31
Page 1 of 31 საქართველოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიში 2018 წ.

წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

  • Upload
    others

  • View
    4

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 1 of 31

საქართველოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიში

2018 წ.

Page 2: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 2 of 31

სარჩევი

1. შესავალი

2. 2018 წლის მიღწევები

3. ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმის შესრულება

4. ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება

5. ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებები

Page 3: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 3 of 31

1. შესავალი

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო დაფუძნებულია ინტერფრაქციულ პრინციპზე და მასში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელს აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა. საბჭო შედგება 12 წევრისგან, რომელთაგან, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, 7 უმრავლესობას, 2 უმცირესობას, ხოლო 2 უმცირესობის გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენს. საბჭოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიზანია ღია მმართველობის პრინციპების გათვალისწინებით პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით პარლამენტის სისტემური, კოორდინირებული მუშაობა, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი. 2017 წლის იანვრიდან პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე.

საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში საბჭოს მხარს უჭერს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარეობით, აერთიანებს 16 ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას.

2. საპარლამენტო ღიაობის 2018 წლის მიღწევები

გაიზარდა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობა

გადაადგილებისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს შეუძლიათ პარლამენტის ტერიტორიაზე მარტივად ადაპტირებულ გარემოში გადაადგილება;

მოქალაქეების მიერ კანონპროექტებზე გაკეთებულ კომენტარებს პარლამენტის კომიტეტები განიხილავენ და საჭიროების შემთხვევაში დასკვნაში ასახავენ;

მოქალაქეს შეუძლია მარტივად ნახოს კანონპროექტის განხილვისას პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებები და დააკვირდეს, თუ რა ეტაპები გაიარა ტექსტმა პირველიდან მესამე მოსმენამდე;

მოქალაქეს შეუძლია მოისმინოს პლენარული სხდომების აუდიო ოქმები;

Page 4: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 4 of 31

მოქალაქეებს მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვით, შეუძლიათ საპარლამენტო საქმიანობას მარტივად ადევნონ თვალი.

გაუმჯობესდა პარლამენტის ანგარიშვალდებულება

პარლამენტის კომიტეტები ვალდებულნი არიან მოამზადონ და გაასაჯაროონ წლიური სამოქმედო გეგმები;

პარლამენტის თავმჯდომარე ყოველწლიურად ჩააბარებს ანგარიშს სამოქალაქო საზოგადოებას და მოისმენს მათ ინიციატივებს;

საქართველოს პარლამენტი მოამზადებს და გაასაჯაროვებს მისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;

დამტკიცდა პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.

გაიზარდა პარლამენტის გამჭვირვალობა და ღიაობა

პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად, ღია და დამუშავებად ფორმატში ქვეყნდება მონაცემები პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე;

მოქალაქეს შეუძლია მარტივად მოიძიოს:

O საკანონმდებლო ინიციატივებისა და მიღებული კანონების სტატისტიკა;

O პარლამენტის მიერ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა ანგარიშვალდებული ორგანოების წარმომადგენლების ანგარიშების მოსმენა;

O ინფორმაცია პარლამენტის დროებითი და საგამოძიებო კომისიების შექმნის შესახებ;

O კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნები, წინადადებები და მოსაზრებები;

O სადეპუტატო და საკომიტეტო, ასევე ფრაქციების წარმომადგენლების კითხვების სტატისტიკა;

O პარლამენტის ბიუჯეტის შესრულება;

Page 5: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 5 of 31

O პარლამენტის წევრების მივლინებებზე დახარჯული თანხები.

3. ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში

2017 წლის დასაწყისში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად შეიმუშავა ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმა, რომელიც თავდაპირველად 2017-2018 წლებში განსახორციელებელ საქმიანობას მოიცავდა, თუმცა ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს რეკომენდაციით, მოგვიანებით 2017 წლის გეგმა ცალკე დამტკიცდა.

ღია პარლამენტის მეორე 2017 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავდა 24 ვალდებულებას, რომელთაგან 2017 წლის დასასრულისთვის 13 ვალდებულება შესრულდა სრულად, 11 ნაწილობრივ. დღეის მდგომარეობით, 23 ვალდებულება სრულად შესრულებულია, ხოლო 1 ვალდებულება ნაწილობრივ.

2017 წლის სამოქმედო გეგმის 1.1; 1.2; 1.3; 1.4; 2.5; 3.1; 3.2; 4.2; 4.3; 4.4; 4.5 და 4.6 ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, საბჭოს ინიციატივით შევიდა შემდეგი ცვლილებები:

დაინერგა პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემა;

დაინერგა საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმი;

დაინერგა საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმი;

შემუშავდა კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესი და ფორმები;

ცვლილებების თანახმად პარლამენტის თითოეული კომიტეტი ვალდებული იქნება მოამზადოს და გაასაჯაროოს კომიტეტის სამოქმედო გეგმა;

მოხდა საქართველოს პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ინსტიტუციონალიზაცია და ჩატარდა პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრა;

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საქმიანობა გაფართოვდა და დაემატა მთავრობის მიერ ღია მმართველობა საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა/მონიტორინგი;

გაიზარდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს უფლებამოსილებები;

Page 6: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 6 of 31

სავალდებულო გახდა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარმოება;

დაინერგა საჯარო ინფორმაციის ანგარიშების (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის სისტემა;

დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი;

გაუმჯობესდა განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარე (ცვლილება შევიდა საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ კანონში);

განისაზღვრა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის დასაბუთების ვალდებულება და დაიხვეწა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა.

გარდა ამისა, ვალდებულება 1.8-ის ფარგლებში მოხდა „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ ინიცირება. ხოლო 2.1. 2.4 და 4.1. ვალდებულებების შესრულების მიზნით, ცვლილებები შევიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 31 დეკემბრის N132/3 ბრძანებაში „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ" (ბრძანება N368/3, 28.12.2017).

ცვლილებების მიხედვით:

გაფართოვდა პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა;

განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენის

Page 7: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 7 of 31

თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსების და შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმი მომზადებისა და გამოქვეყნების წესები;

გაიზარდა საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობა;

ცვლილებები შევიდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულებაში და განისაზღვრა:

ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების და ღია მმართველობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობის წესი;

საბჭოს დაეკისრა საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების ვალდებულება;

ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმით აღებული #1.5 ვალდებულების („სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის ადაპტირება და პარლამენტის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისების ხელმისაწვდომობა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის“) განხორციელების მიზნით, ა(ა)იპ „მარიანმა“, UNDP-ს პროექტის ფარგლებში, IDFI-სთან თანამშრომლობით შეიმუშავა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის (თბილისი) ადაპტირების პროექტი - „მისაწვდომობის გეგმა მობილობის და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთათვის“.

2017 წლის 28 ნოემბერს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის ინიციატივითა და მხარდაჭერით ორგანიზებულ შეხვედრაზე - „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“ - აღნიშნული პროექტი წარედგინა ყველა დაინტერესებულ პირს და შენიშვნებისა და წინადადებების მიღების მიზნით, გაიმართა დისკუსია.

ამჟამად, ამ კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარეობს პარლამენტის შენობის ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული აღჭურვის პირველი ეტაპი, ასევე 2019 წლის პარლამენტის ბიუჯეტით დაგეგმილია ადაპტირების

მეორე ეტაპის აქტივობები.

პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ, 2019 წლის პირველ კვარტალში, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, დაგეგმილია პოლონელი ექსპერტის ჩამოყვანა, რომელიც შეაფასებს შესრულებულ სამუშაოებს, გასცემს რეკომენდაციებს და სამომავლო ტექნიკურ დახმარებას გაუწევს პარლამენტს. პარლამენტის ადმინისტრაცია მზადაა ადაპტირების

Page 8: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 8 of 31

შემდგომი ეტაპების დაგეგმვისას გააგრძელოს დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციები.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაიწყო გლობალურ ადმინისტრაციულ ფორუმში - „საპარლამენტო ხელმისაწვდომობა“ - გაწევრიანების პროცედურები.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით შეიცვალა საბჭოს სახელი და ჩამოყალიბდა, როგორც - „ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო“.

1.6 და 3.3 შესრულების მიზნით, ჩატარდა სემინარი თემაზე: „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის (SDGs)“, შემუშავდა საქართველოს პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტი და ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეთიკის კოდექსი (ვალდებულება 4.3).

96%

4%

აააააა აააააააა აააააააააა აააააააა

ააა ააააააააააა ააააა ააააააააა ააააა 24 ააააააააააა

ღია პარლამენტის მეორე სამოქმედო გეგმა

N ვალდებულება დაგეგმილი შესრულების ვადა

სტატუსი

1. მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა

Page 9: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 9 of 31

1 1.1. პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა

ნაწილობრივ შესრულებული

* პეტიციების განხილვის პროცესის დახვეწის მიზნით რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება

დეკემბერი 2017 შესრულებული

* პლატფორმის ტექნიკური დავალების შემუშავება

დეკემბერი 2017 შეუსრულებელი

2 1.2 საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა

შესრულებული

* პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების ტექსტის დახვეწა

ოქტომბერი 2017 შესრულებული

* რეგლამენტის ცვლილების ტექსტის მიღება

დეკემბერი 2017 შესრულებული

3 1.3 საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვა პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით

შესრულებული

* პარლამენტის რეგლამენტში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტის შემუშავება

დეკემბერი 2017 შესრულებული

* პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი შესაბამისი ცვლილებების მიღება

დეკემბერი 2017 ნაწილობრივ შესრულებული

4 1.4 კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციის ჩატარების წესისა და ფორმების შემუშავება

შესრულებული

* კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო კონსულტაციების ჩატარების წესისა და ფორმების შემუშავება

დეკემბერი 2017 შესრულებული

* უკუკავშირის მექანიზმის სახეებისა და ფორმების შემუშავება და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცება

დეკემბერი 2017 შესრულებული

5 1.5 სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის პარლამენტის შენობის

შესრულებული

Page 10: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 10 of 31

ადაპტირება და პარლამენტის მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისების ხელმისაწვდომობა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის

* პარლამენტის შენობის (თბილისი) სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირების პროექტის შემუშავება

აგვისტო 2017 შესრულებული

* შშმ პირთათვის მომსახურების (განცხადების შეტანა, ინფორმაციის მიწოდება და ა.შ.) მიწოდების და შეხვედრებში მონაწილეობის შესახებ კონცეფციის შემუშავება შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობითა და უნივერსალური დიზაინის პრინციპის გათვალისწინებით

ოქტომბერი 2017 შესრულებული

* შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინფრასტრუქტურის (ტექნოლოგიური) მომზადება

დეკემბერი 2017 შესრულებული

6 1.6 ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

შესრულებული

* შეხვედრების ორგანიზება პარლამენტის წევრებისთვის, რომლის ფარგლებშიც მოხდება საპარლამენტო OGP-სა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, შესახებ ცნობიერების ამაღლება.

დეკემბერი 2017 შესრულებული

7 1.7 პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა შესვლის პროცედურებს გამარტივება

შესრულებული

* პარლამენტის შენობაში შესვლის წესების შესახებ მოკლე ინფორმაციის მარტივი სახით, თვალსაჩინო განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე

სექტემბერი 2017 შესრულებული

8 1.8 „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ შემუშავება

შესრულებული

Page 11: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 11 of 31

* „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის“ დახვეწა

დეკემბერი 2017 შესრულებული

2. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

9 2.1 პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გაფართოება

შესრულებული

* პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში ცვლილებების შეტანა

სექტემბერი 2017 შესრულებული

* სტატისტიკურად დასამუშავებელი ინფორმაციის ნუსხის განსაზღვრა

სექტემბერი 2017 შესრულებული

* ვალდებულებით განსაზღვრული ინფორმაცის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება

პერმანენტული /////////

* ყოველწლიური სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება

პერმანენტული /////////

10

2.2 კანონპროექტის განხილვისას, პირველად ტექსტში შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და მათი დროული გამოქვეყნება პარლამენტის ვებგვერდზე

შესრულებული

* კანონპროექტის პირველად ტექსტში განხილვის შედეგად შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვის კონცეფციის შემუშავება

აგვისტო 2017 შესრულებული

* კანონპროექტის პირველად ტექსტში განხილვის შედეგად შეტანილი ცვლილებების ხილვად ფორმატში ასახვა და ვებ-გვერდზე გამოქვეყნება

პერმანენტული შესრულებული

11

2.3 მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება პარლამენტის ვებ-გვერდზე

შესრულებული

* მაჟორიტარი დეპუტატების ინდივიდუალურ გვერდებზე მათი

სექტემბერი 2017 შესრულებული

Page 12: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 12 of 31

საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოსაქვეყნებელი სივრცის შექმნა

* ვებგვერდზე მოცემულ მაჟორიტარ დეპუტატთა ინდივიდუალურ გვერდებზე მაჟორიტარული ბიუროს მისამართის, მიღების საათებისა და საკონტაქტო პირის მითითება

სექტემბერი 2017 შესრულებული

12

2.4 საქართველოს პარლამენტის მიერ ანგარიშის მოსმენისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი პირების საკომიტეტო მოსმენის თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო ოქმის მომზადება და გამოქვეყნება

შესრულებული

* ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის განთავსება, შესაბამისი განხილვის ვიდეო-ოქმების განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე

პერმანენტული შესრულებული

* ასარჩევი პირების მოსმენის თაობაზე ინფორმაციის განთავსება, შესაბამისი კომიტეტის სხდომის ვიდეო-ოქმების განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე

პერმანენტული შესრულებული

13

2.5 პარლამენტის კომიტეტების მიერ ერთი ან ორ წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადება და გასაჯაროება ყოველი წლის დასაწყისში

შესრულებული

* კომიტეტების სამოქმედო გეგმის ფორმატისა და შინაარსის განსაზღვრა

ოქტომბერი 2017 შესრულებული

* ცვლილება კომიტეტების დებულებაში ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავების შესახებ

ოქტომბერი 2017 შესრულებული

3. პარლამენტის ანგარიშვალდებულება

14

3.1 საქართველოს პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრის ინსტიტუციონალიზაცია

შესრულებული

* პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა

დეკემბერი 2017 შესრულებული

Page 13: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 13 of 31

* პარლამენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრა

პერმანენტული შესრულებული

15

3.2 პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის შემუშავება

შესრულებული

* ანგარიშის შინაარსის ძირითადი საკითხების განსაზღვრა

ოქტომბერი 2017 შესრულებული

* პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა

დეკემბერი 2017 შესრულებული

* შესაბამისი ინფორმაციის დამუშავების სტანდარტების და ერთიანი ანგარიშის ფორმის შემუშავება

ოქტომბერი 2017 შესრულებული

16

3.3. საქართველოს პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის შემუშავება

შესრულებული

* პარლამენტის თვითშეფასების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი

ნოემბერი 2017 შესრულებული

* პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის შემუშავება

დეკემბერი 2017 შესრულებული

4. პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა

17

4.1 საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა

შესრულებული

* საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შესახებ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის განსაზღვრა და დამტკიცება;

ნოემბერი 2017 შესრულებული

* საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსება;

პერმანენტული შესრულებული

18

4.2 საჯარო ინფორმაციის ანგარიშების (ე.წ. „10 დეკემბრის ანგარიშების“) მონიტორინგის სისტემის შემუშავება

შესრულებული

* 10 დეკემბრის კონსოლიდირებული ანგარიშის კომიტეტის სხდომებზე განხილვის პროცედურის შესახებ

დეკემბერი 2017 შესრულებული

Page 14: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 14 of 31

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება.

19

4.3 საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავება

შესრულებული

* აღსრულების მექანიზმების და სანქციების შემუშავება

ივნისი 2017 შესრულებული

* კოდექსის ინიცირება და მიღება ნოემბერი 2017 შესრულებული

20

4.4 განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება

შესრულებული

* განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გასაუმჯობესებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება

დეკემბერი 2017 შესრულებული

21

4.5 კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის დასაბუთების ვალდებულების განსაზღვრა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის რეგულირების დახვეწა

შესრულებული

* რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტის მომზადება

დეკემბერი 2017 შესრულებული

22

4.6 მთავრობის მიერ ღია მმართველობა საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობა/მონიტორინგი

შესრულებული

* ზედამხედველობის მეთოდოლოგიის შემუშავება

დეკემბერი 2017 შესრულებული

* პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა

დეკემბერი 2017 შესრულებული

5. ტექნოლოგიები და ინოვაცია

23

5.1. საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება (მათ შორის დოკუმენტების ადვილად დასამუშავებელ ფორმატში განთავსება)

შესრულებული

Page 15: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 15 of 31

* საჯარო ინფორმაციის მოდულის შექმნა აგვისტო 2017 შესრულებული

* დოკუმენტებისა და მონაცემთა ბაზების პარლამენტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნება, მათ შორის ღია ფორმატში (Open Data)

პერმანენტული /////

24

5.2. პარლამენტის ვებგვერდის რესტრუქტურიზაცია

შესრულებული

* ვებგვერდის განახლებული სტრუქტურის შემუშავება

დეკემბერი 2017 შესრულებული

4. საქართველოს ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება

საანგარიშო პერიოდში, მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავების და განხორციელების მონიტორინგის მიზნით, ჩატარდა 5 სამუშაო შეხვედრა და 7 საჯარო კონსულტაცია.

მესამე სამოქმედო გეგმა, მოიცავს 5 ამბიციურ ვალდებულებას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს.

2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრების, აპარატის თანამშრომლების, კერძო სექტორის წარმომადგენლების, დაინტერესებული საზოგადოებისა და კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდების ერთობლივი მუშაობის შედეგად.

მესამე სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეიქმნა შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

1. ვალდებულება #1- პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი- ირინა ფრუიძე;

სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 1 სამუშაო შეხვედრა, ასევე ექსპერტი ინდივიდუალური ინტერვიუების ფორმატში გაესაუბრა კომიტეტის აპარატის უფროსებს და თანამშრომლებს. ამ ეტაპისთვის შემუშავებულია SDG სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტი.

Page 16: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 16 of 31

2. ვალდებულება #3-ის (პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით), #1 აქტივობა - პარლამენტის ახალი ვებგვერდის შექმნა და გაშვება - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი- ირინა ფრუიძე:

საქართველოს პარლამენტის განახლებული ვებგვერდი თითქმის მზად არის, გაკეთდა ვებგვერდის დიზაინის პრეზენტაცია და 2019 წლის მარტისთვის იგეგმება ახალი ვებგვერდის გაშვება.

3. ვალდებულება #3-ის (პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით), #2 და #12 აქტივობა - კანონპროექტის შემუშავებისთვის სპეციალური ელექტრონული ფორმის განსაზღვრა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება; განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეო-ინსტრუქციის შემუშავება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი - გიორგი კახიანი:

სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 1 სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჯგუფმა დაგეგმა სამუშაო პროცესი და შესაბამისი აქტივობები.

4. ვალდებულება #3-ის (პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით), #13 და #14 აქტივობა: დაინტერესებული პირების (Stakeholders) საერთო რეესტრის შექმნა და განთავსება

Page 17: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 17 of 31

პარლამენტის ვებგვერდზე, რათა საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილი იყოს ამ პირების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში; ლობისტური ორგანიზაციების რეესტრის შექმნა და განთავსება პარლამენტის ვებგვერდზე - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი - თამარ ჩუგოშვილი:

სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 1 სამუშაო შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სადაც შეთანხმდა, რომ შეიქმნება დაინტერესებული პირების საერთო რეესტრი და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე, რათა საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილი იყოს ამ პირების ჩართულობა საკანონმდებლო პროცესში. ასევე შეიქმნება ლობისტური ორგანიზაციების რეესტრი, რომელიც განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე და მუდმივად განახლდება.

5. ვალდებულება #4 - მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა საქართველოს პარლამენტში - სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი - ეკა ბესელია:

სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა 2 სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მოხდა დღეს არსებული მოქალაქეთა მისაღების საქმიანობის შესწავლა, (საჭიროებების იდენტიფიცირება, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შემოსული წერილების შინაარსობრივი ანალიზი და ა.შ.). GIZ-ის დახმარებით პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეისწავლის დეპარტამენტის საქმიანობას, ჩაატარებს

Page 18: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 18 of 31

ინტერვიუებს მომხმარებლებთან და შეიმუშავებს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის პროექტს.

სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირის პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით.

5. ადგილობრივი და საერთაშორისო ღონისძიებები

ღია პარლამენტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია

ღია პარლამენტის საბჭოს ინიციატივით 2018 წლის მარტში, ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ახალციხე, მარნეული, ბათუმი), ჩატარდა 7 საჯარო შეხვედრა, რომელთა მიზანი იყო ღია პარლამენტის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ახალი 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის იდეების გენერირება. შეხვედრებს ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კამპანიის ფარგლებში, ასევე გამოცხადდა ახალგაზრდული კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის!“ კონკურსი საშუალებას აძლევდა ახალგაზრდებს წარმოედგინათ საკუთარი იდეა ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმისთვის. კონკურსის შედეგად შემოსული 17 იდეიდან შეირჩა 3 საუკეთესო, რომელთა ავტორებიც დაესწრნენ საბჭოს სხდომას და გააკეთეს მათი ინიციატივების პრეზენტაცია.

ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ირინა ფრუიძესთან, გუგული მაღრაძესთან და კახაბერ კუჭავასთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები

Page 19: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 19 of 31

გურამ მაჭარაშვილი, გელა სამხარაული, გენადი მარგველაშვილი და გიორგი კოპაძე, ასევე საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები გიორგი კლდიაშვილი, ლევან ავალიშვილი და გიორგი თოფურია.

კამპანიის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

სამოქალაქო საზოგადოების დღე საქართველოს პარლამენტში

ღია პარლამენტის საბჭოს ორგანიზებით, 2018 წლის 13 მარტს საქართველოს პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოების დღე აღინიშნა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს პარლამენტის მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის მთავარი შედეგები და 2018 წლის გეგმები გააცნო, ასევე გამოთქვა მზაობა ყოველი წლის ივლისში დაწესდეს სპეციალური დღე, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს პარლამენტი ერთად შეაჯამებენ პარლამენტის განვლილ საქმიანობას და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნეს მათი ინიციატივები და ხედვები სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

ასევე, 13 მარტს საქართველოს პარლამენტს გადმოეცა 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებული საჯარო ინფორმაციის მოდული და მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობით მარტივდება პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომა.

ახალი ელექტრონული სერვისები, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის ღიაობასა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, შემუშავებულია

Page 20: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 20 of 31

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

მაროკოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტმა მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციას უმასპინძლა.

ღია პარლამენტის საქმიანობის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მაროკოს დელეგაციის წარმომადგენლებს საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ და საბჭოს წევრებმა ეკა ბესელიამ და ოთარ კახიძემ უმასპინძლეს. ირინა ფრუიძემ სტუმრებს გაუზიარა საპარლამენტო საბჭოს მუშაობის გამოცდილება, ისაუბრა საბჭოს გეგმებსა და ხედვაზე, ასევე სტუმრებს გააცნო საქართველოს პარლამენტის სტრუქტურა და ფუნქციები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) -ის წევრობა მიულოცა სტუმრებს, გაუზირა საბჭოს მუშაობის გამოცდილება და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, შეიძლება იყოს მაგალითი სხვა წევრი ქვეყნებისთვის.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებაზე, რაც ღია მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია და ამ კუთხით აღნიშნა იუსტიციის სახლების გამოცდილება, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება მოკლე დროში მიიღონ თითქმის ყველა სერვისი.

Page 21: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 21 of 31

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს შეხვდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა, საფინანსო- საბიუჯეტო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ღია პარლამენტთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები. მაროკოს დელეგაცია ასევე დაესწრო ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საინფორმაციო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებთან.

შეხვედრა ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

15 მაისს ღია პარლამენტის საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით, კომიტეტის თავმჯდომარესთან, წევრებთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ერთად, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედა.

შეხვედრაზე ირინა ფრუიძემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის, პარლამენტის ღიაობისა და საპარლამენტო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ.

საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან შეხვედრა

29 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და ღია მმართველობის პარტნიორობის საპარლამენტო საბჭოს წევრი კახაბერ კუჭავა საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს მარტინ ჩუნგონგს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ღია მმართველობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევები, ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებული

Page 22: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 22 of 31

რეფორმების სხვა ქვეყნების პარლამენტებისთვის გაზიარების საკითხი და ღია მმართველობის გლობალური სამიტი.

მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელება და მონიტორინგი

4-5 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი თემაზე: „საქართველოს პარლამენტის ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის (SDGs)“.

სემინარში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.

სემინარზე შეფასდა SDGs-ების განხორციელებასა და მონიტორინგის მიმართულებით პარლამენტში არსებული საჭიროებები და შემუშავდა სამოქმედო გეგმის პირველადი მონახაზი. ასევე გადაწყდა, რომ შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია დაევალოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს.

Page 23: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 23 of 31

სემინარი ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მხარდაჭერით.

საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ შემუშავებული პარლამენტის თვითშეფასების ინსტრუმენტის საქართველოს პარლამენტში დანერგვა

11-12 ივნისს, ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის. შეხვედრა დაეთმო პარლამენტის ზოგად და გენდერულ თვითშეფასებას. თვითშეფასების მიზანია დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს მოახდინოს ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოავლინოს ორგანიზაციული განვითარების საჭიროებები და დასახოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების პრიორიტეტები.

თვითშეფასების პროცესს უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროცესის მხარდამჭერები არიან USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისათვის (UNJP) ფარგლებში.

Page 24: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 24 of 31

John Smith Trust-ის სასტიპენდიო პროგრამის კონფერენცია

2 ივლისს, საქართველოს პარლამენტში ჩატარდა ბრიტანული ორგანიზაცია, „John Smith Trust“-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელშიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული „John Smith Trust“ პროგრამის 40-მდე კურსდამთავრებული მონაწილეობდა.

პროგრამის მონაწილეებს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე.

შეხვედრის ძირითად თემას გენდერული თანასწორობის საკითხები და ღია მმართველობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აქტიურობა წარმოადგენდა.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ისაუბრა ღიაობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით პარლამენტის მიერ მიღწეული შედეგების, წარმატებების და გამოწვევების შესახებ. ასევე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საქართველოს თავმჯდომარეობაზე, საბჭოს სამომავლო გეგმებსა და პარლამენტის ღიაობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას მოქალაქეების მეტი ჩართულობა საპარლამენტო პროცესში.

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტი - საპარლამენტო ღიაობის კონფერენცია

Page 25: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 25 of 31

17-19 ივლისს, საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მე-5 გლობალურ სამიტს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით უმასპინძლა. სამიტზე 76 ქვეყნის 2 500-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.

17 ივლისს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მე-5 გლობალური სამიტი საპარლამენტო ღიაობის კონფერენციით დაიწყო. საპარლამენტო კონფერენციას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

ღია პარლამენტის დღეზე გამართული მსჯელობა საკანონმდებლო ღიაობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის საპარლამენტო რეფორმების გატარებასა და ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და გლობალური სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რომლებიც საქართველომ, ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოსთან ერთად, სტრატეგიული მიზნების შესასრულებლად გადადგა.

ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის განხილვაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები, საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმები და მიღწევები.

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში გამართული საერთაშორისო კონფერენციიის პირველ პანელზე - საკანონმდებლო ჩართულობის პოლიტიკა: კარგი პრაქტიკის მაგალითები, გამოწვევები და განვითარებისათვის აუცილებელი ნაბიჯები - საქართველოს ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ ისაუბრა პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის ფორმატის, როგორც მთელს მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითის შესახებ, ასევე აღნიშნა რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც 2015 წელს ხელი მოაწერა

Page 26: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 26 of 31

საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას, შექმნა ღია პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭო და დაიწყო სამოქმედო გეგმის განხორციელება. საქართველოს ღია მმართველობის მსოფლიო ინიციატივაში ძალიან ბევრი მიღწევა აქვს და ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ მიმართულებით.

პარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე - „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პარლამენტები“ - სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით განხორციელებულ მიღწევებზე, აღნიშნა არსებული გამოწვევები, ისაუბრა პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსების შემუშავებასთან და ლობისტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ აუცილებლობაზე.

Page 27: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 27 of 31

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, გაკეთდა მოკლე პრეზენტაციები თემაზე საპარლამენტო დემოკრატიისათვის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მნიშვნელობა. დისკუსიისას მონაწილეებმა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები განიხილეს, როგორიცაა მონაწილეობითი კანონშემოქმედების (crowdlaw) გამოყენება საკანონმდებლო პროცესის ყველა საფეხურზე.

კონფერენციაზე ასევე განიხილული იქნა საკანონმდებლო ჩართულობის პოლიტიკა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველმა კომიტეტმა 2016 წლის სექტემბერში მიიღო.

დღის ბოლოს, გაიმართა შემაჯამებელი მსჯელობა სამომავლო ნაბიჯებსა და ღია პარლამენტის ელექტრონული ქსელის (OPeN) საქმიანობაზე.

საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

Page 28: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 28 of 31

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მე-5 გლობალური სამიტი

18 ივლისს ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP) მე-5 გლობალური სამიტის პანელზე - ღია მმართველობის პარტნიორობა და საპარლამენტო ზედამხდველობა: „პარლამენტებთან თანამშრომლობა მომსახურების მიწოდების და ეროვნული სამოქმედო გეგმის ზედამხედველობის გასაძლიერებლად“ - სიტყვით გამოსვლისას, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი საკმაოდ კარგად ახორციელებს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და ამით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქეების წინაშე უფრო მეტად გახსნილსა და პასუხისმგებლიანს ხდის. ასევე ისაუბრა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

19 ივლისს, OGP-ის გლობალური სამიტის დასკვნით დღეს, პანელზე სახელწოდებით - როგორ შეცვალა OGP-ის ოთხმა ვალდებულებამ პარლამენტებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობა - ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმებსა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს.

საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წარმომადგენელთან შეხვედრა

18 სექტემბერს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის წარმომადგენელს ირენა მიანოვიჩს შეხვდა.

Page 29: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 29 of 31

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ღია მმართველობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევები და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობა საპარლამენტთაშორისო კავშირთან (IPU). საპარლამენტთაშორისო კავშირი დიდ მხარდაჭერას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიმართ და მხარდაჭერას უცხადებს ღია პარლამენტის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.

მონაწილეობა ღონისძიებაში - ღია მმართველობის ჩემპიონთა ქსელის შექმნა

23-27 აპრილს, იტალიაში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ორგანიზებით, ჩატარდა შეხვედრა „ღია მმართველობის ჩემპიონთა ქსელის შექმნა“, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის წარმომადგენლები. შეხვედრას ესწრებოდა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფრუიძე.

შეხვედრის მიზანი იყო ძლიერი ქსელის შექმნა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP ) ღირებულებების გაზიარება და მხარდაჭერა.

მონაწილეობა ღონისძიებაში - „თანამედროვე, პროფესიონალური და წარმომადგენლობითი პარლამენტის შექმნა“

28-31 მაისს, საქართველოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ და საბჭოს წევრებმა გიორგი კახიანმა და ოთარ კახიძემ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, სამუშაო შეხვედრაში - „თანამედროვე, პროფესიონალური და წარმომადგენლობითი პარლამენტის შექმნა“ - მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა მაკედონიის, ყირგიზეთის, შრი-ლანკას და კოსოვოს პარლამენტის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოში საკანონმდებლო ღიაობის მიღწევების, არსებული გამოწვევების და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის შესახებ.

Page 30: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 30 of 31

მონაწილეობა ღონისძიებაში - უკრაინის ღია პარლამენტის 2019-2020 სამოქმედო გეგმის განვითარების სტრატეგიული სესია

28-29 აგვისტოს, უკრაინის ღია პარლამენტის 2019-2020 სამოქმედო გეგმის განვითარების სტრატეგიულ სესიაზე საქართველოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის შესახებ ისაუბრა.

მონაწილეობა ღონისძიებაში - ღია მმართველობის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული სამიტი

5-6 ნოემბერს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული სამიტი ჩატარდა. სამიტზე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფრუიძემ გახსნის ცერემონიის მაღალი დონის პანელზე პარლამენტის ღიაობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიღწევებზე ისაუბრა.

Page 31: წლიური ანგარიში ღია მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ... · Page 5 of 31 O პარლამენტის

Page 31 of 31

ამასთან, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ საპარლამენტო ღიაობის პანელზე - „პარლამენტი, როგორც ღია მმართველობის რეფორმის პარტნიორი“ - მიმოიხილა საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების პრაქტიკა.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ირინა ფრუიძე სამხრეთ კორეის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს ღია პარლამენტის შესახებ ესაუბრა და მათ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის შესახებ გამოცდილება გაუზიარა.