42
გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 12 ივლისს განკარგულება # 165

გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის

ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

დამტკიცებულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 12 ივლისს

განკარგულება # 165

Page 2: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

2

სარჩევი

გვ.

შესავალი 3

რეზიუმე 5

1. ზოგადი სტრატეგია 7

ა)მიზნები 7

ბ)მიმდინარე მდგომარეობა და მომავლის ხედვა 7

გ)ორგანიზაციული და ფინანსური ასპექტები 10

შექმნილი/დანიშნული ორგანიზაციული სტრუქტურები და მათი კოორდინაცია;

პერსონალის მზადყოფნა/უნარიანობა;

დაინტერესებულ პირთა და მოქალაქეთა ჩართულობა;

ბიუჯეტი;

მოქმედებათა გეგმით განსაზღვრული ინვესტირებისათვის გათვალისწინებული ფინანსური

წყაროები;

დაგეგმილი ღონისძიებები მონიტორინგისა და თვალყურის დევნებისათვის.

2. საბაზისო დონის კადასტრი/ინვენტარიზაცია 12

3. დაგეგმილი მოქმედებები და ღონისძიებები გეგმის მთელ პერიოდში (2020 წლამდე) 20

დასკვნა 42

გამოყენებული წყაროები 42

Page 3: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

3

საქართველო – ქვეყანა ევრაზიაში, მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, შავ და კასპიისზღვებს შორის.

ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან – თურქეთი და სომხეთი, სამხრეთ-

აღმოსავლეთიდან კი – აზერბაიჯანი.

შიდა qarTli - ცენტრალური რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მხარე, რომლის სახელმაც

სათავე დაუდო ქვეყნის სახელწოდებას. შიდა ქართლი გადაჭიმულია ძირითადად დაბლობზე და

ახასიათებს რბილი ჰავა. ეს გარემოება მდინარეთა უხვ ქსელთან ერთად განაპირობებს აქაური მიწის

ნაყოფიერებას, განსაკუთრებით ხილ-ბოსტნეულის მოსავლისათვის. რეგიონი დასახლებულია

ძირძველი ქართველი მოსახლეობით, რომელიც გამოირჩევა შრომისმოყვარე და შეუპოვარი

ხასიათით, რაც ჩამოყალიბდა საუკუნეების განმავლობაში გადატანილი ისტორიული

ბედუკუღმართობით.

გარდა ტრადიციული მეხილეობისა, შიდა ქართლი საქართველოს მნიშვნელოვან სამრეწველო

რეგიონსაც წარმოადგენს. მხარის უმთავრესი სამრეწველო პოტენციალი თავმოყრილია ქალაქ გორში,

რომელიც წარმოადგენს შიდა ქართლის რეგიონისა და გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ

ცენტრს.

ქალაქი გორი - შიდა ქართლის მხარისა და გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი,

მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე,

თბილისიდან (დედაქალაქიდან) 76 კმ დაშორებით. გორში ზომიერად თბილი სტეპურიდან

Page 4: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

4

ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა

10,9 °C, იანვარი −1,2 °C, აგვისტო 22,5 °C. ნალექები 585 მმ. წელიწადში. ამჟამად მოსახლეობა 145.7

ათას კაცს (აქედან ქ.გორი – 49,5 ათასი) შეადგენს (2013 წლის 1 იანვრისთვის). ქ.გორი მნიშვნელოვანი

სარკინიგზო კვანძია.

Page 5: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

5

გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ის შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში,

მდინარეების მტკვრისა და ლიახვის შესართავთან მდებარეობს. მისი სახელწოდებაც მასში

აღმართული კლდოვანი გორაკისაგან წარმოდგება, რომელზედაც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე

(ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეები). არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ აქ ძველი

და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. ზოგიერთი

ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XIIსაუკუნის დასაწყისი).

დავითმა ქართლისათვის გააძლიერა გორის მნიშვნელობა და მან უფლისციხის ადგილი დაიკავა.

მოსახლეობის გაზრდის მიზნით ვაჭარ-ხელოსნური მოსახლეობა ჩაასახლა. გორი სამეფო ქალაქი

გახდა, მას განაგებდა მეფის მოხელე - ქალაქის მოურავი. საკუთარი ციხის გარდა გორს , ზღუდეც

გააჩნდა, რომელშიც დატანებული იყო ალაყაფის კარი, ზღუდეს თავის მხრივ თხრილი ჰქონდა

შემოვლებული (სიღმე - 4 მეტრი, სიგანე – 5 მეტრი). XIII საუკუნიდან გორი და მისი ციხე ხდება

საცილობელი პუნქტი დამპყრობლებსა და ქართველ მეფეებს შორის, ვინაიდან ქალაქი

უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარეობდა (აბრეშუმის გზა),

მისი დაუფლება კი ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. XVII საუკუნის მეორე

ნახევარში გორი შესამჩნევად გაიზარდა. გიორგი VI-ს მეფობის დროს იგი საქართველოში ერთ-ერთი

ძირითადი სავაჭრო ქალაქი იყო. 1723-34 წლებში ქალაქი ოსმალების ბატონობის ქვეშ იყო, მათ

დაანგრიეს გორის სასახლე. 1735 წლიდან კი გორს სპარსელები დაეპატრონნენ, ნადირ-შაჰის

ბრძანებით გორის ციხე თითქმის დაანგრიეს. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს,

გორი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა. იგი მეორე ქალაქი გახდა თბილისის შემდეგ.

მშვიდობიანმა პერიოდმა თანდათან გამოაცოცხლა გორის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და

კულტურული ცხოვრება, ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფეოდალურ ხანაში იგი შეფენილი იყო

გორის ციხის ფერდობებზე. გორის ინტენსიური ზრდა იწყება XIX საუკუნის ბოლოდან. დღევანდელი

გორი კი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო და მიმზიდველი ქალაქია თავისი წარსულითა და

აწმყოთი – ისტორიული ნაგებობებით, ეკლესია-მონასტრებით, ძველი თუ ახალი დასახლებებით,

მუზეუმებით, ცნობილი მწერლებითა თუ საზოგადო მოღვაწეებით.

რეზიუმე

2012 წლის 13 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მისმა

თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ ხელი მოაწერა "მერების შეთანხმებას", რითაც გორის

მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკავშირის ამ ინიციატივას და იკისრა ამ შეთანხმებით

გათვალისწინებული ვალდებულება – მოამზადოს და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ

საზღვრებში განახორციელოს მდგრადი ენერგეტიკული განვითარების მოქმედებათა გეგმა,

მიმართული სათბურის გაზების ემისიის შემცირებისაკენ საბაზისო დონის არანაკლებ 20%–ისა 2020

წლისათვის.

ამ შეთანხმებით გორის მუნიციპალიტეტი შეუერთდა საქართველოს თვითმმართველი ქალაქების იმ

რიგს, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი "მერების შეთანხმებისათვის" და წინამდებარე მდგრადი

Page 6: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

6

ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს რიგით მესამეს ქქ. თბილისისა და

რუსთავის ანალოგიური გეგმების შემდეგ, და ამასთანავე პირველ საპილოტე გეგმას, რომელიც

მიღებულია არა თვითმმართველი ქალაქის, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ.

Page 7: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

7

1. ზოგადი სტრატეგია

ა)მიზნები გორის მუნიციპალიტეტი პირველია საქართველოში, რომელის შეუერთდა „მერების შეთანხმებას“

არა თვითმმართველის ქალაქის, არამედ მუნიციპალიტეტის სტატუსით. მიუხედავად ამ

თავისებურებისა, ენერგეტიკის სფეროზე „მერების შეთანხმების“ აქცენტის შენარჩუნების მიზნით

წინამდებარე მდგრადი ენერგეტიკული განვითარების გეგმა კონცენტრირებულია ქალაქ გორზე,

რომელიც წარმოადგენს შიდა ქართლის მთელი რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს და ხასიათდება

ინტენსიური ეკონომიკური საქმიანობით. წინამდებარე სამოქმედო გეგმის წარმატებით

განხორციელების შემთხვევაში ამაღლდება მოსახლეობის ცნობიერება და ენერგიის დაზოგვის

ღონისძიებების განხორციელება შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტის დანარჩენ

ტერიტორიებზეც.

გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმა თანხვედრაშია

ქალაქ გორის პერსპექტიული განვითარების გეგმასთან და მის ერთ–ერთ პრიორიტეტთან –

გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაძლიერებასთან. მეგსგ ღონისძიებების შერჩევა მოხდა ქალაქის

განვითარების გეგმით გათვალისწინებული გარემოსდაცვით საქმიანობებზე დაყრდნობით,

როგორიცაა, მაგალითად, სატრანსპორტო მაგისტრალების სრულყოფა და ქალაქის ცენტრის

„განტვირთვა“ სატრანსპორტო მოძრაობისაგან.

სათბურის გაზების გამონაბოლქვების შემცირება მინიმუმ 20%-ით 2020 წლისათვის 2012 წლის

დონესთან შედარებით მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ქალაქის და მისი შემოგარენის ეკოლოგიურ

მდგომარეობას. ამასთან ერთად, აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების

განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და მეწარმეთა გარემოსდაცვითი

ცნობიერების ამაღლებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მდგრადი განვითარების შემდგომ

სტაბილურობას.

ბ)მიმდინარე მდგომარეობა და მომავლის ხედვა

გორის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვან რეგიონს, როგორც

ადმინისტრაციული და ეკონომიკური, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით, მეტადრე 2008 წლის

შემდეგ (მიმდებარე ცხინვალის რეგიონის რუსეთს მიერ ოკუპაციის შემდეგ). გორის

მუნიციპალიტეტი ამჟამად დასახლებულია 145,7 ათასი ადამიანით, რომელთა შორის არიან 2008

წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ადგილნაცვალი პირები. მოსახლეობა ბოლო წლებში

ამჟღავნებს ზრდის ტენტენციებს.

ცხრილი 1. გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა

2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013

მოსახლეობის

რიცხვი (ათასი

კაცი) 1 იანვრის

მდგომარეობით

146,4

146,9

135,9

135,8

135,6

135,8

144,1

145,3

146,1

145,7

Page 8: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

8

2004 წლის შემდეგ ქვეყანაში აღებული სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში მუნიციპალიტეტი,

განსაკუთრებით კი ქალაქი იზრდება და ვითარდება; შენდება გზები, შენობები, უმჯობესდება

ინფრასტრუქტურა, სოციალური მომსახურება, ინტენსიური ხდება ეკონომიკური საქმიანობა,

იზრდება საწარმო–დაწესებულებების, კულტურული, სასწავლო, სპორტული და საზოგადოებრივი

დაწესებულებებისა და ობიექტების რაოდენობა და ფუნქციონირების ხარისხი.

არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ქვეყანაში ზოგადად, და გორის

მუნიციპალიტეტში, კერძოდ, მოსალოდნელია ეკონომიკური საქმიანობის კიდევ უფრო

ინტენსიფიცირება, რაც გამოიხატება დასაქმებული მოსახლეობის წილის ზრდასა, ინტენსიურ

საქმიანობაში და ცხოვრების დონის ამაღლებაში, რაც გამოიწვევს მოთხოვნილების ზრდასაც. ასეთ

პირობებში, სავარაუდოდ, სწრაფად გაიზრდება სათბურის გაზების ემისიებიც, რაც, უკონტროლობის

შემთხვევაში, აისახება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე.

გორის მუნიციპალიტეტის მომავლის ხედვა, ქალაქ გორის პერსპექტიული განვითარების ხედვიდან

და წინამდებარე გეგმის განხორციელების მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე, გულიხმობს

მნიშვნელოვნად გაჯანსაღებულ გარემოს, ენერგოდამზოგავი ცხოვრების წესით და განახლებული

საწარმოებით; მწვანე ტყე–პარკებით და ეკოლოგიურად ჯანსაღი ინფრასტრუქტურით –

გაუმჯობესებული გზებით და სატრანსპორტო სქემით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკოლოგიური

გაჯანსაღების ტენდენცია გაგრძელდება ამ გეგმით გათვალისწინებული ნიშის - 2020 წლის -

შემდეგაც, – მოსახლეობისა და მეწარმეთა ცხოვრებისა და საქმიანობის წესის შეცვლის საფუძველზე,

ამაღლებული გარემოსდაცვითი ცნობიერების და ენერგოეფექტურობის აშკარა ეკონომიკური

სარგებლიანობის გაცნობიერების შედეგად.

ქვეყნისა და რეგიონის განვითარების საერთო ტენდენციების, პოლიტიკურ–ეკონომიკური

პირობებისა და რისკების გაანალიზების შედეგად მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკული

განვითარების გეგმისათვის შეირჩა რელევანტური სფეროები, რომლებშიც ყველაზე რეალისტურია

სათურის გაზების შემცირების ღონისძიებების გატარება 2020 წლამდე, შემდგომი გაგრძელებისა და

გავრცობის პერსპექტივით 2020 წლის შემდგომ პერიოდზე და სფეროებზეც, შესაბამისი

პოლიტიკურ–ეკონომიკური პირობებისა და სტაბილურობის პირობებში. ამის წინაპირობის შექმნა

2020 წლისათვის წინამდებარე გეგმის ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენს..

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმისათვის 2020

წლამდე სათბურის გაზების გამონაბოლქვების შესამცირებლად არჩეულ სექტორებს შორისაა

შენობების სექტორი, ტრანსპორტი, გარე განათება და გამწვანება. ამ სექტორთა არჩევა განაპირობა

მათმა მაღალმა ენერგოდაზოგვითმა პოტენციალმა გასატარებელი ღონისძიებებისათვის საჭირო

შედარებით დაბალ ხარჯებთან ერთად, ასევე 2020 წლამდე დარჩენილი დროის შეზღუდულობამ.

რაც შეეხება ინდუსტრიულ სექტორს, რომელსაც არცთუ უმნიშვნელო წილი შეაქვს

მუნიციპალიტეტის სათბურის გაზების საერთო ემისიებში, იგი ნაკლებად მისაწვდომია

მუნიციპალიტეტის ზემოქმედებისათვის და მისი ჩართვა მუნიციპალიტეტის მდგრადი

ენერგეტიკული განვითარების პროცესში მოსალოდნელია უფრო გვიან, შესაბამისი

გათვითცნობიერებულობის მიღწევისა და ეკონომიკური და ტექნოლოგიური ბაზის შექმნის შემდეგ.

Page 9: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

9

წინამდებარე გეგმის განხორციელების წარმატებულობას შეუძლია გააადვილოს და დააჩქაროს ეს

პროცესი.

საცხოვრებელი და მუნიციპალური შენობების სექტორი

ამ სექტორის არჩევა ნახშირორჟანგის შემცირებისათვის ღონისძიებების გასატარებლად განაპირობა

არა მარტო „მერების შეთანხმების“ მოთხოვნამ მდგრადი ენერგეტიკული განვითარების გეგმაში

სექტორის აუცილებელი გათვალისწინების შესახებ, არამედ იმ ფაქტორმაც, რომ ეს სექტორი

წარმოადგენს ენერგიის მოხმარების, კარგვის და აქედან გამომდინარე, დაზოგვის ერთ-ერთ ყველაზე

მნიშვნელოვან წყაროს. ჯერ ერთი, საცხოვრებელი და სხვა, მუნიციპალური შენობების დიდი ნაწილი

აშენებულია საბჭოთა პერიოდში, მაშინდელი დაბალი სტანდარტებით, რომელიც გულისხმობდა

სწრაფ და იაფ შენებას. ასეთი შენობების უმეტესობა ოდნავადაც არ პასუხობს ენერგიის დაზოგვის

მოთხოვნებს. შესასვლელები ღიაა, კედლები – თხელი, შენობები – მოძველებული. ასეთ შენობებში

დიდია ენერგიის დანაკარგები და შესაბამისად - მისი დაზოგვის პოტენციალი. ამას გარდა,

მშენებლობის ბოლოდროინდელი ბუმი, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო წლებში მთელს ქვეყანაში,

ვრცელდება გორზეც და ახალ მშენებლობებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა

მნიშვნელოვნად შეამცირებს ენერგეტიკულ დანაკარგებს.

ამ სექტორში გათვალისწინებული სტრატეგია გულისხმობს ენერგოდანაკარგების შემცირების

ხარჯზე ენერგოეფექტურობის ამაღლებას ისეთი ღონისძიებით, როგორებიცაა შენობების დათბუნება

და ენერგოეფექტურ ნათურებზე გადასვლა. ამ ღონისძიებების არჩევა განაპირობა მათმა

შედარებითმა სიიაფემ, რაც უზრუნველყოფს მათ განხორციელებადობას. რა თქმა უნდა,

ღონისძიებების გატარებას წინ უნდა უძღოდეს მოსახლეობის გათვითცნობიერება ამ ზომების

ეფექტურობასა და სარგებლიანობაში. შენობების დათბუნება და ენერგოეფექტურ ნათურებზე

გადასვლა განიხილება, როგორც საშუალოვადიანი სტრატეგია მუნიციპალიტეტისათვის.

განახლებადი ენერგიების გამოყენება ძვირი, მაგრამ პერსპექტიული გზაა ნახშირორჟანგის ემისიის

შემცირებისა და წინამდებარე გეგმა გულისხმობს ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების

გადადგმას, კერძოდ, მზის კოლექტორების დამონტაჟებას საბავშვო ბაღებში, ცხელი წყლით მათი

მომარაგების მიზნით. აღნიშნული ღონისძიება მიეკუთვნება გრძელვადიან სტრატეგიას და მიზნად

ისახავს, სათბურის გაზების ემისიების შემცირებასთან ერთად, განახლებადი ენერგიების

პოპულარიზაციას ქალაქში.

მუნიციპალური (გარე და დეკორატიული) განათების ქვე–სექტორი ასევე შეიცავს ენერგიის დაზოგვის

პოტენციალს და სტრატეგია ამ ქვესექტორში მიმართულია სწორედ ამ პოტენციალის გამოყენებაზე

ქუჩების ლამპიონების ენერგოეფექტურობის ამაღლებისა და ავტომატური მართვის სისტემის

მოწყობის ხარჯზე.

ტრანსპორტის სექტორი

ტრანსპორტის გამონაბოლქვები მთელს საქართველოში წარმოადგენს ეროვნული სათბურის გაზების

ემისიების მნიშვნელოვან წყაროს, და საქართველოს არცერთი რეგიონი არ წარმოადგენს გამონაკლისს

ამ სტატისტიკაში. ურბანიზაციის და ეკონომიკური ზრდის ტემპების გათვალისწინებით

Page 10: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

10

მოსალოდნელია ამ ემისიების კიდევ უფრო ზრდა უახლოეს პერიოდში. დამატებით დატვირთვას

სათბურის გაზების ემისიებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის მეორადი

ავტომანქანების მოხმარების დიდი მასშტაბი და შეზღუდვების არარსებობა საწვავზე, ასევე

ტექნიკური ზედამხედველობის სისტემის მოშლა. ამიტომ ტრანსპორტის სექტორი განიხილება,

როგორც სათბურის გაზების ემისიების შემცირების მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონე სექტორი,

არა მარტო საწვავის მოხმარების, არამედ სხვა კუთხითაც. სატრანსპორტო პარკი მოძველებულია,

ინფრასტრუქტურა – გასაუმჯობესებელი, ტექნიკური რეგულაციები – დასახვეწი. ენერგოდაზოგვის

მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს სატრანსპორტო სქემებიც. სექტორში გასატარებელი შესაძლო

ღონისძიებების ანალიზის შედეგად შერჩეულ იქნა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება,

სატრანსპორტო სქემების ოპტიმიზაცია და სატრანსპორტო პარკის განახლება. ყველა ეს ღონისძიება

საშუალოვადიან სტრატეგიას განეკუთვნება და დროში გაწერილია ერთმანეთთან ოპტიმალურ

მიმდევრობაში. საწვავთან დაკავშირებული ღონისძიებები: საწვავის ხარისხის გაუმჯობესების,

ბიოსაწვავზე მომუშავე ტრანსპორტზე ან ელექტრომობილებზე გადასვლის მიმართულებით,

არარეალისტური ჩანს 2020 წლამდე მათი განხორციელების თვალსაზრისით, და ამიტომ ამ გეგმაში არ

განიხილება.

მიწათსარგებლობის დაგეგმვის სექტორი

ამ სექტორში განსახორციელებელი ღონისძიება - ქალაქ გორის ერთ-ერთ დიდ რაიონში კულტურისა

და დასვენების პარკის რეაბილიტაცია - მიეკუთვნება მოკლე და საშუალოვადიან სტრატეგიას. ეს

ღონისძიება, გარდა იმისა, რომ შთანთქავს ნახშირორჟანგის ემისიებს ქალაქში და თავის წვლილს

შეიტანს "შეთანხმებით" გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში, ხელს შეუწყობს

აგრეთვე ქალაქის კლიმატის გაჯანსაღებას.

ზოგადად, გამწვანების პოლიტიკა წარმოადგენს გრძელვადიან სტრატეგიას და გაგრძელდება

"შეთანხმებით" გათვალისწინებული ვადის შემდეგაც.

გ)ორგანიზაციული და ფინანსური ასპექტები შექმნილი/დანიშნული ორგანიზაციული სტრუქტურები და მათი კოორდინაცია; პერსონალის მზადყოფნა/უნარიანობა; დაინტერესებულ პირთა და მოქალაქეთა ჩართულობა; ბიუჯეტი; მოქმედებათა გეგმით განსაზღვრული ინვესტირებისათვის გათვალისწინებული ფინანსური წყაროები;

დაგეგმილი ღონისძიებები მონიტორინგისა და თვალყურის დევნებისათვის.

მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკული განვითარების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელია

გორის მუნიციპალიტეტი, რომელიც თავის მუშაობას ამ მიმართულებით წარმართავს ამ მიზნით

შექმნილი სამუშაო/საორგანიზაციო ჯგუფის მეშვეობით, რომელიც კოორდინაციას უწევს გეგმით

განსაზღვრული საქმიანობების შესრულებას და ღონისძიებების გატარებას გეგმით განსაზღვრულ

სექტორებში და სფეროებში. საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან მუნიციპალიტეტის

Page 11: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

11

რელევანტური სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები და სპეციალისტები, ასევე ექსპერტ-

კონსულტანტები, და მას ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ჯგუფის

წევრები ორგანიზაციას და კონტროლს უწევენ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებას

განსაზღვრულ ვადებში და შეაქვთ შესაბამისი კორექტივები მათ განხორციელებაში იმ მიზნით, რომ

უზრუნველყონ "შეთანხმებით" აღებული ვალდებულების შესრულება დათქმულ დროში. სამუშაო

ჯგუფის წევრთა ცოდნა-გამოცდილება შესაბამის სფეროებში და თანამდებობა განაპირობებს მათ

კომპეტენტურობას შესაბამისი ღონისძიებების გატარების მონიტორინგისა და კონტროლისათვის;

მათ ვალდებულებაში შედის ასევე შუალედური ანგარიშების მომზადება გეგმით გამხორციელების

პერიოდში. ამას გარდა, ჯგუფის წევრები გაცნობილნი არიან "მერების შეთანხმებასთან"

დაკავშირებულ მოთხოვნებს და სპეციფიკას, და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ

"შეთანხმების" სახელმძღვანელო დოკუმენტები, ფორუმი და ტექნიკური დახმარების მიღების სხვა

გზები.

მუნიციპალიტეტი სრულად აცნობიერებს ყველა დაინტერესებული პირისა და ფენის ჩართულობის

მნიშვნელოვნებას ყველა საქმიანობაში, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტის თაოსნობით, და

ამიტომ წინამდებარე გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული მოსახლეობა და სხვა

დაინტერესებული პირები საწარმო–ორგანიზაციებიდან. ეს ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება

გეგმის განხორციელების მთელ პროცესში, რადგან მუნიციპალიტეტს მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია

არა მარტო გეგმით გათვალისწინებული ღონიძიებების რელევანტურობის თვალსაზრისით, არამედ

თვით ამ გეგმის განხორციელების წარმატებულობისა და განგრძობადობის უზრუნველსაყოფადაც.

წინამდებარე გეგმის შემუშავება განხორციელდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მის კომპენსაციას

მუნიციპალიტეტი ვარაუდობს გეგმის წარმატებით განხორციელების შედეგად მიღებული ენერგიის

დაზოგვიდან, რაც გათვალისწინებულია გეგმით განსაზღვრული საქმიანობებითა და ღონისძიებებით

და ხანგრძლივ პერსპექტივაში მომგებიანია როგორც მოსახლეობის, ისე მუნიციპალიტეტის

ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებისა და დაწესებულებებისათვის. ხოლო ამ საქმიანოებებისა

და ღონისძიებების ინვესტირებისათვის ფინანსურ წყაროს გორის მუნიციპალიტეტთან ერთად

წარმოადგენს დონორი ორგანიზაციები.

მუნიციპალიტეტი სრულად აცნობიერებს წინამდებარე გეგმის შესრულებისათვის თვალყურის

დევნებისა და კონტროლის აუცილებლობას გეგმის წარმატებით შესრულების უზრუნველსაყოფად.

გეგმის შესრულების მონიტორინგი გულისხმობს გეგმით განსაზღვრული ცალკეული ღონისძიებების

შესრულების პერიოდულ შემოწმებას მათი დაგეგმილი ვადებიდან გამომდინარე, და ხორციელდება

სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის რელევანტური წინასწარ

შერჩეული პერსონალის დახმარებით. მონიტორინგის მიზანია შეუსაბამობების გამოვლენა და

შესაბამისი კორექტივების შეტანა გეგმაში. მონიტორინგის შედეგები მოხსენდება მუნიციპალიტეტის

ხელმძღვანელობას, რომელთანაც შეთანხმდება გეგმაში შესატანი შესაძლო კორექტივების წრეც.

მონიტორინგის ანგარიში წარდგინდება „მერების შეთანხმების“ ვებ-გვერდზე არა უმეტეს 2 წლის

პერიოდულობით.

გეგმის შესრულების და კორექტირების პროცესში საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის

აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება სამოქმედო გეგმისა და მისი განხორციელების

Page 12: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

12

მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების მუდმივი ინფორმირებულობით, რასაც უზრუნველყოფს

მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდზე სამოქმედო გეგმის შესაბამისი „ფანჯრის“ არსებობა.

2. საბაზისო დონის კადასტრი/ინვენტარიზაცია

გეოგრაფიული საზღვრები საბაზისო დონის კადასტრი მოიცავს ქ.გორის სათბურის გაზების (სგ) ემისიებს.

მეთოდოლოგია

სათბურის გაზები: კადასტრი ითვლის ნახშირორჟანგის ემისიას 2012 წლისთვის. ეს არჩევანი

განპირობებულია იმით, რომ ნახშირორჟანგი წარმოადგენს მთავარ ემიტირებულ გაზს საწვავის წვის

დროს, რომლის მიმართაც ხორციელდება წინამდებარე გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.;

შეფასების ერთეული და სავალდებულო შემცირების ზომა: საბაზისო ემისიები და სავალდებულო

შემცირება გაიზომება რაოდენობაში, ტონა ნახშირორჟანგის ემისიებში (ტCO2), და არა ერთ სულ

მოსახლეზე გაანგარიშებით. ეს, მოსახლეობის ნელი ზრდის ტენდენციების გათვალისწინებით,

უზრუნველყოფს კონსერვატიულ მიდგომას.

საბაზისო დონე: საბაზისო ემისიად, რომლის მიმართ "მერების შეთანხმების" მიხედვით უნდა

განხორციელდეს სგ შემცირება 2020 წლისათვის, არჩეულია 2012 წელი, როგორც უახლოესი წელი ამ

შეთანხმების ხელმოწერიდან, რომლის შესაბამისი მონაცემებიც მისაწვდომია. ეს არჩევანი

შესაბამისობაშია აღმ. ევროპის ქვეყნებისათვის განსაზღვრულ მეთოდოლოგიასთან, რომელიც

ეყრდნობა ამ ქვეყნების განვითარების სპეციფიკას 1990 წლიდან დღემდე, რომელიც მათ განსახვავებს

განვითარებული ქვეყნებისაგან. საბაზისო წლის არჩევა საბაზისო დონის ნაცვლად ეყრდნობა იმ

ლოგიკას, რომ ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება ამჟღავნებს

არათანაბრობის ტენდენციას, რაც მიზანშეუწონელს ხდის 2020 წლისათვის მოსალოდნელი ემისიების

დონის პროგნოზირებას.

ემისიის ფაქტორი: არჩეულია სტანდარტული, IPCC სახელმძღვანელო დოკუმენტებში მითითებული

კოეფიციენტები, როგორც უფრო იოლი გამოსაყენებელი საბაზისო წლის და სხვა, მომდევნო წლების

ემისიების დასათვლელად; ელექტროენერგიისათვის გამოთვლილია ქვეყნისათვის სპეციფიური

კოეფიციენტი.

შერჩეული სექტორები ემისიების შესამცირებლად: შენობების და ტრანსპორტის სექტორები, ასევე

მიწათსარგებლობის დაგეგმვა, როგორც დამატებითი სექტორი. ეს არჩევანი შესაბამისობაშია

ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმის მეთოდოლოგიურ მოთხოვნებთან არჩეული

Page 13: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

13

სექტორების შესახებ, და განპირობებულია ამ სექტორებიდან ემისიების შემცირების პოტენციალითა

და დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებადობით.

საბაზისო დონის კადასტრი

შენობების სექტორი

შენობების სექტორს, როგორც ცნობილია, ძალიან დიდი წილი შეაქვს ენერგომოხმარებაში. ეს

კანონზომიერება ვრცელდება გორის მუნიციპალიტეტზეც. მოხმარების მაღალი დონის

პარალელურად ამ სექტორში არის ენერგიის დაზოგვის მაღალი პოტენციალი ენერგოეფექტურობის

ამაღლებისა და ენერგიის დაზოგვის გზით, რაც თავის მხრივ, განაპირობებს ნახშირორჟანგის ემისიის

შემცირებასაც.

საბაზისო ემისიების დასათვლელად შენობების სექტორში გამოყენებულ იქნა ენერგეტიკის მდგრადი

განვითარების გეგმის შემუშავებისთვის რეკომენდირებული სახელმძღვანელო მითითებები და

ინსტრუქციები. იქ რეკომენდირებული ჩამონათვალიდან შეირჩა მუნიციპალური შენობების,

საცხოვრებელი შენობებისა და მუნიციპალური (გარე) განათების ქვესექტორები, როგორც ის

ქვესექტორები, რომლებშიც ქალაქის მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტად მიუწვდება ხელი ემისიის

შერბილების ღონისძიებების განსახორციელებლად.

შენობების სექტორში, მუნიციპალური და საცხოვრებელი შენობების ქვესექტორების საბაზისო

ემისიების დასათვლელად გამოყენებული იყო ელექტროენერგიისა და გაზის, ხოლო მუნიციპალური

(გარე) განათების ქვესექტორისათვის - ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემები 2012 წლისთვის.

მუნიციპალური შენობები მოიცავს მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობებს,

რომელთა შორისაა ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებების შენობები, საბავშვო ბაღების

ჩათვლით. საცხოვრებელ შენობებში იგულისხმება მკვიდრი მოსახლეობის, ასევე იძულებით

გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი შენობები. მუნიციპალური (გარე) განათების ქვესექტორი

მოიცავს ქუჩების და შენობების დეკორატიულ განათებას.

ენერგეტიკულ წყაროებად შენობებში გამოიყენება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

ელექტროენერგია შენობებში გამოიყენება როგორც განათების, ასევე სხვა საყოფაცხოვრებო მიზნებით,

როგორიცაა გათბობა, საჭმლის მომზადება და შენახვა, ცხელის წყლის გაცხელება, რეცხვა და

გაუთოვება, ასევე სხვა ელექტრული ხელსაწყოებისა და ტექნიკის გამოყენება. ბუნებრივი გაზი

შენობებში გამოიყენება ძირითადად გათბობის, წყლის გაცხელებისა და საჭმლის მომზადების

მიზნით.

Page 14: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

14

საბაზისო დონის ემისიების კადასტრში გამოთვლილ იქნა ზემოთ აღნიშნული სექტორების მთლიანი

მოხმარება და მათთან დაკავშირებული ნახშირორჟანგის ემისიები როგორც ელექტროენერგიის, ისე

ბუნებრივი აირისათვის.

მოქმედების მონაცემებად გამოყენებული იყო ელექტრო და გაზის კომპანიების მიერ

მუნიციპალიტეტისთვის მოწოდებული მონაცემები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის

მოხმარების შესახებ, სხვადასხვა კატეგორიის შენობებისთვის, რომლიდანაც დაჯგუფდა

მუნიციპალური (საბავშვო ბაღები და დანარჩენი დაწესებულებები), მოსახლეობის საცხოვრებელი

შენობების და გარე განათების საბოლოო მოხმარების მონაცემები.

ემისიის კოეფიციენტი ბუნებრივი აირისათვის აღებულ იქნა სტანდარტული, IPCC მიერ (2006 წლის

სახელმძღვანელო მითითებები) რეკომენდირებული მნიშვნელობა (56.1 ტCO2/ტერაჯოულზე = 0.202

ტCO2/მვტსთ), ხოლო ელექტროენერგიისათვის გამოითვალა საქართველოს ენერგოსისტემისათვის

სპეციფიური კოეფიციენტი, დამყარებული 2012 წელს ჰიდრო– და ბუნებრივი აირის წილებზე და

ბუნებრივი აირისათვის, როგორც ელექტროენერგიის წარმოებისათვის გამოყენებული ერთადერთი

საწვავისათვის დადგენილ ემისიის კოეფიციენტზე. რამდენადაც 2012 წელს საქართველოში

გენერირებული მთელი ელექტროენერგიის 25.54% მოდიოდა თბოსადგურებზე, გამოთვლილი

კოეფიციენტი ელექტროენერგიისათვის შეადგენს 0.202*0.2554=0.0516 ტCO2/მვტ–სთ. ეს კოეფიციენტი

შედარებადია საფრანგეთისა და შვეციის შესაბამის კოეფიციენტებთან, სადაც, საქართველოს

მსგავსად, განსაკუთრებით მაღალია განახლებადი ენერგიების წილი.

რაც შეეხება მუნიციპალურ გარე განათებას, რომელშიც შედის ქუჩის და დეკორატიული განათება, ეს

სექტორი შედის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში და წარმოადგენს ენერგიის დაზოგვის რეალურ

წყაროს. მისი ემისიების გამოსათვლელად საბაზისო დონის კადასტრში გამოყენებულია

ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემები და ქვეყნის ელ. ქსელის იგივე ემისიის კოეფიციენტი.

საბოლოო ენერგომოხმარება (ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი) და მათი შესაბამისი ემისიები

მთლიანად შენობების სექტორიდან მოცემულია ცხრილში (გამოყენებულია ელ.ენერგიის ეროვნული

და ბუნებრივი აირის სტანდარტული ემისიის კოეფიციენტები (0.0516 და 0.202 ტCO2/მვტსთ):

ცხრილი 2. საბოლოო ენერგომოხმარება და ემისიები შენობების სექტორიდან

შენობების

სექტორის

ქვესექტორები

მოხმარებული

ელექტრო–

ენერგია

(მეგავტ–სთ)

ემისია

ელექტრო–

ენერგიის

მოხმარებიდ

ან (ტCO2)

მოხმარებული

ბუნებრივი

აირი

(მეგავტ–სთ)

ემისია

ბუნებრივი

აირის

მოხმარებიდ

ან (ტCO2)

მთელი

მოხმარება

(მეგავტსთ)

მთელი

ემისია

(ტCO2)

მუნიციპალური

შენობები

677,663

34.967 1092.933 220.77 1770.596 255.737

საცხოვრებელი

შენობები

59.4 3.065 92630.34 18711.33 92689.74 18714.395

Page 15: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

15

სულ შენობები 737.063 38.032 93723.273 18932.1 94460.336 18970.132

მუნიციპალური

გარე განათება

2441.507 125.982 –– -- 2441.507 125.982

სულ სექტორში 3178.570 164.014 93723.273 18932.1 96901.843 19096.114

რა თქმა უნდა, მოხმარებული გაზის რაოდენობაში არ შედის ელექტროენერგიის გამომუშავებისას დახარჯული

აირის რაოდენობა.

ტრანსპორტის სექტორი

ამ სექტორში საბაზისო ემისიები გამოთვლილია იმ სახის ტრანსპორტისთვის (მუნიციპალური,

საჯარო, კერძო და კომერციული საგზაო ტრანსპორტი), რომლისთვისაც გათვალისწინებულია

ემისიების შემამცირებელი ღონისძიებები. მუნიციპალური საგზაო ტრანსპორტი მოიცავს

მუნიციპალიტეტის სასამსახურო ტრანსპორტს, ხოლო საჯარო საგზაო ტრანსპორტი –

საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. დანარჩენი, საქალაქო ტრანსპორტის პარკის ჩათვლით, რომელიც

შედგება მიკროავტობუსებისაგან და მთლიანად კერძო საკუთრებაშია, განიხილება კერძო და

კომერციული ტრანსპორტის ქვესექტორში. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შედგება ავტობუსებისა

და მიკროავტობუსებისაგან.

სამუშაო ჯგუფმა შეძლო მთელ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების

(კერძო ტრანსპორტის ჩათვლით) შესახებ მონაცემების (რაოდენობა ტიპისა და გამოშვების წლის

მიხედვით) მოპოვება, თუმცა შეუძლებელი აღმოჩნდა მოხმარებული საწვავის შესახებ ზუსტი

მონაცემების აღება გორის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, კერძოდ, ლოკალური და

ტრანზიტული მოხმარების ერთმანეთისაგან განცალკევება. ამის გამო, სამუშაო ჯგუფის ძალისხმევით

მოხდა მოხმარებული საწვავიების (ბენზინი, დიზელი, გაზი) განაწილების შეფასება, საწვავგასამართი

სადგურების დატვირთვის შესაბამისად სხვადასხვა სახის საწვავის გაყიდვის პროპორციული

თანაფარდობის მიხედვით.

ცხრილი 3. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტრანსპორტის რაოდენობა

კატეგორია, სახეობა

რაოდენობა

0-6 წლის 6-12 წლის 12 წელზე მეტი სულ ბენზინზე დიზელზე გაზზე ბენზინზე დიზელზე გაზზე ბენზინზე დიზელზე გაზზე ბენზინზე დიზელზე გაზზე

მსუბუქი 105 51 42 600 294 238 8108 3977 3213 8813 4322 3493

სამგზავრო(ავტობუსი

და მიკროავტობუსი ) 5 2 2 17 8 7 740 363 293 762 303 302

სატვირთო 12 5 4 60 30 24 1693 830 671 1765 865 699

ჯამი 122 58 48 677 332 269 10541 5170 4177 11340 5490 4494

Page 16: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

16

აღნიშნული ცხრილზე დაყრდნობით ცალ–ცალკე იქნა გამოყოფილი როგორც მუნიციპალური, ისე

საჯარო (საქალაქთაშორისო) ტრანსპორტის რაოდენობა.

საბაზისო წლის კადასტრი დათვლილია ცალ–ცალკე მუნიციპალური (სასამსახურო), საჯარო და

კერძო და კომერციული ქვესექტორებისთვის. ამასთან, მუნიციპალური სასამსახურო მანქანებიდან

საბაზისო ემისია დათვლილია საწვავის მოხმარების დეტალური (მანქანის სახეობების მიხედვით)

მონაცემების საფუძველზე, ხოლო საჯარო (საქალაქთაშორისო) და დანარჩენი (კერძო და

კომერციული) ტრანსპორტისათვის – საშუალო კილომეტრაჟიდან და 1 კმ–ზე საწვავის მოხმარების

სტანდარტული კოეფიციენტებიდან გამომდინარე. ამასთან, საშუალო კილომეტრაჟი საჯარო

ტრანსპორტისთვის გაითვალა მანქანების მარშრუტების სიგრძეზე და რეისების რაოდენობაზე

დაყრდნობით, და გაკეთდა დაშვება საწვავის მიხედვით მათი პარკის განაწილების შესახებ.

ცხრილი 4: გორის მუნიციპალიტეტის სასამსaხურო ტრანსპორტის პარკის მონაცემები

# ტრანსპორტის სახეობა რაოდენობა

საწვავის ხარჯი წელიწადში ლიტრი

ერთეულზე სულ

1 სატვირთო 10 6000 60000

2 ავტობუსი 17 4500 76500

3 მიკროავტობუსი 1 2100 2100

4 სპეციალური 14 3600 50400

5 მსუბუქი - "ჯიპი" 7 3600 25200

6 მსუბუქი - " სედანი " 22 2400 52800

ჯამი 267000

მიღებული მნიშვნელობების გამოყენებით დაითვალა ნახშირორჟანგის ემისიები, იმის

გათვალისწინებით, რომ სასამსახურე მუნიციპალური ტრანსპორტის მთელი პარკი მოიხმარს

მხოლოდ ბემზინს (ემისიის კოეფიციენტი 0.249 ტ CO2/მგვტ.სთ).

ცხრილი 5. ტრანსპორტის სექტორთან დაკავაშირებული საწვავის მოხმარებისა და სათბურის გაზების ემისიების საბაზისო დონის შეფასებები (2012) მუნიციპალური (სამსახურეობრივი) ავტომანქანებიდან

# ტრანსპორტის სახეობა მოხმარება

(მგვტ.სთ)

მოხმარება CO2-ის ემისია (ტ)

1 სატვირთო 530.55 127.33

2 ავტობუსი 676.46 168.44

3 მიკროავტობუსი 18.57 4.62

4 სპეციალური 445.67 110.97

5 მსუბუქი - "ჯიპი" 222.83 55.49

6 მსუბუქი - " სედანი " 466.89 116.25

სულ 2360.97 583.11

Page 17: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

17

საჯარო ტრანსპორტისათვის, რომელიც შედგება 35 სარაიონო და 7 დედაქალაქთან მიმოსვლის

ავტობუსისა და 35 მიკროავტობუსისგან, შეფასდა დღიური კილომეტრაჟი მათი მოძრაობის

ტრაექტორიისა და სიხშირიდან გამომდინარე, ხოლო საწვავის მოხმარების მიხედვით ავტოპარკის

განაწილება შეფასდა რაიონის ტერიტორიაზე ოფიციალურად აღრიცხული სატრანსპორტო

საშუალებების შესახებ არსებული მონაცემების გამოყენებით (იხ. ცხრ.3 ზემოთ), ანუ იმ გათვლიდან,

რომ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მთელი პარკის განაწილება რაიონის მასშტაბით საწვავის

მოხმარების მიხედვით ასეთია: გაზზე მომუშავე 302, დიზელზე მომუშავე 303,ბენზინზე მომუშავე

762. შეფარდება 302:303:762 გამოყენებულ იქნა საქალაქთაშორისო ავტობუსებსა და

მიკროავტობუსების განაწილებაზეც. შესაბამისად, შეფასდა, რომ 74 ავტობუსი და

მიკროავტობუსიდან (42+32) ბენზინს მოიხმარს საშუალოდ 42, ხოლო 16–16 მოიხმარს შეკუმშულ

გაზსა და დიზელს. თუმცა გათვალისწინებულ იქნა, რომ საქალაქთაშორისო ავტობუსები მხოლოდ

დიზელისა და გაზის საწვავზე მუშაობენ,ხოლო მიკროავტობუსები – გაზზე და ბენზინზე. ჩაითვალა,

რომ დედაქალაქთან დამაკავშირებელი ავტობუსები მუშაობენ მხოლოდ დიზელზე, ხოლო დანარჩენი

ავტობუსები და მიკროავტობუსები დაახლოებით თანაბრად არიან განაწილებული.

კილომეტრაჟის შესაფასებლად გამოყენებული იქნა მანძილები, რომლებსაც მანქანები გადიან დღეში

(თითო მანქანა დღეში აკეთებს 1ან 2 რეისს, აქედან 7 დიზელზე მომუშავე ავტობუსი ქ. თბილისამდე

და უკან (75 კმ*2), 35 დანარჩენი ავტობუსი და 32 მიკროავტობუსი – რაიონის სხვადასხვა სოფლებში –

საშუალოდ ორ–ორი ორმხრივი რეისი დღეში, საშუალო მანძილით 35 კმ).

ცხრილი 6. საჯარო (საქალაქთაშორისო) ავტომანქანების პარკი ქ. გორის ავტოსადგურიდან და მათი მონაცემები

რაოდენობა საწვავი დანიშნულების

პუნქტი

მანძილი

(კმ)

რეისების

რაოდენობა

1 მანქანაზე

დღე–ღამური

კილომეტრაჟი

1 მანქანაზე

დღე–ღამური

კილომეტრაჟი

სულ

ავტობუსი 7 დიზელი თბილისი 75 1 150 7*150

ავტობუსი 18+17=35 დიზელი,

გაზი

რაიონული

პუნქტი

35 2 140 35*140

მიკრო–

ავტობუსი

16+16=32 გაზი

ბენზინი

რაიონული

პუნქტი

35 2 140 32*140

საბაზისო ემისიის დასათვლელად გამოყენებულ იქნა სტანდარტული კოეფიციენტები 1 კმ–ზე

მოხმარებული საწვავის რაოდენობის შესახებ ([6]), სახეობების მიხედვით, ასევე ბენზინის, დიზელისა

და გაზისათვის ნახშირორჟანგის სტანდარტული კოეფიციენტები ([5],[7]).

Page 18: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

18

ცხრილი 7. საბაზისო მოხმარება და ემისიები (2012) გორის მუნიციპალიტეტის საჯარო (საქალაქთაშორისო)

ტრანსპორტიდან

რაოდენობა დღე–ღამური

კილომეტრაჟი

1 მანქანაზე

მოხმარების

კოეფიციენტი

დღიური

მოხმარება

სულ (კგ)

წლიური

მოხმარება

სულ (კგ)

წლიური

ემისია

ათასი

(ტCO2)

ავტობუსი (დიდი, დიზელზე) 7 150 0.366 384.3 140269.5 446.94

ავტობუსი (მომცრო, დიზელზე) 18 140 0.247 622.44 227190.6 723.9

ავტობუსი (მომცრო, გაზზე) 17 140 0.251 597.38 218043.7 587.15

მიკრო–ავტობუსი (გაზზე) 16 140 0.125 280 102200 275.2

მიკრო–ავტობუსი (ბენზინზე) 16 140 0.1 224 81760 251.45

სულ 769463.8 2284.64

დანარჩენი (კერძო და კომერციული) ტრანსპორტის რაოდენობა, საქალაქოს ჩათვლით, იანგარიშება

საერთო მუნიციპალური რაოდენობიდან მუნიციპალური სასამსახურე და საჯარო

(საქალაქთაშორისო) ტრანსპორტის გამოკლებით სახეობების მიხედვით, დაახლოებით

განახევრებული, იმ დაშვებით, რომ ქ. გორზე მოდის მთელი მუნიციპალიტეტის ოფიციალურად

რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის დაახლოებით ნახევარი. ქალაქში მოძრავი ამ პარკისათვის

საშუალო დღიური კილომეტრაჟი მიღებულია 10 კმ. ამ გათვლით, ამ ქვეკატეგორიის ტრანსპორტის

საბაზისო წლიური მოხმარება და შესაბამისი ემისია მოცემულია ცხრილში:

ცხრილი 8. საბაზისო მოხმარება და ემისიები (2012) გორის მუნიციპალიტეტის კერძო და კომერციული ტრანსპორტიდან

ავტომანქანის სახეობა

რაოდენობა

დღე–ღამური

კილომეტრაჟი

მოხმარების

კოეფიციენტი

(კგ/კმ)

დღიური

მოხმარება

სულ (კგ)

წლიური

მოხმარება

სულ (კგ)

წლიური

მოხმარება

(მვტსთ)

წლიური

ემისია

(ტCO2)

ავტობუსები და მიკრო–

ავტობუსები (ბენზინზე)

335 3350 0.17 569.5 207867.5 2558.129703

636.9742962

ავტობუსები და მიკრო–

ავტობუსები (დიზელზე)

174 1740 0.125 217.5 79387.5 948.3154425

253.2002231

ავტობუსები და მიკრო–

ავტობუსები (გაზზე)

135 1350 0.089 120.15 43854.75 584.7767784

118.1249092

სატვირთო (ბენზინზე) 878 8775 0.177 1553.175 566908.875 6976.686747

1737.195

სატვირთო (დიზელზე) 433 4325 0.125 540.625 197328.125 2357.163384

629.3626236

Page 19: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

19

სატვირთო (გაზზე) 350 3500 0.101 353.5 129027.5 1720.504296

347.5418678

მსუბუქი (ბენზინზე) 4385 43850 0.65 28502.5 10403412.5 128030.0121

31879.473

მსუბუქი (დიზელზე) 2161 21610 0.63 13614.3 4969219.5 59359.31462

15848.937

მსუბუქი გაზზე) 1747 17465 0.59 10304.35 3761087.75 50151.84849

10130.6734

სულ 20358094 252686.7515

61581.48232

მთლიანი მოხმარება და საბაზისო ემისიები ტრანსპორტის სექტორიდან ქვესექტორების მიხედვით

მოცემულია ცხრილში:

ცხრილი 9. . საბაზისო მოხმარება და CO2–ის ემისიები (2012) გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტიდან ქვეკატეგორიების

მიხედვით

სახეობა საწვავის მოხმარება სულ (მვტსთ) საბაზისო ემისიები

(ტCO2)

მუნიციპალური (სასამსახურე) ტრანსპორტი 2360.966 583.11

საჯარო (საქალაქთაშორისო) ტრანსპორტი 9664.0673 2284.64

დანარჩენი (კერძო, კომერციული, საქალაქო) 252686.7515

61581.48232

სულ 264711.7885

64449.23232

ყველა ზემოთაღნიშნული სექტორიდან ენერგიის მოხმარება და საბაზისო წლის ემისიები (ტCO2)

წარმოდგენილია ცხრილში:

ცხრილი 10: საბაზისო დონის ემისიები (2012)

# სექტორები

საწვავის მოხმარება (მვტსთ) საბაზისო ემისები (ტ CO2)

1 შენობების სექტორი (სულ) 2+3+4

მათ შორის:

96901.843 19096.114

2 მუნიციპალური შენობები

1770.596 255.737

3 საბინაო სექტორი

92689.74 18714.395

4 გარე განათების სექტორი

2441.507 125.982

5 ტრანსპორტის სექტორი (სულ) 6+7+8

მათ შორის:

264711.7885 64449.23232

6 მუნიციპალური სამსახურეობრივი ტრანსპორტი 2360.966 583.11

7 საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

9664.0673

2284.64

8 დანარჩენი (კერძო და კომერციული)

ტრანსპორტი

252686.751 61581.48232

9 სულ (შენობები+ტრანსპორტი) 1+5

361613.63 83545.346

Page 20: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

20

ელექტროენერგიისა და სხვა საწვავის მოხმარების მონაცემები და მათთან დაკავშირებული

ნახშირორჟანგის ემისიები შენობების, მათ შორის გარე განათების, და ტრანსპორტის სექტორებიდან

შეტანილია საბაზისო დონის კადასტრის A და B ცხრილებში.

დამატებითი ინფორმაცია/შენიშვნა: გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების

გეგმისათვის არ არის გათვალისწინებული სხვა რომელიმე სექტორში, გარდა ზემოთ აღნიშნულისა,

ღონისძიებების გატარება, და შესაბამისად, არ არის დათვლილი საბაზისო დონის ემისიები ამ

სექტორებისთვის.

ამას გარდა, გორის მუნიციპალიტეტი არ აპირებს "სერტიფიცირებულ მწვანე ელექტროენერგიის"

შეძენას. ასევე, მუნიციპალიტეტი არ აწარმოებს საკუთარ ტერიტორიაზე არც ელექტროენერგიას და

არც სითბოს, რის გამოც საბაზისო დონის კადასტრში (ნიმუშის ცხრილებში A და B) არ არის

შევსებული შესაბამისი გრაფები.

3.დაგეგმილი მოქმედებები და ღონისძიებები გეგმის მთელ პერიოდში (2020 წლამდე)

გორის მუნიციპალიტეტში 2020 წლამდე სათბურის გაზების შემცირების ღონისძიებების

გასატარებლად შერჩეულია შენობების და ტრანსპორტის სექტორები, ასევე მიწათსარგებლობის

დაგეგმვის (გამწვანების) სექტორი, ქალაქ გორში.

ამ სექტორებში გასატარებელი ღონისძიებები შეირჩა, უმეტესად, რეალური განხორციელებადობის

კრიტერიუმით, რაც გულისხმობს ხელმისაწვდომობას და ქალაქის განვითარების გეგმასთან

შესაბამისობას.

მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ღონისძიებებში გათვალისწინებულია აგრეთვე დაინტერესებულ

პირებთან მუშაობა და მოსახლეობის ენერგოდაზოგვითი ცნობიერების ამაღლება, ასევე

საზოგადოებრივი მონიტორინგის გაძლიერების ღონისძიებები, რაც შექმნის აუცილებელ პირობებს

არა მხოლოდ ამ გეგმით დასახული ღონისძიებების განსახორციელებლად, არამედ

ენერგოდამზოგავი და, შესაბამისად, სათბურის გაზების შემცირების გრძელვადიანი პოლიტიკის

გასაგრძელებლადაც.

შენობების სექტორში განსახორციელებელი ღონისძიებები

შენობების სექტორში ენერგიის მოხმარება ნაწილდება გათბობაზე, განათებაზე და ელექტროტექნიკის

გამოყენებაზე, თუმცა გაკვეული ნაწილი ენერგიისა უბრალოდ იკარგება სხვადასხვა მიზეზების გამო,

როგორიცაა დაუდევრობა, გაუთვითცნობიერებულობა, ელ.ტექნიკის დაბალი ენერგოეფექტურობა და

შენობების ცუდი თბოიზოლაცია. ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმის ფარგლებში

გასატარებელი ღონისძიებები შეირჩა სწორედ ენერგოდანაკარგების შემცირების საერთო

Page 21: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

21

სტრატეგიიდან გამომდინარე. ხელმისაწვდომობისა და რენტაბელობის კრიტერიუმებით შერჩეულ

იქნა შემდეგი ღონისძიებები:

მუნიციპალური შენობების ქვესექტორში:

შენობების თბოიზოლაცია და კაპიტალური რემონტი/განახლება

ენერგოეფექტურ ნათურებზე გადასვლა

მზის კოლექტორების დაყენება

ენერგიის ხარჯვისა და დაზოგვის კონტროლი

საბინაო შენობების ქვესექტორში:

შენობების თბოიზოლაცია და განახლება (მობინადრეთა თანამონაწილეობით)

ენერგოეფექტურ ნათურებზე გადასვლა

გარე განათების ქვესექტორში:

ქუჩის განათების სანათების (ლამპიონების) შეცვლა თანამედროვე შუქდიოდური სანათებით;

გარე განათების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მოწყობა ელექტროენერგიის ხარჯვის

კონტროლისათვის, გარე განათების ოპერატიული და ავტომატური მართვისათვის სადისპეტჩერო

პუნქტიდან;

ტრანსპორტის სექტორში განსახორციელებელი ღონისძიებები

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება –გზების მშენებლობა

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება –საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სქემის გაუმჯობესება

მუნიციპალური სამსახურეობრივი ტრანსპორტის განახლება

მიწათსარგებლობის დაგეგმვის სექტორში

ქალაქის გამწვანების ღონისძიებები (პარკის რეაბილიტაცია/განახლება ქალაქის ცენტრში)

მოქალაქეებთან და დაინტერესებულ პირებთან მუშაობის სექტორში

ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მოწყობა (ენერგეტიკის დღეები, დასუფთავების,

ხეების დარგვის აქციები)

ტრენინგები ენერგიის დაზოგვის სფეროში

ეს საქმიანობები განხორციელდება ცალკეული ღონისძიებების გატარების შედეგად, რომლებიც

წარმოდგენილი და აღწერილია ცხრილში:

Page 22: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

22

ცხრილი 11. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ცხრილი საქმიანობები და

ღონისძიებები

ღონისძიებების დასახელება ღონისძიებების აღწერა რაოდენობრივი

მახასიათებლები

1.მუნიციპალური შენობები

ღონისძიება 1.1.

თბოიზოლაციის

გაუმჯობესება

5 შენობა 2020 წლამდე:

საბავშვო ბაღები, გამგეობის

და კულტურის სახლის

შენობები; გამგეობის

შენობაში – სრული პაკეტი.

1) სახურავის, კარ–ფანჯრის

შეცვლა თანამედროვე

მასალით, კედლების (ფასადის)

თბოიზოლაცია,

გამგეობის შენობა

2) კარ–ფანჯრის შეცვლა თანა–

მედროვე მასალით, კედლების

(ფასადის) თბოიზოლაცია

საპილოტე შენობა

3) სახურავის, კარ–ფანჯრის შეც–

ვლა თანამედროვე მასალით,

3 საბავშვო ბაღი

ღონისძიება 1.2. მზის ენერგიის გამოყენება მზის პანელების დაყენება

წყლის გასაცხელებლად, რაც

ჩაანაცვლებს წიაღისეული საწ–

ვავის გამოყენებას ამ მიზნით.

3 შენობაში (საბავშვო

ბაღებ–ში); 5 ან 10 ბატარეა

თითო შენობაში

ღონისძიება 1.3 ენერგოეფექტური ნათურების

დაყენება

ნათურების შეცვლა თანა–

მედროვე ენერგოეფექტური

ნათურებით.

5 შენობა, მათ შორის ერთი

– საპილოტე.

ღონისძიება 1.4 კაპიტალური რემონტი ენერ–

გოეფექტურობის უზრუნ–

ველსაყოფად

ენერგიის ხარჯვის კონტროლი,

კლიმატ–კონტროლი

გორის მუნიციპალიტეტის

გამგეობის შენობა,

სტალინის ქ.16

2.საცხოვრებელი შენობები

ღონისძიება 2.1. სადარბაზოების დახურვა დაიხურება სადარბაზოები

(კარებებით, სართულებზე

შეშემინვით), მობინადრეთა

თანადაფინანსებით.

სავარაუდოდ, 7 კორპუსის

ტიპის შენობა 2020 წლამდე.

წელიწადში თითო შენობა.

დამოკიდებულია მობინა–

დრეთა სურვილზე.

ღონისძიება 2.2. ენერგოეფექტური ნათურების

დაყენება საპილოტე შენობებ–

ში

შეიცვლება ძველი ვარავარების

ნათურები თანამედროვე

ენერგოეფექტური ნათურებით.

7 შენობაში (კორპუსში)

ყველა ოჯახში გამო–

იცვლება თითო ძველი

ვარვარების ნათურა თანა–

მედროვე ენერგოეფექ–

ტური ნათურებით.

3.გარე განათება

ღონისძიება 3.1. გარე (ქუჩის და შენობების

დეკორატიული) განათების

სანათების შეცვლა თანამე–

დროვე შუქ–დიოდური

სანათებით;

გამოიცვლება ძველი სანათები

თანამედროვე შუქდიოდური

სანათებით

ყველა ქუჩა 2020 წლამდე,

3157 სანათი.

Page 23: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

23

ღონისძიება 3.2. გარე განათების მართვის

ავტომატიზირებული სისტე–

მის მოწყობა ელექტრო–

ენერგიის ხარჯვის კონტრო–

ლისა და ავტომატური მარ–

თვისათვის სადისპეტჩერო

პუნქტიდან

მოეწყობა ავტომატური

მართვის სისტემა სადის–

პეჩერო პუნქტიდან, რომლი–

თაც გაკონტროლდება ელექ–

ტროენერგიის ხარჯვა, მისი

დაზოგვის მიზნით.

1 სადისპეჩერო პუნქტი

მთელი ქალაქისათვის

4. ტრანსპორტი

ღონისძიება 4.1. ინფრასტრუქტურის

გაუმჯობესება– სატრანსპორტო

მაგისტრალების სრულყოფა

აშენდება გზა, რომლითაც

სტალინის გამზირის მარცხენა

განშტოება პირდაპირ

დაკავშირდება ცხინვალის

გზატკეცილთან, რითაც

შემოკლდება გზა

გზა შემოკლდება 2 კმ–ით

ღონისძიება 4.2. ინფრასტრუქტურის

გაუმჯობესება–

სატრანსპორტო

მაგისტრალების სრულყოფა

აშენდება წმინდაწყლისა და

ლიახვისგაღმა რაიონების

დამაკავშირებელი უმოკლესი

გზა

გზა ამ ორ რაიონს შორის

შემოკლდება 3–4 კმ–ით

მუნიციპალური ტრანსპორტი

ღონისძიება 4.3. სამსახურეობრივი

ტრანსპორტის განახლება

ძველი მანქანები ამოიღება

ხმარებიდან და შეიცვლება

ახლით.

2020 წლამდე შეიცვლება 10

სატვირთო, 13 ავტობუსი, 7

სპეციალური, 2 "ჯიპის" და

14 "სედანის" ტიპის

ავტომანქანა

საჯარო ტრანსპორტი

ღონისძიება 4.4. საქალაქთაშორისო

ტრანსპორტის სქემის

გაუმჯობესება

საქალაქთაშორისო მიმოსვლის

ავტოსადგური (ავტობუსებისა

და მიკროავტობუსებისათვის)

გადავა ქალაქის განაპირას,

ცხინვალის გაზატკეცილზე,

რითაც გამოირიცხება მათი

ქალაქში გადაადგილება

42 ავტობუსი და 32 მიკრო–

ავტობუსი შიდა მუნი–

ციპალური და დედაქა–

ლაქთან კონტაქტისათვის

5.მიწათსარგებლობის დაგეგმვა

ღონისძიება 5. 1 ქალაქის გამწვანება განახლდება კულტურისა და

დასვენების პარკი ქალაქის

ერთ–ერთ დიდ, წმინდაწყლის

რაიონში.

დაირგვება დაახლოებით

4000 ახალი ნარგავი.

ღონისძიებების აღწერა

ა) შენობების სექტორი

ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის ღონისძიებები მუნიციპალურ და საცხოვრებელ შენობებში

ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმის შესასრულებლად მუნიციპალიტეტს შეუძლია

განახორციელოს საბავშვო ბაღებისა და სხვა მუნიციპალური შენობების ენერგოეფექტურობის

ამაღლების სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა თბოიზოლაციის ღონისძიებები ( შენობების გარე

Page 24: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

24

კარკასის გამოცვლა–შეკეთება: ფასადის/კედლების დათბუნება, სახურავების შეკეთება და კარ–

ფანჯრების დაგმანვა ან/და გამოცვლა, სადარბაზოების დახურვა), ენერგოეფექტური ნათურებით

ძველი ვარვარების ნათურების შეცვლა და განახლებადი ენერგიის წყაროებით წიაღისეული საწვავის

ჩანაცვლება, ასევე ენერგიის ხარჯვისა და დაზოგვის კონტროლის ღონისძიებები.

თბოიზოლაციის გაუმჯობესება

შენობების თბილიზოლაცია შედარებით ხელმისაწვდომი ღონისძიებაა, რომელიც ზოგავს საკმაოდ

დიდ სითბურ ენერგიას, მით უმეტეს, რომ შენობების უმეტესობა აშენებულია ძველი, საბჭოთა

სტანადარტებით ან მათ ქვემოთ.

რამდენადაც სახურავები არ საჭიროებს შეკეთებას მთელი ქალაქის მასშტაბით, არა მარტო

მუნიციპალურ, არამედ საცხოვრებელ სექტორშიც, გარდა გამგეობის შენობისა, ეს ღონისძიება

ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული არ არის, გარდა ამ

ერთადერთი შემთხვევისა. დანარჩენ საშუალებებს შორის არის ფასადის/კედლების დათბუნება, კარ–

ფანჯრების შეცვლა თანამედროვე მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრებით ან დაგმანვა სპეციალური

საიზოლაციო ლენტებით, ასევე სადარბაზოების დახურვა (კარებებით) საცხოვრებელ სექტორში.

გამომდინარე საბიუჯეტო სახსრების სიმცირიდან, წინამდებარე გეგმაში თბოიზოლაციის

ზემოთაღნიშნული ღონისძიებების განხორციელება გათვალისწინებულია სხვადასხვა კომბინაციით

მხოლოდ 5 მუნიციპალურ შენობასა (1 საპილოტე შენობა, 3 საბავშვო ბაღი და 1 გამგეობის შენობა) და

7 საცხოვრებელ კორპუსში. აქედან, ყველა ზემოთჩამოთვლილი თბოიზოლაციის საშუალება,

სხვადასხვა კომბინაციით (იხ. ცხრ.11) გათვალისწინებულია ხუთივე შენობაში. რაც შეეხება 7

საცხოვრებელ კორპუსს, მათში გათვალისწინებულია მხოლოდ სადარბაზოების დახურვა –

მობინადრეთა მხრიდან 10%–იანი თანადაფინანსების პირობებში.

ემისიის დაზოგვის პოტენციალის გამოთვლა თბოიზოლაციის ღონისძიებებიდან ემყარება

ექსპერტულ შეფასებას თბოზოლაციის ჩამოთვლილი საშუალებების საქართველოში მისაწვდომი

თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ არსებული საერთაშორისო პრაქტიკული შეფასებების

საფუძველზე. ამრიგად, თბოიზოლაციის სრული პაკეტის შემთხვევაში (კარ–ფანჯრის, სახურავის,

კედლების, შესასვლელის თბოიზოლაცია) დაზოგვის პოტენციალი ფასდება 32–40% ფარგლებში ([3]).

კონსერვატიული შეფასებით ჩვენი მაქსიმალური დათბუნების შემთხვევისთვის (ღონისძიება 1.1 1)

აღებულია 30%, სახურავის თბოიზოლაციის გამოკლებით – 25%, მხოლოდ კარ–ფანჯრისა და

სახურავის გამოცვლით – 20, ხოლო მხოლოდ შესასვლელის დახურვის შემთხვევაში – 10%.

მოქმედების მონაცემები: მოხმარებული ენერგიის რაოდენობა (ელექტრობა და ბუნებრივი აირი)

მუნიციპალური შენობების სრული ჩამონათვალისთვის შეგროვდა მუნიციპალიტეტში შექმნილი

სამუშაო ჯგუფის მიერ. ასევე მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო ელექტროენერგიისა და ბუნებრივი

აირის მოხმარების მონაცემების მოწოდება მთელი საცხოვრებელი სექტორისათვის.

7 საცხოვრებელ კორპუსში გასატარებელ ღონისძიებათათვის მოქმედების მონაცემების (ენერგიის

მოხმარება თითო კორპუსში) შესაფასებლად გამოყენებულ იქნა კორპუსების რაოდენობა (191) და

გამოითვალა კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა კერძო სახლების მთელი

Page 25: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

25

რაოდენობიდან (6260) და იმ დაშვებიდან გამომდინარე, რომ თითო კერძო სახლში ცხოვრობს

დაახლოებით 4 ადამიანი, რაც შეადგენს 25 040 ადამიანს, ანუ ქალაქის მთელი მოსახლეობის (49,5

ათასი) დაახლოებით ნახევარს.

ამის გათვალისწინებით, შეფასების შედეგად მოქმედების მონაცემები ასეთია:

ქალაქის მოსახლეობა 49.5 ათასი კაცი,

კორპუსებში და კერძო სახლებში მცხოვრები ოჯახების თანაფარდობა 1:1

ქალაქის მოსახლეობის მთლიანი მოხმარება: ელექტროენერგია 59.4, ბუნებრივი აირი 92630.34

(მვტსთ);

კორპუსების მთლიანი მოხმარება: ელექტროენერგია 29.4, ბუნებრივი აირი 46315.17 (მვტსთ)

1 კორპუსის მოხმარება: ელექტროენერგია 0.155, ბუნებრივი აირი 242.4878 (მვტსთ)

საპილოტე შენობად შერჩეულ იქნა ცენტრალური სპორტული სკოლა, რომელიც გამოირჩევა დიდი

ენერგიის მოხმარებით.

ღონისძიება 1.1. თბოიზოლაციის გაუმჯობესება მუნიციპალურ შენობებში და

ღონისძიება 2.1. თბოიზოლაციის გაუმჯობესება მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებში.

სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია 5 მუნიციპალური შენობის (გამგეობის შენობის, საპილოტე

შენობის (ცენტრ. სპორტ.სკოლა) და სამი საბავშვო ბაღის) კაპიტალური თბოიზოლაცია კარ–

ფანჯრების გამოცვლით მეტალოპლასტმასის თანამედროვე კარ–ფანჯრებით მთელ შენობაში და

შესასვლელების დახურვით, სხვა სახის სარემონტო სამუშოებით, რითაც მიიღწევა დაგროვილი

სითბოს უკეთესი შენახვა და, ექსპერტული შეფასებით, დაიზოგება დაახლოებით 20–იდან 30%–მდე

სითბო.

აღნიშნული თბოსაიზოლაციო ღონისძიებით ემისიის შემცირების პოტენციალის შეფასება მოხდა

კონკრეტული მუნიციპალური შენობების მიერ წლის (საბაზისო 2012 წლის) განმავლობაში

გასათბობად მოხმარებული ენერგიის რაოდენობაზე და დაზოგვის პროცენტზე დაყრდნობით, იმ

დაშვებით, რომ გასათბობად მოიხმარება ბუნებრივი აირის 80% და ელექტროენერგიის 20%.

რაც შეეხება საბინაო (საცხოვრებელ) სექტორს, გათვალისწინებულია (ღონისძიება 2.1, ცხრ. 9)

სადარბაზოების დახურვა 2013 წლიდან 2020 წლამდე, წელიწადში თითო კორპუსისათვის,

მობინადრეთა თანადაფინანსების პირობებში. მუნიციპალიტეტს რეალურად მიაჩნია ასეთი გათვლა,

თუმცა მხოლოდ მობინადრეებთან წინასწარი ახსნა–განმარტებითი და ცნობიერების ამაღლების

სამუშაოების შემდეგ, რაც წინ უნდა უძღოდეს ამ ღონისძიების განხორციელებას, რათა მოსახლეობას

განემარტოს თბოიზოლაციის მნიშვნელობა და ეკონომიკური სარგებელი. ასეთი

გასათვითცნობიერებელი სამუშაოების ჩატარება გათვალისწინებულია ამ გეგმაში. აღსანიშნავია, რომ

აღნიშნული თბოსაიზოლაციო ღონისძიება განხორციელდება იმავე საცხოვრებელ კორპუსებში,

რომელშიც ენერგოეფექტური ნათურების დარიგების ღონისძიება 2.2.

Page 26: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

26

დაზოგვის პოტენციალი განსხვავებულია გამგეობის, საპილოტე, საბავშვო ბაღებისა და

საცხოვრებელი კორპუსების შენობებისთვის, გამომდინარე მათში გათვალისწინებული

თბოსაიზოლაციო სამუშაოების პაკეტის სისრულიდან. ყველაზე სრული პაკეტი გათვალისწინებულია

გამგეობის შენობისათვის (კარ–ფანჯრების, სახურავის გამოცვლა, ფასადის დათბუნება), სადაც

ადგილი აქვს ელექტროენერგიის დიდ დანაკარგებს შენობის დაბალი ენერგოეფექტურობის გამო.

საპილოტე შენობაზე დაგეგმილია იგივე ღონისძიებების განხორციელება, რაც გამგეობის შენობაზე,

გარდა სახურავის გამოცვლისა, ხოლო სამივე საბავშვო ბაღზე – (კარ–ფანჯრების და სახურავის

გამოცვლა; საცხოვრებელი კორპუსებისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ სადარბაზოების

დახურვის ღონისძიება.

გათბობისათვის დახარჯული ენერგიისათვის გაკეთდა დაშვება, რომ გათბობაზე საშუალოდ

იხარჯება მოხმარებული გაზის 80 და ელექტროენერგიის 20%, რადგან არ შეიძლება ითქვას, რომ

ელექტროენერგია არ მოიხმარება გათბობისათვის და ზოგიერთ შენობაში ის გათბობის უმთავრესი ან

ერთადერთი წყაროა. ამ დაშვების შესაბამისად გამოითვალა გათბობაზე მოხმარებული საერთო

ენერგია და მისგან, – დაზოგილი ნაწილი (%), ხოლო დაზოგილი ენერგიის შესაბამისი ემისიია

გამოითვალა ელექტროენერგიისა და გაზის წილებისათვის შესაბამის ემისიის კოეფიციენტზე

გამრავლებით.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მუნიციპალურ და საცხოვრებელ შენობებში დაგეგმილი

თბოსაიზოლაციო ღონისძიებების (1.1 და 2.1) შედეგად დაზოგილი ენერგია და შესაბამისი

ნახშირორჟანგის ემისიები გამოთვლილი და მოცემულია ცხრილში:

ცხრილი 12. შენობების თბოიზოლაციის ღონისძიებების შედეგად დაზოგილი ენერგია და ნახშირორჟანგის

ემისიები 2020 წლამდე

დაწესებულებები

ენერგიის მოხმარება

(მვტსთ) საბაზისო წელს

დაზ

ოგ

ვის

%

წლებ

ის

რაო

დენ

ობა

დაზოგილი

ემისია

წელიწადში

დაზოგილი

მოხმარება

წელიწადში

(მვტსთ)

დაზოგილი

ემისია

2020

წლამდე

ტCO2

დაზოგილი

მოხმარება

2020

წლამდე

(მვტსთ) ელ.ენერგია გაზი

გამგეობის შენობა 449.981 13.567 30 6 2.051 30.255 12.305 181.53

საპილოტე

(სპორტ.სკოლა) 45.902 346.765 25 6 14.128 71.648 84.766 429.889

ბაღი #3 3.253 33.304 20 7 1.083 5.459 7.582 38.211

საბ. ბაღი #10 3.647 54.259 20 6 1.761 8.827 10.567 52.964

საბ. ბაღი#19 6.667 85.116 20 5 2.765 13.885 13.823 69.426

საცხოვრებელი კორპუსი 0.1555 242.488 10 7 3.919 19.402 27.431 135.815

საცხოვრებელი კორპუსი 0.1555 242.488 10 6 3.919 19.402 23.513 116.413

Page 27: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

27

საცხოვრებელი კორპუსი 0.1555 242.488 10 5 3.919 19.402 19.594 97.011

საცხოვრებელი კორპუსი 0.1555 242.488 10 4 3.919 19.402 15.675 77.609

საცხოვრებელი კორპუსი 0.1555 242.488 10 3 3.919 19.402 11.756 58.206

საცხოვრებელი კორპუსი 0.1555 242.488 10 2 3.919 19.402 7.838 38.804

საცხოვრებელი კორპუსი 0.1555 242.488 10 1 3.919 19.402 3.919 19.402

სულ 510.539 2230.425 49.219 265.889 238.769 1315.286

აქედან ღონისძიებებზე 1.1 და 2.1 მოდის შესაბამისად 129.043 და 109.726 ტ CO2 ემისია

მზის ბატარეების დაყენება

ღონისძიება 1.2. მუნიციპალურ შენობებში (3 საბავშვო ბაღი) მზის ბატარეების დაყენება

საბავშო ბაღები მიეკუთვნება მერიის განსაკუთრებული მზრუნველობის სფეროს და მათში, გარდა

საერთოდ მუნიციპალურ შენობებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებებისა (შენობების დათბუნების

ღონისძიება 1.1. 3), ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილია

კიდევ ერთი დამატებითი ღონისძიების განხორციელება, რაც მდგომარეობს 3 საბავშვო ბაღში ცხელი

წყლით მომარაგების მიზნით მზის ბატარეების დაყენებაში, რაც ერთდროულად დაზოგავს ენერგიის

მოხმარებას და შესაბამის ემისიებს.

ცხადია, რომ საბავშვო ბაღებში ცხელი წყლის მოხმარებაზე არის განსაკუთრებული მოთხოვნა

ბავშვების დაბანის საჭიროებიდან გამომდინარე. ამ დაწესებულებებში მოხმარებული ენერგიის

დიდი წილი გათბობისა და საჭმლის მომზადების შემდეგ სწორედ წყლის გაცხელებაზე მოდის.

მზის ბატარეების დაყენება საბავშვო ბაღებში ემსახურება არა მარტო წყლის გაცხელების მიზანს და

სათბურის გაზების ემისიის შემცირებას ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმის ფარგლებში,

არამედ, ასევე არატრადიციული განახლებადი ენერგეტიკის დანერგვის ხელშეწყობასაც. სიძვირისა

და დაბალი სიმძლავრის გამო მზის ენერგიის ბატარეების დანერგვა მოსახლეობისთვის ხშირად

ხელმიუწვდომელია, ხოლო საბავშვო ბაღებში წყლის გაცხელების მიზნით ეს ღონისძიება

ადექვატური ჩანს მოთხოვნილების მასშტაბის გათვალისწინებით, ამას გარდა, სათბურის გაზების

ემისიის შემცირების მიზანი წინამდებარე სამოქმედო გეგმაში დამატებით მოტივაციას ქმნის ამ სახის

ენერგიის დანერგვის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისათვის.

დაზოგილი ენერგიის გაანგარიშება მოხდა წყლის გაცხელებისათვის გამოყენებული ბუნებრივი

აირის ჩანაცვლებიდან, რადგან წყლის გაცხელებისას ძირითადად მოიხმარება ბუნებრივი აირი.

საქართველოში, კერძოდ, ქართლის რეგიონში, მზის ენერგია შეფასებულია წელიწადში 1200–1500

კვტსთ–ის ფარგლებში. მზის პანელების ოპტიმალური დიზაინის შემთხვევაში და მზის ენერგიის

კოლექტორის 70%–იანი ეფექტიანობის გათვალისწინებით წელიწადში 1მ2–ზე შეიძლება მიღებულ

იქნას 1500*0.7=1050kvt.sT ენერგია. 10 მ2–ზე ეს უდრის 10500 kvt.sT, რაც სავსებით საკმარისია

საშუალო ზომის საბავშვო ბაღში ცხელი წყლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მზის

Page 28: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

28

ენერგიის ეს რაოდენობა დაზოგავს ამდენივე კვტსთ ბუნებრივ აირს, რაც შეესაბამება 2.121ტ CO2

წელიწადში 1 საბავშვო ბაღიდან. საბავშვო ბაღების შედარებითი ზომების გათვალისწინებით, სამივე

შენობაში საკმარისი იქნება 40 მ2 საერთო ფართობის პანელების დაყენება, რაც შეესაბამება 8.484 ტ CO2

წელიწადში. იმ გათვლით, რომ მზის კოლექტორების დაყენება საბავშვო ბაღებში მოხდება რიგ–

რიგობით 2013, 2014 და 2015 წლებში, კოლექტორების მოქმედების ვადის (2020 წლამდე)

განმავლობაში, ემისიები შემცირდება (7+6+5)* 8.484 = 18*8.484 = 152.712 ტ CO2.ხოლო შესაბამისი

მოხმარება = 1050kvt.sT *40*18 = 756 მეგავტსთ.

ენერგოეფექტური ნათურების დაყენება: ღონისძიება 1.3 და ღონისძიება 2.2.

ეს ღონისძიება გულისხმობს ქვეყანაში გავრცელებული არაეფექტური ვარვარების ნათურების

შეცვლას თანამედროვე ენერგოეფექტური ნათურებით, განათებისათვის მოხმარებული

ელექტროენერგიის დაზოგვისა და შესაბამისად CO2 ემისიის შემცირების მიზნით.

გავრცელებული ვარვარების ნათურა, რომელიც დაბალი ენერგოეფექტურობის გამო ბევრ

ელექტროენერგია მოიხმარს და გამოყენების ვადაც დაბალი აქვს, უკიდურესად წამგებიანია

მოსახლეობისათვის, მაგრამ ენერგოეფექტური ნათურები მაინც ვერ სარგებლობს დიდი

პოპულარობით მოსახლეობაში, მათი შედარებითი სიძვირის გამო. უბრალო გამოთვლებითაც კარგად

ჩანს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნათურები მომგებიანია, მაგრამ მოსახლეობის დაბალი

მსყიდველობითუნარიანობისა და ნაწილობრივ ტრადიციული პრაქტიკის გამო საჭიროა დამატებითი

მოტივაცია თანამედროვე ნათურების ფართოდ დასანერგად.

ღონისძიება 2.2 მიზნად ისახავს საპილოტე მრავალბინიან შენობებში (7 შენობა) თითო ოჯახში თითო

ენერგოეფექტური ნათურის დარიგებას იმ გათვლით, რომ ყველა ოჯახში ის დაყენდება ყველაზე

ხშირად და დიდხანს გასანათებელ ოთახში, სადაც ოჯახი საღამოობით იკრიბება და ყველაზე მეტ

დროს ატარებს.

გატარებულ ღონისძიებას თან უნდა ახლდეს ახსნა–განმარტებითი მუშაობა საპილოტე შენობების

მცხოვრებლებთან ენერგოეფექტური ნათურების თავისებურებებისა და ეკონომიკური და

ეკოლოგიური სარგებლიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება გამოყენებული იქნება

იმავე საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებშიც გათვალისწინებულია სადარბაზოების დახურვის

ღონისძიება 2.1, და მოსახლეობასთან ენერგოეფექტურობასა და ენერგიის დაზოგვაზე

საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება ხელს შეუწყობს ორივე ამ ღონისძიების განხორციელებას,

თანაც ნათურების უსასყიდლოდ დარიგება შეასრულებს სტიმულის როლს მობინადრეთა მიერ

სადარბაზოების დახურვის სამუშაოებში თანადაფინანსებით მონაწილეობის სურვილის გაღვივებაში.

ენერგიის დაზოგვის პოტენციალის გამოსათვლელად გამოყენებული იქნა ვარვარებისა და

ენერგოეფექტური ნათურების ეფექტურობის კოეფიციენტებს შორის სხვაობა, ხოლო დაზოგილი

ემისიის გამოსათვლელად – ეროვნული ელექტრული ქსელის კოეფიციენტი.

Page 29: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

29

საშუალო საცხოვრებელ კორპუსში არსებული ბინების რაოდენობა გაანგარიშდა 9–სართულიანი

სტანდარტული 2–სადარბაზოიანი კორპუსის მაგალითზე, რაც შეადგენს 9*3*2=54 ბინას. აქედან

გამომდინარე, თითოეულ კორპუსში დარიგდება 54 ენერგოეფექტური ნათურა.

თითო ნათურის მიერ დაზოგილი ელექტროენერგია გამოითვლება ვარავარების 60–ვატიანი

სტანდარტული ნათურისა და იმავე განათების მქონე ენერგოეფექტური (დაბალემისიიანი)

კომპაქტური ფლუორესცენტული ნათურის (CFL) მიერ მოხმარებული ენერგიის სხვაობიდან

გამომდინარე და შეადგენს მოხმარებული ელექტროენერგიის 68.5% ([7]:How to develop a sustainable

energy action plan (SEAP) – guidebook, part III, p.11):

1 ვარვარების ნათურის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 1 საათში = 60 ვტ=0.06 კვტ. თუ

ჩავთვლით, რომ დღე–ღამეში ეს ნათურა ანთია საშუალოდ 6 საათის განმავლობაში (ყველაზე

დიდხანს გამოყენებულ ოთახში), მაშინ მოხმარებული ენერგია უდრის 0.06 x 6=0.36 კვტ–სთ დღე–

ღამეში და 0.36 x 365 = 131.4 კვტ–სთ წელიწადში. მაშინ 68.5% ენერგიის დანაზოგი ტოლია 90.009 კვტ–

სთ–ისა, რაც 54 ნათურისათვის (ანუ თითო ოჯახისათვის) შეადგენს 4860.486კვტსთ წელიწადში,

რასაც შეესაბამება 0.2508 ტCO2 დაზოგილი ემისია.

თუ ეს ღონისძიება განხორციელდება ყველა იმ საცხოვრებელ კორპუსში, რომლებშიც გატარდება

სადარბაზოების დახურვის ღონისძიება 2.1, სქემით – თითო კორპუსის დათბუნება და ნათურების

გამოცვლა ყოველ წელს (2013–იდან 2020–მდე), მაშინ სამოქმედო გეგმის დასასრულს მთლიანი

დაზოგვა საცხოვრებელი კორპუსებიდან მარტო ამ ღონისძიებით შეადგენს 4860.486კვტსთ

*(7+6+5+4+3+2+1)= 4860.486*28=136.0936 მგტსთ და 7.022 ტ CO2.

ანალოგიურად იანგარიშება ელექტროენერგიისა და ნახშირორჟანგის ემისიის დაზოგვა

ღონისძიებიდან 1.3, რომელიც განხორციელდება მუნიციპალურ შენობებში. ეს რაოდენობები

იანგარიშება გამოსაცვლელ ნათურათა და წლების რაოდენობებიდან გამომდინარე.

თუ გავითვალისწინებთ ზემოთ გამოთვლილ დაზოგვას ერთი ნათურიდან წელიწადში (4860.486კვტ–

სთ ელექტროენერგია და 0.2508 ტCO2 ემისია), მაშინ მთლიანი დაზოგვა ელექტროენერგიისა 2020

წლამდე ყველა იმ შენობიდან, რომლებშიც განხორციელდება ღონისძიებები 1.3 და 2.2, შეადგენს,

როგორც ეს მოცემულია ცხრილში: ცხრილი 13. ელექტროენერგიისა და ნახშირორჟანგის ემისიის დაზოგვა ენერგოეფექტური ნათურების დაყენების

ღონისძიებებიდან შენობებში

შენობა

ღონისძიების

განხორციე–

ლების წელი

წლების

რაოდენობა

შესაცვლელი

ნათურების

რაოდენობა

ელ. ენერგიის

დანაზოგი

(მვტსთ)

CO2 ემისიის

დანაზოგი

(ტ)

გამგეობა 2014 6 300 8748.8748 451.442

ცენტრ.სპორტ.სკოლა 2014 6 500 14581.458 752.403

საბავშვო ბაღი #19 2013 7 32 1088.7489 56.179

საბავშვო ბაღი #10 2014 6 30 874.8875 45.144

საბავშვო ბაღი #3 2015 5 27 656.1656 33.858

სულ მუნიციპ.შენობებიდან 25950.13475 1339.02695

საცხოვრებელი კორპუსები (7) 2013–2020 7+6+5+4+3+2+1=18 54*7 136.0936 7.022

სულ შენობებში 26086.22835 1346.04895

Page 30: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

30

ღონისძიება 1.4. ენერგიის ხარჯვის კონტროლი და კლიმატ–კონტროლი მუნიციპალიტეტის

გამგეობის შენობაში

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა ქ. გორში გამოირჩევა ენერგიის დიდი რაოდენობის

ხარჯვით და დიდი დანაკარგებითაც, სათანადო ენერგოეფექტურობის არქონის გამო. განსაკუთრებით

დიდი რაოდენობით მოიხმარება ელექტროენერგია.

წინამდებარე სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია ამ შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია და

ენერგოეფექტურ შენობად გარდაქმნა, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად (თბოიზოლაციის

ღონისძიებები, ნათურების გამოცვლა), გულისხმობს შენობის კლიმატ–კონტროლის სისტემით

აღჭურვას და ენერგიის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფას. უკვე ჩატარებულია აღნიშნული

ღონისძიების წინასწარი გაანგარიშება და ექსპერტული შეფასება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული

ღონისძიების გატარების შედეგად ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდება დაახლოებით 2–ჯერ,

რაც დაზოგავს ნახშირორჟანგის ემისიებსაც და ბიუჯეტსაც. ამავე ექსპერტული გაანგარიშების

თანახმად დაზოგილი ფულადი სახსრები მეტობით ანაზღაურდება დაზოგილი ელექტროენერგიის

გადასახადიდან. ([2]).

ღონისძიებით 1.4 შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება და შესაბამისი ნახშირორჟანგის

ემისიები წელიწადში და მთლიანად 2020 წლამდე მოცემულია ცხრილში:

ცხრილი 14. კლიმატ–კონტროლისა და ენერგიის ხარჯვის რეგულირების სისტემის დანერგვის შედეგად გორის

მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებები

საბაზისო წელს (2012)

მოხმარებული

ელექტროენერგია

(მვტსთ)

ღონისძიების

გატარების შემდეგ

წლიური მოხმა–

რებული ელექტ–

როენერგია (მვტსთ)

წლიურად

დაზოგილი

ელექტროენერგია

(მვტსთ)

შესაბამისი

დაზოგილი

ემისია (ტCO2)

წელიწადში

დაზოგილი

ელექტროენერგია

(მვტსთ)სულ

(2020 წლამდე)

დაზოგილი ემისია

(ტCO2) სულ

(2020 წლამდე)

449.981 224.9905 228.9905 11.6095 1373.943 69.657

გარე განათება

აქ იგულისხმება მუნიციპალური საჯარო განათების ქვესექტორი მუნიციპალურ შენობათა სექტორში,

რომელიც მოიცავს ქუჩების განათებას და შენობების დეკორატიულ განათებას (გარედან).

ამჟამად, ქ. გორში დამონტაჟებული ქუჩის განათება აღჭურვილია არაენერგოეფექტური ნათურებით,

რაც განაპირობებს ამ ქვესექტორიდან საგრძნობ ენერგომოხმარებას და შესაბამის ემისიებს. 2012 წელს

ეს მოხმარება შეადგენდა 2441.507 მვტსთ. შეიმჩნევა მოხმარების ზრდის ტენდენციაც, გეოგრაფიული

დაფარვის არის გაფართოების კვალობაზე. ყოველივე ეს ამ ქვესექტორს აძლევს ენერგოდაზოგვის

მნიშვნელოვან პოტენციალს.

ამ ქვესექტორში გათვალისწინებულია ორი ღონისძიების გატარება:

Page 31: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

31

ღონისძიება 3.1. გარე (ქუჩის და შენობების დეკორატიული) განათების სანათების შეცვლა

თანამედროვე შუქ–დიოდური სანათებით და

ღონისძიება 3.2. გარე განათების მართვის ავტომატიზირებული სისტემის მოწყობა ელექტროენერგიის

ხარჯვის კონტროლისა და ავტომატური მართვისათვის სადისპეტჩერო პუნქტიდან.

ორივე ღონისძიების გატარება ჩაფიქრებულია კომბინაციაში, რაც უზრუნველყოფს ამ ქვესექტორის

მაქსიმალურ ენერგოეფექტურობას და მინიმუმამდე დაიყვანს ელექტროენერგიის ხარჯვას და

შესაბამისი CO2 ემისიას.

ძველი სანათების (ლამპიონებისა და დეკორატიული განათების ნათურების) შეცვლის ღონისძიება

(3.1) გულისხმობს ქალაქში არსებული მილისებური რკალური ნატრიუმიანი 3157 სანათის შეცვლას

თანამედროვე შუქდიოდური სანათებით (სანათი SMART 90 LED - 1260 ცალი, სანათი SMART 60 LED

- 269 ცალი, სანათი SMART 30 LED - 1584 ცალი და სანათი NTK 50 LED - 44 ცალი). მეორე

ღონისძიება კი (3.2) გულისხმობს გარე განათების მთელი ქსელის ავტომატიზირებული მართვის

სისტემის მოწყობას, რომელიც გააკონტროლებს ენერგიის ხარჯვას სადისპეჩერო პუნქტიდან.

ავტომატიზირებული მართვის ეს სისტემა უზრუნველყოფს ჩართვა–გამორთვის კონტროლს,

ეკონომიურ ხარჯვას დღის სხვადასხვა პერიოდში, უკანონო მოხმარების აღკვეთას). ეს ყოველივე

განაპირობებს ელექტროენერგიის მოხმარების დაზოგვას.

მუნიციპალიტეტში შესრულებულია ტექნიკურ–ეკონომიკური ანგარიში ორივე ამ

ღონისძიებისათვის, რომელიც იძლევა ამ ღონისძიებების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის

გაანგარიშების დეტალებს ([4]). ამ ანგარიშის მიხედვით, ორივე ღონისძიების შედეგად დაზოგილი

ელექტროენერგია შეადგენს წელიწადში 1850 მვტსთ, რაც 2020 წლამდე (7 წლის განმავლობაში,

რადგან ორივე ღონისძიების გატარება გათვალისწინებულია 2013 წელს) შეადგენს 12950 მვტსთ, და

შესაბამისად 668.22 ტ CO2 ემისიას.

შენობების სექტორში გასატარებელი ღონისძიებების შედეგად ჯამური დაზოგილი ენერგია და CO2

ემისიები მოცემულია ცხრილში:

ცხრილი 15. შენობების სექტორში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად (2020 წლამდე) დაზოგილი ენერგია და CO2 ემისია

ღონისძიებების სახე დაზოგილი ენერგია სულ (მვტსთ) დაზოგილი CO2 ემისია (ტ)

თბოიზოლაციის ღონისძიებები (1.1 და 2.1) 1315.286 238.769 (129.043+109.726)

მზის ბატარეების დაყენება (1.2) 756 152.712

ენერგოეფექტური ნათურების დაყენება (1.3 და 2.2) 26086.22835 1346.04895 (1339.02695+7.22)

Page 32: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

32

კლიმატ–კონტროლი / ენერგიის ხარჯვის მართვა (1.4) 1373.943 69.657

გარე განათების მოდერნიზაცია (3.1 და 3.2) 12950 668.22

შენობების სექტორში დაზოგვა სულ 42481.45735

2475.40695

ბ) ტრანსპორტი

ტრანსპორტის სექტორში განსახორციელებელი ღონისძიებები და სათბურის გაზების შემცირების

პოტენციალის შეფასება

ტრანსპორტის სექტორი წარმოდგენილია საგზაო ტრანსპორტით, რომელიც იყოფა კერძო,

მუნიციპალურ (სამსახურეობრივ) და საჯარო ტრანსპორტის ქვესექტორებად, რომელშიც შედის

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, წარმოდგენილი ავტობუსებით და მიკროავტობუსებით. საგზაო

ტრანსპორტის სექტორი წარმოადგენს სათბურის გაზების დიდ ემიტორს მთელს ქვეყანაში მრავალი

მიზეზის გამო, რაც საერთოა მთელი საქართველოსთვის და განსაკუთრებით გამოხატულია დიდ

ქალაქებში. ამ მხრივ ქ. გორი გამონაკლისს არ წარმოადგენს. მიუხედავად საავტომობილო გზების

უპრეცედენტო მშენებლობა–რეაბილიტაციისა მთელს ქვეყანაში, ისეთი მიზეზები, როგორიცაა

სატრანსპორტო პარკის განუხრელი ზრდა, მეორადი და ძველი მანქანების დიდი წილი, ტექნიკური

შემოწმების სისტემის მოშლა და საწვავზე შეზღუდვების არარსებობა მაინც განაპირობებს სათბურის

გაზების დიდ ემისიებს ამ სექტორიდან.

ქ. გორში საგზაო ტრანსპორტის პარკის ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია ენერგეტიკის

მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმაში, წარმოდგენილია მუნიციპალური დაქვემდებარებაში

მყოფი და საჯარო ტრანსპორტით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ღონისძიებები მიმართულია

მუნიციპალური დაქვემდებარების ავტომანქანების პარკის ემისიების შემცირებაზე, მაინც საჯარო

ტრანსპორტის ემისია შეფასებული იქნა საბაზისო დონეში, რადგან ზოგიერთი დაგეგმილი

ღონისძიება მასზეც აისახება.

შენიშვნა: ცალკე სავაჭრო და კომერციული მანქანების პარკის მიმართ წინამდებარე გეგმაში არ

განიხილება ემისიის შემცირების ღონისძიებანი, თუმცა პირველი ორი ღონისძიება აისახება მთელ

ტრანსპორტზე, მათ შორის ამ კატეგორიის მანქანებზეც.

ტრანსპორტის სექტორში ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სტრატეგია გულისხმობს:

– ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაუმჯობესებას;

Page 33: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

33

– მანქანათა პარკის განახლებას (მუნიციპალური სამსახურეობრივი).

ამ სტრატეგიიდან გამომდინარე შემუშავდა ტრანსპორტის სექტორში ენერგეტიკის მდგრადი

განვითარების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც შეირჩა

მაქსიმალური ეფექტიანობის კრიტერიუმით, რეალისტურობის და განხორციელებადობის

ფარგლებში. ეს ღონისძიებები მოიცავს მუნიციპალურ და საჯარო ტრანსპორტს, სადაც

მუნიციპალიტეტს აქვს ბერკეტები ღონისძიებათა გასატარებლად.

საგზაო ტრანსპორტში ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმით გათვალისწინებული

ღონისძიებებია:

ღონისძიება 4.1. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – სატრანსპორტო მაგისტრალების სრულყოფა:

სტალინის გამზირის მარცხენა განშტოების ცხინვალის გზატკეცილთან პირდაპირ დამაკავშირებელი

გზის მშენებლობა;

ღონისძიება 4.2. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – სატრანსპორტო მაგისტრალების სრულყოფა:

წმინდაწყლისა და ლიახვისგაღმა რაიონების დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობა;

ღონისძიება 4.3. მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი ტრანსპორტის განახლება – ძველი მანქანების

გამოცვლა;

ღონისძიება 4.4. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სქემის გაუმჯობესება – საქალაქთაშორისო

მიმოსვლის ავტოსადგურის გადატანა ქალაქის განაპირას.

ამ ოთხეულში ღონისძიებები 4.1, 4.2 და 4.4 წარმოადგენს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების

ღონისძიებებს.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება–სატრანსპორტო მაგისტრალების სრულყოფა და

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სქემის გაუმჯობესება:

ღონისძიება 4.1: სტალინის გამზირის მარცხენა განშტოების ცხინვალის გზატკეცილთან პირდაპირ

დამაკავშირებელი გზის მშენებლობა;

ღონისძიება 4.2. წმინდაწყლისა და ლიახვისგაღმა რაიონების დამაკავშირებელი უმოკლესი გზის

მშენებლობა და

ღონისძიება 4.4. საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტოსადგურის გადატანა ქალაქის განაპირას

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება შედის ქალაქის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებში.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები არის ყველაზე საშური ღონისძიებები, რომლებიც

წინ უნდა უსწრებდნენ სხვა ღონისძიებებს და რომლებმაც უნდა განმუხტოს ქალაქში

გადატვირთულობა და გააუმჯობესოს მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის. ამ სახის

Page 34: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

34

ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს გზების მშენებლობა–რეაბილიტაციასა და ქალაქში

მოძრაობის განტვირთვის სხვა საშუალებებს, უნდა დამთავრდეს 2014 წლამდე და ფონი შეუქმნას სხვა

სახის ღონისძიებების განხორციელებას.

ქ. გორში გზების რეაბილიტაცია ძირითადად დამთავრებულია და ცუდი გზები პრაქტიკულად აღარ

არსებობს. ამიტომ წინამდებარე მოქმედების გეგმაში არ იქნა შეტანილი გზების განახლება–

გაუმჯობესების ღონისძიებები. ამის ნაცვლად, აქცენტი გადატანილ იქნა ისეთი გზების

მშენებლობაზე, რომლებიც ამოკლებს მანძილს და განტვირთავს ქუჩის მოძრაობას.

ღონისძიებები 4.1 და 4.2 ითვალისწინებს სატრანსპორტო მაგისტრალების სრულყოფას გზის

დამოკლების თვალსაზრისით, ხოლო ღონისძიება 4.4 – საქალაქთაშორისო ავტოსადგურის გატანას

ქალაქის განაპირას, რაც ასევე ამოკლებს მანძილს. სამივე ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ქალაქში

ქუჩის მოძრაობის განტვირთვას და ამავდროულად ამცირებს მავნე, მათ შორის, სათბურის გაზების

გამონაბოლქვს.

აღსანიშნავია, რომ მესამე ღონისძიების შედეგი აისახება მხოლოდ საქალაქთაშორისო ავტობუსებსა

და მიკროავტობუსებზე, ხოლო პირველი ორი – მთელ ავტოტრანსპორტზე მუნიციპალიტეტის

მასშტაბით, და არა მხოლოდ ქალაქის ავტოტრანსპორტზე, რადგან ეს ღონისძიებები გულისხმობს

ქალაქიდან გამავალი გზების დამოკლებას, რითაც თანაბრად სარგებლობს მთელი რაიონის

მოსახლეობა.

ღონისძიება 4.1 გულისხმობს გზის მშენებლობას, რომელიც ქალაქის სტალინის გამზირის მარცხენა

განშტოებას პირდაპირ დააკავშირებს ცხინვალის გზატკეცილთან, რაც ამოკლებს ქალაქიდან

გზატკეცილზე გასასვლელ გზას დაახლოებით 2 კმ–ით; ხოლო ღონისძიება 4.2, რომელიც

მდგომარეობს წმინდაწყლისა და ლიახვისგაღმა რაიონების დამაკავშირებელი უმოკლესი გზის

მშენებლობაში, ამცირებს მანძილს 3–4 კმ–ით.

ორივე ამ ღონისძიების გატარების შედეგად შემცირებული ემისიების დასათვლელად გამოყენებული

იქნა მუნიციპალიტეტის ფარგლებში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი

(ცხრ.3). ამასთან პირველი ღონისძიებისათვის (4.1) გაკეთდა შემდეგი დაშვებები:

1. აღნიშნული გზით სარგებლობს ქალაქში მოძრავი მთელი ტრანსპორტის (მუნიციპალური

(სასამსახურე) და (კერძო, კომერციული) 10%;

2. ქალაქის განფენილობიდან გამომდინარე, ცხინვალის გზატკეცილზე ქალაქიდან გასასვლელი

გზის 2 კმ–ით დამოკლება შეესაბამება დაახლოებით 1/5.

3. საშუალო წლიური კილომეტრაჟი ყველა სახის მანქანისთვის ერთნაირი სიდიდით მცირდება.

Page 35: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

35

ამ დაშვებებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობს საქალაქთაშორისო

ტრანსპორტი, წელიწადში საწვავის მოხმარება ღონისძიება 4.1–ის გატარების შედეგად შემცირდება

მუნიციპალური (სასამსახურე) და (კერძო, კომერციული, საქალაქო) ტრანსპორტის საბაზისო

მოხმარებიდან 0.1*0.2*100=2%–ით, რაც ამდენივეთი შეამცირებს ემისიებსაც. იქიდან გამომდინარე,

რომ ამ გზის ექსპლუატაცია დაიწყება 2014 წლიდან, მთელი მოხმარება და ემისია შემცირდება

2%*6წ=12%–ით:

ცხრილი 16. ღონისძიება 4.1 შედეგად დაზოგილი საწვავი და ემისიები

ტრანსპორტის სახეობა საწვავის

საბაზისო

მოხმარება

სულ (მვტსთ)

საბაზისო

ემისიები

(ტCO2)

საწვავის

დაზოგვა 2%–

თ (მვტსთ)

ემისიის

დაზოგვა 2%–

ით (ტCO2

საწვავის

დაზოგვა

2020წ–მდე

(მვტსთ)

ემისიის

დაზოგვა

2020წ–მდე

(ტCO2)

მუნიციპალური

(სასამსახურე)

ტრანსპორტი

2360.966 583.11

47.21932

11.6622

330.53524

81.6354

დანარჩენი (კერძო,

კომერციული,

საქალაქო)

252686.7515 61581.48232

5053.73503 1231.629646 35376.14521 8621.40752

სულ 255047.7175 62164.59232 5100.95435

1243.291846 35706.68045 8703.04292

ანალოგიურად გამოითვალა ღონისძიება 4.2–ით დაზოგილი ემისიები. აქ გაკეთდა დაშვებები, რომ:

1.ლიახვისგაღმა კავშირით სარგებლობს ქალაქში მოძრავი ავტოტრანსპორტის 10%;

2.გზის დამოკლება შეესაბამება მთელი გზის 1/4;

3.საშუალო წლიური კილომეტრაჟი ყველა სახის მანქანისთვის ერთნაირი სიდიდით მცირდება.

მაშინ, საწვავის მოხმარება, და შესაბამისად, ემისიები, წელიწადში მცირდება 0.1*0.25*100= 2.5%–ით,

რაც 2014 წლიდან 2020 წლამდე შეადგენს მთელი საქალაქო ტრანსპორტის საბაზისო წლის

მოხმარებისა და ემისიის 2.5*6=15%.

ცხრილი 17. ღონისძიება 4.2 შედეგად დაზოგილი საწვავი და ემისიები

საწვავის

საბაზისო

მოხმარება

სულ (მვტსთ)

საბაზისო

ემისიები

(ტCO2)

საწვავის

დაზოგვა

2.5%–ით

(მვტსთ)

ემისიის

დაზოგვა

2.5%–ით

(ტCO2

საწვავის

დაზოგვა

2020წ–მდე

(მვტსთ)

ემისიის დაზოგვა

2020წ–მდე (ტCO2)

ტრანსპორტის სახეობა

მუნიციპალური (სასამსახურე)

ტრანსპორტი

2360.966 583.11 59.02415 14.57775 413.16905 102.04425

დანარჩენი (კერძო,

კომერციული, საქალაქო)

252686.7515 61581.48232

6317.168788 1539.537058 44220.18151 10776.75941

სულ 255047.7175 62164.59232 6376.192938 1554.114808

44633.35056 10878.80366

Page 36: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

36

აღსანიშნავია, რომ დაშვებული პროცენტაჟი კონსერვატიული შეფასებაა, რამდენადაც ქ. გორი და

მთლიანად რაიონი ინტენსიურად სარგებლობს გზატკეცილითა და ლიახვისგაღმა რაიონებთან

კავშირით, ერთის მხრივ, ქალაქის მდებარეობისა, და მეორეს მხრივ, მისი ადმინისტრაციული

მნიშვნელოვნების გამო.

ღონისძიება 4.4: საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტოსადგურის გადატანა ქალაქის განაპირას

ეს ღონისძიება გულისხმობს საქალაქთაშორისო მიმოსვლის 42 ავტობუსისა და 32 მიკროავტობუსის

პარკის მომსახურე ავტოსადგურის გატანას ქალაქის შემოგარენში, რითაც განიმუხტება ქუჩის

მოძრაობა და შემცირდება მანძილი, შესაბამისად – საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვი.

მოხმარებული საწვავის შემცირება გზის დამოკლების ხარჯზე გამოითვალა საქალაქთაშორისო

მანქანების მოძრაობის ტრაექტორიისა, სიგრძისა და რეისების რაოდენობიდან გამომდინარე (იხ. ცხრ.

6 და ცხრ.7) 1 კმ–ზე მოხმარებული საწვავის ხარჯის გამოყენებით და იმ დაშვებით, რომ ყოველ

რეისზე (გასვლა/შემოსვლა) გზა შემოკლდება დაახლოებით 2 კმ–ით:

ცხრილი 18. ქ. გორის ავტოსადგურიდან მოძრავი საქალაქთაშორისო ავტომანქანების მიერ ღონისძიება 4.4 შედეგად

დაზოგილი საწვავი და შესაბამისი CO2 ემისიები წელიწადში და 2020 წლამდე

ტრანსპორტის

სახეობა

რაო

დენო

ბა

ყველა

მანქანის

მიერ

დაზოგილი

მანძილი

(კმ) დღეში

დაზოგილი

მანძილი

(კმ)

წელიწადში

სტანდ.

კოეფი–

ციენტი

(კგ/კმ)

დაზოგილი

საწვავი(კგ)

წელიწადში

დაზოგილი

საწვავი

წელიწადში

(მვტსთ)

დაზოგილი

ემისია

წელიწადში

(ტCO2)

დაზოგილი

საწვავი სულ

(მვტსთ)

დაზოგილი

ემისია სულ

(ტCO2)

ავტობუსი (დიზელი) 7 28 10220 0.366

3740.52 44.67843691 11.92914265

312.7490584 83.50399858

ავტობუსი (დიზელი) 18 144 52560 0.247

12982.32 155.0666124 41.40278551

1085.466287 289.8194986

ავტობუსი (გაზი) 17 136 49640 0.251

12459.64 166.1285466 33.55796642

1162.899826 234.9057649

მიკროავტობუსი

გაზზე

16 128 46720 0.125

5840 77.8666729 15.72906792

545.0667103 110.1034755

მიკროავტობუსი

ბენზინზე

16 128 46720 0.1

4672 57.49156015 14.31539848

402.4409211 100.2077893

სულ 39694.48 501.231829 116.934361 3508.622803 818.5405269

ღონისძიება 4.3. სამსახურეობრივი ტრანსპორტის პარკის განახლება

ტრანსპორტის გამართულობის ხარისხი გავლენას ახდენს გამონაბოლქვზეც. საქალაქო ტრანსპორტის

რეგულარული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება ან/და გამოცვლა წარმოადგენს

ემისიის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას.

ეს ღონისძიება (4.3) გულისხმობს მუნიციპალურ სარგებლობაში მყოფი სამსახურეობრივი

მანქანების პარკის განახლებას. ამ ღონისძიების შეტანა წინამდებარე გეგმაში განაპირობა იმან, რომ

Page 37: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

37

ამჟამად მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი მანქანების პარკი საკმაოდ მოძველებულია, როგორც ეს

ასახულია ცხრილში: ცხრილი 19: მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი მანქანების რაოდენობა და ასაკი

#

მანქანის

სახეობა

საერთო

რაოდენობა

მოძველებულ

მანქანათა

რაოდენობა

1 სატვირთო 10 10

2 ავტობუსი 17 13

3 მიკროავტობუსი 1 0

4 სპეციალური 14 7

5 მსუბუქი - "ჯიპი" 7 2

6 მსუბუქი - " სედანი " 22 14

ჯამი 71 46

აღნიშნული ღონისძიებით იგეგმება ყველა მოძველებული მანქანების ეტაპობრივი გამოცვლა 2013–

2020 წწ. შემდეგი სქემით: ცხრილი 20: მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი მანქანების გამოცვლის რიგი და რაოდენობა წლების მიხედვით

ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შესაბამისად

მანქანების

რაოდენობა სულ მანქანების სახეობა 2013 2014 2015 2016 2017 2018

წლების რაოდენობა *

გამოცვლილი

მანქანების

რაოდენობაზე

10 სატვირთო

4

3 3

45

17 ავტობუსი

4 4 3 2 4 70

1 მიკროავტობუსი

1 2

14 სპეციალური 4 3 3 2

2 73

7 მსუბუქი - "ჯიპი" 2 1 1 1 1 1 34

22

მსუბუქი - " სედანი

" 5 4 4 3 3 3

106

ძველი მანქანების ახლით შეცვლის შედეგად დაზოგილი ემისიები იანგარიშება თითო მანქანის

(სახეობის გათვალისწინებით) მიერ დაზოგილი მოხმარებული საწვავიდან, რაც გაიანგარიშება

თითომანქანის მიერ 1 წელიწადში დაზოგილი საწვავიდან გამომდინარე და იმ განსხვავებაზე

დაყრდნობით, რაც არსებობს მოხმარებული საწვავის სტანდარტულ მნიშვნელობებსა [6] (რომლებიც

შეესაბამება ახალ მანქანებს) და რეალურ მნიშვნელობებს შორის. მოხმარების რეალური

მნიშვნელობების არქონის გამო გამოყენებულია ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის სამსახურეობრივი

მანქანებისათვის რეალურად აღრიცხული მონაცემები მოხმარებისა და კილომეტრაჟისთვის (იხ. [8]

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა, 2012). ეს

დაშვება გამართლებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მანქანათა ასაკის დაახლოებით

ერთნაირი განაწილების გამო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გორისთვის მსგავსი მონაცემების შეგროვება

ვერ მოხერხდა, ისევე, როგორც მათი შეფასება, რადგან შეუძლებელი გახდა მთელი რეალურად

Page 38: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

38

მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაანგარიშება ტრანზიტული ტრანსპორტის დიდი რაოდენობის

გამო.

ცხრილი 21. სტანდარტულ და რეალურ მოხმარებას შორის განსხვავებაზე დამყარებული ემისიის შემცირების

პოტენციალი 1 მანქანაზე წელიწადში მუნიციპალურ პარკში:

ტრანსპორტის

სახეობა

საწვავის მოხმარების

კოეფიციენტები (კგ/კმ)*

რეალური

მოხმარება (კგ)

1 მანქანაზე

წელიწადში

იგივე

მოხმარება (კგ)

1 მანქანაზე

წელიწადში

სტანდარტული

კოეფიციენტით

დაზოგილი

საწვავი (კგ)

დაზოგილი

საწვავი

(მვტსთ)

დაზოგილი

ემისია (ტCO2)

სტანდარ

ტული [6]

რეალური

სატვირთო

0.177 0.4**

4470

1977.975 2492.025

30.6682053 7.636

ავტობუსი

0.177 0.4

3352.5

1483.48125 1869.01875

23.001154 5.727

მიკროავტობუსი

0.085 0.19

1564.5

699.9078947 864.5921053

10.6401373 2.649

სპეციალური

0.082*** 0.16

2682

1374.525 1307.475

16.0904934 4.007

მსუბუქი - "ჯიპი"

0.082 0.16

2682

1374.525 1307.475

16.0904934 4.007

მსუბუქი - " სედანი

"

0.077 0.14

1788

983.4 804.6

9.90184208 2.466

სულ

7893.814145 8645.185855

106.392326 26.492

* მუნიციპალიტეტის სასამსახურე ყველა მანქანა ბენზინს მოიხმარს

** სატვირთო მანქანისთვის აღებულ იქნა ავტობუსის შესაბამისი სტანდარტული და რეალური მაჩვენებლები ამ სახის ბენზინიან მანქანებზე სტანდარტული კოეფიციენტის არარსებობის გამო, და აქედან გამომდინარე,რეალური მაჩვენებლებისთვისაც იგივე დაშვება გაკეთდა. *** სპეციალური მანქანებისთვის სტანდარტული მონაცემების არარსებობის გამო მისთვის აღებულ იქნა "ჯიპის" შესაბამისი მნიშვნელობები

იმისათვის, რომ ვიანგარიშოთ 2020 წლამდე დაზოგილი ემისიები სულ, უნდა გავითვალისწინოთ

ღონისძიების განხორციელების სქემა და თითოეული ტიპის მანქანაზე საერთო წლების რაოდენობა,

რამდენშიც მოხდება საწვავისა და ემისიების დაზოგვა ღონისძიების განხორციელების შედეგად

(ცხრ.20):

ცხრილი 22: ღონისძიება 4.3–ის გატარების შედეგად შემცირებული საწვავის მოხმარება და ემისიები 2020 წლამდე

მანქანების სახეობა საერთო წლების

რაოდენობა

წლიურად 1

მანქანის მიერ

დაზოგილი

საწვავი (მვტსთ)

წლიურად 1

მანქანის მიერ

დაზოგილი

ემისია (ტCO2)

2020 წლამდე

დაზოგილი საწვავი

(მვტსთ)

2020 წლამდე

დაზოგილი

ემისია (ტCO2)

სატვირთო 45 30.668 7.636 1380.069 343.62

ავტობუსი 70 23.001 5.727 1610.081 400.89

სპეციალური 73 16.090 4.007 1174.606 292.511

მსუბუქი - "ჯიპი" 34 16.090 4.007 547.077 136.238

Page 39: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

39

მიკროავტობუსი 2 10.640 2.649 21.280 5.298

მსუბუქი - " სედანი " 106 9.902 2.466 1049.595 261.396

სულ 330 106.392 26.492 5782.708 1439.953

ტრანსპორტის სექტორში გასატარებელ ღონისძიებათა საერთო შედეგი წარმოდგენილია ცხრილში 23:

ცხრილი 23: ტრანსპორტის სექტორში გასატარებელი ღონისძიებები და მათგან შემცირებული ემისიები ღონისძიებები დაზოგილი საწვავი

(მვტსთ) წელიწადში

დაზოგილი ემისიები

წელიწადში (ტCO2)

დაზოგილი საწვავი

(მვტსთ) სულ

დაზოგილი ემისიები

სულ (ტCO2)

4.1. 5100.95435

1243.291846 35706.68045 8703.04292

4.2. 6376.192938 1554.114808

44633.35056 10878.80366

4.3. 106.392 26.492 5782.708 1439.953

4.4. 501.231829 116.934361 3508.622803 818.5405269

სულ 12084.77112 2940.833015 89631.36181 21840.34011

მიწათსარგებლობის დაგეგმვის სექტორი

ღონისძიება 5.1. ქალაქის გამწვანება: კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია

ადმინისტრაციული, პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვის გამო ქალაქი გორი საჭიროებს

გამწვანების ღონისძიებების ინტენსიფიკაციას. როგორც ცნობილია, გარდა კლიმატის გაჯანსაღებისა,

ნარგავებს აქვთ სათბურის გაზების შთანთქმის ფუნქცია, რაც განაპირობებს ამ სახის ღონისძიების

შეტანას ქალაქის მდგრადი ენერგეტიკული განვითარების გეგმაში.

სამოქმედო გეგმით გათავალისწინებულია ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის

რეაბილიტაცია ქალაქის ერთ–ერთ დიდ, წმინდაწყლის რაიონში, რაც გულისხმობს საერთო ჯამში

4000 ძირი ნარგავის, ძირითადად, ცაცხვის და ნეკერჩხლის დარგვას. ეს დაეხმარება კლიმატის

გაჯანსაღებას ქალაქში პარკის ცენტრალური მდებარეობიდან გამომდინარე, რაც განაპირობებს

ტრანსპორტის ინტენსიურ მოძრაობას ამ ადგილებში. ეს ღონისძიება განხორციელდება

ეტაპობრივად, წელიწადის სწორად შერჩეულ მონაკვეთებში და საზოგადოების ფართო ფენების

ჩართვით და გარდა გამწვანებისა, აამაღლებს მოსახლეობის გარემოსდაცვით ცნობიერებას.

აღნიშნული ღონისძიების განხორციელებით, სავარაუდოდ, შთაინთქმება დაახლოებით წელიწადში

მინიმუმ 24 ტCO2, რაც 7 წელიწადში შეადგენს 168 ტ CO2. შთანთქმის კოეფიციენტები გამოყენებულ

იქნა სტანდარტული, 2003 Good Practice Guidance for LULUCF მიხედვით.

Page 40: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

40

მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები

ენერგეტიკის მდგრადი განვითარების წინამდებარე სამოქმედო გეგმა გულისხმობს მოსახლეობის

ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც, რომლებიც მდგომარეობს ენერგეტიკული დღეების, სხვა

ღონისძიებების მოწყობაში, როგორიცაა გარემოსდაცვით თემაზე ბავშვთა ნახატების გამოფენების

მოწყობა, დასუფთავების, ნარგავების დარგვის აქციების მოწყობა, ლექცია–სემინარების მოწყობა

კლიმატის ცვლილების საკითხის და მისი შედეგების, მოსახლეობის სამოქალაქო თვითშეგნების

მნიშვნელობაზე; ადგილებზე, მაგალითად, მრავალბინიან კორპუსებში, მოსახლეობასთან ახსნა–

განმარტებითი საუბრების მოწყობა გასატარებელ ღონისძიებებზე, ენერგოეფექტურ ნათურების

ხელსაყრელობაზე, ენერგიისა და წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე.

კიდევ ერთ ღონისძიებას ამ სფეროში წარმოადგენს ტრენინგების მოწყობა ენერგიის დაზოგვის

სფეროში ყველა რელევანტური პირისათვის, განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტის

თანამშრომელთათვის, - აღნიშნული გეგმის განხორციელების, მონიტორინგის, შესრულების

კონტროლის და მონაცემთა შეგროვებისა და დამუშვების საკითხებზე.

მოსახლეობის ცნობიერების ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანი ფაქტორია სამოქმედო გეგმით

გატარებული ღონისძიებების გრძელვადიანი შედეგების უზრუნველსაყოფად. ამ ღონისძიებების

დროში გაწერილ გეგმას ადგენს და მათ გატარებას კოორდინაციას უწევს სამოქმედო გეგმის სამუშაო

ჯგუფი, ხოლო კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

მთლიანად გასატარებელი ღონისძიებები და მათი ემისიის შემცირების პოტენციალი საბაზისო

ემისიათან შედარებით წარმოდგენილია შემაჯამებელ ცხრილში 24:

ცხრილი 24. გასატარებელი ღონისძიებები და მათი ემისიის შემცირების პოტენციალი საბაზისო ემისიათან შედარებით

ღონისძიება აღწერა ემისიის

შემცირება

((ტCO2)

საბაზისო

ემისიასთან

შედარებით %

1. მუნიციპალური შენობები

ღონისძიება 1.1. თბოიზოლაციის გაუმჯობესება 129.043 0.1544581

1)

2)

3)

ღონისძიება 1.2. მზის ენერგიის გამოყენება 152.712 0.18278872

ღონისძიება 1.3 ენერგოეფექტური ნათურების დაყენება 1339.02695 1.60274913

ღონისძიება 1.4 კაპიტალური რემონტი ენერგო–ეფექტურობის

უზრუნველსაყოფად

69.657 0.08337599

Page 41: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

41

2. საცხოვრებელი შენობები

ღონისძიება 2.1. სადარბაზოების დახურვა 109.726 0.1313366

ღონისძიება 2.2. ენერგოეფექტური ნათურების დაყენება საპილოტე

შენობებში

7.022 0.00840499

3. გარე განათება

ღონისძიება 3.1. გარე (ქუჩის და შენობების დეკორატიული) განათების

სანათების შეცვლა თანამედროვე შუქდიოდური სანათებით;

668.22 0.79982634

ღონისძიება 3.2. გარე განათების მართვის ავტმატი–ზირებული სისტემის

მოწყობა ელექ–ტროენერგიის ხარჯვის კონტროლისა და

ავტომატური მართვისათვის სადის–პეტჩერო პუნქტიდან

4. ტრანსპორტი

ღონისძიება 4.1. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება– სატრანსპორტო

მაგისტრალების სრულყოფა

8703.04292

10.4171125

ღონისძიება 4.2. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – სატრანსპორტო

მაგისტრალების სრულყოფა

10878.80366

13.0213907

მუნიციპალური ტრანსპორტი

ღონისძიება 4.3. სამსახურეობრივი ტრანსპორტის განახლება 1439.953

1.72355262

საჯარო ტრანსპორტი

ღონისძიება 4.4. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სქემის გაუმჯობესება 818.5405269 0.97975258

5.მიწათსარგებლობის დაგეგმვა

ღონისძიება 5. 1 ქალაქის გამწვანება, პარკის რეაბილიტაცია, 4000

ახალგაზრდა ნარგავის დარგვა (ნეკერჩხალი და ცაცხვი)

168 0.2010877

სულ (გამწვანების

გარეშე)

24315.7471 29.104

სულ 24483.7471 29.305

ამრიგად, ამ სამოქმედო გეგმით გასატარებელი ღონისძიებების შედეგად ნახშირორჟანგის ემისია 2020

წლისათვის შემცირდება (ჯამურად) 29.305 %–ით საბაზისო 2012 წლის ემისიასთან (=83545.3463 ტ

CO2) შედარებით.

Page 42: გორის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკის …1. ზოგადი სტრატეგია 7 ა)მიზნები

გორის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა

42

დასკვნა

მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელია გორის

მუნიციპალიტეტი, ხოლო მონიტორინგს განახორციელებს მერიაში სპეციალურად შექმნილი

ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულ

შესრულებას და 2 წელიწადში ერთხელ მოამზადებს მონიტორინგის ემისიის კადასტრს, რომელშიც

აისახება განვლილ 2 წელიწადში განხორციელებული ღონისძიებების შესრულების მდგომარეობა და

მათი შედეგები.

მონიტორინგი განხორციელდება ენერგიის მოხმარების მაჩვენებლებზე და გაკონტროლდება წლების

მიხედვით გაწერილი ღონისძიებების შესრულება და ხარისხი. შესაბამისად დაითვლება დაზოგილი

ემისიები.

მონიტორინგის შედეგების გაანალიზება მოხდება ჯგუფის შეხვედრებზე, და მათ მიხედვით

მიღებული იქნება რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის მიმდინარეობასა და შესრულებაში

კორექტივების შეტანის შესახებ, რომელბიც წარედგინება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.

გამოყენებული წყაროები

1.ქალაქ გორის განვითარების გენერალური გეგმა

2. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის კლიმატ–კონტროლისა და ენერგიის ხარჯვის

რეგულირების სისტემის წინასწარი შესწავლა–შეფასების ტექნიკურ–ეკონომიკური ანგარიში (შიდა

მოხმარებისათვის)

3.Holistic Strategies for Energy Efficient Refurbishment of the Housing Stock and Renewal of the Related

Energy Suuply System. – URBEnergy. Energy Efficiency and Integrated Urban Development Action, WP4,

Transnational Manual, -German Association for Housing, Urban and Spacial Development (DV) e.V. Germany.

http://urbenergy.eu/fileadmin/urb.energy/medias/partners_section/Partner_Outputs/main_results/Energy_

Efficient_Refurbishment_WP4_manual.pdf

4. ქ. გორის განათების სისტემის მოდერნიზაცია გარე განათების მართვის ავტომატიზირებული

სისტემის ( გგმას ) დანერგვით. ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიში. – ექსპერტ–კონსულტანტი გ.

ხუროშვილი

5. 2006 IPCC Guidelines for National GHG inventories, 2007

6. EMEP/EEA emission inventory guidebook 2009

7. How to develop sustainable energy action plan.

8. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა, 2012