19
1 შესავალი XX საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. იგი ითვლება ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებლად ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებისა და გაძლიერების თვალსაზრისით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის მზადება და ამ მიზნით გაზაფხულზე სამშობლოში დაბრუნდა. 12 მაისს, თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაფუძნდა ქართული თავისუფალი უნივერსიტეტისსაზოგადოება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ. 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისის გარეუბანში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, საზეიმოდ გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. უნივერსიტეტი აკურთხა და მომავლის გზა დაულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა კირიონ მეორემ. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. ახალდაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ- ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე,

შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

1

შესავალი

XX საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი

გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე

ჯავახიშვილი. იგი ითვლება ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებლად ეროვნული

თვითშეგნების შენარჩუნებისა და გაძლიერების თვალსაზრისით. 1917 წლის

თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე

ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის მზადება

და ამ მიზნით გაზაფხულზე სამშობლოში დაბრუნდა.

12 მაისს, თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების

დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი

ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაფუძნდა “ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის”

საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი

სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. გადაწყდა, რომ

თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების

ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე,

ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა

განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ.

1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის

ხსენების დღეს, თბილისის გარეუბანში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის

შენობაში, საზეიმოდ გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი,

რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით,

საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.

უნივერსიტეტი აკურთხა და მომავლის გზა დაულოცა სრულიად საქართველოს

კათოლიკოს–პატრიარქმა კირიონ მეორემ.

უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით,

პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია. თავად ივანე ჯავახიშვილი

სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

ახალდაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი,

იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე

თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-

ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე,

Page 2: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

2

აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ

წერეთელი.

მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა სხვადასხვა

უმაღლესი სასწავლებელი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. 1989 წელს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის

სახელი მიენიჭა.

2005 წლიდან უნივერსიტეტში დაიწყო ძირეული რეფორმები და რეორგანიზაციის

შედეგად ჩამოყალიბდა 6 ფაკულტეტი. ამავე წლიდან თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი ჩაერთო ბოლონიის პროცესში, ხოლო 2007 წელს მიიღო აკრედიტაცია

ხუთი წლის ვადით.

2008 წლიდან უნივერსიტეტი ახალი წესდების თანახმად მუშაობს.

ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 ათასზე მეტი სტუდენტი

სწავლობს. თსუ სტუდენტებს სწავლების სამივე საფეხურზე პროგრამების დიდ

არჩევანს: 50–ზე მეტ საბაკალავრო, 100–ზე მეტ სამაგისტრო და 60–ზე მეტ

სადოქტორო პროგრამას სთავაზობს. უნივერსიტეტი ინარჩუნებს ფუნდამენტურ

დარგებს და ამავე დროს, ნერგავს და ავითარებს ახალ სპეციალობებს. აქ

ინტენსიურად გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის,

ელექტრონული სწავლებაც.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტების (როგორც ბაკალავრიატში,

ასევე მაგისტრატურაში) რაოდენობის მიხედვით, საქართველოში თსუ პირველ

ადგილზეა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ტრადიციულად, საქართველოს ერთ – ერთი უპირველესი სამეცნიერო–კვლევითი

დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 150–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო

მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თსუ–ს ქართულ

უამაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს გრანტების,

ციტირების ინდექსის, იმპაქტ ფაქტორის მხრივ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსების

პირველსავე წელს საპატიო დოქტორად აირჩია გამოჩენილი ხელოვნებათმცოდნე

ნიკოდიმე კონდაკოვი. დღემდე ეს საპატიო წოდება მსოფლიოში გამოჩენილ შვიდ

ათეულზე მეტ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს მიენიჭა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სწავლისა და პროფესიული

განვითარების საქმეს ემსახურება 11 სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო

Page 3: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

3

ბიბლიოთეკა, ოთხი რესურსცენტრი, გამომცემლობა, კულტურისა და სპორტის

ცენტრი, მუზეუმი, გაზეთი. სტუდენტებს აქვთ საშუალება აქტიური მონაწილეობა

მიიღონ საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა სფეროში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღესაც

ინარჩუნებს საქართველოს წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო

დაწესებულების სახელს.

საგარეო ურთიერთობები

წარმატებით გრძელდება უცხოურ საგანმანათლებლო–სამეცნიერო ცენტრებთან

თანამშრომლობის ტრადიციაც. თსუ 1998 წლიდან ევროპის უნივერსიტეტების

ასოციაციის წევრია. დაარსებიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს

200–მდე უცხოურ უმაღლეს სასწავლებელთან და საგანმანათლებლო ცენტრთან აქვს

თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული. ამჟამად საზღვარგარეთის

18 უნივერსიტეტთან ხორციელდება გაცვლითი პროგრამები. თსუ–დან, გაცვლითი

სტუდენტის სტატუსით, ახალგაზრდები ინტენსიურად მიემგზავრებიან

საზღვარგარეთ, ამავდროულად, ჩვენთან განათლებას იღებს სხვა ქვეყნის 200–ზე მეტი

მოქალაქე. ხორციელდება უცხოენოვანი პროგრამებიც.

თსუ კლასიკური ევროპული საუნივერსიტეტო ტრადიციების უნივერსიტეტია,

რომელიც აერთიანებს ტრადიციასა და თანამედროვეობას.ამაში თსუ - ს პარტნიორ

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ეხმარება.

თსუ - პარტნიორი უნივერსიტეტები, რომლებთანაც თსუ მემორანდუმი აქვს

გაფორმებული

სტენფორდის დიუსელდორფის ვერსალის

ლა საპიენსას პირეუსის გრენობლის

ფრანკფურტის, გოეთეს ტრომსოს იენის

ინსბრუკის ჰუმბოლდტის რატგერსის

მაუნტ პოლაკის ცენტრალური ევროპის ბერლინის

ვესტმინსტერის ბამბერგის ზაარლანდის

ბოლონიის ბრემენის მიუნხენის ტექნ.

პანდოს შპაიერის სტრასბურგის

დამასკოს მაასტრიხტის გალუაზის

Page 4: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

4

ნოტინგემის ვენეციის ტარტუს

კადისის კაიროს თეირანის

თესალონიკის კიოლნის ლუნდის

მაინცის ჰაიდელბერგის ჯონს ჰოპკინსის

პარტნიორ უნივერსიტეტებში ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო

სკოლები, პრაქტიკები.

საბაკალავრო პროგრამები

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)

ვილნიუსის უნივერსტეტი (ლიტვა)

ლატვიის უნივერსტეტი (ლატვია)

ვიადრინას უნივერსიტეტი (გერმანია )

ბრატისლავას უნივერსიტეტი

(სლოვაკეთი)

სწავლების ენა: გერმანული

ზაარლანდის უნივერსტეტი (გერმანია)

იენას უნივერსტეტი (გერმანია)

გისენის უნივერსტეტი (გერმანია)

მიუნხენის უნივერსტეტი (გერმანია)

მეზერბურგის უნივერსტეტი

(გერმანია) პოტსდამის უნივერსიტეტი

(გერმანია )

სწავლების ენა: იტალიური

კა’ ფოსკარის უნივერსტეტი (იტალია)

სამაგისტრო პროგრამა

სწავლების ენა: ინგლისური

ვარშავის უნივერსტეტი (პოლონეთი)

ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა საქართველოს, სომხეთისა და

აზერბაიჯანისთვის (LOT6):

ერასმუს მუნდუსის გარე თანამშრომლობის ფანჯარა არის ევროკავშირის

საგანმანათლებლო სქემა, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში

თანამშრომლობის გამყარება ევროკავსირის ქვეყნების უნივერსტეტებსა და სამხრეთ

კავკასიის უნივერსტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის

მობილობის პროგრამის ფარგლებში.

პროგრამა საშუალებას აძლევს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და

დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე პოსტ–დოქტორანტებს სამხრეთ კავკასიიდან

აიმაღლონ ლინგვისტური, კულტურული და საგანმანათლებლო გამოცდილება

ევროპაში აკადემიური სწავლით.

ერასმუს მუნდუსის თანამშრომლობის ფანჯრის ფარგლებში თსუ–ს პარტნიორი

უნივერსტეტები არიან :

Page 5: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

5

სწავლების ენა: ინგლისური

თესალონიკის უნივერსტეტი ათეი (საბერძნეთი)

ჰას დენ ბოშის უნივერსტეტი (ჰოლანდია)

ვიანა დო კასტელოს პოლიტექნიკური უნივერსტეტი (პორტუგალია)

რუსეს უნივერსტეტი (ბულგარეთი)

სწავლების ენა: ფრანგული

ანგერსის უნივერსტეტი (საფრანგეთი)

სწავლების ენა: იტალიური

ტუსკანის უნივერსტეტი (იტალია)

პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ

http://www.erasmusmundus5.gr/

საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების სტიპენდიები თსუ–ს ბაკალავრიატის

და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

ეგვიპტის მთავრობის სტიპენდიები

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები

ჩინეთს მთავრობის სტიპენდიები

სტიპენდიები მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

სწავლების ენა: გერმანული

ლუდვიგ მაქსიმილიანის ქირურგიის უნივერსტეტი მიუნიხში (გერმანია)

სწავლების ენა: გერმანული /ინგლისური

ჩემნიცის კლინიკა (გერმანია)

თსუ უცხოენოვანი პროგრამები

სამაგისტრო პროგრამა: ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში

პროგრამის კურიკულუმი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი: www.ucss.ge

სამაგისტრო პროგრამა: ეკონომიკა

პროგრამის კურიკულუმი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა: www.iset.ge

Page 6: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

6

სამაგისტრო პროგრამა: ევროპული სწავლება

ევროპული სწავლების ინსტიტუტი: www.ies.tsu.ge e-mail: [email protected]

Phone/Fax: (995 32) 252498

თსუ – სა და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (შპაიერი)

ერთობლივი ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა „საჯარო

მმართველობა“

სამაგისტრო პროგრამა: კიოლნის სამაგისტრო პროგრამა „სამართლის მაგისტრი“ (LL.

M.)

ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა: ინფორმატიკა

კონტაქტი: არჩილ ელიზბარაშვილი e-mail: [email protected]

უკანასკნელ წელს თსუ-ს შეუერთდა ორი უნივერსიტეტი და 14 სამეცნიერო–

კვლევითი ინსტიტუტი, რომლებშიც საქართველოს სხვადასხვა დარგის სამეცნიერო

პოტენციალის დიდი წილი იყო განთავსებული. ამდენად, კიდევ უფრო გაიზარდა

უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი ბაზების ჩამონათვალი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის გერბის ავტორი მხატვარი დიმიტრი

შევარდნაძე მე-20 საუკუნის 20-30–იან წლებში ქართული

კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის გერბი წარმოადგენს მრგვალ (ბიზანტიურ

ანუ აღმოსავლურ, ლაკიერის მიხედვით - ინგლისურ) ფარს

(თუ გლიპტიკაში ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა,

ჰერალდიკაში მას ნაკლებად იყენებენ), მასზე გამოსახულია ირემი, რომელიც ძუძუს

აწოვებს ნუკრს.

უნივერსიტეტის გერბის ცენტრალური ფიგურა – ირემი – ბრინჯაოს ბალთების

მიხედვითაა შექმნილი, კომპოზიციის მეორე ელემენტს კი ნუკრის გრაფიკული სახე

აქვს მიცემული, ამით ნაწარმოების იდეას ზუსტი ფორმა აქვს მოძებნილი: უფროსის

მიერ უმცროსისათვის ცოდნის, სიბრძნის გადაცემის აქტს მინიჭებული აქვს მარტივი,

პოეტური და, ამავე დროს, ზოგად პლანში მოაზრებული თაობათა ერთობის

სიმბოლური სახე.

Page 7: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

7

მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე უნივერსიტეტის ბეჭედი

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაკრძალული არიან ივანე

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

დამაარსებლები.უნივერსიტეტის ბაღში 1927 წელს პირველად უნივერსიტეტის

პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი დაიკრძალა.

ფაკულტეტების შესახებ

2005 წელს, როცა საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს და დაიწყო უმაღლესი

განათლების ფართო რეფორმა, ძირეული ცვლილებები მოხდა საერთაშორისო

ურთიერთობების სწავლების თვალსაზრისითაც. თბილისის უნივერსიტეტში

განხორციელდა ფაკულტეტების გამსხვილება და 22-ის ნაცვლად ჩამოყალიბდა 6

ფაკულტეტი. შემოღებული იქნა სწავლების საკრედიტო სისტემა. საბაკალავრო

კურსის დამთავრებისთვის აუცილებელი 240 კრედიტიდან, ძირითად სპეციალობად

საერთაშორისო ურთიერთობების მისაღებად საჭიროა 120 კრედიტის მიღება. ამასთან,

სავალდებულო კურსებთან ერთად სტუდენტს არჩევითი კურსების ფართო

საშუალება აქვს, რაც მაშინ სრულიად ახალი მოვლენა იყო საქართველოს

საუნივერსიტეტო განათლებაში.

Page 8: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

8

სად შეიძლება დასაქმდეს თსუ – კურსდამთავრებული?

სპეციალობის მიხედვით, სახელმწიფო და კერძო სექტორში, საკუთრების ნებისმიერი

ფორმის ორგანიზაციაში.

დღეს ჩვენთან 6 ფაკულტეტი ფუნქციონირებს

• ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა;

• ჰუმანიტარულ მეცნიერებათა;

• სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა;

• ეკონომიკისა და ბიზნესის;

• იურიდიულ;

• მედიცინის;

სწავლა მიმდინარეობს საუნივერსიტეტო ინსტიტუტებში, სამაგისტრო სკოლებში:

პედაგოგიკის ინსტიტუტი, ტურიზმის სკოლა, ევროპული სწავლების სკოლა და სხვ.

და აგრეთვე პროფესიულ პროგრამებზე:

• სახვითი ხელოვნება;

• დეკორატიული ქსოვილების დიზაინი

• კინო -ტელე რეჟისურა

Page 9: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

9

უცხო ენების დაუფლება შეგიძლიათ ე ნ ე ბ ი ს ც ე ნ ტ რ შ ი

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მომავალ ბიოლოგებს,

გეოგრაფებს, გეოლოგებს, ეკოლოგებს, ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინრებს,

კომპიუტერულ მეცნიერებათა, მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის ბაკალავრებს,

მაგისტრებსა და დოქტორებს აყალიბებს. ფაკულტეტის თვითოეული დეპარტამენტი

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განვითარების გეგმით, გამოყენებით

მხარეზე ორიენტირებული კვლევა–ძიების წარმოებით, სტუდენტებისათვის

ფუნდამენტური ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა.

ფაკულტეტის მიზანია სწავლებისა და მეცნიერების ერთიანობის პრინციპის დაცვა.

სტუდენტის ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება, სასწავლო

მასალის ახალი სამეცნიერო მიღწევების შესაბამისად სისტემატური განახლება.

ფაკულტეტის მრავალი კურსდამთავრებული ქვეყნის მმართველობისა და

განვითარების მნიშვნელოვან პროცესში იღებს მონაწილეობას. ისინი აგრძელებენ

აკადემიურ და სამეცნიერო კარიერას საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და

სამეცნიერო – კვლევით დაწესებულებებში.

მაგ.: ცერნში, ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან ფიზიკურ ლაბორატორიაში,

ქართველი ფიზიკოსების მთელი გუნდი მუშაობს.

მათემატიკა

კომპიუტერული მეცნიერებები

კომპიუტერული მეცნიერება

ფრანგულ–ქართული

ფიზიკა

ქიმია

ბიოლოგია

გამოყენებითი ბიომეცნიერებები და

ბიოტექნოლოგია

გეოგრაფია

გეოლოგია

ეკოლოგია

ელექტრონიკა

საბუნებისმეტყვეო მეცნიერებანი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

1918 წელს დაარსებული პირველი ქართული უნივერსიტეტის პირველი

ფაკულტეტი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი იყო, რომლის მემკვიდრე ივანე

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დღევანდელი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტია.

ის უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას

ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.

Page 10: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

10

ჰუმანიტარული ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებია: ა) მაღალხარისხიანი და

თანამედროვე დონის ჰუმანიტარული განათლების მიღების უზრუნველყოფა; ბ)

ჰუმანიტარული სფეროს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების

მომზადება; გ) ჰუმანიტარულ კვლევებში ინოვაციური მიდგომების დანერგვა და

მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირება; დ)

ფაკულტეტის ინტელექტუალური პოტენციალის კონცენტრაცია პრიორიტეტული

სამეცნიერო პრობლემატიკის დამუშავებაზე; ე) სტუდენტებისათვის სწავლისა და

დამოუკიდებელი კვლევისათვის პირობების შექმნა; ვ) სტუდენტისა და პროფესორის

პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა

თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლების მიღების შესაძლებლობის

უზრუნველყოფა.

• ფილოსოფია

• ისტორია

• არქეოლოგია

• ეთნოლოგია

• კავკასიოლოგია

• ხელოვნებათმცოდნეობა

• კულტურის მეცნიერებები

• ამერიკისმცოდნეობა

• აღმოსავლეთმცოდნეობა

• არაბისტიკა

• ირანისტიკა

• თურქოლოგია

• ებრაისტიკა-არამეისტიკა

• არმენოლოგია

• ასირიოლოგია

ფილოლოგია

• ქართული ფილოლოგია

• ინგლისური ფილოლოგია

• გერმანული ფილოლოგია

• კლასიკური ფილოლოგია

• ბიზანტიური ფილოლოგია

• ახალბერძნული ფილოლოგია

• რუსული ფილოლოგია

• ფრანგული ფილოლოგია

• ესპანური ფილოლოგია

• იტალიური ფილოლოგია

• სკანდინავიური ფილოლოგია

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

სახვითი ხელოვნება;

ტანსაცმლისა და დეკორატიული ქსოვილების დიზაინი

კინო-ტელე რეჟისურა

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

Page 11: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

11

პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულება

პოლიტიკური მეცნიერების სწავლების და პოლიტიკის სფეროში სამეცნიერო

კვლევების განვითარების შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაჩნდა.

პოლიტიკის შესახებ კაცობრიობამ დააგროვა უდიდესი ცოდნა, რასაც დღეს

“პოლიტიკურ მეცნიერებებს” ვუწოდებთ და მრავალი დისციპლინისა და

მიმართულების სახითაა წარმოდგენილი. ამ ცოდნის მიღების შესაძლებლობას

იძლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი პოლიტიკური

მეცნიერების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.

2005 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირებისა და სოციალურ

და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდეგ პოლიტიკური

მეცნიერება ერთ-ერთია ფაკულტეტზე მოქმედი ექვსი მიმართულებიდან, რომელიც

სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმირებისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის

(OSI) უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (HESP) აკადემიური

სტიპენდიების პროგრამასთან (AFP) პოლიტიკის მიმართულების პროფესორების

აქტიური თანამშრომლობის შედეგად პოლიტიკური მეცნიერების სწავლებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე, ბოლონიის პორცესის

შესაბამისი სახე მიეცა. დღეისათვის პოლიტიკურ მენციერებაში ფუნქციონირებს

საბაკალავრო (ძირითადი და მეორადი სპციალობის სახით).

ჟურნალისტიკა

სახელმწიფო უნივერსიტეტში სტრუქტურული და ადმინისტრაციული

ცვლილებების თანახმად, 2005 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი სოციალურ და

პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრუქტურაში გაერთიანდა როგორც -

ჟურნალისტიკის მიმართულება.

ჟურნალისტიკის მიმართულება ამზადებს სპეციალისტებს მედიის ყველა

სფეროსათვის .

ამჟამად ჟურნალისტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს სრული მარიკა გერსამია.

სწავლება მიმდინარეობს სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და

დოქტორანტურა.

საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც დამოუკიდებელი სპეციალობა, თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტში 1991 წლიდან არსებობს, როცა ჩამოყალიბდა

Page 12: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

12

საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და

მასთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების კათედრა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის დაარსების მიზანი იყო საქართველოს

ახალგაზრდა, სუვერენული სახელმწიფოსათვის მოემზადებინა საერთაშორისო

ურთიერთობების როგორც მეცნიერების და როგორც პრაქტიკული საქმიანობის (მათ

შორის დიპლომატიის) , კვალიფიციური კადრები.

საერთაშორისო ურთიერთობების კათედრისა და შემდეგ მიმართულების ბაზაზე

უკვე ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობების ქართული სამეცნიერო სკოლა.

ასამდე კურსდამთავრებულმა სწავლა გააგრძელა ევროპისა და ამერიკის

პრესტიჟული უნივერსიტეტების მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, ხოლო

რამდენიმემ უკვე მოიპოვა პოლიტიკური მეცნიერების კანდიდატის (თბილისში,

მოსკოვში) ან ფილოსოფიის დოქტორის (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი,

აშშ) ხარისხი. მიმართულების თანამშრომლების მიერ გამოცემულია პირველი

ქართულენოვანი სახელმძღვანელოები (ა. რონდელის “საერთაშორისო

ურთიერთობები”, “პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში”, ზ. დავითაშვილის

“ნაციონალიზმი და გლობალიზაცია”, “ისტორიული და პოლიტიკური გეოგრაფია”, ს.

კაპანაძის “ევროკავშირის პოლიტიკა”, ე. აკობიას “საერთაშორისო ურთიერთობების

თეორიები”), რამდენიმე მონოგრაფია, ასზე მეტი სტატია.

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების

მიმართულება (რომელიც ერთ-ერთი პრესტიჟული სპეციალობაა უნივერსიტეტში)

განვითარების კარგი პერსპექტივებით გამოირჩევა.

საზოგადოებრივი გეოგრაფია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური

გეოგრაფიის კათედრა დაარსდა 1923 წელს. მისი დამფუძნებელი იყო პროფესორი

გიორგი გეხტმანი. მან განათლება მიიღო ევროპაში და ახალშექმნილ კათედრაზეც,

რომელსაც მაშინ ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრა ერქვა, ფართოდ დანერგა

მაშინდელი დასავლური მეცნირებისათვის დამახასიათებელი მიდგომები და

მეთოდები, რის გამოც კათედრა საკმაოდ გამორჩეული გახდა მთელს

უნივერსიტეტში.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის, რომ კათედრამ დიდი წვლილი შეიტანა

ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. კათედრის არაერთ წევრს და

კურსდამთავრებულს ეკავა და ამჟამადაც უკავია მაღალი სახელმწიფოებრივი

პოსტები.

სოციალური მუშაობა

Page 13: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

13

სოციალური მუშაობის საუნივერსიტეტო განათლების ინსტიტუციონალიზაცია

საქართველოში დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტში, 2005 წელს.

სოციალური მუშაობის სპეციალობის დაფუძნება თსუ-ში შესაძლებელი გახდა

ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფინანსური დახმარებით. ამ

პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური

მუშაობის მიმართულებამ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა.

პარტნიორი უნივერსიტეტები:

შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო)

ლუბლიანის უნივერსიტეტი (სლოვენია)

ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი)

კიევის მოჰილას აკადემია (უკრაინა)

ლიტვის პედაგოგიური უნივერსიტეტი

სხვა (ადგილობრივი/საერთაშორისო) პარტნიორი ინსტიტუციები:

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მუშაობის სასწავლო პროგრამის განხორციელებაში ჩართულნი არიან

პროფესიონალი პედაგოგები, რომელთაც სოციალური მუშაობის სამაგისტრო

ხარისხები, ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) გრანტის ფარგლებში, მოიპოვეს

აშშ კოლუმბიისა და ვაშინგტონის სენტ–ლუისის უნივერსიტეტებში; კიდევ

რამდენიმე პედაგოგმა სოციალური მუშაობის სასწავლო კურსები მოამზადა ღია

საზოგადოების ინსტიტუტის საფაკულტეტო განვითარების პროგრამის (FDF)

ფარგლებში; სწავლებაში მონაწილეობენ აგრეთვე პარტნიორი უნივერსიტეტების

წარმომადგენლები.

სოციოლოგია

საქართველოში სოციოლოგია დასაბამს მე-XX საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს.ამ

პერიოდში სოციოლოგიის მიმართულებით რამდენიმე გამოჩენილი ადამიანი

მოღვაწეობდა, რომელთა შორის იყვნენ: არჩილ ჯორჯაძე, გრიგოლ რობაქიძე,

რომელმაც ჯერ კიდევ 1902 წელს პრესაში გამოაქვეყნა 5 წერილი სათაურით

Page 14: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

14

`სოციოლოგიური ეტიუდები~, მიხაკო წერეთელი ცნობილი ფუნდამენტური

ნაშრომით `ერი და კაცობრიობა~, ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც სამი

სოციოლოგიური გამოკვლევა ჩაატარა.

ქართველ სოციოლოგთა დღევანდელი თაობის წარმომადგენლები, ძირითად

აკადემიურ სფეროში საქმიანობენ და თანამედროვე სოციოლოგიის ძირითადი

პარადიგმების კრიტიკული ათვისების პროცესში იმყოფებიან, რის შედეგადაც

თანდათანობით იკვეთება ის ძირითადი მიმართულებები, რომლის გავლენითაც

ქართველი სოციოლოგები ეწევიან თანამედროვე საზოგადოების რთული

სოციალური პრობლემების ანალიზსა და კვლევას.

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიის კათედრა გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

დაარსებისთანავე, 1918 წელს დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით. თავიდან

ფსიქოლოგიის დარგი უნივერსიტეტში ერთადერთი ფსიქოლოგით _ დ.უზნაძით იყო

წარმოდგენილი. მან ისე ენერგიულად წარმართა ეროვნული კადრების შერჩევისა და

მომზადების საქმე, რომ 1923 წელს შესაძლებელი გახადა კათედრასთან

ფსიქოლოგიური ლაბორატორიის გახსნა, ხოლო 1926 წელს საქართველოში დაარსდა

ფსიქოლოგთა საზოგადოება, რომლის წევრები ძირითადად თბილისის

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იყვნენ. სწორედ ფსიქოლოგიის კათედრასა

და მის ბაზაზე გახსნილ ლაბორატორიაში შეიქმნა და დამუშავდა მსოფლიოში

ცნობილი დ.უზნაძის განწყობის თეორია და საფუძველი ჩაეყარა ე.წ. ქართულ

ფსიქოლოგიურ სკოლას.დიმიტრი უზნაძე ფსიქოლოგიის კათედრას სიცოცხლის

ბოლომდე ხელმძღვანელობდა.

2004 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი გაერთიანდა სხვა ხუთ ფაკულტეტთან ერთად

სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტში და შევიდა მის

შემადგენლობაში როგორც დეპარტამენტი. 2007 წლიდან კი ის წარმოადგენს

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ფსიქოლოგიის მიმართულებას.

ekonomikisa da biznesis fakulteti

ekonomikisa da biznesis fakulteti lideria saqarTveloSi yvelaze

maRalreitinguli pirvelkurselebis raodenobis mixedviT. amas mowmobs

bolo wlebis statistikuri monacemebi.

Page 15: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

15

ekonomikis programa

modulebi:

menejeruli ekonomika;

makroekonomika;

saerTaSoriso ekonomika;

ekonomikuri politika;

ekonometrika da maTematikuri ekonomika;

ekonomikuri statistika;

biznesis administrirebis programa

modulebi:

saerTaSoriso biznesi;

menejmenti;

marketingi;

finansebi da sabanko saqme;

aRricxva-angariSgeba, auditi;

informaciuli menejmenti;

turizmis da maspinZlobis menejmenti;

turizmis სკოლა

იურიდიული ფაკულტეტი

საქართველოში სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას უძველესი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.

დაარსებისას უნივერსიტეტს არ ჰქონდა დამოუკიდებელი იურიდიული ფაკულტეტი, მაგრამ უკვე 1918 წლის პირველ სემესტრში წაკითხულ იქნა ქართული სამართლის წყაროები და ისტორია, ხოლო უნივერსიტეტის ეკონომიკური დარგი, რომელიც ჰუმანიტარული მეცნიერების შესწავლის ერთ-ერთი საშუალება იყო, მოიცავდა ისეთ სამართლებრივ საგნებს, როგორიცაა სახელმწიფო სამართალი, სააღებმიცემო სამართალი, სამოხელეო სამართალი და ქართული სამართლის ისტორია. შესაბამისად, ღიად დადგა სამართლის ფაკულტეტის დაარსების საკითხი.

Page 16: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

16

1934 წლის 9 ოქტომბრიდან, რექტორის ბრძანებით, საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ფაკულტეტს ეწოდა საბჭოთა სამართლის ფაკულტეტი.

2005 წლიდან იურიდიული ფაკულტეტზე დაიწყო რეფორმები, კერძოდ, საქართველოს სასწავლო-საგანმანათლებლო სისტემის ბოლონიის პროცესთან მიერთების შემდეგ შემოღებულ იქნა ორსაფეხურიანი სწავლება.

მედიცინის ფაკულტეტი

უმაღლესი სამედიცინო განათლების ისტორია დასაბამს 1918 წელს თბილისის

სახელწიფო უნივერსიტეტის და მასში სამედიცინო ფაკულტეტის დაარსებიდან იღებს

1919 წლის 9 აპრილს პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, სამკურნალო

ფაკულტეტი დაარსდა დამოუკიდებელი ფაკულტეტის სახით, ხოლო 1929-1930

სასწავლო წლის ბოლოს მან უნივერსიტეტში არსებობა შეწყვიტა.

1995 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

უმაღლესი სამედიცინო განათლება აღდგა თავდაპირველად მედიცინის სპეციალობის

სახით ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო 2000 წელს, თსუ–ის დიდი

საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიცინის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა როგორც

დამოუკიდებელი ფაკულტეტი.

დღეს ისწავლება:

• სამკურნალო საქმე

• სტომატოლოგია

• ოკუპაციური თერაპია (უნარშეზღუდული პირების დახმარება)

დღეს, თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახლავთ ალექსანდრე

კვიტაშვილი (15/11/970).საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი. განათლებით ისტორიკოსი

(ევროპისა და ამერიკის უახლესი ისტორიის სპეციალობით), დამთავრებული

აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის

რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა.

დანართი

Page 17: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

17

ივანე ჯავახიშვილი (1876-1940 წწ) საქართველოში უნივერსიტეტის

დაარსების ინიციატორი და სულისჩამდგმელი, სიბრძნისმეტყველების

ფაკულტეტის პირველი დეკანი და რექტორი, მეცნიერების ფაქტობრივად

თითქმის ყველა დარგში ფუძემდებლური ნაშრომების ავტორი,

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების ინიციატორი,

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილების გამგე,

რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი.

მოქანდაკე: თენგიზ ღვინიაშვილი.

პეტრე მელიქიშვილი (1850-1927 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი,

ცნობილი ქიმიკოსი, უნივერსიტეტის პირველი რექტორი, უნივერსიტეტში

ორგანული ქიმიის კათედრის დამაარსებელი და გამგე, ქიმიის

ლაბორატორიის, არაორგანული და ორგანული ქიმიის კათედრების

დამფუძნებელი, მრავალი ქვეყნის სამეცნიერო აკადემიის წევრი და

პრემიის მფლობელი.

მოქანდაკე: იაკობ ნიკოლაძე.

ივანე ბერიტაშვილი (1884-1974 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი,

საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, უნივერსიტეტში

ფიზიოლოგიის კათედრის დამაარსებელი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის

დამაარსებელი და ხელმძღვანელი, მრავალი ქვეყნის სამეცნიერო

აკადემიის წევრი და პრემიის მფლობელი.

მოქანდაკე: სილოვან კაკაბაძე.

კორნელი კეკელიძე (1879-1962 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი, ძველი

ქართული მწერლობის თვალსაჩინო მკვლევარი, უნივერსიტეტში ძველი

ქართული ლიტერატურის კათედრის დამაარსებელი, თსუ

სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, თსუ პრორექტორი,

რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის

დირექტორი.

მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური.

Page 18: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

18

დიმიტრი უზნაძე (1886-1950 წწ.) უნივერსიტეტის დამაარსებელი,

ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს

მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, თანამედროვე

ქართული პედაგოგიკის ერთ-ერთი პირველი შემოქმედი, საშუალო

სკოლისათვის მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული

სახელმძღვანელოს ავტორი.

მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური.

გიორგი ჩუბინაშვილი (1885-1973 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი,

ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი, უნივერსიტეტში

ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტისა და ძველი ქართული ხელოვნების

მუზეუმის დამაარსებელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის

დამფუძნებელი და მისი პირველი რექტორი.

მოქანდაკე: კარლო ბაკურაძე.

ფილიპე გოგიჩაიშვილი (1872-1950 წწ) – უნივერსიტეტის დამაარსებელი,

საქართველოში ეკონომიკურ მეცნიერებათა თვალსაჩინო

წარმომადგენელი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, მთარგმნელი,

პუბლიცისტი.

მოქანდაკე: ლევან სალუქვაძე.

შალვა ნუცუბიძე (1988-1969 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი,

ფილოსოფოსი, ქართული ფილოსოფიური აზროვნების მკვლევარი და

ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, კულტუროლოგი, მთარგმნელი,

უნივერსიტეტის პრორექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის

ერთ-ერთი დამაარსებელი.

მოქანდაკე: ოთარ ფარულავა.

ანდრია რაზმაძე (1889-1929 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი,

თანამედროვე მათემატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში,

უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის

პირველი დეკანი, მათემატიკაში ქართულ ენაზე პირველი

საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი, ქართული

მათემატიკური ტერმინოლოგიის ფუძემდებელი.

მოქანდაკე: ბიძინა ავალიშვილი.

Page 19: შესავალი - socium.gesocium.ge/downloads/tsu_despani_2013/TSU despani _ text.pdf2 აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი,

19

გიორგი ახვლედიანი (1887-1973 წწ) უნივერსიტეტის დამაარსებელი,

თვალსაჩინო ენათმეცნიერი, ენათმეცნიერებაში პირველი ქართული

საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი, უნივერსიტეტში

ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიის დამაარსებელი,

საქართველოში საენათმეცნიერო საზოგადოებისა და ლოგოპედიის

ფუძემდებელი, ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკის, სანსკრიტის,

ბერძნული და ოსური ენების მკვლევარი.

მოქანდაკე: ოთარ ფარულავა.

აკაკი შანიძე (1887-1987 წწ ) უნივერსიტეტის დამაარსებელი, თვალსაჩინო

ენათმეცნიერი და ფილოლოგი, უნივერსიტეტის სომხური ენის კათედრის

გამგე, ქართული ენის კათედრის გამგე, ძველი ქართული ენის კათედრის

გამგე, ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის კვლევის,

ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის,

არმენისტიკის, ალბანოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული

ბიბლიური ტექსტების აღმომჩენ-მკვლევარი და გამომცემელი. თბილისის

უნივერსიტეტში პირველი დისერტაციის ავტორი.

მოქანდაკე: ბიძინა ავალიშვილი.

გიორგი წერეთელი (1904-1973 წწ) თბილისის უნივერსიტეტის

სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ცნობილი

სემიტოლოგი, უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრისა და

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის

ინსტიტუტის დამაარსებელი.

მოქანდაკე: გიორგი ოჩიაური.