50
გიორგი სააკაძე მწერალი მიგნებულ იდეებს ნაწარმოებში დებს. საქმეებს, რომელიც საუკუნეებს უძლებს, გმირობის სახელს არქმევს. შემქომედს, გმირს და იდეას დრო უპირისპირდება. ვინც იმ იდეებს წვდება და იყენებს, პიროვნებად ყალიბდება. იდეა და საქმე ადამიანს სულიერად განწმენდს... წაკითხული ტრაგედიები და ცხოვრებანი პიროვნებას აკეთილშობილებს. მწერლობა არ არის ბედნიერება. არც გმირობაა ნეტარება. ... თუმც, ნამდვილი მწერლობა და გმირობა თაობებს აუკეთესებენ. მწერლები და გმირები ურთიერთს შემწეობენ, ერთად კი იდეებს აცოცხლებენ. იდეის გარეშე ოჯახები და ერები ვერ იარსებებენ... უიდეოდ ერთი კაციც ვერ გაძლებს... ცხოვრება გაძლებაა და მას თვით ადამიანი აფერადებს... თ ა ვ ი პ ი რ ვ ე ლ ი ღვთიური მადლის, ყოველი სიკეთის ერთმანეთისგან წარტაცებას ესწრაფვის ადამიანი. მადლინი მიწა მუდამ იზიდავს დამპყრობ თვალს.

გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

გიორგი სააკაძე

შ ე ს ა ვ ა ლ ი

მწერალი მიგნებულ იდეებს ნაწარმოებში დებს.

საქმეებს, რომელიც საუკუნეებს უძლებს, გმირობის სახელს არქმევს.

შემქომედს, გმირს და იდეას დრო უპირისპირდება.

ვინც იმ იდეებს წვდება და იყენებს, პიროვნებად ყალიბდება.

იდეა და საქმე ადამიანს სულიერად განწმენდს...

წაკითხული ტრაგედიები და ცხოვრებანი პიროვნებას აკეთილშობილებს.

მწერლობა არ არის ბედნიერება.

არც გმირობაა ნეტარება.

... თუმც, ნამდვილი მწერლობა და გმირობა თაობებს აუკეთესებენ.

მწერლები და გმირები ურთიერთს შემწეობენ, ერთად კი იდეებს

აცოცხლებენ.

იდეის გარეშე ოჯახები და ერები ვერ იარსებებენ...

უიდეოდ ერთი კაციც ვერ გაძლებს...

ცხოვრება გაძლებაა და მას თვით ადამიანი აფერადებს...

თ ა ვ ი პ ი რ ვ ე ლ ი

ღვთიური მადლის, ყოველი სიკეთის ერთმანეთისგან წარტაცებას

ესწრაფვის ადამიანი.

მადლინი მიწა მუდამ იზიდავს დამპყრობ თვალს.

Page 2: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

უნდილი ბუნების კაცი ყოველთვის თმობს წინაპრისეულ სამანს, მამაცი

იბრძვის დაუშვრომლად.

იბრძოდნენ ქართველნი...

საქართველო ჩემი საბატონოა, აცხაებდა ოსმალეთი.

საქართველოში მე უნდა ვბრძანებლობდე, იქადებოდა სპარსეთი.

საქართველო ჩემი უნდა იყოს, გახმიანდა რუსეთის სურვილი.

საქართველო დაშლილი იყო...

ქართლი...

კახეთი...

იმერეთი...

გურია...

სამეგრელო...

აფხაზეთი და კიდევ, მესხეთი, რომელიც აღარც იყო ცალკე. ოსმალეთს

საფაშო-ვილაიეთად ექცია, გათათრების გზაზე შეეყენებინა ერთ დროს

ყველაზე ბარაქიანი და სახელმწიფოებრიობის დასაყრდენი კუთხე...

სამ სამეფოთაგან _ ქართლი, კახეთი, იმერეთი _ ყველას პირველობა სურდა...

ყველაზე მამაცი, სიმონ მეფე, ქართლში იჯდა,

ორივე სათათრეთს ებრძოდა, არ ცხრებოდა, უტევდა, უღელს არ იჩერებდა...

ორივე სათათრეთი გიჟ სიმონს _ დელი სიმონს _ ეძახდა...

ორივე სათათრეთი დმანისის ხევში მწარედ დაამარცხა, გააქცია ოსმალოთა

დიდი სერასქერი სინან ფაშა.

ათას ხუთას ოთხმოცი წელი იდგა...

თავის ბედაურზე, ფალავანზე იჯდა გამარჯვებული მეფე.

Page 3: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ბრწყინავდა ძლიერებისგან და არა მეფობისგან...

ბრწყინავდა მეფის მოურავი სიაუშ სააკაძე, ვაჟი შეეძინა, გოლიათი ბიჭი _

გიორგი სააკაძე.

კარგ ფეხზე მოევლინა საქართველოს, გამარჯვებები გამარჯვებებზე ჰქონდა

მამაც მეფეს.

ო, რა მეომარი ეზრდებოდა სიმონ პირველს?..

ძეობა მოხდა შიდა ქართლში, მდინარე ატენის ხეობაში, სოფელ ფელში,

მეფის უერთგულესი აზნაურის ოჯახში.

ყველაზე დიდი სააკაძის მამობა ერგუნა სიაუშს ოთხ ძმათა შორის.

ოსმალური უღლის დამხობისთვის იბრძოდა სიმონ მეფე. მრჩევლად ჰყავდა

სიაუშ სააკაძე.

სიმონ პირველი, ჯერ კიდევ ადრე, ქართლში შემოჭრილ სპარსელებს

ებრძოდა საარაკოდ.

დანაწევრებულ საქართველოს სამეფოებს შორის ყველაზე მამაცი მეფის

სახელს იჩემებდ, წვდებოდა, ახერხებდა.

საუკეთესოებს და მამაცებს მუდამ სდევს მოღალატე-მოშურნე, სიკვდილზე

უფრო ახლოს მიჰყვება.

სიმონსაც არ ელეოდა მტერ-მოყვარე...

ყორღანაშვილის ღალატის წყალობით სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, ცხრა

წელი ამყოფეს ალამუთის ციხეს.

...არც სიმონ მეფის მამა, Lლუარსაბი მონებდა ოსმალეთის სულთანებს და

სპარსეთის შაჰებს.

ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს უწოდებდნენ, ირანის

შაჰს _ ყაენს.

ლუარსაბის გარდა ყველა დაემორჩილა დამპყრობლებს, ესეც რომ

დამორჩილებოდა, ქვეყანა გათათრდებოდა, ხარკი დაედებოდა.

ამოწყვიტა მრავალჯერ მეფე ლუარსაბმა ხონთქრისა და ყაენის ჯარი.

Page 4: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

უყვარდა თავის მეომრებისთვის შეგონება, თავი მგელი უნდა გეგონოს,

მტრის ლაშქარი ცხვრის ფარაო.

ცხვრის ფარაში გარეულ მგლობას ასწავლიდა ლუარსაბი თავის მეომრებს.

გამოსდიოდა მხურვალე ქადაგება, ქართლის სამეფო თათართა უღელს არ

იდებდა.

ამ ჟამს სპარსეთს შაჰ თამაზი იჯდა.

თვალი რჩებოდა ქართველთა ჯიშიანობაზე.

სამცხის ათაბაგს, ქაიხოსროს სთხოვა თავის ნათესავთაგან ვინმე ცოლად.

ათაბაგს თვითონ არავინ ჰყავდა, ოთარ შალიკაშვილი ენათესავებოდა, მისი

ნებართვით ასული გამოსთხოვა, თავის ნათესავად გაგზავნა შაჰ-თამაზის

კარზე.

გაიგო მეფე ლუარსაბმა ათაბაგის და შალიკაშვილის შაჰთან მორჩილება.

გაენდო ერთგულ მეომრებს ივჯუს და შერმაზანს.

შეიყარნენ და მიუხდნენ ათაბაგ ქაიხოსროს.

წაართვა მრავალი თემი და ააოხრა.

ქართველებს უკვე მავნე ჩვევად ჰქონდათ სულთანთან და შაჰთან სირბილი,

მაბეზღარობა ერთმანეთზე წასაქეზებლად.

ამჯერადაც მიუწერა ქაიხოსრომ შაჰ-თამაზს:

`მოვიდა მეფე ლუარსაბ და ააოხრა ქუეყანა ჩემი, და ისკანდერ ფაშა აზრუმის

გამგებელიც ჩვენზე მომავალი არის~.

შაჰ-თამაზს, შაქისის დაპყრობის შემდეგ, ჯარი ისევ მოუშლელი ჰყავდა.

წამოემართა...

მიეგება ქაიხოსრო ათაბაგი, წარუძღვა და მიიყვანა სამცხეს.

ისმაილ-მირზა, შაჰ-თამაზის ძე წარგზავნეს კარს, დაიპყრეს, ამოწყვიტეს და

განდევნეს ოსმალები იქედან.

სამცხიდანაც გასხეს ათაბაგზე განდგომილი ოსმალები.

Page 5: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

აიღეს ციხეები, ეკლესია ააოხრეს...

ხატი და ჯვარნი დაამტვრიეს.

შეშინდნენ შერმაზანი და ომან. მივიდნენ შაჰ-თამაზთან, ივჯუშიც ეახლა.

შეაბეზღეს შერმაზანი და ივჯუშ შაჰთან, ესენი არიან თქვენი

უარისმყოფელნი.

მოაკვლევინა შაჰმა ორივე, მათი მამული მისცა ათაბაგ ქაიხოსროს.

დამბეზღებლებს დარჩა გაწირულების მამულები.

საკუთარ მამულს ცოდვის ფასად თვით იპყრობდნენ...

ეს სენი დასჩემდათ ქართველებს ერთმეფობის გაუქმების შემდეგ.

ვერავინ გამოდგა ცოდვა-დაცემის სნეულებათა აქიმი. ჰკლავდნენ,

იშორებდნენ ერთმანეთს.

მომხვდურ, მარბილ მტერს აძლიერებდნენ.

ზემო ქართლის საქმეების შემდეგ, წამოემართა თათართა ჯარი მეფე

ლუარსაბზედ.

ჩამოიარა თრიალეთი და მოაოხრა.

წამოვიდა საბარათაშვილოზე და ისიც ააოხრა.

მიადგა ბირთვისს.

მაგარი ჩანდა ციხე.

გაენდო ციხის შიგნით მყოფ ბარათაშვილებს.

ქართველებს ჯერ კიდევ ვერ გაეგოთ მუსლიმთა ცბიერი ბუნების შესახებ.

კარგმა მეომარმა სიტყვაზე ნდობა იცის.

მამაცი სიმდაბლეს არ იკარებს.

მტრად მოსული თავისი სწორი ჰგონია, იღებს მის წინადადებებს, დათქმულ

პირობებს.

Page 6: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ენდნე ქართველნი, დაიჯერეს აღთქმული საჩუქრები.

გამოვიდნე სიმაგრიდან...

არ დაინდეს უპირო მაჰმადიანებმა სიტყვას მინდობილი ქართველები.

ზოგი ტყვე-ჰყვეს, რამდენიმე დაადგინეს თავიანთ მამულებზე.

ლუარსაბ მეფეს ჩვეულება ჰქონდა, თუ ჯარი ჰყავდა, არ ერიდებოდა,

პირდაპირ მიდიდოდა, რაგინდ დიდი ჯარი ყოფილიყო. თუ ჯარი არ ჰყავდა,

დააცდიდა, უყურებდა, სადაც მოიხელთებდა სათარეშოს, შემოეწყობოდა,

შეუტევდა, მცირე კაცით ამოსწყვედდა ხოლმე თათართა დასტებს.

მაშინ გადავიდა შაჰ-თამაზი გორს, დაიპყრო ციხეები, მიადგა ატენის ციხეს,

რომელიც იყო საიმედო და მტკიცე.

ლუარსაბის დედა მრავალი თავადთა ჯალაბით იქ იდგა.

ამის გამო ძლიერად შეებრძოლნენ თათარნი.

ათას ხუთას ორმოცდათექვსმეტი წელი იდგა მაშინ.

დაუწყეს ერთმანეთს ცემა.

მრავალი ყიზილბაში დაიხოცა.

ციხის აღება გაძნელდა.

ლუარსაბის დედის ფარეში, კავთისხეველი კაცი დაიჭირეს თათრებმა.

სიკვდილის შიშით უთხრა, თუ არ მომკლავთ, ციხეს აგაღებინებთო.

მისცეს უვნებლობის ფიცი.

უთხრა, რომ ჩრდილოეთიდან ციხეს მომცრო წყალი ჩამოუდის, მისაპარავი

გზა აქვს, გასწავლითო და დაუჭირეთო, ღონე გაუწყდებათ და ციხეს

მოგცემენო.

ასწავლა იმ წყლის გზა.

ყიზილბაშებმა წყალი უკუდაიჭირეს, აღარ გაუჩნდათ საშველი მეციხოვნეებს.

რამდენიმე ხანში აიღეს ციხე.

Page 7: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ტყვე-ჰყვეს ლუარსაბის დედა.

მასთან ერთად დაატყვევეს სხვა უამრავი ოჯახი.

... გამოუდგა ლუარსაბი დედის კვალს.

დაეწია უკანა ჯარს... მოსრნა მრავალი ყიზილბაში. წაართვა მრავალი ბარგი,

დედა ვერ იხელთა.

მივიდა Hშაჰ-თამაზი ერევანს.

გაიგო ლუარსაბის დედამ, გაუპატივებას უპირებდნენ...

შესვა წამალი სასიკვდინე...

მოიკლა თავი...

არ შეამთხვია უპატიობა თავის თავს.

დამწუხრდა ლუარსაბი დედის დატოვებისა და ქვეყნის აოხრებისათვის.

ყოველ ქართველ ხელისუფალს რომ მასთან ეომა, ვერსა დააკლებდნენ

თათარნი.

ძვირად დაუჯდა მამაცობა ქართველების მოყვარულ მეფეს.

მაინც ქადაგებდა, ყოფილიყვნენ ომში, ვითარცა მგელი ცხვრის ფარაში

გარეული.

დასვა შაჰ-თამაზმა თავისი ხალხი ტფილისში, ყაზახის ადგილას

შამშადილუს ხანი დანიშნა, უწოდა ამ მხარეს რანი. დასვა სულთანი განძაში,

ბარგუშეთსა და შაქისს.

ყველას უთავა განძის სულტანი და ამცნო მათ, უკეთუ ემტერებოდა

ლუარსაბი ტფილისის ციხეს, ისინი დაეხმარებოდნენ იქ მყოფ თათრებს.

უმძიმდა ლუარსაბს თათართაგან თბილისისი ციხის პყრობა.

ვეღარ გაუძლო მეომარმა გულმა მთავარ ქალაქის სხვისად ყოფნას.

შეყარა სპა და გამოემართა.

საბარათაშვილო, რაც თათრებს ჰქონდა, ყველა წაართვა.

Page 8: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

თბილისის ციხის გარდა ყველა დაიბრუნა, თავისად გაიხადა.

გაიგო განძის სულთანმა.

შეყარა ყარაბაღის სპა.

წამოვიდა მეფე ლუარსაბ...

ნაქები იყო მეფე ძველებისა და ახლებისგანაც, ჯერ სარდლად და შემდეგ

მეომარად.

უხვად პურობის გამცემი, სამართლის მოქმედად მორჩილი, ცხენოსან-

მშვილდოსანი, Uუშიშარი ომში, ამაყი... ქრისტიანობის სჯულზედ მაგარი.

ყიზილბაშებსა და ურუმებს-ოსმალებს მეტად Eეშინოდათ მისი.

მეზობლები ყმურად მსახურებდნენ, თვით არ იკადრა არავის ყმობა.

ამისთვის ილაშქრა შაჰ-თამაზმა ხუთჯერ...

ვერაფერს გახდა.

ვერც მოკლა

ვერც დაიჭირა

ვერც გადაიბირა

ვერ შეიხვეწა, იმიტომ რომ ცოტას შეებმებოდა, ბევრს უკუ-ეფარებოდა,

ღამით დაესხმებოდა

გზებზე წაეწეოდა

წაიჭერდა

მრავალს ავნებდა.

დააუძლურა მეფე მუდმივმა ბრძოლამ და წლებმა.

სამი ძიდან საუკეთესო არჩეული ჰყავდა.

ვიდრე შეებმებოდა მტერს, ლუარსაბმა ღამით ზმანება ნახა...

კათალიკოსი, დიდებულები და შვილები იხმო.

Page 9: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

უთხრა მათ, რომ ჭეშმარიტად დასაჯერი სიზმარი ნახა, უსაცილოდ ჩვენ

გავიმარჯვებთ, ყიზილბაშები დამარცხდებიან, მაგრამ მე მომკლავენ, ჩემ

მომკვლელს კიდევ ქართველნი მოჰკლავენო.

სამივე ძე წინ ედგა _ სიმონი, დავითი და არჩილი.

უფროს შვილს, სიმონს ხელი მოჰკიდა, ქართველთ უბრძანა, ხელმწიფობა

ამისთვის მიმიცემია, კიდეც ღირს არისო.

შვილებს უანდერძა, უფროს ძმას დაემორჩილენითო.

ფერხთ აკოცეს და მეფედ აკურთხეს.

ანდერძად დაუბარა, ჩემი სიკვდილით ნუ მოიშლებით, ნურც ჩემი

სიკვდილის ხმას დააგდებთ, რა ყიზილბაშნი გალახოთ, მას უკან მცხეთას

მიმაბარეთ, გლოვა-ტირილს დაეხსენით, ქვეყნას გაუფრთხილდითო.

დაფიქრდნენ მეფის ნათქვამზე...

ატირდნენ...

რადგან მაგისთანა სიზმარი გინახავს, ამ გზობით ნუ შევებმით,

უკუვეცალნეთო, თხოვეს.

შორს დაიჭირა მეფემ, დღემდე ხონთქარს და ყაენს ზურგი არ ვაქციე, ახლა

ერთ ყაჯარს პირი ავარიდოო?!

დიდად ევედრნენ ქართველნი, კვლავ უთხრა:

`მამაცმან კაცმან უნდა თავისი თავი მგელს ამზგავსოს, მტრის ლაშქარ

ცხვარი ეგონოს. როგორც მგელი ცხვარს, ისე მტერს უნდა მიუხდეს.

გამარჯვება ღვთის არის.~

მოახლოვდა შავერდი სულთანი რაზმ-წყობით.

არ ინება მეფემ მინდორზე ომი.

ჩავიდა გარისს და უთავა ქართველებს უფროსი შვილი სიმონი.

Page 10: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

თვითონ უკან დადგა, იახლა ეპისკოპოსები და მოხუცებული ერისკაცები.

შეუტიეს ქართველებმა ყიზილბაშებს მძვინვარედ.

მისცა ღმერთმა ძლევა სიმონის მეომრებს.

მოსწყვიდეს ურიცხვი თათარი.

გაედევნენ გაქცეულ ყიზილბაშებს, დაანქრივნეს, ერთმანეთს სრესდნენ, რომ

ვერ ასწრებდნენ.

ასე უხეიროდ არასდროს გარბოდნენ ქართველნი, ამგვარი გაქცევა მხოლოდ

თათრებს ჩვეოდათ...

ერთ მხარეს გარბოდა შავერდი სულთანი, ხოლო მაჰმად სულთანი ტყეს

შეფარებოდა შეშინებული თავისი სპით. D

დღისით წასვლა აღარ შეეძლო.

დაინახა ლუარსაბ მეფე მცირედი კაცით, უმეტესად ღვთის მსახურები

ახლდნენ.

შემოუტიეს ქართველთა მეფეს.

გაძლიერდნენ ღვთის ძალით მეფე ლუარსაბი და ეპისკოპოსები.

დატრიალდნენ ვითარცა ჭაბუკები.

იქმნა ომი ძლიერი.

მამაცობდნენ მხცოვანი ქართველები...

იქცნენ, ვითარცა ოცდაათი წლისა...

იოტნეს...

წააქციეს ყიზილბაშები...

დაინახა მეფემ მაჰმად სულთანი...

არ ჰქონდა ლუარსაბს ოროლი, ბრძოლაში შეამტვრია ყიზილბაშებს.

შეუძახა და შეაძგერა ცხენი მაჰმად სულთანს, მიწას დაანარცხა...

Page 11: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

კვლავ შეუტია სხვას.

მხოლოდ ცხენით იბრძოდა უსაჭურვლო მეფე...

დაემსხვრა ყოველი იარაღი...

მისდევდა ყიზილბაშებს და ჩაუვარდა დანახეთქ მიწაში ცხენს ფეხი...

მაშინ მოუხდა ერთი ყიზილბაში, სახელით ზაქირ, იხადა მახვილი, სცა მეფის

თავს, დააწყლულა სასიკვდინედ.

შეჯდა თვით მეფის ცხენზე თათარი, გარბოდა...

გაიგეს ქართველებმა.

მიეწივნენ...

მოჰკლეს სულთანი მაჰმად და მისი ყოველი მეომარი ამოწყვიტეს...

სიმონს ძლიერი გამარჯვება ჰქონდა, სდევნიდა განძის სულტანს _ შავერდის.

სვრიდა მის სპას, როგორც მხალსა მდელოსასა.

აუწყეს სიმონს მეფის ამბავი და მყის გამობრუნდა.

ძლიერ დამწუხრდა.

წავიდნენ ყიზილბაშნი განძას და სიმონმა დაიჭირა ყოველი ქართული

ადგილი.

მცირე ხანს იცოცხლა ლუარსაბ მეფემ და მიიცვალა, მცხეთას დამარხეს.

შეიქმნა გლოვა...

ათას ხუთას ორმოცდათვრამეტი წელი იდგა.

გამოეცალათ კარგი სარდალი და მეომარი.

Page 12: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

მზრუნველი გული ჰქონდა, ყმებზე ფიქრობდა, ქართული მიწის დაკარგვა არ

უნდოდა, წართმეულის შემომტკიცებას ლამობდა...

სახელმწიფო საქმეებს ევლებოდა, სათავოსოდ არ ფიქრობდა.

იოლ გზებს არ ირჩევდა, ცხოვრება შევირგოო, არ ოცნებობდა.

მამაცი გული საფასეებზე არ იყიდებოდა.

არ შეშინებია არც მტრის, არც ზმანების.

გულუშიშრობას მეფურად ავლენდა.

უფროსი შვილი დაემსგავსა, არც ეს გამორჩა მის თვალთახედვას.

სიმონიც მცხეთაში აკურთხეს მეფედ.

მამის ჯავრს ვერ ინელებდა. ცუდად გადაიმტერეს თათრებმა. აღარ

მოეშვებოდა, ვიდრე ქართლიდან მათ სახსენებელს არ დაკარგავდა...

მცხეთიდან გორს მივიდა.

ქალაქი ყიზილბაშებს ეჭირა.

გარეშე კაცნი მეფე სიმონს მსახურებდნენ.

ზრუნვა-თანადგომა, ერთგულება ნახეს. კვლავ სათნო მეფე არგუნათ

ღმერთმა, უფალს მადლობდნენ.

ერთი მეფე ვერას გახდებოდა, თუ მხარს არ მისცემდნენ.

მაშინ დაემძახლა მეფე კახბატონ ლევანს.

მისცა ლევანმა ასული, ნაშობი შამხლის ქალისაგან, სახელით ნესტან-

დარეჯან.

ლევან კახ-ბატონს პირველ ცოლად ჰყავდა გურიელის ასული თინათინი.

მისგან სხვა შვილები ჰყვდა. ექიშპებოდნენ ნახევარ დას, ესარჩლებოდნენ

ნამდვილი ძმები ნესტან-დარეჯანს.

ნახევარ ძმებს წყინდათ მისი გადედოფლება, ნამდვილ ძმებს ეამაყებოდათ

ქართლის მეფესთან ნათესაობა.

Page 13: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

გაიმტკიცებდნენ უფლისწულობას, ვინ იცის, ტახტიც დარჩენოდათ.

სიმონ მეფის თანადგომა ცოლიძმების სასარგებლოდ გადაწყვეტდა სამეფო

სიტყვას.

ამ ჟამს კათალიკოსი იყო ნიკოლოზი.

მოკვდა კათალიკოსი ნიკოლოზ და დაჯდა დომენტი.

მტკიცედ ეპყრა სიმონ მეფეს საქართველო.

მუდმივ ომებს არ უჩანდა ბოლო.

ათას ხუთას სამოც წელს მუხრანის ბატონის შვილი _ ბაგრატი დაიჭირეს

თათრებმა.

აღიძრა სიმონ მეფე ყიზილბაშებზე.

სპას იკრებდა ტფილისის ციხის ასაღებად.

ყიზილბაშებამდე მიდიოდა ეს ხმები, ისინიც ემზადებოდნენ საომრად.

ჩამოვიდა სიმონი ციხედიდს და მიწერა ცოლისძმას, მოშველებოდა.

წამოვიდა გიორგი თავისი ჯარით ციხედიდს.

ქართველებს ხანდაგი გაეთხარათ, უგრძნობლად რომ არ მოსულიყვნენ

ყიზილბაშები.

ყარაულად ედგათ მუხათგვერდში გერმანოზის-შვილი.

აღდგომა მოდიოდა.

იფიქრეს დღესასწაულის გადახდა და კვლავ გზების შეკვრა.

უგრძნობლად შევიდნენ ყიზილბაშები მუხათგვერდს. თხრილი გაასწორეს.

მოულოდნელად დაესხნენ აღდგომა დღეს ქართველებს.

იბრძოდნენ ქართველები თავგამოდებით.

განძის ხანს არ ენახა ასე თავგამეტებული ომი.

Page 14: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

გზა შორს გვაქვს, რომ გავიქცეთ - უთხრა ყიზილბაშებს - ამათ ვერ

გავასწრებთ, სულ გაგვხოცენ, სჯობს შევუტიოთ, ძალმიცემულ ომში

შევაკვდეთო.

ჰალა, ჰალაო ერთხმად დაიძახეს ხმალდაწვდილებმა, იქიდან ქართველებმა

წამოუშინეს.

გაქცევას რომ აპირებდნენ თათრები, კახის ჯარმა შექმნა ტირილი,

ბატონიშვილი გიორგი მოკლესო.

ომი აღარ ინაღვლეს, ბრძოლის ველიდან ცხედარი გამოიტანეს.

ყიზილბაშებმა დრო იხელთეს, მოშლილ ლაშქარს ისევ შემოუტიეს.

დარჩათ ძლევა კინაღამ გაქცეულებს...

მაშინ ათას ხუთას სამოცდაათი წელი იდგა.

იმავე ღამეს შავერდი სულთანი ქალაქს შევიდა.

სიმონი თავისი ლაშქრით გორს მივიდა.

მოკლული კახი ბატონიშვილი ლევანს მიუტანეს.

შექმნეს გლოვა კახთა.

გორს მყოფ ნესტან-დარეჯანსაც გაუმჟღავნეს საყვარელი ძმის სიკვდილი.

იტირეს, იგლოვეს.

საორმოცედ დედოფალი და ქართლის თავადები კახეთს წავიდნენ ოჯახებით.

ალავერდს მივიდნენ.

ორმოცამდე მამასთან იყო ნესტან-დარეჯანი.

ამავე წელს მუხრანის ბატონის _ ბაგრატის შვილი _ აშოთანი მოკლეს

ფხოველებმა.

უმცროსი ძმა დავითი შემოსწყრა მეფე სიმონს.

ქართველნი ამბობდნენ, მამის სიკვდილშიც ხელი ურევია უმცროს ძესო.

შეშურებოდა ძმის გამეფება...

Page 15: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

იყო კაცი უღმრთო, მოყვარე სოფლისა, მეძავი და მემრუშე.

მის გულში არ იყო ზრუნვა სულისთვის და ქვეყნისთვის.

ამიტომ გასცა მამა და ძმა.

მართალი გამოდგა ხალხი.

გამცემი ბოლოს მაინც საქმით გამოვლინდება, ცუდკაცობას არ მოეშვება,

შურის მარცვალი გაღვივებული უფრო შესამჩნევი ხდება...

ყველა საღი თვალი ხედავს დამცირებას, მხოლოდ მხდალი ბუნებისანი

ქომაგად უდგება, ღალატად დადგომაში ეხმარება...

ხორცით ძლეული კაცები ვერ წვდებიან საღვთო და საქვეყნო საქმეებს.

ძლიერებას იჩემებენ, მადლისგან განძარცვულები ეშმას სხეულში აზეიმებენ,

საკუთარ სახეს კარგავენ, თავისი არსიდან გამოდიან, სათარეშოდ ბოროტს

უტოვებენ...

სახეს კი სცნობენ ნათესავნი, მაგრამ წარსაწყმედი საქმე აკვირვებთ...

ერთი სიცოცხლე არც მამაცს ყოფნის ბნელი ძალის ამოსაცნობად, ის უთვლავ

არსში შედის და ყველას სახეს იღებს...

ამიტომ არ იშლიან ადამიანები ომებს, მკვლელობებს, წარმავალ დიდებათა

მიტაცებებს...

ძნელია ხორციელთან და მიწიერთან ჭიდილი...

ვერ ერევიან ხელისუფლების ნდომას სულმოკლენი.

იღვიძებს შური და ჩნდება სისხლის მდინარე...

მოშორდა მამაც ძმას დავითი, შაჰ-თამაზს ეახლა.

ყიზილბაშებთან დოგმა არჩია ძმის გვერდით მეორე კაცად ყოფნას.

შაჰი ყაზმინს იყო, რა დავითის მოსვლა მოახსენეს, მიეგება სრული ბეგლარი,

ვინც კარზე იყო.

Dდავითს ახლდა ერთი ბარათიანი, ისიც სიმონზე შემომწყრალი. ამის გამო

უფრო დიდი პატივი სცეს და შვილობის რაყიმი უბოძეს.

Page 16: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

მეჯლიშზე შაჰმა ახლოს დაისვა დავითი.

როგორც მეფეს ქვეშ მოუფინეს, დორი დაუგეს, ზედ დასვეს...

მაჰმადიანნი შეუმცდარად ფლობდნენ მუხანათური გადმობირების

ხელოვნებას.

ქართველები მამაცური ომის ხელოვანნი იყვნენ...

დავითის თავადები მაჯლიშში დასხეს და ალაგ-ალაგ შუაში ჩაუსხდნენ

მასპიმძლები.

ცოტა ხნის შემდეგ ჰგმო ღმერთი, გათათრდა.

უწოდეს სახელად დაუთხან...

ქრისტიანობის მაგრად დამჭერი ლუარსაბის მთელი სიმამაცე სიმონში

განსხეულდა, არა რგებოდა სიკეთე დაუდხანად ქცეულს.

დავითისიანებიც დაათათრეს.

სახელმწიფო იარაღი ყოველი უბოძეს, თავადებს და აზნაურიშვილებს

ხალათი, სახარაჯო, ცხენი და იარაღი გაუკეთეს.

მისცეს დავითს სომხით-საბარათიანოს მეფობა, რაყიმში შვილობით ჩაწერეს,

მესტუმრე გაატანეს და პატივით გაისტუმრეს.

თითო მენაპირე ხანს დავითის მცველად აყენებდნენ.

ტფილისსაც ამაგრებდნენ მისი წყალობით.

არ ეხსნებოდა სიმონი.

არბევდა სომხით-საბარათიანოს.

ტფილისის აღებას ცდილობდა.

ყოველ წელს შეებმოდნენ ძმები ურთიერთს, ერთი ქართველთა და ღმრთის

სახელით, მეორე ეშმას წაქეზებით.

შეყარა სიმონმა საქართველოს მხედარ-ქვეითნი და წავიდა გათათრებული

ძმისკენ.

Page 17: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

დადგა დიღომს.

იქმნა ძლიერი ბრძოლა.

წააქციეს დაუთხანის მეომრები.

ყარამანლუს ხალიფა, ყიზილბაშების სარდალი, ჭკუა ნაკლები და ამაყი კაცი

იყო. არ დაუჯერა დაუთხანს, სიმონის თავზეხელაღებულობა რომ უთხრა,

სახელის გაკეთება მარტომ მოინდომა ქართლის მეფესთან შებმით.

ჯარიც ამოწყვიტა და საკუთარი თავიც მოისპო.

მისწერა ეს ამბავი დაუთხანმა ყაენს.

გამოგზავნეს უფრო დიდი ჯარი, ჰასან-ბეგ ყარამანლუ სარდლად უჩინეს.

კვლავ სძლია სიმონმა, გააქცია დაუთხანი.

მოადგა ტფილისის ციხეს გამარჯვებული, ეგონა მოქალაქენი მომივლენო,

მაგრამ ყაენის შიშით არ მივიდნენ ტფილისლები. ცოლ-შვილი იმათაც ციხეში

შეასხეს.

ციხიდან შექმნეს თოფთა და ზარბაზანთა სროლა.

აღარც ბარათიანნი მივიდნენ.

ისევ თხოვეს შაჰ-თამაზს ჯარი.

წამოვიდა უსეინ-ბეგი ურიცხვი სპით. ღამით შემოვიდა ტფილისის ციხეში.

ვერ გაიგო სიმონ მეფემ მისი მოსვლა და წავიდა სამადლოს.

ძალამოცემული და გულმოცემული დაუთხანიც მივიდა სამადლოში.

გალომდა სიმონ მეფე და ქართველნი.

კვლავ წარიქცა დაუთხან.

ღვთიური მადლისგან დაცლილს არ წყალობდა ბედი...

ლტოლვლი ყოზილბაშები ისევ თბილისისი ციხეში შეიხვეწნენ.

ცახცხებდნენ დელი სიმონის შიშით.

Page 18: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

არა და არ ეშვებოდნენ ურთიერთს...

თავისებურად მტერსაც უყვარდა, პატივს სცემდნენ ქვეყნის სიყვარულით

გადარეულ ხელმწიფეს...

იმ სიყვარულს ვერანაირი მტრის შიში ვერ წაშლიდა, ვერ შეცვლიდა, ვერ

მოისყიდდა.

ედგა იმ მიუწვდომლობის შარავანდი ქართლის მეფეს და შემზერდა შურის

თვალით გამაჰმადიანებული უმცროსი ძე კეთილი მეფისა.

კარგი შვილი გარდაცვლილ მშობელს მეტად შეიყვარებს, მის სიცოცხლეში

ჩადენილ შეცდომებს შეინანებს, უკეთ გაირჯება, საიქიოს დამკვიდრებულს

არა ვაწყინოო, ამ ქვეყნის დარდით იქ არ ვატკინოო.

ომით ომობდა, მაგრამ იმ ქვეყნად გარდასახლებული მამა დაუდხანს არ

ახსოვდა... ყიზილბაშებს დაუმეგობრდა, უფროს ძმას მაინც ვერ აჯობა.

ერთხანს იდგა მათ გარშემო სიმონი, მერე წავიდა მრავალი ნაშოვნით.

კარგა ალაფი აართვა თათრებს.

კვლავ თხოვა დაუთხანმა შაჰს შეწევნა.

მოუხმო შაჰ-თამაზმა შამხალ ჩერქეზსა, სულთანსა შაქისასა, ყარაბაღელთა

და გარშემო ყოველთა ყიზილბაშთა, რათა შესწეოდნენ მათ მხარეზე გადასულ

სიმონ მეფის ძმას.

ურიცხვი სპა მოვიდა ქართლის საზღვარზე.

წავიდა კახაბერ ყორღანაშვილი, წინ მიეგება, განძასთან.

მტერს ძლიერ ეშინოდა საქართველოში მოსვლა, აფრთხობდათ სიმონ მეფის

თავგამეტება.

ყორღანაშვილმა დააიმედა სრულიად თათრობა.

ამ უდღეურმა იტვირთა მათი სისხლი და წინამძღოლობა, თავისიანების

გასაჟუჟად წამოუძღვა.

ყორღანაშვილის ფიცმა გაუადვილათ ქართლს მოსვლა ყიზილბაშებს,

`სისხლი თქვენი ჩემს ქედსაო, უკეთუ გევნოსთ რამეო~ და წამოიყვანა.

Page 19: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ფარცხისთან მოხდა ბრძოლა.

პირველივე კვეთებაზე განდრკნენ ყიზილბაშები.

სრვიდნენ და იპყრობდნენ ქართველნი.

მიუხდა სიმონ მეფე კარგად შეჭურვილ ყიზილბაშს. სცა ძლიერად ოროლი,

დაანარცხა მიწაზე. კვლავ ლაღად შეუტია სხვებს.

მარტოდ იბრძოდა, გულუშიშრად, სპას მოშორებული.

ეგონა თავი ცხვრის ფარაში გარეული მგელი და არ ფიქრობდა მოღალატე

ყორღანაშვილისმაგვარ კაცებზე.

მაშინ იცნო მეფე ყორღანაშვილმა.

`ეს არის სიმონ მეფე!~ - უთხრა ყიზილბაშებს.

გარს შემოერტყნენ, სიმრავლის ძალით შეიპყრეს.

ვერ გაიგეს ქართველთა ეს შეპყრობა.

დიდი სახელი ქმნეს და მოსრეს მრავალი ყიზილბაში.

დაჭრილი სიმონ მეფე ტფილის ქალაქს მიიყვანეს.

დიდი პატივით შაჰ-თამაზთან გაისტუმრეს _ ყაზმინს.

პატივით მიიღეს, მისცეს მრავალი საბოძვარი.

სჯულის დატოვება აიძულეს.

არ უსმინა მამაცმა მეფემ.

სარწმუნოებას სიმონის მსგავსი კაცნი არ იცვლიდნენ.

თავისი ადათი ურჩევნიათ სხვის ახალ წესებს.

დამპყრობი და მარბიელი ვერაფერს შეაჩეჩებს, ვერც სულიერს, ვერც ხორცის

წარმწყმედს...

განარისხა შაჰი, ტყვე ჰყვეს საუკეთესო ქართველი ალამუტის ციხეს.

ძვირად უჯდებოდა ქართველთათვის მამაცობა მეფეს.

Page 20: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

მტკიცედ ნაჭედი სული მძიმე ტყვეობის ტვირთს ირჩევდა, ვიდრე

ორგულობის სუბუქ ნაბიჯებს.

მარადიულ სიცოცხლეს ხორციელი სიმდიდრენი კი არ ამკობენ,

განსაცდელთან გამოვლენილი მტკიცე ნება აწრთობს.

უყვარდათ ქართველთ ალამუთში გამომწყვდეული მეფე, ეიმედებოდათ,

ლოცულობდნენ მის დაბრუნებაზე.

ღმერთი კიდევ ბევრ ბრძოლას მოიგებდა მისი ხელით. მაშ, რად გასჭედა ასე

მტკიცე სული ამ მიწისთვის, ხორციელად მოვლინებისთვის?!.

იცდებოდა სიმონ მეფის გამძლეობა სამყაროსეულ არსებობაში და მოსწონდა

უთუოდ მისი გაუტეხლობა უფალ ღმერთს.

უბედურებები დატრიალდა კახ ბატონის კარზე.

მიიცვალა ლევან მეფე.

მის ადგილზე დაჯდა უფროსი ძე ალექსანდრე, ხოლო ნახევარძმები, ნაშობნი

შამხლის ქალისანი, ელიმირზონი და ხოსრო-მირზა აუჯანყდნენ ახლად

გამეფებულ ძმას.

უწინ სიმონ მეფის მოყვრობით გათამამებული და გაძლიერებული იყვნენ,

ალექსანდრეზე არა უმდაბლესად მიაჩნდათ თავი.

შეუერთდნენ ზოგიერთი კახნი ელიმირზონს და ხოსრო-მირზას, მივიდნენ

თორღვას ციხეში.

შეყარა ალექსანდრემაც სპა, წავიდა მათ ზედა.

იქმნა ბრძოლა ძლიერი.

მოიკლა ორივე ძმა ელიმირზონი და ხოსრო-მირზა.

დაჯდა ალექსანდრე კახ-ბატონად.

კიდევ ჰყავდა ერთი ძმა ნამდვილ დედისგან ნაშობი, მაგრამ სენით მოკვდა

იგი და დარჩა ალექსანდრე მარტოდ.

დაიპყრა დაუთხანმა საბარათიანო და დაჯდა დმანის-ხევის ციხეში.

Page 21: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

სიმონ მეფის ცოლი, დედოფალი ნესტან-დარეჯან, კახ-ბატონის ასული

კავთისხევს იყო, ჰყავდა მცირეწლოვანი ძე გიორგი.

რა ნახეს ქსნის ერისთავებმა და ამილახვარმა სიმონ მეფე ალამუტს

დაატყვევეს, მისი ძმები კი ალექსანდრემ მოსრა, გული მოეცათ.

არც ნახევარი დისთვის იყო ალექსანდრე კარგი. სძულობდნენ ერთამანეთს,

რადგან არ იყვნენ ერთი დედის ნაშობნი.

დრო იხელთეს ქსნის ერისთავებმა და ამილახვარმა, შეესივნენ ნესტან-

დარეჯანს.

ააფორაქეს და წაიღეს ყოველი საქონელი.

არც დაუთხანს ენაღვლებოდა რძალი.

იმ დღიდან თქმად იქცა: `ვაი ბატონის სიმონის საქონელიო.~

მიმოაბნევდნენ სასახლის ქონებას, როგორც ნაალაფარს სხვათა.

უმსგავსი ქცევა სამარეში აბრუნებს ძვლებს, მეფე ცოცხალი იყო, ფეთქავდა

ჯერ კიდევ ალამუთის ციხეში ღვთის მოსაწონი გული.

ნატრობდნენ ქართველნი მათზე მოფიქრალი არსის დაბრუნებას.

ამგვარ კაცთა შორის იყო საბარათიანოს ამირსპასალარი საჩინო

ბარათაშვილი.

საბარათიანოს დაუთხანი განაგებდა, მაგრამ საჩინო სიმონის მოძულე ძმას არ

მორჩილებდა, ისევ თავისი მეფის ერთგულებას იჩემებდა.

ერთ Dდღეს მიდიოდა კოჯრის მხარეს, გელიყარის თავზე ის ყორღანაშვილი

შეხვდა, ყიზილბაშებს განძის კართან რომ მიეგება, ფიცი დაუდო, მე წაგიყვანთ

ქართველებზე, თუ რამ გევნოთ, თქვენი სისხლი ჩემს ქედს იყოსო.

იცნო საჩინომ კახაბერ ყორღანაშვილი, შეიპყრო და გადააგდო გელიყარის

კლდიდან.

მიგორავდა ყორღანაშვილი და ლექსს ამბობდა: `ყორღანას-ძეს ქარაფინდა,

ხელი ჰკრეს და გადაფრინდა.~

მიეზღო თავისი წილი.

Page 22: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ოსტატის ხელით ნაწრთობი იარაღი არამი იქნებოდა ღალატით დაცემული

სულისთვის.

კლდე-ღრეზე გადაჩეხილი მოღალატის გვამი მიწას არ იმსახურებდა...

კაცური სიკვდილი ვერ ერგებოდა.

უფალი გაანაწყენა, მოძმემ შეაჩვენა.

ზოგჯერ თანამედროვე და ნათესავი უსამართლოდ გაგიმეტებს, მაგრამ

უფალთან მართალი უნდა იყო.

უფალთან მართალი ალამუტში იტანჯებოდა, ეშმასთან წილნაყარი

გელიყარის კლდემ დაჩეჩქვა.

მიდიოდნენ დღეები, წლები...

საქართველოსა და ალამუთისთვის ერთნაირი გაძაღლებული ყოფით

იწურებოდა წუთები.

მარადი ვარსკვლავები დამზერდნენ დაცემა-მოშურნეობას მტერ-მოყვარისას.

გურიელების და დადიანების მხარე კვლავ განაცვიფრებდა სხვა ქართველთა.

შინაური მტრობით, მრუშებით და სიმდიდრის მიტაცებით მეისტორიეთაც

აკვირვებდა.

ერთმეფობა ენატრებოდათ...

განცალკევება სულს ხდიდა ქართველთა.

დაშლილებს სათითაოდ ღონე ეცლებოდათ.

აღარ ჰყავდათ როქის სპა, ვერ ინახავდნენ ერთიან ჯარს.

თავიანთ სამკვიდრებელში ჩაკეტილ თავადებს ღირსეული მებრძოლები ვერ

გამოჰყავდათ.

უარესი დღე ადგა სამცხე-საათაბაგოს.

ოსმალეთთან მეზობლობა შავ ჭირად ექცათ. ქაიხოსრო ათაბაგის

გარდაცვალებით მზრუნველ-გამრიგე მოაკლდათ, მისი ცოლი, დედისიმედი,

მუხრანბატონის ასული სულელი იყო, ანჩხლი და გლისპი.

Page 23: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

კახეთსაც მძიმე დრო დაუდგა...

შაჰ-თამაზი განაწყენდა ალექსანდრე კახბატონზე, ლაშქარი შეყარა ყარაბაღს.

ხოლო კახბატონის სახლთუხუცესმა ხერხი იხმარა, ალექსანდრესთან

შეთანხმებით, სიცრუე მიუწერეს დედისიმედს, ქაიხოსრო ათაბაგის ცოლს,

ვითომ შალიკაშვილ ვარაზას ნებავდა ღალატი მანუჩარისთვის, მისი ძისთვის.

მაგას ნებავს საათაბაგოს დაპყრობაო, ყაენი მოჰყავს ურიცხვი ჯარით

საათაბაგოზედო.

თუ ძალ-გიძს, შეიპყარ ეგე და მოკალ, ვითარც ორგული და მკვლელი შენი

ძისა. აღარ მოვა შაჰ-თამაზ წავა სახლად თვისად და უფრო მტკიცედ დაიჭერ

შენს ქვეყანასო.

ჭკუით სულელმა დედისიმედმა ვერ გულისხმა ჰყო კახელთა მზაკვრობა,

სარწმუნოდ მიიჩნია მინაწერი სიტყვა, შეიპყრო ღალატით შალიკაშვილი

ვარაზა, შაჰ-თამაზის ცოლის ძმა და მოკლა.

დასთხია ბრიყვმა ქალმა უბალო სისხლი.

ეს ვარაზა ოთარ შალიკაშვილის ძე იყო, მრავალჯერ და ერთგულად

ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა.

შაჰ-თამაზი განარისხა ცოლის ძმის სიკვდილმა.

აღარ მივიდა კახეთზე, საშინელი რისხვა დაატეხა სამცხეს.

ამოსწყვიდა სრულად, მრავალი ბოროტი ქმნა.

ოსმალეთსაც მოურიგდა, შეთანხმებულად გაიყვეს ქვეყანა ქართველებისა.

ამ სახლთუხუცეს ჩოლოყაშვილების სახლში კიდევ ერთი ცბიერება იყო

მომხდარი...

ალექსანდრე კახ-ბატონის მამა ლევანი იყო, ამ ლევანის მამას ავ-გიორგის

ეძახდნენ.

ავ-გიორგიმ უღალატა თავის მამას, ალექსანდრეს, საფურცლეს ჭალაში მოკლა,

ძმას თვალები დასწვა.

ქართლში ამ დროს დელი სიმონის ბაბუა _ დავითი იჯდა, კაცი ლმობიერი,

მშვიდი და მოშიში ღმრთის.

Page 24: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

აღდგა ავ-გიორგი დავითზედ.

მარვალგზის მოარბია ქართლი იმერეთის საზღვრამდე.

თვით დავით ატენის ციხეში შეამწყვდია, ვერ წაართვა ციხე მრავალი დღის

ბრძოლით, ისევ დაუბრუნდა კახეთს.

ძმებმა დავითს უთხრეს;

`მამათა ჩვენთა წაართვეს კახეთი, ახლა ქართლის წართმევა ნებავთ, ჩვენც

ავდგეთ და შევებრძოლოთ მათ!~

მეფე დავითმა არ ისურვა შინაური ომი.

მაშინ უმცროსმა ძმამ, ბაგრატმა თქვა:

`მომეც მე მუხრანი საუფლისწულოდ და დროშა, დარაჯად იყოს ერისთავი

ქსნისა და ხეობა არაგვისა, შევიწიო ძალი ქრისტესი და ავ-გიორგის თემიც

იავარ-ვყო.~

მისცა დავით მეფემ ძმას ყოველი თხოვნილი.

აღაშენა ბაგრატმა ტვერის ციხე, რომელიც არის ციხისძირის თავს და იქ

დადგა.

გაიგო კახეთის პატრონმა ავ-გიორგიმ.

იხმო სპა.

მოადგა ტვერის ციხეს.

სამ თვემდე იდგა იქ.

მერე მიუვლინა კაცი, საღვინით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა:

`ძე ხარ მეფისა, უკვე უღვინობით გაგიჭირდებოდა, და სუი ესე!~

როცა ბაგრატს საღვინე მიართვეს და ეს სიტყვა უთხრეს, მას ჰქონდა ორაგლი

ახალი, ღვინის წილ თევზი გამოუგზავნა და შემოუთვალა:

`დიდი ხანია ქსნის პირსა დგახარ, ორაგული კი ვერ გიშოვნია, აწ ეს იგემე და

წადი შენს ქვეყანას!~

Page 25: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

რა მიართვეს ავ-გიორგის ორაგული, შეიტყო მათი საზრდელის სიმრავლე,

კიდევ კარგა ხნის მარაგი ექნებათო, ჯარიც შეწუხდა მრავალდღე დგომისაგან,

წავიდა თავის თემში.

რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ შეყარა ავ-გიორგიმ სპა და წამოვიდა ზემო

ქართლზედ.

მივიდა, დაარბია, გამარჯვებული წავიდა.

გაიგო ეს ყოველივე მუხრანის მპყრობელმა ბაგრატმა. შეყარა სპა.

დაუმზირდა ხევში, რომელიც არის ძალისსა და ჭაპურს შუა.

იყო ბაგრატი ჩასაფრებული...

ნაშოვრით დატვირთული ავ-გიორგის ლაშქარი წინ მიდიოდა, თვითონ

მცირე რაზმით უკან მონადირობდა, არავის ფიქრი ჰქონდა.

რაჟამს დაუახლოვდა ჩასაფრებულ ბაგრატს, შეუტია მუხრანის ბატონმა

გულსრულად, შეიპყრო ავ-გიორგიც და სპაც.

ტვერის ციხეში პატიმარყო.

მაშინ ათას ხუთას თოთხმეტი წელი იდგა.

ავ გიორგი ტყვეობაში მოკვდა, ზოგი ამბობდა დააღრჩვესო, ზოგნი

იტყოდნენ თავის Dდღით მოკვდაო.

მცხეთას დამარხეს, მთავარანგელოზის ეკლესიის ჩრდილოეთ მხარეს.

იმ დღის Aშემდეგ ამბობდნენ კახნი, მცხეთა სამარხო არის ჩვენიო.

ავ-გიორგის დაჭერის შემდეგ კახეთი დაიჭირა დავითმა.

ტვერის ციხეში მყოფს ერთი ძე დარჩა _ ლევანი. ის და დედამისი პატივით

იმალებოდნენ გარსევან ჩოლოყაშვილის სახლში, რომელიც იყო კახბატონის

სახლთუხუცესი და ენათესავებოდა ლევანის დედას.

წარავლინა მეფე დავითმა თავისი ძმა ბაგრატი, ქსნის ერისთავი და

ამილახორი, რათა დაეჩხრიკათ კახეთს მსახლობელნი დიდ-მცირენი და

ეპოვათ ყრმა ლევანი.

Page 26: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

წავიდნენ საძებნელად, დასდეს ყოველ კაცს შიში და დააფიცეს, თუ სად იყო

ყრმა დამალული.

ყველა იფიცებდა, არ ვიცით რაო.

ბოლოს მივიდნენ გარსევან ჩოლოყაშვილის სახლში.

განჭვრიტა გარსევანმა ყოველი საქმე.

მოიყვანა ყრმა ლევან, შემოსა მონურად და მეღვინედ იმსახურებდა თავის

მონების მსგავსად.

მეორე დღეს შეჰფიცა ფიცითა საშინელითა ბაგრატს:

`ვფიცავ, ვითარმედ რაოდენიცა თქვენ ჩემ სახლში არ იხილენით და რაც

თქვენმა თვალმა არ ნახა, იმის მეტი არ მყვანდეს, არც დიდის კაცის შვილი და

არც ცოტასი.~

დააჯერა ამ ფიცით.

მარჯვედ გამოიყენა ხერხი ჩოლოყაშვილმა.

ამ ხელოვნებით ორივე სათათრეთს მოაცთუნებდა...

რომ არ ეხარჯათ ქართველებს შინა ომებიში ძალა და მოხერხება, კვლავ

სძლევდნენ ოსმალებს და სპარსელებს...

გარსევანის გამჭრიახობა ამ ამბის ყველა მცოდნეს განაცვიფრებდა.

მოხერხება ძველებისგან უნდა ესწავლათ ახლებს, თავის სიბრძნესაც თუ

მიუმატებდნენ, საქმეს წინ წასწევდნენ...

მხოლოდ მეფობის სურვილით საზღვრებს ვერ შეირჩენ, შუაგულ მიწასაც

წაგართმევენ...

მაინც ვერ მოიშალეს შინაომი.

ერთიანობისთვის გათითოკაცებას ვერ იმეტებდნენ, ერთმეფობისთვის

პატარამეფობას ვერ ელეოდნენ.

Page 27: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

მოკვდა განსვენებით მყოფი შაჰ-თამაზი და დაჯდა მის ნაცვლად ისმაილ-

მირზა.

ექვსი თვე იმეფა და მოკლეს.

სიმონი ციხიდან კი გამოიყვანა, მაგრამ ვერ გაათავისუფლა.

შემდეგ გახელისუფლდა შაჰ-ხუდაბენდე, რომლის დედაც იყო ოთარ

შალიკაშილის ასული, ნათესავად რომ გაასაღა სამცხის ათაბაგმა და გაუგზავნა

შაჰ-თამაზს.

შალიკაშილის ქალმა სიმონ მეფეს, ქართველი დედის წესის მსგავსად უთხრა:

`მეფე სიმონ, გწადდეს ლეჩაქი ესე აიღე და გწადდეს ხმალი. ჩვენც

მოგვეხმარე და შენს საბატონოსაც.~ - მისცა მრავალი საჩუქარი, სამეფო

სამოსელი და გამოგზავნა ქართლში.

ძველი ქართული წესით გარიგდნენ ასაკოვანი მანდილოსანი და ქართლის

მეფე, მამაცი ვაჟკაცი.

ქართველი ქალის ერთგულება ხიდად დაუხვდა ქართლის მეფეს.

ბეწვის რომ ყოფილიყო, გადაივლიდა იმ წყალობის შემდეგ.

ქალის ხელით განმტკიცებულს ღმერთიც ვერ დაანგრევდა. უნდა

გამოდგომოდა სიმონს შალიკაშვილთა გვარის სიკეთე.

თუ ყორღანაშვილებმა ცოცხლად დამარხვისთვის გაიმეტეს, ხნიერმა

მანდილოსანმა აჩუქა დედის სითბო და სიკეთე.

ლოცვამ აჯობა წყევას.

მაჰმადიანების გარემოცვაში შეენარჩუნებინა მოდგმის შეწევნის უშურველი

სურვილი გამეტებულ და გასხვისებულ კარგ ბუნებას.

კარგი არ იშლის კარგობას, ვიდრე გული ფეთქავს.

თუ გაასხვისებენ, მოიშორებენ, სხვას მიაკუთვნებენ, კარგი არ ივიწყებს

ფესვებს, რადგან არსებობს უფალთან მისასვლელი ერთი გზა, სადაც შეიყრება

დიდი და მცირე, იმ ერთ სოფელში თავს მოიყრის სისხლით ნათესავი და

მეუდაბნოე.

Page 28: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ერთი სულის მქონენი ერთობას ჰპოვებენ, ღვთიურ ნათელს და

სიმყუდროვეს.

ამ სოფლის ცხონებანი, იმ სოფელშიც დაამშვენებთ.

ის ცხონება უძღვნეს ურთიერთს მანდილის მიმცემმა და ახალმა

მეპატრონემ...

უღონო შეიქმნა დაუთხანი...

ყიზილბაშებმა ის დათმეს და სიმონი დაიახლოვეს.

ქართველნიც არ ჰყვარობდნენ, მეფე სიმონი ერჩიათ.

აღარც ქართლში დაედგომებოდა, აღარც ყიზილბაშებს ენდობოდა.

კაცი მიუგზავნა ლალა ფაშას. მისცა რამდენი ციხეც ჰქონდა ქართლში,

შეაყენა მათი მცველები და თვით წავიდა ხონთქართან სტამბოლს.

სიმონი ქართლში მოვიდა ათას ას სამოცდაცხრამეტ წელს.

დაიჭირა ქართლი და სომხითი, საბარათაშვილო, ლორე და ყოველი სიმაგრე.

შეშინდნენ ქსნის ერისთავი და ამილახორი დედოფლის უდიერად

კადრებისათვის, სიმონ მეფის საქონლის დაფორაქებისათვის.

დაუწყეს ხვეწნა...

ქსნის ერისთავმა მიართვა საბატონოდ მეჯუდისხევი და ახალგორი,

ამილახორს გამოართვეს კარბი და კასპი.

ყორღანაშვილის სახლეული და ნათესავნი შეიპყრეს და გადაჰყარეს

გელიყარის კლდიდან.

ისინიც ამბობდნენ იმ ლექსს კახაბერ ყორღანაშვილისას.

სხვა ნათესავები გაიქცნენ ყიზილბაშებთან, ზოგი ზემო ქართლს შეეფარა.

სხვის ღალატს ადვილად მოინელებდა მეფე, ძმის მტრობა უშლიდა

მეტისმეტად ხელს.

დრო დასცინოდა გამაჰმადიანებულ ქართველს.

Page 29: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

მისი მეფე ძმა ყიზილბაშებმა ტახტზე დააბრუნეს.

თავს თუ უშველიდა, მხოლოდ ხორცს გადაირჩენდა, სული თავად

წარეწყმიდა პირველადვე.

დაუთხანს მეუღლესთან ერთი ძე დარჩა, სახელით ბაგრატ.

კახ-ბატონ ალექსანდრეს შური ჰქონდა სიმონ მეფეს, ცოლისძმები რომ

დაუხოცა, დავითის ცოლის ნათესავიც იყო ალექსანდრე.

ამ ორი საქმისთვის ემტერებოდა.

თურმე მდაბალთა მტრობას არ უნდა შეალიო დრო და ძალი, დიდი საქმეებს

უნდა უძღვნა ღვთის ნაჩუქარი სიცოცხლე.

... თუ დიდი საქმისთვის ხარ დაბადებული...

თორემ უგვანებმა რა იციან დიდი საქმის?!.

დიღომში მხოლოდ დედოფალთან ერთად იყო მეფე სიმონი.

მიუხდა კახ-ბატონი.

მეფე სიმონი თავ-კაცებით ძლივს გაეცალა.

საქონელი თუ რამე ჰქონდა, აუფორაქეს.

სიმონის ცოლის საფარველი, რომელიც არის სამოსელი წვივისა, შუბის

წვერზე მოახვეული წაიღო, კვლავ არ დაინდო ნახევარდის სახელი

ალექსანდრემ.

წავიდა ლტოლვილი მეფე სიმონი.

შემოიყარა ქართლის სპა.

ალექსანდრეს დაებანაკებინა მარტყოფს ზეით, ადგილსა ჭოტორასა.

მიუგზავნა სიმონმა მოციქული და შეუთვალა:

`შენ რომ შეუტყობრად, ქურდულად მოხველ და თავს დამესხი, მე ხომ მაგას

არ ვიქმ, თუ კაცი ხარ დამხვდი, ამა და ამ დღეს მოვალ.~

მივიდა იმავე თქმულ სიტყვას.

Page 30: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

შეიბნეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი.

გაამარჯვებინა ღმერთმა სიმონ მეფეს.

ივლტოდა ალექსანდრე.

კახნი თავადნი სულ ერთპირად ხელთ დარჩა ქართლის მეფეს.

მოვიდა გამარჯვებული მეფე მცხეთას, იქ დააფიცა კახნი დარბაისელნი ასე:

`ღმერთმა კხა კაცს მის დღეში ქართველ კაცზედ ნუ გაუმარჯოსო~. მისცა

ხალათები და გაისტუმრა.

ვაჟკაცობა გაახსენა ქართველმა ქართველს.

მათაც მიიღეს წვრთნა და ქცევა სახელიანი.

ბაძავს ქვემდგომი ზემდგომ ხელისუფალს, მისი საქმე მიაჩნია ზნეობის

ნიმუშად.

გადამდები იყო სიმონ მეფის სიმართლის მსახურება და სიქველე.

კახთა ბრძოლის შემდეგ ოსმალო ხონთქრის სარდალი მაჰმად ფაშა

გადმოვიდა, ჩამოვლო ზემო ქართლი და აიღო გორის ციხე.

შეაყენა შიგ მცველნი და თვით მივიდა მუხრანს.

დაუხვდა სიმონ მეფე.

გააქცია ფაშა, ციხეში შეიხვეწა შეშინებული სარდალი ოსმალოთა.

დიღომს ჩამოვიდა ქართლის მეფე.

ლაღობად მიაჩნდა ოსმალებთან ომი, ქაღთველებთან ბრძოლა უჭირდა...

შეჰყარა თავისი თავადები ოჯახებით.

წავიდა თვითონ დედოფლის თანხლებით, დარბაისელნის ცოლებიც წაიყვანა.

სანახაობის ჩვენება ჰქონდა ჩაფიქრებული.

დადგა ტბასა ლილოსასა.

მაღალ გორაზე დაბანაკდნენ.

Page 31: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

როცა გამოვიდა ქალაქის ციხიდან მროწეული ურუმთა _ თათართა ჯოგი _

გაუსია მეფე სიმონმა მცირე ჯარი. დაატაცებინა მროწეულნი.

რა დაინახეს მწყემსებმა მროწეულის დატაცება, გაიქცნენ და ამცნეს ციხეში

მყოფ ურუმებს.

გამოვიდა ურუმთა ჯარი.

შეუტიეს ურთიერთს...

უყურებდნენ დედოფალი და დარბაისელნის ცოლები სიმონ მეფის და მისი

სპის მამაცობას.

ამოსწყვიტეს ურუმნი, დახოცეს მრავალი...

სხვა თავდადებით იბრძოდნენ ქართველნი.

სრულიად დაბეჩავებული, ცხოვრებისგან გათელილი ქართველი სჯობდა

თათართა შორის საუკეთესოს.

ქართველი მამაცი იყო, მწყალობელი, მიმტევებელი, თათარი ცბიერი და

სიმრავლეს მინდობილი, სულიერი სიყვარულის ვერ მწვდომი, ხორციელ

ნდომას დამონებული...

ქართველისთვის ხორციელებას დამორჩილება შერცხვენა იყო, როგორც

ღვინისგან თრობა შეურაცხყოფა...

ფასობდა მეთავე კაცი.

გაუძლო ტყვეობას, შეინარჩუნა მხნეობა.

მტერს ეცემოდა, ერეოდა, საზღვრებს იქით რეკდა.

გალახული თათარი უკან არ იხედებოდა, საქართველოდან გარბოდა.

მიჰყვნენ ციხის კარამდე გაქცეულ ურუმებს...

იმ ციხეებსაც მალე მოაშორებდა, თუ ოდნავ მაინც შეძლებდნენ ქართველნი

წინამძღოლის შემწეობას.

დუღდა მეფის სისხლი მაჭარივით.

Page 32: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ესმოდა ქართული მიწის კვნესა სხვა რჯულის ფეხში, გული ეწურებოდა

დარდით.

ყველა სხეულზე ცოცხალი და მგრძნობიარე იყო უტყვი მიწა, უთვალავი

დროის მნახველი და უამრავი სახის შემოქმედი.

მცირე ჟამს იხარებდა გამარჯვებული სიმონ მეფე.

მერე შეყარა ლაშქარი და წავიდა ლორესა ზედა.

გამოვიდა იქაური ფაშა და ეწყვნენ ურთიერთს.

იქმნა ბრძოლა ძლიერი.

ღმერთმა გამარჯვება მისცა ქართველთ.

ეძახდა ქართველი მეფე მუსლიმებს ურუმებს და ლაღობდა მათზე ბრძოლით,

ხოცავდა გამეტებით, მადლიან ქართულ მიწას აოხრებენ, აქ არ უნდა

დადიოდნენო, ეს მადლიანი სიყვარული არ ასვენებდა მამაც მეფეს.

ჰკითხა გამარჯვებით გალაღებულმა სიმონმა ერთგულ მოურავს, როგორ

იზრდებოდა გოლიათი ბიჭი გიორგი სააკაძე.

არ იცოდა არც სიაუშმა, რა ძალის პატრონი სუნთქავდა მის სიახლოვეს,

ეგონა მხოლოდ უძლიერეს მეომარს შეაშველებდა მეფეს.

`ერთი გიორგი ათას ურუმს დაგიწიოკებს, მეფევ, ღმერთმა გიმრავლოს

ერთგული მეომრები.~

უხაროდა მეფეს ყოველი კარგი ქართველის დაბადება, ალამუთიდან

დაბრუნებამ სხვა თვალით გააზომვინა ქართველთა ბუნება.

მართლაც რჩეულნი იბადებოდნენ ამ მოდგმაში და არასდროს უნდა ემტერო

რჩეულსო, ეს იყო მეფის დასკვნა.

რჩეულს განგება მოავლენს, ბედი განსაცდელებს შეამთხვევს, ვინც შურს

ძლევს, ისიც რჩეულის მადლში იცხოვრებს...

ბედისწერასთან ომში უნდა შეეშველო რჩეულს, ეს არის ყველაზე დიდი

განღმრთობა, ყველაზე უკეთესი ცხოვრების მონადირება.

Page 33: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

კაცის ძე მუდამ ნადავლს დაეძებს, ჰოდა კარგ სახელზე ინადირე, ივაჟკაცე,

იბედნიერე...

ყველა ხელშესახები მიწაზე რჩება, იმ ქვეყანას შექმნილი საქმეები მიგყვება,

ან გამშვენებს, ან მარადიული ხატი გიმახინჯდება.

სიმახინჯეს მშვენიერება სჯობს და ის სიკეთის მსახურებით იბადება.

რასაც მიწა შობს, შენი ნების საცთური ნუ გახდება...

უფლის ნაჩუქარი სიყვარულის ნიჭი უსყიდველად მოგეცა, შენც გევალება

სიყვარულ-სიკეთის მოუსყიდვლად მსახურება.

... და მსახურებდნენ თავის მიწას უშურველად მხოლოდ სულგრძელნი

ყველა დროებაში...

თ ა ვ ი მ ე ო რ ე

სააკაძეებს მოლურჯო, ნაცრისფერი და ღია ჩალისფერი ცხენები ჰყავდათ,

თვალისთვის ნაკლებ შესამჩნევი რომ ყოფილიყო.

ხუთი წლის გიორგი ჩინებული მხედარი იყო.

დააგელვებდა ლურჯა ცხენებს, ნაცრისფერ და ჩალისფერ ბედაურებს...

ციხის საძირკველს თხრიდნენ.

კალატოზებმა ქვათა გროვიდან საშინლი, დიდი მორიელი ამოაგდეს...

ატყდა ჩოჩქოლი.

კირითხუროები მიმოიფანტნენ.

ელვისებურად დასწვდა პატარა მხედარი მიწას.

მარჯვენა ხელით აიტაცა მორიელი, შუატანი ხელისგულში მოექცა, კუდი და

წინა ფეხები გარეთ დარჩა.

იმატა ჩოჩქოლმა, ბიჭი არ დაგესლოსო.

Page 34: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ისე მძლავრად ჩაბღუჯა გიორგიმ, წამის უსწრაფესად მიწაზე დააგდო

გაჭყლეტილი.

კვლავ შექუჩდნენ კალატოზები და კირითხურონი, ყოველი კაცი ეზოში

მყოფი...

იწინასწარმეტყველა ყველამ, ასე მოიკრუნჩხება და მოიგუდება მტერი

გიორგი სააკაძის ხელშიო.

ადარებდნენ გოლიათ ჰერაკლეს, ორი გველი რომ მოგუდა აკვანში მყოფმა.

ისევ დააგელვებდა მოლურჯო ბედაურს პატარა სააკაძე, დიდი კაცი რომ

გახდებოდა მალე...

წვდებოდა პატარა გიორგის სმენას ქართველთა სამეფოების შესახებ...

თურმე ყოველი ბაგრატიონი მეფობას იჩემებდა...

ყოფილა მათ შორის ყველაზე მამაცი ქართლში მჯდომი სიმონ მეფე _ მამა

სიაუშის და თავად გიორგი სააკაძის მეფე.

ახარებდა ყმაწვილს სიმონ მეფის მამაცობანი...

აწიოკებდა თურმე ურუმებს, არ ახარებდა ქართულ მიწაზე, არ ათელინებდა

ქრისტიანულ მადლს მაჰმადიანებს.

მამაცი უნდა ყოფილიყო გიორგის წარმოსახვით მეფე, ყველას მჯობი და

ყველაზე უკეთესი...

ყველა ზღაპრის გმირზე მეტად მოხერხებული, ყოველი კაცის კეთილად

მეპატრონე და სამართალის გამჩენი...

აპრილის თვის დამდეგს ლორეს აღების შემდეგ გამობრუნდა სიმონ მეფე

თავის სახლში.

ცოტა ხნის შემდეგ ტაბახმელას დადგა.

შეყარა ასან-ფაშამ ჯარი და გამოეგება.

მოინდომა სიმონ მეფეზე თავდასხმა. პირველივე კაცს ისე გამოედევნა

ქართველა მეფე ცხენ-კაციანად ტაბახმელის ხევში გადავარდა საბრალო

თათარი.

Page 35: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ხუთასი ურუმი მოსრნეს იმ დღეს ქართველთა.

წამოვიდა სიმონ მეფე ტფილისს, დაიპყრო თვითონ და მოსრა ყოველი

ურუმი, ვინც იყო ქალაქში.

წარმოაგზავნა ხონთქარმ ლაშქარი, აიღეს ლორე და დადგნენ ხატის-

სოფელის ბოლოს.

სიმონ მივიდა, დადგა ხრამის გამოღმა.

ქართველებმა იცოდნენ სიმონის თავზე ხელაღებულობა მაგრამ ჯერ არ

ეხილათ მისი ხელოვნება...

ელჩად მოირთო მეფე, მოციქულივით შეიმოსა...

მივიდა ფაშასთან, სიმონ მეფის სიტყვები მოუთხრო.

`სიმონ მეფემან მოგახსენათ, მეყოფა ამდენი ხრმლის ქნევა და ბრძოლა

ყაენის გულისთვისო, თუ გინდათ თქვენ იყავით ჩემი ბატონი, თუ უნდა ისი.

აწ თქვენთვისაც სჯობს და ჩემთვისაც, შევრიგდეთ და მოვისვენოთ ამდონის

ლაშქრობისგან.~

გაეხარდა ფაშას, კარგად შემოგითვლია, სჯობს შევრიგდეთო.

წარმოგზავნა მეფე სვიმონ, ელჩად მორთული მოვიდა თავის ჯარში.

შეიტყო ყოველი ძალი და დოგმა მათი, მოუარა ხატის-სოფელს გორებიდან

ღამით.

დაესხა თავს ურუმთა.

ამოსწყვიტა...

ზოგნი შეიპყრა, რომელიმე ლტოლვილი წავიდა.

მივიდა ტფილისს გამარჯვებული.

შეყარა ისევ სპა და მიადგა დმანისს, ახლა იქ მდგომ ურუმებს უნდა

დარეოდა.

დაიპყრა დმანისი და გარემონი.

განსხნა ყოველი ურუმნი საქართველოდან, გორის და ლორეს გარდა.

Page 36: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ახალი ამბავი მოვიდა ქართლში, შაჰი ხუდაბენდე გადაეგდოთ

ქვეშევრდომებს და მისი ძე აბასი დაესვათ შაჰად.

არ ჰგავდა შაჰ-აბასი მამას. ქართული სისხლი ბებიისა მასში უფრო

გახმიანებულიყო.

დაიპყრო თავრიზი, ადარბადაგანი და ფიქრობდა ბაღდადის აღებასაც, იქნებ

შეეძლო ოსმალებისთვის გამოგლეჯა ეს დიდი მიწა.

ებრძოდა ურთიერთს მაჰმადიანობა, სუნიტთა და შიიტთა მოდგმა.

აბასი ტახტზე ასვლისთანავე საქმით გამოირჩა.

მიზანი ჰქონდა, დამოუკიდებელი ნება, მამაცობა არ ჭირდებოდა, ისლამთა

მიმდევრებს ცბიერებით უფრო მოთოკავდა...

ცბიერება უხვად ებადა, როცა უნდოდა ცრემლს ჰყრიდა, როცა საქმე

მოითხოვდა, მძვინვარებდა...

მძვინვარება ეშმას გვერდით დგომაა და არ უშლიდა რწმენა ამ ახლოობას.

საქართველო შთაგონებად ექცა.

ბევრი სმენოდა...

თავისად უნდა ექცია იქაური მოდგმა.

რაც ყრმობამ შარავანდით შემოსა, სიყმაწვილემ გააფერადა.

რჩეული ქართველობა უნდა შემოეკრიბა, უნდა გაემშვენებინა ჰარემი და

გარემოცვა...

საამისოდ ოსმალო მბრძანებლები უნდა დაეჯაბნა, საქართველოს მხოლოდ

შაჰის ძალის უნდა ეწამა...

ურუმთა მოდგმა უნდა გაექციათ სპარსული და ქართული სავანეებიდან.

Page 37: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

განდიდდა ძლიერ სიმონ მეფე.

წყალობდა შაჰი.

მრავალი ეშოვნა ომებით.

თავისი ქვეყნიდანაც მრავლად შესდიოდა...

აღარ ჰყავდა მტრები.

კახ-ბატონ ალექსანდრეს შვილები მოესწრა, სიმონსაც წამოეწია შვილები.

ერთმანეთს ნათესაობდნენ ყმაწვილები, არაფერს ეცილებოდნენ ურთიერთს.

მამებმაც მშვიდობა ყვეს და იყვნენ მოსვენებით თავის მამულებში.

თითქოს გაქრნენ მეფის მოშურნენი, განაბული იყვნენ მოწინააღმდეგენი.

განძლიერდა და მოინდომა დაპყრობა იმერეთის.

შეყარა სპა და გაემართა.

ერთიანი საქართველოს დიდებაზე რომელი გულმხურვალე მეფე არ

იოცნებებდა.

ესწრაფოდა სიმონიც დიდ საქართველოს...

ამ დროს იმერეთის მეფე ლევანს და მანუჩარ დადიანს შორის მტრობა იყო.

მანუჩარს ცოლად ჰყავდა კახ-ბატონ ალექსანდრეს ასული ნესტან-დარეჯან,

სიმონის ცოლის სეხნია, ოღონდა სიმონის ცოლი ალექსანდრეს ნახევარდა იყო.

დიდი მზითვით და დიდებით მიათხოვეს...

სიხარულით მიიღეს დადიანის ნათესაობა. დასავლეთ საქართველოდან ძალა

მიემატებოდა კახბატონს.

შეეძინა ძე ლევანი და გარდაიცვალა ქალი.

შვილიშვილს ალექსანდრე ზრდიდა...

ერთიან საქართველოზე ფიქრობდა სიმონ მეფე, მაგრამ არ ხელეწიფობოდა

ქართველებზედ ომი.

უმძიმდა შინაურთა სისხლის თხევა...

Page 38: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

უსისხლოდ არ დაითმობა არც მცირე ხელისუფლება, ყოველ კაცს უკეთესი

ჰგონია თავი, თავისზე უდიდესზე, მით უფრო.

სულდიდი დიდსულოვნად დათმობს დიდი საქმისთვის მდგომარეობას,

სულმოკლე თავს შეაკლავს ორიოდე გროშს...

სულმოკლე ძლიერს არ მისცემს თავის უბადრუკ ძალას, თუნდაც

დაგორებული ქვა იყოს ის მცირე სანაცვალო.

არც სიმონს დაუთმობდნენ პირველობას სხვა ბაგრატიონები და მოუწევდა

ომი იმერთა მეფესთან.

სამი სამეფო რად უნდოდათ ქართველთ.

ერთმთავრობა და როქის სპა ნათელს დაადგამდათ.

ენატრებოდათ ძველი საქართველო და ნებას ვერ ერეოდნენ, ერთად ვერ

დამსხდარიყვნენ, ვერ მიეღოთ რჩეული კაცი სამწყსოდ.

გასაცოდავებული სამეფო, ლაშქარსაც სავალალოდ აწყობს.

ძლიერება უნდა დაბრუნებოდათ...

მხოლოდ ნდომა არ შველოდა მტკიცე სამეფოს, უნდა დაეთმოთ დასათმობი,

მაგრამ შეზღუდული ნება ღატაკობის მაგიერ, სიმდიდრესაც დაიჩემებს და

გონიერებას, მით უფრო.

სხვა გზა რომ ყოფილიყო პირველობისთვის ბრძოლაში, უფალი თავის

ანგელოზს ნათელს არ შემოაძარცვავდა, არ გაიმეტებდა მიწაზე

გადმოგდებისთვის.

თუ ცაში ვერ დათმეს და ვერ გაიყვეს პირველობა, მიწა დაწყევლილი

ყოფილა ამ დაპირისპირებისთვის...

ძალას უნდა დაეხნა აღმართი...

ვინ უწყოდა, როდის შეიცვლებოდა ეს კანონი...

თ ა ვ ი მ ე ო რ ე

Page 39: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

გასაოცარი მოხერხებით და გონებამახვილობით სიმონ მეფემ ოთხიათასი

ქართველით ოცდაათი ათასი ოსმალო მოსპო.

საკუთარ თავს უელჩა, გარდაისახა მამაცი მეფე, მასზე უკეთ ვერავინ

შეასრულებდა მზვერავის დავალებას.

ალამუთის ციხეში გატარებულმა წლებმა ასწავლა მაჰმადიანთა

ცბიერება, თავისივე ხერხით აჯობა მუსლიმებს.

ახსნა ურუმთა ტვირთი მადლიან ქართულ მიწას.

მაშინ ოსმალეთის ხონთქარმა მურად მესამემ საქართველოს თავი მიანება.

მთელი ძალებით სპარსეთის გასანადგურებლად დაიძრა.

ოსმალებმა დაჩაგრეს სპარსელები, წაართვეს მიწები. ცოტაც და სრულიად

საქართველოზე მოიპოვებდნენ გავლენას, რომ არა სიმონ მეფის მამაცობა.

გამოერკვა სპარსეთის სასახლის კარი.

ნახევრად ბრმა და ნახევრად ჭკუანაკლულ ხუდაბენდე შაჰობიდან

ჩამოაგდეს, მის ნაცვლად სპარსეთის მბრძანებლის ტახტზე მისი უმცროსი ძე

მიტომ აიყვანეს. აბას პირველი სახელს იმკვიდრებდა, მართვის ხელოვნება

ხელეწიფებოდა.

ახალ მბრძანებელს აბას დიდობა, სპარსეთის ლომობა სურდა...

თექვსმეტი წლის იყო და ჰქონდა მსოფლიო გეგმა, უნდა გაეძლიერებინა

სპარსეთი.

შიიტურ სპარსეთს მოსვენებას არ აძლევდა სუნიტური ოსმალეთი.

ერთი რელიგიის ორი განშტოება ვერ რიგდებოდა ვერც ზეცის კანონებში,

ვერც მიწის სამართალში.

ერთმანეთს გლეჯდნენ დაპყრობილ ქვეყნებს და ყველაზე მსუყე ლუკმა იყო

საქართველო.

Page 40: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ებრძოდა ყმაწვილი შაჰ-აბასი სულტან სულეიმანის დატოვებულ მტკიცე

იმპერიას ოსმალეთისას.

სპარსეთ-ოსმალეთის ომი დამთავრდა ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ,

ათას ხუთას ოთხმოცდაათი წლის ოცდაერთ მარტს.

ომი გრძელდებოდა 11 წელიწადი, 11 თვე და 11 დღე.

დამამცირებელი იყო სტამბოლის ზავი, სპარსეთი შუაგახლეჩილი დარჩა.

მთელი ამიერკავკასია, შირვანი _ თალიშისა და არდაველის გარდა,

ქურთისტანი და ლურისტანი ოსმალეთის სამანებში მოექცა.

ზავზე ხელისმომწერ მუჰამედ ყული-ხანს, შაჰ-აბასის ბრძანებით, სახალხოდ,

შუა მინდორზე თავი გააგდებინეს.

შაჰმა ამ სამაგალითო დასჯით თავისი გეგმები გაამხილა, სისასტიკით

ნებავდა საზღვრების გაფართოება.

მისი მსგავსი ათას ხუთას ათ წელს მოევლინა ოსმალეთს, როცა სელიმმა

დაიწყო ბრძოლა ტახტისთვის ოთხ ძმას შორის.

რასაც აბასი ახლა იწყებდა, ოსმალეთმა უკვე გააკეთა...

სისასტიკე სიმტკიცეს შობდა, სახელმწიფოს აძლიერებდა.

მაჰმადიანთა მოდგამ ამგვარ ხელმწიფებას მორჩილებდა.

მოხუცი სულთანი ბაიაზიდ მეორე უფროს აჰმედს ანიჭებდა უპირატესობას,

სელიმი უმცროსი იყო.

ტახტისთვის ბრძოლის დროს სელიმმა მოაწამვლინა მამა _ ბაიაზიდ მეორე,

დახოცა თავისი ძმები და ათი ბიძაშვილი.

ამ სისასტიკის გამო იავუზი _ მრისხანე _ უწოდეს.

სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებმა სელიმს გამეფება მიულოცეს.

მაშინ სპარსეთში შაჰ-ისმაილი იყო და არ გაგზავნა თავისი ელჩი სტამბოლში.

მიანიშნა სულთანს, რომ არ სცნობდა ახალ ხელისუფლებას.

ისარგებლა დროით და ანატოლიის ხელში ჩასაგდებად მოძრაობა დაიწყო.

Page 41: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

სელიმის გახელმწიფებას მხარი დაუჭირა `მახვილის ხალხმა~, რომ იგი

გაუსწორდებოდა შიიტურ მოძრაობას და განაახლებდა დაპყრობით ომებს.

ლაშქრობის დაწყების წინ სელიმმა შაჰ-ისმაილს გაუგზავნა ორი წერილი,

სადაც თავის მტკიცე მიზნებს აცნობდა _ ბოლომდე მიიყვანდა დაწყებულ ომს.

წერილზე პასუხი არ მიუღია.

შაჰი დუმდა.

ყიზილბაშები ქვეყნის სიღრმეში იხევდნენ.

წინააღმდეგობას არ უწევდნენ ოსმალთა ლეგიონებს.

სელიმმა მესამე, ქედმაღლური ტონით დაწერილი წერილი გაგზავნა,

რომელშიც შაჰს უბრალო მხედართმთავრად და ლაჩრად მოიხსენიებდა.

წერილს ერთვოდა ძონძები, შაბი, კბილის საწმენდი, კრიალოსანი და

ქოქოსის კაკლის თასი _ დერვიშთა კუთვნილებანი.

იოლი ჩასაყლაპი შეურაცხყოფა არ იყო.

შაჰმა თავშეკავებული პასუხი გასცა, მაგრამ არ დაასახელა სელიმი სულთნად

და ფადიშაჰად.

ყიზილბაშთა ელჩმა შაჰ-ყული ბონუიქერმა წერილთან ერთად სულტანს

გადასცა თრიაქით გავსებული ოქროს ლარნაკი.

ამით აფრთხილებდა, თუ ომს დაიწყებდა, ეწეოდა იგივე ბედი, რომელიც

წილად ხვდა მის ბაბუას ბაიაზიდს.

ყიზილბაშებზე გამარჯვებას, ოცნებათა სამყაროში, ოპიუმის გამოყენების

შედეგად მიაღწევდა მხოლოდ.

ამას ამბობდა დამამცირებელი ძღვენი.

ელჩი სიკვდილით დასაჯეს.

ამგვარ ელჩობას ან სიბრიყვე ან მამაცობა ერქვა.

ერთი მრისხანე ძალა გაგზავნის მეორე საშინელებასთან, ნადგურდებოდა

ელჩის ხელშეუხებლობა.

Page 42: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

განრისხებული სულეიმანი ხელშეუხებლობის კანონს რაღას დასდევდა...

სწეწდა ირან-ოსმალეთი ურთიერთს და ოსმალთა სულთანმა საქართველოში

გამოაგზავნა წიგნი _ სანოვაგეს ითხოვდა ჯარისთვის.

ათას ხუთას თოთხმეტი წლის ზაფხულის მიწურულს სულთანმა მიიღო

სამცხის ათაბაგის მზეჭაბუკის ელჩი, რომელმაც ჩაიტანა საზრდელი.

თამარ მეფის დროინდელ ძლიერ მესხეთს კვლავ შერჩენოდა დოვლათ-

სიმდიდრე. ომის გადმოტანას ქართულ მიწებზე, ხარკის გაღებას არჩევდნენ.

თაფლი, ერბო, ორი ათასი ცხვარი მისცეს დაუძინებელ, დაწოლილ მტრებს.

მზეჭაბუკის ამალაში შაჰ-ისმაილის ორი ძმისწული _ ჰაიდარ-ოღლის

შვილები იყვნენ. შაჰს გამოქცეოდნენ.

მზეჭაბუკს საქართველოს სამეფო-სამთავროებიდან დახმარების იმედი არ

ჰქონდა...

უფრო საშინელსაც ფიქრობდა, შეიძლებოდა იმერეთის მეფეს და გურიელს

ესარგებლათ და მიწები წაერთმიათ.

ენანებოდა მზეჭაბუკს ქართველთა ნაოფლარით ოსმალოთა გაძღომა, მაგრამ

დაშლილ ქართულ ძალას სხვა გზა არ ჰქონდა.

ერთიან აზრი არ აცოცხლებდა დიდ ქართულ მიწას, ვერც ერთად

ცხოვნდებოდნენ ქართველნი.

იჩაგრებოდა სამცხე ოსმალეთთან ახლო მყოფობით.

არ იზიარებდა ამ გასაჭირს სხვა ქართული სათავადოები, თავიანთ მამულში

შეკეტილიყვნენ, ასე ჩვეოდათ ორმეფობის შემდეგ. ზღავდა ათაბაგების მოდგა

წინაპართა ცოდვებს, მაგრამ რა დაეშავებინათ გულმხურვალე მამაც მესხებს?!.

ბედისგან იცდებოდნენ უბრალონი...

იტალიურ მატიანეებში წერდნენ ცამეტი-თოთხმეტი ათასი ქართველი

სელიმის მხარეზე იბრძოდაო.

იტალიელები ქართველებს რჩეულ მოდგმად მიიჩნევდნენ, საუკუნეების

წინანდელ ლეგენდებს ჯერ ისევ ჰქონოდათ სიცოცხლე.

ქართველები ძლიერ იბერიულ მოდგმას კვლავ განასხეულებდნენ...

Page 43: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ამდენი ქართველი რომ გადაებირებინათ, დააჩოქებდნენ სპარსეთს, მაგრამ

მხოლოდ ხარკს იღებდნენ ქრისტიანები.

სოგმენიდან თავრიზისკენ გაემართა სელიმ პირველი.

იანიჩრებმა წინააღმდეგობის ნიშნად თოფები ძირს დაუშვეს და მათზე

წაღები წამოაცვეს.

აჯანყების ნიშანი იყო, ნაბიჯს აღარ გადადგამდნენ.

ლაშქარმა წინადადება მისცა, ირანთან ზავი უნდა დაედოთ.

სამშობლოში დაბრუნება სურდათ, დაიღალნენ ლაშქრად ყოფნით.

სწორედ ამ დროს მოუვიდა სელიმს ცნობა, რომ ისმაილ-შაჰი მზად იყო

მასთან საბრძოლველად.

სულთანი ჩილდირის ველისკენ გაემართა.

ათას ხუთას თოთხმეტი წლის ოცდასამ აგვისტოს ჩილდირის ველზე მოხდა

გადამწყვეტი ბრძოლა.

ოსმალებმა გაიმარჯვეს.

შაჰმა გაქცევით უშველა თავს.

სელიმი ზეიმობდა.

ოსმალეთის სულთანმა ეგვიპტის სულთანს, ოზბეგებს და ყირიმის ხანებს,

ვენეციის დოჟს და თავის შვილს _ უფლისწულ სულეიმანს _ წერილები

გაუგზავნა, ირანზე გამარჯვება აუწყა.

ათას ხუთას თხუთმეტ წელს სელიმმა დატოვა თავრიზი.

იენიჩრებმა `სადილზე~ უარი თქვეს.

ღამით სულთნის კარავი სამი ისრით დააზიანეს.

დამნაშავე ვერ იპოვეს.

იმავე თვის – სექტემბრის ბოლოს ოსმალები ერევანში იყვნენ.

Page 44: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ისევ მოთხოვეს მზეჭაბუკს სანოვაგე.

დაგვიანებით, ცხრამეტ ოქტომბერს ჩობანის ხიდით მიაწოდეს სამი ათასი

ცხვარი.

მზეჭაბუკის აზრით, თავრიზიდან გამობრუნებული ოსმალთა ლაშქარი

სულიერად გატეხილი და მოშლილი იყო.

მაინც მოიწვიეს დივანი სამცხეზე გასალაშქრებლად.

ამიტომ გაიღო კარგმა ქართველმა ხარკი.

ერთი კაცის განსწავლულობა და გონიერება ვერ ცვლიდა საქვეყნო

ვითარებას.

ნატრობდა მზეჭაბუკი თამარის საქართველოს ერთიანობას, მაგრამ იმ

ერთიანობის დასაშლელი მარცვალი მისმა წინაპარმა – ივანე ათაბაგმა ჩათესა.

ასეა, სულმოკლე სიცრუის იმ ნაყოფს ჭამს, შვილთაშვილს რომ უსპობს ჯან-

ღონეს.

რამდენი კეთილი სისხლი უნდა შეირიო, რომ მოერიო დაცემულ ცოდვბს...

აქებდნენ მზეჭაბუკს ქართველნი...

იხიბლებოდა ოსმალეთი...

მაგრამ ხარკი წელს წყვეტდა გლეხებს.

მუშაკი მუშაკობდა, სიმდიდრე სხვას მიჰქონდა.

ამ ყოფაში გული უნდა დასწვოდა მეფეს, მაგრამ ყველა ერთმანეთზე იშვერდა

ხელს.

სხვის შეცდომებს ხედავდნენ, საკუთარს მხდალობას კი მამაცობად

მიიწერდნენ.

ერთ კუთხეს რომ თავებს აჭრიდნენ, მეორე ღმერთს მადლობდა, განსაცდელს

რომ ამარიდეო.

Page 45: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

მარტო ირანთან ბრძოლის მოგებას არ ჯერდებოდა სელიმი.

მსოფლიოში განთქმულ ირანულ აბრეშუმს საქარავნო გზები დაუკეტა, ვეღარ

გაჰქონდათ ოსმალთა მიწებიდან ვაჭრებს.

მძიმე აღმოჩნდა სპარსეთის ხაზინისთვის დანაკარგები.

გაღარიბება ემუქრებოდა ქვეყანას.

შაჰ-ყულუს რაზმმა ერზინჯანის მახლობლად, რომელსაც ირანი განაგებდა

იმ დროს, დახოცა ხუთასი ვაჭრისგან შემდგარი ქარავანი, თავრიზიდან რუმში

მიმავალი.

ამ მოქმედების დასასჯელად რუმში ცოცხლად მოხარშეს მომხდარი საქმეში

ჩარეული ბელადები.

მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგს ირან-ოსმალეთს შორის გაჩაღდა ბრძოლა,

ამიერკავკასიასა და საქართველოში გაბატონებისთვის.

ათას ხუთას ცამეტ წელს სელიმმა გამოსცა ბრძანება, ოსმალეთის

სახელმწიფოდან იკრძალებოდა ევროპაში ირანის აბრეშუმის გატანა.

სელიმის გეგმამ გაამართლა.

ირანი შემოსავლების მხრივ სუსტდებოდა.

ოსმალეთი ვერ ითვლიდა მონაგებს, მდიდრდებოდა ხაზინა, ივსებოდა

სალარო.

ოსმალეთის წინსვლამ შეაშფოთა რომის პაპი.

გამოსცა ბულა _ ბრძანება _ რომელიც უმაღლეს სასულიერო პიებსა და პაპის

მოხელეებზე წესდებოდა, გადასახადების მეათედი ჯვაროსნული ლაშქრობის

მზადებისთვის წესდებოდა.

უარის მთქმელი ეკლესიიდან მოიკვეთებოდა.

Page 46: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ოსმალთაგან კონსტანტინეპოლის აღება და სტამბოლად გადაქცევა კაიროში

აღიქვეს მუსლიმური ხალხების საერთო გამარჯვებად.

კაიროს გამგებლები მიხვდნენ, რომ მათ მეზობლად შეიქმნა ძლიერი

მუსლიმური სახელმწიფო.

მამლუქები ხედავდნენ, მსოფლიო ისლამის წამყვან ადგილად სტამბოლს

აღიარებდნენ ოსმალები.

ამ დრომდე ოსმალთა სულთანს `ღაზი~ ეწოდებოდა _ სჯულისთვის

მებრძოლი.

ათას ხუთას თექვსმეტ წელს ოსმალები ეგვიპტეში შეიჭრნენ და ოცდახუთ

იანვარს კაირო აიღეს.

მამლუქთა სულთანი თუმან ბეი იყო.

სირიის და პალესტინის დაპყრობის შემდეგ სელიმმა გადაწყვიტა მამლუქ

ბეგებთან მოლაპარაკება.

კაიროში ელჩობა გაიგზავნა.

მამლუქებს შეთავაზეს ოსმალთა სულთნის ქვეშევრდომობა.

თანხმობის შემთხვევაშო იქნებოდნენ ქვეყნის მმართველ-გამგებლები.

ეგვიპტეში, პარასკეობით, მეჩეთში მოიხსენიებდნენ სელიმის სახელს და

იხდიდნენ ხარკს, როგორც აბასელების ხალიფობის დროს.

მამლუქთა ბეგებს არ სურდათ ქვეშევრდომობა.

თუმან ბეი სამაგიერო დარტყმისთვის ემზადებოდა.

ოსმალეთის ელჩებს ამპარტავნება დააბრალეს და დახოცეს.

თუმან ბეიმ მოკლე დროში შეძლო ათიათასიანი ლაშქრის შეკრება და

პალესტინაში შეჭრა.

მამლუქები დამარცხდნენ...

Page 47: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

სამას მამლუქს თავი მოკვეთეს.

ცამეტ აპრილს კაიროს თავზე ჩამოახრჩვეს უკანასკნელი მამლუქი სულთანი.

სელიმი ისევ ცდილობდა ომის დაწყებას ირანის წინაარმდეგ, მიზნებში

საქართველოც მოიაზრებოდა.

ათას ხუთას თვრამეტ წელს თხუთმეტ თებერვალს დამასკოში ელჩი ჩავიდა,

შაჰის წერილი და ძვირფასი საჩუქრები გდასცა.

მიულოცა ეგვიპტის დაპყრობა და ზავი შეთავაზა.

სელიმმა ელჩი სარუშეიჰი დააპატიმრა.

თავის მხრივ შაჰ-ისმაილიც ემზადებოდა წინააღმდეგობისთვის.

სელიმი დამასკოდან გაემგზავრა და ალეპოში ჩავიდა.

ალეპო-დამასკოზე გადიოდა მთავარი სავაჭრო გზა, რომლითაც ირანის

აბრეშუმი ევროპაში გაჰქონდათ.

უჭირდა სპარსეთს ოსმალთა სულიერი წინამძღოლობის აღიარება.

პირველი სეფიანი შეიხები არდაველში, შარვანში ცხოვრობდნენ.

ყიზილბაშური ტომები თავიანთი მომთაბარე ფეოდალებით _ ამირებით _

სეფიანებზე იყვნენ დამოკიდებულნი, სეფიან შეიხებს აღიარებდნენ სულიერ

მეთაურად. საკუთარ თავს მის `მიურიდებს~, `დერვიშებს~, `სუფიებს~

უწოდებდნენ. ამავე დროს ქვეშევრდომობასაც აღიარებდნენ და შეადგენდნენ

მის ფეოდალურ ლაშქარს.

შაჰ აბასის წინაპარი შაჰ ისმაილი იყო ძე შიხისა.

როცა გამოჩნდა თემურ-ლენგი, დაატყვევა შამი, იქიდან მოვიდა არდაველს,

იქ იყო ერთი ვინმე შიხი, მოქმედი გრძნებისა, რომელსაც მაჰმადიანები დიდად

ეიმედებოდნენ და სასწაულმოქმედად მიაჩნდათ.

იმ შიხის ქება თქვეს ლანგ-თემურთან.

თვით მივიდა მის სახილველად.

Page 48: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ქმნა გრძნება რამე თემურ-ლენგის წინაშე, სანდო ეჩვენა მისი საქმე და

მოქმედება.

რაც გნებავს, მოგცემო უთხრა.

მაშინ ჰყავდა თემურ-ლენგს შამელნი დედაწული მრავალი სული, და სთხოვა

შიხმა სიმრავლე მათი.

`შამელნი, რომელნი ტყვედ გყავს, არიან მუსურმან; არა არს ბრძანებული

მაჰმადისა, რომ მუსურმანი ტყვედ ჰყოს მაჰმადიანმან. ესენი მომეც, რათა

თავისუფალ ვყო.~

ისმინა თემურ-ლენგმა ვედრება და მისცა დედაწული და ტყვეები. უბოძა

ქალაქი არდაველი და ყოველი გარემონი არდაველისა.

გათავისუფლებული შამელნი ტყვეები ზოგი წავიდა შამის ქვეყანასა, ზოგი

დადგა არდაველს.

ეს შიხი დარჩა არდაველს, ხოლო სრულიად სპარსეთში იყო ბრძოლა.

ამ შიხის შვილიშვილი შირვანის მპყრობელმა მოკლა.

დარჩა ძე ერთი და იმან დაიჭირა არდაველი, ისიც თავისი უკეთურებით

მოკლეს.

დარჩა შვიდი წლის შაჰ-ისმაელი.

დაუწყეს დევნა სასიკვდინედ, ეძებდა თავრიზის ხელმწიფე.

წაიყვანეს და დამალეს.

როცა მოიწიფა, მოიყვანეს არდაველში, დაიპყრო ეს მხარე. ამიერიდან იწყო

ბრძოლა და ყოველი სპარსეთი დაიპყრო.

შიხის ჭკუა მოსდევდა შაჰ-აბას...

ქართული მამაცობა Uუთუოდ მიეცემოდა ბებიისგან.

რთული დრო უდგებოდა ქართველობას.

განგებას უნდა მოევლინა მჯობნიოს მჯობნი ყოველთა.

Page 49: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

აბასს რომ გადარჩენოდა ქართველობა, ვინმე უძლიერესი უნდა

დაპირისპირებოდა.

ოსმალეთთან ომი ვერას არგებდა დაფანტულ იბერიულ მოდგმას.

ბაგრატიონთაგან მხოლოდ ერთმანეთის დაპირისპირება ისმოდა.

ქვეყანას ერთმუშტად შემკრები კაცი ჭირდებოდა, ვის დაძახებაზეც, თამარის

დროის დარად, ლაშქარი შეგროვდებოდა, `ვითარცა გროი შევარდენთა~.

განგება, ნეტავ, როგორ გადაწყვეტდა... მხოლოდ ლოცვა და იმედი რჩებოდა

ქართველობას.

ქართველებს რომ ერთმეფობა ჰქონოდათ, მუსლიმთა ამ სულიერ

განხეთქილებას სათავისოდ გამოიყენებდა.

რას მოიმოქმედებდა ახალგაზრდა შაჰი აბასი, უკვე გამოჩნდა, ზავზე ხელის

მომწერს თავი სახალხოდ გააგდებინა.

სისასტიკე ძლიერებით შეიქმნებოდა თუ სულიერი სისუსტით, დრო

გამოაჩენდა.

ერია ქართული სისხლი და ვერ იქნებოდა სულიერად სუსტი აბასი.

გონიერება მართებდათ ქართველთა.

ჭკვიანი მტრებს შორის არ უნდა გაჭყლეტილიყო, ქრისტიანული

საქართველო გონიერებას საჭიროებდა.

მაღალ სულიერებას ასწლეულების წინ მისწვდნენ, საუკუნეებით ნაგროვები

მადლი არ უნდა გაეფანტათ...

ერთიანი საქართველო ჭირდებოდა სიმონ პირველს მაჰმადიანების

მოსაგერიებლად.

ჩაძინებულ მხეცებს შორის ფხიზლობდა საქართველო.

დიდი მიზნების განხილვა არ ხერხდებოდა სამეფო-სამთავროებთან. კვლავ

ძალის გამოჩენა იყო საჭირო.

წავიდა იმერეთზედა სიმონ მეფე.

Page 50: გიორგი სააკაძე შ ე ს ა ვ ა ლ ი · ქართლის სამეფო კარზე ოსმალთა სულტანს ხონთქარს

ლევანმა – იმერეთის მპყრობელმაც შეყარა ჯარი.

არ მიეშველა დადიანი და გურიელი. არ შეეწივნენ სიმონ მეფის წინააღმდეგ

საბრძოლველად.

გადმოიარა ლიხის გზა სიმონმა, მივიდა გოფანთოს.

ეწყვნენ ურთიერთს...

გაიმართა ბრძოლა...

გაიმარჯვა სიმონმა, ლტოლვილი გარბოდა ლევანი.

შემოიმტკიცა იმერეთი სიმონ მეფემ და გამოართვა დიდ თავადებს მძევლები.

წამოსვლას ჩქარობდა, გორის ციხეში ოსმალები იდგნენ, მათი ჯავრი ჰქონდა.

თუ გაიგებდნენ მეფის არყოფნას, გამოვიდოდნენ ციხიდან.

ვერ დადგა იმარეთს.

ამით დრო იხელთეს დასავლეთის ქართველებმა.

კვლავ დაიპყრო იმერეთი ლევანმა.

ამას არ დასჯერდა.

დადიანზე წავიდა საომრად, რატომ სიმონ მეფეზე სალაშქროდ არ შემეწიეო.

შექმნეს მტერობა.

შეიყარა აქეთ ლევანის ჯარი, იქით დადიანის.

ქმნეს ბრძოლა და გაიმარჯვა დადიამა.

შეპყრობილი ლევანი შხეფის ციხეში შეამწყვდიეს.

ტყვეობაში მოკვდა იმერეთის პატრონი.

გაიგო სიმონ მეფემ იმერთა ამბავი.

გაწყრა...

მხოლოდ საკუთარ მამულებზე რომ ფიქრობდნენ, წუხდა.