51
მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: 18+ წელი

მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: 18+ წელი

Page 2: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 2

მოდული 1 // „ფინანსური ფეხბურთის“ პროგრამა

ფინანსური ფეხბურთი - ეს არის საგანმანათლებლო ვიდეოთამაში, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების შესწავლაში.

ეს თამაში ეფუძნება იდეას, რომ ვიდეოთამაშები ეფექტურ სასწავლო ინსტრუმენტს წარმოადგენს. ფინანსური ფეხბურთი მონაწილეებს რთავს სახალისო და კარგად ნაცნობ აქტივობაში და ამავდროულად, მათ ჯანსაღი ფინანსური და სოციალური უნარების გამოსამუშავებლად საჭირო ცოდნას სთავაზობს.

თამაშის განმავლობაში მოთამაშემ პასუხი უნდა გასცეს სხვადასხვა სირთულის შეკითხვებს, რათა წინ წავიდეს, გაიტანოს გოლი და გაიმარჯვოს. ფეხბურთის მსგავსად, პირადი ფინანსების წარმატებით მართვაც ჭკვიანური სტრატეგიის შემუშავებას, მოხერხებულობასა და შეუპოვრობას მოითხოვს.

ეს სასწავლო პროგრამა „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ფინანსური ფეხბურთის დაწყებამდე, როგორც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ისე სხვა ნებისმიერ მოთამაშეს გირჩევთ, გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ ოთხ შემეცნებით მოდულს, რათა გაგიადვილდეთ თამაშში მოცემული ფინანსური ტერმინებისა და კონცეფციების დაძლევა.

Page 3: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 3

მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე.

მოდულის აღწერა: ამ მოდულში მოთამაშეები ისწავლიან, თუ რატომ არის აუცილებელი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და გრძელვადიანი მიზნებისთვის დაზოგვა. მოთამაშეები ასევე გაეცნობიან სტრატეგიებს, რომლებიც მათ დაზოგვასა და გონივრულ ხარჯვაში დაეხმარება, და ისწავლიან როგორც შემნახველი ანგარიშების, ისე ინვესტიციების შესახებ.

ასაკი: 18+ წელი

ხანგრძლივობა: 60 წუთი

თემა: ეკონომიკა, მათემატიკა, ფინანსები, სამომხმარებლო და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები.

სწავლების მიზნები:

• პირადი ფინანსების მართვის უნარების გამომუშავება და ფულის გონივრული ხარჯვის მნიშვნელობის გააზრება.

• დაზოგვისგან სარგებლის მიღების უნარის სწავლა.

• გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის დანაზოგის შექმნის მნიშვნელობის გაანალიზება.

• დეპოზიტის ტიპების გაცნობა.

• საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა და შესაბამისი სტრატეგიების დასახვა.

მასალა: ტრენერებს/მასწავლებლებს შეუძლიათ ამობეჭდონ და მოთამაშეებს დაურიგონ ამ მოდულის ბოლოს წარმოდგენილი კითხვარი და წერითი სავარჯიშოები. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლიათ ფინანსური საკითხების გარშემო დამატებითი ინფორმაცია მოიძიონ ინტერნეტით, მათ შორის, ეწვიონ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებლის გვერდს - www.nbg.gov.ge/cp და „დაზოგვის საერთაშორისო დღისადმი” მიძღვნილ საგანმანათლებლო ვებგვერდს - www.grovia.com.ge. დამატებითი მასალა, ასევე, VISA-ს მიერ მომზადებული საერთაშორისო ფინანსური ლექსიკონი, მოთამაშეებს შეუძლიათ შემდეგ ვებგვერდზე იხილონ: www.practicalmoneyskills.com/assets/pdfs/lessons/lev9-12/Glossary.pdf.

პრაქტიკული სავარჯიშოების პასუხები ამ მოდულის ბოლო გვერდებზეა მოცემული.

Page 4: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 4

მოდული 1 // გზამკვლევი

ხშირად, ფეხბურთის თამაშისას, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად კარის შენახვა გვევლინება - მომენტი, როდესაც თამაშის ბოლო წამებზე მეკარე კარის მიმართულებით დარტყმულ ბურთს იღებს და კარს მშრალად ინახავს, ხოლო გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან. თუმცა ფეხბურთში, გამარჯვების მოპოვების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური ვარჯიშიც. მოედანზე ყველაზე წარმატებული მოთამაშეები, ხშირ შემთხვევაში, სწორედაც რომ ყველაზე დისციპლინირებული ფეხბურთელები არიან, რომლებმაც თავიდანვე გამოიმუშავეს ყოველდღიური ვარჯიშის ჩვევა. ამ კუთხით, ფინანსური განათლება ფეხბურთს წააგავს: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვევა, რომელიც ახალგაზრდას ადრეული ასაკიდანვე შეუძლია გამოიმუშაოს, ფულის გონივრული ხარჯვა და დაზოგვაა. ფულის დაზოგვა შესაძლოა ისე მიმზიდველად არ ჟღერდეს, როგორც კარის მშრალად შენახვა ან თამაშის მოგება, თუმცა ეს არის აუცილებელი უნარი, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება გამარჯვება რეალურ ცხოვრებაში მოიპოვონ - გააგრძელონ სწავლა უფრო მაღალ საფეხურებზე, მოიპოვონ ფინანსური თავისუფლება და მიაღწიონ დასახულ ფინანსურ მიზნებს.

შენიშვნა მასწავლებელს/ტრენერს: დაიწყეთ თემის განხილვა მონაწილეების გამოკითხვით, რათა გაარკვიოთ, ზოგავს თუ არა რომელიმე მათგანი თანხას, და თუ ასეა, რა მიზნით? მოსწავლის გათვლით, რა დრო დასჭირდება დასახული მიზნის მისაღწევად? მოიყვანეთ მყარი არგუმენტები იმის საჩვენებლად, თუ რა მნიშვნელოვანი და სასარგებლო ცვლილებები მოაქვს ფულის დაზოგვას ადამიანების ცხოვრებაში; ამის შემდეგ, განაგრძეთ საკითხის განხილვა ფულის დაზოგვის სხვადასხვა მიზნისა და მეთოდის წარდგენით. მაგალითისთვის, შეგიძლიათ ისაუბროთ სამომავლოდ უძრავი ქონების შეძენის მიზნით, სწავლისთვის, ან გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის დაზოგვაზე.

დაზოგვასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია და კონცეფციები (მსხვილი შრიფტით მოცემულია მნიშვნელოვანი ტერმინები. გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ამ მნიშვნელოვანი ტერმინების ახსნა)

რატომ უნდა დავზოგოთ ფული? ფულის დაზოგვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც შეგიძლიათ ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშაოთ. ეს უნარი საშუალებას მოგცემთ:

- მიაღწიოთ მოკლევადიან მიზნებს (როგორიცაა ახალი ვიდეოთამაშის ან ველოსიპედის შეძენა);

- იყოთ მზად გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის (როგორიცაა ველოსიპედის შეკეთების, ან სამედიცინო მიზნობრიობის ხარჯი);

- დასახოთ სამომავლო გეგმები (როგორიცაა სწავლის გაგრძელების დაფინანსება, ან მანქანის შეძენა).

სთხოვეთ მოსწავლეებს ჩამოთვალონ შესაძლო მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები და დაასახელონ გაუთვალისწინებელი ხარჯების მაგალითები.

რამდენი უნდა დავზოგოთ? შესაძლოა, თამაშის მონაწილები უკვე ზოგავენ გარკვეულ თანხას - თუნდაც ძალიან მცირეს - მაგ. აგროვებენ ხურდებს ყულაბაში ან დანაზოგს დეპოზიტზე. ჰკითხეთ მოსწავლეებს, მათი გათვლით, მათ ხელთ არსებული ფინანსური რესურსის დაახლოებით რა პროცენტის შენახვაა შესაძლებელი სამომავლოდ? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინებაც თითოეულ ადამიანს მეტის დაზოგვაში დაეხმარება:

- ექსპერტების რჩევაა მთლიანი შემოსავლის მინიმუმ 10%-ის რეგულარულად დაზოგვა;

Page 5: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 5

მოდული 1 // გზამკვლევი

- თუ ხართ ზრდასრული ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ფინანსურად უზრუნველყოფს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გადანახული გქონდეთ 3-6 თვის საცხოვრებელი ხარჯების მოცულობის თანხა;

- გაუთვალისწინებელი შემთხვევებისათვის დანაზოგის ქონა გაძლევთ დაცულობის შეგრძნებას და ისეთი მოვლენებისთვის გამზადებთ, როგორიცაა მოულოდნელი ავადმყოფობა, რომელსაც დაზღვევა არ ფარავს, სამსახურის დროებით დაკარგვა, ავტომობილის შეკეთება, და ა.შ.

დაზოგვის მეთოდები ფულის დაზოგვის უპირველესი წესია: პირველ რიგში გადაუხადე საკუთარ თავს. სხვა სიტყვებით, იმის ნაცვლად, რომ შემოსავლის მიღებისთანავე წახვიდეთ საყიდლებზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეამოწმოთ, დაგრჩათ თუ არა თანხა დანაზოგის გასაკეთებლად, თანხა მანამ უნდა გადადოთ დასაზოგად, სანამ ხარჯვას დაიწყებდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიჭირდებათ თანხის ეფექტურად დაზოგვა.

ხარჯე გონივრულად ფულის დაზოგვის დასაწყებად საუკეთესო ხერხია საკუთარი ხარჯების დეტალური შესწავლა და იმ ჩვევების შეცვლა, რომლებიც ხელს გიშლით უფრო მეტი თანხის დაზოგვაში. რაიმეს შეძენისას, უმჯობესია მიმართოთ კარგად აპრობირებულ სტრატეგიებს - როგორიცაა, მაგალითად, ერთსა და იმავე პროდუქტზე სხვადასხვა მომწოდებელთან ფასების შედარება და იმის აწონ-დაწონვა, თუ რამდენად შეესაბამება ახალი ნივთის მიერ მოტანილი ბედნიერება მის ღირებულებას - რაც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რამდენად გონივრულად ხარჯავთ ფულს. დანაზოგის შესაქმნელად ან გასაზრდელად, გაითვალისწინეთ შემდეგი ხერხებიც:

- შუადღის სადილის დროს, სწრაფი კვების ობიექტის სტუმრობის ნაცვლად, უმჯობესია გაისეირნოთ პარკში (რაც უფასოა) და მიირთვათ სახლიდან წაღებული სენდვიჩი ან ხილი. სწრაფი კვების ობიექტში სადილობის შემთხვევაში თქვენი ხარჯი დაახლოებით 5-15 ₾ იქნება;

- ფილმის პრემიერაზე კინოთეატრში ნახვის ნაცვლად (რომლის ხარჯიც დაახლოებით 20 ₾ იქნება (ბილეთი + პოპ-კორნი + გაზიანი სასმელი), შეგიძლიათ ისარგებლოთ ზოგიერთ სეანსზე შემოთავაზებული ფასდაკლებით, ან ფილმს სახლში, მეგობრებთან ერთად უყუროთ.

ჩამოწერეთ დაფაზე იმ აქტივობების სია, რომლებზეც თქვენი მოსწავლეები ფულს მიმდინარე კვირის განმავლობაში დახარჯავენ, და შესთავაზეთ მათი ისეთი ინიციატივებით ჩანაცვლება, რაშიც ნაკლები თანხა დაეხარჯებათ. ჯამში, რა თანხის დაზოგვას შეძლებდა მთელი კლასი ერთი კვირის განმავლობაში?

სად შევინახოთ დანაზოგი? განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ დაზოგვის გეგმის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნაწილს - მიუხედავად იმისა, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ზოგავენ ფულს, თუ გრძელვადიანი მიზნებისათვის - წარმოადგენს იმის შეფასებას, თუ სად არის შესაძლებელი დანაზოგის ყველაზე უსაფრთხოდ შენახვა და ყველაზე მაღალი სარგებლის მიღება.

ყულაბა კარგი ადგილია დღის ბოლოს მორჩენილი ხურდების შესანახად, თუმცა თუ თქვენ სერიოზულად უდგებით დანაზოგის შექმნის საკითხს, მაშინ უნდა დაფიქრდეთ დეპოზიტის გახსნაზე. დეპოზიტი (იგივე ანაბარი) - ეს არის კონკრეტული ვადით ან უვადოდ ბანკში განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. დეპოზიტზე შეძლებთ უსაფრთხოდ შეინახოთ და დააგროვოთ თანხა, და დეპოზიტის გახსნა თითქმის ყველა ბანკში შეგიძლიათ.

Page 6: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 6

ვინაიდან უკვე გავარკვიეთ, თუ სად შეგვიძლია დეპოზიტის გახსნა, დროა დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ მუშაობს დეპოზიტი. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერმინი:

დეპოზიტის შემთხვევაში ძირითადი თანხა ეწოდება იმ საწყის თანხას, რომლითაც ხსნით დეპოზიტს და იწყებთ დაზოგვას.

თანხის გატანა გულისხმობს დეპოზიტიდან ფულის მოხსნას.

თანხის შეტანა გულისხმობს დეპოზიტზე თანხის დამატებას.

ყულაბასა და ბანკში ფულის შენახვას შორის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს დანაზოგების დაცულობაში და დანაზოგებზე სარგებლის მიღების შესაძლებლობაში. ყულაბაში თქვენი დანაზოგი მხოლოდ მაშინ გაიზრდება, როდესაც მას თავად დაამატებთ ფულს. დეპოზიტზე, კი თქვენი დანაზოგი გაიზრდება არამარტო მაშინ, როდესაც მას თანხას დაამატებთ, არამედ საპროცენტო სარგებლის დარიცხვის გზითაც. საპროცენტო სარგებელი - ეს ის თანხაა, რომელსაც ბანკი დეპოზიტზე განთავსებულ დანაზოგზე გიხდით. შეიძლება ითქვას, რომ ბანკისთვის ფულის უსაფრთხოდ შესანახად გადაცემის გზით თქვენ ბანკს ფულს ასესხებთ, ბანკი კი სანაცვლოდ საპროცენტო სარგებელს გიხდით, რითაც თქვენი დანაზოგი იზრდება. ბანკი თქვენს ფულს სესხების გასაცემად და ინვესტიციების გასაკეთებლად იყენებს, რაც ბანკისთვის მომგებიანი საქმიანობაა.

მაშასადამე, საპროცენტო სარგებელი ბანკის მიერ თქვენს ძირითად თანხაზე პროცენტის სახით დარიცხული თანხაა. პროცენტის სახით გამოსახულ წლიურ სარგებელს წლიურ საპროცენტო განაკვეთს უწოდებენ.

არსებობს პროცენტის დარიცხვის მარტივი და რთული მეთოდები, რომლებსაც მოკლედ, მარტივ და რთულ პროცენტს უწოდებენ.

მარტივი პროცენტი არის საპროცენტო სარგებელი, რომელიც ერიცხება დეპოზიტზე ჩვენს მიერ განთავსებულ ძირითად თანხას და ის შემდეგი ფორმულით გამოითვლება:

ძირითადი თანხა x საპროცენტო სარგებელი x დრო = დარიცხული პროცენტი

მაგალითი: თქვენ ხსნით დეპოზიტს 1,000₾-ით, ანუ თქვენი ძირითადი თანხა 1,000 ლარს შეადგენს, ხოლო დეპოზიტზე შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთი წლიური 5%-ია. რამდენს შეადგენს თქვენი საპროცენტო სარგებელი პირველი წლის განმავლობაში? მოდი, გამოვიყენოთ ზემოთ მოცემული ფორმულა:

1000 ₾ x 5% (5% = 5/100 = 0.05) = 50 ₾. ამრიგად, ერთი წლით განთავსებულ დეპოზიტზე 50 ლარის ოდენობის საპროცენტო სარგებელი დაგერიცხებათ.

რთულ პროცენტს მარტივ პროცენტზე უფრო მეტად და სწრაფად შეუძლია გაზარდოს თქვენს დეპოზიტზე არსებული თანხა. რთული პროცენტის შემთხვევაში სარგებელი დაერიცხება როგორც თქვენს მიერ დეპოზიტზე განთავსებულ ძირითად თანხას, ისე დაგროვილ სარგებელსაც, რომელიც ძირითად თანხაზე უკვე მიიღეთ. სხვა სიტყვებით, პროცენტის დარიცხვა მოხდება ჯამურ თანხაზე (ძირითად თანხას დამატებული ბანკის მიერ წინა პერიოდში დარიცხული სარგებელი). შესაბამისად, როგორც ალბათ თავადაც ხვდებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ თქვენს დეპოზიტს სარგებელი პროცენტის დარიცხვის რთული მეთოდის გამოყენებით ერიცხება, უფრო მეტი თანხის შეგროვებას შეძლებთ.

ზემოთ მოყვანილი მარტივი პროცენტის მაგალითში, 1000₾-ის ოდენობის ძირითად თანხაზე, წლიური 5%-იანი მარტივი განაკვეთის პირობებში, 1-ლი წლის ბოლოს 50 ₾ მიიღეთ. ამ მაგალითში, მე-2 წლის

მოდული 1 // გზამკვლევი

Page 7: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 7

ბოლოსაც 50%-ს მიიღებთ, რადგან 5%-იანი სარგებელი ისევ მხოლოდ ძირითად თანხას, ანუ 1000-ს დაერიცხება. იგივე განმეორდება მე-3, მე-4 და ყოველი შემდგომი წლის ბოლოსაც.

რთული პროცენტის შემთხვევაში კი პირველი წლის ბოლოს დარიცხული 50₾ მეორე წლის დასაწყისში თქვენს ძირითად თანხას დაემატება, და შესაბამისად, მეორე წლის ბოლოს 5% უკვე 1050 ლარიდან გამოითვლება და არა ძირითადი 1000 ლარიდან, როგორც ეს მარტივი პროცენტის პირობებში ხდებოდა. ამრიგად, თქვენ მეტ სარგებელს მიიღებთ მეორე წელს (52₾ vs 50₾) და ეს თანხა ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში მუდმივად გაიზრდება.

პირველ წელს მიღებული საპროცენტო სარგებელი: 1,000 ₾ x 0.05 x 1 = 50 ₾

მეორე წელს მიღებული საპროცენტო სარგებელი: 1,050 ₾ x 0.05 x 1 = 52.50 ₾

„72-ის წესი“ ზემოთ განვიხილეთ, თუ რა განსხვავებაა პროცენტის დარიცხვის მარტივ და რთულ მეთოდებს შორის, და როგორ უნდა დავითვალოთ დეპოზიტზე მიღებული სარგებელი. გსურთ გაიგოთ, რა დროში გაორმაგდება დეპოზიტზე განთავსებული თანხა? „72-ის წესი“ არის უსწრაფესი ხერხი იმის გამოსათვლელად, თუ რა დრო დასჭირდება ბანკში თქვენს დანაზოგს გასაორმაგებლად იმ შემთხვევაში, თუ მასზე სარგებელი პროცენტის დარიცხვის რთული მეთოდით გერიცხებათ.

„72-ის წესის“ მიხედვით, 72 უნდა გაყოთ დეპოზიტზე შემოთავაზებულ წლიურ საპროცენტო განაკვეთზე და მიიღებთ წლების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა თქვენი დანაზოგის გასაორმაგებლად.

მაგალითად, თუ თქვენს დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთი 10%-ია და გსურთ შეიტყოთ, რა დრო დასჭირდება თქვენი დანაზოგის გაორმაგებას. ამისთვის:

72 უნდა გაყოთ 10-ზე და მიიღებთ 7.2 წელს.

დეპოზიტის ტიპები და არჩევანის გაკეთება საკუთარი დანაზოგის შესანახად საუკეთესო ადგილის შერჩევის პროცესში, მნიშვნელოვანია რამდენიმე ბანკის შემოთავაზების განხილვა, და მათი პირობებისა და დაკავშირებული ხარჯების შედარება. თქვენ ასევე უნდა გადაწყვიტოთ, თუ რომელი ტიპის დეპოზიტი იქნება თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი.

არსებობს სხვადასხვა ტიპის დეპოზიტი, რომელთა შორისაც არჩევანიც იმ მიზნის მიხედვით უნდა გავაკეთოთ, რისთვისაც ვზოგავთ ფულს. ზოგადად, დეპოზიტი შეიძლება იყოს ვადიანი, რომელსაც, როგორც სახელი მიგვითითებს, განსაზღვრული ვადით ვხსნით, და ბანკთან ვთანხმდებით, რომ ამ ვადის გასვლამდე, დეპოზიტიდან თანხას არ გამოვიტანთ, და უვადო - რომელსაც არ ვხსნით განსაზღვრული, შეზღუდული ვადით, და რომელსაც შეგვიძლია პერიოდულად დავამატოთ ან მოვაკლოთ თანხა.

დეპოზიტის ძირითადი სახეებია: • შემნახველი (იგივე მოთხოვნამდე, უვადო) დეპოზიტი - დეპოზიტი, რომელიც იხსნება უვადოდ

და რომელზეც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თანხის დამატება და გამოტანა;

• სტანდარტული ვადიანი დეპოზიტი - დეპოზიტი, რომელსაც კონკრეტული ვადით ხსნით, და რომელზეც ამ ვადის გასვლამდე არ შეგიძლიათ თანხის დამატება. ამ ტიპის დეპოზიტის დარღვევის შემთხვევაში, მიიღებთ უფრო ნაკლებ სარგებელს ვიდრე ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, ან საერთოდ ვერ მიიღებთ სარგებელს;

• ზრდადი ვადიანი დეპოზიტი - წააგავს სტანდარტულ ვადიან დეპოზიტს, რადგან მასაც კონკრეტული ვადით ხსნით, და მისი ვადაზე ადრე დარღვევის შემთხვევაშიც ნაკლებ

მოდული 1 // გზამკვლევი

Page 8: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 8

სარგებელს მიიღებთ (ან საერთოდ ვერ მიიღებთ სარგებელს); თუმცა, ზრდადი დეპოზიტის შემთხვევაში, შეგიძლიათ დეპოზიტს პერიოდულად დაამატოთ თანხა, რაც მას მოქნილობას სძენს;

• საბავშვო დეპოზიტი - ზრდადი ვადიანი დეპოზიტის სახე, რომელიც იხსნება 18 წლამდე ასაკის ნებისმიერი არასრულწლოვნისთვის, და რომლის გატანაც მის მფლობელს მაშინ შეუძლია, როდესაც ის 18 წლის გახდება.

თქვენზე მორგებული დეპოზიტის ტიპის შერჩევისას, უნდა გაიაროთ შემდეგი პროცესი: 1. განსაზღვრეთ, თუ რა მიზნით იწყებთ თანხის დაზოგვას;

2. გადაწყვიტეთ, თუ რამდენ ხანში გსურთ, რომ ხელმისაწვდომი გახდეს დეპოზიტზე არსებული თანხა.

3. განსაზღვრეთ, აპირებთ და შეძლებთ თუ არა დეპოზიტზე პერიოდულად თანხის დამატებას;

4. მოძებნეთ დეპოზიტი ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელითა და მომსახურების ყველაზე დაბალი საკომისიოებით (ანუ გადასახადებით).

ანგარიშის ლიკვიდობა განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად მარტივად მიგიწვდებათ ხელი მასზე არსებულ თანხაზე ფულადი დანაკარგების გარეშე. თუ საბანკო ანგარიში მაღალლიკვიდურია, ეს ნიშნავს, რომ ანგარიშზე არსებულ ფულზე ხელი მარტივად, დანაკარგების გარეშე მიგიწვდებათ. თუ გსურთ, რომ ყოველთვის შეგეძლოთ თანხის ანგარიშიდან ბანკომატის მეშვეობით გამოტანა, ე.ი. თქვენ მაღალლიკვიდური საბანკო ანგარიში გჭირდებათ, ხოლო თუ იცით, რომ თანხა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ დაგჭირდებათ, და გსურთ ეს თანხა სამომავლოდ დაზოგოთ, მაშინ თქვენ შედარებით დაბალლიკვიდური პროდუქტით უნდა ისარგებლოთ, როგორიცაა ვადიანი დეპოზიტი; თუმცა, თუ ვადიანი დეპოზიტიდან თანხას წინასწარ შეთანხმებულ ვადაზე ადრე გაიტანთ, მისაღებ ფულად სარგებელს ნაწილობრივ ან სრულად დაკარგავთ.

როგორც წესი, ყველაზე მაღალ ლიკვიდობას მიმდინარე ანგარიში და შემნახველი (იგივე მოთხოვნამდე) დეპოზიტი გთავაზობთ. ჩვეულებრივ, მიმდინარე ანგარიშზე მომხმარებლის თანხას სარგებელი არ ერიცხება და შესაბამისად, მიმდინარე ანგარიში თანხის დასაზოგად არ გამოდგება. მიმდინარე ანგარიშზე უმჯობესია იმ ოდენობის თანხა განათავსოთ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გჭირდებათ (მათ შორის, ბანკომატის მეშვეობით გამოსატანად), და რასაც სამომავლოდ, დანაზოგის სახით ვერ გადადებთ.

მიმდინარე ანგარიშის შემდეგ ყველაზე მაღალლიკვიდური პროდუქტია შემნახველი, იგივე მოთხოვნამდე დეპოზიტი, რომელზეც, მიმდინარე ანგარიშისგან განსხვავებით, გერიცხებათ საპროცენტო სარგებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოთხოვნამდე დეპოზიტზე შემოთავაზებული სარგებელი უფრო მცირეა, ვიდრე სხვა ტიპის დეპოზიტებზე. მოთხოვნამდე დეპოზიტზე თანხის დაგროვების დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ მომხმარებელი არ არის შეზღუდული თანხის შეტანისა და გატანის კუთხით - მას ნებისმიერ დროს შეუძლია დაამატოს ან მოაკლოს თანხა საკუთარ დანაზოგს. მოთხოვნამდე დეპოზიტი დაზოგვის კარგი საშუალებაა იმ შემთხვევებში, როდესაც წინასწარ არ იცით, თუ როდის შეიძლება დაგჭირდეთ დეპოზიტზე განთავსებული თანხა - ანუ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

თუ იცით, რომ დეპოზიტიდან თანხის ხშირად გამოტანა არ დაგჭირდებათ, მაშინ აჯობებს თანხა ანგარიშზე დიდი ხნის განმავლობაში ხელუხლებლად დატოვოთ, და მასზე შედარებით მაღალი სარგებელიც მიიღოთ. ამ შემთხვევაში, კარგი იდეაა სტანდარტული ან ზრდადი ვადიანი დეპოზიტის შერჩევა. ვადიანი დეპოზიტები წინასწარ განსაზღვრული ვადით იხსნება, და თუ ვადის ბოლომდე

მოდული 1 // გზამკვლევი

Page 9: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 9

დეპოზიტიდან თანხას არ გაიტანთ, მაშინ მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებთ. თუმცაღა, თუ დათქმულ ვადამდე ადრე დაგჭირდათ დანაზოგის გამოტანა - ანუ თუ მოგიწიათ დეპოზიტის დარღვევა - მაშინ ხელშეკრულებით დადგენილ სარგებელს ვეღარ მიიღებთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სტანდარტულ ვადიან დეპოზიტზე თანხის დამატება დეპოზიტის ვადის განმავლობაში არ არის შესაძლებელი, ზრდადი ვადიანი დეპოზიტი კი საშუალებას გაძლევთ მასზე პერიოდულად დაამატოთ თანხა. შესაბამისად, სტანდარტულ ვადიან დეპოზიტზე თანხის განთავსება იმ შემთხვევაში ღირს, თუ თავიდანვე გაქვთ გარკვეული თანხა ამ მიზნისთვის გადადებული, ზუსტად იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს თანხა არ დაგჭირდებათ, და არ გეგმავთ დეპოზიტის მოქმედების პერიოდში მასზე თანხის დამატებას.

საბავშვო დეპოზიტი კი, როგორც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ზრდადი ვადიანი დეპოზიტის სახეობაა, რამდენადაც ეს დეპოზიტიც თანხის რეგულარულად დამატების საშუალებას იძლევა. საბავშვო დეპოზიტი ბავშვის სრულწლოვანებამდე, ანუ 18 წლის ასაკამდე იხსნება, და, როგორც წესი, სტანდარტულ და ზრდად დეპოზიტებზე უფრო მაღალ საპროცენტო სარგებელს გთავაზობთ. საბავშვო დეპოზიტი მშობლებისთვის კარგი საშუალებაა დაზოგონ თანხა ბავშვის უნივერსიტეტში სასწავლებლად და სხვა ხარჯებთან გასამკლავებლად.

ქვემოთ მოცემული ცხრილი სხვადასხვა ტიპის დეპოზიტებს შორის ძირითად განსხვავებებს წარმოაჩენს:

მეტად ლიკვიდური ნაკლებად ლიკვიდური

დაბალი საპროცენტო სარგებელი მაღალი საპროცენტო სარგებელი

ნაკლები დანაზოგი მეტი დანაზოგი

შემნახველი ზრდადი ვადიანი სტანდარტული საბავშვო (მოთხოვნამდე) დეპოზიტი ვადიანი დეპოზიტი დეპოზიტი დეპოზიტი

რა არის, და როგორ შევარჩიო ჩემთვის შესაფერისი ინვესტიცია? დაიმახსოვრეთ, რომ თუ დანაზოგებზე ზრუნვას ადრეული ასაკიდანვე დაიწყებთ და გონივრულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებთ, შეძლებთ შექმნათ მაქსიმალურად დიდი დანაზოგი და თანდათანობით მნიშვნელოვანი კაპიტალიც დააგროვოთ. დაზოგვაზე ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ; მოდი ახლა ინვესტიციებს დავუთმოთ დრო.

ინვესტიციების განხორციელების ყველაზე გავრცელებული მეთოდი აქციების და/ან ობლიგაციების შეძენაა. აქციები და ობლიგაციები (იგივე ბონდები) ფასიანი ქაღალდებია.

აქციებში თანხის დაბანდება, ანუ აქციების შეძენა გულისხმობს კომპანიის გარკვეული წილის შესყიდვას. აქციის მყიდველებს, ანუ აქციონერებს კომპანიის მოგების გარკვეული პროცენტი ეკუთვნით. მოგების ნაწილს, რომელიც კომპანიის აქციონერებზე გაიცემა, დივიდენდი ეწოდება.

ობლიგაცია კი წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, რომლის შეძენითაც, თქვენ გასცემთ სესხს ობლიგაციის გამომშვებ კომპანიაზე ან სახელმწიფო ორგანიზაციაზე წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთითა და ვადით. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, აქციები და ობლიგაციები ჩვეულებრივ უფრო მაღალ საპროცენტო სარგებელს გვთავაზობენ, ვიდრე საბანკო დეპოზიტი.

მოდული 1 // გზამკვლევი

Page 10: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 10

ობლიგაციის მფლობელი, აქციონერისგან განსხვავებით, ობლიგაციის გამომშვები კომპანიის ან მთავრობის წილის მფლობელი არ ხდება.

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მიმდინარეობს. ბაზარს, სადაც ემიტენტების ახლადგამოშვებული ფასიანი ქაღალდები იყიდება, პირველადი ბაზარი ჰქვია. ამ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ხდება უშუალოდ ემიტენტების (ანუ ფასიანი ქაღალდების გამომშვები კომპანიების/ორგანიზაციების) ან ემიტენტების წარმომადგენელი საინვესტიციო ბანკების მიერ. იმ პირს, რომელიც ყიდულობს ფასიან ქაღალდებს, ანუ ახორციელებს ინვესტიციებს ფასიან ქაღალდებში, ინვესტორი ეწოდება. ამის შემდეგ, ინვესტორების მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა უკვე მეორად ბაზარზე ხორციელდება, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიც საფონდო ბირჟაა.

დაიმახსოვრეთ, რომ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დაკავშირებულია რისკებთან; ინვესტორის მიერ მოგების მიღება დამოკიდებულია ემიტენტის მომგებიანობაზე (ანუ იმ კომპანიის მოგებაზე, რომლის ფასიან ქაღალდებსაც ინვესტორი ყიდულობს) და ამ რისკებს მთლიანად ინვესტორი იღებს.

მოდული 1 // გზამკვლევი

Page 11: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 11

მოდული 1 // დისკუსია

ამ მოდულში, ჩვენ განვიხილეთ დეპოზიტის რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ტიპი. ის, თუ რომელი დეპოზიტი იქნება თქვენთვის ყველაზე შესაფერისი, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ: რა მიზნით ინახავთ ფულს? როგორი დამოკიდებულება გაქვთ რისკების მიმართ? რამდენად ლიკვიდური უნდა იყოს თქვენი ანგარიში?

თქვენი აზრით, ქვემოთ მოცემული შემთხვევებისთვის, დეპოზიტის რომელი ტიპის შერჩევა იქნება ყველაზე ოპტიმალური?

1. მომავალ წელს თქვენი ავტომობილის ახლით ჩანაცვლებას გეგმავთ; ამისთვის უკვე გაქვთ გარკვეული თანხა გადადებული და გსურთ მაქსიმალური სარგებლის მიღება.

[ საუკეთესო პასუხი: სტანდარტული ვადიანი დეპოზიტი და არა ზრდადი, ან შემნახველი]

2. გსურთ თანხის შეგროვება 2 წელიწადში თვითმფრინავის ბილეთის შესაძენად და საზღვარგარეთ მეგობრის ქორწილზე დასასწრებად.

[საუკეთესო პასუხი: ზრდადი დეპოზიტი]

3. გსურთ თანხის შეგროვება უახლოესი 6 თვის განმავლობაში ახალი ველოსიპედის შესაძენად.

[საუკეთესო პასუხი: ზრდადი დეპოზიტი]

4. გსურთ იქონიოთ თანხა დაუგეგმავი შემთხვევებისთვის - დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად ან ფასდაკლებების პერიოდში შოპინგისთვის.

[ საუკეთესი პასუხი: შემნახველი (მოთხოვნამდე) დეპოზიტი, რამდენადაც ამ შემთხვევაში დეპოზიტზე თანხა მუდმივად ადვილად ხელმისაწვდომი რჩება]

Page 12: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 12

მოდული 1 // გამოკითხვა

უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს:

1. სწორია თუ არასწორია: დეპოზიტის ძირითადი თანხა არის ის თანხა, რომლითაც ხსნით დეპოზიტს.

2. სწორია თუ არასწორია: ანგარიშის ლიკვიდობა გულისხმობს იმას, თუ რამდენად ხელმისაწვდომია თქვენს საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა დანაკარგების გარეშე.

3. როგორც წესი, რომელს უფრო მაღალი საპროცენტო სარგებელი ერიცხება, შემნახველ (იგივე მოთხოვნამდე) დეპოზიტს თუ ვადიან დეპოზიტს?

4. სწორია თუ არასწორია: დაზოგვის უმთავრესი წესია: „გადაუხადე საკუთარ თავს ყველაზე ბოლოს.“

5. რას გამოხატავს დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი?

6. რა ეწოდება იმ წესს, რომელიც გეხმარებათ გამოთვალოთ, თუ რა დრო დასჭირდება თქვენს დეპოზიტზე არსებულ თანხას გასაორმაგებლად?

7. დაასახელეთ სამი გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ადამიანები იწყებენ ფულის დაზოგვას.

8. სწორია თუ არასწორია: თუ თქვენ გესაჭიროებათ თქვენს დანაზოგზე მუდმივი წვდომა, ასეთ შემთხვევაში, შემნახველი დეპოზიტი დაზოგვის ყველაზე კარგი საშუალებაა.

9. სწორია თუ არასწორია: ვადიანი დეპოზიტი დაზოგვის კარგი ვარიანტია, თუ შეგიძლიათ თანხა ხელშეუხებელი დატოვოთ დროის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

10. სწორია თუ არასწორია: სასურველია, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის შექმნილი დანაზოგი 1 თვის საცხოვრებელ ხარჯებს ფარავდეს.

Page 13: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 13

მოდული 1 // წერითი სავარჯიშოები

რთული პროცენტი: ქვემოთ მოცემული ფორმულა გვაჩვენებს, თუ როგორ ხდება დეპოზიტზე ყოველწლიურად დარიცხული რთული პროცენტის გამოთვლა:

1-ლი წელი:

_____________₾ x ____________ = ____________₾ + ____________₾ = ____________₾

ძირითადი საპროცენტო მიღებული ძირითადი ახალი ძირითადი თანხა თანხა განაკვეთი სარგებელი თანხა მომავალი წლისთვის (მაგ: 5%=0.05)

2-ლი წელი:

_____________₾ x ____________ = ____________₾ + ____________₾ = ____________₾

ძირითადი საპროცენტო მიღებული ძირითადი ახალი ძირითადი თანხა თანხა განაკვეთი სარგებელი თანხა მომავალი წლისთვის (მაგ: 5%=0.05)

3-ლი წელი:

_____________₾ x ____________ = ____________₾ + ____________₾ = ____________₾

ძირითადი საპროცენტო მიღებული ძირითადი ახალი ძირითადი თანხა თანხა განაკვეთი სარგებელი თანხა მომავალი წლისთვის (მაგ: 5%=0.05)

ზემოაღნიშნული რთული პროცენტის ფორმულის გამოყენებით, გამოთვალეთ, თუ რა ოდენობით სარგებელს მიიღებთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

• თუ თქვენ განათავსებთ 100₾-ს ვადიან დეპოზიტზე 2 წლით, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 3%-ია.

• თუ თქვენ განათავსებთ 500₾-ს ვადიან დეპოზიტზე 3 წლით, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 5%-ია.

Page 14: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 14

მოდული 1 // წერითი სავარჯიშოები

„72-ის წესი“ წარმოადგენს მარტივ ხერხს იმისათვის, რომ სწრაფად გამოთვალოთ თუ რა დრო დასჭირდება თქვენს დეპოზიტზე არსებულ ძირითად თანხას გასაორმაგებლად. გაყავით 72 თქვენს დეპოზიტზე შემოთავაზებულ საპროცენტო განაკვეთზე და მიიღებთ წლების იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა თქვენი თანხის გასაორმაგებლად. ამასთან, თუ 72-ს გაყოფთ წლების იმ რაოდენობაზე, რომლის განმავლობაშიც ისურვებდით თქვენი თანხის გაორმაგებას, მიიღებთ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც საჭიროა ამ ფინანსური გეგმის შესასრულებლად.

ქვემოთ მოცემულია „72-ის წესის“ გამოყენების რამოდენიმე მაგალითი:

• თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი 5%-ია, თქვენს თანხას გასაორმაგებლად დასჭირდება 72/5, ანუ 14.4 წელი.

• თუ გსურთ თქვენი თანხის 10 წელიწადში გაორმაგება, თქვენთვის სასურველი საპროცენტო განაკვეთი უდრის 72 /10, ანუ 7.2%-ს.

მოდი, ვივარჯიშოთ „72-ის წესის“ მაგალითებზე! შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილის ცარიელი გრაფები:

საპროცენტო განაკვეთი წლების რაოდენობა

72 გაყოფილი 3%

72 გაყოფილი 5%

72 გაყოფილი 6

72 გაყოფილი 15

გაითვალისწინეთ, რომ „72-ის წესი“ გამარტივებული ფორმულაა, და ის მხოლოდ მიახლოებითი ოდენობების გამოსათვლელად გამოიყენება.

Page 15: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 1 // გვერდ 15

მოდული 1 // პასუხები

კითხვარის პასუხები:

1. სწორია 2. სწორია 3. ვადიან დეპოზიტს 4. არასწორია 5. წლიურ საპროცენტო სარგებელს, რომელიც ერიცხება ჩვენს დეპოზიტს. 6. “72-ის წესი“ 7. მოკლევადიანი მიზნის მისაღწევად; გრძელვადიანი სამომავლო მიზნის მისაღწევად; გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის მზადყოფნისთვის 8. სწორია 9. სწორია 10. არასწორია

რთული პროცენტის სავარჯიშოების პასუხები:

• თუ თქვენ განათავსებთ 100₾-ს ვადიან დეპოზიტზე 2 წლით, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 3%-ია.

100₾ x 0.03 = 3₾ + 100₾ = 103₾

103₾ x 0.03 = 3.09₾ + 103₾ = 106.09₾

• თუ თქვენ განათავსებთ 500₾-ს ვადიან დეპოზიტზე 3 წლით, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 5%-ია.

500₾ x 0.05 = 25₾ + 500₾ = 525₾

525₾ x 0.05 = 26.25₾ + 525₾ = 551.25₾

551.25₾ x 0.05 = 27.56₾ + 551.25₾ = 578.81₾

„72-ის წესის“ სავარჯიშოს პასუხები:

საპროცენტო განაკვეთი წლების რაოდენობა

72 გაყოფილი 3% 24

72 გაყოფილი 5% 14

72 გაყოფილი 12% 6

72 გაყოფილი 4.8% 15

Page 16: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

მოდული 2 // ბიუჯეტი უნდა დაბალანსდეს მსოფლიო კლასი: 18+ წელი

Page 17: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 2

მოდული 2 // „ფინანსური ფეხბურთის“ პროგრამა

ფინანსური ფეხბურთი - ეს არის საგანმანათლებლო ვიდეოთამაში, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების შესწავლაში.

ეს თამაში ეფუძნება იდეას, რომ ვიდეოთამაშები ეფექტურ სასწავლო ინსტრუმენტს წარმოადგენს. ფინანსური ფეხბურთი მონაწილეებს რთავს სახალისო და კარგად ნაცნობ აქტივობაში და ამავდროულად, მათ ჯანსაღი ფინანსური და სოციალური უნარების გამოსამუშავებლად საჭირო ცოდნას სთავაზობს.

თამაშის განმავლობაში მოთამაშემ პასუხი უნდა გასცეს სხვადასხვა სირთულის შეკითხვებს, რათა წინ წავიდეს, გაიტანოს გოლი და გაიმარჯვოს. ფეხბურთის მსგავსად, პირადი ფინანსების წარმატებით მართვაც ჭკვიანური სტრატეგიის შემუშავებას, მოხერხებულობასა და შეუპოვრობას მოითხოვს.

ეს სასწავლო პროგრამა „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ფინანსური ფეხბურთის დაწყებამდე, როგორც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ისე სხვა ნებისმიერ მოთამაშეს გირჩევთ, გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ ოთხ შემეცნებით მოდულს, რათა გაგიადვილდეთ თამაშში მოცემული ფინანსური ტერმინებისა და კონცეფციების დაძლევა.

Page 18: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 3

მოდული 2 // ბიუჯეტი უნდა დაბალანსდეს

მოდულის აღწერა: პირადი ფინანსების ეფექტურად მართვა დეტალური გეგმის შედგენას საჭიროებს, რომელიც ასახავს კონკრეტული პერიოდისთვის მისაღებ შემოსავლებს, გასაწევ ხარჯებსა და დანაზოგებს. ასეთ გეგმას ბიუჯეტი ეწოდება. ამ მოდულში მოთამაშეები შეისწავლიან ბიუჯეტის შედგენის, ცვლილების და კონტროლის ხერხებს. ისინი ასევე განიხილავენ განსხვავებას მთლიან და სუფთა (იგივე, ხელზე ასაღებ) შემოსავალს შორის და გაეცნობიან ძირითად ფინანსურ ტერმინებს. და ბოლოს, მოთამაშეები გაანალიზებენ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის შემადგენელ ეტაპებს და დაისახავენ გონივრული ხარჯვის სტრატეგიებს.

ასაკი: 18+ წელი

ხანგრძლივობა: 60 წუთი

თემა: ეკონომიკა, მათემატიკა, ფინანსები, სამომხმარებლო და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები

სწავლების მიზნები:

• ფინანსური პასუხისმგებლობის გააზრება;

• საკუთარი ხარჯვითი ქცევების შესწავლა;

• დამოუკიდებლად ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების გაანალიზება;

• საჭიროებებსა და სურვილებს შორის განსხვავების გააზრება;

• ფინანსური მიზნების დასახვა; ბიუჯეტის შედგენასა და ფინანსური მიზნების დასახვას შორის კავშირის გაანალიზება;

• პირადი ბიუჯეტის შედგენის პროცესში ქველმოქმედების როლის გაანალიზება.

მასალა: ტრენერებს/მასწავლებლებს შეუძლიათ ამობეჭდონ და მოთამაშეებს დაურიგონ ამ მოდულის ბოლოს წარმოდგენილი კითხვარი და წერითი სავარჯიშოები. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლიათ ფინანსური საკითხების გარშემო დამატებითი ინფორმაცია მოიძიონ ინტერნეტით, მათ შორის, ეწვიონ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებლის გვერდს - www.nbg.gov.ge/cp და „დაზოგვის საერთაშორისო დღისადმი” მიძღვნილ საგანმანათლებლო ვებგვერდს - www.grovia.com.ge. დამატებითი მასალა, ასევე, VISA-ს მიერ მომზადებული საერთაშორისო ფინანსური ლექსიკონი, მოთამაშეებს შეუძლიათ შემდეგ ვებგვერდზე იხილონ: www.practicalmoneyskills.com/assets/pdfs/lessons/lev9-12/Glossary.pdf.

პრაქტიკული სავარჯიშოების პასუხები ამ მოდულის ბოლო გვერდებზეა მოცემული.

Page 19: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 4

მოდული 2 // გზამკვლევი

იცოდე, როგორ დაიცვა ბალანსი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია ფეხბურთის თამაშის დროს. მოთამაშეებმა უნდა შეძლონ უზუსტესი კავშირის დამყარება ბურთსა და საკუთარ სხეულს შორის (არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროცესში ჩართულია ტერფი, ფეხი, კისერი და თავი) და ეს კავშირი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ - იქნება ეს მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელისთვის ბურთის ართმევა, თუ ზუსტი თერთმეტმეტრიანის დარტყმა. ბალანსი არანაკლებ მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე პირადი ფინანსების წარმატებით მართვას ეხება: თქვენ უნდა შეძლოთ ბალანსის მიღწევა და მისი შენარჩუნება ორ მნიშვნელოვან პროცესს შორის - ფულის შემოდინება (შემოსავლების მიღება) და ფულის გადინება (ხარჯვა). თქვენ ერთმანეთს უნდა შეადაროთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები და გაარკვიოთ, არის თუ არა ბალანსი მათ შორის; თუ იმაზე მეტს ხარჯავთ, ვიდრე თქვენი შემოსავალია (მიუხედავად იმისა, თუ რისგან შედგება თქვენი შემოსავალი - იქნება ეს სტაჟირებიდან მიღებული ანაზღაურება, მშობლებისგან მიღებული ჯიბის ფული, თუ ნაჩუქარი თანხა), მაშინ თქვენი ბიუჯეტი დისბალანსში იქნება, რაც ნიშნავს, რომ გაგიჭირდებათ ფულის დაზოგვა და ფინანსური მიზნების მიღწევა.

ბიუჯეტი - ეს არის ფინანსური გეგმა, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს თქვენს მთლიან შემოსავალს და იმას, თუ რაში ხარჯავთ ფულს. ბიუჯეტირება ძალზე ეფექტური ხერხია იმისათვის, რომ გაარკვიოთ, ხარჯავთ თუ არა ზედმეტს ამა თუ იმ მიმართულებით, და შესაძლებელია თუ არა უფრო მეტის დაზოგვა, ვიდრე ამჟამად ახერხებთ. ამასთან, ბიუჯეტი გეხმარებათ დასახული ფინანსური მიზნების მიღწევაში. ბიუჯეტის შედგენა ნებისმიერ პერიოდზეა შესაძლებელი, თუმცა, როგორც წესი, პირად ბიუჯეტს 1-თვიან პერიოდზე ადგენენ.

მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ ბიუჯეტის თითოეული შემადგენელი ნაწილი, რომლებიც ქვემოთაა მოყვანილი. (მსხვილი შრიფტით მოცემულია მნიშვნელოვანი ტერმინები. ახალგაზრდებს კარგად უნდა აუხსნათ თითოეული ტერმინის მნიშვნელობა და ეს ტერმინები გაკვეთილის ბოლოს შესასრულებელ სავარჯიშოებშიც აუცილებლად ჩართოთ).

შემოსავალი შემოსავალი - ეს არის ფული, რომელსაც შესრულებული სამუშაოს ან გაყიდული საქონლის სანაცვლოდ იღებთ; დახმარება, რომელსაც მშობლებისგან იღებთ; ფული, რომელსაც ახლობლები გჩუქნიან; დეპოზიტზე დაგროვებული და ინვესტიციებიდან მიღებული თანხები (რაც მოიცავს საპროცენტო სარგებელს, დივიდენდებს, აქციების გაყიდვით მიღებულ შემოსავლებს, და ა.შ.); სხვადასხვა ტიპის სტიპენდია და ჯილდო, და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შემოსავალს შესაძლოა სხვა, არაფულადი ფორმითაც იღებდეთ - მაგალითად, მოსავლის სახით.

თუ უკვე მუშაობთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ შრომის სანაცვლოდ ანაზღაურებას იღებთ. იმ თანხის სრულ ოდენობას, რასაც გამოიმუშავებთ, მთლიანი შემოსავალი ეწოდება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ გამომუშავებულ ფულზე საშემოსავლო გადასახადი გერიცხებათ; სხვა სიტყვებით, თქვენი შემოსავალი იბეგრება. საქართველოში საშემოსავლო გადასახადი შემოსავლის 20%-ს შეადგენს - ეს ნიშნავს, რომ მთლიანი შემოსავლის 20%-ს საშემოსავლო გადასახადის სახით იხდით, ამის შემდგომ, კი გრჩებათ სუფთა შემოსავალი. სწორედ სუფთა შემოსავალია თანხის ის ოდენობა, რაც რეალურად მიგაქვთ სახლში და რომლის საფუძველზეც იწყებთ ბიუჯეტის შედგენას.

ხარჯები ხარჯი - ეს არის ფული, რომელსაც იხდით რაიმე საქონლის ან მომსახურების მიღების სანაცვლოდ. ხარჯი შეიძლება იყოს ბინის ქირა, ტანსაცმლისა და საკვების შესაძენად, მობილური ბალანსის შესავსებად, ან ტრანსპორტში გადახდილი თანხა, და ა.შ. ჰკითხეთ მოსწავლეებს, თუ რაზე ხარჯავენ ფულს ყოველთვიურად, და ჯამში რა თანხას ხარჯავენ ყოველ თვე. დაეხმარეთ გააანალიზონ საკუთარი ქცევები და დამოკიდებულებები ხარჯვასთან დაკავშირებით: რატომ ყიდულობენ ამა თუ იმ კონკრეტულ ნივთს? რა ახდენს გავლენას მათ გადაწყვეტილებაზე შეიძინონ ესა თუ ის ნივთი?

Page 20: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 5

მოდული 2 // გზამკვლევი

საჭიროება სურვილის წინააღმდეგ რეალისტური ბიუჯეტის შესადგენად აუცილებელია იპოვოთ განსხვავება იმ ნივთებს შორის, რომელთა შეძენაც გსურთ და რომელთა შეძენაც გჭირდებათ. თქვენი საჭიროებები არის ის ხარჯები, რომლებიც პირველადი მოხმარების საგნებს უკავშირდება და რომლებიც სტაბილური და კომფორტული ცხოვრების უზრუნველსაყოფად გჭირდებათ. სურვილები კი ის შენაძენებია, რომლებიც არ არის ცხოვრებისათვის საჭირო/აუცილებელი, თუმცა მათ ადამიანებისთვის ხშირად მოაქვთ ბედნიერებისა და განსაკუთრებულობის შეგრძნება, და უმარტივებენ მათ ცხოვრებას.

თუ ფულს ხარჯავთ იმ ნივთზე, რომელიც გსურთ და არა იმაზე, რომელიც გჭირდებათ - ასეთ ხარჯს არააუცილებელი ხარჯი ეწოდება.

არააუცილებელი ხარჯის მაგალითებია: გაზიანი სასმელებისა და სასუსნავების შესაძენად, სწრაფი კვების ობიექტებში ბურგერისა და ნაყინის შესაძენად, კინოს ბილეთებსა თუ საზღვარგარეთ მოგზაურობაში გადახდილი თანხა.

საჭიროებებისა და სურვილების გამიჯვნის გარდა, ხარჯების დიფერენცირებაში ასევე დაგეხმარებათ იმის განსაზღვრა, ფიქსირებულია თქვენი ხარჯი თუ ცვალებადი. ფიქსირებულია ხარჯი, რომელიც თვიდან თვემდე უცვლელი რჩება, ხოლო ცვალებადი ხარჯი წლის განმავლობაში იცვლება.

ფიქსირებული ხარჯის მაგალითებია: ბინის ქირა; ავტოსესხის შენატანი; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური აბონემენტი, და სხვა;

ცვალებადი ხარჯის მაგალითებია: კომუნალური გადასახადები (რომლებიც სეზონურად იცვლება), ბენზინის გადასახადი, ტანსაცმლის შესაძენად გაწეული ხარჯი, და სხვა.

თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად გაწეული არააუცილებელი ხარჯები (რომლებსაც ხანდახან „დისკრეციულ“ ხარჯებსაც უწოდებენ) ყველა შემთხვევაში ცუდი და მავნებელი არ გახლავთ. უფრო მეტიც, კონკრეტული ნივთის შეძენის სურვილი შესაძლოა ყველაზე ძლიერი მოტივატორი გახდეს ფულის დაზოგვის დასაწყებად. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გადაჭარბებული ოდენობის არააუცილებელი ხარჯები შეიძლება მთავარ დაბრკოლებად იქცეს დანაზოგების გაკეთების პროცესში. არააუცილებელ ხარჯებზე დაკვირვება და მათი კონტროლი დაგეხმარებათ იპოვოთ თანხის დაზოგვის ახალი შესაძლებლობები.

ჩართეთ მოსწავლეები მოდულის ბოლოს მოცემულ სავარჯიშოებში და დაეხმარეთ იპოვონ განსხვავება აუცილებელ და არააუცილებელ ხარჯებს შორის.

ბალანსის პოვნა იმის გასარკვევად, თუ რამდენად დაბალანსებულია თქვენი ბიუჯეტი, დააჯამეთ ყველა წყაროდან მიღებული შემოსავლები, და ჯამს მთლიანი ხარჯი გამოაკელით. მიღებული ნაშთი წარმოადგენს თქვენს მოგებას ან ზარალს.

თუ ნაშთი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გახვედით მოგებაზე და თქვენი ბიუჯეტი „პროფიციტულია“. ეს კარგი შედეგია და მიუთითებს, რომ თქვენ ცხოვრობთ თქვენი შემოსავლის ფარგლებში. პროფიციტი ასევე ნიშნავს, რომ შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი ფული დაზოგოთ და, იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ვალი, გაისტუმროთ ის.

თუ ნაშთი უარყოფითია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გახვედით ზარალზე, ანუ თქვენი ბიუჯეტი „დეფიციტურია“. ეს მიუთითებს, რომ თქვენი ყოველთვიური ხარჯი აღემატება თქვენს შემოსავალს, რაც ხელს შეგიშლით დანაზოგების გაკეთებაში და სამომავლო მიზნების მიღწევაში. მარტივად რომ ვთქვათ, პირადი ბიუჯეტის დეფიციტის დროს თქვენ „წაგებაზე მუშაობთ“. ბიუჯეტის ბალანსის აღსადგენად

Page 21: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 6

მოდული 2 // გზამკვლევი

რეკომენდირებულია ხარჯების შემცირება ან/და შემოსავლის ალტერნატიული წყაროების ძიება. თუ ბიუჯეტი დიდი ხნის განმავლობაში იქნება დეფიციტური, მაშინ არსებობს იმის რისკი, რომ თქვენი ვალდებულებები გაიზარდოს, რამდენადაც მიმდინარე ხარჯების დასაფარად შესაძლოა თანხის სესხება მოგიწიოთ.

თანმიმდევრულობა წარმატებული ბიუჯეტირების აუცილებელი წინაპირობაა. როგორც ფეხბურთელებმა უნდა ივარჯიშონ ყოველდღიურად, რათა კარგი ფიზიკური ფორმა შეინარჩუნონ, ისე თქვენც მუდმივად უნდა აკონტროლოთ პირადი ბიუჯეტი და შეინარჩუნოთ ბალანსი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის. ყოველთვიური ბიუჯეტის შედგენა ფულის გონივრულად მართვაში ყველაზე ეფექტურად დაგეხმარებათ.

შემოსავალი და გადასახადები შემოსავალზე საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საშემოსავლო გადასახადიც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ს შეადგენს, რაც გულისხმობს, რომ მთლიანი შემოსავლიდან საშემოსავლო გადასახადის სახით 20% იქვითება, სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება, და შემდგომ ხმარდება საზოგადოებისთვის სასარგებლო სფეროების განვითარებას - როგორიცაა, განათლება, მეცნიერება, თავდაცვა და უსაფრთხოება (პოლიცია, ჯარი), ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის (გზების, ხიდების) განვითარება და სხვა.

მაგალითად, თუ თქვენი ხელფასი 1000 ლარია, მაშინ მისი 20%, ანუ 200 ლარი, საშემოსავლო გადასახადის სახით გამოიქვითება, დარჩენილი თანხით კი პირადი ბიუჯეტი შეგიძლიათ დაგეგმოთ. ამ მაგალითში, 1000 ლარი დარიცხულ, მთლიან ხელფასს წარმოადგენს, საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდგომ დარჩენილი 800 ლარი კი ხელზე ასაღებ, სუფთა ხელფასს.

Page 22: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 7

მოდული 2 // სავარჯიშოები

ბიუჯეტირება: საიდან მოდის და სად მიედინება ფული? ინსტრუქცია: გაეცით პასუხი ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს, რათა შეძლოთ პირადი ბიუჯეტის შედგენა.

შემოსავალი. საიდან მოდის ფული? 1. ქვემოთ მოცემული ცხრილის პირველ სვეტში ჩამოწერეთ თქვენი ყოველთვიური შემოსავლის ყველა

წყარო, მათ შორის, ხელფასი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მშობლებისგან მიღებული ჯიბის ფული, სტიპენდია, ან ნაჩუქარი ფული. საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ ამ ცხრილს დაამატოთ რიგები. ცხრილის მეორე სვეტში, თითოეული წყაროს გასწვრივ მიუთითეთ შესაბამისი თანხა. ამის შემდეგ, დააჯამეთ მოცემული თანხები და მიღებული რიცხვი „მთლიანი ყოველთვიური შემოსავლისთვის“ განკუთვნილ გრაფაში ჩაწერეთ.

შემოსავლის წყარო მოცულობა თვეში

1.

2.

3.

მთლიანი ყოველთვიური შემოსავალი

ხარჯები: სად მიედინება თქვენი ფული? 2. ქვემოთ მოცემულია ტიპური საცხოვრებელი ხარჯების ჩამონათვალი. თითოეული ხარჯის

გასწვრივ მიუთითეთ თანხა, რომელსაც მის დასაფარად იხდით. თუ რომელიმე ხარჯი თქვენთვის არარელევანტურია, შეგიძლიათ გრაფა ცარიელი დატოვოთ, ან მიუთითოთ 0 ₾. ამის შემდეგ, დააჯამეთ ხარჯები და მიღებული ჯამი „მთლიანი ყოველთვიური ხარჯის“ გასწვრივ ჩაწერეთ. გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული თანხა დანაზოგის სახითაც უნდა გადადოთ.

ხარჯები მოცულობა თვეში

ბინის ქირა

ტრანსპორტი

კვება, სურსათი

განათლება

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

სამედიცინო ხარჯები

გართობა

ტელეფონი/ინტერნეტი

კომუნალური გადასახადი

დაზღვევა

სესხის შენატანი

Page 23: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 8

მოდული 2 // სავარჯიშოები

დანაზოგი

სხვა

მთლიანი ყოველთვიური ხარჯი

3. თქვენს მთლიან ყოველთვიურ შემოსავალს გამოაკელით მთლიანი ყოველთვიური ხარჯი. მიღებული რიცხვი თქვენი მთლიანი მოგებაა. ჩაწერეთ ეს რიცხვი ქვემოთ მოცემულ გრაფაში:

მთლიანი მოგება

4. თუ თქვენი მთლიანი მოგება 0 ლარს ან მასზე ნაკლებს შეადგენს, დროა კრიტიკულად

გაანალიზოთ, თუ რამდენს გამოიმუშავებთ და რამდენს ხარჯავთ. რა შეგიძლიათ შეცვალოთ, რათა შეამციროთ ხარჯები და გაზარდოთ შემოსავალი? ჩამოწერეთ ქვემოთ რამდენიმე შესაძლო იდეა:

Page 24: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 9

მოდული 2 // დისკუსია

შეეკითხეთ მოსწავლეებს: მათი აზრით, რა როლს თამაშობს ფინანსური მიზნების დასახვა პირადი ბიუჯეტის შედგენის პროცესში? ერთ-ერთი პასუხი, რომელიც მოსწავლეებისგან შეიძლება მიიღოთ, არის ის, რომ მიზნების დასახვა ადამიანებს ეხმარება ფინანსური პრიორიტეტების განსაზღვრაში და მათ მეტი თანხის დაზოგვის მოტივაციას აძლევს.

ჰკითხეთ მონაწილეებს: მათი აზრით, რა როლს თამაშობს ქველმოქმედება პირადი ბიუჯეტის შედგენის პროცესში? აუხსენით მათ, რომ ბევრი ადამიანი ყოველთვიური ბიუჯეტიდან განსაზღვრულ თანხას ქველმოქმედებისათვის გამოყოფს და ამ თანხას ისეთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს ურიცხავს, რომელთა საქმიანობასაც ენდობა. ჰკითხეთ მონაწილეებს, სმენიათ თუ არა რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის შესახებ, და არიან თუ არა დაინტერესებულნი რომელიმე მათგანის საქმიანობით? აცნობეთ ახალგაზრდებს, რომ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, კარგი აზრია მათთვის საინტერესო საქველმოქმედო ორგანიზაციისა თუ პროექტის შესახებ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის, ინტერნეტით. ამასთან, მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქველმოქმედება მხოლოდ ფულადი სახით არ არის შესაძლებელი: ახალგაზრდებს შეუძლიათ გარშემომყოფებს თავისუფალ დროს საკუთარი შრომითაც დაეხმარონ (მაგ. მოხალისედ იმუშაონ თავშესაფარში ან სკოლაში, მიიღონ მონაწილეობა ქალაქის დასუფთავებაში, და ა.შ.)

დაავალეთ მთელ კლასს განსაზღვრონ, ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან, რომელი შენაძენი წარმოადგენს აუცილებელი ხარჯის მაგალითს (ანუ საჭიროებას) და რომელი - არააუცილებელი ხარჯისას (ანუ, სურვილს). გაითვალისწინეთ, რომ რიგ სიტუაციებში არააუცილებელი ხარჯი შესაძლოა აუცილებელ ხარჯად იქცეს, და პირიქით.

• მოდური ჟურნალი და გაზიანი სასმელი [სურვილი]

• მიმდინარე თვის ბინის ქირა [საჭიროება]

• ვახშამი რესტორანში [სურვილი]

• მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება [შესაძლოა იყოს როგორც სურვილი, ისე საჭიროება - გააჩნია სიტუაციას; განიხილეთ ეს სიტუაციები კლასთან ერთად]

• სახელმძღვანელოები [საჭიროება]

• მოტოციკლის/ავტომობილის დაზღვევა [საჭიროება]

• ტრანსპორტის ბილეთი [საჭიროება]

• გათბობა [საჭიროება]

• ნაყინი ან შოკოლადის ფილა სუპერმარკეტიდან [სურვილი]

• ახალი ფეხსაცმელი, თუ ძველი აღარ ვარგა [საჭიროება]

• ახალი კედები, თუ სახლში 5 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი გაქვთ [სურვილი]

• მანქანის ზეთის შეცვლა [საჭიროება]

• ახალი მოდელის მობილური ტელეფონი [სურვილი]

• ახალი მობილური ტელეფონი, თუ თქვენი ძველი ტელეფონი გაფუჭდა [საჭიროება]

• დეპოზიტზე რეგულარული შენატანი [საჭიროება]

Page 25: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 10

მოდული 2 // კითხვარი

გაეცით პასუხი ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს:

1. სწორია თუ არასწორია: აუცილებელი ხარჯები შესაძლოა მოიცავდეს როგორც ფიქსირებულ, ისე ცვალებად ხარჯებს.

2. ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობის ყოველთვიური აბონემენტის საფასური ფიქსირებულ ხარჯებს მიეკუთვნება, თუ ცვალებად ხარჯებს?

3. სწორია თუ არასწორია: ბიუჯეტის შედგენის მთავარ მიზანს ხარჯების შემცირება წარმოადგენს.

4. წარმოადგენს თუ არა სურსათის შეძენა ნაკლებად აუცილებელი ხარჯის მაგალითს?

5. შემოსავლის მინიმუმ რამდენი პროცენტის დაზოგვას გვირჩევენ ექსპერტები?

6. სწორია თუ არასწორია: ბიუჯეტი შეიძლება დაგეხმაროთ ნაკლების ხარჯვაში და მეტის დაზოგვაში.

7. სწორია თუ არასწორია: თქვენი სურვილებისა და საჭიროებების გულწრფელი და რეალისტური შეფასება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ გადაჭარბებული ხარჯვა.

8. სწორია თუ არასწორია: ფიქსირებული ხარჯი ნიშნავს, რომ ეს ხარჯი ყოველ ჯერზე (მაგ. ყოველთვე) ერთსა და იმავე თანხას შეადგენს.

9. სწორია თუ არასწორია: არააუცილებელი ხარჯების გაწევას ყოველთვის უნდა აარიდოთ თავი.

10. სწორია თუ არასწორია: თუ თქვენი თვიური შემოსავალი 2000 ლარს შეადგენს, ყოველთვიურად 200 ლარის დაზოგვა თქვენთვის გონივრული ფინანსური მიზანი იქნებოდა.

11. სწორია თუ არასწორია: ქველმოქმედებას სხვების დახმარებით გამოწვეული კმაყოფილება მოაქვს.

Page 26: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 11

მოდული 2 // წერითი სავარჯიშო

სცენარი: მოსალოცი ამბავია! ეს წამია 500 ლარი მოიგეთ ესეების კონკურსში თემაზე „როგორ გავხდე საუკეთესო დამზოგველი?“ მთავარი შეკითხვა ახლა შემდეგში მდგომარეობს: სად წაიღებთ ამ ფულს? გადაანაწილეთ საპრიზო თანხა საჭიროებებსა (მაგ. ოჯახის მიმდინარე ხარჯების დაფარვაში მონაწილეობის მიღება) და სურვილებზე (წვეულება ხომ არ გაგემართათ მეგობრებთან ერთად?). არ დაგავიწყდეთ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის დანაზოგის სახით გადადებაც!

ქვემოთ მოცემული ცხრილის პირველ სვეტში ჩამოწერეთ ყველაფერი ის, რაზეც მოგებული თანხის დახარჯვას ისურვებდით, მეორე სვეტში მიუთითეთ, სურვილია ეს ხარჯი, თუ საჭიროება, ხოლო მესამე სვეტში მიუთითეთ ამ მიზნისთვის დახარჯული თანხის ოდენობა. გაითვალისწინეთ, რომ დაჯამებისას, თქვენმა ბიუჯეტმა 500 ₾ უნდა შეადგინოს!

ხარჯი (შენაძენი) საჭიროება თუ დახარჯული თანხა სურვილი?

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

________________________________________ _______________ ______________₾

მთლიანი ჯამი: ______________₾

Page 27: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 2 // გვერდ 12

მოდული 2 // პასუხები

კითხვარის პასუხები:

1. სწორია 2. ფიქსირებულ ხარჯებს 3. არასწორია. ხარჯების შემცირება ბიუჯეტის შედგენის ერთ-ერთი შესაძლო დადებითი შედეგია, თუმცა ბიუჯეტირების უმთავრესი მიზანი პირადი ფინანსების უკეთესი კონტროლია 4. არა 5. 10 % 6. სწორია 7. სწორია 8. სწორია 9. არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ არააუცილებელი ხარჯების გაწევამდე ადამიანმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები, არააუცილებელი ხარჯების სრულად გამორიცხვა არარეალური და არასასურველია. უფრო მეტიც, რომელიმე არააუცილებელი ნივთის შეძენა შეიძლება წარმატებით დაზოგვის სანაცვლოდ ჯილდოდაც იქცეს, რაც მომავალში წაგახალისებთ, რომ მეტი დაზოგოთ 10. სწორია 11. სწორია

Page 28: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

მოდული 3 // ფინანსური რისკების თავიდან არიდება მსოფლიო კლასი: 18+ წელი

Page 29: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 2

მოდული 3 // „ფინანსური ფეხბურთის“ პროგრამა

ფინანსური ფეხბურთი - ეს არის საგანმანათლებლო ვიდეოთამაში, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების შესწავლაში.

ეს თამაში ეფუძნება იდეას, რომ ვიდეოთამაშები ეფექტურ სასწავლო ინსტრუმენტს წარმოადგენს. ფინანსური ფეხბურთი მონაწილეებს რთავს სახალისო და კარგად ნაცნობ აქტივობაში და ამავდროულად, მათ ჯანსაღი ფინანსური და სოციალური უნარების გამოსამუშავებლად საჭირო ცოდნას სთავაზობს.

თამაშის განმავლობაში მოთამაშემ პასუხი უნდა გასცეს სხვადასხვა სირთულის შეკითხვებს, რათა წინ წავიდეს, გაიტანოს გოლი და გაიმარჯვოს. ფეხბურთის მსგავსად, პირადი ფინანსების წარმატებით მართვაც ჭკვიანური სტრატეგიის შემუშავებას, მოხერხებულობასა და შეუპოვრობას მოითხოვს.

ეს სასწავლო პროგრამა „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ფინანსური ფეხბურთის დაწყებამდე, როგორც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ისე სხვა ნებისმიერ მოთამაშეს გირჩევთ, გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ ოთხ შემეცნებით მოდულს, რათა გაგიადვილდეთ თამაშში მოცემული ფინანსური ტერმინებისა და კონცეფციების დაძლევა.

Page 30: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 3

მოდული 3 // ფინანსური რისკების თავიდან არიდება

მოდულის აღწერა: ამ მოდულში მოთამაშეები ისწავლიან ორი საყურადღებო რისკის შესახებ, რომლებსაც პირადი ფინანსებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია: ჭარბი ვალის დაგროვება და თაღლითობა პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების მოპარვის გზით. მოთამაშეები გაეცნობიან მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამ ორი ტიპის რისკის თავიდან არიდება: გონივრული ფინანსური ჩვევების გამომუშავება და უსაფრთხოების ზომების დროულად მიღება. მოთამაშეები განიხილავენ პერსონალური მონაცემების მოპარვითა და ჭარბი ვალის აღებით გამოწვეული უარყოფითი მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების შესახებ და გაეცნობიან ხერხებს, რომლებიც მათ ფინანსური სტაბილურობის აღდგენასა და ფინანსების გონივრულ მართვაში დაეხმარება.

ასაკი: 18+ წელი

ხანგრძლივობა: 60 წუთი

თემა: ეკონომიკა, მათემატიკა, ფინანსები, სამომხმარებლო და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები.

სწავლების მიზნები:

• ისეთი ჩვევების გამომუშავება, რომლებიც ჭარბი ვალის დაგროვებისა და პერსონალური მონაცემების მოპარვის რისკებს შეამცირებს;

• საკრედიტო ისტორიაზე სესხებისა და თაღლითობის გავლენის გააზრება;

• სესხებასთან და ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინების შესწავლა;

• გონივრული სესხებისა და თაღლითობის თავიდან არიდების ხერხების განხილვა;

• მომხმარებელთა უფლებებისა და სესხის გადაუხდელობის შედეგების გააზრება.

მასალა: ტრენერებს/მასწავლებლებს შეუძლიათ ამობეჭდონ და მოთამაშეებს დაურიგონ ამ მოდულის ბოლოს წარმოდგენილი კითხვარი და წერითი სავარჯიშოები. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლიათ ფინანსური საკითხების გარშემო დამატებითი ინფორმაცია მოიძიონ ინტერნეტით, მათ შორის, ეწვიონ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებლის გვერდს - www.nbg.gov.ge/cp და „დაზოგვის საერთაშორისო დღისადმი” მიძღვნილ საგანმანათლებლო ვებგვერდს - www.grovia.com.ge. დამატებითი მასალა, ასევე, VISA-ს მიერ მომზადებული საერთაშორისო ფინანსური ლექსიკონი, მოთამაშეებს შეუძლიათ შემდეგ ვებგვერდზე იხილონ: www.practicalmoneyskills.com/assets/pdfs/lessons/lev9-12/Glossary.pdf.

პრაქტიკული სავარჯიშოების პასუხები ამ მოდულის ბოლო გვერდებზეა მოცემული.

Page 31: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 4

მოდული 3 // გზამკვლევიფეხბურთის თამაშის დროს ფეხბურთელები ხშირად დგებიან გარკვეული რისკების წინაშე, როგორიცაა ტრავმის მიღება ან წესების დარღვევისთვის დაჯარიმება. თუმცაღა, თამაშის წინ მოთელვითი სავარჯიშოების შესრულება და ფეხბურთის წესების ზედმიწევნით კარგად ცოდნა ფეხბურთელებს ამ რისკების მაქსიმალურად შემცირებაში დაეხმარება. ფეხბურთის მსგავსად, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დაუფიქრებელ ქმედებებსა და უყურადღებობას თქვენს პირად ფინანსებზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, პირადი ბიუჯეტის დისბალანსს - რაც გულისხმობს უფრო მეტის ხარჯვას, ვიდრე შემოსავალი გაქვთ (ან მომავალში გექნებათ), ასევე ხშირ სესხებას ისეთი ნივთებისთვის, რომელთაც სხვაგვარად ვერ შეიძენდით - ჭარბი და არასასურველი ვალების დაგროვება შეუძლია გამოიწვიოს. ამასთან, თქვენი საგადახდო ბარათის პინ-კოდის მოუფრთხილებლობა და/ან ზედმეტად ადვილად მისახვედრი პაროლის შერჩევა თქვენს პირად ფინანსებს სხვა ადამიანებისთვის მარტივად ხელმისაწვდომს გახდის, რაც თაღლითობის რეალური რისკის წინაშე გაყენებთ. საბედნიეროდ, გონივრული ქცევით მარტივად შესაძლებელია ამ ფინანსური რისკების თავიდან არიდება.

აუხსენით მოსწავლეებს, რომ ჭარბი ვალის დაგროვება ხდება მაშინ, როდესაც თქვენი არსებული და/ან საპროგნოზო შემოსავლით ვეღარ ახერხებთ ნასესხები თანხის დაბრუნებას. ჭარბი ვალის დაგროვების უმოკლესი გზაა ფულის ხარჯვისას ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, ანუ სიტუაცია, როდესაც კარგად არ უფიქრდებით, გაქვთ თუ არა რეალურად ამა თუ იმ ნივთის ყიდვის შესაძლებლობა და, რაც ყველაზე მთავარია, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ის.

დაიწყეთ თემის განხილვა მოსწავლეების აზრის გამოკითხვით; საინტერესოა, მათი აზრით, რა არის სესხი და რა უბიძგებს ადამიანებს სესხის აღებისკენ? როგორ ახერხებენ ადამიანები ჭარბი ვალის დაგროვებას?

ჭარბი ვალის თავიდან არიდება როდესაც მეგობრისგან ან ნათესავისგან ვსესხულობთ თანხას, რათა შევიძინოთ საჭირო ნივთი ან ფუფუნების საგანი - მაგალითად, ყურსასმენები ან ბოლო მოდელის მობილური ტელეფონი - ბევრი ჩვენგანი არ უფიქრდება იმას, რომ ეს თანხა ჩვენივე დასაბრუნებელია. თუმცა, ნასესხები თანხის წინასწარ შეთანხმებულ ვადებში დაბრუნება - ეს ის უმნიშვნელოვანესი ჩვევაა, რომელიც ნებისმიერმა ახალგაზრდამ სწავლის პერიოდშივე უნდა გამოიმუშაოს და მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენოს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? საკრედიტო პროდუქტების - როგორიცაა, სამომხმარებლო სესხი, საკრედიტო ბარათი, განვადება და ა.შ. - პასუხისმგებლობით გამოყენება დაგეხმარებათ დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნაში. ამის საპირისპიროდ, ნასესხები თანხის დაუდევარმა ხარჯვამ და სესხის დაგვიანებით გასტუმრებამ შესაძლოა ჭარბი ვალის დაგროვება გამოიწვიოს.

ჭარბი ვალი ერთ დღეში არ გროვდება; ჭარბი ვალი არაგონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების შედეგია, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდით. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე გონივრული ჩვევა, რომელთა გამომუშავებაც დაგეხმარებათ აღებული სესხი ჭკვიანურად და თქვენსავე სასარგებლოდ გამოიყენოთ და ამასთან, თავი აარიდოთ ჭარბი ვალის დაგროვებას.

თავი აარიდეთ არასაჭირო ნივთების ხშირ შეძენას ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, თუ რა განსხვავებაა საჭიროებებსა და სურვილებს შორის. თითოეული ნივთის ყიდვის წინ შეეკითხეთ საკუთარ თავს:

1. ნამდვილად მჭირდება ეს ნივთი, თუ უბრალოდ მსურს მისი ყიდვა?

2. მაქვს საკმარისი თანხა მის საყიდლად?

Page 32: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 5

მოდული 3 // გზამკვლევი

3. როგორ შევძლებ ამ ნივთის ღირებულების გადახდას?

4. რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ნივთის შეძენას?

იცნობდეთ თქვენს ბიუჯეტს ბიუჯეტის შედგენა და მის ფარგლებში ცხოვრება საშუალებას გაძლევთ თვალნათლივ დაინახოთ თქვენს ხელთ არსებული ის თანხა, რომლის დახარჯვაც შეგიძლიათ. თუ ახალი ნივთის შეძენა თქვენი ბიუჯეტის ბალანსს დაარღვევს, ასეთ შემთხვევაში მოგიწევთ რომელიმე სხვა ხარჯის შემცირება, ან ამ ნივთის ყიდვისგან თავის შეკავება იმ დრომდე, სანამ არ შეაგროვებთ ნივთის შესაძენად საჭირო თანხას. თუ თქვენს მიერ აღებული ვალი ხშირად აჭარბებს თქვენს შემოსავალს, ამ მოვლენას შესაძლოა სისტემატიური ხასიათი მიეცეს, რაც საყურადღებო პრობლემაა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია გამოიმუშაოთ გონივრული ხარჯვის ჩვევა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგეხმარებათ თქვენს ხელთ არსებული თანხის სწორად გადანაწილებასა და ჭარბი ვალების თავიდან არიდებაში.

იცხოვრეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში ამ მიდგომის მიხედვით, თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ თქვენი შემოსავალი ყოველთვის აჭარბებდეს თქვენს ხარჯებს. თუ მიმდინარე ხარჯები სცდება თქვენი ფინანსური შესაძლებლობების საზღვრებს, და ახალი ნივთების შეძენა ყოველთვის სესხით გიწევთ, ასეთ შემთხვევაში, დროა შეამციროთ ხარჯები ან/და გაზარდოთ შემოსავალი. დაიმახსოვრეთ: სესხება სასურველი ნივთების შეძენის ერთადერთ გზას არ წარმოადგენს; ამ მიზნით, შეგიძლიათ თანხა დაზოგოთ და სასურველი ნივთი გარკვეული დროის შემდეგ შეიძინოთ.

ვალის გავლენა პირად ფინანსებზე გონივრული სესხება დაგეხმარებათ შეიქმნათ დადებითი საკრედიტო ისტორია, ხოლო არაგონივრული სესხება, საბოლოო ჯამში, ჭარბ ვალამდე მიგიყვანთ, რაც უარყოფითად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე და გააუარესებს თქვენს საკრედიტო ქულას. ჭარბი ვალის დაგროვებით - რაც შესაძლებელია მოხდეს, მაგალითად, ყოველთვიური შენატანის გადაუხდელობით, შენატანების დასაფარად ახალი მცირე სესხის აღებით, ან საკრედიტო ბარათზე არსებული ლიმიტის გადაჭარბებით - თქვენ დგებით ისეთი არასასურველი და უსიამოვნო შედეგების წინაშე, როგორიცაა სესხზე დაგროვებული ჯარიმები და გაუარესებული საკრედიტო ისტორია, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ მომავალში თქვენთვის თანხის სესხებაზე უარის თქმა, ან სესხზე არც თუ ისე სახარბიელო პირობების მიღება. დაიმახსოვრეთ, უარყოფითი საკრედიტო ისტორია ნიშნავს, რომ წარსულში სესხებს დროულად არ ფარავდით, რაც სესხის გამცემ ორგანიზაციებს აჩვენებს, რომ თქვენ შესაძლოა არც თუ ისე პასუხისმგებლიანი და სანდო მსესხებელი იყოთ.

ვალდებულებების მართვა სესხის აღებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: შეამცირეთ არააუცილებელი ხარჯები. ამისთვის, აწარმოეთ ყოველთვიური ბიუჯეტი, რომელშიც ჩაინიშნავთ ყოველ დახარჯულ თეთრს და გამოყოფთ იმ ნივთებს/შენაძენებს, რომელთა გარეშე ცხოვრებაც სავსებით შესაძლებელია.

პროფესიონალური რჩევის მიღება ნებისმიერი ფინანსური პროდუქტის შეძენამდე, კარგად უნდა აწონ-დაწონოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და მოიძიოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია სასურველი პროდუქტის შესახებ. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც თქვენი შემოსავლისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებიან.

იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს დაუგროვდება ჭარბი ვალი, რომლის გადახდასაც დახმარების გარეშე ვეღარ ახერხებს, პირველ რიგში, მან უნდა მიმართოს იმ ფინანსურ ორგანიზაციას, რომლისგანაც აიღო

Page 33: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 6

სესხი. ამ გზით იზრდება შანსი ფინანსური ორგანიზაცია და მომხმარებელი სესხის გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმდნენ, რომლებიც უკეთ შეესაბამება მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას. ასეთ დროს, შესაძლებელია მოხდეს მისი ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია; რესტრუქტურიზაცია - ეს არის პროცესი, რომლის დროსაც არსებული სესხი გადანაწილდება უფრო გრძელ ვადაზე, ვიდრე თავიდან იყო შეთანხმებული, რათა მოხდეს ყოველთვიური გადასახადის შემცირება. რამდენიმე სესხის ქონის შემთხვევაში, რესტრუქტურიზაციის დროს, ყოველთვიური შენატანების შემცირების მიზნით, ეს ვალდებულებები ერთ სესხად ერთიანდება და უფრო გრძელ ვადაზე ნაწილდება. რესტრუქტურიზაცია მსესხებელს ეხმარება ვალდებულებების ეტაპობრივად დაფარვასა და ყოველთვიურ ხარჯებთან გამკლავებაში.

რა ინფორმაციაა მოცემული საკრედიტო ისტორიაში? საკრედიტო ისტორიაში გვხვდება როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაცია. ნეგატიური ინფორმაცია ჩნდება მაშინ, როდესაც მომხმარებელი დროულად არ ფარავს ფინანსურ ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში, მას სესხის გამცემი ორგანიზაცია, როგორც წესი, ჯარიმებსაც აკისრებს.

დადებითი საკრედიტო ისტორია კი იქმნება მაშინ, როდესაც მსესხებელი დროულად, ხელშეკრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში ფარავს ფინანსურ ვალდებულებებს. როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაცია საკრედიტო ბიუროს მონაცემთა ბაზაში რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება.

პრობლემური აქტივების მართვა და მომხმარებლის უფლებები თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მივიდა იმ უკიდურეს ზღვრამდე, როდესაც საერთოდ ვეღარ ახერხებთ არსებული სასესხო ვალდებულებების დაფარვას, და სესხის გამცემ ორგანიზაციასთანაც ვერ ხერხდება სესხის დაფარვის ალტერნატიულ პირობებზე შეთანხმება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემური აქტივების მართვის სამსახურიდან დაგიკავშირდნენ.

პრობლემური აქტივების მართვის (იგივე პრობლემური, ანუ ვადაგადაცილებული სესხების ამოღების) სამსახურის ფუნქციებში ვადაგადაცილებული სესხების მქონე მომხმარებლებისთვის სესხის დაფარვის მოთხოვნა შედის. დაიმახსოვრეთ, რომ მიუხედავად იმ წესებისა, რომლებიც ამ სფეროს ეხება, ასეთმა კომპანიებმა შეიძლება სცადონ მომხმარებლის დაშინება, მასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის სხვა პირებზე გაცემა (მაგ. მეგობრებთან, მეზობლებთან, დამსაქმებლებთან, ოჯახის წევრებთან დარეკვა, მომხმარებლის ვალდებულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მოთხოვნა, რომ მომხმარებელმა დაფაროს სესხი), და სხვა არაეთიკური და არაკანონიერი ნაბიჯების გადადგმა, რომელთაგან თავის დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია მომხმარებლები კარგად იცნობდნენ საკუთარ უფლებებს. გაითვალისწინეთ, რომ თუ მომხმარებლის მიმართ დაფიქსირდა არაეთიკური საქციელი, მან უნდა მიმართოს უშუალოდ კრედიტორს, ანუ ორგანიზაციას, რომლისგანაც აიღო სესხი, ან საქართველოს ეროვნულ ბანკს; თუ დაფიქსირდა მუქარა ან ძალადობა - მაშინ მომხმარებელმა უნდა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს; ხოლო თუ მოხდა მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მართლსაწინააღმდეგოდ დამუშავება (მაგ. მისი სესხის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ოჯახის წევრს ან მეგობარს), მაშინ მომხმარებელმა უნდა მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს: https://personaldata.ge/.

დაიმახსოვრეთ, რომ საბოლოო ჯამში, მსესხებლის მიერ აღებული ვალდებულებების დროულად და ჯეროვნად დაფარვა მისივე პასუხისმგებლობაა. თუ მსესხებელი იქნება გულახდილი და პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს, გაიზრდება ორივე მხარის - მსესხებლისა და სესხის გამცემი ორგანიზაციის - ინტერესების დაცვით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის შანსი.

თაღლითობა პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების მოპარვის გზით როგორც უკვე განვიხილეთ, სესხის არაგონივრულად აღებამ და მართვამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი

მოდული 3 // გზამკვლევი

Page 34: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 7

უსიამოვნო შედეგები, როგორიცაა, დამატებითი სესხების აღება არსებული შენატანების დასაფარად, დარიცხული ჯარიმები, გაუარესებული საკრედიტო ისტორია და ასე შემდეგ.

თუმცა, ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების უსაფრთხოებაზე; თუ არ გაუფრთხილდებით პერსონალურ მონაცემებს, მაშინ შეიძლება თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. თაღლითები, რომლებიც პერსონალურ მონაცემებზე „ნადირობენ“, მრავალფეროვან ხერხებს იყენებენ პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად და ამასთან, მუდმივად ცვლიან და ხვეწენ მეთოდებს. ეს მეთოდები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: გადაგდებული საბანკო დოკუმენტაციის ნაგვის ყუთიდან ამოღება და აღდგენა; ბანკომატთან, მაღაზიაში და ტრანსპორტში თქვენს ზურგსუკან თქვენი ბარათის ნომრის, პინ-კოდის და უსაფრთხოების 3-ნიშნა (CVV) კოდის ჩაწერის მცდელობა; სოციალური ქსელებიდან ან სხვა ვებ-გვერდებიდან თქვენს მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების მოპარვა.

პირადი კომპიუტერისა თუ სმარტფონის მეშვეობით ინტერნეტ-თაღლითობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ე.წ. „ფიშინგი“ (phishing): „ფიშინგის“ დროს, თაღლითი ელექტრონულად გიკავშირდებათ და თავს წარგიდგენთ, როგორც თქვენთვის სანდო რომელიმე ორგანიზაციის (მაგალითად, თქვენი ბანკის) წარმომადგენელი; ის ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ მიაწოდოთ ან დაუდასტუროთ მონაცემები თქვენი საბანკო ანგარიშების შესახებ - ეს ხშირად ხდება თქვენთვის თაღლითური ბმულის გამოგზავნით, რომელზე დაჭერითაც, თქვენ ნამდვილ ვებგვერდთან ვიზუალურად მიახლოებულ თაღლითურ ვებგვერდზე გადადიხართ, საიდანაც მარტივია თქვენი მონაცემების მოპარვა. მოპარულ მონაცემებს თაღლითები შემდგომ თქვენი თანხების მისათვისებელად და ახალი, თაღლითური ანგარიშების შესაქმნელად იყენებენ. „ფიშინგის“ ერთ-ერთი პოპულარული ფორმაა „ვიშინგი“ (vishing), რომლის დროსაც თაღლითები ცდილობენ სატელეფონო დიალოგის საშუალებით მიიღონ თქვენგან პერსონალური და ფინანსური სახის ინფორმაცია. თაღლითობაზე საუბრისას ასევე უნდა ვახსენოთ სკიმინგიც - ეს არის თაღლითური პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ბანკომატზე ან პოს-ტერმინალზე დაყენებული სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ხდება მომხმარებლის ბარათის რეკვიზიტების/ინფორმაციის უკანონო კოპირება (მოპარვა). ამრიგად, მომხმარებლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ბანკომატით და პოს-ტერმინალით სარგებლობის დროსაც.

პერსონალური მონაცემების მოპარვის რისკის თავიდან არიდება მიუხედავად იმისა, რომ თაღლითები მუდმივად ცვლიან და ხვეწენ კანონსაწინაღმდეგო მეთოდებსა და ხრიკებს, არსებობს უსაფრთხოების ძირითადი წესები, რომელთა გათვალისწინებაც ბანკში, სახლში და ონლაინ სივრცეში მოქმედებისას შეგიძლიათ:

• თუკი თქვენი საკრედიტო, სადებეტო ან სასაჩუქრე (წინასწარი გადახდის) ბარათი დაკარგეთ ან მოგპარეს, და/ან იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ანგარიშიდან შესრულდა ოპერაციები, რომლებიც თქვენ არ განგიხორციელებიათ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ ბარათის გამომშვებ (ემიტენტ) ფინანსურ ორგანიზაციას, და სთხოვეთ ბარათის დაბლოკვა.

• უსაფრთხო ადგილას შეინახეთ თქვენი საკრედიტო, სადებეტო და სასაჩუქრე ბარათები; არასოდეს შეინახოთ ბარათი და ქაღალდზე ამოწერილი პინ-კოდი ერთად!

• ნივთების ინტერნეტით შეძენისას, ისარგებლეთ მხოლოდ სანდო ვებგვერდებით, რომელთა მისამართიც შეიცავს https://-ს და იყენებს მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოების SSL პროტოკოლსა და სერტიფიკატებს. ვებგვერდის დაცულობაზე ასევე მიუთითებს მისამართის ველში გამოსახული მწვანე ჩაკეტილი ბოქლომი. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს თქვენი ტრანზაქციების დაცულობას. ამასთან, კარგი აზრია ონლაინ შესყიდვებისთვის/

მოდული 3 // გზამკვლევი

Page 35: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 8

ტრანზაქციებისთვის ცალკე ბარათის ქონა, რომელზეც ზუსტად იმ ოდენობის თანხა გექნებათ შენახული, რამდენიც ამ მიზნისთვის გჭირდებათ.

• მოუფრთხილდით ანგარიშის ნომერს, ასევე, ბარათის მონაცემებს: საბარათე ნომერს, 3-ნიშნა უსაფრთხოების CVV კოდს და პინ-კოდს; არასოდეს გადასცეთ თქვენი ანგარიშის ნომერი და სხვა მონაცემები ტელეფონით ან ელ-ფოსტით იმ პირებს, რომლებიც ამ გზით გიკავშირდებიან; თქვენი ფინანსური მონაცემები მხოლოდ იმ პირებს გაუზიარეთ, რომელთაც თავად უკავშირდებით; ანალოგიური წესები ეხება თქვენს პირად ნომერს და სხვა პერსონალურ მონაცემებსაც.

• გადაგდებამდე, აუცილებლად დააქუცმაცეთ ნებისმიერი საბუთი თუ ქვითარი, რომელიც თქვენი ბარათის ნომერს და სხვა პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.

• არასოდეს გაგზავნოთ ბარათის ნომერი ან სხვა პერსონალური მონაცემები ელ-ფოსტით, რადგანაც ამ შემთხვევაში თქვენი მონაცემები შესაძლოა დაცული არ იყოს.

• ბანკომატით სარგებლობისას ყოველთვის შეეცადეთ დაფაროთ პინ-კოდი. საგადახდო ბარათის კოდის მოფიქრებისას, შეარჩიეთ მარტივად დასამახსოვრებელი, მაგრამ რთულად გამოსაცნობი ციფრების კომბინაცია, რომელიც არ იქნება კავშირში ისეთ პერსონალურ ინფორმაციასთან, როგორიცაა თქვენი დაბადების წელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. არასოდეს დააწეროთ PIN-კოდი ბარათის უკანა მხარეს და არ ჩაინიშნოთ ფურცელზე, რომელსაც საფულეში, ბარათთან ერთად შეინახავთ.

• ყოველთვიურად შეამოწმეთ თქვენი საბანკო ანგარიშის ამონაწერი, და ისარგებლეთ sms-ბანკით, რომელიც საშუალებას გაძლევთ მომენტალურად მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ბარათით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რათა არ გამოგეპაროთ შესაძლო თაღლითობის ნიშნები.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეჭვობთ, რომ პერსონალური მონაცემების მოპარვის გზით განხორციელებული თაღლითობის მსხვერპლი ხართ?

თაღლითობამ შესაძლოა ძალზე უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს პირად ფინანსებზე. თუ ფიქრობთ, რომ ვიღაც თაღლითურად სარგებლობს თქვენი ანგარიშით, ან სხვა ფორმით მოიპარეს თქვენი პერსონალური მონაცემები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმოქმედოთ დაუყოვნებლივ და საქმის კურსში ჩააყენოთ შესაბამისი ორგანიზაციები.

ნაბიჯი 1: დაუკავშირდით თქვენს მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას

აცნობეთ მომსახურე (ბარათის შემთხვევაში - ემიტენტ) ფინანსურ ორგანიზაციას დაკარგული/მოპარული ბარათის, თქვენი ანგარიშიდან განხორციელებული თაღლითური ოპერაციებისა და სხვა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ. სთხოვეთ თქვენს მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას, რომ დაბლოკოს ბარათი და/ან დახუროს არსებული ანგარიში და გაგიხსნათ ახალი ანგარიში. ამასთან, შეცვალეთ ინტერნეტ-ბანკის პაროლი და ბარათის პინ-კოდი.

ნაბიჯი 2: საჭიროებისამებრ, მიმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სამართალდამცავ ორგანოებს

თუ თვლით, თაღლითები თქვენი სახელით მოქმედებენ, ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, და, საჭიროებისამებრ, მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებსაც.

მოდული 3 // გზამკვლევი

Page 36: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 9

მოდული 3 // დისკუსიასესხება: სასარგებლო vs. მავნე ფინანსური ჩვევები

ინსტრუქცია: გაეცანით ქვემოთ მოყვანილ სამ სცენარს და განსაზღვრეთ, თუ რა გავლენა ექნება თითოეულ გონივრულ თუ არაგონივრულ ფინანსურ გადაწყვეტილებას ადამიანის ფინანსურ კეთილდღეობაზე.

სცენარი 1

ირაკლი ეს-ესაა ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და ნაქირავები ბინის სასტუმრო ოთახისთვის ახალი მოდელის ბრტყელეკრანიანი ტელევიზორის შეძენა სურს. ირაკლი მუშაობს, თუმცა ბინის ქირისა და სწავლის საფასურის გადახდის და სახელმძღვანელოების შეძენის შემდეგ ბევრი ფული არ რჩება. ირაკლი გადაწყვეტს ისარგებლოს ტექნიკის მაღაზიის შეთავაზებით და საბანკო განვადებით გამოიტანოს სასურველი ტელევიზორი. როგორ ფიქრობთ, ეს გონივრული თუ არაგონივრული ფინანსური გადაწყვეტილებაა? რატომ?

პასუხი: ირაკლის გადაწყვეტილება შეიძინოს ახალი მოდელის ტელევიზორი წარმოადგენს სურვილს, და არა საჭიროებას. შესაბამისად, ამ მიზნისთვის სესხის აღება არ არის კარგი იდეა, მით უმეტეს, რომ ირაკლიმ ფული ისეთი საჭიროებებისთვის დასაფარად უნდა გადადოს, როგორიცაა ბინის ქირა, სწავლის გადასახადი და წიგნები. ამასთან, თუ ირაკლი ვერ შეძლებს განვადების დაფარვას, ეს უარყოფითად აისახება მის საკრედიტო ისტორიაზე.

სცენარი 2

ლევანმა რამდენიმე წლის წინ დაასრულა უნივერსიტეტში სწავლა და მალევე დაიწყო მუშაობა მარკეტინგულ კომპანიაში, გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, ლევანი რამდენჯერმე დააწინაურეს. ცოტა ხნის წინ, კონკურენტი მარკეტინგული კომპანიისგან ლევანმა საინტერესო შემოთავაზება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ლევანი დაწინაურდება და მისი შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ლევანი აპირებს, რომ დათანხმდეს ამ შემოთავაზებას. ლევანს ახალ სამსახურთან ახლოს ბინის შეძენა სურს. ბინა 100,000 ₾ ღირს, ლევანს კი ამ თანხის 20%-ის ოდენობის დანაზოგი აქვს, რომელიც კონკრეტულად ბინის შესაძენად შეაგროვა. ლევანი გეგმავს აიღოს იპოთეკური სესხი, რათა დაფაროს დანარჩენი 80,000 ₾ და შეიძინოს სასურველი ბინა. როგორ ფიქრობთ, ეს გონივრული თუ არაგონივრული ფინანსური გადაწყვეტილებაა? რატომ?

პასუხი: ლევანს სტაბილური სამსახური და სოლიდური დანაზოგიც აქვს. შესაბამისად, იპოთეკური სესხით ბინის შეძენა მისთვის კარგი ინვესტიციაა. ეს სესხი ლევანს დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნასა და თავისი მომავალი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში დაეხმარება.

Page 37: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 10

სცენარი 3

თამუნამ მეზობლისგან შეიტყო, რომ ერთბაშად ბევრი საკრედიტო ბარათის აღება საუკეთესო საშუალებაა დადებითი საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად. ამჟამად, მას ხუთი საკრედიტო ბარათი აქვს, თუმცა ხანდახან ავიწყდება ბარათებზე მინიმალური თანხის გადახდა. გარდა ამისა, თამუნას თითქმის ყველა ბარათის ლიმიტი ათვისებული აქვს და საკმაოდ დიდი ოდენობის ვალდებულება ეკისრება. მიუხედავად ამისა, თამუნამ გადაწყვიტა კიდევ ერთი საკრედიტო ბარათის შეძენა, რომელსაც მის სამსახურთან ახლოს გახსნილი ახალი ბანკი სთავაზობს, და რომელზეც ბევრი ფასდაკლება და ბონუსია გათვალისწინებული. როგორ ფიქრობთ, ახალი საკრედიტო ბარათის შეძენა გონივრული თუ არაგონივრული ფინანსური გადაწყვეტილებაა? რატომ?

პასუხი: რადგანაც თამუნას უკვე აქვს არაერთი საკრედიტო ბარათი და ხანდახან ავიწყდება მათი შენატანების განხორციელება, ახალი საკრედიტო ბარათის აღებას შეუძლია გააუარესოს თამუნას საკრედიტო ისტორია და მნიშვნელოვნად გაზარდოს მისი ჯამური ვალდებულება.

მოდული 3 // დისკუსია

Page 38: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 11

მოდული 3 // კითხვარიუპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს:

1. სწორია თუ არასწორია: “ფიშინგი“ თაღლითობის ერთ-ერთი ფორმაა.

2. სწორია თუ არასწორია: თქვენი საბანკო ანგარიშის ნომრისა და პინ-კოდის მესამე პირებისთვის გაზიარება არ არის სარისკო ქმედება.

3. რომელ მავნე ჩვევას შეუძლია ჭარბი ვალდებულებების დაგროვების რისკის წინაშე დაგაყენოთ?

4. დაასახელეთ სამი ქმედება, რომლებიც თაღლითობის რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ.

5. სწორია თუ არასწორია: არ არის აუცილებელი ფლობდეთ საკრედიტო ბარათს იმისათვის, რომ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი.

6. თუ გარკვეული პირი თქვენი ბანკის სახელით დაგიკავშირდებათ და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნოთ თქვენი ბარათის ნომერი და უსაფრთხოების CVV კოდი - იქნება თუ არა თქვენი მხრიდან ამ თხოვნის შესრულება გონივრული ქმედება?

7. სწორია თუ არასწორია: საბანკო ამონაწერის რეგულარული კონტროლი ფინანსური თაღლითობის თავიდან არიდების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.

8. სწორია თუ არასწორია: არაგონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მაგალითია საკრედიტო ბარათით ბრენდული მზის სათვალის შეძენა, რომლის საფასურის ანაზღაურებასაც ვერ შეძლებთ ბარათის საშეღავათო პერიოდის განმავლობაში.

9. სწორია თუ არასწორია: საუკეთესო PIN-კოდი არის ციფრების ისეთი კომბინაცია, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ, მაგალითად: თქვენი დაბადების წელი, მისამართი ან ტელეფონის ნომერი.

10. _________ შეიძლება დაგროვდეს, თუ კრედიტით აღებულ თანხას საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებს გარეთ დახარჯავთ.

Page 39: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 12

მოდული 3 // წერითი სავარჯიშოგამოიყენეთ ახლადშეძენილი ცოდნა ფინანსური თაღლითობის შესახებ და ქვემოთ წარმოდგენილი სცენარისთვის შეადგინეთ რეალისტური საპასუხო გეგმა. წარმოიდინეთ, რომ თქვენს საბანკო ამონაწერში აღმოაჩინეთ საეჭვო ოპერაციები, რომლებიც თქვენ არ განგიხორციელებიათ. მოცემული შეკითხვების მიხედვით, გაწერეთ ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგათ არამხოლოდ იმისათვის, რომ დაუკავშირდეთ საჭირო ორგანიზაციებს (როგორიცაა, მაგალითად, ბარათის ემიტენტი ბანკი) და დროულად აღმოფხვრათ პრობლემა, არამედ იმისთვისაც, რომ მომავალში თავიდან აირიდოთ თაღლითობის შემთხვევები.

სცენარი: თქვენ აღმოაჩინეთ საკუთარი საბანკო ანგარიშიდან შესრულებული საეჭვო ოპერაციები, რომლებიც თქვენ არ განგიხორციელებიათ.

ნაბიჯი 1: რა უნდა იყოს თქვენი პირველი ქმედება, რათა დაიცვათ საკუთარი თავი და ფინანსები?

______________________________________________________________

ნაბიჯი 2: რა უნდა გააკეთოთ თქვენი სადებეტო და საკრედიტო ბარათების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

______________________________________________________________

ნაბიჯი 3: რა უნდა გააკეთოთ, თუ ეჭვობთ, რომ ვიღაც თქვენი საბანკო ანგარიშით სარგებლობს?

______________________________________________________________

ნაბიჯი 4: რა უნდა მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ მუდმივად აკონტროლოთ თქვენი ანგარიშები?

______________________________________________________________

Page 40: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 3 // გვერდ 13

მოდული 3 // პასუხებიკითხვარის პასუხები:

1. სწორია 2. არასწორია 3. ჩამოთვლილთაგან ყველა პასუხი სწორია: ხარჯვა საკუთარი ფინანსური საშუალებების ფარგლებს გარეთ; პირადი ბიუჯეტის არქონა; საკრედიტო ბარათზე მხოლოდ მინიმალური შენატანების განხორციელება; კრედიტის არაგონივრული გამოყენება; ერთდროულად ბევრი სესხის აღება. 4. საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთისა და ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციების რეგულარული შემოწმება; ფინანსური მონაცემების გაფრთხილება, მათ შორის, მათი ელ-ფოსტის საშუალებით გაზიარებისგან თავის შეკავება; პინ-კოდის ყურადღებით შერჩევა და მისი გაფრთხილება. 5. სწორია 6. არა 7. სწორია 8. სწორია 9. არასწორია 10. ჭარბი ვალი

წერითი სავარჯიშოს პასუხები:

1. თუ თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათი დაკარგეთ ან მოგპარეს, ან თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ანგარიშიდან საეჭვო ტრანზაქციები ხორციელდება, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ ბარათის გამომშვებ (ემიტენტ) / თქვენს მომსახურე ბანკს, და სთხოვეთ შესაბამისი ზომების მიღება. ამასთან, თუ ფიქრობთ, რომ ვიღაც თაღლითურად იყენებს თქვენს სახელს, გვარს ან სხვა პერსონალურ მონაცემებს, ამის შესახებ უნდა აცნობოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, და საჭიროებისამებრ, სამართალდამცავ ორგანოებსაც.

2. SMS-ბანკისა და საბანკო ამონაწერის კონტროლის გზით, თვალყური ადევნეთ თითოეულ განხორციელებულ ტრანზაქციას. შეინახეთ ბარათები უსაფრთხო ადგილას და გაუფრთხილდით ბარათის მონაცემებს (ბარათის ნომერს, უსაფრთხოების კოდს, პინ-კოდს) ინტერნეტით, ტრანსპორტში, ბანკომატით ან პოს-ტერმინალით სარგებლობისას. არასოდეს ათხოვოთ სხვა პირებს თქვენი ბარათი და არ დატოვოთ მერხზე, ავტომობილში და სხვა, ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას! ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარათის უსაფრთხოების სერვისით, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელია მოხდეს მესამე პირის მიერ განხორციელებული არალეგალური ოპერაციების შედეგად დაკარგული თანხების მომხმარებლისთვის დაბრუნება.

3. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ბანკს, სთხოვეთ გაერკვნენ სიტუაციაში და მიიღონ შესაბამისი ზომები: დაბლოკონ ანგარიშზე „მიბმული“ ბარათი, დახურონ აღნიშნული ანგარიში, გაგიხსნან ახალი ანგარიში განსხვავებული ნომრით, და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია პაროლებისა და პინ-კოდების შეცვლაც!

4. გაუფრთხილდით ბარათებსა და პერსონალურ, მათ შორის, ფინანსურ მონაცემებს; რეგულარულად ამოწმეთ საბანკო ამონაწერები და ყურადღება მიაქციეთ SMS-ბანკით მიღებულ შეტყობინებებს, რათა არ გამოგრჩეთ რაიმე უზუსტობა, თაღლითური ტრანზაქცია, ან თქვენს სახელზე გახსნილი საეჭვო, უცნობი ანგარიშები. ამასთან, კარგი იდეაა პერიოდულად გადაამოწმოთ საკუთარი საკრედიტო ისტორია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში, რათა დარწმუნდეთ, რომ მონაცემთა ბაზებში თქვენი ვალდებულებების შესახებ სწორი ინფორმაციაა ასახული.

Page 41: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

მოდული 4 // რა უნდა ვიცოდეთ სესხების შესახებ ? მსოფლიო კლასი: 18+ წელი

Page 42: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 4 // გვერდ 2

მოდული 4 // „ფინანსური ფეხბურთის“ პროგრამა

ფინანსური ფეხბურთი - ეს არის საგანმანათლებლო ვიდეოთამაში, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების შესწავლაში.

ეს თამაში ეფუძნება იდეას, რომ ვიდეოთამაშები ეფექტურ სასწავლო ინსტრუმენტს წარმოადგენს. ფინანსური ფეხბურთი მონაწილეებს რთავს სახალისო და კარგად ნაცნობ აქტივობაში და ამავდროულად, მათ ჯანსაღი ფინანსური და სოციალური უნარების გამოსამუშავებლად საჭირო ცოდნას სთავაზობს.

თამაშის განმავლობაში მოთამაშემ პასუხი უნდა გასცეს სხვადასხვა სირთულის შეკითხვებს, რათა წინ წავიდეს, გაიტანოს გოლი და გაიმარჯვოს. ფეხბურთის მსგავსად, პირადი ფინანსების წარმატებით მართვაც ჭკვიანური სტრატეგიის შემუშავებას, მოხერხებულობასა და შეუპოვრობას მოითხოვს.

ეს სასწავლო პროგრამა „ფინანსური ფეხბურთის“ ვიდეოთამაშისთვის ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ფინანსური ფეხბურთის დაწყებამდე, როგორც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ისე სხვა ნებისმიერ მოთამაშეს გირჩევთ, გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ ოთხ შემეცნებით მოდულს, რათა გაგიადვილდეთ თამაშში მოცემული ფინანსური ტერმინებისა და კონცეფციების დაძლევა.

Page 43: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 4 // გვერდ 3

მოდული 4 // რა უნდა ვიცოდეთ სესხების შესახებ ?

მოდულის აღწერა: ამ მოდულში მოთამაშეები განიხილავენ, თუ რა არის კრედიტი, როგორ უნდა ისესხონ ფული პასუხისმგებლობით, და როგორ უნდა მოხდეს გადახდისუნარიანობის შენარჩუნება. გარდა ამისა, მოთამაშეები შეისწავლიან დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნისა და შენარჩუნების სტრატეგიებს, რაც მათი ფინანსური პერსპექტივების გაუმჯობესებასა და ფინანსური კეთილდღეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ასაკი: 18+ წელი

ხანგრძლივობა: 60 წუთი

თემა: ეკონომიკა, მათემატიკა, ფინანსები, სამომხმარებლო და ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები.

სწავლების მიზნები:

• გადახდისუნარიანობის მნიშვნელობის გააზრება;

• სესხის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლების გაცნობა;

• იმის გაანალიზება, თუ როდის უნდა ისარგებლოს ადამიანმა სესხით, და როდის არა;

• საკრედიტო ისტორიისა და საკრედიტო ანგარიშგების (რეპორტის) დანიშნულების გააზრება.

მასალა: ტრენერებს/მასწავლებლებს შეუძლიათ ამობეჭდონ და მოთამაშეებს დაურიგონ ამ მოდულის ბოლოს წარმოდგენილი კითხვარი და წერითი სავარჯიშოები. გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლიათ ფინანსური საკითხების გარშემო დამატებითი ინფორმაცია მოიძიონ ინტერნეტით, მათ შორის, ეწვიონ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებლის გვერდს - www.nbg.gov.ge/cp და „დაზოგვის საერთაშორისო დღისადმი” მიძღვნილ საგანმანათლებლო ვებგვერდს - www.grovia.com.ge. დამატებითი მასალა, ასევე, VISA-ს მიერ მომზადებული საერთაშორისო ფინანსური ლექსიკონი, მოთამაშეებს შეუძლიათ შემდეგ ვებგვერდზე იხილონ: www.practicalmoneyskills.com/assets/pdfs/lessons/lev9-12/Glossary.pdf.

პრაქტიკული სავარჯიშოების პასუხები ამ მოდულის ბოლო გვერდებზეა მოცემული.

Page 44: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 4 // გვერდ 4

მოდული 4 // გზამკვლევიფეხბურთში, ისევე როგორც სპორტის ყველა სხვა სახეობაში, ხშირად იყენებენ სტატისტიკას, რათა განსაზღვრონ, თუ რამდენად წარმატებულია ესა თუ ის მოთამაშე, და ლიგის რეიტინგში თითოეულ გუნდს საკუთარი ადგილი მიუჩინონ. დადებითი სტატისტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხბურთელის კარიერის განვითარებაში, და ამასთან, განსაზღვრავს, ეროვნული ლიგის რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს მოცემული გუნდი, და მოხვდება თუ არა ის საერთაშორისო ჩემპიონატზე.

პირველივე სესხის აღებით - იქნება ეს საკრედიტო ბარათი თუ სტუდენტური სესხი - თქვენ იწყებთ საკუთარი საკრედიტო ისტორიის შექმნას. თქვენი საკრედიტო ისტორია ფეხბურთელის სტატისტიკას ჰგავს; სწორედ თქვენს საკრედიტო ანგარიშგებაში (რეპორტში) არსებული ფინანსური სტატისტიკის შეფასების გზით გადაწყვეტს როგორც ბანკი, ისე სხვა პოტენციური კრედიტორი, თუ რამდენად შეძლებთ სესხის დაფარვას. თქვენი საკრედიტო ანგარიშგება და საკრედიტო ქულა თქვენს წარსულ ფინანსურ ქმედებებს ეფუძნება - ანუ, წარსულში აღებულ სესხებსა და მათი დაფარვის ისტორიას. შესაბამისად, თქვენი საკრედიტო ისტორია სესხის გამცემ ორგანიზაციებს უქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენად სარისკოა თქვენთვის თანხის სესხება.

გაითვალისწინეთ, რომ დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნა და შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. დადებითი საკრედიტო ისტორია მიუთითებს, რომ თქვენ პასუხისმგებლიანი მსესხებელი ხართ, რომელიც დროულად იხდის ვალდებულებებს, და რომ თქვენ, დიდი ალბათობით, მომავალშიც ჯეროვნად დაფარავთ სესხებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი შეცდომებისათვის თავის არიდება, რომლებსაც თქვენი საკრედიტო ისტორიისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, რამდენადაც უარყოფითი საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესება არც თუ ისე მარტივია.

დადებითი საკრედიტო ისტორიის უპირატესობები:

• გაქვთ მეტი შანსი მიიღოთ და შეინარჩუნოთ თქვენთვის ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთი სესხზე.

• გაქვთ მეტი შანსი დაგიმტკიცდეთ სესხი თქვენზე მორგებული პირობებით.

უარყოფით საკრედიტო ისტორიასთან დაკავშირებული რისკები:

• გაგიჭირდებათ ახალი სესხის, მათ შორის, განვადებისა და საკრედიტო ბარათის მიღება.

• თქვენ სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს შემოგთავაზებენ, ვიდრე იმ მომხმარებლებს, რომლებსაც დადებითი საკრედიტო ისტორია აქვთ.

Page 45: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 4 // გვერდ 5

მოდული 4 // დისკუსიასესხება და ვალდებულებების დროულად დაფარვა როდესაც სესხის გამცემი ორგანიზაციები იღებენ გადაწყვეტილებას, დაგიმტკიცონ თუ არა სესხი, ისინი ცდილობენ გათვალონ, თუ რამდენად პასუხისმგებლობით და დროულად დაფარავთ აღებულ სესხს, და რამდენად გადახდისუნარიანი ხართ. სესხის გაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კრედიტორები მხედველობაში იღებენ არაერთ ფაქტორს.

ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც ფინანსური ორგანიზაციები წყვეტენ, დაგიმტკიცონ თუ არა სესხი დაგიმტკიცებთ თუ არა სესხის გამცემი ორგანიზაცია ავტოსესხს, სტუდენტურ სესხს, ან განვადებას სასურველ ტექნიკაზე? თქვენი კანდიდატურის შეფასების პროცესში, ფინანსური ორგანიზაციები შემდეგი სამი ძირითადი ფაქტორით ხელმძღვანელობენ, რომლებიც ჯამში, თქვენს კრედიტუნარიანობას განსაზღვრავს:

• გადახდისუნარიანობა - რა მოცულობის სესხის აღება და დაფარვა შეგიძლიათ თქვენი შემოსავლის გათვალისწინებით?

• საკრედიტო ისტორია – რამდენად კარგად ართმევდით თავს ფინანსურ პასუხისმგებლობებს წარსულში?

• უზრუნველყოფა – ფლობთ თუ არა რაიმე აქტივს (მაგ. უძრავი ქონება, დეპოზიტზე არსებული თანხა, საწარმოო მანქანა-დანადგარი, და ა.შ.), რომელიც სესხზე გარანტიის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ, და რომელიც კრედიტორის საკუთრებაში გადავა, თუ თქვენ სესხს ვერ დაფარავთ?

1. გადახდისუნარიანობა გადახდისუნარიანობა გულისხმობს, თუ რა მოცულობის სესხის გადახდა შეგიძლიათ თქვენი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. პოტენციურ კრედიტორებს სურთ იცოდნენ, გაქვთ თუ არა რეგულარული სამსახური, რომლიდანაც მიღებული შემოსავალიც საკმარისი იქნება სესხის დასაფარად. ჰკითხეთ თქვენს თავს:

• გაქვთ თუ არა სტაბილური სამსახური და შემოსავალი?

• რამდენს შეადგენს თქვენი შემოსავალი?

• გაქვთ თუ არა მიმდინარე ეტაპზე სხვა სესხები? რამდენი?

• რამდენს შეადგენს თქვენი მიმდინარე სესხები სრულად?

• რამდენს შეადგენს თქვენი მიმდინარე საცხოვრებელი ხარჯები?

• გყავთ თუ არა ოჯახში თქვენზე ფინანსურად დამოკიდებული პირები? თუ კი, რამდენი?

2. საკრედიტო ისტორია საკრედიტო ისტორია წარსულში თქვენს მიერ აღებულ სესხებსა და მათი გადახდების ისტორიას მოიცავს და წარმოაჩენს, თუ რამდენად შეძლებთ ახალი სესხის დაფარვას. სხვა სიტყვებით, პოტენციური კრედიტორები აფასებენ თქვენს ფინანსურ წარსულს. ჰკითხეთ თქვენს თავს:

• აგიღიათ თუ არა სესხი წარსულში?

• იხდიდით თუ არა სესხის შენატანებს დროულად?

Page 46: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 4 // გვერდ 6

• თუ მიმდინარე სესხიც გაქვთ, რამდენად დროულად იხდით მის შენატანებს?

• გქონიათ თუ არა წარსულში პრობლემები ვალდებულების დაფარვასთან დაკავშირებით?

ზოგიერთ შემთხვევაში, სესხის გაცემამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ შესაძლოა მოითხოვოს მსესხებლის მიერ რეკომენდატორის წარდგენა. რეკომენდატორი შეიძლება იყოს მსესხებლის ბიზნეს პარტნიორი, დამსაქმებელი, ან მსესხებელთან დაახლოებული სხვა პირი, რომელთანაც ფინანსური ორგანიზაცია გადაამოწმებს და განიხილავს მსესხებლის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

3. უზრუნველყოფა რიგ შემთხვევებში, სესხის გაცემის სანაცვლოდ, ფინანსურმა ორგანიზაციამ შესაძლოა მოითხოვოს რაიმე აქტივი (იქნება ეს უძრავი თუ მოძრავი ქონება, დეპოზიტზე არსებული თანხა, საწარმოო მანქანა-დანადგარი, და ა.შ.) სესხის უზრუნველყოფის, ანუ გარანტიის სახით. ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო ვეღარ შეძლებთ სესხის დაფარვას, სესხის გამცემი ორგანიზაცია უზრუნველყოფაში ჩადებულ ქონებას გამოიყენებს (გაყიდის) თქვენი სესხის დასაფარად. ჰკითხეთ თქვენს თავს:

• ფლობთ ისეთ ქონებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა სესხის უზრუნველყოფის სახით?

• გაქვთ დეპოზიტზე შეგროვებული თანხა?

• გააზრებული გაქვთ, რომ თუ სესხს ვერ დაფარავთ, შესაძლოა უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება დაკარგოთ?

რა არის საკრედიტო ქულა და ანგარიშგება (რეპორტი)? თქვენი საკრედიტო ისტორიის დეტალები თავს იყრის საკრედიტო ანგარიშგებაში (რეპორტში), რომელსაც სესხის გამცემი ორგანიზაციები სესხის დამტკიცებამდე აფასებენ. მნიშვნელოვანია, რომ პერიოდულად შეამოწმოთ საკუთარი საკრედიტო ანგარიშგება, რათა დროულად აღმოაჩინოთ ნებისმიერი უზუსტობა, რასაც შეუძლია ნეგატიური გავლენა იქონიოს თქვენს საკრედიტო ქულაზე.

თქვენი საკრედიტო ქულა - ეს არის რიცხვი, რომელიც პოტენციურ კრედიტორებს მიუთითებს, თუ რამდენად სარისკოა თქვენთვის თანხის სესხება. რაც უფრო მაღალია თქვენი ქულა, მით უფრო ნაკლებ სარისკოა თქვენთვის თანხის სესხება - სხვა სიტყვებით, მით უფრო მაღალია თქვენი კრედიტუნარიანობა. თუ თქვენი ქულა დაბალია, მაშინ თქვენი კრედიტუნარიანობის გაუმჯობესება შეგიძლიათ სესხის შენატანების დროულად გადახდის მეშვეობით. ამასთან, თუ საკრედიტო ბარათით სარგებლობთ, მოერიდეთ საკრედიტო ლიმიტის მთლიანად ათვისებას. დროთა განმავლობაში, ეს სასარგებლო ჩვევები დაგეხმარებათ საკრედიტო ქულის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში.

როგორ გავიუმჯობესოთ კრედიტუნარიანობა?შეამცირეთ ვალდებულებები მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დროულად დაფაროთ სესხის შენატანები. თუ სარგებლობთ საკრედიტო ბარათით, ყოველთვიურად შეიტანეთ ბარათზე საკმარისი თანხა არსებული ვალდებულების დასაფარად. დაიმახსოვრეთ, რომ სესხის გამცემი ორგანიზაციები აფასებენ ბარათზე არსებულ ბალანსსა და საკრედიტო ლიმიტს შორის არსებულ სხვაობას: რაც უფრო დიდია ეს სხვაობა, ანუ რაც უფრო მეტი გაუხარჯავი, ხელმისაწვდომი თანხა გაქვთ საკრედიტო ბარათზე, მით უფრო მაღალია თქვენი კრედიტუნარიანობა. ნებისმიერი სესხის, მათ შორის, საკრედიტო ბარათის გონივრულად გამოყენება დადებითი საკრედიტო ისტორიის შექმნასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მოდული 4 // დისკუსია

Page 47: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 4 // გვერდ 7

დახარჯეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე გამოიმუშავებთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში ცხოვრება დაგეხმარებათ დაზოგოთ მეტი; დაზოგილი თანხის შეგროვება კი დაგეხმარებათ თავი აარიდოთ ზედმეტი ვალდებულებების აღებას და გაუმკლავდეთ ფინანსურ მოულოდნელობებს.

დროულად დაფარეთ სესხის შენატანები თუ ვერ ახერხებთ შენატანის დროულად დაფარვას, წინასწარ დაუკავშირდით სესხის გამცემ ორგანიზაციას და აცნობეთ ამის შესახებ. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია სესხის გამცემ ორგანიზაციასთან გარკვეულ პირობებზე, მათ შორის, სესხის დაფარვის ახალ გრაფიკსა და შენატანის ახალ მოცულობაზე შეთანხმება, რომლებიც უკეთ შეესაბამება თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს. ამ გზით, რამდენადაც თქვენ პასუხისმგებლობით ეკიდებით თქვენს კრედიტორებს, თქვენი კრედიტუნარიანობა არ გაუარესდება, რაც აუცილებლად მოხდებოდა, თუ შენატანს გადაიხდიდით დაგვიანებით და გაფრთხილების გარეშე, ან სულაც, გამოტოვებდით ამ შენატანს.

კრედიტუნარიანობა და ავტოსესხი ნებისმიერი ტიპის სესხის აღებამდე, საკუთარი კრედიტუნარიანობა თავად მსესხებელმაც ყურადღებით უნდა შეაფასოს. მოდი განვიხილოთ ავტოსესხის მაგალითი: თუ გსურთ ავტომობილის შეძენა, და გაქვთ შესაძლებლობა, რომ მისი ღირებულება საკუთარი დანაზოგით დაფაროთ, მაშინ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია თქვენ არ გეხებათ; სხვა შემთხვევაში, დიდი ალბათობით დაგჭირდებათ ავტოსესხის აღება, რომელიც მანქანის ღირებულებას დაფარავს და რომლის გადახდაც გარკვეული დროის განმავლობაში მოგიწევთ.

ავტომობილის ავტოსესხით შეძენისას, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, თუ რა თანხის გადახდას შეძლებთ ყოველთვიურად. გაითვალისწინეთ, რომ დაგემატებათ ავტომობილის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები: ავტოდაზღვევა, ხელოსანთან ვიზიტის/პროფილაქტიკის ხარჯები და საწვავის საფასური. ამის შემდეგ, გამოთვალეთ, თუ რა მოცულობის თანამონაწილეობის წარმოდგენის საშუალება გაქვთ. თანამონაწილეობის თანხა - ეს ის ფინანსური რესურსია, რომელიც უკვე გადადებული გაქვთ კონკრეტულად ამ მიზნისთვის, და რომელიც აკლდება ავტომობილის ღირებულების თანხას. შესაბამისად, რაც უფრო დიდია თქვენს მიერ წარმოდგენილი თანამონაწილეობის თანხა, მით ნაკლები თანხის სესხის სესხება მოგიწევთ.

ავტომობილის ყოველთვიური ბიუჯეტის შედგენისა და თანამონაწილეობის თანხის განსაზღვრის შემდეგ, ერთმანეთს უნდა შეადაროთ სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ავტოსესხის პირობები, რათა შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი. ავტოსესხების შედარებისას ყურადღება მიაქციეთ სესხის ვადას, ყოველთვიური შენატანის ოდენობასა და საპროცენტო განაკვეთს. სხვა სესხების მსგავსად, ავტოსესხის შემთხვევაშიც, რაც უფრო მაღალია თქვენი საკრედიტო ქულა, მით უფრო მაღალია შანსი, რომ ავტოსესხი თქვენთვის სასურველი პირობებით დაგიმტკიცდეთ.

დაიმახსოვრეთ, რომ ჩვეულებრივ, რაც უფრო მოკლევადიანია სესხი, მით უფრო დაბალია მისი საპროცენტო განაკვეთი და მით უფრო ნაკლებ თანხას იხდით საბოლოო ჯამში. თუმცა, ამ შემთხვევაში, თქვენი ყოველთვიური შენატანი სავარაუდოდ უფრო მაღალი იქნება; შესაბამისად, სესხის ვადის შერჩევისას, კარგად უნდა გააანალიზოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და გადაწყვეტილება შესაბამისად მიიღოთ.

მოდული 4 // დისკუსია

Page 48: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 4 // გვერდ 8

მოდული 4 // კითხვარიუპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს:

1. სწორია თუ არასწორია: თუ ვერ ახერხებთ შენატანის დროულად დაფარვას, სესხის გამცემ ორგანიზაციასთან დაკავშირება გონივრული გადაწყვეტილებაა.

2. სწორია თუ არასწორია: უძრავი ქონება სესხის უზრუნველყოფის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

3. სწორია თუ არასწორია: თუ თქვენი საკრედიტო ქულა დაბალია, მაშინ თქვენთვის შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთიც აუცილებლად დაბალი იქნება.

4. სწორია თუ არასწორია: უარყოფითი საკრედიტო ისტორიის ქონა ჭარბი ვალის დაგროვების თავიდან ასარიდებლად საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს.

5. სწორია თუ არასწორია: ნეგატიური ინფორმაცია თქვენი საკრედიტო ისტორიიდან სესხის დაფარვისთანავე იშლება.

6. სწორია თუ არასწორია: სესხის გამცემი ორგანიზაციები, სესხის დამტკიცებამდე, შეისწავლიან თქვენს საკრედიტო ისტორიას.

7. სწორია თუ არასწორია: პრობლემური აქტივების მართვის კომპანიასთან ურთიერთობისას, კარგად უნდა გაერკვეთ საკუთარ უფლებებში. ამ მიზნით, კარგი აზრია იურისტთან კონსულტაციის გავლაც.

8. სესხის შერჩევისას, რომელ აუცილებელ კრიტერიუმებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?

Page 49: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 4 // გვერდ 9

მოდული 4 // წერითი სავარჯიშოგადახდისუნარიანობა, საკრედიტო ისტორია და უზრუნველყოფა - ეს ის ფაქტორებია, რომლებსაც სესხის გამცემი ორგანიზაციები იყენებენ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად სარისკოა მომხმარებელზე სესხის გაცემა.

გადახდისუნარიანობა აღწერს თქვენს მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას და აჩვენებს, თუ რა მოცულობის სესხის აღება და გადახდა შეგიძლიათ თქვენი შემოსავლის გათვალისწინებით. გაქვთ სამსახური? რამდენს შეადგენს თქვენი შემოსავალი? გაქვთ თუ არა სხვა სესხები? გყავთ შვილები ან თქვენზე ფინანსურად დამოკიდებული სხვა ოჯახის წევრები?

საკრედიტო ისტორია მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ფარავდით ფინანსურ ვალდებულებებს წარსულში. გისარგებლიათ სესხით წარსულში? ყოველთვის დროულად იხდიდით სესხის გადასახადებს? თუ მიმდინარე სესხი გაქვთ, დროულად ფარავთ მის შენატანებს?

უზრუნველყოფა წარმოადგენს იმ აქტივებს, რომლებსაც ამჟამად ფლობთ (მაგალითად, როგორიცაა უძრავი ქონება, დეპოზიტზე არსებული თანხა, ა.შ.) და რომლებიც შეგიძლიათ სესხის გარანტიის სახით გამოიყენოთ; ეს გულისხმობს, რომ თუ ვერ შეძლებთ სესხის დაფარვას, მაშინ კრედიტორს შეუძლია დაისაკუთროს უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება და გამოიყენოს ის თქვენი ვალდებულების დასაფარად.

გადახედეთ ცხრილის პირველ სვეტში მოცემულ სცენარებს და დაუკავშირეთ თითოეული მათგანი იმ ფაქტორებს (საკრედიტო ისტორია, უზრუნველყოფა, გადახდისუნარიანობა), რომლებზე დაყრდნობითაც ფინანსური ორგანიზაცია წყვეტს გასცეს თუ არა სესხი მომხმარებელზე. გაითვალისწინეთ, რომ ერთი სცენარი შესაძლოა ორ ფაქტორს ეხმიანებოდეს.

Page 50: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 4 // გვერდ 10

მაგალითი: საკრედიტო ისტორია უზრუნველყოფა გადახდისუნარიანობა არცერთი

გიორგის 2 წლის წინ ჰქონდა სესხი, რომლის შენატანებსაც დაგვიანებით იხდიდა

X

ლუკა თავის სესხზე ყველა შენატანს დროულად იხდის

ნინომ ცოტა ხნის წინ ავტოსესხი აიღო ახალი მანქანის შესაძენად

ალექსანდრეს ოთხი პატარა შვილი ჰყავს

თეონა ორ ენაზე საუბრობს - ინგლისურ ენაზე და ესპანურ ენაზე

დავითს აქვს საკუთარი სახლი და აგარაკი

ანანოს ყოველწლიური ხელფასი საშუალოდ 50 000 ლარს შეადგენს

ბოლო ათი წლის განმავლობაში ირაკლიმ ექვსი საკრედიტო ბარათი გამოიყენა

ლევანმა ბაბუასგან მემკვიდრეობით იშვიათი როკ-ფირფიტების კოლექცია მიიღო

მოდული 4 // წერითი სავარჯიშო

Page 51: მოდული 1 // დაზოგე ფული. დაიწყე დღესვე. მსოფლიო კლასი: …ge.financialfootball.com/modules/106/WORLD-CLASS.pdf ·

ფინანსური ფეხბურთი // მოდული 4 // გვერდ 11

მოდული 4 // სავარჯიშოების პასუხებიკითხვარის პასუხები:

1. სწორია 2. სწორია 3. არასწორია 4. არასწორია 5. არასწორია 6. სწორია 7. სწორია 8. სესხის ვადას, ყოველთვიური შენატანის მოცულობასა და საპროცენტო განაკვეთს.

წერითი სავარჯიშოს პასუხები:

მაგალითი: საკრედიტო ისტორია უზრუნველყოფა გადახდისუნარიანობა არცერთი

გიორგის 2 წლის წინ ჰქონდა სესხი, რომლის შენატანებსაც დაგვიანებით იხდიდა

X

ლუკა თავის სესხზე ყველა შენატანს დროულად იხდის

X

ნინომ ცოტა ხნის წინ ავტოსესხი აიღო ახალი მანქანის შესაძენად

X X

ალექსანდრეს ოთხი პატარა შვილი ჰყავს X

თეონა ორ ენაზე საუბრობს - ინგლისურ ენაზე და ესპანურ ენაზე

X

დავითს აქვს საკუთარი სახლი და აგარაკი X

ანანოს ყოველწლიური ხელფასი საშუალოდ 50 000 ლარს შეადგენს

X

ბოლო ათი წლის განმავლობაში ირაკლიმ ექვსი საკრედიტო ბარათი გამოიყენა

X

ლევანმა ბაბუასგან მემკვიდრეობით იშვიათი როკ-ფირფიტების კოლექცია მიიღო

X