8
იმერეთის გუბერნატორი ზაზა მე- ფარიშვილი მოადგილეებთან ალეკო იოსებაშვილთან და ხვიჩა უშხვან- თან ერთად 16 იანვარს ხარაგაულ- ში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ხარაგაულის საგანმანათლებლო რე- სურსცენტრის დარბაზში გაიმართა. მას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდო- მარე აკაკი მაჭავარიანი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის რწმუნე- ბულები და გამგეობის სამსახურების უფროსები. შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიცი- პალიტეტის გამგებელმა კობა ლურს- მანაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა სამსახურის უფროსს და სოფლის რწმუნებულებს გუბერნატორისგან შემოთავაზებული ფორმატით ეძლევა მუნიციპალიტეტის საჭირბოროტო სა- კითხების განხილვის შესაძლებლობა. იმერეთის გუბერნატორმა აღნიშ- ნა, რომ ხარაგაული არის ნათელი წერტილი, რომელშიც ვერ ხედავს შინაარსობრივ პრობლემას, რომელიც ძირფესვიან ცვლილებას ითხოვს: „პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. მათ ერთად გავივლით და მოვიფიქ- რებთ, რა გავაკეთოთ. ხარაგაულში საქმისა და შედეგისთვის ყველა ინტე- რესი თანხვედრილია.“ ზაზა მეფარიშვილის თქმით, ყო- ველი თვის ბოლო პარასკევს იმე- რეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართავს შეხვედ- რას. მანამდე კი ადგილებზე ეცნობა პრობლემებს. გუბერნატორმა სთხოვა სამსახურის ხელმძღვანელებს, ღიად ესაუბრათ აქტუალურ საკითხებსა და შედეგებზე. შეხვედრაზე იმსჯელეს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების, 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრებისა და პრიორიტეტების, 2013 და 2014 წლების ინფრასტრუქტუ- რული პროექტების განხორციელების, 2013-2014 წლების გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, შარშან განხორცი- ელებული და წელს დაგეგმილი სო- ციალურ-კულტურული ღონისძიებების შესახებ, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი 4 089 700 ლარით დაიგეგმა. აქედან 400 ათასი ლარი იყო მუნიციპალიტე- ტის საკუთარი შემოსავალი, დანარ- ჩენი - ტრანსფერი. მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების წყაროა ჯარიმები, სანქციები, ქონებისა და მიწის გადასახადები. უბერნატორი ზაზა მეფარიშ- ვილი დაინტერესდა ხარაგა- ულის მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიებით. გამგებელ კობა ლურსმა- ნაშვილის ინფორმაციით, 2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 207 559 ლარი. 2013 წლის პრემიების ფონდმა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში სამეუფო წირვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრი კაპანაძემ ჩაატარა. იხ. გვ. 6 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მორი ცვლილება განხორ- ციელდა. მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამა- ტებით გამოეყო 2,4 ათ. ლარი გარე განათების მოსაწყობი საპროექტო სამუშაოების შესასყიდად. მთავრობის განკარგულებით ხარა- გაულის მუნიციპალიტეტს 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში გამოეყო 413,1 ათ. ლარი, მ. შ. ქუჩების მოასფალტებაზე, სპორ- ტული კომპლექსისთვის სპორტული ინვენტარის შესაძენად, ბაღების რეაბი- ლიტაციასა და საბავშვო ბაღებისთვის ინვენტარის შესაძენად. 2014 წლის 1 იანვრისთვის არსებუ- ლი თავისუფალი ნაშთიდან გამოიყო 45,8 ათ. ლარი და მიიმართა: -2,9 ათ. ლარი დასუფთავებისათვის თოვლმწმენდის შესაძენად; -15,8 ათ. ლარი სოფ. წიფაში ამბუ- ლატორიის მშენებლობისათვის; -2,1 ათ. ლარი საკრებულოს ხარ- ჯებში, მ.შ. 0,5 კომპიტერული ტექნიკის შესაძენად და 1,6 ათ. ლარი კომპიუტე- რების შესაძენად; -6,5 ათ. ლარი გამგეობის ხარჯებში მ. შ. კომპიუტერული ტექნიკის შესაძე- ნად 1,0 ათ. ლარი, კომპიუტერების შესაძენად 1,6 ათ. ლარი და 3,9 ათ. ლარი ტრანსპორტის რემონტის ხარ- ჯებში; -0,9 ათ. ლარი გზების მოვლა-შე- ნახვის ხარჯებში საწვავის შესაძენად; -8,8 ათ. ლარი კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე; -8,8 ათ. ლარი სახანძრო-სამაშ- ველო სამსახურის ხარჯებში სახანძ- რო ინვენტარისა და კომპიუტერების შესაძენად. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე გა- იზარდა 415,5 ათ. ლარით და ხარჯების ნაწილში - 461,3 ათ. ლარით. ხარჯების დაფინანსების წყაროდ გამოყენებულია სპეციალური ტრანსფერი 415,5 ათ. ლარი და საკუთარი სახსრების ნაშთი 45,8 ათ. ლარი. სულ ხარაგაულის მუ- ნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 7 626,5 ათ. ლარით. მორიგი ცვლილება ადგილობრივ ბიუჯეტში ზაზა მეფარიშვილი: „პრემია არ არის სავალდებულო სახელფასო დანამატი“ გვ. 2 მიმდინარეობს გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“ ხელმოწერის ორთ- ვიური. დაგვიკავშირდით რედაქცი- აში ტელეფონებით: 22-16-27; 593 900 501; 593 35 65 80; 555 57 45 78 ან მობრძანდით მისამართზე: ხარაგაული, სოლო- მონ მეფის ქ. 59, მეორე სარ- თული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან. „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია 31 იანვარი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 4 (575) www.chkh.org რუბრიკა „იმედი ხვალის” აბიტურიენტების უმრავლესობას საგამოცდო სიახლეები არ აშინებს „ლევილის მთაწმინდა” თბილისში თორნიკე ებანოიძე: „განათლება შეუქცევად პროცესად უნდა აქციო” ცხადდება სამოყვარულო ფილმების კონკურსი მეუფე დიმიტრი: „ბედნიერი ვიქნები, თუ ვიამაყებ ხარაგაულელების ცხოვრების წესით” განცხადებები იუმორი 3-6 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 5 გვ. 6 გვ. 7-8 გვ. 8 გვ. 2015 წელს გამოიყოფა სესხი ჩუმათელეთი- ძირულას გზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის 2 გვ. დღეს ნომერშია

დღეს ნომერშია2 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ. შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, რო-დესაც მომუშავეთა

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: დღეს ნომერშია2 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ. შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, რო-დესაც მომუშავეთა

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მე-ფარიშვილი მოადგილეებთან ალეკო იოსებაშვილთან და ხვიჩა უშხვან-თან ერთად 16 იანვარს ხარაგაულ-ში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ხარაგაულის საგანმანათლებლო რე-სურსცენტრის დარბაზში გაიმართა. მას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდო-მარე აკაკი მაჭავარიანი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულის რწმუნე-ბულები და გამგეობის სამსახურების უფროსები.

შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის გამგებელმა კობა ლურს-მანაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა სამსახურის უფროსს და სოფლის რწმუნებულებს გუბერნატორისგან შემოთავაზებული ფორმატით ეძლევა მუნიციპალიტეტის საჭირბოროტო სა-კითხების განხილვის შესაძლებლობა.

იმერეთის გუბერნატორმა აღნიშ-ნა, რომ ხარაგაული არის ნათელი წერტილი, რომელშიც ვერ ხედავს შინაარსობრივ პრობლემას, რომელიც ძირფესვიან ცვლილებას ითხოვს: „პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. მათ ერთად გავივლით და მოვიფიქ-რებთ, რა გავაკეთოთ. ხარაგაულში საქმისა და შედეგისთვის ყველა ინტე-რესი თანხვედრილია.“

ზაზა მეფარიშვილის თქმით, ყო-ველი თვის ბოლო პარასკევს იმე-რეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართავს შეხვედ-

რას. მანამდე კი ადგილებზე ეცნობა პრობლემებს. გუბერნატორმა სთხოვა სამსახურის ხელმძღვანელებს, ღიად ესაუბრათ აქტუალურ საკითხებსა და შედეგებზე.

შეხვედრაზე იმსჯელეს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების, 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრებისა და პრიორიტეტების, 2013 და 2014 წლების ინფრასტრუქტუ-რული პროექტების განხორციელების, 2013-2014 წლების გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, შარშან განხორცი-ელებული და წელს დაგეგმილი სო-ციალურ-კულტურული ღონისძიებების შესახებ, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, რომ 2013 წლის ბიუჯეტი 4 089 700 ლარით დაიგეგმა. აქედან 400 ათასი ლარი იყო მუნიციპალიტე-ტის საკუთარი შემოსავალი, დანარ-ჩენი - ტრანსფერი. მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების წყაროა ჯარიმები, სანქციები, ქონებისა და მიწის გადასახადები.

გუბერნატორი ზაზა მეფარიშ-ვილი დაინტერესდა ხარაგა-

ულის მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიებით. გამგებელ კობა ლურსმა-ნაშვილის ინფორმაციით, 2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 207 559 ლარი. 2013 წლის პრემიების ფონდმა

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში სამეუფო წირვა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრი კაპანაძემ ჩაატარა. იხ. გვ. 6

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მორი ცვლილება განხორ-ციელდა. მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამა-ტებით გამოეყო 2,4 ათ. ლარი გარე განათების მოსაწყობი საპროექტო სამუშაოების შესასყიდად.

მთავრობის განკარგულებით ხარა-გაულის მუნიციპალიტეტს 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში გამოეყო 413,1 ათ. ლარი, მ. შ. ქუჩების მოასფალტებაზე, სპორ-ტული კომპლექსისთვის სპორტული ინვენტარის შესაძენად, ბაღების რეაბი-ლიტაციასა და საბავშვო ბაღებისთვის ინვენტარის შესაძენად.

2014 წლის 1 იანვრისთვის არსებუ-ლი თავისუფალი ნაშთიდან გამოიყო 45,8 ათ. ლარი და მიიმართა:

-2,9 ათ. ლარი დასუფთავებისათვის თოვლმწმენდის შესაძენად;

-15,8 ათ. ლარი სოფ. წიფაში ამბუ-ლატორიის მშენებლობისათვის;

-2,1 ათ. ლარი საკრებულოს ხარ-ჯებში, მ.შ. 0,5 კომპიტერული ტექნიკის შესაძენად და 1,6 ათ. ლარი კომპიუტე-

რების შესაძენად;-6,5 ათ. ლარი გამგეობის ხარჯებში

მ. შ. კომპიუტერული ტექნიკის შესაძე-ნად 1,0 ათ. ლარი, კომპიუტერების შესაძენად 1,6 ათ. ლარი და 3,9 ათ. ლარი ტრანსპორტის რემონტის ხარ-ჯებში;

-0,9 ათ. ლარი გზების მოვლა-შე-ნახვის ხარჯებში საწვავის შესაძენად;

-8,8 ათ. ლარი კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე;

-8,8 ათ. ლარი სახანძრო-სამაშ-ველო სამსახურის ხარჯებში სახანძ-რო ინვენტარისა და კომპიუტერების შესაძენად.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე გა-იზარდა 415,5 ათ. ლარით და ხარჯების ნაწილში - 461,3 ათ. ლარით. ხარჯების დაფინანსების წყაროდ გამოყენებულია სპეციალური ტრანსფერი 415,5 ათ. ლარი და საკუთარი სახსრების ნაშთი 45,8 ათ. ლარი. სულ ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 7 626,5 ათ. ლარით.

მორიგი ცვლილება ადგილობრივ ბიუჯეტში

ზაზა მეფარიშვილი: „პრემია არ არის სავალდებულო

სახელფასო დანამატი“

გვ. 2

მიმდინარეობს გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“ ხელმოწერის ორთ-ვიური.

დაგვიკავშირდით რედაქცი-აში ტელეფონებით: 22-16-27; 593 900 501; 593 35 65 80; 555 57 45 78 ან მობრძანდით მისამართზე: ხარაგაული, სოლო-მონ მეფის ქ. №59, მეორე სარ-თული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

31 იანვარი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№4 (575)

www.chkh.org

რუბრიკა „იმედი ხვალის”

აბიტურიენტების უმრავლესობას საგამოცდო სიახლეები არ აშინებს

„ლევილის მთაწმინდა” თბილისში

თორნიკე ებანოიძე: „განათლება შეუქცევად პროცესად უნდა აქციო”

ცხადდება სამოყვარულო ფილმების კონკურსი

მეუფე დიმიტრი: „ბედნიერი ვიქნები, თუ ვიამაყებ ხარაგაულელების ცხოვრების წესით”

განცხადებები

იუმორი

3-6 გვ.

3 გვ.

4 გვ.

5 გვ.

5 გვ.

6 გვ.

7-8 გვ.

8 გვ.

2015 წელს გამოიყოფა სესხი ჩუმათელეთი-ძირულას გზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის

2 გვ.

დღეს ნომერშია

Page 2: დღეს ნომერშია2 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ. შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, რო-დესაც მომუშავეთა

2 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ.

შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, რო-დესაც მომუშავეთა რიცხვი, შტატით და შტატგარეშე, ორჯერ აღემატება 2012 წელს მომუშავეთა რაოდენობას. ამ საკითხზე ზაზა მეფარიშვილმა აღნიშ-ნა, რომ „2014 წელი იქნება ბოლო, გარდამავალი პერიოდი, როდესაც პრემია გაიცემა ძველი ფორმითა და მეთოდით. პრემია არ არის სავალ-დებულო სახელფასო დანამატი და ის არის თანამშრომლის წახალისების საშუალება ხელმძღვანელისთვის. თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რომ პრემია არის დამსახურება იმისა, რომ უფრო მეტად და ხარისხიანად შეასრუ-ლა სამუშაო, ვიდრე ევალებოდა. 2015 წელს თითოეულმა ხელმძღვანელმა უნდა დაასაბუთოს თანამშრომელზე პრემიის გაცემის საჭიროება.“

გუბერნატორი დაინტერესდა ბიუჯეტში ადმინისტრაციული

ხარჯის წილით. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლადიმერ გელაშ-ვილის თქმით, ადმინისტრაციული ხარ-ჯი სახელფასო კუთხით არის მთლიანი ბიუჯეტის 34%. მუნიციპალიტეტის გამ-გებელმა კი დააზუსტა, რომ ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯი, ა(ა)იპ-ებისა და სამაშველო სამსახურის ჩათვლით, დაახლოებით 63%-ია. გუბერნატორის თქმით, ეს მაჩვენებელი ძალიან მა-ღალია. თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, ადმინისტრაცი-ული ხარჯის მაქსიმალური ზღვარი 25% იქნება.

გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმმართველი კოდექსის ახალი ნორმით თვითმმართველობაში საშ-ტატო განრიგი განისაზღვრება 30 მო-ხელეს პლუს ერთი შტატი ყოველ 500 ამომრჩეველზე. გარდა ამისა, დასაქ-მებულთა საერთო რაოდენობის 10% დასაქმდება ხელშეკრულებით. ადგი-ლობრივი თვითმმართველობის არჩევ-ნებიდან 120 დღის ვადაში საკრებულო მოახდენს შტატების ოპტიმიზაციას. 2014 წლის პირველ ნოემბრისთვის ყველა საჯარო მოხელე უნდა იყოს კონკურსით შერჩეული და დანიშნული.

ზაზა მეფარიშვილის თქმით, საბი-უჯეტო თანხა უნდა მოხმარდეს მოსახ-ლეობას და ნაკლები დაიხარჯოს ადმი-ნისტრაციულ ხარჯებზე. გუბერნატორის ინფორმაციით, აპრილიდან სახანძრო-სამაშველო და სამხედრო აღრიცხვისა

და გაწვევის სამსახურები გადავლენ შს სამინისტროს დაქვემდებარებაში.

კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ მას არაერთხელ უსაუბრია საჯა-რო მოხელეებთან კონკურსის ჩატა-რების აუცილებლობასა და ამ გზით შტატების ოპტიმიზაციაზე; კონკურსით შესარჩევად კი საჯარო მოხელეები უნდა გახდნენ კონკურენტუნარიანები.

გუბერნატორი დაინტერესდა სა-რეზერვო ფონდიდან გაცემული

ხარჯებით. საფინანსო-საბიუჯეტო სამ-სახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშ-ვილმა აღნიშნა, რომ ამ ფონდიდან თანხა, ძირითადად, სოციალურ პროგ-რამებზე გაიცა. გუბერნატორის თქმით, თუ სარეზერვო ფონდიდან გაიცა თანხა გარკვეული მიმართულებით, შემდეგი წლის ბიუჯეტში იმ მიმართულებით თანხა უნდა გაიზარდოს.

ამის შემდეგ შეხვედრაზე ინფ-რასტრუქტურულ პროექტებზე

ისაუბრეს. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამ-

სახურის უფროს დავით დევდარიანის თქმით, 2013 წელს განსახორციელებე-ლი 15 ინფრასტრუქტურული პროექ-ტიდან მხოლოდ ორი დასრულდა, დანარჩენი 13 პროექტის სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დაბა ხარა-

გაულში კინოთეატრის რეაბილიტაციის პროექტი იმიტომ გაჭიანურდა, რომ თავდაპირველი პროექტი მთლიანად შეიცვალა და ახალი პროექტის გან-ხორციელებას თანხის დამატება დას-ჭირდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების პირასაა. მხოლოდ ისეთი სამუშაოებია დარჩე-ნილი, რაც კარგ მეტეოროლოგიურ პირობებს მოითხოვს.

გუბერნატორის მოადგილე ალეკო იოსებაშვილის თქმით, ძირულა-ხარა-გაულის საავტომობილო გზა ძალიან დაზიანებულია და ასფალტიც გარკ-ვეულ უბნებზე დაბალი ხარისხისაა. ამას თან ერთვის ის, რომ ამ გზაზე არ არის მოწყობილი წყლის სანიაღვრე-ები. ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვისას გუბერნატორმა აღნიშნა, რომ პროექტების დასრულების შემდეგ საჭიროა ლიცენზირებულმა ექსპერ-ტიზის ორგანომ გააკეთოს დადებითი დასკვნა ამა თუ იმ პროექტის შესახებ.

ზაზა მეფარიშვილი აგრეთვე დაინ-ტერესდა 2014 წლის პირველ ნახე-ვარში განსახორციელებელი პროექ-ტებით; მათ შორის სოფლის მხარდა-ჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტებით. დავით დევდარიანის თქმით, აქ მთავარი პრიორიტეტი არის შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა. გუბერნატორის თქმით, „წელსაც იხ-რეშება იგივე გზები, რაც წინა წლებში. პროექტებისთვის გამოყოფილი 700 ათასი ლარიდან მხოლოდ გზების მოხ-რეშვაზე იხარჯება გამოყოფილი თანხის ნახევარი. შარშან მოხრეშეთ, გაისად ისევ გექნებათ იგივე ხარჯი და ყოველ წელიწადს 350 ათასი ლარი გაატანეთ მდინარე ჩხერიმელას. ყოველ წელს აკეთებთ ერთი და იგივეს, შედეგი კი არ არის. თქვენ კომპეტენტური ადამი-ანები იმიტომ ხართ, რომ განსაზღვროთ თანხის ხარჯვის პრიორიტეტულობა. საფუძვლიანად უნდა გაკეთდეს მცირე მინაკვეთი, მეორე წელსაც ისევ მცირე და ამით სამ წელიწადში მიიღებთ სრულად გაკეთებულ ნორმალურ გზას.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორ-

ტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსა-ხურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ აგრძელებენ დიდ კულტურულ ტრადიციებს: „1987 წლიდან ხარაგაულ-ში არ არსებობს თეატრის შენობა. ჯერ შეხიზნული ვიყავით კინოს შენობაში. წელს ახალგარემონტებულ თეატრში, ალბათ, აპრილისთვის მაინც შევძლებთ გადასვლას. ვფიქრობთ, ჩატარდეს „ხარაგაულობა.“ გვინდა აღვნიშნოთ ხარაგაულის სახალხო თეატრის საუკუ-ნოვანი იუბილე. სასურველია გარემონ-ტდეს ღია ესტრადა, რაც ნაწილობრივ მოხსნის დარბაზის პრობლემას. კი-ნო-საპროექციო აპარატს კულტურის სამინისტრო დაგვპირდა.“

გუბერნატორი დაინტერესდა საკ-რებულოს მიერ დაფუძნებული კულ-ტურულ-საგანმანათლებლო და სპორ-ტული ა(ა)იპ-ების რაოდენობით. ირინე ჩხეიძის თქმით, ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტში ათი ასეთი ა(ა)იპ-ია. გუბერ-ნატორი ასევე დაინტერესდა ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის - „კულტურის ცენტრის“ ბიუჯე-

ტით და მისი ადმინისტაციული ხარჯით. ზაზა მეფარიშვილის თქმით, ა(ა)იპ-ში ადმინისტრაციული დანახარჯი უნდა იყოს სავალდებულოდ აუცილებელი და ბიუჯეტი - ღონისძიებებზე ორიენ-ტირებული. არ შეიძლება ბიუჯეტის თანხა იხარჯებოდეს მხოლოდ ხელ-ფასებზე და ორგანიზაცია პროდუქტს არ ქმნიდეს.

გუბერნატორმა ზაზა მეფარიშ-ვილმა სამასალე ხე-ტყის მო-

პოვების შესახებ კანონმდებლობა-ში შეტანილ ცვლილებზე ისაუბრა. სატყეოში მხოლოდ გუბერნატორის შუამდგომლობა არ იქნება საკმარისი. დებულების მიხედვით, ყველა განც-ხადება ადგილზე უნდა შეამოწმოს სპეციალურმა კომისიამ.

სოფლის მეურნეობის საკითხების განხილვისას მთავარ პრობლე-

მად დასახელდა საგაზაფხულო სამუშა-ოებისთვის საჭირო ტექნიკის სიმცირე. გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ „გასულ წელს მუნიცი-პალიტეტს ჰქონდა ხუთი ტრაქტორი. დაზიანების შემთხვევაში ზესტაფონში უნდა შეგვეკეთებინა. გუთნები ძალიან ხშირად ფუჭდებოდა. წელს დაემატა ოთხი ტრაქტორი. დამატებით თუ კიდევ შემოვა რამდენიმე ერთეული ტექნიკა, ძალიან კარგი იქნება. ვინა-იდან აღარ გვაქვს დაფარცხვის ვალ-დებულება, უფრო მალე მოვრჩებით საგაზაფხულო სამუშაოებს.

შეხვედრის დასასრულს გამგებელ-მა აღნიშნა, რომ ხარაგაულის

საავადმყოფოში ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა. შპს „ადითიდან“ საავადმ-ყოფოს სახელმწიფოსთვის გადმოცემით იქ მომსახურე პერსონალისა და პაციენ-ტებისთვის მდგომარეობა არ შეცვლილა. საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა არის უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში. ყურადღებას საჭიროებს სასწრაფო დახ-მარების სამსახური.

გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ 31 იანვარს ქუთაისში გამგებლებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე არსებულ საკითხებს დე-ტალურად განიხილავენ.

თამთა გოგოლაძე

ზაზა მეფარიშვილი: „პრემია არ არის სავალდებულო სახელფასო დანამატი“პირველი გვერდიდან

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საავტომობილო გზების დეპარტა-მენტის, მუნიციპალური განვითა-რების ფონდის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპა-ნიის ხელმძღვანელები.

მინისტრ დავით ნარმანიას ინფორმაციით, 2014 წელს

სამინისტროს ბიუჯეტი 875 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 501 მილიონი ლარი დაიხარჯება, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტა-ციისთვის - 187 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტუ-რის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის - 131 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების მხარ-დაჭერისთვის - 50 მილიონი ლარი, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავე-ბისა და მართვისთვის - 5 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, დამატებითი და-ფინანსება გამოეყო: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას - 16 მილიონი ლარი, „თეთნულდ დეველოპმენდს“ - 10,6 მილიონი ლარი, მყარი ნარჩენების კომპანიას - 10 მილიონი ლარი. ჯამში, 2014 წელს, სამინისტრო 911 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

2014 წელს სერვისის ხარისხის გაუმჯო-

ბესების მიზნით დაგეგმილია მინიმა-ლურად აუცილებელი სარეკომენდა-ციო ხასიათის სტანდარტების კონტ-

როლი და ახალი რეგულაციების მომზადება; სატენდერო პირობებში უფრო მკაცრი და მკაფიო ხარისხის მოთხოვნების ჩადება; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ხარისხის კონტ-როლის გაძლიერება.

შეხვედრაზე აღინიშნა „სოფ-ლის მხარდაჭერის პროგრა-

მის“ მონიტორინგისას გამოკვეთილი ხარვეზები. კერძოდ ის, რომ მთელ რიგ სოფლებში მოსახლეობის დიდ-მა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, თუ რა პროექტები ხორციელდე-ბოდა მათ სოფლებში. ამავე დროს პრობლემაა განხორციელებული პროექტების ეფექტურობა. მაგალი-თად, დახრეშილი გზები ორ-სამჯერ უამინდობის გამო, მალევე გაფუჭდა.

დავით ნარმანიას განმარტებით, სამინისტრომ დაიწყო რეაგირება მოსახლეობის ჩართულობასთან დაკავშირებით. „მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ვეუბნები, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააფ-რთხილონ კრების ჩატარებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მინისტ-რმა. მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის ნაწილი, წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ინდიფერენტულად არის განწყობილი და ფიქრობს, - მე ახლა მივალ, მაგრამ თვითონ რაც უნდათ, იმას გააკეთებენო. მინისტრის ინფორმაციით, სამინისტ-რო წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მონიტორინგის ჯგუფს უფრო მეტად გააძლიერებს - მეტი მონიტორინგი იქნება კრებების

ჩატარებასთან და პრიორიტეტების გამოკვეთასთან დაკავშირებით.

„მეორეა, რამდენად ეფექტურად იხარჯება ის თანხა, რაც გამო-ყოფილია, - ამბობს მინისტრი, -მაღალმთიან სოფლებში გზების მოხრეშვა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზეა გათვლილი. ვერ მივაღ-წიეთ ჯერ თანხის გაზრდას. უფრო მეტი თანხა რომ იყოს, ნაცვლად 50 მილიონისა, შესაძლებელი იქ-ნება, რომ უფრო ფუნდამენტურად გაკეთდეს, არა მარტო დაიხრეშოს, არამედ გზის საფარიც მოეწყოს.

პრიორიტეტების შერჩევის დროს გამგეობებს ვეუბნებით, რომ ხარისხს მიაქციონ ყურადღება. მოსახლემ არ იცის პროექტის ტექნიკური მხარე. მან იცის, რომ უნდა გზა. ამიტომ ტექნიკური მითითებები ხარისხობ-რივ კომპონენტზე დაეგზავნებათ გამგეობებს.“

მინისტრთან შეხვედრაზე ა/ო „საზოგადოებრივი მონიტო-

რინგისა და კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელმა რუსუდან გურ-გენიძემ ხარაგაულის წყალმომა-რაგებაში არსებულ პრობლემებზე

ისაუბრა. გაერთიანებული წყალ-მომარაგების კომპანიის წარმო-მადგენლის, თემურ კიკალიშვილის თქმით, „ხარაგაულში წყლის ხარის-ხი არ არის საგანგაშო. კომპანიის ვალდებულებაა, რომ მომხმარე-ბელს მიაწოდოს ისეთი წყალი, რო-გორი რეგულაციაც შეიმუშავა 2007 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ.“ თემურ კიკალიშვილის ინფორმა-ციით, ხარაგაულის წყლის ქიმიური ანალიზი ყოველ კვირაში ტარდება. მისივე თქმით, წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები უახ-ლოეს ხანში გეგმავენ ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის ადგილ-ზე მონახულებას. მისივე ინფორმა-ციით, უახლოეს პერიოდში არ არის გათვალისწინებული ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

მინისტრ დავით ნარმანიას თქმით, სამინისტროს მობილური ლაბორატორიით შესაძლებელია წყლის ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზის ჩატარება. „ყველგან ვერ ვწვდებით, ჩვენდა სამწუხაროდ, მაგ-რამ შემდეგ პრიორიტეტებში ხარა-

გაულის მუნიციპალიტეტი მოხვდება. წელს წყალმომარაგების კუთხით 25 მუნიციპალიტეტს რომ წავწევთ წინ, მერე ამასაც მივხედავთ.“

გასულ წელს ხარაგაულში სტუმრობისას რეგიონული

განვითარებისა და ინფრასტრუქ-ტურის მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილია ჩუმათელეთი-მო-ლითი-ძირულას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. დავინტე-რესდით, ამჟამად რა ეტაპზეა ეს საკითხი.

საავტომობილო გზების დეპარ-ტამენტის უფროსის მოადგილის, ნუგზარ გასვიანის ინფორმაციით, „აღნიშნული გზა, ჩუმათელეთი-დან დაწყებული ძირულათი დამ-თავრებული, აზიის განვითარების ბანკის დაინტერესების სფეროა. ამ ეტაპზე მათ ოფისში მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექ-ნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად. ჩვენ გვაქვს ინფორ-მაციები პერიოდულად. სავარაუდო განრიგი ასეთია: წელს მომზადდეს ტექნიკური დასაბუთება, რომელიც განიხილება ადგილზე მუნიციპალი-ტეტის ხელმძღვანელობასთან. მომ-დევნო, 2015 წლისთვის, გამოიყოფა სესხი 50 კილომეტრიანი, ერთ-ერთი ყველაზე რთული გზის რეკონსტ-რუქციის სამუშაოების პროექტირე-ბისა და მშენებლობისთვის.

მინისტრმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ როდესაც პროექტებს დონორები აფინანსებენ, პროცე-დურები გაცილებით უფრო ხანგ-რძლივია, ვიდრე - ჩვენი კანონმ-დებლობით. ამიტომ პროექტები უფრო გვიან ფინანსდება და გვიან ხორციელდება.

ნინო კაპანაძე

2015 წელს გამოიყოფა სესხი ჩუმათელეთი-ძირულას გზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გასულ პარასკევს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო

ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეგვხვდა. მინისტრმა სამინისტროს 2013 წლის საქმიანობის შედეგები გაგვაცნო და 2014 წელს

დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა.

Page 3: დღეს ნომერშია2 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ. შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, რო-დესაც მომუშავეთა

3xtvb [fhfufekb31 იანვარი, 2013 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი №52

ნინო ჭყოიძე: -ნინოობა ჩემ-თვის მნიშვნელოვანი დღესას-წაულია. ამ დღეს მე და ჩემი სეხნია დეიდა ნინო ფცქიალაძე ერთმანეთს საჩუქრებს ვჩუქნით. დღესასწაულს ხშირად აღვნიშ-ნავთ კლასშიც, რადგან 14 მოს-წავლიდან სამს ნინო გვქვია. ნინოობიდან ორ დღეში ჩემი დაბადების დღეა.

წმინდა ნინომ მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთ-ვის მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქრისტეს კვართი საქართველოში ინახებოდა, კაბადოკიიდან ჯავა-ხეთის მთების გავლით საქართ-ველოში შემოვიდა. მან თავისი სასწაულებრივი ძალის საშუ-ალებით შეძლო საქართველო გაექრისტიანებია.

ჩემი სახელი ძალიან მიყვარს. ჩემს ძმებს უნდა ვუმადლოდე, რომ ჩემთვის უსაყვარლესი ადა-მიანის, - დეიდაჩემის სახელი მქვია.

ნინი ქველიაშვილი: -ეს დღე ყველანაირად განსხვავებულია ჩემთვის, რადგან ეს არის უდი-დესი ქრისტიანული დღესასწა-ული. მეამაყება, ნინო რომ მქვია. წმინდა ნინომ გააქრისტიანა საქართველო და უამრავი სას-წაული მოუვლინა ადამიანებს. სამწუხაროდ, ამ დღეს განსაკუთ-რებულად არ აღვნიშნავ, თუმცა ბევრი მილოცავს.

ნინო გელაშვილი: -ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ წმინდანის სახელი მქვია. წმინდა ნინოს უკავშირდება ბევრი სას-წაული და ქრისტიანობის გავრ-ცელება საქართველოში. ამ დღეს ბევრი მილოცავს და საჩუქრებსაც მჩუქნიან. ნინოობას ეკლესიაში ვესწრები წირვას.

ნინო ჭიპაშვილი: -ძალიან დიდ მნიშვნეობას ვანიჭებ ამ დღეს. მიხარია, რომ წმინდანის სახელი მქვია. ამ დღეს ყოველთ-ვის მჩუქნიან საჩუქრებს მეგობრე-ბი და ოჯახის წევრები.

ნინო დავაძე: -ამ დღის აღ-ნიშვნის განსაკუთრებული ტრა-დიცია არ მაქვს. არც საჩუქრებს მჩუქნიან. წმინდა ნინოს დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის წინაშე. საქართველოს ძლიერების ხანა მისი გაქრისტი-ანებიდან იწყება.

სალომე ალავიძე

ხარაგაულში მეთორმეტეკლა-სელთა უმრავლესობა დიდი ენთუ-ზიაზმით არის ჩართული სწავლის პროცესში. 2014 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი გარკვეულ ცვლილებებს სთავაზობს აბიტუ-რიენტებს. ძირითადი ცვლილება ზოგად უნარებისა და უცხო ენის გამოცდას ეხება - უნარების ვერ-ბალური ნაწილის დავალებას მე-ხუთე სავარაუდო პასუხი დაემატა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ ფაქტს აბიტურიენტის მიერ სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბა-თობის შემცირებით ხსნიან.

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ზოგადი უნარების ბარიერი 20-დან 23 ქულამდე გაიზარდა. რაც შეეხე-ბა უცხო ენას, დაემატა მოსმენის ნაწილი, რის გამოც საგამოცდო დროის ხანგრძლივობა იზრდება.

ზოგადად ყველა საგნის გამო-ცდაში სიახლეა ის, რომ გამო-

ცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ნედლი ქულით განისაზღ-ვრება. ამას იმით ხსნიან, რომ სა-გამოცდო ვარიანტები ძალიან უმ-ნიშვნელოდ, მაგრამ სირთულით ერთმანეთისგან განსხვავდება.

ზოგადი უნარების ჯგუფის ხელ-მძღვანელი სოფო დოლიძე აღ-ნიშნავს, რომ მეხუთე სავარაუდო პასუხი დაბრკოლებას წარმო-ადგენს მათთვის, ვინც ბრმად ხაზავს პასუხებს. რეალურად უსა-მართლოა ასეთი ადამიანები კონკურსში დარჩნენ.

საინტერესოა ხარაგაულელ აბიტურიენტთა მოსაზრება ამ საკითხის ირგვლივ. რამდენად დიდ დაბრკოლებად მიაჩნიათ მათ სიახლეები.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლის მეთორმეტე კლასის მოს-წავლე ქეთევან სხილაძე: -არ ვთვლი, რომ გამოცდებთან და-

კავშირებული სიახლეები ჩემთვის დიდი დაბრკოლება იქნება. ზოგა-დი უნარების სამი ქულა ჩემთვის გადამწყვეტი არ იქნება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ბევრისთ-ვის მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ამ სიახლეს. საერთო ჯამში, განსაკუთრებულ ცვლილე-ბას ვერ ვხედავ ვერც უნარებსა და ვერც უცხო ენაში. მართალია, უცხო ენაში მოსასმენი ნაწილი რთულია სხვა საკითხებთან შედარებით, მაგ-რამ იმედი მაქვს, რომ მასწავლებ-ლის დახმარებით და საკუთარი ძალისხმევით ამ დაბრკოლებას წარმატებით გადავლახავ.

თითქმის ყველა აბიტურიენტმა აღნიშნა, რომ მათთვის დიდ სირ-თულეს არ წარმოადგენს აღნიშ-ნული სიახლეები. ამის მიზეზი კი თავდაუზოგავი შრომა და ცოდნის გაღრმავება იქნება.

სოფო ფერაძე

აბიტურიენტების უმრავლესობას საგამოცდო სიახლეები არ აშინებს

გასულ კვირას ხარაგაულის ქუ-ჩებში გასეირნება და ჩემი თანატო-ლების გამოკითხვა გადავწყვიტე. რას შევცვლიდი ჩემს ირგვლივ და რატომ? - ამ შეკითხვით მივმართე მეათე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებს. ბავშვებმა ძალიან საინტერესო, ორიგინალური და მრავალფეროვანი პასუხები, იდე-ები და აზრები მომაწოდეს.

ხარაგაულის სასულიერო გიმ-ნაზიის მოსწავლე არჩილ მა-ისურაძე: - ცოტა გავზარმაცდი და ამ პრობლემის აღმოფხვრას შევეცდებოდი. კიდევ მეტ დროს დავუთმობდი ისტორიული წიგნე-ბის კითხვას. გარკვეულწილად, შევცვლიდი განათლების სისტემას, მაგრამ როგორ, არ ვიცი. გავხ-დებოდი უფრო პასუხისმგებლიანი და მონდომებული. შევცვლიდი ადამიანების ფსიქოლოგიას და მენტალიტეტს. ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, ყველამ ისწავლოს უნივერსიტეტში.

ანა თავზარაშვილი, სასუ-ლიერო გიმნაზიის მოსწავლე: -წიგნიერების დონე ჩვენს ქვეყა-ნაში არც თუ ისე მაღალია. დიდი

სიამოვნებით გავხსნიდი „კარცერ ლუქსს“. ბავშვებს არ აქვთ დრო, რომ იკითხონ, ზოგს ნებისყოფა არ ჰყოფნის. კარცერ-ლუქსში წასვლა იქნებოდა ნებაყოფლობითი. ბავშ-ვებს მშვენიერი შესაძლებლობა ექნებოდათ საკუთარი ცოდნის ასამაღლებლად.

სასულიერო გიმნაზიის მოსწავ-ლე ლიკა ჭიპაშვილი: -მსურს, ჩამოვაყალიბო საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც დაეხ-მარება უსახლკარო ბავშვებს. მინ-და, სახლი ჰქონდეთ, მათ სახეზე ღიმილი და ბედნიერება დავინახო.

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლის მოსწავლე გიორგი ბუხნი-კაშვილი: -რამდენიმე წელია, რაც თავისუფალი ჭიდაობით ვარ დაკავებული. მსურს, უფრო მეტს მივაღწიო და წარმატებული სპორტსმენი გავხდე. ხარაგაულის სპორტის სასახლეში მოვიტანდი ტრენაჟორებს და შევცვლიდი სპორტში გარკვეულ მიდგომებს.

სასულიერო გიმნაზიის მოს-წავლე ანა დეკანოსიძე: -დღეს-დღეობით ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვთ ცხოვრების დაჩ-

ქარებული წესის გამო. ვფიქრობ, გვავიწყდება მთავარი - სულიერი ღირებულებები. ვისურვებდი, რომ ძალიან დიდი ყურადღება მივაქ-ციოთ სულიერ ფასეულობებს. მინდა, ჩემს ირგვლივ იყოს ბევრი ღიმილიანი სახე.

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლის მოსწავლე ანა თაბაგარი: -პირველ რიგში, ჩემს ცხოვრებას შევცვლიდი უკეთესობისკენ. შევც-ვლიდი ლეიკემიით დაავადებული ადამიანების ცხოვრებას - გავხდი-დი უფრო მრავალფეროვანს და ხელს შევუწყობდი მათ ინტეგრა-ციას საზოგადოებაში. შევქმნიდი ფონდს მათ დასახმარებლად.

სასულიერო გიმნაზიის მოს-წავლე შალვა აბაშიძე: -ზოგჯერ ბავშვებს არ აინტერესებთ სწავ-ლა. სპორტი კი ძალიან მაღალი დონის პერსპექტივას არ აძლევს. ამიტომ ხარაგაულში გავხსნიდი პროფესიულ სასწავლებელს. ბავშ-ვები ადგილზე დაეუფლებოდნენ თავისთვის სასურველ პროფესიას, იმუშავებდნენ და გაიკვლევდნენ ცხოვრების გზას.

თამარ ჩხიკვაძე

ხარაგაულში პროფესიულ სასწავლებელს გავხსნიდი

„ნინოობას ეკლესიაში ვესწრები წირვას“

საქართველოში წმინდა ნინოს ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება - პირველ ივნისს - მისი საქართველოში შემობრძანების

და 27 იანვარს - წმინდანის გარდაცვალების დღე. წმინდა ნინომ გააქრისტიანა საქართველო. უდიდესია მისი ღვაწლი ქართველი

ერის წინაშე. წმინდა ნინო ბოდბეშია დაკრძალული.ბევრ ჩემ თანატოლს სწორედ წმინდა ნინოს გავლენით

დაარქვეს სახელი. დავინტერესდი, რას ნიშნავს მათთვის ნინოობის დღესასწაული; რამდენად მნიშვნელოვანია, რომ

წმინდანის სახელს ატარებენ - ამ შეკითხვებით ხარაგაულელ ნინოებს მივმართე.

Page 4: დღეს ნომერშია2 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ. შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, რო-დესაც მომუშავეთა

4 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ.

მამა ფილიპეს გზა ქრისტესაკენ, როგორც მისგან გამიგია, სულიერი თვითჩაღრმავებით, ღვთისადმი დიდი სიყვარულით და უკიდურესად მძიმე მარხულობით დაიწყო: „სხეული ისე დამისუსტდა, რომ აღარ მემორჩილე-ბოდა. გულაღმა ვიწექი, გონებით კი სხვა სამყაროში გადავედი და რაღაც უცნაურ ხილვებს ვხედავდი,“ - გვიამ-ბობდა ხოლმე იგი თავისი ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ. გარკვეული დროის შემდეგ მან ეს ხილვები ჩაწერა. ეს ნაწერი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ წიგნადაც დაბეჭდეს. ეს არის წინასწარმეტყველება მე-ორედ მოსვლის შესახებ, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება. მამა ფილიპე ყველაფერ ამას თავად გვიამ-ბობს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლი-ტის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით გადაიღეს. ამ ფილმში შეკრებილია ყველა დიდი წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლაზე. მათ შორის არის მამა ფილიპეს წინასწარმეტყველებაც: „როცა ჩემი თავი დიდი წმინდანების გვერდით ვნახე და ჩემი ნაამბობი მათ წინასწარმეტყველებასთან ერთად მოვისმინე, ძალიან შემრცხვაო,“ - ამ-ბობს იგი.

მამა ფილიპე ბუნებით თავმდაბალი, გულთბილი და კეთილი მოძღვარია, რომელიც თავისი ცხოვრებით იძლევა მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანი.

ერთხელ მოწამეთაში წავედი აწ გარდაცვლილი მღვდელმონაზვნის მამა გიორგის სანახავად. ტაძრის ეზო-ში ორი ბერი დამხვდა, ვთხოვე მათ: - მამა გიორგიმდე მიმიყვანეთ, დიდი პრობ-ლემა მაქვს, რჩევა მინდა ვკითხო-მეთქი. მათ მკითხეს: -ვინ არის შენი მოძღვარი? ვუპასუხე: -დეკანოზი ფილიპე აბაშიძე. ერთმანეთს გადახედეს და მითხრეს, თუ ასეთი მოძღვარი გყავს, რჩევის საკით-ხავად აქ მოხვედიო?

მამა გიორგისთან შეხვედრაზე უარი მითხრეს.

ჩემი ვაჟი რომ დაქორწინდა, სამი

წელი შვილი არ ეძლეოდა. მამა ფი-ლიპეს პარაკლისის გადახდა ვთხო-ვეთ. დაიბადა ვაჩე, რომელიც მამა ფილიპეს ნათლული გახდა. როდესაც ვაჩეს არსებობის ამბავი გავიგეთ, მამა ფილიპეს მივახარეთ. მან გაიღიმა და ჩუმად, თითქოს თავისთვის ჩა-ილაპარაკა: „ჰო, მესამე წელს უნდა დაბადებულიყოო“. როდესაც ეს თქვა, გამიკვირდა და შემრცხვა. გამოვიდა, რომ პარაკლისის შედეგს არ დაველო-დე და უნდობლობა გამოვიჩინე. საქმე იმაშია, რომ მოწამეთაში სწორედ ამ პრობლემის გამო ვიყავი. მამა ფილი-პემ კი წინასწარ იცოდა, რომ ბავშვი სამ წელიწადში დაიბადებოდა.

თავდაპირველად ბერობის სურვი-ლი ჰქონია. ყოფილა კიდეც მორჩი-ლად, თუ არ ვცდები დავით გარეჯის მონასტერში. მისი ნაამბობიდან მახ-სოვს, რომ იქ გაუცვნია წმიდა გაბრიელ ბერი. მამა ფილიპე იგონებს: „როცა შემხვდებოდა, ასე მომმართავდა, ჩემი მოძღვარი მოდისო. მე მაშინ უბრალო მორჩილი ვიყავი, მღვდლობაზე არც მიფიქრია. მან კი ყველაფერი წინასწარ იცოდა“.

თბილი და ლმობიერია მამა ფილი-პე აღსარების მოსმენისას. აღსარებას იმით გვიადვილებდა, რომ თვითონაც გვიყვებოდა საკუთარი „ცოდვების“ შესახებ. კანონად აუცილებლად მოგვ-ცემდა „იესოს ლოცვას“, ხშირად გვე-საუბრებოდა ამ ლოცვის დიდ მადლზე.

არასდროს დამავიწყდება ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი, ამ ათი-ოდე წლის წინ, როცა ორ წელიწადში ხუთი ახლობელი ადამიანი დამეღუპა. ეს უმძიმესი წლები თავიანთი ლოც-ვებით მამა ფილიპემ და მამა მათემ გადამატანინეს. წარმოიდგინეთ, მოძღ-ვარი პარაკლისს უკითხავდეს ადამიანს და მან თვითონ ეს არ იცოდეს. როცა ამის შესახებ ჩემმა ახლობელმა ნა-თესავმა თემურ ფცქიალაძემ მითხრა, მაშინ მივხვდი, თუ რამ გადამატანინა ის დიდი უბედურება.

თოთხმეტი წლის წინ, როცა მამა ფილიპე ხარაგაულის ეკლესიის წი-

ნამძღვარი გახდა, ეს ამბავი ძალიან გაეხარდა დეკანოზ მამა ზაქარია ფერაძეს, ჩვენი ეკლესიის პირველ მოძღვარს. მან გვითხრა, ფილიპესთან ისე გტოვებთ, თითქოს მე ვრჩებოდე თქვენთანო. შემდეგ დასძინა: -იცით, ფილიპე როგორი მოძღვარია? მესა-მე შვილს როცა ელოდებოდა, ერთი მიტოვებული ეკლესიის ნანგრევებთან დაიჩოქა, ილოცა და ღმერთს შეევედ-რა: „ღმერთო მაჩუქე მესამე ვაჟი, გიორგობას დაიბადოს და გიორგის დავარქმევო“. მართლაც 23 ნოემბერს დაიბადა მისი გიორგი.

ბევრი რამ შეიძლება გავიხსენოთ მამა ფილიპეს მსახურებიდან: მაგა-ლითად ის, თუ როგორ ატარებდა იგი შვიდგზის ზეთისცხებას, - მარტო ერთი მოძღვარი, შვიდის ნაცვლად. შვიდი ფუნჯით ხელში, მთელი დღე ფეხზე იდგა, მოდიოდა უზღვავი ხალხი. ყველას ემსახურებოდა, ლოცავდა, უღიმოდა.

თავის მსახურებას ხარაგაულის სა-სულიერო გიმნაზიის დირექტორობას უთავსებდა. გიმნაზიისთვის წირვა-ლოცვის დაყენება, ბავშვების სული-ერებაზე ზრუნვა ევალებოდა. როცა გიმნაზიაში შემოვიდოდა, ყველა ბავშვი მისკენ გარბოდა, ყველას ლოცავდა და ეფერებოდა. წირვის დროს ხშირად ასობით ბავშვს აზიარებდა. ბავშვებს ეკლესიაში მშობლები, ბებია-ბაბუები და სხვა ნათესავები მოჰყვებოდნენ. ისინიც ეზიარებოდნენ.

ამ წერილის წერისას გვერდით მიდევს მამა ფილიპეს ნაჩუქარი საეკ-ლესიო სამედიცინო კალენდარი. მას ამშვენებს 2003 წლით დათარიღებუ-ლი წარწერა, მამა ფილიპეს ხელით დაწერილი: „უფალო გარდმომივლინე ძალი მაღლით შენით და განმაძლიერე მე მსახურებასა ამას (ფს.)“ მართლაც, დიდი სიძლიერე და მადლი სჭირდება მოძღვარს მსახურებისას. მამა ფილი-პეს მსახურებამ ხარაგაულში გაზარდა მრევლი. მის დროს გაფართოვდა ხარაგაულის სამლოცველო, დაიწყო ტაძრის მშენებლობა. უფლისადმი დიდი სიყვარული იგრძნობოდა მამა ფილიპეს მსახურებაში. ასე იქნება ეს ჩვენგან შორს, აჭარაშიც, სადაც მან თავისი მოღვაწეობა გააგრძელა.

ჩვენ კი დიდი მადლობას ვუძღვნით უფალს იმისთვის, რომ მამა ფილიპე გვყავდა მოძღვრად, რომლის ხარა-გაულიდან წასვლა გადაგვატანინა ჩვენთვის ყველასათვის ძვირფასი მღვდელმონაზვნის, მამა მათე ბუაჩიძის დანიშვნამ. ხარაგაულელთა სახელით ვუსურვებ ორივე მოძღვარს დიდ სიკეთეს, წელთა სიმრავლეს, ღვთის დიდ წყალობას თავიანთ ურთულეს მსახურებაში.

ზეინაბ ბუაჩიძე

ფოტოზე: მამა ფილიპე ნათლულ ვაჩესთან ერთად

უფალო გარდმოავლინე ძალი მაღლით შენით და განმაძლიერე მე მსახურებასა ამას

-ბავშვობიდან რისი გახსენება შეგიძლიათ?

-დაახლოებით ათი წლის ასაკში ხშირად ჩამოვჯდებოდი კიბეზე და ზეცას ვუყურებდი. ვფიქრობდი უფალზე, - არსებობდა თუ არ არ-სებობდა. შიშსაც ვგრძნობდი, - ხომ შეიძლება, არ არსებობდა.

-პირველად როდის წაიკით-ხეთ სახარება?

-პირველად რომ სახარება წავი-კითხე, ჩვენს ქვეყანაში არეულობა იყო, გამსახურდიას პრეზიდენტო-ბის პერიოდი. მეტროში ვმგზავ-რობდი. ვიღაც ჰყიდდა სახარებას. შევიძინე და წავიკითხე მოძღვრის გარეშე.

-როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრება დაგეკავშირე-ბინათ ეკლესიისთვის?

-პირველად ხარაგაულის ეკ-ლესიაში მოვედი. მინდოდა მედა-ვითნეობა მესწავლა, მაშინ აქ მამა იაკობი და იური სხილაძე მოღვა-წეობდნენ. ბევრი რამ ეკლესიის შესახებ შემასწავლა ერისკაცმა გიორგი ზვიადაძემ, რომელიც ამჟამად არის მღვდელი. შემდეგ მე თვითონ გავაგრძელე სწავლა საეკლესიო წიგნებით.

-როგორი იყო ღვთისმსახურე-ბის პირველი წლები?

-თავიდან ყველა მღვდელი აღფრთოვანებულია, აღმაფრენას

განიცდის, როცა წირვას ატარებს. ღვთისმსახურების დასაწყისი გან-საკუთრებული სიხარულია.

-რა გწყინთ და რა გიხარიათ ყველაზე მეტად?

-მიხარია, როცა მართალი ვარ უფალთან. მწყინს, თუ ცოდვებში ჩავარდი. ხანდახან ვერ ითმენ რაღაცას და გიწევს მრისხანება. როცა მშვიდად ხარ ადამიანი, უნდა გაუფრთხილდე და შეინარ-ჩუნო ეს მდგომარეობა, მაგრამ ხანდახან, სამწუხაროდ, გვიწევს სულის აფორიაქება.

-რას ფიქრობთ ახალგაზრ-დებზე, რამდენად მორწმუნეები არიან?

-ახალგაზრდები მორწმუნეები არიან. სამწუხაროდ, ყველა არ და-დის ეკლესიაში. მორწმუნე ადამიანს სახეზე ეტყობა, - უფრო ფაქიზები არიან, ძლიერები, ღვთისმოშიშები.

-რას ურჩევდით ჩვენს მკითხ-ველს?

-პატარა ოთახში გვქონდა ხატე-ბი. დიდი ბებია არავის გვიშვებდა, მხოლოდ თვითონ ლოცულობდა ერთი-ორი საათი. ლოცვის გარე-შე არ იძინებდა. ღვთის მადლი რომ გადმოვიდეს ოჯახში, ერთი ადამიანი რომ ლოცულობდეს,

ოჯახში ღვთის მადლი გადმოვა.

ღვთის მადლის გარეშე ოჯახში

სიყვარული არ არსებობს. ამიტომ

ვუსურვებ ყველას, რომ ილოცონ,

თუნდაც დღეში სამი წუთით, - მად-

ლი აუცილებლად გადმოვა.

სოფო ალავიძე

მამა მათე: „როცა მშვიდად ხარ, უნდა შეინარჩუნო ეს მდგომარეობა“

26 იანვარს მარგვეთისა და უბისის მეუფე დიმიტრის (კაპანაძე) გადაწყვეტილებით ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის

ეკლესიის მოძღვრად მამა მათე (ბუაჩიძე) დაადგინეს. მამა მათე ხარაგაულში დაიბადა და გაიზარდა. წლების მანძილზე მოღვაწეობდა

უბისის მამათა მონასტერში. მამა მათეს ეკლესიაში ვესტუმრეთ და ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვი-ლის სახელობის ერთი მსახიობის ლიტერატურული თეატრი უკვე ცხრამეტი წელია, რაც არსებობს. გაისად საიუბილეო თარიღი უს-რულდება. ეს არის საქართველო-ში ერთადერთი ლიტერატურული თეატრი, რომელიც სახალხო თეატრის წოდებას ატარებს. ამ ცხრამეტი წლის განმავლობაში ლიტერატურულმა თეატრმა დად-გა 45-ზე მეტი სპექტაკლი და აჩვე-ნა თითქმის 400-ჯერ ხარაგაულსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

2013 წლის 5 დეკემბერს სპექ-ტაკლის „ლევილის მთაწმინდა“ პრემიერა გაიმართა ხარაგაულში, ხოლო 2014 წლის 22 იანვარს სპექტაკლი თბილისის მოსწავ-ლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. სპექტაკლი საღამოს 6 საათზე დაიწყო. დარ-ბაზში არაჩვეულებრივი განწყობა სუფევდა. უამრავი ადამიანი ესწ-რებოდა - სტუდენტები, მოსწავ-ლეები, ფრანგული სკოლის პე-დაგოგები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები. სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტ-რი კონსტანტინე სურგულაძე და მისი მოადგილეები, სასულიერო პირები, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დი-მიტრი, რიკოთის მამათა მონასტ-რის წინამძღვარი მამა პახუმი, ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.

შეკრებილი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ქალბა-ტონი იზას სცენაზე გამოსვლას. დადგა ეს მომენტიც. ქალბატონმა

იზამ, როგორც ყოველთვის, თავისი მოხდენილობითა და გულმოდგი-ნებით წარმართა ლიტერატურული სპექტაკლი „ლევილის მთაწმინ-და,“ რომელიც ეხებოდა ლევი-ლის სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველ ემიგრანტებს. სცენაზე მოწყობილ სიმბოლურ სასაფლა-ოზე ქალბატონმა იზამ, ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული ქართ-ველების პატივსაცემად, სანთლები დაანთო და მათი „საფლავები“ წითელი ვარდებით შეამკო.

დაუვიწყარი ორი საათი აჩუქა ქალბატონმა იზამ იქ შეკრებილ საზოგადოებას. ხალხი ემოციას ვერ მალავდა. სპექტაკლის ბო-ლოს ყველა თვალცრემლიანი იყო. ქალბატონმა იზამ უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო. სპექტაკლს მუსიკალურად აფორმებდა ქალბატონი დალი მერაბიშვილი, ხოლო სპექტაკ-ლის ტექნიკურ მხარეს ხელმძღ-ვანელობდნენ ვანო ჭიპაშვილი და დავით კვირიკაშვილი.

სპექტაკლი „ლევილის მთაწ-მინდა“ მაყურებლის თხოვნით განმეორებით გაიმართება მარტ-ში თბილისის სახელმწიფო უნი-ვერსიტეტში. თეატრი უახლოეს მომავალში წარმოგვიდგენს კიდევ ერთ პრემიერას სპექტაკლისა „ამ მეგობრობით შევცვლით სამყა-როს.“ სპექტაკლი ეძღვნება ქარ-თულ-ებრაული ურთიერთობის 26 საუკუნოვან ისტორიას. პრემიერა გაიმართება ხარაგაულსა და თბი-ლისში, შემდეგ კი საქართველოს ყველა იმ რეგიონში, სადაც ებრა-ელები სახლობდნენ. ლიტერატუ-რული თეატრი ასევე მუშაობს და მიმდინარე წელს აჩვენებს მაყურე-ბელს სპექტაკლს ფერეიდანელ ქართველებზე.

ანი ჭიპაშვილი

„ლევილის მთაწმინდა” თბილისში

Page 5: დღეს ნომერშია2 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ. შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, რო-დესაც მომუშავეთა

5xtvb [fhfufekb31 იანვარი, 2013 წ.

თორნიკე გვიამბობს, თუ რატომ გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა საზღვარგარეთ, რა ეტაპები გაიარა, რა როლი უჭირავს მის ცხოვრებაში ხა-რაგაულში მიღებულ განათლებას, რას უსურვებს თანატოლებს, როგორია მისი სტუდენტური ცხოვრება პოლონეთში.

-ბავშვობის საუკეთესო წლები გავა-ტარე ხარაგაულის #3 საშუალო სკო-ლაში, - გვიამბობს თორნიკე ებანოიძე, -12 წლისამ გავიარე კონკურსი ჯანსუღ კახიძის ვაჟთა კაპელაში და რადგან ხარაგაულიდან ვერ შევძელი რეპეტი-ციებზე სიარული, მეშვიდე კლასიდან საცხოვრებლად გადავედი თბილისში. დავამთავრე თბილისის 24-ე საჯარო სკოლა. 2006 წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამარ-თალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2010 წელს მივიღე ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2012 წელს - სამართლის მა-გისტრის ხარისხი. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, თბილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად გავდიოდი სტაჟირებას საად-ვოკატო ფირმაში, შემდგომ - თბილისის საქალაქო სასამართლოში. სტაჟირების დამთავრებამდე დავინიშნე სისხლის სამართლის კანცელარიაში სპეცი-ალისტის თანამდებობაზე. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური და შემიძლია თა-მამად ვთქვა, რომ იქ მიღებულმა გამო-ცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. შემდგომ მივიღე შემოთავაზება იურიდიული კომპანიისგან და მუშაობა გავაგრძელე იურისტ-კონსულტანტის თანამდებობა-ზე. ამ კომპანიაში მუშაობის პერიოდში ჩავაბარე მაგისტრატურაში. სამსახურში არსებული დატვირთული გრაფიკის გამო, „იძულებული გავხდი“ ისეთი სამ-სახური მომეძებნა, რომელსაც შევუთავ-სებდი სწავლას. 2011 წლიდან დღემდე ვმუშაობ სს „თიბისი ბანკი“-ს თანამშრომ-ლად, ხელშეკრულებებზე იურისტად. 2010 წელს ჩავაბარე ადვოკატურის გამოცდები საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით და ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

საზღვარგარეთ სწავლების პროგ-რამის შესახებ გავიგე განათლების სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით. პროგრამაში მოსახვედრად აუცილებე-ლია პროფესიული და სამუშაო გამო-

ცდილება, მაგისტრის ხარისხი, გამო-ცდებისა და გასაუბრების წარმატებით გავლა, რაც შევძელი და გადავლახე.

ამჟამად ჩემი მთავარი მიზანია პროფესიული განვითარება. მინდა მი-ვაღწიო მაქსიმალურს, ჩამოვყალიბდე პროფესიონალად. ამ ყველაფრისთ-ვის საჭიროა, განათლება შეუქცევად პროცესად აქციო. საჭიროდ ჩავთვალე სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ. მსურდა, მომეხდინა შედარებით-სამარ-თლებრივი ანალიზი საქართველო-პო-ლონეთის კანონმდებლობას შორის. დღესდღეობით, ქართველი სტუდენ-ტისთვის რთული არ არის საზღვარ-გარეთ სწავლის გაგრძელება, მაგრამ მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ფინანსებს უკავშირდება. საბედნიეროდ, მოვიპოვე დაფინანსება, - ეს ეხება სწავ-ლას, ცხოვრებას, მგზავრობას. მაქვს ასევე სტიპენდია და შემიძლია ოჯახის დახმარების გარეშე თავი გავიტანო.

ვსწავლობ ინგლისურ ენაზე. ვეუფ-ლები პოლონურ ენას. იაგელონის უნივერსიტეტში სწავლის გარდა, გავდივარ სალექციო კურსს ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის კო-ლეჯში. აქაც პოლონურ-ამერიკული „Lane Kirkland Scholarship Program“ მაფინანსებს.

გავიარე პრაქტიკა კრაკოვის ადმი-ნისტრაციულ სასამართლოში, სადაც ჩემი მთავარი მიზანი იყო შედარებით-სამართლებრივი ანალიზის წარმოება ქართულ-პოლონურ სასამართლო სისტემებს შორის. მივაღწიე შეთანხ-მებას, რომ მიმდინარე წლის ივნისში გავივლი პრაქტიკას საკონსტიტუციო ტრიბუნალში ვარშავაში, რაც ფრიად მნიშვნელოვანია ჩემთვის.

მაქსიმალურად ვცდილობ ჩავერთო არასამთავრობო ორგანიზაციათა საქ-მიანობაში. მეორეს მხრივ, ვცდილობ სეიმში, პოლონეთის პარლამენტში, გავიარო პრაქტიკა.

რაც შეეხება ჩემს პოლონურ ცხოვრე-ბას, ვცხოვრობ სტუდენტურად, - მაქსიმა-ლურად დატვირთული. ახალ გარემოს-თან შეგუება ნამდვილად არ გამჭირვებია, რადგან ჯერ კიდევ პატარა ასაკში მივეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას. ერთადერ-თი, როდესაც ოჯახიდან ასე შორს ხარ, შენი ფიქრი მაინც ახლობლების გარშემო ტრიალებს - თუ ისინი კარგად არიან, შენც კარგად გრძნობ თავს.

პოლონეთი საქართველოსთვის ყველაზე ძლიერი მეგობარია ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს შორის. თუ გადავხედავთ პოლონეთის პოლიტი-კურ ცხოვრებას, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, ნათელია, თუ რა შრომის ფასად მიაღწია ქვეყა-ნამ ჯერ ნატოს წევრობას 1999 წელს, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის წევრობას. ჩემი აზრით, პოლონეთი დაახლოებით ორი ათეული წლით არის ჩვენზე წინ. მაგალითად, ის რე-ფორმები, რომლებიც საქართველოში დღეს ხორციელდება, თუნდაც თვითმ-მართველობის რეფორმა, ეს ეტაპი პოლონეთმა 90-იან წლებში გაიარა. ყველაზე მეტად განსხვავება ვიგრძენი მაშინ, როდესაც ვეწვიე პოლონურ სოფლებს. თუ ქვეყნის სიძლიერე გაინტერესებს, პირველ რიგში სოფე-ლი უნდა ნახო. ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა. სოფლის და ქალაქის განვითარება ურთერთდაკავშირებუ-ლია ერთმანეთთან, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ ვერ მოხერხდა.

სამომავლოდ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მინდა საქართველოს, კერძოდ საჯარო სექტორს დავუკავ-შირო. ეს არის სფერო, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიზიდავს დატვირთული, დაძაბული სამუშაო გრაფიკი. შესაბამისად, ჩემს მიერ მიღებული განათლება და სამუშაო გამოცდილება სწორედ ამ მიზანს ემ-სახურება. ცხოვრების ყოველ ეტაპზე დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, პირ-ველ რიგში, ჩემი მშობლებისგან. მინ-და, რომ მათ, და ჩემმა დიდმა ოჯახმა (ვგულისხმობ მამაჩემის და დედაჩემის დედმამიშვილების ოჯახებს), ჩემი განვ-

ლილი ცხოვრებით იამაყონ. როგორც ოჯახში მასწავლეს, ჯერ უპირველესი ადამიანობა, სითბო, სიკეთე და ურთიერ-თთანადგომაა, შემ-დგომ კი - პროფე-სიული წარმატებები.

ჩემთვის ძალ-ზედ რთულია,

ვისაუბრო იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ხარაგაული. პირველ რიგში, ჩემთვის ხა-რაგაული იწყება სო-ფელ სერბაისიდან, ჩემი მამა-პაპისეული სახლიდან. ეს არის ის ადგილი, სადაც ჩემი პირველი მახ-სოვრობა უკავშირ-დება ჩემს გამზრდელ ბებოს, ნათელა კურ-

ტანიძეს. ჩემთვის ხარაგაულელებთან ურთიერთობა იწყება ჩემს მეზობლებ-თან - ავალიშვილებთან, არევაძეებთან ურთიერთობით. მეორეს მხრივ, ხარა-გაული ჩემთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება ვალდებულების გრძნობა. ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინო, რადგან ხარაგაულელე-ბი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ახალგაზრდების სიკეთე უხარიათ და ცუდი არ სიამოვნებთ. ხარაგაული ჩემ-თვის არის ჩემი ბავშვობის მეგობრები, ის ადამიანები, რომელთა მხარდაჭე-რას დღემდე ისე ვგრძნობ, როგორც საწყის ეტაპზე.

თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მინდა მადლობა გადავუხადო ხარა-გაულის #3 საჯარო სკოლის პედაგო-გებს, ჩემი ვენერა მასწავლებლიდან დაწყებული, ბატონი ანზორ არევაძით დამთავრებული. სწორედ ამ სკოლაში დავეუფლე საბაზისო უნარ-ჩვევებს. მადლობა ჩემს ხათუნა მასწავლებელს, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ცდილობდა ჩემთვის ფორტეპიანოზე დაკვრა შეეყვარებინა; ბატონ ან-ზორ მაღრაძეს. ჩემგან მოჭიდავე არ გამოვიდა (ოჯახური ტრადიცია ვერ გავაგრძელე ამ მხრივ), მაგრამ წვრთნის პერიოდი ძალზე ტკბილად მახსენდება. მინდა მოვიგონო ბატონი თამაზ კიკნაძე, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა შემაყვარა, ბატონი ლერი ბუხნიკაშვილი, რომელიც ცეკ-ვას მასწავლდა და დედაჩემს ამაოდ ურჩევდა ჩემს მოცეკვავედ გამოზრდას.

რაც შეეხება ახალგაზრდებს, ცხოვრება სწრაფად ვითარ-

დება და თვითრეალიზაციის მეტი

საშუალება ჩნდება. ხარაგაულში სულ უფრო უკეთესი და უკეთესი თაობა მოდის. ოროდე წლის წინ მე მქონდა მათთან ურთიერთობა და ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან. მინდა მოვიკითხო და თითოეულს წარმატება ვუსურვო. ასე თუ ისე, უფ-როს თაობას თუ ვინმე გვაჯობებს, ისევ დღევანდელი მოსწავლეების თაობაიქ-ნება! ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ მე შემიძლია მათ რაიმე ვურჩიო, მაგრამ ჩემის მხრივ, შემიძლია ვისაუბრო იმ რჩევებზე, რასაც ჩემს თავს ვურჩევდი და რითაც ვხელმძღვანელობ. ჩემთვის პირველ ადგილზე მოტივაცია დგას. „რასაც მოინდომებ, იმას მიაღწევ“, - ეს ჩემთვის ბანალური ფრაზა ნამდვილად არ არის. ჩემი რჩევაა, შევაფასოთ რეალობა, განვსაზღვროთ, რა გვინდა და შემდგომ ყველაფერი გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად. სულ მახსენდება ჩვენი სულიერი მამის, სრულიად სა-ქართველოს კათოლიკოს-პატრიარ-ქის, ილია II-ის სიტყვები, რომელიც მან ახალგაზრდებს შეხვედრაზე გვითხრა: „არასოდეს შეეგუოთ გაჭირვებას, რად-გან მიჩვევა იცის“. არა მხოლოდ უნდა ვიფიქროთ უკეთესზე, არამედ საქმე ვაკეთოთ უკეთესის მოსაპოვებლად. ასევე მნიშვნელოვანია, პროფესიული არჩევანი. უნივერსიტეტის ჩაბარების დღიდან არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემთვის შეუსაბამო პროფესია ავირჩიე (თუმცა ბავშვობაში, ზურიკელასი არ იყოს, მეც „არტისტობაზე“ ვოცნებობ-დი). მიყვარს ჩემი პროფესია და ჩემი საქმე. მთავარია, შენს პროფესიაში იყო წარმატებული. კარიერული წინ-სვლის სხვადასხვა ეტაპზე ყველა აკვირდება შენს განათლებას. პირ-ველ რიგში იმას, თუ რას აკეთებ შენი განვითარებისთვის, რადგან მხოლოდ მუშაობა ადამიანს სტაბილურობას და განვითარებას უკარგავს. როდესაც მუშაობ და ყველა ხედავს, თუ როგორ შრომობ, როგორც სწავლობ, როგორ ზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე, ეს უკვე დიდ უპირატესობას გაძლევს. არ მიმაჩნია, რომ წარმატებისთვის აუცილებელია უცხოეთში მიღებული განათლება. მთავარია მონდომება და ბევრი შრომა.

ხარაგაული ყოველთვის გამო-ირჩეოდა ინტელექტით, წარმატებული ადამიანებით, ურთიერთობებით და მინდა გისურვოთ, რომ ის მემკვიდრე-ობა, რაც უფროსმა თაობებმა დაგვი-ტოვეს, არა მარტო გაგვეგრძელები-ნოს, არამედ მეტი გაგვეკეთებინოს.

თუ ვინმეს წარმატება გამიხარდე-ბა, უპირველესად თქვენი წარმატება იქნება.

ნინო კაპანაძე

საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამო-ცხადებულ შემოქმედებით კონკურსში ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლე ანი ხარაძემ საპრიზო ადგილი მოიპოვა.

„კონკურსის შესახებ ინტერნეტით შევიტყვე, - გვიამბობს სასულიერო გიმნაზიის რელიგიის მასწავლებელი თორნიკე ბაკურაძე, - მოსწავლეებს გავაცანი კონკურსის პირობები. ძალიან მინდოდა, ერთად გამოგვეცადა ჩვენი შესაძლებლობები.

კონკურსით მეათეკლასელი ანი ხარაძე დაინტერესდა და დაწერა თემა „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.“ კონ-კურსზე წარდგენილი თვრამეტი თემი-დან ანის ნამუშევარი სამეულში შევიდა. ეს ჩვენთვის დიდი ბედნიერება და წარმატებაა. მოხარული და ამაყი ვარ ანის მიღწევით. იმედი მაქვს, წინ კიდევ

ბევრი წარმატება გველის,“ - დასძენს თორნიკე მასწავლებელი.

თავად ანი ხარაძე გვიამბობს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაინ-ტერესდა კონკურსით და თორნიკე მასწავლებელს მიმართა. „მან მომცა რჩევები, მიმითითა საჭირო ლიტე-რატურა. ძალიან გამიხარდა, როცა მეორე ტურში გადასვლის ამბავი შე-ვიტყვე. შემდეგ ვიმუშავე თემაზე „ჩემი ცხოვრების მიზანი.“ მესამე ტურშიც წარმატებით გადავედი. აქ უკვე ხუთ წუთში უნდა მესაუბრა ჩემი ცხოვრების მიზანზე. გამიმართლა და თვრამეტ მონაწილეს შორის მესამე ადგილზე გავედი. თორნიკე მასწავლებელი რომ არა, ალბათ, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდი,“ - ამბობს ანი.

ვუსურვოთ ანის შემდგომი წარმა-ტებები.

მარიამ მაქაძე

წინ ბევრი წარმატება გველის

თორნიკე ებანოიძე: „განათლება შეუქცევად პროცესად უნდა აქციო”თორნიკე ებანოიძე ერთ-ერთი წარმატებული ხარაგაულელი

ახალგაზრდაა. ის ამჟამად პოლონურ-ამერიკული „Lane Kirkland Scholarship Program”-ის სტიპენდიანტია. სწავლობს პოლონეთში, ქალაქ

კრაკოვში იაგელონის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს უნივერსიტეტი ევროპაში მეორეა სიძველის მიხედვით. თორნიკე

მუშაობს ნაშრომზე, რომელიც ეხება საკუთრების უფლების დაცვას საქართველოსა და პოლონეთში, ევროპის ადამიანის უფლებათა

კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ და ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის გამ-გეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური აცხადებენ სა-მოყვარულო ფილმების კონკურსს „ჩვენი თაობა“

კონკურსის მიზანია:1. გამოვლინდნენ ის ახალ-

გაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი თავიანთი შესაძლებლო-ბები წარმოაჩინონ რეჟისორის, სცენარისტის, რეპორტიორის და მსახიობის ამპლუაში;

2. ახალგაზრდებმა ფილმის საშუალებით წარმოაჩინონ ის ღირებულებები და პრობლემები, რომლებიც აქვთ მათ თაობას და იმ გარემოს (ოჯახი, სკოლა, საზოგადოება და ა.შ.), სადაც მათ უწევთ ცხოვრება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხარაგა-

ულელ ახალგაზრდებს 12-დან 25 წლის ჩათვლით. ფილმის ხანგრძ-ლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ფილმის გადაღება შე-საძლებელია მობილური ტელე-ფონით, სამოყვარულო კამერით,

ციფრული აპარატით და ა.შ. ფილმის ჟანრი შეუზღუდავია (იუმორის-ტული, მუსიკალური, სა-თავგადასავლო და სხვ.).

ფილმს უნდა ჰქონ-დეს სათაური, ასევე მი-თითებული უნდა იყოს ფილმის რეჟისორი, სცე-ნარის ავტორი, ოპერა-ტორი და მსახიობების გვარ-სახელები.

ფილმის მოწოდება შესაძლებელია ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის განვითარე-ბისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ Facebook.com-ის ღია ჯგუფზე ატ-ვირთვით. ასევე შესაძლებელია აღ-ნიშნული ფილმი მოგვაწოდოთ ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში“ დისკით ან ფლეშმეხსირებით.

კონკურსანტებს ფილმების მო-წოდება შეუძლიათ 4 თებერვლი-დან 1 მარტის ჩათვლით.

კონკურსს შეაფასებს კომპეტენ-ტური ჟიური.

მარტის შუა რიცხვებში მოეწყობა

საუკეთესო ფილმების ჩვენება და მოხდება სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოვება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში“ მისამართზე: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქუჩა №46.

ტელ.: 22-00-75, 577 555 740.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყოფის ცენტრი

ცხადდება სამოყვარულო ფილმების კონკურსი

Page 6: დღეს ნომერშია2 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ. შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, რო-დესაც მომუშავეთა

6 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ.

როდესაც საქმე ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, ჩნდება კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყოველი დღე ერთნარი არ იყოს და ისინი ერთმანეთისგან თუნდაც უმნიშვნელო დეტალით განსხვავდებოდნენ. ხშირად ჩემი თანატოლები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რომ გაამრავალფე-როვნონ, რაღაც ახალი შემატონ თითოეულ დღეს.

საინტერესოა, რით ერთობიან, რა მოსწონთ, რა აინტერესებთ ხარაგაულელ ახალგაზრდებს, მოსაწყენია თუ არა მათთვის ყო-ველდღიურობა.

არჩილ მაისურაძესთვის ყოვე-ლი დღე ასეთია: „ვდგები დილის

რვა საათზე. თავს ვიწესრიგებ და სკოლაში მივდივარ. როგორც ყველა მოსწავლე, გაკვეთილებს ვესწრები. ცოტას ვერთობი და შემდეგ სახლში ვბრუნდები. ვსა-დილობ, კომპიუტერთან ვჯდები და სოციალურ ქსელებს „ვიპყ-რობ.“ საღამოს მასწავლებელთან მივდივარ. სახლში რომ მოვალ, მერე ვიწყებ მეცადინეობას. შემდეგ წიგნს ვკითხულობ. ასე გადის ჩემი რუტინული დღე. გამონაკლისი მხოლოდ შაბათ-კვირაა. ამ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ - ვმხიარულობ და ვერთობი.

მიხეილ ლურსმანაშვილის ერთი დღე ასეთია: -აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ.

დილით მივდივარ სკოლაში, შემ-დეგ - მასწავლებელთან. მიყვარს სპორტი - ფეხბურთი, კალათ-ბურთი. დავდივარ ცეკვაზე. ვცდი-ლობ, დარჩენილი თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოვიყენო მეგობრებთან ურთიერთობისა და განტვირთვისთვის. თუ მაქვს შესაძლებლობა, დავდივარ ლაშქ-რობებზე.

მათგან განსხვავებით სრულიად მოსაწყენი და ერთფეროვანია აბი-ტურიენტების ყოველდღიურობა: მათი ყოველი დღე იწყება სკოლის გაკვეთილებით და მთავრდება მასწავლებელთან მეცადინეობით.

სალომე ბუხნიკაშვილი

გასულ კვირას ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდე-ბულის სახელობის ეკლესიაში წირვა მარგვეთისა და უბისის ეპის-კოპოსმა მეუფე დიმიტრიმ (კაპა-ნაძე) ჩაატარა. სამეუფო წირვაში მასთან ერთად მოაწილეობდნენ ხარაგაულის ეკლესიის მოძღვარი მამა მათე (ბუაჩიძე), რიკოთის წმინდა გიორგის სახელობის მა-მათა მონასტრის წინამძღვრი მამა პახუმი, ქარელის მუნიციპალიტე-ტის სოფელ სანებელის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა თეოდოსი (ხაჩიძე), მარგვეთისა და უბისის ეპარქიის სასულიერო პირები.

წირვის შემდეგ მეუფე დი-მიტრიმ წაკითხული სახარება განმარტა და მრევლს ტაძრის ახალდანიშნული მოძღვრის, მამა მათეს, თანადგომისკენ მოუწოდა:

-დღევანდელ სახარებაში საუბა-რია იმაზე, რომ იოანე ნათლისმ-ცემლის შეპყრობის შემდეგ იესო ქრისტემ დატოვა ნაზარეთი და კაპერნაუმში გაემგზავრა. იოანე ნათლისმცემელი ბილწი ქალის - ჰეროდეადას სურვილით შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. ეს ქალბა-ტონი გახლდათ ჰეროდე ანტიპას ძმის, ფილიპეს ცოლი. ფილიპე იყო ხანში შესული და რაც მთა-ვარია, თავისი ცოლის ბიძა. რო-დესაც ისრაელის სამეფო რომის იმპერიის ქვეშევრდომობაში იყო, ფილიპემ ვერ მიიღო მეფის ტიტუ-ლი. რომის იმპერატორი მის ძმას, ჰეროდე ანტიპას უჭერდა მხარს. როდესაც ჰეროდეადამ დაინახა, რომ მისი მოხუცებული ქმარი მეფე ვერ გახდებოდა, მიატოვა და გაჰყვა მეორე ბიძას, თავისი ქმრის ძმას. ამ საქციელის გამო ამხელდა იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეადას და ჰეროდე ანტიპას. ეს გახდა მისი სიკვდილით დასჯის მიზეზი.

საოცარია უფლის განგება და დიდხანს არ დააყოვნა შურისგებამ ამ ოჯახზე. რომის იმპერატორთან ჰეროდე დაასმინეს როგორც აჯან-ყების მეთაური და გადაასახლეს ესპანეთში ჰეროდეადასთან და მის ასულ სალომეასთან ერთად.

როგორც გადმოცემა გვაუწყებს, ისინი საშინელი ტანჯვით გარდა-იცვალენ.

შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს აზრი, - იესომ იმიტომ დატოვა ნაზარეთი, რომ მასაც საფრთხე ემუქრებოდაო. კაპერნაუმში იესოს გადასვლა არ ყოფილა შიშით გამოწვეული. ის გაუფრთხილდა იმ მღვდელმთავრებს და ეგზალ-ტირებულ ხალხს, რომ მათ ცოდვა არ ჩაედინათ და შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ მისთვის. ამ მაგა-ლითით უნდა ვისწავლოთ, - თუ ვინმე გვყავს შემავიწროვებელი და მაჭირვებელი, უნდა მოვერიდოთ არა იმიტომ, რომ გვეშინია და პა-სუხს ვერ გავცემთ, არამედ იმიტომ, რომ ცოდვაში არ ჩავაგდოთ. იესო კაპერნაუმში, წარმართებითა და ებრაელებით დასახლებულ ქა-ლაქში იმიტომ წავიდა, რომ ჩვენ-თვის ეჩვენებინა - ის ამქვეყანაზე ყველასთვის მოვიდა. მან მოგვცა მაგალითი, რომ მისი მზე ამოდის როგორც მართლებისთვის, ისე ცოდვილებისთვის.

ღმერთის შემეცნება და მასთან მისვლა შეგვიძლია უამრავი გზით - მოძღვრის ქადაგებით, წმინდა წერილის წაკითხვით. უფალი ჩვენი გარემომცველი ბუნების საშუალებით გვაძლევს მასთან მიახლების საშუალებას. წმინდა ბარბარე მამამისმა დიოსკორემ, საშინელმაწარმართმა, კოშკში გამოკეტა, რომ არავინ ენახა. ამის მიუხედავად, წმინდა ბარ-ბარე შეიქმნა მორწმუნე. თავის გარემომცველ ბუნებას როდესაც აკვირდებოდა, ფიქრობდა, რომ არ შეიძლებოდა ასეთი ჰარმო-ნია უსულო კერპებს შეექმნა. ამიტომ მიზეზი, - მე არ მაქვს საშუალება, ეკლესიაში მივიდე, ჩემს სოფელში მღვდელი არ არის, - არ გამოგვადგება იმის გასამართლებლად, რომ ურწ-მუნოებაში ვიცხოვროთ. თუ ადა-მიანს უნდა უფალთან მიახლება, ის მისცემს ამის საშუალებას და დროს. უფლის ძიება და მასთან მისვლა ყოველთვის შეიძლება. მთავარია, ჩვენი გულები იყოს ამისთვის მზად.

მამა მათე გამოვაგზავნეთ ხარაგაულში მსახურებისთვის. ის ხარაგაულელია. ძალიან უყ-ვარს აქაურობა და ვიცი, რომ თქვენც დიდ პატივს სცემთ მას. გაკურთხებთ, რომ ყველა ერთად დავუდგეთ მამა მათეს გვერ-დით. აქ ბევრი საქმეა საკეთებე-ლი. სამლოცველო მისახედია; შესამოსელები, ანალოგიები მოსაწესრიგებელია და ყველა ჩვენგანმა რაღაც წვლილი უნდა შევიტანოთ ამ საქმეში, - ვისაც რით შეგვიძლია. ღვთის მადლით და თქვენი ლოცვით, ვფიქრობ, რომ ჩვენი მშენებარე ტაძარი მალე დასრულდება, მაგრამ მანამდე სამლოცველოს უნდა მივხედოთ. ეს არის ჩვენი სახე, ჩვენი სულის სარკე.მოუწესრიგე-ბელია ჩვენი გარემო? გამოდის, რომ ჩვენ ცოტა ზარმაცები ვართ შინაგანად. ლამაზად და კოხტად არის? მაშინ ჩვენც სუფთა და კოპ-წია სული გვაქვს. ამიტომ თქვენი სულის სარკე უნდა დაასუფთაოთ და გაალამაზოთ. მამა მათე მარ-ტო ვერაფერს იზამს, თუ თქვენ გვერდში არ დაუდექით. რომ მოინდომოს და იზარმაცოს, არ უნდა მისცეთ ამის საშუალება. ეკლესია მარტო მღვდელისა და ეპისკოპოსის არ არის. ეკლესიაში თანაბარი უფლება აქვს მრევლ-საც და მოძღვარსაც. ეს უნდა იყოს ერთი დიდი ოჯახი თავისი მწყემსით. ასეა სათნო უფლის-თვის. იმედი მაქვს, მომავალ შეხვედრაზე სახეცვლილს ვნახავ აქაურობას.

მინდა, კიდევ ერთხელ მოვეფე-რო ამ ტაძრის მრევლს, ამ ტაძრის სულიერ შვილებს, აქ მოღვაწე სასულიერო პირებს. ჩვენ ვართ და-ძმანი, რადგან ერთი ტაძრის შვილები ვართ. როგორც პავლე მოციქული მიმართავს მსმენე-ლებს, ბეჭედი ჩემისა მოციქულე-ბისა თქვენ ხართო.

მე ვიქნები ბედნიერი, თუ ჩემი მოღვაწეობის და ჩემი მღვდელმ-თავრობის ბეჭედი თქვენი სახით წარმოჩინდება საუკეთესოდ და ბრწყინვალედ.

დღეს ძალიან გახარებული ვარ ამდენი ხალხის შემხედვარე. ტაძარი ვერ იტევს აქ შეკრებილ ადამიანებს. ბედნიერი ვიქნები, თუ ვიამაყებ ხარაგაულელების ცხოვრების წესით, თქვენი სარწ-მუნოებით, თქვენი დიდი ქართ-ველობით და სამშობლოსადმი სიყვარულით.

ნინო კაპანაძე

საბა ხიჯაკაძე: -მინდა გიამბოთ ცივი, მაგრამ ძალიან მკაცრი არდა-დეგების შესახებ. ვიყავი ახალციხეში ბებოსთან შობის დღესასწაულზე. დავესწარი იქაურ რიტუალს. კარ-გად გავერთეთ მე და ჩემი დაიკო იქაური მეზობლის ბავშვებთან ერ-თად. ბებომ დაგვასაჩუქრა. ძალიან გახარებულნი დავბრუნდით შინ. მალე ახალმა წელმა მოაკაკუნა კარზე. ლამაზი ფეიერვერკით შევხ-ვდით მხიარულები.

ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ის იყო, როცა ჩვენმა მასწავ-ლებელმა გვითხრა, - ბავშვებო, ხარაგაულში თქვენთვის თოვლის ბაბუას საჩუქრები მოაქვსო. ჩვენც არ დავაყოვნეთ, შევიკრიბეთ და წავედით. ვნახეთ ლამაზი კონცერ-ტი. თოვლის ბაბუამ დაგვასაჩუქრა. მადლობა ყველას, ვინც ბავშვებზე იზრუნა და ჩვენი გულები გაახარა.

ანი ნიქაბაძე: -ზამთრის არდა-დეგებზე ჩემს და-ძმასთან ერთად ვერთობოდი და ვმხიარულებდი. შემდეგ წავედი ხარაგაულში ჩემს ეთო ბებოსთან, სადაც დეიდაშვი-ლებთან ერთად ვერთობოდი. ახალ წელს ხარაგაულში შევხვდი. ძალიან მომეწონა საახალწლო ღონისძი-ებები, თოვლის ბაბუა. ეთო ბებო საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, გვამეცადინებდა და გვართობდა.

ჯაბა ხიჯაკაძე: -ზამთრის არდა-დეგები გავატარე სახლში. ლამაზად მოვრთე ნაძვის ხე და თოვლის ბაბუას მივწერე წერილი,- სათამა-შო ავტომატი და ეტლში შებმული ცხენი ვთხოვე. ნატვრა ამისრულა და ნაძვის ხესთან დილით საჩუქარი დამხვდა. არდადეგებზე მენატრებო-და ამხანაგები და მასწავლებელი.

ნიკუშა ივანიაძე: -თეთრ ნაბადში გაეხვია არემარე. მიიძინა ბუნებამ და ჩვენც სკოლიდან დაგვითხოვეს. არდადეგები ჩემთვის პირველი არ ყოფილა, რადგან ბაღში ვსწავლობ-დი და არდადეგებზე სოფელში მოვ-დიოდი. ახლა კი აქ ვარ და ვტკბები სოფლის სილამაზით. მართლაც რომ კარგად გავატარე არდადეგე-ბი. თოვლში ჩემს თანატოლებთან ერთად ვსრიალები, ვეხმარებოდი ბაბუას, ვმეცადინეობდი, ვსწავლობ-დი ლექსებს.

ძალიან მიყვარს საახალწლო სამზადისი, რადგან ოჯახში ბევ-რი ტკბილეულია ახალი წლის დღეებში. დასვენების დღეები მალე გაფრინდა და მეც სიხარულით და-ვუბრუნდი სკოლას.

მხიარულ არდადეგებზე გვიამბობენ ვარძიელი პირველკლასელები

სიკეთეგამყიდველს ხურდა დაუტოვა ქურდმა, ყრუ-მუნჯმა დაგვაყრუა თავის სიმღერით,აქ კაცი ისევ დაიფარა ქუდმა,ქალი კი განაზდა მანდილის სითეთრით.

კონკია დედინაცვალს გაეჩეჩა,პრინცი გალახეს და დააბრმავეს,მაგრამ სიკეთე ისევ გამეფდა დაბოროტებმაც სიცოცხლე დაამთავრეს.

მოსწავლეთა შემოქმედებალიზი ბარბაქაძე ხარაგაულის #2

საჯარო სკოლის მეექვსე კლასის წარ-ჩინებული მოსწავლეა. ლიზის ყველა საგანი ერთნაირად უყვარს. თავისუ-ფალ დროს კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, წერს ლექსებს და თამაშობს მეგობრებთან ერთად.

ლიზიმ ლექსების წერა მესამე კლასიდან დაიწყო. წერს ბუნებასა და ცხოვრებისეულ მოვლენებზე. გთავა-ზობთ მის ორ ლექსს:

ყვავილებსროგორ მიყვარს მდელოზეყვავილების შრიალი, წითელ-ყვითელ ფოთლებზე ფერიების ტრიალი.

ულამაზეს ყვავილებს მე მივუძღვნი ლექსებს,სიტყვა-სიტყვით აკინძულ ულამაზეს ტექსტებს.

„ბედნიერი ვიქნები, თუ ვიამაყებ ხარაგაულელების ცხოვრების წესით”

„დღევანდელი დღე ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის. ამ სამლოცველო სახლში დავიწყე ქრისტიანული ცხოვრება, აქ

შემმოსეს პირველად სტიქრით და ვემსახურებოდი მამა ზაქარიას (ფერაძე). მართალია, ეს 23 წლის წინ მოხდა, მაგრამ დღევანდელი

დღესავით მახსოვს, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ამ ტაძარში მიმსახურია როგორც სტიქაროსანს, როგორც

დიაკვანს. დღეს უფლის ნებით ვდგავარ აქ, ამბიონზე, როგორც მღვდელმთავარი და მივმართავ ჩემ ხალხს, ჩემს ხარაგაულელებს,”

- აღნიშნა ხარაგაულში წირვის შემდეგ ქადაგებისას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე).

ჩემი თანატოლების ყოველდღიური ცხოვრება

Page 7: დღეს ნომერშია2 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ. შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, რო-დესაც მომუშავეთა

7xtvb [fhfufekb31 იანვარი, 2013 წ.

ძალიან მიჭირს, შვილო, შენზე წარსულში საუბარი, მაგრამ რა ვქნა, რომ ეს რეალობაა.

უშენოდ შეხვდა შენი ოჯახი მე-ორედ შობა-ახალ წელს. არადა, როგორ გიყვარდა ორივე დღესას-წაული. ახლით ახალ წელს ყველა თბილისში შენთან ვიკრიბებოდით, ძველით კი - სოფელში. ვაი შვი-ლო, რომ უშენოდ ვხვდებით შენს დაბადების დღეს 4 თებერვალს. შენ მოგიკვდეს შენი გამწარებული დედა. შენი გაყინული სხეულიც კი მენატრება, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ყოფილა ჩვენი ბედი. როგორ გაამ-წარე შენი ცოლ-შვილი, დედმამიშ-ვილები, ყველა შენი ახლობელი და მეგობარი. როგორი ბედნიერი ოჯახი გვქონდა და უცებ გავხდი უბედური დედა. ყველა იმ დედას, ვინც შვილის სიმწარე გამოსცადა, თანავუგრძნობ. არავის განაცდევი-ნოს ღმერთმა შვილისგან სიმწარე, მაგრამ თავს ხომ ძალით ვერ მოიკლავ. მყავს შვილები, შვილიშ-ვილები და ამით ვცოცხლობ და ვსუნთქავთ ამ ქვეყანაზე. შენ იყავი, შვილო, ყველას ჭირის და ლხინის გამზიარებელი. ღმერთმა ნათელში მიმყოფოს შენი სული.

მშობლები ჯანიკო და ვაჟა ჭყოიძეები

შვილები მამუკა და მადონა გიორგიძეები, რძალი შორენა კაციტაძე, სიძე გიორგი ტაბატაძე, დედმამიშვილები რეზო, ზურიკო, ქეთინო, გულო, ნაილი, მანანა, ნანა გაბუნიები, შვილიშვილები თამარი, ბარბარე, გიორგი, ანდ-რო, მაზლები: ელვარდი გიორ-გიძე, მერაბი ბერაძე, მული ელზა გიორგიძე, სიძე ჯონდო ნიქაბაძე ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწ-ყებიან, რომ გარდაიცვალა

თამარ (თამრიკო) გიორგის ასული გაბუნია-გიორგიძისადაიკრძალა 30 იანვარს, პატა-

რა ხარაგაულში.

მული ელზა გიორგიძე, ჯონდო ნიქაბაძე, ოთარ, ნინო ნიქაბაძეები, სიძე თენგიზ ოდიკაძე ღრმა მწუხა-რებით იუწყებიან

თამარ (თამრიკო) გაბუნიას გარდაცვალებას და სამძიმარს

უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონა-ლი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ლინა ჩინჩალაძეს მამის

გიორგი (ჟორა) ჩინჩალაძისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის ად-მინისტრაცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი თანაგრძნობას უც-ხადებენ ამავე სკოლის პედაგოგს გურამ ფცქიალაძეს ძმისშვილის

ვახტანგ ფცქიალაძისგარდაცვალების გამო.

მძახლები ლიანა და თენგიზ გიორგაძეები ღრმა მწუხარებით იუწყებიან შრომისმოყვარეობით, სიკეთითა და ადამიანთა სიყვა-რულით გამორჩეული პიროვნების

გივი (გიუშა) შავიძისგარდაცვალებას და თანაუგრ-

ძნობენ მერი, თამაზ, დარეჯან, ხათუნა, ელისო და ნესტან შა-ვიძეებს საყვარელი მეუღლის, მამის, მამამთილისა და ბაბუის გარდაცვალების გამო.

გრიშაშვილის ქუჩაზე მცხოვრე-ბი უახლოესი მეზობლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

თამარ გაბუნია-გიორგიძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლის ადმინისტრაცია და პედაგო-გიური კოლექტივი ღრმა მწუხარე-ბით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ელვარდი გიორგიძის რძალი

თამარ გაბუნია-გიორგიძისა და სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

პაატა სვანიძე, ვენერა კიკნაძე, სულიკო კაპანაძე, ალეკო გელაშ-ვილი, გივი ჭყოიძე, როზა ჭყოიძე, თემური ალექსიძე, ზაალ ლურს-მანაშვილი ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ჯალილა შარიქაძედა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

დიდვაკის ხუთსართულიანი ბინის მეზობლები სამძიმარს ვუც-ხადებთ გულო გაბუნიას, შალვა, გიორგი ლომსაძეებს, მანანა ტა-ბატაძეს, შორენა ლაცაბიძეს დისა და დეიდის

თამრიკო გაბუნიას გარდაცვალების გამო.

ზვარის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ეთერი თაბუნიძე-ალხა-ზიშვილს საყვარელი ძმის

ელვარდი თაბუნიძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

უახლოესი მეზობლები: იუზა კიკნაძე, ბადრი სვანიძე, თამაზ ცაბაძე, ნოდარ და ვეფხვია ვეფხ-ვაძეები, გოჩა გელაშვილი, მაია და ლია ფოფხაძეები, ზაზა კაციტა-ძე, პავლე დევდარიანი ოჯახებით ღრმა მწუხარებას უცხადებენ მამუ-კა და მადონა გიორგიძეებს დედის

თამარ გაბუნიას გარდაცვალების გამო.

ვახანის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი სამძიმარს ვუცხადებთ პედაგოგ რუსუდან ქურდაძეს დედამთილის

თამარ შავიძე-ქალიაშვილის გარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობენ გარდაცვლილის ახლობლებს.

დ. ხარაგაული31.01 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +3ºC, ღამე +2ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +3ºC, ღამე -1ºC;02.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +2ºC, ღამე -2ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +2ºC, ღამე -4ºC;04.02 - მზიანი დარი, დღე +4ºC, ღამე

-3ºC;05.02 - მზიანი დარი, დღე +4ºC, ღამე

-2ºC.

ბორითი31.01 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +4ºC, ღამე 0ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +1ºC, ღამე -2ºC;02.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე 0ºC, ღამე -4ºC;03.02 - მზიანი დარი, დღე 0ºC, ღამე

-4ºC;04.02 - მზიანი დარი, დღე +3ºC, ღამე

-4ºC;05.02 - მზიანი დარი, დღე +4ºC, ღამე

-3ºC.

კიცხი31.01 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +4ºC, ღამე +2ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +3ºC, ღამე 0ºC;02.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +3ºC, ღამე -2ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +3ºC, ღამე -3ºC;04.02 - მზიანი დარი, დღე +5ºC, ღამე

-2ºC;05.02 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +5ºC, ღამე -1ºC.

მოლითი31.01 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +2ºC, ღამე -1ºC;01.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე 0ºC, ღამე -4ºC;02.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე -1ºC, ღამე -6ºC;03.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე -1ºC, ღამე -6ºC;04.02 - მზიანი დარი, დღე +1ºC, ღამე

-6ºC;05.02 - მზიანი დარი, დღე +2ºC, ღამე

-6ºC.

amindi

უკვე მეოთხედ მოვიდა ცრემ-ლით, დარდით და მწუხარებით 29 იანვარი, შენი დაბადების დღე, შვილო. ძნელია უშენობა შენი მშობლებისა და და-ძმისთვის. ძნელია, მაგრამ ვუძლებთ ამ მწუხარებას. ვუძლებთ იმით, რომ

ყოველი დღე შენით იწყება; იმ ადგილზე მისვლით, სადაც შეწყდა შენი ლამაზი სიცოცხლე. დღე კი მთავრდება შენთვის დანთებული სანთელითა და ლოცვით.

მენატრები, ჩემო ცხოვრებავ და ჩემო სიმდიდრევ, - ასე გეფერებო-დი და ახლაც ასე ვეფერები შენს სურათებს.

29 იანვარს შენს საფლავთან ოჯახის წევრები, ახლობლები, მე-ზობლები აგინთებთ სანთლებს და უფალს შევთხოვთ შენს დიდებას, სულის სიმშვიდეს და არდავიწ-ყებას.

ჩვენ კი ვცოცხლობთ იმ იმედით, რომ ჩვენს ოჯახში გაგრძელდება სიცოცხლე, უფლის ნებით გაჩნ-დება პატარა კოტე, გაიზრდება კარგი, ალალი, პატიოსანი და იცხოვრებს ისეთი კაცური ცხოვრე-ბით, როგორც ცხოვრობდა კოტე მამუკაშვილი.

შენი დედ-მამა

კოტე მამუკაშვილის ცრემლიანი დაბადების დღე

დაბადების დღეს გილოცავ. გაუსაძლისია უშენობა. მოუშუ-შებელი იარა, რომელიც შენმა მოულოდნელმა წასვლამ გამო-იწვია ამქვეყნიდან, უსაზღვრო ტკივილი და სევდაა. სიკეთით და სათნოებით გამორჩეულო ვაჟკაცო, ერთგულო, საიმედო, შენ ხომ საუკეთესო შვილი, მამა, მეუღლე, მეგობარი და დედმამიშ-ვილი იყავი. მწარე იყო შენი მამისა და ოჯახისთვის მოულოდნელი მეხივით გავარდნილი შენი სიკვ-დილი. გულმხურვალედ დაგიტი-რა შენმა მშობლიურმა სოფელმა ბაზალეთმა. ერთი წელი გადის, რაც სამუდამოდ გადასახლდი ცათა სასუფეველში. დატოვე ეს ქვეყანა კაცური კაცის სახელით, რომელიც ყველგან სიკეთეს და სათნოებას თესავდი. შენი ცხოვ-რება ამართლებს გამონათქვამს:

„სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველ-სა მოსახვეჭელსა,“ - ასეთი იყო შენი ამქვეყნიური ცხოვრების 46 წელი. ახლა კი, 3 თებერვალს, შენი დაბადების დღეს, იმ ქვეყა-ნაში შეხვდები. შენ ხომ 47 წელი შეგისრულდა, ჩემო ლამაზო ძა-მიკო, ჩემო დიდო ტკივილო და მონატრებავ. მოვალთ შენს საფ-ლავთან და შევთხოვთ უფალს, სამარადისო ცათა სასუფეველში დაამკვიდროს შენი ლამაზი სული. მუდამ დარჩება ჩვენს გულებში მერაბ კამკამიძე ჩაუმქრალი სან-თელივით. „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს.“

და მაყვალა ოჯახით

თერთმეტი თვე გავიდა, დედა, რაც ჩვენ გვერდით აღარ ხარ. ყველას გვენატრები. სულ გეძებთ, მაგრამ... ვიგონებთ შენ თბილ მოქმედებას, შევყურებთ სურათს და წინ ცრემლები გვასწრებს. რა ძნელია, დედაზე ილაპარაკო წარსულ დროში. შენ ხომ განსხვა-ვებული დედა, დედამთილი, ბებია და სიდედრი იყავი. უშენოდ მოდის შენი დაბადების დღე - 2 თებერვა-ლი. 86 წელი შეგისრულდებოდა, მაგრამ დედას ასაკი არ აქვს.

ოჯახში შენი 85 წლის იუბი-ლე აღვნიშნეთ. შენც გიყვარ-და შვილების, შვილიშვილების, შვილთაშვილების, რძლებისა და სიძეების დაბადების დღეების აღნიშვნა. ულოცავდი და ასაჩუქ-რებდი ყველას.

2 თებერვალს მოვალთ შენს საფლავზე და დაბადების დღეს მოგილოცავთ ცრემლიანი თვა-ლებით. ავანთებთ სანთლებს

და უფალს შევევედრებით, რომ ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული. დედა, შენს სიყვარულითა და სიკეთით გამორჩეულ სახელს დავიწყება არ უწერია. მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური ჩხე-რის მიწა. ჩვენ მუდამ ვილოცებთ შენთვის.

შვილები ამირან და გულნაზი ლურსმანაშვილები ოჯახებით

დაბადების დღეს გილოცავთ, დედა(თინა ფურცელაძე-ლურსმანაშვილის გახსენება)

როგორ უცებ გადის წლები. ოთხი წელი გასულა. თვალცრემ-ლიანი ვხვდებით შენს დაბადების დღეს. შენდამი სიყვარული და მონატრება არ ნელდება. მუდამ გამორჩეული, კეთილი და კარგი დარჩები შენი მეზობლების მეხსი-ერებაში. შენი ხსოვნა არასოდეს მიეცემა დავიწყებას. დაბადების დღეს გილოცავთ, კოტე.

იური, დათო, ბუხუტი, ნოშრე ნანიტაშვილები, გოგი კამკამიძე

პირველი თებერვალი შენი დაბადების დღეა. გილოცავთ. ტკივილიანი და ცრემლიანი სამი წელი გავიდა, რაც წახვედი და დამიტოვე დიდი სევდა და მონატ-რება. ძნელი ყოფილა ძვირფასი და საყვარელი ადამიანის დაკარ-გვა. რაც დრო გადის, მონატრება უფრო ძლიერდება. მონატრებაზე ძნელი, სიკვდილზე შემზარავი არაფერი ყოფილა ამქვეყნად.

შენი არყოფნით გამოწვეულ ტკი-ვილს ვერაფერი განკურნავს. დარდით და ცრემლით გადის წლები. დარდით დატვირთული დავდივარ შენს საფლავზე და გესაუბრები შენი შვილებისა და შვილიშვილების ამბებს. შენ ხომ მათი ალალი და გულმართალი მამა და ბაბუა იყავი. გვენატრები ყველას, განსაკუთრებით კი მე, ვინც უშენობით მარტოობას განვიც-დი, მაგრამ იმით ვინუგეშებ თავს, რომ მარადისობაში კვლავ შევხვ-დებით ერთმანეთს. მაშინ სულ ერ-თად ვიქნებით. ამით ვცხოვრობ და ვითვლი შენსკენ მიმავალ დღეებს.

კიდევ ერთხელ გილოცავ დაბა-დების დღეს, რომელსაც ყოველ-თვის აღვნიშნავდით სიხარულით და სიყვარულით. სანამ სული მიდგას, ვივლი შენს საფლავზე. არ დაგივიწყებთ და უფალს ვთხოვ, ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული. ჩემს მიერ ანთებული სან-თელი გინათებდეს სამარადისო სამყოფელს.

მეუღლე

ბათა თხელიძის ხსოვნას

სოსო (ვასილ) ჭყოიძის

მოგონება

ძმაო, მერაბ!(მერაბ კამკამიძის ნათელ ხსოვნას)

კოტე მამუკაშვილის მონატრება

Page 8: დღეს ნომერშია2 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ. შეადგინა 205 760 ლარი მაშინ, რო-დესაც მომუშავეთა

8 xtvb [fhfufekb 31 იანვარი, 2013 წ.

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $3! @3 $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

70-იანი წლების ერთ ნაკლებმოსავლიან წელს კოწიას თავისი ავტობუსით მაყრიონი გადაჰყავს სოფელ მარელისიდან წყალაფორეთში. კოწიას გამო-ჩენისთანავე წინასწარ გამხიარულდა მაყრიონი. ერთმა მაყარმა უთხრა: -ბატონო კოწია, რატომ კარგავ დროს, რატომ არაფერს გვეუბნებიო.

-მე რა უნდა გითხრათ, ახლა სულ მალე თამადას ავირჩევთ და იმ თამადას ვთხოვ პირველი სადღეგრძელო მაჭანკლების შესვას, ამ შიმშილობის დროს ამდენი გოჭის ხორცი და ხაშლამა რომ დაგვიყარა წელზეო.

ხუმრობენ ხარაგაულელებიგივი გოგოლაძის წიგნიდან

„კეთილ გულით მოძღვნილია”გასული საუკუნის მეორე ნახევარში ხარაგაულში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა

ღიმილის დიდოსტატად ცნობილი ავტოტრანსპორტელი კოწია კიკნაძე, რომელ-მაც დაწყებული „პალტარა ტონვადან“ მოყოლებული, თითქმის ყველა მარკის ავტომანქანა გაატარა თავის ხელში „იკარუსამდე.“ ავტოსატრანსპორტო საწარმოს ეკონომიკური სამსახურიდან დავადგინეთ, რომ კოწიას საწარმო გეგმის მაჩვენე-ბელი არ ჩამოსულა 150%-ზე დაბლა იმ დროს, როცა მძღოლთა უმრავლესობა გეგმას ძლივს ასრულებდა. მიზეზი ძალზე მარტივი აღმოჩნდა. მგზავრების დიდი ნაწილი არ გაჰყვებოდა ავტობუსს, თუ იმავე მიმართულებით მოკლე დროში კოწიას ავტობუსსაც უწევდა გასვლა. ამას კი ღიმილის დიდი ნიჭით აღწევდა.

ერთ ქალბატონს ზესტაფონის ბაზარზე შაფრანი ვაშლი წაუღია. ნახევარი გაუყიდავი დარჩენია და კოწიას ავტობუსით უკან მოაქვს. ავტობუსიდან ჩასვლი-სას კოწიასთვის ბილეთის ღირებულების ნაცვლად შაფრანის ვაშლები მიუცია. ჩამოურთმევია მასაც ზრდილობიანად და - მოითმინეთ, ქალბატონო, ხურდა გერგებათო და რამდენიმე ცალი პანტა ვაშლი გაუწოდებია. დღემდე არ გაუცვ-დათ მგზავრებს ეს ამბავი საღიმილოდ.

„ხურდა გერგება, ქალბატონო”

კოწია ქორწილში

კოწიამ შემთხვევით გზაზე ინ-დაურის ჭუკი მოკლა ავტობუსით. პატრონი ქალბატონი გაცხარდა:

-ეს რა ჰქენი, მე შენ პარტიის რაიკომში გიჩივლებო.

-რატომ პარტიის რაიკომში, ქალბატონო, თქვენი ჭუკი პარ-ტიული ხომ არ იყოო, - იკითხა ზრდილობიანად კოწიამ.

სამი შესანიშნავი ვაჟი ჰყავს კოწიას: ტარიელი, ავთანდილი და კოტე. ომის ინვალიდს, თუ ფეხში იყო დაჭრილი, უფასოდ აძლევდნენ ავტომანქანა „ზაპორო-ჟეცს.“ შემოესივნენ კოწიას ბიჭები და უსაყვედურეს: რომ ჩაძვერი იმ „აკოფში“ და გაბუნაგდი, ვერ ამოყავი ერთი წუთით ფეხი, „ზაპოროჟეცს“ შენც მოგცემდნენო.

-ფეხს კი არა, რომ მცოდნოდა თქვენ გამიჩნდებოდით, პირდაპირ იმას ამოვ-ყოფდიო - იყო კოწიას პასუხი.

კოწიას ვაჟები

პარტიული ჭუკები

შარშანდელი წელი ჩემთვის მძი-მე და ტრაგიკული იყო. დავკარგე მეუღლე და ჩემი ოჯახის დიდი იმედი. ამ უზარმაზარ ტკივილთან ერთად დიდი მისია დამეკისრა - დამჩა ოთხი მცირეწლოვანი ვაჟი. მათი აღზრდა და გზაზე დაყენება ერთობ რთულია მარტოხელა დედისთვის. რომ არა ღვთის რწმენა და სიყვარული, არ ვიცი, ამას როგორ გადავიტანდი.

მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მოლითის ტერტორიული ორგანოს რწმუნებულმა სპარტაკ ლა-ცაბიძემ შემატყობინა, რომ დასავლეთ ევროპის ეპარქიის ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოს წინამძღვარი იღუმენ მამა ანდრიას (ერისკაცობაში გიორგი ლაცაბიძე) თაოსნობით ამავე ტაძარ-თან არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ნანინა“ ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი. ემიგრანტი ქართველებისგან შემოწირული თანხით გვინდა შენს შვილებს სახლი შევუძინო-თო. ძალიან გამიხარდა.

ბედნიერია ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად სიკეთეს აკეთებს, რომელსაც გააჩნია გული მოწყალე და სული წრფელი, რომელიც სხვა ადამიანების გაჭირვებას გაიზიარებს და ეხმარება. ეს ემიგრანტები ქართული

მიწის სიყვარულს დაატარებენ უცხო მი-წაზე და საქართველოში გაჭირვებულ თანამოძმეებს ეხმარებიან.

უღრმესი მადლობა მინდა გადა-ვუხადო ასეთი ძვირფასი შენაძენისთ-ვის იღუმენ მამა ანდრიას. ვუსურვებ დღეგრძელობას, მრევლის სიმრავ-ლეს. მისი ქადაგებიდან წამოსული მადლი მოჰფენოდეს ქართველი ემიგ-რანტების სულსა და გონებას.

მადლობას ვუხდი მოლითის ტე-რიტორიული ორგანოს რწმუნებულს სპარტაკ ლაცაბიძეს და მის თანამშ-რომლებს. მათ თანადგომას მუდამ ვგრძნობდი. ვუსურებ მათ ჯანმრთე-ლობას, წინსვლას და წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანო-ბაში, ხალხის სამსახურში დგომას.

დიდი მადლობა ემიგრანტ ქართვე-ლებს, ვინც წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში, რომ ჩემს შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონოდათ. მე ჩემს შვლებთან ერთად ვილოცებ თითოეული მათგა-ნისთვის. ბოლოს მოკრძლებით მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს საშუალება, ნუ დაინანებთ თუნდაც მცირე თანხას იმისთვის, რომ ჩემი შვილებივით სხვების შვილებიც გახარებული ნახოთ.

უღრმესი პატივისცემით ნარგიზი ამილახვარი შვილებით

წმინდა „ნინოობას“ დაბადებულ ჩემ ნანატრ შვილიშვილს - თენგიზ მანჯავიძეს ვულოცავ დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ ბავშვობას, ბედნიერ, ლამაზ მომავალს და რაც მთავარია, ღმერთის მფარვე-ლობას. გაზრდილიყოს სასახელო, ღირსეული მამულიშვილი ჩვენდა სასიხარულოდ და საამაყოდ.

ბებია მარგალიტა ჯღამაძემედიცის ღვაწლმოსილი ექთანი

ნადაბურის საჯარო სკოლის პედა-გოგს მიმოზა სიჭინავას და მერაბ ნო-ზაძეს ვულოცავთ ვაჟიშვილის ანდრია ნოზაძის შეძენას. ბედნიერ ბავშვობას და ნათელ მომავალს ვუსურვებთ პატარა ანდრიას. სასახელო ვაჟკაცი გაზრდილიყოს მშობლების გასახარად.

გია გელაშვილი და ირმა ჩაჩანიძე

ვულოცავ ჩემს ძმისშვილს ირაკლი თაბუკაშვილს დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, საუკეთესო მომავალს, დასახული მიზნების 100%-ით შესრულებას. ღმერთი იყოს შენი ყოველი ნაბიჯის მფარველი.

მამიდა გულიკო თაბუკაშვილი, ბიძა ჯემალ გაგნიძე

ვულოცავ იმედა თაბუკაშვილს და ნინო ტაბატაძეს დაბადების დღეს. გი-სურვებთ ჯანმრთელობას, - რაც მთავა-რია ადამიანისთვის, ულევ სიყვარულს და სიხარულს. ღმერთმა გაჩუქოთ შვილები, გფარავდეთ ღმერთი. ცხოვ-რების გასავლელი გზა გქონებოდეთ ია-ვარდებით მოფენილი.

მამიდა გულიკო თაბუკაშვილი, ბიძა ჯემალ გაგნიძე

ნათლისღების დღესასწაულს ვუ-ლოცავ ჩემი შვილების ნათლიებს - დალი ლურსმანაშვილს, ჯემალი კვირიკაშვილს, ცუცუნა კვირიკაშ-ვილს, საშა ბარბაქაძეს და გურამი თაბუკაშვილს თავიანთი ოჯახებით. გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მუდამ გფარავდეთ ღვთის მადლი.

გვიალა გოგოლაძე ოჯახით

შვილიშვილის შეძენას ვულოცავთ გიზო მანჯავიძეს და ციური ბლუაშ-ვილს. ვუსურვებთ პატარა დემეტრეს ბედნიერ ბავშვობას და საუკეთესო მომავალს.

„ხარაგაულკეთილმოწყობის” თანამშრომლები

ვულოცავთ გიზო თაბუკაშვილს და მაია ბუაჩიძეს შვილების ლელა თაბუ-კაშვილისა და ტარიელ ნებიერიძის ქორწინებას. ახალდაქორწინებულებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ და მარადიულ ბედნიერებას, შვილთა სიმრავლეს და ულევ სიხარულს.

მამიდა გულიკო თაბუკაშვილი, ბიძა ჯემალ გაგნიძე

ვულოცავ ანა (ანი) თაბუკაშვილს დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯანმრ-თელობას, ბედნიერ მომავალს, წარ-მატებებს, სიხარულს, სიყვარულს და ყოველივე საუკეთესოს. ღმერთი იყოს შენი ყოველი ნაბიჯის მფარველი.

მამიდა გულიკო თაბუკაშვილი

ვულოცავთ სიდონია ორლოვას დაბადების დღეს. ვუსურვებთ წარმატე-ბებს სწავლაში, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და სიყვარულს. ღმერთი გფარავდეს.

ბებო გულიკო თაბუკაშვილი, ბაბუ ჯემალ გაგნიძე

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ბებოს მედული ხარაძეს დაბადების დღეს. ბებო, გისურვებთ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას. სულ ასეთი ლამაზი და ენერგიული ყოფილიყავი. უფალი გფარავდეს.

ანი და გიორგი ხარაძეები ვულოცავთ წარმატებას გადაცემა

„ეტალონის“ ფინალისტებს, ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს ნანიკო შუბითიძეს და ნოდარ ლო-მიძეს. ვუსურვებთ სულ გამარჯვებით ევლოთ ცხოვრების გზაზე.

ნადაბურის საჯარო სკოლა

მარინა და როინი ბუაჩიძეებს ვუ-ლოცავთ შვილის, ლელას ბედნიერე-ბას. ლელასა და ლევანის ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შვილთა სიმრავლეს და უფლის მფარველობას.

ფარცხნალის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები

ნადაბურის საჯარო სკოლის პე-დაგოგს მიმოზა სიჭინავას და მერაბ ნოზაძეს ვულოცავთ მეოთხე შვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ანდრიას ყოველივე საუკეთესოს. ღვთის მფარ-ველობა არ მოკლებოდეს.

ნადაბურის საჯარო სკოლა

ჩვენი სკოლის პედაგოგს ზამირა ბარჯაძეს და ნოდარ გოგოლაძე ვულოცავთ პირველი შვილიშვილის გიორგი ინასარიძის დაბადებას. ვუსურვებთ პატარა გიორგის ჯანმრ-თელობას, ბედნიერებასა და ღვთის წყალობას.

ვახანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვახანის საჯარო სკოლის კურს-დამთავრებულს, ჩვენს საამაყო მოს-წავლეს ზაზა (ვლადიმერ) არევაძეს, ვულოცავთ ხარაგაულის საგანმანათ-ლებლო რესურსცენტრის იურისტის თანამდებობაზე დანიშვნას. დაე, ეს იყოს ყველაზე მცირე ეტაპი შენს ცხოვრებაში. გისურვებთ წინსვლასა და ღვთის წყალობას.

ვახანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ქალბატონ ლაურა მანაგაძესა და რომან შარიქაძეს შვილიშვილის შეძენას.

პატარა ნინოს ვუსურვებთ დღეგ-რძელობას, ჯანმრთელობას, ღვთის მფარველობასა და ლამაზ მომავალს.

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სასულიერო

გიმნაზიის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ქორწინებას ღორეშის საჯარო სკოლის პედაგოგს მადონა ბარბაქაძეს. ვუსურვებთ მეუღლე რეზო გელაშვილთან ერთად ბედნი-ერი ოჯახის შექმნას, შვილთა სიმრავ-ლესა და უფლის მფარველობას.

ღორეშის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ჩვენს პატარა ლუკა კვინიკაძეს„ჩვენო ლამაზო აწმყოვ და ჩვენო

ლამაზო მერმისო...“ გილოცავთ ორი წლის იუბილეს. გისურვებთ ბედნიერ ბავშვობას, ლამაზ მომავალს, ულევ სიხარულს. ღვთისმშობლის კალთა გფარავდეს და არ მოგკლებოდეს უფ-ლის მადლი. გაგვეზარდე სახელოვანი ვაჟკაცი.

შენი ბებიკო გულდამი, დედიკო, ძიო, ბიცოლა, ძამიკო და დაიკო

ვულოცავთ ნინოობას დაბადებულ სოფო ფერაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნი-ერებას და წარმატებებს სწავლაში. ამ ზაფხულს სასურველი ფაკულტეტის სტუდენტობას მოგველოცოს.

ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის”

კურსდამთავრებულები

დ. ხარაგაულში, კიკნაძის ქ. №13-ში, რკინიგზის სადგურთან მდებარე სპს „იმედის“ აფთიაქში, აფთიაქის ლიკვიდაციასთან და-კავშირებით, გამოცხადებულია გრანდიოზული ფასდაკლება სამ-კურნალო პრეპარატებზე. მსურვე-ლებს შეგიძლიათ მობრძანდეთ და შეიძინოთ მედიკამენტები ყველაზე დაბალ ფასებში. ტელ.: 22-11-33

სპს „იმედის” დირექცია

დიდი პატივისცემითა და კეთილი სურვილებით გვინდა მადლობა გადა-ვუხადოთ სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს იმერეთის მხარეში, ბატონ ზაზა მეფარიშვილს და ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგებელს ბატონ კობა ლურსმანაშ-ვილს დამდეგი შობა-ახალი წლის მოლოცვის, კეთილი სურვილებისა და რაიონის ხელმძღვანელებისგან ფუ-ლადი ჯილდოების გადმოცემისთვის. ვუსურვებთ მათ ხალხის კეთილდღე-ობისა და გამთლიანებული საქართვე-ლოსთვის ზრუნვაში დიდ წარმატებას.

მერი ხიჯაკაძე, გერონტი (კოტე) ბააკაშვილი

ვარძიის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი და ღირსების ორდენის მქონე პედაგოგები

მადლობა

ყურადღება! იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების საჩუქარი მოლითელი ამილახვარების ოჯახს

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***