58
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირთან თანამშრომლობის დახმარებით. პუბლიკაციის შინაარსზე , შედეგებზე, მოსაზრებებსა და დასკვნებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს FLEG II სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამის გუნდი (www.enpi-fleg.org) და არავითარ შემთხვევაში უნდა იქნეს განხილული როგორც ევროკავშირის შეხედულებები. წარმოდგენილი მოსაზრებები აუცილებლად არ გამოხატავს განმახორციელებელი ორგანიზაციების აზრს. ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის ტიპის დასახლებებში ეფუძნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგებს თბილისი , ოქტომბერი , 2014

ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

  • Upload
    others

  • View
    4

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირთან თანამშრომლობის დახმარებით. პუბლიკაციის შინაარსზე, შედეგებზე, მოსაზრებებსა და დასკვნებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს FLEG II სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამის გუნდი (www.enpi-f leg.org) და არავითარ შემთხვევაში უნდა იქნეს განხილული როგორც ევროკავშირის შეხედულებები. წარმოდგენილი მოსაზრებები აუცილებლად არ გამოხატავს განმახორციელებელი ორგანიზაციების აზრს.

ტყეზე დამოკიდებულების კვლევა

საქართველოს სოფლის ტიპის დასახლებებში

ეფუძნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩატარებული

კვლევის შედეგებს

თბილისი , ოქტომბერი , 2014

Page 2: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

2

სარჩევი 1.ზოგადი მიმოხილვა ................................................................................................................................................ 6

1.1შესავალი .................................................................................................................................................................. 6

1.2ტყე და ტყით სარგებლობა საქართველოში ....................................................................................................... 7

1.3დასაბუთება: საქართველოში ტყეზე დამოკიდებულების კვლევის მნიშვნელობა .............................. 10

2.კვლევის მიზნები და მეთოდოლოგია ............................................................................................................... 12

2.1კვლევის მიზნები ................................................................................................................................................. 12

2.2საკვლევი ტერიტორიის შერჩევა ....................................................................................................................... 12

2.3კვლევის მეთოდოლოგია .................................................................................................................................... 13

2.4საველე სამუშაოები და წარმოქმნილი პრობლემები .................................................................................... 15

2.5ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა ............................................................................................... 16

2.6ინტერვიუების განხორციელების თარიღი ..................................................................................................... 16

3.გამოსაკვლევი ტერიტორიის დახასიათება ....................................................................................................... 17

3.1მფლობელობა და განკარგვა ............................................................................................................................... 21

3.2ტყეები გურიის რეგიონში .................................................................................................................................. 23

3.3შერჩეული სოფლების მოკლე აღწერილობა ................................................................................................... 24

3.4სტიქიური უბედურებები ................................................................................................................................... 25

3.5ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურის განვითარება ........................................................................... 26

4.ძირითადი მიგნებები ............................................................................................................................................ 28

5.დასკვნა.....................................................................................................................................................................30

6.კვლევის შედეგები ................................................................................................................................................. 31

6.1დემოგრაფიული მაჩვენებლები ........................................................................................................................ 31

6.2ოჯახების აქტივები .............................................................................................................................................. 32

6.2.1ოჯახების საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება .................................................................. 32

6.2.2მიწა, რომელიც გამოიყენება ოჯახების მიერ სხვადასხვა სამიწათმოქმედო კატეგორიებში .............. 33

6.3ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა ბოლო 12 თვის მანძილზე ............................................................... 34

6.4ძირითადი ბაზრები და ბაზრებზე წვდომა ..................................................................................................... 35

6.5შემოსავლის წყაროები ........................................................................................................................................ 36

6.6ოჯახების შემოსავლები და ხარჯები დარგების მიხედვით ბოლო 12 თვის მანძილზე .......................... 42

6.6.1ოჯახების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და შემოსავლები ........................................................... 42

Page 3: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

3

6.6.2ოჯახების მიერ სოფლის მეურნეობაზე გაწეული ძირითადი დანახარჯები/რესურსები ................... 44

6.6.3შემოსავალი მეცხოველეობის პროდუქტებისგან ბოლო 12 თვის მანძილზე ........................................ 45

6.6.4ერთ ოჯახზე პირუტყვის საშუალო რაოდენობა ......................................................................................... 46

6.6.5ოჯახების საკუთრებაში არსებული პირუტყვის ჯამური ღირებულება ................................................ 46

6.6.6მეცხოველეობაზე გაწეული დანახარჯები ................................................................................................... 47

6.6.7ტყიდან და ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯები ................................... 48

6.7შეშის მოხმარება ................................................................................................................................................... 49

6.8ტყის რესურსები და ეკოლოგიური მომსახურება.......................................................................................... 50

6.8.1მანძილი სახლიდან უახლოეს ტყემდე ....................................................................................................... 50

6.8.2ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ტყის საფარის განახლებაში .............................................. 50

6.8.3ტყე და გარემოს კონტროლი ........................................................................................................................... 51

6.9ტყით სარგებლობა, რეგულაციები და მართვა ............................................................................................... 52

ცხრილების სარჩევი ცხრილი N1 გავრცელებული მერქნიანი სახეობები და გავრცელების ფართობი ........................................... 8

ცხრილი N2 – სოფლები და მათი შერჩევის კრიტერიუმები ............................................................................. 14

ცხრილი N3 – ოჯახების მთლიანი და შერჩეული რაოდენობა თითოეულ დასახლებულ პუნქტში ....... 14

ცხრილი N4 – ფოკუს–ჯგუფის წევრთა სქესობრივ ასაკობრივი განაწილება ................................................ 15

ცხრილი N5 – ინტერვიუების განხორციელების თარიღი და რაოდენობა ..................................................... 16

ცხრილი N6 - შერჩეულ სოფლებში ინფრასტრუქტურაზე წვდომა ............................................................... 26

ცხრილი N7 - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებული სოფლები ............................................ 26

ცხრილი N8 - შერჩეულ სოფლებში მოსახლეობის რიცხოვნობა რესპონდენტთა ასაკისა და სქესის მიხედვით 31

ცხრილი N9- მიწა, რომელიც გამოიყენება ოჯახების მიერ სხვადასხვა სამიწადმოქმედო კატეგორიებში (ჰექტრებში) სოფლების მიხედვით ............................................................................................ 33

ცხრილი N10 - ძირითადი საქმიანობა ბოლო 12 თვის განმავლობაში (მხოლოდ მათთვის, ვინც არის 16 წლის ან უფროსი ასაკის) .................................................................................................................................... 35

ცხრილი N11 - ბაზრებზე ხელმისაწვდომობა ...................................................................................................... 36

ცხრილი N11 - ოჯახების შემოსავლების პროცენტული განაწილება ბოლო 12 თვის მანძილზე სოფლების მიხედვით ............................................................................................................................................... 37

ცხრილი N12 - ოჯახების შემოსავლების ჯამური მოცულობა სოფლების მიხედვით (ლარებში) ბოლო 12 თვის მანძილზე ........................................................................................................................................ 38

Page 4: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

4

ცხრილი N13 - ოჯახების შემოსავალი საშუალოდ მოზრდილ წევრზე (ლარებში) ბოლო 12 თვის განმავლობაში ............................................................................................................................................................ 39

ცხრილი N14 - სხვა შემოსავლების სტრუქტურა (ლარებში) სოფლების მიხედვით ბოლო 12 თვის მანძილზე ................................................................................................................................................................... 39

ცხრილი N15 - ოჯახების სასოფლო-სამეურნეო შემოსავლებისა და ხარჯების პროპორცია (ლარებში) ბოლო 12 თვის მანძილზე ........................................................................................................................................ 40

ცხრილი N16 - ოჯახების მეცხოველეობისგან მიღებული აქტივებისა და შემოსავლების (ლარებში) შეფარდება შესაბამის ხარჯებთან ბოლო 12 თვის მანძილზე ........................................................................... 40

ცხრილი N17 - ოჯახების რაოდენობა და პროცენტი, რომლებიც აწარმოებენ მეცხოველეობისა და მემცენარეობის პროდუქტებს ................................................................................................................................. 41

ცხრილი N18 - ოჯახების რაოდენობა და პროცენტი, რომლებიც ყიდიან მემცენარეობის პროდუქტებს ..................................................................................................... 42

ცხრილი N19 - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და შემოსავლები ბოლო 12 თვეში (მთლიანი ღირებულება მოცემულია ლარებში) ..................................................................................................................... 43

ცხრილი N20 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დაქირავებით დასაქმებულთა დღიური ანაღაურება სქესის მხიედვით ................................................................................................................................ 44

ცხრილი N21 - დანახარჯის/რესურსების სახეები ბოლო 12 თვის მანძილზე (ლარებში) ........................... 45

ცხრილი N22 - შემოსავალი და ხარჯები მიცხოველეობის პროდუქტებისგან ბოლო 12 თვის მანძილზე 45

ცხრილი N23 - ერთ ოჯახში პირუტყვის საშუალო რაოდენობა ...................................................................... 46

ცხრილი N24 - ოჯახების საკუთრებაში არსებული პირუტყვის ჯამური ღირებულება სოფლების მიხედვით (ლარებში) ............................................................................................................................................... 47

ცხრილი N25- მეცხოველეობაზე გაწეული დანახარჯები ბოლო 12 თვეში (ლარებში) ............................... 47

ცხრილი N26 - ოჯახების ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯები ბოლო 12 თვის მანძილზე ......................................................................................................................................................... 48

ცხრილი N27 - შეშის მოხმარება ............................................................................................................................. 49

ცხრილი N28- დაურგავს თუ არა თქვენს ოჯახს ხეები, სატყეო ნაკვეთებზე ან საკუთარი მეორნეობის ტერიტორიაზე, ბოლო 5 წლის განმავლობაში ............................................................................. 51

ცხრილი N29 - რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გამოყოფილი ხე-ტყე (სოფლების ჭრილში) ................................................................................ 53

გამოყენებული წყაროები ......................................................................................................................................... 58

გრაფიკული გამოსახულებების სარჩევი გრაფიკული გამოსახულება N1 - აქტივების ღირებულება სოფლების მიხედვით ...................................... 32

გრაფიკული გამოსახულება N2 - მიწის ფართობი 1 ოჯახზე საშუალოდ ყველა ტიპის მიწის გათვალისწინებით .................................................................................................................................................... 34

Page 5: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

5

გრაფიკული გამოსახულება N3 - ერთი ჰექტარი მაღალი ხარისხის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება ................................................................................... 34

გრაფიკული გამოსახულება N3 - ოჯახების მთლიანი შემოსავლების პროცენტული წილი წყაროების მიხედვით, ბოლო 12 თვეში ................................................................................................................ 37

გრაფიკული გამოსახულება N4 - მანძილი სახლიდან უახლოეს ბუნებრივ ან მართვად ტყემდე ............ 50

გრაფიკული გამოსახულება N5 - ხის დარგვის მიზეზები ..................................................................... 51

გრაფიკული გამოსახულება N6 – ტყე და გარემოს კონტროლი ....................................................................... 52

გრაფიკული გამოსახულება N7– ტყის მნიშვნელობა ......................................................................................... 52

გრაფიკული გამოსახულება N8 - რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გამოყოფილი ხე-ტყე (ჯამური სურათი) ................................................................... 53

გრაფიკული გამოსახულება N9- ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით ხე-ტყის დამზადებისას ........ 54

გრაფიკული გამოსახულება N 10 - ლიცენზიანტებისთვის გადაცემულ ფართობზე შესვლისა და ტყის არამერქნული რესურსების მოპოვების უფლება (ჯამურად) ................................................................. 54

გრაფიკული გამოსახულება N11 - ბრაკონიერობის ფაქტები ........................................................................... 55

გრაფიკული გამოსახულება N12 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ცნობადობა ....... 55

გრაფიკული გამოსახულება N13 - ბოლო 2 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში არსებული ტყეების მდგომარეობა ............................................................................................................................................. 56

გრაფიკული გამოსახულება N14 - ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზები ........ 56

გრაფიკული გამოსახულება N15 - ტყეების მდგომარეობის გაუარესების ძირითადი მიზეზები ............. 56

გრაფიკული გამოსახულება N16 - სასურველი ცვლილებები ტყით სარგებლობის პროცესში ................. 57

Page 6: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

6

1. ზოგადი მიმოხილვა 1.1 შესავალი

საქართველო კავკასიის რეგიონის, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ქვეყანაა. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია. სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს თურქეთი, სამხრეთით – სომხეთი, ხოლო აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3.72 მილიონს, საიდანაც 2.14 მილიონი ურბანული ტიპის დასახლებაში ცხოვრობს, ხოლო დარნარჩენი 1.58 მილიონი – სოფლის ტიპის დასახლებებში.

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორია შეადგენს 69.7 ათას კვ. კილომეტრს. აქ ასევე იგულისხმება ის ტერიტორიებიც, რომლებზეც კონკრეტული ეტაპისთვის არ ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია (აფხაზეთი, სამაჩაბლო). იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემები ამ ეტაპზე დამუშავების სტადიაშია, ქვეყნის ტერიტორიის ფართობის შესახებ უფრო ახალი მონაცემი ხელმისაწვდომი არ არის. 2016 წლის აპრილის ბოლოსთვის იგეგმება აღწერის შედეგების გამოქვეყნება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი, თუ რამდენ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს ოფიციალურად სახელმწიფოს ტერიტორია.

საქართველოს სატყეო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ტყის ფონდის საერთო ფართობი 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 3007.6 ათას ჰექტარს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 43.2 %-ს.

საქართველოს მთლიანი ხე-ტყის რესურსი შეადგენს 451.7 მილიონ კუბურ მეტრს. მთლიანი ტყის 97% (2915.8 ჰექტარი) მდებარეობს მთის ფერდობებზე, ხოლო დარჩენილი 3% კი - საქართველოს დასავლეთ ნაწილში არსებულ დაბლობში. მთლიანი ტყეების 95-98% ბუნებრივი წარმოშობისაა. ტყეებში ხეთა დიდი ნაწილი ენდემური სახეობისაა და ფართოდ არის განფენილი მთელ ტერიტორიაზე. ენდემური ჯიშების 61 სახეობა ენდემურია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებისთვის, ხოლო 43 კი - კავკასიის ფარგლებისთვის. ტყეთა განაწილება საქართველოს ტერიტორიაზე არათანაბარია. მაგალითად აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, რაჭა, ბორჯომი, ახმეტა და სხვა ადმინისტრაციული ერთეულები გამოირჩევიან ტყის მასივის ფართო მოცულობით, იმ დროს, როდესაც სხვა ადმინისტრაციული ერთეულებში, როგორებიცაა დედოფლისწყარო, ნინოწმინდა, ახალქალაქი, გარდაბანი, წალკა,ყაზბეგი და ა.შ ტყის საფარის წილი 10%-ზე დაბალია.

ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწებს) 2822.4 ათასი ჰექტარი უკავია. ეს შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 40.6%-ს (ტყიანობის პროცენტი). შედარებისთვის, მსოფლიოსთვის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 27%-ია, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისათვის 15%-ს არ აღემატება.

საქართველოს ტყეებში მერქნის (ხეთა ღეროების) საერთო მარაგი 454.5 მლნ მ3-ია, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური ნამატი – 4.5 მლნ მ3.

საქართველოს სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის ტყის ფონდის 22.6%, ანუ 680.7 ათასი ჰექტარი, მათ შორის, უპირველესად, ტყით დაფარული 642.1 ათასი ჰექტარი, იმყოფება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც საქართველოს იურისდიქცია ჯერჯერობით ვერ ვრცელდება.

Page 7: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

7

აფხაზეთში საქართველოს მთლიანი ტყის ფონდიდან 507.1 ათასი ჰექტარი მდებარეობს, აქედან ტყით დაფარულია 479.9 ათასი ჰექტარი. რაც შეეხება სამაჩაბლოს, ანალოგიური მაჩვენებლი 173.6 და 162.2 ათას ჰექტარს შეადგენს.

ვერტიკალური სარტყლიანობის მიხედვით, საქართველოში ტყეები იწყება უშუალოდ შავი ზღვის პირიდან და ვრცელდება ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლემდე (ანუ სუბტროპიკული ზონიდან ალპურ მდელოებამდე).

საქართველოს ტყეები განლაგებულია 7 განსხვავებულ ბუნებრივ-ისტორიულ ტერიტორიაზე, რომელთაც ტყემცენარეულობის ოლქებსაც უწოდებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია როგორც ნახევრად უდაბნოების არიდული (ნათელი), ასევე კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტყეები. ტყემცენარეულობის ოლქები განსხვავებულია აგრეთვე ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, რის გამოც ტყემცენარეულობის თითოეულ ოლქში გამოიყოფა ვერტიკალური სარტყლები (იხ. ბმული http://forestry.gov.ge/ge/about-us/georgias-forests/georgianforests).

საქართველოში ტყე სახელმწიფო საკუთრებაშია. ეროვნული სატყეო სააგენტო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც წარმოადგენს ტყის მართვაზე უფლებამოსილ ორგანოს. სააგენტოს დაქვემდებარებაში თითქმის ორი მილიონი ჰექტარი ფართობია. მისი ძირითადი მიზანი ამ ტერიტორიებზე ტყის მოვლა და აღდგენაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.

დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ტყეებს განაგებს დაცული ტერიტორიების სააგენტო, რომელიც ასევე წარმოადგენს ზემოხსენებული სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

ოფიციალური სტატისიკის თანახმად, მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 61.3% თვითდასაქმებულია, საიდანაც უმეტესობა სოფლის მეურნეობის სექტორში მუშაობს. მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 55% დასაქმებულია სოფლის მეურნეობის სექტორში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სექტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) დაახლოებით 9 პროცენტს შეადგენს (იხ. ბმული: www.geostat.ge ).

1.2 ტყე და ტყით სარგებლობა საქართველოში

საქართველო განლაგებულია დედამიწის ერთ-ერთ ბიოლოგიურად ყველაზე მდიდარ ადგილზე. კავკასიის რეგიონი, მათ შორის საქართველოც, შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ გამოცხადებულ 35 „პრიორიტეტულ ადგილებში“. აქედან გამომდინარე, მისი ტყის მასივი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

ტყე ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი რესურსია საქართველოში. მას მთლიანი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. საქართველოს ტყეებში ფაუნის მრავალი სახეობის წარმომადგენელია.

საქართველოს ტყეებს ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. მისი რესურსები გამოიყენება მრავალ ინდუსტრიულ სფეროებში. ის ასევე მნიშვნელოვანია ცალკეული ოჯახებისათვისაც. ტყეები ასრულებენ კლიმატის მარეგულირებლის ფუნქციას, აძლიერებენ მის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, უზრუნველყოფენ რეკრეაციულობას, უზრუნველყოფენ სტიქიური უბედურებების კონტროლსა და პრევენციას და ა.შ.

Page 8: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

8

საქართველოს განსაკუთრებული ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები, სხვადასხვა გენეზიის ფიტოლანდ-შაფტის შესაყარზე არსებობა განაპირობებს მცენარეული საფარის, მათ შორის, ტყეების შემადგენელი მერქნიანი სახეობების იშვიათ მრავალფეროვნებას.

ტყეებში ბუნებრივად გავრცელებულია 400-მდე მერქნიანი სახეობა. ტყეებისთვის დამახასიათებელია რელიქტურ სახეობათა სიუხვე და მერქნიან მცენარეთა მაღალი ენდემიზმი (საქართველოს ენდემი შეადგენს 61 სახეობას, ხოლო კავკასიის – 43 სახეობას).

ტყეებში გვხვდება წიწვოვანი და ფოთლოვანი, მარადმწვანე და ფოთოლმცვენი მერქნიანი სახეობები, მიწაზე გართხმული ბუჩქები და გიგანტი ხეები (60 მეტრამდე სიმაღლის და 2 მეტრამდე დიამეტრის), ლიანები, პარაზიტი მცენარეები. ტყეებში უხვადაა სხვადასხვა სახეობის სოკო, ველური ხილი და კენკრა, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულის მომცემი მცენარეები. ძვირფასი სამასალე და მერქნიანი სახეობები.

ტყის ფონდში წარმოდგენილია 40-მდე სახეობის არაადგილობრივი ხეები და ბუჩქები.

ცხრილში ნომერი N1 მოცემულია ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობებით გაბატონებული კორომების ფართობებისა და მარაგების პროცენტული განაწილება.

ცხრილი N1 გავრცელებული მერქნიანი სახეობები და გავრცელების ფართობი

სახეობა ფართობი მარაგი

წიფელი 42.6% 51.7%

მუხა 10.3% 5.5%

რცხილა 10.3% 5.2%

თხმელა 7.2% 3.6%

სოჭი 7.2% 17.4%

ნაძვი 5.0% 7.5%

ფიჭვი 4.2% 3.30%

წაბლი 3.8% 3.0%

დანარჩენი მერქნიანი სახეობებით (40-მდე სახეობის ხეები და ბუჩქები) გაბატონებული კორომების ფათობის წილი შეადგენს 9.4%-ს, მარაგი – 2.8%-ს.

კორომების საშუალო ბონიტეტია III, საშუალო სიხშირე –0.6, საშუალო ხნოვანება – 99 წელი.

ტყეების 70%-ზე მეტი განლაგებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზევით, 80%-ზე მეტი – დაქანებულ ფერდობებზე.

მრავალფეროვანია ტყეებში არსებული ცხოველთა სამყარო, რაც ქმნის სამონადირეო მეურნეობის განვითარების ხელსაყრელ პირობებს. არსებული ნორმატივებითა და წესებით გათვლილი მერქნით სარგებლობის ყოველწლიური ოდენობა მთლიანად ქვეყნის ტყეებიდან შეადგენს 1.0 მლნ კუბურ მეტრს, აქედან მთავარი ჭრებით – 670 ათას კუბურ მეტრს, მოვლითი ჭრებით – 330 ათას კუბურ მეტრს.

Page 9: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

9

ზემოთ მოცემული მაჩვენებლები სრულყოფილად ვერ ასახავს ქვეყნის ტყეების თანამედროვე მდგომარეობას. მონაცემები ძირითადად ემყარება 1980-იანი და 1990-იანი წლების დასაწყისის მონაცემებს, მათში შემდგომში მომხდარი ცვლილებების არასრულყოფილი გათვალისწინებით.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ტყეთმოწყობის (ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმის შედგენა) სამუშაოები უმნიშვნელო მოცულობით განხორციელდა. არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია განვლილი ათწლეულების პერიოდში ტყის ფონდში განხორციელებული ლეგალური თუ არალეგალური ქმედებების შესახებ. ტყის რესურსები მოიპოვებოდა (განსაკუთრებით მერქნული) არამდგრადი მეთოდებითა და ჭარბი ოდენობით, ადგილი ჰქონდა საქონლის არარეგულირებულ ძოვებას ტყეებში. ყოველივე ამის შედეგია ტყის ეკოსისტემების დეგრადაცია, რესურსების შემცირება, გახშირებული სტიქიური მოვლენები.

ქვეყანაში ტყეების უმეტესი ნაწილის ფაქტობრივ მდგომარეობაზე, რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ტყის რესურსების შესაძლო მოპოვების ოპტიმალურ (ზღვრულ) ოდენობაზე მონაცემები არ არსებობს.

არამდგრადი მეთოდებით ტყითსარგებლობა საუკუნეების განმავლობაში (განსაკუთრებით – ბოლო ათწლეულებში) ენერგეტიკული, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში მიმდინარეობდა. ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილის მდგომარეობა ამჟამად არადამაკმაყოფილებელია, რაც გამოიხატება შემდეგში: ტყის ფართობების 54% წარმოდგენილია 0.5 და ნაკლები სიხშირის კორომებით. ხშირია მერქნიანი სახეობების არსასურველი ცვლა (ძვირფასმერქნიანი სახეობების ადგილს იკავებს შედარებით დაბალი ღირებულების მეორადი წარმოშობის მერქნიანი სახეობები), ასევე ეროზიული პროცესები – ნიადაგის და კორომების დეგრადირება. მნიშვნელოვნად დაბლა იწევს ტყის გავრცელების ზედა საზღვარიც (სუბალპური ტყეების). საკმაოდ დიდი ფართობით არის წარმოდგენილი დაბალი სიხშირის კორომები ხშირი მარადმწვანე ქვეტყითა და მაღალბალახეულობით. აქ ტყეების ბუნებრივი განახლება, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. ტყეებში საკმაოდ შემცირებულია ძვირფასმერქნიან სახეობათა (წაბლი, თელა, ნეკერჩხალი, უთხოვარი, ბზა და სხვ.) რაოდენობა მათი არამდგრადი გამოყენების გამო. ამასთან, ტყეების აღდგენა და მოვლა უმნიშვნელოდ ხორციელდება.

ტყეების მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს ხის დაავადებათა გავრცელება. ასეთი იყო გასული საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელებული ნაძვის დიდი ლაფანჭამია (Dendroctonus micans). ამჟამად მისი გავრცელების კერები გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდეა დაყვანილი.

დღესდრეობით პრობლემას წარმოადგენს კოლხური ბზის კორომებში გავრცელებული მავნებელ–დაავადება, რომლის წინააღმდეგაც ეროვნული სატყეო სააგენტო სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებს პრევენციულ და დაცვით ღონისძიებებს.

საქართველოს მთავრობის 2011 წლი 4 აგვისტოს N299 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ტყის ფონდის საზღვრები, რომლებიც ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობასა და მოთხოვნებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 11 დეკემბრის N1742-1-ის დადგენილებით მიღებულ „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციაში“ დაფიქსირდა შემდეგი: „პრობლემას წარმოადგენს ბოლო წლებში საქართველოს ტყის ფონდის საზღვრების არაგონივრული შეცვლა, რომელთა შესახებ არსებული მონაცემებიც საჭიროებს დეტალურ შესწავლას და დაზუსტებას“.

Page 10: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

10

განახლებული და დაზუსტებული მონაცემების (ფართობების განაწილება ფუნქციური დანიშნულების, მიწის კატეგორიებისა და მართვის ფორმების მიხედვით) მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზუსტდება და კანომდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდება ტყის ფონდის საზღვრები, ფართობები და განხორციელდება ტყის ფონდის ინვენტარიზაცია (ტყეთმოწყობა).

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ეროვნული სატყეო კონცეფციით“ დასახულია ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ეფექტიანი ღონისძიებები. განსაზღვრულია როგორც სატყეო დარგის განვითარების, ასევე მისი მდგრადი მართვის სტრატეგია უახლოესი მომავლისთვის.

ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენციის („ევროპის ტყეები“) მიერ მიღებული განმარტების თანახმად, ტყის მდგრადი მართვა ნიშნავს ტყეებისა და ტყიანი ტერიტორიების მოვლასა და გამოყენებას ისეთი მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის თვითაღდგენისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, რათა მათ ახლაც და მომავალშიც შეასრულონ შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე სხვა ეკოსისტემებზე ზიანის მიუყენებლად. აღნიშნული პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს ტყის მართვაში მონაწილე ყველა სუბიექტი (სახელმწიფო უწყება, კერძო ორგანიზაცია, თემი და ა.შ).

ტყეები თანამდროვე მსოფლიოს პრობლემაა. უკვე დიდი ხანია ტყის რესურსების (განსაკუთრებით – მერქნის) მოხმარებამ ბუნების მწარმოებლურ ძალას გადააჭარბა. ამიტომ დადგა საკითხი ტყის მეურნეობის წარმოების გასაუმჯობესებლად. ეს უზრუნველყოფს უწყვეტ და რაციონალურ გამოყენებას და ტყის აღწარმოებას (იხ. ბმული: http://forestry.gov.ge/ge/about-us/georgias-forests/georgianforests).

შენიშვნა: ტყის პროდუქტებით სარგებლობის შესახებ კვლევის მონაცემები დეტალურად მოცემულია ანგარიში 48-59 გვერდზე.

1.3 დასაბუთება: საქართველოში ტყეზე დამოკიდებულების კვლევის მნიშვნელობა

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის ფორმირებაში ტყეებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ. სოფლის მოსახლეობა ძალიან არის დამოკიდებული მის ირგვლივ არსებულ ბუნებრივ რესურსებზე. ტყის პროდუქტები საქართველოში ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიულ სფეროში. ის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო ოჯახებისთვისაც.

საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა, ისევე როგორც სხვა მრავალი ქვეყნებისა, პირდაპირ კავშირშია ბუნებრივ რესურსებთან. იმის ფონზე, რომ საქართველოს ზოგ ტერიტორიაზე რთულია ბიზნესის განვითარება იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირთა არყოფნის გამო, ბუნებრივ რესურსებზე წვდომა ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ტყის რესურსებზე დამოკიდებულების კვლევამ, რომელიც 2012 წელს ჩაატარა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN), აღმოაჩინა, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობა დღესაც უმეტესად იყენებს ტყის მერქნულ რესურსებს. იგივე შედეგი აჩვენა ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც, რომელიც განხორციელდა

Page 11: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

11

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში სატყეო სექტორში კანონაღსრულებისა და მართვის პროგრამის (ENPI FLEG I) პირველი ფაზის ფარგლებში.

საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის ტყეზე დამოკიდებულების კვლევა იძლევა შესაძლებლობას, შეფასდეს ადგილობრივი მოსახლეობის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება. კვლევის დიზაინი შემუშავდა იმგვარად, რომ მომხდარიყო სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის, მათი შემოსავლების სტრუქტურის, ბაზარზე წვდომისა და ტყის რესურსებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტების განსაზღვრება. კვლევა ასევე მნიშვნელოვანია იმ ასპექტების გამოსავლენად, რომლებიც ხელს უშლიან ტყეზე დამოკიდებული სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას და განვითარებას.

კვლევის შედეგები შემდგომში წარდგენილი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იმ მიზნით, რომ მათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია მოსახლეობის ტყეზე და ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულების შესახებ.

გარდა ამისა, დღეისათვის საქართველოში მწირია მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორია ადგილობრივი მოსახლეობის ტყეზე და ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება. კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას ტყის მართვის შესაბამისი უწყებებისა და კომპეტენტური პირების მიერ სატყეო სექტორში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად.

Page 12: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

12

2. კვლევის მიზნები და მეთოდოლოგია 2.1 კვლევის მიზნები

სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამა („ENPI East FLEG II“), რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში, მიზნად ისახავს ტყის მართვის მექანიზმების გაუმჯობესებას და მისი ეფექტიანობის ხელშეწყობას. ეს პროგრამა ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია.

საქართველოში განხორციელებული კვლევის ძირითადი მიზნები იყო:

• ტყეზე დამოკიდებულ დასახლებულ პუნქტებში ტყის მდგრადი მართვის ძირითადი ფაქტორებისა და მოსაზრებების დოკუმენტირება;

• ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტყის მნიშვნელობის შესწავლა;

• გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ტყის მართვის საკითხებთან დაკავშირებული რაოდენობრივი მონაცემების მიწოდება;

• ადგილობრივ დონეზე: შერჩეულ მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრა; იმ ძირითადი ფაქტორების გამოყოფა, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილობრივ მოსახლეობაზე; და ღარიბი მოსახლეობის ტყეზე/ბუნებრივ რესურსებზე, სოფლის მეურნეობაზე, მეცხოველეობაზე და ა.შ. დამოკიდებულების შესწავლა/ანალიზი.

2.2 საკვლევი ტერიტორიის შერჩევა

საქართველოში ტყეზე დამოკიდებულების კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე იმ ფაქტორების გამოვლენა და მოსაზრებების შესწავლა, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა ტყის მართვის საკითხებით დაინტერესებული მხარეებისათვის. კვლევის შედეგების საფუძველზე უნდა მომხდარიყო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ტყის და ბუნებრივ რესურსებზე, სოფლის მეურნეობაზე (მემცენარეობა, მეცხოველეობა) დამოკიდებულების დონის შესწავლაც.

კვლევის მიზნების გათვალისწინებით, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და სატყეო პოლიტიკის სამსახურთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად, შეირჩა გურიის რეგიონი, კონკრეტულად კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ხასიათდება ტყის მასივების სიმრავლით. რაიონისსოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის დამოკიდებულების დონე სოფლის მეურნეობის სექტორსა და ასევე ტყესა და ბუნებრივ რესურსებზე მაღალია.

ქვემოთ მოცემულ სურათზე (იხ. სურათი-N1) ასახულია შერჩეული მხარე – გურია:

Page 13: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

13

რუკა N1 – შერჩეული მუნიციპალიტეტი

ქვემოთ მოცემულ სურათზე (იხ.სურათი-N2) ასახულია კვლევის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შერჩეული სოფლები:

რუკა N2 – შერჩეული სოფლები

2.3 კვლევის მეთოდოლოგია კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლები შეირჩა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე:

• ტყიდან დაშორება და ადგილობრივი მოსახლეობის წვდომა სატყეო რესურსებზე; • სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

Page 14: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

14

• ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი ბაზრებიდან დაშორება; • მოსახლეობის განაწილება და მიგრაციის დონე; • გაზიფიცირება.

აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეირჩა 6 სოფელი. სოფლის შერჩევის კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფირმაცია იხილეთ ცხრილი N2.

ცხრილი N2 – სოფლები და მათი შერჩევის კრიტერიუმები

სოფელი შერჩევის კრიტერიუმი

თავპანტა სოფელი ტყესთან ახლოს, ღარიბი მოსახლეობითა და მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით

ხევი დიდი სოფელი ტყესთან და რაიონულ ცენტრთან/ბაზრებთან ახლოს

წიფნარი ცენრალურ გზასთან ახლოს მდებარე სოფელი

იანეული სოფელი ტყესთან ახლოს, შედარებით შეძლებული მოსახლეობით

გოგოლესუბანი გაზიფიცირებული სოფელი

ბუკისციხე სოფელი რაიონულ ცენტრთან/ბაზრებთან ახლოს, დაბალი მიგრაციით

მაქსიმალურად სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, კვლევაში გამოყენებულ იქნა რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა პირისპირ ინტერვიუს ტექნიკა, ხოლო თვიოსებრივი კვლევის ფარგლებში კი ფოკუს ჯგუფური დისკუსიები და სიღრმისეული ინტერვიუები. კვლევის სამიზნე სეგმენტად განისაზღვრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული ოჯახები.

რაოდნეობრივი კვლევა - 95% სანდოობის მისაღწევად, სულ შემთხვევითი წესით გამოიკითხა 100 ოჯახი. რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებულ იქნა მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით.

სოფლებში, გამოსაკითხი ოჯახები შეირჩა შემთხვევითად შერჩეულ სხვადასხვა ქუჩებზე. თითოეულ ქუჩაზე საწყის წერტილად ითვლებოდა ქუჩის დასაწყისი. გამოიკითხა ყოველი მესამე ოჯახი.

ოჯახებში ძირითადი რესპონდენტი აუცილებლად უნდა ყოფილიყო შერჩეული დასახლებული პუნქტის მუდმივი მაცხოვრებელი დაოჯახის ყველაზე ინფორმირებული წევრი. დეტალური ინფორმაცია თითოეულ სოფელში გამოკითხული ოჯახების რაოდენობების შესახებ იხილეთ ცხრილში N3.

ცხრილი N3 – ოჯახების მთლიანი და შერჩეული რაოდენობა თითოეულ დასახლებულ პუნქტში

სოფელი ოჯახების რაოდენობა

შერჩეული ოჯახების რაოდენობა

შერჩევის

%

სოფლის კოდი მონაცემთა ბაზაში

თავპანტა 39 9 23.1 1

ხევი 77 13 16.9 2

იანეული 163 19 11.7 3

Page 15: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

15

გოგოლესუბანი 280 25 8.9 4

ბუკისციხე 163 18 11.0 5

წიფნარი 112 16 14.3 6

ფოკუს ჯგუფები - კვლევის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 7 ფოკუს–ჯგუფური დისკუსია. თითო დისკუსია შერჩეულ სოფლებში და ერთი დისკუსია მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან.

თითოეულ ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობდა 10 რესპონდენტი. მონაწილეთა ასაკი და სქესი არაერთგვაროვანი იყო.

დისკუსიებისათვის რესპონდენტთა შერჩევისას რამდენიმე ფაქტორი იქნა გათვალისწინებული. ფოკუს–ჯგუფის მონაწილეები შეირჩა მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გათვალისწინებულ იქნა დასაქმების ყველა შესაძლო კრიტერიუმი (საჯარო მოსამსახურეები, ექიმები, პედაგოგები, ბიბლიოთეკარები, მეწარმეები, თვითდასაქმებული ფერმერები, დიასახლისები, პენსიონერები, უმუშევრები და ა.შ.).

ცხრილი N4 – ფოკუს–ჯგუფის წევრთა სქესობრივ ასაკობრივი განაწილება

თავპანტა ხევი იანეული გოგოლესუბანი ბუკისციხე წიფნარი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია

ჯგუფის ზომა

10 10 10 10 10 10 10

მინიმალური ასაკი

24 26 24 27 25 26 26

ასაკობრივი განაწილება

მაქიმალური ასაკი

78 63 78 78 78 63 63

საშუალო ასაკი

48 45,9 48,2 48 47,1 45,9 45,9

სქესობრივი განაწილება

(%)

ქალი 41.7% 54.5% 50.0% 46.2% 41.7% 54.5% 54.5%

კაცი 58.3% 45.5% 50.0% 53.8% 58.3% 45.5% 45.5%

2.4 საველე სამუშაოები და წარმოქმნილი პრობლემები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში საველე სამუშაოების შესრულებისას მნიშვნელოვანი სირთულეები არ დაფიქსირებულა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობისთვის რთული იყო შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშრებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამასთანავე, აღნიშნული შინაარსის კითხვების სიმრავლე, ზოგიერთ რესპონდენტში იწვევდა უნდობლობას კვლევის მიმართ. რესპოდენტებს უჩნდებოდათ კითხვა, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კვლევა ტყის რესურსებთან

Page 16: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

16

დაკავშირებით ტარდებოდა, რატომ ვეკითხებოდით შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციებს. რამდენიმე რესპონდენტმა ეჭვიც გამოთქვა, რომ ეს კითხვები შეშის ბილეთის ფასის გაზრდის მიზნით იყო შემუშავებული. რესპონდენტებს ასევე უჭირდათ ოჯახის აქტივის შეფასება.

2.5 ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები აქტიურად თანამშრომლობდნენ კვლევის საველე სამუშაოების პერსონალთან და ხელს უწყობდნენ საორგანიზაციო საქმეების წარმართვაში.

აღსანიშნავია, მუნიციპალიტეტის შესახებ დამატებითი დოკუმენტური ინფორმაციის სიმწირე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ არსებობს რაიონის განვითარების გეგმა და ასევე ისეთი დოკუმენტირებული ინფორმაცია, რომელიც დეტალურად ასახავს ბუნებრივ რესურსებთან და მისით სარგებლობასთან დაკვშირებულ საკითხებს.

2.6 ინტერვიუების განხორციელების თარიღი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოჯახებთან პირისპირ ინტერვიუ ტარდებოდა 2015 წლის დეკემბერში. კონკრეტული თარიღები და ჩატარებული ინტერვიუების რაოდენობა ასახულია ცხრილში N5:

ცხრილი N5 – ინტერვიუების განხორციელების თარიღი და რაოდენობა

თარიღი ჩატარებული ინტერვიუს რაოდენობა

03-12-15 28

06-12-15 25

09-12-15 23

11-12-15 20

12-12-15 4

ოჯახებში ერთი პირისპირ ინტერვიუს საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით ერთ საათს შეადგენდა.

Page 17: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

17

3. გამოსაკვლევი ტერიტორიის დახასიათება 3.1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გურიის რეგიონი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. გურიას დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით - აჭარა-გურიის ქედი, მდინარე ჩოლოქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღმოსავლეთით - იმერეთი, ხოლო ჩრდილოეთით - სამეგრელო. გურიის ფართობია 2033 კვ.კმ., ქვეყნის ტერიტორიის 2,9%. გურიის მოსახლეობის რაოდენობა 139.8 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3.1%-ს შეადგენს.

მხარეში შედის 189 დასახლებული პუნქტი - 2 ქალაქი, 5 დაბა და 182 სოფელი. მხარის მოსახლეობის 26.4% ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, ხოლო 73.6% სოფლებში. მოსახლეობის სიმჭიდროვე მხარის ტერიტორიაზე შეადგენს 69 ადამიანს კვ.კმ-ზე. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ათზე მეტი სოფელი. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. გურიის რეგიონში მოქმედებს სამი თვითმმართველი ერთეული: ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ამასთანავე, ქალაქ ოზურგეთს მინიჭებული აქვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. რეგიონულ დონეზე სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, რომლის ადმინისტრაცია ქ. ოზურგეთშია განთავსებული. ქ. ოზურგეთი დედაქალაქიდან 325 კმ-ით არის დაშორებული. რეგიონის ზღვისპირა მდებარეობა, ქ. ფოთის პორტთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან, ქუთაისის აეროპორტთან და ბათუმის აეროპორტთან სიახლოვე ქმნის კარგ პირობებს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

გურიის რეგიონი ბუნებრივი პირობების მიხედვით ბარისა და მთის ნაწილად იყოფა. გურიის დაბლობი ნოტიო-სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. ზაფხული გურიის ვაკეებზე ზომიერად ცხელია, ხოლო ზამთარი - ზომიერად გრილი. მთის ჰავისთვის დამახასიათებელია ჰაერის სი-სუფთავე. მთის ჰავის თავისებურება - გამორჩეული სამკურნალო თვისებები განპირობებულია ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმით. მთაში ზაფხული ზომიერად თბილია, ხოლო ზამთარი - ზო-მიერად ცივი.

რეგიონში აღინიშნება რთული დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობა. უარყოფითი მაჩვენებელია როგორც მოსახლეობის მიგრაციის, ისე ბუნებრივი მატების დინამიკაში. რეგიონში შეინიშნება როგორც ბუნებრივი, ასევე მექანიკური (მიგრაცია) კლება.

მიგრაციული პროცესები, ძირითადად, გამოწვეულია რთული სოციალური მდგომარეობით, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონით და დასაქმების მცირე პერსპექტივით. შრომისუნარიანი მოსახლეობა სამუშაოს საძიებლად, ძირითადად, საქართველოს დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ მიემგზავრება.

2012 წელს რეგიონში მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა -2.8% (-388 ადამიანი) შეადგინა. ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკის უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორი რეგიონიდან ახალგაზრდების გადინება და მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებაა (გურიის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგია, 17 სექტემბერი, 2013).

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 24.1 ათასს.

Page 18: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

18

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი -ჩოხატაურს ჩრდილოეთით ესაზღვრება სამტრედიისა და ვანის, აღმოსავლეთით – ვანის, სამხრეთით – ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით – ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

რელიეფი – მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი მთაგორიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია მესხეთის ქედი და მისი შტოქედები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძირითადი მდინარეა სუფსა თავისი შენაკადებით: ბარძიმისწყალი და გუბაზოული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ბახვისწყლის, აგრეთვე ხევისწყლის ზემო ხეობა. გავრცელებულია წითელმიწა და ალუვიური ნიადაგები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფართობია 82509 ჰექტარი. სახნავი - 3839 ჰექტარი. სათიბი - 348 ჰექტარი. საძოვარი - 1010 ჰექტარი. ტყე - 54850 ჰექტარი. ტერიტორიის 60% ზეგანებსა და მთებს უკავია. მწვერვალი მეფისწყარო მდებარეობს ზღვის დონიდან 2 850 მეტრზე, კურორტი ბახმარო – 1 926 მეტრზე.

ნიადაგი – მდინარე სუფსის დაბლობ ვაკეზე განვითარებულია ალუვიური, ხოლო ტერასებზე – სუბტროპიკული ეწერი ნიადაგი. გორაკ-ბორცვიან ზონაში განვითარებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგი. მთებში ძირითადად ტყის ყომრალი ნიადაგებია. მაღალმთიანეთში გვხვდება კორდიანი და კორდიან-მთის მდელოს ნიადაგები, ციცაბო ადგილებში ძლიერ ხირხატიანი ნიადაგებია.

ჰავა – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კარგად არის გამოხატული ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა. ბარში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მცენარეული საფარი მრავალგვარია. გვხვდება 200-ზე მეტი სახეობის მცენარე, რომლებიც სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. ადრე მდინარე სუფსის დაბლობი შემოსილი იყო ჭალის ტიპის კოლხური ტყით, რომელშიც ჭარბობდა ტირიფი და იფანი. ამჟამად ეს ტყე მთლიანად გაჩეხილია. რაიონის ზოგიერთი ნაწილი გამოყენებულია სათიბ-საძოვრებად. ხე-ტყის დიდი ნაწილი გააქვთ თურქეთის რესპუბლიკაში. გარდა ამისა, ათეული წელია, რაც აქაური ფიჭვი დაავადებულია.

წაღისეული - მთლიან რეგიონში მოიპოვება სხვადასხვა სახის წიაღისეული. ამჟამად, რეგიონში წიაღისეული რესურსების მოპოვებაზე 74 ლიცენზიაა გაცემული. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოიპოვება ბენტონიტური თიხა, რომლის მარაგი 10 მლნ ტონაზე მეტია. თიხის მოპოვება და და-მუშავება, ამჟამად, ძალზე მცირე მოცულობით მიმდინარეობს. თიხის გადამუშავებას და ნედლეუ-ლის ექსპორტის პროდუქციის ექსპორტით ჩანაცვლებას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს საბიუჯეტო შემოსავლები და დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. ტორფის საბადოს კოლხეთის პარკის ტერიტორიაზე 300 ჰექტარი უკავია. მისგან მიიღება ორგანული სასუქი, რომელიც ნებისმიე-რი ტიპის ნიადაგისათვის გამოსადეგია და არის ეკოლოგიურად სუფთა (პარკის ტერიტორიაზე ტორფის მოპოვება საერთაშორისო ხელშეკრულებებით არის აკრძალული). საქართველოში აპატიტი მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია (სოფ. ვაკიჯვარი). ამავე სოფლის ტერიტორიაზე არის წითელი რკინის მადანი. აქვეა აღმოჩენილი სპილენძის ბუდობები, მცირე ოდენობით ტყვია, ვერცხლი და თუთია. კაოლინის საბადოა სოფელ მაკვანეთში, სადაც კაოლინის ფენის სიმძლავრე 0.4-დან 11 მეტრამდეა. სოფელ შემოქმედსა და გომში არის სიენიტების საბადო (სიენიტი მაგმური ქანია, რომელიც გრანიტს წააგავს და საუკეთესო საშენი მასალაა). ოქრას საბადოა სოფ. ნაგომარში, რომლის სიმძლავრე 1.5-2 მეტრი, ხოლო სამვალენტიანი რკინის ჟანგის რაოდენობა 22,33%-ია (ოქრა გამოიყენება მინერალური საღებავების დასამზადებლად). ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოიპოვება ტუფის და გრანიტის მოსაპირკეთებელი მასალა, რომელთაგან თითოეულის საერთო მარაგი 400 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებობს ასევე ოქროს

Page 19: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

19

წიაღისეულიც, რომლის მარაგი შეფასებული არ არის. კირქვის საბადო მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. კირქვა მერგელოვანია, თეთრი და რუხი ფერისაა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშია ასევე სააგურე თიხის რამდენიმე საბადო, საბადოს თიხა ყავისფერი, მოცისფრო-რუხი და რუხი-მოლურჯო ფერისაა. ფილიფსიტშემცველი ქანების საბადო მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საბადოზე, ძირითადად, ცეოლითიზირებულია ტრაქიტული შედგენილობის ტუფები, რომლებიც შუაშრეების სახით განლაგებულია ვულკანოგენურ-დანალექ წყებაში. ქვიშა-ხრეშის საბადოებია როგორც ოზურგეთის, ისე ლანჩხუთის ტერიტორიაზე. მარაგები დამტკიცებულია როგორც ბეტონის შემავსებლის და საამშენებლო ხსნარის ნედლეული, რომელიც პასუხობს სტანდარტულ მოთხოვნებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ასევე გვხვდება ნედლი ნავთობის საბადო. წიაღისეული რესურსები არ არის დათვლილი და ამდენად, უცნობია ადგილობრივ ეკონომიკაზე მათი შემდგომი ზემოქმედების პოტენციალი. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონი მეწყრული პროცესების გავრცელების და საშიშროების რისკის მიხედვით მიეკუთვნება მაღალი საშიშროების რისკის კატეგორიას და რესურსების მოპოვების დაგეგმვისას, აუცილებელია შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების სათანადო ხარისხით ჩატარება (გურიის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგია, 17 სექტემბერი, 2013).

რაც შეეხება უშუალოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, აქ ძირითად სასარგებლო წიაღისეულია მინერალური საღებავები, პირიტი, საშენი ქვები, სააგურე და საკერამიკე მიწა, აგრეთვე მინერალური წყლები (იხ. ბმული :http://www.sakartveloolamazo.narod.ru/guria/guriidan_namushevrebi/guriis_administraciuli_centrebi.pdf).

სოფლის მეურნეობა – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წამყვანი ეკონომიკური დარგი არის სოფლის მეურნეობა, მათ შორის – მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მევენახეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საწარმოა სააქციო საზოგადოება „წყალი მარგებელი“ (მინერალური წყლის – „ნაბეღლავის“ ჩამოსასხმელი ქარხანა). მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ის მაინც არ არის კარგად განვითარებული.

მუნიციპალიტეტში სიღარიბე კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. ენერგორესურსების სიმწირე კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის მოსახლების ნაწილს. საწვავის დეფიციტმა გამოიწვია ისეთი პრობლემები, როგორიცებაა ტყის და ქარსაცავი ზოლების კაფვა (იხ. ბმული: http://www.epfound.ge/files/rcda.pdf).

უმთავრესი სამრეწველო დარგი – მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საწარმოა სააქციო საზოგადოება „წყალი მარგებელი“ (მინერალური წყლის – „ნაბეღლავის“ ჩამოსასხმელი ქარხანა).

განათლება და კულტურა - მუნიციპალიტეტში არის 31 საჯარო და 1 კერძო სკოლა, 14 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, სახელოვნებო (მუსიკალური, სამხატვრო) სკოლები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, 9 ბიბლიოთეკა და მუზეუმები: ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის, ნიკო მარის, მოსე გოგიბერიძის, ნოდარ დუმბაძის და ერისთავების სასახლე.

ტურიზმი – მუნიციპალიტეტში ასევე წამყვანი დარგია ტურიზმი. ტურიზმის ხელშეწყობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ კურორტებს, როგორებიცაა: ბახმარო, ნაბეღლავი და სანისლია. მიმდინარეობს გარკვეული პროექტები გზების რეაბილიტაციის, კულტურული ღირსშესანიშნაობების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობა-გარემონტების მხრივ (იხ. ბმული: www.chokhatauri.ge).

Page 20: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

20

კურორტები - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამი ძირითადი კურორტია, ესაა ნაბეღლავი, ბახმარო და სანისლია.

ბახმარო მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. რკინიგზის უახლოესი სადგურია საჯავახო (20კმ). ჩოხატაურის ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, რომლის შემდეგ კი უკვე ალპური ზონა იწყება. დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრას, ხოლო ასეთი ჰაერის ნაზავი სამკურნალო-პროფილაქტიკური თვალსაზრისით საუკეთესოა ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა: სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებები, ტუბერკულოზი, სისხლნაკლებობა, ბრონქიალური ასთმა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. საუკეთესო სეზონად ითვლება ივნისი-სექტემბერი. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 მეტრი) და რჩება 6 თვემდე. კურორტის აღმოსავლეთით მდებარე მთა გადრეკილი მოხერხებული ადგილია მზის ამოსვლის საცქერლად. 1997 წელს ბახმაროში დასრულდა ფერიცვალების ეკლესიის მშენებლობა.

ნაბეღლავი გუბაზეულის ხეობის ბალნეოლოგიური კურორტია. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 470 მეტრის სიმაღლეზე. ჩაფლულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყის მასივში, მდინარის გუბაზეულის სანაპიროზე. კურორტი ხასიათდება უნიკალური კლიმატური და ბალნეოლოგიური პირობებით და ძვირფასი მინერალური სამკურნალო წყლებით. ნაბეღლავის წყალი ბორჯომის წყლის ტიპისაა, რომელიც წარმატებით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღველე გზების, თირკმელების, ძვალ-სახსრების, კანის, ნერვიული სისტემის დაავადების სამკურნალოდ. იხმარება, როგორც დასალევად, ასევე აბაზანის სახით. ნაბეღლავის სამკურნალო თვისებებით სარგებლობდა როგორც საქართველოს, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მოსახლეობა. კურორტის მაღალი სამკურნალო ეფექტიანობის გამო, დამსვენებელთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა. მკურნალობის კურსი მოიცავდა 12-18 დღეს. მართალია, კურორტზე ორგანიზებული დასვენება 90-იან წლებში გაუქმდა (არსებობდა კეთილმოწყობილი დასასვენებელი სანატორიუმი), მაგრამ დამსვენებლები დღესაც აქტიურად აგრძელებენ მკურნალობას. ისინი ქირაობენ კერძო, ინდივიდუალურ სახლებს, ეს კი მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს გუბაზეულის ხეობაში საოჯახო და აგროტურიზმის განვითარებას, რადგან გარდა სამკურნალო წყლების გამოყენებისა, დამსვენებლები საკვებად იყენებენ ადგილობრივად წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს (რომლის წარმოების პროცესში ისინი აქტიურად მონაწილეობენ). მაქსიმალურად ითვისებენ ამ ზონაში გავრცელებულ კენკროვან (მოცვი) და ტყის მცენარეულ ნაყოფს (წაბლი, წიწიბო, ტყის ვაშლი და სხვა), მისდევენ თევზაობას და ეცნობიან გურიისთვის დამახასიათებელ მრავალ სხვა საინტერესო ტრადიციებს.

სანისლია - ამ კურორტზე თბილი წყლები გამოდის როგორც ძირითად ქანებში გაჩენილი ნაპრალებიდან, ასევე მდინარეული ნაყარი მასალიდან. ტიპიური ანალიზის საფუძველზე, სანისლიის წყალი ასპინძისას ემსგავსება.

ტურისტული მარშუტები: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში შემუშავებულია რამოდენიმე ტურისტული მარშრუტი, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა

• ჩოხატაური - სურები- მეფისწყარო, ჯაჯის ტბა; • ჩოხატაური -ნაბეღლავი-ბახმარო;

Page 21: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

21

• ჩოხატაური - ხიდისთავი- გორთაფონი- ბახმარო; • ჩოხატაური- ზოტი- სანისლია; • ჩოხატაური- შუაგანახლება (უდაბნოს სამონასტრო კომპლექსი); • გორაბერეჟოულის ტყე-პარკი- ერისთავების ციხე-სიმაგრე- დენდროლოგიური პარკი.

ღირშესანიშნაობები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში არსებული უმთავრესი ღირშესანიშნაობებია:

• თამარის ციხე (სოფ. ბუკისციხე) • ერკეთის დედათა მონასტერი (სოფ. ერკეთი) • ერისთავების სასახლე (სოფ. გორაბერეჟოული) • უდაბნოს მონასტერი (სოფ. შუა ამაღლება) • ღომის ციხე (სოფ. ზოტი) • წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. შუბანი)

დაცული ტერიტორიები - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს დაცული ტერიტორიები. 3.2. მფლობელობა და განკარგვა საქართველოს საერთო მიწის ფართობი შეადგენს 69,7 ათას ჰექტარს (ჰა), აქედან 3025,8 ათასი ჰექტარი (39,7%) ეთმობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. სახნავი მიწის საერთო ფართობი უტოლდება 801,8 ათას ჰექტარს, რომელიც მოიცავს 26.5% სამიწათმოქმედო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, 143.8 ათას ჰექტარ (4,8%) სათიბ და 1796,6 ათას ჰექტარ (59,4%) საძოვარ ფართობებს. დამატებით, 20.1 ათას ჰექტარ (0,7%) მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლები, შენობები და ეზოები რეგისტრირებულია როგორც სასოფლო-სამეურნეო გაშენების დანიშნულების მიწა. ქვეყნის ტერიტორიის 4602,6 ათასი ჰექტარი (60.3%) დაფარულია ტყის ბუჩქნარით, წყლით, გზებით, შენობებით და სხვა აუთვისებელი ტერიტორიებით, რომლებიც მაგალითისთვის ხასიათდება კლდოვანი ან ქვიშიანი ნიადაგებით, კანიონებით, ეროზიული მეწყრული ადგილებით, მყინვარებით და სასაფლაოებით. 1992 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაეცა ოჯახებს. შედეგად, მიწა დაიყო კერძო და სახელმწიფო ქონებად, რომლებიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. მიწის მფლობელობა და განკარგვა დამოკიდებულია მიწის ნაკვეთის ტიპსა და სტატუსზე და მართულია მთავრობის, კერძო სექტორის ან იურიდიულ პირების მიერ. ოჯახებს შეუძლიათ მიწის რესურსების იჯარით აღება ან შესყიდვა, მიწის სტატუსის მიხედვით.

რაც შეეხება ტყის რესურსებს, საქართველოს ტყის კოდექსი (შემდგომში - კოდექსი) საქართველოში არსებული ტყეების მართვის და დაცვის ერთ-ერთი მთავარი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს. კოდექსი არეგულირებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც ეხება ტყის მოვლას, დაცვას და განახლებას და ტყის რესურსებით სარგებლობას. კოდექსის ძირითადი მიზნებია (ტყის კოდექსი ნ. 2124-IIს, 22/06/1999):

• ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა და კანონიერების განმტკიცება სატყეო ურთიერთობების სფეროში;

Page 22: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

22

• ტყეების მოვლა, დაცვა და აღდგენა კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის;

• თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემოსა და მისი ცალკეულიკომპონენტების, მათ შორის, მცენარეული საფრისა და ცხოველთა სამყაროს, ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტის, ტყეში არსებული კულტურისა და ბუნების ძეგლების, მცენარეთა იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და სხვათა მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება და დაცვა, მათი ჰარმონიული ურთიერთგავლენის რეგულირება;

• ტყითმოსარგებლეთა უფლებებისა და მოვალეობების დადგენა სატყეო ურთიერთობების სფეროში;

• ტყის რესურსების მეცნიერულად დასაბუთებული შესაძლებლობების საფუძველზე მათი მიზნობრივი, კომპლექსური და რაციონალური გამოყენებით საქართველოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;

• ტყის მეურნეობის წარმართვის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა.

ტყის კოდექსი უზრუნველყოფს ტყის მართვის ინსტიტუციონალურ საფუძველს. კოდექსის მიერ რეგულირებული სახელმწიფო ტყის ფონდი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობას, ადგილობრივი ტყის ფონდის ჩათვლით. ინსტიტუციური მართვის მიხედვით სახელმწიფო ტყის ფონდი იყოფა: ა) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებად, რომლებიც მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ფარგლებში არსებულ და ”დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ აქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ტერიტორიებს; ბ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდად, რომელიც მოიცავს ადგილობრივ ტყის ფონდსაც.

სახელმწიფო ტყის ფონდი ზოგადად იმართება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ. ეროვნული სატყეო სააგენტო უფლებამოსილია ტყითსარგებლობაზე, ხელს უწყობს ტყის მოვლასა და აღდგენას, და აკონტროლებს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებს. ეროვნული სატყეო სააგენტო ასევე პასუხისმგებელია ხე-ტყის წარმოების და ტყით სარგებლობის ბილეთის გაცემაზე. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა "ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა შეშის წლიური ოდენობა კომლზე – 7 კუბური მეტრი. გარდა ამისა, შეიცვალა ტყით სარგებლობის ბილეთის პირობები, რომლის მიხედვითაც ბილეთები ძალაშია გაცემის დღიდან 30 დღის განმავლობაში. წარსულში, ტყითსარგებლობის ბილეთი გაიცემოდა კომლების საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებით, რის გამოს შეშის ტრანსპორტირება წარმოადგენდა რთულ და ძვირადღირებულ პროცესს. გარდა ამისა, ტყითსარგებლობის ბილეთის მფლობელ პირს ეძლეოდა შეშის დამზადებიდან მხოლოდ 24 საათი მისი ტყიდან გატანისთვის, რაც გახლდათ არასაკმარისი დრო.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის გამოყოფილი შეშის მოცულობის ლიმიტი, კომლზე 7 კუბური მეტრიდან 15 კუბურ მეტრამდე გაიზარდა; ამასთან, შეშის შეგროვების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობაზე გაცემული ტყითსარგებლობის ბილეთებით სარგებლობა ახლა უკვე შესაძლებელია იმ სახელმწიფო ტყის ფონდის ხე-ტყის დამზადების ფართობების ფარგლებში, რომლებიც კომლების საცხოვრებელი ადგილიდან მოსახერხებელ მანძილზეა. ბილეთების გაცემის ახალი სისტემა ასევე უზრუნველყოფს ტყის რესურსებზე თანაბარ შესაძლებლობებსა და

Page 23: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

23

ხელმისაწვდომობას. (N46 საქართველოს მთავრობის დადგენილება 10.01.2014: http: //www.government.gov.ge/files/382_39863_409202_46100114.pdf)

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განკარგავს საქართველოს დაცული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ ტყეებს. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში ტყეების მართვა ხდება შესაბამისი ინსტიტუტების მიერ. ტყის კოდექსი ასევე შეიცავს სპეციალურ ნორმას ადგილობრივი ტყეების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლება მართავს ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თუმცა, ეს ნორმა, გარდა ერთი გამონაკლისი შემთხვევისა, არ შესრულებულა ადგილობრივ დონეზე, რამდენადაც ამჟამად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს არ აქვს გადაცემული ტყის მართვის ფუნქციები).

არსებული ტყის მმართველობის სამართლებრივი ჩარჩო და დადგენილი პრაქტიკა გამოწვევების წინაშე დგას. საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია (შემდგომში - კონცეფცია), რომელიც დამტკიცებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის დეკემბერში, წარმოადგენს სატყეო სექტორის კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობისა და სხვა პოლიტიკური ინსტრუმენტების შემუშავებისა და დახვეწის საფუძველს. ეს დოკუმენტი ხაზს უსვამს სატყეო სექტორის მარეგულირებელი ძირითადი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შეცვლის აუცილებელობას, ვინაიდან ისინი არ შეესაბამება ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს. სატყეო სექტორის მარეგულირებელ არსებულ დოკუმენტებში არსებული ცდომილებების და შეუსაბამობების გამო, ისინი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და სხვა ეროვნულ სატყეო კანონმდებლობებთან.

კონცეფცია მიუთითებს, რომ ტყის მართვის ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ტყის ეფექტურ მართვას, შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, სუსტი მუნიციპალური მმართველობის გამო, ტყეები ჯერ კიდევ არ გადაცემულა ადგილობრივი თვითმმართველობების დაქვემდებარებაში. ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზები, შესაბამისი მექანიზმების არარსებობა, არასათანადო ადმინისტრირება და საკადრო პოლიტიკა წარმოადგენს სუსტი მმართველობის მთავარ მიზეზს. ამასთანავე, კონცეფცია მიუთითებს სატყეო სექტორის ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტის – ახალი ტყის კოდექსის და ასევე დამხმარე ნორმატიული აქტების შექმნის საჭიროებაზე, რომლებიც შესაბამისობაში იქნებიან როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ისევე ეროვნულ კანონმდებლობასთან. კონცეფცია ხაზს უსვამს ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნის საჭიროებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სატყეო სექტორის სათანადო მართვასა და გრძელვადიან განვითარებას (ეროვნული სატყეო კონცეფცია, საქართველოს პარლამენტის დადგენილება №1742-Iს, 26/12/2013).

3.3. ტყეები გურიის რეგიონში

გურიის რეგიონი გამორჩეულია ტყის და ტყის რესურსების ბიომრავალფეროვნებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეგიონის მთავარი სიმდიდრე მინერალური წყლები და საკურორტო ზონებია, გურიის რეგიონის ტერიტორიაზე განფენილი ტყეები განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულებით გამოირჩევა.

უნდა აღინიშნოს მათი ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, კლიმატმარეგულირებელი ფუნქციები. განსაკუთრებით აღსანიშნავია საკურორტო ზონის ტყეები. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ტერიტორიაზე (ბახმაროს მიმდებარედ) არსებობს პონტოს მუხის საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე კარგად შემონახული წმინდა კორომი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პონტოს მუხა

Page 24: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

24

გავრცელებულია დაახლოებით 70 ჰექტარ ფართობზე. აღნიშნული ტერიტორია მოიაზრება დაცულ ტერიტორიად, თუმცა ოფიციალური სტატუსი მას არ გააჩნია.

რეგიონის ტყეები გამოირჩევა თვითაღდგენის მაღალი მაჩვენებლით. ბუნებრივი განახლება წიწვიან კორომებში იმდენად კარგად მიმდინარეობს, რომ მხოლოდ ბუნებრივად წამოსული მოზარდ-აღმონაცენის ზრდის ხელშეწყობა შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად ტყის აღდგენის ღონისძიებების მიმართულებით. ამჟამად, რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ტყეების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. სამეურნეო ღონისძიებების პარალელურად, აუცილებელია ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების გატარება. ტყეების დეგრადაციის გამომწვევ ძირითად მიზეზად და ასევე სამომავლო რისკ-ფაქტორად ტყის ხანძრები შეიძლება ჩაითვალოს (როგორც ბუნებრივი, ისე ანთროპოგენული წარმოშობის). გარდა ამისა, ტყეების დეგრადაციისა და აღდგენითი პროცესების შეფერხების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქონლის დაურეგულირებელი ძოვება. გასათვალისწინებელია ტყეების სანიტარული მდგომარეობაც. ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მუდმივი მონიტორინგისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება (გურიის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგია, 17 სექტემბერი, 2013).

კონკრეტულად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტყეებისა და ტყეთსარგებლობის შესახებ ოფიციალურ მონაცემები მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვერ მოიძებნა. თუმცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან პირადი ინტერვიუების ფარგლებში მოპოვებული იქნა ზოგადი ინგორმაცია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტყეებში მხოლოდ ერთი ოფიციალური ლიცენზიანტია. ადგილობრივი სატყეო სამსახურის წარმომადგენელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ზოგადად მუნიციპალიტეტის ტყეების მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ალტერნატიული საწვავის არარსებობის პირობებში, 90-იან წლებში, ჩოხატაურში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში მოხდა ტყეების მასიური ჭრა. შედეგად, ყოფილი ე.წ. საკოლმეურნეო ტყეები გაიჩეხა და გაბუჩქნარდა. ტყეებში დაიკარგა მისასვლელი ბილიკები, რამაც გამოიწვია ტყეების გაველურება - ენდემური ჯიშების ადგილზე გავრცელდა თხმელა.

3.4. შერჩეული სოფლების მოკლე აღწერილობა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 24.1 ათასს. მუნიციპალიტეტი შედგება 1 დაბისგან (დაბა ჩოხატაური) და 61 სოფლისგან. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, საქალაქო ტიპის დასახლებაში – დაბაში 2.130 ადამიანი ცხოვრობს, დანარჩენი 22 ათასი კი – სოფლად.

მუნიციპალიტეტში ეთნიკური განაწილება საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შედეგებზე დაყრდნობით, შემდეგნაირია:

• ქართველი – 99.5%; • რუსი – 0.3%; • სომეხი – 0.1%; • ოსი – 0.1%.

2015 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად, ფუნქციონირებს დაახლოებით 104 ეკონომიკურად აქტიური საწარმო, რომელთა უმეტესი ნაწილის ძირითად საქამიანობას სხვადასხვა სახის ვაჭრობა წარმოადგენს.

Page 25: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

25

სოფლის მეურნეობის 2004 წლის აღწერის შედეგების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ჯამში შეადგენს 5.735 ჰექტარს, საიდანაც 5.169 ჰექტარი ოჯახების საკუთრებაშია, 552 ჰექტარი ოჯახების მიერ იჯარითაა აღებული სახელმწიფოსგან, ხოლო 14 ჰექტარი ასევე იჯარითაა აღებული კერძო პირისგან.

მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის რიცხოვნობით, საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, არის ზოტი. რაც შეეხება მოსახლეობით ყველაზე მცირერიცხოვან სოფელს, ეს არის ზემო სურები, სადაც მხოლოდ 9 მოსახლე ცხოვრობს.

კვლევის შერჩევაში მოხვედრილი სოფლების შესახებ მოკლე ინფორმაცია გადმოცემულია ქვემოთ:

თავპანტა – სოფელი მდებარეობს ნაბეღლავის თემში, მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან – 480 მეტრზე, ნაბეღლავიდან – 2 კმ დაშორებით, ხოლო დაბა ჩოხატაურიდან – 25 კმ დაშორებით. სოფელში არის წაბლის ტყის კორომი;

ხევი – სოფელი მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან – 250 მეტრზე, ჩოხატაურიდან – 15 კმ დაშორებით, ხოლო საჯავახოდან – 35 კმ დაშორებით;

იანეული – სოფელი ბუკისციხის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან – 240 მეტრზე, დაბა ჩოხატაურიდან – 9 კმ დაშორებით, ხოლო საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) – 28 კმ დაშორებით;

გოგოლესუბანი – თვითმმართველი მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, დაბლობზე, ზღვის დონიდან – 140 მეტრზე, სოფლის ძველი სახელწოდებაა ქვემო ფარცხმა;

ბუკისციხე – სოფელი წარმოადგენს სათემო ცენტრს. მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან –200 მეტრზე. სოფელში არის გურიის ტბა;

წიფნარი – სოფელი კოხნარის თემში. მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან – 220 მეტრზე, ჩოხატაურიდან – 9 კმ დაშორებით. საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) – 15 კმ დაშორებით.

3.5. სტიქიური უბედურებები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია სტიქიური უბედურებებია წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი და დიდთოვლობა.

მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული 2016 წლის 5 იანვრით დათარიღებული აქტების მიხედვით, ძირითადი სტიქიური უბედურებები დაკავშირებულია 2-4 იანვრის დიდთოვლობასთან. აქტების მიხედვით, დიდთოვლობამ დააზიანა მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლები. ძირითად შემთხვევაში ეს არის სახლების სახურავი. მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელად ზოგ შემთვევაში გამოყენებულია მუნიციპალური სახსრები. აქტების მიხედვით, სულ 123 საცხოვრებელი სახლების სახურავის შეკეთებაზე შემოვიდა განცხადება. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია და არ ასახავს რეალობას.

მთლიანობაში, სტიქიური უბედურებების კომპენსაციებზე 2013-2015 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯები შემდეგნაირია: 2013 წელი - 2 200 000 ლარი; 2014 წელი - 1 325 416 ლარი, 2015 წელი - 901 000 ლარი.

Page 26: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

26

3.6. ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურის განვითარება როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილში N6 ჩანს, გაზიფიცირება და ცენტრალური წყალმომარაგება მუნიციპალიტეტში მთავარი ინფრასტრუქტურული პრობლემებია. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე არცერთ სოფელში არ არსებობს ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარი. ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს რაიონული ბაზრით.

ცხრილი N6 - შერჩეულ სოფლებში ინფრასტრუქტურაზე წვდომა

სოფლების დასახელება

ცენტრალური გზა

ელქტრომომარაგება

ბუნებრივი აირი

ცენტრალური წყალმომარაგება

ფიჭური კავშირი

ძირითადი სამომხმარებ

ლო პროდუქტების ბაზარი

თავპანტა არა კი არა არა კი არა

ხევი კი კი არა არა კი არა

იანეული კი კი კი კი კი არა

გოგოლესუბანი კი კი არა არა კი არა

ბუკისციხე კი კი არა არა კი არა

წიფნარი კი კი არა კი კი არა

გაზმომარაგება – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სუსტად არის გაზიფიცირებული. კომპანია „SocarGas Georgia-ს“ ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ კონკრეტული მომენტისთვის აღნიშნული მუნიციპალიტეტის მხოლოდ 11 დასახლებული პუნქტია გაზიფიცირებული. ესენია: დაბა ჩოხატაური, სოფ. გუთური, სოფ. ხიდისთავი, სოფ. ჯვარცხმა, სოფ. იანეული, სოფ. შუაფარცხმა, სოფ. ზემოფარცხმა, სოფ. გორაბერეჟოული, სოფ. ერკეთი. ამ სოფლებს ემატება გოგოლესუბანიც. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გოგოლესუბანი მხოლოდ ნაწილობრივ არის გაზიფიცირებული. იმის ფონზე, რომ სულ მუნიციპალიტეტში 62 დასახლებული პუნქტია (1 დაბა და 61 სოფელი), გამოდის, რომ მთლიანობაში გაზზე წვდომა მხოლოდ სოფლების 17% აქვს. შესაბამისად, დანარჩენი დასახლებული პუნქტებისთვის ყველაზე ოპტიმალური სათბობი საშუალება მერქნულ რესურსებია. ცხრილში N7 მოცემულია ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებული სოფლების შესახებ. ამ ცხრილის მიხედვით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მთლიანი აბონენტების რიცხოვნობა 1512-ს აღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ გაზიფიცირებულის სტატუსით სარგებლობს მხოლოდ დაბა ჩოხატაური და სოფელი გუთური.

ცხრილი N7 - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებული სოფლები

სოფლის დასახელება აბონენტთა რაოდენობა მუდმივად მცხოვრებ კომლთა რაოდენობა

დაბა ჩოხატაური 646 900

გუთური 158 474

ერკეთი 103 250

იანეული 57 170

ხიდისთავი 86 420

ახალშენი 37 150

Page 27: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

27

ჯვარცხმა 116 506

შუაფარცხმა 83 200

ზემოფარცხმა 127 250

გოგოლესუბანი 30 260

გორაბერეჟოული 69 280

სულ 1512 3860

როგორც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ინტერვიუებმა გამოავლინა, მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებულია ისეთი დარგების განვითარებაზე, რომლებიც ეხება საბაზო ინფრასტრუქტურასა და მშენებლობას. მათ შორის აქტუალურია სოფლების გაზიფიცირება. რაც შეეხება ბუნებრივი რესურსებისა და მატერიალური აქტივების მართვა-გამოყებას, ეს სფეროები აღნიშნული გეგმის მიხედვით, ნაკლებად პრიორიტეტულია. ანალოგიურად შეიძლება ითქვას ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც.

Page 28: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

28

4. ძირითადი მიგნებები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების ტენდენციები შეინიშნება. ასაკოვანი მოსახლეობის ხვედრითი წილი აღემატება ახალგაზრდათა რაოდენობას. არის სოფლები, სადაც ოჯახებში სკოლამდელი ასაკის ბავშვები საერთოდ არ ყავთ. ამასთანავე, სამუშაო ადგილების სიმცირისა და შემოსავლების ნაკლებობის გამო მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი.

მუნიციპალიტეტში უმთავრესი ინფრასტრუქტურული პრობლემა დაკავშირებულია გაზიფიცირებასთან და მოუწესრიგებელ სამანქანო გზებთან.

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო სახემწიფო შემწეობები, პენსიები და ტრანსფერებია (უცხოეთიდან გზავნილები). რაც შეეხება შემოსავლის მომტან ძირითადი ეკონომიკურ საქმიანობას, გამოვლინდა, რომ მოსახლეობიას გასული 12 თვის მანძლზე ყველაზე დიდი შემოსავალები სასოფლო–სამეურნეო საქმიანობიდან მიუღია.

გამომუშავებული ხელფასების პროცენტული წილი ოჯახების შემოსავლებში ძალიან დაბალია.

სოფლის მეურნეობის ძირითადი შემოსავლის მომტანი პროდუქტი თხილია. აქვე უნდა აღინიშნოს მუნიციპალიტეტში გავრცელებული ყურძნის იშვიათი და ძვირადღირებული სახეობა „ჩხავერი“, რომელიც პოტენციურად შეიძლება იქცეს ერთ ერთ ძირითად შემოსავლის მომტან პროდუქტად.

მოსახლეობა აცნობიერებს ტყის ფუნქციურ როლს და თვლის, რომ პირველ რიგში ტყის ეკოსისტემა უზრუნველყოფის მათ გენეტიკური რესურსებით.

მოსახლეობის აზრით, მუნიციპალიტეტის ტყეების უმთავრესი პრობლემა მათი მოუვლელობაა. მართალია უკანონო ჭრები 90–იან წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ტყეები გაბუჩქნარებულია. სატყეო გზების არასებობის პირობებში, გაუვალ ტყეებში ანაკლებად ხორციელდება სანიტარული ჭრები.

ბოლო წლებში ადგილობრივ ტყეებში ინტენსიურად ვრცელდება თხმელა, რომელიც აფერხებს ტყის უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ცვლის ტყის ეკოსისტემას.

ჩოხატაურის მუნიციპალუტეტის ტყეების საგანძურად შეიძლება ჩაითვალოს „პონტოს მუხა“, რომელსაც დაახლოებით 70 ჰექტარი უკავია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის ტყის მერქნულ რესურსებზე დამოკიდებულება მაღალია. გაზიფიცირების არარსებობის პირობებში შეშა ადგილობრივი მოსახლეობის გათბობისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების მთავარი პროდუქტია. ბოლო 12 თვის მანძილზე გამოყენებული შეშის მოცულობა ერთ ოჯახზე საშუალოდ 5.4 კუბურ მეტრს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ოჯახებს მთელი წლის განმავლობაში მოხმარებულზე 23-26%-ით მეტი შეშა სჭირდებათ.

ადგილობრივ ტყეებში სატყეო გზების, ტექნიკისა და ადამიანური რესურსის არარსებობის პირობებში მოსახლოების მიერ, ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე, მერქნული რესურსების საკუთარი ძალებით დამზადება და გამოტანა იშვიათად ხდება. ტყეებში საშეშე მასალას მოიპოვენებ არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ შეშის რეალიზაციას.

ოჯახების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ხეებს რგავს უმთავრესად იმ მიზნით, რომ შემდგომში ის საწვავად გამოიყენოს.

Page 29: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

29

მოსახლეობისათვის პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა ხდება დაგვიანებით, როდესაც ამინდები ფუჭდება და ისედაც გაუვალ ტყეებში შეუძლებელი ხდება საშეშე მასალის დამზადება. შეშის მოპოვებას ართულებს ასევე საკანონდებლო რეგულაციები და აგრეთვე ის, რომ დამზადების ბილეთით გათვალისწინებული სატყეო ტერიტორია არის დასახლებული პუნტქტიდან ძალინ შორს.

კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მინიმალურია მოსხალეობის მიერ ტყის არამერქნული პროდუქტების მოპოვება. არამერქნული პროდუქტების სიმწირისა და ტყეების გაუვალობის გამო, მოსახლეობა თავს არიდებს ადგილობრივი ტყეებიდან არამერქნული რესურსების მოპოვებას.

გამოკითხული ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა საერთოდ არ იცის, აქვს თუ არა ლიცენზიით გაცემულ ფართობებზე შესვლისა და ტყის არამერქნული რესურსების მოპოვების უფლება, რაც ზოგადად მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობაზე მეტყველებს. კვლევის ფარგლებში ფიქსირდება ასევე რესპონდენტთა ისეთი კატეგორიაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიცენზიანტებისთვის გადაცემულ ტყის ფართობზე გადასვლისა ტყის რესურსების მოპოვების უფლება ცალსახად არ გააჩნიათ.

ხე-ტყის დამზადებისას, გამოკითხული ოჯახებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დაკავშირებულია გაუმართავ სატყეო გზებთან, არასაკმარის ფინანსებთან (ხე-ტყის დამზადების პროცესში). პრობლემად ასევე სახელდება ის, რომ ხე-ტყის დამზადების ბილეთით არ არის გათვალისწინებული სამასალე რესურსების მოპოვება.

ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის (70%) აზრით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ტყეების მდგომარეობა არ შეცვლილა. ტყითსარგებლობის პროცესის გასაუმჯობესებლად მოსახლეობა ძირითადად ისურვებდა გარკვეული შეღავათების დაწესებას მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც მჭიდროდ არიან დამოკიდებულები ტყის პროდუქტებზე. ასევე, მათი აზრით, საჭიროა ხე-ტყის დამზადების ბილეთში შემოსაზღვრული სატყეო ტერიტორია იყოს მათ საცხოვრებელ პუნქტთან შედარებით ახლოს.

Page 30: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

30

5. დასკვნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების უდიდესი ნაწილი არ არის გაზიფიცირებული. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა ტყის მერქნულ რესურსებზე მჭიდროდ არის დამოკიდებული. ტყითსარგებლობის პროცესში არსებობული რეგულაციების მიხედვით, მოსახლეობას შეშის მისაღებად სჭირდება ხე-ტყის დამზადების ბილეთის აღება. აღნიშნული ბილეთით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მოსახლეობას შეუძლია მოიპოვოს საშეშე რესურსები. მიუხედავად ამისა, კვლევამ დააფიქსირა გარკვეული პრობლემები, რომლებიც მოკლედ ასახულია ქვემოთ მოცემულ პუნქტებში:

1. ხე-ტყის დამზადების ბილეთი ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობას მერქნული რესურსებით და ამის გამო ჩნდება გარკვეული უკმაყოფილებები;

2. ხე-ტყის დამზადების ბილეთით გათვალისწინებული სატყეო არეალი მეტად მიუდგომელია მოსახლეობისათვის და შესაბამისად გართულებულია იქიდან სატყეო პროდუქტის მოზიდვა;

3. გამკაცრებული კანონები მართალია ზღუდავს ხე-ტყის რესურსების მოპოვებას, მაგრამ სავარაუდოდ მაინც ხერხდება მისი გვერდის ავლით ტყის პროდუქტებით სარგებლობა;

აუცილებლად დასახვეწია ხე-ტყის დამზადების ბილეთის როგორც აღების, ასევე ამ ბილეთით გამოყოფილი სატყეო არეალის განსაზღვრის საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა ზამთრის პერიოდში ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მოსახლეობის გარკვეული ნაწილის თქმით, შეშის მოპოვება არსებული კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლებელია. დასკვნის სახით შეილება ითქვას, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ტყის რესურსის ოპტიმალური მოხმარება ვერ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი ორია, ერთი - ადგილობრივი ტყეების არამერქნული რესურსების ბუნებრივი სიმწირე და მეორე - ტყეების მოუვლელობის ფონზე მათი გაბუჩქნარება და მოსახლეობისათვის შეუღწევადად ქცევა.

Page 31: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

31

6. კვლევის შედეგები 6.1 დემოგრაფიული მაჩვენებლები

კვლევის შედეგების თანახმად, შერჩეულ სოფლებში შეინიშნება მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების ტენდენციები. ოჯახებში, 51-65 და 66+ წლის წევრთა ხვედრითი წილი გაცილებით მაღალია შედარებით ახალგაზრდა წევრებზე.

სოფელ თავპანტაში არ ფიქსირდება 0-6 წლის ასაკამდე ბავშვები, ასევე 19-25 წლის ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.

სოფელ ხევში არ ფიქსირდება 19-25 წლის ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მოსახლეობა. სოფელ ბუკისციხეში არ ფიქსირდება 7-18 და 19-15 წლის ასაკის მამრობითი სქესის წარმომადგენლები.

ასევე გასათველისწინებელია ის ფაქტორი, რომლის მიეხედვითაც ჯამში, მამრობითი სქესის წარმომადგენელთა პროცენტული წილი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისაზე უფრო მაღალია. ეს კი დემოგრაფიული თვალსაზრისით მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთი წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცხრილში N8

ცხრილი N8 - შერჩეულ სოფლებში მოსახლეობის რიცხოვნობა რესპონდენტთა ასაკისა და სქესის მიხედვით

სოფლის დასახელება

სქესი ასაკი

სულ 0-6 7-18 19-25 26-35 36-50 51-65 66 და მეტი

თავპანტა

კაცი 0% 13.3% 13.3% 13.3% 20.0% 20.0% 20.0% 100.0%

ქალი 0% 7.1% 0% 14.3% 14.3% 28.6% 35.7% 100.0%

სულ 0% 10.3% 6.9% 13.8% 17.2% 24.1% 27.6% 100.0%

ხევი

კაცი 20.0% 8.0% 4.0% 16.0% 12.0% 20.0% 20.0% 100.0%

ქალი 5.6% 5.6% 0% 27.8% 5.6% 38.9% 16.7% 100.0%

სულ 14.0% 7.0% 2.3% 20.9% 9.3% 27.9% 18.6% 100.0%

იანეული

კაცი 3.1% 18.8% 12.5% 6.3% 15.6% 18.8% 25.0% 100.0%

ქალი 3.0% 12.1% 12.1% 3.0% 18.2% 18.2% 33.3% 100.0%

სულ 3.1% 15.4% 12.3% 4.6% 16.9% 18.5% 29.2% 100.0%

გოგოლესუბანი

კაცი 6.8% 15.3% 11.9% 8.5% 22.0% 20.3% 15.3% 100.0%

ქალი 3.9% 11.8% 3.9% 11.8% 21.6% 13.7% 33.3% 100.0%

სულ 5.5% 13.6% 8.2% 10.0% 21.8% 17.3% 23.6% 100.0%

ბუკისციხე

კაცი 13.6% 0% 0% 9.1% 22.7% 45.5% 9.1% 100.0%

ქალი 7.1% 7.1% 3.6% 7.1% 17.9% 28.6% 28.6% 100.0%

სულ 10.0% 4.0% 2.0% 8.0% 20.0% 36.0% 20.0% 100.0%

წიფნარი

კაცი 8.3% 16.7% 4.2% 4.2% 25.0% 29.2% 12.5% 100.0%

ქალი 10.0% 20.0% 6.7% 16.7% 13.3% 16.7% 16.7% 100.0%

სულ 9.3% 18.5% 5.6% 11.1% 18.5% 22.2% 14.8% 100.0%

Page 32: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

32

სულ

კაცი 8.5% 13.0% 8.5% 9.0% 19.8% 24.3% 16.9% 100.0%

ქალი 5.2% 11.5% 5.2% 12.1% 16.7% 21.3% 28.2% 100.0%

სულ 6.8% 12.3% 6.8% 10.5% 18.2% 22.8% 22.5% 100.0%

მოსახლეობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ფოკუს ჯგუფური დისკუსიების ფარგლებში აღნიშნავდნენ მოსახლეობის შიდა და გარე მიგრაციის მაღალ მაჩვენებელს, რომელიც განპირობებულია რაიონში სამუშაო ადგილების სიმცირითა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით.

6.2. ოჯახების აქტივები

6.2.1. ოჯახების საკუთრებაში არსებული აქტივების ღირებულება

კველვის ფარგლებში შესწავლილ იქნა შერჩეულ სოფლებში ოჯახების მფლობელობაში არსებული აქტივების მოცულობა. შედეგად გამოვლინდა, რომ საკუთრებაში მქონე აქტივების თვალსაზრისით პირველ ადგილზე სოფელი გოგოლესუბანია. მიღებული შედეგი არაა გასაკვირი, რადგან ზოგადად ყველა ეკონომიკური მაჩვენებლებით გოგოლეუბანი სხვა სოფლებთან შედარებით მდიდარი სოფელია. რაც შეეხება სხვა სოფლებს, შიანმეურნეობების აქტივების მოცულობა თითქმის მსგავსია.

აქტივებში იგულისხმებოდა ყველა ის მოძრავი თუ უძრავი ქონება/ნივთი, რომელიც ოჯახების საკუთრებაში იმყოფებოდა და მისი საბაზრო ღირებულება კვლევის მომენტში აღემატებოდა 100 ლარს.

ზოგადად, ყველაზე მაღალი ღირებულების აქტივი ფიქსირდება სოფელში გოგოლესუბანში - 90360 ლარი.

გრაფიკული გამოსახულება N1 - აქტივების ღირებულება სოფლების მიხედვით

46240 47825

58715

90360

48885 51865

0

10000

20000

30000

40000

50000

60000

70000

80000

90000

100000

თავპანტა ხევი იანეული გოგოლესუბანი ბუკისციხე წიფნარი

Page 33: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

33

6.2.2. მიწა, რომელიც გამოიყენება ოჯახების მიერ სხვადასხვა სამიწათმოქმედო კატეგორიებში

ცხრილი N10 დეტალურად ასახავს იმ მიწების კატეგორიებს, რომლებიც გამოიყენება ოჯახების მიერ საკუთარი მიზნებისათვის.

კვლევის ფარგლებში გამოიყო სამი ტიპის მიწა. ესენია:

• სასოფლო–სამეურნეო, საძოვრებისა და ტყის საძოვრების ჩათვლით; • სატყეო, პლანტაციებისა და პირველადი ტყის ჩათვლით; • სხვა, დასახლებული პუნქტის მიწის ნაკვეთის ჩათვლით, ინფრასტრუქტურა ან სხვა მიწები

მიწით სარგებლობა განისაზღვრა ასევე სამი ტიპით. ესენია:

• ოჯახი ფლობს საკუთრებაში; • ოჯახა არ აქვს საკუთრებაში; • საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი

მიღებული შედეგების თანახმად, სასოფლო სამეურნეო მიწის სამივე ტიპს აკონტროლებენ ოჯახები (ფლობენ საკუთრებაში და/ან აქვთ იჯარით აღებული). არ ფიქსირდება ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც ოჯახებს არ აქვთ საკუთრებაში, არ აქვთ აღებული იჯარით, ან საერთო სარგებლობისაა. დეტალური ინფორმაცია მიწის აქტივების შესახებ მოცემულია ცხრილში N9.

ცხრილი N9- მიწა, რომელიც გამოიყენება ოჯახების მიერ სხვადასხვა სამიწადმოქმედო კატეგორიებში (ჰექტრებში) სოფლების მიხედვით

სოფლის დასახელება სასოფლოსამეურნეო, საძოვარებისა და ტყის საძოვრების ჩათვლით

სატყეო, პლანტაციებისა და პირველადი ტყის

ჩათვლით

სხვა, დასახლებული პუნქტის მიწის ნაკვეთის ჩათვლით,

ინფრასტრუქტურა ან სხვა მიწები

თავპანტა 0,53 0,5 0,04

ხევი 0,76 0,08 0,04

იანეული 0,57 0 0,06

გოგოლესუბანი 0,68 0,01 0,06

ბუკისციხე 0,44 0,02 0,04

წიფნარი 0,58 0,03 0,04

სულ 0,59 0,11 0,05

გრაფიკულ გამოსახულებაზე N2 ნაჩვენებია, თუ საშუალოდ რამდენია ერთ ოჯახზე ყველა ტიპის ნაკვეთის წილი ჰექტრებში თითოეულ სოფელში. აღნიშნული მონაცემის მისაღებად, სოფლებში არსებული სამივე კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწა დაჯამდა და გაიყო ოჯახების რაოდენობაზე. შედეგად მივიღეთ მიწის გასაშუალოებული მაჩვენებელი.

მიღებული მონაცემების თანახმად, სოფელ თავპანტაში ოჯახები სხვა სოფლებთან შედარებით უფრო დიდ მიწის ფართობებს ფლობენ. მცირემიწიანობა ახასიათებს ბუკისციხეს.

Page 34: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

34

გრაფიკული გამოსახულება N2 - მიწის ფართობი 1 ოჯახზე საშუალოდ ყველა ტიპის მიწის გათვალისწინებით

კკკკჰკჰკკკკკკკკააააააააგ

მიწის მართვის საკითხების პარალელურად, კვლევა მიზნად ისახავდა განესაზღვრა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საშუალო საბაზრო ღირებულება საკვლევ სოფლებში. სოფლების მოსახლეობასთან ინტერვიუების დროს გამოვლინდა, რომ სოფელ ხევში, წიფნარსა და თავპანტაში მიწის სარეალიზაციო ფასი განსაზღვრული არ არის. მიწის სარეალიზაციო ფასის არასრსებობის მიზეზებად დასახელდა მასზე მოთხოვნის არარსებობა და მიწის სიმცირე.

რაც შეეხება სოფლებს გოგოლესუბანი, იანეული და ბუკისციხე, 1 ჰექტრი სასოფლო სამეურნეო მიწის ღირებულება 1000-10.000 ლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირადღირებული მიწა გამოვლინდა სოფელ ბუკისციხეში, რომელიც განთქმულია ყურძნის იშვიათი ჯიშის „ჩხავერის“ წარმოებით. სწორედ ჩხავერის წარმოება განსაზღვრავს აღნიშნულ სოფელში მიწის მაღალ სარეალიზაციო ფასს.

(იხ.გრაფიკული გამოსახულება N3)

გრაფიკული გამოსახულება N3 - ერთი ჰექტარი მაღალი ხარისხის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება

6.3. ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა ბოლო 12 თვის მანძილზე კვლევის შედეგების თანახმად, საკვლევ სოფლებში დასაქმების უმთავრესი წყარო სოფლის მეურნეობაა. ძალიან დაბალია იმ პირთა პროცენტული წილი, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წამყვანი ეკონომიკური დარგი სწორედ სოფლის მეურნეობაა. ამ სექტორში მთლიანი დასაქმებულების წილი 34.6%-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება სოფელ იანეულში (42.9%), ხოლო ყველაზე მცირე - სოფელ წიფნარში (22.5%). წიფნარი მდებარეობს ცენტრალურ გზასთან ახლოს. შესაბამისად უფრო მაღალია მუნიციპალურ ცენტრთან მისვლის შესაძლებლობები. წიფნარში, დიასახლისების წილი შეადგენს 30.0%-ს. ეს ნიშნავს იმას, რომ

1.1

0.9

0.6

0.7

0.5

0.6 თავპანტა

ხევი

იანეული

გოგოლესუბანი

ბუკისციხე

წიფნარი

0 0 0 1000

8000

10000 0 0

3000

10000

3500

0

5000

10000

15000

ხევი წიფნარი თავპანდა გოგოლესუბანი ბუკისციხე იანეული

მინიმალურიღირებულება

Page 35: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

35

მოსახლეობის დაახლოებით 50% ძირითადად ან სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ან - დიასახლისია.

მუშად დაქირავების შემთხვევა შედარებით მაღალია სოფელ თავპანტაში. მისი წილი შეადგენს 27.6%-ს. მუშად დასაქმებულებია სოფელ ხევში გამოკითხული ოჯახების წევრთა 7.9%. ეს სოფელი მდებარეობს ბაზართან და რაიონულ ცენტრთან ახლოს. შესაბამისად დიდია ალბათობა, მოსახლეობის გარკევული ნაწილი დაქირავებული იყოს მუშად ამ სავაჭრო ცენტრებში.

ცხრილი N10 - ძირითადი საქმიანობა ბოლო 12 თვის განმავლობაში (მხოლოდ მათთვის, ვინც არის 16 წლის ან უფროსი ასაკის)

სტატუსი სოფლის დასახელება

სულ თავპანტა ხევი იანეული გოგოლესუბანი ბუკისციხე წიფნარი

მეურნე 30.8% 38.2% 42.9% 36.2% 31.1% 22.5% 34.6%

დიასახლისი 26.9% 11.8% 23.2% 26.6% 22.2% 30.0% 24.1%

პენსიონერი 3.8% 14.7% 12.5% 8.5% 11.1% 15.0% 10.8%

ინჟინერი 0.0% 11.8% 7.1% 7.4% 4.4% 7.5% 6.8%

მძღოლი 0.0% 2.9% 1.8% 7.4% 8.9% 5.0% 5.1%

მუშა 30.8% 8.8% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 3.7%

სკოლის დირექტორი 3.8% 0.0% 1.8% 0.0% 2.2% 2.5% 1.4%

საქმის მწარმოებელი 0.0% 0.0% 0.0% 1.1% 4.4% 0.0% 1.0%

სტომატოლოგი 0.0% 0.0% 0.0% 1.1% 4.4% 0.0% 1.0%

დარაჯი 0.0% 2.9% 0.0% 0.0% 0.0% 2.5% 0.7%

მზარეული 0.0% 5.9% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.7%

სანიტარი/მედდა 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 2.2% 2.5% 0.7%

ტრაქტორისტი 0.0% 0.0% 0.0% 2.1% 0.0% 0.0% 0.7%

მომმარაგებელი 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 2.2% 0.0% 0.3%

ძიძა 0.0% 0.0% 0.0% 1.1% 0.0% 0.0% 0.3%

ხელოსანი 0.0% 0.0% 0.0% 1.1% 0.0% 0.0% 0.3%

ოპერატორი 3.8% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.0% 0.3%

სხვა 0.0% 2.9% 10.7% 7.4% 6.7% 12.5% 7.5%

სულ 100.0% 100.0% 100.0% 100.0% 100.0% 100.0% 100.0%

6.4. ძირითადი ბაზრები და ბაზრებზე წვდომა რაც შეეხება სამომხარებლო ბაზრებზე წვდომას, როგორც კვლევამ გამოავლინა, ყველა სახის სყოფაცხოვრებო თუ ტყის პროდუქრების შესაძენად/სარეალიზაციოდ, მოსახლეობა სარგებლობს რაიონულ ცენტრში (ჩოხატაურში) არსებული ბაზრით. აღნიშნული ბაზარი მოქმედებს კვირაში ერთხელ. რაც შეეხება ტყის მერქნულ პროდუქტებს, სტაციონალურად მათი რეალიზება არ ხდება. გასაყიდი შეშა სოფლებში დააქვთ სატვირთო მანქანებით.

Page 36: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

36

ცხირილი N11 ასახავს მანძილსა და ადგილობრივ ბაზრებამდე მისასვლელად საჭირო დროს. როგორც ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ჩანს, სოფლი წიფნარიდან, რომელიც ახლოს მდებარეობს რაიონულ ცენტრთან, ტრანსპორტის საშუალებით ცენტრამდე მისასვლელად დიდი დრო სჭირდებათ. აღნიშნულის მიზეზი გაუმართავი სატრანსპორტო გზებია.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში არ ხდება ტყის არამერქნული პროდუქტების რეალიზება. რაც შეეხება მერქნულ პროდუქტებს, სტაციონალური სახით ის არ იყიდება, რაიონის სოფლებში გასაყიდი შეშა დააქვთ მანქანებით.

ცხრილი N11 - ბაზრებზე ხელმისაწვდომობა

ხევი წიფნარი ბუკისციხე იანეული გოგოლესუბანი თავპანტა

მანძლი (კმ)

დრო (წთ.)

მანძლი (კმ)

დრო (წთ.)

მანძლი (კმ)

დრო (წთ.)

მანძლი (კმ)

დრო (წთ.)

მანძლი (კმ)

დრო (წთ.)

მანძლი (კმ)

დრო(წთ.

რაიონულ პუნქტამდე 18 30 8 30 6 10 7 20 4 10 22 30

ძირითად სამომხარებლო პროდუქტების სარეალიზაციო ბაზრამდე

18 35 8 30 6 10 7 20 4 10 22 30

სასოფლო სამეურნეო პროდუქტების სარეალიზაციო ბაზრამდე

18 35 8 30 6 10 7 20 4 10 22 30

ტყის პროდუქტების სარეალიზაციობაზრამდე არ ხდება მოპოვება / რეალიზება

შეშისა და სამასალე მექნის სარელაიზაციო ბაზრამდე

რეალიზება ხდება პირდაპირ სოფლებში 6.5. შემოსავლის წყაროები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა შერჩეულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და საერთო შემოსავლებში ტყის რესურსებიდან მიღებული შემოსავლების წილის განსაზღვრა.

მიღებული შედეგების თანახმად, ოჯახების შემოსავლების ყველაზე დიდი პროცენტული წილი ე.წ. სხვა შემოსავლებზე მოდის (38.9%). სხვა შემოსავლებში უმთავრესად იგულისხმება გზავნილები, პენსიები, სახელმწიფოს მიერ გაღებული შემწეობები და ა.შ. ის ფაქტი, რომ „სხვა“ შემოსავლები მოსახლეობის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, მიუთითებს ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბეზე, მათ დამოკიდებულებაზე სახლემწიფო დახმარებებსა და შემწეობებზე და მიგრაციაში მყოფი ოჯახის სხვა წევრების ან ნათსესავების გზავნილებზე.

რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, წამყვან პოზიციაზე ყველაზე უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელით სასოფლო-სამეურნეო შემოსავლებია (32.5%).

Page 37: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

37

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობა ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა ჩოხარაურში.

გამოკვლეული ტერიტორიის ეკონომიკურ სისუსტეზე მეტყველებს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პრაქტიკულად არსად არ ფიქსირდება. ძალიან მცირეა ტყიდან და ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლები. მთლიანი შემოსავლებიდან ასევე მცირეა სახელფასო შემოსავალიც, რომელიც მხოლოდ 4.8%-ია.

უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ სოფელში არ ფლობენ ინფორმაციას სატყეო მომსახურებისათვის ან ტყესთან დაკავშირებული საქმიანობებში სახელმწიფოს ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რაიმე სახის დახმარების მიღების შესახებ.

გრაფიკული გამოსახულება N3 - ოჯახების მთლიანი შემოსავლების პროცენტული წილი წყაროების მიხედვით, ბოლო 12 თვეშიi

როგორც ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ჩანს, სოფლებში შენარჩუნებულია შემოსავლების სტრუქტურის ზოგადი ტენდენცია, რომლის მიხედვითაც ოჯახების ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავალები არის გზავნილები და პენსიები.

ტყიდან და ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობის პროცენტული წილი მთლიანი შემოსავლებიდან მეტად უმნიშვნელოა. ეს კარგად ჩანს ცხრილში N11. სოფელ თვპანტაში შემოსავლების პროცენტი შეადგენს 1.1%-ს, სოფელ ხევში 1.4%-ს, საერთოდ არ ფიქსირდება სოფელ იანეულსა და წიფნარში, 0.1%-ია სოფელ გოგოლესუბანში და 0.3% სოფელ ბუკისციხეში.

ცხრილი N11 - ოჯახების შემოსავლების პროცენტული განაწილება ბოლო 12 თვის მანძილზე სოფლების მიხედვით

სოფლის დასახელება

მეცხოველეობის

პროდუქტების

შემოსავალი

სასოფლო-

სამეურნეო

შემოსავალი

კომერციული

საქმიანობიდან

შემოსავალი

ტყიდან და ბუნებრივი რესურსები

დან მირებული შემოსავალი

მეცხოველეობისგან მიღებული აქტივები და შემოსავლები

სხვა შემოსავლ

ები

სახელფასო

შემოსავლები

თავპანტა 11.9% 22.6% 0.0% 1.1% 15.2% 42.0% 7.3%

ხევი 8.0% 34.5% 0.0% 1.4% 11.8% 37.5% 6.7%

იანეული 9.0% 38.0% 0.0% 0.0% 7.7% 42.5% 2.8%

გოგოლესუბანი 13.4% 29.7% 0.0% 0.1% 10.1% 41.5% 5.2%

0.2%

0.3%

4.8%

10.8%

12.5%

32.5%

38.9%

0.0% 5.0% 10.0% 15.0% 20.0% 25.0% 30.0% 35.0% 40.0% 45.0%

კომერციული საქმიანობიდან შემოსავალი

სატყეო და გარემოს დაცვითი შემოსავალი

სახელფასო შემოსავლები

მეცხოველეობისგან მიღებული აქტივები და შემოსავლები

მეცხოველეობის პროდუქტების შემოსავალი

სასოფლო-სამეურნეო შემოსავალი

სხვა შემოსავლები

Page 38: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

38

ბუკისციხე 12.9% 41.7% 1.2% 0.3% 7.8% 30.9% 5.3%

წიფნარი 2.7% 3.8% 0.0% 0.0% 2.4% 5.6% 0.5%

რაც შეეხება ოჯახების შემოსავლების ჯამურ რაოდენობას შერჩეული სოფლების დონეზე, ეს მონაცემები დეტალურადაა მოცემული ცხრილში N12. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, სხვა ტიპის შემოსავლები სასოფლო-სამეურნეო შემოსავლებზე 28322 ლარით მეტია. ის ასევე 137832 ლარით მეტია მეცხოველეობის პროდუქტების შემოსავლებზე და 171398 ლარით მეტი - სახელფასო შემოსავლებზე. თითქმის ყველა ტიპის შემოსავლებში (გარდა კომერციული და სატყეო შემოსავლისა), ყველაზე მაღალი შემოსავლები ფიქსირდება სოფელ გოგოლესუბანში. რაც შეეხება მინიმალურ შემოსავალებს, აქ შემდეგი ვითარებაა: მეცხოველეობის პროდუქტების ყველაზე დაბალი შემოსავალია სოფელ ხევში და შეადგენს 4779 ლარს. სასოფლო-სამეურნეო შემოსავალი ყველაზე დაბალია თავპანტაში და შეადგენს 11891 ლარს. ტყიდან და ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლები ყველაზე დაბალია სოფელ წიფნარში და შეადგენს 40 ლარს. მეცხოველეობის შემოსავალი ყველაზე დაბალია სოფელ ბუკისციხეში და შეადგენს 6672 ლარს. რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, აქ ყველაზე დაბალი ციფრი ფიქსირდება სოფელ თავპანტაში - 22096 ლარი. სახელფასო შემოსავლების მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სოფელ წიფნარს - 2346 ლარი.

ცხრილი N12 - ოჯახების შემოსავლების ჯამური მოცულობა სოფლების მიხედვით (ლარებში) ბოლო 12 თვის მანძილზე

სოფლის დასახელება

მეცხოველეობის

პროდუქტების შემოსავალი

სასოფლო-სამეურნე

ო შემოსავა

ლი

კომერციული

საქმიანობიდან

შემოსავალი

ტყიდან და ბუნებრივი რესურსები

დან მიღებული შემოსავალი

მეცხოველეობისგან

მიღებული აქტივები და შემოსავლები

სხვა შემოსავლე

ბი

სახელფასო შემოსავლე

ბი

თავპანტა 5479 11891 0 570 7978 22096 3833

ხევი 4609 20527 0 850 7041 22340 3985

იანეული 7576 36529 0 0 7359 40824 2710

გოგოლესუბანი 18509 43435 0 85 14745 55680 7621

ბუკისციხე 9204 35833 1000 220 6672 26560 4567

წიფნარი 13251 19924 0 40 12274 28960 2346

სულ 58628 168138 1000 1765 56069 196460 25062

ცხრილი N13 ასახავს, თუ როგორია შემოსავლების გადანაწილება წყაროების მიხედვით ოჯახის მოზრდილ წევრზე საშუალოდ. ეს მონაცემები შემდეგნაირად იქნა გამოყვანილი: უპირველეს ყოვლისა, კვლევის მონაცემთა ანალიზის მეთოდოლოგიის საფუძველზე განისაზღვრა მოზრდილი წევრის კოეფიციენტი (AEUii). ამის შემდეგ, შემოსავლები (წყაროების მიხედვით) გაყოფილი იქნა კოეფიციენტზე. იმისთვის, რომ მიგვეღო ერთ მოზარდ წევრზე შემოსავლის საშუალო მოცულობა, მოხდა მოზრდილი წევრის კოეფიციენტზე განაყოფი ციფრის გასაშუალოება სოფლის დონეზე. საბოლოოდ, მიღებული შედეგის მიხედვით, შემდეგი ტენდენცია ფიქსირდება: საშუალოდ ერთ მოზრდილ წევრზე უკანასკნელი 12 თვის მანძილზე მიღებული შემოსავლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ე.წ. სხვა ტიპის შემოსავლები, რომელიც შეადგენს 1143 ლარს. ძალიან დაბალია ტყიდან და ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლების მოცეულობა ოჯახის მოზრდილ წევრზე - 11

Page 39: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

39

ლარი საშუალოდ. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო შემოსავლებს, ერთ მოზრდილ წევრზე მისი მოცეულობა არც თუ ისე ძალიან დაბალია და შეადგენს 869 ლარს. სახელფასო შემოსავლების საშუალო მაჩვენებელი 107 ლარია, რაც ძალიან დაბალი ციფრია. აღსანიშნავია, რომ კომერციული საქმიანობის მაჩვენებელი ერთ მოზრდილ წევრზე სულ რაღაც 6 ლარს შეადგენს.

ცხრილი N13 - ოჯახების შემოსავალი საშუალოდ მოზრდილ წევრზე (ლარებში) ბოლო 12 თვის განმავლობაში

სოფლის დასახელება მეცხოველეობის პროდუქტების შემოსავალი

სასოფლო-სამეურნეო შემოსავალი

კომერციული საქმიანობიდან შემოსავალი

ტყიდან და ბუნებრივი რესურსებიდან

მიღებული შემოსავლები

მეცხოველეობისგან მიღებული აქტივები და შემოსავლები

სხვა შემოსავლები

სახელფასო შემოსავლებ

თავპანტა 302 644 0 32 386 1389 170

ხევი 190 834 0 23 263 1043 152

იანეული 239 1095 0 0 171 1208 52

გოგოლესუბანი 300 746 0 2 223 1179 109

ბუკისციხე 336 1262 37 8 164 969 117

წიფნარი 434 636 0 3 341 1067 43

სულ (საშუალოდ) 300 869 6 11 258 1143 107

როგორც უკვე აღნიშნა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შემოსავლების ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდის „სხვა“ შემოსავლებზე. თავის მხრივ, შემოსავლების აღნიშნულ ჯგუფში, შედარებით ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს პენსიებზე. შედარებით უმნიშვნელოა სახელწიფო დახმარება და ნათესავების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები. აღსანიშნავია, რომ სოფელ ხევში ფიქსირდება მხოლოდ პენსია. პენსიის ყველაზე მაღალი მოცულობა ფიქსირდება სოფელ გოგოლესუბანში, რომელიც შეადგენს 53280 ლარს.

ცხრილი N14 - სხვა შემოსავლების სტრუქტურა (ლარებში) სოფლების მიხედვით ბოლო 12 თვის მანძილზე

სოფლის დასახელება შემოსავლის ტიპი შემოსავლის მოცულობა

თავპანტა სახელმწიფო დახმარება 2496

პენსია 19600

ხევი პანსია 22340

იანეული ნათესავების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები 2400

პენსია 38424

გოგოლესუბანი ნათესავების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები 2400

პენსია 53280

ბუკისციხე ნათესავების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები 4900

პენსია 21660

წიფნარი

ნათესავების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები 700

სახელმწიფო დახმარება 720

პენსია 27540

სულ 196460

Page 40: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

40

კვლევის შერჩევაში მოხვედრილი ოჯახების მთლიანმა სასოფლო-სამეურნეო შემოსავალმა 183756 ლარი შეადგინა. ამ დარგში გაწეული ხარჯი ჯამში 15638 ლარი იყო. შესაბამისად სოფლის მერუნეობაში წმინდა მოგება შეადგენს 168118 ლარს (მოგების პროცენტი - 91.5%). ზოგადად, კვლევის შერჩევაში მოხვედრილი სოფლების დონეზე, მოგების პროცენტი დაახლოებით ერთგვაროვანი ტენდენციით ხასიათდება (იხ. ცხრილი N15).

ცხრილი N15 - ოჯახების სასოფლო-სამეურნეო შემოსავლებისა და ხარჯების პროპორცია (ლარებში) ბოლო 12 თვის მანძილზე

სოფლის დასახელება სასოფლო-სამეურნეო

შემოსავალი

სასოფლო-სამეურნეო ხარჯები

წმინდა მოგება მოგების პროცენტი

თავპანტა 12887 996 11891 92.3%

ხევი 22329 1802 20527 91.9%

იანეული 39547 3019 36529 92.4%

გოგოლესუბანი 46029 2594 43435 94.4%

ბუკისციხე 38259 2426 35833 93.7%

წიფნარი 24705 4801 19904 80.6%

სულ 183756 15638 168118 91.5%

ოჯახების მთლიანმა მეცხოველეობისგან მიღებულმა აქტივებმა და შემოსავალმა 87548 ლარი შეადგინა. ამ დარგში გაწეული ხარჯი ჯამში 31479 ლარი იყო, ხოლო წმინდა მოგებამ შეადგენა 56069 ლარი. სუფთა მოგების მთლიანი პროცენტია 64.0%. ზოგადად, შერჩევაში მოხვედრილი სოფლების დონეზე, მოგების პროცენტი არაერთგვაროვანი ტენდენციით ხასიათდება (იხ. ცხრილი N16).

ცხრილი N16 - ოჯახების მეცხოველეობისგან მიღებული აქტივებისა და შემოსავლების (ლარებში) შეფარდება შესაბამის ხარჯებთან ბოლო 12 თვის მანძილზე

სოფლის დასახელება მეცხოველეობისგან მიღებული აქტივები და შემოსავლები

შინაურ ცხოველებზე დახარჯული რესურსები

წმინდა მოგება მოგების პროცენტი

თავპანტა 11395 3417 7978 70.0%

ხევი 9205 2164 7041 76.5%

იანეული 12021 4662 7359 61.2%

გოგოლესუბანი 23760 9015 14745 62.1%

ბუკისციხე 13890 7218 6672 48.0%

წიფნარი 17277 5003 12274 71.0%

სულ 87548 31479 56069 64.0%

მეცხოველეობას ოჯახების შემოსავლებში არ უკავია ძირითადი პოზიცია. ამ დარგიდან ოჯახები მხოლოდ დამატებით შემოსავალს იღებენ.

Page 41: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

41

შემოსავლების დიდი ნაწილი მოდის სოფლის მეურნეობაზე. ამ დარგს სხვა შემოსავლებთან ერთად, მთლიან შემოსავლებში მოწინავე პოზიცია უკავია.

როგორც მეცხოველეობის, ისე სოფლის მეურნეობის დარგში ყველაზე მაღალი წმინდა მოგება ფიქსირდება სოფელ გოგოლესუბანში. რაც შეეხება ყველაზე დაბალ მოგებას პროცენტებში, მემცენარეობის მხრივ ეს ფიქსირდება სოფელ წიფნარში, ხოლო მეცხოველეობის მხრივ - სოფელ ბუკისციხეში.

ცხრილში N17 მოცემულია იმ ოჯახების რაოდენობა და პროცენტი, რომლებიც აწარმოებენ როგორც სოფლის მეურნეობის, ისე მეცხოველეობის პროდუქციას. კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია თითქმის ყველა გამოკითხულ ოჯახებში ფიქსირდება. ანალოგიურს ვერ ვიტყვით მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაზე. მეცხოველეობის პროდუქციის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლი ფიქსირდება სოფელ გოგოლესუბანში და შეადგენს 92.0%-ს. მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებლი ფიქსირდება სოფელ ხევში - 61.5%. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას, სოფელ ხევისა და წიფნარის გარდა ყველა შერჩეული ოჯახი დაკავებულია აღნიშნული დარგით.

ცხრილი N17 - ოჯახების რაოდენობა და პროცენტი, რომლებიც აწარმოებენ მეცხოველეობისა და მემცენარეობის პროდუქტებს

სოფლის დასახელება შერჩეული ოჯახების რაოდენობა

მეცხოველეობის პროდუქტის მწარმოებელი ოჯახების რაოდენობა

მეცხოველეობის პროდუქტის მწარმოებელი ოჯახების

%

სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ოჯახების რაოდენობა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი

ოჯხების

%

თავპანტა 9 8 88.9 9 100.0

ხევი 13 8 61.5 12 92.3

იანეული 19 13 68.4 19 100.0

გოგოლესუბანი 25 23 92.0 25 100.0

ბუკისციხე 18 15 83.3 18 100.0

წიფნარი 16 13 81.3 15 93.8

კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახების მიერ წარმოებული მეცხოვლეობის პროდუქცია ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. ოჯახები მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ. მსგავსი ვითარება სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ზოგადად, როგორც მუნიციპალიტეტში, ისე გურიის რეგიონში, მეცხოველეობა შედარებით სუსტად არის განვითარებული. წარმოებული მეცხოველეობის პროდუქცია იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ ოჯახების პირადი მოხმარებისთვის არის სამყოფი.

ცხრილში N18 ნაჩვენებია კვლევის შერჩევაში მოხვედრილი იმ ოჯახების რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ახორციელებენ მემცენარეობის პროდუქციის გაყიდვას:

Page 42: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

42

ცხრილი N18 - ოჯახების რაოდენობა და პროცენტი, რომლებიც ყიდიან მემცენარეობის პროდუქტებს

სოფლის დასახელება შერჩეული ოჯახების

რაოდენობა

ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ყიდიან სოფლის მეურნეობის პროდუქციას

ოჯახების პროცენტული განაწილება %

თავპანტა 9 5 55.6

ხევი 13 9 69.2

იანეული 19 19 100.0

გოგოლესუბანი 25 18 72.0

ბუკისციხე 18 13 72.2

წიფნარი 16 16 100.0

მიღებული შედეგების თანახმად, სოფელ იანეულში გამოკითხული ოჯახებიდან აბსოლუტურად ყველა ყიდის წარმოებულ მემცენარეობის პროდუქციას. ანალოგიური შეიძლება ითქვას სოფელ წიფნარზეც. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სოფელი წიფნარი მდებარეობს ცენტრალურ გზასთან ახლოს და ლოგიკურად შედარებით მარტივია პროდუქციის გასაყიდად ტრანსპორტირება. რაც შეეხება სხვა სოფლებს, იქ დაახლოებით ერთგვაროვანი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება, თუმცა აღსანიშნავია სოფელი თავპანტა, რომლის გამოკითხული ოჯახების მხოლოდ 55.6% თუ ყიდის მემცენარეობის პროდუქციას.

6.6. ოჯახების შემოსავლები და ხარჯები დარგების მიხედვით ბოლო 12 თვის მანძილზე

6.6.1. ოჯახების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და შემოსავლები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფართოდ გავრცელებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა კულტურების წარმოება და სწორედ ეს დარგი წარმოადგენს რაიონის სოფლების მთავარ შემოსავლების მომტან წყაროს. თუმცა მათ შორის არის კულტურები, რომლებიც შედარებით ყველაზე გავრცელებულია წარმოებული პროდუქციის მოცულობის თვალსაზრისით. როგორც ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში N19 ჩანს, ბოლო 12 თვის მანძილზე, პროდუქციის მოცულობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი მოსავალი იყო ყურძნის (რომელმაც მთლიანობაში 26610 კილოგრამი შედაგენდა). წარმოებული პროდუქციის მოცულობის მხრივ რიგით მეორე იყო სიმინდი, შემდეგ კი - თხილი.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოებული რაოდენობის მხრივ ყურძენი და სიმინდი წამყვან პოზიციებზეა, უმთავრესი სარეალიზაციო პროდუქტი თხილია. კვლევის შედეგების თანახმად, გასული 12 თვის მანძლზე მთლიანად წარმოებული თხილის 80% იქნა რეალიზებული.

თხილის რეალიზებიდან მიღებული საერთო შემოსავალი 93771 ლარს შეადგენდა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ თხილი არის შემოსავლის მომტანი ძირითადი სოფლის მეურნეობის პროდუქტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

მოსახლეობა აქტიურად მისდევს მეთხილეობას და ხშირია ფაქტები, როდესაც ოჯახები თხილის კულტურის მოშენების მიზნით ყამირ მიწებს ამუშავებენ.

Page 43: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

43

საგულისხმოა, რომ რეალიზაციის თვალსაზრისით შედარებით მაღალი მაჩვენებლები აქვს ხურმასა და ლეღვს, თუმცა მათი წარმოების მოცულობა რატომღაც დაბალია.

ოჯახების მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მთლიანი ჯამური ღირებულება შეადგენს 183756 ლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლევაში სულ 100 ოჯახი მონაწილეობდა, აღნიშნული თანხა, საშუალოდ თითოეულ მათგანზე ბოლო 12 თვის მანძილზე 1837 ლარია.

ცხრილი N19 - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და შემოსავლები ბოლო 12 თვეში (მთლიანი ღირებულება მოცემულია ლარებში)

მემცენარეობის პროდუქტის დასახელება

საშუალო ფასი

(ლარში)

ზომის ერთეული

წარმოებული პროდუქცის მოცულობა

მათ შორის საკუთარი

მოხმარებისთვის

მათ შორის გაყიდული

გაყიდულის %

მთლიანი ღრებულება

ყურძენი 1.3 კილოგრამი 26610 25710 900 3.4% 33980

სიმინდი 0.7 კილოგრამი 26430 21980 4450 16.8% 18598

თხილი 5.2 კილოგრამი 17895 3525 14370 80.3% 93771

ჩალის 3.0 კილოგრამი 9832 9822 10 0.1% 10195

ალუჩა 0.5 კილოგრამი 5230 5220 10 0.2% 2282

კარალიოკი 0.6 კილოგრამი 4645 4645 0 0.0% 2429

მსხალი 0.8 კილოგრამი 2600 2600 0 0.0% 1706

კარტოფილი 1.0 კილოგრამი 2330 2330 0 0.0% 2254

მანდარინი 0.5 კილოგრამი 2120 1920 200 9.4% 1030

პამიდორი 1.8 კილოგრამი 2070 2060 12 0.6% 3348

ვაშლი 1.2 კილოგრამი 1923 1823 100 5.2% 1930

ხურმა 0.6 კილოგრამი 1810 1310 500 27.6% 1010

კიტრი 1.1 კილოგრამი 1791 1791 0 0.0% 1866

კაკალი 2.2 კილოგრამი 815 735 80 9.8% 1930

ლეღვი 1.1 კილოგრამი 621 491 130 20.9% 573

ლობიო 3.4 კილოგრამი 431 431 0 0.0% 1575

გოგრა 1.2 კილოგრამი 341 341 0 0.0% 386

ატამი 1.4 კილოგრამი 340 340 0 0.0% 495

ბულგრაული წიწაკა 1.5 კილოგრამი 212 212 0 0.0% 314

იონჯა 0.5 კილოგრამი 200 200 0 0.0% 100

ფორთოხალი 1.2 კილოგრამი 165 165 0 0.0% 170

ბალი 2.4 კილოგრამი 160 140 20 12.5% 335

კივი 1.3 კილოგრამი 150 150 0 0.0% 250

ქინძი 4.9 კილოგრამი 134 134 0 0.0% 666

პილპილი 1.9 კილოგრამი 101 101 0 0.0% 186

ოხრახუში 4.9 კილოგრამი 100 100 0 0.0% 486

კომში 2.3 კილოგრამი 95 95 0 0.0% 223

ქლიავი 1.0 კილოგრამი 95 95 0 0.0% 95

Page 44: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

44

ბადრიჯანი 0.7 კილოგრამი 85 85 0 0.0% 57

ბარდა 1.8 კილოგრამი 80 80 0 0.0% 148

ნიახური 4.8 კილოგრამი 60 60 0 0.0% 278

ტყემალი 2.5 კილოგრამი 50 50 0 0.0% 125

ნიორი 5.4 კილოგრამი 37 37 0 0.0% 198

მწვანე რეჰანი 4.6 კილოგრამი 34 34 0 0.0% 153

ფეიხოა 1.5 კილოგრამი 32 32 0 0.0% 52

წითელი რეჰანი 4.5 კილოგრამი 29 29 0 0.0% 127

კამა 4.3 კილოგრამი 25 25 0 0.0% 107

შვინდი 2.5 კილოგრამი 25 25 0 0.0% 63

ზაფრანა 5.0 კილოგრამი 20 20 0 0.0% 91

მარწყვი 3.0 კილოგრამი 20 20 0 0.0% 60

ალუბალი 2.3 კილოგრამი 18 18 0 0.0% 40

მაყვალი 1.8 კილოგრამი 13 13 0 0.0% 25

ლიმონი 1.5 კილოგრამი 10 10 0 0.0% 15

ჟოლო 7.0 კილოგრამი 3 3 0 0.0% 21

პიტნა 5.0 კილოგრამი 2 2 0 0.0% 12

სალათი 2.0 კილოგრამი 2 2 0 0.0% 4

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებით სეზონურად დაკავებული მოსახლეობის დღიურ ანაზღაურებას, ის 20-დან 30 ლამდე მერყეობს. გენდერული თვალსაზრისით დაქირავებული მუშახელის ანაზღაურებაში სხვაობები არ გამოვლენილა. აღსანიშნავია, რომ შედარებით მცირეკომლია და ღარიბ სოფლებში: თავპანდა, ხევი და წიფნარი სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისათვის დამხმარე მუშახელის დაქირავების პრაქტიკა არ არსებობს.

ცხრილი N20 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დაქირავებით დასაქმებულთა დღიური ანაღაურება სქესის მხიედვით

ხელფასი (ლარში დღიურად)

თავპანტა ხევი წიფნარი იანეული გოგოლესუბანი

ბუკისციხე

კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი კაცი ქალი

მნიმუმ 0 0 0 0 0 0 20 20 25 25 25 25

მაქსიმუმ 0 0 0 0 0 0 25 25 30 30 30 30

6.6.2. ოჯახების მიერ სოფლის მეურნეობაზე გაწეული ძირითადი დანახარჯები/რესურსები

შერჩევაში მოხვედრილი ოჯახების მიერ სოფლის მეურნეობაზე დახარჯული რესურსებიდან ღირებულების თვალსაზრისით ყველაზე მაღალი წილი მოდის ნაკელზე-სასუქზე, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 6262 ლარს. ამის შემდეგ, რიგით მეორე არის დაქირავებულ მუშა-ხელზე გაწეული ხარჯი - 3040 ლარი. აღსანიშნავია ასევე საწვავზე და ინსექტიციდებზე,

Page 45: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

45

გერბიციდებზე და ფუნგიციდებზე გაწეული ხარჯებიც. უმნიშვნელო ხარჯებია გაწეული სანერგე საშუალებებზე (პომიდორის ჩითილი, ბადრიჯანი და ა.შ).

სასოფლო-სამეურნეო საქმეებზე გაწეული დანახარჯების/რესურსების ჯამური ღრებულება შეადგენს 15638 ლარს.

ცხრილი N21 - დანახარჯის/რესურსების სახეები ბოლო 12 თვის მანძილზე (ლარში)

დასახელება ღრებულება

ნაკელი-სასუქი 6262

დაქირავებული მუშა-ხელი 3040

საწვავი 2891

ინსექტიციდები/გერბიციდები/ფუნგიციდები 1351

ტრანსპორტი/რეალიზაცია 990

ტექნიკა დანადგარების/მოწყობილობების ქირა 455

საქაჩი ძალა 270

თესლი ან ნერგები/სარგავი მასალა 379

სულ 15638

6.6.3. შემოსავალი მეცხოველეობის პროდუქტებისგან ბოლო 12 თვის მანძილზე

ოჯახების მიერ წარმოებული მეცხოველეობის პროდუქტი, რომლის ჯამური ღირებულება ყველაზე მაღალია, არის ყველი - 35205 ლარი. ამის შემდეგ, ღირებულების მხრივ რიგით მეორე წარმოებული პროდუქტია ხორცი (14836 ლარი). რაც შეეხება ყველაზე დაბალი ჯამური ღრებულების პროდუქტს, ეს არის თაფლი - 240 ლარი. კვლევის შერჩევში მოხვედრილ ოჯახებში სულ 20 კილოგრამი თაფლი უწარმოებიათ. მოცულობის მხრივ კი პირველ ადგილზეა ნაკელი (იხ. ცხრილი N22).

რაც შეეხება წარმოებული მეცხოველეობის პროდუქტების რეალიზებას, კვლევის შედეგების თანახმად, ოჯახები მხოლოდ ორი პროდუქტის რეალიზებას აწარმოებენ, ესენია კვერცხი და ყველი. სხვა მეცხოველეობის პროდუქტები მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის გამოიყენება.

ცხრილი N22 - შემოსავალი და ხარჯები მეცხოველეობის პროდუქტებისგან ბოლო 12 თვის მანძილზე

მეცხოველეობის პროდუქტის დასახელება

საშუალო ფასი

(ლარში)

ზომის ერთეული

წარმოებული

პროდუქცის მოცულობა

მათ შორის საკუთარი

მოხმარებისთვის

მათ შორის გაყიდულ

გაყიდულის %

მთლიანი ღრებულებ

ნაკელი 0.01 ტონა 98 98 0 0 980

კვერცხი 0.3 ცალი 9120 8930 190 12.3 3517

ყველი 6.2 კილოგრამი 4855 4805 50 4.5 35205

რძე 1.3 ლიტრი 2160 2090 0 0 2725

ხორცი 8.7 კილოგრამი 1744 1744 0 0 14836

მაწონი 1.8 ლიტრი 240 240 0 0 425

Page 46: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

46

ხაჭო 3.9 კილოგრამი 180 180 0 0 700

თაფლი 12 კილოგრამი 20 20 0 0 240

6.6.4. ერთ ოჯახზე პირუტყვის საშუალო რაოდენობა ერთ ოჯახზე საქონლის (იგულისხმება ძროხა ან ხარი) საშუალო რაოდენობა შემდეგნაირია: თავპანტაში ის შეადგენს 1.0 სულს. რაც შეეხება სხვა სოფლებს, აღნიშნული მაჩვენებელი ხევში 0.5-ია (რაც საშუალოდ 1 სულს ნიშნავს 2 ოჯახზე), იანეულში 0.4 (2.5 ოჯახზე დაახლოებით 1 სული), გოგოლესუბანში 0.8 (დაახლოებით 1.5 ოჯახზე 1 სული), ბუკისციხეში 0.5 (2 ოჯახზე 1 სული), წიფნარში 0.2 (5 ოჯახზე 1 სული). როგორც აქედან ჩანს, ძროხა, როგორც აქტივი, ყველაზე მცირე რაოდენობით წარმოდგენილია იანეულში.

რაც შეეხება ქათმებს, ერთ ოჯახზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება სოფელ გოგოლესუბანში და შეადგენს 15.1-ს. ქათმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 4.0 მოცემულია სოფელ ხევში.

მეცხოველეობის ისეთი აქტივი, როგორიცაა ღორი, მეტად უმნიშვნელოდაა წარმოდგენილი და მისი საშუალო რაოდენობა ერთ ოჯახზე 0.1-იდან 0.8-მდე მერყეობს. ეს უკანასკნელი ფიქსირდება სოფელ ხევში, რომელიც ტყესთან და რაიონულ ცენტრთან ახლოს არის განლაგებული. ძროხის საშუალო ღირებულება მერყეობს 694 ლარიდან 1000 ლარამდე. ინდაურის მაქსიმალური საშუალო რაოდენობა ერთ ოჯახზე დაახლოებით 1.1-ს შეადგენს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, თხები ძალიან მცირე რაოდენობიათაა წარმოდგენილი.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში N23 მოცემულია პირუტყვის სახეობათა საშუალო რაოდენობა ერთ ოჯახზე შერჩეული სოფლების მიხედვით.

ცხრილი N23 - ერთ ოჯახში პირუტყვის საშუალო რაოდენობა

პირუტყვის სახეობა თავპანტა ხევი იანეული გოგოლოსუბანი ბუკისციხე წიფნარი

საქონელი/ძროხა/ხარი 1.0 0.5 0.4 0.8 0.5 0.9

გოჭი 0.0 0.0 0.2 0.8 0.0 0.0

ვირი 0.1 0.0 0.0 0.0 0.0 0.0

ბატი 0.3 0.0 0.5 0.2 0.1 0.2

ქათამი 13.7 4.0 6.7 15.1 9.6 9.3

ინდაური 1.1 0.0 0.6 0.1 0.3 1.0

ხბო 0.2 0.2 0.4 0.4 0.4 0.8

ცხენი 0.3 0.0 0.0 0.0 0.0 0.0

თხა 0.0 0.2 0.1 0.1 0.0 0.0

ღორი 0.2 0.8 0.1 0.2 0.2 0.3

6.6.5. ოჯახების საკუთრებაში არსებული პირუტყვის ჯამური ღირებულება

კვლევის შედეგების თანახმად, ოჯახების საკუთრებაში არსებული პირუტყვის მთლიანი ღირებულება შეადგენს 87548 ლარს.

Page 47: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

47

პირუტყვის სახეობების მიხედვით ყველაზე მაღალი ჯამური ღირებულება გააჩნია საქონელს (ძროხა/ხარი). ამის შემდეგ რიგით მეორეა ქათამი.

ოჯახების საკუთრებაში არსებული პირუტყვის ყველაზე მაღალი ჯამური ღირებულება ფიქსირდება სოფელ გოგოლესუბანში - 23760 ლარი. ამის შემდეგ, რიგით მეორეა სოფელი წიფნარი, მესამე - ბუკისციხე. რაც შეეხება ყველაზე მცირე ჯამურ ღირებულებას, ის მოცემულია სოფელ ხევში.

ცხრილი N24 - ოჯახების საკუთრებაში არსებული პირუტყვის ჯამური ღირებულება სოფლების მიხედვით (ლარებში)

პირუტყვის სახეობა თავპანტა ხევი იანეული გოგოლოსუბანი ბუკისციხე წიფნარი სულ

საქონელი/ძროხა/ხარი 5900 5000 6200 13000 8600 10900 49600

ქათამი 1700 705 1671 5230 2310 2035 13651

ხბო 300 1100 1150 2000 1610 2300 8460

ღორი 600 2100 400 1700 1100 1400 7300

გოჭი 0 0 1600 1450 0 0 3050

ცხენი 2300 0 0 0 0 0 2300

ინდაური 350 0 500 120 240 615 1825

თხა 0 300 350 200 0 0 850

ბატი 45 0 150 60 30 27 312

ვირი 200 0 0 0 0 0 200

სულ 11395 9205 12021 23760 13890 17277 87548

6.6.6. მეცხოველეობაზე გაწეული დანახარჯები მეცხოველეობაზე გაწეული ძირითადი დანახაჯები დაკავშირებულია ოჯახებში არსებული პირუტყვის/ფრინველის გამოკვებასთან და მთლიანად შეადგენს 20230 ლარს. ძალიან მაღალია ასევე საკუთარი მეურნეობიდან გაწეული დანახარჯების მოცულობა - 9268 ლარი.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გამოკითხული ოჯახების მიერ ჯამურად საძოვრის ქირაზე მხოლოდ 300 ლარია დახარჯული. ანალოგიური შეიძლება ითქვას დანახარჯებზე, რომელიც დაკავშირებულია პირუტყვის აცრებთან, მათ წამლებთან და ვეტერინარულ მომსახურებასთან. აღნიშნული დანახარჯების ჯამური ღირებულება შეადგენს 781 ლარს.

ცხრილი N25- მეცხოველეობაზე გაწეული დანახარჯები ბოლო 12 თვეში (ლარებში)

დანახარჯის სახეები ზომის

ერთეული რაოდენო

ბა საშუალო

ფასი ჯამური

ღრებულება

საკვები/კორმა კილოგრამი 3350.0 650.2 20230

წამლები, აცრები და სხვა ვერეტინალური მომსახურეობები

გრამი 711.0 50.9 781

რესურსები საკუთარი მეურნეობიდან კილოგრამი 9520.0 40.1 9268

საწყობებზე, საკუჭნაოებზე, შემოსაზღვრულ ნაკვეთებზე გაწეული დანახარჯები

ცალი 1001.0 300.6 900

Page 48: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

48

6.6.7. ტყიდან და ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯებიiii

მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატარის მუნიციპალიტეტი მდიდარია ტყის საფარით, მოსახლეობის მიერ ტყის რესურსების მოპოვებისა და მოხარების მაჩვენებელი არ არის მაღალი. კვლევამ გამოავლინა, რომ ტყეებში ხდება მხოლოდ მერქნული პროდუქტების მოპოვება. ძირითადი ტყის მერქნული პროდუქტები, რომლებსაც გამოიყენებენ ოჯახები, არის შეშა და მორები (იხ ცხრილი N22). ტყეებიდან მოპოვებული საშეშე მასალა ოჯახებს ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის ესაჭიროებათ და არა სარეალიზაციოდ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საშეშე მასალას ისინი ძირითადად საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობებზე მოიპოვებენ და არა ტყეებში. მოსახლეობის მიერ საკუთარი ძალებითა და რესურსებით სატყეოს სამსახურის მიერ გაცემული ბილეთის საფუძველზე შეშის დამზადება ადგილობრივ ტყეებში იშვიათად ხდება. მაგალითად, სოფელ იანეულში გასული 12 თვის მანძილზე არცერთი ოჯახს არ მოუპოვებია ტყეში შეშა. ამისი მიზეზებად მოსახლეობამ ტყეებში გზების არარსებობა, ტექნიკის არარსებობა, ნებადართული ტყეების სიშორე, ბილეთის დაგვიანებული გაცემა დაასახელა.

როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან ფოკუს ჯგუფურ დისკუსიებზე გამოვლინდა, არსებობენ გარკვეული არაფორმალური ჯგუფები, რომლებიც აღჭურილნი არიან სათანადო ტექნიკითა და მუშახელით, ამზადებენ საშეშე მასალას. მოსახლეობა სწორედ ამ ჯგუფებისგან ყიდულობს უკვე დამზადებულ შეშას.

როგორც ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილიდან ჩანს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში არ ხდება ტყის არამერქნული პროდუქტების მოპოვება. კვლევა დაინტერესდა, თუ რატომ არ იყო გავრცელებული ადგილობრივ ტყეებში არამერქნული რესურსების მოპოვება/შეგროვების პრაქტიკა. მიზეზად დასახელდა ტყეების გაუვალობა, შიდა სატყეო გზების არ არსებობა და არამერქნული პროუდქტების სიმწირე.

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ტყის რესურსები არ წარმოადგენს მუნციპალიტეტის მოსახლეობისათვის შემოსავლის მომტან წყაროს.

ცხრილი N26 - ოჯახების ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯები ბოლო 12 თვის მანძილზე

სოფლის დასახელება

პროდუქტი

რაოდენობა

ზომის ერთეულ

საკუთარი მოხმარებისთვ

ის

გასაყიდად

საშუალო ფასი

მთლიანი შემოსავა

ლი

მუშახელის ანაზღაურე

ბა

ტრანსპორტირების ხარჯები

სუფთა შემოსავა

ლი

თავპანტა

მორები 2 კბ/მ 2 0 100 200 30 0 170

შეშა 7 კბ/მ 7 0 100 500 100 0 400

ტოტები 20 კბ/მ 20 0 0 0 0 0 0

ხევი შეშა 29 კბ/მ 29 0 60 1200 50 300 850

იანეული

გოგოლესუბანი შეშა 10 კბ/მ 10 0 25 25 0 0 250

გოგოლესუბანი ტოტები 15 კბ/მ 15 0 4 60 0 0 60

ბუკისციხე შეშა 7 კბ/მ 7 0 60 420 0 200 220

წიფნარი შეშა 2 კბ/მ 6 0 75 300 0 100 40

Page 49: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

49

კვევის ფარგელბში, არცერთ სოფელში არ დაფიქსირებულა სატყეო მომსახურებისათვის ან ტყესთან დაკავშირებული საქმიანობებში სახელმწიფო და/ან საერთაშორისო როგენიზაციების მიერ ანრაიმე სახის დახმარების მიღების შემთხვევები.

6.7. შეშის მოხმარება როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობა არ არის უზრუნველყოფილი ბუნებრივი გაზით, რაც ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას ტყის რესურსებზე, კერძოდ კი საწვავად გამოსაყენებელ შეშაზე. სოფელ იანეულშიც კი, რომელიც გაზიფიცირებულია გამოვლინდა შეშის მოხმარება.

ჩოხატაურის მუნიციპალუტეტში ზამთარი მკაცრი და ხანგრძლივია, წეილიწადში 6-8 თვის მანძილზე მოსახლეობას სჭირდება საწვავი გასათბობად, ხოლო საჭმლის მოსამზადებლად საწვავი მათ მთელი წლის მანძილზე ესაჭიროებათ. სწორედ შეშაა გასათბობად და საყოფაცოხვრებო დანიშნულებით მოხმარებადი ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი რესურსი.

მთლიანობაში, გამოკვლეულ ოჯახებში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მოხმარებულია 544 კუბური მეტრი შეშა. მთლიანმა ღრებულებამ კი შეადგინა 8095 ლარი. მთლიანად გამოყენებული შეშის საშუალო მოცულობა ერთ ოჯახზე დაახლოებით 5.4 კუბური მეტრს შეადგენს.

საშუალოდ ერთ ოჯახს სოფელ თავპანტაში 3.4 კუბური მეტრი შეშა სჭირდება. ანალოგიური მონაცემები სოფელ ხევში 7.0 კუბური მეტრია, იანეულში - 5.4 კუბური მეტრი, გოგოლესუბანში - 5.6 კუბური მეტრი, ბუკისციხეში და წიფნარში - 5.3 კუბური მეტრი.

როგორც ცხრილიდან ჩანს, გამოკითხულ ოჯახებს რეალურად იმაზე მეტი შეშა სჭირდებათ, რასაც მოიხმარენ. თუ ამ მონაცემებს გავიანგარიშებთ პროცენტებში, გამოვა, რომ შერჩევაში მოხვედრილ სოფლებში საშუალოდ 24.7%-ით მეტი შეშაა საჭირო.

ცხრილი N27 დეტალურად ასახავს ოჯახების მიერ გამოყენებული შეშის და შეშაზე წარმოებული დანახარჯების შესახებ მოანცემებს.

ცხრილი N27 - შეშის მოხმარება

სოფლის დასახელება

მოხმარებული შეშა

კუბ.მეტრში

რეალურად

საჭირო შეშის

მოცულობა

ჯამური ღრებულე

ბა

მოხმარებული შეშა 1 ოჯახზე

საშუალოდ

მოსახლეობა

საშუალოდ ერთ ოჯახში

ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ მოხმარებული შეშა

გაზიფიცირების სტატუსი

თავპანტა 31

40.3 590 3,4 3,4 1,0 არ არის გაზიფიცირებული

ხევი 91

118.3 767 7,0 3,3 2,1 არ არის გაზიფიცირებული

იანეული 102 139.1 1590 5,4 1,8 2,9 გაზიფიცირებულია

გოგოლესუბანი 141

189.8 2028 5,6 4,2 1,3 არ არის გაზიფიცირებული

ბუკისციხე 95

1410 5,3 2,9 1,8 არ არის გაზიფიცირებული

Page 50: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

50

123.5

წიფნარი 84

114.4 1410 5,3 3,6 1,5 არ არის გაზიფიცირებული

სულ 544 725.4 7795 5,4 4,5 1,2

6.8. ტყის რესურსები და ეკოლოგიური მომსახურება

6.8.1. მანძილი სახლიდან უახლოეს ტყემდე ტყესთან ყველაზე შორს მდებარეობს სოფელი წიფნარი, რომლის მოსახლეობას საშუალოდ 9.2 კილომეტრის გავლა სჭირდება იმისთვის, რომ მიაღწიოს უახლოეს ტყემდე. ამ მანძილის დასაფარად საჭიროა საშუალოდ 108 წუთი, რაც დაახლოებით 1 საათი და 10 წუთია. ტყესთან ყველაზე ახლოს განლაგებულია სოფელი იანეული. ამ სოფლიდან უახლოეს ბუნებრივ ან მართვად ტყემდეiv მისაღწევად საჭიროა 1.3 კილომეტრის გავლა. ამ მანძილის დასაფარად საჭიროა საშუალოდ 33.8 წუთი.

მიუხედავად იმისა, რომ ტყეები კვლევაში მონაწილე სოფლებთან (გოგოლესუბანისა და წიფნარის გამოკლებით) ტერიტორიულად ახლოს მდებარეობს, მოსახლეობის მიერ ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის მაჩვენებელი ძალზედ დაბალია.

გრაფიკულ გამოსახულებაზე N4 ნაჩვენებია საშუალო მანძილი და დრო, რომელიც საჭიროა უახლოეს ტყემდე მისაღწევად.

გრაფიკული გამოსახულება N4 - მანძილი სახლიდან უახლოეს ბუნებრივ ან მართვად ტყემდე

6.8.2. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ტყის საფარის განახლებაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახბის მიერ ხეების დარგვის შემთხვევათა პროცენტული განაწილება დეტალურად მოცემულია ცხრილში N28. როგორც მიღებული შედეგებიდან ჩანს ხეების დარგვის პრაქტიკა შედარებით უფრო გავრცელებული კვლევაში მონაწილე სამ სოფელში, გოგოლესუბანში, ხევსა და თავპანტაშია.

2.0

1.3

9.2

7.2

2.6

1.8

47.8

33.8

108.2

80.4

48.9

32.5

0% 10% 20% 30% 40% 50% 60% 70% 80% 90% 100%

ბუკისციხე

იანეული

წიფნარი

გოგოლესუბანი

ხევი

თავპანტა

კილომეტრი

საშუალოდრო წუთებში

Page 51: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

51

ცხრილი N28- დაურგავს თუ არა თქვენს ოჯახს ხეები, სატყეო ნაკვეთებზე ან საკუთარი მეორნეობის ტერიტორიაზე, ბოლო 5 წლის განმავლობაში

მნიშვნელობა ბუკისციხე იანეული წიფნარი გოგოლესუბანი ხევი თავპანტა

არა 66.7% 66.7% 52.6% 14.8% 44.4% 37.5%

დიახ 33.3% 33.3% 47.4% 85.2% 55.6% 62.5%

სულ 100.0% 100.0% 100.0% 100.0% 100.0% 100.0%

კვლევის შედეგების თანახმად, ოჯახების დიდი ნაწილი ხეებს რგავს იმის გამო, რომ შემდგომში ჰქონდეს შეშა და ხის მასალა პირადი მოხმარებისთვის.

ამის მერე მნიშვნელობით მეორე მიზეზი შეშის და ან სამასალე ხის გაყიდვაა, ანუ ხეებს რგავენ იმიტომ, რომ მიიღონ მატერიალური სახსრები მათი შემდგომი რეალიზაციის მეშვეობით. უმნიშვნელოა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხის დარგვა ხე-ხილის მიღების მიზნით ხდება. გრაფიკული გამოსახულება N7 დეტალურად ასახავს ოჯახების მიერ ხის დარგვის ძირითად მიზეზებს. ის ფაქტი, რომ ხეს რგავენ მომავალში შეშის მიღების მიზნით, მეტყველებს მოსახლეობის როგორც ხეზე, ისე ხის პროდუქტებზე მჭიდროდ დამოკიდებულებაზე. ისინი მზად არიან დარგონ ხე, მოუარონ იმისთვის, რომ რამდენიმე წელიწადში მოჭრან და შემდეგ ის ან პირადი მოხმარებისთვის გამოიყენონ ან კიდევ გაყიდონ და მიიღონ მატერიალური სარგებელი. ისეთი მნიშვნელოვანი მიზეზები, როგორიცაა საკუთარი მამულისთვის ღირებულების შემატება, ან ნახშიროჟანგის შემცირება, შედარებით უმნიშვნელოდ ფიქსირდება.

გრაფიკული გამოსახულება N5 - ხის დარგვის მიზეზები (ჯამურად ყველა სოფლის გათვალისწინებით)

6.8.3. ტყე და გარემოს კონტროლი

კვლევაში მონაწილე რესპონდენტების აზრით, ტყე იძლევა საშუალებას, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს გარემოზე. უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება ჰაერის ხარისხი და ნიადაგის გაჯერება სასარგებლო ნივთიერებებით. რატომღაც უმნიშვნელო პოზიციაზეა „მცენარეთა დამტვერვა და გამოყვანა(ფოტოსინთეზი)“. ეს პუნქტი ტყის საზრდოობისთვის და კვლავწარმოებისთვის უმნიშვნელოვანესია. ტყეს ძალიან დიდი დატვირთვა გააჩნია სტიქიური უბედურებების თავიდან

2%

2%

5%

5%

7%

14%

17%

18%

30%

მიწის ნაკვეთის შემოსაზღვრა

საკუთარ მიწაზე ღირებულების მომატება

ხე-ხილის მოსავალის მიღება

ნახშიროჟანგის შემცირება

ხის მასალა/ბოძები გასაყიდად

გასაყიდი შეშა

სხვა საყოფაცხოვრებო სარგებლობისათვის

ხის მასალა/ბოძები პირადი გამოყენებისთვის

შეშა პირადი მოხმარებისთვის

Page 52: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

52

აცილებისას, თუმცა კვლევის შედეგების თანახმად, ამ პუნქტს შუა პოზიცია უკავია და ჯამურად შეადგენს 5.3%-ს. ინტერვიუერის შეფასებით, ამ კითხვის მნიშვნელობა რესპონდენტთა დაახლოებით 81%-მა გაიგო. (იხ. გრაფიკულ გამოსახულებაში N6)

გრაფიკული გამოსახულება N6 – ტყე და გარემოს კონტროლი

როგორც კვლევისას მიღებული მონაცემებიდან ჩანს, რესპნდენტთა მოსაზრებები ტყის მნიშვნელობასთან დაკავშირებით თითქმის ერთგვაროვანია. რესპონდენტების 33.7%-თვის ტყე მნიშვნელოვანია ესთეტიკური თვალსაზრისით, მცირედით ნაკლებისათვის (33.3%) ტყე არის ტურიზმის და დასვენების ადგილი და მხოლოდ ამ კუთხით არის ის მნიშვნელოვანი. ხოლო 33.0%-ისთვის კი ტყე კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

გრაფიკული გამოსახულება N7– ტყის მნიშვნელობა

6.9. ტყით სარგებლობა, რეგულაციები და მართვა ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გამოყოფილი ხე-ტყე კვლევის შერჩევაში მოხვედრილი ოჯახების უმრავლესობისათვის ხელმიუწვდომელია (52,5%) ან მეტკანლებად

3%

3%

5%

5%

5%

8%

10%

11%

20%

31%

ეროზია და ნიადაგის ფორმირება

მცენარეთა დამტვერვა და გამოყვანა

მავნებლები

დაავადებები

სტიქიური უბედურებები

წყლის გასუფთვება და ნარჩენებისგან გადამუშავება

კლიმატი

დაცვა წყლის ნიაღვრებისგან

ნიადაგის გაჯერება სასარგებლო ნივთიერებებით

ჰაერის ხარისხი

33.0%

33.3%

33.7%როგორც თქვენი კულტურულიმემკვიდრეობის ნაწილი

როგორც ტურიზმისა და დასვენებისადგილი

ესთეტიკური თვალსაზრისით

Page 53: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

53

ხელმისაწვდომია (15,6%). მხოლოდ 31,9% აცხადებს, რომ ბილეთის საფუძველზე გამოყოფილი შეშა მათთვის ხელმისაწვდომია.

გრაფიკული გამოსახულება N8 - რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გამოყოფილი ხე-ტყე (ჯამური სურათი)

ბილეთის საფუძველზე გამოყოფილი შეშაზე სხვებთან შედარებით მაღალი ხემისაწვდომობა ფიქსრდება სოფელ ხევში და შეადგენს 25.0%-ს. ამის მერე ყველაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობა სოფელ გოგოლესუბანშია (23.1%). ხელმისაწვდომობა შედარებით ასევე მაღალია სოფელ იანეულში (21.1%).

აქვე აღსანიშნავია, რომ სოფელ წიფნარის მოსახლეობისათვის საერთოდ არ არის ხე-ტყის დამზადების ბილეთით შეშის დამზადება ხელმისაწვდომი. თითქმის მსგავსი ვითარებაა სოფელ ბუკისციხეშიც (იხ.ცხრილი N29)

ცხრილი N29 - რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვისბილეთის საფუძველზე გამოყოფილი შეშა (სოფლების ჭრილში)

პროცენტული განაწილება

სოფლის დასახელება არ არის

ხელმისაწვდომი მეტნაკლებად

ხელმისაწვდომია ხელმისაწვდომია სულ

თავპანტა 66.7% 22.2% 11.1% 100.0%

ხევი 50.0% 25.0% 25.0% 100.0%

იანეული 78.9% 0.0% 21.1% 100.0%

გოგოლესუბანი 65.4% 11.5% 23.1% 100.0%

ბუკისციხე 83.3% 11.1% 5.6% 100.0%

წიფნარი 93.8% 6.3% 0.0% 100.0%

გაუმართავი სატყეო გზები, არასაკმარისი ფინანსები შეშის დასამზადებლად და ბილეთის საფუძველზე მოპოვებული შეშის ხელმიუწვდომლობა ყველაზე ხშირად დასახელებული პრობლემებია, რომელსაც მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყდება მოსახლეობა.

აღსანიშნავია, რომ ძირითად პრობლემებში ფიქსირდება ისეთი პასუხიც, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უსაფრთხოებასთან.

52.5%

15.6%

31.9% არ არის ხელმისაწვდომი

მეტნაკლებად ხელმისაწვდომია

ხელმისაწვდომია

Page 54: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

54

მოსახლეობა ფოკუს ჯგუფურ დისკუსიებში ხშირად ასახელებდა, რომ სატყეო სამსახურების მიერ გაცემული ხე-ტყის დამზადების ბილეთით გათვალისწინებული სატყეო ტერიტორია მათი დასახლებული პუნქტებიდან არის ძალიან შორს, ხშირად სრულიად მიუვალი. ასევე, მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ ბილეთების გაცემა ხდება დაგვიანებით, გვიან შემოდგომაზე, როდესაც ტყეებში ტალახი ან თოვლია, რაც სათანადო ტექნიკის არარსებობის პირობებში ტყეში შეშის საკუთარი ძალებით მოპოვებას შეუძლებელს ხდის.

გრაფიკული გამოსახულება N9- ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით შეშის დამზადებისას

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული ოჯახების 41%-მა საერთოდ არ იცის, აქვს თუ არა ლიცენზიანტებისთვის გადაცემულ ფართობზე შესვლისა და ტყის არამერქნული რესურსების მოპოვების უფლება, ხოლო 58%-ის აზრით მოსახლეობას ეკრძალება ლიცენზიით გაცემულ ტერიტორეიბზე შესვლა. მხოლოდ 1%-მა იცის, რომ მათ აქვთ ლიცენზიით გაცემულ ფართობებზე შესვლისა და ტყის არამერქნული რესურსების მოპოვების უფლება.

მიღებული შედეგების თანახმად შეიძლება ითქვას, რომ ტყითსარგებლობის უფლებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ძალზედ დაბალია. რეკომენდებულია გარკვეული საინფორმაციო სამუშაოების განხორციელბა მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.

გრაფიკული გამოსახულება N 10 - ლიცენზიანტებისთვის გადაცემულ ფართობზე შესვლისა და ტყის არამერქნული რესურსების მოპოვების უფლება (ჯამურად)

1%

1%

4.00%

18%

25%

29%

61%

66%

92%

ბილეთი არის ძვირი, არახელმისაწვდომია

ოჯახში ფიზიკური მუშაობა არ შეუძლიათ

დროულად არ გაიცემა ბილეთი

ადამიანის უსაფრთხოება არ არის დაცული

ტექნიკის არარსებობა

რთული ბიუროკრატიული პროცესები

შეშა ბილეთით არ არის ხელმისაწვდომი

არასაკმარისი ფინანსები შეშის დასამზადებლად

გაუმართავი სატყეო გზები

1.0%

58.0%

41.0%

დიახ

არა

არ ვიცი

Page 55: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

55

რაც შეეხება ბრაკონიერობის ფაქტს, ამასთან დაკავშირებით რესპონდენტთა პასუხი კვლევაში მონაწილე ყველა სოფლელში თითქმის ცალსახაა. ოჯახების 99%-ი აცხადებს, რომ მათთვის ცნობილი არაა მათ სოფელში ან მის შემოგარენში ბრაკონიერობის ფაქტების შესახებ.

გრაფიკული გამოსახულება N11 - ბრაკონიერობის ფაქტები

მუნიციპალიტეტის სოფლებში ოჯახების 70%–ს სმენია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის არსებობის შესახებ. თუმცა მოსახლეობის 30%-მა აღნიშნული უწყების შესახებ არაფერი იცის.

გრაფიკული გამოსახულება N12 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ცნობადობა

გამოკითხული ოჯახების დიდი ნაწილის (70%) მოსაზრებით, ბოლო 2 წლის მანძილზე ადგილობრივი ტყეების მდგომარეობა არ შეცვლილა. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ტყეების არსებული მდგომარეობა როგორიც იყო ადრე, დარჩა იგივე. ანუ ადრე (90-იან წლებში) გაუარესებული მდგომარეობა არ შეცვლილა. შეიძლება ვარაუდი იმისა, რომ არ ხდება ტყეების შესაბამისი მოვლა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ ხე-ტყის რესურსების სარგებლობის ძირითად პრობლემას წარმოადგენს მისი მიუვალობა/მიუწვდომლობა, დაფიქსირებული პასუხი ადეკვატურია და შეესაბამება რეალობას.

1.0%

99.0%

დიახ

არა

70.0%

30.0%

დიახ

არა

Page 56: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

56

გრაფიკული გამოსახულება N13 - ბოლო 2 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში არსებული ტყეების მდგომარეობა

რესპონდენტებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ტყის მდგომარეობა გაუმჯობესდა (მათი წილი შეადგენს 9%), ვთხოვეთ დაესახელებინათ, მათი აზრით, რა ფაქტორებმა გამოიწვია მდგომარეობის გაუმჯობესება.

გაუმჯობესების ყველაზე ხშირად დასახელებული ფაქტორია, ის, რომ კანონდებლობით გამკაცრებულია საბუთების გარეშე შეშის ჭრა. ეს კი ამცირებს უკანონო ჭრებს და შესაბამისად აუმჯობესებს ტყის მდგომარეობას. ასეთი პასუხის წილი 80%-ს შეადგენს.

გრაფიკული გამოსახულება N14 - ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზები

რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც თვლიან, რომ ტყეების მდგომარეობა გაუარესებულია (მათი წილი შეადგენს 21%), ტყეების მდგომარეობის გაუარესების მიზეზად ყველაზე ხშირად ასახელებენ ტყეების მოუვლელობას, რის შედეგადაც ტყეები ველურდება და გაუვალი ხდება.

გრაფიკული გამოსახულება N15 - ტყეების მდგომარეობის გაუარესების ძირითადი მიზეზები

9%

21%

70%

გაუმჯობესდა

გაუარესდა

არ შეცვლილა

80%

10%

10%საბუთის გარეშე აკრძალულია შეშის ჭრა, რაც აუმჯობესებსტყის მდგომარეობას

გამკაცრდა კანონი და ტყეში შესვლა აკრძალულია შეშისმოსაჭრელად.

ტყე მომრავლდა

Page 57: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

57

კითხვაზე, თუ რის შეცვლას მოისურვებდნენ ტყით სარგებლობის პროცესში, რესპონდეტთა პასუხი არაერთგვაროვანია. ძირითადი და მნიშვნელოვანი მოსაზრებები მოცემულია გრაფიკულ გამოსახულებაში N16.

მიუვალი გზის და ხე-ტყით სარგებლობის ბილეთით გთვალისწინებული ტერიტორიის სიშორე განაპირობებს მოსახლეობის უკმაყოფილებას. მათი მცირე ნაწილის (3%) თქმით, ბილეთები საერთოდ გასაუქმებელია. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული რესპონდენტების თქმით, მათ ხმელი ხეების გამოტანის უფლებაც არ გააჩნიათ (13.0%).

გამოკითხული რესპონდენტების 8% მიიჩნევს, რომ ტყით სარგებლობის პროცედურები გლეხისთვის აუცილებლად უნდა გამარტივდეს.

გრაფიკული გამოსახულება N16 - სასურველი ცვლილებები ტყით სარგებლობის პროცესში

1.0

1.0

1.0

2.0

2.0

93.0

უკანონო, თვითნებური ხე-ტყის ჭრა

დაავადებულია და გამხმარია ტყეები

უმოწყალოდ გაჩეხვამ და დაავადებებმა

უფულობის გამო იჭრება შეშა გასათბობად

არ გვიშვებენ ტყეში ხმელი შეშის მოსაჭრელად

მოუვლელია ტყე და ელურდება

1.0

2.0

3.0

8.0

10.0

13.0

13.0

14.0

30.0

სხვა

აგვიანებენ ბილეთის გაცემას

გააუქმონ ეს ბილეთები, გლეხებისათვის უფრო იოლი იქნება ტყიდანშეშის გამოტანა

პოცედურის გამარტივება, გლეხებისთვის ხელმისაწვდომობა

საშეშე ტყის ბილეთი იყოს იაფი

არაფრის შეცვლა არაა საჭირო

ნებადართული უნდა იყოს ტყით სარგებლობა.ხმელი ხეების გამოტანისუფლება მაინც უნდა დაგვრთონ

გაიცეს ბილეთი უფრო ახლო ტყეში

ტყის რესურსებით სარგებლობის შეღავათების დაწესება, გზაა მიუვალიდა რთულია შეშის გამოტანა.

Page 58: ტყეზე დამოკიდებულების კვლევა საქართველოს სოფლის …enpi-fleg.ge/pdf/Forest_Dependecy_Chokhatauri.pdfწინამდებარე

58

7. გამოყენებული წყაროები თავსართის ფოტო - http://betravel.ge/index.php?hide=gegur&lang=ge

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული მონაცემები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ-გვერდი - http://chokhatauri.ge/

გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის

კომპანია სოკარის ვებ-გვერდი - http://socargas.ge/

საქსტატის ვებ-გვერდი - www.geostat.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს ვებ-გვერდი - http://forestry.gov.ge/

სააგენტო გურიანიუსის ვებ-გვერდი - http://www.gurianews.com

i მეცხოველეობის შემოსავლები -შინაური ცხოველების/ფრინველებისგან მიღებული შემოსავლები მეცხოველეობისგან მიღებული აქტივები და შემოსავლები - მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების შედეგად მიღებული შემოსავლები ii AEU - ოჯახის მოზრდილი წევრის კოეფიციენტი გამოითვლება შემდეგნაირად: ოჯახის პირველი წევრის კოეფიციენტია 1, სხვა დანარჩენი წევრების - 0,5, ხოლო 14 წლამდე ბავშვების - 0,3. ოჯახის კოეფიციენტი წარმოადგენს ოჯახის წევრების კოეფიციენტების ჯამს iii იგულისხმება მხოლოდ ოჯახების პირადი მიზნებისათვის (მოხმარება/რეალიზაცია) მოპოვებული რესურსები iv ტყე, რომელიც შედგება ადგილობრივი მცენარეებისაგან და ექვემდებარება აქტიურ მართვას, რათა გაიზაროს სასარგებლო სახეობების მასივები. მართვა გულისხმობს, სანიტარულ ჭრებს და როგორც ადგილობრივი, ასევე ეგზოტიკური სახეობების მიზნობრივ დარგვებს.