8
ბორითის საბავშვო ბაღის შენობის სახურავი ისეა დაზიანებული, რომ წყალი პირველ სართულზე ჩადის. ამის გამო, წვიმისგან დასაცავად მეორე სართულზე ტაშტებსა და ვედროებს აწყობენ. ვრცლად იხ. გვ. 3 სარემონტო სამუშაოები ხარაგაულის კინოთეატრში დიდი ხანია აქტი- ურად მიმდინარეობს. საქმეთმწარმოებელი კორნელი მამარდაშვილი ამბობს: „შენობის რეკონსტრუქცია დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამჟამად მიმდინარეობს დემონტაჟი. სახურავის კონსტრუქცია უკვე მზადაა. ამ კვირაში შენობა დაიხურება. პარალელურად მიმდინარეობს ლესვა და შიგნითა დემონტაჟის შემდეგ უკვე დავიწყებთ სცენისა და ტრიბუნების მოწყობას. კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათ- ვის უკვე ჩატარდა ტენდერი, სადაც ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა და იანვ- რის ბოლოსთვის თეატრის სამშენებლო-კეთილმოწყობის სამუშაოები მთლიანად დასრულდება.“ კინოთეატრის შენობის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს დასრულდება ბორითის საბავშვო ბაღის შენობა მძიმე მდგომარეობაშია რესურსცენტრის უფროსად დავით კიკნაძე შეირჩა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად დავით კიკნაძე შეირჩა. ეს ინფორმაცია პირ- ველ ნოემბერს განათლებისა და მეც- ნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იქვე აღნიშნულია, რომ გასაუბრების შედეგების გასაჩივრების- თვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა; კერძოდ, მიმდინარე წლის 4, 5 და 6 ნოემბერი. გაცნობებთ, რომ საგანმანათლებ- ლო რესურსცენტრებს დღემდე არსე- ბული ფუნქციების გარდა დაემატათ იურიდიული კონსულტაციის, შეფა- სებისა და მონიტორინგის ფუნქციები. ნებოძირიდან მოლითის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მისაყვანად ტრანსპორტია საჭირო „ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ სოფლებში საბავშვო ბაღებისთვის შე- ნობები შენდება. დღეს შევიტყვე, რომ ზვარის ყოფილი საბავშვო ბაღის შე- ნობა მუნიციპალიტეტს გადმოეცა. თუ შენობის რემონტისთვის გამოყოფილი თანხა უკვე განსაზღვრულია, ტენდე- რიც უახლოეს ხანში გამოცხადდება,“ - აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ზუმბაძემ 4 ნოემბერს საკრებულოს მორიგ სხდომაზე. ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის გახსნა სოფელ ღორეშის მოსახლეობასაც სურს. საუბარია ხიდარში საბავშვო ბაღის ამოქმედებაზე. მისივე თქმით, სოფელ ნებოძირიდან მოლითის საბავშვო ბაღში ცხრა აღსაზრდელი ივლის, თუ მათი ტრანსპორტირების საკითხი მოგვარდება. ტრანსპორტირებას, სა- ვარაუდოდ, წელიწადში 4 800 ლარი დასჭირდება. გაერთიანების დირექტორი ამ- ბობს, რომ ხევის საბავშვო ბაღის შენობის შემოღობვა არ მიაჩნია პრი- ორიტეტულად, რადგან, შესაძლოა, ხევში ბაღის ახალი შენობა აიგოს. როგორც საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, ბორითის საბავშვო ბაღის შენობა მალე გადმოეცემა მუნიციპა- ლიტეტს. შენობის სარემონტო სამუ- შაოებისთვის ხარჯთაღრიცხვა უკვე შედგენილია. „თანამდევი სული” თბილისში ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახე- ლობის სახალხო თეატრმა 7 ნოემ- ბერს თბილისში, ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, გამართა სპექტაკ- ლი „თანამდევი სული“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. „თანამდევი სული“ იმერეთის რეგი- ონული და ქემერის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების გრან- პრის მფლობელია. სოციალური დაცვის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამ- სახურის საქმიანობა საკრებულოს წევრებმა 4 ნოემბერს გამართულ სხდომაზე დადებითად შეაფასეს. „ყურადღებიანი და საქმიანი ხელმძღ- ვანელია, - მიმართა კოლეგებს საკრე- ბულოს წევრმა თემურ გამცემლიძემ სამსახურის უფროსის ალექსანდრე ტაბატაძის მისამართით, - ამიტომ დადებითად შევაფასოთ მისი სამ- სახურის საქმიანობა.“ თავის მხრივ ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, რომ მან გაითვალისწინა დეპუტატ რუსუდან გურგენიძის წინადადება და სოციალური დაცვის სამსახურმა უკვე დაიწყო მუნიციპალიტეტის მასშ- ტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა. სტატისტიკური მონაცემებით სახელმწიფო სერვისების განვი- თარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის, შორენა ყანჩაველის ინ- ფორმაციით, 2013 წლის პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე მათი სამსახურის მიერ რეგისტრირებულია 25 ბავშვის დაბადება, 316 მოქალაქის გარდაცვალება, 41 ქორწინება, 3 გან- ქორწინება. ამავე სამსახურის მიერ გა- ცემულია საქართველოს მოქალაქის 93 პასპორტი და 1 455 პირადობის მოწმობა. შორენა ყანჩაველის თქმით, შესაძლოა, ეს მონაცემები ზუსტად არ ასახავდეს ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტში არსებულ ფაქტობრივ სტატის- ტიკას, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების მიღება მოქალაქეს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში შეუძლია. ამბების აკიდო 8 ნოემბერი, პარასკევი 2013 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 41 (564) www.chkh.org „ვინ გახდება საკრებულოს წევრი, არჩევნებზე გადაწყვეტს ხალხი” ბორითის საბავშვო ბაღის შენობა მძიმე მდგომარეობაშია ხარაგაულის ბიბლიოთეკა იწყებს პროექტს „მამები” „აბიტურიენტები პასუხისმგებლობით შეხვდებიან სიახლეს” დევნილთა დიდი პრობლემა საცხოვრებლით უზრუნველყოფაა უცხო მიწაზე დაწერილი ქართული დღიურები როგორ სრულდება საქართველოს ბიუჯეტი იოსებ მოსეს ძე ბუაჩიძე განცხადებები ამინდი 2 გვ. 3 გვ. 3 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 6 გვ. 6 გვ. 7-8 გვ. 8 გვ. „თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი არსი ისაა, რომ ხელისუფლება მივიდეს ხალხთან” 2 გვ. დღეს ნომერშია

ამბების აკიდო ბორითის საბავშვო · 2014. 2. 17. · 8 ნოემბერი, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 „გპირდებით,

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ამბების აკიდო ბორითის საბავშვო · 2014. 2. 17. · 8 ნოემბერი, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 „გპირდებით,

ბორითის საბავშვო ბაღის შენობის სახურავი ისეა დაზიანებული, რომ წყალი პირველ სართულზე ჩადის. ამის გამო, წვიმისგან დასაცავად მეორე სართულზე ტაშტებსა და ვედროებს აწყობენ.

ვრცლად იხ. გვ. 3

სარემონტო სამუშაოები ხარაგაულის კინოთეატრში დიდი ხანია აქტი-ურად მიმდინარეობს. საქმეთმწარმოებელი კორნელი მამარდაშვილი ამბობს: „შენობის რეკონსტრუქცია დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამჟამად მიმდინარეობს დემონტაჟი. სახურავის კონსტრუქცია უკვე მზადაა. ამ კვირაში შენობა დაიხურება. პარალელურად მიმდინარეობს ლესვა და შიგნითა დემონტაჟის შემდეგ უკვე დავიწყებთ სცენისა და ტრიბუნების მოწყობას. კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათ-ვის უკვე ჩატარდა ტენდერი, სადაც ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა და იანვ-რის ბოლოსთვის თეატრის სამშენებლო-კეთილმოწყობის სამუშაოები მთლიანად დასრულდება.“

კინოთეატრის შენობის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს დასრულდება

ბორითის საბავშვო ბაღის შენობა მძიმე მდგომარეობაშია

რესურსცენტრის უფროსად დავით კიკნაძე შეირჩა

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად დავით კიკნაძე შეირჩა. ეს ინფორმაცია პირ-ველ ნოემბერს განათლებისა და მეც-ნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იქვე აღნიშნულია, რომ გასაუბრების შედეგების გასაჩივრების-თვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა; კერძოდ, მიმდინარე წლის 4, 5 და 6 ნოემბერი.

გაცნობებთ, რომ საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრებს დღემდე არსე-ბული ფუნქციების გარდა დაემატათ იურიდიული კონსულტაციის, შეფა-სებისა და მონიტორინგის ფუნქციები.

ნებოძირიდან მოლითის საბავშვო ბაღში

აღსაზრდელების მისაყვანადტრანსპორტია საჭირო

„ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ სოფლებში საბავშვო ბაღებისთვის შე-ნობები შენდება. დღეს შევიტყვე, რომ ზვარის ყოფილი საბავშვო ბაღის შე-ნობა მუნიციპალიტეტს გადმოეცა. თუ შენობის რემონტისთვის გამოყოფილი თანხა უკვე განსაზღვრულია, ტენდე-რიც უახლოეს ხანში გამოცხადდება,“ - აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ზუმბაძემ 4 ნოემბერს საკრებულოს მორიგ სხდომაზე.

ქეთევან ზუმბაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღის გახსნა სოფელ ღორეშის მოსახლეობასაც სურს. საუბარია ხიდარში საბავშვო ბაღის ამოქმედებაზე. მისივე თქმით, სოფელ ნებოძირიდან მოლითის საბავშვო ბაღში ცხრა აღსაზრდელი ივლის, თუ მათი ტრანსპორტირების საკითხი მოგვარდება. ტრანსპორტირებას, სა-ვარაუდოდ, წელიწადში 4 800 ლარი დასჭირდება.

გაერთიანების დირექტორი ამ-ბობს, რომ ხევის საბავშვო ბაღის შენობის შემოღობვა არ მიაჩნია პრი-ორიტეტულად, რადგან, შესაძლოა, ხევში ბაღის ახალი შენობა აიგოს.

როგორც საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, ბორითის საბავშვო ბაღის შენობა მალე გადმოეცემა მუნიციპა-ლიტეტს. შენობის სარემონტო სამუ-შაოებისთვის ხარჯთაღრიცხვა უკვე შედგენილია.

„თანამდევი სული” თბილისშიხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახე-

ლობის სახალხო თეატრმა 7 ნოემ-ბერს თბილისში, ხორავას სახელობის მსახიობის სახლში, გამართა სპექტაკ-ლი „თანამდევი სული“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. „თანამდევი სული“ იმერეთის რეგი-ონული და ქემერის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების გრან-პრის მფლობელია.

სოციალური დაცვის სამსახურის საქმიანობა

დადებითად შეფასდახარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგეობის სოციალური დაცვის სამ-სახურის საქმიანობა საკრებულოს წევრებმა 4 ნოემბერს გამართულ სხდომაზე დადებითად შეაფასეს. „ყურადღებიანი და საქმიანი ხელმძღ-ვანელია, - მიმართა კოლეგებს საკრე-

ბულოს წევრმა თემურ გამცემლიძემ სამსახურის უფროსის ალექსანდრე ტაბატაძის მისამართით, - ამიტომ დადებითად შევაფასოთ მისი სამ-სახურის საქმიანობა.“ თავის მხრივ ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, რომ მან გაითვალისწინა დეპუტატ რუსუდან გურგენიძის წინადადება და სოციალური დაცვის სამსახურმა უკვე დაიწყო მუნიციპალიტეტის მასშ-ტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა.

სტატისტიკური მონაცემებითსახელმწიფო სერვისების განვი-

თარების სააგენტოს ხარაგაულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის, შორენა ყანჩაველის ინ-ფორმაციით, 2013 წლის პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე მათი სამსახურის მიერ რეგისტრირებულია 25 ბავშვის დაბადება, 316 მოქალაქის გარდაცვალება, 41 ქორწინება, 3 გან-ქორწინება. ამავე სამსახურის მიერ გა-ცემულია საქართველოს მოქალაქის 93 პასპორტი და 1 455 პირადობის მოწმობა. შორენა ყანჩაველის თქმით, შესაძლოა, ეს მონაცემები ზუსტად არ ასახავდეს ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში არსებულ ფაქტობრივ სტატის-ტიკას, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების მიღება მოქალაქეს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში შეუძლია.

ამბების აკიდო

8 ნოემბერი, პარასკევი 2013 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№41 (564)

www.chkh.org

„ვინ გახდება საკრებულოს წევრი, არჩევნებზე გადაწყვეტს ხალხი”

ბორითის საბავშვო ბაღის შენობა მძიმე მდგომარეობაშია

ხარაგაულის ბიბლიოთეკა იწყებს პროექტს „მამები”

„აბიტურიენტები პასუხისმგებლობით შეხვდებიან სიახლეს”

დევნილთა დიდი პრობლემა საცხოვრებლით უზრუნველყოფაა

უცხო მიწაზე დაწერილი ქართული დღიურები

როგორ სრულდება საქართველოს ბიუჯეტი

იოსებ მოსეს ძე ბუაჩიძე

განცხადებები

ამინდი

2 გვ.

3 გვ.

3 გვ.

3 გვ.

4 გვ.

5 გვ.

6 გვ.

6 გვ.

7-8 გვ.

8 გვ.

„თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი არსი ისაა, რომ ხელისუფლება მივიდეს ხალხთან” 2 გვ.

დღეს ნომერშია

Page 2: ამბების აკიდო ბორითის საბავშვო · 2014. 2. 17. · 8 ნოემბერი, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 „გპირდებით,

2 xtvb [fhfufekb 8 ნოემბერი, 2013 წ.

საქართველოს მთავრობამ თვითმმართველობის კოდექსის პროექტი დაამტკიცა. რა შეიცვ-ლება ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტისთვის ამ სიახლეებით, - ამ შეკითხვით პარლამენტარ ნოდარ ებანოიძეს მივმართეთ:

-ამ კოდექსის მიხედვით იცვ-ლება ზოგადად ქვეყნის მოწყო-ბის სისტემა. ჩნდება სამხარეო

წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შეიქმნება ადგილობრი-ვი წარმომადგნელობითი ორგა-ნოებიდან. მაგალითად, იმერეთის სამხარეო წარმომადგენლობაში შევა ხარაგაულიდან გარკვეული წესით არჩეული დეპუტაციის ნა-წილი.

ხარაგაულისთვის იცვლება ის, რომ ამ პროექტით მუნიციპალი-

ტეტის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის თანამდებობა იქნება არჩევითი.

სიახლე იქნება საზოგადოებ-რივი მმართველობის, საბჭოების შემოღება დასახლებულ პუნქ-ტებში. საზოგადოებრივი საბჭო აირჩევა საერთო კრებაზე. საზო-გადოებრივი საბჭოები იქნებიან ორიენტირებულნი ადგილობრივ პრობლემებზე. საზოგადოებრივი საბჭო არ არის საჯარო ხელისუფ-ლების განხორციელების ფორმა. ის წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცი-ელებაში ადგილობრივი მოსახ-ლეობის მონაწილეობის მექანიზმს.

საზოგადოებრივი საბჭო არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საკუთარი ორგა-ნოები, აგრეთვე უფლებამოსილია გააჩნდეს საკუთარი ქონება და შემოსავლები. საზოგადოებრივი საბჭო ამ კოდექსით განსაზღვ-რული უფლებამოსილების ფარგ-ლებში თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს,

დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მო-სარჩელედ ან მოპასუხედ. საზო-გადოებრივი საბჭოს მიმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია გაუწიოს მას სამართლებრივი დახმარება.

საზოგადოებრივი საბჭოს შემო-სავლებს შეადგენს: შემოწირულო-ბა; ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მი-ღებული შემოსავალი; ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მიზნობრივი დახმა-რება; საქართველო კანონმდებ-ლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავალი.

ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რა სიახლე იქნება და რა სისტე-მით აირჩევა მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანო. ამას სჭირდება საარჩევნო კოდექსში ცვლილება.

თვითმმართველობის კოდექ-სის თანახმად გაჩნდა თვითმ-მართველი ქალაქების ცნება. მუნიციპალიტეტების რაოდენობა

ასს გადააჭარბებს. მომავალში 15 თვითმმართველი ქალაქი გვექნება.

რეფორმის ძირითადი არსი არის ის, რომ ხელისუფლება მივიდეს ხალხთან. დღევანდელი ადმინისტრირება არ არის ეფექ-ტური. მაგალითად, ვითარდება ხარაგაულის ცენტრი, სადაც რამ-დენიმე პროექტი კეთდება, მაგრამ სოფელ ნადაბურში მცხოვრები ხარაგაულის ცენტრში გარემონ-ტებული კულტურის ობიექტით ვერ ისარგებლებს, - დაბა ხარა-გაული არ არის მისთვის ცენტრი. ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ცენტრები და მართვის სისტემები დავუახლოვოთ ერთმანეთს.

ტერიტორიული მოწყობა ხარა-გაულსაც შეეხება. მომავალი, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის არჩევნები ჩატარდება, ალ-ბათ, იგივე ტერიტორიაზე, როგორც 2010 წელს. საუბარია მხოლოდ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. მთა-ვარია ეს სისტემა იყოს მოქნილი და მივიღოთ კარგი საკრებულო.

ნინო კაპანაძე

„თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი არსი ისაა, რომ ხელისუფლება მივიდეს ხალხთან”

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 ნოემბერს გამართულ მორიგ სხდომაზე ახლადშექმნილი ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწვე-ლების“ თავმჯდომარე იუზა კელენ-ჯერიძე დეპუტატ რუსუდან გურგენი-ძის განცხადებას გამოეხმაურა:

-საკრებულოს სხდომაზე 7 ოქ-ტომბერს რუსუდან გურგენიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სრული გაურკვევლობა მოჰყვა. ეს იყო სკანდალური განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ შექმნასთან დაკავშირებით. სასურვე-ლი იყო, რომ ამ განცხადების ავტო-რი აქ ყოფილიყო დღეს. თუმცა, მე მის მიმართ, გარდა სიყვარულისა და პატივისცემისა, სხვა არაფერი გამაჩ-

ნია. ხარაგაულის საკრებულო არის ერთ-ერთი სამაგალითო, ერთ-ერთი საუკეთესო, სადაც დამყარდა ნორ-მალური ურთიერთობები და დაბა-ლანსდა მდგომარეობა. ახლა ჩნდება განცხადებები, რომელიც რაღაცას არღვევს. ნამდვილად იყო განცხადე-ბა სკანდალური და ალოგიკური. მე გაოგნებული ვიყავი. ფრაქციის წევრი აკეთებს გაცხადებას, რომელსაც არ ეთანხმება ფრაქციის თავმჯდომარე. ცუდი მოვლენები განვითარდა მას შემდეგ. ეთიკის ნორმები დაირღვა. ალოგიკურია, რას გულისხმობდა დე-პუტატი სიტყვებში: „ასწრებთ,“„მსუყე ლუკმა,“ „გადაწყვეტილია მომავალ საკრებულოში ვინ შევა.“

საკრებულოს წევრი მომავალში ვინ გახდება, მაგას არჩევნებზე გადა-წყვეტს ხალხი. ვინ ჰკითხავს ვინმეს, ვინ შევა საკრებულოში და ვინ არა.

აქედან გამომდინარე, თუ აქვს სურვილი ამ სიტყვების ავტორს, გამცეს პასუხი. აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ იმიჯი ირღვევა ადამიანების. რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და მკითხა, რაშია საქმე, რა დაუშავე რუსუდან გურგენიძეს ასეთიო. ამაზე მაქვს საუბარი. რატომ უნდა იყოს ასეთი უპატივცემლობა?

ვეკითხები ფრაქცია „ქართული ოცნება ხარაგაულის“ თავმჯდომარე

იური ლურსმანაშვილს, რადგან რუ-სუდან გურგენიძე ამ ფრაქციის წევრია - თუ ისაუბრა თქვენთან ფრაქციის წევრმა წინასწარ რის თქმასაც აპი-რებდა და რა იყო თქვენი მოსაზრება.

ეს არის შურის გამოვლინება, მე სხვა ვერაფერი დავინახე ამაში. მოვითხოვ პასუხს ბატონი იურისგან. უკანონო იყო თუ არა ჩემგან ფრაქ-ციის შექმნა?

იური ლურსმანაშვილი, საკ-რებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება ხარაგაულის“ თავმჯდომარე: -გესაუბრეთ მე თქვენ მაგ საკითხზე. უკანონობა რომ არ იყო ფრაქციის შექმნა, მე თქვენ ეს კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე ხელის აწევით დაგიდასტურეთ. არ მაქვს

სურვილი, აქ გაგცეთ პასუხი. არ მინდა გამოჩნდეს ისე, რომ თითქოს ერთი ფრაქცია მეორეს ეჩხუბება.

იუზა კელენჯერიძის განცხადე-ბას დეპუტატი ფრაქცია „ქარ-

თული ოცნება მრეწველების“ წევრი თემურ გამცემლიძე გამოეხმაურა: -ბატონი იუზა კელენჯერიძე ცნობი-ლია შესანიშნავი სტუმართმასპინძ-ლობით, სტუმრის თანგადაყოლით. ეს, მართალია, მისი პიროვნების მეორე მხარეა და სამსახურებრივი არ არის, მაგრამ ბატონ იუზას ბევ-რი კეთილი საქმე აქვს ჩადენილი და არ იმსახურებდა იმ სიტყვებს. სარგებლის ნახვის მიზნით არ შექმ-ნილა ფრაქცია. ასეთი შეფასებების დროს თავშეკავებულები ვიყოთ და ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს.

საკრებულოს თავმჯდომარე აკა-კი მაჭავარიანმა აღნიშნა: -რა თქმა უნდა, გული დაგწყდებოდათ, ბატო-ნო იუზა, გამორიცხულია, რომ გავი-ზიარო აზრი, რომ თქვენ გამორჩენის მიზნით აკეთებთ რამეს. ფრაქციის შექმნაში არც უკანონობაა რაიმე.

ი უ ზ ა კ ე ლ ე ნ ჯ ე რ ი ძ ი ს შ ე -კითხვას რუსუდან გურგენიძე პასუხობს:-პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს განცხადება გავა-კეთე ოქტომბრის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ბატონი იუზა ესწრებოდა. სხდომაზე მას არ ჰქონია არანაირი

შენიშვნა. მაშინ საკრებულოს სხვა წევრები შემეპასუხენ. რაც შეეხება სიყვარულსა და პატივისცემას - უპა-ტივცემულობას მეც არ განვიცდი, ბატონო იუზა, თქვენს მიმართ. ეს იყო არა კონკრეტულად თქვენი და თქვენს მიერ შექმნილი ფრაქციის საწინააღმდეგო განცხადება, არამედ საერთოდ პროცესის საწინააღმ-დეგოდ გამოსვლა. ოთხი წლის განმავლობაში, სანამ ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლება-ში, საკრებულოში მხოლოდ ორი ფრაქცია არსებობდა. რა შეიცვალა ასე მალე? თუ კარგად გაიხსენებთ ჩემს გამოსვლას და განცხადებას, პროტესტი თქვენი და საკრებულოს იმ წევრების მისამართით გამოვხატე,

რომლებიც წლების მანძილზე არა-თუ აპროტესტებდით, არამედ თქვენი სიჩუმით ხელს უწყობდით იმ პროცე-სებს, რაც მაშინ ხდებოდა. თქვენ თუ აღარ გახსოვთ, ბატონო იუზა, მე არ დამვიწყებია, რადგან ამ ყველაფერ-მა ჩემს ზურგზეც გადაიარა. რატომ მაშინ არ აპროტესტებიდით და არ გამოთქვამდით აზრს იმ ზეწოლების საწინააღმდეგოდ? დღეს კი „ქართუ-ლი ოცნების“ სახელით ფრაქციის თავმჯდომარეებად მოგვევლინეთ. ეჭვი მაქვს, მაშინ ის იყო მომგებიანი, ახლა კი „ქართულ ოცნებასთან“ დგომაა მომგებიანი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე საზოგადოების სხვა კატეგორიას მივეკუთვნები. რაც შეეხება „მსუყე ლუკმას“, ბატონო იუზა, ფრაქციის მხოლოდ შექმნით კეთდება საქმე? ფრაქციის თავმჯდო-მარეობა თქვენ და სხვა ფრაქციების თავმჯდომარეებს 1000 ლარიანი ხელფასის აღების გარდა საკრებუ-ლოში სამუშაო საათებში ყოფნას ხომ მაინც გავალდებულებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ საკითხების დაყენებასა და ანგარიშების ჩაბარე-ბაზე. ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ მე, როგორც მოქალაქეს და საკრებულოს წევრს, უფლება მაქვს მქონდეს ჩემი, თუნდაც ვინმესთვის მიუღებელი, საკუთარი აზრი.

ნინო კაპანაძე

„ვინ გახდება საკრებულოს წევრი, არჩევნებზე გადაწყვეტს ხალხი”

1 ნოემბერს, სასტუმრო „ქორ-თიარდ მარიოტში“, „სამოქალა-ქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა" (R-CSN), რომლის ფა-სილიტაციას ახორციელებს არა-სამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ „სოფლის საჭიროებების კვლევის“ პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოადგინეს კვლევა, რომე-ლიც 2013 წლის ივნის-ივლისში საქართველოს 10 რეგიონის 65 სოფელში ჩატარდა.

კვლევა ორგანიზებული იყო პროექტის „სამოქალაქო საზო-გადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ფასილი-ტაციით და „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მხარდაჭ-რით.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მოსახ-ლეობის ხელმისაწვდომობის შესწავლა სხვადასხვა სერვისზე და იმ შესაძლებლობების და რე-სურსების აღწერა, რომელიც აქვს სოფლის მოსახლეობას საქართ-ველოს რეგიონებში.

სულ გამოკითხვაში მონაწი-ლეობდა 1496 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით.

გარდა კვლევის პრეზენტაციისა, 1 ნოემბერს დაგეგმილი ღონის-ძიების ფარგლებში, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად „სამოქალაქო საზოგადოების რე-გიონული ქსელის“ (R-CSN) წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, შედგა სამუშაო ჯგუ-ფების შეხვედრა, რომლებიც კონკრეტულ საკითხებზე იყვნენ პასუხისმგებლები. შეხვედრაში მონაწილეობდა ხარაგაულში მოქმედი არასამთავრობო ორგა-ნიზაციის „საზოგადოებრივი მონი-ტორინგისა და კვლევის ცენტრის“ პროექტების მენეჯერი რუსუდან გურგენიძე.

ქსელის ფარგლებში სულ შვი-დი სამუშაო ჯგუფია შექმნილი: ჯანდაცვა და სოციალური სა-კითხების, თვითმმართველობის რეფორმისა და რეგიონული გან-ვითარების, საარჩევნო გარემოს, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, კონფლიქტების მართვის, ახალ-გაზრდობისა და მოხალისეობის თემებზე მომუშავე ჯგუფები.

„სოფლის საჭიროებების კვლევის” პრეზენტაცია

Page 3: ამბების აკიდო ბორითის საბავშვო · 2014. 2. 17. · 8 ნოემბერი, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 „გპირდებით,

3xtvb [fhfufekb8 ნოემბერი, 2013 წ.

„გპირდებით, როგორც კი ბო-რითის საბავშვო ბაღის შენობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდება, გარემონტ-დება შენობის ორივე სართუ-ლი,“ - განუცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ ბორითის საბავშვო ბაღის გამგეს და აღმზრდელებს. პარლამენტა-რი ბიუროს წევრებთან, ბორითის

ტერიტორიული ორგანოს რწმუ-ნებულთან და თანაშემწეებთან ერთად ბორითისა და მაქათუბ-ნის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

ბორითის საბავშვო ბაღის გამ-გემ თამარ ტაბატაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს

ფართის უქონლობის გამო საბავ-შვო ბაღში მიღებაზე უარი უთხრეს 15 აღსაზრდელს. ქალბატონი თამარი ამბობს, რომ საბავშვო ბაღში 4-5 წლის ბავშვებს იღებენ. წელს სასკოლო ასაკის ხუთი აღ-საზრდელი ვერ მიიღეს. „ძალიან მძიმე დღეშია საბავშვო ბაღის შენობა, - ამბობს ქალბატონი თამარი, - მეორე სართულზე ტაშტები და ვედროები გვიდევს,

სახურავი ისეა დაზიანებული, რომ პირველ სათულზე ჩამოდის წყალი. მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კარგი ამინდებია.“

ათეული წლებია, რაც ბორი-თის საბავშვო ბაღის შენობის საკუთრების საკითხი ვერ მოგ-ვარდა. ადგილობრივი ხელი-

სუფლებისა და პარლამენტარის ინფორმაციით, შენობა მალე გახდება მუნიციპალიტეტის სა-კუთრება. „შენობის პირველი სართული მალევე გარემონტ-დება, რადგან შედგენილია ხარჯთაღრიცხვა პირველი სარ-თულის რემონტისთვის - დაახ-ლოებით 130 ათასი ლარის ფარგლებში. საჭიროა დეტა-ლური პროექტი,“ - აღნიშნა ნო-დარ ებანოიძემ. მისივე თქმით, ბორითში უნდა შეიქმნას მუნიცი-პალური ცენტრი, რაც სხვა ფუნქ-ციას და მნიშვნელობას შეძენს ბორითს და ამ ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფლებს. პარლამენტარის თქმით, მნიშვ-ნელოვანია, რომ ბორითის კულტურის სახლი ამოქმედდეს და აქაც ფუნქციონირებდეს სხვა-დასხვა წრეები.

მაქათუბანში, სოფლის იმ უბნის გზა, საიდანაც მოს-

წავლეები ბორითის სკოლაში დაჰყავს მიკროავტობუსს, და-ზიანებულია და სასწრაფოდ შეკეთებას საჭიროებს. ბორითის ტერიტორიული ორგანოს რწმუ-ნებულის, ჯემალ მაღლაკე-ლიძის ინფორმაციით, ამ გზის დასახრეშად და გზის ყველაზე რთული მონაკვეთების შესაკე-თებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი.

სოფელ მაქათუბნის მაცხოვ-

რებლებს ორ უბანთან დამაკავში-რებელი მისასვლელი გზა მნიშვ-ნელოვნად შეუმცირდებათ. წლის ბოლომდე დასრულდება მდინა-რეზე ხიდის მშენებლობა, რო-მელზეც მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებენ. „ამ ხიდით თითქმის მთელი სოფელი ისარგებლებს, - ამბობს ბორითის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ჯემალ მაღლაკელიძე, - სოფლის ერთ უბანს ცენტრალურ მაგისტრალ-თან დამაკავშირებელი უმოკ-ლესი გზა ექნება. მოსახლეობა ადვილად გადაიტანს ტვირთს. წყალსგაღმა უბანში ხალხს სა-კარმიდამო ადგილები აქვთ და პირუტყვიც იმ მხარეს გაჰყავთ.

ასე რომ, ამ ხიდის აშენება დიდი შეღავათი იქნება.“

„მაქათუბნის მაცხოვრებლებმა შარშან მოითხოვეს ხიდის აგება, რადგან რთული შემოსავლელი გზა ჰქონდათ. ბონდის ხიდით სარგებლობა უჭირდათ. მოსახ-ლეობა საკრებულოს სხდომაზე მოვიდა და საკუთარი მოთხოვნა იქ დააყენა. ადამიანთა აქტიურო-ბა არის აუცილებელი,“ - ამბობს ხარაგაულის მაჟორიტარი დე-პუტატი ნოდარ ებანოიძე. მისივე ინფორმაციით მაქათუბანში ხიდის მშენებლობაზე 135 ათასი ლარი დაიხარჯება რეგიონული განვი-თარების ფონდიდან.

ნინო კაპანაძე

ბორითის საბავშვო ბაღის შენობა მძიმე მდგომარეობაშია

ბორითის საბავშვო ბაღის შენობა

ორი უბნის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობა მაქათუბნელებისთვის დიდი შეღავათი იქნება

პოლონური პროექტის „მეტი სიახლოვე განათლებასთან, ინ-ფორმაციასა და დასაქმებასთან საქართველოს ბიბლიოთეკარე-ბის პასუხი თანამედროვე გამო-წვევებს“ ფარგლებში ხარაგა-ულის ცენტრალური ბიბლიოთეკა (დირექტორი ნანა ჯანიაშვილი) უახლოეს მომავალში წარმო-გიდგენთ მინიპროექტს „მამები.“ პროექტის მიზანია მამების წახა-ლისება, მათი მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა შვილების ჩამოყალიბების პროცესში და ოჯახურ ცხოვრებაში. პროექტი, სამი ეტაპისაგან შედგება:

1. „მამები, როგორც შვილების მეგზურები წიგნის სამყაროში“ - შეხვედრა ხარაგაულის ცენტ-რალურ ბიბლიოთეკაში პროექ-ტის მონაწილე მამებთან და შვილებთან;

2. „მამები და შვილები – შეხ-

ვედრა ბუნებაში.“ შეხვედრის დე-ვიზია „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია.“ შეხვედრის პარტნიორია ბორჯომ–ხარაგა-ულის ეროვნული პარკი;

3. კაფე-საღამო „მამები და შვილები.“ პროექტის პირველი და მეორე ეტაპის შედეგების შე-ჯამება, მამების წარმოჩენა განს-ხვავებული კუთხით.

ეს იქნება პირველი პროექტი. ვპირდებით ჩვენს მკითხველებს, რომ საზოგადოების სხვადახვა ინტერეს ჯგუფებთან ერთად კი-დევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა

ფოტოზე: პროექტის სამუშაო შეხვედრა ხარაგაულის ცენტრა-ლურ ბიბლიოთეკაში

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა იწყებს პროექტს “მამები”

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერ-თიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეებს სიახლეებს სთავა-ზობს. იგეგმება, რომ უცხოური ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი გამოიყოფა იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრუ-ლოს დავალება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოური ენის მოს-მენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი დაეგზავნებათ სკოლებს და განთავსდება ვებგვერდზე www.naec.ge. CD დისკებს სკოლები ნოემბრის დასაწყისში მიიღებენ.

დავინტერესდით, რამდენად არიან მზად აბიტურიენტები, თავი გაართვან გამოცდაზე დანერგილ სიახლეს.

ხარაგაულის სასულიერო გიმ-ნაზიის ინგლისური ენის მასწავ-ლებელი ნანა კახელი ორი წელია ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ მოსასმენი დავალება დაემა-ტებოდა უცხო ენის გამოცდას. „რა თქმა უნდა, ეს რთულია, რადგან სკოლებში არ არის ამის პირობები, - ამბობს ნანა მასწავლებელი, - პი-რადად მე ამისთვის ორი წელია შევიძინე ლეპტოპი. მასწავლებლის წიგნს მოჰვება დისკი და ასე ვმუშაობ მოსწავლეებთან მეხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. თუმცა ვთვლი, რომ მოსმენა გაკ-ვეთილზე მაინც არასაკმარისია.“ ნანა მასწავლებელი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალას გაეცნო და ამბობს, რომ მოსასმენი ტექსტები არც ისე რთულია. „თუ მოსწავლეს აქვს სიტყვების მარაგი, მოსმენის ნაწილის ჩაბარება არ უნდა გა-უჭირდეს. ვფიქრობ, პირველ წელს არც ისე რთულ დავალებებს მის-ცემენ აბიტურიენტებს. შედეგების

მიხედვით ვიმსჯელებთ, რამდენად გაამართლებს სიახლე,“ - ამბობს ნანა მასწავლებელი.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მარიკა გოლუბიანი მიიჩნევს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უცხო ენაში მოსმენის ნაწილის დამატება მნიშვნელოვანი სიახლეა. „მოსმე-ნის ნაწილი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია უცხო ენაში, მაგრამ პირველ წელს ვერ გეტყვით რამდე-ნად მომზადებული შეხვდებიან აბი-ტურიენტები ამ სიახლეს. ამისთვის მათ დასჭირდებათ საკმაოდ დიდი მუშაობა და მზადება. ამასთან ერ-თად მასწავლებლებსაც მოგვიწევს ბევრი შრომა. მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენს სკოლას მიეცა საშუალე-ბა, მოსასმენი აპარატი ეფექტურად გამოიყენოს სასწავლო პროცესში. ვიმედოვნებ, რომ აბიტურიენტები მეტი პასუხისმგებლობით და ინტე-რესით შეხვდებიან ამ სიახლეს,“ - ამბობს მარიკა მასწავლებელი.

სასულიერო გიმნაზიის მეთორ-მეტე კლასელი ანა ტაბატაძე ფიქრობს, რომ მოსმენის კომპო-ნენტის დამატება არ უნდა იყოს ძალიან რთული. „გაკვეთილზე მასწავლებელს ყოველთვის მოაქვს კომპიუტერი და ათ წუთს ვუთმობთ მოსმენას. ვისაც პრეტეზია აქვს, რომ მაღალი ქულა მიიღოს უცხო ენაში, უნდა გაართვას თავი.“

„რადგან წელს დაემატა მოსმენის კომპონენტი, ჩემი აზრით, შესაძ-ლოა, არ შემოგვთავაზონ რთული დავალება, - ამბობს სასულიერო გიმნაზიის მეთორმეტეკლასელი ნოდარ ჭანკოტაძე, - წელს არც ბევრი ქულა აქვს მინიჭებული. ამ დროს რეგიონების ბავშვები იჩაგ-რებიან, რადგან ყური მიუჩვეველია გამოთქმებს.“

სასულიერო გიმნაზიის მეთორ-მეტეკლასელი თეონა ცხვედაძე ამბობს, რომ მართალია არ არის

მიჩვეული უცხო ენაზე მოსმენილი ტექსტის შემდეგ შესაბამისი დავალე-ბის შესრულებას, მაგრამ შეეცდება და ისწავლის, რადგან ჯერ დრო საკმარისად აქვს.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი სოფო ალა-ვიძე დადებითადაა განწყობილი უცხო ენის გამოცდაზე დანერგილი სიახლისადმი. სოფო მიიჩნევს, რომ გამოცდა არ იქნება რთული და თავს კარგად გაართმევს. სოფო ამბობს, რომ სკოლაში საკონტროლო და-ვალების წერის დროს ყოველთვის ისმენენ ტექსტს და შემდეგ მუშაობენ. მისივე თქმით, წელს უფრო ადვი-ლად დასაძლევი ტექსტი იქნება.

ლევან გოგოლაძე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე: -ის, რომ უც-ხოური ენის გამოცდას მოსმენის ნაწილი დაემატებოდა, ჩვენთვის შარშან იყო ცნობილი. ახლა უფრო ინტენსიურად ვმეცადინეობთ სკო-ლაში. განსაკუთრებული სირთულის ტექსტები არ არის. რვაქულიანი დავალებაა და არ იქნება პირადად ჩემთვის ძნელი. სკოლაში საკონტ-როლო დავალებისას გაცილებით რთულ ტექსტებზე ვმუშაობთ.

ნინო კაპანაძე

„აბიტურიენტები პასუხისმგებლობით შეხვდებიან სიახლეს”

Page 4: ამბების აკიდო ბორითის საბავშვო · 2014. 2. 17. · 8 ნოემბერი, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 „გპირდებით,

4 xtvb [fhfufekb 8 ნოემბერი, 2013 წ.

„კომისიის მუშაობა ან მოექცეს რეგლამენტში, ან გაუქმდეს და ჩაენაცვლოს გამგეობის სოციალუ-რი დაცვის სამსახური. გამგეობის სამსახურმა მოამზადოს დასკვნები და შემდეგ საკრებულოს ბიურომ განიხილოს ერთჯერადი ფულადი დახმარების საკითხი, ნაკლები კითხვები და ნაკლები გაუგებრობა რომ იყოს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,“ - განაცხადა სხდომაზე საკრებულოს სოციალურ საკითხ-თა კომისიის თავმჯდომარემ გია არევაძემ. მისივე თქმით, კომისიის სხდომების თარიღი წინასწარ არ ცხადდება და საგარანტიო ფურც-ლები კომისიის დასკვნის გარეშე იცემა.

გამგებლის მოადგილე და ერთ-ჯერადი სოციალური დახმარების გამცემი კომისიის წევრი პაატა გოგოლაძე მნიშვნელოვნად მიიჩ-ნევს იმას, თუ ვინ გამოთქვამს პრეტენზიას კომისიის მუშაობაზე. „პრეტენზია საიდან მოდის, იმას აქვს მნიშვნელობა. თუ უკმაყო-ფილოა მოსახლეობა, მაშინ ეს საგანგაშოა. მთავარია, რომ კომი-სიის მუშაობით არ დავაზარალოთ მოქალაქეები.“

გია არევაძის თქმით, „არ არის ბევრი უკმყოფილო.“

გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ალექსანდ-რე ტაბატაძე აღნიშნავს, რომ საგარანტიო ფურცელი კომისიის განხილვის გარეშე იცემა იმ შემთ-ხვევებში, როცა მოქალაქე გადა-

უდებლად საჭიროებს სამედიცინო დახმარებას და ვერ დაელოდება კომისიის დასკვნას. ასეთი შემთხ-ვევები კი ძალიან ხშირია. რაც შე-ეხება კომისიის სხდომის თარიღს, ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმა-ციით, ის სხდომამდე ერთი დღით ადრე გამოცხადდება.

დეპუტატ იური ლურსმანაშ-ვილის აზრით, კომისიამ ისე უნდა იმუშაოს, რომ არც დებულება დაირღვეს და არც მოქალაქეები დაზარალდნენ. მისივე თქმით, საგარანტიო დოკუმენტი არ უნდა იცემოდეს კომისიის დასკვნის გარეშე და რამდენჯერაც საჭირო იქნება, კომისია იმდენჯერ უნდა შეიკრიბოს.

საკრებულოს წევრის, რომან შერგელაშვილის თქმით, საკრე-ბულომ შექმნა კომისია და თუ რამე საეჭვოა, მანვე უნდა მოაგვაროს. „უახლოეს სესიაზე მოვისმინოთ ერთჯერადი სოცდახმარების გამ-ცემი კომისიის ანგარიში და შევა-ფასოთ. რაც გამოსასწორებელია, გამოვასწოროთ. თუ რამე დებუ-ლებაშია შესაცვლელი და დასახ-ვეწი - დავხვეწოთ.“

საკრებულოს სოციალურ სა-კითხთა კომისიის წევრი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ მან კო-მისიას სოციალური პაკეტის უფრო დახვეწილი ფორმები შესთავაზა, რომელსაც უახლოეს დღეებში განიხილავენ.

ნინო კაპანაძე

„თუ რამე საეჭვოა, საკრებულომ უნდა

მოაგვაროს“სოფელ ბაზალეთში მცხოვრებ თამაზ ჭიპაშვილს ორი

კვირის წინ პირუტყვის სადგომი და სახელოსნო ხანძრის შედეგად მთლიანად გაუნადგურდა. დახმარებისთვის მან

მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა. „ვერ ვეხმარებით მოქალაქეს იმიტომ, რომ ერთჯერადი

სოციალური დახმარების გამცემი კომისიის დებულებით ფულადი დახმარება გათვალისწინებულია სტიქიისგან

მხოლოდ საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში,” - აღნიშნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარემ აკაკი მაჭავარიანმა 4 ნოემბერს საკრებულოს მორიგ სხდომაზე.

ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი კომისიის საქმიანობაზე დეპუტატებმა იმსჯელეს.

გამგეობის სოციალურმა სამსა-ხურმა გარკვეული მუშაობა ჩაატარა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმ-ჯობესების მიზნით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტის ტერი-ტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე

მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების საფუძველზე, კომისიური წესით დახმარებას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ოპერაციისა და სამედიცინო მომ-სახურეობისთვის დახმარებაა 700 ლარის ოდენობით, მედიკამენტების შესაძენად 100 ლარის ოდენობით, ახალშობილთა საჩუქარი 100 ლა-რის ოდენობით, გარდაცვლილი ომის ვეტერანების და იძულებით გადაადგილებულ გარდაცვლილ პირთა დაკრძალვის ხარჯების 250 ლარის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრების 200 ლარის ოდენობით, ჩერნობილის კატასტროფის შედე-გად დაზარალებულ და უსინათლო მოქალაქეების 100 ლარის ოდენო-ბით, დიალიზით და ლეიკეემიით დავადებულების 500 ლარის ოდე-ნობით, ინვალიდი ბავშვების 150 ლარის ოდენობით.

სტიქიით დაზარალებულთა და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა ერ-თჯერადი მატერიალური ფულადი დახმარება კატეგორიების მიხედვით არის:

I კატეგორია -1500 ლარამდე;II კატეგორია - 300 დან 1000

ლარამდე; III კატეგორია - 200 დან 500

ლარამდე. სამსახურის მიერ ხორციელდება

სადღესასწაულო დღეებში სოცი-ალურად დაუცველი მრავალშვილი-ანი და უკიდურესად მძიმე ოჯახების, ომის ვეტერანების, ინვალიდი ბავშ-ვების, უსინათლოების, დევნილების და სხვადასხვა კატეგორიის მქონე პირთათვის საკვები პროდუქტებით დახმარება.

2013 წელს დახმარება გაეწიათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტე-რიტორიაზე მცხოვრებ:

1. 26 უსინათლოს 100-100 ლა-რის ოდენობით;

2. ჩერნობილის ტრაგეედიის 8 მო-ქალაქეს 100-100 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში და-ღუპულთა ოჯახებს - 22 მოქალაქეს 200-200 ლარის ოდენობით;

4. ბავშვთა დაცვის საერთაშორი-სო დღეს 31 ინვალიდ ბავშვს - 150-150 ლარის ოდენობით;

5. გამარჯვების დღესთან და-კავშირებით, 9 მაისს, სამამულო ომის 33 მონაწილეს 150 ლარის ოდენობით;

6. სარვამარტოდ 161 მრავალშ-ვილიან და ეკონომიურად გაჭირ-ვებულ ქალბატონს საკვები პრო-დუქტებით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურში 2013 წლის პირველი იანვრიდან სექ-ტემბრის ჩათვლით სულ შემოსულია 1 366 მოქალაქის განცხადება. დაკ-მაყოფილებულია 1059 განცხადება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტი-დან სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახ-მარების გაწევის მიზნით კომისიური წესით დახმარება გაეწიათ:

9 აპრილს დაზარალებულ 2 მო-ქალაქეს - 300 ლარის ოდენობით;

სამედიცინო გამოკვლევა, მომ-

სახურეობა და მკურნალობისათვის 100 მოქალაქეს;

აუცილებელი მედიკამენტების შესაძენად 692 მოქალაქეს - 100 ლარის ოდენობით;

მშობიარობა, საკეისრო კვეთა - 40 მოქალაქეს;

ოპერაციისათვის - 104 მოქა-ლაქეს.

აქედან საგარანტიო წერილი გაცემულია 346 მოქალაქეზე დე-კემბერის ჩათვლით. ახალშობილ-თა შეძენისას 7 მოქალაქეს გაეწია დახმარება. კომისიაზე განსახილ-ველად მზად არის 55 მოქალაქის განცხადება. უარი ეთქვა და არ დაკმაყოფილდა 252 მოქალაქის განცხადება. ასევე დახმარება გაეწია იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, დიდი სამამულო ომის მონაწილეთა დაკრძალვის

ხარჯებისათვის 102 მოქალაქეს; დიალიზით და ლეიკემიით დაავადე-ბულ 8 მოქალაქეს; სმენის აპარატის შესაძენად 1 მოქალაქეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ერთჯერადი ფუ-ლადი დახმარება გაეწია 2 მოქალა-ქეს; ასევე რამინი ლურსმანაშვილს, საბერძნეთიდან საქართველოში შვილის გადმოსვენებისათვის 4 590 ლარის ოდენობით. დახმარება გაეწია ტრანსპორტირებით სოფ. ბორითიდან ქ. სიღნაღის მოხუცთა თავშესაფარში მისასვლელად სო-ფელ ბორითში მცხოვრებ ქალბატონ ნათელა შველიძეს. ასევე ფულადი დახმარება გაეწიათ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისათვის სოფ. ვახანში მცხოვრებ ირა აირა-პეტიანს და ანჟელა ჭყოიძეს.

სოციალურ სამსახურში შემო-სულია სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეთა 571 განცხადება.

კომისიამ ადგილზე მისვლით შეისწავლა 386 დაზარალებული ოჯახი და შეაფასა დაზიანების ხარის-ხი კატეგორიების მიხედვით.

l კატეგორიას განეკუთვნება 40 ოჯახი;

ll კატეგორიას განეკუთვნება 73 ოჯახი;

lll კატეგორიას განეკუთვნება 216 ოჯახი;

lV კატეგორიას განეკუთვნება 17 ოჯახი.

კატეგორიის გარეშეა 41 მოქა-ლაქის განცხადება.

მატერიალური ფულადი დახმა-რება გაეწიათ 79 დაზარალებულ ოჯახს:

l კატეგორიის მქონე 32 ოჯახს;ll კატეგორიის მქონე 33 ოჯახს;lll კატეგორიის მქონე 14 ოჯახს

(დევნილებს, მრავალშვილიან ოჯა-ხებს და ომის მონაწილეებს).

დღეის მდგომარეობით შესწავ-ლილია და ადგილზე კომისიის მიერ გადასამოწმებელია 185 მოქალაქის განცხადება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სოციალურად

დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ერ-თიანი ბაზის ფორმირების სახელმ-წიფო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით,შემოტანილი განცხადებებით მოქალაქეები გამოთქვამენ უკმაყო-ფილებას მათზე მინიჭებული სარე-იტინგო ქულების თაობაზე, რისთვი-საც ითხოვენ ოჯახების განმეორებით გადამოწმებას. ვინაიდან გამგეობას არ აქვს უფლება გადაამოწმოს ოჯა-ხებზე მინიჭებული სარეიტინგო ქუ-ლები, ამიტომ ჩვენს მიერ (გამგეობის შუამდგომლობით) სისტემატიურად მიეწოდება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის - ადმინისტრაციას იმ მოქალაქეების სია, რომელებიც განმეორებით გადამოწმებას მოითხოვენ. განვ-

ლილ პერიოდში რეგისტრირებული და გადაგზავნილია 111 ოჯახის განც-ხადება. კონტროლის ჯგუფის მიერ გადამოწმების შედეგების პასუხები მიღებულია 62 ოჯახზე. მიმდინარე წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 2 925 ოჯახი, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57000-ს, ხოლო სადაზღვევო პოლისით მოსარგებ-ლეა 4 120 ოჯახი.

გამგეობის სოციალური სამსა-ხურის მიერ გარკვეული მუშაობაა ჩატარებული იძულებით გადა-ადგილებულ პირთა დასახმარებ-ლად. ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის 20 ტერიტორიულ ერთეულის კერძო სექტორში განსახლებული იყო 114 დევნილი პიროვნება (36 ოჯახი). 114 დევნილიდან 111 პი-როვნება (34 ოჯახი) აფხაზეთიდან დევნილია, ხოლო 3 პიროვნება (2 ოჯახი) - სამაჩაბლოდან. დევნილ-თა დიდ პრობლემას წარმოადგენს საცხოვრებელი ფართით უზრუნველ-ყოფა, რომლის საშუალებაც ჩვენს მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შედგენილი გრაფიკით 23-24 სექტემბერს დანიშ-ნული იყო დევნილთა რეგისტრაცია. დევნილთა რეგისტრაციის მიზანს წარმოადგენდა დევნილთა შესახებ ინფორმაციის განახლება, მონაცემ-თა ბაზის მაქსიმალურ სრულყოფა.

გრაფიკით დანიშნულ რეგისტ-რაციაზე ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების უმეტესმა ნაწილმა გაიარა რეგისტრაცია. სულ ამჟამად რეგისტრირებულია 77 პი-როვნება (30 ოჯახი). ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო იმ დევ-ნილებმა, რომლებმაც ვერ გაიარეს რეგისტრაცია გრაფიკით დადგენილ ვადებში, რეგისტრაციას გაივლიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების

სამინისტროში 27 დეკემბრის ჩათვ-ლით და მიენიჭებათ დევნილის სტატუსი. რეგისტრაცია გაუვლელი დევნილი დარჩა 37 პიროვნება (8 ოჯახი).

2013 წლის 9 თვეში სამი ახალ-შობილი დევნილის დოკუმენტაცია გადაიგზავნა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, რათა გაეწიოთ შუამდგომლობა აღრიცხვა-ზე ასაყვანად და დევნილის სტატუსის მისანიჭებლად.

დაბა ხარაგაულში ფუნქციონი-რებს ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის სათნოების სახლი,” რომლის ფუნქციაა მოემსახუროს მიუსაფარ, მოხუც, ინვალიდ, მარტო-

ხელა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს. „სათნოების სახლი” ემსახურება 60 ბენეფიციარის გამო-კვებას დღეში ერთხელ, შაბათ-კვი-რის გარდა, წინასწარ შედგენილი მენიუს მიხედვით, ხოლო 6 ბენეფი-ციარის მომსახურება საკვები პრო-დუქტებით ხდება დ. ხარაგაულის ტერიტორიაზე ბინაზე მიტანით. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო დღეებში ბენეფიციარები იღებენ სხვადასხვა სახის საჩუქრებს ტკბი-ლეულის სახით.

ალექსანდრე ტაბატაძეხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 ნოემბერს გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ 2013 წლის 9 თვეში

გაწეული მუშაობის ანგარიში ამ სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ტაბატაძემ წარუდგინა. გთავაზობთ ამ ანგარიშს.

დევნილთა დიდი პრობლემა საცხოვრებლით

უზრუნველყოფაა

Page 5: ამბების აკიდო ბორითის საბავშვო · 2014. 2. 17. · 8 ნოემბერი, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 „გპირდებით,

5xtvb [fhfufekb8 ნოემბერი, 2013 წ.

ვიოლა ფოფხაძე: -ჩემს საზღვარ-გარეთ წასვლას „რთულ ეკონომიურ მდგომარეობას“ ნამდვილად ვერ დავაბრალებ. თბილისში „პოპულის“ სუპერმარკეტების ქსელის ვაჟა-ფშავე-ლას გამზირზე მოქმედი ფილიალის მენეჯერად ვმუშაობდი საკმაოდ მაღა-ლი ანაზღაურებით. საზღვარგარეთ წასვლა იყო ბავშვობისდროინდელი ოცნება, რომლის ახდენაც სულ მინდო-და. მინდოდა ჩემი თვალით მენახა ის ფერადი სამყარო, რომელიც მხოლოდ საზღვარგარეთის ფილმებში მენახა...

ვიცოდი, რომ ჩემი ეს ნაბიჯი ჩემს ოჯახს არ გაახარებდა. ამიტომ დედი-კოს თქმა ვერც კი გავუბედე. ქალი, ხომ იცით, ცრემლიანია და მომერიდა მისი ცრემლების. აი, მამიკოს (ცოტნე ფოფხაძეს) კი ვერ გავეპარებოდი... ტყუილს ვერ გავუბედავდი! სხვათაშო-რის, ჩემს გადაწყვეტილებას საკმაოდ მშვიდად შეხვდა ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც უნივერსიტეტი საზღვარგა-რეთ ჰქონდა დამთავრებული და იცო-და იქ ცხოვრების ფასი. მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი რეისი „თბილისი - რიგა - ბარსელონა.“

პირველი ემოცია? პირველი ემო-ცია იყო შიში. ცხოვრებაში მიწაზე პირველად ბარსელონაში დავეშვი. მანამდე ცაში ვცხოვრობდი, ჩემს ოცნებებში... ჩემს სამყაროში. მა-ნამდე არასოდეს გამიცნობიერებია რას ნიშნავს, არ გქონდეს სახლი ან გვერდით არ გყავდეს მშობლები, დედმამიშვილები, ახლობლები, ნა-თესავები, მეგობრები, მეზობლები. მათ გარეშე ცხოვრებას არ ვიცნობდი (ეს დიდი სიმდიდრეა) და დავიბენი. შემეშინდა... მაგრამ ღმერთის წყა-ლობით ჩავაღწიე ჩემს მეგობართან გიული ქინქლაძესთან ალიკანტეს პროვინციაში, ქალაქ ელჩეში.

ბარიერი? - პირველი ბარიერი ეს იყო ენის არ ცოდნა. ძნელია, როცა რამეს გეკითხებიან და გაღიმებული დგახარ, რადგან არ იცი, რა უპასუხო. კიდევ უფრო ძალიან ძნელია შეეჩვიო მონატრებას, საყვარელი ხალხის გარეშე ცხოვრებას. ეს ბარიერი დღე-საც არ გადამილახავს, ამას გულით ვატარებ ყოველთვის.

არაჩვეულებრივი ერია. ესპანელე-ბისაგან სიკეთის მეტი (ჯვარი მწერია) არაფერი მახსოვს. ტემპერამენტიანი ხალხია. ფლამენგოს მართლა ვერა-ვინ ასრულებს ესპანელების მსგავსად. ხომ იცით, როგორი ემოციურია? ასეთია ხალხიც!!!.. კეთილი... არ გაგ-რძნობინებენ, რომ უცხოელი ხარ. არ გჩაგრავენ, აქცენტზე არ დაგცინიან, ცდილობენ დაგეხმარონ. დღესდღე-ობით არაჩვეულებრივ ქალბატონთან ვმუშაობ. ზოგს საკუთარი ოჯახის წევრი არ გაუკეთებს იმას, რაც მე „ბებიაჩემმა“ (ასე ვეძახი) გამიკეთა. აქ

იშვიათად შეხვდები გაბოროტებულ, შაოსან, მოღუშულ ან მოუწესრიგებელ ადამიანს. ჩემი პროფესორებისაგან ხომ განსაკუთრებული ყურადღება და სითბო მაქვს, როგორც ერთადერთ ქართველს მთელს ინსტიტუტში. ხში-რად მეკითხებიან საქართველოსა და ჩემი ოჯახის ამბებს. მამიკოს გარდა-ცვალება მთელმა დეკანატმა ოფიცი-ალურად მომისამძიმრა და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს აქ, უცხო მიწაზე.

როგორია მათი ცხოვრების წესი? - ტრადიციული. უდიდესი ისტორიის მქონე სამეფოა და ეს იგრძნობა. ესპანეთში დიდი სახელმწიფო „ქუჩის დღესასწაულები“ აქვთ, რომლის ნახვა, დამერწმუნეთ, ერთ ცხოვრე-ბად ღირს. ძალიან თავისუფალი მენტალიტეტის მქონე ხალხია. აქ არავინ ერევა შენს ცხოვრებაში, როცა საქართველოში მეზობლის აზრიც კი უნდა გავითვალისწინოთ, თუნდაც პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. არ გლანძღავენ, არ გაკრიტიკებენ. ხშირად მეუბნებიან ჩემი ესპანელი მეგობრები - ჩვენ რომ სხვის ცხოვრე-ბაში ჩავიხედოთ, ჩვენსას როდისღა მივხედოთ, ცხოვრება ხომ ისედაც ხან-მოკლეაო. დედმამიშვილების პირად ცხოვრებაშიც არ ერევიან. აქ არავინ უმალავს ნაშვილებ ბავშვებს, რომ იშვილეს და რომ მათი ბიოლოგიური მშობლები არ არიან.

არ შემიძლია არ გავიხსენო ის, დღე როცა ესპანეთმა ფეხბურთში მსოფლიო თასი მოიგო. ის დღე ოფიციალურად გამოცხადდა დასვე-

ნების დღედ. წარმოგიდგენია? ქუჩაში მანქანის ჭაჭანება არ იყო - ესპანე-ლების უმრავლესობა კაფეტერიებში, ბარებში ან სახლებში ისხდნენ და ტელევიზორს ადევნებდა თვალყურს.

ერთსულოვნები არიან, მით უმე-ტეს, როცა საქმე ესპანეთს და ეროვ-ნულს ეხება. ცხოვრების მიმართ ჩვენი და მათი დამოკიდებულება განსხვავე-ბულია. პრაქტიკულები არიან. კარგად მახსოვს, როცა ჩემს ჯგუფელს მოვუყე-ვი იმ სოციალურ პირობებზე (თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა, უგაზობა, შიმშილობა და ა. შ.), რაც საბჭოთა კავშირის დაშ-ლას მოყვა და ისიც დავამატე, რომ ჩვენ ამ პირობებში სკოლებს, უნივერ-სიტეტებს ვამთავრებდით. მითხრა: თუკი ამ პირობებში ცხოვრობდით, რა დროს სწავლა იყო, სამუშაო უნდა მოგეძებნა და თავი გერჩინაო. ვერ წარმოუდგენიათ განათლების ასეთი აუცილებლობა, როცა ,,მშიერი ხარ“ და სიმართლე გითხრათ ახლა მეც ვეთანხმები. ესპანელები მომთხოვნი და პასუხისმგებლობით სავსე ხალხია. არასოდეს ურევენ ერთმანეთში სამუ-შაო და არა სამუშაო საათებს.

რა შეიცვალა ჩემში? - ბევრი რამ. გავიზარდე, ფიქრი ვისწავლე. აქამდე არასდროს მიფიქრია ხვა-ლინდელზე... მარტოობას მივეჩვიე, იმ ფასეულობების დაფასება ვისწავ-ლე, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი და მივხვდი - თურმე რა გარემოსა და პირობებშიც არ უნდა მოხვდე, ვერავინ და ვერაფერი წაგართმევს ან შეგიცვლის იმას, რაც შენშია და რაც შენია - ადათი, წესი, რელიგია, ჩვეულება, ტრადიციულობა, პატიოს-ნება, განათლება...

მენატრება - მიწის სუნი - სასაცი-ლოა ხომ? მართლა მენატრება. იცი, როგორი? წვიმის მერე რომ იდგა ხოლმე სოფელში. აქ სპეციალურად თუ არ წახვედი პარკში ან სოფელში, მიწას ვერ ნახავ. სულ მოქვაფენილე-ბულია მთელი ქალაქი. მენატრება თოვლიც... რიკოთის უღელტეხილზე საათობით რომ გავჩერებულვართ საცობების გამო, აი ეგ მენატრება! ეკლესია-ტაძარი მენატრება კიდევ (ჩემს ქალაქში არ არის). ეს, იცი, როგორი მონატრებაა? სულ რომ თან დაატარებ, ვერასდროს რომ ვერ უღალატებ, შენი ოჯახივითაა... ვერც ნახულობ, ვერც ხედავ, მაგ-რამ მაინც რომ გიყვარს, მაინც რომ გწამს - იმიტომ, რომ შენია!... კიდევ, როგორც იმერელს, ნიგვზიანი საჭმე-ლები - ეკალა და ნიგვზიანი პრასი - მენატრება... ვიხსენებ ყველა დეტალს ჩემი ცხოვრებიდან - განსაკუთრებით თვალცრემლიანი, რაც მამიკოს, ბე-ბოს ან ბაბუს უკავშირდება. ვიხსენებ ბავშვობას, სტუდენტობას - ყველა-ფერს „ჩემსას.“

ამჟამად ინსტიტუტში ესპანურ (კასტილიურ) ენას ვეუფლები პრო-ფესიონალურ დონეზე. შემდეგ მინდა უკვე პროფესია ავირჩიო და უნივერ-სიტეტში გადავიდე, ვნახოთ.

ვიცი, მკითხავთ, დაოჯახებას არ აპი-რებო? პირადი ცხოვრება რატომღაც უკანა პლანზე გადამაქვს ყოველთ-ვის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და შეიძლება მეშინია კიდევაც ან ისე არ შემყვარებია. მერე საქართველოშია ჩემი გეგმები, თუმცა ცოტა გამიჭირდება საქართველოს პირობებში დაბრუნება...

რას გეტყოდით აქედან? - გა-ვუფრთხილდეთ ერთმანეთს. კარგი ეკონომიური მდგომარეობა არ არის უმთავრესი. ამაზე დიდი ფასეულობებიც არსებობს. ზოგჯერ იმდენ უცნაურ-ტრა-გიკულ ისტორიებს ვისმენ, ვფიქრობ ხოლმე, ღმერთს მადლობა, ასეთ გა-რემოში, ასეთ ოჯახში რომ გავიზარდე, რა ბედნიერი ვარ-თქო. აქ არის ბევრი ადამიანი, ვისი ისტორიის მოსმენაც თავზარს დაგცემთ. ყოველთვის იცხოვ-რეთ თქვენი ცხოვრებით. თუკი ვინმეს თქვენზე ცუდის ან კარგის თქმა უნდა, თქვენ, რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც ილაპარაკებენ. გწამდეთ კეთილი მო-მავლის და იმის, რომ ცხოვრებისეულ „შავ ზოლს“ აუცილებლად „თეთრი“ მოყვება. იამაყეთ, რომ ასეთი კარგები ხართ. მე მართლა მეამაყებით!

საქართველო - საქართველოში შარშან ვიყავი ჩამოსული და რო-გორც ჩვენ - იმერლები ვიტყოდით, ვაი ამ ჩამოსვლას... როცა ადამიანს სახლამდე მისასვლელი გზა არ აქვს, ძნელია ილაპარაკო სხვა დანარჩენზე. ამაში ვერც ვერავის დაადანაშაულებ. როგორც ერმა, ბევრი გადავიტანეთ.

ეს პოლიტიკამ მოიტანა თუ გაუთავე-ბელმა ომებმა, მაგის გამოძიებას რა მნიშვნელობა აქვს. საქართველოში მოხუცს რომ დაინახავ, შეიძლება იტირო. ადვილად მიხვდები მისი ხე-ლების ან თვალების დანახვისას, რომ მთელი ცხოვრება შრომა-ჯაფაში აქვს გატარებული. დღეს საქართველოში უმრავლესობა, ლუკმაპური რომ იშოვნოს, ამაზეა გადასული და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. საქართ-ველოში სოფელსა და ქალაქს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა თუნდაც მოწესრიგებული გზებით, გამართუ-ლი ინფრასტრუქტურით, სამედიცინო მომსახურებით და ა. შ. ესპანეთში ასეთი განსხვავება არ არის. აქ ყველა სოფელი ისეთივე განვითარებულია, როგორც ნებისმიერი ქალაქი თავისი კორპუსებით, ჰოსპიტლებით, გასარ-თობი თუ სავაჭრო ცენტრებით.

ახალგაზრდები? - აქ ახალგაზრ-დები პირველ რიგში იქმნიან სოცი-ალურ პირობებს - სახლი, სამსახური, ავტომანქანა (ეს არ ნიშნავს ფუფუნე-ბას). შემდეგ იწყებენ ფიქრს კარიერა-სა და თავის დამკვიდრებაზე. ფეხსაც-მელების ფაბრიკაში რომ ვმუშაობდი, მყავდნენ თანამშრომლები, რომლე-ბიც 14-15 წლის მერე იქ მუშაობდნენ იმიტომ კი არა, რომ მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს, უბრალოდ, უნდოდათ მუშაობა და მშობლებმა ხელი არ შეუშალეს. რა თმა უნდა, ამ თაობაში ბევრი ახალგაზრდა იქნებო-და, ვინც სწავლას ისურვებდა და არა მუშაობას. მე ვერ წარმომედგინა, 15 წლის ასაკში მამაჩემისთვის მეთქვა, სწავლა არ მინდა და თუ შეიძლება რამე სამსახურის შოვნაში იქნებ დამეხმარო-მეთქი. ესპანეთში განსხ-ვავებული მენტალიტეტია. კიდევ რა-მაც გამაკვირვა იყო ის, რომ ყველას ავტომობილები ჰყავდათ. მე მანამდე მეგონა, რომ თუ ბიზნესმენი არ ხარ ან კარგი თანამდებობა არ გიჭირავს, ავტომობილი ვერ გეყოლებოდა და როცა ვნახე ჩვეულებრივი მუშები, განურჩევლად სქესისა, საუკეთესო მანქანებით დადიოდნენ - გამიკვირდა.

რა არის წელს მოდაში? აქ რაც მოდაში არასდროს შემოდის, შავი ფერია. წელს მოდაშია ხასხასა მწვანე ფერი. სიმღერა? - ფლამენგო სულ

მოდაშია. გუშინწინ, იცი, რა ვნახე? ჩემ კორპუსში შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ცოლობა მექსიკელი მომღერლების (მარიაჩების) დახმარებით სთხოვა - სერენადა შეუსრულეს. ფილმებში რომ გინახავთ აი ისე, მთელი ხუთი კორპუსი ფანჯრებში გადმოვეკიდეთ და ბოლოს ტაშიც შემოვცხეთ, ბიჭს ვუგულშემატ-კივრეთ. კარგი მომენტი იყო!

მოდური ფრაზა, რომელიც აქ ყველგან გესმის: „როდის გამოვალთ ამ უზარმაზარი ეკონომიური კრიზი-სიდან“ (ესპანურად: კუანტო ვამოს ა სალირ დე ესტე კრისის ეკონომიკო ტან გრანდე ქუე ტენემოს?)

აქ გატარებულ წლებს ჩემთვის არაფერი უარყოფითი არ მოუცია. ვნა-ხე ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობ-დი, თან არა როგორც ტურისტმა, არა-მედ როგორც რიგითმა მოქალაქემ. გული მწყდება, რომ საქართველო განვითარების დონით ჩამოუვარდება ესპანეთს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ესპანეთი ჩრდილოეთ ევროპას (გერ-მანია, ინგლისი, ჰოლანდია) ჩამო-უვარდება. რა მნიშვნელობა აქვს?... მიხარია, რომ მომეცა აქ ცხოვრების საშუალება...

მათ, ვინც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს, ვეტყოდი - აუცილებლად გქონდეთ ოცნება, რომლის ახდენის სურვილს არასდროს დაკარგავთ და თუ მოინდომებთ, აუცილებლად აიხდენთ. იყავით კეთილი ადამიანები, გიყვარდეთ ახლობლები. დანარჩენს თვითონ მოიტანს ცხოვრება.

ჩემს თანატოლებს? მე მგონი, ყველას ეცოდინება, როგორ წარმარ-თოს თავისი ცხოვრება. ყველას დიდ წარმატებას ვუსურვებ თავისი მიზნების განხორციელებაში.

დედიკო (ნაირა მესხი) მეუბნება ხოლმე, შენ აღარაფერი აღარ მოგ-წონს ჩვენიო. არც ესპანეთის მომწონს ყველაფერი - ანუ, ყველგან არის ცუდიც და კარგიც, ბოროტიც და კეთი-ლიც, რელიგიურიც და ათეისტურიც, განათლებულიც და გაუნათლებელიც, კრიმინალიც და პატიოსანიც.

მთავარია დანახვა შეგვეძლოს. სულ მახსოვს „ვისი გორისა ვარ“ და ამიტომ მაინც საქართველოში ცხოვრება მირჩევნია იმიტომ, რომ ჩემია!!!

ინგა ბერაძე

უცხო მიწაზე დაწერილი ქართული დღიურებიეს წერილი ალბათ ბევრისთვის აღმოჩნდება ახლობელი, რადგან

დღეს ძალიან იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომლის დედა, შვილი, ბებია, დეიდა, უბრალოდ ნათესავი თუ მეგობარი

საზღვარგარეთ არ იმყოფებოდეს. იქ ადამიანები ზოგჯერ ცხოვრების ასაწყობად მიდიან, ზოგჯერ

ოჯახების გადასარჩენად... მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. იქ ჩასულებს კი ერთი ტკივილი აერთიანებთ, - ეს არის მონატრების

გრძნობა... ნოსტალგია... ეს განსხვავებული გრძნობაა, რომელიც, თუ არ გამოსცადე, ვერ გაიგებ...

საზღვარგარეთ წასულთათვის დღიურების წერა ერთ-ერთი ქართული ,,თავშესაფარია”...

უცხო მიწაზე დაწერილ ქართულ დღიურებს ხარაგაულელი ვიოლა ფოფხაძისგან გთავაზობთ.

„დეე, მიყვარხარ. ვიოლა” - წარწერა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე

ვიოლა ბავშვობაში დასთან - ლელა ფოფხაძესთან, დედ-მამასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად

დებთან, სიძესთან და დისშვილთან ერთად

Page 6: ამბების აკიდო ბორითის საბავშვო · 2014. 2. 17. · 8 ნოემბერი, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 „გპირდებით,

6 xtvb [fhfufekb 8 ნოემბერი, 2013 წ.

საქართველოში მრავალი ცნო-ბილი სოფელია, რომლებიც ღირსეულად ამაყობენ თავიანთი წარსულით, პროგრესული მიღ-წევებითა და სახელოვან შვილთა სიმრავლით. მათ შორის ერთ-ერ-თი პირველთაგანია ზემო იმერე-თის მაღალმთიანი, ხარაგაულის კოპწია სოფელი ფარცხნალი.

სწორედ მის მკვიდრ აკადემი-კოს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორ, იოსებ (სოსო) მოსეს ძე ბუაჩიძეზე გვინ-და მოგითხროთ. იგი გახლდათ საშუალოდ შეძლებული გლეხის, გლახინა კაციას ძე ბუაჩიძის ოჯახი-დან, რომლის მრავალრიცხოვანი შთამომავლობა ზემო იმერეთ-ში ერთ-ერთ მოწინავე ოჯახად ითვლებოდა. მათგან მრავალი მეცნიერი, რევოლუციონერი და პატიოსანი მშრომელი გამოვიდა.

იოსებ ბუაჩიძის მშობლები იმ დროისათვის განათლებულ პირთა ჯგუფს ეკუთვნოდნენ. მათ დიდ საზ-რუნავს წარმოადგენდა შვილების აღზრდა და განათლების მიცემა. ოჯახის მატერიალურ საფუძველს მამაპაპისეული მიწები წარმო-ადგენდა სოფელ ფარცხნალში. მიწას თვითონ ამუშავებდნენ. „მა-მაჩემს მტკიცე წესად ჰქონდა მიჩ-ნეული, როგორც კი ვაჟი 6 წლის გახდებოდა, სწავლის დაწყებასთან ერთად ხელი უნდა მოეკიდა სო-ფელში მიწის დამუშავებისათვის. შრომას მიჩვეული ჩვენი ოჯახის ყველა წევრს გარკვეული წვლილი შეჰქონდა ოჯახის მატერიალური კეთილდღეობის საქმეში,“ - წერს იოსებ ბუაჩიძე ავტობიოგრაფიაში, რომელიც ხარაგაულის ისტო-რიულ მუზეუმშია დაცული.

დედა, მარიამ ალექსის ასული უგრეხელიძე, აქტიურად იყო ჩარ-თული საზოგადოებრივ საქმიანო-ბაში, ამასთანავე დიდი მეოჯახე მანდილოსანი გახლდათ, - ოჯახის ბიუჯეტს ავსებდა ფრინველისა და პირუტყვის მოვლა-პატრო-ნობით, რომელთა პროდუქტს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მრავალრიცხოვან ოჯახის წევრ-თა გამოკვებაში. ასევე დედამ ასწავლა წერა-კითხვა პატარა იოსებს, როდესაც ის ხარაგაულის ორკლასიან პირველ დაწყებით სასწავლებელში მიიყვანეს. იოსებ

ბუაჩიძეს ასწავლიდნენ ცნობილი პედაგოგები: ფრიდონ, შალვა და დავით თაბუკაშვილები, ძიმისტა-რაშვილი, ანიკო კიკნაძე და სხვე-ბი. 1918 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მამა, მოსე შაქარას ძე ბუაჩიძე, ოჯახი მძიმე მდგო-მარეობიდან დედამ გამოიყვანა, რომელიც ვაჟკაცურად გაუძღვა ოჯახს და შვილების სწავლა-გა-ნათლების საქმეს.

1919 წელს იოსებ ბუაჩიძე ხა-რაგაულის სკოლას ამთავრებს და გადადის ზესტაფონის ახალგახ-ნილ პირველ საშუალო სკოლა-ში, სადაც ასევე დამსახურებული მასწავლებლები ასწავლიდნენ: თერაფონტე მანჯავიძე, მიხა ტა-ბატაძე და სხვები.

1925 წელს, საშუალო სკო-ლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, იგი იწყებს დაბა ხარა-გაულში პიონერხელმძღვანელად მუშაობას. ოთხი წლის მანძილზე იოსებ ბუაჩიძე სხვადასხვა თანამ-დებობებზე ინიშნება ქ. ჭიათურასა და ზესტაფონში. 1929 წელს კი,

მისაღები გამოცდების ჩაბარების შედეგად, სწავლას იწყებს კირო-ვის სახელობის საქართ-ველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელსაც 1934 წელს ამთავრებს ინჟინერ-გეოლოგის სპე-ციალობით. იგი ძალზედ აქტიური სტუდენტი იყო. სწორედ უმაღლესში სწავლისას ცნობილი მეცნიერებისა და აკა-დემიკოსების ხელმძღ-ვანელობით დაიწყო გე-ოლოგიური სამუშაოების წარმოება და პირველი ნაბიჯები გადადგა სამეც-ნიერო მუშაობაში.

პირველი საწარმოო პრაქტიკა 1930 წელს გაიარა ნახჭევანის მთი-ანეთში პროფესორ კონიუშევსკის და მისი

მოწაფეების ხელმძღვანელობით. მეორე საწარმოო პრაქტიკა 1931-32 წლებში გაიარა ძირულის კრის-ტალურ მასივში პროფესორ ალ. ჯანელიძის და პ. გამყრელიძის ხელმძღვანელობით. საინტერე-სოა ის ფაქტი, რომ იოსებ ბუაჩიძე ჯერ კიდევ სტუდენტი გეოლოგი, გამოჩენილ მკვლევარ პ. გამყრე-ლიძესთან ერთად ჩვენი რაიონის ტერიტორიის დაგეგმვას აწარ-მოებდა. ინჟინერ მიშა პავლეს ძე ჭიპაშვილის თხოვნით მან ზვარეს წყლის პირველი სინჯები თბილის-ში ჩაიტანა საანალიზოდ, რითაც დადასტურდა მისი ვარგისიანობა და დაიწყეს ზრუნვა „ზვარეს“ მინე-რალური წყლის სარეალიზაციოდ.

1935 წელს შეგროვილი გე-ოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური მასალების გამოყენებით შეადგინა სადიპლომო ნაშრომი „ზვარეს ნახშირმჟავა ტუტე მარილოვანი წყლის საბადოს გეოლოგია და ჰიდროგეოლოგია“ და წარმატე-ბით დაიცვა ინჟინერ-გეოლოგიის

დიპლომი.დიდი წვლილი შეიტანა იოსებ

ბუაჩიძემ აჭარის წყლის ჰიდრო-ელექტროსადგურის მშენებლო-ბაში, როგორც გეოლოგმა და საინჟინრო-გეოლოგიური განყო-ფილების გამგემ. ეს იყო საბჭოთა კავშირის მშენებლობათა შორის ერთ-ერთი უდიდესი ობიექტი, რომლის აგებაც ურთულეს საინ-ჟინრო გეოლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მშენებლობა 1938 წელს დასრულდა. 43 წლის განმავლობაში, საამორტიზაციო ვადის თითქმის ნახევარ დროში, მის მუშაობაში შეფერხებას ადგი-ლი არ ჰქონია. მშენებლობის უფ-როსი იყო გრ. ქორიძე და მთავარი ინჟინერი ჯაჯანიძე, სხვა ახალგაზ-რდა ინჟინერებთან ერთად.

იოსებ ბუაჩიძე ასევე მუშაობდა მიწისქვეშა წყლების შესწავლაზე და შეადგინა ნაშრომი „საქართ-ველოს მიწისქვეშა წყლები“, რო-

მელმაც დიდი წვლილი შეიტანა როგორც რესპუბლიკის საერთო წყალმომარაგების, ასევე თერმუ-ლი წყლების მძლავრი ჰორიზონ-ტების გამოვლენაში.

1950 წელს იოსებ ბუაჩიძე მოს-კოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბ-ჭოს სხდომაზე იცავს დისერტაციას გეოლოგია-მინერალოგიის მეცნი-ერებათა დოქტორის ხარისხის მო-საპოვებლად, 1952 წელს ენიჭება პროფესორის წოდება. სწორედ მისი ინიციატივით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან ჩამოყალიბდა საინჟინრო-გე-ოლოგიისა და ჰიდროგეოლო-გიის მაპროფილებელი კათედრა, რომელსაც თითქმის 20 წელი ხელმძღვანელობდა და 800-მდე სპეციალისტი მოამზადა. მათმა დიდმა უმრავლესობამ თავზე იდო საქართველოს საინჟინრო და ჰიდროგეოლოგიურ პრობლემა-თა სისტემატური და წარმატებითი გადაწყვეტა.

როდესაც 1958 წლიდან 1973 წლამდე იგი საქართველოს პო-ლიტექნიკური ინსტიტუტის რექ-ტორი გახლდათ, პარალელურად ეწეოდა დიდ სამეცნიერო და სა-ზოგადოებრივ მუშაობას, როგორც საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. 14-ჯერ იქნა მიწვეული საზღვარ-გარეთის სხვადასხვა ქვეყანაში სამეცნიერო მუშაობის ჩასატარებ-ლად და ლექციების წასაკითხად: ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთ-ში, ინდოეთში, იაპონიაში და სხვ.

თავდადებული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო იოსებ ბუაჩიძეს მიღებული აქვს სახელმწიფოს მრავალი ჯილდო. ასევე მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერე-ბისა და ტექნიკის დამსახურებუ-ლი მოღვაწის საპატიო წოდება, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, მას პირველს გადაეცა გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი. 1961 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნი-ერებათა აკადემიის წევრ-კორეს-პონდენტად.

იოსებ ბუაჩიძის შვილებმაც, გუ-რამ და ცისანა ბუაჩიძეებმა, მამის სპეციალობა აირჩიეს. გურამმა პირველად კავკასიაში შეისწავლა ბუნებრივი აირები, თერმული წყლები, სითბური ნაკადები.

იოსების დიდი ოჯახიდან ასე-ვე წარმატებას მიაღწიეს მისმა და-ძმებმაც: ვლადიმერ მოსეს ძე ბუაჩიძე - უცხო ენის სპეციალის-ტი, ვერა მოსეს ასული ბუაჩიძე - რესპუბლიკის დამსახურებელი ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და მწერალი, ხოლო სოფიო მოსეს ასული ბუაჩიძე კი მედიცინის მეცნიერებათა დოქ-ტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

აკადემიკოს იოსებ მოსეს ძე ბუაჩიძის რექტორობისა და ლექ-ტორობის პერიოდში მის მიზანს წარმოადგენდა აღეძრა ახალ-გაზრდობაში სიყვარული ცოდნი-სადმი, მეცნიერებისადმი, რათა უმწიკვლო გონიერი შრომით მათ შესაძლო წვლილი შეეტანათ ქვეყ-ნის აღმშენებლობის საქმეში.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

საქართველოს ბიუჯეტის შესრუ-ლებას სერიოზულ პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე ეკონომიკის ექსპერტები. სხვა-დასხვა გაანგარიშებით, ბიუჯეტს დაახლოებით 1 მილიარდი ლარი დააკლდება, რაც მთავრობას არ მისცემს საშუალებას სრულფასოვ-ნად დააფინანსოს პენსიები, ხელ-ფასები და შეასრულოს სხვა სოცი-ალური ვალდებულებები. მთავრო-ბაში ასეთ პესიმიზმს არ იზიარებენ. წლის ბოლოს მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ხშირად გამო-ითქმის ეჭვი ბიუჯეტის შესრულე-ბასთან დაკავშირებით. ასეთ აზრს ძირითადად ოპოზიციონერი პო-ლიტიკოსები გამოთქვამენ. მათ ეჭვებს ისიც აღრმავებს, რომ ეკო-ნომიკის ზრდის ტემპი გაცილებით

დაბალია, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგ-მვისას იყო, ხოლო მთავრობამ მომავალი ბიუჯეტის დაგეგმვისას საშინაო და საგარეო ვალის აღება გადაწყვიტა, დაახლოებით 700 მილიონი ლარის მოცულობით. სწორედ 2014 წლის ბიუჯეტის კა-ნონპროექტის განხილვისას განაც-ხადა საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, რომ მთავრობა ძა-ლიან ფრთხილად უნდა იყოს: „მოგეხსენებათ, რომ უკვე 500 მილიონი გარღვევა არის ბი-უჯეტში და შემდეგ წელს ეს რა პრობლემად გადაიქცევა, კაცმა არ იცის. უფრო სწორად, ეს რომ სერიოზული პრობლემა იქნება, უკვე ნათელია.“

გიორგი ბარამიძისა და „ნა-ციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლების ამ და სხვა განცხადებებს ფინანსთა მინისტ-რი ნოდარ ხადური ოპტიმის-ტურ კომენტარს უპირისპირებდა: „ყველაფერი არის ძალიან კარ-გად, საქართველოს ეკონომი-კაში არის აღმავლობა, ბიუჯე-ტი სრულდება გადაჭარბებით.“ ეს განცხადება ფინანსთა მინისტ-რმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გააკეთა, ხოლო ახლა,

როდესაც ბიუჯეტის შემოსავლების სიმცირე კამათს აღარ იწვევს, აცხა-დებს, რომ ყველა თანხა ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილში არ აისახე-ბა. ნოდარ ხადურის განცხადებით მას წინა წლებში აკრეფილი თან-ხების უკან დაბრუნება უწევს.

თუმცა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს გაცილებით მეტი დააკლ-და, ვიდრე უკან დაბრუნებული თანხებია. ამის შესახებ ოპოზიცი-ონერი პოლიტიკოსების გარდა ეკონომიკის ექსპერტებიც ლაპა-რაკობენ. უკანასკნელი არაოფიცი-ალური მონაცემების საფუძველზე ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილს დაახლოებით 700 მილიონი ლარი დააკლდა. „ეკონომიკური პოლი-ტიკის კვლევის ცენტრის“ უახლესი მონაცემების თანახმად, ბიუჯეტში შემოსული თანხა ვერ აბალან-სებს გადასახდელებს. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის განცხადებით, ბიუჯეტის შესრულება კითხვის ქვეშ დგას: „2013 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების დინამიკით, წლის ბოლომდე შეიძლება ერთ-მილიარდიანი გარღვევა იყოს.“

საბიუჯეტო პრობლემების ძი-რითად მიზეზს სპეციალისტები ეკონომიკის ზრდის ტემპის შე-

ნელებაში ხედავენ. როგორც ცნობილია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ნავარაუდევზე უფრო ნაკლებად იზრდება და ის, 6 პროცენტის ნაცვლად, დაახ-ლოებით 2 პროცენტს შეადგენს. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმო-მადგენლის მერაბ ჯანიაშვი-ლის აზრით, დაბალი ეკონო-მიკური ზრდა უსათუოდ იმოქ-მედებს ბიუჯეტის შესრულებაზე: „თუ დაგეგმილი იყო ბიუჯეტი 6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე და 3 პროცენტიან ინფლაციაზე,

სამწუხაროდ, დღეს გვაქვს დეფ-ლაცია და ეკონომიკური ზრდა კიდევ სადღაც 1-2 პროცენტი. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ბიუჯეტს ამისგან პრობლემები არ შეექმნება, არის ტყუილი, იმიტომ რომ აუცილებლად შეექმნება.“ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქ-ტის მოცულობის ზრდის შენე-ლების მთავარ მიზეზთა შორის ერთი წლის წინ ქვეყნის სათავეში მოსული პოლიტიკური ძალის ეკო-ნომიკური პოლიტიკა სახელდება.

კახა მჭედლიძერადიო თავისუფლება

როგორ სრულდება საქართველოს ბიუჯეტი

იოსებ მოსეს ძე ბუაჩიძე

Page 7: ამბების აკიდო ბორითის საბავშვო · 2014. 2. 17. · 8 ნოემბერი, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 „გპირდებით,

7xtvb [fhfufekb8 ნოემბერი, 2013 წ.

1 ნოემბერს 80 წლის გახდებო-დი, ჩვენო მშრომელო და მუდამ ოჯახზე მზრუნველო. ვწუხართ,

რომ წარსულ დროში გვიწევს შენზე საუბარი. წყნარი და თავმ-დაბალი იყავი, მზრუნველი მამა და ბაბუა. მშვიდად და სიყვარულით აკეთებდი მუდამ საქმეს. შენგან მხოლოდ სიკეთე გვახსოვს რო-გორც ოჯახის წევრებს, ისე მეზობ-ლებსა და ახლობლებს. დრო ვერ ყოფილა ტკივილის მკურნალი. ძნელია უშენობასთან შეგუება. შენს კერაზე იზრდება შენივე მოსახელე ავთანდილი. ეს იმედით გვავსებს, რომ ცხოვრება გრძელდება და შენგან დანერგილი ტრადიციები არასოდეს მიეცემა დავიწყებას.

ღმერთმა ნათელში გამყოფოს. მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური ქროლის მიწა.

ოჯახი

ჭეშმარიტი მორწმუნისათ -ვის, ვინც წმინდანების მეოხებით ღმერთს შეწევნას ევედრება, ჩვე-ულებრივი მიწიერი მოვლენაა მიწიერ და ზეციურ ეკლესიებს შო-რის უშუალო კავშირი. ამ ორიოდე წლის წინ, ვასილიუსების ოჯახი კვიპროსიდან, მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მათ ლეიკოზით დაავადებული მცირეწლოვანი ანდრიასათვის ზურგის ტვინის გადანერგვისათვის საჭირო დონო-რი ესაჭიროებოდათ. ინფორმაცია ტელევიზიით გადაიცა, დონორი გამოჩნდა და ოჯახი აშშ-ში გასამ-გზავრებლად მოემზადა, რადგან სწორედ იქ უნდა ჩატარებულიყო ურთულესი ოპერაცია.

თუ როგორ ევედრებოდა უფალ იესო ქრისტეს შვილის გადარჩენას ვასილიუს ოჯახი, სატელევიზიო სიუჟეტშიც ჩანდა. გამგზავრებამდე კი მათ წმიდა მარინეს სასწაულების შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მისი სახელობის მონასტრიდან ლოცვა-კურთხევა აეღოთ. ისინი, კუნძულ ანდროსზე მდებარე, წმ. მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენს - არქიმანდრიტ კვიპრიანეს ტელეფონით ესაუბრნენ. არქიმან-დრიტი შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა და უსურვა, რომ ოპერა-ციის დროს წმიდა მარინე ყოფილი-

ყო მათი ბავშვის შემწე. მართლაც, მამა კვიპრიანეს ლოცვითა და წმიდა მარინესადმი უსაზღვრო რწმენით მშობლები პატარა ანდრიასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრნენ.

შესაბამისი წინასაოპერაციო გამოკვლევისა და მომზადების შემდეგ, პატარა ანდრია ურთულეს ოპერაციაზე შეიყვანეს. ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ქირურგთან ერთი ქალი მივიდა და განუცხადა, რომ იგი პატარა პაციენტის პირადი ექიმია და ოპე-რაციაზე დასწრება სურს. საუბარში ქალმა ისეთი სამედიცინო ცოდნა გამოამჟღავნა, რომ ქირურგს მასში ეჭვიც არ შეპარვია, თუმცა აუხსნა, რომ ასეთ რთულ ოპე-რაციაზე უცხო ექიმის დასწრება დაუშვებელია და მათი საოპერა-ციო ბრიგადის პრაქტიკაში მსგავსი რამ არც მომხდარა. თუმცა ქალის დაჟინებულმა თხოვნამ ქირურგს აზრი შეაცვლევინა. ოპერაციაზე შესვლამდე მან ქალი მდივანთან გაგზავნა, სადაც მას თავისი მონა-ცემები უნდა ჩაეწერა.

უცნობი ექიმი ქალი არა მარტო დაესწრო, არამედ ენერგიულად ჩაერთო პატარა ანდრიას ოპერა-ციის მსვლელობაში და მას რამ-დენჯერმე ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულება მისცა. ყველაფერმა

კარგად ჩაიარა, ქირურგმა უცნობ ექიმ ქალს მადლობა გადაუხადა და საოპერაციოდან გამოვიდა. პატარა ანდრიას მშობლებმა რო-გორც კი ქირურგი დაინახეს, ოპე-რაციის შედეგის გასაგებად მიეჭრ-ნენ: „ყველაფერმა ძალზე კარგად ჩაიარა“, - უთხრა მათ ქირურგმა და დაამატა: „თუმცა ვერ გამიგია, რატომ მომმართეთ მე, თუკი ბავშვებისათვის ასეთი ექიმი გყავ-დათ?“. გაოცებულმა მშობლებმა თქვეს, რომ არავითარი ექიმი არ ჩამოჰყოლიათ და ასეთ ვინმეს არც კი იცნობენ. მაშინ, ქირურგმა ურჩია, რომ ცოტაც მოეთმინათ, ვიდრე უცნობი ექიმი სხვებთან ერთად საოპერაციოდან გამო-ვიდოდა... ამაოდ უცდიდნენ და ამაოდ ეძებდნენ ყველგან უცნობ ექიმ ქალს - იგი გაუჩინარდა. პატა-რა ანდრიას მშობლებმა ბოლოს ივარაუდეს, რომ რომელიმე ექიმს საბერძნეთიდან ან კვიპროსიდან, მათი თანადგომისათვის, ოპერაცი-აზე დასასწრებად აშშ-ში ჩამოვიდა. ისინი მდივანთან მივიდნენ, რათა ამ უცნობი ექიმის მისამართი მაინც გაეგოთ და მადლობა მოგვიანე-ბით გადაეხადათ. ყველასათვის გასაოცრად უცნობ ექიმ ქალს ჟურნალში თავისი სახელი - მარი-ნე ანდროსიდან ჩაეწერა. ბავშვის

მშობლები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, კარგა ხანს გაოგნე-ბულები იდგნენ. მათი თვალები სიხარულისა და წმიდა მარინე-სადმი მადლიერების ცრემლებით აივსო. მაშინ გაიხსენეს მონასტრის იღუმენის სიტყვები: „წადით ამერი-კაში, დაე, წმიდა მარინე გყავდეთ შემწე საოპერაციოში“.

უსაზღვრო სიხარულითა და მადლიერებით აუწყა ვასილიუსთა ოჯახმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პატარა ანდრიას გამოჯანმრთელებისა და ნამდვი-ლი სასწაულის შესახებ. ამ ამბის შემდეგ ოჯახმა აღთქმა დადო, რომ კუნძულ ანდროსზე, წმიდა

მარინეს მონასტერში, ყოველ-წლიურად დასწრებოდნენ ამ სასწაულმოქმედი დიდმოწამის დღესასწაულს.

ღვთის მადლით, მართლმადი-დებელ ეკლესიაში ყოველთვის მრავლად აღესრულება წმინ-დანთა სასწაულები, რომელთა მეშვეობით, ყოვლადმოწყალე უფალი იესო ქრისტე, თითოეული ჩვენგანის რწმენაში განმტკიცებას ცდილობს.

გაზეთი „სტილოს ორთქოდოქსიას”

ახალბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ალასანიამ

droni.ge

შვილები მანანა, ავთანდილ, ტარიელ ტაბაშიძეები, რძლები ლია მამიაშვილი, ლალი კეკე-ლიძე, სიძე ზაურ ვეფხვაძე, შვი-ლიშვილები მარი, უჩა, ზვიადი, ტარიელ, თეონა, გელა, დათო,

ნიკი მწუხარებით იუწყებიან ნუნუ კიკნაძე-ტაბაშიძის

გარდაცვალებას.

მაზლები ვალოდია და ანზორ თაბაგრები ღრმა მწუხარებით იუწ-ყებიან, რომ გარდაიცვალა

გულნაზი (გულიკო) ნამგალაძე-თაბაგარი

და სამძიმარს უცხადებენ განს-ვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლის ადმინისტრაცია და პედა-გოგიური კოლექტივი სამძიმარს უცხადებს მანანა ტაბაშიძეს დედის და ზაურ ვეფხვაძეს სიდედრის

ნუნუ კიკნაძე-ტაბაშიძისგარდაცვალების გამო.

ღუტუ ბერაძე, გოჩა კვინიკაძე, გია მასხარაშვილი, რევაზი კვი-ნიკაძე, თამაზ კვინიკაძე, ანზორ ბუაჩიძე, როლანდი სილაგაძე, ზურიკო შველიძე, ბიჭიკო ბერაძე, ამირან შუბითიძე, გოგი გელაშ-ვილი, თამაზი ბერაძე ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გულიკო ნამგალაძე-თაბაგარი

და სამძიმარს უცხადებენ განს-ვენებულის ოჯახს.

ახალსოფელში მცხოვრები უახლოესი მეზობლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დავით თაბუკაშვილიდა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რე-დაქცია თანაუგრძნობს მანანა ტაბაშიძეს დედის

ნუნუ კიკნაძე-ტაბაშიძის გარდაცვალების გამო.

შვილები: შორენა, როინ, პაატა თაბაგრები, და ლილი, ძმები დურ-მიშხან და ბორის ნამგალაძეები, სიძე ზვიად ძოწენიძე, მაზლები: ვალოდია და ანზორ თაბაგრები, რძლები: ეკა კაკიაშვილი, თაიზი კალანდაძე, ვე-ნერა ტაბატაძე, თიკო ამყოლაძე, მუ-ლები: თამარა და ციალა თაბაგრები, შვილიშვილები, დისშვილები, ძმისშ-ვილები, მაზლისშვილები, მულისშვი-ლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გულნაზი (გულიკო) ნამგალაძე-თაბაგარი

ხარაგაულის ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრ-დობის სახლის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ანა გაჩეჩილაძეს და რუსუდან ბერაძეს ბიძაშვილისა და მაზლისშვილის

როინ გაჩეჩილაძისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის ყოფილი თანამშრომელი

ნუნუ ტაბაშიძედა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნუ-ლი პარკის ადმინისტრაცია თანაუგ-რძნობს მანანა, ავთო და ტარიელ ტაბაშიძეებს, ზაური ვეფხვაძეს, მარი, უჩა, ტარიელ და ზვიად ვეფხ-ვაძეებს დედის, სიდედრის და ბებიის

ნუნუ კიკნაძე-ტაბაშიძისგარდაცვალების გამო.

ორმოცი ტკივილით აღსავსე დღე გავიდა, რაც სიცოცხლეს გამოეთხოვე და იმქვეყნიურ სასუ-ფეველში გადაინაცვლე. ახალგაზ-რდას, სიცოცხლით სავსეს დიდი ტკივილების გადატანა მოგიხდა იმ ავადმყოფობით, რომელიც ექი-მებმა აღმოგიჩინეს და რომელსაც თავი ვერ დააღწიე. იმედი გვქონ-და, რომ უკურნებელ სენს დაამარც-ხებდი და გამოჯანმრთელდებოდი.

შემდეგ კი ისევ დაუბრუნდებოდი შენს აქტიურ საქმიანობას ჟურნა-ლისტიკაში. მაგრამ იმედები დაიმს-ხვრა. ამაო აღმოჩნდა ჩვენი ბრძო-ლა სასტიკ დაავადებასთან და ერთ უბედურ დღეს ყველა დაგვტოვე. რთულია წარმოდგენა იმისა, რომ ასეთი სიკეთით აღსავსე ადამიანის სიცოცხლე ასე ნაადრევად ჩაქრა. თუმცა უამრავი მოგონება დარჩა, რომლითაც უშენოდ გამოწვეულ ტკივილს ვიქარვებთ. სითბოთი და სიყვარულით სავსე იყავი. უამრავ სიკეთესა და სითბოს გასცემდი. ამიტომაც შენს სახელს დავიწყება არ უწერია. ძალიან გვენატრები, გა-უსაძლისია უშენობით გამოწვეული ტკივილი.

ხშირად მოვალთ შენს საფლავ-თან, ვილოცებთ და უფალს შევთ-ხოვთ, რომ ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული.

ოჯახის წევრები: თამაზ, ჟუჟუნა, ბესო, დიანა, ბაია

დალალიშვილები12 ნოემბერი შენი დაბადების დღეა. პირველად ვხვდებით ამ დღეს ცრემლიანი თვალებით და სევდიანი გულით შენი მე-გობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები შენს გარეშე. გა-იარა ცრემლიანმა და მწუხარე დღეებმა. დღეთა მსვლელობა ვერ ანელებს ჩვენს დარდს და მწუხარებას. ჩვენო მერაბ, სიცოც-ხლეზე უზომოდ შეყვარებულო ვაჟკაცო, მკლავმოუღლელო, მუხლჩაუხრელო, ნაადრევად მოგისპო სიცოცხლე განუკურნე-ბელმა სენმა. რამდენადაც დიდი იმედი იყავი ჩვენთვის, იმდენად დიდ და მოუშუშებელ ტკივილად იქეცი. დავრჩით ჩვენ: ცოლი, შვილები, რძალი და ნანატრი შვილიშვილი - პატარა მათე. მა-თეს დაბადებამ ფრთები შეგასხა, გიხაროდა, თავს ევლებოდი. სახელიც შენ დაარქვი. დრო-ებით თითქოს დაავადებამაც უკან დაიხია, მაგრამ ულმობელი სიკვდილი მაინც მოგერია. შენი

დაბადების 58-ე წლისთავს აღვ-ნიშნავთ შენს საფლავზე.

ვანთებთ სანთელს, ვლოცუ-ლობთ. მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური თეთრაწყაროს მიწა.

ქვაში კვეთავდი შენ ჰარმონიას,შრომით დატოვე უქრობი

კვალი,მეგობართა და ოჯახზე

ზრუნვით,შენ მოიხადე კაცური ვალი.

ოჯახი

წმინდა მარინა პატარა ბავშვის ოპერაციაში ხილულად მონაწილეობდა

ავთანდილ შერგელაშვილის ხსოვნას

დაბადების დღეს გილოცავთ, მერაბკაცი, რომელიც ძალიან დააკლდა ოჯახს -

მერაბ ვეფხვაძე (ბებერი)

ნინო დალალიშვილის გახსენება

Page 8: ამბების აკიდო ბორითის საბავშვო · 2014. 2. 17. · 8 ნოემბერი, 2013 წ. xtvb [fhfufekb 3 „გპირდებით,

8 xtvb [fhfufekb 8 ნოემბერი, 2013 წ.

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. №17

ntk5 _ $№№ @@ !^ @*%)№ )_ _% _!

[email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $№! @№ $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

დ. ხარაგაული08.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +14ºC, ღამე +8ºC;09.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +6ºC;10.11 - მზიანი დარი, დღე +18ºC,

ღამე +9ºC;11.11 - მზიანი დარი, დღე +19ºC, ღამე

+11ºC;12.11 - მზიანი დარი, დღე +16ºC, ღამე

+9ºC;13.11 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +15ºC, ღამე +9ºC.

ბორითი08.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +12ºC, ღამე +8ºC;09.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +5ºC;10.11 - მზიანი დარი, დღე +16ºC,

ღამე +8ºC;11.11 - მზიანი დარი, დღე +19ºC, ღამე

+10ºC;12.11 - მზიანი დარი, დღე +16ºC, ღამე

+9ºC;13.11 - მზიანი დარი, დღე +16ºC, ღამე

+8ºC.

კიცხი08.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +14ºC, ღამე +9ºC;09.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +14ºC, ღამე +7ºC;10.11 - მზიანი დარი, დღე +19ºC,

ღამე +10ºC;11.11 - მზიანი დარი, დღე +20ºC, ღამე

+12ºC;12.11 - მზიანი დარი, დღე +16ºC, ღამე

+10ºC;13.11 - მზიანი დარი, დღე +15ºC, ღამე

+8ºC.

მოლითი08.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +10ºC, ღამე +6ºC;09.11 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +3ºC;10.11 - მზიანი დარი, დღე +15ºC, ღამე

+6ºC;11.11 - მზიანი დარი, დღე +17ºC, ღამე

+8ºC;12.11 - მზიანი დარი, დღე +15ºC, ღამე

+7ºC;13.11 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +14ºC, ღამე +7ºC.

amindi

ვულოცავთ ნიკოლოზ ფცქი-ალაძეს და ნანული კვინიკაძეს შვილის ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს მირანდა ფცქიალაძეს და ბონდო ჩოხელს ღვთის წყალობას, ულევ სიყვარულს და სიხარულს, შვილთა სიმრავლეს და ყოველივე საუკეთესოს. ბედნი-ერება ყოფილიყოს მათი მეგზური.

ვალერი კაპანაძე ოჯახით

ვულოცავთ ნინო ბუხნიკაშვილს და მამუკა მეიფარიანს ქალიშვი-ლის, ხატიას დაბადებას. ვუსურვებთ პატარა ქალბატონს საუკეთესო მომავალს. ღმერთი იყოს მისი მფარველი.

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის

გიმნაზიის პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური

პერსონალი

ვულოცავთ დარეჯან გლუნჩაძეს შვილის გაბედნიერებას. ვუსურვებთ ვახტანგ გლუნჩაძეს და მარინა პაქსაშვილს მტკიცე ქართული ოჯა-ხის შექმნას, შვილთა სიმრავლეს, უფლის წყალობას და მარადიულ სიყვარულს.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა

დაბადების დღეს ვულოცავთ დამსახურებულ პედაგოგს, კეთილ მეზობელს და უფროს მეგობარს გოგი ჯღამაძეს. ვუსურვებთ მხნე-ობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დღეგრძელობას.

ნათელა და ბიჭიკო ბაზღაძეები

ჩვენს უსაყვარლეს ბიძას, ბესო ბერაძეს და ბიცოლას, შორენა კა-პანაძეს, ბებიასა და ბაბუას - იური და ეთერი ბერაძეებს ვულოცავთ პატარა ვაჟკაცის - იკა ბერაძის ამქ-ვეყნად მოვლინებას.

ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ ბი-ძაშვილს ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს, ღვთის მფარველობას. გაზრდილიყოს სასახელო ქართ-ველი.

მამიდაშვილები მარიამ და გვანცა ჩაჩანიძეები, ნიკა და ბესო

ჭიპაშვილები

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს საყვარელ და თბილ ბებოს მერი (მარიამ) კაპანაძეს. ვუსურვებთ მას დღეგრძელობას, სიხარულს, ბედნიერებას, ჯანმრთელოს და ღვთის წყალობას. ბებო, გვიყვარხარ უზომოდ და ყოველთვის გვეყვარები.

სიყვარულით მარიამ და ვახო მაქაძეები

ვულოცავთ ბატონ დავით კიკნა-ძეს ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსად დანიშვნას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წინს-ვლას. უფალი ფარავდეს რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

ლეღვნის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და

ტექნიკური პერსონალი

გვიალა გოგოლაძეს ვულოცავთ 82 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმ-რთელობას, სიხარულს და დიდხანს სიცოცხლეს თავის კეთილის მსურვე-ლებთან ერთად.

მეუღლე, შვილები, რძლები, შვილიშვილები და შვილთაშვილი

ვულოცავთ დავით ბუხნიკაშ-ვილს შვილიშვილის შეძენას. ვუსურ-ვებთ პატარა ხატიას გაიზარდოს სა-სახელო ქალი. ღმერთმა წყალობა არ მოაკლოს.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და

პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავ ტარიელ და დარეჯან გლუნჩაძეებს შვილების ბედნიერე-ბას, ვუსურვებთ ახალდაქორწინებუ-ლებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, შვილთა სიმრავლეს.

მერგუზი გურგენიძე ოჯახით

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ თანამშრომლებს მაია ებანოიძეს შვილისა და თამილა კირთაძეს შვი-ლიშვილის შეძენას. პატარა თამარს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედ-ნიერ ბავშვობას, ულევ სიხარულს, უფლის მფარველობას თავის საყ-ვარელ მშობლებთან, დედმამიშვი-ლებთან და ახლობლებთან ერთად.

ივანე აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის

თანამშრომლები

საყვარელ შვილებს, მაია და ირაკ-ლი ებანოიძეებს ვულოცავთ მეხუთე შვილის შეძენას. საყვარელ შვილიშვი-ლებს - ბერიკას, საბას, თეკლასა და ნოდარს - პატარა თამარის დაბადებას.

პატარა ანგელოზს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, უფლის მფარველობას თავის დიდ, საყვარელ ოჯახთან და ყველა კეთი-ლის მსურველ ადამიანთან ერთად.

ბიჭიკო ბერაძე ოჯახით

ვულოცავთ ღირსეულ ხარაგა-ულელ, მრავალი თაობის წარმატე-ბულად აღმზრდელს, დამსახურე-ბულ პიროვნებას ანზორ მაღრაძესა და მის მეუღლეს მარინა ლურს-მანაშვილს შვილიშვილის - იოანე მაღრაძის - ამქვეყნად მოვლინებას.

ვუსურვებთ მის მშობლებს - ანა სახვაძესა და პაატა მაღრაძეს - პატარა იოანე აღზრდილიყოს ჯანმ-რთელი და ბედნიერი თავის უფროს დაიკო მარიამთან ერთად.

„ჩემი ხარაგაულის”რედაქცია

რესპუბლიკის დამსახურებულ პედაგოგს, მრავალ თაობათა ღირ-სეულ აღმზრდელს და საიმედო გზამკვლევს, გოგი ჯღამაძეს დაბა-დებიდან 86 წელი შეუსრულდა. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ულოცავს მას იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უსურვებს.

ბორითის საჯარო სკოლის VIII-IX კლასის 6 მოსწავლე მონა-წილეობას ვიღებდით კონკურსში „ვიცნობდეთ ხარაგაულს,“ რომე-ლიც გაიმართა 5 ნოემბერს ვერტ-ყვიჭალის საჯარო სკოლაში. ჩვენ ვხელმძღვანელობდით დებულე-ბით, რომელიც ითვალისწინებდა VIII-XI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობას. კონკურსში იგრძ-ნობოდა ტენდენციურობა ჟიურის მხრიდან, რამაც გამოიწვია ჩვენი გულისტკივილი. აქედან გამო-

მდინარე, სურვილი დაგვეკარგა მსგავს ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა.

გვსურს, საზოგადოებამ გაითა-ვისოს, ჩვენს ადგილზე წარმო-იდგინოს თავი და ჩასწვდნენ ჩვენს სულიერ სამყაროს. თხოვნით მივმართავთ კონკურსის ორგა-ნიზატორებს, რომ ობიექტურობა გამოიჩინონ მსგავს კონკურსებში, რათა ანალოგიურ სიტუაციაში აღარ აღმოჩნდნენ სხვა გუნდებიც.

კონკურსის მონაწილეები

2013-2014 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 ნოემბერს დაიწყება და მას სკოლები შეფასებისა და გამო-ცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით თავად ჩაატარებენ.

გთავაზობთ სასწავლო ოლიმ-პიადის ჩატარების განრიგს:

9 ნოემბერიმათემატიკა - 10:00 სთ;რუსული - 15:00 სთ;

10 ნოემბერი ბიოლოგია - 10:00 სთ;

ინგლისური ენა - 15:00 სთ;

16 ნოემბერი ქართული ენა და ლიტერატურა - 10:00 სთ;

ფრანგული ენა - 15:00 სთ;

17 ნოემბერი ქიმია - 10:00 სთ;

გეოგრაფია - 15:00 სთ;

23 ნოემბერი ფიზიკა - 10:00 სთ;

ისტორია - 15:00 სთ;

24 ნოემბერი გერმანული ენა - 10:00 სთ.

ეროვნული სასწავლო ოლიმპი-ადის პირველი ტურის ხანგრძლივო-ბა მათემატიკაში 4 საათია; ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქიმიასა და ფიზიკაში - 3-3 საათი; ბიოლოგიასა და ისტორიაში - 2-2 საათი; რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ

ენებში - 1 საათი და 13 წუთი, ხოლო გეოგრაფიაში - 1 საათი.

ეროვნული სასწავლო ოლიმპი-ადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მიიღებს ოლიმპიადის მონაწილე, რომელიც ოპლიმპიადის პირველ ტურში დააგროვებს შესა-ბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60 პროცენტს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-9-მე-10 კლასელებისთვის მაქ-სიმალური ქულაა 35; მე-11-მე-12 კლასელებისთვის - 40 ქულა; უცხო ენებში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში - 25-25 ქულა; გეოგრაფიაში - 40, ხოლო ისტორი-აში - 50 ქულა.

ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავ-ლებლებო და მშობლებო გისურ-ვებთ წარმატებებს!

ხარაგაულში, ყოფილი პირვე-ლი საშუალო სკოლის წინ იყიდება 3 ოთახიანი ბინა 54 კვ.მ.

ტელ.: 577 165 007 აზომვითი ნახაზებიმოგვმართეთ ხარაგაულში მისა-

მართზე სოლომონ მეფის ქ. №47 (ა) ან დაგვირეკეთ ტელეფონით 598 539 663 (გივი დეკანოსიძე).

ქირავდება კეთილმოწყობილი 120 მ2 საოფისე ფართი სვე-ლი წერტილებით ხარაგაულში მისამართზე სოლომონ მეფის ქუჩა №20 (მეორე სართული). დაინტერესებული პირები დაგვი-კავშირდით ტელეფონით

599 62 90 80 (დათო არევაძე).

ვიქირავებ კეთილმოწყობილ ბინას ხარაგაულში. T 555 57 45 78

ტელევიზორების შეკეთება 593 98 94 85.

იყიდება ორსართულიანი საც-ხოვრებელი სახლი, სველი წერტი-ლით, ავეჯით, კეთილმოწყობილი ეზოთი, გარაჟითა და სამეურნეო მიწის ნაკვეთით. ფასი შეთანხ-მებით.

ტელ.: 595 45 30 84.

სარიტუალო ცენტრის მომსახუ-რება. ტელეფონი 557 73 46 48; 790 73 46 48.

მაცივრებისა და სარეცხი მანქა-ნების შეკეთება

593 95 21 15; 571 82 66 82.

ხარაგაულში რკინიგზის ხიდ-თან (სოლომონ მეფის ქუჩა №2) არსებულ ავტომანქანების სამ-რეცხაოს ესაჭიროება ენერგიული და პასუხისმგებლიანი მრეცხავი. ანაზღაურება გამომუშავებით. დაინტერესებული პირები დაგვი-კავშირდით ტელეფონით:

577 35 77 72 (დიტო)

ნუ გვატკენთ ბავშვებს გულებს...

9 ნოემბერს სასწავლო ოლიმპიადა იწყება

„შემოდგომის ზეიმი” ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღში

***

***

***

***

***

***

***

***