4
10 მაისი №4 (68) 2011 წ. გიორგობას გილოცავთ! ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმინდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერის- თვის და იფარავს განსაცდელთაგან. წმინდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორი- იდან ცნობილია, რომ წმინდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშ- ქარში . საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყა- ნაში წმინდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას" ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმინდა გიორგის სახელ- ზეა აგებული. საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძარ- თან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის და- კავშირებული. 23 ნოემბერს აღინიშნება წმინდა- ნის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმინდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ხოლო 6 მაისს მისი და- ბადების დღე. ცნობილია, რომ წმინდა ნინო ნათესავი იყო წმინდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული. გილოცავთ, გიორგობას, მისი მადლი და ძალა ჰფარავდეს სრულიად საქართველოს! ნანა ეკალაძე, სტომატოლოგიის სპეციალობის III კურსის სტუდენტი თბილისის დავით აღმაშენებლის სა- ხელობის უნივერსიტეტში საბაკალავ- რო პროგრამებთან ერთად წარმატებით ხორციელდება სამაგისტრო პროგრამები. დღეისათვის სხვადასხვა საგანმანათლებ- ლო პროგრამაზე სწავლობს 150-მდე მა- გისტრანტი. ყველაზე მრავალრიცხოვანია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართუ- ლება, სადაც სამ სხვადასხვა მოდულში მზადდება მაგისტრები. ეს მოდულებია: ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქ- მე, მენეჯმენტი, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი. ამ პროგრამებით 80-ზე მეტი მა- გისტრანტი მიიღებს ბიზნესის ადმინისტ- რირების მაგისტრის ხარისხს. მაგისტრან- ტების სერიოზული ნაკადია სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, მიმდინარე სასწავლო წელს 40-ზე მეტი სამართლის მაგისტრი დაიცავს სამაგისტრო ნაშრომს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ სასწავლო წელს ჩვენს უნივერსი- ტეტში მობილობის წესით 130-მდე მაგისტრანტი დარეგისტრირდა და ჩა- ირიცხა სხვადასხვა სპეციალობებზე, რაც უდავოდ უნივერსიტეტის მაღალ რეიტინგზე მიუთითებს ქართულ სა- განმანათლებლო სივრცეში. მათი მო- ბილობა განხორციელდა განათლების კანონის სრული დაცვით. რექტორის განკარგულებით დაისახა მუშაობის მიმდინარე გეგმა, დროულად გავანაწილეთ სამაგისტ- რო ნაშრომების თემატიკა, დაენიშ- ნათ სამეცნიერო ხელმძღვანელებად გამოცდილი პროფესორები, შეიქმნა ინდივიდუალური კონსულტაციების ცხრილი, რომელიც მაგისტრანტების სამუშაო რეჟიმზე არის ორიენტირე- ბული. სისტემატურად ტარდება მონი- ტორინგი კონსულტაციების მიმდინა- რეობაზე, ხარისხზე. ყოველი თვის ბოლოს ხელმძღვანელები წარმოადგენენ ანგა- რიშს წერილობითი სახით, სადაც დეტალუ- რად არის გაწერილი თითოეული მაგისტ- რანტის განვლილი თვის მუშაობის შედეგი, რათა მაგისტ- რატურის ხელ- მძღვანელობა დაზღვეული იყოს ნაშრომე- ბის დროულად და სათანადო ვადებში წარმო- დგენის გამო. თითოეული მაგისტრანტი- სათვის გაცნო- ბილია სამაგის- ტრო ნაშრომის შესრულებისა და გაფორმების ინსტრუქცია. დიდ ყურადღებას ვაქცევთ მაგისტრანტებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას. რექტორი და უნივერ- სიტეტის ადმინისტრაცია ორჯერ შეხვდა მიმდინარე სემესტრში მაგისტრატურის სტუდენტებს. ადგილზევე გაეცა პასუხი მათ კითხვებსა და მოთხოვნებს. მაგისტ- რატურის მენეჯერი და მეთოდისტი ყო- ველდღიურად ახერხებენ სატე- ლოფონო თუ პი- რად ურთიერთო- ბებს, რომლითაც აგვარებენ ყოველ- დღიურ, მიმდინარე პრობლემებს მა- გისტრანტებთან. ინტერესმოკ- ლებული არ იქნება აღინიშნოს, რომ კვლევითი თემები თითოეული მა- გისტრანტის სა- მუშაო ადგილისა და ინტერესების შესაბამისად შეირჩა. სამაგისტრო ნაშრომების დაცვამდე მა- გისტრები მონაწილეობას მიიღებენ სამეც- ნიერო-კვლევით კონფერენციაზე, სადაც წარმოაჩენენ საკუთარ თავს და უნი- ვერსიტეტის მუშაობის შედეგებს. საბედნიეროდ, არის საშუალება უნი- ვერსიტეტის შრომების კრებულში დაიბეჭდოს სამეცნიერო ნაშრომების თეზისები. გვაქვს გაცვლითი პროგ- რამები საზღვარგარეთის უნივერ- სიტეტებთან, ვგეგმავთ ერთობლივ კონფერენციებს. სამაგისტრო ნაშრომების წარმო- დგენის ბოლო ვადაა 10 ივნისი. სამწუხაროდ, ვინც ამ ვადაში ვერ წარმოადგენს დასრულებულ ნაშ- რომს, მიმდინარე სასწავლო წელს ვერ მივანიჭებთ მაგისტრის ხარისხს. დაგეგმილი გვაქვს სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიების და- კომპლექტება კომპეტენტური მეც- ნიერებით, რათა ჩვენს მიერ მინიჭე- ბული ხარისხი აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რასაც განათლების რეფორმა და შრომის ბაზარი ითვა- ლისწინებს. ჩვენი უპირველესი ამოცანაა კონკუ- რენტუნარიანი სპეციალისტების მომზა- დება, რომლებიც შეძლებენ მუშაობას საერთაშორისო სივრცეში. მაგისტრატუ- რის დამთავრების შემდეგ, საზეიმო ვითა- რებაში მოხდება უნივერსიტეტის ახალ კორპუსში მაგისტრის ხარისხის დამადას- ტურებელი დიპლომების გადაცემა. უნივერსიტეტი ემზადება ახალი ნაკადის მისაღებად მაგისტრატურაში, ყვე- ლა ღონეს ვიხმართ, შევუქმნათ სწავლისა და კვლევის დამაკმაყოფილებელი პირობე- ბი ყველა მათ, ვინც არჩევანს ჩვენი უნი- ვერსიტეტის სასარგებლოდ გააკეთებს. ციალა ლომაია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე, მაგისტრატურის მენეჯერი მაგისტრატურის რიგები სერიოზულად შეივსო

გიორგობას მაგისტრატურის რიგები ...20(68)%20...3 წყვდიადს ვაჯობეთ და ბატონი დიმიტ-რის

  • Upload
    others

  • View
    4

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: გიორგობას მაგისტრატურის რიგები ...20(68)%20...3 წყვდიადს ვაჯობეთ და ბატონი დიმიტ-რის

10 მაისი№4 (68)

2011 წ.

გიორგობას

გილოცავთ!

ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმინდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერის-თვის და იფარავს განსაცდელთაგან.

წმინდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორი-იდან ცნობილია, რომ წმინდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშ-ქარში .

საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყა-ნაში წმინდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას" ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმინდა გიორგის სახელ-ზეა აგებული.

საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძარ-თან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის და-კავშირებული.

23 ნოემბერს აღინიშნება წმინდა-ნის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმინდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ხოლო 6 მაისს მისი და-ბადების დღე. ცნობილია, რომ წმინდა ნინო ნათესავი იყო წმინდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.

გილოცავთ, გიორგობას, მისი მადლი და ძალა ჰფარავდეს სრულიად საქართველოს!

ნანა ეკალაძე,სტომატოლოგიის სპეციალობის

III კურსის სტუდენტი

თბილისის დავით აღმაშენებლის სა-ხელობის უნივერსიტეტში საბაკალავ-რო პროგრამებთან ერთად წარმატებით ხორციელდება სამაგისტრო პროგრამები. დღეისათვის სხვადასხვა საგანმანათლებ-ლო პროგრამაზე სწავლობს 150-მდე მა-გისტრანტი. ყველაზე მრავალრიცხოვანია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართუ-ლება, სადაც სამ სხვადასხვა მოდულში მზადდება მაგისტრები. ეს მოდულებია: ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქ-მე, მენეჯმენტი, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი. ამ პროგრამებით 80-ზე მეტი მა-გისტრანტი მიიღებს ბიზნესის ადმინისტ-რირების მაგისტრის ხარისხს. მაგისტრან-ტების სერიოზული ნაკადია სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, მიმდინარე სასწავლო წელს 40-ზე მეტი სამართლის მაგისტრი დაიცავს სამაგისტრო ნაშრომს.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ სასწავლო წელს ჩვენს უნივერსი-ტეტში მობილობის წესით 130-მდე მაგისტრანტი დარეგისტრირდა და ჩა-ირიცხა სხვადასხვა სპეციალობებზე, რაც უდავოდ უნივერსიტეტის მაღალ რეიტინგზე მიუთითებს ქართულ სა-განმანათლებლო სივრცეში. მათი მო-ბილობა განხორციელდა განათლების კანონის სრული დაცვით.

რექტორის განკარგულებით დაისახა მუშაობის მიმდინარე გეგმა, დროულად გავანაწილეთ სამაგისტ-რო ნაშრომების თემატიკა, დაენიშ-ნათ სამეცნიერო ხელმძღვანელებად გამოცდილი პროფესორები, შეიქმნა ინდივიდუალური კონსულტაციების ცხრილი, რომელიც მაგისტრანტების სამუშაო რეჟიმზე არის ორიენტირე-ბული. სისტემატურად ტარდება მონი-ტორინგი კონსულტაციების მიმდინა-რეობაზე, ხარისხზე. ყოველი თვის ბოლოს ხელმძღვანელები წარმოადგენენ ანგა-რიშს წერილობითი სახით, სადაც დეტალუ-რად არის გაწერილი თითოეული მაგისტ-რანტის განვლილი თვის მუშაობის შედეგი,

რათა მაგისტ-რატურის ხელ-მძღვანელობა დ ა ზ ღ ვ ე უ ლ ი იყოს ნაშრომე-ბის დროულად და სათანადო ვადებში წარმო-დგენის გამო.

თითოეული მაგისტრანტი-სათვის გაცნო-ბილია სამაგის-ტრო ნაშრომის შესრულებისა და გაფორმების ინსტრუქცია. დიდ ყურადღებას ვაქცევთ მაგისტრანტებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას. რექტორი და უნივერ-

სიტეტის ადმინისტრაცია ორჯერ შეხვდა მიმდინარე სემესტრში მაგისტრატურის სტუდენტებს. ადგილზევე გაეცა პასუხი მათ კითხვებსა და მოთხოვნებს. მაგისტ-რატურის მენეჯერი და მეთოდისტი ყო-

ვ ე ლ დ ღ ი უ რ ა დ ახერხებენ სატე-ლოფონო თუ პი-რად ურთიერთო-ბებს, რომლითაც აგვარებენ ყოველ-დღიურ, მიმდინარე პრობლემებს მა-გისტრანტებთან.

ინტერესმოკ-ლებული არ იქნება აღინიშნოს, რომ კვლევითი თემები თითოეული მა-გისტრანტის სა-მუშაო ადგილისა

და ინტერესების შესაბამისად შეირჩა. სამაგისტრო ნაშრომების დაცვამდე მა-გისტრები მონაწილეობას მიიღებენ სამეც-ნიერო-კვლევით კონფერენციაზე, სადაც

წარმოაჩენენ საკუთარ თავს და უნი-ვერსიტეტის მუშაობის შედეგებს. საბედნიეროდ, არის საშუალება უნი-ვერსიტეტის შრომების კრებულში დაიბეჭდოს სამეცნიერო ნაშრომების თეზისები. გვაქვს გაცვლითი პროგ-რამები საზღვარგარეთის უნივერ-სიტეტებთან, ვგეგმავთ ერთობლივ კონფერენციებს.

სამაგისტრო ნაშრომების წარმო-დგენის ბოლო ვადაა 10 ივნისი. სამწუხაროდ, ვინც ამ ვადაში ვერ წარმოადგენს დასრულებულ ნაშ-რომს, მიმდინარე სასწავლო წელს ვერ მივანიჭებთ მაგისტრის ხარისხს. დაგეგმილი გვაქვს სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიების და-კომპლექტება კომპეტენტური მეც-ნიერებით, რათა ჩვენს მიერ მინიჭე-ბული ხარისხი აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რასაც განათლების რეფორმა და შრომის ბაზარი ითვა-

ლისწინებს. ჩვენი უპირველესი ამოცანაა კონკუ-

რენტუნარიანი სპეციალისტების მომზა-დება, რომლებიც შეძლებენ მუშაობას საერთაშორისო სივრცეში. მაგისტრატუ-რის დამთავრების შემდეგ, საზეიმო ვითა-რებაში მოხდება უნივერსიტეტის ახალ კორპუსში მაგისტრის ხარისხის დამადას-ტურებელი დიპლომების გადაცემა.

უნივერსიტეტი ემზადება ახალი ნაკადის მისაღებად მაგისტრატურაში, ყვე-ლა ღონეს ვიხმართ, შევუქმნათ სწავლისა და კვლევის დამაკმაყოფილებელი პირობე-ბი ყველა მათ, ვინც არჩევანს ჩვენი უნი-ვერსიტეტის სასარგებლოდ გააკეთებს.

ციალა ლომაია,ხარისხის უზრუნველყოფის

სამსახურის უფროსის მოადგილე, მაგისტრატურის მენეჯერი

მაგისტრატურის რიგები სერიოზულად შეივსო

Page 2: გიორგობას მაგისტრატურის რიგები ...20(68)%20...3 წყვდიადს ვაჯობეთ და ბატონი დიმიტ-რის

2

თბილისის დავით აღმა-შენებლის სახელობის უნი-ვერსიტეტი წლებია თანამშ-რომლობს COUNTERPART INTERNATIONAL-ის ახალი ინიციატივების დეპარტა-მენტის დირექტორ მარკ გრენიუსთან და აშშ-ის ხაზინის თანამშრომელ ჩარლზ ემ სტრომთან.

თბილსის დავით აღმა-შენებლის სახელობის უნი-ვერსიტეტის სტუდენტებს მარკ გრენიუსმა 2011 წლის 8 აპრილს ჩაუტარა ლექცია თემაზე: სამოქალაქო სა-ზოგადოების შესახებ. ლექ-

ციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, რომელ-თათვისაც სამოქალაქო საზოგადოების როლი და საზოგადოებრივ პროცესებში მისი ჩართულობის მნიშვნელობა, ამ მხრივ უცხო ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და რჩევების მიღება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ლექცია ინტერაქტიული ფორმატის იყო. განსაკუთრებით სახალისო გამოდგა ლექ-ციის ბოლო ნაწილი, სადაც ამერიკელმა სტუმარმა ინგლისური ენის ლინგვისტური რაკურსი გააკეთა და სტუდენტები ამერიკულ-ბრიტანული ინგლისურის შედარებით სავარჯიშოში ჩართო.

სოფო ფოფხაძე, ეკონომიკის სპეციალობის I კურსის სტუდენტი: „ბატონი მარ-კის ლექცია ჩემთვის ძალიან ახალი და საინტერესო გამოცდილება იყო. საინტერესო იყო როგორც ზოგადად სამო-ქალაქო საზოგადოების თემა, ასევე განვითარებული, დემოკ-რატიული ქვეყნის მოქალაქის-გან პრაქტიკული მაგალითების მოსმენა. მე პირველად მომეცა ასეთი გამოცდილების მიღების საშუალება და მოხარული ვიქ-ნები, მომავალშიც ხშირად მი-ვიღო მონაწილეობა ასეთ დის-კუსიებში".

თათია მელელაშვილი, ეკონომიკის სპეციალობის I კურსის სტუდენტი: „ძალიან სასიხარულოა, რომ მოგვეცა უცხოელ სტუმართან უშუალო კონტაქტის და მისი გამო-ცდილების გაზიარების შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ასეთი ღინისძიებები უნივერსი-ტეტში მომავალშიც ჩატარდება, რაც დაგვეხმარება როგორც ინგლისური ენის პრაქ-ტიკული უნარ-ჩვევების განმტკიცებაში, ასევე ჩვენი ზოგადი თვალთახედვის არეალის გაფართოებაში".

აშშ-ის ხაზინის თანამშრომელმა ჩარლზ ემ სტრომმა კი 2011 წლის 6 მაისს ჩაატარა ღია ლექცია თდასუ-ს სტუდენტებისთვის თემაზე: საგადასახადო ადმინისტრირების საკითხები. ბატონ ემ სტრომს მსგავსი სახის ლექციები მრავალჯერ ჩაუტარებია ჩვენს სასწავლებელში.

გარდა ტექნიკური საკითხებისა, სტუმარმა და სტუდენტებმა ღია ლექციაზე მსოფ-ლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრეს, მათ შორის რუსეთ-სა-ქართველოს ომის შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე.

გარდა სერიოზული თემებისა, გამართეს დისკუსია ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, ასევე ისაუბრეს ქართულ ხასიათზე, სტუმარ-მასპინძლობასა და სამზარეულოზე. ღია ლექცია თბილ და მხიარულ ვითარებაში წარიმართა.

თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პრო-ფესორმა ანზორ შარაშენიძემ ნაყოფიერი თანამშრომლობისა და პროფესიონალთა მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის ბატონი მარკ გრენიუსი და ბატონი ჩარლზ ემ სტრომი საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

სოფო გურგენიძე

ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის პრაქტიკულ მეცადინეობაზე თდასუ-ს II კურსის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუ-დენტებმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტის ჩატარება. თემატური კურსის მიხედვით, ამ დროისთვის უკვე გავლილი ჰქონდათ სახის ზედაპირული და ღრმა მიდამოების ტოპოგრაფიის თავისე-ბურებანი და ოპერაციული ტექნიკის ძირითადი პრინციპები - პრაქტიკულ მეცადინე-ობებზე ღრუბელზე ახდენდნენ ჭრილობის იმიტაციას, მისი შემდგომი მკურნალობით - ადებდნენ ნაკერებს, კვანძებს.

სალომე რატიანი: „საექსპე-რიმენტოდ ავირჩიეთ ფრინველი - ქათამი. საოპერაციო ველის ბუმბულისგან გასუფ-თავებისა და პირველადი ქირურგიული დამუშავების შემდეგ (ბეტადინის ხსნარით), გავაკეთეთ ინფილტრაციული ანესთეზია ( Sol. Novocoini 0,5% - 5 ml). გავკვეთეთ კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, ფასცია - ფასციის ქვეშ აღმოვაჩინეთ ახალწარმონაქმ-ნი, რომელიც ამოვკვეთეთ საღი ქსოვილების ფარგლებში. ჭრილობა გავკერეთ შრეობ-რივად, ყრუდ. კანზე დავადეთ კვანძოვანი ნაკერები".

მარი შენგელია: „საოპერაციო ველის პირველადი ქირურგიული დამუშავების შემდეგ, გავკვეთეთ კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, ფასცია - გამოვყავით კუნთე-ბი სათითაოდ. წარმოვიდგინეთ, თითქოს ვმუშაობდით სახის მიდამოში და ვახდენდით მიმიკური და საღეჭი კუნთების შრეობრივ პრეპარირებას".

თიკო კობერიძე: „ვივარჯიშეთ კოსმეტიკური ნაკერის დადებაზეც - მოგეხსენე-ბათ, სახის და კისრის მიდამოში არსებული ჭრილობების დროს, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ პოსტოპერაციული უხეში ნაწიბურის განვითარების ალბათობა. სწორედ ამისთვის არის მოწოდებული კანქვეშა კოსმეტიკური ნაკერი.

მიგვაჩნია, რომ პირველი ექსპერიმენტისთვის ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. ვიმედოვნებთ, მომავალში გავიღრმავებთ თეორიულ ცოდნას, მოვახდენთ ოპერაცი-ული ტექნიკის სრულყოფას, რაც დაგვეხმარება ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში".

„შ.პ.ს. ჯანმრთელობის ცენტრში" თდასუ-ს მეორე კურსის სტომატოლოგიური ფა-კულტეტის სტუდენტები გადიან პრაქტიკას - ესწრებიან ექიმთა კონსულტაციებს, ლა-ბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს - ზოგადად ღებულობენ იმ აუცილე-ბელ უნარ-ჩვევებს, რაც სავალდებულოა მომავალი მედიკოსისთვის.

ამ ხნის განმავლობაში, სტუდენტებმა აითვისეს კანშიგა, კანქვეშა, ინტრამუსკულა-რული და ინტრავენური ინექციების ტექნიკა.

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტის სტომატოლოგიის სპეციალობის II კურსის სტუდენტები

ღია ლექცია სამედიცინო პრაქტიკა

ლამაზი დებიუტისალომე სულავა, ლექსთა და ესეთა პირ-

ველი კრებული „ოცნებას ცისკენ გაფრენა სურს" – ესაა უდაოდ ექსპრესიული სულის, ნიჭიერი დებიუტი. დაგვერწმუნეთ, თუ ეს წიგნი ჩაგივარდებათ ხელში, არ გადადოთ გვერდზე, იგი პირველი სტრიქონიდან დაგი-მეგობრდებათ და ასე ერთგულად გაგყვებათ ბოლო სტრიქონამდე. გულწრფელად ვულო-ცავ სალომეს პირველ ნაბიჯს და მართლაც, პრეამბულაში მისივე გამონათქვამი რომ ვიხ-მაროთ - ყოველივე დიდს პატარა დასაწყისი აქვს - მჯერა, ეს დასაწყისი იმ სრუტის კარიბ-ჭეა, რომელიც ზღვაზე გაგიყვანს და რომე-ლიც ესოდენ გენატრება შენ! მაშ, ბედნიერ ცურვას ვუსურვებ შენი პოეზიის ხომალდს.

P.S. აღნიშნული წარდგენა “მწერლის გა-ზეთში" მოხდა და ჩვენ ჩვენის მხრივ სალომეს შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებთ.

ნოდარ კობერიძე

ორთა ზღაპრული გრძნობა

მე მოგიყვები ზღაპარს,ლამაზ ფერებად ნაქარგს,სულს შთააგონე კრძალვა,სიყვარული გზას გაიკვალავს,ბედნიერებით სავსესმზის სხივი აცისკროვნებს,ღიმილი მიკრული ბაგეთ,-ეტყვის: - გიხდება ქალავ...მყის ანთებული გული,ამიერიდან შვებასიგი ვეღარა ჰპოვებს...ოდეს კაშკაში შუქისიდუმალება მოსავს,აელვარებულ თვალებშიროს სიყვარული მდუმარებსდა იღვენთება სანთელი,ტირის, ცახცახებს, კამკამებსტაძარსა შინა ფიცსა აღავლენს,და მიეფინა ხელი ხელს

ნდობით გაწვდილს და ნაფერებს;ორთა - ოცნება, ტრფობა,ორთა - გრძნობათა ლტოლვა,სულთა - ხვდომა და თრთოლვა,ლამაზ სიტყვათა ხმობა,და ამ წუთებით ტკბობაორთა ნაქარგი გრძნობა;აი, აღსრულდა ზღაპარი,მათი ერთგულების ამბავიარს სიყვარული ლამაზი!

საოცნებო ზღვამთა დაჰყურებს მას,მთა ზღვის ზვირთებს გულში იკრავს.როგორც კაცი - ქალს.მთის ძირს ღელავს ზღვის ნაპირიდა დაღლილა ზღვა,დაოსებულს ძილი მოსდის და თან ღელავს ზღვა.ღელავს მისი დიდი გული,რომ ძილს მიაქვს ზღვა,დრო მოვა და მის ნაპირთანდაოსებულს მასკაცის ხელი შეეხებადა თან ეტყვის ზღვას:ნუთუ შენ ხარ ბობოქარო?!როს იყო რო კაცს ისე ახლოს არ უშვებდი,თუ შენ არა გწადს!ხოდა, ახლა ისე წყნარად,მშვიდად სძინავს ზღვას,რომ მის ახლოს ვინცგინდ იყოს, მის გულს არა სძრავს.

ქეთი ფარესიშვილი,სტომატოლოგიის სპეციალობის

III კურსის სტუდენტი

სალომე სულავა

Page 3: გიორგობას მაგისტრატურის რიგები ...20(68)%20...3 წყვდიადს ვაჯობეთ და ბატონი დიმიტ-რის

3

წყვდიადს ვაჯობეთ და ბატონი დიმიტ-რის თქმისა არ იყოს, გადავრთეთ თუ არა ტელეფონები „თახთახ-ცახცახის" რეჟიმ-

ზე, შუქი აინთო და დიდ დარბაზში მჭექა-რე, ქართული, გამორჩეული სუფთა ხმაც გაისმა. დიდი დარბაზის ყველა მაგიდა სან-თლების შუქით იყო განათებული. სიჩუმე-ში პოეზიის ნათელი სხივები იღვრებოდა.

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების ინიციატივით, ყოველ ორშაბათს „თეატრა-ლური ორშაბათი" იმართება, მსახიობები მაყურებელთან მართავენ შეხვედრებს. პირველ საღამოს დიმიტრი ტატიშვილთან მოეწყო შეხვედრა. იგი ყველასათვის საყ-ვარელი, ძალიან ცნობილი და უნიჭიერესი მსახიობია.

პოეზიით, იუმორითა და სიხალასით გაჯერებული საღამო თავისუფალ, ლაღ გარემოში წარიმართა. შედგა საინტერე-სო დიალოგიც მსახიობსა და მაყურებელს შორის. კითხვა-პასუხიც იუმორითა და სისადავით იყო გაჯერებული, რომლის შე-დეგადაც მსახიობი კიდევ უფრო ნაცნობი და ახლობელი გახდა საღამოზე მისული თითოეული ადამიანისთვის.

მაყურებელი დიმიტრი ტატიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თითქმის ყვე-ლა დეტალით დაინტერესდა. „თეთრ სახლში" გამართული „თეატრალური ორშაბათის" დასრულების შემდეგ, ბატონ დიმიტრის გავესაუბრე, მსა-ხიობი სიამოვნებით დამთანხ-მდა ინტერვიუზე.

– ტრადიციული თეატრა-ლური ოჯახიდან ხართ, თქვე-ნი მშობლები მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები იყვნენ. ამან განაპირობა თქვენი პრო-ფესიის არჩევანი?

– გარკვეულწილად ამანაც განაპირობა. ეს ჩემი საოც-

ნებო პროფესია ნამდვილად არ ყოფილა. როგორც ხდება ხოლმე, მეზღვაურის შვი-ლი მეზღვაური ხდება, მეფის შვილი მეფე უნდა იყოს, მეც მეგონა ბავშვობაში მსახი-ობის შვილი მსახიობი უნდა გავმხდარიყა-ვი. ძალიან ხშირად ვიყავი თეატრში იმის გამო, რომ ჩემი მშობლები მარტოს ვერ მტოვებდნენ სახლში. კულისებში ვარ გაზ-რდილი, სულ იქ ვიყავი. ეს იყო ჩემი სამ-ყარო. შემდეგში ჩემთვის საყვარელი და ჩვეული გარემო გახდა.

– რა იგრძენით, როცა პირველად დადე-ქით სცენაზე?

– მე-9 კლასში ვიყავი, როცა პირველად სცენაზე დავდგი ფეხი. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალაკტიონ ტაბიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე. დიდი, საზეიმო საღამო იყო. ისე ვღელავდი, მეგონა ჩემი გულისცემა მიკფორონშიც ისმოდა. დარბაზი მონსტრი მეგონა (იცინის), მერე ნელ-ნელა შევეჩვიე.

– თეატრში მოღვაწეობა თქვენი ძი-რითადი საქმიანობაა. გარდა ამისა, თუ

გაქვთ რაიმე გატაცება?– გატაცება?... არაფერი. ვმღერი, სუფ-

რაზე ბანს ვაძლევ ხოლმე (იცინის), ხმის ტემბრიდან გამომდინარე. ეს გოგი გელო-ვანის დამსახურებაა. მან მასწავლა ბევრი ქართული სიმღერა.

– კრიტიკის მიმართ როგორი დამოკი-დებულება გაქვთ? ქართველები ხომ „გე-ნიოსები" ვართ. თქვენ როგორ რეაგირებთ შენიშვნაზე?

– ყველას შენიშვნას ვუსმენ და ვიტო-ვებ გაანალიზების უფლებას. თუ ვგრძნობ, რომ შენიშვნა სამართლიანია ვითვალის-წინებ და თუ არა, კონფლიქტში არ შევდი-ვარ, უბრალოდ ვივიწყებ. კრიტიკა კარგია და საჭიროა ოჯახის წევრებისა და კოლე-გების მხრიდან. მე, პირადად იშვიათად მითქვამს რამე კრიტიკული. იმიტომ, რომ მსახიობები ფაქიზი ბუ-ნებისანი ვართ. ვცდი-ლობ, რომ არ ვიყო ფა-ქიზი, რათა არ დავიბოღ-მო. პირდაპირი ადამიანი ვარ, თუ არ იმსახურებს ადამიანი, როგორ უნდა შეაქო?

– როგორ ატარებთ თავისუფალ დროს მა-შინ, როცა თეატრში არ ხართ?

– თავისუფალი დრო ხშირად არ მაქვს. მაგ-რამ როცა ჩავიგდებ დროს ხელში, სახლში ვარ ან მეგობრებთან. ასე ვიყენებ თავისუფალ დროს. ჰობი და მსგავსი რამ არ მაქვს. ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ბევრ სფეროს ვეხები, ბევრ საინტერესო რამეზე მიწევს ფიქრი, მარკების შეგროვე-ბა ან ნადირობა, ამისთვის დრო არ მრჩება.

ძალიან მიყვარს ბუნებაში გასვლა, ეს იქ-ნება სახალხო დღესასწაულზე თუ ისე.

– გიფიქრიათ, მსახიობობა რომ არა სხვა რა პროფესიას აირჩევდით?

– შეიძლება გავმხდარიყავი სამხედრო მოსამსახურე. მიმაჩნია, რომ ეს კაცის საქ-მეა. ვფიქრობ, რომ რთული პროფესიაა, მოითხოვს ინტელექტს, აზროვნებას, ანა-ლიზის უნარს. განსაკუთრებით თანამედ-როვე სამხედრო პირებს მოეთხოვებათ ეს თვისებები.

– ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხართ?– ანალიზის?! (იცინის) მგონია, რომ

უფრო ჭკვიანი გავხდი (იცინის). ადრე თავი რომ ჭკვიანი მეგონა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. შეიძლება, რამდენიმე წლის მერე ჩემს დღევანდელ მგომარეობაზე ვი-ფიქრო. ჩემს შიგნით რა ხდება ზოგჯერ მეც ვერ გამიგია... ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, მეც ვცდილობ ასე ვიყო, ერთ ადგილზე არ გავჩერდე.

ნათია არაბული,ჟურნალისტიკის სპეციალობის

I კურსის სტუდენტი

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბა-შაში.

მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვ-ლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლ-მე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის “დავით აღმაშენებლის” მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.

კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კი-დევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატ-რიოტული ორგანიზაცია “ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებ-მა. “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვი-მეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნე-ტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრო-ბა “ლანდებთან ლაციცი”).

კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნა-ურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მო-იპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სა-ხელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნი-ვერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგ-სბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველ-თვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანე-ლებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის

ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.

აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმა-თავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატი-ული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყო-ფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხო-მალდ „ქრისტიანიათი", თან ჩამოიტანა მე-დიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.

1921 წელს, წითელი არმიის მიერ სა-ქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტან-ტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერი-ლი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგან-წირული გმირობის მაგალითად.

1923 წელს კონსტანტინე გამსახურ-დია ევროპიდან საქართველოში დაბრუნ-და. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც “ჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგ-ხვრეტენო”) მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონ-სტანტინე “იმ გვარისა იყო, ვისაც უკან და-ხევა არა სჩვევია!”

შედეგიც მალე დადგა; 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო “ჩეკამ” დააპატიმრა. დაჭერის წინ ს. ორჯონიკი-ძეს ასეთი რამ უთხრა: “სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს

იქით გაგყრიდით”.1926 წელს, ქართველი მწერლების

პირველ ყრილობაზე, კონსტანტინე გამ-სახურდიამ გაილაშქრა რუსიფიკაციისა და ეროვნული სულის ჩაკვლის წინააღმ-დეგ, რის გამოც დააპატიმრეს “შპიონის”, “მოღალატის” ბრალდებით და მოსკოვში გადააგზავნეს.

ერთხელ საოცარი ამბავი მოხდა; და-კითხვის დროს გინებისთვის კონსტანტი-ნემ ხელი გაარტყა ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამის გამო კონსტანტინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს. იგი 6 თვე იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმ-შილობდა 14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3 წელი დაჰყო და ყოველდღე სიკვდილს ელოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა. (იხ. სოლოვკური მოგონება “მტრების მეგობრობა”)

20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩო-ხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონ-სტანტინესთვის მუქარით შემოუთვლია “შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო” კონსტანტინეს კი უპასუხია: “ჩემს ჩოხას-თან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე” (იხ. მერაბ კოსტავა, “გამოსათხოვარი” 1977წ.) ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონ-სტანტინე ხშირად დემონსტრაციულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსა-ხურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართ-ველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინ-დად დარჩა…

როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამ-სახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა და სტილი აქვს. ამაღლებული, ოდნავ არქა-

ული, ლექსივით მწყობრი. თუ პროზის ზე-პირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათ “დიდოსტატის მარჯ-ვენაა”. მართლაც, ზეპირად სწავლობდ-ნენ, ლექსივით კითხულობდნენ. თანდათნ მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.

ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგა-მართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს.

კონსტანტინე გამსახურდიას თავი-სი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამო-რჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახ-ლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.

“თეატრალური ორშაბათი"

კონსტანტინე გამსახურდია - 120

Page 4: გიორგობას მაგისტრატურის რიგები ...20(68)%20...3 წყვდიადს ვაჯობეთ და ბატონი დიმიტ-რის

გაზეთის დამფუძნებელი და გამომცემელი – თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

მის.: თბილისი, საბურთალოს ქ. №38ა

ტელ.: 98-78-78, 37-88-66www.tdasu.edu.ge; info@ tdasu.edu.ge

რედაქტორი:მირანდა

სურმანიძე

რედკოლეგია: ანზორ შარაშენიძე, ნინო ჯანჯღავა, ანა მამაცაშვილი,

ქეთევან თანდაშვილი, ნათია მენაბდე

1981 წლის 13 მაისი ყოველთვის დაუვიწყა-რი დღე იქნება თითოეული ქართველისთვის. 30 წლის წინ ქართულმა ფეხბურთმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია „დინამო" თბილისი თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახდა. ლეგენდა-რულ ფინალში იენის „კარლ–ცეისი" დაამარცხეს. შეხვედრის მსვლელობისას თბილისელები აგებდნენ, თუმცა მათ გარდატეხის შეტანა შეძლეს და საბო-ლოოდ ვლადიმერ გუცაევის (67`) და ვიტალი დარა-სელიას (87`) გოლებით 2–1 ვიმარჯვეთ.

ამ გამარჯვებით „დინამო" გახდა პირველი აღმო-სავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტო-რიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა.

დიუსელდორფის ტრიუმფატორებიდან დღეს ცოცხლები აღარ არიან მაშინდელი გუნდის ხელმ-ძღვანელები: ნოდარ ახალკაცი, კახი ასათიანი, გივი ნოდია, ზაქარია თელია და თენგიზ მაჭავარიანი.

ასევე ნაადრევად დაგვტოვეს სამუდამოდ ლე-გენდად ქცეულმა ქართველმა ფეხბურთელებმა ვი-ტალი დარასელიამ და დავით ყიფიანმა.

ისტორიულ გამარჯვებაში მონაწილეობდა ალექ-სანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი, ოთარ გაბელია, ვლადიმერ გუცაევი, გია თავაძე, თამაზ კოსტავა, ნუკრი კაკილაშვილი, კოტე კერესელიძე, დავით მუჯირი, ვაჟა ჟვანია, თენგიზ სულაქველიძე, ზაურ სვანაძე, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, რევაზ ჩელებაძე, გურამ ჩქა-რეული, გიორგი ჭილაია, ნოდარ ხიზანიშვილი, შოთა ხინჩაგაშვილი და გოჩა ჯოხაძე.

გიორგი ჯაფარიძე,სტომატოლოგიის სპეციალობის III კურსის სტუდენტი

თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტიI. სტომატოლოგია

II. ფარმაცია

საბუნებისმეტყველო, საინჟინრო მეცნიერებათა, მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტი

კონ კურ სი ცხად დე ბა შემ დეგ ფაკულტეტებზე:

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

კონკურსი ცხადდება 2011 წლის 10 მაისიდან 10 ივნისამდე.საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2011 წლის 11 ივნისიდან 28 ივნისამდე.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 1-დან 20 აგვისტომდე.

მი სა მარ თი: თბი ლი სი 0194. სა ბურ თა ლოს ქუ ჩა №38ა; ტე ლ.: (+995 32) 37 88 66, (+995 32) 98 78 78, ფაქსი: (+995 32) 38 55 [email protected], www.tdasu.edu.ge

ლეგენდად ქცეული 13 მაისი საინტერესო ამბები“არ მკითხოთ, როგორ ვიშოვე პირველი მილიონი,

დანარჩენი მილიონები კი სუფთად მაქვს ნაშოვნი” – ამბობდა როკფელერი.

ჩინეთის პირველ იმპერატორსა და დიდი კედლის ამგებ ჩინ შიხუანდს ჰყავდა 12140 ცოლი და ჰქონდა 10 000 ოთახიანი სასახლე, რომელშიც 27 წელი ისე იცხოვრა, რომ ერთსა და იმავე ოთახში ორჯერ არა-სოდეს დაუძინია.

“დღეს გიჟებს ყველგან შეხვდები, საგიჟეთშიც კი” – ამბობდა ბერნარდ შოუ

ჟურნალ “strand magazine”-ს რედაქცია ერთ დღეს 20 ათასამდე წერილით გაივსო. “თქვენ მკვლელი ხართ” – წერდნენ არტურ კონან დოილს მკითხველები. დედამ კი მოსანახულებლად მი-სული შვილი სახლში არ შეუშვა. კონან დოილი უბრალოდ იძულებული გახდა, შერლოკ ჰოლმსი “გაეცოცხლებინა".

პირველი მანქანის სახალხო ჩვენება ერთი საათით დაგვიანდა, რადგან საწარმოს კარი მანქა-ნაზე უფრო ვიწრო აღმოჩნდა და ფორდი იძულებული გახდა კედელი საკუთარი ხელით ენგრია.

ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა ფოლკნერს: “ბევრი ამტკიცებს, რომ თქვენი ნაწარმოებები გა-უგებარია ორჯერ და სამჯერ წაკითხვის შემდეგაც კი, რას ურჩევდით მათ?” “- მეოთხედაც წა-იკითხონ” – უპასუხა ფოლკნერმა.

“წარმოიდგინეთ, როგორი სიჩუმე იქნებოდა გარშემო, თუკი ადამიანები ილაპარაკებდნენ მხო-ლოდ იმაზე, რაც იციან" – აღნიშნა ერთხელ კარლ ჩაპეკმა.

აკა დე მი ურ თა ნამ დე ბო ბა ზე არ ჩე ვის პი რო ბე ბი:

• სრულპროფესორადშეიძლებაარჩეულიქნასდოქტორისაკადემიურიხა რის ხის მქო ნე პი რი, რო მელ საც აქვს სა მეც ნი ე რო- პე და გო გი უ რი მუ შა ო ბის არა ნაკ ლებ ექ ვ სი წლის გა მოც დი ლე ბა.

• ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნასდოქ ტო რის აკა დე მი უ რი ხა რის ხის მქო ნე პი რი, რო მელ საც აქვს სა მეც ნი ე რო- პე და გო გი უ რი მუ შა ო ბის არა ნაკ ლებ სა მი წლის გა მოც დი ლე ბა.

• ასისტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორი ანდოქ ტო რან ტი.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

• განცხადება საკონკურსოკომისიის სახელზე

• პირადობისმოწმობისასლი• ავტობიოგრაფია(cv)

• სამოტივაციოწერილი • შესაბამისიაკადემიურიხარისხისდამადასტურებელიდოკუმენტისასლიანდოქტუ-რანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

სრუ ლი და ასო ცი რე ბუ ლი პრო ფე სო რის თა ნამ დე ბო ბა ზე ასარ ჩე ვი კან დი და ტი ვალ დე ბუ ლია წარ მო ად გი ნოს:

• განცხადებასაკონკურსოკომისიისსახელზე;• პირადობისმოწმობისასლი;• ავტობიოგრაფია(CV);• შესაბამისიაკადემიურიხარისხისდამადასტურებელიდოკუმენტ(ებ)ისასლი;• სალექციოკურსებისჩამონათვალი-სილაბუსებით;• სამეცნიეროკვლევებისკონცეფცია;• ბოლო5წლისგანმავლობაშიშესრულებულიერთისამეცნიერონაშრომი,რომელიცყველაზეუკეთ

წარ მო ა ჩენს კონ კურ სან ტის კვლე ვით პო ტენ ცი ალს.