89
იიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიი იიიიიი იიიიიიი “იიიიიიიიი, იიიიიიიიიიიი იი იიიიიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიი იიიიიიიიიიიიიიი“ 5/9/2016

იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ბაზარი

“ , პროექტი ფორმალური არაფორმალური და არაოფიციალური პროფესიული “განათლების განვითარება საქართველოში აგრობიზნესის ხელშეწყობისთვის

5/9/2016

Page 2: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

სარჩევიმოკლე მიმოხილვა................................................................................................................................2

მეთოდოლოგია....................................................................................................................................14

ზოგადი ინფორმაცია და სიტუაცია დასაქმების მხრივ იმერეთში...........................................16

სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების უზრუნველყოფა......................................19

პროფესიული განათლების უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე.........................................19

სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების პროვაიდერები იმერეთში...............24

იმერეთის სოფლის მეურნეობის სექტორის შრომის ბაზრის საჭიროებების რუკის შედგენა...................................................................................................................................................26

პროფესიულ განათლებასა და მომზადებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური მცირე ფერმერების მოთხოვნების კვლევა.............................................................................................30

სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციის მიღების საშუალებები............................................31

ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფა იმერეთში...............................................35

პროფესიულ განათლებასა და მომზადებასთან დაკავშირებული ცნობიერება და პოტენციალი..................................................................................................................................36

მცირე ფერმერებთან კომუნიკაცია..........................................................................................36

კოოპერატივების საჭიროებები პროფესიულ განათლებასა და მომზადებასთან დაკავშირებით...................................................................................................................................39

საწყისი ინფორმაცია...................................................................................................................39

კოოპერატივების შექმნის დასაბუთება...................................................................................41

დასაქმება და კოოპერატივისთვის საჭირო უნარები..........................................................42

პროფესიული განათლების სექტორის შესახებ ცნობიერება და კოოპერატივებს შორის დამოკიდებულებები.......................................................................................................43

მსხვილი აგრარული ბიზნესის პროფესიული განათლების საჭიროებები.........................45

მოთხოვნა კვალიფიციურ სასოფლო-სამეურნეო პროფესიებზე იმერეთში..................47

უნივერსალური უნარების შეფასება აგრობიზნესების მიერ..............................................50

სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის მიერ კონკრეტულ პროფესიასთან დაკავშირებული უნარების შეფასება.......................................................................................................................60

პროფესიული განათლებითა და მომზადებით სტუდენტების დაინტერესება.......................66

კარიერული გეგმები და პროფესიული განათლების როლი................................................67

პროფესიული განათლებისა და მომზადების შესახებ ცნობიერება....................................70

სტუდენტების აღქმა შრომის ბაზართან დაკავშირებით.........................................................77

1

Page 3: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

მოკლე მიმოხილვამოცემული კვლევა განხორციელდა ორგანიზაციის ადამიანი გაჭირვებაში იმერეთის ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და მომზადების პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია აგრობიზნესის შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და ფორმალური, არაფორმალური და არაოფიციალური პროფესიული განათლებისა და გადამზადების ცენტრების მიერ შემოთავაზებულ უნარებსა და კვალიფიკაციას შორის კავშირის გაუმჯობესება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ამოცანების განხორციელებით:

1. პროფესიული განათლებისა და გადამზადების ცენტრებს, კერძო აგრობიზნესებსა და სხვა სოციალურ და სამთავრობო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება,

2. აგრობიზნესების შრომითი ბაზრის შესახებ ინფორმაციის ხარისხისა და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველა დაინტერესებული მხარისთვის,

3. პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა,

4. საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, ფერმერებსა და უმუშევარ პირებს შორის პროფესიული განათლებისა და გადამზადების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საფუძველს მეორე ამოცანისთვის. იგი ასევე მხარს უჭერს სხვა ამოცანების განხორციელებასაც; იმერეთის აგრობიზნესების მიმდინარე მოთხოვნების ანალიზისა და პროფესიულ განათლებასა და გადამზადებასთან მისი კავშირის ხასიათის გათვითცნობიერება ხელს შეუწყობს შესაბამისი თანამშრომლობის განვითარებას (ამოცანა 1), შესაბამისი ტექნოლოგიების იდენტიფიცირებას (ამოცანა 3), და პროფესიული განათლების სამუშაო ადგილებთან კავშირის ეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, სტუდენტებისთვის პროფესიული განათლების მარკეტინგის საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს (ამოცანა 4).საქართველოში სოფლად მაცხოვრებლებს შორის დასაქმების მაჩვენებელი არასახარბიელოა. მართალია, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად იმერეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 10%-ია, მაგრამ ამ „დასაქმებულთა“ უმეტესობა სინამდვილეში ძალიან მცირე რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებს (ხშირად მხოლოდ საარსებოდ), რამაც, შესაძლოა ისეთი მცირე შემოსავალი უზრუნველყოს, როგორიცაა საშუალო ხელფასის 20%. თუკი სოფლის ასეთი მეურნეობა ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მაშინ ეს ოჯახი, დიდი ალბათობით, სიღატაკეში ცხოვრობს. უფრო მეტიც, სოფლის მოსახლეობის ყოველი ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთია დასაქმებული ანაზღაურებად სამუშაოზე.

გასაკვირი არ არის, რომ დასაქმება სოფლის მოსახლეობის ძალიან დიდი პრობლემას და ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხის წარმოადგენს. შესაბამისად, ასევე ლოგიკური იქნება, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა განათლების შესახებ არჩევანი შესაძლო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პერსპექტივაზე დაყრდნობით გააკეთოს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არალოგიკური ჩანს ის ფაქტი, რომ პროფესიული განათლება აგრარულ სექტორში უფრო პოპულარული არ არის. უმეტესი ინფორმაციის თანახმად აგრარული სექტორი სწრაფად იზრდება ხელისუფლებისა და საერთაშორისო დონორების დიდი დახმარებით. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პროფესიული განათლებისა და მომზადების

2

Page 4: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

დაფინანსებისა და ამ სფეროზე ფოკუსირების თვალსაზრისით. ახლახან, პრემიერ მინისტრმა ინვესტირება განახორციელა პროფესიული განათლების სფეროში იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს თბილისის გარეთ დასაქმების პოტენციალი - აღნიშნული წარმოადგენს მისი ახალი ეროვნული რეფორმის დღის წესრიგის ოთხი კომპონენტიდან ერთ-ერთს.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების არსებული რეალობის გაანალიზებისას პოპულარობის აღნიშნული სიმცირე ნაკლებად დამაბნეველი ხდება. პროფესიული განათლების სფერო ხასიათდება ფორმალური დასაქმების დაბალი მაჩვენებლით, განათლების ხარისხის ცუდი რეპუტაციით, და ქვეყნის მასშტაბით მცირე რაოდენობით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობით.

კურსდამთავრებულების დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები ნაწილობრივ უკავშირდება საქართველოს აგრარული სექტორის პროფილს, სადაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო იშვიათობას წარმოადგენს. საქართველოს სოფლის მეურნეობაში წარმოების უმეტესი წილი მცირე ფერმერებზე მოდის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ჩაერთვებიან მრავალწლიან ფორმალური განათლების პროგრამებში ან სეზონური მუშაკების გარდა დამატებით თანამშრომლებს აიყვანენ, რადგანაც, როგორც წესი, მათი სამუშაო ძალა მათივე ოჯახის წევრებისგან შედგება. ამდენად, მიუხედავად განვითარების ანალიტიკოსების მიერ არაერთხელ გამეორებული სტატისტიკისა, რომლის თანახმად ქვეყნის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, აღნიშნულ სექტორს მუდმივად აქვს ფორმალური, ანაზღაურებადი დასაქმების დაბალი მაჩვენებელი. შედეგად, სტუდენტების უმრავლესობას, რომელთაც სურთ ანაზღაურებადი დასაქმება, სექტორის მიმართ ნაკლები ინტერესი აქვთ.

პროფესიული განათლების ძალიან ცუდი რეპუტაცია მომავალ სტუდენტებსა და დამსაქმებელთა შორის ასევე ხელს უშლის პროცესში მათ მონაწილეობას. პროფესიულ განათლებას სტუდენტები ხშირად მიიჩნევენ ისეთ ვარიანტად, რომელსაც მხოლოდ მაშინ გამოიყენებენ, თუ ვერ მოახერხებენ უნივერსიტეტში ჩაბარებას. შედეგად, ძლიერი სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ პროფესიულ პროგრამებს. დამსაქმებლებმა, რომლებსაც აქვთ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, იშვიათად იციან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არსებობის შესახებ, ან ნეგატიური აღქმა აქვთ მათ მიმართ (თავიდან მაინც) და, შესაბამისად, დასაქმების კუთხით ასეთი პროგრამების კურსდამთავრებულები არიან არასახარბიელო მდგომარეობაში. ამ ნეგატიურ ციკლს კიდევ უფრო ამძიმებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სოფლის მეურნეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

შედეგად, პროფესიული განათლება სოფლის მეურნეობის სფეროში თითქმის ვერ განვითარდა. ამიტომაც, ამ კვლევის მიზანია ბუნებრივი დაბრკოლებების უფრო დეტალურად იდენტიფიცირება და მათი მოგვარებისთვის სტრატეგიის შეთავაზება. ამ კვლევის ძირითადი მიზანია სამი ძირითადი საკითხის შესწავლა:

რა არის მცირე ფერმერების უმრავლესობის საგანმანათლებლო საჭიროებები და თუ ისინი არ დაასაქმებენ პროფესიული განათლების პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს, როგორ შეიძლება როგორც ფორმალური პროფესიული განათლების, ასევე არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება ისე, რომ უკეთ მოხდეს მათი ერთმანეთთან დაკავშირება?

3

Page 5: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

რა არის მოგებაზე ორიენტირებული ფერმერების საჭიროებები პროფესიული განათლების კუთხით?

როგორია მომავალი სტუდენტების დაინტერესების დონე და როგორ შეიძლება პროფესიული განათლება უკეთ გავიდეს კონტაქტზე სტუდენტებთან?

აღნიშნული კითხვები განხილულ იქნა იმერეთში სასოფლო სამეურნეო სფეროში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხითაც, ასევე იმ გზებთან კავშირში, რომელთა საშუალებითაც ჩვენმა პარტნიორმა პროფესიული განათლების სუბიექტებმა შესაძლოა მოახერხონ საკუთარი პროექტების შექმნა იმისთვის, რომ უკეთ მოერგონ ბაზრის მოთხოვნებს.

რა არის მცირე ფერმერთა საჭიროებები?მცირე ფერმერთა აგრარული საჭიროებების შეფასების მიზნით ჩვენ გამოვიყენეთ სამი განსხვავებული მიდგომა. პირველ რიგში, აღნიშნულ სექტორს შევხედეთ მთლიანობაში იმ მიზნით, რომ იმერეთის რეგიონის საერთო პროფილი შესაბამისობაში მოგვეყვანა, კერძოდ, შესაძლო საჭიროებები პირველი პრინციპებიდან. მეორე რიგში, ჩვენ პირადად ვესაუბრეთ ფერმერებს 154 მცირე ფერმის შესწავლისას. მესამე, გამოვკითხეთ კოოპერატივები, რომლებიც ასევე შესაძლოა წარმოადგენდნენ მოგებაზე ორიენტირებულ ფერმერებთან დამაკავშირებელ საშუალებას.

დღეის მდგომარეობით მცირე ფერმერები არ წარმოადგენენ აშკარა სამიზნე ბაზარს ჩვენი პარტნიორი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის იმიტომ, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული გრძელვადიანი ფორმალური განათლებით, როგორც ეს აჩვენა ორივე წინა კვლევამ და დაადასტურა აღნიშნულმა კვლევამ. მიუხედავად ამისა, მცირე ფერმერების ანალიზი აჩვენებს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, მათ ძალიან სჭირდებათ უნარების გაუმჯობესება რათა გზა გაეხსნათ მნიშვნელოვანი პროდუქტიულობისა და შემოსავლებისკენ ზრდისკენ როგორც თავისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ეს გაუმჯობესება სავარაუდოდ მოხდება არაფორმალური პროფესიული განათლების და ფორმალურ პროფესიულ განათლებასთან არაპირდაპირი კავშირების შედეგად მათი განათლების საშუალებით.

სოფლის მეურნეობის გამომუშავებასთან დაკავშირებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად იმერეთი სოფლის მეურნეობის მსხვილი მწარმოებელია სხვადასხვა სექტორში/ქვე-სექტორში, განსაკუთრებით მარცვლეულისა და მცენარეების კუთხით - ქვეყნის სიმინდის მოსავლის 27%, ნესვის 21%, კაკლის 17%, თხილის 15% და სხვა ხილის 11%. იმერეთი ასევე აწარმოებს საქართველოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 17%-ს, ფრინველის 18%-სა და ღორების 15%-ს. ინდივიდუალური მცირე ფერმერების უმრავლესობა აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ნათესებსა და ცხოველებს, განსაკუთრებით პირუტყვს, რომელიც რძეს იძლევა. აქედან გამომდინარე, იმერეთის ფერმერებისთვის საჭირო უნარების კომპლექტი მრავალფეროვანია.

თუმცა, ჩვენს მიერ ჩატარებული ფერმერების კვლევა მოიცავს მარცვლეულისა და პირუტყვის უფრო მცირე კალათას. ყველაზე პოპულარულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციად გამოკითხულმა ფერმერებმა დაასახელეს ყურძენი (29%), მეცხოველეობა (28%), მარცვლეული (16%), ბოსტნეული (11%) და ფრინველი (9%).

ზემოთ ნახსენები მოსავლისა და პირუტყვის პროდუქტიულობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ექსპერტიზა ძალიან ფართოა. მარცვლეულისთვის მათ სჭირდებათ ცოდნა თუ როგორ შეარჩიონ სწორი ნათესები, როდის და როგორ დარგონ, რა სასუქები და პესტიციდები გამოიყენონ, როდის და რა რაოდენობით, რამდენად ხშირად და რა

4

Page 6: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

რაოდენობის სარწყავი საშუალებით მორწყონ, როგორ გასხლან სათანადოდ, როდის და როგორ აიღონ მოსავალი და ა.შ. ამ კატეგორიაში ზოგიერთი არის ზოგადი ხასიათის ცოდნა, ზოგი კი სპეციფიკურია კონკრეტული ნათესებისთვის. მესაქონლეობის მიზნებისთვის ფერმერებს უნდა ესმოდეთ ცხოველების გამრავლებისა და მათზე ზრუნვის საფუძვლები, მათ შორის რძისა და ხორცის მაქსიმიზაციისთვის საჭირო კვება, ცხოველთა მკურნალობა და ზამთრის სათანადო თავშესაფრები, ასევე დაავადების პრევენცია და კონტროლი.

ფაქტობრივად, იმის განსაზღვრისას, თუ როგორ უნდა მოხდეს მცირე ფერმერთა მომზადება, გამოწვევების ნაწილი უკავშირდება აღნიშნული საჭიროებების პრიორიტეტიზაციას. გამოსავალი შესაძლოა იყოს პროდუქტიულობის გაუმჯობესების დამაბრკოლებელი გარემოებებიდან შესაბამისი ექსპერტების მიერ ერთი ან ორი ყველაზე მნიშვნელოვანის იდენტიფიცირება თითოეული საქმიანობისთვის.

მიუხედავად ამ მრავალი საჭიროებისა, ჩვენს მიერ გამოკითხულმა ფერმერებმა მცირე ინტერესი გამოხატეს ხანგრძლივ პროფესიული განათლების კურსებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რაც შეესაბამება სხვადასხვა პროექტებში ჩვენს მიერ მიღებულ გამოცდილებას. ინტერესი არსებობს, ოღონდ ეს ეხება გარკვეულ ფორმალურ სწავლებას. რესპოდენტების დაახლოებით 18%-მა აღნიშნა, რომ მათ ოჯახში მინიმუმ ერთ პირს აქვს დაინტერესება, რომ ისწავლოს მოკლევადიან პროფესიულ სასოფლო-სამეურნეო კურსზე, თუ ეს კურსი იქნება მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი. დაახლოებით ნახევარი მზად იყო, რომ დასწრებოდა კურსებს სრულ განაკვეთზე, ხოლო მეორე ნახევარს სურდა ნახევარგანაკვეთიან კურსებზე დასწრება, თუმცა, თითქმის ყველას სურდა კურსები დასრულებულიყო ერთი წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, და უმეტესობას სურდა, კურსები არ გაგრძელებულიყო რამდენიმე თვეზე მეტ ხანს. ჩვენს მიერ გამოკითხულ პირთა ოცდაჩვიდმეტი პროცენტი (37%) ამბობს, რომ "რჩევა სოფლის მეურნეობის ექსპერტებისგან" იყო ის მომსახურება, რასაც ყველაზე მეტად ისურვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული პირველი სპეციალისტი იყო ან აგრონომი ან ვეტერინარი, მეორე ხშირად იყო უფრო სპეციალიზებული და იმერეთის მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულიც - მეფუტკრეობიდან დაწყებული მცენარეთა მოყვანით დამთავრებული, მეღვინეობა, მეჩაიეობა და ა.შ.

მცირე ფერმერებთან დაკავშირებაიმისთვის, რომ არაფორმალურმა პროფესიულმა განათლებამ უკეთ შეძლოს საკომუნიკაციო არხების გაყვანა, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, თუ როგორ მოიპოვებენ ინფორმაციას მცირე ფერმერები. გამოკითხული ფერმერების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ინფორმაციას ყველაზე ხშირად იღებენ მეგობრებისგან, მეზობლებისგან ან ტელევიზიიდან. ვეტერინარები ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა: გამოკითხვაში 43%-მა დაასახელა ადგილობრივი ვეტერინარი ინფორმაციის წყაროს ყველაზე მნიშვნელოვან სამეულში და სხვადასხვა დროს თითქმის ყველა ფერმერი იყენებს მის დახმარებას. სხვა ტრადიციული წყაროები მოიცავს ფერმის მომმარაგებელ მაღაზიას (35%) და მუნიციპალიტეტს (24%). ინტერნეტი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი ნაკლებად ხშირად გამოიყენება, შესაბამისად 19% და 14%-ის მიერ. უფრო ზოგადად, თითქმის ყველა იყენებს ვეტერინარის დახმარებას. რაც შეეხება ინფორმაციის უფრო ახალ წყაროებს, SMS უაღრესად პოპულარული იყო - მან ფერმერების 69% მოიცვა; ყველა სხვა წყარო ჩამორჩებოდა მას (18% Facebook და 8% სხვა ვებგვერდი).

5

Page 7: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

ვეტერინარის, როგორც ინფორმაციის წყაროს მნიშვნელობის გამო, ჩვენ დავსვით ღია ტიპის შემდგომი კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ხალხი ვეტერინართან. მთავრობის ვეტერინარები სთავაზობენ ვაქცინაციას მაგრამ ცხოველთა სხვა დაავადებებთან დაკავშირებით ადამიანების უმეტესობა კერძო ვეტერინარებს იყენებს. ვეტერინარი, რომელსაც ფერმერი იყენებს, როგორც წესი, ფიზიკურად რაც შეიძლება ახლოს იმყოფება ფერმასთან. ჩვენი ინტერვიუერების 47%-ის განცხადებით, ისინი იყენებენ ვინმეს საკუთარ სოფელში ან სხვა მიმდებარე სოფელში, ხოლო 42% აცხადებს, რომ ისინი იყენებენ ვინმეს მუნიციპალიტეტის სხვა რაიონიდან. აღნიშნულ ადგილობრივ ვეტერინარებს ხშირად ნატურით უხდიან მომსახურების ასანაზღაურებლად. ისინი, როგორც წესი, უფროსი ასაკის არიან. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივად ვეტერინარების დიდი საჭიროება არსებობს. სამწუხაროდ, ფულადი ანაზღაურების დაბალი დონის გამო რთულია შევაფასოთ, შეუძლია თუ არა თემს, რომ ხელი შეუწყოს მომსახურების გაფართოებას თუ ეს განხორციელდება კერძო ბიზნესის საშუალებით.

გამოკითხული ფერმერების მხოლოდ 18%-მა აღნიშნა, რომ მათი ოჯახიდან ნებისმიერი იქნება დაინტერესებული ფორმალური პროფესიული განათლების რაიმე ფორმით მიღებით თუ ეს იქნება შესაბამისი, მოსახერხებელი და მაღალი ხარისხის. ეს გასაკვირი არ არის. საქართველოს მცირე ზომის სოფლის მეურნეობას დაბალი შემოსავალი და დაბალი გასავალი აქვს. თითქმის არავის სჯერა, რომ ფერმერულ საქმიანობას შეუძლია მოიტანოს რეალური და საიმედო საარსებო წყარო და ფერმერებს არ სურთ, რომ გარისკონ რესურსები, რომლებიც უკიდურესად მცირე რაოდენობით მოეპოვებათ. თუმცა, ნათელია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი უმცირესობა, რომელიც დაინტერესებულნი არიან რომ გახდნენ პროფესიონალები. ცხადია, რომ ეს ჯგუფი გაუმჯობესების ყველაზე საინტერესო სამიზნეა და ღირს დროის დახარჯვა იმაზე ფიქრისთვის, თუ რა განასხვავებს მათ დანარჩენებისგან სოფლის მეურნეობის სექტორში.

ზოგადად, ფერმერები განვითარების უკეთეს სამიზნეს წარმოადგენენ თუ მათ აქვთ შემოსავლის ალტერნატიული წყაროები, თუ მათ აქვთ კარგი მიწის ნაკვეთები და თუ მათ უნდათ, რომ იყვნენ ფერმერები. პირველ რიგში, წინა კვლევიდან ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ზოგადად თავს იკავებს ფულის სესხებისგან ნებისმიერი ტიპის ინვესტიციის განსახორციელებლად თუ მათ არ აქვთ არასასოფლო-სამეურნეო შემოსავლები ვალის დასაფარად. ეს მიდგომა აბსოლუტურად რაციონალურია, რადგანაც საქართველოში სოფლის მეურნეობა არასაიმედოა. უფრო მეტიც, მარცვლეულის ნათესები დამოკიდებულია არაპროგნოზირებად ამინდზე, მეცხოველეობა დამოკიდებულია დაავადებებსა და დაზიანებაზე. სოფლის მოსახლეობისთვის არსებობს არასასოფლო-სამეურნეო შემოსავლის სამი ძირითადი წყარო. ოჯახების დაახლოებით ერთი მესამედი ამბობს, რომ ისინი იღებენ შემოსავალს ხელფასიანი დასაქმებიდან. დაახლოებით 12% ფულს იღებს საზღვარგარეთ მცხოვრები ოჯახის წევრისგან და იგივე პროცენტული რაოდენობა ფულს იღებს ოჯახის წევრისგან, რომელიც ცხოვრობს სხვაგან ქვეყანაში. მაგრამ შემოსავლის ყველაზე დიდი წყარო არის პენსიები: ოჯახების დაახლოებით ორ მესამედს ყავს წევრი, რომელიც იღებს პენსიას მთავრობისგან.

გარდა შემოსავლის პროფილისა, მიწის ხარისხი ასევე მხედველობაში მისაღები მნიშვნელოვანი თემაა. თუ მიწაზე არის ხილის ან თხილის ხეები, ან, თუ ის უკავშირდება მოქმედ საირიგაციო სისტემას, ესაზღვრება ან ახლოსაა სახლთან, ეს ყველაფერი ხელს უწყობს მისი ღირებულების ზრდას და შეუძლია უფრო რაციონალური ინვესტიციების არჩევანის გაკეთება.

6

Page 8: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

თუმცა, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყოს ინტერესი. GeoWel-მა ჩაატარა კვლევა World Vision-ისთვის, რომელიც მოიცავდა ფოკუს ჯგუფებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებში, სადაც გამოვლინდა უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება ფერმერობის მიმართ. მონაწილე სტუდენტებიდან თითქმის ვერცერთი ხედავდა რაიმე მნიშვნელოვან პერსპექტივებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოფლად რჩებიან ხოლო მათი მცირე რაოდენობა მაინც განიხილავდა სოფლის მეურნეობის პოტენციურ შესაძლებლობებს.

ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: თუნდაც მცირე ფერმერების სექტორში პირები, რომლებიც, სავარაუდოდ შეეცდებიან კომერციალიზაციას, არ არიან ყველაზე ღარიბი ჯგუფიდან. ჭეშმარიტად საარსებო მინიმუმზე დამოკიდებული საქართველოს სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მარტოხელა პენსიონერის ოჯახი და ოჯახები, სადაც არავინაა დასაქმებული, არ იღებენ ფულად გზავნილებს და არც პენსიებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იპოვნიან რესურსებს და დროს იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ საკუთარი მდგომარეობა. ამ ჯგუფისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარება, ალბათ, მხოლოდ მოკლევადიანი გამოსავალია სიღატაკიდან თავის დასაღწევად.

მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი საკმარისი რესურსებით, რომელსაც სურს განვითარება, მზად არიან ინვესტირებისთვის და ასევე სურთ მომზადების დონის გაუმჯობესება, როგორ შეუძლია პროფესიული განათლების კოლეჯს მათი მოძებნა? ერთი ვარიანტი არის მათი იდენტიფიცირება კოოპერატივის მეშვეობით. კოოპერატივები შეიძლება იყოს სასარგებლო მექანიზმი პატარა, მაგრამ კომერციაზე ორიენტირებულ ფერმერებთან დასაკავშირებლად. კოოპერატივები ადვილად განთავსებადია და გვთავაზობენ მასშტაბებს, უკვე ერთად ყავთ შეკრებილი მოტივირებული ფერმერები, რომლებიც ასევე უფრო სავარაუდოა, რომ დაინტერესდებიან ინვესტირებით რათა გაზარდონ თავიანთი წარმოება. ისინი ხშირად სპეციალიზებულები არიან ერთ კონკრეტულ დარგში, როგორიცაა მეფუტკრეობა, თხილის მოყვანა, მეღორეობა და ა.შ., რაც უფრო ეფექტურს ხდის ფერმერების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო კურსებთან დაკავშირებას. კოოპერატივს ასევე შეუძლია მეტი რესურსის გამოყოფა ან, სულ მცირე, ფერმერთა რესურსების ერთ ორგანიზაციაში თავმოყრის გზით, მათ შეიძლება ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობა, რომ მოახდინონ ინვესტირება უნარების განვითარებაში, რასაც ინდივიდუალური ფერმერი ვერ ახერხებს. ყველა ამ მიზეზის გამო, ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ კოოპერატივების სექტორს და მათ სავარაუდო საჭიროებებს პროფესიული განათლების კუთხით.

პროფესიული განათლებისა და მომზადების კუთხით კოოპერატივების ინტერესები და საჭიროებებიიმერეთში 116 რეგისტრირებული კოოპერატივია; მათგან 36% უკავშირდება ნათესებსა და ნერგებს (მათ შორის სათბურები), 26% დაკავშირებულია მეფუტკრეობასთან და 16% კი მეცხოველეობასთან. ასევე არსებობს სამი ან ოთხი მეფრინველეობის, ღვინის, რძის და თხილის კოოპერატივი.

ამ კვლევისთვის ჩვენ გამოვკითხეთ მთელი რიგი სექტორების 14 კოოპერატივი რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებული ფოკუსირებით იმ სექტორებზე, სადაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ატარებენ სასწავლო კურსებს. ყველაზე მეტი მათგანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიქმნა იმ მიზნით, რომ მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება მთავრობისგან სოფლის მეურნეობის ინვესტიციებისთვის.

7

Page 9: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ არსებობს ჩართულობის დონის და ინტერესის ფართო სპექტრი. ყველაზე ხშირად კოოპერატივებს შორის არის წუხილი, რომ მხოლოდ 2 ან 3 მონაწილეა აქტიური მაშინაც კი, როცა კოოპერატივი ფორმალურად უფრო დიდია. რამდენადაც კოოპერატივი მაინც მცირე ფერმერებისგან შედგება, ლოგიკურია, ისინი არ ეძებენ თანამშრომლებს გარდა სეზონური მუშების ან მომსახურე პერსონალისა, როგორიცაა ვეტერინარები და ტრაქტორის მემანქანეები.

გამოკითხულ კოოპერატივებს შორის ვეტერინარები - განსაკუთრებით სპეციალისტი ვეტერინარები და ტრაქტორის ოპერატორები გამოიკვეთა როგორც ყველაზე საჭირო პროფესია. ეს საჭიროება შეესაბამება მცირე ფერმერებთან დაკავშირებულ ჩვენს კვლევას. მიუხედავად ამისა, კოოპერატივებმა მეტი ინტერესი გამოხატეს სწავლასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, კოოპერატივებს ასევე ძალიან ნეგატიური ხედვა აქვთ პროფესიული განათლების მიმართ და ნაკლებად იციან ხელმისაწვდომი კურსების შესახებ; თუმცა, ისინი უფრო არიან მზად პროფესიულ საგანმანათლებო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისთვის.

პროფესიული განათლებისა და მომზადების კუთხით კომერციული აგრობიზნესის საჭიროებები პროექტმა ადრე ჩატარებული კვლევიდან იცოდა, რომ საქართველოში არსებული მცირე ფერმერების უმრავლესობა ნაკლებად არის დაინტერესებული ფორმალური პროფესიული განათლებით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს ფერმერების პროფესიული განათლების საშუალებით უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა, ანაზღაურებადი და გადამზადებული სოფლის მეურნეობის პროფესიონალები ამ სფეროში მცირე რაოდენობითა არინ ან საერთოდ არ არსებობენ. ამიტომაც, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ კომერციული სამეურნეო ბიზნესის პატარა ჯგუფებზე, რომლებსაც აქვთ ხელფასიანი სამუშაო ადგილები.

ამ სეგმენტის ანალიზისთვის ჩვენ დავიწყეთ იმერეთში არსებული სასოფლო-სამეურნეო ბიზნესების სიის შედგენა. არცერთი წყარო არ იყო დასრულებული სახით წარმოდგენილი. სასოფლო-სამეურნეო "რეგისტრირებული და აქტიური კომპანიების" საქსტატის სიას აკლდა ბევრი ბიზნესი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრებთან, მუნიციპალიტეტებთან საუბრების შედეგად და ადგილობრივი კონტაქტების გამოყენებით. საერთო ჯამში, ჩვენ შევადგინეთ 335 ბიზნესის სია. ოთხი მათგანი მსხვილი ბიზნესის კატეგორიას მიეკუთვნება, 23 - საშუალო ბიზნესს და 151 - მცირე ბიზნესს. დარჩენილი157 ბიზნესი არაკლასიფიცირებულია, რადგან საქსტატის სია ყოველთვის არ მიუთითებს ზომას, ხოლო სხვა წყაროები თითქმის არასდროს ასახელებენ ბიზნესის ზომას.

ბიზნესების თითქმის ნახევარი ჩართულია პირდაპირ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში: იმერეთის ბიზნესის დაახლოებით ერთი მესამედი მესაქონლეობის ბიზნესია, დაახლოებით მეოთხედი ჩართულია ნათესებისა და ნერგების წარმოებაში (მათ შორის სათბურები) და 5% წარმოადგენს მეთევზეობის ბიზნესს. ბიზნესების მეოთხედი ჩართულნი არიან საკვები პროდუქტების გადამუშავებაში (მათ შორის, ფერმები, რომლებიც ასევე ახდენენ გადამუშავებას), ხოლო 13% აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მომსახურებას, მათ შორის ტრაქტორებს.

ამ სიიდან ჩვენ ჩავატარეთ 40 ინტერვიუ, რომელიც გათვლილი იყო დიდ სასოფლო-სამეურნეო ბიზნესზე. ეს ინტერვიუები მიზნად ისახავს შეაფასოს კონკრეტული პროფესიები, რომლებზეც არის მოთხოვნა, ისევე როგორც ზუსტი უნარები, რაც საჭიროა

8

Page 10: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

თითოეული პროფესიისთვის. აღნიშნულმა ინტერვიუებმა გამოავლინა მაღალი მოთხოვნა აგრონომის, ვეტერინარის და ცხოველთა ტექნიკოსის პროფესიაზე, ისევე როგორც საკვების უსაფრთხოების ექსპერტებსა და ფართო სპექტრის ტექნიკური უნარებზე, რომლებიც დაკავშირებულია საკვების გადამუშავებასა და შესაბამის დანადგარებთან.

მოთხოვნად პროფესიებთან დაკავშირებით 409 დიდი კომპანიიდან, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, 10-ს (განსაკუთრებით ფერმერთა მომსახურების და გადამუშავების სექტორში) სურდა ზოგადად 'აგრონომი', 7-ს სურდა ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი (თუმცა, ეს რეალურად ცოტა რთულია და განხილული იქნება ქვემოთ), 6 საკვების გადამამუშავებელ საწარმოს სურდა საკვები პროდუქტის ტექნოლოგები, 5-ს სურდა აღნიშნული ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის სპეციალისტები, 4 სურდა სურსათის უვნებლობის სპეციალისტი და 4-ს სურდა საწარმოო უსაფრთხოების სპეციალისტები. 3-მა მათგანმა ახსენა ცხოველების მენეჯერი, მარკეტინგის და სამაცივრო ექსპერტი და ელექტრიკოსი, ხოლო 2-მა მიუთითა მეფუტკრის, თევზის სელექციონერის და სახარატო ჩარხის ოპერატორის საჭიროებაზე.

უნარების შეფასებაუფრო დიდ კომპანიებთან ჩატარებულ ინტერვიუებში ჩვენ ასევე დავინტერესდით იმ კონკრეტული ცოდნით, რაც საჭიროა სასოფლო-სამეურნეო პროფესიისთვის, ასევე იმ კურსებით, რაც უკვე გათვალისწინებულია პროფესიული სწავლების ცენტრებში. კითხვარები აფასებენ "უნივერსალური უნარ-ჩვევების" მნიშვნელობას - მათ შორის პიროვნული მახასიათებლები, მუშაობის უნარი, გამოცდილება, ზოგადი პროფესიული ცოდნა, ენის ცოდნა და მენეჯერული უნარები, ისევე, როგორც პროფესიასთან დაკავშირებული კონკრეტული ცოდნა. უნივერსალური უნარების სია შეიქმნა ბიზნესის წარმომადგენლებთან დისკუსიის შედეგად და პროფესიული სტანდარტების გაანალიზების შემდეგ; პროფესიასთან დაკავშირებული კონკრეტული უნარები შემუშავდა ექსკლუზიურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის ბოლო დროს შექმნილი პროფესიული სტანდარტების შეჯამების შედეგად.

ჩვენ შევავსეთ 46 უნარებზე ორიენტირებული კითხვარი დაახლოებით 14 სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირებით 34 ბიზნესის გამოკითხვის შედეგად. მათთვის საჭირო პროფესიებში დაასახელეს ცხოველთა მომვლელი/ ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, სურსათის გადამუშავების სპეციალისტი, მცენარეთა სპეციალისტი, მეფუტკრე, აგრო ლოგისტიკის ოპერატორი და სხვადასხვა სახის ტექნიკოსი. გარდა ამ სტრუქტურირებული კითხვარებისა, რესპონდენტებს ვთხოვდით 3-5 უნარის დასახელებას, რომელიც მათ მიაჩნიათ აუცილებლად დამწყები თანამშრომლებისთვის.

მოთხოვნილი უნარების შეფასების გარდა, უნარების რუკების სწავლება მიზნად ისახავდა აღნიშნულ სფეროებში პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების გამოცდილების შეფასებას. ჩვენ ვერ შევძელით სრულად შეგვეფასებინა არსებული პროფესიული განათლების მიერ უზრუნველყოფილი უნარები, რადგან ბევრ დამსაქმებელს არ ჰქონდა პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის გამოცდილება. თუმცა, ამ ანალიზმა ნამდვილად აჩვენა მრავალი დეტალი, რომელთა ცოდნა ითვლება მნიშვნელოვნად და რომლებსაც დამსაქმებელთა გამოცდილებით ფლობენ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულები.

უნივერსალური უნარებიდან შრომისმოყვარეობა და გულმოდგინება ყველაზე მეტად აღიარებულ უნარებში მოხვდნენ, როგორც სტრუქტურული კვლევის ფარგლებში, ასევე ღია-კითხვების ინტერვიუში. სამწუხაროდ, მცირე ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა

9

Page 11: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

პროფესიული განათლების სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება, არ აიდენტიფიცირებდა მათ ამ უნარებთან. უფრო მეტიც, პროფესიული განათლების სტუდენტების 43%-თვის ეს უნარები დამსაქმებლების მიერ ყველაზე იშვიათად ნახსენები მახასიათებლები იყო. "კონკრეტული პროფესიული უნარ-ჩვევები" (როგორც საერთო კატეგორია), და "საერთო პროფესიული გამოცდილება "იყო შემდეგი ყველაზე სასურველი უნარ-ჩვევები. მიუხედავად ამისა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები არ ფლობდნენ ამ უნარებს (ერთ მესამედზე ნაკლები). ინგლისური ენის ცოდნა არ იყო მიჩნეული მნიშვნელოვნად გამოკითხულთა უმეტესობის მიერ (დაახლოებით ერთმა მესამედმა აირჩია ინგლისური, ერთმა მეოთხედმა რუსული). ზოგადად, მენეჯერულ უნარებზე მოთხოვნა არ იყო.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და დამსაქმებლებისთვის სასურველ უნარებს შორის შეუსაბამობის ილუსტრაციაა ზოგადი განათლებისთვის მინიჭებული მნიშვნელობა. სასოფლო-სამეურნეო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები აღნიშნულ უნარებს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. თუმცა, რესპონდენტებმა ხაზი გაუსვეს კარგ სანიტარულ პრაქტიკას, უსაფრთხოებას და პირველად დახმარებას, როგორც საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორებს, თუმცა აღნიშნეს, რომ პროფესიული საგანმანათლებო დაწესებულების კურსდამთავრებულების ერთ მესამედზე ნაკლებს გააჩნდა აღნიშნული უნარების მაღალი დონე.

და ბოლოს, ჩვენ უფრო დეტალურად გამოვიკითხეთ მენეჯერული უნარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი თანამშრომლისთვის "მენეჯერული უნარების" ზოგადი კატეგორია არ იყო მიჩნეული მნიშვნელოვნად, დამსაქმებლები გარკვეულ ტენდენციებს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მათ შორის, "მუშაობა საკუთარი პროფესიული განვითარების", "ცოდნის მუდმივი განახლება", "ჩანაწერების შენახვა" და "მუშაობის შედეგების სამსახურში კომუნიკაცია". დამსაქმებლების აზრით, თითქმის არც ერთ ამ სფეროში პროფესიული განათლების დაწესებულებათა კურსდამთავრებულები ცოდნით არ გამოირჩევიან.

კონკრეტული პროფესიების აქ მიმოხილვისთვის საკმარისი სივრცე ალბათ არ არის. ჩვენ კითხვა დავსვით 14 სხვადასხვა პროფესიის შესახებ და ხალხს ვთხოვეთ არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვანი უნარების შეფასება, რომლებიც ჩამოთვლილი იყო პროფესიულ სტანდარტებში, არამედ ასევე სხვა უნარების, რომლებიც, მათი აზრით, აკლდა პროფესიულ სტანდარტებს.

იმ 14 პროფესიასთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ორი ზოგადი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს. პირველი, ბიზნესი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ვიდრე თეორიულ განათლებას. ეს შეესაბამება პროფესიული გამოცდილების პრიორიტეტიზაციას, ხსნის ფორმალური განათლების მიმართ ზოგიერთ უნდობლობას და სამუშაოსადმი დამოკიდებულების მნიშვნელობას. საერთო ჯამში, ითვლება, რომ უკეთესია გყავდეს ვინმე ისეთი, ვისაც ცოდნა თითქმის არ გააჩნია, მაგრამ არის შრომისმოყვარე, გულმოდგინე და აქვს სწავლის სურვილი, ვიდრე ვინმე დიდი ცოდნის მქონე, რომელსაც არ აქვს აღნიშნული თვისებები.

მეორე ზოგადი დასკვნა, რომელიც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ "ზედმეტად თეორიული ცოდნის" გარდა სხვა პროფესიულ სტანდარტებს, როგორც ჩანს, ზოგადად სწორად აქვს განსაზღვრული საჭირო უნარები. ეს არ არის ისეთი აშკარა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როდესაც GeoWel-მა 2012 წელს ამ კვლევის მსგავსი კვლევა ჩაატარა აჭარის ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით, ბევრმა დამსაქმებელმა განაცხადა, რომ პროფესიულ სტანდარტებში აღნიშნული უნარებიდან ბევრი

10

Page 12: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გამოუსადეგარი იყო. ის ფაქტი, რომ ჩვენ არ გამოვიტანეთ მსგავსი დასკვნა ამ შემთხვევაში, სულ მცირე იმაზე მიუთითებს, რომ პროფესიული სტანდარტები ზოგადად ორიენტირებულია ბაზარზე.

მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმერებთან მსჯელობისას, აღმოჩნდა, რომ ის, ვისაც ისინი ეძებდნენ, უნდა ყოფილიყო მაღალი დონის ვეტერინარული და ცხოველთა მოვლის უნარ-ჩვევების მქონე პირი. პრიორიტეტულ უნარ-ჩვევებს შორის დაავადების პრევენცია და მკურნალობა ასევე, ცხოველთა კვება მიჩნეულ იქნა ყველაზე მნიშვნელოვნად. საძოვრების ზედამხედველობა და ხელოვნური განაყოფიერება არ იყო მიჩნეული პრიორიტეტულად.

სურსათის გადამამუშავებელი სპეციალისტების მიმართ არსებობს ზოგადი მოლოდინი, რომ აქვთ მრავალმხრივი უნარი სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების შესწავლისთვის. თუმცა, კონკრეტული უნარებისა და ცოდნის თვალსაზრისით, იმ ექვსი ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, იმ უნარების უმეტესობა, რომლებზეც ვესაუბრეთ, მიიჩნიეს აუცილებლად.

მცენარეთა მომვლელებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე სიურპრიზი იყო, რომ სასათბურე ბიზნესის წარმომადგენლები ზოგადად დაინტერესებულნი არ არიან მცენარეთა მომვლელების აყვანით, თუმცა, მათ უნდათ ტექნიკოსები. მცენარეთა მომვლელებისთვის ყველაზე ღირებულია თესლის ხარისხისა და კლასის იდენტიფიცირების სტანდარტების ცოდნა. ამის შემდეგ სასუქების, პესტიციდების და თესლის მენეჯმენტის, ასევე მოსავლის აღების სათანადო პროცედურის ცოდნა იყო უმთავრესი.

როგორც ბევრი სხვა პროფესიისთვის, მეფუტკრეობისთვისაც პრაქტიკული უნარ-ჩვევები უფრო ღირებულია ვიდრე ბიზნესის ცოდნა. 4-დან მხოლოდ ერთმა ბიზნესის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მეფუტკრეობის კანონმდებლობის ცოდნა აუცილებელია. უნარების თვალსაზრისით, ოთხივე ბიზნესის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორი ყველაზე აუცილებელი უნარ-ჩვევაა მეფუტკრეობის ფერმების ორგანიზება და საკვები მარაგის ოდენობის განსაზღვრა. მეფუტკრეებთან დისკუსიებში ასევე განაცხადეს, რომ "სიყვარული ფუტკრის მიმართ" და "მუშაობის სიყვარული" მნიშვნელოვანია ამ სფეროში, ისევე როგორც მაღალი ჰიგიენური სტანდარტები.

პროფესიული განათლებისა და მომზადების კუთხით სტუდენტების დაინტერესების დონეამ კვლევის დასკვნითი ნაწილი არის კითხვარი და ფოკუს ჯგუფები საქართველოს სკოლების ბოლო სამი კლასის მოსწავლეებთან. ეს გამიზნული იყო პროფესიული განათლების და სოფლის მეურნეობის, როგორც პოტენციური პროფესიული გზების მიმართ მათი ინტერესისა და მათი დაინტერესების მიზეზების შეფასებისთვის.

გამოკითხული მოსწავლეების მხოლოდ 9% განიხილავს თავისი განათლების პროფესიულ დაწესებულებაში მიღებას. ძალიან მცირე ჯგუფი მოელოდა ან დასაქმებას ან ბიზნესის დაწყებას. 9% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რომლებიც აცხადებენ, რომ ფიქრობენ პროფესიულ განათლებაზე, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ნათელი წარმოდგენა, სად აპირებდნენ სწავლის გაგრძელებას. გარდა ამისა, ჩვენი ფოკუს ჯგუფების შესაბამისად, პროფესიული განათლება, ზოგადად მიჩნეული იყო იმ გზად, რომელსაც ირჩევენ არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები.

11

Page 13: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

სპეციალობები, რომელთა სწავლის სურვილიც მოსწავლეებმა გამოთქვეს, საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, მაგრამ სამართალი, პედაგოგიკა, მედიცინა და ბიზნესის მართვა იყო ყველაზე პოპულარული მიმართულებები. მხოლოდ 2% სურდა სოფლის მეურნეობის შესწავლა.

ოჯახის ან მეგობრებისგან მიღებული რეკომენდაციის შედეგად მოსწავლეებს ზოგადად უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ სად და რა უნდოდათ ესწავლათ, ჩამოყალიბებული ჰქონდათ შეხედულება დასაქმების პერსპექტივებთან დაკავშირებით აღნიშნულ დარგში. იმ ჯგუფიდან, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, მხოლოდ 17-ს (9%) უნდოდა პროფესიულ სასწავლებელში წასვლა. მათთვის მომსახურების სფერო და ექთნის პროფესია იყო ყველაზე პოპულარული, მხოლოდ ერთმა პირმა აირჩია სოფლის მეურნეობა. მიუხედავად ამისა, რთულია მასშტაბური დასკვნების გაკეთება ასეთ მცირე რაოდენობაზე დაყრდნობით.

პროფესიული განათლებისა და მომზადების შესახებ ცოდნა ასევე არ იყო ძალიან მაღალი დანარჩენ მოსწავლეებს შორის. გამოკითხული მოსწავლეების ნახევარი აცხადებს, რომ მათ არაფერი იციან პროფესიული განათლების შესახებ. მათ შორის, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია პროფესიული განათლების არსებობასთან დაკავშირებით, ერთმა მეოთხედმა არ იცოდა, რომ იმერეთში პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იყო.

საინტერესოა, რომ მათ მიერ პროფესიული განათლების შეფასებისას მოსწავლეები საკმაოდ პოზიტიურები იყვნენ, მინიმუმ სტანდარტული კითხვებზე პასუხის გაცემისას. კერძოდ, მოსწავლეები როგორც ჩანს, თვლიან, რომ თუ გაქვს კარგი პრაქტიკული განათლება, დასაქმდები კიდეც. ისინი უფრო სკეპტიკურად უყურებდნენ იმ ანაზღაურებას, რასაც ისინი მიიღებდნენ დასაქმების შედეგად. ფოკუს ჯგუფებზე დადასტურდა ის განცდა, რომ, მართალია, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ პროფესიული განათლება ემსახურება გარკვეულ მიზანს, მაგრამ იგი საერთოდ არ განიხილება კარგი მოსწავლისთვის შესაძლო ვარიანტად.

ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულებს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოფლის მეურნეობის კურსების ხელმისაწვდომობის შესახებ. მხოლოდ სამტრედიაში გამოკითხულ რესპოდენტებს ჰქონდათ გაგებული დიდი ჯიხაიშის კოლეჯის შესახებ, სადაც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული კურსებიც არის წარმოდგენილი. არცერთმა მოპასუხემ იცოდა, რომ კოლეჯი იბერია ან აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე ითვალისწინებს აგრარულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სულ რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ მათ აქვთ სოფლის მეურნეობის შესწავლის ინტერესი. მიუხედავად ამისა, სტუდენტები შესაძლოა იმიტომაც არ განიხილავენ სასოფლო-სამეურნეო პროფესიულ განათლებას, რომ არ იციან მისი ხელმისაწვდომობის შესახებ.

ხალხს არა მხოლოდ არ სმენია სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების შესახებ, არამედ, ჩვენს მიერ გამოკითხული მცირე ფერმერების მსგავსად, აქაც არსებობს საკმაოდ გავრცელებული განცდა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლება არ არის საჭირო. ეს იყო საკმაოდ გავრცელებული მოსაზრება ფოკუს ჯგუფებში, სადაც ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ სოფლის მეურნეობაში წასვლისთვის პროფესიული მომზადება საჭირო არ არის.

12

Page 14: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

ფოკუს-ჯგუფებში მოსწავლეები ყველაზე პოზიტიურად იყვნენ განწყობილი პროფესიული განათლების მიმართ როგორც წესი, მაშინ, როდესაც მათ უკვე იცოდნენ ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ სასწავლო კურსებს ასეთ ცენტრებში, ან/და ხშირად მათ იციან, რომ პროფესიული სწავლების ცენტრის მენეჯმენტი დაეხმარა პირს დასაქმებაში. თუმცა, კერძო სექტორის მსგავსად, ჩვენ აქაც მოვისმინეთ უამრავი მაგალითები, როდესაც სტუდენტები ხაზს უსვამენ, რომ ისინი იცნობენ ადამიანებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ძალიან პრაქტიკული სწავლება ასეთ დაწესებულებებში.

თუმცა, მოსწავლეების მოსაზრებები უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ფერმერების. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროფესიულ განათლებას აიგივებს ცუდი აკადემიური მოსწრების სტუდენტებთან და მიუთითებს, რომ კარგი სტუდენტები არ ისწავლიან პროფესიული განათლებისა და მომზადების დაწესებულებებში, დასახელებული იყო ამის საწინააღმდეგო მაგალითებიც, და ზოგიერთი სტუდენტი აღიარებდა, რომ პროფესიულ საგანმანათლებო დაწესებულებებში სწავლა შეიძლება იყოს უფრო საიმედო გზა დასაქმებისკენ.

და ბოლოს, ჩვენ ვკითხეთ სტუდენტებს, რომელ სექტორშია დასაქმების ყველაზე მაღალი დონე. საინტერესოა, რომ სოფლის მეურნეობა, პედაგოგიკა, მედიცინა და საბანკო საქმე იყო ოთხი ყველაზე მეტად დასახელებული კატეგორია. სოფლის მეურნეობის ძალიან მაღალი რეიტინგი შეიძლება ასახავდეს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ასახელებენ ამ სექტორს, როგორც მაღალი დასაქმების მქონეს, რადგან ჩვენს ანგარიშში სხვა არაფერი მიანიშნებს, რომ ხალხი ამგვარად ფიქრობდა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ. მაგრამ ამაზე მუშაობა შესაძლებელია. დანარჩენი არ არის გასაკვირი, განსაკუთრებით მასწავლებლისა და ექთნის პროფესია, რადგან სოფლად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სამუშაო ადგილები.

მეთოდოლოგიაეს ანგარიში არის კვლევის მეორე ნაწილი ადამიანი გაჭირვებაში-ს პროექტისთვის "ფორმალური, არაფორმალური და არაოფიციალური პროფესიული განათლება აგრობიზნესისთვის საქართველოში." კვლევის პირველი ნაწილი ეხებოდა კერძო სექტორის ჩართულობის სტრატეგიებს პროექტის პარტნიორი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის იმერეთში. წინამდებარე ანგარიში ყურადღებას ამახვილებს შრომის ბაზრის შეუსაბამობებზე. დამატებითი თემების გათვალისწინებით, კვლევა ორი ანგარიშისთვის მოიცავდა ბევრ ერთსა და იმავე რესპონდენტს.

ჩვენი კვლევა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა. გარდა შესაბამისი მონაცემების და ანგარიშების განხილვისა, GeoWel-ის მიერ მოსახლეობის ოთხი ძირითადი კატეგორიისგან შეგროვებული მონაცემები მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის მიწოდებისა და მოთხოვნის აღსაქმელად იმერეთში. მოთხოვნადი უნარების რუკაზე განთავსებისთვის GeoWel-მა ჩაატარა აგრარული ბიზნესის სატელეფონო გამოკითხვა იმერეთში (ეს იყო ბიზნესი, რომელთანაც ჩვენ უკვე გვქონდა ჩაღრმავებული ინტერვიუები კერძო სექტორის ჩართულობის ანგარიშისთვის), მთელი იმერეთის მასშტაბით გამოკითხული იქნა 154 მცირე ფერმერი და ჩატარდა 17 ჩაღრმავებული ინტერვიუ რეგიონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან. მიწოდების განვითარების სურათის აღსაქმელად GeoWel-მა ჩაატარა პირისპირ გამოკითხვები 200 სტუდენტთან და დამატებით 96 სტუდენტისგან შემდგარ 10 ფოკუს-ჯგუფთან.

13

Page 15: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

საქართველოში შრომის ბაზარზე შეუსაბამობის არსებული კვლევებიდან სამი ანგარიში დიდწილად საფუძვლად დაედო ამ კვლევას: 1) 2010 წლის GTZ-ის ანგარიში "შრომის ბაზრის საჭიროებებთან პროფესიული განათლების შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოში", დაწერილი GeoWel Research-ის მიერ; 2) 2011 წლის GIZ-ის (ყოფილი GTZ) ანგარიში აჭარის პროფესიული განათლებისა და ტურიზმის სექტორის შესახებ, ასევე დაწერილი GeoWel Research-ის მიერ; და 3) 2015 წლის შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა, მომზადებული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. 2010 წლის GTZ-ის ანგარიში სასარგებლო იყო საქართველოს შრომის ბაზარზე ტენდენციების იდენტიფიკაციის თვალსაზრისით ისევე, როგორც იმ კუთხით, თუ ისტორიულად როგორ პასუხობდა გამოწვევებს პროფესიული განათლებისა და მომზადების დაწესებულებები. 2011 წლის GIZ-ის ანგარიში კონკრეტულად ტურიზმს ეხებოდა და ჩვენ გამოვიყენეთ ამ კონკრეტული სექტორის გამოცდილება და მოვახდინეთ მისი ადაპტირება იმერეთის სოფლის მეურნეობის სექტორზე. კერძოდ, ჩვენ შევიმუშავეთ უნარების რუკების კითხვარი. 2015 წლის შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ის წარმოადგენს შრომის ბაზრის რეგიონულ მიმოხილვას და პერიოდულად განახლდება. ეროვნული პოლიტიკა პროფესიული განათლების შესახებ დაეფუძნება სწორედ აღნიშნულ შრომის ბაზრის კვლევებს.

ჩვენი კვლევებისთვის აგრარული ბიზნესის ნიმუშების კომპლექტის შესაქმნელად ჩვენ შევქმენით საქართველოში არსებული 335 აგრარული ბიზნესის მონაცემთა ბაზა. ბიზნესის იდენტიფიცირება მოხდა, პირველ რიგში, საქსტატის მონაცემების გამოყენებით, ასევე განვითარების სხვადასხვა პროექტების დახმარებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ იმერეთში. ამ მონაცემთა ბაზიდან შევარჩიეთ ყველაზე დიდი ბიზნესები სიღრმისეული ინტერვიუების ჩასატარებლად, პრიორიტეტი ენიჭებოდა ისეთ ბიზნესს, რომლებიც პროფესიული სწავლების ცენტრებმა დაასახელეს თავიანთ პარტნიორებად. საერთო ჯამში, ჩვენ გავესაუბრეთ 40 ბიზნესს და შემდგომი სატელეფონო გამოკითხვა ჩავატარეთ 34 (85%) მათგანთან. სატელეფონო კვლევა ორიენტირებულია უნარების რუკებზე, რომ გავაღრმავოთ მონაცემები, რომლებიც შეგროვდა სიღრმისეული ინტერვიუების შედეგად (რაც, პირველ რიგში, ეხებოდა კერძო სექტორის ჩართულობის სტრატეგიის ანგარიშს). ამ სატელეფონო კვლევამ გამოავლინა ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები სოფლის მეურნეობის სექტორში და უნარები, რომელთა ცოდნასაც ბიზნესი ყველაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა. საერთო ჯამში, ჩვენ შევაგროვეთ ინფორმაცია 14 პროფესიის შესახებ (34 ბიზნესისგან მიღებული 46 პასუხი - ზოგიერთი ბიზნესი პასუხებში 1-ზე მეტ პროფესიას ასახელებდა).

მოსწავლეების კვლევის მიზანი იყო პროფესიული განათლების სექტორის შესახებ მათი ინფორმირებულობის დონის შეფასება, მათ შორის, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ისევე, როგორც მათი კარიერის გეგმების შეფასება. ჩვენ შევარჩიეთ რვა (8) ყველაზე დიდი საჯარო სკოლა იმერეთის ექვს ყველაზე რელევანტურ მუნიციპალიტეტში (პარტნიორი პროფესიული განათლების პროვაიდერების ტერიტორიული სიახლოვის გათვალისწინებით). ამავე სკოლებში ასევე ჩატარდა 96 სტუდენტისგან შემდგარი10 ფოკუს ჯგუფი კვლევის შედეგების უფრო დეტალური გაგების მიზნით.

იმის შესაფასებლად, თუ როგორ ხდება იმერეთში ფერმერებს შორის არაფორმალური პროფესიული განათლების შესახებ ცოდნის გაზიარება, ჩვენ გამოვკითხეთ 154 მცირე ფერმერი იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში (ყველა გარდა ქუთაისისა). მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არ უნდა განზოგადდეს იმერეთის მთელ ფერმერულ

14

Page 16: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

მოსახლეობაზე, ის წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ სურათს იმერეთის სოფლებში პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესახებ. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ფორმალურ და არაფორმალურ ვეტერინარულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, რადგან ეს იყო ბიზნესის მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესია. ჩვენ დამატებით გამოვკითხეთ 28 ფერმერი, რომლებმაც მიუთითეს, რომ მათ გამოუყენებიათ კერძო პროფესიული განათლება საკუთარ სოფელში.

პროფესიული განათლების სექტორთან დაკავშირებით დამსაქმებელთა ცნობიერების და აღქმის სრული სურათის მისაღებად, იმერეთში არსებული 114 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან ჩვენ ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩავატარეთ 17 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან (15%). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შედარებით ახალია - მათი უმეტესობა ჩამოყალიბდა გასული წლის განმავლობაში. ჩვენ გავესაუბრეთ კოოპერატივების საკმაოდ დიდ რაოდენობას - სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სექტორში და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქი ქუთაისისა). ეს საკმარისი იყო საკმაოდ დეტალური აღქმის ჩამოყალიბებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობენ კოოპერატივები იმერეთში და რა არის მათი გამოწვევები საჭირო კვალიფიკაციისა და უნარების მქონე თანამშრომლების მოძიებაში.

კვლევების ჩასატარებლად ჩვენ დავიქირავეთ გამოცდილი ინტერვიუერები, რომლებიც ასევე მუშაობდნენ საქსტატისა და სხვადასხვა კვლევითი კომპანიებისთვის. რესპონდენტებს დაურიგდათ თანხმობის ფორმები და განემარტათ კვლევის მიზანი. მას შემდეგ, რაც კვლევის მონაცემთა შეყვანა და განხილვა დასრულდა, ჩვენ განმეორებით დავუკავშირდით რესპონდენტების დაახლოებით 10%-ს იმისათვის, რომ არ ყოფილიყო შეცდომები მონაცემთა შეგროვების და მონაცემთა შეყვანის პროცესებში.

მონაცემთა შესაგროვებლად გამოყენებული საშუალებების შესახებ ინფორმაცია მოცემულია დანართში.

ზოგადი ინფორმაცია და სიტუაცია დასაქმების მხრივ იმერეთშიიმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი რეგიონია, სადაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 16% ცხოვრობს და, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 19% უკავია. იგი მდებარეობს ქვეყნის ცენტრში და მოიცავს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს ქუთაისს, სადაც განთავსებულია საქართველოს პარლამენტი და საერთაშორისო აეროპორტი. რეგიონი გეოგრაფიულად საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადად კონცენტრირებულია დაბლობზე. იგი მოიცავს 12 ტერიტორიულ ერთეულს: ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხონის. გარდა ამისა, ამ 12 ქალაქს აქვს 532 სოფელი. მოსახლეობის 48% ცხოვრობს ქალაქად, ხოლო 52% სოფლად. შედარებისთვის, საქართველოში, ჯამში, მოსახლეობის 54% ცხოვრობს ქალაქად და 46% სოფლად. იმერეთში არსებობს დაახლოებით 122.000 პენსიონერი (იმერეთის მოსახლეობის 17%) და 71,000 მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები პირი (იმერეთის მოსახლეობის დაახლოებით 10%).

როდესაც მხედველობაში ვიღებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საბაზისო სტატისტიკა ეხება უმუშევრობის მაჩვენებელს და ტიპებს. იმერეთის რეგიონის საერთო უმუშევრობის დონე 10%, ხოლო ქვეყნის მასშტაბით

15

Page 17: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

მაჩვენებელი 2014 წელს 12% იყო ეროვნული სტატისტიკის მიხედვით. მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებელი მოიცავს ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობს სასოფლო-სამეურნეო საარსებო მინიმუმისთვის და შედეგად, ხშირად არ განიხილება ძალიან მნიშვნელოვნად. როგორც მრავალმა სხვა გამოკითხვამ აჩვენა, ამ ჯგუფის წევრების უმეტესობა არ განიხილავს საკუთარ თავს "დასაქმებულად".

აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ სიღრმისეულად ვიცოდეთ უმუშევრობის დონე, საჭიროა ამ საბაზისო მონაცემების მიღმა ძიება. სამწუხაროდ, არ არსებობს ოფიციალური წყარო, რომელიც უზრუნველყოფს უმუშევრობის მონაცემების რეგიონების მიხედვით დაყოფას; აქედან გამომდინარე, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმერეთისთვის. ეროვნული დონის მონაცემები მაინც იძლევა გარკვეული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას სოფლად დასაქმების მდგომარეობასთან დაკავშირებით იმერეთის მასშტაბით.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მართალია, ეროვნული დასაქმების მაჩვენებელი 12%-ია, მაგრამ უმუშევრობის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია ქალაქად (22%), ვიდრე სოფლად (5%). თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სოფლის სტატისტიკური მაჩვენებელი ივარაუდება, რომ არაზუსტია, რადგანაც ბევრი "დასაქმებულად" კლასიფიცირებული პირი "მუშაობს" საარსებო მინიმუმზე სოფლის მეურნეობაში. ამ კვლევისთვის უფრო რელევანტურ ანაზღაურებად საქმიანობას ქვეყნის მასშტაბით შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 35% ეწევა; სოფლად უარესი მდგომარეობაა - მხოლოდ 20%-ს (ხუთი შრომისუნარიანი პირიდან ერთი) აქვს ხელფასიანი სამსახური. უფრო მეტიც, წინა კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანების უმეტესობას სურს ხელფასიანი სამსახური და თვითდასაქმება მათთვის ნაკლებად მიმზიდველია. ეს ანალიზი ცხადჰყოფს, რომ დასაქმების სურათი გაცილებით მძიმეა სოფლად: უმუშევრობის დონე წარმოუდგენლად მაღალია და რეალისტური ალბათობა ღირსეული სამუშაოს პოვნისა - ძალიან დაბალი.

სამწუხაროდ, ამ ეროვნულ სტატისტიკას ასევე არ გააჩნია დარგობრივი მონაცემები და ის დარგობრივი მონაცემები, რომლებიც აქვს საქსტატს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უზრუნველყოს სოფლად ვითარების გარკვევა. საქსტატი ატარებს "რეგისტრირებული და მოქმედი საწარმოების" გამოკითხვას, რაც არ უზრუნველყოფს რეგისტრირებულ ბიზნესში დასაქმებულების დარგობრივი ჩაშლას. თუმცა, ეს კვლევა ქვეყნის მასშტაბით აქტიური სამუშაო ძალის მხოლოდ 551,000 (28%) სუბიექტს მოიცავს, და აქ არ შედიან ბანკები, საჯარო მოხელეები ან საარსებო მინიმუმზე მომუშავე ფერმერები, რომლებიც შეყვანილი არიან "სხვაგვარად დასაქმებულის" კატეგორიაში.

16

Page 18: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 1: საქართველოში 2015 წელს ეკონომიკური საქმიანობის ტიპის ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა

ვაჭრობა

ინდუს

ტრია

მშენებ

ლობა

...

ჯანდაც

ვადა ს

ოციალ

ური ს

...

ტრანს

პორტი

და კომუ

ნიკ

უძრევი

ქონებ

...

სასტუ

მროები

დარესტორ

კომუ

ნალურ

ი მომსა

ხურება

განათ

ლება

სოფლის

მეურნეო

ბა

24%

19%

11% 10% 10% 10%

5% 4% 4%2%

წყარო: საქსტატის ბიზნესის რეესტრი, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=212&lang=eng (ბოლოს ნანახია 2016 წლის 28 თებერვალს)

აღნიშნული კვლევიდან საჯარო მოხელეების და ბანკის თანამშრომლების გამორიცხვა მნიშვნელოვნად არასრულ სურათს გვაძლევს სოფლის მოსახლეობის დასაქმების კუთხით, მთავრობა, როგორც წესი, ყველაზე დიდი დამსაქმებელია სოფლად (მაგალითად, მასწავლებლები, პოლიცია, სამხედრო მოსამსახურეები და ა.შ.) და ბანკებიც ხშირად მნიშვნელოვან დამსაქმებელს წარმოადგენენ.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საქსტატის მონაცემების ანალიზი მიუთითებს, რომ არასასოფლო-სამეურნეო და არა-ფინანსურ რეგისტრირებულ ბიზნესში დასაქმების დარგობრივი განაწილება მშპ-ს დარგობრივი განაწილების მსგავსია, გამონაკლისს წარმოადგენს ფორმალური დასაქმება სოფლის მეურნეობაში. საქსტატის მონაცემებით, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფორმალურად არიან დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10,000-ია.1

ეროვნული დონის მონაცემები დარგის მიხედვით ხელფასთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ღირსეული ცხოვრების ალბათობა დაბალია. სხვა სტატისტიკის მსგავსად, საქსტატის მონაცემებიც არ შეიცავს ინფორმაციას რეგიონების მიხედვით.

1 საქსტატი (2015), ბიზნესის რეესტრი, ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით დასაქმებული პირების რაოდენობა http://geostat.ge/?action=page&p_id=211&lang=geo

17

Page 19: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 2: საშუალო ნომინალური ხელფასი სექტორის მიხედვით ლარებში, 2014 წლის საქსტატის ბიზნესის რეესტრი

ფინანსუ

რი შუამავ

ლები

საჯარომმა

რთველობა

ტრანსპორტი და კომუნ

იკაციე

ბი

კომუნალ

ური მომსახურ

ება

მომპოვებ

ელი მრეწვ

ელობა

მშენებ

ლობა

უძრავი

ქონებავაჭ

რობა

წარმოება

,

...

სხვა საზ

ოგადოებრ

ივისოცია

ლური და პი

...

ჯანდაცვ

ა და სოციალური საქ

მიათევზ

აობა

,

...

სოფლის მეურნეო

ბა ნადირობა და მ

სასტუმრ

ოებიდა რესტ

ორნები

განათლება ჯამი

1506

1152 1059 968 893 868 848692 683 681 668 587 495 437 432

773

საქსტატის მონაცემების მიხედვით ეკონომიკის ყველა სხვა სექტორთან შედარებით სოფლის მეურნეობას ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სახელფასო მაჩვენებელი აქვს. შედარებით დაბალი ხელფასი შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს იმით, რომ ანაზღაურებადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს დიდი ნაწილი ფიზიკური შრომის ტიპის სამუშაოს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ საბანკო საქმის გამოკლებით, საჯარო ადმინისტრაცია არის საუკეთესოდ ანაზღაურებადი სექტორი და თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის მასშტაბით დასაქმების შესაძლებლობებს და მის უსაფრთხოებას, საჯარო სექტორში სამუშაო ადგილები უაღრესად მიმზიდველია.

სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების უზრუნველყოფაპროფესიული განათლების უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზეპროფესიული განათლება საქართველოში შეიძლება შემოთავაზებული იყოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მიერ. არსებობს სამი სახის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები: პროფესიული განათლების ცენტრები, უნივერსიტეტები, რომლებიც ითვალისწინებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და სკოლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. მათგან ყველაზე დიდი და ყველაზე პრიორიტეტული არის პროფესიული განათლების ცენტრები, რომელთაგან 17 არის სახელმწიფო და 72 კერძო სუბიექტი. საქართველოს

18

Page 20: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოგვაწოდა დეტალური მონაცემები 16 სახელმწიფო პროფესიული განათლების ცენტრში პროგრამებისა და სტუდენტების რაოდენობის შესახებ, თუმცა კერძო პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრებისა და უნივერსიტეტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (სახელმწიფო და კერძო) შესახებ ინფორმაცია არ არის ცენტრალიზებული.

გრაფიკი 3: სახელმწიფო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრები რეგიონების მიხედვით. 2015 წლის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებირეგიონი სახელმწი

ფოკერძო სულ

თბილისი 5 37 42იმერეთი 1 13 14სამეგრელო-ზემო სვანეთი

3 4 7

აჭარა 2 4 6შიდა ქართლი 1 5 6ქვემო ქართლი 1 4 5სამცხე-ჯავახეთი 1 3 4კახეთი 1 2 3გურია 1 0 1რაჭა 1 0 1სულ 17 72 89

ცხრილი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი პროფესიული განათლების ცენტრი თბილისშია კონცენტრირებული. იმერეთში არის 14 პროფესიული განათლების ცენტრი, რომელთაგან მხოლოდ 1 (იბერია კოლეჯი, პროექტის პარტნიორი) არის სახელმწიფო პროფესიული განათლების ცენტრი. ეროვნული მასშტაბით, სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს 33 სასოფლო-სამეურნეო პროგრამა აქვთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროფესიული განათლების ცენტრების გარდა საქართველოში არსებობს 13 უნივერსიტეტი, რომლებსაც აქვთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. იმერეთში 2 სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების პროგრამები, არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ) და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ჯიხაიშის კოლეჯი. ორივე ეს ინსტიტუტი არიან ადამიანი გაჭირვებაში პროექტის პარტნიორები.

ბოლო წლების განმავლობაში პროფესიული განათლების სექტორი გახდა მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პრიორიტეტი. სახელმწიფო დაფინანსება 2011 წელს არსებული 6.5 მლნ ლარიდან 35.8 მლნ ლარამდე გაიზარდა 2016 წელს. შემუშავდა 2014-2020 წლების ამბიციური პროფესიული განათლებისა და მომზადების სტრატეგია, რომ შესაბამისობაში მოვიდეს შრომის ბაზრის ცვალებად დინამიკასთან. პოლიტიკის ძირითადი ცვლილება უკავშირდება ე.წ. საგანზე დაფუძნებული მიდგომიდან მოდულზე ორიენტირებულ პროფესიული განათლების სისტემაზე გადასვლას. აღნიშნულის იდეა ისაა, რომ ახალი სისტემით სტუდენტები არ არიან ვალდებულნი, გაყვნენ ფიქსირებულ საგნებს, რომლებიც შემუშავებულია სახელმწიფოს მიერ. ნაცვლად ამისა, პროფესიის ფარგლებში ახლა მათ შეუძლიათ აირჩიონ მთელი რიგი სხვადასხვა მოდული მათი კონკრეტული ინტერესებისა და სპეციალობის გათვალისწინებით, ხოლო უარყონ ისეთი საგნები, რომლებითაც ისინი არ არიან

19

Page 21: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

დაინტერესებული. მაგალითად, ვეტერინარიის სპეციალისტები ვალდებული არ იქნებიან შეისწავლოს ყველა საგანი, არამედ მათ ექნებათ შანსი, რომ მიიღონ სპეციალიზაცია ფრინველის, პირუტყვის ან სხვა სპეციალობებზე.

მაგალითად, თუ შევადარებთ ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტის პროგრამის საგნებსა და მოდულებს, აღმოვაჩენთ, რომ მოდულის პროგრამა გვთავაზობს უფრო მეტ სპეციალობას პროგრამის ფარგლებში და, ფაქტობრივად, საგანზე დაფუძნებულ პროგრამასთან შედარებით, რომელიც წარმოადგენს უფრო თეორიულ კურსს, არის კომპეტენციებზე დაფუძნებული:

გრაფიკი 4: ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტი: საგანზე დაფუძნებული და მოდულარული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შედარება2

ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტისაგანზე დაფუძნებული მოდულზე დაფუძნებული

პროფ

ესიი

ს სპ

ეცია

ლურ

ი სა

გნებ

ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგია ცხოველის ბიოლოგიური მახასიათებლები

სავა

ლდე

ბულ

ო მო

დულ

ები

ზოოტექნიკის პრინციპები ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაანატომია და ფიზიოლოგია ცხოველთა დაავადებების ზოგადი პროფილაქტიკაკვება და მოვლა ცხოველთა დაავადებების სპეციალური

პროფილაქტიკაეპიზოოტოლოგია და პარაზიტოლოგია

ცხოველთა დაავადებების მკურნალობა

თერაპია პირველადი ვეტერინარული დახმარებაქირურგია და გინეკოლოგია ცხოველთა სასაკლაოს ვეტერინარული

ზედამხედველობაპროფესიული განათლების ტრენინგები

საჭმლის და წყლის რეზერვუარების დაცვა

ტრენინგები საწარმოში უსაფრთხო შრომა და გარემოს დაცვა

ზოგა

დი

საგნ

ებ ი

მეწარმეობა საკვების უსაფრთხოებაუცხო ენა ვეტერინარიის ბიოქიმიური პრინციპებიIT და კომუნიკაცია ვეტერინარული აქტივობების დაგეგმვა

გაცნობითი ტრენინგიტრენინგები საწარმოშიინდივიდუალური პრაქტიკული პროექტიკომუნიკაცია

ზოგა

დი

მოდუ

ლებ

იმეწარმეობაპერსონალური და ინტერ პერსონალური უნარებირაოდენობრივი ცოდნაITუცხო ენაკატის და ძაღლის დაავადებები მათი მკურნალობა და პროფილაქტიკა

არჩე

ვითი

მო

დულ

ებიფრინველის დაავადებები მათი მკურნალობა და

პროფილაქტიკაფუტკრის დაავადებები მათი მკურნალობა და პროფილაქტიკათევზის დაავადებები მათი მკურნალობა და პროფილაქტიკა

მოდულარული მიდგომის განვითარება ხდება დარგობრივ საბჭოებსა და დარგობრივ სამუშაო ჯგუფებში კერძო სექტორთან თანამშრომლობის გზით. პროფესიული განათლების მიმდინარე ტენდენცია მიმართულია დღეს გამოყენებული საგანზე დაფუძნებული მიდგომიდან კომპეტენციაზე დაფუძნებული მოდულის პროფესიულ სტანდარტებზე გადასვლისკენ (საქართველოში ამჟამად 54 ასეთი სტანდარტი არსებობს).2 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (2015), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზა; განათლების ხარისხის გაუმჯობესების ეროვნული ცენტრი (2015), სასოფლო-სამეურნეო პროფესიული სტანდარტები.

20

Page 22: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

2015 წელს მხოლოდ ერთი მოდულზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის პროფესიული სტანდარტების წყება დამტკიცდა: მეფუტკრეობა. კიდევ რვა სტანდარტი ამჟამად განხილვის სტადიაშია. თუ შევადარებთ "ძველ" საგანზე დაფუძნებული პროფესიულ სტანდარტებს ახალ მოდულზე დაფუძნებულ სტანდარტებთან, შევამჩნევთ, რომ სტრუქტურაში რამდენიმე ძირითადი განსხვავებაა:

გრაფიკი 5: თემაზე დაფუძნებული და მოდულარული პროფესიულ სტანდარტების შედარება. "ძველი" და "ახალი" პროფესიული სტანდარტების შემაჯამებელი ანალიზი

კრიტერიუმები საგანზე დაფუძნებული პროგრამები

მოდულარული პროგრამები

პროგრამების სტრუქტურა

პროფესიული საგნები ზოგადი საგნები (მაგ.:

კომპიუტერული უნარები, უცხო ენა, კომუნიკაციის ფსიქოლოგია, მეწარმეობის პრინციპები)

სავალდებულო მოდულები არჩევითი მოდულები (მაგ.: ტრაქტორის მართვა, სხვა

აღჭურვილობის მართვა) ზოგადი მოდულები (მაგ.: კომუნიკაცია, მეწარმეობა,

პერსონალური და ინტერ პერსონალური უნარები, რაოდენობრივი ცოდნა, IT, უცხო ენა)

დოკუმენტის სტრუქტურა

ჩამოთვლის ცოდნასა და უნარებს რაიმე ლოგიკური თანმიმდევრობის გარეშე შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ცოდნა და გაგება ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენება დასკვნითი უნარები კომუნიკაციის უნარები სწავლის უნარები ღირებულებები

ჩამოთვლის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების კატეგორიებს, რომლებიც შემდგომ იყოფა დეტალურ პრაქტიკულ უნარებად ლოგიკური თანმიმდევრობით:

შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა ხარისხის გარანტია პროფესიული განვითარება და სხვადასხვა პროფესიული უნარ-ჩვევების კატეგორიები

საქმიანობის ტიპის მიხედვითდამატებით ჩამოთვლის: პიროვნულ თვისებებს აღჭურვილობა და ინსტრუმენტები მომავლის ტენდენციები

დარგობრივი სამუშაო ჯგუფების წევრების სია არ შედის შედისშეფასების სტანდარტი და პროცესის აღწერილობა არ შედის შედისშემფასებლის ინსტრუქცია არ შედის შედისშემფასებლის ჩანაწერის ფორმა (ცოდნა, პროცესი, პროდუქტი ან შედეგი)

არ შედის შედის

კომპეტენციის შეფასების ფორმა არ შედის შედისზოგადი ჩარჩო დოკუმენტი არ შედის შედის

ცოდნა და უნარები

ძალიან დეტალური სია, მაგრამ თითქმის ყოველგვარი ლოგიკური თანმიმდევრობის გარეშე და დაკავშირებული უნარების ძალიან მცირე დაჯგუფებებით, ამიტომ საკმაოდ რთული იყო მათი გადაჯგუფება ჩვენი რუკების სავარჯიშოებისთვის. ერთმანეთისგან განასხვავებს უნარებს და ცოდნას მაგრამ თითქმის ერთნაირი განმარტებებით - "იცის, თუ როგორ უნდა გააკეთოს რაღაც" vs "აკეთებს იმ რაღაცას".

აჯგუფებს პროფესიული საქმიანობის მიხედვით და უფრო ზუსტად განასხვავებს ერთმანეთისგან ცოდნასა და უნარებს. ამარტივებს უნარების რუკების სავარჯიშოების შექმნას. უფრო პრაქტიკული და უნარებზე დაფუძნებული ჩანს, თუმცა, ასევე მოიცავს რამდენიმე ცოდნაზე დაფუძნებული თემას.

რომ შევაჯამოთ, ახალი მოდულარული სტანდარტების საერთო სტრუქტურა და შინაარსი ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ უფრო გასაგებია მოსწავლისთვის და უკეთ წარმოადგენს რისი შეთავაზება შეუძლია პროგრამას, არამედ, ასევე ადვილად შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც შემფასებლის ძირითადი სახელმძღვანელო. უფრო მეტიც, თითოეული პროგრამის დონე შექმნილია დამსაქმებელთა და ექსპერტთა

21

Page 23: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

პირდაპირი რჩევის საფუძველზე. მოდულარული პროგრამა ასევე მოითხოვს პროფესიული განათლების მასწავლებლის უფრო მეტ ჩართულობას სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და შეფასებაში. როგორც იბერია, ასევე აწსუ გეგმავენ ფერმერობის მოდულარული პროგრამების დაწყებას 2016 წელს.

სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების პროვაიდერები იმერეთშიადამიანი გაჭირვებაში პროექტის პარტნიორი აგრარული პროფესიული განათლების კურსები იმერეთში მოიცავს საზოგადოებრივ კოლეჯ იბერიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) სოფლის მეურნეობის ფაკულტეტს. არსებობს ასევე აგრო-ტექნიკისა და კვების წარმოების ტექნოლოგიური კოლეჯი, რომელიც მოქმედებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედია); ეს დაწესებულება არ არის პროექტის პარტნიორი, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების შეთავაზებაში რეგიონში. ეს ნაწილი დეტალურად განიხილავს ამ ინსტიტუტებს.

საზოგადოებრივი კოლეჯი იბერიასაზოგადოებრივი კოლეჯი იბერია ჩამოყალიბდა 2006 წელს ქუთაისის კერვისა და მოდელირების ლიცეუმის რეორგანიზაციის საფუძველზე. 2007 წლიდან კოლეჯს დაექვემდებარა ბაღდათის პროფესიული სასწავლებელი, როგორც ფილიალი. ბაღდათის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით 2009 წლიდან აღნიშნულ ფილიალში სტუდენტთა სწავლება განხორციელდა მემცენარის, მეფუტკრის და ავტომობილის ზეინკლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. საზოგადოებრივი კოლეჯი იბერია-ს ორივე ფილიალში სულ 489 სტუდენტი სწავლობს, საიდანაც ბაღდათის ფილიალში სწავლობს 21 სტუდენტი, აქედან 15 სწავლობს მეფუტკრეობას. ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი მეფუტკრეობის სპეციალობაზე არის 21 წლის.

მართალია, იმერეთში ფუტკრის სკების სულ 4% მდებარეობს, მაგრამ მეფუტკრეობა ამ რეგიონში სწრაფად მზარდი სფეროა, რომელსაც ხშირად აქვს დონორების მხარდაჭერაც. აღნიშნული საქმიანობა საკმარისად კარგ ტექნიკურ ცოდნას და ტრენინგს მოითხოვს, რაც პროფესიული განათლებისა და მომზადების პროგრამებისთვის კარგი ნიადაგია.

ფოკუს ჯგუფში, რომლიც ჩვენ იბერიის სტუდენტებისთვის გავაკეთეთ, ხუთი სტუდენტი ბაღდათის ცენტრიდან იყო, ორი სტუდენტი ბაღდათთან ახლოს არსებული სოფლიდან და ერთი - ქუთაისიდან. რვიდან ექვს სტუდენტს უკვე ჰქონდა უნივერსიტეტის დიპლომი და მხოლოდ ორი მათგანი იყო სკოლის ატესტატით. მონაწილეთა უმრავლესობას უკვე ჰქონდა მცირე, საოჯახო ტიპის მეფუტკრეობის ბიზნესი ან გეგმავდნენ დაწყებას უახლოეს მომავალში. ეს ფაქტები ხაზს უსვამს იმას, რომ ინდივიდუალური ოჯახები ხედავენ შესაბამის სფეროებში პროფესიული განათლებისა და მომზადების როლს. ზოგიერთ შემთხვევაში სტუდენტის მიზანი იყო არა იმდენად ცოდნის მიღება, რამდენადაც სერტიფიკატის მოპოვება, რაც მათ დაეხმარებოდათ გრანტების მოპოვებაში.

საზოგადოებრივი კოლეჯი იბერია აქტიურად თანამშრომლობს კერძო კომპანიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა შორის არიან UNDP, USAID და NRC. რაც შეეხება კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათ დადებული აქვთ შეთანხმებები 100-ზე მეტ მსხვილ მეწარმესთან, მათ შორის, სამი სოფლის მეურნეობის

22

Page 24: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

სფეროში (საიდანაც ყველა ინდმეწარმეა). საზოგადოებრივ კოლეჯ იბერიაში 489 სტუდენტიდან 21 სასოფლო-სამეურნეო პროგრამებზე სწავლობს. ამჟამად საზოგადოებრივი კოლეჯი იბერია სტუდენტებს ორ პროგრამას სთავაზობს სოფლის მეურნეობის სფეროში, საიდანაც ორივე ბაღდათის ფილიალშია შემოთავაზებული და წარმოადგენენ საგანზე ორიენტირებულ და არა მოდულზე ორიენტირებულ სასწავლო კურსებს (2017 წლიდან ყველა პროგრამა მოდულზე ორიენტირებული იქნება). ეს გულისხმობს მასწავლებლების დიდ შრომას, მაგრამ ითვალისწინებს მეტად კონკრეტულ და ქმედით სასწავლო გამოცდილებას.

მომავლისთვის კოლეჯი აპირებს სასოფლო-სამეურნეო პროგრამების დამატებას, როგორიცაა ფერმერობა, ხილის გადამუშავების სპეციალისტი, რძის წარმოების სპეციალისტი, ვეტერინარი, მძიმე ტექნიკის მემანქანე და მარცვლეულის მეურნეობის სპეციალისტი.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, საზოგადოებრივი კოლეჯი იბერია ქუთაისში ფლობს ძალიან კარგ შენობას, რომლის განახლება ამჟამად მიმდინარეობს. ბაღდათის ფილიალსაც საკმაოდ ახალი და კარგად აღჭურვილი შენობა აქვს. საზოგადოებრივმა კოლეჯმა იბერიამ ქუთაისში დაიწყო და ბაღდათში გეგმავს სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობას. ბაღდათის ფილიალმა ბოლო დროს მთავრობისგანაც მიიღო გრანტი ფერმის ასაშენებლად, სადაც 20 ძროხა იქნება და განხორციელდება რძის წარმოებაში სტუდენტების პრაქტიკული სწავლება. კოლეჯის ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით პრობლემაა, რომ მას არ გააჩნია შესაბამისი მასალებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა და კომპიუტერულ ლაბორატორიას არ მიეწოდება ინტერნეტი, თუმცა, ამ უკანასკნელის გამოსწორება დაგეგმილია უახლოეს მომავალში. უფრო კონკრეტულად, მეფუტკრეობისთვის საჭირო აღჭურვილობა მოძველებულია და შესაფერისი პრაქტიკული სწავლებისთვის შეუსაბამოა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტი (აწსუ)აგრარული ფაკულტეტი, რომელიც აწსუ-ში სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიულ განათლებასა და მომზადებას ახორციელებს, 2011 წელს შეიქმნა ყოფილ სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან შერწყმის შედეგად. სულ აწსუ-ში 430 სტუდენტის გადის პროფესიულ სწავლებას სხვადასხვა ფაკულტეტზე. აგრარული ფაკულტეტი 10 სპეციალობას ითვალისწინებს, საიდანაც ექვსი მიეკუთვნება სოფლის მეურნეობის სფეროს. აგრარული ფაკულტეტის მხოლოდ ორმა პროგრამამ გამოიწვია სტუდენტების ინტერესი: აგრარული ლოგისტიკა (საფეხური 4 და საფეხური 5; 60 სტუდენტი ჯამში) და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკოსი (15 სტუდენტი). ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ კურსებს, როგორიცაა აგრობიზნესის მენეჯმენტი (რომელსაც ამჟამად 30 სტუდენტი სწავლობს). ჩვენ გადავამოწმეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (გამოცდების ეროვნული ცენტრის) მონაცემები და 2015-2016 წლების განმავლობაში აწსუ-მ გამოაცხადა მხოლოდ 7 პროგრამა, საიდანაც 3 არის სასოფლო-სამეურნეო ხასიათის (2 შემოთავაზებულია სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის მიერ და 1 შემოთავაზებულია ბიზნესის ფაკულტეტის მიერ). სხვა პროგრამები არ ფუნქციონირებს, როგორც უნივერსიტეტის ამბობს, არ ყოფილა მათზე მოთხოვნა, როდესაც პროგრამები გამოცხადებული იყო. აწსუ ასევე განიხილავს სასოფლო-სამეურნეო კურსების, მათ შორის, მეურნეობის, მებაღეობის და მეფუტკრეობის დამატებას.

23

Page 25: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლებისა და მომზადების პროგრამის სტუდენტები ხშირად არიან პირები, რომლებმაც ვერ შეძლეს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ჩაბარება და სანაცვლოდ შესთავაზეს აღნიშნულ პროგრამებზე სწავლება. აგრო ლოგისტიკის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 60 სტუდენტიდან თხუთმეტი ან ამჟამად სწავლობს უნივერსიტეტში ან უკვე აქვთ ხარისხი მიღებული, როგორც წესი, სოფლის მეურნეობასთან ან ლოგისტიკასთან დაკავშირებულ პროგრამაზე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აგრარული ფაკულტეტი აწსუ-ს მთავარი კამპუსისგან განცალკევებულია და მდებარეობს ქუთაისის სხვა ნაწილში. ფაკულტეტის შენობა ძველია და უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებთან შედარებით უფრო ცუდ მდგომარეობაშია. მას არ გააჩნია გათბობის სისტემა, ინტერნეტი და საკმარისი რაოდენობის კომპიუტერები. სასწავლო მასალები ხშირად მოძველებულია, არ არსებობს ლაბორატორია ან ადგილი, სადაც პროფესიული განათლებისა და მომზადების პროგრამის სტუდენტები შეძლებდნენ პრაქტიკულ ტრენინგებს.

დიდი ჯიხაიშის სასურსათო ტექნოლოგიების კოლეჯი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიმართალია, დიდი ჯიხაიშის კოლეჯი არ წარმოადგენს პროექტის პარტნიორს, მაგრამ ის რეგიონში პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია და გააჩნია ხუთი სასოფლო-სამეურნეო პროგრამა, რომელზეც 167 სტუდენტი სწავლობს. კოლეჯის მიერ შეთავაზებული სპეციალობებია: სურსათის წარმოების ტექნოლოგია, მელიორაციის სპეციალისტი, ტრაქტორის მემანქანე, და ვეტერინარიის სპეციალისტი. ისინი ასევე გეგმავენ ფერმერობის და მეფუტკრეობის სპეციალობების დამატებას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დიდი ჯიხაიშის კოლეჯი უფრო კარგ პირობებშია, ვიდრე ზემოთ განხილული ორი სუბიექტი. კოლეჯი ფლობს 31 ჰა მიწის ნაკვეთს პრაქტიკული კურსებისთვის. შენობა და აღჭურვილობა ძველია, მაგრამ არსებობს მათი განახლების გეგმები. როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაწილი, კოლეჯი იღებს დახმარებას უნივერსიტეტისგან განახლების სამუშაოებისა და სტუდენტებისთვის საცხოვრებლის აშენების მიზნით. ამჟამინდელი საცხოვრებელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ დაკავებული.

იმერეთის სოფლის მეურნეობის სექტორის შრომის ბაზრის საჭიროებების რუკის შედგენადანარჩენი საქართველოს მსგავსად, იმერეთში სოფლის მეურნეობა ორი მსხვილი მიმართულების ბიზნესად შეიძლება დაიყოს. ერთის მხრივ, არსებობენ სოფლის მეურნეობის მსხვილი კომერციული მწარმოებლები საკმაოდ დიდი ინვესტიციებითა და გარკვეული კომპეტენციით, რომლებიც მთლიანად ორიენტირებული არიან წარმოებული პროდუქციის ბაზრისთვის მიყიდვაზე. მეორეს მხრივ, არსებობენ შედარებით მცირე ფერმერები, რომლებსაც, როგორც წესი, ძალიან მცირე ზომის მიწის ნაკვეთები, ნაკლები კომპეტენცია და ცოტა რესურსი აქვთ ინვესტიციების განხორციელებისთვის.

ეს დაყოფა წარმოადგენს გამოწვევას ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს კვლევი წარმოება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართვა. პროფესიული განათლების კუთხით, წინა კვლევამ აჩვენა, რომ დიდ კომერციულ მწარმოებლებს ხშირად უნდათ მაღალკვალიფიციური სოფლის მეურნეობის ექსპერტები, მაგრამ ისინი წარმოადგენენ საერთო სოფლის მეურნეობის

24

Page 26: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

სექტორის ძალიან მცირე ნაწილს. პირიქით, სოფლის მეურნეობის სექტორი ძირითადად შედგება ძალიან მცირე ფერმერებისგან, რომლებსაც ან ძალიან მცირე ინტერესი აქვთ, ან საერთოდ არ არიან დაინტერესებული ფორმალური პროფესიული განათლების მიღებით. თუმცა, რადგანაც ისინი წარმოადგენენ სექტორის უდიდეს ნაწილს, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში გაეწიოს მცირე ფერმერთა საჭიროებებს, რადგან მათი დაკმაყოფილება შესაძლებელია ან პირდაპირ არაფორმალური პროფესიული განათლების ან არაპირდაპირი ფორმალური პროფესიული განათლების საშუალებით, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.

მცირე საოჯახო ტიპის ფერმები საქართველოს მასშტაბით ძალიან გვანან ერთმანეთს. როგორც წესი, მცირე საოჯახო ტიპის ფერმების მიწის ნაკვეთი 1 ჰა-ზე ნაკლებია, რამდენიმე მიწის ნაკვეთზეა განლაგებული, რომლებიც შესაძლოა, არც ესაზღვრებოდეს ერთმანეთს და საერთოდ ახლოსაც არ იყოს ერთმანეთთან. ასეთი მცირე საოჯახო ტიპის ფერმები საქართველოს მასშტაბით ძალიან გვანან ერთმანეთს და, როგორც წესი, მოიცავს 2-5 ძროხას, რომლებიც ხბოს იგებენ გაზაფხულზე და აწარმოებენ ახალ რძეს აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდში. ზოგჯერ ხბოებს კვებავენ ამავე ფერმებში ან ყიდიან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით მოვაჭრეებზე იმ მიზნით, რომ ადრეულ სეზონზე გამოიმუშაონ გარკვეული ნაღდი ფული ან კლავენ მოხმარების მიზნით. საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ძირითადი დანიშნულება რძის წარმოებაა, რომელიც გამოიყენება ბავშვთა კვებისთვის ან ყველის წარმოებისთვის. მცირე საოჯახო ტიპის ფერმერებს, როგორც წესი, ასევე ჰყავთ მცირე რაოდენობის ღორები და შინაური ფრინველები. მათ მოჰყავთ ბოსტნეულიც, როგორიცაა კარტოფილი, ხახვი, პომიდორი და ყურძენი ღვინის დასამზადებლად ისევე, როგორც ხილი, თუ ნაკვეთზე არსებობს ხილის ხეები. ამ პროდუქტების უმრავლესობა სახლში მოიხმარება.

რადგანაც ეს ჯგუფი წარმოადგენს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ამ სექტორის ეროვნული პროფილი ითვალისწინებს მცირე ფერმერების საჭიროებების გონივრულ შეფასებას. ამ ანგარიშის მიზნებისთვის ჩვენ ამ მიმოხილვას შევავსებთ მცირე ფერმერების (გამოკითხვა) და კოოპერატივების (ჩაღრმავებული ინტერვიუები) პირველადი კვლევით, ეს უკანასკნელი გამოყენებული იქნა უფრო სერიოზული ფერმერების იდენტიფიცირების ინსტრუმენტად .

აგრარული სექტორის პროფილისასოფლო სამეურნეო პროფილის დეტალური სურათის შექმნა იმერეთის ოფიციალური სტატისტიკით გარკვეულწილად პრობლემატურია. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მონაცემების საიმედოობა საეჭვოა, რადგანაც საქსტატს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ურთიერთსაპირისპირო მონაცემები აქვთ. მეორე, საქსტატი იმერეთს აერთიანებს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთთან. თუმცა, ეს ორი მაღალმთიანი რეგიონი საკმაოდ მცირე ზომისაა იმერეთთან შედარებით და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად შეცვლის საშუალო მაჩვენებელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ოფიციალური სტატისტიკა მიუთითებს, რომ იმერეთი დიდი რაოდენობით მარცვლეულის, ბოსტნეულის და ხილის საკმაოდ მნიშვნელოვანი მწარმოებელია (იხ. ცხრილი ქვემოთ).

გრაფიკი 1: სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება იმერეთში და საქართველოში (ათასი ტონა) . საქსტატის 2010-2014 წლის მონაცემები.

2010 2011 2012 2013 2014იმერეთი 45 67 66 100 64

25

Page 27: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

სიმინდი საქართველო 141 270 267 364 347იმერეთის წილი 32% 25% 25% 27% 18%

ბაღჩეულიიმერეთი 9 10 11 14 14საქართველო 41 43 37 66 86იმერეთის წილი 22% 24% 29% 21% 17%

ლობიოიმერეთი 0 1 1 2 1საქართველო 6 9 10 11 9იმერეთის წილი 7% 16% 13% 23% 11%

ყურძენიიმერეთი 25 26 36 37 12საქართველო 121 160 144 223 225იმერეთის წილი 21% 16% 25% 16% 5%

თხილი იმერეთი 2 5 3 6 4საქართველო 29 31 25 40 37იმერეთის წილი 8% 15% 14% 14% 10%

ხილიიმერეთი 17 12 18 17 11საქართველო 138 201 201 272 256იმერეთის წილი 13% 6% 9% 6% 4%

მარცვლეულზე, ბოსტნეულსა და ხილზე პირველადი შრომის ბაზარის მოთხოვნები უკავშირდება ფიზიკურად მშრომელი ძალის მიერ მოსავლის აღებას და/ან სატვირთოში ჩატვირთვას. ამ ტიპის შრომა არ მოითხოვს კონკრეტულ ცოდნას, გარდა ფიზიკური ძალისა და გამძლეობისა. თხილის მოსავალთან დაკავშირებით ზოგჯერ არსებობს ინტენსიური შრომითი საქმიანობის მოთხოვნა თხილის მტვრევის გამო, თუმცა, ამისთვის შრომითი ძალის დაქირავება ხდება სეზონურად.

თუმცა, მოსავლის აღებასთან დაკავშირებული საქმიანობის გარდა სექტორს სჭირდება მთელი რიგი სხვა უნარები და მომსახურება. ყველა ეს პროდუქტი მოითხოვს ცოდნას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება მათი გაზრდა, განსაკუთრებით კი დათესვის, ზრუნვის, მარგვლის და გასხვლის მეთოდოლოგია, სასუქების და პესტიციდების გამოყენება და დაკრეფვა ისევე, როგორც კატასტროფების რისკის შემცირების სტრატეგია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა ნათესებზე ორიენტირებული აგრონომები და შესაძლოა, სპეციალისტები თითოეული ძირითადი კატეგორიისთვის, კერძოდ, ყურძენი, თხილი და ხილი, რადგან მათ ასეთი მაღალი ღირებულება აქვთ. თუმცა, ამ დროისთვის, არ არსებობს მკაფიო სტრუქტურა ამ უნარების მქონე პირთათვის, რომ დასაქმდნენ ან მიიღონ ანაზღაურება მცირე ფერმერებისთვის ჩატარებული კონსულტაციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მცირე რაოდენობის ხელფასიანი სამუშაო მსხვილ მწარმოებლებთან, უფრო მცირე ფერმერებს უწევთ, რომ არაფორმალური სექტორის გამოყენებით ინფორმაციის კომუნიკაციის მეშვეობით იპოვონ სამუშაო ძალა. ეს საკითხი მოგვიანებით იქნება განხილული.

კიდევ ერთი საჭირო კვალიფიციური სამუშაო ძალა არის ტრაქტორის მემანქანე, რათა დაეხმაროს დარგვასა და შემდეგ მოსავლის აღებაში, შეგროვებასა და სატვირთო მანქანაში ჩატვირთვაში. თუმცა, ამ საჭიროების სეზონურობა ქმნის ლაფსუსს ბაზარზე: დარგვისა და მოსავლის აღების დროს ხშირად არის მძღოლების დეფიციტი მაშინ, როცა სეზონებს შორის დროის მანძილზე მძღოლები ჭარბი რაოდენობით არიან

26

Page 28: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გამოუყენებლად. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერები მუდმივად ახდენენ დაფიქსირებას, რომ საჭიროა უფრო მეტი ტრაქტორი (ამჟამად ტრაქტორების უდიდესი პროვაიდერები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "მექანიზატორი" და კერძო საკუთრებაში არსებული ფერმერთა მომსახურების ცენტრებია) და ტრაქტორის მემანქანე, გაუგებარია, არის თუ არა საკმარისი პოტენციური შემოსავალი, რომ მოხდეს ბიზნესის შემდგომი განვითარების სტიმულაცია.

იმერეთის ასევე წამყვანი რეგიონია ცოცხალი ცხოველების და ცხოველთა წარმოების კუთხით. ქვეყანაში ხორცის პროდუქტის დაახლოებით 18% იმერეთზე მოდის, რაც სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე დიდი მაჩვენებელია. დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ, ცხრილის სახით.

გრაფიკი 7: ცოცხალი ცხოველებისა და ფუტკრის რაოდენობა ათას ცალ ერთეულში. საქსტატის 2013 წლის მონაცემები.

იმერეთი საქართველო

იმერეთის წილობრივი მონაწილეობ

ამსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 209 1230 17%ღორები 31 191 16%თხები 8 61 13%შინაური ფრინველები 1215 6761 18%ფუტკრები 14 399 4%

როგორც ქვემოთ იქნება განხილული, აღნიშნული პროდუქცია ხაზს უსვამს მეცხოველეობის ცოდნისა და ვეტერინარული მოვლის უნარების საჭიროებას, რომლებიც ამჟამად დაბალ დონეზე არსებობს. თუმცა, რაც შეეხება აგრონომიასთან დაკავშირებულ უნარებს, ბაზარი არ ეძებს პირებს ოფიციალურად დასაქმებისთვის სრულ განაკვეთზე, მას არც კერძო პრაქტიკის ხელშეწყობა შეუძლია. ცხოველებზე ზრუნვის უნარ-ჩვევები და ტრენინგები ცხოველთა სათანადო კვებასთან და დაავადების პრევენციასთან დაკავშირებით გადამწყვეტია, მაგრამ სავარაუდოა, რომ მათი მოთხოვნა ძირითადად (და შესაბამისად მიწოდებაც) არაფორმალური არხებით მოხდება.

მცირე საოჯახო ტიპის ფერმერები ზოგადად იმ შემთხვევაში მიდიან ვეტერინართან, თუ სჭირდებათ მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი ვაქცინაცია ან როდესაც ცხოველი ავადდება; როგორც წესი, ისინი არ განიხილავენ ვეტერინარებს მეცხოველეობის არაფორმალური სწავლების წყაროდ. ფერმერები ზოგჯერ მზად არიან გადაიხადონ მარტივი საფასური ამ მომსახურებისთვის (თუ მათ არ შეუძლიათ მისი დროულად მიიღება ხელისუფლებისგან უფასოდ), მაგრამ, როგორც წესი, მათ მოლოდინი აქვთ, რომ შეძლებენ სანაცვლოდ ხალხის დაქირავებას. ეს რეალობა ართულებს ვეტერინარისთვის საარსებო საშუალების გამომუშავებას.

ცხოველებთან დაკავშირებული უდიდესი ინდუსტრია საქართველოში ალბათ არის რძის სექტორი. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც უდიდესი ხორცის წარმოების ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში, მაგრამ მათი ძირითადი მიზანი რძის წარმოებაა, რომლის უდიდესი ნაწილი მოიხმარება ყველის სახით. ხორცის წარმოება, ზოგადად, მეორადი ინდუსტრიაა. მამრობითი სქესის ხბოებს ხშირად დაუყოვნებლივ კლავენ ან

27

Page 29: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

ყიდიან პირუტყვით მოვაჭრეებზე, რომლებიც, ძირითადად, აზერბაიჯანში ექსპორტს ახდენენ. პირუტყვის გასუქება ხდება ზაფხულის საძოვრებზე; არსებობს საკვები ბაგებიც.

რძის წარმოების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ფერმერებს სჭირდებათ ადამიანები, რომელთაც აქვთ პირუტყვის ჯანმრთელობის და პროდუქტიულობის შენარჩუნების კომპეტენცია, ხოლო რძის მწარმოებლებს სჭირდებათ ტექნიკოსები რძის, ყველის და სხვა რძის პროდუქტების წარმოებისთვის (მაგ: სურსათის ტექნიკოსები და მაცივრის სპეციალისტები). თუმცა, სამცხე-ჯავახეთის რძის ქარხნებისაგან განსხვავებით იმერეთში შედარებით მცირე ზომის რძის მწარმოებლები არიან და არ აწარმოებენ მრავალგვარ ყველის ჯიშებს. შედეგად, იმერეთის რძის მწარმოებლებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ თანამედროვე აპარატურა და არ ეძებენ მაღალკვალიფიციურ რძის გადამამუშავებელ სპეციალისტებს. პირიქით, იმერეთის რძის მწარმოებლები ეძებენ ადამიანებს, რომლებიც იცნობენ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ძირითად სტანდარტებს და დაეხმარებათ მათ, რომ გაუმკლავდნენ გარკვეულწილად გამკაცრებულ სამთავრობო რეგულაციებს.

პროფესიულ განათლებასა და მომზადებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური მცირე ფერმერების მოთხოვნების კვლევაიმის შესაფასებლად, თუ როგორ ხდება იმერეთში არაფორმალური პროფესიული განათლების გავრცელება და გაზიარება ფერმერებს შორის, ჩვენ გამოვკითხეთ 154 ფერმერები იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში (ყველა გარდა ქუთაისისა). მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არ უნდა განზოგადდეს იმერეთის მთელ ფერმერულ მოსახლეობაზე, ის წარმოადგენს საკმაოდ ძლიერ სურათს იმერეთის სოფლებში პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესახებ. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ფორმალურ და არაფორმალურ ვეტერინარულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, რადგან ეს იყო ბიზნესის მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული პროფესია. ჩვენ დამატებით გამოვკითხეთ 28 ფერმერი, რომლებმაც მიუთითეს, რომ მათ გამოუყენებიათ კერძო პროფესიული განათლება საკუთარ სოფელში.

28

Page 30: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 8: ფერმერის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია (%).

ჩაი

მეფუტკრეობა

ხილი

თხილი

სინაური ფრინველი

ბოსტნეული დამწვანილი

მარცვლეულიკულტურები

შინაური ცხოველები

ყურძენი

2

2

8

6

15

36

11

21

3

3

9

11

16

28

29

2

7

5

11

32

20

21

პირველი არჩევანი მეორე არჩევანი მესამე არჩევანი

გამოკითხვის შედეგები ასახავს იმერეთის სტატისტიკურ სურათს: ყურძენი, პირუტყვი და მარცვლეული ძირითად სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს წარმოადგენენ. მარცვლეულის კუთხით, იმერეთი სიმინდის უდიდესი მწარმოებელია საქართველოში. თუმცა, ჩვენს მეირ გამოკითხულთა მხოლოდ 24%-მა მიუთითა, რომ სიმინდი იყო მათი პირველადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, მნიშვნელოვანმა რაოდენობამ აღნიშნა, რომ ის მეორე ან მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა იყო. მეცხოველეობა ასევე პოპულარული იყო, რაც ასახავს იმერეთის, როგორც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პირუტყვის მწარმოებლის სტატუსს. ჩვენს გამოკითხულებს სულ რამდენიმე სული საქონელი ყავდათ. ჩვენ ასევე ვთხოვეთ გამოკითხულ ფერმერებს, რომ დაესახელებინათ ბოსტნეული, რაც იმერეთის შემთხვევაში იყო კიტრი, პომიდორი და ქინძი. ხილიდან ყველაზე პოპულარული იყო მსხალი და ვაშლი.

სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციის მიღების საშუალებებიგანსაკუთრებული ინტერესი საგანია, თუ საიდან იღებენ ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციას, რომელიც მათ სჭირდებათ. ამან საშუალება მოგვცა, რომ ხაზი გაგვესვა ყველაზე მნიშვნელოვანი არაფორმალური სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციის არხებისთვის ნათესებისა და ცხოველების, და ტექნიკისა და მათი მოვლის შესახებ.

29

Page 31: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 9: სასოფლო-სამეურნეო ინფორმაცის მიღების წყაროები (%)

არასამთავრობო ორგანიზაციები

სხვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგილობრივი საკონსულტაციო ცენტრები

ადგილობრივი ვეტერინარები

ინტერნეტი

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები

ადგილობრივი ფერმერების მაღაზია

ტელევიზია

, , მეზობლები მეგობრები ოჯახის წევრები

7

7

20

7

7

13

7

33

5

5

6

7

10

26

42

3

19

6

10

12

17

33

პირველი არჩევანი მეორე არჩევანი მესამე არჩევანი

გრაფიკი მეტყველებს იმაზე, რომ ფერმერების უმეტესობა ინფორმაციას იღებს ადამიანებისგან, რომლებსაც ისინი კარგად იცნობენ. ეს შეიძლება იყოს მეზობლები, მეგობრები ან ნათესავები. ინფორმაცია შეიძლება არ მომდინარეობდეს ძალიან კვალიფიციური წყაროსგან, მაგრამ მისი მიღება სწრაფად შეიძლება და შემდგომი კითხვების დასმაც მარტივია. ბევრი ფერმერი ასევე იღებს სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციას ტელევიზიით, მაგრამ შემდგომმა კვლევამ დაადგინა, რომ ეს იყო ძირითადად საინფორმაციო პროგრამები, როგორიცაა კურიერი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გაეცნონ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. ინფორმაცია მთავრობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ, როგორიცაა უფასო ხვნის პროგრამა ან იაფი აგროსესხი, ძირითადად ასეთი ახალი ამბების პროგრამებიდან მოდის. მცირე რაოდენობით ფერმერები ასევე უყურებენ სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო სატელევიზიო პროგრამებს (რესპონდენტებმა დაასახელეს "ფერმა" და "აგრონომი"), სადაც სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საკითხები განიხილება.

მეზობლებისა და ტელევიზიის შემდეგ ინფორმაციის მთავარი წყარო არის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტის პროვაიდერები. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, პირველ რიგში, ეხება პროდუქტებს, რომლებსაც ისინი ყიდიან: რა კულტურები რომელი გეოგრაფიული ადგილებისთვის არის განკუთვნილი; რომელია ადეკვატური პესტიციდები და სასუქები; და, როგორ უნდა შეასრულოს ფერმერმა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაო. თუმცა, სავარაუდოდ, ასევე არსებობს პატარა ადგილობრივი საინფორმაციო კლუბი ინფორმაციით უზრუნველყოფისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას პროექტის მიერ, რომელიც ცდილობს საინფორმაციო ურთიერთობის გაძლიერებას. ინფორმაციის და ტრენინგის ეს არხი უკვე წლების განმავლობაში რეგულარულად გამოიყენება სხვადასხვა განვითარების პროექტებში სოფლის მეურნეობის სექტორში. ის განსაკუთრებით პოპულარულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული

30

Page 32: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

განვითარების პროექტისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და კახეთის ტერიტორიებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფერმერი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათი ინფორმაციის ძირითადი წყაროა, დეტალური განხილვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ხშირად ფერმერებს ადგილობრივი ხელისუფლება ერევათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრებში. შედარებით ახლადშექმნილ ცენტრებში ხშირად დასაქმებულია ყოფილი ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომელი და განთავსებულია იმავე შენობაში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ბევრი მცირე ფერმერი მიიჩნევს მათ ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლებად მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე აღარ აქვს სასოფლო-სამეურნეო განყოფილება.

გარდა ამისა, ჩვენ ვიკითხეთ, სად ისურვებდნენ ფერმერები ინფორმაციის მიღებას.

გრაფიკი 10: რა იქნება ყველაზე მოსახერხებელი წყარო სასოფლო სამეურნეო ინფორმაციის მისაღებად?

ადგილობრივი ტელევიზია

SMS

Facebook

ვებგვერდი

სატელეფონო აპლიკაცია

სხვა

არ ვიცი

42%

32%

8%

5%

1%

9%

3%

23,%

37%

10%

3%

26%

პირველი არჩევანი მეორე არჩევანი

კიდევ ერთი შეკითხვით გვინდოდა, გაგვეგო რომელი ტექნოლოგიის მეშვეობით ურჩევნიათ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციის მიღება. ეს მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების პროექტის პარტნიორის მოსავალის საქმიანობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია არის ინფორმაციის მიღების პოპულარული საშუალება, კვლევამ აჩვენა, რომ SMS ასევე საკმაოდ მისაღები საშუალებაა დიდი რაოდენობით ფერმერებისთვის (პირველ ადგილზე გასული მეორადი საშუალება). სხვა პოპულარული საშუალება ფერმერებისთვის ("სხვა"), იყო ბროშურა/ლიფლეტი და გაზეთები.

ფერმერები ნამდვილად აღიარებენ იმას, რომ მათ აქვთ სათანადო ინფორმაციის ნაკლებობა.

31

Page 33: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 11: რა იქნებოდა ყველაზე სასარგებლო სასოფლო-სამეურნეო მომსახურება?

/ არ ვიცი უარი პასუხზე

ზუსტი ამინდის პროგნოზი

დღიურად განახლებადი ინფორმაცია რეგიონში საბაზრო ფასებზე

მოკლე ვიდეო გტრენინგები აგრო პროდუქტებისშესახებ

, უკეთესი ტრანსპორტი რომ მოახდინოს ახლობელ ბაზრებზე ტრანსპორტირება

იაფი აგროდაზღვევა

რჩევები აგრო ექსპერტებისგან

0%

3%

6%

10%

15%

29%

37%

როდესაც ვთხოვეთ, რომ აერჩიათ მათთვის ყველაზე სასარგებლო სასოფლო-სამეურნეო მომსახურება, სოფლის მეურნეობის ექსპერტების რჩევა სიის სათავეში მოხვდა. სხვადასხვა კითხვებით ჩვენ ვიკითხეთ, თუ იციან რესპონდენტებმა სოფელში ან მუნიციპალიტეტში აგრონომის სერვისის შესახებ; ფერმერების 84%-მა მიუთითა, რომ არ იცის ასეთი სერვისის ხელმისაწვდომობის შესახებ, ხოლო 11% -მა აღნიშნა, რომ ისინი არ საჭიროებენ აგრონომის მომსახურებას.

ჩვენ ასევე ვკითხეთ ხალხს, რისი სპეციალისტები (ვეტერინარის და ზოგადი აგრონომის გარდა) იყო ყველაზე მეტად საჭირო მათი ბიზნესის მხარდასაჭერად. ჩვენ გამოვრიცხეთ ვეტერინარები და ზოგადი აგრონომები, რადგან მათი საჭიროება უკვე საკმაოდ კარგად იყო ნაჩვენები და ცალკე კითხვები დავსვით ვეტერინარისა და აგრონომის შესახებ. გამოკითხულთა უმრავლესობამ (57%) ვერ მოახერხა სხვა საჭიროების იდენტიფიცირება; ერთადერთი გამოვლენილი მნიშვნელოვანი საჭიროება იყო ტრაქტორების ოპერატორი (15%) და მეფუტკრეობის ექსპერტი (7%). ფერმერები ხშირად უჩივიან მიწას მარცვლეული კულტურებისთვის, რომელსაც სჭირდება დამუშავება და ხელმისაწვდომი ტრაქტორის სწრაფად მოძიება სირთულეს წარმოადგენს.

32

Page 34: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 12: სოფლის მეურნეობის დარგის რომელი სპეციალისტია (აგრონომიის და ვეტერინარიის სპეციალისტების გარდა) ყველაზე საჭირო თქვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის?

ტრაქტ

ორისოპერ

ატორი

მეფუტკ

რე

მემცენ

არე

მეღვინ

ემეჩ

აიე

...

საკვებ

ისგად

ამამუს

ავე მებაღ

ფერმერ

...

დანადგარ

ების ოპერ

მეფრინვ

ელე

ელექტ

რიკოსი

ტექნიკ

ოსი

/

არვიც

ი უარი პას

უხზე

15%

7% 6%3% 3% 2% 2% 2% 1% 1% 1% 1%

57%

ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფა იმერეთშივეტერინარული მომსახურების არარსებობის და საჭიროების თაობაზე არსებული კონსენსუსის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული დრო დაგვეთმო იმის დეტალურად შესწავლისთვის, თუ როგორ მუშაობს ვეტერინარული მომსახურება იმერეთში. თითქმის ყველა ფერმერი იყენებს ვეტერინარულ მომსახურებას ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და სხვა ცხოველების პერიოდულ ვაქცინაციას. ორმოცდაშვიდი პროცენტი (47%) აცხადებს, რომ ისინი იყენებენ საკუთარ ან სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვეტერინარულ მომსახურებას, ხოლო 42% აცხადებს, რომ ისინი იყენებენ მათ მუნიციპალიტეტში სხვაგან არსებულ ვეტერინარულ მომსახურებას. იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, როგორ მიმდინარეობს ვეტერინარული მომსახურების სამუშაოები, GeoWel-მა განახორციელა დამატებითი სატელეფონო ზარები იმ 24-ვე გამოკითხულ პირთან რომლებმაც აღნიშნეს, რომ ისინი გამოიყენებენ კერძო ვეტერინარულ მომსახურებას საკუთარ სოფელში. ჩვენ გვინდოდა, რომ გაგვეგო რატომ გამოიყენება კერძო ვეტერინარული მომსახურება სახელმწიფო ვეტერინარული მომსახურების ნაცვლად და როგორია ვეტერინარული მომსახურების ხელმისაწვდომობა ზოგადად, სოფლებში.

პერიოდული სახელმწიფო ვაქცინაციის გარდა, ფერმერებს შესაძლოა ასევე სჭირდებოდეთ ისეთი ვეტერინარული მომსახურება, რომელიც ძროხის მშობიარობას ან ავადმყოფობას უკავშირდება, ან როდესაც ფერმერები თვლიან, რომ მათ პირუტყვს დამატებითი ვაქცინაცია ესაჭიროება. ასეთ შემთხვევაში, ფერმერები, როგორც წესი, ახერხებენ მათ სოფელში ან ახლომახლო იპოვონ ვინმე ისეთი ვეტერინარული ცოდნით, რომ შეძლოს რჩევის მიცემა და დახმარება. ხშირად, კერძო ვეტერინარებს უხდიან არა ნაღდი ფულით, არამედ ნატურით. მაგალითად, ვეტერინარმა კლიენტისგან შესაძლოა მიიღოს ღვინო ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

33

Page 35: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

ვეტერინარების შეფასებისას გამოკითხულთა უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ ის ვეტერინარები, რომლებიც მუშაობენ მთავრობისთვის, როგორც წესი, უკეთესები არიან, ვიდრე კერძო ვეტერინარები. თუმცა, ზოგადად, როგორც ჩანს, ძალიან ცოტა ახალგაზრდა ვეტერინარი არსებობს. არსებული ვეტერინარების უმეტესობამ მათი პრაქტიკა დაიწყო საბჭოთა კავშირის დროს და რესპონდენტთა თქმით, დღესაც ძველ მეთოდებს იყენებენ. როდესაც სახელმწიფო ვეტერინარი მოდის სოფელში, ადგილობრივი ვეტერინარებიც მასთან მიდიან, რომ დაეხმარონ და მიიღონ გარკვეული გამოცდილება. ეს არის არაფორმალური სწავლების კარგი მაგალითი.

პროფესიულ განათლებასა და მომზადებასთან დაკავშირებული ცნობიერება და პოტენციალიჩვენ ასევე დაინტერესებულნი ვიყავით, რომ შეგვეფასებინა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული ცნობიერების დონე და მის მიმართ არსებული დამოკიდებულება მცირე საოჯახო ტიპის ფერმერებს შორის იმერეთში. რესპონდენტების დაახლოებით 35%-მა განაცხადა, რომ მათ ოჯახში მინიმუმ ერთ პირს მიღებული ჰქონდა პროფესიული განათლება, როგორც წესი, საბჭოთა კავშირის დროს. რესპონდენტების ოცდათორმეტმა პროცენტმა (32%) იცოდა იმერეთში არსებული პროფესიული განათლებისა და მომზადების ცენტრების შესახებ; იბერია კოლეჯი და დიდი ჯიხაიში ყველაზე ხშირად იყვნენ დასახელებული. გამოკითხულებმა ხშირად არ იცოდნენ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე ითვალისწინებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

რესპონდენტების თვრამეტმა პროცენტმა (18%) აღნიშნა, რომ მათი ოჯახების მინიმუმ ერთი წევრი იქნება დაინტერესებული სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების პროგრამაზე სწავლით თუ ეს იქნებოდა ხელმისაწვდომი (როგორც ფინანსურად, ისე გეოგრაფიულად) და კარგი ხარისხის. სამი ყველაზე სასურველი პროფესია აღმოჩნდა მეღვინის, მეფუტკრის და მემცენარის პროფესიები. მიუხედავად ამისა, დაინტერესებული რესპონდენტების ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ ურჩევნიათ პროფესიული კურსები სულ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდეს. დაახლოებით ნახევარი დაესწრებოდა კურსებს სრულ განაკვეთზე, ხოლო მეორე ნახევარს ურჩევნია კურსები ნახევარ განაკვეთზე. მხოლოდ მცირე პროცენტული რაოდენობა ისურვებდა ისეთი პროფესიული განათლების კურსზე დასწრებას, რომელიც წელიწადზე მეტი ხანს ან მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება.

მცირე ფერმერებთან კომუნიკაციაფორმალური პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ სექტორი დაინტერესებული არ არის ხანგრძლივი სასწავლო კურსებით. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა არ არის უნივერსალური. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფერმერი სავარაუდოდ დაინტერესებულია არაფორმალური პროფესიული განათლების პროვაიდერებთან მუშაობით, ზოგიერთი ფერმერი უფრო მეტად დაინტერესებულია პროფესიონალიზმით, ვიდრე სხვები.მცირე საოჯახო ტიპის ფერმერები მრავალფეროვანი ჯგუფია და ზოგიერთი მათგანი შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს თვითმყოფად ფერმერად, ზოგი კი უფრო მეტად წარმოადგენს კერძო პირს, რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს თავისი ცხოვრება ადგილობრივად მოყვანილი საკვებით. სამი ძირითადი განმასხვავებლით შეიძლება დადგინდეს, ამ ორი კატეგორიიდან რომელში მოხვდება ფერმერი. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ოჯახები, რომლებსაც აქვთ სხვა ფულადი შემოსავალი, მოახდენენ ინვესტირებას და შეეცდებიან მათი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაზრდას.

34

Page 36: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვის გარდა, შემოსავლის მიღების სამი მთავარი წყარო არსებობს სასოფლო საოჯახო ფერმებში: ანაზღაურებადი სამსახური, ფულადი გზავნილები და სამთავრობო ფინანსური დახმარებები. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი უფრო მაღალია ურბანულ დასახლებებში, ვიდრე სოფლებში. მიუხედავად ამისა, ‘დასაქმებულად’ კლასიფიცირებული პირების დიდი უმრავლესობა სოფლებში უბრალოდ მიწის სამუშაოებით არის დაკავებული. სოფელში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აქვს ანაზღაურებადი სამსახური.3 უფრო მეტიც, საქართველოს სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი ამბობს, რომ მათი ოჯახი შემოსავალს იღებს ანაზღაურებადი სამსახურებიდან, ურბანულ დასახლებაში კი ეს მაჩვენებელი 60%-ზე მეტია.4

ანაზღაურებადი სამსახურების გარდა, ფულადი შემოსავლის კიდევ ორი წყარო სოფლის მოსახლეობისთვის არის ფულადი გზავნილები და პენსიები. მცირე საოჯახო ტიპის ფერმების დაახლოებით 12% ამბობს, რომ ისინი იღებენ ფულად გზავნილებს საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავებისგან, ამდენივე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით მცხოვრები ნათესავებისგან იღებენ ფულად დახმარებას.5 მიუხედავად ამისა, შემოსავლის ყველაზე დიდი წყარო საქართველოში არსებული მცირე საოჯახო ტიპის ფერმებისთვის სახელმწიფო პენსიაა. სოფლად არსებული მცირე საოჯახო ფერმების დაახლოებით ორი მესამედი ამბობს, რომ ისინი იღებენ პენსიებს და დახმარებებს ხელისუფლებისგან.6

ეს ინფორმაცია ჩვენი მიზნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შემოსავლის მრავალფეროვანი წყარო ოჯახებს ფინანსურად უფრო დამოუკიდებელს ხდის. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ შესაძლოა მოგება მოიტანოს, მაგრამ საქართველოში არსებული მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო სუბიექტები არასანდო ბიზნესია, რადგან აქ გვალვები და წყალდიდობები რამდენიმე წელში ერთხელ მაინც ხდება, ასევე ხშირია ცხოველთა ეპიდემიური დაავადებები, რაც ზრდის ცხოველთა მოულოდნელი სიკვდილიანობის რისკებს. ამ ფონზე პარადოქსულია, რომ არასასოფლო-სამეურნეო შემოსავლის მქონე ოჯახებში უფრო ნაკლებ სავარაუდოა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარება ვიდრე იმ ოჯახებში, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. ამ უკანასკნელი ჯგუფის წარმომადგენლები დიდი ალბათობით მცირე შემოსავლის და მცირე გასავლის მაგალითებად დარჩებიან.

შემოსავლის პროფილის გარდა კიდევ ორ ფაქტორს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა აგრობიზნესის პოტენციურ წარმატებაში. პირველი ფაქტორი არის ნიადაგის ხარისხი და პროდუქციის ხასიათი. თუ ფერმერი აწარმოებს მაღალი ღირებულების პროდუქციას, როგორიცაა თხილეული, ციტრუსი, ყურძენი, თაფლი ან ლორი, მას შემოსავლის ზრდის მეტი შანსი აქვს.

3 საქსტატი (ნანახია 2015 წლის 25 აგვისტოს), 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის გადანაწილება სოფელსა და ურბანულ დასახლებებში მათი ეკონომიკური სტატუსის მიხედვით.4 კავკასიის ბარომეტრი (2013), შემოსავლის წყარო: ხელფასი, CRRC (http://caucasusbarometer.org/en/cb2013ge/codebook/).5 კავკასიის ბარომეტრი (2013), შემოსავლის წყარო: საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავები, CRRC და შემოსავლის წყარო: საქართველოში მცხოვრები ნათესავები, CRRC (http://caucasusbarometer.org/en/cb2013ge/codebook/).6 კავკასიის ბარომეტრი (2013), შემოსვლის წყარო: პენსია და სამთავრობო დახმარებები.

35

Page 37: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

მეორე ფაქტორი ეს არის დამოკიდებულება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოში დიდი ხანია არსებობს მიდგომა, რომ შესაძლებლობების აღმოჩენა ქალაქში წასვლას უკავშირდება. GeoWel-ის მიერ World Vision-ისთვის ჩატარებული კვლევა მოიცავდა საქართველოს რამდენიმე რეგიონში სკოლის მოსწავლეების ფოკუს ჯგუფების ორგანიზებას. გამოკითხული მოსწავლეებიდან თითქმის ვერცერთი ხედავდა რაიმე შესაძლებლობას სოფელში საცხოვრებლად დარჩენის შემთხვევაში. ზოგიერთი მათგანი თვლიდა, რომ სოფლის მეურნეობა შესაძლებელია ყოფილიყო პოტენციური შესაძლებლობა. შესაბამისად, ფინანსური რესურსების და მიწის ხარისხის/პროდუქციის ხასიათის გარდა ისმის ერთი მარტივი კითხვა - უნდათ თუ რა სოფლის მაცხოვრებლებს, რომ იყვნენ ფერმერები.

ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია ჩვენი კვლევისთვის იმიტომ, რომ ფერმერობის სახეობასთან დაკავშირებით არსებული აღქმა გვეხმარება ინფორმირებულობის კუთხით არსებული ფერმერებს საჭიროებების განსაზღვრაში. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლება და მომზადება სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებად არის მიჩნეული, და მათი გაფართოება ფერმერებს სიღარიბის დაძლევაში უნდა დაეხმაროს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგივე ლოგიკა გავრცელდეს საარსებო მინიმუმზე მყოფ ფერმერებზეც, რომლებიც ყველაზე მეტად ფორმალური პროფესიული განათლებისა და მომზადების პროგრამებით სარგებლობენ. ამ მიზეზით ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ არაფორმალურ პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი მიბმა პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემასთან უფრო რთულია, ეს სწორედ ის მიმართულებაა, სადაც სიღარიბის შემცირების კუთხით მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, აღნიშნული განსხვავება არ არის საკმარისი იმ ფერმერების იდენტიფიცირებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ უფრო ფართო კომერციული ჩართულობის პოტენციალი და ინტერესი. თუმცა, ნათელია, რომ ესაა ის საკითხები, რომლებიც არ უნდა დავივიწყოთ სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების უზრუნველყოფაზე ფიქრისას, რადგან ეს საკითხები ხაზს უსვამს, რომ არსებობს თუნდაც მცირე ჯგუფი, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება პროფესიულ განათლებასა და მომზადებაში.

კომერციაზე ორიენტირებული ფერმების იდენტიფიცირების ერთი ვარიანტი არის კოოპერატივი. კოოპერატივები შეიძლება იყოს სასარგებლო მექანიზმი პატარა, მაგრამ კომერციაზე ორიენტირებულ ფერმერებთან დასაკავშირებლად ხუთი მიზეზის გამო. პირველი, შედარებით მარტივია იმ ჯგუფებთან მუშაობა, სადაც თავმოყრილია ფერმერების კოლექტივი, ვიდრე პერსონალურად ინდივიდებთან. მეორე, ისინი ხშირად სპეციალიზებულები არიან ერთ კონკრეტულ დარგში, როგორიცაა მეფუტკრეობა, თხილის მოყვანა, მეღორეობა და ა.შ., რაც უფრო ეფექტურს ხდის ფერმერების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო კურსებთან დაკავშირებას. მესამე, კოოპერატივს შეუძლია მეტი რესურსის გამოყოფა ან, ფერმერთა რესურსების ერთ ორგანიზაციაში თავმოყრის გზით, მათ შეიძლება ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობა, რომ მოახდინონ ინვესტირება უნარების განვითარებაში, რასაც ინდივიდუალური ფერმერი ვერ ახერხებს. მეოთხე, არსებობს კოოპერატივების სია, რაც უფრო მარტივს ხდის მათ იდენტიფიცირებას და მათთან საუბარს. ბოლო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფერმერების ჯგუფის მიერ კოოპერატივის შექმნა სავარაუდოდ არის სიგნალი, რომ ისინი სოფლის მეურნეობის სექტორს სულ უფრო სერიოზულად აღიქვამენ და აქვთ განვითარების და მათი წარმოების გაზრდის მკაფიო

36

Page 38: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

სურვილი. ყველა ამ მიზეზის გამო, ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ კოოპერატივების სექტორს და მათ სავარაუდო საჭიროებებს პროფესიული განათლების კუთხით.

კოოპერატივების საჭიროებები პროფესიულ განათლებასა და მომზადებასთან დაკავშირებით

საწყისი ინფორმაციაპროფესიული განათლების სექტორთან დაკავშირებით დამსაქმებელთა ცნობიერებისა და აღქმის შესახებ სრული სურათის მისაღებად ჩვენ ასევე შევასრულეთ ჩაღრმავებული ინტერვიუები 114-დან 17 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან (15%) იმერეთში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შედარებით ახალია - მათი უმეტესობა ჩამოყალიბდა გასული წლის განმავლობაში. ჩვენ გავესაუბრეთ კოოპერატივების საკმაოდ დიდ რაოდენობას - სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სექტორში და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქი ქუთაისისა). ეს საკმარისი იყო საკმაოდ დეტალური აღქმის ჩამოყალიბებისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობენ კოოპერატივები იმერეთში და რა არის მათი გამოწვევები საჭირო კვალიფიკაციისა და უნარების მქონე თანამშრომლების მოძიებაში. ქვემოთ მოცემული ცხრილი იძლევა დეტალურ ინფორმაციას გამოკითხული კოოპერატივების შესახებ:

გრაფიკი 13: იმერეთში გამოკითხული კოოპერატივების სია

# კოოპერატივი რაიონი სასოფლო-სამეურნეო აქტივობა

პროფ. განათლების კოლეჯთან

პარტნიორობა1 საირმის

ნატურალური თაფლი

ბაღდათი მეფუტკრეობა არა

2 ქვაციხე 2015 ჭიათურა მეთევზეობა არა3 წიახვი სამტრედია სიმინდი არა4 თავთავი საჩხერე სიმინდი არა5 ბოჩოლა ჭიათურა რძის პროდუქტები არა6 ნექტარი 15 ჭიათურა მეფუტკრეობა არა7 ნიკე ხონი სიმინდი არა8 მათხოჯი ხონი ცხოველები,

სათბურები, სიმინდიარა

9 წყალობა ბაღდათი მეფუტკრეობა არა10

მამული 1 სამტრედია სათბურები არა

11

ილორი სამტრედია მეფრინველეობა კი

12

ბუმერანგი 777 ვანი თხილი არა

13

ნანატრი ვანი მეფუტკრეობა არა

14

ეკო-მიგრანტი ხონი ჩაი არა

15

ჭირი ვანი ხილის წარმოება არა

1 იმედი სამტრედია სათბურები არა

37

Page 39: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

617

ლელო სამტრედია რძის პროდუქტი კი

იმერეთში საერთო ჯამში 114 კოოპერატივია. კოოპერატივები ერთის მხრივ სარგებლობენ საერთაშორისო დონორი პროექტების მხარდაჭერით, მეორეს მხრივ კი სამთავრობო დახმარებით. მაგალითად, ადამიანი გაჭირვებაში მთელს რეგიონში 10 კოოპერატივს ეხმარება თავიანთი შესაძლებლობების განვითარებაში. ამავე დროს, მთავრობამ 2013 წელს ჩამოაყალიბა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც არსებული კოოპერატივებისათვის დახმარების სახით ტრენინგებს და ტექნიკურ აღჭურვილობას უზრუნველყოფს. თუმცა, ხშირად კოოპერატივები როგორც ჩანს, არ ფუნქციონირებენ როგორც ინსტიტუციონალიზებული დაწესებულებები. პირიქით, ინდივიდუალური ფერმერები ერთიანდებიან გრანტების ან სხვა სახის დახმარების მისაღებად.

ყველაზე პოპულარული პროდუქციაა მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი, მათ შორის რეგისტრირებული კოოპერატივები იმერეთში, რომელთა შორის არიან სათბურები. გარდა ამისა, მეფუტკრეობა და მეცხოველეობა, როგორც ჩანს, საკმაოდ პოპულარული საქმიანობაა.

გრაფიკი 14: იმერეთში ყველაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მქონე სექტორის სიასაქმიანობა რაოდენობ

ა პროცენტიმარცვლეული კულტურები და მცენარეები, მათ შორის სათბურები 41 36%მეფუტკრეობა 30 26%მეცხოველეობა 18 16%მეფრინველეობა 5 4%მეღვინეობა 4 4%რძის პროდუქტების წარმოება 4 4%თხილის წარმოება 3 3%მომსახურება 3 3%ჩაის წარმოება 1 1%საკვების გადამუშავება 1 1%მეთევზეობა 1 1%მითითებული არ არის 3 3%

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ვანს აქვს ყველაზე მეტი რეგისტრირებული კოოპერატივი (27 შემთხვევა), ხონსა და სამტრედიას ასევე საკმაოდ ბევრი რეგისტრირებული კოოპერატივი აქვთ (შესაბამისად, 16 და 15).

38

Page 40: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 15: მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობამუნიციპალიტეტი რაოდენობ

ა პროცენტივანი 27 24%ხონი 16 14%სამტრედია 15 13%ბაღდათი 12 11%საჩხერე 12 11%წყალტუბო 10 9%ჭიათურა 9 8%ტყიბული 8 7%თერჯოლა 4 4%ხარაგაული 1 1%

კოოპერატივის მარტივი დათვლა არ შეიძლება იყოს ყველაზე სასარგებლო სამუშაო, რადგან ზოგიერთი კოოპერატივი უფრო სასარგებლო პარტნიორები არიან, ვიდრე სხვები. გამოკითხულ კოოპერატივთა უმრავლესობა რეგისტრირებულ იქნა 2015 წელს; მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც კოოპერატივები უფრო ადრე იყვნენ რეგისტრირებულები. ეს მოვლენა სავარაუდოდ უკავშირდება მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნას, რომელიც ხელს უწყობს და ეხმარება კოოპერატივის შექმნას მთელი საქართველოს მასშტაბით.

კოოპერატივების შექმნის დასაბუთებარესპონდენტების უმრავლესობამ დაფინანსების შესაძლებლობები დაასახელა კოოპერატივად დარეგისტრირების უმნიშვნელოვანეს მიზეზად, კერძოდ, დაფინანსება ხელისუფლებისგან, და შესაბამისი ხელშეწყობის შესაძლებლობები.

"როგორც კი გავიგე კოოპერატივებთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივის შესახებ, გადავწყვიტე, რომ გამევრცელებინა ინფორმაცია ჩემს სოფელში, ხალხს ვთხოვე შემოერთება და ასე შეიქმნა კოოპერატივი. თუ მინდა, რომ მივიღო სრული დაფინანსება, როგორც მინიმუმ შესაბამისი ხელშეწყობის პროგრამისგან მაინც მივიღებ სარგებელს" ჭიათურის რძის პროდუქტები.

"მაგალითად, ჩვენ მხოლოდ 35 ლარი გადავიხადეთ თითო სკაში და შევიძინეთ 60 სკა ფუტკარი, როდესაც ფაქტობრივი ფასი 110 ლარია" ბაღდათის მეფუტკრეობა.

კოოპერატივში ჩართულ ყველა ფერმერს სურდა თავისი ბიზნესის განვითარება და სჭირდებოდათ დამატებითი დაფინანსების წყაროები, მათ შეიტყვეს კოოპერატივებთან დაკავშირებით მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ და გადაწყვიტეს შეეკრიბათ საკმარისი ხალხი მისი დაფუძნებისთვის. გამოკითხულები ნაკლებად ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსების შესაძლებლობებზე, მაგრამ ზოგიერთი რესპონდენტი იყო ადამიანი გაჭირვებაში-ს ENPARD პროექტის ბენეფიციარი. შეგვხვდნენ ასევე Mercy Corps-ის ბენეფიციარები.

ერთ-ერთი ხშირად აღნიშნული გამოწვევა კოოპერატივად მუშაობის დროს არის სანავიგაციო ურთიერთობები კოოპერატივის სხვა წევრებთან. გამოკითხულებმა ხაზი გაუსვეს კოოპერატივის ყველა წევრის ჩართულობის რეგულირების აუცილებლობას,

39

Page 41: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

რადგან, რესპონდენტების განცხადებით, ხშირად მხოლოდ 2-3 წევრია აქტიურად ჩართული, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, სხვებს კი უბრალოდ წევრები ქვიათ.

"ჩვენ ვიყავით 11 წევრი, როცა დავარეგისტრირეთ კოოპერატივი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ერთი წლის განმავლობაში, რაც ვთანამშრომლობთ, მხოლოდ მე და ჩვენი კოოპერატივის კიდევ ერთი წევრი ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის ფუტკრის გადაყვანა, მედიკამენტების შეძენა ან კლიენტების მოძიება პროდუქციის გასაყიდად." ვანის მეფუტკრეობა.

თითქმის ყველა რესპონდენტმა ხაზი გაუსვა კოოპერატივების მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მათ მოიყვანეს ევროპის მაგალითი, რომელიც მიუთითებს, რომ კოოპერატივის საკმაოდ გამოსადეგია.

დასაქმება და კოოპერატივისთვის საჭირო უნარებიდასაქმებისა და სწავლის შესაძლებლობებირესპონდენტების უმრავლესობას არ გააჩნია თანამშრომელთა აყვანისთვის რაიმე სტრატეგია, მაგრამ მათი ამჟამინდელი მიდგომების შესახებ რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება:

- მეზობლები და ადამიანები მიმდებარე სოფელში თანამშრომლების ერთ-ერთი წყაროა- კოოპერატივები, ასევე ცდილობენ, რომ იპოვონ შესაფერისი კანდიდატები ნათესავების ან მეგობრების წრეში - ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი გზა არის სიტყვა - მათთვის ძნელია უნარების იდენტიფიცირება, რაც საჭიროა თანამშრომლებისთვის, მიიჩნევენ, რომ, როგორც წესი, ყველა ადამიანს, ვინც სოფელში ცხოვრობს, აქვს სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობისთვის საჭირო უნარები.

"მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემს სოფელში ცხოვრობს ქალი და მან არ იცის როგორ უნდა ძროხის მოწველა" ჭიათურის რძის პროდუქტები

ზოგიერთი რესპონდენტი ესწრებოდა ტრენინგებს, რომლებიც ძირითადად ორგანიზებული იყო ელკანასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ყველა, ვინც ესწრებოდა ერთ ტრენინგს მაინც, თვლიან, რომ ეს იყო საინტერესო და სასარგებლო. უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ ტრენინგები გაყიდვების მენეჯმენტსა და დისტრიბუციაში. სხვა რესპონდენტების თქმით, მათ სურთ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაესწრონ ტრენინგებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული თეორიული ცოდნის გაუმჯობესებისთვის.

"მე განსაკუთრებით მინდა, რომ მქონდეს ინფორმაცია საკვების მომზადების ტექნოლოგიებთან, ასევე, საკვები კონცენტრატების მომზადების წესთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ არსებობს ვინმე საქართველოში, ვინც ეს იცის, არსებობს მხოლოდ ერთი კომპანია, რომელიც ხელით ამზადებს." სამტრედიის მეფრინველეობა.

საჭირო სასოფლო-სამეურნეო პროფესიებიმეცხოველეობის ქვედარგიდან ყველა რესპონდენტმა მიუთითა კვალიფიციური ვეტერინარი სპეციალისტების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის მომსახურება არ არის საკმარისი და რთულია კომპეტენტური ვეტერინარის პოვნა სოფლებში.

40

Page 42: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

კოოპერატივებს ვეტერინარი განსაკუთრებით სჭირდებათ პოტენციურ დაავადებებთან, განსაკუთრებით კი ახალ დაავადებებთან დაკავშირებით. სპეციალიზებული ვეტერინარის ნაკლებობა ასევე არის პრობლემა მეფრინველეობის კოოპერატივისთვის:

"ჩვენ რჩევას ვითხოვთ მხოლოდ კოლეგებისგან, რომლებიც ფრინველის ბიზნესში 25-ზე მეტი წლის განმავლობაში მუშაობენ და ძალიან კვალიფიციურები არიან. როდესაც გვჭირდება სერიოზული კონსულტაციები, თბილისში მივდივართ. მედიკამენტების შესაძენადაც კი არ ვენდობით სხვა კომპანიებს, განსაკუთრებით ქუთაისსა და სამტრედიაში." სამტრედიის მეფრინველეობა.

მცირე ფერმერების მსგავსად, კოოპერატივებსაც სჭირდებათ აგრონომები. რესპონდენტმა ჩაის სექტორიდან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა აგრონომი ძალიან მოხუცია და არ აქვთ ინფორმაცია ახალ ტენდენციებთან დაკავშირებით, არ იციან თანამედროვე ტექნოლოგიები. ყველა მათგანი იყენებს საბჭოთა პერიოდის ლიტერატურას და მიდგომებს.

"თუ მეკითხებით აგრონომების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, არსებობს ბევრი, მაგრამ საკითხავია, კვალიფიციურები არიან თუ არა. შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადად ისინი არ არიან კვალიფიცირებულები. როგორც წესი, ყველა ადამიანი, რომელიც მუშაობს სოფლის მეურნეობის სფეროში ან სათბურებში, ამბობენ, რომ აგრონომები არიან ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია და უნდა შეიცვალოს." სამტრედიის სათბურები

გარდა ამისა, შეიმჩნევა, რომ ხალხში არსებობს მოთხოვნა ტრაქტორებზე და ტრაქტორისტებზე. პრობლემა, როგორც წესი, ხელმისაწვდომობას უკავშირდება

“ხონში სულ რამდენიმე ტრაქტორია და ხალხი იძულებულია ელოდოს, ვიდრე ტრაქტორი გათავისუფლება. ეს ნიშნავს, რომ ზოგჯერ სასოფლო-სამეურნეო ციკლი შეიძლება გამოტოვო.“ ხონის მეცხოველეობა

პროფესიული განათლების სექტორის შესახებ ცნობიერება და კოოპერატივებს შორის დამოკიდებულებებიკოოპერატივების ძალიან ცოტა წევრმა იცის იმერეთის პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების შესახებ, მაგრამ სამტრედიის კოოპერატივებმა შეძლეს გაეხსენებინათ დიდი ჯიხაიშის სასწავლო ცენტრი და ბაღდათის კოოპერატივებმა იცოდნენ კოლეჯი იბერიის შესახებ. მიუხედავად ამისა, რესპონდენტების უმრავლესობა პროფესიულ განათლებას მიიჩნევს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად. მაგრამ, ამავე დროს, თითქმის ყველა მათგანი ეჭვქვეშ აყენებს პროფესიული განათლების ცენტრების მიერ შემოთავაზებული განათლების ხარისხს, განსაკუთრებით იმერეთში.თითქმის ყველა რესპონდენტი მიიჩნევდა, რომ პროფესიული განათლების კოლეჯების სასწავლო პროგრამებს აკლია პრაქტიკული კომპონენტი, განსაკუთრებით, თუ სტუდენტი ჩაირიცხა სასოფლო-სამეურნეო პროგრამაზე

"მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი კურსდამთავრებული შეძლებს დამოუკიდებლად მუშაობას, რადგან მათ არ გააჩნიათ პრაქტიკული სწავლება. მაგრამ მაინც ძალიან კარგია, თუ მათ ძირითად ინფორმაციას მაინც ასწავლიან." ხონის მეცხოველეობა

41

Page 43: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

"მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის სტუდენტი, რომელიც ამჟამად სწავლობს კოლეჯში, შეძლებს მიიღოს კარგი განათლება, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ძირითად ინფორმაციას მაინც მიიღებენ. და თქვენ იცით, ყოველთვის ჯობია იცოდე რაღაც, ვიდრე არაფერი", სამტრედიის მეფრინველეობა.

"ჩვენ შეგვიძლია დავიქირავოთ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულები, მაგრამ მე წარმომიდგენია, რომ ისინი შეიძლება იყვნენ მხოლოდ თანაშემწეები" მეფუტკრეობა, ბაღდათი.

მიუხედავად არაინფორმირებულობისა და ნდობის ნაკლებობისა, თითქმის ყველა რესპონდენტმა განაცხადა, რომ ითანამშრომლებს პროფესიული განათლების სასწავლებლებთან. თუმცა, ბევრი მათგანი აღნიშნავდა, რომ მათი კოოპერატივების არ არის საკმარისად დიდი ან საკმარისად განვითარებული, და სტუდენტები ვერ შეძლებენ საკმარისი პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა რესპონდენტის აღნიშნა, რომ თუ ისინი დაიწყებენ პარტნიორობას პროფესიული განათლების კოლეჯებთან, ამან შეიძლება მათ მისცეთ დამატებითი სამუშაო ძალა.

"რატომაც არა, მინიმუმ, სტუდენტი იქნება აქ და ისინი დაგვეხმარებიან. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, როდესაც საქმე ფუტკართან მუშაობას ეხება." მეფუტკრეობა, ბაღდათი

ერთ-ერთ რესპონდენტს მეფრინველეობის კოოპერატივიდან უკვე დაუკავშირდა დიდი ჯიხაიშის კოლეჯი თანამშრომლობისთვის. დიდი ჯიხაიშის კოლეჯმა განაცხადა, რომ ისინი მიიღებდნენ ახალ სტუდენტებს მეფრინველეობაში მოსამზადებლად და მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ სტუდენტებს მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება. მიუხედავად ამისა, დიდი ჯიხაიშის კოლეჯი მას აღარ დაკავშირებია. რესპონდენტი ვარაუდობს, რომ მეფრინველეობის კურსი არ დაიწყო, მან დასძინა: "მე არ მიკვირს, დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტებს შორის ინტერესის დონე იქნება ძალიან დაბალი და ამიტომაც ვერ შეძლეს კურსის დაწყება." ამჟამად, აღნიშნული მოპასუხე თანამშრომლობს თბილისის აგრარულ უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და უკვე იღებს სტუდენტებს მათგან. როგორც წესი, სტუდენტები მოდის თვეში ერთხელ, რჩება მთელი დღის განმავლობაში, თვალს ადევნებს მათ მუშაობას, ეხმარება და შემდეგ უკან ბრუნდება თბილისში.

მსხვილი აგრარული ბიზნესის პროფესიული განათლების საჭიროებებიკომერციული ფერმერობის ანალიზისთვის ჩვენ გამოვიყენეთ სასოფლო-სამეურნეო "რეგისტრირებული და აქტიური კომპანიების" საქსტატის სია, ასევე საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რასაც დავუმატეთ სხვადასხვა პროექტიდან მიღებული ინფორმაცია. საერთო ჯამში, ჩვენ შევადგინეთ 335 ბიზნესის სია იმერეთისთვის, საიდანაც ამოვარჩიეთ ბიზნესები ინტერვიუსთვის. საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოთხი მათგანი მსხვილი ბიზნესის კატეგორიას მიეკუთვნება, 23 საშუალო ბიზნესად არის მიჩნეული და 151 მცირე ბიზნესია.7

7 საქსტატმა მოახდინა კომპანიების კლასიფიცირება ზომების მიხედვით შემდეგნაირად: მსხვილი - 100 დასაქმებულზე მეტი; საშუალო ზომის - 20-100 დასაქმებული და 0.1-0.5 მილიონი ლარის ბრუნვა; მცირე - 20 დასაქმებულზე ნაკლები და 100,000 ლარზე ნაკლები ბრუნვა.

42

Page 44: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

დარჩენილი 157 ბიზნესის ზომა არ იყო დაკონკრეტებული.8 სია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, დაყოფილია შემდეგი აქტივობების მიხედვით.

გრაფიკი 16: იმერეთის სოფლის მეურნეობის ბიზნესის დაყოფა (აგრეგირებული მონაცემთა ბაზა შედგენილია საქსტატის, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების მონაცემებითა და სხვა დამატებითი მონაცემებით).

სასოფლო-სამეურნეო სექტორი აგრობიზნესის რაოდენობა

მთლიან აგრარულ ბიზნესში

წილობრივი მაჩვენებელი

მეცხოველეობა 108 32%მარცვლეული და სხვა მცენარეები, მათ შორის, სათბურები 80 24%სურსათის წარმოება, მათ შორის, სასმელის 47 14%აგრარული მომსახურება, მათ შორის, მექანიზაცია და ლოგისტიკა 43 13%შერეული ფერმები, მათ შორის, სურსათის წარმოება 28 8%მეთევზეობა 17 5%სატყეო მეურნეობა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები 8 2%არაკატეგორიზებული 4 1%

ოთხიდან სამი მსხვილი ბიზნესი წარმოადგენს სათბურებს, მეოთხე კი თხილის მწარმოებელს. გეოგრაფიულად, იმერეთის სასოფლო-სამეურნეო ბიზნეს სუბიექტების სამი მეოთხედი სასოფლო რაიონებში მდებარეობს. ეს ლოგიკურია იმდენად, რამდენადაც სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის უმეტესობა მოითხოვს მიწის ნაკვეთების არსებობას, როგორიცაა მოსავლის მინდვრები, სათბურები, მეცხოველეობის ფერმები, თევზის აუზები, სატყეო მეურნეობები და შერეული ტიპის ფერმები. ის ბიზნესები, რომლებიც ურბანულ ზონებშია განთავსებული, ძირითადად ისეთ მომსახურებას ითვალისწინებს, როგორიცაა კონსულტაციები, აგრარული რჩევები, მექანიზაცია/აღჭურვილობა და სურსათის წარმოება.

იმერეთში ყველაზე უფრო პოპულარული/ფართოდ გავრცელებული აგრარული საქმიანობაა უმეტესად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და შინაური ფრინველებისგან შემდგარი მეცხოველეობის ფერმები, ასევე მარცვლეულისა და სხვა მცენარეების ნაკვეთები (მათ შორის, სათბურები). მიუხედავად ამისა, იმერეთი ცნობილია მცირე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებით, რაც ფერმერებისთვის ართულებს დიდი ბიზნესების მშენებლობას.

პროფესიასა და უნარებთან დაკავშირებულ საჭიროებათა შეფასება ფორმალურ სოფლის მეურნეობაში2015 წელს ჩვენ ჩავატარეთ 40 ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ იმერეთის აგრარული ბიზნესის მსხვილ წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ მოგვეხდინა პროფესიული განათლების სექტორთან მათი ჩართულობის პრაქტიკის იდენტიფიცირება. 2016 წლის თებერვალში ჩვენ მათ ისევ დავუკავშირდით. რომ დაგვესრულებინა კვლევა მოთხოვნადი პროფესიებისა და კომპეტენციების შესახებ. საერთო ჯამში პასუხი მივიღეთ 34 (87%) აგრარული ბიზნესისგან. 8 ჩვენ ამ მონაცემთა ბაზას წარვუდგენთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და მათ მიერ კონტაქტზე გასვლის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტი მყისიერად გახდება აღნიშნული სიის მოპოვება.

43

Page 45: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 17: იმ 34 სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დარგობრივი ჩაშლა რომლებიც დათანხმდნენ უნარების რუკების კვლევაზე

სასოფლო-სამეურნეო სექტორიგამოკით

ხული ბიზნესის რაოდ.

ბიზნესების რაოდ.

რომელსაც ჰყოლია

პროფ. განათ. სტუდენტი

ბიზნესების რაოდ.

რომელსაც არ ჰყოლია პროფ.

განათ. სტუდენტი,

მაგრამ ჰყოლია

სტაჟიორიმეცხოველეობა და მეთევზეობა 12 - 1საკვების წარმოება 7 2 1ნათესები და ნარგავები, მათ შორის სათბურები 7 1 1აგრარული სერვისები, მათ შორის, მექანიზაცია და ლოგისტიკა 4 2 2მეცხოველეობა და მეთევზეობა & სატყეო მეურნეობა 2 1 1შერეული ფერმა, მათ შორის, საკვების წარმოება 2 - 2

სულ 34 6 8

34-დან ექვს (6) ბიზნესს (18%) ჰყოლია დაქირავებული პროფესიული განათლების სტუდენტი. ერთ-ერთ ბიზნესს ორი სხვადასხვა სამუშაო ჰქონდა შეთავაზებული პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, არსებობს რვა (8) ბიზნესი, რომლებმაც დაიქირავეს "სტაჟიორები", მაგრამ არა პროფესიული განათლების ცენტრებიდან; ეს იყვნენ არსებითად ახალი თანამშრომლები, რომლებსაც ჰქონდათ გამოსაცდელი ვადა და დაბალი საწყისი ხელფასი, რა დროსაც დამსაქმებელმა გადაწყვიტა, რომ მას სურდა აეყვანა ვინმე, როგორც მუდმივი თანამშრომელი.

ჩვენ ვთხოვეთ რესპონდენტებს, რომ ჩამოეთვალათ ის პროფესიები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო (ამ პროფესიების ჩაშლა და დეტალები მოცემულია ამავე ნაწილში, ცოტა ქვევით). ჩვენ ასევე შევისწავლეთ რომელ უნარებს ანიჭებდნენ აღნიშნული კომპანიები ყველაზე მეტ მნიშვნელობას და ჰქონდათ თუ არა დამწყებ თანამშრომლებს ეს უნარები. უნარების რუკის ეს სავარჯიშო შედგებოდა ორი ძირითადი კომპონენტისგან:

1) იმ უნარების შეფასება, რომლებიც საერთოა ყველა პროფესიისთვის (უნივერსალური უნარები)

2) პროფესიისთვის სპეციფიური უნარები.

მოთხოვნა კვალიფიციურ სასოფლო-სამეურნეო პროფესიებზე იმერეთშიჩვენ ჩავატარეთ სიღრმისეული ინტერვიუები 40 სასოფლო-სამეურნეო ბიზნესთან და ვთხოვეთ ჩამოეთვალათ პროფესიები, რომლებიც ყველაზე მეტად არის საჭირო. ეს ეხება როგორც რაოდენობას (პროფესიონალების რიცხვი), ასევე ხარისხს (პროფესიონალების კვალიფიკაცია). ქვემოთ ცხრილში მოცემულია ამ პროფესიების განაწილება სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის ტიპებთან ერთად.

44

Page 46: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 18: იმერეთის სოფლის მეურნეობის კერძო სექტორის კვლევა: მოთხოვნადი პროფესიებიპროფესია პასუხების

რაოდ. ბიზნესის ტიპი

აგრონომი 10 ფერმის სერვის ცენტრისაკვების მწარმოებელი დანადგარები9

ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი 7 მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმასურსათის მწარმოებელი („კვების ტექნოლოგი“) 6 სურსათის გადამამუშავებელი დანადგარები

თანამედროვე ტექნოლოგიისა და დანადგარების ექსპერტი 5

სურსათის გადამამუშავებელი საწარმოფერმერთა მომსახურების ცენტრებითევზიფერმებისათბურები

ეროვნული და საერთაშორისო სურსათის უსაფრთხოების სპეციალისტი 4

შერეული მეურნეობა, მათ შორის სურსათის გადამამუშავებელი ქარხნებიფერმერთა მომსახურების ცენტრებიშეგროვებისა და განაწილების ცენტრები

სურსათის უსაფრთხოების სპეციალისტი10 4

სურსათის გადამამუშავებელი საწარმოსათბურებიშეგროვებისა და განაწილების ცენტრებიღვინის ქარხნები

ცხოველის მეთვალყურე (“ზოოტექნიკოსი”) 3 მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმები

ტრაქტორისტი 3 მარცვლეულის ფერმებიმექანიზაციის სერვისები

სანიტარიისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტი 3 სურსათის გადამამუშავებელი საწარმო

ღვინის ქარხნებიმარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი 3 სურსათის გადამამუშავებელი საწარმო

აგრო-ლოგისტიკის კომპანიები

მაცივრების ტექნიკოსი 3სურსათის გადამამუშავებელი საწარმომაცივრების ბიზნესი (სათბურები)შეგროვებისა და განაწილების ცენტრები

ელექტრიკოსი 3 მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებისურსათის გადამამუშავებელი დანადგარები

მეფუტკრე 2 მეფუტკრეობის საწარმოფერმის სერვის-ცენტრი

თევზის სელექციონერი 2 თევზის სარეწები

ხარატის სპეციალისტი 2სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი და მომსახურების ცენტრებიხილის გადამამუშავებელი საწარმო

ღვინის მწარმოებელი 1 ღვინის ქარხნებიშემდუღებელი 1 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი

და მომსახურების ცენტრებიკონსტრუქტორი 1 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი

და მომსახურების ცენტრებიფერმერი / ფერმის მენეჯერი 1 მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებიაგრო-ლოგისტიკის ოპერატორი 1 აგრო-ლოგისტიკის კომპანიები

9 მოიცავს მარცვლეულს (ხორბალი, სიმინდი, თხილი), ხილს, რძეს და ხორცის გადამამუშავებელ დანადგარებსა და საკონსერვო ქარხნებს.10 გამოკითხულთა მიერ დასახელებული “ლაბორანტი”, “ქიმიის ექსპერტი” ან “პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი” გაერთიანებული იქნა “პროდუქციის უსაფრთხოების სპეციალისტის” ქვეშ, რადგან ეროვნული სტანდარტები ამ პროფესიისთვის არსებობს.

45

Page 47: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

მოცემული სიიდან მხოლოდ აგრონომი არის სპეციალობა, რომელიც ისწავლება უნივერსიტეტებში; ყველა სხვა პროფესია შეიძლება იყოს პროფესიული განათლების მიერ შემოთავაზებული პროფესიის შესაბამისი, რომლისთვისაც პროფესიული სტანდარტების შემუშავებულია საქართველოში. აგრონომებს უნდა ესმოდეთ ნიადაგის ბუნება და თვისებები; სხვადასხვა სახეობის მცენარეები და მათი მოვლის გზები. ეს პროფესია ისწავლება უნივერსიტეტებში, მაგრამ არა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. იმერეთში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) აგრარული ფაკულტეტი ითვალისწინებს აგრონომიის, აგრო-საინჟინრო და სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქტების ტექნოლოგიისა და ექსპერტიზის საბაკალავრო პროგრამებს. არც ერთი ეს პროგრამა არ ფოკუსირდება ცხოველებსა და ვეტერინარიის საკითხებზე. ჩამოთვლილ პროფესიებთან შედარებით არაკვალიფიციური მუშები, როგორიცაა თევზის მკვებავი, სატვირთოს მტვირთავი, მცენარეთა მომგროვებელი, თხილის მტეხავი და ფიზიკურად მშრომელები წარმოადგენენ იმერეთის სასოფლო-სამეურნეო კერძო სექტორის მუშახელის უდიდესი ნაწილს.

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, მოთხოვნადი პროფესიები მეტწილად დამოკიდებულია ბიზნესის ტიპზე. აგრონომი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა დიდწილად იმიტომ, რომ იმერეთში არსებობს ფერმერთა მომსახურების 14 ცენტრი. ფერმერთა მომსახურების ცენტრები სთავაზობენ ადგილობრივ ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციასა და პროდუქციას, ამიტომ კვალიფიციური აგრონომები ხშირადაა საჭირო; მათ ასევე, როგორც წესი, აქვთ დასაქმებისა და ბრუნვის მაღალი მაჩვენებელი. იმერეთში დამატებით არსებობს 29 სასოფლო-სამეურნეო მომსახურების პროვაიდერი, სადაც დასაქმებული არიან (ან ეძებენ დასაქმებისთვის) აგრონომები.

ვეტერინარები საჭიროა მეცხოველეობისა და მეფრინველეობის 108 სხვადასხვა ზომის ფერმისთვის იმერეთში. პროფესიული განათლების დაწესებულება, რომელიც ამზადებს ვეტერინარებს, მდებარეობს დიდ ჯიხაიშში, სამტრედიაში. სამტრედია იმერეთის დასავლეთით მდებარე მუნიციპალიტეტია; ამჟამად, მისი პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს ძნელად თუ შეუძლიათ იმ ცხოველთა ფერმების შრომითი საჭიროებების დაკმაყოფილება, რომლებიც განლაგებული არიან სამტრედიისგან შორს.

სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებს სჭირდებათ საკვების გადამამუშავებელი სპეციალისტები ისევე, როგორც მთელი რიგი სხვა სპეციალისტებისა, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების და ტექნიკის ექსპერტი; სურსათის უვნებლობის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტი; წარმოების უსაფრთხოების სპეციალისტი; სანიტარული და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების სპეციალისტი; მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი; სამაცივრო ტექნიკოსები და ელექტრიკოსი.

სათბურები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია იმერეთში, საიდანაც მწვანილის და ბოსტნეულის უმეტესობა რუსეთში და უკრაინაში გააქვთ. თუმცა, მათთვის პირველ რიგში საჭირო პროფესია არ არის მემცენარე (რომელიც არ მოითხოვს კონკრეტულ კომპეტენციას, რისი მიწოდებაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ), არამედ ბალახების მკრეფავი. ბალახების მკრეფავი არ საჭიროებს განსაკუთრებულ სწავლებას ან სერტიფიცირებას, მისი სწავლა ადვილად შეიძლება ადგილზეც, - ამბობენ სასათბურე ბიზნესის მფლობელები, რომლებსაც ჩვენ გავესაუბრეთ. თუმცა, სათბურები ასევე საჭიროებენ სამაცივრო ტექნიკოსებს (თუმცა გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ბალახის მკრეფავებს), რადგან მწვანილი ინახება მაცივრებში მათ განაწილებამდე. სამაცივრო ტექნიკოსის პროგრამები შემოთავაზებულია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმერეთში.

46

Page 48: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

უნივერსალური უნარების შეფასება აგრობიზნესების მიერ34 აგრობიზნესისგან ჩვენ მივიღეთ 46 შევსებული კითხვარი იმ უნარებთან დაკავშირებით, რასაც ისინი ეძებენ თანამშრომლებში - როგორც უნივერსალური, ასევე კონკრეტულ პროფესიასთან დაკავშირებული უნარები. კვლევის დროს შეფასდა უნარების რვა კატეგორია - ექვსი უნივერსალური უნარ-ჩვევა, ორი - პროფესიასთან დაკავშირებული. იმისთვის, რომ მომხდარიყო იმ პროფესიასთან დაკავშირებული უნარების შეფასება, რომლებიც საჭიროა იმ 14 სასოფლო-სამეურნეო პროფესიისთვის, რომელიც შეესაბამება არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროფესიებს, 34 ბიზნესს ეთხოვა, რომ შეევსოთ ერთი კითხვარი თითოეული იმ პროფესიისთვის, რომელიც გამოიყენებოდა მათ ბიზნესში.

გრაფიკი 19: უნივერსალური და პროფესიასთან დაკავშირებული უნარების სია. რომელთა შეფასებაც ეთხოვა აგრობიზნესს

პირადი მახასიათებლები უნარების ჯგუფი1 მუშაობის უნარი

უნივერსალური უნარები

2 გამოცდილება3 ენის ცოდნა4 ზოგადი პროფესიული

ცოდნა5 მენეჯერული ცოდნა და

უნარები6 პროფესიული ცოდნა პროფესიასთან

დაკავშირებული უნარები7 პროფესიული უნარ-ჩვევები

რადგანაც შესწავლილი უნარები განსხვავდებიან პროფესიის მიხედვით, ჩვენ ვთხოვეთ თითქმის ყველა ბიზნესის წარმომადგენელს, რომ შეეფასებინათ იმ 37 უნარისა და მახასიათებლის მნიშვნელობა, როგორიცაა სოციალური უნარები ან ინგლისური ენის ცოდნა ექვსი უნივერსალური უნარისთვის. ჩვენ გამოვიყენეთ გარკვეული უნარები და მახასიათებლები პროფესიული სტანდარტებიდან, მაგრამ კიდევ დავამატეთ სხვა უნარები, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ბიზნესისთვის. მაგალითად, მართალია, ფიზიკური გამძლეობა მითითებულია როგორც ზოგიერთი პროფესიის წინაპირობა, მაგრამ პუნქტუალობა არ არის; თუმცა, ჩვენ ყველა მათგანი შევიტანეთ კითხვარში. ეს მეთოდოლოგია ეფუძნება 2012 წელს GIZ-ისთვის გეოდეზიური ტურიზმის სექტორის კვლევის ჩვენს გამოცდილებას.

უნარების რუკების მიზანია, შეაფასოს, რა ცოდნაა საჭირო და შეესაბამება თუ არა მას პროფესიული განათლების მიერ შემოთავაზებული უნარები და კომპეტენცია. ამიტომ, გარდა ამ სტრუქტურული უნარების რუკებისა, რომლებიც დაფუძნებულია პროფესიულ სტანდარტებზე, ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებს დავუსვით ღია კითხვა, რომ ჩამოეთვალათ ყველაზე მნიშვნელოვანი 3-5 უნარი, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ აუცილებლად დამწყები თანამშრომლებისთვის. ჩვენ ასევე ვკითხეთ მათ იმის შესახებ, ყავდათ თუ არა დაქირავებული ვინმე პროფესიული განათლების დაწესებულებაში მიღებული განათლებით ან/და ჰყოლიათ თუ არა სტაჟიორები ან პრაქტიკანტები და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა დოზით გააჩნდათ მათ ის უნარები, რომლებიც აუცილებელი და სასარგებლოა მათი საწარმოსთვის.

47

Page 49: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 20: უნარ-ჩვევები რუკები: შევსებული კითხვარების რაოდენობა თითოეული პროფესიისთვის

# პროფესია

შევსებული კითხვარებ

ის რაოდენობ

1ცხოველის მომვლელი - ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი

9

2 საკვების გადამამუშავებელი სპეციალისტი 63 მემცენარე 64 მეფუტკრე 45 აგრო-ლოგისტიკის ოპერატორი 36 ფერმერი 37 თევზის ფერმერი 38 სამაცივრო ტექნიკოსი 39 აგრო ტექნიკის ელექტრიკოსი 210

რძის მწარმოებელი 2

11

ტრაქტორისტი 2

12

ხილის და ბოსტნეულის მწარმოებელი 1

13

მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსი 1

14

ვიტიკულტურის სპეციალისტი 1

სულ 46

პერსონალური მახასიათებლები11

მახასიათებლების პირველი კომპლექტი, რომელიც გამოვიკითხეთ, შეიძლება ჩაითვალოს პირის მახასიათებლებად, მაგრამ ასევე შეიძლება შეფასდეს, როგორც პიროვნული დამოკიდებულებისა და "რბილი უნარების" კომბინაცია. კერძოდ, ჩვენ ვიკითხეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოცემული პროფესიის თანამშრომლები ყოფილიყვნენ:

მოტივირებული პოზიტიური შეხედულებების სოციალური პროფესიონალურად ჩაცმული კარგი ზოგადი პროფესიული სტანდარტების მქონე.

პროფესიულ სტანდარტებში (ავუხსენით რესპონდენტებს) იგულისხმებოდა პუნქტუალობა, შრომისმოყვარეობა, თავაზიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

11 პერსონალური მახასიათებლების და უნივერსალური უნარების დეფინიცია აღებულია GoWel-ის 2012 წლის აჭარაში ტურიზმის შესახებ კვლევიდან, რომელიც GIZ-ისთვის შეიქმნა.

48

Page 50: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 21: თანამშრომლების პიროვნული მახასიათებლების მნიშვნელობის შეფასება

შრომისმოყვარეობა

პასუხისმგებლობის გრძნობა

( , პროფესიული სტანდარტები პუნქტუალურობა, )სანდოობა ჯგუფური მუშაობა

კომუნიკაბელურობა

ინიციატივის გამოჩენა

ფიზიკური გამძლეობა

93%

93%

89%

65%

63%

50%

7%

7%

11%

33%

33%

41%

2%

4%

9%

არსებითი გამოსადეგი საერთოდ არ არის გამოსადეგი

როგორც ზემოთ გრაფიკშია ნაჩვენები, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული სტანდარტების ერთგულება აშკარად გამოირჩეოდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი მახასიათებლები თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო პროფესიისთვის; ფიზიკური გამძლეობა უფრო მეტად ფასდება შრომატევადი პროფესიისთვის.

ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლებს ასევე დავუსვით ღია კითხვა, თუ რა არის მათი შეფასებით ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები. ის ფაქტი, რომ კითხვას არ ჰქონდა წინასწარ მოცემული პასუხები, მიზნად ისახავდა მათთვის საშუალების მიცემას, რომ შემოეთავაზებინათ ის უნარები, რომლებიც ჩვენ შესაძლოა გამოგვრჩენოდა. ამ კითხვამ გამოავლინა, რომ ბიზნესი პიროვნულ მახასიათებლებს განიხილავს უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე პროფესიულ გამოცდილებას. რაც შეეხება სტრუქტურირებულ კითხვარებს, ბიზნესები "შრომისმოყვარეობას" და "პასუხისმგებლობის გრძნობას" ყველაზე ხშირად ახსენებდნენ. როდესაც ვთხოვეთ აეხსნათ, კონკრეტულად რას ნიშნავდა პასუხისმგებლობის გრძნობა, ბიზნესის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ესაა "იმის ცოდნა, რომ ოდნავი დაუდევრობაც კი აისახება საბოლოო პროდუქტის ხარისხზე" ან "იმის მიხვედრის უნარი, რომ გაყიდვებიდან შემოსავლის მიღება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე."12

12 ინტერვიუ მეფრინველეობის ფერმის მფლობელთან თერჯოლაში (2015 წლის 17 დეკემბერი).

49

Page 51: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 22: ფლობენ თუ არა პროფესიული განათლების სტუდენტები საჭირო პიროვნულ თვისებებს?

კომუნიკაბელურობა

ფიზიკური გამძლეობა

ინიციატივის გამოჩენა

პასუხისმგებლობის გრძნობა

პროფესიული სტანდარტები( , , პუნქტუალურობა სანდოობა ჯგუფური

)მუშაობა

შრომისმოყვარეობა

71%

71%

57%

57%

57%

43%

29%

14%

29%

29%

29%

43%

14%

14%

14%

14%

14%

სრულად ნაწილობრივ საერთოდ არ აქვთ

იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, სადაც დასაქმებული იყვნენ პროფესიული განათლების სტუდენტები, ვთხოვეთ შეეფასებინათ ამ დამწყები თანამშრომლების თვისებები. "ნაწილობრივ ფლობს" ნიშნავს, რომ პროფესიული განათლების სტუდენტს "აქვს პოტენციალი რომ ისწავლოს", როგორც ეს ბიზნესის წარმომადგენელმა განმარტა. გრაფა გვიჩვენებს, რომ საკმაოდ დიდი შეუსაბამობაა იმასთან დაკავშირებით, თუ რას განიხილავს ბიზნესი, როგორც აუცილებელ უნარებს და რას ხედავენ ისინი პროფესიულ განათლებამიღებულ დამწყებ თანამშრომელში. მაგალითად, "შრომისმოყვარე" ბიზნესისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი მახასიათებელი, მაგრამ პროფესიული განათლების სტუდენტში მას იმაზე ნაკლებად ხედავენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა პიროვნულ მახასიათებელს.

ზოგადი სამუშაო უნარებიჩვენ დავსვით რამდენიმე კითხვა ზოგად სამუშაო უნარებთან დაკავშირებით:

IT/კომპიუტერული უნარები მენეჯერული უნარები კომუნიკაციის უნარები კონკრეტული პროფესიული უნარ-ჩვევები

"კონკრეტული პროფესიული უნარ-ჩვევების" ზოგადი კატეგორიის მიზანი იყო, რომ ხაზი გაესვა კონკრეტული სამუშაოსთვის ტრენინგის მნიშვნელობისთვის - მაგალითად, მნიშვნელოვანია, რომ კვების სპეციალისტმა იცოდეს უსაფრთხოების ნორმები და წესები. მოგვიანებით კონკრეტული პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ გაცილებით უფრო დეტალურად გამოვიკითხეთ.

50

Page 52: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 23: თანამშრომლების ზოგადი სამუშაო უნარ-ჩვევების მნიშვნელობის შეფასება

სპეციფიური პროფესიული უნარები

კომუნიკაციისუნარები

კომპიუტერული უნარები

მენეჯერული უნარები

72%

61%

57%

35%

26%

37%

28%

41%

2%

2%

25%

24%

არსებითი გამოსადეგი საერთოდ არ არის გამოსადეგი

მენეჯერული უნარები ნაკლებად მნიშვნელოვან უნარად იქნა განხილული სასოფლო-სამეურნეო პროფესიის მასშტაბით. ამის ნაცვლად ბიზნესი თვლის, რომ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი იყოს განათლებული თავიანთ პროფესიაში.

გრაფიკი 24: ფლობენ თუ არა პროფესიული განათლების სტუდენტები საჭირო ზოგად სამუშაო უნარებს?

კომუნიკაციისუნარები

სპეციფიური პროფესიულიუნარები

კომპიუტერული უნარები

მენეჯერული უნარები

57%

29%

14%

0%

43%

43%

57%

43%

0%

29%

29%

57%

სრულად ნაწილობრივ საერთოდ არ აქვთ

ბიზნესმა პროფესიული განათლებისა და მომზადების პროგრამით განათლებამიღებული თანამშრომელი შეაფასა როგორც საკმაოდ დაბალი დონის ზოგადი სამუშაო უნარების მქონედ, კომუნიკაციის უნარების გამოკლებით.

ზოგადი ცოდნა და გამოცდილებაჩვენ ვკითხეთ ბიზნესს რა ტიპის საგანმანათლებლო ან პროფესიული გამოცდილება ითვლებოდა აუცილებლად დამწყები თანამშრომლისთვის:

51

Page 53: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

უმაღლესი განათლება (უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხსი) პროფესიული განათლება, თუ პროფესიული გამოცდილება

გრაფიკი 25: თანამშრომლის ზოგადი განათლების და გამოცდილების მნიშვნელობის შეფასება

პროფესიული გამოცდილება

პროფესიული განათლება

საუნივერსიტეტო განათლება

65%

41%

22%

35%

52%

54%

7%

24%

არსებითი გამოსადეგი საერთოდ არ არის გამოსადეგი

ზოგადად, აგრობიზნესი აფასებს პროფესიულ გამოცდილებას გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე საუნივერსიტეტო განათლებას და უფრო მეტად, ვიდრე პროფესიულ განათლებას. უფრო მეტიც, ჩვენი მკვლევარები თვლიან, რომ პროფესიული განათლებისთვის სავარაუდოდ მინიჭებული მნიშვნელობა, შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რადგან გამოკითხულებმა იცოდნენ, რომ კვლევა ამაზე აკეთებდა აქცენტს და შეიძლება ისინი ეუბნებოდნენ ინტერვიუერს იმას, რისი გაგებაც მათ უნდოდათ. ზოგადად კითხვები პროფესიული განათლების ხარისხის შესახებ ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა: ღია კითხვაში, რომელიც ითხოვდა ყველაზე სასურველი უნარების და მახასიათებლების დასახელებას დამწყები თანამშრომლებისთვის, 34 ბიზნესიდან მხოლოდ 2-მა (5%) შეიტანა ჩამონათვალში პროფესიული განათლების ხარისხი.

52

Page 54: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 26: ფლობენ თუ არა პროფესიული განათლების სტუდენტები საჭირო ზოგად განათლებას და გამოცდილებას?

პროფესიული განათლება

უმაღლესი განათლება

პროფესიული გამოცდილება

43%

14%

14%

57%

57%

29%

29%

57%

სრულად ნაწილობრივ საერთოდ არ აქვთ

საინტერესოა, რომ ბიზნესის მხოლოდ 43% ფიქრობს, რომ პროფესიული განათლების სტუდენტები სრულად ფლობენ საჭირო პროფესიულ განათლებას, ხოლო ბიზნესის 57% მიიჩნევს, რომ პროფესიული განათლების სტუდენტები მხოლოდ ნაწილობრივ ფლობენ საჭირო პროფესიულ განათლებას. ეს ასახავს ბიზნესის აღქმას, რომ პროფესიული განათლება ყოველთვის არ შეესაბამება კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებს.

ენის ცოდნაჩვენ სოფლის მეურნეობის ბიზნესს ვთხოვეთ, შეეფასებინათ საქართველოში ორი ყველაზე პოპულარული უცხო ენის ცოდნის მნიშვნელობა: ინგლისური და რუსული ისევე, როგორც "ნებისმიერი სხვა ენა." მხოლოდ ერთმა ბიზნესმა აღნიშნა გერმანული, და ეს არ იყო მიჩნეული არსებითად, ამიტომ არ მოხვდა ჩვენს ანალიზში.გრაფიკი 27: თანამშრომლების ენის ცოდნის მნიშვნელობის შეფასება

ინგლისური

რუსული

33%

26%

52%

57%

15%

17%

არსებითი გამოსადეგი საერთოდ არ არის გამოსადეგი

53

Page 55: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

მიუხედავად იმისა, რომ ენის ცოდნა არ განიხილება როგორც აუცილებელი, ინგლისურის ცოდნა მიჩნეულია მომგებიანად. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული კითხვა იყო სტრუქტურირებული კითხვარის ნაწილი, რომელიც განიხილავდა 37 უნარს, 33% საკმაოდ დაბალია. ენების ცოდნა არც სიღრმისეული ინტერვიუებისას იქნა მიჩნეული მნიშვნელოვნად. მიწოდების თვალსაზრისით, იმერეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ძალიან დაბალია დამწყებ თანამშრომლებში .

გრაფიკი 28: აქვთ თუ არა პროფესიული განათლების სტუდენტებს ენის საჭირო ცოდნა?

ინგლისური

რუსული

14%

14%

43%

29%

43%

57%

სრულად ნაწილობრივ საერთოდ არ აქვთ

ზოგადი პროფესიული ცოდნაზოგად პროფესიულ ცოდნასთან დაკავშირებით ბიზნესს დავუსვით შემდეგი კითხვები:

• ნორმები და სანიტარულ-ჰიგიენური წესების სტანდარტები• შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და სავენტილაციო სფეროს მარეგულირებელი ნორმები• პირველადი დახმარების წესები• პროფესიასთან დაკავშირებული და შრომით ურთიერთობების მარეგულირებელი სტანდარტები და ნორმები.

54

Page 56: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 29: თანამშრომლის ზოგადი პროფესიული ცოდნის მნიშვნელობის შეფასება

სანიტარიისა და ჰიგიენის წესები და სტანდარტები

, მომუშავეთა უსაფრთხოების ხანძარსაწინააღმდეგო და ვენტილაციის მარეგულირებელი ნორმები

პირველადი დახმარების წესები

პროფესიასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სტანდარტები

70%

67%

65%

61%

28%

28%

33%

28%

2%

4%

2%

11%

არსებითი გამოსადეგი საერთოდ არ არისგამოსადეგი

ზოგადი პროფესიული ცოდნის ყველა უნარი მიჩნეულია აუცილებლად აგრობიზნესების უმეტესობის მიერ, მაგრამ განსაკუთრებით ეს ეხება სანიტარულ-ჰიგიენური წესების ცოდნასა და პრაქტიკას.გრაფიკი 30: ფლობენ თუ არა დამწყები თანამშრომლები (პროფესიული განათლების სტუდენტები და სტაჟიორები) საჭირო ზოგად პროფესიულ ცოდნას?

, მომუშავეთა უსაფრთხოების ხანძარსაწინააღმდეგო და ვენტილაციის

მარეგულირებელი ნორმები

სანიტარიისა და ჰიგიენის წესები დასტანდარტები

პირველადი დახმარების წესები

პროფესიასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული

მარეგულირებელი სტანდარტები

29%

29%

29%

57%

43%

29%

100%

14%

29%

43%

სრულად ნაწილობრივ საერთოდ არ აქვთ

ბიზნესები პროფესიული განათლების სტუდენტების ზოგად პროფესიულ ცოდნას აფასებენ როგორც ძალიან დაბალს.

55

Page 57: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

მენეჯერული ცოდნა და უნარებიმენეჯერული ცოდნისა და უნარების სია საკმაოდ მრავალრიცხოვანია და ჩამოთვლილია გრაფაში ქვემოთ:ფიგურა 31: თანამშრომლების მენეჯერული ცოდნისა და უნარების მნიშვნელობის შეფასება

პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

ახალი ცოდნის შეძენისა და დარგობრივი სიახლეების გაცნობა

საქმიანობის ჩანაწერების წარმოება ზეპირი და წერილობითი ანგარიშების მომზადება მიმდინარე

პროცესებსა და შედეგებზე პროდუქციის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების ძირითადი

პრინციპები დისტრიბუციის ძირითადი პრინციპები

, ადამიანური რესურსების მართვა კვალიფიცირებული კადრის შერჩევისა და მათი ზედამხედველობა

ბუღალტერიისა და ფინანსური მართვის ძირითადი პრინციპები

ბაზრის კვლევისა და ანალიზის ძირითადი პრინციპები

მარკეტინგისა და რეკლამის ძირითადი პრინციპები ბიზნესის მართვისა და ბიზნეს გეგმის წერის ძირითადი

პრინციპები

80%

78%

74%

61%

48%

41%

41%

35%

33%

28%

24%

17%

20%

22%

33%

33%

22%

30%

15%

26%

28%

39%

2%

2%

4%

20%

20%

37%

28%

48%

41%

43%

37%

არსებითი გამოსადეგი საერთოდ არ არის გამოსადეგი

რაც შეეხება საჭირო პროფესიულ გამოცდილებას, მენეჯერული უნარების შეფასებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი გამოწვევაა ის, რომ გამოკითხულმა პირებმა უკვე აღნიშნეს, რომ მენეჯერული უნარები არ არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ქვე-კატეგორია ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს. თუმცა, ჩაღრმავებული ინტერვიუების დროს გამოკითხულმა პირებმა ისაუბრეს უფრო პრაქტიკული "ყოველდღიური" მენეჯერული უნარების, როგორიცაა მეცხოველეობის ფერმის მართვა და საბუღალტრო პროგრამების ცოდნის (მაგ: ინვოისის შედგენა, ონლაინ შემოსავლების სამსახურის ანგარიშების გატარება და საგადასახადო დეკლარაციების შევსება და ა.შ.), საჭიროების არსებობის შესახებ.

56

Page 58: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 32: ფლობენ თუ არა პროფესიული განათლების სტუდენტები საჭირო მენეჯერულ ცოდნასა და უნარებს?

საქმიანობის ჩანაწერების წარმოება პროდუქციის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების

ძირითადი პრინციპები ზეპირი და წერილობითი ანგარიშების მომზადება მიმდინარე

პროცესებსა და შედეგებზე პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

, ადამიანური რესურსების მართვა კვალიფიცირებული კადრის შერჩევისა და მათი ზედამხედველობა

ახალი ცოდნის შეძენისა და დარგობრივი სიახლეებისგაცნობა

მარკეტინგისა და რეკლამის ძირითადი პრინციპები ბიზნესის მართვისა და ბიზნეს გეგმის წერის ძირითადი

პრინციპები ბაზრის კვლევისა და ანალიზის ძირითადი პრინციპები

ბუღალტერიისა და ფინანსური მართვის ძირითადიპრინციპები

დისტრიბუციის ძირითადი პრინციპები

14%

14%

43%

29%

71%

71%

57%

57%

43%

43%

43%

29%

29%

43%

57%

29%

29%

43%

43%

57%

57%

57%

71%

71%

არსებითი გამოსადეგი საერთოდ არ არისგამოსადეგი

მენეჯერული ცოდნისა და უნარების სია გრძელია, მაგრამ ბიზნესის უმეტესობა არ ფიქრობს, რომ პროფესიული განათლების სტუდენტები მათ ფლობენ. უფრო დეტალურ განხილვებში ბიზნესმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა პიროვნული განვითარებისთვის მუშაობის უნარს, მაგრამ არ მიიჩნიეს, რომ პროფესიული განათლების სტუდენტებს ეს უნარი სრულად გააჩნიათ.

სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის მიერ კონკრეტულ პროფესიასთან დაკავშირებული უნარების შეფასება მიღებული 46 კითხვარიდან ჩვენ მივიღეთ ყველაზე მეტი (ცხრა (9)) ცხოველთა მეთვალყურე/ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, და ერთი ან ორი კითხვარი დანარჩენი 13 პროფესიისთვის. ქვემოთ მოცემულია შედეგების მოკლე ანალიზი თითოეული პირველი 4 პროფესიისთვის (4 ან მეტი შევსებული კითხვარით) და დარჩენილი 10 პროფესიის მოკლე რეზიუმე.

57

Page 59: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 33: უნარების რუკები: შევსებული კითხვარების რაოდენობა თითოეული პროფესიისთვის

# პროფესია

შევსებული კითხვარებ

ის რაოდენობ

გათვალისწინებულია პროფესიული განათლების მიერ

1 ცხოველის მომვლელი - ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი 9 დიდი ჯიხაიში

2 საკვების გადამამუშავებელი სპეციალისტი 6 დიდი ჯიხაიში

აწსუ, მაგრამ არ ფუნქციონირებს3 მემცენარე 6 იბერია (მაგრამ მებაღეობაზე

ფოკუსირებული)4 მეფუტკრე 4 იბერია5 აგრო-ლოგისტიკის ოპერატორი 3 აწსუ6 ფერმერი 3 იბერია და აწსუ გეგმავენ7 თევზის ფერმერი 3 არცერთი8 სამაცივრო ტექნიკოსი 3 აწსუ, მაგრამ არ ფუნქციონირებს

9 აგრო ტექნიკის ელექტრიკოსი 2დიდი ჯიხაიშის კოლეჯს აქვს აგრო-

აღჭურვილობის სპეციალობა, მაგრამ ეს ცოტა სხვა რამეა

10 რძის მწარმოებელი 2 არცერთი11 ტრაქტორისტი 2 დიდი ჯიხაიში

12 ხილის და ბოსტნეულის მწარმოებელი 1აწსუ-ს აქვს ხილის მეთვალყურე,

მაგრამ ეს ცოტა სხვა რამეა და არ ფუნქციონირებს

13 მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსი 1დიდი ჯიხაიშის კოლეჯს აგრო-

აღჭურვილობის სპეციალობა, მაგრამ ეს ცოტა სხვა რამეა

14 ვიტიკულტურის სპეციალისტი 1 აწსუ, მაგრამ არ ფუნქციონირებსსულ 46

როცა დავსვით ღია კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ყველაზე სასურველი უნარი მოცემული პროფესიისთვის, პასუხი ხშირად იყო თანამედროვე ტექნოლოგიების და აღჭურვილობის ცოდნა. საარსებო საშუალების გამომუშავებაზე ორიენტირებული მეურნეობისგან განსხვავებით კომერციულ აგრობიზნესებს, როგორც წესი, სურვილი აქვთ გამოიყენონ თანამედროვე აღჭურვილობა, განსაკუთრებით საკვების გადამუშავებისა და მექანიზაციისთვის, ხოლო შედარებით ნაკლებად მეცხოველეობის ფერმებში.

თეორიული ცოდნის თვალსაზრისით სასოფლო-სამეურნეო პროფესიების უმეტესობა მოითხოვს საბაზისო ცოდნას, მაგრამ ზოგიერთი მოითხოვს უაღრესად სპეციფიკურ ცოდნასაც. მაგალითად, თევზსაშენი მოითხოვს შესაბამისი ინექციის დოზის შესახებ ცოდნას, ელექტროტექნიკოსმა უნდა იცოდეს და მკაცრად დაიცვას პროტოკოლი (ვის დაუკავშირდეს და ა.შ.) სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში და ა.შ. თუმცა, გამოკითხული ბიზნესების უმეტესობამ ბევრად უფრო დიდი ღირებულება მიანიჭა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა ის, თუ როგორ ხდება ძროხის მოწველა (რძის მწარმოებლები).

ცხოველის მეთვალყურე - ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტიანალიტიკური მიზნებისათვის ჩვენ შევაერთეთ "ცხოველთა მეთვალყურის" და "ვეტერინარის" პასუხები, რადგან გაირკვა, რომ მეცხოველეობის და მეფრინველეობის ბიზნესები ეძებენ ამ ორი პროფესიის გარკვეულ კომბინაციას. ყველა იმ ცხრა ბიზნესიდან, რომლებმაც მიუთითეს ამ პროფესიის საჭიროებაზე, წარმოადგენდა მეცხოველეობის და მეფრინველეობის მეურნეობას. არსებობს ვეტერინარის მკაფიო

58

Page 60: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

დეფიციტი ან თუნდაც ნაკლებობა. ზოგიერთი ბიზნესი კი თბილისში იღებს მომსახურებას, რადგან საქმე ეხება პირუტყვის ჯანმრთელობას და შესაბამისად, საბოლოო პროდუქტის ხარისხს. ქვემოთ ჩვენ გთავაზობთ 2 გრაფიკს. ერთ-ერთი გრაფიკის აჯამებს "ცოდნას", ხოლო მეორე აქცენტს აკეთებს "უნარებზე".

გრაფიკი 34: ვეტერინარის/ცხოველის მეთვალყურის პროფესიული ცოდნის მნიშვნელობის შეფასება

/ სურსათის ცხოველთა საკვების უვნებლობია

ცხოველის და ფრინველის ჯიშები

ფარმაკოლოგიის არსი

ინფექციური დაავადებების საკარანტინო ღონისძიებები

საკვები და შხამიანი მცენარეების სახეები

ვაქცინაციის ჩატარების არსი და მეთოდები

პარაზიტული დაავადებები

, ცხოველთა დაავადებების კლასიფიკაცია

საკლავი ცხოველების კატეგორიები და კრიტერიუმები

67%

67%

67%

56%

56%

56%

56%

56%

33%

33%

33%

22%

33%

33%

33%

33%

33%

56%

არსებითი გამოსადეგი

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული ცოდნა დაკავშირებულია საკვებთან, უსაფრთხო კვებასთან და ცხოველთა სახეობების და შესაბამისი დაავადებების ცოდნასთან. თუმცა, ბიზნესი ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, განსაკუთრებით, დაავადების იდენტიფიკაციის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის უნარებს.

59

Page 61: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 35: ვეტერინარის/ცხოველის მეთვალყურის პროფესიული უნარ-ჩვევების მნიშვნელობის შეფასება

ცხოველთა და ფრინველთა დაავადებების აღმოჩენა დადიაგნოსტიკა

- ტექნიკა დანადგარების გამოყენება და მოვლა ცხოველთა დაავადებების მკურნალობა/ -ცხოველის ფრინველის მოვლა შენახვა

საძოვრებისა და წყლის რეზერვუარების ზედამხედველობა ცხოველთა და ფრინველთათვის საკვების დამზადება

ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკოსისთვის დახმარებისგაწევა

ცხოველთა მომზადება სადგომების დასუფთავება და ნარჩენების გატანა

პირველადი სავეტერინარო დახმარება ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკა

ცხოველთა დაკვლაზე ვეტერინარული ზედამხედველობა დახმარების გაწევა მდედრი ცხოველისთვის მოგების

პროცესში სურსათის უვნებლობის დაცვა

89%89%89%

67%67%67%

56%44%

33%33%

22%22%22%

11%

22%22%22%

11%22%44%

33%22%

56%11%

22%

არსებითი გამოსადეგი

გარკვეული უნარებისა და ცოდნის "სარგებლიანობა" ძირითადად ეფუძნება ორი პროფესიის კომბინაციას ან მეურნეობის სპეციფიკა. მაგალითად, ზოგიერთი ფერმა ყიდის ცოცხალ ქათამს და შესაბამისად, არ საჭიროებს დაკვლის ცოდნას. საძოვრისა და წყალსაცავის ზედამხედველობა შედის ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის პროფესიულ სტანდარტებში, თუმცა, მხოლოდ ერთი აგრობიზნესი მიიჩნევს, რომ ეს ცოდნა აუცილებელია, ხოლო დანარჩენი (3 ბიზნესი) მიიჩნევს, რომ სასარგებლოა და ან საერთოდ არ არის სასარგებლო (5 ბიზნესი).

ერთადერთი დაწესებულება იმერეთში, რომელიც ითვალისწინებს ვეტერინარულ განათლებას, არის დიდი ჯიხაიშის კოლეჯი სამტრედიაში (განხილულია სხვაგან ამ ანგარიშში).

სურსათის წარმოების სპეციალისტისურსათის მწარმოებელი სპეციალისტი ხშირად არის გამოყენებული "კვების ტექნოლოგის" შემცვლელად. 6 ბიზნესიდან, რომელიც დაინტერესებული იყო ამ პროფესიით, 2 იყო ჩაის ქვე-სექტორიდან, 2 თხილის ქვე-სექტორი, 1 ხორცის მწარმოებელი ქვე-სექტორიდან, და 1 ხორბლის ქვე-სექტორიდან.

60

Page 62: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 36: სურსათის წარმოების სპეციალისტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მნიშვნელობის შეფასება

, , - მოწყობილობების აპარატურის საკონტროლო საზომი ხელსაწყოების მუშა მდგომარეობაში მოყვანის წესები

სასურსათო პროდუქტების წარმოების არსებული სტანდარტული ნორმები

, სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი პრინციპების კონცეფციებისა და პროცესების ცოდნა

სასურსათო პროდუქტების წარმოების მოთხოვნების შესაბამისადეკოლოგიურადსუფთა პროდუქციის წარმოება

ძირითადი და დამხმარე ნედლეულის და მზა პროდუქტის ვარგისიანობაზე კონტროლი

ნედლეულის რაციონალურადგამოყენების და უნარჩენო ტექნოლოგიების დამკვიდრების ტექნოლოგიური ხერხების და გზების მონახვა

კვების პროდუქტების წარმოების დანადგარებთან ოპერირება და მათი რეჟიმების დაცვა

სამუშაო პროცესებში სისუსტეებისა და უზუსტობების აღმოჩენა და აღმოფხვრა

სასურსათო პროდუქციის წარმოების მთელი ხაზის ტექნოლოგიური ზედამხედველობა და კონტროლი

- ძირითადი და დამხმარე ნედლეულისა და მზა პროდუქციის შემოწმება შეფასებას არსებული სტანდარტული ნორმების შესაბამისად

83%

83%

50%

100%

83%

83%

83%

83%

67%

67%

17%

17%

50%

17%

17%

17%

17%

33%

33%

არსებითი გამოსადეგი

ამ პროფესიის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ისაა, რომ კომპანიებს სჭირდებათ სურსათის გადამამუშავებელი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სწრაფად შეისწავლოს და ამუშაოს თანამედროვე ტექნიკა. ზოგიერთი კომპანია ამ საკითხს აგვარებს საკუთარი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფით, ხოლო სხვები აპირებენ მომავალში ამის გაკეთებას. ყველა სახის ცოდნა და უნარები, რომლებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ საკმაოდ მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული ბიზნესის მიერ.

ეს პროფესია ისწავლება დიდი ჯიხაიშის კოლეჯში. აწსუ-ს ასევე აქვს ჩამონათვალში პროგრამა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ არ მიუღიათ სტუდენტები აღნიშნულ კურსზე. აწსუ-ს თქმით, პოტენციურ სტუდენტებს შორის ამ პროგრამაზე მოთხოვნა არ ყოფილა.

მემცენარე

61

Page 63: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

სათბურებში მცენარეთა მწარმოებლების საჭიროება არ არის, მათზე მოთხოვნა მცენარეთა და მარცვლეულის პლანტაციებშია. იმ ექვსი ბიზნესიდან, რომელმაც განაცხადა, რომ საჭიროა მემცენარე, ერთი იყო ჩაის სექტორიდან, ერთი - კარტოფილის სექტორიდან, ერთი - თხილის სექტორიდან, ერთი - შერეულ მცენარეთა სექტორიდან, ერთი - სათბურის სექტორიდან და ერთი - სამაცივრო სექტორიდან.

გრაფიკი 37: მემცენარის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მნიშვნელობის შეფასება

მცენარის და თესლების ძირითადი ჯიშები და მათი შერჩევა მთავარი დაავადებების და მავნებლების სახეები და მათთან ბრძოლის საშუალებები

მოსავლის აღების წესები და ვადები სასუქების შეტანის სისტემა სარეველებთან ბრძოლის წესები

მცენარეთა ფიზიოლოგიისა და ბოტანიკის საფუძვლები ნიადაგმცოდნეობის და ნიადაგწარმოქმნის საფუძვლები

აგროქიმიის ზოგადი თეორიული საფუძვლები , თესლის შესაწამლი პრეპარატები დამზადების და გამოყენების წესები ( ) კულტურათა მორიგეობის თესლბრუნვის ზოგადი თეორიული საფუძვლები

, მცენარის ცხოვრების ციკლი მცენარის და თესლების ძირითადი ჯიშები და მათი შერჩევა

პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა სათესლე მასალის მომზადება დასათესად

აგროტექნოლოგიური სამუშაოების შესრულება -მოსავლის აღება შენახვა

– სარწყავ სადრენაჟო სისტემის გამოყენება დახურულ გრუნტში პროდუქციის წარმოება

პრ

ოფესი

ულიც

ოდნა

პრ

ოფესი

ულიუ

ნარები

100%83%83%83%83%

67%67%67%67%67%

33%83%83%83%83%83%

67%50%

17%17%17%

33%33%33%33%33%

67%17%17%17%17%17%

33%50%

არსებითი გამოსადეგი

გამოკითხული ბიზნესიდან ერთ-ერთს ჰქონდა პროფესიული განათლების სტუდენტის პრაქტიკული სწავლების გამოცდილება. სტუდენტმა ზოგიერთი ისეთი რამ არ იცოდა, რაც წესით უნდა ისწავლებოდეს პროფესიული განათლების ცენტრში, მათ შორის, თესლის კლასის და ხარისხის მახასიათებლები (უნარი, რომელიც აუცილებელ უნარად ითვლება 6-ვე აგრობიზნესის მიერ), მცენარეთა ძირითადი დაავადებები და სარწყავი სისტემები. მაგრამ ჩვენ ვერ გადავამოწმეთ, რომელი სასწავლო ცენტრიდან იყო ეს სტუდენტი; პროფესიული განათლების ცენტრებს შორის რეგიონში არსებობს მხოლოდ ერთი ცენტრი, რომელიც მემცენარის სპეციალობას ითვალისწინებს (ბაღდათის კოლეჯი იბერია) და იგი ორიენტირებულია დეკორატიულ მებაღეობაზე.

მეფუტკრეობაცხადია, ოთხივე ის ბიზნესი, რომელსაც მეფუტკრის პროფესია აინტერესებდა, მეფუტკრეობის სექტორიდან იყო. მართალია, ზოგიერთი შედარებით მსხვილი ბიზნესია, მაგრამ უფრო ხშირად ოჯახურ მეურნეობას წარმოადგენს. ჩვენი კვლევის ფარგლებში ორი იყო ინდმეწარმე და ორი - შპს.

62

Page 64: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 38: უნარების რუკა: მეფუტკრის პროფესიული უნარ-ჩვევები

თაფლოვანი მცენარეები და მათი ყვავილობის ვადები საფუტკრეში სკებისა და სათავსების განლაგების მოთხოვნები

ფუტკრის ოჯახის მახასიათებლები ...გარემო ფაქტორების ზემოქმედებისაგან ფუტკრის ოჯახის დაცვი

სეზონური დაავადებები ფუტკრის კვების წესები

ოპტიმალური ადგილის და განლაგების მახასიათებლები , მეფუტკრეობასთან დაკავშრებული კანონდმებლობა

საფუტკრე მეურნეობის მოწყობა საკვების მარაგის რაოდენობის განსაზღვრა

-საფუტკრის კონსტრუქცია შეკეთება ფუტკრისთვის კვების შერჩევა და კვება

სარწყულებლის და წყლის რეზერვუარის შერჩევა და მოწყობა მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება

/ ...დარგის ხელსაწყოებისა და ტექნიკის ტექნოლოგიის დანიშნულ ...ფუტკრის დაავადების განსაზღვრა სიმპტომების მიხედვითდა

- მეფუტკრეობისათვის მატერიალურ ტექნიკური ბაზის შექმნა

პრ

ოფეს

იულ

იცოდ

ნა

პროფ

ესიუ

ლიუ

ნარე

ბი

75%75%75%75%75%75%

50%25%

100%100%

75%75%75%

50%50%50%50%

25%25%25%25%25%25%

50%50%

25%25%25%

50%50%50%50%

არსებითი გამოსადეგი

ბევრი სხვა პროფესიის მსგავსად, პრაქტიკული უნარ-ჩვევები მეფუტკრეობაშიც უფრო ღირებულია ვიდრე ბიზნესის ცოდნა. 4 ბიზნესიდან მხოლოდ ერთმა განაცხადა, რომ მეფუტკრეობის კანონმდებლობის ცოდნა აუცილებელია. უნარების თვალსაზრისით, ოთხივე ბიზნესმა განაცხადა, რომ ორი აუცილებელი უნარია მეფუტკრეობის ფერმები ორგანიზება და საკვების მარაგის შესაბამისი ოდენობის განსაზღვრა. დისკუსიებში მეფუტკრეებმა ასევე განაცხადეს, რომ "ფუტკრის სიყვარული" და "შრომის სიყვარული" მნიშვნელოვანია ისევე, როგორც მაღალი ჰიგიენური სტანდარტები.

მეფუტკრეობის სპეციალობა შემოთავაზებულია ბაღდათის კოლეჯი იბერია-ს მიერ.

სხვა პროფესიებიდანარჩენ 10 პროფესიასთან დაკავშირებით მივიღეთ პასუხები 3 ან უფრო ნაკლები ბიზნესისგან თითოეულ პროფესიაზე. თუმცა, საერთო ჯამში, ბიზნესებმა მეტი მნიშვნელობა მიანიჭეს პრაქტიკულ უნარებს, ვიდრე თეორიულ ცოდნას.

პროფესიული განათლებითა და მომზადებით სტუდენტების დაინტერესებაჩვენი კვლევის ერთი ნაწილი მოიცავს ახალგაზრდების აზრის გარკვევას პროფესიულ განათლებასა და მომავალ კარიერასთან მის შესაბამისობაზე. ჩვენ გამოვკითხეთ 200 უფროსკლასელი (9-12 კლასი) იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში და ჩავატარეთ დამატებითი 10 ფოკუს-ჯგუფი, რომ საშუალება მოგვცემოდა შეგვეგროვებინა უფრო დახვეწილი ინფორმაცია მათი გამოცდილების შესახებ. კვლევისთვის შევარჩიეთ 6 მუნიციპალიტეტის დიდი სკოლები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან ჩვენს პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. კერძოდ, ჩვენ დავინტერესდით, თუ რა

63

Page 65: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

კარიერული გეგმები აქვთ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრების შემდეგ და რატომ; პროფესიული განათლების შესახებ ინფორმირებულობის დონე და სისტემის მიმართ მათი დამოკიდებულება; და ახალგაზრდების პრაქტიკული გამოცდილების შეფასება, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის დარგში.

კარიერული გეგმები და პროფესიული განათლების როლიის, თუ რას აპირებენ ახალგაზრდები სკოლის დამთავრების შემდგომ, არის ძირითადი ნაწილი ინფორმაციისა, რომელიც დონორებს და მთავრობას შეუძლიათ გამოიყენოთ მომავალი პროფესიული განათლების საქმიანობის დაგეგმვისას.

გრაფიკი 39: სკოლის მოსწავლეების გეგმები სკოლის დასრულების შემდეგ

სწავ

ლის

გაგრ

ძელ

ება უნ

ივერ

სიტე

ტში ქუ

თაისშ

სწავ

ლის

გაგრ

ძელ

ება უნ

ივერ

სიტე

ტში თბი

ლის

ში

სწავ

ლის

გაგრ

ძელ

ება პრ

ოფესიუ

ლსა

სწავ

ლებ

ელში

არვა

პირებ

სწავ

ლის

გაგრ

ძელ

ებას

სამუ

შაოს მო

ძებნ

სწავ

ლის

გაგრ

ძელ

ება უნ

ივერ

სიტე

ტში თბი

ლის

ისა და ქუ

თაისი

ს გარდა

საკუ

თარი ბი

ზნეს

ისდაწ

ყება

ანოჯა

ხურ

ბიზნ

ესსა

ქმია

ნობა

შიჩა

რთვა

სხვა

41%36%

9%3% 2% 2% 1%

7%

გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 80% გეგმავს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას (მიუხედავად იმისა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით ჩარიცხვის ეროვნული მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ია; 2015 წელს 40,000 აბიტურიენტიდან 28,000-მა მოახერხა სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაბარება). ძალიან ცოტა ახალგაზრდა აპირებს სამუშაოს მოძებნას ან ბიზნესის დაწყებას. ფოკუს-ჯგუფებში ვკითხეთ მოსწავლეებს მომავალი გეგმების შესახებ და მხოლოდ რამდენიმემ აღნიშნა, რომ უფიქრიათ საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე; ყველაზე სასურველია ხელფასიანი სამსახურის პოვნა. ფოკუს ჯგუფების მონაწილეების თქმით, ის სტუდენტები, რომლებიც პროფესიული განათლების მიღებას აპირებენ, სავარაუდოდ უფრო მეტად იფიქრებენ თვითდასაქმებაზე ვიდრე ისინი, ვინც სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებას აირჩევს.

"საკუთარი ბიზნესის დაწყება გამდიდრების კარგი საშუალებაა, და გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვებისთვის მუშაობა. ვეცდები, ჩემი საკუთარი კომპანია შევქმნა." მაგხლაკი FG, მამრობითი სქესი.

გამოკითხულთა ცხრა პროცენტმა (9%) შესაძლოა სწავლა გააგრძელოს პროფესიული განათლების დაწესებულებაში. ეს რიცხვი აჩვენებს, რომ პროფესიულ განათლებას დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, ვერავინ აკონკრეტებდა დაწესებულებას.

გარდა ამისა, სტუდენტებში აშკარად არსებობს გრძნობა, რომ პროფესიული განათლება არის დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის. ეს გამოხატეს მათ, ვისაც

64

Page 66: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

უნივერსიტეტი სწავლა უნდოდათ და დაეთანხმნენ ისინი, ვინც პროფესიული განათლების მიღებას გეგმავდა:

“სამწუხაროდ კარგად ვერ ვსწავლობ. ვიცი, რომ ჭკვიანი არ ვარ, ამიტომ გადავწყვიტე ისეთი პროფესია ავირჩიო, რაც ფინანსურად მომგებიანი იქნება, ამიტომ გადავწყვიტე სტილისტი გავხდე. დედაჩემი სილამაზის სალონში მუშაობს და ის დამეხმარება სამსახურის პოვნაში და ასე თუ ისე, შევძლებ ფულის შოვნას.“ ივანდიდი, მდედრობითი სქესი

“ვერ ვსწავლობ, რადგან, ჩემი აზრით, საკმარისად ჭკვიანი არ ვარ, რომ სკოლაში ვსწავლობდე, ამიტომ არ მინდა 3 წელი დავკარგო.” ივანდიდი, მდედრობითი სქესი

გრაფიკი 40: ყველაზე პოპულარული სპეციალობები, რომლებიც სტუდენტებს სურთ, სკოლის დამთავრების შემდეგ აირჩიონ. GeoWel-ის მიერ წარმოებული იმერეთის სკოლის მოსწავლეების კვლევა.

სხვა სოფლის მეურნეობა

სამშენებლო სფეროხელოვნება

უცხო ენები სამხედრო სწავლება

სოციალური მეცნიერებები მომსახურების სფერო

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ეკონომიკა და ბიზნესის მართვა

მედიცინაპედაგოგიკაიურიდიული

3%

2%

3%

4%

4%

6%

6%

6%

9%

13%

13%

14%

17%

საგნის მიმართ ზოგადი ინტერესის და მიდრეკილების გარდა, სამი ყველაზე ხშირი პასუხი, მათ არჩევანთან დაკავშირებით იყო:

- ოჯახის/წევრის ან სხვა პირის რეკომენდაცია- ამ (არჩეულ) სფეროში სამუშაოს პოვნის სიმარტივე- პრესტიჟი

ყველა ზემოთ მოცემული პასუხი დასაქმებაზეა ორიენტირებული. მშობლები და სტუდენტები ირჩევენ პროფესიას, რომელშიც, მათი აზრით, დასაქმებისა და კარგი ხელფასის მაღალი შანსია. ფოკუს ჯგუფის ზოგიერთი მონაწილე კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას:

“ჩემმა მშობლებმა მირჩიეს, რომ ამერჩია ბიზნესის ადმინისტრირება, რადგან მათ შეუძლიათ დამეხმარონ სამსახურის პოვნაში, როცა დავამთავრებ” ლანეთი, ფჯ, მდედრ. სქესი

65

Page 67: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

"მე ყოველთვის ვფიქრობდი ექიმობაზე იმიტომ, რომ ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული საკითხებით. ამჟამად ფარმაცევტობაზე ვფიქრობ. ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ ეს პროფესია ავირჩიო იმიტომ, რომ დამთავრების შემდეგ ბევრად უფრო ადვილი იქნება სამუშაოს პოვნა" ჩინარი, ფჯ, მდედრ. სქესი.

უნივერსიტეტში სწავლით დაინტერესებულებს შორის სოფლის მეურნეობა ყველაზე ნაკლებად პოპულარული სპეციალობაა. მხოლოდ 4 მოსწავლეს (რესპონდენტების 2%) აქვს უნივერსიტეტში სასოფლო-სამეურნეო სპეციალობის შესწავლის სურვილი.

ქვევით ასევე გთავაზობთ იმ სტუდენტებზე დეტალურ ინფორმაციას, რომლებსაც პროფესიული განათლების მიღება სურთ. თუმცა, რადგან ეს ჯგუფი მხოლოდ 17 მოსწავლისგან შედგება, რთულია რაიმე მყარი დასკვნების გაკეთება.გრაფიკი 41: იმ 17 სკოლის მოსწავლის სასურველი პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც ამბობდნენ, რომ სურდათ სწავლა პროფესიული განათლების ცენტრებში

სხვა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

სოფლის მეურნეობა

მსენებლობა

ხელოვნება

უცხო ენები

სამხედრო

მედიცინა

მომსახურების სფერო

6%

6%

6%

6%

6%

6%

18%

24%

24%

პროფესიული განათლებაში პოპულარული პროფესიებია მომსახურების სფერო (როგორიცაა, მაგალითად თმის სტილისტი). რესპონდენტები სამხედრო სწავლებას ასევე განიხილავენ პროფესიულ განათლებად.

პროფესიული განათლებისა და მომზადების შესახებ ცნობიერებამოსწავლეთა თითქმის ნახევარმა (49%) განაცხადა, რომ არაფერი იცის პროფესიული განათლების სისტემის შესახებ. არსებობს გარკვეული განსხვავება მამრობითი სქესის მოსწავლეებსა (53%-მა არ იცის პროფესიული განათლების სისტემის შესახებ) და მდედრობითი სქესის მოსწავლეებს (45%-მა არ იცის) შორის. იმ მოსწავლეებიდან, რომლებმაც იციან პროფესიული განათლების სისტემის შესახებ, დაახლოებით 75%-მა

66

Page 68: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

ასევე იცის იმერეთის პროფესიული სასწავლებლები, რომელთა შესახებ შეიტყო მეგობრებისგან და მასწავლებლებისგან.

67

Page 69: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 42: პროფესიული განათლების სისტემის სხვადასხვა კომპონენტის შეფასება სკოლის მოსწავლეების მიერ, რომლებიც აცხადებენ, რომ იციან ასეთი დაწესებულებების არსებობის შესახებ

ტრენინგები

განათლების ხარისხი

დასაქმების მეტი შესაძლებლობა

თვითდასაქმების მეტი შესაძლებლობა

ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა

/იმიჯი რეპუტაცია

2%

2%

3%

4%

3%

11%

12%

24%

25%

31%

24%

49%

54%

46%

49%

43%

58%

37%

34%

28%

23%

22%

15%

ძალიან დაბალი დაბალი მაღალი ძალიან მაღალი

დახურული კვლევის პასუხების თანახმად, პროფესიული განათლების სექტორის შესახებ ზოგადი აღქმა დადებითია. მოსწავლეებს მოსწონთ, რომ პროფესიული სწავლების ცენტრების მიერ აქცენტი პრაქტიკულ სწავლებაზე კეთდება. მიუხედავად ამისა, ფოკუს-ჯგუფებში მოსწავლეებმა ვერ შეძლეს პროფესიული განათლების ცენტრების შესახებ დიდი ცოდნის გამომჟღავნება. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარს აქვს ძირითადი ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ ეროვნულ დონეზე ან იმერეთში არსებული კოლეჯებისა და კურსების თაობაზე. უფრო კონკრეტულად, მათ სმენიათ ზოგიერთი კოლეჯის შესახებ ქუთაისში, მაგრამ არ აქვთ რაიმე დამატებითი ინფორმაცია.

68

Page 70: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

გრაფიკი 43: იმ რესპონდენტების მიერ დასახელებული პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრების სია, რომლებმაც განაცხადეს, რომ იციან პროფესიული განათლების ცენტრების შესახებ

სხვა

ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯი

ქუთაისის მენეჯერთა სასწავლებელი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო ( )უნივერსიტეტი ქუთაისი

" " ( )სამედიცინო კოლეჯი სიო ქუთაისი

ქუთაისის სამედიცინო სკოლა

" " პროფესიული კოლეჯი ინტელექტი( )ქუთაისი

" " საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი

" " საზოგადოებრივი კოლეჯი იბერია( , )ქუთაისი ბაღდათი

1%

3%

4%

6%

7%

7%

11%

12%

15%

35%

იმათაც კი, ვინც უკვე გადაწყვიტა განათლების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღება, არ შეუძლიათ მეტი ინფორმაციის მოწოდება. მათ იციან რა პროფესიის სწავლა უნდათ, მაგრამ კოლეჯები ჯერ არ აურჩევიათ. ზოგადად, სხვა დაწესებულებებთან შედარებით ცნობიერების მაღალი დონეა საზოგადოებრივ კოლეჯ "იბერიასა" და დიდი ჯიხაიშის კოლეჯის შესახებ.

“მე მაქვს ინფორმაცია ქუთაისში არსებული პროფესიული კოლეჯის შესახებ, „იბერია“ ქვია. იქ შეგიძლია უფასოდ ისწავლო და გახდე მცხობელი, ელექტრიკოსი, სტილისტი და სხვა.“ მაგხალკი, მდედრ. სქესი

სამტრედიაში გამოკითხულებმა შეძლეს ზოგადად დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის გახსენება:

“ჩვენს სოფელში გვაქვს კოლეჯი, როგორც ვიცი, ძირითადად სასწავლო კურსები აქვთ სოფლის-მეურნეობაში. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის სწავლის გასაგრძელებლად კარგი ადგილი. პირველ რიგში, წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა ვიმუშავო ამ კოლეჯის დამთავრების შემდეგ. მეორე რიგში, არ ვენდობი ამ კოლეჯის მიერ შემოთავაზებული განათლების ხარისხს“. დიდი ჯიხაიში, მამრ. სქესი

ინფორმაციის არქონა ცოტა უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ პროფესიული სწავლების კოლეჯებს (მაგ, იბერია) ჰქონდათ ჩატარებული პრეზენტაციები კურსების შესახებ. როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა ახსნა:

"საორიენტაციო გაკვეთილების დროს გვყავდა რამდენიმე სტუმარი, მაგალითად საზოგადოებრივი კოლეჯი იბერია. მან დეტალურად განმარტა, რა პროფესიის მიღებაა მათთან შესაძლებელი და განაცხადა, რომ სწავლა უფასოა. ასევე, მან მიგვიწვია მათთან ქუთაისში ან ბაღდათში "ვარციხე, მდედრ. სქესი

69

Page 71: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულებს ძალიან შეზღუდული ინფორმაცია აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოფლის მეურნეობის კურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. მხოლოდ სამტრედიაში გამოკითხულებს სმენიათ დიდი ჯიხაიშის კოლეჯის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ კურსებს. არცერთმა რესპონდენტმა არ იცოდა, რომ კოლეჯი იბერია ან აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ითვალისწინებენ სასოფლო-სამეურნეო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სულ რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ აქვთ სოფლის მეურნეობის შესწავლის რაიმე ინტერესი.

ყველა გამოკითხულს ჰყავს თანატოლი, რომლებმაც განაგრძეს ან აპირებენ სწავლის გაგრძელებას სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯში. ზოგიერთი მათგანი კლასელები არიან მათი, ვინც აპირებს მე -9 კლასის დამთავრების შემდეგ დატოვოს სკოლა, ან მათი ნათესავები და მეზობლები სწავლობენ აღნიშნულ კოლეჯებში, რომ გახდნენ სტომატოლოგები, ელექტროტექნიკოსები, ტრაქტორის ტექნიკოსები, ფარმაცევტები, ექთნები და მკერავები.

თუმცა, ხალხი არა მხოლოდ გაუთვითცნობიერებელია სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების სფეროში, ზოგიერთი იმასაც კი კითხულობს, თუ რამდენად აუცილებელია ფორმალური სწავლება. "მე არაფერი გამიგია სოფლის მეურნეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ საჭიროებს სწავლას. მაგალითად, სათბურში სამუშაოდ ან საკუთარი ღვინის ქარხნის ქონის შემთხვევაში თვითონ შეგიძლია ყველაფრის გაკეთება. მაგრამ თუ გსურთ, რომ გახდეს ვეტერინარი, მაშინ საჭიროა უნივერსიტეტში სწავლა და არა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება." დიმი, მამრ. სქესი

გამოკითხულთა უმრავლესობას გაუგია იმ თანატოლების პოზიტიური გამოცდილების შესახებ, რომლებიც ამჟამად სწავლობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პოზიტიური გამოცდილება ძირითადად დაკავშირებულია პროფესიული განათლების დაწესებულებების ადმინისტრაციის ძალისხმევასთან, რომ დაეხმარონ სტუდენტებს სამუშაოს პოვნაში.

"ჩემი მეზობელი სწავლობდა ქუთაისის ერთ-ერთ კოლეჯში. ის სწავლობდა მასაჟისტობას, ძალიან გაეხარდა როცა მისი კოლეჯი დაეხმარა სამუშაოს პოვნაში და ახლა იგი მუშაობს." ლანეთი, მდედრ. სქესი

“ერთ-ერთმა ჩვენმა კლასელმა საბუთები შეიტანა კოლეჯში და ძალიან კმაყოფილია, რადგან თეგეტა მოტორს-ში გადის სტაჟირებას და იმედია იქ დასაქმებასაც შეძლებს.” დიმი, მამრ. სქესი

უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მათგანი სწავლობდა დიდი ჯიხაიშის კოლეჯში, სადაც

“…როგორც მან თქვა ლექციები საინტერესოა. კოლეჯი თანამშრომლობს შპს მეგაზიტორთან. მათ ასევე შეიძინეს გარკვეული აღჭურვილობა კოლეჯის ტერიტორიაზე პრაქტიკული სწავლებისთვის. ასე, რომ საკმაოდ კმაყოფილი იყო.” მამრ. სქესი, დიდი ჯიხაიში.

70

Page 72: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

ამავდროულად, დიდი ჯიხაიშის კოლეჯს გარკვეული ნეგატიური გამოცდილებაც უკავშირდება. დიდი ჯიხაიშის სოფლიდან ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა:

“ჩვენი მეგობარი სწავლობდა დიდი ჯიხაიშის კოლეჯში ტრაქტორისტის პროფესიას. მან თქვა, რომ ძალიან ცუდი კურსი იყო, რადგან კურსის მონაწილეებს უშუალოდ ტრაქტორის ტარების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ იყო, რადგან მის ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, რომ განათლებაში ფული გადაიხადონ, ამიტომ კოლეჯი დაამთავრა.” მამრ. სქესი, დიდი ჯიხაიში

რესპონდენტების უმრავლესობა პროფესიული განათლების ცენტრებში სწავლის გაგრძელების უმთავრეს მიზეზად სამთავრობო დაფინანსებას ასახელებენ. სხვა მიზეზებია დაბალი აკადემიური უნარები და დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები.

იმ თანატოლების საერთო მახასიათებლების აღწერისას, რომლებიც სწავლობენ პროფესიული განათლების კოლეჯებში, რესპონდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა სიზარმაცე, სწავლის ნაკლები ინტერესი ან უნარი, ფინანსური რესურსების სიმცირე, მშობლების როლი პროფესიული განათლების ხარისხის არჩევის დროს.

ზოგიერთ რესპონდენტს დადებითი დამოკიდებულება აქვს პროფესიული განათლების მიმართ ძირითადად იმიტომ, რომ ეს აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ შეიძინონ პროფესია გარკვეული შემოსავლის გამომუშავებისთვის და იმედი აქვთ, რომ კარგად გადაუხდიან.

"მე არ ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევს, არ სწავლობს საკმარისად კარგად. ერთი ჩემი ახლობელი სწავლობდა სკოლაში ძალიან კარგად, მაგრამ მას სურდა მზარეული გამოსულიყო და საბუთები შეიტანა ქუთაისის პროფესიული განათლების დაწესებულებაში. ახლა იგი მუშაობს რესტორანში და გეგმავს, რომ გახსნას პატარა საცხობი." მდედრ. სქესი ივანდიდი

გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა განმარტავს, რომ პროფესიული განათლება განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც ვერ შეძლებს უნივერსიტეტში სწავლას ფინანსური რესურსების და სწავლის უნარების ნაკლებობის გამო.

"მათთვის, ვინც სკოლაში საკმარისად კარგად არ ისწავლა, პროფესიული განათლება არის შანსი პროფესიის მიღებისა და სამუშაოს დაწყებისთვის ან თუნდაც საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. პროფესიული განათლება და მომზადება ყოველთვის უკეთესი არჩევანია, რადგან ისინი ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, რაც არ იქნება საკმარისი ამ საუკუნეში გადარჩენისთვის." მამრ. სქესი, შუაგორა

"როგორც წესი, ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსები ან არ შეუძლიათ კარგად სწავლა, ირჩევენ პროფესიულ დაწესებულებებს, სხვა შემთხვევაში - არა. რეალურად ეს მათთვის ძალიან კარგი ვარიანტია, მაგრამ არა ჩვენთვის. ეს ქუჩაში დგომაზე ბევრად უკეთესია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვერასოდეს შეძლებ კარგი სამუშაოს პოვნას." მამრ. სქესი, ლანეთი

"მე ვფიქრობ, არსებობს ტენდენცია, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად

71

Page 73: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს უნივერსიტეტის დიპლომი, არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლია სამუშაოს პოვნა თუ არა. თუ ვინმე არ არის საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ იყოს კარგი იურისტი, რატომ უნდა ჰქონდეს იურისტის დიპლომი, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესი იქნება, კარგი მზარეული იყო, ვიდრე ცუდი იურისტი. როდესაც ძალიან მაღალი კონკურსია, ვერ შეძლებ სამუშაოს პოვნას როგორც ადვოკატი იმიტომ, რომ ცუდი ადვოკატი ხარ, მაგრამ თუ კარგი მზარეული იქნები, შეძლებ, იპოვო სამუშაო ადგილი და უფრო მეტიც გამოიმუშავო. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება, რაც უნდა გვესმოდეს." მდედრ. სქესი, დიდი ჯიხაიში

მიუხედავად ამ დადებითი დამოკიდებულებისა, არსებობს მნიშვნელოვანი უარყოფითი რწმენაც პროფესიული განათლების ხარისხთან დაკავშირებით; პირველ რიგში, რომ პროფესიული განათლება ნაკლებად მომგებიანია და ეს არის მხოლოდ მათთვის, ვინც არ არის საკმარისად ჭკვიანი.

"მე ხანდახან ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის დიპლომი არ არის საკმარისი და წარმოიდგინეთ, რის გაკეთებას აპირებენ ის ადამიანები, რომლებსაც დიპლომიც კი არ აქვთ?" მამრ. სქესი, დიმი

“გულწრფელად რომ გითხრათ, „გრეხია“ პროფესიულ სასწავლებელში სწავლა.“ მამრ. სქესი, ლანეთი

“ისინი არ არიან ჭკვიანები. გულწრფელად რომ ვთქვა, მეეჭვება მათი მომავალი. ისინი მხოლოდ იმას შეძლებენ, რომ ყოველდღე ერთი და იგივე აკეთონ. მსოაწყენია.” მამრ. სქესი, გეგუთი

ერთ-ერთი შეშფოთება, რაც უფროსკლასელებმა გამოხატეს იყო ის, რომ არ არის ადვილი მე -9 კლასში დიდი კარიერული გადაწყვეტილებების მიღება. ფოკუს ჯგუფების მონაწილეების თქმით, მათ შეიძლება შეიცვალონ აზრი პროფესიასთან დაკავშირებით და ამ დროს უკვე იქნებიან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რაზეც მე-9 კლასში გააკეთეს არჩევანი, რადგან შეუძლებელია სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში თუ უკვე პროფესიულ კოლეჯში სწავლობ. (ამჟამინდელი სისტემით, უნივერსიტეტი მოითხოვს სრული სკოლის (12 წელი) დიპლომს).

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ჰგონია, რომ პროფესიული განათლება არ არის კარგი, მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან სასარგებლოა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე-9 კლასში სკოლის დამთავრება უნდა იყოს აკრძალული იმიტომ, რომ არავინ არის მზად, სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღოს ამ ასაკში" მამრ. სქესი, ივანდიდი

"მე არ მესმის რატომ ტოვებს ხალხი სკოლას ადრე. მაგალითად, ჩემი თანაკლასელები, ვინც სკოლა მიატოვა, ფიქრობენ რომ უმჯობესი იქნებოდა, დაემთავრებინათ სკოლა და შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება, რადგან მათ არ შეუძლიათ მიმართონ რომელიმე უნივერსიტეტს. ერთადერთი გზა მათ აქვთ პროფესიული განათლების დაწესებულებებში." მდედრ. სქესი, დიდი ჯიხაიში

ზოგი კი მიიჩნევს, რომ უმჯობესია სკოლის ადრე დამთავრება და პროფესიის ადრეულ ასაკში ათვისება.

"თქვენ იცით, რომ ადამიანები, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებს

72

Page 74: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

მიმართავენ, არ არიან კარგი მოსწავლეები; გარდა ამისა, სწავლა მათთვის ცოტა რთულია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ისინი შეძლებენ შეისწავლონ მთელი მასალა 3 წლის განმავლობაში? ეს შეუძლებელია, ასე რომ, ისინი გაფლანგავენ კიდევ 3 წელს სკოლაში ნაცვლად იმისა, რომ ისწავლონ კოლეჯში და შეიძინონ პროფესია." მამრ. სქესი, ივანდიდი.

უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტებს შორის ერთი სწავლის გაგრძელებას გეგმავს კერძო მასწავლებელთან, რომ გახდეს ელექტრიკოსი. მან განაცხადა, რომ პროფესიულ სასწავლებელზე უარის თქმის მთავარი მიზეზი იყო მისი დაბალი ხარისხი.

"ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩემი აზრით, პროფესიული განათლების დაწესებულებების ხარისხი არ არის საკმარისად კარგი და მე არ მჭირდება რაიმე სერტიფიკატი, მე მინდა, რომ პრაქტიკული ცოდნა მქონდეს, რისთვისაც საუკეთესო გადაწყვეტილება წასვლა და ვინმე ძალიან გამოცდილ ადამიანთან სწავლაა და არა ნებისმიერ კოლეჯში ჩაბარება.“ მამრ. სქესი, ივანდიდი.

ჩვენ შეგვხვდა მსგავსი გამოცდილება სამცხე-ჯავახეთში იმ სექტორებში, რომლებიც ტრადიციულად დომინანტად ითვლება ეთნიკური სომხების მიერ, როგორიცაა მაგალითად ფეხსაცმლის დამზადება. იქ ტრადიციაა, რომ ახალგაზრდები სწავლობენ მე-9 კლასამდე და შემდეგ შეგირდებად მიდიან ნათესავებთან, რომლებიც ფლობენ ფეხსაცმლის მაღაზიებს და იქ სპეციალდებიან ფეხსაცმლის შექმნაში.

სტუდენტების აღქმა შრომის ბაზართან დაკავშირებით გრაფიკი 44: როგორ ფიქრობთ, რომელ პროფესიებშია დასაქმების ყველაზე მაღალი დონე?

/ არ ვიცი უარი პასუხზესხვა

ბიზნესი სილამაზის ცენტრები

ეკონომიკაბუღალტერია

საბანკო სფერომშენებლობაიურიდიული

გაყიდვებიმედიცინა

განათლება სოფლის მეურნეობა

5%

3%

1%

1%

1%

3%

6%

3%

4%

7%

18%

22%

26%

სტუდენტებმა ისაუბრეს თავისი აღქმაზე ყველაზე მაღალი დასაქმების მქონე პროფესიებთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ განათლება (ანუ სწავლება სკოლებში) კარგად იქნა შეფასებული, გასაკვირი არ არის. სკოლა ერთ-ერთი უდიდესი ოფიციალური დამსაქმებელია რეგიონებში და თან რესპონდენტები არიან მოსწავლეები. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით აღქმული დასაქმების მაღალი დონე (26% მიიჩნევს, რომ ამ სექტორს აქვს ყველაზე კარგი დასაქმება) არ ნიშნავს

73

Page 75: იმერეთის აგრობიზნესის შრომითი ...geowel.org/files/vet_mismatch_report_may_9_geo.docx · Web viewუნდათ, რომ იყვნენ

აუცილებლად ფორმალურ დასაქმებას. ამ შემთხვევაში გამოკითხულები გულისხმობდნენ "ყველას, ვინც მუშაობს საკუთარ მიწაზე", - საქსტატის მსგავსი მიდგომა დასაქმებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, 78%-მა განაცხადა, რომ ისინი საერთოდ არ არიან დაინტერესებული სოფლის მეურნეობაში მუშაობით. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა ასევე გაგვიზიარეს თავიანთი განწყობა. შეზღუდული ინტერესის ერთ-ერთი მიზეზი არის ფიზიკური ძალა, რომელიც საჭიროა სოფლის მეურნეობაში მუშაობისთვის, ფულადი სარგებლის ნაკლებობა (საოჯახო სამეურნეო გამოცდილებიდან გამომდინარე) და პრესტიჟის ნაკლებობა.

“მთავარი მიზეზი ის არის, რომ ძალიან რთულია და მოითხოვს მძიმე შრომასა და ფიზიკურ ძალას.“ მამრ. სქესი, დიმი

“საველე სამუშაოებს იმდენი პატივისცემა არ აქვს, რამდენსაც იმსახურებს” მამრ. სქესი, შუაგორა

გარდა ამისა, ძალიან ცოტა რესპონდენტს ჰგონია, რომ ისინი დაიწყებენ მუშაობას სოფლის მეურნეობის სფეროში და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ერთადერთი გზა თვითგადარჩენისთვის. ასეთი შემთხვევისთვის სტუდენტებმა ძირითადად დაასახელეს სათბურები, ფერმები, მევენახეობა, თხილი, ხილი და მეფუტკრეობა.

ფოკუს ჯგუფებში დისკუსიების თანახმად, ყველა მონაწილე მიიჩნევს, რომ მათ რეგიონში დასაქმება საკმაოდ რთულია, მაგრამ სჯერათ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ფორმალური დასაქმების მოძიება ბევრად უფრო რთულია. მათი აზრით, აგრობიზნესთან დაკავშირება შეიძლება მოხდეს, თუ იცნობ სწორ ხალხს. ინფორმაციის გაცვლა და აყვანა ხდება სიტყვის მეშვეობით. მათი მტკიცებით, ერთადერთი გზა სოფლის მეურნეობაში მუშაობისთვის არის საკუთარი ბიზნესის შექმნა, მაგრამ ისინი თვლიან, რომ ასეთი ბიზნესი ნაკლებად მომგებიანია სხვა ბიზნესებთან შედარებით, როგორიცაა მაღაზიები და აფთიაქები.

გამოკითხულთა უმრავლესობა არასდროს ყოფილა დასაქმებული, მაგრამ არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სტუდენტები დასაქმებული იყვნენ ძირითადად მათი მეზობლების სათბურებში ან თხილის პლანტაციებში. გარდა ამისა, როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს, განვითარებადი ტენდენციის თანახმად ახალგაზრდები იღებენ პასპორტს, რომ ზაფხულის განმავლობაში იმუშავონ თხილის პლანტაციებში თურქეთში და მიიღონ გარკვეული თანხა, რომ დაეხმარონ საკუთარ ოჯახებს.

74