10
სოფიო ჩიქოვანი სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა სიდიდის პროცენტული ცვლილება სოფიო ჩიქოვანი სსიპ ქალაქ თბილისის #81 საჯარო სკოლა I. გაკვეთილის სათაური-სიდიდის პროცენტული ცვლილება. კლასი-მეშვიდე საგანი-მათემატიკა II.სასწავლო მიზნები: მათ. VII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ზეპირი ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილთან; პოულობს მოცემული რიცხვის პროცენტს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს; ხსნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ან სხვა სასწავლო დისციპლინებიდან მომდინარე ამოცანებს გამოთვლებზე (მაგალითად, ამოცანები პროცენტებზე და პროპორციაზე: ხსნარები, შენადნობები და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ზეპირი ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილთან; პოულობს მოცემული რიცხვის პროცენტს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს. მედიაწიგნიერების მიზნები: მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება. III.უცხო სიტყვათა ლექსიკონი- მედიკამენტი - სამკურნალო ნივთიერებების, წამლების ზოგადი სახელწოდება. ბიუჯეტი - შემოსავლებისა და ხარჯების ჩამონათვალი.

სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა

სიდიდის პროცენტული ცვლილება

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის #81 საჯარო სკოლა

I. გაკვეთილის სათაური-სიდიდის პროცენტული ცვლილება.

კლასი-მეშვიდე საგანი-მათემატიკა

II.სასწავლო მიზნები: მათ. VII.2.

მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ზეპირი ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილთან; პოულობს მოცემული რიცხვის პროცენტს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;

ხსნის პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ან სხვა სასწავლო დისციპლინებიდან მომდინარე ამოცანებს გამოთვლებზე (მაგალითად, ამოცანები პროცენტებზე და პროპორციაზე: ხსნარები, შენადნობები და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ზეპირი ანგარიშისას იყენებს პროცენტის კავშირს რიცხვის ნაწილთან; პოულობს მოცემული რიცხვის პროცენტს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს.

მედიაწიგნიერების მიზნები: მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის

შეფასება.

III.უცხო სიტყვათა ლექსიკონი- მედიკამენტი - სამკურნალო ნივთიერებების, წამლების ზოგადი სახელწოდება.

ბიუჯეტი - შემოსავლებისა და ხარჯების ჩამონათვალი.

Page 2: სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა

ჯანდაცვა - ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა; ჯანდაცვის სამინისტრო არის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

IV.საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალი: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, პროექტორი.

V. შენიშვნები: გაკვეთილის ჩასატარებლად აუცილებელია მინიმუმ ერთი ინტერნეტქსელში

ჩართული კომპიუტერი, პროექტორი.

VI. გაკვეთილის დროში გაწერილი მიმდინარეობა.

აქტივობა პირველი - კითხვა-პასუხი (5 წთ)

კითხვა: რას ეწოდება პროცენტი?

სავარაუდო პასუხი: რიცხვის მეასედ ნაწილს პროცენტი ეწოდება.

კითხვა: როგორ ვიპოვოთ რიცხვის p%

სავარაუდო პასუხი: რიცხვის p% საპოვნელად მოცემული რიცხვი

უნდა გავამრავლოთ პროცენტის აღმნიშვნელ წილადზე ଵ

-ზე.

კითხვა: რა არის რიცხვის 100 % ?

სავარაუდო პასუხი: რიცხვის ასი პროცენტი თვით ეს რიცხვია.

კითხვა: თუ ფასი გაიზარდა 40 % -ით რიცხვის რამდენ პროცენტს

ვპოულობთ?

სავარაუდო პასუხი: ვპოულობთ 100%+40% =140 %

აქტივობა2. (5წთ) ბავშვებს მოვასმენინებთ ნაწყვეტს ერთ-ერთი სატელევიზიო

საინფორმაციო გადაცემიდან (http://rustavi2.com/ka/video/11725?v=2)

Page 3: სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა

მასწავლებელი სვამს კითხვას: როგორ გაიგეთ მოსმენილი ინფორმაცია?

სავარაუდო პასუხი: წ ა მ ლ ი ს ფ ა ს ი 2 0 1 5 წ ლ ი ს დ ა ს ა ს რ უ ლ ს 2 - ჯ ე რ

დ ა მ ე ტ ა დ გ ა ძ ვ ი რ დ ა წ ი ნ ა წ ლ ე ბ თ ა ნ შ ე დ ა რ ე ბ ი თ .

აქტივობა3. მოსწავლეებს ვუჩვენებ ვიდეომასალაში დასახელებული

მედიკამენტების სურათებსა და მოკლე ანოტაციებს.

ბმულში მოცემულ მედიკამენტების ფასებს მოსწავლეებს წარმოვუდგენ ცხრილის

სახით, ცხრილში დამატებულია მოსწავლეებისთვის უცნობი სვეტი - სიდიდის

პროცენტული ცვლილება. ვუხსნი მოსწავლეებს, როგორ უნდა იპოვონ პროცენტული

საინფორმაციო გადაცემა 2015 წლის დასასრულს გავიდა ეთერში. ვიდეოში

წამყვანი ამბობს, რომ წამლების ფასი გაიზარდა 100 პროცენტით და მეტით და

წარმოადგენს რამდენიმე კონკრეტული მედიკამენტის შესახებ ინფორმაციას

დიაგრამის სახით.

Page 4: სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა

ცვლილება (მაგალითად, 13-დან 17 ლარამდე ფასის ცვლილება ფასის რამდენპროცენტიან

ზრდას ნიშნავს). მოსწავლეებთან ერთად ვავსებთ ცხრილის დანარჩენ მონაცემებს (15 წთ).

მოსწავლეების სამუშაო მასალაN1

საშუალო პროცენტული ცვლილება 70.92 % ბმულში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით ნაპოვნი პროცენტული ცვლილების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არაზუსტი და არასწორია. აქტივობა 4. მოსწავლეები ჯგუფებში ასრულებენ დავალებას. მოსწავლეებს მიეწოდებათ სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიების ფასები იმავე მედიკამენტებზე.

ბმულში მოცემული მონაცემები

N მედიკამენტის დასახელება

მედიკამენტის ფასი პროცენტული

ცვლილება 2013-2014

წლები 2015 წელი

1 დექსამეტაზონი 13.25 17.40 31,3 %

2 ეკვატორი 18.60 29.57 58.97 %

3 ასპირინი კარდიო

3.24 6.20 91.35 %

4 დუფასტონი 20.90 34.90 66.98 %

5 უტროჟესტანი 18.59 38.30 106 %

Page 5: სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა

დავალება: გაეცნონ ცხრილის სახით წარმოდგენილ მონაცემებს, გამოითვალონ თითოეული

მედიკამენტის პროცენტული ზრდის მაჩვენებელი და შეავსონ ცარიელი უჯრები:

ცხრილი N1

სააფთიაქო ქსელი „GPC“

N მედიკამენტის დასახელება

მედიკამენტის ფასი პროცენტული

ცვლილება

2014 წელი 2015 წელი

1 დექსამეტაზონი 14.60 15.90 8.9 %

2 ეკვატორი 19.20 27.99

45.78 %

3 ასპირინი კარდიო

3.60 6.00

66.67 %

4 დუფასტონი 22.80 35.00 53.5 %

5 უტროჟესტანი 20.10 36.95 83.83 %

ცხრილი N2

სააფთიაქო ქსელი“PSP“

N მედიკამენტის დასახელება

მედიკამენტის ფასი პროცენტული

ცვლილება

2014 წელი 2015 წელი

1 დექსამეტაზონი 14.65 17.40 18.77 %

2 ეკვატორი 18.60 29.57 58.97 %

3 ასპირინი კარდიო

3.45 5,95 72.46 %

4 დუფასტონი 20.90 34.90 66.98 %

5 უტროჟესტანი 18.86 39.10 107.3 %

Page 6: სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა

ცხრილი N3 სააფთიაქო ქსელი“ავერსი“

მედიკამენტის დასახელება

მედიკამენტის ფასი პროცენტული ცვლილება

2014 წელი

2015 წელი

დექსამეტაზონი 13.25 16.90 27.54%

ეკვატორი 19.90 29.70 49.24 %

ასპირინი კარდიო 3.24 6.20 91.35 %

დუფასტონი 21.70 33.20 52,99 %

უტროჟესტანი 18.76 35.80 90.83 %

ცხრილი N4

სააფთიაქო ქსელი “იმპექსი“

N მედიკამენტის დასახელება

მედიკამენტის ფასი პროცენტული

ცვლილება

2014 წელი 2015 წელი

1 დექსამეტაზონი 12.70 16.60 30.7 %

2 ეკვატორი 16.90 25.97 53.66 %

3 ასპირინი კარდიო

3.00 5.80 93.33 %

4 დუფასტონი 18.90 33.10 75.13 %

5 უტროჟესტანი 16.95 35.90 111.79 %

Page 7: სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა

ჯგუფების პრეზენტაციისას ერთ-ერთი მოსწავლე შეავსებს შემაჯამებელ, საერთო

ცხრილს. გთავაზობთ შევსებულ ცხრილს.

ცხრილი N5

საფთიაქო ქსელი „ფარმადეპო“

N მედიკამენტის დასახელება

მედიკამენტის ფასი პროცენტული

ცვლილება

2014 წელი 2015 წელი

1 დექსამეტაზონი 13.25 17.40 31.32 %

2 ეკვატორი 18.60 29,10 56.45 %

3 ასპირინი კარდიო

3.60 6.00

66.67 %

4 დუფასტონი 22.60 34.80 53.98 %

5 უტროჟესტანი 19.20 36.00 87.5 %

ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტი ავ

ერსი

ფარ

მად

ეპო

GPC

PSP

იმპე

ქსი

საშუ

ალო

პო

ცენტ

ულ

ი ცვ

ლილ

ება

დექსამეტაზონი 27.54 % 31.32 % 8.9 % 18.77 % 30.7 % 23.45 %

ასპირინი კარდიო 49.24 % 56.45 %

45.78 % 58.97 % 53.66 % 52.85 %

დუფასტონი 91.35 % 66.67 % 66.67 % 72.46 % 93.33 % 78.09 %

ეკვატორი 52.99 % 53.98 % 53.5 % 66.98 % 75.13 % 50.52 %

უტროჟესტანი 90.83 % 87.5 % 83.83 % 107.3 % 111.79 % 96.25 %

Page 8: სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა

არცერთი მედიკამენტის ფასის საშუალო მაჩვენებელი არ გაზრდილა 100%-ით, მეტიც, ერთი კონკრეტული გამონაკლისის გარდა, ფასის ზრდის მაჩვენებელი მიახლოებულიც კი არ არის 100%-თან, არათუ 100%-ზე მეტია. აქტივობა5. დისკუსია (10 წთ).

ყველა მონაცემის გამოთვლისა და ორგანიზების შემდეგ წარიმართება დისკუსია.

დისკუსიის სწორად წარმართვისთვის მასწავლებელი სვამს კითხვებს:

კითხვა: როგორია სხვადასხვა მედიასაშუალებით გადმოცემული ინფორმაცია?

სავარაუდო პასუხი: სხვადასხვა მედიასაშუალებით გადმოცემული ინფორმაცია

განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში არაზუსტია, ტენდენციური და არაობიექტურია.

კითხვა: რამდენად მართებული და სანდოა აზრი, რომ წამლების ფასი გაიზარდა 100

პროცენტით და მეტით?

სავარაუდო პასუხი: მოცემულ სიუჟეტში წარმოდგენილი აზრი წამლის ფასის 100 %-ით

და მეტად ზრდის შესახებ არასწორია. თვით სიუჟეტში მოცემული ფასების მარტივი

გაანგარიშებების შედეგად დგინდება, რომ ფასის ზრდის ტენდენცია გამიზნულად

არის გადაჭარბებული.

კითხვა: რამდენად მართებულია წამლის ფასზე საუბარი მედიკამენტის დოზისა და

აბების რაოდენობის მითითების გარეშე?

სავარაუდო პასუხი: ინფორმაცია კომპეტენტური და მედატ სანდო იქნებოდა,

ჟურნალისტი რომ საუბრობდეს წამლების დოზაზე, რადგან განსხვავებული დოზის

ერთსა და იმავე მედიკამენტს სხვადასხვა ფასი აქვს. ასევე, უმჯობესი იქნებოდა,

სიუჟეტში დაზუსტებული ყოფილიყო რომ საუბარია ერთნაირი რაოდენობის აბებზე.

მაგ: ყველა ჩამოთვლილი მედიკამენტის 1 აბი, 10 აბი... სიუჟეტში კი, როგორც

მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტების აღწერილობებიდან ჩანს, ზოგ

შემთხვევაში 20 აბზეა საუბარი, ზოგან 30-ზე, ზოგჯერ კი 10 აბზე.

Page 9: სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა

საშინაო დავალება: მოიძიეთ ნებისმიერი 5 მედიკამენტის ფასები და გამოთვალეთ ფასის

პროცენტული ცვლილება.

VII. შეფასების ინსტრუმენტები

მახასიათებლები ნაწილობრივ კარგად სრულყოფილად

შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს,

გამოთვალონ რიცხვის პროცენტი.

შეუძლიათ თუ არა, განსაზღვრონ

სიდიდის ზრდის ან კლების

პროცენტული ცვლილება.

შეუძლიათ თუ არა

მოსწავლეებს, მედიარესურსით

(ვიდეო, საგაზეთო სტატია)

მიწოდებული ინფორმაციის

ანალიზი (განსხვავებებისა და

მსგავსების პოვნა და მედიის მიერ

სინამდვილის რეპრეზენტაციის

შეფასება).

შეუძლიათ თუ არა ფაქტიდან

სინამდვილისა და გამონაგონის

გამიჯვნა და სწორი დასკვნების

შემუშავება.

შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს

Page 10: სიდიდის პროცენტული ცვლილებაmedialiteracy.ge/uploads/resources/615698b501d59fb.pdf · 2016. 1. 15. · სავარაუდო

სოფიო ჩიქოვანი

სსიპ ქალაქ თბილისის # 81 საჯარო სკოლა

საბოლოო დასკვნის გაკეთება და

არჩევანის დასაბუთება

არგუმენტებით.

შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს

კრიტიკული ანალიზი.

VIII. გამოყენებული მულტიმედია რესურსი: http://rustavi2.com/ka/video/11725?v=2