31
ააააააააააააა ააააააააააა ააააააა ააააააა ააააააააააააააააა – “აააააააა/ECOVISION” აააააააა ააააააააა აააააააააა ააააა ა.აააააააააა აა ააააააააააა აააააააააააააა თთთთთთთ 2016

შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

არასამთავრობო ორგანიზაცია

კავშირი მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა/ECOVISION”

კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმაქ.ამბროლაური და ამბროლაურის

მუნიციპალიტეტი

თბილისი 2016

სარჩევი

Page 2: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

2

შესავალი……………………………………………………………………………...3

I. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიმოხილვა ……………………4II. არსებული კლიმატი და მასთან დაკავშირებული რისკები………...9

III. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მომავალი რისკები…10 IV. მუნიციპალიტეტის მოწყვლადობის შეფასება კლიმატის

ცვლილებასთან და სხვა რისკებთან მიმართ………………………….12V. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების შეფასება………………………15 VI. მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების შეფასება ……………………17VII. რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებთათვის………………...21 VIII. რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის…………..24IX. რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოებებისთვის………………..25

ანგარიშის საავტორო უფლებები და გამოყენება

ანგარიშის მფლობელობის უფლებით სარგებლობს ავტორი - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა/ECOVISION”. შესაბამისად, მისი ასლის გამოყენება შესაძლებელია ავტორის თანხმობის შემდეგ მხოლოდ არაკომერციული მიზებისთვის.

გამოყენების და გავრცელების თანხმობის მისაღებად დაუკავშირდით ავტორს შემდეგ ელექტრონულ მისამაერთზე: [email protected], ან [email protected], [email protected] .

შესავალიკლიმატის ცვლილება წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს პრობლემას. მის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგები მოქმედებს ადამიანის საცხოვრის გარემოსა და უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე. კლიმატის ცვლილებას ყველგან ერთნაირი გამოვლინებები არ აქვს, მის მიმართ

Page 3: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

3

განსაკუთრებულად მოწყვლადნი არიან რთული რელიეფისა და სოციალ-ეკონომიკურად ნაკლებ განვითარებული ტერიტორიები. სწორედ ასეთი მაღალი მოწყვლადობის ტერიტორიათა რიცხვს მიეკუთვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. მისი მდებარეობა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მთათა სისტემის კალთებზე და სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის შავი ზღვის გავლენით ჩამოყალიბებული კლიმატის მრავალფეროვნება ბუნებრივად განაპირობებს ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების სიმრავლეს, რომლებიც კლიმატის ცვლილების პირობებში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაძლიერდებიან. აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ერთიანი ხედვის შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

კლიმატის ცვლილების და მისი უარყოფითი შედეგების შერბილება ან მათთან ადაპტაციის ქმედებების შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს როგორც ქვეყნის, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოწვევას და მიზანს. მათ შორისაა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც თავისი აქტიური ქმედება კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მასთან ადაპტაციისკენ დაიწყო ორგანიზაციის 2007 წლის საერთაშორისო კონფერენციის „ერთად კაცობრიობისთვის“ გადაწყვეტილებების შემდეგ. ორგანიზაციის სტრატეგიაში - 2020 ნათქვამია: “ჩვენ აგრეთვე შეგვაქს წვლილი კლიმატის ცვლილების პროგრესირების შემცირებაში ადვოკატირებისა და სოცილურ მობილიზაციის გზით საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის და ნახშირბადის წვლილის შემცირებისთვის“ 1. ამჟამად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებებს ერთ-ერთი მთავარი როლი აკისრია.

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია “კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში”, მეორე ფაზის რეგიონალური პროექტის ფარგლებში. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. რეგიონულ პროექტს კოორდინაციას უწევს ავსტრიის წითელი ჯვარი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებლები არიან ავსტრიის განვითარების სააგენტო და ავსტრიის წითელი ჯვარი.

საქართველოს წითელი ჯვრის მიერ გამოიცა რამოდენიმე პუბლიკაცია და საინფორმაციო ბუკლეტი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე2, მათ შორის უშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში მომზადდა კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შეფასების საქართველოს ანგარიში3.

ამ დოკუმენტის მთავარი სამიზნე ჯგუფია ქ.ამბროლაურის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობა, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებები (სსო) და საქართველოს წითელი ჯვარის ინიციატივით, რეგიონალური პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული საქართველოს სსო ქსელის წევრები.

1 http://www.ifrc.org/Global/Publications/general/strategy-2020.pdf 2 http://www.redcross.ge/en/publication 3 კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შეფასების საქართველოს ანგარიში.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. 2014

Page 4: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

4

დოკუმენტის მიზანია გამოავლინოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და დაეხმაროს ამბროლაურის ადგილობრივ თვითმმართველობებს, სამოქალაქო საზოგადოებებს კლიმატის ცვლილების საადაპტაციო პრიორიტრტების განსაზღვრასა და ღონისძიებების დაგეგმაში. დახმაროს მოსახლეობას კლიმატის ცვლილებების შერბილების და მისგან გამოწვეული ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების დროს ქცევის წესების ათვისებაში.

დოკუმენტის შემუშავებისას გამოყენებული იქნა გეგმის შედგენის სტანდარტული მეთოდოლოგია:

1. ზოგადი ინფორმაციის მოპოვება2. ინფორმაციის მოპოვება ადგილობრივ დონეზე3. პრიორიტეტებისა და ღონისძიებების გამოკვეთა4. გეგმის პროექტის მომზადება5. გეგმის შეთანხმება ადგილობრივ დონეზე6. საბოლოო გეგმის მომზადება7. გეგმის განხორციელების მონიტორინგი

პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მიმდინარეობდა კონსულტაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროექტის კოორდინატორს და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალური და ადილობრივი ოფისების წარმომადგენლებს ეფექტიანი დახმარებისთვის.

I. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიმოხილვაზოგადი მონაცემები. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთიდან ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ დასავლეთიდან - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთიდან - ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთ- აღმოსავლეთიდან - ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები. 2014 წლის მეორე ნახევრიდან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ორად გაიყო: ”თვითმმართველი ქალაქი - ამბროლაური”და ”ამბროლაურის მუნიციპალიტეტი”. გეგმა მოიცავს ზემოაღნიშნულ ორივე ტერიტორიას. მუნიციპალიტეტის ტერიტორა 1,142 კვ.კმ-ია, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 500მ.

მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს.

ელექტროენერგიის განაწილებას მუნიციპალიტეტში ახორციელებს „ენერგო პრო ჯორჯია“, ხოლო გაზისას სს „საქორგგაზი“. მუნიციპალიტეტი მდებარეობს IIბ კლიმატურ ქვერაიონში4.ამბროლაურში ოფიციალურად რეგისტრირებული შემდეგი სამოქალაქო ორგანიზაციები. ასოციაცია "ზეკარი” , სათემო კავშირი "სადმელი" , ფონდი

4 საქართველოს მთავრობის 15.01.2014 წ. დადგენილება №71 „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ“

Page 5: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

5

"აფხაზინტერკონტი"(AIC) - რაჭის ოფისი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - რაჭის რეგიონული კომიტეტი.5

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის უმთავრესი ბუნებრივი რესურსი მისი ბუნება და ჰავაა, რაც განაპირობებს დამსვენებელთა დიდი ნაკადის მოდინებას ზაფხულის პერიოდში, მნიშვნელოვანია ტყისა და წყლის რესურსები. ძირითად სიმდიდრეს მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს ტყე (76 859 ჰა), აქედან ტყით დაფარულია 74 530 ჰა, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 65.3% -ია. ტყეები უმთავრესად შერეული ხასიათისაა. ფოთლოვანი სახეობებიდან გავრცელებულია: მუხა, რცხილა, ცაცხვი, ვერხვი,ნეკერჩხალი, წაბლი, უთხოვარი, იფანი, წიწოვანიდან: სოჭი, ფიჭვი, ნაძვი და სხვა. ტყეებსაქ უმთავრესად სოციალურ-ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვთ. ისინი ასრულებენ ნიადაგდაცვით, წყალმარეგულირებელ, სანიტარულ-ჰიგიენურ ფუნქციებს, აგრეთვე იცავენ დასახლებულ ადგილებს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ღვარცოფებისა და ზვავებისაგან.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით მდიდარია წყლის რესურსებით და იგი მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს საქართველოს ჰიდროენერგეტიკისათვის. წყლისძირითადი არტერიაა მდ. რიონი (სიგრძე 327 კმ), რომელიც სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედიდან და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნი, რიცეულა, ასკი. წყლის რესურსებიდან აგრეთვე აღსანიშნავია შაორის წყალსაცავი (ზედაპირის ფართობია 9,2 კმ2, მაქსიმალური სიმაღლე 14,5 მ, წყლის მოცულობააა 90,6 მლნ.მ3)

მუნიციპალიტეტი ისევე როგორც მთლიანად რაჭის რეგიონი მდიდარია იშვიათი წიაღისეულით (ცხრილი 1), კერძოდ აქ მოიპოვება:ცხრილი 1. მუნიციპალიტეტში არსებული წიაღისეული რესურსები

დასახელება მდებარეობა მარაგი (ათასი ტ)რკინა შაორი (სინდერიტი 218)   72,000მანგანუმი ბაჯი, ზედა შავრა 2,180დარიშხანი ურავი, ლუხუნი 223სტიბიუმი ქაჯიანი, ჩადუანი 6.6მაგნური ქანები (ბაზალტი) ზედა შავრა 107კირქვები ამბროლაური, ხოტევი, ზნაკვა 7,251ქვა-ღორღი ჟოშხა, ნაქერალა 440.2საკირე ქვები ცახი 400სააგურე თიხები მუხლი, წესი, პირველი ტოლა,

ბაჯი 560თაბაშირი ჭრებალო, მუხლი, წესი 9,981.6

დემოგრაფია. 2014 წლის მონაცემებით6, ქ.ამბროლაურში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 11,186 ადამიანი. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 18.3 %-ს, მოსახლეობის სიმჭიდროვეა 10.2 კაცი/კმ2-ზე, რაც ქვეყნის საშუალო 5 http://www.csogeorgia.org/ 6 http://census.ge/ge/results/census

Page 6: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

6

მაჩვენებელს (67კაცი/კმ2 ) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. მუნიციპალიტეტში 70 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 69 სოფელი. სოფლები გაერთიანებულის 18 თემში. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მრეწველობა და სხვადასხვა სოციალური დახმარება.ცხრილი 2. ქ.ამბროლაურის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

სულ მოსახლეობაორივე სქესი კაცი ქალი

ქ. ამბროლაური 2,047 959 1,088

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

9,139 4,542 4,597

სულ 11,186 5,501 5,685

ეკონომიკა. საბჭოთა პერიოდში ამბროლაურში მუშაობდა როგორც მომპოვებელი მრეწველობა (ურავის დარიშხანის ქარხანა) ასევე რამდენიმე საკონსერვო და მსუბქი მრეწველობის ქარხნები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ეს ქარხანა გაჩერდა.დღეისათვის აქტიურია მშენებლობის სფერო, რომელის გამოცოცხლებას ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებმა. ასევე უკეთ არის წარმოდგენილი კვების მრეწველობა, ძირითადად ღვინის ქარხნები, რაც გამოწვეულია იმით, რომ მუნიციპალიტეტში გავრცელებულია ენდემური ვაზის ჯიშები საიდანაც მსოფლიოში განთქმული ღვინოები ჩამოისხმება. მრეწველობის დარგები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით არ არის განვითარებული. 2015 წლის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით მშენებლობის დარგში დარეგისტრირებულია - 18 საწარმო, სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობაში - 8, სამთომოპოვებით მრეწველობაში - 5, ხოლო გადამამუშავებელ მრეწველობაში -26. მათ შორის გადამამუშავებელ მრეწველობაში აღსანიშნავია მდინარის კალაპოტიდან ქვიშა-ხრეშის მოპოვება და თაბაშირის მოპოვება-გადამუშავება.სოფლის მეურნეობა . სოფლის მეურნეობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტეში ეკონომიკის წამყვანი დარგია, აქ ძირითადად გავრცელებულია მევენახეობა, მეცხოველეობა, მეხილეობა და შედარებით მცირე მასშტაბებით მემარცვლეობა. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეფუტკრეობა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეადგენს 27,910 ჰა-ს. აქედან სახნავ-სათესი - შეადგენს 2,060 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები -1,739 ჰა, სათიბ-საძოვრები - 24,108 ჰა. აქედან 5 900 ჰა. საძოვრებს უკავია, შესაბამისად თითოეულ სასოფლო კომლზე 1,1 ჰა საძოვარი მოდის, და სტატისტიკურად თითეულ ჰექტარ საძოვარზე 1.7 მსხვილფეხა პირუტყვია. მსხვილფეხა პირუტყვის მოვლისთვის რეგიონი მკაცრია, აქ ბართან შედარებით გრძელი ზამთარი იცის, რაც საოჯახო მეურნეობებიდან პირუტყვის გამოკვებისთვის დამატებით ხარჯებს მოითხოვს. უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2009 წელთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით 2 800 თავით.

ცხრილი 3. მეცხოველეობის და მეფრინველეობის სტატისტიკური მონაცემები 2014 წლისთვის

Page 7: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

7

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი

მათ შორის ფური

კამეჩი მათ შორის ფურკამეჩი

ცხვარი თხა ღორი

ფუტკრის ოჯახი (სკა)

7 017 3 016 18 5 838 30 1 340 2 295

ფრინველთა რაოდენობა

მათ შორის ქათამი აქედან კვერცხისმდებელი

ქ. ამბროლაური 1 357 1 222 459ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

19 222 17 321 6 226

სულ 20 579 18 543 6 685

კომლების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები 2,098 ჰა-ს, აქედან კერძო საკუთრებაშია 2082 ჰა.ამბროლაურში არსებული 5624 მეურნეობიდან, ყველაზე მეტია მეურნეობები რომელიც ფლობენ 0.2-0.49 ჰა-მდე მიწას (35.2%), ხოლო მეურნეობები რომლებიც ფლობენ 0.1-0.19 ჰა-მდე შეადგენს 23.13%-ს.7

მუნიციპალიტეტში კარგადაა განვითარებული მეღორეობა, ისევე როგორც რაჭული ღვინო, რაჭული ლორიც განთქმულია. 2009 წლისთვის ღორის სულადობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული 2007 წელს გავრცელებული მონტგომერის დავადებისა და ღორის გრიპის გამო. საერთოდ აღსანიშნავია, რომ რაჭის ტყეებში გავრცელებული ხის სახეობების გამო (წიფელი, მუხა და წაბლი) ღორის შენახვა საოჯახო მეურნებობში შედარებით ხელსაყრელია.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის ისეთი ენდემური სახეობები როგორებიცაა “ალექსანდროული”, “მუჯურეთული”, “წულიკიძის თეთრა” და “ძელშავი” და მხოლოდ ამ რეგიონის, კონკრეტულად კი ამ მუნიციპალიტეტის მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროსთვისაა დამახასიათებელი. ვაზის განაშენიანების მთლიანი ფართობია დაახლოებით 900 ჰა. შესაბამისად, მოწეული ყურძნის რაოდენობის მიუხედავად იგი მაინც რჩება სტრატეგიულ პროდუქტად, მითუმეტეს, რომ ამ სახეობებიდან ნაწარმოებ ღვინოებს კარგად იცნობენ შიდა და გარე ბაზრებზე. ნიადაგური საფარის თვალსაზრისით, მთა-ტყის ზონაში გავრცელებულია ყვითელ-ყომრალი ნიადაგები, ალპურ ზონაში გვხვდება მთა-მდელოს ნიადაგები, მერგელების გამოფიტვის პროდუქტებზე განვითარებულია ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, ხოლო მდინარეების დაბალ ტერასებზე გვხვდება ალუვიური ნიადაგები. არსებული სასოფლო–სამეურნეო ტექნოლოგიების ფონზე ნიადაგები ხასიათდება საშუალო ნაყოფიერებით. აღინიშნება მიწების მცირე დეგრადაცია. წყლისმიერი ეროზია – 2,300 ჰა, აქედან სუსტი 1,000 ჰა, საშუალო 800 ჰა, ძლიერი 300 ჰა. ქარისმიერი ეროზია არ აღინიშნება8.

ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შპს „მედიქალ პარკი საქართველოს“ ამბროლაურის მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელიც გათვლილია 25 საწოლზე. ამბროლაურის 7 http://census.ge/ge/results/agro-census 8 კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კლიმატის

ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფცია. USAID-NALA, თბილისი 2016

Page 8: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

8

მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები განიცდიან მაღალკვალიფიცირებული კადრების უკმარისობას, რაც იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამკურნალოდ გასვლას საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაბალი შემოსავლებისა და ასაკობრივისტრუქტურიდან გამომდინარე, სადაც მოსახლეობის დაახლოებით მესამედი პენსიონერია, სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მოსახლეობის ფულადი შემოსავლები ვერ უზრუნველყოფს მათ სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას.

მოსახლეობას ძირითადად აწუხებს გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიურიდაავადებები, რომელთა სიხშირეც ძირითადად გამოწვეულია მატერიალურიმდგომარეობით და შესაბამისად დაგვიანებული გამოკვლევებითა და მკურნალობით.მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დამახასითებელია სპეციფიკური დაავადებები (მაგ. ენდემური ჩიყვი, უროლოგიური დაავადებები). მიუხედავად ამ სპეციფიკისა,მუნიციპალიტეტს არ ყავს ამ სფეროს ვიწრო კვალიფიკაციის სპეციალისტები.საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიცვალა სოფლისმოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების პრინციპი და დღეის მდგომარეობით,მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ერთ პირთან მოლაპარაკების პრინციპით,სახელმწიფო შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებით.მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება 4 სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინომომსახურების ბრიგადა.

ცხრილი 4. მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა ქ.ამბროლაურში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (2016 წლის აპრილის მონაცემებით)9

რეგისტრირებულთა რაოდენობა

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა

რეგისტრირებულთა პროცენტული წილი მთელ მოსახლეობასთან*

საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი რეგისტრირებულებთან

საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი მთელ მოსახლეობასთან*

ოჯახი მოსახლეობა

ოჯახი მოსახლეობა

ოჯახი მოსახლეობა

ოჯახი მოსახლეობა

ოჯახი მოსახლეობა

502 1280 129 319 47.2 61 25.7 24.9 12.1 15.23545 7496 1902 399

478.2 84.2 53.7 53.3 42 44.9

ტურიზმი. მუნიციპალიტეტში მდებარეობს ბალნეო-კლიმატური კურორტი ბუგეული და ბალნეოლოგიური კურორტი ხიდიკარი, ასევე - საკურორტო ადგილები: ურავი და ცესიგორა.

მუნიციპალიტეტში არის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ბუნებრივ-გეოგრაფიული რესურსები, პირველ ყოვლისა, ეს ეხება შაორის წყალსაცავს, მდინარეების რიონისა და კრიხულას ხეობებს და რაჭის ქედის კარსტულ მასივს. ამ

9 http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1195

Page 9: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

9

ობიექტების ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის გამოვლენა და ათვისება, პირველ ყოვლისა, საჭიროებს კომპლექსური გეოგრაფიულ კვლევის ჩატარებას.

კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია UNESCO10-მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის კანდიდატი ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარი (XI ს; XVI ს.) და ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლები: ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია (XVI ს.), ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესია (X-XI საუკუნეები), კლდისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია (IX-X საუკუნეები), რაკეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XI საუკუნის დამდეგი), ხიმშის ერთნავიანი ეკლესია (XI-XII საუკუნეები), ბარაკონის ტაძარი (XVIII ს.).

II. არსებული კლიმატი და მასთან დაკავშირებული რისკები

1961-1990 წწ. საბაზისო პერიოდისათვის, მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიისათვის ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +5.50C (11.20C)11-ს შეადგენდა, ზამთარში -3.10C (1.10C) -ს, ხოლო ზაფხულში 15.40C (20.60C)-ს. აბსოლუტური მინიმუმი -21.50C-ს, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი +39.20C-ს. ნალექების ჯამური რაოდენობა 1,288 მმ-ს წელიწადში. მაქსიმალური რაოდენობა ზამთარსა და შემოდგომაზე მოდიოდა 329 მმ. ცხელი დღეების რაოდენობა აქ საშუალოდ 43 დღეს შეადგენდა, ხოლო ყინვიანი დღეებისა კი 87-ს. მუნიციპალიტეტში თავსხმა წვიმების შემთხვევები საშუალოდ 16 დღეს უდრიდა წელიწადში. თოვლის საფარის საშუალო ხანგრძლივობა მუნიციპალიტეტისათვის 60 დღის ტოლი იყო.

კლიმატის და მის ცვლილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი საშიშროებიდან აღსანიშნავია მეწყრული პროცესები, მდინარეთა ნაპირების ეროზიული გარეცხვა, წყალმოვარდნები, კარსტული ჩაქცევები და სხვა. გეოლოგიური სამსახურის მიერ 1981-2000 წლებში დამუშავებულ ინფორმაციულ ბიულეტენში ამბროლაურის ტერიტორიის სივრცეში დაფიქსირებული იყო 181 მეწყერი, 17 ღვარცოფტრანსფორმირებადი წყალსადინარი, 6 კლდეზვავი, მუდმივად მოქმედი გრავიტაციული ქვათაცვენების 9 უბანი, მდინარეთა ნაპირების ეროზიული გარეცხვა 28 კმ-ის საერთო სიგრძით და დატბორვები 25 ჰა. ფართობზე. იმ პერიოდში საშიშროების რისკში იმყოფებოდა 70 დასახლებული პუნქტი და ცენტრალური საავტომობილო გზა 7,2 კმ. საერთო სიგრძით, დაზიანებული იყო 3 ხიდი, ნაპირსამაგრი ნაგებობა 0,15კმ-ზე, წყალსადენი და ურავის გაზსადენი. ამავე პერიოდში, რაიონში ჩატარებული მსხვილმასშტაბიანი სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიურ-მელიორაციული კვლევებით, ურბანიზებული და სასოფლო-სამეურნეო მიწების 32,0 ათას ჰა სტიქიური პროცესების მაღალი რისკის არეალში იყო, ხოლო 7,8% ფართობებისა იმდენად ძლიერ იყო დაზიანებული, რომ საჭიროებდა კარდინალური ღონისძიებების გატარებას. 1988-1998 წლებში დაფიქსირებული იყო 299 მეწყრული სხეულების გააქტიურება და 22 ახალი მეწყრის წარმოქმნა, 6 კლდეზვავის ფორმირება, ღვარცოფების გავლა 28-ჯერ. სტიქიური პროცესების ასეთი გააქტიურება აღნიშნულ პერიოდში და შემდეგ წლებში განპირობებული იყო ატმოსფერული ნალექების დიდი გადახრებით როგორც შიდაწლიურში, ასევე დღე-ღამურ სიდიდეებში. 1940-2010 წლების პერიოდში მეწყერმაპროვოცირებელი 10 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის

სპეციალიზებული ორგანო.11 საშუალო კლიმატური მახასიათებლები მუნიციპალიტეტის მთელი ფართობისათვისაა გამოთვლილი და

შედის მაღალმთიანი ზონებიც, სადაც მოსახლეობის რიცხვი მცირეა და სამეურნეო საქმიანობაც შეზღუდულია. ფრჩხილებში მოყვანილია კლიმატური პარამეტრების ის მნიშვნელობები, რომლებიც მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე არსებული მეტეოროლოგიური სადგურის დაკვირვებებს შეესაბამება.

Page 10: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

10

შიდაწლიური დადებით გადახრებს ადგილი ჰქონდა 33-ჯერ (განმეორებადობის კოეფიციენტი 0.88), ხოლო ღვარცოფისა და წყალმოვარდნების მაფორმირებელ დღე-ღამური ნალექების განმეორებადობას, რომლებიც ამავე დროს ხელს უწყობდნენ მეწყრების გააქტიურებას, დაფიქსირებული იყო 176-ჯერ, ანუ განმეორებადობის კოეფიციენტით - 2.88. 2014 წელს, მდ. რიონის აუზში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვის კლიმატისადმი მედეგი პრაქტიკის შემუშავების პროექტით ჩატარებული კვლევებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი მოქცეულია მეტ-ნაკლები საშიშროების სტიქიური პროცესების არეალში. აქედან მაღალი საშიშროების რისკში - 31, საშუალოში - 20 და დაბალში 18. მარტო ჭრებალოს თემიდან 2003-2011 წლებში მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად გაყვანილი იქნა ეკომიგრანტების სტატუსით 18 ოჯახი. 2005 წელს 27 დასახლებულ პუნქტში დაზიანდა 281 საცხოვრებელი სახლი და საავტომობილო გზები 7კმ-ზე. სოფ. ლიხეთში 2015 წლის 20 ივნისს მოსული ძლიერი სეტყვის და კოკისპირული წვიმის ზემოქმედების შედეგად დაზარალდა 37 ოჯახი.

III. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მომავალი რისკები

2021-2050 წწ. და 2071-2100 წწ. პერიოდისათვის კლიმატის ცვლილების სცენარის თანახმად, რომელიც დამუშავდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით შემუშავებულ პროგრამის "საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია"12 ფარგლებში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +1.20C-ით გაიზრდება. ყველაზე მეტად ტემპერატურის მატება შემოდგომაზეა მოსალოდნელი (1.8 0C-ით), აბსოლუტური მინიმუმი 0.6 გრადუსით უფრო თბილი იქნება, მაქსიმუმი კი 0.9 გრადუსით. ნალექების წლიური რაოდენობა ამ პერიოდისათვის დაახლოებით 4 %-ით მცირდება. ნალექების სეზონური ჯამებიდან ყველაზე შესამჩნევი გაზაფხულზე ნალექების რაოდენობის კლებაა (12%). დანარჩენ სეზონებზე ნალექების რაოდენობა გაცილებით ნაკლებად მცირდება (2%). შედეგად ზაფხულის გარდა ყველა სეზონზე ნალექის დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა მოვა. ცხელი დღეების რაოდენობა დაახლოებით 16 დღით გაიზრდება, ყინვიანისა კი 20-ით შემცირდება. თავსხმა წვიმების რაოდენობა მუნიციპალიტეტში გაიზრდება 1.3 დღით, ისევე, როგორც თოვლის საფარის მაქსიმალური სიმაღლე, თუმცა ამ პერიოდისათვის თოვლის საფარის ხანგრძლივობა შემცირდება.

2071-2100 წწ. პერიოდისათვის კლიმატის ცვლილების სცენარის თანახმად, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა კიდევ +3.40C-ით გაიზრდება. ეს მატება ყველაზე მეტად ზაფხულის ტემპერატურის მატების ხარჯზეა მოსალოდნელი (4.6 0C-ით), აბსოლუტური მინიმუმი და მაქსიმუმი ამ პერიოდში საგრძნობლად თბება. განსაკუთრებით კი მინიმუმი (4.6-4.4 0C-ით). ნალექების წლიური რაოდენობა 10%-ით შემცირდება. ნალექების სეზონური ჯამები შემცირდება ყველა სეზონზე, ყველაზე მნიშვნელოვნად კი ზაფხულში (28%). დანარჩენ სეზონებზე ეს შემცირება 8-დან 15 %-მდე მერყეობს. ასეთი ცვლილებების შედეგად ნალექების წლიური განაწილება შეიცვლება, ზამთარში ნალექების მაქსიმუმი მოვა და მოსული ნალექების წილი კიდევ უფრო გაიზრდება წლიურ რაოდენობაში. ცხელი დღეების რიცხვი დაახლოებით 44 დღით გაიზრდება, ყინვიანისა კი 51-ით შემცირდება. შედეგად, 12 კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კლიმატის

ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფცია. USAID-NALA, თბილისი 2016.

Page 11: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

11

მუნიციპალიტეტში ყინვიანი და ცხელი დღეების რაოდენობა თითქმის ტოლი . თავსხმა წვიმების რაოდენობა ამ პერიოდში 2.2 დღით შემცირდება. თოვლის საფარის სიმაღლეცა და ხანგრძლივობაც ამ პერიოდისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება. სტიქიური პროცესების განვითარების ტენდეცია ძირითადად ფონურის ფარგლებში იქნება.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მე-3-ე შეტყობინებაში13 მოცემულია კლიმატური პარამეტრების ცვლილებები ამბროლაურში მეტეოროლოგიური სადგურის დაარსებიდან (წინა საუკუნის 30-იანი წლები) 3 დროითი ინტერვალის პერიოდში ( ცხრილი 5).ცხრილი 5. საშუალო ტემპერატურისა და ნალექების სეზონური და წლიური ჯამების მნიშვნელობები სამი პერიოდისათვის: სადგურის დაარსებიდან-1960 წლამდე; 1961-1985 წწ. და 1986-2010 წწ. ცვლილებები აღნიშნულ პერიოდებს შორის.

T1(0С)

T2(0С)

T3(0С)

Δ1(0С)

Δ2(0С)

P1,მმ

P2,მმ

P3, მმ

Δ1,%

Δ2,%

ზამთარი 0.7 1.1 0.9 0.4 -0.2 258.0

258.1

289.1

0.0 12.0

გაზაფხული 10.7 11.1 10.9 0.4 -0.2 277.0

241.0

258.0

-13 7.1

ზაფხული 21.1 20.6 21.3 -0.5 0.7 260.0

259.7

262.1

-0.1 0.9

შემოდგომა 12.4 11.9 12.4 -0.5 0.5 280.0

282.3

309.8

0.8 9.7

ცხრილი 6. ფარდობითი ტენიანობისა და ქარის საშუალო სიჩქარის წლიური მნიშვნელობები სამი პერიოდისათვის: სადგურის დაარსებიდან-1960 წლამდე; 1961-1985 წწ. და 1986-2010 წწ. ცვლილებები აღნიშნულ პერიოდებს შორის

RH1%

RH2%

RH3%

Δ1%

Δ2%

V1,მ/წმ

V2, მ/წმ

V3, მ/წმ Δ1, მ/წმ

Δ2, მ/წმ

75 75.2

76.7

0.2 1.5 2.3 2 1.1 -0.3 -0.9

აღნიშვნები: T- საშუალო ტემპერატურა (სეზონური ან წლიური, ცხრილის შესაბამისად); P- ნალქების ჯამი (სეზონური ან წლიური, ცხრილის შესაბამისად); RH-წლიური ფარდობითი ტენიანობა; V - ქარის საშუალო წლიური სიჩქარე ინდექსი 1 - დაარსებიდან -1960 წლამდე პერიოდი; ინდექსი 2 – 1961-1985 წწ. პერიოდი; ინდექსი 3- 1986-2010 წწ. პერიოდი; Δ1 - ცვლილება 1961-1985 წწ. და დაარსებიდან-1960 წლამდე პერიოდებს შორის; Δ2 - ცვლილება 1986-2010 წწ. და 1961-1985 წწ. პერიოდებს შორის;

კლიმატის ცვლილების რისკები შეეხება ცხოვრების ყველა სფეროს. ცხრილი 7-ში მოცემულია მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ძირითად რისკები.

ცხრილი 7. კლიმატის ცვლილების ზოგადი რისკები მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის

რისკები1 ინფრასტრუქტურის დაზიანება და განადგურება2 ზემოქმედება პირველად სერივისებზე (ელექტროენერგიის და

წყალმომარაგების შეზღუდვა3 წყლის წყაროების დაკარგვა13 http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=141

Page 12: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

12

4 ხანძრების, მათ შორის ტყის ხანძრების ზრდა5 ეკოსისტემების დაკარგვა ან სახეცვლილება6 მოსახლეობის ჯანმრთელობაზე (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებზე)

უარყოფითი ზეგავლენა, მათ შორის თბური ტალღები.7 პრობლემები ეკონომკის დარგების განვითარებაში8 განვითარების პრიორიტეტების შეცვლა და ამისთვის დამატებითი რეურსების

მოძიება

IV. მუნიციპალიტეტის მოწყვლადობის შეფასება კლიმატის ცვლილებასთან და სხვა რისკებთან მიმართ

პროგრამის „ბუნებრივი რესურსებისინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში“ – INRMW 14 ფარგლებში განხორციელებული საველე კვლევების განისაზღვრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემავალი თემების მოწყვლადობაკლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების მიმართ (ცხრილი 8). შეფასდა თემების რისკის ზომა ბუნებრივი კატასტროფების თვალსაზრისით. მომზადდა მუნიციპალიტეტის ხიფათების, მოწყვლადობისა და რისკის რუკები.

მოწყვალდობის შემადგენელი კომპონენტების ანალიზმა აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ბუნებრივი კატასტროფებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის მთვარი განმაპირობებელი ფაქტორებია – სოფლებში სოციალური ინფრასტრუქტურის ნაკლებობა (ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა. ასევე, პირველადი მოთხოვნილების საქონლის შესყიდვის საშუალება, უსაფრთხოება), გართულებული კომუნიკაციები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და შესაძლო კატასტროფებისადმი და კლიმატის ცვლილებისადმი მზაობის დაბალი ხარისხი (ინფორმაციისა და საჭირო უნარ-ჩვევების ნაკლებობა). მოწყვლადობის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვნად ზემოქმედებდა საფრთხის ზონებში არსებული კომუნიკაციების, ეკონომიკური საშუალებების (სავარგულები) და საფრთხის ზონებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის მაჩვენებელი.

ცხრილი 8. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირებული სახიფათო ბუნებრივი მოვლენები და თემების მოწყვლადობის შეფასებათემი სახიფათო ბუნებრივი მოვლენა მოწყვლადობი

სშეფასება

წყალდიდობა

ღვარცოფი მეწყერი ნაპირებისწარეცხვა

ლიხეთი + + + + საშუალოზე მაღალი

წესი + დაბალიხიდიკარი + + საშუალო

სხვავა + + საშუალოზე მაღალი

იწა + + + + მაღალი

ველევი + + საშუალო

14 მდ.რიონის წყალშემკრები აუზის ზედაწელის საპილოტე ტერიტორიის ბუნებრივი კატასტროფების და კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შეფასება და საადაპტაციო შემარბილებელ ღონისძიებეათა გეგმა. CENN -2013.

Page 13: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

13

ჭელიაღელე საშუალო

ხოტევი + საშუალოზე მაღალი

ნიკორწმინდა + საშუალო

ნამანევი + საშუალოზე მაღალი

ცახი + მაღალი

ზნაკვა + + საშუალოზე მაღალი

ბუგეული + + + + საშუალოღადიში + საშუალოზე

მაღალისადმელი + + + საშუალო

ხვანჭკარა + + საშუალო

ჭრებალო + + + + საშუალოზე მაღალი

ჭყვიში + + საშუალო

ამბროლაური + + + დაბალი

ცხრილის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამბროლაურისმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმთავრეს ბუნებრივ ხიფათს მეწყრული პროცესიქმნის. მეწყერი მუნიციპალიტეტის პრაქტიკულად ყველა თემისთვის პრობლემას წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტის თემების მოწყვლადობის შეფასების გარდა შეფასებულია მინიციპალიტეტის მოწყვლადობა დარგობრივ ჭრილში15:

დემოგრაფია. არასასურველი მიგრაციული პროცესები და გარდაცვლილი მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც მნიშვნელოვნად აჭარბებს დაბადებულთა შესაბამის მაჩვენებელს, გარკვეული დროის შემდეგ გამოიწვევს მოსახლეობის რაოდენობის სერიოზულ შემცირებას. ამ მხრივ მუნიციპალიტეტი წარმოადგენს მეტად მოწყვლად რეგიონს.

ეკონომიკა. გამომდინარე იქედან, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საწარმოების რიცხვი, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით მცირეა, კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული რისკ-ფაქტორები არ უნდა იყოს მაღალი. შეუძლებელია მუნიციპალიტეტში სექტორის მოწყვლადობის ზუსტი პროგნოზირება, ვინაიდან წარმოების სახეობები, კლიმატის ცვლილების მიმართ სხვადასხვაგვარად არის მოწყვლადი.

მუნიციპალიტეტი ბუნებრივი კატასტროფების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება, მეწყერსაშიშია, ხასიათდება არამდგრადი ბუნებრივი პირობებით, მდინარეთა ნაპირების ეროზიული გარეცხვით, წყალმოვარდნებით და ღვარცოფებით. მომავალში კლიმატის ცვლილების სცენარის თანახმად, ჰაერის ტემპერატურა 15 კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კლიმატის

ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფცია. USAID-NALA, თბილისი 2016.

Page 14: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

14

იზრდება. შესაბამისად იზრდება ცხელი დღეების რაოდენობა, ყინვიანის კი მცირდება. ასევე მცირდება ზაფხულში ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა. ბუნებრივ პირობებთან მიმართებაში გასათვალისწინებელია თავსხმა წვიმების რაოდენობის საგრძნობი მატება, რაც აუცილებლად გაზრდის საწარმოო ობიექტების დაზიანების რისკებს.

სოფლის მეურნეობა. 2015-2020 წწ. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ნეგატიური მოვლენები არ პროგნოზიდება. 2021-2050 წწ. და 2071-2100 წწ. კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების თანამედროვე ფონზე, შესაძლებელია ნიადაგის ნაყოფიერების შემცირება. წყლისმიერი ეროზია ნალექების კლებასთან დაკავშირებით უნდა შემცირდეს. ქარისმიერი ეროზიის წარმოშობის რისკი 2050 წლისთვის არის 0.11%, 2100 წლისთვის კი –1.21%.

ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა. საავადმყოფოს ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ზამთრის პერიოდში არასახარბიელო კლიმატურიპირობებში, მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებით მდებარე მოსახლეობას ექმნება პრობლემები სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. პრობლემას წარმოადგენს გამოძახებიდან დანიშნულების ადგილზე დროული მისვლა ( განსაკუთრებით სოფლებში) და პაციენტთა კომფორტული ტრანსპორტირება.

პროგნოზის მიხედვით 2021-2050 წლებში, ისევე როგორც 2071-2100 წლებისთვის ექსტრემალური ტემპერატურის საშუალო მნიშვნელობა და ზაფხულის ცხელი დღეების რაოდენობა ძალიან უმნიშვნელოდ იზრდება და შესაბამისად, ამბროლაური დაბალი მოწყვლადობის მუნიციპალიტეტად რჩება.

ტურიზმი. კლიმატის ცვლილებების პროგნოზით (2021-2050 და 2071-2100 წწ.) მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება წლის ყველა პერიოდში, ზაფხულში. ნალექების რაოდენობა უმნიშვნელოდ დაიკლებს ზამთარში, შემოდგომაზე და ზაფხულში, მნიშვნელოვნად - გაზაფხულზე. დათბობას გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნდა მოყვეს ზაფხულის ტურისტული სეზონის გახანგრძლივება, რაც დადებითი ფაქტორია, განსაკუთრებით შაორის ტურისტული პოტენციალის გამოყენებისთვის. ტურიზმის მგრძნობიარობა მეტად მცირეა მასზე კლიმატის ცვლილებების გავლენის შესაფასებლად. კლიმატის ცვლილებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია არა არსებულ ტურინდუსტრიაზე მისი გავლენის, არამედ ტურიზმის მომავალი განვითარების თვალსაზრისით.

V. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების შეფასება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014-2017 წლების განვითარების პრიორიტეტის დოკუმენტი“16. დოკუმენტის შედგენის პროცესში დიაგნოსტიკური ანალიზის საფუძველზე შესწავლილია მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა.

დოკუმენტის მიხედვით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:

16 http://www.migracia.org/ambrolauri/files/ambrolauris_municipalitetis_2014_wlis_prioritetebis_dokumenti.pdf

Page 15: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

15

თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

კიდევ ერთი დოკუმენტი რომელიც განსაზღვრავს მთლიანი რეგიონის და მათ შორის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტებს არის „რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლის სამოქმედო გეგმა“რეგიონში სტრატეგულ პრიორიტეტებად მიჩნეულია შემდეგი მიმართულებები:

ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლების ჩამოყალიბება;

საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოებრივი მომსახურებების გაუმჯობესება;

მრეწველობის განვითარება; განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება; ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და მდგრადი გარემოს განვითარება; სოფლის მეურნეობის განვითარება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და პროდუქტიულობის

გაზრდა; საბაზისო ინფრასტრუქტურის და მშენებლობის განვითარება; კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურებების მოწესრიგება; ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტების მომსახურების

დონის ამაღლება; ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ქმედითი სისტემის

ჩამოყალიბება; გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესება;

ნებისმიერი პრიორიტეტული მიმართულება ქაღალდზე დარჩება თუ ის არ აისახა მუნიცპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში -ბიუჯეტში17. ამბროლურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მუხლი 16. მოიცავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებს და პროგრამებს, მათ შორისაა პრიორიტეტები რომლებიც უშუალოდ უკავშირდება კლიმატის ცვლილების უარყოფითი გამოვლინების შემცირებას და მასთან ადაპტაციას მაგალითად:

- ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01), ფინანსდება 190 ათასი ლარით.

აღნიშნული ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მდინარეებიდან სავარგულებისა და სახელმწიფო ან/და კერძო ქონების დაცვის პრევენციის მიზნით ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსებას. დასრულდება მდ. რიონზე სოფ. ბუგეულის ნაპირდამცავი, დაპროექტდება და დაფინანსდება ნაპირდამცავი მდ. ლუხუნზე ბარაკონის მიმდებარე ტერიტორიაზე.

17

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N 08, 17.03.2016

Page 16: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

16

- სტიქიური მოვლენების შედეგად (მეწყერი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05 07) ფინანსდება 89 ათასი ლარით.

პროგრამა ითვალისწინებს სტიქიით შედეგად (საცხოვრებელი სახლი) დაზარალებულიამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ და რეგისტრირებულ მოქალაქეების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, სახლის დაზიანების ხარისხის პროცენტული რაოდენობის შესაბამისად არაუმეტეს 7000 ლარის ოდენობით. თანხის გაცემა ხორციელდება საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილი წესით. აგრეთვე დაფინანსდებიან უსახლკაროდ დარჩენილი და ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობა.

გარდა სემოაღნიშნულისა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შემუშავებულია რამოდენიმე დოკუმენტი რომლებშიც კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებული პრიორიტეტებია გამოყოფილი, თუმცაღა მათი შესრულების მონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი არ არის:

1. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფცია. USAID-NALA, თბილისი 2016

2. კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და ზემოქმედების შერბილება ადგილობრივ დონეზე. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა. USAID-NALA. 2014.

3. აგრობიზნესის საჭიროებები. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. People in Need-AYEG. 2014.

4. მდ.რიონის წყალშემკრები აუზის ზედაწელის საპილოტე ტერიტორიის ბუნებრივი კატასტროფების და კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადობის შეფასება და საადაპტაციო შემარბილებელ ღონისძიებეათა გეგმა. CENN -2013.

5. ქ. ამბროლაურის წყალმომარაგების სისტემის წყლის უსაფრთხოების გეგმა. USAID-GWS. 2013

6. ქ. ამბროლაურის წყალმომარაგების სისტემის შეფასება, ტექნიკური ანგარიში 8 INRMW საქართველო, ოქტომბერი, 2012. http://www.globalwaters.net/wp-content/uploads/2012/12/Technical-Report-8.-ambrolauri-Water-Supply-Systems-Assessment13.pdf

7. თემის მოსახლეობის კატასტროფებისთვის მზადყოფნის და რეაგირების გეგმა - ამბროლაური. სწჯს- 2015.

8. კატასტროფების მიმართ მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შფასება-ამბროლაური. სწჯს-2015.

VI. მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების შეფასება მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების შეფასების კარგი ინსტრუმენტია მისი ბიუჯეტი. ქვემოთ მოცემულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის   ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში18:

18 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N 08, 17.03.2016

Page 17: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

17

ფუნქციონალური კოდი დასახელება

2016  წლის გეგმა

სულ

მათ შორისსახელმწიფო

ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

701 საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 1 726.7

0,0 

       1 726.7

7011

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები

1 726.7 0,0 1 726.7

70111აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა

1 661.7 0,0 1 661.7

70112 ფინანსური და ფისკალური საქმიანობა 65.0 0.0 65.0

7016 ვალთან დაკავშირებული ოპერაციები 0.0 0,0 0.0

7018სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა  საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურეობაში

0,0 0,0 0,0

702 თავდაცვა 52,25 52,25 0,0703 საზოგადოებრივი წესრიგი და

უსაფრთხოება 0,0 0.0 0,0

7031 პოლიციის სამსახური და სახელმწიფო დაცვა 0,0 0.0 0,0

7032 ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა 0,0 0.0 0,0704 ეკონომიკური საქმიანობა 1 686,31 1 286,02              400.3

7042 სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და მონადირეობა 425,372 404,372 21.0

7045 ტრანსპორტი   1 115,238 881,643 233.595

70451 საავტომობილო ტრანსპორტი და გზები

  1 115,238

       881,643 233.595

7049სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობაში

145.7 0.0 145.7

705 გარემოს დაცვა 262.0 0,0 262.0

7051ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება

47.0 0,0 47.0

7052 ჩამდინარე წყლების მართვა 215.0 0,0 215.0706 საბინაო-კომუნალური

მეურნეობა 1 492,09      1 195,09 297.07061 ბინათმშენებლობა 0,0 0.0 0,07063 წყალმომარაგება 1 342,09        1 195,09 147.07064 გარე განათება 90.0 0.0 90.07066 სხვა არაკლასიფიცირებული 60,0 0.0 60,0

Page 18: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

18

ფუნქციონალური კოდი დასახელება

2016  წლის გეგმა

სულ

მათ შორისსახელმწიფო

ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

საქმიანობა საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში

707 ჯანმრთელობის დაცვა 0.0 0.0 0.07074 საზოგადოებრივი ჯანდაცვის

მომსახურება 0.0 0.0 0.0

708 დასვენება, კულტურა და რელიგია 662.0 0,0 662.0

7081 მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში 400.0  0,0 400.0

7082 მომსახურება კულტურის სფეროში 227.0 0.0 227.0

7083 ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა 7.0 0.0 7.0

7084 რელიგიური და სხვა საზოგადო  საქმიანობა 28.0 0,0 28.0

709 განათლება 430.0 0,0 430.07091 სკოლამდელი აღზრდა 430.0 0,0 430.07092 ზოგადი განათლება 0.0 0,0 0.0710 სოციალური დაცვა 382.69 3.96 378.73

7103 ომის ვეერანთა სოციალური უზრუნველყოფა 3.96 3.96 0.0

7104 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

            247.13 0.0 247.13

7101 ტრანსპორტით მომსახურება 33.0 0,0 33.0

7109სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში

98.6 0.0 98.6

  სულ 6 694,041 2 537,316 4 156.725

როგორც ცხრილიდან ჩანს მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები შეადგენს მთლიანი შემოსავლების 62.1%-ს.

ქ. ამბროლაურის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობაზე წარმოდგენას იძლევა „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2014-2017 წლების განვითარების პრიორიტეტის დოკუმენტი“. ფაქტორული ანალიზის (SWOT) საფუძველზე გამოკვეთილია მუნიციპალიტეტის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

ცხრილი 9. შესაძლებლობათა ფაქტორული ანალიზი (SWOT), ბუნებრივი რესურსები და ეკოლოგია19

19 http://www.migracia.org/ambrolauri/files/ambrolauris_municipalitetis_2014_wlis_prioritetebis_dokumenti.pdf

Page 19: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

19

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები

მდიდარი ბუნებრივი რესურსები და სასარგებლო წიაღისეული-დარიშხანის და ქვანახშირის საბადოები, თაბაშირი და ა.შ;

ტყის რესურსები - ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობები, სოჭის გირჩისა და ტყის სხვა პროდუქტების არსებობა;

წყლის უხვი რესურსების არსებობა, დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი;

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის გამოცდილება;

ხე-ტყის გადამუშავების ტრადიციის არსებობა;

მრავალფეროვანი სამკურნალო მცენარეების არსებობა;

მეთევზეობისა და სამონადირეო რეწვის დიდი პოტენციალი;

გარემოს დაბინძურების უმნიშვნელო დონე;

ტყის თვითაღდგენის მაღალი მაჩვენებელი;

ტყეების დამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა;

მუნიციპალიტეტში არსებული წყლის რესურსების თვითგაწმენდის უნარი;

მუნიციპალიტეტის მდიდარი ბიომრავალფეროვნება.

ბუნებრივი რესურსების დაძიება-მოპოვების მაღალი ხარჯები;

საკანალიზაციო სიტემების გაუმართაობა და გამწმენდი ნაგებობის არარსებობა;

ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების პრობლემა;

ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის არარსებობა;

ბუნებრივი კატასტროფების მართვის ქმედითი სისტემის არარსებობა;

სტიქიური გეოლოგიური პროცესების პრევენციულ ღონისძიებათა გეგმის არარსებობა;

კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი ტერიტორიების ადაპტაციისადა მიტიგაციის ღონისძიებათა გეგმების არარსებობა;

საზოგადოების არასათანადო გათვითცნობიერება გარემოს

დაბინძურების მავნე შედეგების შესახებ.

შესაძლებლობები საფრთხეები სამთო-მომპოვებელი მრეწველობის

პოტენციალის ეფექტურად გამოყენება; ადგილობრივ და საექსპორტო

ბაზრებისთვის ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების ხელშეწყობა;

საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესის ზრდა გარემოს დაცვის საკითხების ინტეგრირებული მართვის გაუმჯობესების მიმართ;

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა დარიშხანის ნარჩენების კონსერვაციის მიზნით;

კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში საკანალიზაციო- გამწმენდი ნაგებობების მოწყობა.

ბუნებრივი კატასტროფები; კლიმატის ცვლილების უარყოფითი

ზეგავლენა; ფლორის სხვადასხვა სახის

მავნებელ დაავადებათა გავრცელება;

ტყის ხანძრების გაჩენა; ეკოლოგიური გარემოს გაუარესება.

VII. რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებთათვის

Page 20: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

20

კლიმატის ცვლილების უარყოფითი გამოვლინებები ყოველთვის ლოკალური ხასიათისაა, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებას მართებს ამ საკითხისადმი განსაკუთრებული ყურადრების გამოჩენა და შესაბამისი ღონისძიებების დროული დაგეგმვა და განხორციელება ყველა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

ამჟამად, ქვეყანაში ისე როგორც ცალკეულ მუნიციპალიტეტებში სტიქიური პროცესების მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მეტად ძნელია ფინანსურ-ტექნოლოგიური ბარიერების დაძლევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იქნეს ისეთი ხასიათის საადაპტაციო-პრევენტულ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელება შესწევთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მასში უმეტესად ჩაერთვებიან ადგილობრივი მაცხოვრებლებიც, რაც თავის მხრივ ბუნებრივად გაზრდის მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესს და აამაღლებს მათ ცნობიერებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საშიშროებებთან მიმართებაში. ასეთ ღონისძიებებს მიეკუთვნებიან: ზედაპირული და მიწისქვეშა გრუნტის წყლების რეგულირება, სამთო წყალამრიდებისა და სადრენაჟო არხების მოწყობა, წყაროების კაპტირება და დრენირება, მეწყრული ნაპრალების ამოვსება და დატკეპნა, დამეწყრილ ტერიტორიებზე (თუ მისი გამოყენება აღარ შეიძლება სასოფლო სავარგულებად) ფიტო-მელიორაციული (ბიო-ინჟინრული) ღონისძიებები, ღრმა კორდიანი ბალახის დათესვა და სწრაფზარდი ღრმა ფესვთა სისტემის ხე-მცენარეების პლანტაციების გაშენება.

ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციების ნაწილი წარმოადგენენ ამონარიდებს სხვადასხვა დოკუმენტებიდან, როგორც ადგილობრივი მმართველობის გეგმებიდან, ისე სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებული კვლევებიდან, ჩატარებული მუნიციპალიტეტის ან რეგიონის დონეზე.

გეგმა-რეკომენდაციები ადგილობრივ ხელისუფლებას ღონისძიება ვადა20 ღირებუ

ლება21შენიშვნა

I. პროექტებიგამსახურდიას ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა

მოკლე საშუალო

აღმაშენებლის, თამარ მეფისა და რუსთაველის ქუჩების სანიაღვრე არხების მოწყობა

მოკლე საშუალო

გოგებაშვილის ქუჩის გასწვრივ დამცავი კედელი

მოკლე საშუალო

მდ. რიონზე სოფ. ბუგეულის ნაპირდამცავის მშენებლობა

მოკლე მაღალი

ნაპირდამცავი მდ. ლუხუნზე ბარაკონის მიმდებარე ტერიტორიაზე

მოკლე მაღალი

წყალაღების დაზიანებული კვანძების განახლება/რეაბილიტაცია „სხვავას“და „ღურღლეთის“ სათავეებზე

მოკლე მაღალი

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები იწის მოკლე საშუალო20 მოკლევადიანი: 1-3 წელი, საშუალოვადიანი: 3-5 წელი. გრძელვადიანი: 5-10 წელი.21 დაბალი; 10 000 ლ-მდე; საშუალო:10 000-50 000 ლ-მდე. მაღალი: 50 000 ლარზე მეტი.

Page 21: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

21

უბანშიბუნების ექსტრემალური მოვლენების ადგილებისა და სიხშირეების, რუკის შედგენა და ამ რუკის გათვალისწინება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას

საშუალო საშუალო

ქარსაცავი ზოლების აღდგენა საშუალო საშუალომდინარეთა კალაპოტის პერიოდული გაწმენდა, ნაკადმიმმართველი დამბების მოწყობა, წყალშემეკავებელი ზღუდარების და ქვაბულების მოწყობა

საშუალო მაღალი

მეწყრული ნაპრალების ამოვსება და დატკეპვნა, საყრდენი კედლების მოწყობა საჭიროებისამებრ

პერიოდულობით

საშუალო, მაღალი

მეწყრული რელიეფის ტოპოგრაფიის შეცვლა, ფიტო-მელიორაცია, ფერდობების დატერასება

პერიოდულობით

საშუალო, მაღალი

ტყის ფართობების ინვენტარიზაციის და მის საფუძველზე შემუშავებული ტყის მართვის გეგმების განხორციელების ხელშეწყობა

გრძელვადიანი

დაბალი

მუნიციპალიტეტების გამოუყენებელ ფართობებზე სწრაფი ჭრის ბრუნვის მქონე სახეობების პლანტაციების გაშენება ტყეზე დატვირთვის შემცირებისა და მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის მიზნით

გრძელვადიანი

მაღალი მაგ.პავლონიას ხის სახეობა

სატყეო მიწებზე საქონლის ძოვების ხელმისაწვდომი ალტერნატივების გამოძებნა

გრძელვადიანი

დაბალი

სტიქიური ბუნებრივი მოვლენების მიმართ (წყალდიდობა ღვარცოფი მეწყერი ნაპირების წარეცხვა), განსაკუთრებით მოწყვლად თემებში(ლიხეთი, იწა, ხოტევი, ნამანევი, სხვავა, ღადიში, ჭრებალო) შესაბამის ღონისძიებებათა დაგეგმვა და განხორციელება

გრძელვადიანი

მაღალი

საავტომობილო გზების მეწყერსაშიშ ჩამოჭრილ ფერდობზე ფერდსამაგრი კედლების აგება

პერიოდულად

მაღალი

ენერგოეფექტურობის (თბოიზოლაცია) მოთხოვნის ჩადება საზოგადოებრივი დანიშნულები ობიექტების მშენებლობისა ტენდერებისას და შესაბამისი მონიტორინგი.

მოკლე დაბალი

მუნიციპალიტეტის ტყეებზე კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასებაში მონაწილეობის მიღება.

მოკლე საშუალო შესაძლებელია WWF -თან ერთად

II. ინსტიტუციონალური განვითარება

ქ. ამბროლაურის მიერთება ევროკავშირის მიერ ინიცირებულ “მერების შეთახმებასთან“.

მოკლევადიანი

საშულო მიერთებულია

Page 22: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

22

საქართველოს 13 ქალაქი

სტიქიური გეოლოგიური პროცესების პრევენციულ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება

მოკლევადიანი

საშულო

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სექტორების კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის მიმართ მდგრადობის გასაზრდელად.

პერიოდული

დაბალი

მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირება კლიმატის ცვლილებისა და მასთან შეგუების სხვადასხვა მეთოდების შესახებ.

პერიოდული

დაბალი

მუნიციპალური თუ ცენტრალური ხელისუფლების სამსახურების (სასწრაფო დახმარება, საავადმყოფოები, სოციალური მომსახურების სააგენტო, სამაშველო სამსახურები და ა.შ.) ფუნქციონირების გაუმჯობესება, რომლებიც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების გამოწვევებისადმი უკეთეს მზადებასა და ადაპტაციას

პერიოდული

მაღალი

მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაძლიერება მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, ადგილობრივი ტყეების მართვაში აღების განხორციელებისთვის.

გრძელვადიანი

საშულო

ე.წ. „არა წამგებიანი“ (no regret) საადაპტაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

გრძელვადიანი

მაღალი

სკოლებში, ბაგა-ბაღებში და შიდამეურნეობებში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და კლიმატთან მეგობრული გარემოს შექმნა.

მოკლევადიანი

საშულო

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის სფეროში კოორდინაციის მექანიზმის ჩამოყალიბება

მოკლევადიანი

დაბალი

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების საკითხებში გადაწყვეტილებების მიმღები პირების შესაძლებლობებისა და საჭიროებების შეფასება, სატრენინგო მოდულების შემუშავება და შესაბამისი ტრენინგების სისტემატური ორგანიზება

პერიოდული

დაბალი

კლიმატის ცვლილების საკითხებზე საჯარო სკოლების მასწავლებელთა ტრენინგების ორგანიზება; ასევე საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორცილება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

პერიოდული

დაბალი

Page 23: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

23

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების ჩართვა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღებაში.

პერიოდული

დაბალი

კომუნიკაცია და თანამშრომლობა საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან რომელთაც გააჩნიათ კარგი გამოცდილება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

პერიოდული

დაბალი

VIII. რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის

მსოფლიო აქტივობა კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციისკენ პირველ რიგში მიმართულია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისკენ (ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკულად დაავადებული პირები). მსოფლიო კვლევები გვიჩვენებს, რომ მსოფლიო მასშტაბით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ბუნებრივი კატასტროფების დროს 14-ჯერ მეტი დაღუპული ქალი და ბავშვია ვიდრე მამაკაცი22. ხანდაზმულები და ქრონიკულად დაავადებული პირები, მათი ფიზიკური მდგომარეობის გამო აგრეთვე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. აქედან გამომდინარე მოსახლეობამ, ოჯახის წევრებმა და შესაბამისმა სამსახურებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ამ კატეგორიის მოსახლეობას. კლიმატის ცვლილების შერბილების და მასთან ადაპტირებისთვის მოსახლეობამ შეიძლება განახორციელონ მარტივი, მაგრამ ეფექტური ღონისძიებები:

ადრეული მომზადება ზამთრისთვის, მშრალი შეშის გამოყენება საწვავად და შესაბამისად წვის ეფექტურობის გაზრდა.

ენერგოეფექტურ შეშის ღუმლების შეძენა (ტრადიციულზე ბევრად ძვირი არ ღირს, წვის ეფექტურობა კი იზრდება დაახლოებით 30%-ით).

სახლის მარტივად დათბუნებით გათბობაზე ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.

ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ენერგიის ოპტიმალური მოხმარება, რათა მინიმუმამდე დავიდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას მათი „გარემოსთან მეგობრული“ პარამეტრების გათვალისწინება.

ტელევიზორის ან სხვა ტექნიკის ელექტრო ქსელიდან გამორთვა. „მოლოდინის რეჟიმში“ ტექნიკის დატოვება დაახლოებით 2-3%-ით მეტ ენერგიას მოითხოვს.

ხეების დარგვა და გამწვანება საცხოვრებელ და მიმდებარე გარემოში. საქართველოს წითელი ჯვრის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან

თანამშრომლობა და საქართველოს წითელი ჯვრის მიერ მომზადებულ „თემის მოსახლეობის კატასტროფებისთვის მზადყოფნის და რეაგირების გეგმა ამბროლაურისთვის“ გაცნობა.

22 Women are the most vulnerable and the best poised to curb the effect of climate change. WEDO- 2007. http://www.genderaction.org/images/Gender%20Action%20Link,%20Climate%20Change.pdf

Page 24: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

24

საქართველოს წითელი ჯვრის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა და ბუკლეტების ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებზე (მეწყერი, მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა) და მათ დროს მოქმედების წესები გაცნობა.

კატასტროფებისთვის მზადყოფნის და რეაგირების საოჯახო გეგმის შედგენა, საქართველოს წითელი ჯვრის მიერ მომზადებულ „საგანგებო სიტუაციათა საოჯახო გეგმის“ მიხედვით.

IX. რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოებებისთვის

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებების ორგანიზაციები ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობის შეფასების, საადაპტაციო სტრატეგიების გეგმების შემუშავების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერების, მოწყვლადი თემების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. შესაბამისად, სამოქალაქო სექტორს გააჩნია გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკის შემუშავებაში მუნიციპალურ დონეზე23.

აქედან გამომდინარე სსო-ებს ეკისრებათ გასაკუთრებული როლი კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის აქტივობების განხორციელებაში. მიმდნარე ეტაპზე საჭიროა მათი გააქტიურება განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე, სადაც საზოგადოება ნაკლებად გათვითცობიერებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებზე და სსო-ებიც სუსტადაა წარმოდგენილი. ადგილობრივ დონეზე სასურველია სსო-ების შემდეგი მიმართულებების გაძლიერება:

ადგილობრივი პოტენციალის გაზრდა პროცესებში ჩართულობის გზით; ცნობიერების ამაღლება და ტრეინინგები. ენერგოეფექტურობის მცირე საპილოტე პროექტების განხორციელება

სკოლებში და სკოლამდელ დაწესებულებებში. საპროექტო წინადადებების მომზადება ადგილობრივ სსო-ებთან

თანამშრომლობით. ადგილობრივ დონეებზე, პოლიტიკურ დოკუმენტებში და განვითარების

სტრატეგიებში კლიმატის ცვლილების საკითხების ინტეგრირების ლობირება. უფრო ინტენსიური უნდა გახდეს ძალისხმევა კლიმატის ცვლილების საკითხებზე

ფართო საზოგადოებისა და სამიზნე ჯგუფების ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და განათლების მიმართულებით, განსაკუთრებით სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე.

გადაწყვეტილებების მიმღებ პირებსა და მოწყვლად თემებზე მიმართული კამპანიები.

უნდა გაგრძელდეს და გაფართოვდეს სსო-ების მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერა ადგილობრივი საადაპტაციო გეგმების შემუშავებაში, მათ განსახორციელებლად რესურსების მობილიზებასა და განხორციელებაში.

სამოქალაქო საზოგადოებათა მოსახლეობასთან სიახლოვის გათვალისწინებით, სსო-ებმა უნდა აღმოფხვრან კომუნიკაციის ის ხარვეზები, რომლებიც არსებობენ გადაწყვეტილების მიმღებთა და მოსახლეობას შორის.

თანამშრომლობის გაღრმავება მას-მედიის საშუალებებთან კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ეფექტურად ადვოკატირებისთვის.

23 http://climateforumeast.org/uploads/other/0/781.pdf

Page 25: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

25

ვინაიდან მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ძალზე მწირედ არიან წარმოდგენილები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებულ კლიმატის ცვლილების სსო-ებს ქსელის წევრებს მართებთ მათი აქტიურობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებულ კლიმატის ცვლილების სსო-ებს ქსელის წევრებმა უნდა დაამყარონ მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობროვ სსო-თან, განავითარონ მათი შესაძლებლობები კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საჭიროებათა ცნობიერების ამაღლებაში, ადვოკატირებაში, მონიტორინგში და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პოლიტიკის შეფასებაში.

კლიმატის ცვლილების მიმართ მცირე საადაპტაციო/ საპილოტე პროექტების განხორციელება.

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა და ადვოკატირება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჯანმრთელი მოსახლეობა კი კლიმატის ცვლილების გამოწვევებს უკეთესად უმკლავდება.

მეტი ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფებთან (ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკულად დაავადებული პირები) მუშაობას.

Page 26: შესავალი - Climate Forum East · Web viewუშუალოდ ამბროლაურზე. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში

26

ამ პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის  – “ეკოხედვა/ECOVISION” და ის არავითარ

შემთხვევაში არ ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.