28
არასამეწამეო (არაკომერციული) იურიდილი პირი „ქართული სამართლის კორპუსის“ მიერ მომზადებული „ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის ანალიზი“ მოამზადა : ნათია ჯანელიძე თბილისი 2018

იურიდილი პირი კორპუსის“ მიერ მომზადებული გენერალური … · 2014 წელს ქალაქ

  • Upload
    others

  • View
    13

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

არასამეწამეო (არაკომერციული) იურიდილი პირი

„ქართული სამართლის კორპუსის“ მიერ მომზადებული „

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის

გეგმარებითი დავალების პროექტის ანალიზი“

მოამზადა : ნათია ჯანელიძე

თბილისი 2018

შესავალი

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის უმნიშვნელოვანესი

დოკუმენტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ქალაქის განვითარებაზე ზრუნვისას

ქვეყნის მმართველმა გუნდმა 2030 წლამდე. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა -

ე.წ. „გენ-გეგმა“ არის ნორმატიული აქტი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით

მოქმედებს და ის არის უფრო ზოგადი დოკუმენტი ვიდრე კონკრეტული, მისი

მასშტატებიდან გამომდინარე. დოკუმენტის განმარტებას იძლება „სივრცითი

მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ „ საქართველოს კანონი და

„ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და

განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება. თვითონ

მოქმედი გენ-გეგმა დამტკიცებულია „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის დამტკიცების შესახებ „ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებით.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს დასახლების მთელ ტერიტორიას.

მისი შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს მიერ

საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ფიზიკური და კერძო

სამართლის იურიდიული პირებისათვის.

გენ-გეგმა შედგება ორი ნაწილისაგან, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის

გეგმარებითი დავალება და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

განაშენიანების რეგულირების გეგმა - ე.წ. „გრგ“ - გენ გეგმისგან განსხვავებით უფრო

ლოკალური მოწესრიგების საგნის დოკუმენტია, სამართლებრივი თვალსაზრისითაც

განსხვავდება გენ-გეგმისგან, რადგან იგი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია.

მიმღები ორგანო ორივე აქტის შემთხვევაში საკრებულოა. თუ გენ-გეგმა მთელი

ქალაქის მასშტაბით დგინდება, გრგ მტკიცდება 5000 კვადრატულ მეტრს როდესაც

აღემატება მიწის ნაკვეთი მაშინ, თუმცა შესაძლებელია უფრო პატარა მიწის ნაკვეთზეც

დაამუშავდეს, მაგრამ მოგვიწევს 5000 კვადრატამდე გავზარდოთ იგი, ანუ ჩავრთოთ

მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, მოვილაპარაკოთ მათთან, შეთანხმდეთ,

გქონდეს წერილობითი თანხმობები და შემდეგ დავიწყოთ მისი დამუშავება. გრგ1,

როგორც ასეთი ძალიან კარგი დოკუმენტია, დაცულები ვართ იმისაგან, რომ

კონკრეტული მიწის ნაკვეთი შემდეგში სხვანაირად არ განვითარდეს და როგორც

1გრგ-ზე დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების

გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს

2016 წლის 24 მაისის 14-39 დადგენილებაში.

გეგმით თუ ინდივიდუალური განაშენიანება გვაქვს გათვალისწინებული სხვა

ფიზიკური ან იურიდიული პირი ვერ დაიწყებს მშენებლობას, ყველა შემთხვევაში

აუცილებელი გახდება გრგ-ს არეალში მოქცეული მესაკუთრეების თანხმობა, რაც ამ

დოკუმენტის ვარგისიანობაზე მიუთითებს. ასევე მისი მაშტაბურობისა და

შინაარსიდან გამომდინარე ქალაქს ეძლევა შესაძლებლობა სწორად დაგეგმარებასა და

განვითარებას შეუწყოს ხელი.

გრგ-ს შედგება ორი ნაწილისაგან, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი

დავალება და განაშენიანების რეგულირების გეგმა.

განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა ხორციელდება ორ

ეტაპად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი

ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ პირველი ეტაპით

გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შესაძლებელია

შემდგომი ეტაპის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული ეტაპების

ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:

ა) I ეტაპი — განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების

დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით და

დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად – არაუმ

ეტეს 20 დღე;

ბ) II ეტაპი — განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება, საქართველოს

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი

ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად – არაუმეტეს 30 დღე.

განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებული

ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს მშენებლობის ნებართვის

გამცემი შესაბამისი სამსახური,(ანუ არქიტექტურის სამსახური) რომელიც საბჭოს

(საბჭო რომელიც ოფიციალურად ჯერ კიდევ არსებობს მაგრამ აღარ ფუნქციონირემს,

მერმა გააუქმა) შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე ამზადებს თბილისის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების

პროექტებსა და გასცემს შესაბამის სამართლებრივ დასკვნებს:

ა) I ეტაპი – განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების

დამტკიცების შესახებ;

ბ) II ეტაპი – განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების შესახებ.

აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტები თბილისის მერის

მიერ წარედგინება თბილისის საკრებულოს.

2014 წელს ქალაქ თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი დედაქალაქის

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ შესადგენად. ტენდერში გამარჯვებულად

დასახელდა „სითი ინსტიტუტ საქართველო“, რომელთანაც გაფორმდა 2015 წლის 15

ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება 2 800 000 ლარზე შეთანხმებით.

მოცემულ ნაშრომში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

1. „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ სამართლებრივი მდებარეობა;

2. „თვითმმართველი ქალაქის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის“ გეგმარებითი დავალებისა და „საკონკურსო განაცხადის“ანალიზი;

3. საერთაშორისო აქტებით დადგენილი სტანდარტების შედარებით-

სამართლებრივი ანალიზი;

4. 2018 წლის 8 იანვრის მდგომარეობით, დასამტკიცებლად წარდგენილი

„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ხარვეზები.

5. კერძო საკუთრების არსი; მესაკუთრეთა დაცვა; კერძო მესაკუთრეთა ინტერესები;

სახელმწიფოს მიერ კერძო მესაკუთრეთა ინტერესების შეზღუდვის

სამართლებრივი საფუძვლები და მოსალოდნელი შედეგები;

6. მიწის სამართლიანი ფასი;

7. „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ ეკონომიკური დასაბუთება;

8. ექსპერტთა შეფასებები;

9. დასკვნა

1. „მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“

სამართლებრივი მდებარეობა

საქართველოს კანონი „ ნორმატიული აქტების შესახებ“ განსაზთვრავს ნორმატიული

აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთასორისო ხელშეკრულებებისა

და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში.

საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა ორ ნაწილად: საკანონმდებლო და

კანონქვემდებარე აქტებად. საქართველოს საკანონმდებლო აქტების იერარქიული

მდგომარეობა ნაწილდება შემდეგნაირად:

- საქართველოს კონსტისტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;

- საქართველოს ორგანული კანონი;

- საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს

პარლამენტის რეგლამენტი;

საქართველოს კანონქვემდებარე აქტების იერარქია კი შემდეგნაირად ნაწილდება:

- საქართველოს კონსტისტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;

- საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;

- საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;

- საქართველოს ორგანული კანონი;

- საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს

პარლამენტის რეგლამენტი;

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ნორმატიული აქტების იურიდიული

ძალა განისაზღვრება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ორგანოთა იერარქიის

შესაბამისად.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველოს კოდექსი“ მე-

16 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“

ქვეპუნქტისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების

შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ამტკიცებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. საქართველოს

კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-12 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის

მიხედვით, საქართველოს ნორმატიულ აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა

ადგილობრიივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების მიმართ.

კანონით დადგენილია, რომ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის

გათვალისწინებით, საკრებულოს აკრებულოს დადგენილება ადგენილება უნდა

შეესაბამებოდეს ეესაბამებოდეს მასზე უპირატესი პირატესი იურიდიული

ურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ ორმატიულ აქტებს. თანაბარი ანაბარი

იურიდიული ურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ ორმატიულ აქტებს შორის

წინააღმდეგობის ინააღმდეგობის შემთხვევაში ემთხვევაში უპირატესობა პირატესობა

ენიჭება უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ ორმატიულ აქტს. ეს ნორმა, ბუნებრივია,

ვერ გამოიყენება სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს

დადგენილებების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით, რადგან, განსხვავებით

საქართველოს ნორმატიული აქტებისგან, რომლებიც ვრცელდება ქვეყნის მთელს

ტერიტორიაზე, საკრებულოს დადგენილება მხოლოდ შესაბამისი თვითმმართველი

ერთეულის ტერიტორიაზე ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ეს ნორმა აქტუალურია

მხოლოდ ერთი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს სხვადასხვა დროს

მიღებული დადგენილებებთან დაკავშირებით.

2. „თვითმმართველი ქალაქის თბილისის მიწათსარგებლობის

გენერალური გეგმის“ გეგმარებითი დავალების პროექტისა

და „საკონკურსო განაცხადის“ ანალიზი;

ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების

პროექტი მომზადებულია ძირითადად შემდეგ სამართლებრივ ნორმებზე

დაყრდნობით:

1. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის

კოდექსი“

2. საქართველოს კანონი „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის

საფუძვლების შესახებ“

3. ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილება „ ქ.

თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების

წესების დამტკიცების შესახებ“

4. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილება

„ტექნიკური რეგლამენტი- დასახელებათა ტერიტორიების გამოყენებისა და

განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების

თაობაზე“

5. უცხოური საწარმოს- „ფრაისვოთერჰუსკუპერს ცენტრალური აზია და

კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალის საქართველოში რეკომენდაციები.

თვითმმართველი ქალაქის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის

გეგმარებითი დავალების პროექტის მიხედვით გამოყოფილ იქნა ქალაქის

განვითარებისათვის შემდეგი საკვანძო საკითხები:

მოცემულ პროქეტში ყურადღება მახვილდება ქალაქის ტერიტორიულ

განვითარებაზე. იმ პრინციპებსა და პრიორიტეტებზე რომლითაც უნდა

იხელმძღვანელოს გენ-გეგმის შექნისას მომუშავე ჯგუფმა, ესენია: •

მოსახლეობისათვის ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა; • ექსტენსიურიდან

ინტენსიურ განვითარებაზე ორიეტირება; • დედაქალაქის როლის განსაზღვრა

აგლომერაციის ფარგლებში; • სოციალური, სამომსახურებო, სატრანსპორტო და

საინჯინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; • ქალაქმშენებლობითი პრობლემების

გამოვლენა და გადაწყვეტის გზების დასახვა; • საზოგადოებრივი სივრცეების, მათ

შორის გამწვანებული არეალების, მოედნებისა და ქუჩების უწყვეტი სისტემის

ჩამოყალიბება; • ქალაქის ტერიტორიის მონოფუნქციური სივრცეებად დაყოფის

სანაცვლოდ შერეული ზონის სახეობების დაგეგმარება და ქალაქის „გამოცოცხლება“; •

არსებული საცხოვრებელი უბნებისა და გარემოს გაუმჯობესება-გაჯანსაღება; •

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტის

მოხმარების შემცირება; • ფეხმავალთა და არამოტორიზირებული ტრანსპორტის

როლის გაძლიერება; • ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შემცირება; •

მდინარის „დაბრუნება“ ქალაქისათვის; • მთაწმინდის, მახათასა, ყეენის მთების და

მიმდებარე ფერდობებისათვის განაშენიანების კონცეფციის ჩამოყალიბება; • ე.წ.

„ხრუშჩოვკების“ და სხვა ამორტიზირებული ტერიტორიების რეკონსტრუქციის

გზების დასახვა; • ქალაქის პოლიცენტრული განვითარების ხელშეწყობა; • მდგრადი

ეკონომიკური განვითარების ტერიტორიული საფუძვლების მომზადება; •

გონივრული და ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობა; • პირობების გაუმჯობესება

შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის,ინკლიზუირუი ქალაქის განვითარება.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს “ დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის

განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა სამი

ძირითადი მიზნები

ურბანული დეგეგმარების განსაზღვრა ლანჩაფტური და არქიტექტურულ-სივრცითი თავისებურების შენარჩუნება-გადარჩენისათვის;

ქალაქის განვითარებისა და საიმედო ფუნქციონირებისათვის საფუძვლების მომზადება;

ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება;

ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვა;

სოციალური, სატრანსპორტო და საინჟინრო მოდერნიზაცია და განვითარება;

რესურსებდამზოგავი, კრეატიული, ციფრული და ეკოლოგიური ქალაქის გეგმარებითი საფუძვლების შემუშავება;

მიმართულება: „მწვანე ქალაქი“, „კომპაქტური ქალაქი“ და „კარგად შეკავშირებული

ქალაქი“.2 პასუხობს თუ არა ეს სამი მიმართულება ქალაქ თბილისის მერიის მიერ

„სითი ინსტიტუტი საქართველოსათვის“ მიცემულ დავალებას? ამ საკითხს ქვემოთ

მოცემულ კვლევაში განვიხილავთ.

ქალაქ თბილისის მერიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი

დავალების პროექტის მიხედვით, ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმარება

აღიარებულია როგორც ტერიტორიულ-სივრცითი მართვისა და განვითარების

ინსტრუმენტად. დავალების მიხედვით, მგგ-ს დამუშავებისას „სითი ინსტიტუტი

საქართველომ“ უნდა გაითვალისწინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის

ევროპის ეკონომიკური კომისიის 2008 წლის რეკომენდაციები ტერიტორიულ-

სივრცითი დაგეგმარების საკითხებზე.3 კერძოდ, გაერთიანებული ერების

ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) კომიტეტმა მოამზადა

კვლევა სივრცითი დაგეგმარების შესახებ და შეიმუშავა რეკომენდაციები რომელიც

არსებითია ქვეყნის განვითარების პოლიტიკის შერჩევისას.

კვლევის მიხედვით, სივრცითი დაგეგმარება არის საკვანძო ინსტრუმენტი, რათა

უზრუნველყოფილ იქნეს გრძელვადიანი და მდგრადი ჩარჩოები სოციალური,

ტერიტორიული და ეკონომიკური განვითარებისათვის ქვეყანაში. ამ დოკუმენტის

შემუშავების მთავარი საფუძველია, გააძლიეროს ინტეგრაცია სექტორებს შორის,

კერძოდ, საბინაო, სატრანსპორტო, ენერგეტიკა და მრეწველობა, ურბანული და

სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განვითარება - ქვეყნის ეკონომიკური

შესაძლებლობის გათვალისწინებით.

კვლევის მიხედვით, გამოყოფილია ძირითადი ასპექტები:

ა) ტერიტორიული ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ბ)ქალაქის ურბანული სისტემის განვითარება;

გ) ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას, მოქალაქეთა ინტერესების

გათვალისწინება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით( სკოლა, ბაღი,

საავადმყოფო და ა.შ.)

დ) ინფორმაციისა და ქალაქის განვითარების შესახებ ინფორმაციის

ხელმისაწვდომობა;

ე) ეკონომიკური ზიანის შემცირება;

ვ) ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის გაძლიერება და დაცვა;

2 https://imedinews.ge/ge/saqartvelo/20337/tbilisis-gengegma-merias-ukve-chahbarda 3 https://www.unece.org/fileadmin/DAM/hlm/documents/Publications/spatial_planning.e.pdf

ზ) კულტურული მემკვიდრეობის განვითარების ხელშეწყობა, როგორც ქვეყნის

განვითარების ფაქტორის;

თ) უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ენერგორესურსების შემუშავება;

ი) ხელი შეუწყოს მდგრად ტურიზმს;

კ) შეზღუდოს ბუნებრივი კატასტროფების გავლენა;

აგრეთვე, მოცემული დოკუმენტის მიხედვით, გენ-გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა, უნდა

განეხორციელებინა შემდეგი მოქმედებები: ა) დიალოგი მოსახლეობასთან; ბ)

გაიაროს კონსულტაციები- დასკვნის მომზადების მიზნით საექსპერტო რჩევა; გ)

წარმომადგენლობა- კერძოდ გამოყონ პირები ვინც უპასუხს მოქალაქეების კითხვებზე;

დ) მიმართვა- გადაწყვეტილების მიღების პროცესში თუ არსებობს გადაწყვეტილებით

დაზარალებული მოსხლება მოისმინოს მათი აზრი, და შემდეგ გადაწყვიტოს.

ქალაქ თბილისის მერიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი

დავალების პროექტში მგგ მოხსენიებულია როგორც „საზოგადოების თანხმობის

დოკუმენტი“. მომზადების პროცესში გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო

მოქალაქეთა, აგრეთვე სხვადასხვა ინსტიტუციებისა და მმართველობის ინტერესები

და უნდა მოეხდინათ მათი ამ პროცესში ჩართვა. გაიმართა საჯარო

განხილვები: საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, ტექნიკურ უნივერსიტეტში,

ტექნოპარკში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში.

მგგ უნდა დაეფუძნოს: თბილისის „სტრატეგიული დაგეგმარების ძირითად

დებულებებს“, კანონმდებლობით დადგენილ „უფლბრივი ზონირების“ პრინციპს,

ქალაქისათვის ორგანულ „მდგრადი ზონირების“ პრინციპს, ქალაქის საკუთარი

რესურსებისა და შესაძლებლობების ობიექტურ შეფასებას, ტერიტორიების

ქალქთმშენებობით ღირებულებას, მიწის პოტენციურ ფასსა და განვითარების

პოტენციალს შორის შესაბამისობის პრინციპს, ბუნებრივ ეკონომიკური მიდგომებისა

და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრიორიტეტულობას,

თანამედროვე ტექნოლოგიებს-გეოსაინფორმაციო სისტემებს.

ქალაქის ტერიტორიული განვიტარების ვარიანტების სქემებზე ნაჩვენები უნდა

ყოფილიყო პერსპექტიული სივრცით-გეგმარებითი განვითარებისა და ფუნქციური

ზონების, აგრეთვე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ვარიანტები. ქუჩებისა დ

აგზების სზემაზე ნაჩვენები უნდა იყოს: ძირითადი საავტომობილო გზები,

მაგისტრალური ქუჩები, მათი კლასიფიკაცია, რკინიგზა, გარე სატრანსპორტო

ნაგებობები. ტერიტორიების საინჟინრო უზრუნველყოფის სქემაზე ნაჩვენები უნდა

იყოს: ძირითადი მაგისტრალური მილსადენები: გაზსადენი, საკანალიზაციო

კოლექტორები, წყალმდენები. აგრეთვე, მარალი ძაბვის გადამცემი ელხაზები,

საინჟინრო სათავო ნაგებობები: წყალმიმღებები, გამწმენდი ნაგებობები,

ელექტროქვესადგურები, გაზგამანაწილებელი სადგურები.

3. საერთაშორისო აქტებით დადგენილი სტანდარტების

შედარებით-სამართლებრივი ანალიზი;

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების

პროექტი ითვალსიწინებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. საქართველოს

კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონქვემდებარე აქტად გამოყოფს

საერთაშორისო ხელშეკრუბასა და შეთანხმებას. სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოს

მიერ ამ სახელმწიფოს სახელით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების

სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა დოკუმენტის

რატიფიკაცია. საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და

შეთანხმებათა რატიფიცირებას ახდენს საქართველოს პარლამენტი. რატიფიკაცია

ხელშეკრულებას აძლევს იურიდიულ ძალას.4

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი

დოკუმენტი:

ა) 1985 წლის „ევროპის არქიტექტურული მმეკვიდრეობის დაცვის კონვენცია“

განმარტავს, რომ „აარქიტექტურული მემკვიდრეობა“ გულისხმობს, შემდეგი

სახის უძრავ ქონებას: ძეგლებს, არქიტექტურული ანსამბლებსა და ნაკვეთებს.

და ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს მოახდინონ თითოეული ქვეყნისა

თუ რეგიონისათვის დამახასიათებელი საშუალებებით მათი დაცვა.

საჭიროებისამებრ აამოქმედოს კონტროლისა და ნებართვების შესაბამისი

პროცედურები. თითეული სახელმწიფო ვალდებულია აკრძალოს ძეგლის

მთლიანი ან ნაწილობრივი გადატანა, თუ ამას არ ითხოვს ამ ძეგლის

მატერიალური შენარჩუნების აუცილებლობა. ხელი შეუწყოს მეცნიერულ

კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების გავლენის

შესწავლა-დადგენას და ამ ზეგავლენის შემცირების თუ აღკვეტის ზომების

გამონახვას.

ბ) 1964 წლის საერთაშორისო ქარტია „ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის

შესახებ“ განმარტავს, რომ ძეგლთა შენარჩუნებას ყოველთვის ხელს უნდა

4 ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ

ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება

უწყობდეს მისი გამოყენაბა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. ეს სასურვეია,

მაგრამ დაუშვებელია ამის გამო ძეგლის სტრუქტურის და გარეგნობის შეცვლა.

საზოგადოებრივი მოთხოვნების განვითარება და ფუნქციის შესწავლასთან

დაკავშირებული გზების დაგეგმვა და ნებართვების გაცემა მხოლოდ ამ

საზღვრებშია შესაძლებელი.

გ) ვაშინგტონის საერთაშორისო ქარტია ისტორიული ქააქების და სხვა

ურბანული სივრცეების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულია ICOMOS -ის

გენერალური ასამბლეის მიერ 1987 წლის ოქტომბერში, რომლის მიხედვითაც,

ქალაქის გეგმარების მთავარი მიზნები მკაფიოდ უნდ აიყოს განსაზღვრული,

ისევე როგორც მათი რეალიზებისთვის საჭირო საკანონმდებლო,

ადმინისტრაციული და ფინანსური საშუალებები. ისტორიული ქალაქების ან

ურბანული არეალების შენარჩუნების გეგმარება მულტიდიციპლინური

ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა იქმნებოდეს. გეგმა უნდა

ითვალისწინებდეს ყვეკა განმსაზღვრელ ფაქტორს, როგორიცაა ისტორია,

არქტიექტურა, სოციოლოგია და ეკონომიკა. და რაც მთავარია, გეგმარების

პროცესს მხარს უნდა უჭერდნენ ისტორიული არეალის მაცხოვრებლები.

დ) პარიზი, 1952 წლის 20 მარტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა

დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან

იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის

უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას

ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი

პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები

არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები,

რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად

საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ

მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნული შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და

სავალდებულოა გასათვალისწინებლად.

4. 2018 წლის 8 იანვრის მდგომარეობით, დასამტკიცებლად

წარდგენილი „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის ძირითადი ხარვეზები.

ზემოთ ავღნიშნეთ ის სამართებრივი საფუძვები რასაც უნდა ემყარებოდეს თბილისის

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. აგრეთვე განვიხილეთ თბილისის

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის

მოთხოვნები, მიზნები, მეთოდები და სტანდარტები თუ რა დაისახა ქალაქ თბილისი

მერიამ მიზნად და რა შედეგს ელოდებოდა გენ-გეგმის შემდგენი ჯგუფისაგან. ეხლა

კი, განვიხილოთ ის საკითხები უშუალოდ რაც არ შეესაბამება მოცემულ მოთხოვნებს

და გაუგებარია 2018 წლის 8 იანვრის მდგომარეობით დასამტკიცებლად წარდგენილ

დოკუმენტში.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც დოკუმენტი უნდა

იყოს საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტი. სადაც გათვალისწინებული

იქნებოდა მოსახლეობის პოზიცია. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა

საზოგადოებასთან სადაც რეალურად წარდგენილ იქნა უკვე დამუშავებული

დოკუმენტი და ჰქონდა გაცნობითი ხასიათი. რეალურად კი საზოგადოებრივი

ჩართულობა ნიშნავს უშუალოდ მუშაობის პროცესში იყოს მოსახლეობა

ჩართული, გამოხატონ თავიანთი პოზიციები და არგუმენტები მოცემულ

საკითხთან დაკავშირებით. რასაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“

ავალდებულებდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის

გეგმარებითი დაველების პროექტი, არამედ ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსიც ავალდებულებდა.

მოცემულ გეგმაში აგრეთე, არ არის ადგილი დათმობილი საერთაშორისო

კონვენციებსა თუ ქარტიებზე, რაც აისახება იმაზე რომ რეალურად არ არის

გაზიარებული ამ გეგმის შემუშავების დროს საერთაშორისო სტანდარტები. მათ

შორის არ არის გაზიარებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოთხოვნა გამოეყენებინათ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის 2008

წლის რეკომენდაციები ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმარების საკითხებზე.

აგრეთვე, მოცემულ გეგმაში წარმოდგენილია მთელი რიგი რუკები, რომელიც

მოკლებულია წაკითხვის ფუფუნებას და აბსოლუტურად გაუგებარია, როგორც

არქიტექტორებისთვის აგრეთვე, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისათვის.

მაშინ როდესაც ამა თუ იმ ქალაქის ტერიტორიას ენიჭება გარკვეული სტატუსი,

არ არსებობს შესაბამისი დასაბუთება თუ რატომ, და კონკრეტულ

ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც მოკლებულია იმის ფუფუნებას რომ

ნახოს რუკა, რომელიც აღქმადი იქნება მისთვის და გაიგებს თუ რა

განვითარების პერსპექტივა დაუსახა „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ მის

საცხოვრებელ ზონას.

რკინიგზა- გენ-გეგმის ერთერთ მთავარ საკით წარმოადგენს, რომელიც

ითვალისწინებს კვლევების ჩატარების გარეშე რკინიგზის სამგზავრო ხაზების

გაუქმება. მიგვაჩნია, რომ რკინიგზის სამგაზვრო ხაზის გაუქმების შეფასება

ცალმხრივია და უგულვებელყოფს გამჭოლი სამგზავრო რკინიგზის ხაზის და

ცენტრალური სადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობას. ხაზგასმით

ავღნიშნავთ, კიდევ ერთხელ ცენტრალური სადგურის და გამჭოლი სამგზავრო

რკინიგზის მნიშვნელობას. LRT-ის ხაზი დიდუბესა და სამგორს შორის

რკინიგზის გამჭოლი ხაზის ნაცვლად მიუღებელია, რადგან მოითხოვს

რამდენიმე გადაჯდომას, ზრდის მგზავრობის დროს, რაც სრულიად

ეწინააღმდეგება S-Bahn-ის კონცეფციას. ცენტრალური სადგური არის

ერთადერთი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც თავს უყრის მეტროს ორ ხაზს და

რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალს თავისი განშტოებებით. სატრანსპორტო

საშუალებების ინტეგრირებულობა საზ. ტრანსპორტის ეფექტურობის ერთ-

ერთი უმნიშვნელოვანეის წინაპირობაა.

კულტურული მემკვიდრეობა- ისტორიული ძეგლების დაცვის არეალები

დაუსაბუთებლადაა შემოსაზღვრული და დაუსაბუთებელია ამ საზღვრების

დადგენის მეთოდოგია და სტანდარტებითი თუ რით იხელმძღვანელეს ამ

დოკუმენტის შემუშავებისას. მგგ-ის ეს ხარვეზები ეჭვქვეშ აყენებს ამ გეგმის

ეფექტუროსა და მოცემული ქმედებების განხორციელების აუცილებლობას.

მმგ-ის მთავარი მიზანია მოგვარდეს არსებული პრობლები და ქალაქი

განვითარდეს. აგრეთვე არ იკვეთება ბიუჯეტირების საკითხი. კერძოდ,

დოკუმენტში არ არის საკითხი დაყენებული დღის წესრიგში თუ რამდენად

განხორციელებადია იგი. რაც გამოიხატება შემდეგში: არსად ჩანს ქალაქის

ბიუჯეტი, არ იკვეთება რეალური სავარაუდო ხარჯები თუ რა დაუჯდება ქალაქ

ამა თუ იმ ცვლილების განხორციელება და რამდენად შეესაბამება ეს მის

ბიუჯეტს. გვრჩება შთაბეჭდილება რომ დოკუმენტი მხოლოდ სარეკომენდაციო

ხასითისაა რომელზეც 2 800 000 ლარი გაიხარჯა და მოკლებულია რეალობას.

შესაბამისად, საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების მიზნად დასახვა და მისი

განხორციელების გზების წინა პლანზე წამოწევა, რაც არ იკვეთება მოცემულ

დოკუმენტში.

აგრეთვე, მოცემულ დოკუმენტში საუბარია ქალაქის რამდენიმე ტერიტორიის

გამოთავისუფლების საკითხზე და მის გადატანაზე სხვა ტერიტორიაზე.

დაუსაბუთებელია გენ-გეგმის ეს ნაწილიც, რადგან შემოთავაზებული არ არის

მიწის ნავეთების გამოსყიდვის გზები, მაშინ როდესაც ნაკვეთები არ არის

სახემწიფოს საკუთრებაში და ყავთ კერძო მესაკუთრეები. აგრეთვე არ არის

წარმოდგენილი ტერიტორიების გამოთავისუფლების ეტაპობრივი

საშუალებები, რაც საბოლოოდ მიზნამდე გახსნის გზებს.

მნიშვნელოვანია აგრეთვე ელიავას ბაზრობის საკითხი. გენგეგმის ჯგუფის მიერ

, ერთის მხრივ წარმოდგენილია კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ელიავას

და მიმდებარე ტერიტორიაზე საწარმოო ტერიტორიების სარეკრეაციო

ფუნქციით განვითარებას. მეორეს მხრივ ფუნქციურ ზონირებაში ანალოგიურ

ტერიტორიებს უდგინდებათ მაღალი ინტენსივობის სამშენებლოდ

განვითარების ზონები. საკითხავია, რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა ასეთი

მიდგომა, რადგან არ იკვეთება ამ თემის დასაბუთება. აგრეთვე, ღიად რჩება

კერძო მესაკუთრეთა ინტერესების საკითხი და არსად არის გამოკვლეული თუ

რა თანხა დაუჯდება ქალაქს მათი ინტერესების დაკმაყოფილება და საერთოდ

არ იკვეთება დასაბუთება ამ ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად გმოცხადების

აუცილებლობისა.

აგრეთვე მნიშვნელოვანია სოფელი შინდისის ტერიტორია, რასად ერთ ნაკვეთს

უდგინდება სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რომლის გარკვეულ ნაწილზე უკვე

აშენებული საცხოვრებელი სახლები.

5. კერძო საკუთრების არსი; მესაკუთრეთა დაცვა; კერძო

მესაკუთრეთა ინტერესები; სახელმწიფოს მიერ კერძო

მესაკუთრეთა ინტერესების შეზღუდვის სამართლებრივი

საფუძვლები და მოსალოდნელი შედეგები;

საკუთრების უფლება ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირის აბსოლუტურ,

კანონით დაცულ უფლებას კონკრეტულ ქონებაზე (მიწაზე, მოძრავ და უძრავ

ქონებაზე და ა.შ.).

რუსოს აზრით, კანონმა ადამიანები უნდა გარდაქმნას და უნდა დაუშვას ან არ დაუშვას

საკუთრება. ჩემი აზრით საზოგადოება, ადამიანები და საკუთრება კანონის

ჩამოყალიბებამდე არსებობდა. მე ასე ვიტყოდი: საკუთრება იმიტომ კი არ არსებობს,

რომ კანონი არსებობს, არამედ კანონი არსებობს იმიტომ, რომ საკუთრება არსებობს.5

კონსტიტუციის მიხედვით ჩვენს ქვეყანაში ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება

აღიარებული და უზრუნველყოფილია“ (საქ. კონსტ. მუხლი 21), რაც იმის ტოლფასი

განაცხადია, რომ თითქოს საკუთრებითი უფლებების წყარო სახელმწიფოა. არადა,

სახელმწიფო მხოლოდ ერთი აზრითა და დანიშნულებით შეიძლება შეიქმნას:

დაგვეხმაროს, რომ ჩვენი საკუთრება დავცვათ და არა პირიქით - მესაკუთრეობის ნება

დაგვრთოს. სახელმწიფო აპარატის ნებისმიერი სხვა დანიშნულებით გამოყენებას

პოლიტიკურ დიქტატურამდე მივყავართ. სახელმწიფო იმისთვის იქმნება, რომ მისმა

შემქმნელმა მხარეებმა მიიღონ მომსხურება, რაც ძირითადად მათი სიცოცხლის,

ღირსებისა და საკუთრების აბსოლუტურად ხელუხლებლად შენარჩუნებას

გულისხმობს. სხვა შემთხვევა, ანუ ადამიანების გარიგება, რომ საკუთარი ბედ-იღბალი

5 იხილეთ მ. ვიდალის I ტომი „სიმდიდრის განაწილებასთან დაკავშირებით“; II ტომი გაზეთ Le Presse-ში

გამოქვეყნებული პასუხი ვიდალის ხუთ წერილზე

ხელისუფლების სახით წარმოდგენილი ადამიანების გარკვეულ ჯგუფის

გადაულოცონ, რომელიც მხოლოდ მათი უფლებების, მათ შორის საკუთრებითი

უფლებების შეეზღუდვით იქნებოდა დაკავებული, სრულიად არალოგიკური

იქნებოდა.6

რბოლა, რომელიც 1893 წელს ოკლაჰომის შტატის მიწებზე საკუთრების

მოსაპოვებლად გაიმართა, გვაძლევს ყველაზე სახასიათო მაგალითს იმისა, თუ რა

შეიძლება მოხდეს, როდესაც მიწაზე საკუთრებითი უფლებების გაცემას სახელმწიფო

ცდილობს. როდესაც ფედერალურმა ხელისუფლებამ დასავლეთ სანაპიროს მიწების

ათვისება პირველივე მსურველისთვის გახადა შესაძლებელი, ,,პირველი მიხვედი,

პირველმა მიირთვი“ წესით, ხალხს არ შეეძლო დაცდა, ვიდრე მიწით სარგებლობა და

მისი ნაყოფით ვაჭრობა მომგებიანი გახდებოდა; თუკი ისინი დააყოვნებდნენ, მათ

ვინმე სხვა დაასწრებდა. ამიტომ ისინი ერთმანეთს ეჟიბრებოდნენ, რომ მიწაზე

საკუთრებითი უფლებები მოეპოვებინათ, ამისთვის მათ დიდ მანძილებზე

გადაადგილება, შიმშილისა და გაჭირვების მოთმენა უწევდათ. ამით აიხსნება ის

მრავალრიცხოვანი წარუმატებლობები, რომლებიც მიწების ათვისებას ახლდა თან. ეს

კარგი მაგალითია იმისათვის თუ რა წარუმატებლობებს უნდა ველოდოთ მაშინ

როდესაც ადამიანებს სახელმწიფო ჩამოართმევს და არაშესაბამისად ეცდება

დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები რომელიც ამ მოვაჭრეების არსებობისთვის

სასიცოცხლო წყაროს წარმოადგენს.

ქართული კანონმდებლობით,საკუთრების უფლების შეზღუდვის ორი საფუძველი

არსებობს,ესენია:

1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის

წესის შესახებ ;

2. საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას

საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესის შესახებ;

ექსპროპრიაცია7 ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს

გადაწყვეტილებით,სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ.8

როგორც მოცემული ნორმიდან ჩანს,ექსპროპიაციისათვის საჭიროა,ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების მისიტრის ბრძანებასთან ერთად სასამართლოს

გადაწყვეტილება.

6 გ. ჯანდიერი „სახელმწიფო და საქართველო“. ჟურნალი სამართალი , 2005 წელი 7 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა,

ჩამორთმეული ქონების სათანადო კომპენსაციით. 8 (2007 (პირველი ნახევარი)). საკუთრების უფლება. თბილისი: საქართველოს სახალხო დამცველი.

კანონის შესაბამისად,ექსპროპიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს

რაიონული (საქალაქო) სასამართლო.9

ბუნებრივია,რომ ექსპროპიაცია ხორციელდება გარკვეული მიზნებისთვის,კანონის

თანახმად,ეს უკანასკნელი შეიძლება განხორციელდებს მხოლოდ შემდეგი

მიზნებისთვის:

1. გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის;

2. რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის;

3. ნედლი ნავთობის,ბუნებრივი გზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების

გაყვანისათვის;

4. ელექტოენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის;

5. წყალმომარაგების,კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექ-

ტორული ხაზების გაყვანისათვის;

6. სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის;

7. სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის;

8. საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტების

მშენებლობისათვის;

9. ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის;

10. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.

2011 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებულ ცვლილებაში,რომელიც ეხება

კონსტიტუციის 21-ე მუხლს წერია,რომ : წინასწარი, სრული და სამართლიანი

ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა

და მოსაკრებლისაგან.მართალია,ორგანული კანონში მოცემული ნორმის „სათანადო

ანაზღაურების“ გამამტკიცებელ ნორმად შეიძლება ჩაითვალოს ეს ნორმა,მაგრამ ის

მაინც ვერ არის სრულყოფილი.თუნდაც იმიტომ,რომ „სამართლიანი“ აქაც არ არის

განსაზღვრული,თუ ვისთვის სამართლიანი იგულისხმება მასში… იქნება

კი,სახელმწიფოს მიერ სამართლიანად მიჩნეული „სამართლიანი ანაზღაურება“

მესაკუთრისთვის სამართლიანი? სამართლიანი იქნება მაშინ როდესაც ეს საკუთრება

ამ პირების შემოსავლის წყაროს წარმოადგენს? რა გარანტიები არსებობს რომ

ალტერნატიულად შეტავაზებული თანხა ან შემცვლელი საკუთრება ისევ ისე

დააკმაყოფილებს პირის მოთხოვნებს როგორც მის საკუთრებაში არსებული ქონება

აკმაყოფფილებდა? როდესაც სახელმწიფო სამართლიან, ობიექტურ და სანდო კვლევის

შედეგებს წარადგენს მაშინ შეიძლება ვისაუბროთ რომ საკუთრების უფლების დაცვა

ამ ქვეყანაში რაღაც დონეზე მაინც არსებობს.

ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება

დანაშაულია, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ

ბათუმში მიმდინარე მოვლებზე საუბრისას განაცხადა.10 შესაბამისად, იგივე

9 საკუთრების უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. (2005). თბილისი: საქართველოს

საკონსტიტუციო სასამართლოს გამომცემლობა. 10 http://epn.ge/?id=41621

ლოგიკით უნდა ვიმსჯელოთ იმ მესაკუთრეების ინტერესებზე რომელთა

საკუთრებაზეც აისახება გენგეგმის დმტკიცება. რამდენად არის თბილისის მერია

მზად იმისთვის რომ მოახდინოს ამ ტერიტორიის გამოთავისუფლება, ამ

მესაკუთრეთა ინტერესების დაკმაყოფილება ფინანსურად ისე რომ არ დაზარალდნენ

მესაკუთრენი და არ წაერთვათ მათ შემოსავლის წყარო. ეს ის პირები არიან სწორედ

ვისაც ბიუჯეტში შეაქვთ თანხა, ის პირებიც რომლებსაც აქვთ სესხები და არჩენენ

ოჯახებს, რომელთვისაც ერთი სამუშაო დღის გაცდენაც კი სავალალო შედეგების

წინაშე აყენებთ. არის ამ გამოწვევებისთვის მზად მართველი გუნდი? როდესაც მზად

იქნებიან მაშინ შესაძლებელი იქნება დავსვათ დღის წესრიგში ღირსეულად ეს

საკითხი.

მილტონ ფრიდმანის ამბობდა: “თავისუფალი ადამიანი არ ეკითხება საკუთარ თავს

თუ რას უკეთებს მას სახელმწიფო და რას უკეთებს ის სახელმწიფოს არამედ უფრო

მნიშვნელოვანია შეკითხვა: რისი მიღწევა შეგვიძლია მე და ჩემს თანამოძმეთ

მთავრობის მეშვეობით, რომ სრულად განვახორციელოთ საკუთარი

პასუხისმგებლობა, მივაღწიოთ ჩვენ-ჩვენს მიზანს და, ამასთან ერთად შევინარჩუნოთ

ჩვენი თავისუფლება?”

6. მიწის სამართლიანი ფასი;

ერთი და იგივე ქონებისათვის შეფასების დანიშნულების მიხედვით შეიძლება

დადგინდეს სხვადასხვა სახის ღირებულება. ყველაზე ხშირად

მოთხოვნადი ღირებულების სახეებია: საბაზრო ღირებულება,

სამართლიანი ღირებულება, საინვესტიციო ღირებულება, ლიკვიდური ღირებულება,

საუტილიზაციო ღირებულება.11

საბაზრო ღირებულება - გამოთვლითი თანხა, რომლითაც ქონება შეიძლება გაიცვალოს

შეფასების თარიღისათვის, გარიგების მსურველ გამყიდველსა და მყიდველს შორის,

სათანადო მარკეტინგული ღონისძიებების შემდეგ, გაშლილი ხელის პრინციპით

დადებულ გარიგებაში. რომელშიც თითოეული მხარე მოქმედებდა შეგნებულად,

წინდახედულად და ძალდაუტანებლად.

სამართლიანი ღირებულება - თანხა, რომლითაც აქტივი შეიძლება გაიცვალოს საქმის

მცოდნე და გარიგების მსურველ მხარეებს შორის “გაშლილი ხელის პრინციპით”

დადებულ გარიგებაში.

11 http://www.appraiser.ge/p/blog-page_12.html

საინვესტიციო ღირებულება - აქტივის ღირებულება რომელიც სპეციფიურია ქონების

მფლობელის ან პოტენციური ინვესტორის მიზნებიდან გამომდინარე.

საბალანსო ღირებულება - ღირებულება რომელიც მინიჭებული აქვს აქტივს კომპანიის

ბალანსში ყველა სახის ჯამური ცვეთის გამოკლების შემდეგ.

უტილიზაციის ღირებულება - აქტივის ღირებულება რომელმაც მიაღწია თავისი

ეკონომიკური სიცოცხლის ვადის ბოლოს. მაგრამ აქტივს კვლავ აქვს გარკვეული

ღირებულება მისი მასალის გადამუშავების (ე.წ. ჯართის) ან სხვა მიზნებისათვის

გამოყენების შემთხვევაში.

ლიკვიდური ღირებულება - ღირებულება რომელიც კომპანიის ლიკვიდაციის

შემთხვევაში შეიძლება მიღებული იქნას აქტივის გასხვისებისას.

დასკვნა - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების

პროექტის მე-6 ნაწილში- „საპროექტო არეალი და თბილისის საზღვრები“

მოცემულია შემდეგი სახის საკითხი: „მგგ-ს განახლებული პროექტის

შედგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ იგი უფრო ფართო სისტემის

ნაწილია. აქედან გამომდინარე, დედაქალაქის ურბანული განვითარების

პრობლემების დაბალანსება და შესაბამისად მათი გადაჭრის შესაძლებლობების

გამოვლევა უნდა განხორციელდეს თბილისის აგლომერაციულ სივრცეში“.

მოცემული დავალების მიხედვით, უნდა განსაზღვრულიყო თბილისის როლი

საქართველოს სხვა რეგიონების მიმართ, თბილისის როლი საერთაშორისო

თანამეგობრობაში, ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე

განსაზღვრულიყო ქვეყნის როლი საერთაშორისო ასპარეზზე. ხოლო

წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური არის თუ

არა როგორც ქვეყნის დედაქალაქის მამოძრავებელი ბირთვის სტრატეგიული

დოკუმენტი ამ კუთხით განვითარებული?! „სითი ინსტიტუტ საქართველოს“

მიერ წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის მე-3 ტომში თითქოსდა არის მცდელობა განესაზღვრათ აგლომერაციის

უნივერსალური და სპეციფიკური ფაქტორები და უპირატესობები, ურბანული

აგლომერაციების მართვის მოდელები და საქართველოს პრაქტიკა და

თბილისის ურბანული აგლომერაციის ადგილი და როლი სამხრეთ კავკასიის

რეგიონში. თუმცა საბოლოო ჯამში ეს მიზანი შესრულებელ ვერ იქნა. რადგან

აგლომერაცია თავისი არსით გულისხმობს, დასახლებული პუნქტების,

მეტწილად ქალაქური ტიპის, კომპაქტური დაჯგუფება, რომლებიც ალაგ-ალაგ

ერთმანეთს ერწყმის და ერთიანდება რთულ მრავალკომპონენტურ დინამიურ

სისტემაში ინტენსიური საწარმოო, სატრანსპორტო და კულტურული

კავშირებით. განასხვავებენ ორი სახის აგლომერაციას: მონოცენტრისტულსა და

პოლიცენტრისტულს. თბილისის აგლომერაცია მიეკუთვნება

მონოცენტრისტულს, რადგან ერთი ცენტრალური ბირთვის გარშემო

ფორმირდება. გენ-გეგმის შემმუშავებელმა ჯგუფმა აქცენტი გააკეთა მხოლოდ

მცხეთა-თბილისი-რუსთავი-გარდაბნის მიმართულებით მხოლოდ. არ

განუხილია საწარმოო და კულტურული კავშირები, რაც შეეხება

სატრანსპორტოს განიხილა მხოლოდ რკინიგზის მიმართულებით ისიც

არასრულყოფილად. მაშინ როდესაც თავადვე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი

იყო აგლომერაციული სივრცის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა როლი და

ადგილი საქართველოს განსახლების სისტემასა და სამხრეთ კავკასიის

გეოპოლიტიკურ სივრცეში. მიუხედავად ამისა არავითარი კონკრეტული

საკითხები დღის წესრიგში დაყენებული არ აქვს გენ-გეგმის შემქმნელს,

რომელიც რეალურ შედეგებამდე მიგვიყვანს. არ არსებობს შემუშავებული

კონცეფცია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება თბილისის კავშირი სხვა

რეგიონებთან. რადგან ვთვლით რომ თბილისის ქვეყნის მამოზრავებელი

ბირთვია, მაშინ მისი გადაქყვეტილებები აისახება მტაელ ქვეყანაზე,

შესაბამისად სხვა რეგიონებზეც. სამწუხაროდ ამ მიმართებებს გენ-გეგმაში ვერ

ვხედავთ.

- გეგმარებითი დავალების მე-7 ნაწილში განხილულია შემდეგი სახის საკითხი:

„მგგ-მ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მიდგომები ქალაქისა და მისი მოსახლეობის

მოთხოვნებისა და მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად ,..... გრძელვადიან

პერსპექტივაში.“ მოცემული დავალების შესასრულებლად გენ-გეგმის ჯგუფს

უნდა ჩაეტარებინა სოციალური კვლევევი, რის შედეგადაც განსაზღვრავდა

მიმართულებებს თუ რა სახის მოთხოვნილებები და მისწრაფებები აქვს

თბილისის მოსახლეობას. შემუსავებულ გენ-გეგმაში კი ვხვდებით, არა

კვლევებს არამედ მხოლოდ ალბათობის თეორიებს, რომლებიც მხდელობაა

ანალიტიკური აზროვნებისა თუმცა ამას შედეგებამდე არ მივყავართ.

- გეგმარებითი დავალების მე-8 ნაწილის 1 პუნქტში განხილულია, თუ რა უნდა

იყოს გენ-გეგმის ძირითადი მიზანი. კერძოდ, დედაქალაქის მთელი

ტორიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების პრიორიტეტების, განვითარების

მიზნისა და სტრატეგიების თავმოყრა, რანჟირება და შეჯერება, ასევე

მიწათსარგებლობის პარამეტრების განსაზღვრა. მოცემული დავალების

მიხედვით, გენ-გეგმის შემმუშავებელ ჯგუფს უნდა მოეხდინა დედაქალაქის

მთელი ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების სტატეგიების, მიზნებისა

და პრიორიტეტების შეჯერებითა და დარგობრივი დაყოფით, სრული გეგმის

შემუშავება. გეგმარებით დავალების შესაბამისად 8 პარაგრაფი მგგ-ის ჯგუფის

მიერ ჩამოთვლილია ძირითადი მიზნები ამოცანები, პრინციპები ,

პრიორიტეტები რომლის შესაბამისადაც განსაზღვრული მითითებული აქვთ ,,

მგგ-ს როგორც საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტის მომზადების

პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნას მოქალაქეთა , აგრეთვე სხვადასხვა

ინსტიტუციების და მმართველობის ინტერესები და უზრუნველყოფილი უნდა

იქნას მათი ჩართულობა"

- ამ ნაწილში აბსოლუტურად არ მომხდარა მოქალაქეთა (თბილისელთა)

ჩართულობა, როდესაც საქმე მათ პირად საკუთრებას ეხება , მოქალაქეთა

ჩართულობის ვალდებულებას სავალდებულოს ხდის საერთაშორისო

ქარტიები. კერძოდ : ვაშინგტონის საერთაშორისო ქარტია ისტორიული ქააქების

და სხვა ურბანული სივრცეების დაცვასთან დაკავშირებით მიღებულია ICOMOS

-ის გენერალური ასამბლეის მიერ 1987 წლის ოქტომბერში, რომლის მიხედვითაც,

ქალაქის გეგმარების მთავარი მიზნები მკაფიოდ უნდ აიყოს განსაზღვრული,

ისევე როგორც მათი რეალიზებისთვის საჭირო საკანონმდებლო,

ადმინისტრაციული და ფინანსური საშუალებები. ისტორიული ქალაქების ან

ურბანული არეალების შენარჩუნების გეგმარება მულტიდიციპლინური

ერთობლივი მუშაობის შედეგად უნდა იქმნებოდეს. გეგმა უნდა

ითვალისწინებდეს ყვეკა განმსაზღვრელ ფაქტორს, როგორიცაა ისტორია,

არქტიექტურა, სოციოლოგია და ეკონომიკა. და რაც მთავარია, გეგმარების

პროცესს მხარს უნდა უჭერდნენ ისტორიული არეალის მაცხოვრებლები.

რაც შეეხება დოკუმენტის როგორც თანხმობის დოკუმენტად აღიარებას,

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც დოკუმენტი უნდა

იყოს საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტი. სადაც გათვალისწინებული

იქნებოდა მოსახლეობის პოზიცია. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა

საზოგადოებასთან სადაც რეალურად წარდგენილ იქნა უკვე დამუშავებული

დოკუმენტი და ჰქონდა გაცნობითი ხასიათი. რეალურად კი საზოგადოებრივი

ჩართულობა ნიშნავს უშუალოდ მუშაობის პროცესში იყოს მოსახლეობა

ჩართული, გამოხატონ თავიანთი პოზიციები და არგუმენტები მოცემულ

საკითხთან დაკავშირებით. რასაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“

ავალდებულებდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის

გეგმარებითი დაველების პროექტი, არამედ ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსიც ავალდებულებდა.

მნიშვნელოვანი გარემოებაა გრეთვე რომ არ მოხდარა სახელმწიფო და

არასამთავრობო ინსტიტუციების ჩართლულობა ისეთ მნიშვნელოვან

საკიტხებზე მაგალითად როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობა ,

უსაფრთხოება , ეკონომიკური სექტორის ჩართულობა და ა.შ.

აგრეთვე არანაირი უზრუნველყოფა არ მომხდარა ჯგუფის მიერ რათა ეს

მოთხოვნა სისრულეში მოყვანილი ყოფილიყო.

2) მგგ-ეს ავტორთა ნამუშევარში კერძოდ ამოცანებში მითითებული არის რომ

იმის გათვალისწინებით რომ ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმარება

აღიარებულია ტერიტორიულ-სივრცითი მართვისა და განვითარების

ინსტრუმენტად მნიშვნელოვანია მგგ-ს დამუშავებისას გათვალისწინებული

იქნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისის

2008 წლის რეკომენდაციები ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმარების

საკითხებზე (არსებობის შემთხვევაში ასევე გასათვალისწენებელია

დოკუმენტის ყველა შესაბამისი განახლება)

კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური

კომისიის (UNECE) კომიტეტმა მოამზადა კვლევა სივრცითი დაგეგმარების

შესახებ და შეიმუშავა რეკომენდაციები რომელიც არსებითია ქვეყნის

განვითარების პოლიტიკის შერჩევისას.

კვლევის მიხედვით, სივრცითი დაგეგმარება არის საკვანძო ინსტრუმენტი,

რათა უზრუნველყოფილ იქნეს გრძელვადიანი და მდგრადი ჩარჩოები

სოციალური, ტერიტორიული და ეკონომიკური განვითარებისათვის ქვეყანაში.

ამ დოკუმენტის შემუშავების მთავარი საფუძველია, გააძლიეროს ინტეგრაცია

სექტორებს შორის, კერძოდ, საბინაო, სატრანსპორტო, ენერგეტიკა და

მრეწველობა, ურბანული და სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების

განვითარება - ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით.

კვლევის მიხედვით, გამოყოფილია ძირითადი ასპექტები: ა) ტერიტორიული

ინტეგრაციის ხელშეწყობა; ბ)ქალაქის ურბანული სისტემის განვითარება; გ)

ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას, მოქალაქეთა

ინტერესების გათვალისწინება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით(

სკოლა, ბაღი, საავადმყოფო და ა.შ.) დ) ინფორმაციისა და ქალაქის

განვითარების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ე) ეკონომიკური

ზიანის შემცირება; ვ) ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის

გაძლიერება და დაცვა; ზ) კულტურული მემკვიდრეობის განვითარების

ხელშეწყობა, როგორც ქვეყნის განვითარების ფაქტორის; თ) უსაფრთხოების

შესანარჩუნებლად ენერგორესურსების შემუშავება; ი) ხელი შეუწყოს მდგრად

ტურიზმს; კ) შეზღუდოს ბუნებრივი კატასტროფების გავლენა; საერთო ჯამში

საუბარი არის გენგეგმის ეკონომიკურ დასაბუთებაზე, რომელიც ყველაზე

მნიშვნელოვანი მიზანი უნდა იყოს გენგეგმის მომზადების . არცერთ ნაწილში

მსგავს დასაბუთებას ვერ ვნახავთ, რაც უპირველეს ყოვლისა მხარეთა შორის

გაფორმებული ხელშეკრულების უხეში დარღვევაა, უფრო მეტიც ეკონომიკური

დასაბუთების საპირისპიროდ გენგეგმაში მოყვანილია მხოლოდ ერთი თავი

პროექტის სახით, კერძოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონის (ე.წ. ელიავას

ბაზრობის ) გადატანასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ბაზრობის

რელოკაციაზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაშინ როდესაც

თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების

სახელმძღვანელოები და მომუშავე ჯგუფები ცალსახად უთითებენ და

ხელმძღვანელობენ რომ ისე უნდა მოხდეს გენგეგმის შემუშავება , რომ მგგ-ეს

შემუშავებისას შენარჩუნებულ უნდა იქნას არსებული ეკონომიკური არეალები

რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური

განვითარებისათვის.

- გეგემარებითი დავალების მე-8 ნაწილის 2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში

განხილულია, მგგ-ს განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზნად სოციალური,

სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და

განვითარება, როგორც „საიმედოდ ფუნქციონირებადი ქალაქი“ და

„კონტროლირებადი მობიურობა“. როგორ ესმის ამ დავალების შინაარსი „სითი

ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძეს?! მან განაცხადა:

„2030 წლის თბილისში მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული და

შენარჩუნებული კულტურული ლანდშაფტი; ქალაქმა არამარტო უნდა

შეინარჩუნოს მისთვის დამახასიათებელი კოლორიტულობა, არამედ კიდევ

უფრო მეტი მასშტაბებითა და მოცულობით უნდა წარმოაჩინოს იგი. თბილისი

წარმოგვიდგენია საცხოვრებლად მოხერხებული, მწვანე და გარემოსადმი

მეგობრული; ფეხმავალთა, ველოსიპედისტთა და საზოგადოებრივი

ტრანსპორტის საშუალებათა განვითარებული სისტემით; თანამედროვე და

მომხმარებელზე ორიენტირებული მენეჯმენტით; აგლომერაციის ფარგლებში

კარგი კოორდინირების საშუალებით; უზრუნველყოფილი მრავალფეროვანი,

ხელმისაწვდომი და მაღალი დონის საცხოვრისით; შესანიშნავი კულტურული

გარემოთი და ქალაქის მცხოვრებთა აქტივობით; კარგად გააზრებული

სამრეწველო პოლიტიკით. დაცული და განვითარებული უნდა იქნას

მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის ბუნებრივი ტერიტორიები, ქალაქს

უნდა ჰქონდეს ერთიანი მწვანე ინფრასტრუქტურის სისტემა.

2030 წლის თბილისისთვის დამახასიათებელი იქნება დაბალანსებული

განვითარება. ის საიმედოდ ფუნქციონირებადი ქალაქი უნდა გახდეს.“ თუმცა

გენ-გეგმაში არსად ჩანს რას ნიშნავს კონტროლირებადი მობილურობა და

საიმედოდ ფუნქციონირებად ქალაქში რატომ არ არის თავდაცვითი ასპექტები

განხილული. რატომ არ არის წინა პლანზე წამოწეული უსაფრთხოების

საკითხები?!

- გეგმარებითი დავალების მე-9 ნაწილის პირველი პუნქტის მიხედვით, მგგ-ს

შემუშავება უნდა დაეფუძნოს ქალაქის არსებულ ურბანულ სტრუქტურას,

თბილისის ინდივიდუალობას, მის ისტორიულ, კულტურულ, ბუნებრივ

მრავალფეროვნებასა და თავისებურებას, აგრეთვე, „კომპაქტურობის“

საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს. კომპაქტურობა ნიშნავს მჭიდროდ და

მყარად გაერთიანებულს. მოცემულ გენ-გეგმის პირველი ტომის 42 გვერდზე

მოცემულია შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: კომპაქტურობის საყოველთაოდ

აღიარებულ პრინციპის ფარგლებში, დაუსახლებელი ტერიტორიების

ათვისებასთან შედარებით, უპირატესობა მიენიჭა დასახლებათა

ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას; ინტენსიფიკაცია ნიშნავს

რაიმე ქცევა უფრო ინტენსიურად, რისამე ინტენსივობის გადიდება. ესე იგი

იმის მაგივრად რომ ისედაც დამახინჯებულ ქალაქში სადაც სოკოებივით არის

განთავსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები უფრო ინტენსიიური და

კომფაქტური დასახლების შექმნას ითვალისწინებს. ამავე ნაწილის, მე-2

პუნქტი ითვალისწინებდეს მოსახლეობის განვითარების პროგნოზის

საფუძველზე დაადგინოს ახალი სამშენებლო ტერიტორიების მოთხოვნა. გენ-

გეგმის შემქნელმა ჯგუფმა განსაზღვრა სამშენებლო ტერიტორიები, თუმცა

არანაირი კვლევა რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა და ეს კვლევა

მოგვცემდა შესაძლებლობას გავეცნოთ მოსახლეობის შესაძლო განვითარების

პროგნოზს რეალურად არ არსებობს.

- გეგმარებითი დავალების მე-9 ნაწილის მე-3 პუნქტის მიხედვით, დედაქალაქის

განვიტარების უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს არსებული

განაშენიანებული ტერიტორიული განვითარების უმტავრეს პრიორიტეტს

წარმოადგენს არსებული განაშენაინებული ტერიტორიების განვითარება-

ექსპენსიურის ნაცვლად, განვითარდეს ინტენსიური მოდელით. მიგვაჩნია , რომ

არსებული მოთხოვნა ბუნდოვანია და საჭიროებს კონკრეტული ასპექტების

წინა პლანზე წამოწევასა და დაზუსტებას.

- გეგმარებითი დავალების მე-9 ნაწილის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის

მიხედვით, უნდა გაუმჯობესდეს გაშენებული ტერიტორიების გამოყენება, მათ

შორის, ქალაქის „საშუალედო ზონის“ ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის

რეორგანიზაცით, ქალაქის მომავალი განვითარების უმთავრესი ფაქტორის,

რკინიგზის მომავალი კონტექსტში ამ ტერიტორიებზე საქმიანი, სარეკრეაციო

და სავაჭრო ფუნქციების გადმონაწილებით. ისმის საკითხი რატომ უნდა

შეხებოდა აღნიშნული საკითხი რკინიგზას?! თუ გეგმარებით დავალებაში

თავად არის განსაზღვრული რომ მოხდეს რკინიგზის გადატანა მაშინ რატომ არ

განისაზღვრა თავიდანვე სტანდარტები რითაც უნდა ეხელმძღვანელა გენ-

გეგმის შემქმნელ ჯგუფს. ამ სტანდარტების არ არსებობამ დაგვაყენა

შემუსავებუი გენ-გეგმის დიდ ხარვეზებამდე, რომელიც მდგომარეობს

შემდეგში: გენ-გეგმის ერთერთ მთავარ საკით წარმოადგენს, რომელიც

ითვალისწინებს კვლევების ჩატარების გარეშე რკინიგზის სამგზავრო ხაზების

გაუქმება. მიგვაჩნია, რომ რკინიგზის სამგაზვრო ხაზის გაუქმების შეფასება

ცალმხრივია და უგულვებელყოფს გამჭოლი სამგზავრო რკინიგზის ხაზის და

ცენტრალური სადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობას. ხაზგასმით ავღნიშნავთ,

კიდევ ერთხელ ცენტრალური სადგურის და გამჭოლი სამგზავრო რკინიგზის

მნიშვნელობას. LRT-ის ხაზი დიდუბესა და სამგორს შორის რკინიგზის გამჭოლი ხაზის

ნაცვლად მიუღებელია, რადგან მოითხოვს რამდენიმე გადაჯდომას, ზრდის

მგზავრობის დროს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება S-Bahn-ის კონცეფციას.

ცენტრალური სადგური არის ერთადერთი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც თავს

უყრის მეტროს ორ ხაზს და რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალს თავისი

განშტოებებით. სატრანსპორტო საშუალებების ინტეგრირებულობა საზ. ტრანსპორტის

ეფექტურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

- გეგმარებითი დავალების მე-9 ნაწილის მე-7 ქვეპუნქტის მიხედვით, ქალაქის

დაგეგმარების განვითარებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს

სარეკონსტრუქციო არეალებისა და ყოფილი სამრეწველო/კომერციული

ტერიტორიების განახლება; გენ-გეგმის პირველი ტომის 143 გვერდზე გვხვდება

შემდეგი სახის ჩანაწერი: „ტერიტორიების შესახებ, რომელთა განვითარების

მიმართულება შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ მიწათსარგებლობის

გენერალური გეგმის გადაწყვეტებით; ამგვარი ტერიტორებია: სამრეწველო და

კომუნალურ–სასაწყობო ტერიტორიები, რომელთა ფუნქციონირებაც

დაკავშირებულია მომსახურე პერსონალის და ტრანსპორტის მნიშვნელოვან

ნაკადებთან; იმ საწარმოთა ტერიტორიები, რომელთა აღდგენა ძველ ადგილზე

აღარ იგეგმება (ბრაუნფილდები) და წარმოადგენენ ურბანული განვითარების

მნიშვნელოვან რეზერვს; გაუნაშენიანებელ სივრცეში, გამონაკლის

შემთხვევებში დაშვებული ურბანული განვითარების სარეზერვო

ტერიტორიები. საერთაშორისო, სახელმწიფო, რეგიონული და საქალაქო

მნიშვნელობის კომპლექსების (კლასტერების) ტერიტორიები, რომელთა

უნიკალური ფუნქცია ვრცელი სივრციდან იზიდავს თანამშრომლებს და

ვიზიტორებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მობილობის

მახასიათებლებზე და ქალაქის მხატვრულ სახეზე. ღია სივრცეების

ტერიტორიები, მათი ფუნქციის ცვლილებისას (მაგ. რეკრეაციული და

საკურორტო, ბუნებრივი ლანდშაფტის, სასოფლო – სამეურნეო მიწები და სხვ).

ჩამოთვლილი ტერიტორიების განვითარების მიმართულებები აისახებიან

ვრცელ ტერიტორიებზე, აქტიურ ზეგავლენას ახდენენ ცხოვრების დონის

ხარისხზე და უშუალოდ არიან დაკავშირებულნი სატრანსპორტო და საინჟინრო

სისტემების მნიშვნელოვან ცვლილებებთან. მათი განვითარების

გადაწყვეტილებების რეალიზაცია ხორციელდება ქვედა დონის

ქალაქგეგმარებითი პროექტების საფუძველზე“. თუმცა არ ხდება დაზუსტება

თუ რით იხემძღვანელა მაშინ როდესაც კონკრეტულ ტერიტორიაზეა საუბარი

რა ზეგავლენას ახდენს ცხოვრების დონის ხარისხზე, აგრეთვე არ არის

დაზუსტებული ზონების განსაზღვრის კრიტერიუმები.

- გეგმარებითი დავალების მე-9 ნაწილის მე-9 პუნქტის მიხედვით, მგგ-ს

გადაწყვეტებმა უნდა შექმნან საფუძველი ყველა იმ პოტენციური საფრთხის

თავიდან ასაცილებლად, რომლებიც, არსებული განაშენიანების განვიტარებისა

და რეკონსტრუქციის პირობებში, თან ახლავს განაშენაინების ინტენსივობის

ზრდას. აღნიშნულთან მიმართებაში საყურადღებოა რომ განაშენაინებების

ინტენსივობის ზრდა იწვევს პოტენციური საფრთხეების ზრდას. მოცემულ გენ-

გეგმაში კი ამ მოსალოდნელ საფრთხეებზე არაფერია ნათქვამი და მითუმეტეს

ღიად რჩება ამ პოტენციური საფრთხეების თავიდან აცილების გზების

განსაზღვრა.

- გეგმარებითი დავალების მე-9 ნაწილის მე-10 პუნქტი აპელირებს საინჟინრო,

სოციალური ინფრასტრუქტურის მდგომარეობასა და არსებული

განაშენაინების ქალაქთმშენებლობით ღირებულებაზე. ამ ასპექტების

განსაზღვრისას გენ-გეგმაში არ არსებობს მონაცემთა ბაზები რასაც დაეყრდნობა

ეს გენ-გეგმა საკუთარი მიმართულებების განსაზღვრისას. საინტერესოა, რას

ეყრდნობოდა ამ მიმართებებისას კონცეფციის შემუსავებისას. არ იკვეთება

მეთოდოლოგიაც რასაც ემყარება ეს შესაძლო არსებული ბაზები.

- გეგმარებითი დავალების მე-11 ნაწილის მიხედვით, ყურადღება მახვილდება

თბილისის აგლომერაციის ტერიტორიულ განვითარებაზე. თუმცა ღიად რჩება

შემდეგი შეკითხვები რაზეც სამწუხაროდ აქცენტი გაკეთებული რ არის: 1. სად

არის ჩატარებული სივრცითი-გეგმარებითი სამუსაოები აგლომერაციის და თუ

არის ჩატარებული მაშინ რატომ არ არის მოხდენილი ამის დემონსტრირება? რა

მეთოდიკით დადგინდა აგლომერაციის პოტენციალი? და საერთოდ რა

იგულისხმება აგლომერაციის პოტენციალში? სად გადის ქალაქის ცვლადი და

უცვლელი საზღვრები? რა მეთოდიკით მოხდა ამის განსაზღვრა და თუ არ

მოხდა განსაზღვრა რატომ? ამ შეკითხებზე პასუხის გაცემის გარეშე ნებისმიერი

ინფორმაცია კარგავს ფასსა და სრულყოფილ სახეს. რადგან როგორც ცნობილია

აგლომერაციას გააჩნია ფიქსირებული საზღვრები და ცვლადი საზღვრები, რაც

დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ზემოაღნიშნულ შეკითხვებზე

პასუხის გასაცემად საჭიროა შესაბამისი ბაზების არსებობა, რის გარეშეც

პასუხების გაცემა შეუძლებელია. რადგან ნებისმიერ საზღვრის დადგენისას

აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი დასაბუთება რითაც მოცემული გენ-

გეგმა ნამდვილად არ გამოირჩევა. აგრეთვე არ ჩანს როგორ განისაზღვრა

აგლომერაციის გამჭოლი ძირითადი ღერძი და აგლომერაციის შიგნით

საზოგადოებრივ საქმიანი სივრცე. აგრეთვე არ განსაზღვრულა ბუნებრივი და

არქიტექტურული დომინანტები, და თუ გენ-გეგმის შემქმნელი ჯგუფი თვლის

რომ მოცემულ დოკუმენტში იგი განსაზღვრულია მაშინ უნდა განმარტოს

საერთოდ რას ნიშნავს ბუნებრივი და არქიტეტრული დომინანტობა.

უყურადღებოდ ასევე, არ უნდა დარჩეს აგლომერაციის სრულყოფილი

ინდიკატორების არარსებობა გენ-გეგმაში.

- მოცემული გეგმარებითი დავალების მე-12 ნაწილის მე-9 პუნქტში საუბარია,

რომ მგგ-ს შემადგენლობაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დეტალური და

თემატური დაგეგმვის დოკუმენტების, როგორიცაა „ჩარჩო გეგმა“,

განაშენიანების რეგულირების გეგმა“ და „თემატური ქალაქგეგმარებით“,

დოკუმენტები. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობ „ჩარჩო გეგმას“

როგორც ტერმინს. საინტერესოა რას გულისხმობს ეს ტერმინი.

- თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, როგორც დოკუმენტი უნდა

იყოს საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტი. სადაც გათვალისწინებული

იქნებოდა მოსახლეობის პოზიცია. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა

საზოგადოებასთან სადაც რეალურად წარდგენილ იქნა უკვე დამუშავებული

დოკუმენტი და ჰქონდა გაცნობითი ხასიათი. რეალურად კი საზოგადოებრივი

ჩართულობა ნიშნავს უშუალოდ მუშაობის პროცესში იყოს მოსახლეობა

ჩართული, გამოხატონ თავიანთი პოზიციები და არგუმენტები მოცემულ

საკითხთან დაკავშირებით. რასაც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“

ავალდებულებდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის

გეგმარებითი დაველების პროექტი, არამედ ზოგადი ადმინისტრაციული

კოდექსიც ავალდებულებდა.

- მოცემულ გეგმაში აგრეთე, არ არის ადგილი დათმობილი საერთაშორისო

კონვენციებსა თუ ქარტიებზე, რაც აისახება იმაზე რომ რეალურად არ არის

გაზიარებული ამ გეგმის შემუშავების დროს საერთაშორისო სტანდარტები. მათ

შორის არ არის გაზიარებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოთხოვნა გამოეყენებინათ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის 2008

წლის რეკომენდაციები ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმარების საკითხებზე.

- აგრეთვე, მოცემულ გეგმაში წარმოდგენილია მთელი რიგი რუკები, რომელიც

მოკლებულია წაკითხვის ფუფუნებას და აბსოლუტურად გაუგებარია, როგორც

არქიტექტორებისთვის აგრეთვე, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისათვის.

მაშინ როდესაც ამა თუ იმ ქალაქის ტერიტორიას ენიჭება გარკვეული სტატუსი,

არ არსებობს შესაბამისი დასაბუთება თუ რატომ, და კონკრეტულ

ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც მოკლებულია იმის ფუფუნებას რომ

ნახოს რუკა, რომელიც აღქმადი იქნება მისთვის და გაიგებს თუ რა

განვითარების პერსპექტივა დაუსახა „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ მის

საცხოვრებელ ზონას.

- რკინიგზა- გენ-გეგმის ერთერთ მთავარ საკით წარმოადგენს, რომელიც

ითვალისწინებს კვლევების ჩატარების გარეშე რკინიგზის სამგზავრო ხაზების

გაუქმება. მიგვაჩნია, რომ რკინიგზის სამგაზვრო ხაზის გაუქმების შეფასება

ცალმხრივია და უგულვებელყოფს გამჭოლი სამგზავრო რკინიგზის ხაზის და

ცენტრალური სადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობას. ხაზგასმით

ავღნიშნავთ, კიდევ ერთხელ ცენტრალური სადგურის და გამჭოლი სამგზავრო

რკინიგზის მნიშვნელობას. LRT-ის ხაზი დიდუბესა და სამგორს შორის

რკინიგზის გამჭოლი ხაზის ნაცვლად მიუღებელია, რადგან მოითხოვს

რამდენიმე გადაჯდომას, ზრდის მგზავრობის დროს, რაც სრულიად

ეწინააღმდეგება S-Bahn-ის კონცეფციას. ცენტრალური სადგური არის

ერთადერთი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც თავს უყრის მეტროს ორ ხაზს და

რკინიგზის ცენტრალურ მაგისტრალს თავისი განშტოებებით. სატრანსპორტო

საშუალებების ინტეგრირებულობა საზ. ტრანსპორტის ეფექტურობის ერთ-

ერთი უმნიშვნელოვანეის წინაპირობაა.

- კულტურული მემკვიდრეობა- ისტორიული ძეგლების დაცვის არეალები

დაუსაბუთებლადაა შემოსაზღვრული და დაუსაბუთებელია ამ საზღვრების

დადგენის მეთოდოგია და სტანდარტებითი თუ რით იხელმძღვანელეს ამ

დოკუმენტის შემუშავებისას. მგგ-ის ეს ხარვეზები ეჭვქვეშ აყენებს ამ გეგმის

ეფექტუროსა და მოცემული ქმედებების განხორციელების აუცილებლობას.

- მმგ-ის მთავარი მიზანია მოგვარდეს არსებული პრობლები და ქალაქი

განვითარდეს. აგრეთვე არ იკვეთება ბიუჯეტირების საკითხი. კერძოდ,

დოკუმენტში არ არის საკითხი დაყენებული დღის წესრიგში თუ რამდენად

განხორციელებადია იგი. რაც გამოიხატება შემდეგში: არსად ჩანს ქალაქის

ბიუჯეტი, არ იკვეთება რეალური სავარაუდო ხარჯები თუ რა დაუჯდება ქალაქ

ამა თუ იმ ცვლილების განხორციელება და რამდენად შეესაბამება ეს მის

ბიუჯეტს. გვრჩება შთაბეჭდილება რომ დოკუმენტი მხოლოდ სარეკომენდაციო

ხასითისაა რომელზეც 2 800 000 ლარი გაიხარჯა და მოკლებულია რეალობას.

შესაბამისად, საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების მიზნად დასახვა და მისი

განხორციელების გზების წინა პლანზე წამოწევა, რაც არ იკვეთება მოცემულ

დოკუმენტში.

- აგრეთვე, მოცემულ დოკუმენტში საუბარია ქალაქის რამდენიმე ტერიტორიის

გამოთავისუფლების საკითხზე და მის გადატანაზე სხვა ტერიტორიაზე.

დაუსაბუთებელია გენ-გეგმის ეს ნაწილიც, რადგან შემოთავაზებული არ არის

მიწის ნავეთების გამოსყიდვის გზები, მაშინ როდესაც ნაკვეთები არ არის

სახემწიფოს საკუთრებაში და ყავთ კერძო მესაკუთრეები. აგრეთვე არ არის

წარმოდგენილი ტერიტორიების გამოთავისუფლების ეტაპობრივი

საშუალებები, რაც საბოლოოდ მიზნამდე გახსნის გზებს.

- მნიშვნელოვანია აგრეთვე ელიავას ბაზრობის საკითხი. გენგეგმის ჯგუფის მიერ

, ერთის მხრივ წარმოდგენილია კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ელიავას

და მიმდებარე ტერიტორიაზე საწარმოო ტერიტორიების სარეკრეაციო

ფუნქციით განვითარებას. მეორეს მხრივ ფუნქციურ ზონირებაში ანალოგიურ

ტერიტორიებს უდგინდებათ მაღალი ინტენსივობის სამშენებლოდ

განვითარების ზონები. საკითხავია, რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა ასეთი

მიდგომა, რადგან არ იკვეთება ამ თემის დასაბუთება. აგრეთვე, ღიად რჩება

კერძო მესაკუთრეთა ინტერესების საკითხი და არსად არის გამოკვლეული თუ

რა თანხა დაუჯდება ქალაქს მათი ინტერესების დაკმაყოფილება და საერთოდ

არ იკვეთება დასაბუთება ამ ტერიტორიის სარეკრეაციო ზონად გმოცხადების

აუცილებლობისა.

- აგრეთვე მნიშვნელოვანია სოფელი შინდისის ტერიტორია, რასად ერთ ნაკვეთს

უდგინდება სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რომლის გარკვეულ ნაწილზე უკვე

აშენებული საცხოვრებელი სახლები.