე.

1991-1995 წწ. მეფუტკრეობის ინსტიტუტი და ლაბორატორია “ ახალი ტექნიკა” ეწეოდა ერთობლივ

სამეცნიერო-კვლევით და პრაქტიკულ მუშაობას, რის საფუძველზეც პირველად საქართველოს

პირობებში შემუშავდა შხამის მიღების ტექნოლოგია და მისი გავლენა ფუტკრის ოჯახების ბიოლოგიურ

და სამეურნეო მაჩვენებლებზე.

დღეისათვის საქართველოში ფუტკრის შხამის აღება წარმოებს ჩვენს მიერ 1991-1995 წლებში

დამუშავებული მეთოდიკით, ტექნოლოგიითა და აპარატურით, რაც ტექნიკურად უკვე ძალიან

მოძველებულია და გაუმჯობესებას მოითხოვს, ვინაიდან ძველი მეთოდითა და აპარატურით აღებული

პროდუქცია უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს ფუტკრის შხამზე.

არსებულ მეთოდს ახასიათებს საკმაოდ დიდი ნაკლი იმ თვალსაზრისით, რომ შხამის ჰაერთან შეხების

დროს ხდება მისი დაჟანგვა, რის შედეგადაც შხამი მუქდება, ეცემა მისი სასაქონლო სახე, შხამში

შემავალი კომპონენტები იჟანგება და პროდუქციის ხარისხი ქვეითდება. ამასთან ერთად არსებული

მეთოდით შხამის გაცრის დროს, რაც წარმოებს რამდენიმე საცერში შხამი მიკროდოზებით ხვდება

Page 11: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

11

მომუშავე პერსონალის სასუნთქ და მხედველობით ორგანოებში, მიუხედავად არსებული დამცავი

საშუალებებისა ( რესპირატორი, პირსაფარი, ნიღაბი და სხვა) და თანდათანობით შხამზე მომუშავე

პერსონალს უვითარდება ალერგია, უზიანდება მხედველობა.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თუ წინა პერიოდის მონაცემებით აღნიშნული მეთოდით შხამის

აღება ამცირებდა ფ/ოჯახების თაფლპროდუქტიულობას, 2009 წლის შედეგებიდან გამომდინარე

სასაქონლო თაფლის რაოდენობის მიხედვით ჯგუფებს შორის განსხვავება სტატისტიკურად

არადამაჯერებელია (t=0,7). თაფლის საერთო რაოდენობის მიხედვით კი საცდელ და საკონტროლო

ჯგუფებს შორის სხვაობა უმნიშვნელოა (t=1.3, p=0.774), რაც გამოყენებული ტექნოლოგიის დადებით

მხარეზე მეტყველებს.

პროგრამის მიზანი ჩვენი ერთობლივი კვლევის მიზანია ქართული ფუტკრის შხამის აღებისა

(წარმოების) და მისი გადამუშავების მეცნიერულად დასაბუთებული სრულყოფილი ტექნოლოგიის

შემუშავება,

პროგრამის ამოცანა პროგრამის ამოცანაა არსებული აპარატურისა და დანადგარების გაუმჯობესება და

მისი გავლენის დადგენა ფუტკრის ოჯახების ბიოლოგიურ და სამეურნეო მაჩვენებლებზე.

შესრულების ვადა -2008 - 2010 წწ.

პროგრამის განხორციელების გზები აღნიშნულის განსახორციელებლად სამეცნიერო-კვლევითი

სამუშაო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი საკითხების შესწავლას:

1. ფუტკრის შხამის მიღების ტექნოლოგიის დახვეწა-გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ტექნოლოგიის

განლენას:

ა. შხამის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე.

ბ. შხამის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე.

გ. ფუტკრის ოჯახების ბიოლოგიურ მაჩვენებლებზე.

დ. ფუტკრის ოჯახების სამეურნეო მაჩვენებლებზე.

2. შხამის ინტენსიური მიღების პერიოდების დაზუსტება და აქტივობის განსაზღვრა

მოსალოდნელი შედეგები დასანერგი ახალი ტექნოლოგია და აპარატურა მნიშვნელოვნად

გააუმჯობესებს საქართველოში ნაწარმი ფუტკრის შხამის ხარისხს, მის რაოდენობრივ მაჩვენებელს და

შენახვის ხანგრძლივობას, რაც საშუალებას მოგვცემს მყარად დავიკავოთ მოწინავე ადგილი ფუტკრის

შხამის რეალიზაციისათვის მსოფლიო ბაზარზე.

Page 12: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

12

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმი შედეგების შეფასებას მოახდენს საქართველოს

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ხოლო კვლევითი სამუშაოების მიმდინარეობის

მონიტორინგს განახორციელებს ინსტიტუტი.

თემის აქტუალობა, მეცნიერული სიახლე, მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, ეკონომიკისათვის და

სოციალური სფეროსათვის თანამედროვე პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფუტკრის შხამის

მოპოვების სრულყოფილი ტექნოლოგიის შემუშავებას, მისი მიღების გავლენას ფუტკრის ოჯახების

ბიოლოგიურ და სამეურნეო მაჩვენებლებზე. Fფუტკრის შხამს მაღალი ფარმაკოლოგიური თვისებები

ახასიათებს, რის გამოც მისი გამოყენების სპექტრი მეტად მნიშვნელოვანია და მოთხოვნილებაც და

ფასებიც მასზე ყოველწლიურად იზრდება.

საქართველოს პირობებში შემუშავებული იქნება მეცნიერულად დასაბუთებული შხამის მიღების

სრულყოფილი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიის გავლენას: შხამის ხარისხობრივ და

რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, ფუტკრის ოჯახების ბიოლოგიურ და სამეურნეო მაჩვენებლებზე.

აღნიშნულის განხორციელება ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის დარგის განვითარებას, რაც პირდაპირ

კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან, გაიზრდება ხალხის დასაქმება, გაუმჯობესდება მათი

სოციალური მდგომარეობა.

პროგრამის კოორდინატორები ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი

ბ. წითლიძე, ლაბორატორია “ახალი ტექნიკა” დირექტორი შ. ნადირაშვილი. შემსრულებლები: ბ.

წითლიძე, შ. ნადირაშვილი, ლაბორატორია “ახალი ტექნიკა” თანამშრომლები: პროფესორი გ.

ხუციშვილი, ც. თურმანიძე, ი. მიქაძე, ლ. ვარდოსანიძე.

პროგრამის ბიუჯეტი წლიური – 6057 ლარი. მ.შ. ხელფასი – 4842 ლარი. მივლინება – 400 ლარი.

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 500 ლარი ხელშეკრულების საფუძველზე მივლინების ხარჯები

ანაზღაურდება ლაბორატორია “ახალი ტექნიკა”-ს მიერ.

გააანაკვეთი 3. დინდგელის გადამუშავების და შენახვის ტექნოლოგიის სრულყოფა და სახელმწიფო

სტანდარტის შემუშავება

პრობლემის აღწერა ფუტკრის მიერ წარმოებული პროდუქტებიდან მნიშვნელოვანია დინდგელი, იგივე

პროპოლისი-ფუტკრის წებო. ყველაზე მეტ დინდგელს აგროვებს კავკასიური ფუტკარი, შედარებით

ნაკლებს -- უკრაინული და იტალიური, ხოლო ინდური ფუტკარი თითქმის არ აგროვებს დინდგელს.

დინდგელის ძირითად წყაროდ ითვლება ტირიფის, ალვის ხის, მუხის, არყის, თელის და სხვა

მცენარეთა კვირტების ფისოვანი გამონაყოფი (Иванов 1985).

Page 13: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

13

დინდგელის შემადგენლობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე: სეზონზე, კლიმატურ ზონაზე,

ადგილობრივ ფლორაზე და სხვა. დინდგელში აღმოჩენილია 150-მდე ნივთიერება და ნაერთი

(Greenaway, et al., 1990). დინდგელი შეიცავს მცენარეულ ფისებს, ცვილს, ვიტამინებს, ბალზამებს,

ეთერზეთებს, მიკროელემენტებს (Fe,Ca, Cu,Zn, Mg, Na…) და სხვა ნივთიერებებს.

დინდგელი 150C ტემპერატურის ქვევით ხდება მყიფე და მაგარი, 300C -ზე რბილი და წელვადი. ის

კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში (სპირტში, ქლოროფორმში. ტოლუოლში, აცეტონში,

ბენზოლში, დიეთილის ეთერში და სხვ.)

დინდგელი ხალხურ მედიცინაში უხსოვარი დროიდან ცნობილია, მისი სამკურნალო თვისებებით.

დინდგელისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ბიოლოგიური თვისებები: ანტიმიკრობული,

ანტიმიკოტული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სხვა, რაც განპირობებულია მასში

შემავალი ბუნებრივად აქტიური ნაერთებით, კერძოდ, ფლავონოიდებით. ამ მაჩვენებლის მხრივ

ქართული ფუტკრის მიერ წარმოებული დინდგელი უფრო აქტიურია, ვიდრე შუა-რუსული

ფუტკრისგან მიღებული (ვახონონა, 1980).

სწორედ ამ თვისების გამო მეტად მნიშვნელოვანია დინდგელის გასუფთავება და შენახვა დიდი ხნით,

რომ არ მოხდეს მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაშლა. აღსანიშნავია, რომ

დღემდე არ არის შესწავლილი ქართული ფუტკრის მიერ წარმოებული დინდგელი სრულად და არ

არსებობს მასზე სახელმწიფო სტანდარტი. Aარ არის დადგენილი კონკრეტულად რომელ გამხსნელში

ინარჩუნებს თავის პირვანდელ თვისებებს უფრო დიდი ხნით, რა პირობებში (ტემპერატურა, ტენიანობა)

უნდა იქნას იგი შენახული ბუნებრივ მდგომარეობაში.

პროგრამის მიზანი

1. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეგროვილი დინდგელის ფიზიკურ-ქიმიური და

ბიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა და ქართული სახელმწიფო სტანდარტის

შემუშავება.

2. მოხდეს დინდგელის გადამუშავების ტექნოლოგიის ოპტიმიზაცია.

3. დინდგელის შენახვის ტექნოლოგიური რეჟიმის დახვეწა მისი ბიოლოგიურად აქტიური

ნივთიერებების დანაკარგების შესამცირებლად.

პროგრამის ამოცანები

1. განისაზღვროს შეგროვილი დინდგელის გარეგნული მაჩვენებლები (ფერი, სუნი, გემო,

სტრუქტურა, კონსისტენცია);

Page 14: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

14

2. ათვისებულ იქნა იოდის რიცხვის, მჟავური რიცხვის, ჟანგვითი უნარის, მექანიკური

მინარევები, ცვილის, ფლავონოიდების და სხვა ფენოლური ნაერთების, ჟანგვადი

ნივთიერებების რაოდენობის შემცველობის განსაზღვრის მეთოდები;

3. არსებულ სტანდარტებზე დაყრდნობით ქართული სახელმწიფო სტანდარტის შედგენა;

4. დინდგელის გადამუშავების ტექნოლოგიაში სხვადასხვა გამხსნელისა და ტემპერატურული

რეჟიმების რეგულირება;

5. დინდგელის შენახვა სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმში (ოთახის ტემპერატურა, მაცივარში

და 00С-ზე ქვევით), ვაკუუმში შენახვა. შესაფუთი მასალის შერჩევა.

პროგრამის განხორციელების გზები

1. დინდგელის ნიმუშები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შეგროვდეს ჩვეულებრივი წესით

(აფხეკვა);

2. ქიმიური მაჩვენებლები (ჟანგვითი უნარი -წამში, მექანიკური მინარევები -მასური%, ცვილის

და მექანიკური მინარევების შემცველობა %, ფლავონოიდების და სხვა ფენოლური ნაერთების

მასური%, იოდის რიცხვი %, ჟანგვადი ნივთიერებების რაოდენობა 1სმ3 ხსნარში) შემცველობის

განსაზღვრა;

3. გამოყენებულ იქნას გამხსნელები (წყალი, ორგანული გამხსნელები) სხვადასხვა

ტემპერატურული რაჟიმის პირობებში.

მოსალოდნელი შედეგები

1. დინდგელის ქართული სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება. რომელიც განსაზღვრავს

პროდუქტის ძირითადი მახასიათებლებს და მის ვარგისიანობას;

2. დინდგელის გადამუშავების ტექნოლოგიის ოპტიმიზაცია.

შედეგების შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმი შეფასდება დინდგელის ნიმუშების ფიზიკური-

ქიმიური მაჩვენებლები, ნიმუშების აღების დროს და ყოველ 6 თვეში თუ როგორ მოხდება მასში

შემავალი ნივთიერებების რაოდენობრივი ცვლილება სხვადასხვა ტემპერატურეს პირობებში.

თემის აქტუალობა, მეცნიერული სიახლე, მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, ეკონომიკისა და

სოციალური სფეროსათვის შეიქმნება ქვეყანაში დინდგელის სახელმწიფო სტანდარტი. შენახვის

ოპტიმალური პირობების დადგენა გააადვილებს მოპოვებული და გადამუშავებული დინდგელის

შენახვას დიდი ხნით, მასში შემავალი აქტიური ნივთიერებების დანაკარგების გარეშე.

პროგრამის კორდინატორი შემუშავებული პროგრამის კოორდინატორია სსიპ მეფუტკრეობის

ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი მ. ხარებაშვილი

Page 15: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

15

პროგრამის შემსრულებლებია:

1. მ. ხარებაშვილი

2. გ. მაძღარაშვილი, სმმ დოქტორი, პროფესორი

3. თ. ბოსტაშვილი, ბიოლოგიის მაგისტრი, მეცნიერ თანამშრომელი;

4. ე. გოგოლაძე, მეცნიერ თანამშრომელი.

შემუშავებული ღონისძიებები დაინერგება მასობრივ პრაქტიკაში:

1. დინდგელზე მოქმედი სახელმწიფო სტანდარტის სახით;

2. სამეცნიერო შრომებისა და მასობრივი საინფორმაციო მასალების (ბუკლეტი,

მეთოდური მითითა და სხვ.) გამოყენებით;

3. დინდგელის გადამუშავებისა და გამოყენების ტექნოლოგიური ინსტრუქციის სახით.

პროგრამის ბიუჯეტი წლიური -- 6000 ლარი მ. შ. ხელფასი -- 3000 ლარი, მივლინება --600 ლარი,

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება -- 2400 ლარი

ფუტკრის დაავადებათა და საკვები ბაზის შემსწავლელი განყოფილება

თემა: 3. ფუტკრის აკარაპიდოზისა და ვაროატოზის საწინააღმდეგო ერთობლივი ბრძოლის ეფექტურ

ღონისძიებათა შემუშავება

პრობლემის აღწერა მეფუტკრეობის წინაშე მდგარ მრავალ ამოცანათა შორის უმთავრესი საკითხია ჩვენი

ქვეყნის ეროვნული განძის და მსოფლიო გენოფონდის კუთვნილების ქართული ფუტკრის შენარჩუნება

და მისი პროდუქტიულობის ამაღლება, მაგრამ წარმატების მიღწევა ჯანმრთელი ფუტკრის გარეშე

შეუძლებელია.

ფუტკრის ჯანმრთელობის დაცვა და შენარჩუნება ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში მთავარ

პრობლემად რჩება. საყოველთაოდ გავრცელებული დაავადების – ვაროატოზის ფონზე მწვავე ხასიათი

მიიღო ისეთმა ინფექციურმა და ინვაზიურმა დაავადებამ, რომელიც 30 წლის წინ იყო აქტუალური.

აკარაპიდოზი დიდი ეკონომიური ზარალით დარეგისტრირდა 1971 წელს პირველად კახეთის

რაიონებში: სიღნაღის და ყვარლის, ხოლო შემდეგ წითელწყაროს, ლაგოდეხის, გურჯაანის, ახმეტის და

გარდაბნის რაიონებში. გატარებული ღონისძიებებით მეფუტკრეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა

მიერ შესაძლებელი Gგახდა აკარაპიდოზის ლიკვიდირება 1974 წლისათვის. მას შემდეგ გავიდა 30

წელზე მეტი და განყოფილებაში შემოსული დახოცილი ფუტკრის მიკროსკოპული შემოწმებით

აკარაპიდოზი 2005 წელს გამოვლინდა და დადგინდა ახმეტის, წნორის, სიღნაღის, თიანეთის და

მანგლისის ტერიტორიაზე განლაგებულ საფუტკრეებში, ასევე დარეგისტრირდა ყვარლის, ლაგოდეხის,

Page 16: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

16

კასპის, ხარაგაულის რაიონებში და თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ საფუტკრეებში.

გამორიცხული არ არის მისი არსებობა სხვა რაიონებშიც, რაც დიდი საშიშროების წინაშე აყენებს

მეფუტკრეობას. მოსალოდნელი საშიშროება უფრო ახლოა, რადგანაც აკარაპიდოზი, რომელიც

გამოწვეულია მიკროსკოპული ტკიპით (რომლის ლოკალიზაციის ადგილი ფუტკრის სასუნთქი სისტემა

- ტრაქეაა), მიმდინარეობს მაკროსკოპული ტკიპა ვაროათი გამოწვეულ დაავადება ვაროატოზთან

ერთად, მას თან ერთვის ინფექციური დაავადება ამერიკული და ევროპული სიდამპლე, შერეული

ფორმით მიმდინარე დაავადებამ შეიძლება მიიღოს ფეთქებადი ხასიათი, გადავიდეს მძიმე ფორმაში, არ

დაექვემდებაროს მკურნალობას და გამოიწვიოს საფუტკრეების განადგურება.

პროგრამის მიზანი ჩვენი კვლევის მიზანია ქართული ფუტკრის ჯანმრთელობის შენარჩუნება. ქვეყანაში

ფუტკრის დაავადებებზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით დაუყოვნებლივ

გაგრძელდეს აკარაპიდოზზე დაწყებული ეპიზოოტიური სიტუაციის შესწავლა. ასევე, ყურადღება

დაეთმობა არახნოზებთან ბრძოლის რაციონალური მეთოდის – საცდელი პრეპარატებით გაჟღენთილი

თერმული ფირფიტების გამოყენებას, რომლის კვამლი არამარტო ვაროას ტკიპების მოსპობას, არამედ

ფუტკრის სასუნთ სისტემაში შეღწევით გამოიწვევს აკარაპიდოზის მიკროსკოპული ტკიპების

განადგურებას. ნიმუშების აღება იწარმოებს ადრე გაზაფხულზე, ნიმუშებად გამოყენებულ იქნება

როგორც ჩამოცვენილი, ასევე ცოცხალი ფუტკარი, რაც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ დაავადება.

გამოკვლევები ჩატარდება რენიეს მეთოდის მიხედვით.

პროგრამის ამოცანა სამუშაოს შესრულების ძირითადი ამოცანაა, არახნოზების საწინააღმდეგო

საშუალებების შექმნა და გამოცდა, როგორც ლაბორატორიულ ასევე საწარმოო პირობებში, მიღებული

პრეპარატი იქნება იაფი, ხელმისაწვდომი და გამოსაყენებლად ადვილი, ამ მიმართებით ჩატარებული

იქნა გარკვეული სამუშაოები, აღნიშნული გამოკვლევებით მიღწეულია დადებითი შედეგი.

სამუშაოს შესრულების ვადა - 2010წ.

პროგრამის განხორციელების გზები აკარაპიდოზის გავრცელების შესწავლას დავიწყებთ კახეთის

რეგიონებიდან საფუტკრეების კლინიკური შემოწმებით და ფუტკრის ოჯახებიდან აღებული და

ლაბორატორიაში შემოსული პათ. მასალის მიკროსკოპული დიაგნოსტიკით. ამასთან ერთად დიდი

ყურადღება დაეთმობა ფუტკრის მფლობელთა გამოკითხვას – ანამნეზურ მონაცემების შეგროვებას,

დაავადების გამოვლინების, მისი მიმდინარეობის, კლინიკური ნიშნების, ფუტკრის დახოცვის,

დაავადებისაგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის და სხვათა შესახებ.

დაავადება ვაროატოზი წლის ყველა პერიოდში გვხვდება, აკარაპიდოზი კი ზამთარში მიმდინარეობს

და დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებით ადრე გაზაფხულზე ვლინდება. ზამთარგამოვლილი

ფუტკრები გამოფრინდებიან რა კუჭის გასაწმენდად კარგავენ ფრენის უნარს, ცოცავენ საფრენის ახლოს,

ფრთები უსწორმასწოროდ გაფარჩხული აქვთ, გროვდებიან ჯგუფ-ჯგუფად სკის ქვეშ და იქვე

Page 17: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

17

იღუპებიან. სკის დათვალიერებით ვნახულობით ჩარჩოებიდან ჩაცვენილ ფუტკრებს, დასუსტებულ

ოჯახებს და ზოგჯერ მთლიანად განადგურების შემთხვევებს. საბოლოო დიაგნოზი დაავადებაზე

დგინდება ლაბორატორიული შემოწმებით – ფუტკრის ტრაქეაში ტკიპა აკარაპის ვუდის აღმოჩენით.

მიკროსოპული შემოწმებისათვის უნდა ავიღოთ თითოეული ოჯახიდან 50 ცოცხალი ან ახლადმკვდარი

და მცოცავი ფუტკრები. აკარაპიდოზის ირგვლივ სამუშაოებს ვიწყებთ ადრე გაზაფხულიდან, ხოლო

ვაროატოზის ირგვლივ – მოგვიანებით, აპრილიდან – მეფუტკრეობაში დამკვიდრებული მეთოდიკების

შესაბამისად (რენიე, სამიშკინა, პოლტევი).

დიაგნოზის დასმის შემდეგ ვიწყებთ ახალი საცდელი აკარიციდით გაჟღენთილი თერმული

ფირფიტების წვის შედეგად გამოყოფილი ბოლის ჩასუნთქვით ფუტკრის ტრაქეაში არსებული და

ტრაქეიდან გამოღებულ ტკიპებზე მათი მოქმედეების შესწავლას. პარალელურად ჩატარდება

საკონტროლო ცდები უპრეპარატოდ გვარჯილაში გაჟღენთილი თერმიული ფირფიტების წვის შედეგად

გამოყოფილი ბოლის ტკიპებზე მოქმედების შესწავლა. ანალოგიურ ცდებს ჩავატარებთ ფუტკრის

ორგანიზმზე მისი მოქმედების შესასწავლად.

აკარაპიდოზით დაავადებულ ფუტკარსა და ტკიპებზე აეროზოლის მოქმედების ეფექტის დასადგენად

ლაბორატორიულ გალიაში ვათავსებთ 200 ცალ ფუტკარს. ცდის დაწყებიდან ამოვიღებთ 20 ფუტკარს და

მიკროსკოპის ქვეშ გავსინჯავთ მათ ტრაქეებს ტკიპების არსებობაზე, განვსაზღვრავთ გალიაში

არსებული ფუტკრის რაოდენობიდან დაინვაზირების პროცენტს და ხარისხს.

ასეთი გამოკვლევის შემდეგ გალიაში მყოფ ფუტკარს ვათავსებთ ზარხუფის ქვეშ ან ცარიელ სკაში,

სადაც შეუშვებთ საცდელი პრეპარატის აეროზოლს განსაზღვრული დოზით და ექსპოზიციით. ყოველი

დამუშავების შემდეგ გალიიდან ამოვიყვანთ 20-20 ცალ ფუტკარს და გაუსინჯავთ მიკროსკოპში

ტრაქეებს ტკიპის არსებობაზე, გალიაში დარჩენილ ფუტკარს ვაკვირდებით სიცოცხლის

ხანგრძლივობაზე. მკურნალობის პროცესში გალიიდან ყოველდღიურად გამოგვყავს ცოცხალი და

მკვდარი ფუტკრები და ვიკვლევთ მათ ტრაქეებში არსებული ტკიპების ცხოველუნარიანობას.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ცდებს ვატარებთ აკარაპიდოზით დაავადებულ

ფუტკრის ოჯახებში. შევისწავლით ჩვენ მიერ გამოვლინებული ახალი პრეპარატის აეროზოლის

აკარიციდულ მოქმედებას, როგორც მაკროსკოპულ ისე მიკროსკოპულ ტკიპებზე. ყოველი დამუშავების

წინ ფუტკრის ოჯახიდან გამოსაკვლევად ვიყვანთ 50 ცოცხალ ფუტკარს და მიკროსკოპულად ვსინჯავთ

მათ ტრაქეებს ტკიპების არსებობაზე და ცხოველმყოფელობაზე. თუ მიკროსკოპის ქვეშ ტკიპები

უმოძრაო მდგომარეობაში არიან და დახოცილები აღმოჩნდებიან ვწყვეტთ ცდის გაგრძელებას და იმავე

ექსპოზიციით, ჯერადობით და ინტერვალით დავამუშავებთ საფუტკრეში არსებულ როგორც

დაავადებულ ისე პირობითად ჯანსაღ ოჯახებს. მაგრამ დაკვირვებისათვის შევარჩევთ ფუტკრის 10

ოჯახს, სადაც დეტალურად შევისწავლით აკარიციდული ბოლის მოქმედებას ტკიპა ვაროაზე, ფუტკრის

Page 18: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

18

დედის კვერცხისმდებლობაზე და ბარტყის განვითარებაზე. მონაცემების შედარება მოხდება

საკონტროლოსთან.

ლაბორატორიული ცდები ჩატარდება მეფუტკრეობის ინსტიტუტის ფუტკრის დაავადებათა და საკვები

ბაზის შემსწავლელ განყოფილებაში. დაავადებულ ფუტკრის ოჯახებში კი – აკარაპიდოზზე და

ვაროატოზზე გამოვლინებულ არაკეთილსაიმედო საფუტკრეებში.

მოსალოდნელი შედეგები მეცნიერული კვლევით გამოვლინებული სამკურნალო პრეპარატები

გამოიწვევენ დაავადებათა მინიმუმამდე დაყვანას, ფუტკრის ოჯახების შენარჩუნებას და გამრავლებას,

მეფუტკრეობის დარგის ეკონომიკურ ზრდას და მოსახლეობისათვის ეკოლოგიურად სუფთა

პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასებში მიწოდებას.

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმი შედეგების შეფასებას მოახდენს საქართველოს

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ხოლო კვლევითი სამუშაოების მიმდინარეობის

მონიტორინგს განახორციელებს ინსტიტუტი.

თემის აქტუალობა, მეცნიერული სიახლე, მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, ეკონომიკისათვის და

სოციალური სფეროსათვის დღეისათვის მსოფლიო მეფუტკრეობის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს

ამ ორ დაავადებასთან ერთობლივი ბრძოლის მაღალეფექტური, იაფი, მეფუტკრეთათვის

გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი მეთოდის, ფუტკრისა და მეფუტკრეთათვის უსაფრთხო პრეპარატის

შექმნა და შეუფერხებელი დანერგვა წარმოებაში, რაც კონკურენტუნარიანი იქნება არსებულ დაავადების

საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით. ჩვენ მიერ შემუშავებული დაავადებებთან ბრძოლის

ღონისძიება და სამკურნალო საშუალება ხელს შეუწყობს ფუტკრის ოჯახების არამარტო შენარჩუნებას,

არამედ მათ რიცხობრივ ზრდას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღებას და ქვეყანაში

მეფუტკრეობის განვითარებას.

სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დადგინდება სხვადასხვა პრაპარატების

აკარიციდული მოქმედება როგორც მიკროსკოპულ ტკიპა აკარაპის ვუდიზე, ისე მაკროსკოპულ ტკიპა

ვაროაზე. შეისწავლება მათი მოქმედება ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, დედა ფუტკრის

კვერცხისმდებლობაზე, მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებაზე და დადგინდება მაღალეფექტურობის

ხარისხი, რომლის გამოვლინების შემდეგ შემუშავდება დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებისა

და აკარიციდის გამოყენების ფორმები და მეთოდები. ლაბორატორიული კვლევითი სამუშაოების

ჩატარების შემდეგ ისინი გამოიცდებიან საველე და საწარმოო პირობებში ჯერ ჯანმრთელ, ხოლო

შემდეგ დაავადებულ ფუტკრის ოჯახებში.

ჩვენ მიერ გამოვლენილი ან შექმნილი ახალი პრეპარატები დაინერგება მსხვილ საფუტკრე და

ფერმერულ მეურნეობებში. მოსალოდნელი სარგებელი გამოიხატება ფუტკრის ოჯახების არა მარტო

Page 19: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

19

დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებათა და მკურნალობის შედეგად მათ შენარჩუნებაში, არამედ

მათ რიცხობრივ მატებასა და ფუტკრის პროდუქტიულობის ზრდაში.

პროგრამის კორდინატორი (შემსრულებლები) კოორდინატორი ფუტკრის დაავადებათა და საკვები

ბაზის შემსწავლელი განყოფილების გამგე აკადემიური დოქტორი თ. ტივიშვილი

შემსრულებლები: თ. ტივიშვილი, ნ. ყიფიანი, დ. ბალიაშვილი

პროგრამის ბიუჯეტი წლიური – 19297, მ. შ. ხელფასი – 16297, მივლინება - 500, სხვადასხვა საქონელი და

მომსახურეობა - 800

თემა: 4. ფუტკრის საკვები ბაზის შესწავლა-გაუმჯობესება კახეთის რეგიონში (ახმეტა, თელავი,

გურჯანი, ყვარელი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო)

პრობლემის აღწერა უკანასკნელი წლების განმავლობაში თაფლოვანი რესურსები კახეტის რეგიონში

საგრძნობლად შემცირდა. ხეების უმოწყალოდ გაჩეხვამ, ნიადაგის ეროზიის ზრდამ, სასოფლო-

სამეურნეო მიწების გასხვისებამ, მეცხოველეობის საკვებად თაფლოვანი მცენარეების ნათესების

შემცირებამ, სათბ-საძოვრების გაუარესებამ და სხვა ეკოლოგიურ გფაქტორთA გავლენამ თაფლოვანი

რესურსების მარაგი მკვეთრად შეამცირა.

ამის გამო კახეთის რეგიონის საკვები ბაზის შესწავლით დაიწყო მისი გაუმჯობესება თაფლოვანი

მცენარეებისა და ნერგების დათესვა-დარგვით. ახალი თAფლოვნების ინტროდუქცია – გამოცდა.

ბუნებრივი საკვები ბაზის არსებობით ფუტკრის უზრუნველყოფის მიზნით თაფლის ბალანსის შედგენა.

პროგრამის მიზანი ფუტკრის საკვები ბაზის შესწავლა-გაუმჯობესება წარმოადგენს, როგორც

სამრეწველო, ისე კერძო ფერმერული მერუნეობის პროდუქტიულობის ამაღლების გზებს.

პროგრამის მიზანია რეგიონში სესწავლილი იქნეს ფუტკრიოს საკვები ბაზა, რომლის შედეგადაც

მოხდება ფუტკრის ოჯახების ნორმის დადგენა თითეული რაიონის საფუტკრეებისათვის. თაფლის

ბალანსის განსაზღვარა, რაც ფუტკრის ოჯახების გაზრდის წინა პირობაა.

დადგინდება ფუტკრის ოჯახების მეტობა ან კლება რეგიონის და რეგიონების საფუტკრეებისათვის.

პროგრამის ამოცანა შესწავლილი იქნეს რეგიონის ფუტკრის საკვები ბაზა და მეცნიერულად

დასაბუთებული მონაცემები გამოყენებული იქნეს დარგის აღორძინებისათვის, ფუტკრის ოჯახების

პროდუქტიულობიოს ზრდისათვის.

საანგარიშო პერიოდში დაიწყება ფუტკრის საკვები ბაზის გაუმჯობესება ეროზიის საწინააღმდეგო

თაფლოვანი მცენარეებით. თაფლოვნების თესლების და ნერგების დათესვა და დარგვა ახალი

Page 20: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

20

ტაფლოვნების ინტროდუქცია. საკვები ბაზისთ ფუტკრის უზრუნველყოფის მიზნით თაფლის ბალანსის

შედგენა.

პროგრამის შესრულების ვადა 2007-2010 წლები

პრაოგრამის განხორციელების გზები რეგიონში დაიწყება საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარება.

მოძიებული იქნება მასალები თაფლოვანი ფლორის გავრცელების შესახებ. განისაზღვრება ტყის ფონდის

ძირითადი მაჩვენებელი, დადგინდეაბ თაფლოვნების სახეობრივი შემადგენლობა. საკვები ბაზის

გასაუმჯობესებლად გამრავლებული იქნება ნერგები და თესლები. რაიონებში აღებული იქნება

მონაცემები ფუტკრის ოჯახების არსებული რაოდენობის შესახებ.

გამოყენებული იქნება ეროზიის საწინააღმდეგო თაფლოვანი მცენარეები, რომლის ნერგების წარმოება

დაიწყო 2009 წლის სექტრმბრიდან (თეთრეკალა, ფუჭფუჭა, ტყის ცოცხი, მასტაკანთო, დოიცია,

პავლონია და სხვა) და გაგრძელდება კვლავ.

შემოტანილი იქნება ახალი სწარაფმოზარდი ეროზიის საწინააღმდეგო თაფლოვანი პავლონია.

მოსალოდნელი შედეგები დადგინდება რეგიონის თაფლოვანი ფლორა, თვითეული თაფლოვანი

მცენარის თაფლპროდუქტიულობა, ფუტკრის ოჯახების მეტობა ან კლება, დაისახება გზები ფუტკრის

ოჯახების გასაზრდელად, და შედგება თაფლის ბალანსი.

შესაძლებლობის ფარგლებში საქართველო მომარაგდება თაფლოვანი მცენარეების თესლებითა და

ნერგებით. თესლის გამრავლებითა და თაფლოვნების ნერგების მომარაგებით გაიზრდება საფუტკრის

თაფლპროდუქტიულობა, რაც მომგებიანი იქნება როგორც კერძო სექტორისათვის, აგრეთვე მსხვილი

საფუტკრე ფერმერებისათვის.

საკვები ბაზის გაუმჯობესების მიზნით დაიწყება თაფლოვნებისა და ეროზიიის საწინააღმდეგო

ნერგების წარმოება.

შედეგების შეფასება და მონიტორინგის მექანიზმი შედეგების შეფასებას მოახდენს საქართველოს

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ხოლო კვლევითი სამიუშაოების მონიტორინგს

(მეთვალყურეობას) განახორციელებს მეფუტკრეობის ინსტიტუტი.

თემის აქტტუალობა, მეცნიერული სიახლე, მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, ეკონომიკისათვის და

სოციალური სფეროსათვის მეფუტკრეობის განვითრების და მისი რენტაბელობის ძირითად საფუძველს

მყარი და მდიდარი საკვები ბაზის არსებობა წარმოადგენს. საკვები ბაზის შესწავლა მეფუტკრეობის

გეგმიური განვითარებისა და მისი მაღალპროდუქტიულობის ერთ-ერთი წინა პირობაა. რეგიონში

შესწავლილი იქნება თითეული თაფლოვანიმცენარის ნექტარპროდუქტიულობა, თაფლოვნები

ყვავილების ფაზები, ნექტარპროდუქტიულობის გამოსავლიანობა, ღალიანობის ტიპები, მისი

Page 21: სსიპ მეფუტკრეობის ინსტიტუტი კოდი - 32 13 03 57) 2010 … institutis programa... · 1 სსიპ მეფუტკრეობის

21

ხანგრძლივობა და უღალო პერიოდების გამოვლენა, მისი შევსების გზები – სანექტრე კონვეიერის

შექმნითა და ფუტკრის განმეორებით ღალაზე გადაყვანით.

ინტროდუქცირებული თაფლოვანი მცენარეების შესწავლა, ეროზირებული ფართიობების

გაუმჯობესება თაფლოვანი მცენარეებით.

აღნიშნულის განხორციელება პირველ რიგში ხელს შეუწყობს დარგის რენტაბელობის ზრდასა და

ქვეყნის ეკონმიკურ განვითარებაში წვლილის შეტანას, აგრეთვე დაეხმარება ფერმერული მეურნეობის

განვითარებას.

პროგრამის კორდინატორი ფუტკრის დაავადებათა და საკვები ბაზის შემსწავლელი განყოფილების

მეცნიერ თანამშრომელი ლ. ბალიაშვილი. შემსრულებლები: ლიზა ბალიაშვილი, აკადემიური

დოქტორი ნ. ჩოფიკაშვილი, მეცნიერ თანამშრომელი თ. ლობჟანიძე.

პროგრამის ბიუჯეტი წლიური - 13666 ლარი, მათ შორის: ხელფასი - 11694 ლარი, მივლინება - 750 ლარი,

სხვადასხვა საქონელი და მომსახურეობა – 1222 ლარი