79
1 ოპერაციული სისტემის Windows XP ადმინისტრირება ლექციების კურსი ავტორი ცირა ჯაფიაშვილი თემა 1. ოპერაციული სისტემის Windows XP ზოგადი დახასიათება შემადგენლობა და შესაძლებლობები. პროგრამა-ოსტატები. დახმარება და ასისტირება. მრავალმომხმარებლური შესაძლებლობა. ოპერაციული სისტემის მოდერნიზაცია და სხვა ვერსიებთან მუშაობა. მრავალენოვანი მხარდაჭერა. მრავალმომხმარებლური კავშირების მხარდაჭერა. რეჟიმების გამოყენაბა. სეანსის დაწყება, შენახვა და სეანსის დასრულება. 1.1. Windows XP-ის დახასიათება: პირველი ოპ. სისტემა, რომელიც პასუხობს როგორც კეტძო პირის, ისევე კორპორატიული მომხმარებლის მოთხოვნებს. ოპ.სისტემით ვმუშაობთ ისე, რომ არ ვიცით რა პროცესები მიმდინარეობს მასში -- ჩვენ მარტო პიქტოგრამებით ან ბრძანებებით ვსარგებლობთ. ოპერაციული სისტემა ურთიერთობს პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რომელიც ჩატვირთულია კომპიუტერში და სხვა ელ. მოწყობილობასთან: პრონტერთან, სკანერთან, მოდემთან, ქსელურ ბარათთან და . . მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციული სისტემა Windows XP (ვერსიები Professional და Home Edition) ინტერფეისიუზრუნველყიფს: 1. გრაფიკული ელემენტების აქტიურ გამოყენებას, 2. დიზაინი და დინამიური მენიუ გვაწვდის მოქმედებებს იმ ამოცანასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეა. ოპერაციული სისტემის შესაძლებლობები: - ჩქარი გადარტვა ერთი მომხმარებლიდან მეორეზე; - მოდერნიზებული მენიუ Start შესაძლებელია ისე გააწყოთ, რომ აუცილებელი პროგრამები, დოკუმენტები, საქაღალდეები ყოველთვის ახლოს გქონდეთ; - ფანჯარა Welcome შეიძლება გააწყოთ და დაიცვათ პაროლით თითოეული კომპიუტერში დარეგისტრირებულ მომხმრებლისთვის; - დამხმარე ოსტატი განსაზღვრავს დავალების ამოსახსნელად რა დახმარება გჭირდებათ და გთავაზობთ მას; - ფაილების მართვის სიტემა იოლად გაერთიანებინებთ ერთ საქაღალდეში ობიექტებს, უზრუნველყოფს სურათებს შემცირებული წარმოდგენებით, რათა იოლად გაარჩიოთ ისინი ერთმანეთისაგან; - ცალკე არსებობს საქაღალდე My Music, My Pictures;

ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

  • Upload
    others

  • View
    4

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

1

ოპერაციული სისტემის Windows XP ადმინისტრირება

ლექციების კურსი

ავტორი ცირა ჯაფიაშვილი

თემა 1. ოპერაციული სისტემის Windows XP ზოგადი დახასიათება

შემადგენლობა და შესაძლებლობები. პროგრამა-ოსტატები. დახმარება და

ასისტირება. მრავალმომხმარებლური შესაძლებლობა. ოპერაციული სისტემის

მოდერნიზაცია და სხვა ვერსიებთან მუშაობა. მრავალენოვანი მხარდაჭერა.

მრავალმომხმარებლური კავშირების მხარდაჭერა. რეჟიმების გამოყენაბა. სეანსის

დაწყება, შენახვა და სეანსის დასრულება.

1.1. Windows XP-ის დახასიათება:

პირველი ოპ. სისტემა, რომელიც პასუხობს როგორც კეტძო პირის, ისევე

კორპორატიული მომხმარებლის მოთხოვნებს.

ოპ.სისტემით ვმუშაობთ ისე, რომ არ ვიცით რა პროცესები მიმდინარეობს მასში --

ჩვენ მარტო პიქტოგრამებით ან ბრძანებებით ვსარგებლობთ.

ოპერაციული სისტემა ურთიერთობს პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რომელიც

ჩატვირთულია კომპიუტერში და სხვა ელ. მოწყობილობასთან: პრონტერთან,

სკანერთან, მოდემთან, ქსელურ ბარათთან და ა. შ.

მნიშვნელოვანია, რომ ოპერაციული სისტემა Windows XP (ვერსიები Professional

და Home Edition) ინტერფეისიუზრუნველყიფს: 1. გრაფიკული ელემენტების

აქტიურ გამოყენებას, 2. დიზაინი და დინამიური მენიუ გვაწვდის მოქმედებებს იმ

ამოცანასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეა.

ოპერაციული სისტემის შესაძლებლობები:

- ჩქარი გადარტვა ერთი მომხმარებლიდან მეორეზე;

- მოდერნიზებული მენიუ Start შესაძლებელია ისე გააწყოთ, რომ აუცილებელი

პროგრამები, დოკუმენტები, საქაღალდეები ყოველთვის ახლოს გქონდეთ;

- ფანჯარა Welcome შეიძლება გააწყოთ და დაიცვათ პაროლით თითოეული

კომპიუტერში დარეგისტრირებულ მომხმრებლისთვის;

- დამხმარე ოსტატი განსაზღვრავს დავალების ამოსახსნელად რა დახმარება

გჭირდებათ და გთავაზობთ მას;

- ფაილების მართვის სიტემა იოლად გაერთიანებინებთ ერთ საქაღალდეში

ობიექტებს, უზრუნველყოფს სურათებს შემცირებული წარმოდგენებით,

რათა იოლად გაარჩიოთ ისინი ერთმანეთისაგან;

- ცალკე არსებობს საქაღალდე My Music, My Pictures;

Page 2: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

2

- გაწვდით პროგრამა-ოსტატებს: სკანერტან და კამერასტან მუშაობისთვის

(Scanner and Camera Wizard) გამოსახულებების ქსელში ჩატვირთვის

(Web Publishing Wizard), ქსელის გამართვის (Network Setup Wizard),

ინტერნეტში კომპიუტერების ჩართვის გზებს Internet Connection Shar-

ing);

- დახმარების მხარდაჭერის ცენტრი (Help and Support Center) ითვალის-

წინებს ისეთ მოქმედებებს, როგორიც არის ძიება (Search), კატალოგები

(Index), რჩეული(Favorites), როდესაც ქსელში ხართ ჩართული, გაძლევთ

საშუალებას ისარგებლოთ სხვა მომხმარებლების დახმარებით;

- Windows-ის მოდერნიზაცია ინტერნეტის საშუალებით (Windows Update

Web)გაძლევთ საშუალებას სწრაფად დაამატოთ და გააუმჯობესოთ, დააყე-

ნოთ ახალი დრაივერები, განაახლოთ დაცვა;

- სისტემის განახლების ფუნქცია (System Restore) დაგაბრუნებინებთ

სისტემას წინა მდგომარეობაზე და თან ისე, რომ არ დაკარგოთ პერსონალური

მონაცემები და დოკუმენტები;

- ოპერციული სისტემის დადგენის თვისება (Windows Installer) გაძლევთ

საშუალებას დააყენოთ, აირჩიოთ მათი კონფიგურაცია, აგრეთვე წაშალოთ ან

განაახლოთ დადგენილი წესით;

- თვისება მრავალენოვანი მხარდაჭერა (Multilingual Support) უპრობლემოდ

შეგაქმნევინებთ, წაგაკითხებთ დოკუმენტებს მრავალ ენაზე;

- კომპიუტერზე შეგიძლიათ დააყენოთ 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება

და ორი პროცესორი;

- აუდიო და ვიდეო სისტემები გაუმჯობესებულია და შესაძლებელია მათი

ხარისხის კონტროლი;

- უმოქმედების რეჟიმი (Hibernate mode), ინახავს მყარ დისკზე კომპიუტერის

მეხსიერების შემცველობას და ახლიდან, კვების ჩართვის შემდეგ, იწყებთ

მუშაობას დავალებების იმ მომენტიდან, რომელიც გამორთვის მომნტისთვის

იყო;

- ქსელის პირობები უზრუნველყოფს ქსელის კომპიუტერებთან მუშაობას მაში-

ნაც, როდესაც ისინი ოპერაციული სისტემის წინა ვერსიებით სარგებლობენ.

როდესაც პირველად რთავთ კომპიუტერს, სადაც Windows XP გაქვთ ჩატვირთული,

უნდა მისი აქტივიზაცია შეასრულოთ. აქტივიზაცია -- ეს არის უსაფრთხოების

საზომი დადგენილი კომპანიის მიერ, რათა არ დაიშვას არალიცენზირებული

პროგრამების გავრცელება და გამოყენება. პირატობა ფართოთ გავრცელებული სენია,

Page 3: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

3

რომელსაც მოაქვს დიდი ზარალი პროგრამის შემქმნელებისათვის და ასევე მომხმა-

რებლებისათვის, ვინაიდან:

- არ ითვალისწინებს პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ მხარდაჭერას და

მოდიფიცირებას;

- სალიცენზიო დოკუმენტის არ ქონა და მისი პირობების შეუსრულებლობა კანონ-

მდებლობით ისჯება;

პირატული პროგრამები შეიძლება დავირუსებული იყოს, დაგიავადოთ კომპიუტერი

და ქსელი, და ამაზე პასუხს ვერავის ვერ მოსთხოვთ;

-ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება აფერხებს მაღალი ტექნოლო-

გიების ზრდის პოტენციალს.

1.2. კომპიუტერის ჩართვა და რამდენიმე მომხმარებლის მიერ გამოყენება

თუ თქვენი კომპიუტერი(არ არის ქსელში ჩართული, თქვენ შეგიძლიათ მარტო

იმუშაოთ მასზე. ამისათვის საკმარისია მარტო ერთი კონფიგურაცია ან ერთი

სააღრიცხვო ჩანაწერი. თუ თქვენ კომპიუტერზე რამდენიმე მომხმარებელი მუშაობს,

მაშინ შეიძლება ან მათ ერთი სააღრიცხვო ჩანაწერი შეუქმნათ, ან თითოეულ მათგანს

ცალკე ჩანაწერები შეუქმნათ. სააღრიცხვო ჩანაწერი დაკავშირებულია მომხმარებლის

პროფილთან, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერის პირობების დადგენას

კონკრეტული მომხმარებლისთვის.

ჯერ გავარჩიოთ შემთხვევა, როდესაც კომპიუტერზე მარტო ერთი მომხმარებელი

მუშაობს. ამ შემთხვევაში სისტემა იწყებს მუშაობას ავტომატურად მომხმარებელ-

თან. თუ რამდენიმე მომხმარებელი მუშაობს, მაშინ სისტემაში ავტომატურად ორი

სააღრიცხვო ჩანაწერი იქმნება: ერთი ყველა მომხმარებლისთვის (All Users), და

მეორე -- სტუმრისთვის (Guest). ვისაც სააღრიცხვო ჩანაწერი არა აქვს, იწყებს

მუშაობას, როგორც სტუმარი. მომხმარებელს, რომელსაც აქვს სააღრიცხვო ჩანაწერი,

აქვს აგრეთვე ნიშანი (სურათი). ასეთ მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს თავისი

პარამეტრები. მომხმარებელი, ადმინისტრატორის ჩანაწერით, სარგებლობს უფლე-

ბით შეცვალოს სხვა მომხმარებლების პარამეტრები.

მომხმარებლების სააღრიცხვო ჩანაწერები ჩნდება სეანსის დაწყების დროს ფანჯარაში

Welcome. სააღრიცხვო ჩანაწერები შეიძლება შექმნათ სისტემის ჩატვირთვის დროს

ან მოგვიანებით, როდესაც სისტემა უკვე მუშაობს. კომპიუტერის ჩართვის შემდეგ

ეკრანზე გამოდის ფანჯარა Welcome, თუ კონპიუტერში ერთი მომხმარებელია

დარეგისტრირებული, სისტემა პირდაპირ სისტემის საწყის ფანჯარაზე გადადის. თუ

რამდენიმე ჩანაწერი არსებობს, მაშინ ფანჯარაში Welcome მათი ნიშნები გამოვა.

მოათავსეთ თაგვის მიმთითებელი რომელიმე მათგანზე. თუ პაროლით არის დაცუ-

ლი ჩანაწერი, მაშინ უნდა შეიტანოთ პაროლი. პაროლის დავიწყების შემთხვევაში,

Page 4: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

4

გამოაქვს ეტყობინება შეიტანოთ დამატებითი პარამეტრის მნიშვნელობა, რომელიც

პაროლის შექმნის დროს იყო შეტანილი. ამის შემდეგ სისტემა საწყის ფანჯარაზე

გადადის.

თუ კომპიუტერი ლოკალურ ქსელშია ჩართული და კომპიუტერზე მუშაობის დაწყება

გნებავთ დაიწყოთ დომენთან მიერთებით ინტერნეტში ჩართვის გარეშე. ამისათვის:

ჩართეთ კომპიუტერი. როდესაც ეკრანზე გაჩნდება Welcome to Windows, დააჭირეთ

კლავიშებს Ctrl+Alt+Del, რის შემდეგ გამოვა დიალოგური ფანჯარა და მოგთხოვთ

ინფორმაციას. შეიტანეთ თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერის სახელი და პაროლი. თუ

დიალოგური ფანჯარა სეანსის დაწყებისთვის არ გამოჩნდა, დააჭირეთ ღილაკს

Options და ჩამოშალეთ სია, სადაც აირჩევთ თქვენი დომენის სახელს.

1.2. კომპიუტერის მუშაობის სეანსის დასრულება

როდესაც მომხმარებელი სეანს ასრულებს, მნიშვნელოვანია, რომ მას არ დარჩეს

კომპიუტერი ჩართული, ან ისეთ მდგომარეობაში, რომ მასთან სხვა პირმა, რომელსაც

ამის უფლება არა აქვს, შეძლოს მუშაობა. თუ თქვენ ნაწილთან ამთავრებთ მუშაობას,

მოიქეცით შემდეგნაირად.

მენიუდან იმოქმედეთ ღილაკზე Start, მენიუს ფანჯრის ზემოთ უნდა გამოჩნდეს

მონმხარებლის ინფორმაცია. ქვემოთ მენიუში ჩნდება ორი ღილაკი: Log Off--

სისტემიდან გამოსვლადა Log Off Windows -- სეანსის დასრულება სისტემასთან.

იმოქმედეთ ღილაკზე Log Off Windows. ამის შემდეგ ეკრანზე უნდა გაჩნდეს

ფანჯარა Welcome, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ნაწილიდან გამოსული ხართ და

მუშაობის სეანსი დასრულებულია. ამ დროს კომპიუტერზე მუშაობისთვის მომდევნო

მომხმარებელს აღარ ეძლევა საშუალება შევიდეს სხვა მომხმარებლის ნაწილში, თუ

მას არა აქვს შესვლის უფლება ან არ იცის პაროლის მნიშვნელობა.

თუ კომპიუტერთან მუშაობა გნებავთ დაასრულოთ და კომპიუტერი გამორთოთ,

მაშინ აირჩიეთ ღილაკი Log Off, რის შემდეგ გამოდის ეკრანზე ფანჯარა, სადაც უნდა

აირჩიოთ ღილაკი

Shut Down ან Turn Off-- სამუშაოს დასრულება და შემდეგ ღილაკი OK. აქ უნდა

ითქვას, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ოპერაციული სისტემა გაქვთ

ჩატვირთული კომპიუტერში -- Windows XP Home Edition თუ Windows XP

Professional ფანჯრები განსხვავდებიან ერთი მეორესაგან, თუმცა შინაარსი და

ღილაკების დასახელებები ერთია. კომპიუტერის მუშაობის სეანსის დამთავრების

დროს, ოპერაციული სისტემა გარკვეულ სამუშაოებს ატარებს: დაასრულებს

გაშვებული პროგრამების მუშაობას და ხურავს მათ, ინახავს მონაცემებს, რასაც

Page 5: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

5

წინასწარ გატყობინებთ თუ თვლის, რომ ეს აუცილებელია. ეს ოპერაციები

აუცილებელია, რათა არ მოხდეს პროგრამების და მონაცემების დაკარგვა ან

დამახინჯება. კვებიდან კომპიუტერის გამორთვა ყოვლად დაუშვებელია და ასეთი

ხერხით სარგებლობენ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ყველა სხვა გზა სეანსის

დასრულებისთვის უშედეგოდ ნაცადია.

კომპიუტერთან სეანსის დასრულების ფანჯარაში კიდევ რამდენიმე ღილაკია,

რომლის გამოყენება ხშირად დაგჭირდებათ. ეს არის ღილაკები : Restart -

გადატვირთვა , მოცდის რეჟიმი - Stand By, მიძინების რეჟიმი - Hibernate. Restart

ღილაკის გამოყენების დროს სეანსი დასრულდება, დაიხურება ყველა დავალება,

ჩატარდება ოპერაციები დროებითი და დამხმარე ფაილებთან დაკავშირებით, შემდეგ

იტვირთებაო ახლიდან პერაციული სისტემა; Stand By ღილაკის გამოყენება იწვევს

კომპიუტერის გადასვლას ენერგიის შენახვის რეჟიმში, თუმცა გაშვებული

პროგრამების მუშაობენ და ინახება მიმდინარე მონაცემები. ჩვეულებრივ რეჟიმში

დაბრუნებისათვის დააჭირეთ ერთდროულად ღილაკებს: Ctrl+Alt+Del; Hibernate

რეჟიმი ინახავს სამუშაოს, გამორთავს კომპიუტერს. კომპიუტერის ჩართვის შემდეგ

იწყებთ მუშაობას იმ ადგილიდან, სადაც მოხდა სამუშაოს შეჩერება.

დავალებები

დავალება 1: კომპიუტერის ჩართვა

დავალება 2: კომპიუტერის გადატვირთვა

დავალება 3: მომხმარებლის (სააღრიცხვო ჩანაწერის მფლობელის) სეანსის

დამთავრება

დავალება 4: კომპიუტერის გამორთვა

დავალება 5: დახურეთ კომპიუტერი ისე, რომ შეინახოს თქვენი ბოლო სეანსის

სამუშაო და შემდეგი სეანსისთვის იგივე ეკრანი, პროგრამები და

დოკუმენტები გამოიტანოს, რაც ნიშნავს, რომ სამუშაოს იწყებთ იმ

წერტილიდან რომელზეც გაჩერდით წინა სეანსის დროს.

დავალება 6: კომპიუტერი ლოკალურ ქსელშია ჩართული და კომპიუტერზე

მუშაობის დაწყება გნებავთ დაიწყოთ დომენთან მიერთებით,

ინტერნეტში ჩართვის გარეშე.

Page 6: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

6

თემა 2. Desktop-ის შემადგენლობა და მასთან მუშაობა

პიქტოგრამები და მათი დანიშნულება. Start ღილაკი: მასში მოთავსებული

ობიექტების ჯგუფები, რაოდენობა, მათთან მუშაობა -- შეცვლა, წაშლა,

გადაადგილება. პროგრამები: სია, დახასიათება, მათი სიაში მოთავსება, წაშლა.

ამოცანების პანელი: შექმნა, პიქტოგრამების მოთავსება და წაშლა, პანელების

ნაირსახეობა, ამოცანების სამომხმარებლო პანელის შექმნა. პროგრამა-ოსტატების

გამოყენება პიქტოგრამების შესაქმნელად. ობიექტების მოწესრიგება. სამუშაო

მაგიდის გასუფთავების ოსტატი.

2.1. საწყისი ფანჯარა

ვინდოუსის საწყის ეკრანზე წარმოდგენილია სამუშაო მაგიდა (Desktop),

ამოცანების პანელი (Taskbar), მენიუს ღილაკი (Start), ნახ. 2.1).

ნახ. 2.1. ვინდოუსის საწყისი ფამჯარა

ვინდოუსი წარმოადგენს იბიექტებს, ბრძანებებს, და მათ სტრუქტურას გრაფიკული

ინტერფეისით.

2.1.1. სამუშაო მაგიდა

სამუშაო მაგიდაზე მოთავსებულია პროგრამების, საქაღალდეების, ფაილების

გრაფიკული ნიშნები. მათი ამოქმედება მაუსით სრულდება: თუ პროგრამის ნიშანია,

Page 7: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

7

პროგრამა იწყებს მუშაობას, თუ საქაღალდეა, ის იხსნება და გვაჩვენებს შიგთავსს, თუ

ფაილია, ის ჯერ ხსნის პროგრამას, რომლითაც არის შექმნილი ეს ფაილი და მერე

თვითონ ფაილს ამ პროგრამაში. გრაფიკული ნიშნების ქვეშ დასახელებაა, რომელიც

შემოკლებულად ჩანს, მაგრამ თუ მას მონიშნავთ სრულ დასახელებას წაიკითხავთ.

ერთხელ მაუსის მარცხენა ღილაკით მასზე მოქმედებით, ობიექტი მოინიშნება,

ორჯერ მოქმედებით კი - გაიშვება ან გაიხსნება, მარჯვენა ღილაკით კი - კონტექსტურ

მენიუს ვიღებთ, სადაც იმ ბრძანებების სიაა ჩამოშლილი, რომლებიც შეიძლება

ჩავატაროთ ობიქტზე. ნიშანს თუ კუთხეში პატარა ისარი აქვს გამოხაზული, მაშინ ეს

იარლიყია. იარლიყი ეს ის გზაა ფაილურ სისტემაში, რომელიც მიუთითებს მის

ადგილმდებარეობაზე. ფაილის მისამართი იერარქიული სტრუქტურის ერთ-ერთი

შტოა, რომლის ბოლოს (ფოთოლში) განლაგებულია თვითონ ფაილი. გზა ამ

ფაილამდე იერარქიის თანმიმდევრული სტრუქტურული დონეებია, რომლის

ელემენტებს დონეზე საქაღალდეები წარმოადგენენ. ნულოვან (საწყის) დონეს

სამუშაო მაგიდა წარმოადგენს. ფაილს იპოვით იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად იცით

მისი იერარქიული განლაგება. თუ ეს არ იცით, მოგიწევთ დამატებითი საშუალების

გამოყენება -- ძიების მოდულის. ძიების მოდული მოგიძებნით ობიექტს დასახელე-

ბით, გაფართოებით, შექმნის ან მოდიფიკაციის თარიღით, ფაილის მოცულობით.

სამუშაო მაგიდაზე განლაგებულია სისტემური და დანარჩები ობიექტები. სისტემური

ობიექტები იქმნება ავტომატურად სისტემის ჩატვირთვის დროს. ასეთებია

მაგალითად, My Computer, My Document, Recycle Bin, Internet Explorer. ბევრი

პროგრამა თვითინ ქმნის იარლიყს ინსტალირების დროს. მათ სისტემის მიერ

ენიჭებათ სურათი ობიექტის ტიპის შესატყვისად. იარლიყების შექმნაში პროგრამა-

ოსტატიც დაგეხმარებათ. ერთ-ერთი ნიშანი სანაგვე ყუთის ნიშანია (Recycle Bin),

რომელშიც წაშლილი ობიექტები თავსდება. აქედან ეს ობიექტები შეგიძლიათ

წაშალოთ და მაშინ ისინი წაიშლება კომპიუტერიდან, შეგიძლიათ აღადგინოთ და

გადაიტანოთ ძველ ადგილზე.

2.1.2. Start ღილაკი

გავარჩიოთ მთავარი მენიუს ღილაკი Start. მისი ფანჯარა წარმოდგენილია ნახატზე

2.2.

Page 8: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

8

ნახ. 2.2. Start ღილაკის ფანჯარა

Start ღილაკის ფანჯარაში წარმოდგენილია კავშირები კომპიუტერში ჩატვირთულ

პროგრამებთან და იმ მოქმედებთან, რომლებიც ტარდება Windows XP ოპერაციული

სისტემით.

ფანჯრის ზემოთა სტრიქონში წარმოდგენილია მომხმარებლის ნიშანი და მისი

სახელი. მარცხენა ნაწილში პირველ ჰორიზონტალურ ხაზამდე მოთავსებულია

თქვენს მიერ შერჩეული მუდმივად ხმარების პროგრამები. აქ შეიძლება სტანდარ-

ტულად შეტანილი პროგრამებიც იყოს წარმოდგენილი. მაგალითად, ისეთი

პროგრამები, როგორიც არის Microsoft Internet Explorer და Microsoft Outlook

Express. თუ ისარგებლებთ სხვა ბრაუზერით ან საფოსტო პროგრამით, ეს სია

ავტომატურად შეიცვლება.

მომდევნო ჰორიზონტალური ხაზის წინ თავსდება იმ პროგრამების სია, რომლებიც

ბოლო დროს იყო გამოყენებული. მათი რაოდენობა შესაძლებელია მიუთითოთ.

მარჯვნივ სამი ჯგუფია წარმოდგენილი. პირველში წარმოდგენილია საქაღალდეები,

რომლებშიც ინახება შექმნილი ფაილები და დოკუმენტები თავსდება. აქვეა ქსელით

მიერთებული სხვა კომპიუტერების დირექტორიები და ზოგიერთი ინსტრუმენტი,

საჭირო კომპიუტერზე მუშაობისთვის.

ბოლო სტრიქონში კომპიუტერთან მუშაობის სეანსის დამთავრების ღილაკებია.

Page 9: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

9

Start-ღილაკის ფანჯარა ძველ ვერსიით რომ შეცვალოთ, მარჯვენა ღილაკით

იმოქმედეთ Start ღილაკზე და კონტექსტურ მენიუდან აირჩიეთ ბრძანება Properties,

ეკრანზე გამოსულ ფანჯარაში Taskbar and Start Menu Properties გადადით

ჩანართში Start Menu, ჩართეთ გადამრთველი Classic Start menu. შედეგი ასეთი

უნდა მიიღოთ(ნახ. 2.3):

ღილაკში მოთავსებული ბოლო დროს გამოყენებული პროგრამების სიები რომ

გავასუფთავოთ, მარჯვენა ღილაკით ვიმოქმედოთ Start ღილაკზე, კონტექსტურ

მენიუდან ავირჩიოთ Properties, ვისარგებლოთ ღილაკით Customize და ფანჯარაში

Customize Start Menu გადავიდეთ ჩანართში General, აქ პროგრამების წასაშლელად

ვიმოქმედოთ ღილაკზე Clear List (ნახ. 2.3).

Start ღილაკში მოთავსებული ბოლო დროს გახსლილი დოკუმენტების სიები რომ

გავასუფთავოთ, მარჯვენა ღილაკით ვიმოქმედოთ Start ღილაკზე, კონტექსტურ

მენიუდან ავირჩიოთ Properties, ვისარგებლოთ ღილაკით Customize და ფანჯარაში

Customize Start Menu გადავიდეთ ჩანართში Advanced იმოქმედთ ღილაკზე Clear List

(ნახ. 2.4).

ნახ.2.3. ძველი ვერსიის

Start ღილაკის ფანჯარა

Page 10: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

10

იმისათვის რომ მენიუში Start ჩქარი წვდომის პროგრამების ნაწილში შევიტანოთ

კალკულატორი და რომელიმე თამაში, მივიტანოთ მაუსის მიმთითებელი ღილაკზე

Start\All Programs და სააქაღალდეში Games ავირჩიოთ თამაში Pinboll. თამაში

ჩაირთვება და დავალებების პანელშიც გამოჩნდება. ასევე მოვიქცეთ კალკულატორის

ეკრანზე გამოტანისთვის: Start\All Programs\ Accessories\Calculator. შედეგი ნაჩვენებია

ნახატზე 2.5.

ნახ. 2.4. Start ღილაკის

ფანჯარა, წაშლილი პრო-

გრამებისა და დოკიმენ-

ტების სიებით

Page 11: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

11

თუ პროგრამა Calculator ჩქარი წვდომის პროგრამების ნაწილში გნებავთ რომ

მოათავსოთ, იმოქმედეთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ ბრძანება Pin

to Start Menu ან მონიშნეთ პროგრამა და გადაათრიეთ ჩქარი წვდომის ნაწილში.

შედეგი ნახატზე 2.6 არის წარმოდგენილი.

ნახ. 2.5. Start ღილაკის ფანჯარა, ხშირად

გამოყენებული პროგრამების ნაწილში

კალკულატორით და თამაშით Pinboll

ნახ. 2. 6. პროგრამა Calculator

Start ღილაკის ფანჯარში

პროგრამები სჩქარი წვდო-

მის ნაწილში

Page 12: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

12

აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ პროგრამების ამოღება პროგრამების ჩქარი წვდომის

ნაწილიდან და გადატანა ხშირად გამოყენებულ პროგრამების ნაწილში, შეგიძლიათ

კონტექსტური მენიუს ბრძანებით Unpin from Start. პროგრამების წაშლა ხშირად

გამოყენებულ პროგრამების ნაწილიდან კი -- ბრძანებით Remove from This List.

2.1.3. დავალებების პანელი

გახსნილი ფოლდერი ან პროგრამა შეიძლება ჩავკეცოთ და მოვათავსოთ

დავალებების პანელზე, აქედან მათ უკვე ერთი დაწკაპუნებით გავშლით ეკრანზე.

პროგრამები, რომლებიც მუშაობენ და ასრულებენ დავალებას, ხშირად ჩაკეცილი

გვაქვს, რათა ეკრანი სხვა ამოცანას დაუთმოთ. ჩაკეცვის ღილაკი მარჯვენა ზედა

კუთხეშია განლაგებული. აქვეა დახურვის და ფანჯრის შემცირების ან აღდგენის

ღილაკიც. ფანჯრის ზომა ხელითაც, მაუსის მეშვეობით შეიძლება შევცვალოთ.

დახურვის ღილაკით მოქმედება პროგრამის დასრულებას ნიშნავს და ის ამოცანების

პანელიდანაც ამოვარდება. თუ პროგრამას რამდენიმეჯერ უშვებთ, შეიძლება

დავალებები ამ პროგრამის დასახელების ქვეშ მოაქციოთ, რათა სხვა

პროგრამებისთვისაც დარჩეს ადგილი. მაშინ დავალების დასახელების მარჯვენა

მხარეს ჩნდება სამკუთხედი, რომელიც გიხსნის დავალებების სიას (ნახ. 2.7).

ნახ.2.7. ერთი პროგრამის დავალებების დაჯგუფების მაგალითი

ეს ფუნქცია რომ ჩართოთ ისარგებლეთ კონტექსტურ მენიუთი, რომელსაც

დავალებების პანელის თავისუფალ ადგილზე მაუსის მოქმედებით მიიღებთ,

აირჩიეთ ბრძანება Properties , გადადით ჩანართში Taskbar და ჩართეთ

გადამრთველი Group similar taskbar buttons. დავალებების ჯგუფის წაშლა შეგიძლიათ

ბრძანებით Close Group, რომელიც კონტექტურ მენიუშია წარმოდგენილი.

კონტექსტური მენიუ კი შეგიძლიათ გამოიტანოთ ჯგუფზე მაუსის მარჯვენა

ღილაკის მოქმედებით.

დავალებების პანელის ადგილმდებარეობა და მიში მოქმედების პირობები

შეგიძლიათ აკონტროლოთ. გამოიტანეთ ფანჯარა Taskbar and Menu Properties (ნახ.

2.8), გადადით ჩანართში Taskbar და ნაწილში Taskbar Appearance ჩაურთეთ შემდეგი

გადამრთველები:

Page 13: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

13

-დაამაგრეთ პანელი (Lock the taskbar),

-ავტომატური დამალვა-გამოჩენა ( Auto-hide the taskbar),

-ყოველთვის ჩანდეს პანელი ფანჯრების ზემოთ (Keep the taskbar on top of other

windows),

-ერთი პროგრამის დავალებების დაჯგუფება (Group similar taskbar buttons),

-ინსტრუმენტების სწრაფი გამოტანის პანელის ჩვენება (Show the Quick Lounch).

დავალებების პანელი შეგიძლიათ მაუსის მოქმედებით გადაიტანოთ ერთი

ადგილდან მეორეზე, გაზარდოთ მისი სიმაღლე. მაგრამ მისი მოძრაობა

შესაძლებელია მარტო მაშის, როდესაც არ არის დამაგრებული.

ამოცანების პანელის სისტემური ნაწილი წარმოდგენილია მარჯვენა კუთხეში.

სტანდარტულად აქ ჩანს მხოლოდ დრო, მაგრამ აქ ჩნდება სხვა ნიშნებიც იმის

მიხედვით აქტიურია, თუ არა შემდეგი ელემენტები:

პრინტერის პიქტოგრამა ჩნდება მაშინ, როდესაც იძახებთ ბეჭდვის ფუნქციას,

განახლების შეტყობინებები (Automatic Update) ჩნდება, როდესაც სისტემა

გთავაზობთ განახლებებს ,

ინფორმაციული ნიშნები ჩნდება, როდესაც გატყობინებთ პროგრამის

მდგომარეობას.

ფანჯარაში Taskbar and Menu Properties, ნაწილი Notification area სისტემური

ნაწილისთვის არის განკუთვნილი. აქ ორი ღილაკია წარმოდგენილი: ერთი დროის

ნახ. 2.8. ფანჯარა

Taskbar and Menu

Properties

Page 14: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

14

ნიშნის ჩასართველად და მეორე კი - იმ ნიშნებისათვის, რომელიც შეიძლება

გამოიტანოთ. ეს გადამრთველი არააქტიური ნიშნების გამოტანა-დამალვას

ემსახურება. თუ ეს გადამრთველი ჩართულია, ჩნდება ღილაკი Customize. თუ ამ

ღილაკზე იმოქმედებთ, ჩნდება ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ

გამოჩნდნენ, თუ არა ნიშნები (ნახ. 2.9).

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ამოცანა, რომელიც საწყის ფანჯარასთან მუშაობის

დროს გამოგადგებათ.

სამუშაო მაგიდაზე ძველი ვერსიის პიქტოგრამები რომ გამოვიტანოთ, ვიმოქმედოთ

მარჯვენა ღილაკით ეკრანზე, კონტექსტურ მენიუდან ივარჩიოთ ბრძანება

Properties\Desktop\Customize Desktop. ახლა ჩართეთ პიქტოგრამები, რომლებიც

თქვენთვის სასურველია.

ხშირად საჭირო ხდება სამუშაო მაგიდის გასუფთავება. ამ მიზნით სამუშაო მაგიდაზე

ცარიელ ადგილზე იმოქმედეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით, აირჩიეთ კონტექსტურ

მენიუში Arrange Ikons By\ Run Desktop Cleanup Wizard, რის შემდეგ გაიხსნება

ოსტატის პირველი ფანჯარა, გადადით მეორე ფანჯარაზე ღილაკით Next. ოსტატის

მეორე ფანჯარაში გამოტანილი იარლიყების სიიდან გამოთიშეთ (ამოიღეთ ალამი

იარლიყის წინ) ის იარლიყები, რომლებიც გინდათ დატოვოთ ცალკე სამუშაო

მაგიდაზე. შემდეგ ფანჯარაში იმოქმედეთ ღილაკზე Finish. ყველა ის ფაილი,

რომელიც ალმით აუღნიშნეთ ერთ ფოლდერში მოექცევა.

რომ შევქმნათ იარლიყი და აურჩიოთ სურათი სამუშაო მაგიდაზე ცარიელ ადგილზე

გამოიტანეთ კონტექსტური მენიუ. გამოიძახეთ პროგრამა-ოსტატი და მიუთითეთ

ნახ. 2.10. პიქტოგრამების

სისტემურ პანელზე

გამოტანის ფანჯარა

Page 15: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

15

ფაილი, რომლის იარლიყსაც ქმნით. იარლიყის შექმნის შემდეგ მასზე იმოქმედეთ

მაუსის მარჯვენა ღილაკით და გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ. აირჩიეთ ბრძანება

Properties. ისარგებლეთ ღილაკით Change Icon და ეკრანზე გამოსულ ფანჯარაში

აირჩიეთ სურათი.

დროის მოგების თვალსაზრისით შეგვიძლია საიტის მისამართ მოვათავსოთ სწრაფი

გაშვების ინსტრუმენტული პანელზე და ერთი დაწკაპუნებით გავხსნათ. ამისათვის

სამუშაო მაგიდის ცარიელ ადგილზე გამოიტანეთ კონტექსტური მენიუ. გამოიძახეთ

პროგრამა-ოსტატი: New\Shortcut. მიუთითეთ ობიექტის ადგილმდებარეობა Type

the location of the item – http:// www.msn.com, Next, შემდეგ ფანჯარაში Select a

Title for the Program შეიტანეთ Site MSN, Finish. აამუშავეთ შექმნილი იარლიყი --

გაიხსნება ინტერნეტ-გვერდი. მაუსის მარჯვენა ღილაკით ჩავიტანოთ საიტის

იარლიყი და სწრაფი გაშვების ინსტრუმენტულ პანელზე მარცხენა მხარეში აუშვათ

მაუსს -- იარლიყი პანელში ჩაჯდება.

სტარტ ღილაკის ფანჯრის ძველი ვერსიის ფანჯრით რომ შეცვალოთ

მარჯვენა ღილაკით იმოქმედეთ Start ღილაკზე და კონტექსტურ მენიუდან აირჩიეთ

ბრძანება Properties, ეკრანზე გამოსულ ფანჯარაში Taskbar and Start Menu

Properties გადადით ჩანართში Start Menu, ჩართეთ გადამრთველი Classic Start

menu.

თუ საწყისი ფანჯრის გასუფთავებული ხედი - დახურული ყველა დავალებით -

გინდათ გამოიტანოთ, ჯერ გახსენით რამდენიმე დავალების ფანჯარა. შემდეგ

დავალებების პანელზე გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ და აირჩიეთ ბრძანება

Show the Desktop.

დავალებები

დავალება 1: სამუშაო მაგიდაზე ძველი ვერსიის პიქტოგრამების გამოტანა

დავალება 2: შეცვალოთ სტარტ ღილაკის ფანჯრის ძველი ვერსია ახლით

ან პირიქით - ახალი ვერსია ზველით.

დავალება 3: გავასუფთავოთ მოთავსებული Start ღილაკში სიები 1.ბოლო დროს

გამოყენებული პროგრამების, 2. ბოლო დროს გახსლილი

დოკუმენტების

დავალება 4: ჩქარი წვდომისთვის გადაიტანეთ კალკულატორი და რომელიმე

თამაში მენიუში Start.

დავალება 5: შექმენით ამოცანების სამომხმარებლო პანელი

დავალება 6: სამუშაო მაგიდის გასუფთავება

Page 16: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

16

დავალება 7: გამოვიტანოთ საწყისი ფანჯარა დახურული ყველა დავალებით

დავალება 9: დავალებების პანელზე შექმენით ჯგუფები; დახურეთ ჯგუფები

დავალება 10: შევქმნათ იარლიყი და აურჩიოთ სურათი

დავალება 11: შევქმნათ იარლიყი საიტისთვის და მოვათავსოთ სწრაფი გაშვების

ინსტრუმენტულ პანელზე

თემა 3. რამდენიმე მომხმარებლის კომპიუტერთან ერთდროული მუშაობა

კომპიუტერის მოხმარება რამდენიმე პირის მიერ, ნაწილების კონფიდენციალობა და

დაცვა. კომპიუტერის დასახელება. სააღრიცხვო ჩანაწერების შექმნა, გამართვა,

წაშლა. პაროლების დადგენა, სურათებით გაფორმება, ჩქარი გადართვა ერთი

მომხმარებლიდან მეორეზე.

კომპიუტერების ქსელები სულ უფრო და უფრო ფართოვდებიან. მათთან მომუშავე

მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. ამასთან ერთად სულ უფრო აქტუალური

ხდება ინფორმაციის დაცვა. აქ ორი ტიპის დაცვას აქვს ადგილი: ერთი ვირუსებისაგან

დაცვა და მეორე ხაკერების ან კომპიუტერში ინფორმაციის დარღვევისა და

არასანქცირებულად გამოყენებისაგან დაცვა. პირველი მეტ-ნაკლებად რეგულირდება

ანტივირუსული პროგრამებით. მეორე ტიპის დაცვისთვის ოპერაციული სისტემა

იყენებს სააღრიცხვო ჩანაწერებს და პაროლურ სისტემას მომხმარებლისთვის. ეს

პრონციპი მუშაობს არა მარტო ქსელებში ჩართული კომპიუტერებისთვის, არამედ

დამოუკიდებელ პერსონალურ კომპიუტერისათვისაც. მაგალითად, ოჯახში ერთ

კომპიუტერზე მშობლებსა და ბავშვების მუშაობისას, შესაძლებელია ბავშვებისთვის

და მშობლებისთვის დააყენოთ ცალკე სააღრიცხვო ჩანაწერები ისე, რომ ბავშვებმა ვერ

ნახონ ის ჩანაწერები, რომელთანაც მუშაობენ მშობლები. ამასთან ერთად

შესაძლებელია შეიქმნას საერთო საქაღალდეები და ფაილები, რომლებითაც

ისარგებლებენ მომხმარებლები. კომპიუტერში დაცვის მოქმედებების ჩატარების

უფლება აქვს ადმინისტრატორს.

3.1. კომპიუტერის სახელი

დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერ კომპიუტერს აქვს სახელი. ამ სახელით არკვევთ

მის პარამეტრებს და მიმართავთ მას ქსელში. კომპიუტერის სახელი რომ გაარკვიოთ

ან შეცვალოთ არსებული, ამისათვის ისარგებლეთ მთავარი მენიუს ღილაკით Start

აირჩიეთ ფოლდერი Control Panel, მაზე მოქმედების შემდეგ, გაიხსნება იგივე

დასახელების ფანჯარა. ამ ფანჯარაში მოთავსებული პიქტოგრამებიდან მოძებნეთ

Page 17: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

17

Performance and Maintenance (მწარმოებლურობა და მომსახურება) და იმოქმედეთ

მასზე. გაიხსნება დიალოგური ფანჯარა (ნახ. 3.1).

ნახ.3.1. ფანჯარა მწარმოებლურობა და მომსახურება

აირჩიეთ პიქტოგრამა დასახელებით See basic information about your computer

(ძირითადი ინფორმაციის დათვალიერება თქვენს კომპიუტერზე). შედეგად მიიღებთ

ფანჯარას System Properties (სისტემის თვისებები, ნახ. 3.2).

გადადით ჩანართზე Computer Name (კომპიუტერის სახელი, ნახ. 3.3).

ნახ. 3.2. ფანჯარა

System

Properties

Page 18: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

18

ცენტრალურ ნაწილში მითითებულის კომპიუტერის სახელი (toshiba) და მუშა-

ჯგუფი, თუ კომპიუტერი ქსელშია ჩართული, მაშინ კომპიუტერის სრული სახელი

შედგება კომპიუტერისა და დომენის სახელისგან, მაგალითად toshiba.ecom.ge.

კომპიუტერის სახელი რომ შეცვალოთ, იმოქმედეთ ღილაკზე Change (შეცვალე), რის

შემდეგ გაიხსნება დიალოგური ფანჯარა, სადაც უთითებთ კომპიუტერის ახალ

სახელს (ნახ.3.4). თუ ქსელში ჩართულ კომპიუტერის სახელს ცვლით, დაგჭირდებათ

ქსელური ადმინისტრატორის სააღრიცხვო ჩანაწერის სახელი და პაროლი.

ნახ. 3.3. ჩანართი

Computer Name

ნახ. 3.4. კომპიუტერის

სახელის მითითების

ფანჯარა

Page 19: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

19

დახურეთ გახსნილი ფანჯრები. კომპიუტერი სისტემის გადატვირთვას მოგთხოვთ,

რათა დადგენილ ახალ პირობებში დაიწყოს მუშაობა.

3.2. სააღრიცხვო ჩანაწერები და მათი შექმნა

ოპერაციულ სისტემში XP Home Edition შესაძლებელია ორი დონის უფლებების

დანიშვნა: კომპიუტერული ადმონისტრატორები და მომხმარებლები შეზღუდვებით.

მომხმარებლებს, რომლებსაც ადმინისტრატორული უფლებები აქვთ, შეუძლიათ:

შექმნან სამომხმარებლო სააღრიცხვო ჩანაწერები,

დააყენონ პროგრამები და ამოიღონ ხმარებიდან,

განახორციელონ შეღწევა ყველა ფაილთან,

შეიტანონ მნიშვნელოვანი ცვლილებები სისტემის კონფიგურაციაში.

მომხმარებლები შეზღუდული უფლებებით შეძლებენ:

შექმნან, წაშალონ, შეცვალონ თავისი პაროლები,

შეცვალონ სამუშაო მაგიდის ფონი, პარამეტრები თავისი სააღრიცხვო

ჩანაწერისთვის,

უმუშაონ თავის ნაწილში: შექმნან ფაილები, მოახდინონ მათი რედაქტირება,

წაშლა, მათი ორგანიზაცია საქაღალდეებში.

სააღრიცხვო ჩანაწერი რომ შევქმნათ თანმიმდევრულად გაააქტიურეთ ბრძანებები:

Start\ Control Panel\ User Account, რის შემდეგ მიიღებთ ფანჯარას User Account

(მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერიბი, ნახ. 3.5).

აირჩიეთ Create a new account (ახალი ჩანაწერის შექმნა), რის შემდეგ შეიტანეთ

ფანჯარაში სახელი,მაგალითად ”ვანო” და დააჭირეთ ღილაკს Next. შემდეგ

ფანჯარაში უნდა მიუთითოთ მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის ტიპი. აირჩიეთ

Computer Administrator და იმოქმედეთ ღილაკზე Create Account- შექმენი

ჩანაწერი. სისტემა შექმნის ჩანაწერს და მოათავსებს ფანჯარაში User Account.

ნახ. 3.5. ფანჯარა User

Account (მომხმარებ-

ლის სააღრიცხვო ჩანა-

წერიბი)

Page 20: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

20

შეგიძლიათ ჩანაწერს აურჩიოთ სურათი, რომელიც გამოვა ჩანაწერის წინ

მომხმარებლის სახელის გვერდით. სურათი რომ შეცვალოთ, ფანჯარაში User

Account იმოქმედეთ ისარზე Change the picture (შეცვალე სურათი), გამოჩნდება

სხვადასხვა პიქტოგრამები (ნახ. 3.6).

აირჩიეთ რომელიმე ან მიუთითოთ Browse for more pictures (დამათვალიერებინე

სხვა სურათები). მაშინ იხსნება საქაღალდე MyPictures, შეგიძლიათ მიუთითოთ

ნებისმიერი ფოლდერი, სადაც მოთავსებული გაქვთ სურათები. დაბრუნდით

ფანჯარში User Account და იმოქმედეთ ახლად შექმნილ ჩანაწერზე (ნახ. 3.7),

გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც ჩამოთვლილია ყველა მოქმედება, რომელიც

შეიძლება დაგჭირდეთ ჩანაწერებთან მუშაობის დროს. შექმენით პაროლი

ჩანაწერისთვის. ამისათვის გაააქტიურეთ ბრძანება Create a password, და

შეიტანეთ პაროლი (ნახ.3.8).

ნახ. 3.7. ჩანაწერის ფანჯარა, სადაც ჩამოთვლილია ყველა მოქმედება ჩანაწერებზე

ნახ. 3. 6. სურათის

შერჩევა ჩანაწერის-

თვის

Page 21: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

21

პაროლის ფანჯარაში ბოლო სტრიქონში შეიტანეთ კითხვა, რომლის პასუხი თქვენ

სიტყვა-პაროლად აირჩიეთ, ეს კითხვა დაგეხმარებათ სააღრიცხვო ჩანაწერის გახსნა-

ში პაროლის დავიწყების შემთხვევაში. შეგიძლიათ ჩანაწერს შეუცვალოთ ტიპი --

ადმინისტრირების ტიპი შეცვალოთ შეზღუდული უფლებების ტიპად, შეგიძლიათ

წაშალოთ ჩანაწერი (იმ შემთხვევაში, თუ ამ ჩანაწერით არავინ არ მუშაობს წაშლის

მომენტში). წაშლის დროს სისტემა გეკითხებათ წაშალოს, თუ არა ყველა ის ფაილი,

რომელიც ჩანაწერის ნაწილშია წარმოდგენილი.

3.3. მომხმარებლებს შორის სწრაფი გადართვა

კომპიუტერთან მუშაობის დაწყების დროს სეანსის დაწყება სააღრიჩხვო ჩანაწერის და

პაროლის შეტანით იწყება. Windows XP ახალი ფუნქციაა შემოტანილი: იმ

შემტხვევაში, თუ ერთი მომხმარებელი ამთავრებს სამუშაოს და მეორე კი იწყებს,

შესაძლებელია არ გამოირთოს კომპიუტერი. ამ ფუნქციის მიზნათ დროის და

შრომის ეკონომიაა, ვინაიდან არ არის საჭირო წინა მომხმარებლის დავალებების

ფანჯრების დახურვა. აქვე აღვნიშნოთ, რომ ქსელის პირობებში, თუ კომპიუტერი

დომენთან არის მიერთებული, ჩქარი გადართვა არ მუშაობს.

ამ ფუნქციის დადგენისთვის (სტანდარტულად ის დადგენილია), ჩართეთ

კომპიუტერი და გახსენით რომელიმე ჩანაწერი. შემდეგ საწყისი მენიუდან გახსენით

ფოლდერი Control Panel-ის ფანჯარა და გადადით მომხმარებლის ჩანაწერების

ფანჯარაში (ნახ.3.9).

ნახ. 3.8.

პაროლის

მინიჭების

ფანჯარა

Page 22: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

22

ნახ. 3.9. მომხმარებლის ჩანაწერების ფანჯარა

იმოქმედეთ ისარზე ბრძანებით Change the way users log on and off ( სისტემაში

შესვლის და გამოსვლის ხერხის შეცვლა, რის შემდეგ მიიღებთ კიდევ ერთ ფანჯარას

(ნახ. 3.10). ჩართეთ გადამრთველი Use Fast User Switching - მომხმარებლების

ჩქარი გადართვა და იმოქმედეთ ღილაკზე Apply Options - გამოიყენე ცვლილებები.

დახურეთ ფანჯრები. გამოიტანეთ საწყისი მენიუ და იმოქმედეთ ღილაკზე Log Off.

სეანსის დასრულების დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ მარცხნივ განლაგებული

პიქტოგრამა Switch User (ნახ.3.11), რის შემდეგ ეკრანზე გამოვა Welcome

ჩააღრიცხვო ჩანაწერების გამოსახულებებით, აირჩიეთ რომელიმე, შეიტანეთ პაროლი

და დაიწყეთ მუშაობა.

ნახ. 3.10. მომხმარებლებს შორის ჩქარი გადართვის დადგენა

Page 23: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

23

თუ კომპიუტერში არსებული სააღრიცხვო ჩანაწერების დავათვალიერება გნებავთ,

ჩაატარეთ შემდეგი ოპერაციები:

1.Start\My computer\Properties. 2. აირჩიეთ დიცკი C: და მარჯვენა მაუსის ღილაკით

გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ, 3. გადავიეთ ჩანართში Security , 4. მოვნიშნოთ

ფანჯარაში Group of user name, დააკვირდით მომდევლო Permission of users

ფანჯარაში ცვლილებებს, 5. შეგიძლიათ შეცვალოთ უფლებები ჯგუფებისთვის, და

დამატებითად გახსნათ ფანჯარა Advanted Security Settings for Local Dick C: და

ისარგებლოთ სხვადასხვა ჩანართებით.

შეგიძლიათ Start-ღილაკიდან გამოიძახოთ ბრძანება Run და გახსნილ ფანჯრის

სტრიქონში Open შეიტანოთ Compmgmt.msc.

დავალებები

დავალება 1: კომპიუტერისთვის სახელის მინიჭება

დავალება 2: შექმენით სააღრიცხვო ჩანაწერი მომხმარებლისთვის ადმინისტრატორის

უფლებებით.

დავალება 3: შეცვალეთ სააღრიცხვო ჩანაწერი ადმინისტრატორის უფლებებით

შეზღუდულ უფლებების ტიპზე და აირჩიეთ სურათი სააღრიცხვო ჩანაწერისთვის

დავალება 4: პაროლის შექმნა

დავალება 5: მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერის წაშლა

დავალება 6: კონტროლ პანელის დანახვა Windows XP ხედით.

დავალება 7: მომხმარებლების ჩქარი გადართვის ფუნქციის ჩართვა

დავალება 8: დავათვალიეროთ კომპიუტერში არსებული სააღრიცხვო ჩანაწერები

ნახ. 3.11. მომხმარებლებს

შორის ჩქარი გადართვის

ფანჯარა

Page 24: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

24

თემა 4. ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა

სისტემური საქაღალდეები. საქაღალდე გამყოლი Windows Explorer. სისტემური

პროგრამები. დამატებითი პროგრამები. მათი ადგილმდებარეობა და შემადგენლობა.

გადაადგილება, წაშლა, გამოყენება. ფაილების ეკრანზე გამოტანის გზები. ტექსტური,

აუდიო, ვიდეო, გრაფიკული ფაილები და მათთან მუშაობა. ფაილების წაშლა,

რედაქტირება, სახელის შეცვლა, გადაადგილება. ფაილების ძიება. ფაილების

არქივირება. საქაღალდე Briefcase, მისი დანიშნულება და გამოყენება.

4.1.Windows-ის ფაილური სისტემა

ძირითადი საქაღალდეები. ინფორმაცია კომპიუტერზე ენახება ფაილების სახით.

ფაილები სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულებისაა. ზოგი ემსახურება პროგრამებს,

ზოგი იქმნება მომხმარებლის მიერ. ფაილები, რომლებიც პროგრამების მიერ იქმნება,

შემსრულებლებს (.exe) ან დინამიურად დაკავშირებულ ბიბლიოთეკებს (.ddl)

წარმოადგენენ. ეს ფაილები ხშირად დამალულია, რათა შემთხვევით არ დაზიანდნენ.

ფაილები, რომლებსაც მომხმარებელი ქმნის, წარმოადგენენ დოკუმენტებს, სურათებს,

ელექტრონულ ცხრილებს, გრაფიკას, აუდიო და ვიდეო კლიპებს.

ფაილები ჯგუფდება კომპიუტერზე საქაღალდეებში (ფოლდერებში). ოპერაციულ

სისტემა 4 სისტემურ საქაღალდეს ქმნის:

Documents and Settings. იქმნება ცალკე საქაღალდეები სამომხმარებლო

პროფილისთვის. ერთი მომხმარებლისთვის სისტემას შეუძლია შექმნას რამდენიმე

პროფილი. თუ მომხმარებელი შედის სისტემაში სხვადასხვა პაროლით. თითოეულ

პროფილში სისტემა ქმნის სამ საქაღალდეს: My Documents (ჩემი დოკუმენტები),

My Pictures (ჩემი სურათები), My Music (ჩემი მუსიკა). მათ შემასგენლობაზე

მათი დასახელებები მეტყველებენ.

Program Files. ეს საქაღალდე ემსახურება პროგრამულ ფაილებს, რომლებიც

დაყენებულია კომპიუტერზე. აქ ხვდება პროგრამების გამშვები ფაილები. როგორც

წესი, პროგრამის ინსტალირების შემდეგ, მათი სახელები და ძირითადი

შემადგენელი პროგრამები აქ იყრის თავს.

Тemp. ამ საქაღალდეში ოპერაციული სისტემა და სხვა პროგრამები ინახავენ

დროებით ფაილებს.

WINDOWS ან WINNT. აქ ინახება სისტემური ფაილები და აჯობებს მათ არ

ახლოთ ხელი.

Page 25: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

25

ფაილებს აქვთ დასახელება, რომელიც ორი ნაწილიდან შედგება: სახელი და

გაფართოება. სახელი 256 სიმბილსისგან წარმოებს. მასში არ შედის მოსამსახურე

სილბოლოები, რომლებსაც სისტემური დატვირთვა აქვთ. მაგალითად: *, !, :, ; და სხვა.

გაფართოება სამი სიმბოლოსაგან შედგება, შესაძლებელია ორი ან 4 სიმბოლოც და

მიუთითებს ფაილის ტიპზე. ამ შემთხვევაში ტიპი ნიშნავს იმ პროგრამის

იდენტიფიკატორს, რომელშიც იქმნება ფაილი. ფაილების გაფართოება

სტანდარტულად დამალულია, მაგრამ მათი გამოტანა საჭიროების შემთხვევაში

შესაძლებელია. ამისათვის ისარგებლეთ ფოლდერით My Computer ან გამყოლით

Windows Explorer, მენიუდან Tools\ Folder Options\ View ფანჯარაში

გადამრთველიდან Hide extensions for known file types (ნახ. 4.1) ამოიღეთ

ალამი.ფანჯრების დახურვის შემდეგ ფოლდერებში

ფაილების გაფართოება გამოჩნდება.

დასახელების გარდა, ფაილს შეიძლება გრაფიკული ნიშანიც ჰქონდეს, რაც

მნიშვნელოვნად აადვილებს მომხმარებლის მუშაობას ფაილურ სისტემასთან.

4.2. გამყოლი Windows Explorer

ფაილებისა და ფოლდერების დასათვალიერებლად და მათთან მუშაობისათვის

შეგიძლიათ გამოიყენოთ გამყოლი Windows Explorer. მისი გამოძახება შეგიძლიათ

ღილაკიდან Start. ამისათვის ისარგებლეთ ღილაკით Start\All Programs\

Accessories\Windows Explorer (ნახ. 4.2).

ნახ. 4.1. ფაილის

სახელის გაფართო-

ებით გამოტანა

Page 26: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

26

შეგიძლიათ გახსნათ გამყოლი Start ღილაკიდან კონტექსტური მენიუს ბრძანების

Explore გამოძახებით. ან შეგიძლიათ შექმნათ Windows Explorer-ის მოკლე

აღმნიშვნელი სამუშაო მაგიდაზე. ამისათვის სამუშაო მაგიდაზე გამოიძახეთ მოკლე

აღნიშვნების პროგრამა-ოსტატი, და ფანჯარაში Type the location of the item

აუკრიფეთ explorer.exe. გადადით შემდეგ ბიჯზე და მიუთითეთ სახელი explorer

და დაასრულეთ ოსტატი ღილაკით Finish,Ok. ნიშანი გამოჩნდება სამუშაო მაგიდაზე,

მაგრამ შეგიძლიათ ჩასვათ ჩქარი შეღწევის ინსტრუმენტების პანელზე, რათა მისი

გამოძახება მაშინაც კი, როდესაც მაგიდას ვერ ხედავთ, იოლად შეგეძლოთ. მოკიდეთ

მაუსი და ჩამოიტანეთ ამოცანების პანელამდე და აუშვით მაუსს თითი. შეგიძლიათ

მაუსით ნიშანი Start ღილაკიძე აუშვათ -- მაშინ ნიშანი პროგრამების რჩეული

პროგრამების სიაში ჩაჯდება. არსებობს კიდევ ერთი გზა გამყოლის გამოსაძახებლად:

ისარგებლეთ ღილაკით ვინდოუსის ნიშნით და კლავიშით E ერთდროულად.

ნახ.4.2. Windows Explorer-ის გამოძახება

Windows Explorer-ის გახსნის შედეგად ეკრანზე ვიღებთ (ნახ. 4.3):

Page 27: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

27

ნახ. 4.3. გამყოლის Windows Explorer ფანჯარა

სურათზე ნაჩვენებია ძირეული საქაღალდე Desktop და მასთან და მასში

წარმოდგენილ ფაილებთან დაკავშირებული ბრძანებები დაჯგუფებულია მენიუს

კატეგორიებში. მენიუს სტრიქონის ქვეშ ღილაკებია, რომლებიც აღნიშნავენ

კონკრეტულ მოქმედებებს გახსნილ საქაღალდის შიგთავსზე. მარცხნივ, ნაწილში

Folders საქაღალდეების სტრუქტურაა წარმოდგენილი, მარჯვნივ კი - მარცხნივ

მონიშნული საქაღალდის შემადგენლობა. ხედის შეცვლისთვის ინსტრუმენტების

პანელზე აირჩიეთ ღილაკი Folders, გამყოლის ხედი შეიცვლება და შემდეგ სახეს

მიიღებს (ნახ.4.4):

ნახ. 4.4. გამყოლის Windows Explorer ფანჯარა შეცვლილი ხედით

Page 28: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

28

ამ ფანჯარაში მარჯვენა ნაწილი უცვლელი რჩება, მარცხენაში კი თავსდება

დავალებები და ადგილმდებარეობა, რომელსაც აქვთ კავშირი გახსნილ

საქაღალდესთან Desktop.

გახსენით საქაღალდე My Computer. მარჯვნივ მიიღებთ მოწყობილობებისა

დამმახსოვრებელი მოწყობილობების სიას, რომლებიც კომპიუტერზეა დაყენებული.

დისკებზე არსებული სისტემური ფაილები იწერება ძირეულ კატალოგში, ამიტომ

გამაფთხილებელ შეტყობინებას იღებთ. ამ ფოლდერებში ცვლილებების

პროცედურების ჩატარების წინ დარწმუნდით თქვენი მოქმედებების სისწორეში.

აჯობებს ასეთ ფაილებს არ შეეხოთ.

დაათვალიერეთ საქაღალდის Documents and Settings შიგთავსი. გახსენით

საქაღალდე All Users. აქ შესული საქაღალდეები საერთოა ყველა მომხმარებ-

ლისთვის. გამყოლთან მუშაობის დროს ისარგებლეთ მარცხენა სიის საქაღალდეების

წინ ნიშნებით ”-”და ”+”. საქაღალდეების გახსნის დროს დააკვირდით მისამართის

სტრიქონს, მასში ჩნდება სრული გზა სად არის განლაგებული საქაღალდე ან ფაილი.

ეს სტრიქონი გამოდის მენიუდან ბრზანებით : View\Toolbars\Adress Bar. მისი

დამაგრება შეგიძლიათ ბრძანებით Unlock the Toolbars.

4.3. საქაღალდეების და ფაილების დათვალიერების გზები

გამყოლის მარჯვენა მხარეს საქაღალდეები და ფაილები სხვადასხვა სახით შეიძლ;ება

გამოვიტანოთ. გამოტანის ფორმები შეიძლება ავირჩიოთ მენიუდან View, ან

ინსტრუმენტულ პანელიდან პიქტოგრამის სამკუთხედის სიიდან, ან

კონტექსტური მენიუდან, რომელიც გამოტანება მარჯვენა მხარეს გახსნილ ნაწილის

ცარიელ ადგილზე მოქმედებით. ხედების სია მეტ-ნაკლებად ერთნაირია და

წარმოადგენს შემდეგ ჩამონათვალს:

ხედი ცხრილი წარმოადგენს სტანდარტულად ფაილებისა და საქაღალდეების სიას,

მათ ნიშნებს და სახელებს, ზომას, შექმნისა და მოდიფიცირების თარიღს, ტიპს.

მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოტანილი იქნას ბევრი სხვა სვეტი,

რომელიც შეგიზლიათ გამოიტანოთ და ჩართოთ ცხრილში. ამისათვის იმოქმედეთ

მაუსით სვეტების სტრიქონში და აირჩიეთ ჩამონათვალიდან საჭირო (ნახ. 4.5).

Page 29: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

29

ნახ. 4.5. ფოლდერის ხედი ცხრილი

ფოლდერები და ფაილები რომ დავახარისხოთ, ამისთვის იმოქმედეთ სვეტის

დასახელების არეში მაუსით ერთხელ - ველის მნიშვნელობები ზრდადობით

დალაგდება, თუ მეორედ იმოქმედებთ - კლებადობით.

დიაფილმების ხედი გამოიყენება სურათებისთვის და აჩვენებს კონკრეტულად

არჩეულ სურათს (ნახ. 4.6).

ნახ. 4.6. ფოლდერის ხედი დიაფილმი

Page 30: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

30

ხედი ნიშნები წარმოადგენს ნიშნებს და დასახელებებს თითოეული ფაილისთვის

საქაღალდეში (ნახ. 4.7)

.

ნახ. 4.7. ფოლდერის ხედი ნიშნები

ხედი ფილები წარმოადგენს გადიდებულ ნიშანს, ფალის სახელს, ზომისა და ფაილის

ტიპის მითითებით (ნახ. 4.8).

ნახ. 4.8. ფოლდერის ხედი ფილები

ხედი გვერდების ესკიზი გვიჩვენებს გრაფიკულ 1,5 დიუმის ზომის კვადრატს, სადაც

მოთავსებულია იმ ფაილის ოთხამდე პრეზენტაცია, რომლებიც მოთავსებულია

საქაღალდეში. ესკიზი ფაილის მოკლე აღწერასაც შეიცავს (ნახ. 4.9).

ნახ. 4.9. ფოლდერის ხედი გვერდების ესკიზი

Page 31: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

31

ხედი სია გვიჩვენებს ფაილების და ფოლდერების სიას ყოველგვარი დანატებითი

ინფორმაციის გარეშე, გარდა დასახელებისა და პატარა ნიშნისა.

4.4. საქაღალდეების და ფაილების შექმნა, რედაქტირება და წაშლა

გამოყენებითი პროგრამები ქმნიან კომპიუტერში ფაილებს, რომლის გაფართოება

მიუთითებს ფაილის ტიპზე. ასეთები არიან ტექსტური ფაილები .doc შექმნილი

პროგრამით Microsoft Word, ელექტრონული ცხრილები გაფართოებით .xls

შექმნილი პროგრამით Microsoft Excel, და ა. შ. შექმნილ ფაილებს ფოლდერებში

ვათავსებთ. ზოგი ფაილი დიდია, მას უკავია მყარ დისკზე რამდენიმე მეგაბაიტი

ინფორმაცია, ზოგი კი მცირეა და სულ რამდენიმე ბაიტი უჭირავს. ვინაიდან

ფაილების რაოდენობა დროთა განმავლობაში იზრდება და მეხსიერება მაინც

შეზღუდულია, საჭირო ხდება ფაილების და ფოლდერების შეკუმშვა. შეკუმშული

ფაილის ან ფოლდერის შენახვა გამართლებული იმიტომაც, რომ ხშირად გვიხდება

ფაილების ერთი კომპიუტერიდან მეორეზე გადატანა, ფოსტით გაგზავნა. ამ

ოპერაციების შესრულების დროსაც ვხვდებით შეზღუდვებს.

შევქმნათ ახალი საქაღალდე სახელით wasasleli D: დისკურ მოწყობილობაზე.

ამისათვის გახსენით გამყოლი და მისამართების სტრიქონში ჩაწერეთ D:\, გაიხსნება

ფანჯარა, სადაც მარცხნივ ფოლდერების სტრუქტურა გამოჩნდება, მარჯვნივ კი D:\

დისკური მოწყობილობაზე განლაგებული ფოლდერები და ფაილები. იმოქმედეთ

მარჯვნივ ცარიელ ადგილზე მაუსით, და კონტექსტურ მენიუდან აირჩიეთ

New\Folder. მიეცით სახელი wasasleli ახალ მონიშნულ ფოლდერს და გახსენით იგი.

იმოქმედეთ ინსტრუმენტულ პანელზე ღილაკით Folders. შედეგად უნდა მიიღoთ

ასეთი ფანჯარა (ნახ. 4.10):

ნახ. 4.10. ახალი ფოლდერის შექმნა გამყოლით

Page 32: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

32

შექმენით ტექსტური ფაილი: მარჯვნივ ცარიელ ადგილზე იმოქმედეთ მაუსით, და

კონტექსტურ მენიუდან აირჩიეთ New\ Text Document. მიეცით სახელი

TextDocument და გახსენით იგი. გაიხსნება პროგრამა Notepad, შეიტანეთ ტექსტი

და დახურეთ პროგრამა. ფოლდერში wasasleli ახლა ტექსტური ფაილის გვერდით

ფაილის ზომაა - 1კბ. შექმენით კიდევ ერთი ფაილი, ოღონდ ახლა პროგრამით Paint

ბრძანებით: New\ Bitmap Image და დაარქვით სახელი NewBitmapImage.bmp.

შიძლება პროგრამა Paint გრაფიკული ფაილის შესაქმნელად პროგრამების სიაში არ

აღმოჩნდეს, ამიტომ დაგჭირდებათ გაფართოების .bmp მითითება. ფოლდერში

გამოჩნდება უკვე ორი ობიექტი (ნახ. 4.11)

:

ნახ. 4.11. ფოლდერი ორი ფაილით

გრაფიკულ ფაილზე იმოქმედეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და კონტექსტურ

მენიუში აირჩიეთ ბრძანება Edit. გაიხსნება პროგრამა Paint. დახატეთ ნებისმიერი

სურათი და დახურეთ პროგრამა. კითხვაზე შეინახოს, თუ არა შედეგი, მიუთითეთ

Ok. ფოლდერში wasasleli გრაფიკული ფაილის ნიშნის გვერდზე ჩაიწერება ფაილის

ზომა პიქსელებში სიგანის და სიმაღლის, მაგალითად, 882 X 684. ახლა მონიშნეთ

ორივე ფაილი: ჯერ ერთი და შემდეგ - მეორე ღილაკით Ctrl. მაშინათვე მარცხენა

ნაწილში მოქმედებების შემადგენლობა შეიცვლება(ნახ.4.12).

ნახ. 4.12.

გამყოლის ხედი

მონიშნული

ფაილებით

Page 33: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

33

იმოქმედეთ მონიშნულ ფაილებზე და კონტექსტურ მენიუდან აირჩიეთ ბრძანება

Send To\ Compressed (zipped) Folder, რის შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა,

რომელიც შემოგთავაზებთ შემჭიდროვებულ ფაილების შემჭიდროვებულ

ფოლდერებში ჩაწერას. დაეთანხმეთ და დააჭირეთ ღილაკს Ok. შედეგი

წარმოდგენილია ნახატზე 4.13. ფოლდერში გამოჩდა მჭიდროდ ჩაწერილი რომელიმე

მასში შესულის ფაილის სახელით.

თუ მჭიდროდ ჩაწერილ ფაილზე იმოქმედებთ, დაინახავთ ორივე ფოლდერის

ფაილს. იმოქმედეთ ბილაკზე Up ინსტრუმენტების პანელიდან და გადადით D:

დისკურ მოწყობილობაზე, მონიშნეთ ფოლდერი wasasleli, მარცხენა მხარეს მენიუში

File and Folder Tasks აირჩიეთ ბრძანება Delete this folder, Ok.

4.5. რამდენიმე კომპიუტერზე ფაილებთან და ფოლდერებთან მუშაობა

როდესაც რამდენიმე კომპიუტერზე მუშაობა გიხდებათ ან ხშირად სხვადასხვა

მომხმარებლის მიერ მოგროვილ ინფორმაციის აერთიანებთ, სამუშაოს პოზიტიურ

ორგანიზებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ საქაღალდით Briefcase. ამ

ფოლდერთან მუშაობა მოქცემთ საშუალებას ერთი და იგივე დასახელების ფაილის

რამდენიმე ვერსიის აუცილებლობას აუაროთ გვერდი და სინქრონიზაციის

საშუალებით ავტომატურად მიიღოთ ერთიანი განახლებული ფაილი.

შექმენით სამუშაო მაგიდაზე ან ნებისმიერ თავისუფალ ადგილზე გამყოლის

მარჯვენა მხარეს ფოლდერი Briefcase. დაარქვით მას ნებისმიერი თქვენთვის

მისაღები სახელი, მაგალითად My Briefcase. გახსენით შექმნილი ფოლდერი და

ნახ. 4.13.

ფოლფერი

მჭიდრო

ფაილით

Page 34: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

34

შეიტანეთ ის ფაილები (ასლები), რომლების ხშირად ითხოვს განახლებას და სხვა

კომპიუტერთან მუშაობას (ნახ. 4.14).

.

ნახ. 4.14. ფოლდერი My Briefcase შიგთავსით

მიაქციეთ ყურადღება ველს Sync Copy In და Status, ისინი მიუთითებენ რომ, ასლი

დაკავშირებულია ორიგინალთან და მის ადგილმდებარეობასთან და აღნიშნულია

სინქრონიზებულია, თუ არა ფაილები. გადაწერათ შექმნილი ფოლდერი ფაილებით

ფლეშზე ან დისკზე. იმუშავეთ მათზე: შეცვალეთ ან დაამატეთ ფაილებს ინფორმაცია.

შემდეგ ისევ მიუერთეთ ძირითად კომპიუტერს და გახსენით ფოლდერი. თუ

ფაილებში ცვლილიბებია შეტანილი, ფოლდერში გამოჩნდება (ნახ.4.15).

ნახ. 4.15. ფოლდერის My Briefcase შიგთავსი განსაახლებელი ფაილით

მენიუდან Briefcase მიუთითეთ Update All, რის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა,

რომელშიც გთხოვთ მიუთითოთ რომელი ფაილი უნდა განახლდეს, ჩვენ შემთხვე-

ვაში უნდა განახლდეს ფაილი anketaCV.docx (ნახ. 4. 16). განახლებისთვის იმოქმედეთ

ღილაკზე Update, რის შემდეგ მიიღებთ სინქრონიზებულ ფაილებს ორივე ფოლ-

დერში my briefcase.

Page 35: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

35

4.6. ფაილებისა და ფოლდერების გადაადგილება და სახელის შეცვლა

ფაილებისა და ფოლდერების გადაადგილება მარტივად სრულდება. არსებობს

კოპირების და გადაადგილების მარტივი გზა. ეს არის ტექნოლოგია Cut -Copy-Paste

(ამოჭრა-ასლის შექმნა-ჩასმა). ეს ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება არამარტო ოპე-

რაციულ სისტემებში, არამედ MS Office სისტემურ პროგრამებშიც. ამ მეთოდით რომ

ისარგებლოთ, მონიშნეთ ფოლდერი (ფაილი) მარჯვენა ღილაკით და კონტექსტურ

მენიუდან აირჩიოთ Cut, თუ ამოჭრა გნებავთ, და Copy, თუ ასლის შექმნა გინდათ.

შემდეგ გახსენით ფოლდერი, სადაც ფოლდერი (ფაილი) უნდა ჩასვათ. იმოქმედეთ

ფოლდერის თავისუფალ ადგილზე მარჯვენა ღილაკით და კომტექსტურ მენიუდან

აირჩიეთ ბრძანება Paste. თუ ასლის შექმნა გვნებავთ, შეგიძლიათ ასლი ჩაწეროთ

იგივე ფოლდერში, სადაც ფოლდერი (ფაილი) გაქვთ ან გადაიტანოთ სხვა

ფოლდერში. პირველ შემთხვევაში ასლი მიიღებს სახელს, რომელიც სიტყვა Copy of

და ფოლდერის (ფაილის) სახელისაგან შედგება. თუ სხვა ფოლდერში გადაგაქვთ,

მაშინ ასლის სახელი იდენტურია დედანისა. ბრძანებები Cut, Copy, Paste შეტანილია

მენიუს View ჯგუფშიც. მათი გამოყენება შეიძლება კლავიატურიდანაც ღილაკების

კომბინაციით Ctrl+X, Ctrl+C, Ctrl+V. იგივე ოპერაციები - ასლის შექმნა ან ცხვა

ფოლდერში გადატანა შეგიძლიათ შემდეგი გზითაც. გახსენით ფოლდერი და

ინსტრუმენტულ პანელზე იმოქმედეთ ღილაკზე Folders. გამყოლის მარცხენა

ნაწილში ჩნდება მოქმედებების სია (ნახ. 4.17).

ნახ. 4.16. ფოლდე-

რის Briefcase განა-

ხლება

Page 36: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

36

მონიშნეთ მარჯვენა ნაწილში ფოლდერი (ფაილი) და მარცხნივ აირჩიეთ ბრძანება

Copy this Folder (Copy this File), თუ ასლის შექმნა გნებავთ და Move this Folder (Move this

File), თუ ფოლდერის (ფაილის) - გადაადგილება. ბრძანების არჩევის შემდეგ ეკრანზე

დიალოგური ფანჯარა გამოდის (ნახ. 4.18).

მიუთითეთ ფოლდერი ან შექმენით ახალი ფოლდერი ღილაკით Make New Folder,

სადაც ასლი გნებავთ მოათავსოთ. იმოქმედეთ ღილაკზე Copy. ასეთივე ფანჯარა

გამოდის მაშინ, როდესაც ფოლდერის (ფაილის) გადაადგილება გნებავთ, ოღონდ

ღილაკის Copy მაგივრად ფანჯარაში ჩაჯდება ღილაკი Move. დაბოლოს, შეგიძლიათ

ისარგებლოთ ფოლდერის (ფაილის) ”გადათრევით” ერთი ფოლდერიდან მეორეში.

თუ ”გადათრევის” დროს ისარგებლებთ ღილაკით Ctrl, მაშინ გადათრევის შედეგად

იქმნება ასლი, თუ ამ ღილაკით არ ისარგებლებთ, მაშინ ფალდერი (ფაილი) ადგილს

შეიცვლის. აქვე აღვნიშნოთ, რომ ერთი დისკური მოწყობილობიდან მეორეზე

”გადათრევის” დროს, ყოველთვის იქმნება ასლი.

ნახ. 4.17.

ფოლდერის ხედი

ჩართული ღი-

ლაკით Folders

ნახ. 4.18. დიალოგური ფანჯარა,

სადაც უთითენთ სად, რომელ

ფოლდერში გადაგაქვთ ფოლ-

დერის ასლი.

Page 37: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

37

ფალდერის (ფაილის) სახელის შეცვალა ბრძანებით Rename კონტექსტური მენიუდან

შეგიძლიათ ან მოქმედებით Rename this Folder (Remove this File) იგივე გზით ,

რომელითაც ვსარგებლობთ ასლის შექმნის დროს.

4.7. ფაილების ძიება

Windows XP არსებობს პროგრამა Search Companion (ძიების დამხმარე),

რომლითაც შეგიძლიათ მოიძიოთ ყველა ტიპის ობიექტი: ფაილები, ფოლდერები,

პრინტერები, კომპიუტერები. ძიება შეგიძლიათ აწარმოოთ თქვენს კომპიუტერზე ან

სხვა კომპიუტერზე, რომელიც თქვენს ქსელშია ჩართული. შეგიძლიათ აწარმოოთ

ძიება ინტერნეტშიც. პროგრამა ეძებს ობიექტებს წინასწარ შექმნილ მონაცემთა

ბაზაში, რომელსაც პროგრამა Indexing Service ქმნის მაშინ, როდესაც თქვენი

კომპიუტერი თავისუფალია დავალებებისაგან.

გამოვიძახოთ ძიების ფუნქცია ღილაკიდან Start\ Search. გაიხსნება ფანჯარა

Search Results (ძიების შედეგი). ამ ფანჯარაში მარცხნივ ჩნდება Search

Companion (ნახ. 4.19).

მიუთითეთ რომ ეძებთ ფაილებს და ფოლდერებს (All files and folders). შემდეგ

გვერდზე ფანჯარაში A word or phrase in the file აუკრიფეთ ”ოპერაციული

სისტემები”, შემდეგ სტრიქონში Look in ჩამოშალეთ სია და აირჩიეთ D:\ დისკი.

მიუთითეთ ძიება ღილაკით Search. ტექსტის აკრეფის დროს შეგიძლიათ

ისარგებლოთ შემდეგი სიმბოლოებით: ”*” - ნებისმიერი რაოდენობის სიმბოლოები,

”?” - აღნიშნავს ნებისმიერ სიმბოლოს. მათი გამოყენება შემდეგი შინაარსით შეიძლება:

*. docx – ნებისმიერი ვორდ-ფაილი;

ნახ. 4.19. ძიების

ფანჯარა

Page 38: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

38

F??.txt - ტექსტური ფაილი, რმლის სახელი 3 სიმბოლოს შეადგენს და მათ შორის

პირველი არის F, დანარჩენი ორი კი უცნობია;

g*.txt - ნიშნავს, რომ ფაილის სახელი იწყება სიმბოლოთი ”g”.

შეგიძლიათ ფაილის შექმნის დროს ან ზომის მიხედვით ჩაატაროთ ძიება, ამისათვის

ისარგებლეთ ნაწილით When was it modified? (როდის იყო მოდიფიცირებული) და

აურჩიეთ ერთ-ერთი აქვე მოცემული მნიშვნელობა - ბოლო კვირა, ბოლო თვე, ბოლო

წლის მანძილზე, კონკრეტული თარიღი. კონკრეტული თარიღის გააქტიურების

შედეგად აქვე მიიღებთ ორ ფანჯარას, სადაც უთითებთ თარიღებს რომელ

თარიღიდან რომელ თარიღამდე მოდიფიცირებულ ფაილს ეძებთ.

თუ ძიების დაჩქარება გნებავთ, მიუთითეთ Change preferences და გადადით შემდეგ

ფანჯარაზე (ნახ. 4.20). აქ ჩართეთ With Indexing Service (for faster local searches).

შემდეგ გვერდზე ჩართეთ მითითებული სერვისი , დახურეთ ღილაკით Ok.

ჩაატარეთ ახალი ძიება. ამ დროიდან თქვენს კომპიუტერზე ეს მომსახურება იქნება

ჩართული. თუ მის გამორთვას ამჯობინებთ, ჩაატარეთ იგივე მოქმედებები

Start\Search\Ghange preferences\Without Indexing Service\No , don’t enable Indexing

Service.

ნახ. 4.20. ინდექსირების სერვისის ჩართვა

ძაღლის მაგივრად შეგიძლიათ სხვა ანიმაციური პერსონაჟი გამოიტანოთ (ნახ. 4.21).

ამისათვის იმოქმედეთ მაუსით და აირჩიეთ ანიმაციური ფიგურა (Choose a

different animated character), შეგიძლიათ ფიგურის მოქმედებების

Page 39: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

39

დათვალიერება (Do a trick), ანიმაციური პერსონაჟის გამორთვისთვის მიუთითეთ

Turn off the animated character.

დავალებები

დავალება 1: გამოიტანეთ ფაილების გაფართოება.

დავალება 2: გახსენით Windows Explorer სხვადასხვა მეთოდით.

დავალება 3 : გამოიტანეთ Windows Explorer-ის მარცხენა ნაწილში ჯერ ფოლდერების

სტრუქტურა, შემდეგ კი - დავალებებიბი და ადგილმდებარეობა, რომელსაც აქვთ

კავშირი გახსნილ საქაღალდესთა.

დავალება 4: გახსენით ფილდერი My Picture და გამოიტანეთ შიგთავსი სხვადასხვა

ხედებით.

დავალება 5: გახსენით გამყოლი (Windows Explorer), მისამარტების სტრიქონით

გადადით სხვა ადგილზე. აირჩიეთ ხედი ცხრილი. დაახარისხეთ ფაილები

დასახელება ზრდადობით, დაამატეთ სრანდარტულად გამოტანილ სვეტებს კიდევ

ორი სვეტი.

დავალება 6: შექმენით ფოლდერი, მასში კი - რამდენიმე ფაილი, შეამჭიდროვეთ

ყველა ფაილი და ჩაწერეთ ერთი სახელის ქვეშ.

დავალება 7: შექმენით ფოლდერი My Briefcase. გამოიყენეთ ფაილებთან მუშაობის-

თვის ორ კომპიუტერს შორის.

დავალება 8: იმუშავეთ ფოლდერების (ფაილების) გადაადგილებაზე, კოპირებაზე და

გადასახელებაზე, გამოიყენეთ სხვადასხვა გზები ამ ოპერაციების ჩასატარებლად.

დავალება 9: ჩაატარეთ ძიება: 1. ყველა ტექსტური (ნებისმიერი ტიპის) ფაილის, .

შექმნიბოლო ბოლო ორი კვირის მანძილზე. 3. ჩაატარეთ ძიება და იპოვეთ

დოკუმენტები, სადაც ფრაზა ” Windows XP” გვხვდება თქვენ კომპიუტერში და

ინტერნეტში.

დავალება 10: ძიების დროს ისარგებლეთ ინდექსირების სერვისით. შეეცადეთ

დაადგინოთ ერთი და იგივე მოთხოვნა იძებნება, თუ არა უფრო სწრაფად, ვიდრე ამ

სერვისის გამოყენების გარეშე სრულდება.

Page 40: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

40

თამა 5. პერიფერიული მოწყობილობები და დამატებითი პროგრამული საშუალე-

ბების მიერთება

პერიფერიული მოწყობილობები: პრინტერები, სკანერები, ვიდეოთვალი,

მიკროფონი და მოსასმენი აპარატები და მათი დაყენება; მათი გამართვა. შიგა

მოწყობილობების დაყენების წესები. მათი გამოყენება. დამატებითი პროგრამული

საშუალებები და მათი ინსტალირება. Windows-ის კომპონენტების დადგენა.

ოფისის პროგრამების დადგენა-განახლება. პროგრამების ავტომატური გაშვება.

5.1. პერიფერიული მოწყობილობების დადგენის პირობები

პერიოდულად კომპიუტერზე საჭირო ხდება არსებული მოწყობილობასთან

დამატებითი მოწყობილობების მიერთება ან პროგრამების ჩატვირთვა. დამატებით

პერიფერიულ ლობას პერიფერიულს უწოდებენ. ასეთებს მიეკუთვნება დინამიკები

და მოკროფონი, პრინტერი და ფაქსი, კამერა და სკანერი და სხვა. ეს მოწყობილობები

გარედან უერთდება კომპიუტერს კორპუსის გაუხსნელად ბუდეებით, პორტებით.

არსებობს მოწყობილობები, რომლებსაც უერთებთ შიგნით კომპიუტერის კორპუსში,

მაგალითად, ჩამწერი ან/და წამკითხავი მოწყობილობა დისკებისთვის, მოდემები,

მეხსიერების ნაწილი. ესენი კომპიუტერის სისტემურ ბლოკს უერთდება.

პერიფერიული მოწყობილობების უმეტესი ნაწილი კომპიუტერის მიერთების შემ-

დეგ იწყებს მუშაობას მაშინვე და დამატებითი პროცესი მათ დაყენებას არ სჭირდება

(ტექნოლოგია Plug and Play - მიუერთე და გამოიყენე). მაგრამ ზოგი მათგანი

ითხოვს დრაივერებს - სპეციალურ პროგრამებს, რომლებიც ემსახურებიან მათ

ჩართვას კომპიუტერის სისტემის კონფიგურაციაში. კომპიუტერში ასეთი პროგრამა-

დრაივერების ბაზა არსებობს და მოწყობილობის დადგების დროს ოპერაციული

სისტემა თვითონ ეძებს შესაბამის პროგრამას. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პროგრამა

ვერ მოიძებნა, სისტემა გთხოვთ მიაწოდოთ დისკი, სადაც ჩაწერილია მოწყობილობის

დრაივერი. დრაივერების დაყენების პროცესი პროგრამა-ოსტატებით სრულდება და

ჩადებულია ოპერაციული სისტემის მომსახურებაში.

დრაივერები, როგორც წესი, მოწყობილობებს თან მოჰყვება როდესაც მათ იძენთ.

შეგიძლიათ იპოვოთ ისინი მათი მწარმოებლების საიტებზე.

5.2. დამატებითი პროგრამული საშუალებები და მათი ინსტალირების

პირობები

პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება დააყენოთ დისკებიდან, თქვენს კომპიუ-

ტერზე არსებულ ფაილებიდან, ქსელის გამოყენებით ან ინტერნეტიდან. პროგრამის

დადგენის დროს გაიშვება შემსრულებელი ფაილი, რომლის სახელია Setup.exe.

Page 41: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

41

ხშირად პროგრამის დასაყენებლად გამოიყენება თვითგამშვები ფაილები, რომლებიც

განლაგებულია პროგრამის წყაროზე ძირეულ კატალოგში. თვითგამშვები ფაილი

პოულობს შემსრულებელ ფაილს, რომელიც ჩაატარებს პროგრამის დადგენის

პროცესს. ამ შემთხვევაში მომხმარებელს სჭირდება მარტო მოწყობილობის

პროგრამის წყაროდ მიერთება - დანარჩენს სისტემა უზრუნველყოფს.

პროგრამის კომპიუტერზე ინსტალირება ადმინისტრატორის უფლებების მქონე

მომხმარებელს შეუძლია. პროგრამამ შეიძლება სარეგისტრაციო კოდი მოგთხოვოთ --

პროგრამის გასაღები. გასაღები იცავს მწარმოებელს პირატობისაგან. პროგრამის

ინსტალირების პროცესში შეიძლება დაგჭირდეთ რამდენიმე კითხვაზე პასუხის

გაცემა. კითხვები ეხება პროგრამის თვისებებს, ადგილს, სადაც ათავსებთ მათ.

სტანდარტულად პროგრამები თავსდება С დისკზე, ფოლდერში Program Files.

პროგრამის ინსტალირების შემდეგ, მოითხოვება კომპიუტერის გადატვირთვა, რათა

პროგრამამ განაახლოს ფაილების ძველი ვერსიები და წაშალოს მის მიერ შექმნილი

სამუშაო ფაილები.

სისტემაში Windows XP შედის უამრავი კომპონენტი, რომელიც ავტომატურად

დადგინდება მოთხოვნის შემთხვევაში. ეს კომპონენტები არიან:

დამხმარე პროგრამები, თამაშები და უტილიტები;

მართვისა და კონტროლის ინსტრუმენტები;

პროგრამები სპეციალური ფუნქციებით Fax Services, Indexing Service, Internet

Information Services (IIS), Message Queuing, Networking Services;

Microsoft Internet Explorer და MSN Explorer.

5.3. მოწყობილობების დადგენა

5.3.1. მიკროფონისა და დინამიკების მიერთება

ხშირად აუცილებელია ხარისხიანი მიკროფონისა და დინამიკების მიერთება.

ხარისხიანი, იმიტომ, რომ თანამედროვე კომპიუტერებს ჩაშენებული აქვთ ეს

მოწყობილობები და შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ თქვენ განსაკუთრებით არა ხართ

დაკავებული აუდიო მასალასთან მუშაობით. სტერეოდინამიკები და მიკროფონი რომ

დაუყენოთ კომპიუტერს, მიუერთეთ ისინი ფიზიკურად კომპიუტერს. წინასწარ

შეაერთეთ ორი დინამიკი შემაერთებელი გამტარით. დააყენეთ დინამიკები

კომპიუტერის ორივე მხარეს კარგი სტერეო ეფექტისათვის. ჩართეთ დინამიკები

კვების წყაროში. მიუერთეთ შემაერთებელი გამტარი კომპიუტერის ბუდეს (აუდიო

შემავალი ბგერით ბარათში), რომელსაც ხშირად აქვს მიკროფონის ნიშანი . Start-

ილაკიდან გახსენით ფოლდერი Control Panel, აირჩიეთ ნიშანი Sounds, Speech, and

Audio Devices გაიხსნება იგივე დასახელების ფანჯარა (ნახ. 5.1) .

Page 42: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

42

ნახ. 5.1. ფანჯარა Sounds, Speech, and Audio Devices

აირჩიეთ ნიშანი Sounds and Audio Devices, გამოჩნდება ფანჯარა Sounds and Audio

Devices Properties. გადადით ჩანართში Voice და აირჩიეთ მოწყობილობის შემოწმება -

Test hardware, გაიშვება პროგრამა-ოსტატი Sound Hardware Test Wizard (ნახ. 5.2),

მიჰყევით მას: ჩაწერეთ ”ტექსტი”, ჩაწერის დროს შეამოწმეთ მუშაობს, თუ არა

ინდიკატორი, თუ პასუხი დადებითია, გადადით შემდეგ ბიჯზე, შეამოწმეთ

დინამიკები: წაიკითხეთ ხმამაღლა ”ტექსტი”, თუ ხმა გესმით, შეეცადეთ ხმის

რეგულატორი დააყენოთ მისაღებ პოზიციაში, გადადით შემდეგ ბიჯზე, იმოქმედეთ

ღილაკზე Finish და დახურეთ ფანჯრები.

ნახ. 5.2. ოსტატის ფანჯარა, სადაც სრულდება ტექსტის ჩაწერა და მიკროფონის

მუშაობის შემოწმება

Page 43: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

43

5.3.2. ლოკალური პრინტერის და ქსელის კომპიუტერებისთვის

პრინტერის დაყენება

მიუერთოთ ფიზიკურად პრინტერი კომპიუტერს. როგორც წესი, ოპერაციული

სისტემა თვითონ დამოუკიდებლად აღმოაჩენს ახალ მოწყობილობას და ჩართავს მას

კომპიუტერის სისტემაში პროგრამით, რომელსაც მოძებნის თავის მონაცემთა ბაზაში.

თუ სისტემა ვერ იპოვოს საჭირო დრაივერს, მაშინ შემოგთავაზებთ თქვენ თვითონ

მიაწოდოთ კომპიუტერს დრიავერი. ასეთი დრაივერები პრინტერს ყოველთვის თან

მოჰყვება ჩაწერილი CD-ROM-ზე. შევასრულოთ შემდეგი მოქმედებები.

მიუერთეთ პრინტერი კომპიუტერს შესაბამისი პორტით ან ბუდით. ჩართეთ

პრინტერი. თუ სისტემა თვითონ იგებს, რომ მიუერთდა ახალი მოწყობილობა და

ნახულობს დრაივერს, მაშინ დააცადეთ, სანამ სისტემა დააყენებს მას. თუ სისტემა

ვერ პოულობს დრაივერს, მაშინ ეკრანზე გამოაქვს ოსტატი Found New Hardware

Wizard, თუ ეს ოსტატი არ გამოჩნდა, იმოქმედეთ Start\ Printers and Faxes. გაიხსნება

ფოლდერი Printers and Faxes, ამოცანის მენიუდან აირჩიეთ Add a printer (დაამატეთ

პრინტერი),გაიხსნება პრონტერის დადგენის ოსტატი Add Printer Wizard, მიჰყევით

ოსტატს და უპასუხეთ მის მოთხოვნებს: პოზიციაში ლოკალური პრინტერის

დაყენება (Local printer attached to this computer), თუ ლოკალური პრინტერი

გჭირდებათ, ჩაურთეთ ლოკალური პრინტერი (ნახ. 5.3). შემდეგ ბიჯზე მიუთითეთ,

რომელი პორტით ისარგებლებთ (Select a Printer Port) - აირჩიეთ სიიდან საჭირო

(ხშირად ეს არის LPT1), გადადით პროგრამული უზრუნველყოფის დადგენის (Install

Printer Software) ბიჯზე (ნახ.5.4), აქ მარცხენა სიიდან აირჩიეთ თქვენი პრინტერის

მწარმოებელი (Manufacturer) და გვერდზე ჩამოშლილ სისდან პრინტერის მოდელი

(Printers). თუ გაქვთ დისკი, სადაც პრინტერის დასაყენებელი პროგრამაა ჩაწერილი,

მიუთითეთ, რომ წაიკითხოს დისკიდან ღილაკით Have Disk. შემდეგ ბიჯზე მიეცით

პრინტერს სახელი, მიუთითეთ გნებავთ თუ არა, რომ ეს პრინტერი იყოს რამდენიმე

დადგენილში ძირითადი, მიუთითეთ გნებავთ, თუ არა დაბეჭდოთ საცდელი

ფურცელი. ბოლო ბიჯზე ოსტატს შედეგი გამოაქვს, სადაც მოცემულია პრინტერის

მახასიატებლები და ქვემოთ - ღილაკები: უკან (Back), დასასრული (Finish), უარყოფა

(Cancel). სისტემაში ჩართული პრონტერი უნდა გამოჩნდეს ფოლდერში Printers and

Faxes (ნახ.5.5).

Page 44: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

44

ნახ. 5.3. ფანჯარა, სადაც უთითებთ რომელ პრინტერს აყენებთ -- ლოკალურს თუ

ქსელის.

ნახ. 5.4. ფანჯარა, რომელშიც უთითებთ პრინტერის მწარმოებელს და მოდელს

ნახ. 5.5. ფანჯარა Printers and Faxes, სადაც სისტემაში ჩართული პრონტერი ჩნდება

თუ პრინტერი ქსელს უნდა მიუერთოთ და გამოიყენოთ ქსელში ჩართული ყველა

კომპიუტერისთვის, მაშინ ასეთი დავალების შესასრულებლად უნდა ვიცოდეთ

ქსელური პრინტერის სახელი, უნდა ვფლობდეთ ქსელურ პრინტერთან მიერთების

უფლებას და უნდა არსებობდეს ქსელისთვის თქვენი იდენტიფიკატორი და პაროლი.

Page 45: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

45

ისევე, როგორც წინა შემთხვევაში ვსარგებლობთ ბრძანებებით Start\ Printers and

Faxes, ამოცანის მენიუდან აირჩიეთ Add a printer - დაამატეთ პრინტერი, გაიხსნება

პრონტერის დადგენის ოსტატი Add Printer Wizard, Next. ვირჩევთ Local or Network

Printer და ფანჯარაში Local or Network Printer ვუთითებთ A network printer, or a

printer attached to another computer (ნახ. 5.3). გადადით შემდეგ ბიჯზე ღილაკით Next

და ფანჯარაში Specify a Printer (ნახ. 5.6) მიუთითეთ, რომელ პრინტერს უნდა

მიუერთდეთ --Connect to this printer, Next. ფანჯარაში Browse for Printer ჩამოშალეთ

სია ველში Name და აირჩიეთ პრინტერი, მაგალითად: \\toshiba\HP Laser Jet 1018, აქ

სისტემამ შეიძლება მოგთხოვოთ იდენტიფიკატორი და პაროლი, Next. მიუთითეთ

გნებავთ თუ არა, რომ ეს პრინტერი იყოს რამდენიმე დადგენილში ძირითადი, და

გნებავთ, თუ არა დაბეჭდოთ საცდელი ფურცელი. ბოლო ბიჯზე ოსტატს შედეგი

გამოაქვს, სადაც მოცემულია პრინტერის მახასიათებლები და ქვემოთ ღილაკები:

უკან (Back), დასასრული (Finish), უარყოფა (Cancel). სისტემაში ჩართული პრონტერი

უნდა გამოჩნდეს ფოლდერში Printers and Faxes.

ნახ. 5.5. ფანჯარა, რომელშიც უთითებთ პრინტერს

თანამედროვე ოპერაციული სისტემა გიიოლებთ ფაქსით შეტყობინებებისა და

დოკუმენტების გაგზავნას მომსახურებას. ისარგებლეთ პროგრამით Microsoft Fax

service. ფაქს/მოდემის, ფაქსიმილური პლატით ან კორპორატიული LAN- კავშირის

გამოყენებით ყოველთვის შეძლებთ გააგზავნოთ ნებისმიერი გამოყენებითი

პროგრამით შექმნილი დოკუმენტი. რომ გამართოთ ეს მომსახურება, მენიუში Start

აირჩიეთ Control Panel და იმოქმედეთ ბრძანებაზე Printers and Other Hardware.

ფანჯარაში Printers and Other Hardware გაააქტიურეთ Printers and Faxes. ეკრანზე

გამოსულ ფანჯარაში Printers and Faxes აირჩიეთ ბრძანება Set up faxing.

Page 46: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

46

5.3.3. სკანერისა და კამერის მიერთება, ფაქსის დაყენება

მოხერხებულია აგრეთვე კომპიუტერზე სკანირების მოწყობილობის გამართვა და

სარგებლობა დოკუმენტების, ნახატების, ცხრილების ინფორმაციის კომპიუტერში

შესატანად. სკანერი კომპიუტერს მიუერთეთ და ჩართეთ კომპიუტერი (ასევე

შეგიძლიათ ისარგებლოთ ვიდეოკამერით). კომპიუტერი აღმოაჩენს ახალ მოწყობი-

ლობას, რამდენიმე წუთში სისტემა გამოსცემს შეტყობინებას დაყენების შესახებ.

შეიძლება დაგჭირდეთ დისკზე ჩაწერილი პროგრამა-დრაივერი, რომელიც მოყვება

მოწყობილობას ინსტრუქციასთან ერთად. შედით Start \Control Panel\ Printers and

Other Hardware, აირჩიეთ Scanners and Cameras - მარჯვნივ ამ ფანჯარაში დაგიხვდებათ

დადგენილი სკანერის ან კამერის პიქტოგრამა. იმოქმედეთ სკანერის ან კამერის

პიქტოგრამაზე -- გაიშვება პროგრამა-ოსტატი (Scanner and Camera Wizard), დაიწყეთ

მუშაობა მოწყობილობასთან.

თანამედროვე ოპერაციული სისტემა გიიოლებთ ფაქსით შეტყობინებებისა და

დოკუმენტების გაგზავნას მომსახურებას. ისარგებლეთ პროგრამით Microsoft Fax

service. ფაქს/მოდემის, ფაქსიმილური პლატით ან კორპორატიული LAN- კავშირის

გამოყენებით ყოველთვის შეძლებთ გააგზავნოთ ნებისმიერი გამოყენებითი

პროგრამით შექმნილი დოკუმენტი. რომ გამართოთ ეს მომსახურება, მენიუში Start

აირჩიეთ Control Panel და იმოქმედეთ ბრძანებაზე Printers and Other Hardware.

ფანჯარაში Printers and Other Hardware გაააქტიურეთ Printers and Faxes. ეკრანზე

გამოსულ ფანჯარაში Printers and Faxes აირჩიეთ ბრძანება Set up faxing.

5.3.4. ჩამწერ-წამკითხავი პერიფერიული დისკური მოწყობილობის

მიერთება

თუ ჩამწერ-წამკითხავი დისკური მოწყობილობის მიერთება გნებავთ, უნდა გახსნათ

კომპიუტერის კორპუსი და კომპიუტერის შიგნით უნდა იმოქმედოთ. ტექნიკურ

კონფიგურაციის საკითხებს ამ სახელმძღვანელოში არ ვეხებით, მაგრამ დაგვჭირდება

ვიცოდეთ, როგორ რთავს ოპერაციული სისტემა მოწყობილობას სისტემაში.

გახსენით კომპიუტერის კორპუსი და ინსტრუქციის მიხედვით ტექნიკურად

მიუერთეთ მოწყობილობა. ჩერთეთ კომპიუტერი -- ოპერაციული სისტემა აღმოაჩენს

ახალ მოწყობილობას და დააყენებს დამოუკიდებლად. ახლა შეგიძლიათ ნახოთ

ახალი მოწყობილობა ფოლდერში Мой компьютер.

Page 47: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

47

5.3.5. CD-R და CD-RW დისკებთან მუშაობა

ისარგებლეთ ბრძანებით Start\My Computer, გახსენით ფოლდერი, საიდანაც უნდა

გადაწეროთ ფაილები დისკზე, მონიშნეთ ფაილი და მარცხნივ ამოცანების სიაში

იმოქმედეთ ბრძანებაზე Copy this folder- შექმენი ასლი. ასლების კოპირების

ფანჯარაში Copy Items აირჩიეთ დისკური მოწყობილობა და იმოქმედეთ ღილაკზე

Copy. დაელოდეთ, სანამ შეიქმნება ასლი, შემდეგ გახსენით დისკი - მასზე უნდა

ჩანდეს ასლის დასახელება - პიქტოგრამა ისრით. ამოცანების ნაწილში, ფანჯარაში

CD Writing Tasks, მარჯვნივ, აირჩიეთ ბრძანება Write these files to CD.

შეასრულეთ ეკრანზე გამოსული ოსტატის CD Writing Wizard მითითებები, რათა

დაასრულოთ გადაწერის პროცესი და ჩაწეროთ დისკზე ფაილები.

5.3.6. პროგრამების ინსტალირება

ისარგებლეთ ღილაკით Start და შემდეგ Control Panel. პროგრამის ინსტალირება ან

ამოშლა სრულდება დიალოგურ ფანჯარაში Add or Remove Programs მენიუდან

Control Panel, გახსენით ეს ფანჯარა და მიუთითეთ Add New Programs (ნახ. 5.6),

ფარჯარაში Add or Remove Programs იმოქმედეთ ღილაკზე CD or Floppy და მოძებნეთ

ადგილი, სადაც ჩაწერილი გაქვთ საინსტალაციო პროგრამა, იმოქმედეთ ფაილზე

Setup.exe და აამუშავეთ ის, დაიწყება ინსტალირების პროცესი, პროცესის

მსვლელობის დროს შეიძლება კითხვებზე პასუხი გაცემა დაგჭირდეთ.

ინსტალირების პროცესის დამთავრების შემდეგ პროგრამის ნიშანი ჩნდება

პროგრამების სიაში სამუშაო მაგიდაზე. პროგრამის წაშლისთვის გამოიტანეთ ისევ

ფანჯარა Add or Remove Programs მენიუდან Control Panel, გახსენით ეს ფანჯარა და

მიუთითეთ Change or Remove Programs (ნახ. 5.7.), პროგრამების სიიდან აირჩიეთ

წასაშლელი პროგრამა და იმოქმედეთ ღილაკზე Remove.

ნახ. 5.6. ფანჯარა Add or Remove Programs აგტიური ღილაკით Add New Programs

Page 48: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

48

ნახ. 5.7. ფანჯარა Add or Remove Programs აგტიური ღილაკით Gange or Remove

Programs

პროგრამების დაყენების დროს, შეიძლება დაგჭირდეთ გასაღები, რომლის გარეშე

თქვენ ვერ დააყენებთ პროგრამას. გასაღებები მოითხოვება პროგრამის შემქმნელის

მიერ, რათა დაიცვას თავი პირატობისაგან.

5.3.7. ვინდოუსის კომპონენტების დაყენება

გახსენით ფანჯარა Add or Remove Programs მენიუდან Control Panel და მიუთითეთ

Add/Remove Windows Components (5.7), გაიხსნება პროგრამა-ოსტატი,

რომელიც დაგეხმარებათ პროცესის ჩატარებაში (5.8), ფანჯარაში Windows

Components კომპონენტების სიაში ალმით აუღნიშნეთ რომელი კომპონენტის ჩართვა

ან გამორთვა გნებავთ, თუ კომპონენტი თვითონ შეიცავს სიას, იმოქმედეთ ღილაკზე

Ditails და გამოიტანეთ ქვეკომპონენტები, აქაც აირჩიეთ სიიდან საჭირო და დახურეთ

ფანჯრები, ბოლო ფანჯარაში იმოქმედეთ ღილაკზე Finish.

Page 49: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

49

ნახ. 5.8. პროგრამა-ოსტატის Windows Components Wizard ფანჯარა Windows

Components

5.3.8. პროგრამების ავტომატიური გაშვება

თუ ყოველდღიურად ერთი და იგივე პროგრამით სარგებლობთ, შეგიძლიათ ის

Windows-ში შესვლის დროს ავტომატურად გაუშვათ. მაგალითად, ყოველ დილას

ფოსტის შესამოწმებლად შეგიძლიათ ავტომატურად გახსნათ თქვენი საფოსტო

გვერდი კომპიუტერის ჩართვის დროს. ამისავის პროგრამის ნიშანი უნდა მოათავ-

სოთ ფოლდერში Startup. ფოლდერი Startup არსებობს საერთო ყველა მომხმარე-

ბლისთვის და თითოეული მომხმარებლისთვის ცალკე. ამითი გეძლევათ საშუალება

აირჩიოთ პროგრამები, რომლებიც გაიშვება მარტო თქვენთვის ან ყველა მომხმა-

რებლისთვის.

ჩართეთ კომპიუტერი, Start\Start All Programs და მარჯვენა ღილაკით

გამოიტანეთ კონტექსტური მენიუ, სადაც აირჩევთ ბრძანებას Explore All Users, ან

გახსენით Windows Explorer, მარცხნივ მოძებნეთ ფოლდერი Startup

(ავტოჩატვირთვა), გახსენით ფოლდერი Accessories, გადაიტანეთ ამ ფოლდერიდან

პროგრამა Calculator და ჩააგდეთ ფოლდერში Startup (ნახ. 5.9). გახსენით მარცხნივ

ნებისმიერი ფოლდერი და გადაიტანეთ შიგთავსიდან რომელიმე ფოლდერში

Startup. ახლა, თუ ფილდერს Startup გახსნით, მასში თქვენს მიერ მოთავსებული

პროგრამები დაგიხვდებათ.

Page 50: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

50

ნახ. 5.9. ფოლდერში Startup პროგრამების მოთავსების ფანჯარა

თუ პროგრამის ჩართვა მარტო თქვენთვის გნებავთ, ისარგებლეთ Start\Log off და

შემდეგ მომხმარებლის ღილაკით. გაიმეორეთ მოქმედებები პროგრამის გადმოტა-

ნისთვის ფოლდერში Startup.

დავალებები

დავალება 1: მიუერთეთ კომპიუტერს დინამიკები და მიკროფონი

დავალება 2: ლოკალური პრინტერის დადგენა

დავალება 3: ქსელურ პრინტერთან მიერთება

დავალება 4: სკანერის ან კამერის დაყენება

დავალება 5: პერიფერიული წამკითხავი და ჩამწერი მოწყობილობების დადგენა

დავალება 6: CD-R და CD-RW დისკებთან მუშაობა

დავალება 7: პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება

დავალება 8: ვინდოუსის კომპონენტების დაყენება

დავალება 9: გახსნის დროს ავტომატურად გაიშვას პროგრამები ყველა

მომხმარებლისთვის : Word, Paint, Internet Explorer, Lingvo;

დავალება 10: გახსნის დროს ავტომატურად გაიშვას პროგრამები მარტო ერთი ტიპის

მომხმარებლისთვის : Word, Paint, Internet Explorer, Lingvo (შეგიძლიათ

რომელიმე სხვა პროგრამები).

Page 51: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

51

თამა 6. Windows XP-ის გამართვა მომხმარებლის მოთხოვნების თანახმად

კლასიკური და Windows XP ხედვის სტილებით სარგებლობა. სამუშაო მაგიდის

და ეკრანული ფორმების გაფორმება. კლავიატურის და რეგიონალური პარამეტრე-

ბის დადგენა. თარიღის, დროს და ენის პარამეტრების დადგენა. საქაღალდეების

გაფორმება. სპეციალური საშუალებებით (Accessibility Options) სარგებლობა.

Windows XP ოპერაციული სისტემის შესაძლებლობებს თუ მივიღებთ მხედვე-

ლობაში, კომპიუტერის გამოყენება შესაძლებელია ჩვენი მოთხოვნების თანახმად

ავაგოთ. ნებისმიერ მომხმარებელს აქვს მუშაობის თავისი სტილი, რომელიც მისთვის

კომფორტულია. Windows XP მეტად, ვიდრე აქამდე არსებული ოპერაციული სისტე-

მები, ამას ხელს უწყობს. გაცილებით გაუმჯობესებულია სამომხმარებლო ინტერ-

ფეისი არამარტო ვიზუალურად, არამედ ბევრად გაიოლებულია სამუშაოს შესრუ-

ლება.

6.1.Windows XP გარეგნული შესახედაობისა და შინაარსის შეცვლა

6.1.1. თემის შერჩევა

Windows XP-ში სულ ორი თემაა, რომლითაც შეგვიძლია ვცვალოთ სამუშაო

მაგიდის ფონური მოხატულობა და სურათი, დასახელებების და ნიშნების

შეფერილობა, ნიშნები პროგრამებისა და სხვა ობიექტებისთვის, მოქმედებთან

დაკავშირებული ხმა და სხვა ელემენტები. აქამდე არსებობდა თემების გრძელი სია,

რომელიც ამორჩევის დამატებით სირთულეს ქმნიდა. Windows XP-ში, თუ ორი თემა

თქვენთვის არ არის საკმარისი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტით.

ფანჯარა, რომელშიც ირჩევთ და აფორმებთ თემას, შეგიძლიათ გამოიძახოთ შემდეგი

მოქმედებებით: Start\ Control Panel. იხსნება ფანჯარა Control Panel (ნახ. 6.1).

Page 52: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

52

ნახ. 6.1. ფანჯარა Control Panel

იმოქმედეთ ნიშანზე Appearance and Themes (გაფორმება და თემები) - გაიხსნება

იგივე დასახელების ფანჯარა (ნახ. 6.2).

ავირჩიოთ Change the computer's theme, გამოჩნდება ფანჯარა Display

Properties. ჩამოშალეთ თემების სია და

აირჩიეთ ჯერ Windows XP. პატარა ფანჯა-

რაში თემის ხედის ნიმუში გამოჩნდება.

შეცვალეთ თემა და აირჩიეთ Windows

Classic. ნიმუში ფანჯარაში შეიცვლება. და-

ხურეთ ფანჯრები და დაათვალიერეთ შე-

დეგი. ისარგებლეთ ღილაკით Start და ნა-

ხეთ სამუშაო მაგიდა. გაიმეორეთ იგივე და

შეცვალეთ თემა Windows Classic Windows

XP-ის თემით. შეადარეთ ორივე თემის შერ-

ჩევის შედეგი.

ნახ. 6.3. ფანჯარა Display Properties გახსნილი ჩანართით Themes

ნახ. 6.2. ფანჯარა

Appearance and

Themes

Page 53: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

53

6.1.2. სამუშაო მაგიდის ფონის შეცვლა

Windows XP გვთავაზობს სამუშაო მაგიდის 30-ზე მეტ ფონს. ფონი შეიძლება იყოს

ფოტოსურათი ან გეომეტრიული ფიგურა. ფონი რომ შევცვალოთ, გამოვიტანოთ ისევ

ფანჯარა Appearance and Themes და ვიმოქმედოთ ნიშანზე Change the desktop

background (შეცვალეთ სამუშაო მაგიდის ფონური სურათი). ეკრანზე გამოჩნდება

დიალოგური ფანჯარა Display Properties (ეკრანი), გახსნილი ჩანართით Desktop

(სამუშაო მაგიდა, ნახ. 6.4).

ფანჯრის ზემოთა ნაწილში კომპიუტერის სამუშაო მაგიდის ხედია გამოტანილი. მას-

ზე მოქმედი ფონია ნაჩვენები. ქვემოთ, მარ-

ცხნივ მოთავსებული სიიდან Background

აირჩიეთ რომელიმე ფონი -- ზემოთ ფონის

ნიმუში შეიცვლება. შეგიძლიათ აირჩიოთ

ფერი სურათის გარშემო, თუ ჩამოშლით

სამკუთხედს სტრიქონში Color (ფერი). შეგი-

ძლიათ სურათით დაფაროთ მთლიანად

სამუშაო მაგიდა (ეს ვარიანტი ნაჩვენებია სუ-

რათზე 6.4). ამისათვის ფანჯარაში არსებობს

ფონის პოზიციის სია (Position). დაათვალიე-

რეთ ფონები სიიდან. შეარჩიეთ ერთ-ერთი

და დახურეთ ფანჯარა. თუ ფონათ თქვენს

მიერ შერჩეული ფონი გინდათ გამოიტანოთ,

ისარგებლეთ ღილაკით Browse.

ნახ. 6.4. ფანჯარა Display Properties გახსნილი ჩანართით Desktop

6.1.3. ეკრანის დამცავის შერჩევა

ეკრანის დამცავი (ScreenSaver) - ეს არის ანიმაციური ან უძრავი გამოსახულებები,

რომლებიც ჩნდება კომპიუტერის ეკრანზე კომპიუტერის უმოქმედების დროს.

თავიდან მათი დანიშნულება იყო მონიტორის დაცვა გამოსახულების ფიქსაციისაგან,

როდესაც ხანგრზლივად უმოქმედოთ ტოვებდნენ კომპიუტერს. დღეს მონიტორების

ხარისხი ამას აღარ საჭიროებს, მაგრამ ავტომატური რეჟიმი, რომელიც ელექტრო-

ენერგიას ზოგავს, დღესაც აქტუალურია.

Page 54: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

54

დამცავის გამოყენება ნამდვილად გამართლებულია, როდესაც დროებით გასული

ხართ და არ მუშაობთ ჩართულ კომპიუტერზე.

ამითი ჯერ ერთი, რომ კომპიუტერი ”ისვენებს” და

მეორე, შესაძლებელი ხდება დაიცვათ მონაცემების

კონფიდენციალობა, თუ გამოიყენებთ პაროლს,

რომელსაც კომპიუტერი მოითხოვს მუშაობის

განახლებისთვის.

დამცავი რომ დავადგინოთ, ამისათვის გამოვი-

ძახოთ ისევ ფანჯარა Appearance and Themes,

ავირჩიოთ Choose a screen saver და ფანჯარაში

Display Properties გადავითეთ ჩანართში

ScreenSaver (6.5).

ნახ. 6.5. ეკრანის დამცავის ფანჯარა

ფანჯარაში მარჯვენა მხარეს ჩამოშალეთ სამკუთხედი, სადაც მოთავსებულია

დამცავები და აირჩიეთ Pictures Slideshow. ამ დამცავს შეუძლია რამდენიმე

სურათი თანმიმდევრობით გამოიტანოს ეკრანზე და გადასვლები ერთი სურათიდან

მეორეზე სხვადახცვა მოქმედებებით გააფორმოს. მიუთითეთ დრო, რამდენ ხანში

ჩაირთოს დამცავი. იმოქმედეთ ღილაკზე Settings (პარამეტრები). გაიხსნება ფანჯარა

My Pictures Screen Saver Options (ნახ. 6.6). აქ მიუთითეთ ფოლდერი, საიდან

გინდათ გამოიტანოს სურათები. დაათვალი-

ერეთ შედეგი ღილაკით Preview. დახურეთ

ფანჯარა.

სისტემამ რომ პაროლი მოგთხოვოთ, ჩარ-

თეთ ალამი პარამეტრის წინ On resume,

password protect (აქ იგულისხმება ის პა-

როლი, რომელიც მითითებულია სააღრიც-

ხვო ჩანაწერში). დახურეთ ფანჯარა Display

Properties. თუ დადგენილი დამცავი გინ-

დათ უარყოთ, გაიმეორეთ იგივე მოქმედე-

ბები და დამცავების სიაში მიუთითეთ

Windows XP და დახურეთ ფანჯრები.

ნახ. 6.6. ეკრანის დამცავის პერამეტრების ფანჯარა

Page 55: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

55

6.1.4. გაფორმება (Appearance)

ფანჯარაში Display Properties ჩანართში Appearance შეგიძლიათ სამუშაო გარემოს

გაფორმებაში ბავრი ცვლილება შეიტანოთ. მაგალითად, შრიფტების ზომები,

მენიუსთვის ჩამოშლის ვარიანტები, გამოიყენოთ დიდი ზომის ნიშნები, ფანჯრის

გადაადგილების დროს შიგთავსის გამოჩენა, ”ცხელი კლავიშების” მენიუში დამალვა

და სხვა.

6.1.5. მონიტორის გაწყობა

მონიტორის ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრია მისი ეკრანული არე, რომელიც

იზომება ეკრანის დიაგონალზე დიუმებში ან სანტიმეტრებში. როგორც კი მონიტორს

კომპიუტერს მიუერთებთ, შეგიძლიათ მისი ეკრანული არის გაწყობაც, რომელიც

იზომება სოგრძის პიქსელების სიგანის პიქსელებზე გადამრავლებით. თავიდან,

კომპიუტერების შემოსვლის დროს, ეს პარამეტრი შეადგენდა 640x480 პიქსელს,

შემდეგ შეიქმნა კომპიუტერები ეკრანული მაქსიმალური შესაძლებლობით 800 x 600

პიქსელი, დღეს კი მათი ეკრანული შესაძლებლობა აღემატება 1024х1200 პიქსელს.

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მონიტორის ეკრანული არის შესაძლებლობა ან

640x480, ან 800 x 600, ან 1024х1200 პიქსელით. რაც უფრო მეტი ინფორმაციის დანახვა

გინდათ ეკრანზე, მით უფრო მაღალ ეკრანული შესაძლებლობას ირჩევთ.

მონიტორის გამართვა დავიწყოთ ფანჯრიდან Appearance and Themes\ Change

the screen resolution\ Display Properties. გადავიდეთ ჩანართში Settings -

პარამეტრები (ნახ. 6.7). მარცხნივ განლაგებული ცოცია ამოძრავეთ მარჯვნივ ან

მარცხნივ, ფანჯრის ზემოთა ნაწილში წინასწარი დათვალიერების ეკრანზე შეამჩნევთ

ჩარჩოში მოთავსებულ გრაფიკული ფიგურის ზომის ზრდას ან შემცირებას, ცოციას

ქვემოთ კი - პიქსელების რაოდენობა იცვლება. როდესაც ჩათვლით, რომ გრაფიკული

ფიგურის გამოსახულება თქვენთვის მოსაღებია, დააჭირეთ ღილაკს Apply. ეკრანის

შესაძლებლობის ცვლილება აისახება ეკრანზე, გამოვა დიალოგური ფანჯარა,

Monitor Settings - მონიტორის პარამეტრები, რომელიც შემოგთავაზებთ

დაადასტუროთ ჩატარებული ცვლილება. დაეთანხმეთ და დააჭირეთ ღილაკს Yes -

ცვლილება შეინახება, თუ დააჭერთ ღილაკს No, ან საერთოდ არ იმოქმედებთ,

ფანჯარა დაიხურება და ეკრანი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება.

Page 56: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

56

ნახ. 6.7. მონიტორის ეკრანის გამართვის ფანჯარა

6.2. სისტემის თარიღის და დროს დადგენა

Windows XP გამოაქვს სისტემური დრო შენიშვნების ნაწილში საწყისი ეკრანის

მარჯვენა ქვედა კუთხეში. თუ კურსორს მასზე გააჩერებთ, სისტემური თარიღი

გამოჩნდება. ეს დრო ბევრ სისტემურ დანიშვნებს აკონტროლებს და გამოიყენება

ოპერაციული სისტემის და სხვა პროგრამების მიერ ჩანაწერების წარმოებისთვის იმ

მოქმედებების შესახებ, რაც კომპიუტერში სრულდება.

თუ მისი გამოტანა არ გინდათ, გამოიტანეთ ფანჯარა Properties დავალებების

პანელზე მარჯვენა ღილაკის მოქმედებით და Taskbar and Start Menu Properties

ფანჯრის ჩანართში Taskbar გამოურთეთ გადამრთველი Show the clock.

სისტემური დრო შეგიძლიათ ხელით დააყენოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვე-

რული დრო, თუ ქსელში ხართ ჩართული. თუ თქვენი კომპიუტერი ინტერნეტშია

ჩართული, შეგიძლიათ შეამოწმოთ ინტერნეტის დროის სერვერთან.

ამისათვის დააყენეთ კურსორი საათის ნიშანზე - დაინახავღ თარიღს. დააწკაპუნეთ

მასზე და ჩამოშლილ მენიუდან აირჩიეთ ბრზანება Adjust Date/Time (თარიღისა და

დროს დადგენა), გამოჩნდება ფანჯარა Date and Time Properties. გადადით

ჩანართში Date & Time და დააყენეთ დრო, შემდეგ დაბრუნდით ისევ ჩანართში

Internet Time და ჩართეთ Automatically synchronize with an Internet time

server (ავტომატური სინქრონიზაცია ინტერნეტის დროის სერვერთან) და დააჭირეთ

ღილაკს Update Now. რის შემდეგ დრო განახლდება ჩანართში Date and Time და

Page 57: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

57

აგრეთვე შეიცვლება შეტყობინება ჩანართში Internet Time, სადაც მიეთითება ბოლო

განახლების თარიღი და გვერდზე განახლებული დროს მნიშვნელობა (ნახ. 6.8).

6.3. ენის და რეგიონის დადგენა

სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა მეთოდით სარგებლობს მონაცემების გამოსახატად

კომპიუტერში. ამიტომ შეიძლება დაგჭირდეთ მითითება ქვეყნის და კონკრეტული

პირობების, თუ როგორ უნდა გამოისახოს მონაცემები თქვენი ქვეყნის სპეციფიკის

გათვალისწინებით. ამისათვის ვისარგებლოთ შემდეგი ბრძანებებით.

Start\ Control Panel\ Date, Time, Language, and Regional Options, რის შემდეგ

გაიხსნება ფანჯარა Date, Time, Language, and Regional Options (ნახ. 6.9).

ნახ. 6.9. ფანჯარა Date, Time, Language, and Regional Options

ნახ. 6.8. თარიღისა და

დროს დადგენის ფან-

ჯარა

Page 58: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

58

დააწკაპუნეთ ნიშანზე Regional and Lan-

guage Options, გაიხსნება იგივე დასახე-

ლების ფანჯარა (ნახ. 6.10). ნაწილში Stan-

dards and formats ჩამოშალეთ სამკუთ-

ხედი და აირჩიეთ ენა, რომელზეც ქვეყანა

ლაპარაკობს. ავტომატურად შეიცვლება

პირობები ნაწილში Samples. თუ გნებავთ -

ლიეროთ ან შეცვალოთ ფორმატები რიცხვე-

ბის, ვალუტის, დროის და თარიღის ისარ-

გებლეთ ღილაკით Customize. ქვემოთ

ნაწილში Location გამოიტანეთ ქვეყნების

სია და აირჩიეთ ქვეყანა - ამითი თქვენ უთი-

თებთ ადგილს, სადაც მომსახურე ორგანი-

ზაციებმა მოგაწოდონ ადგილობრივი ინ-

ფორმაცია ამინდზე ან ახალი ამბები.

ნახ. 6.10. ფანჯარა Regional and Language Options

გახსენით ჩანართი Languages და ისარგებლეთ ღილაკით Details. გამოჩნდება

დიალოგური ფანჯარა This Text Services and Input (ნახ. 6.11). აქ მითითებული

კომპიუტერზე კლავიატურისთვის დადგენილი ენები. დააჭირეთ ღილაკს Add, გამო-

ნახ. 6.10. ფანჯარა

Regional and Language

Options

ნახ. 6.11. ფანჯარა

and Language

Options

Page 59: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

59

ჩნდება დიალოგური ფანჯარა Add Input Language - ინფორმაციის შეტანის ენის

დამატება. ჩამოშალეთ ენების სია და აირჩიეთ ენა, ქვემოთ მიუთითეთ კლავიატურის

განლაგება - Keyboard layout/IME. დახურეთ ფანჯარა. ახლა თქვეს მიერ მითითე-

ბული ენა ჩაიწერა სიაში Default input language და გამოჩნდა აგრეთვე ქვემოთ

სიაში Installed services. იმოქმედეთ ღილაკზე Language Bar და ფანჯარაში Lan-

guage Bar Settings ჩართეთ ის პარამეტრები, რომლებსაც თვლით საჭიროდ. დახუ-

რეთ გახსნილი ფანჯრები. ახლა ენა, რომელიც თქვენ მიუთითეთ, როგორც ერთ-

ერთი კლავიატურის ენად, ახლა ჩანს ენის პანელზე, გადართეთ მასზე და აკრიფეთ

ტექსტი.

6.4. სპეციალური შესაძლებლობები

Windows XP აქვს სპეციალური შესაძლებლობები, რომლებიც გეხმარებათ რეჟიმემის

დადგენაში. თუ თქვენთვის სიძნელეს წარმოადგენს ზოგიერთი პირობის დადგენა,

შეგიძლიათ ეს სისტემას მიანდოთ და ისარგებლოთ Accessibility Options - სპეცია-

ლური შესაძლებლობებით მენიუდან Control Panel. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია

ის პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია ხალხისთვის შეზღუდული მხედველო-

ბით. გახსენით ფანჯარა Control Panel და იმოქმედეთ ნიშანზე Accessibility Options.

ეკრანზე გამოვა იგივე დასახელების ფანჯარა (ნახ. 6.12), სადაც იოლად შეძლებთ

ეკრანის და ტექსტის ფერების და-

დგენას (Adjust the contrast for text

and colors on your screen) და

პროგრამა-ოსტატის გამოძახებას

(Accessibility Wizard), რომელიც

გაგატარებთ საბაზო დადგენების

კონფიგურირების პროცესს. შეგი-

ძლიათ ისარგებლოთ პროგრამით

Utility Manage, რომელიც ამუშა-

ვებს სპეციალური შესაძლებლო-

ბების პროგრამებს. მისი გამოძახება

შეიძლება კლავიშით ვინდოუსის

ნიშნით + U (ნახ. 6. 13).

ნახ. 6.12. ფანჯარა Accessibility Options

Page 60: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

60

ამ ფანჯარაში, თუ პროგრამა Utility Manager მოქმედებაშია (Mamagnifer is running),

შეგვიძლია ვამუშაოთ ორი პროგრამა:

ერთი პროგრამა Microsoft Narrator -

აკრეფილი ტექსტის გადამყვანი ხმო-

ვან ტექსტში, რომელიც მუშაობს

ვინდოუსის დადგენის პროგრამებთან,

სამუშაო მაგიდასთან, მართვის პანე-

ლის პროგრამებთან, გამყოლთან,

პროგრამებთან Notepad და Word-

Pad; მეორე პროგრამა (On Screen

Keyboard) - ტექსტის აკრეფა მაუსით.

ნახ. 6.13. ფანჯარა Utility Manager

ფანჯარაში Utility Manager დააჭირეთ სტრიქონს Narrator is not running და შემდეგ

გამონათებულ ღილაკს Start. დაიწყება პროგრამის დანიშნულების გახმოვანება.

შეგიძლიათ დაადგინოთ სისწრაფე, ხმის ძალა ფანჯრიდან Narrator, რომელიც

გამოჩნდება ეკრანზე პროგრამის გაშვების შემდეგ. გადადით გამყოლზე და გახსენით

ფოლდერები, პროგრამა თქვენს მოქმედებებს გაახმოვანებს; ტექსტის აკრეფის დროს

გესმით აკრეფილი სიმბოლოების ბგერები.

თუ მომდევნო სტრიქონზე იმოქმედებთ - On Screen Keyboard is not ranning და მერე

Start, გაიშვება პროგრამა, რომელიც ეკრანზე კლავიატურას გამოიტანს და ეკრანზე

შეძლებთ მაუსით ტექსტის აკრეფას. იგივე პროგრამის ჩართვა შეგიძლიათ

ფანჯრიდან Accessibility Options, თუ მარცხენა მხარეს იმოქმედებთ ბრძანებაზე On

Screen Keyboard.

ეს პროგრამები შეიძლება ამუშაოთ აგრეთვე საწყისი ღილაკიდან Start\All Programs\

Accessories\ Accessibility.

დავალებები

დავალება 1: დაადგინეთ თემა ” Windows XP”. შეცვალეთ თემა ” Windows Classic”-

ზე.

დავალება 2: გამოიყენეთ სამუშაო მაგიდისთვის Windows XP-ში არსებული ფონი,

ისარგებლეთ პარამეტრით Position და გაამრავლეთ სურათი ეკრანზე.

დავალება 3: გამოიყენეთ წინასწარ მომზადებული ინტერნეტიდან ან სხვა წყაროდან

არსებული სამუშაო მაგიდის ფონი.

Page 61: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

61

დავალება 4: დაადგინეთ დამცავი და მიუთითეთ პარამეტრები: დრო, რამდენი ხნის

შემდეგ ჩაირთოს დამცავი, პაროლი სამუშაოს განახლებისთვის,

ისარგებლეთ ფოლდერით Picture, რომელშიც რამდენიმე სურათი

გაქვთ, და გამოიტანეთ ისინი მიყოლებით სლაიდების სახით.

დავალება 5: მონიტორის ეკრანი გამართეთ ისე, რომ მაქსილალურად გაიზარდოს

ობიექტების ზომა ეკრანზე.

დავალება 6: დაადგინეთ თარიღი და დრო კომპიუტერზე. შეამოწმეთ ინტერნეტის

დროს თან.

დავალება 7: დაადგინეთ კომპიუტერზე კლავიატურისთვის ავსტრიული ენა.

დავალება 8: იმუშავეთ მაუსით და აკრიფეთ ტექსტი ეკრანზე

დავალება 9 : ჩართეთ ტექსტის ხმით კითხვის შესაძლებლობა და წააკითხეთ

მართვის პანელის შემადგენელი პროგრამების დანიშნულება.

თემა 8. განახლება და დიაგნოსტიკა

ოპერაციული სისტემის განახლება (Microsoft Windows Update). დახმარებისა

და მხარდჭერის ცენტრის (Help and Support Center) გამოყენება. პრობლემების

დაგნოსტიკის საშუალებები. მოსამსახურე პროგრამები (Tools). დისკების

გასუფთავება და დეფრაგმენტაცია. ფაილების სარეზერვო ასლები შექმნა და აღდგენა.

ოპერაციული სისტემის აღდგენა.

8.1. ოპერაციული სისტემის განახლება (Microsoft Windows Update)

Microsoft Windows Update – ეს არის მომსახურება დაფუძნებული ინტერნეტის

შესაძლებლობებზე, ეს მომსახურება იკვლევს კომპიუტერს და ადგენს რა განახლება

სჭირდება მას - რომელი მოწყობილობებისათვის პროგრამების განახლებაა საჭირო,

და გთავაზობთ მათ ინსტალირებას. ამ პროგრამის მეშვეობით ივსება და ახლდება

დაზიანებული ან მოძველებული პროგრამები კომპიუტერში.

Windows Update მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ რეგულარულად,

წინასწარ დადგენილ სიხშირით, ან ერთჯერადათ. განახლების პროცესში Microsoft

Windows Update აგროვებს ოპერაციული სისტემის ვერსიის, ვებ-ბრაუზერის და სხვა

პროგრამულ უზრუნველტოფის, მოწყიბილობების, მიერთებულს თქვენს

კომპიუტერთან, იდენტიფიკატორებს და ადგენს განახლების სიას თქვენი

ოპერაციული სისტემის შესაძლებლობის თანახმად. სიაში განახლება შეიძლება

აღნიშნული იქნეს როგორც კრიტიკული, რაც ნიშნავს, რომ განახლება აუცილებე-

ლია, და ისეთი, რომლისთვისაც არ არის აუცილებელი. ნებისმიერ მათგანს

შეიძლება მიეთითოს მომხმარებლის გადაწყვეტილებით რომელი განახლდეს, და

რომელი არა. მაგრამ, თუ გინდათ, რომ სისტემა თქვენს გარეშე ავტომატურად

Page 62: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

62

მოქმედებდეს, მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ ავტომატური განახლებით. ამ შემ-

თხვევაში ოპერაციული სისტემა მარტო შეგეკითხებათ ჩაატაროს, თუ არა განახლება.

განვიხილოთ აპარატული და პროგრამული განახლების ავტომატური პროცესის

დადგენა.

საწყის ღილაკიდან Start გადადით Control Panel და იგივე დასახელების ფანჯარაში

აირჩიეთ ნიშანი Performance and Maintenance (წარმოებლურობა და

მომსახურება), შემდეგ ფანჯარაში კი - System. გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა

System Properties (ნახ. 8.1). გადადით ჩანართზე Automatic Updates და

ჩაურთეთ გადამრთველი Automatic (ავტომატურად). ქვემოთ მიუთითეთ

პერიოდულობა და დრო, როდის ჩატარდეს განახლება. ნახატზე 8.1 ნაჩვენებია

ოპერაციული სისტემის ავტომატური განახლება ყოველ დღე 3 საათზე. ჩაურთეთ

აგრეთვე გადამრთველები Download the updates for me, but let me choose

when to install them (ავტომატურად ჩამოიტვირთოს განახლებები, მაგრამ

შემეკითხე მათ ინსტალირების შესახებ) და Notify me but don’t automatically

download or install them ( გამოიტანოს შეტყობინება მზად ყოფნაზე

განახლებისთვის), დახურეთ ფანჯარა ღილაკით OK. დახურეთ აგრეთვე ფანჯარა

Performance and Maintenance.

ნახ. 8.1. ოპერაციული

სისტემის ავტომა-

ტური განახლება

Page 63: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

63

8.2. პრობლების დიაგნოსტირება

ოპერაციული სისტემა გთავაზობთ საშუალებებს, რომლებიც გეხმარებათ

პრობლემების დადგენაში და მათ გადაწყვეტაში. როდესაც კომპიუტერი ნელა

მუშაობს, ეტყობა უნდა გამოარკვიოთ მიზეზი და შეეცადოთ მოსპოთ ის. ეს არც თუ

ისე იოლი გადასაჭრელი პრობლემაა, მაგრამ ვინდოუსს აქვს დახმარების

საშუალებები. ძირითადი ამ საშუალებებს შორის არის:

- ინფორმაცია კომპიუტერზე (My Computer Information);

- ქსელური დიაგნოსტიკა (Network Diagnostics);

- ფართო სისტემული ინფორმაცია (Advanced System Information).

ეს საშუალებები მოთავსებულია დახმარების და თანხლების ცენტრში (Help and

Support Center).

ჯერ გამოვიტანოთ დიაგნოსტური ინფორმაცია კომპიუტერზე. ამისათვის ჩავრთოთ

კომპიუტერი და ვიმოქმედოთ ღილაკზე Start, Help and Support, გაიხსნება

ფანჯარა Help and Support Center აირჩიეთ გადამრთველი მოსამსახურე

პროგრამების გამოყენება კომპიუტერის ინფორმაციის დათვალიერებისა და

დიაგნოსტირებისათვის (Use Tools to view your computer information and

diagnose problems). ამის შემდეგ ფანჯარში ჩნდება მენიუ Tools. იმოქმედეთ

საშუალებაზე My Computer Information (ნახ. 8.3).

ნახ. 8.3. ინფორმაცია კომპიუტერზე

Page 64: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

64

მარჯვენა მხარეს მოთავსებულია ინფორმაცია კომპიუტერზე ხუთ ნაწილად

დაყოფილი:

- ზოგადი ინფორმაცია სისტემაზე (View general system information about

this computer, ნახ. 8. 4) ,

- მოწყობილობების და პროგრემების მდგომარეობაზე (View the status of my

system hardware and software, ნახ. 8.5),

- ინსტალირებულ მოწყობილობებზე ინფორმაციის ძიება (Find information

about the hardware installed on this computer, ნახ. 8.6),

- ინსტალირებული Microsoft-ის პროგრამების სია (View a list of Microsoft

software installed on this computer, ნახ. 8.7),

- ფართო ცნობები სისტემაზე .

ნახ. 8.4. ზოგადი ინფორმაცია სისტემაზე

ნახ. 8.5. ინფორმაცია მოწყობილობების და პროგრემების მდგომარეობაზე

Page 65: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

65

ნახ. 8.6. ინფორმაცია ინსტალირებულ მოწყობილობებზე

ნახ. 8.7. ინსტალირებული Microsoft-ის პროგრამების სია

დაბრუნდიტ უკან და აირჩიეთ მოსამსახურე საშუალებებში პოზიცია ქსელის

დიაგნოსტიკა (Network Diagnostics). ფანჯარაში Help and Support Center მარჯვენა

ნაწილში ჩნდება ორი პოზიცია: ინფორმაციის შეკრება (Scan your system) და

ინფორმაციის შეკრების პარამეტრების გამართვა (Set scanning options, ნახ. 8. 8).

ნახ. 8.8. ქსელის დიაგნოსტიკის ფანჯარა

Page 66: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

66

ჯერ მიუთითეთ Set scanning options და მიიღეთ პარამეტრების სიას (ნახ. 8.9).

ნახ. 8.9.პარამეტრების მითითება ქსელის დიაგნოსტიკის ფანჯჰარაში

ჩართეთ ყველე მათგანი და შემდეგ მიუთითეთ Scan your system. ვინდოუსი

შეკრიბავს ინფორმაციას მოწყობილობებზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე და

ქსელის კავშირებზე, რის შემდეგ ჩამოაყალიბებს ანგარიშგებას (ნახ. 8.10).

ნახ. 8.10. ქსელის დიაგნოსტიკის ანგარიშგება

Windows XP სისტემაში საცნობარო და მხარდამჭერი ცენტრი ასრულებს დახმარე-

ბის როლს , რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ინფორმაციისათვის მოწყობილო-

ბებზე, პროგრამებზე. მოითხოვოთ დახმარება მწარმოებელ ფირმებისაგან, ამ

ფანჯარას ჩვენ უკვე ვიცნობთ (ნახ. 8.12).

Page 67: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

67

ნახ. 8.12. საცნობარო და მხარდამჭერი ცენტრის ფანჯარა

ფანჯარაში მარცხნივ ჩამოთვლილია საკითხები, რომლის იგრვლივ შეგიძლიათ

მიიღოთ ინფორმაცია. თუ ინსტრუნენტულ პანელიდან ისარგებლებთ ღილაკით

Index (მიმთითებელი), მიიღებთ თემების სიას, საიდანაც ირჩევთ საჭიროს და

იღებთ მასზე პასუხს ფანჯრის მარ ჯვნივ. შეგიძლიათ ისარგებლოთ ძიების

სტრიქონით და შეიტანოთ კითხვა. შედეგი ისევ მარცხნის გამოჩნდება, აირჩიეთ

მოძიებული ნაწილიდან ერთეულ ი -- მისი პასუხი უკვე მარჯვნივ სჩანს (ნახ. 8.13).

ნახ. 8.12. მოძიებული ინფორმაცია საკითხის ირგვლივ ”print”

Page 68: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

68

თუ ინსტრუმენტულ პანელზე არსებულ ღილაკს Support იხმართ, შემდეგ ჯანჯარას

მიიღებთ (ნახ. 8.13).

ნახ. 8.13. ფანჯარა ფუნქციებით Support

ამ ფანჯარაში მარცხნივ სამი საკითხია გამოტანილი: მეგობარის დახმარება, Microsoft-

ის დახმარება, გასვლა ფორუმებში ვებ-გვერდებზე.

პირველ შემთხვევაში დაგჭირდებათ დაკავშირება მეგობათან. თქვენ შეგიზლიათ

გამოიყენოთ Windows XP ახალი საშუალება Remote Assistance (დაშორებული

დამხმარე), რომელიც მიერთებულია ქსელს, შეგიზლიათ აჩვენოთ თქვენი კომპიუ-

ტერის ეკრანი და გამოიყენოთ Windows Messenger პრობლემის გადასაჭრელად.

მეორე შემთხვევაში, იხსნება მარჯვნივ Microsoft-ის გვერდი, რომელიც მოგთხოვთ

მიუთითოთ საკითხი, რომლის ირგვლივ გაინტერესებთ ინფორმაცია, ატარებს

ზიებას და გაწვდით პასუხს.

მესამე შემთხვევა გაძლევთ ფანჯრის მარჯვნივ მითითებას Go toWindows

Newsgroups -- გადადით ფორუმებში, შეკრებებში, სადაც მომხმარებლები და

სპეციალისტები ერთმანეთს ეხმარებიან და უზიარებენ Windows-ის ცოდნას.

8.3. დისკის გასუფთავება

როდესაც ფაილს ხსნით, შედიხართ ინტერნწტში ან აყენებთ პროგრამას, ვინდოუსს

სჭირდება დროებითი ფაილების შექმნა. პროგრამასთან მუშაობის დასრულების

შემდეგ, ხდება დროებითი ფაილების ავტომატური წაშლა. მაგრამ ხანდახან, თუ

პროგრამა აკურატულად არ არის შედგენილი, ასეთი ფაილები რჩება დისკზე და დრო

და დრო საჭირო ხდება მათი წაშლა, რათა არ გადაიტვირთოს მეხსიერება დისკზე.

Page 69: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

69

ასევე ”ანაგვიანებს” კომპიუტერს გამოუყენებელი ფაილები, რომლებიც გროვდება

სანაგვეში.

სანაგვე რომ გააასუთავოთ, გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ და ისარგებლეთ

ბრძანებით Empty Recycle Bin. შეგიძლიათ ისე წაშალოთ ფაილი, რომ არ

მოახვედროთ სანაგვეში, ამისათვის წაშლის დროს ისარგებლეთ კლავიშებით Shift+

Del. თუ გნებავთ ყოველთვის აუაროთ გვერდი სანაგვეში ფაილების გადატანას,

შეგიძლიათ კონტექსტურ მენიუდან აირჩიოთ ბრძანება Properties და ჩართოთ

გადამრთველი Do not move files to Recycle Bin. მაგრამ, ხშირად სანაგვიდან

ფაილის აღდგენა გიხდებათ, ამიტომ ფაილების გადატანა სანაგვეში უპრიანია.

აღდგენისთვის ისარგებლეთ კონტექსტური მენიუდან ბრძანებით Restore.

შეიძლება გამოიყენოთ აგრეთვე დისკის გასუფთავების აუტილიტა (Disk Cleanup),

რომელიც წაგაშლევინებთ ჩამოტვირთულ გამოყენებულ დროებით და ავტონომიურ

ფაილებს. უტილიტა გაძლევთ წასაშლელ ფაილების სიას, სადაც უნდა მიუთითოთ

რომელი ფაილების წაშლა გნებავთ (ნახ. 8.11).

უტილიტის გამოძახება სრულდება ღილაკებით Start\ All Programs\ Accessories\

System Tools\ Disk Cleanup. ამ უტილიტას, როგორც წესი, ხშირად იძახებენ,

შეიძლება კომპიუტერის დახურვის ან ყოველდღიურად, რათა უზრუნველყონ

დიესკების მეხსიერების ეკონომიური გამოყენება.

ნახ. 8.11.D: დის-

კის გასუფთავე-

ბის ფანჯარა

Page 70: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

70

8.4. დისკის დეფრაგმენტაცია

არსებობს კიდევ ერთი უტილიტა, რომელიც ემსახურება კომპიუტერის

წარმოებლურობას. ეს არის დისკის დეფრაგმენტაციის უტილიტა. ფაილების ხშირი

ჩაწერა-წაშლა დისკზე იწვევს მათ დაყოფას კლასტერებად და მათ სხვადასხვა

მისამართებით განლაგებას. დეფრაგმენტაცია უზრუნველყოფს ფაილების უწყვეტ

ნაკადად ჩაწერას, რაც აჩქარებს მათ წაკითხვას და ამცირებს ჩაწერის ადგილს.

უტილიტა გაძლევთ დისკზე მოთავსებული ფაილების ანალიზის სურათს (ნახ. 8.11).

მისი გამოძახება სრულდება ბრძანებების თანმიმდევრობით Start\ All Programs\

Accessories\ System Tools\ Disk Defragmenter . იმის მიხედვით, თუ რა მოცულობის

მონაცემებია განლაგებული დისკზე, პროგრამა მოითხოვს შესაბამის დროს, შეიძლება

დეფრაგმენტაცია რამდენიმე საათს გაგრძელდეს. როგორც წესი დეფრაგმენტაციას

ნიშნავენ იშვიათად.

ფანჯარაში Disk Defragmenter იმოქმედეთ ჯარ დისკის ნიშანზე, შემდეგ ღილაკზე

Analyze. შესრულდება დისკის ანალიზი, რომლის შედეგად გეძლევათ რჩევა

დეფრაგმენტაციის ჩატარებაზე, თუ ეთანხმებით, იმოქმედებით ღილაკზე

Defragment,

ნახ. 8.11. დისკების დეფრაგმენტაციის ფანჯარა

Page 71: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

71

8.5. სარეზერვო კოპირება და ფაილების არქივაცია

Backup or Restore Wizard პრგრამა-ოსტატის მახმარებით ტარდება ფაილების ასლების

შექმნა და შემდგომ კი, თუ ფაილები ზიანდება, მათი აღდგენა. ამიტომ იქმნება

სარეზერვო ასლები და ინახება კომპიუტერიდან მოშორებით ელექტრონულ

მატარებალზე. შეიძლება შევარჩიოთ არქივაციის ტიპებიდან რომელიმე ჩვენთვის

მისაღები. არსებობს არქივაციის შემდეგი ტიპები:

- ჩვეულებრივი (Normal), როდესაც სრულდება ყველა არჩეული ფაილების

არქივაცია,ფაილები ინიშნება როგორც არქივირებული,

- კოპირება (Copy), როდესაც სრულდება ყველა არჩეული ფაილების

არქივაცია, მაგრამ ფაილები არ ინიშნება როგორც არქივირებული,

- დამატებითი , სრულდება იმ ფაილების არქივაცია, რომლებიც ბოლო

არქივაციის შემდეგ იყო შექმნილი ან შეცვლილი, ფაილები ინიშნება როგორც

არქივირებული,

- განსხვავებული (Differential), სრულდება იმ ფაილების არქივაცია,

რომლებიც ბოლო არქივაციის შემდეგ იყო შექმნილი ან შეცვლილი, მაგრამ

ფაილები არ ინიშნება როგორც არქივირებული,

- ყოველდღიური (Daily), სრულდება იმ ფაილების არქივაცია, რომლებიც

მიმდინარე დღეს იყო შექმნილი ან შეცვლილი, მაგრამ ფაილები არ ინიშნება

როგორც არქივირებული.

არქივაციის ტიპი განსაზღვრავს აღდგენის პროცესის სირთულეს. აექივაციის დროს

თქვენ უთითებთ არქივაციის ტიპს, სახელს და ადგილს სარეზერვო ფაილისათვის.

სარეზერვო ფაილები ინახება გაფართოვებით . bkf.

ჩავატაროთ ფაილების არქივაცია. ამისათვის შევასრულოთ: Start\ All Programs\

Accessories\ System Tools\ Backup. ჩნდება ოსტატის ფანჯარა. გადადით მეორე

ფანჯარაზე ღილაკით Next. აქ მიუთითეთ ატარებთ არქივაციას, თუ აღდგენას(ნახ.

8.14).

Page 72: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

72

გადადით შემდეგ ფანჯარაზე ღილაკით Next. გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა,

რომელშიც უნდა მიეთითოს რა უნდა დააარქივოთ (ნახ. 8.15).

ამ ფანჯარაში ასარჩევად მითითებულია: ჩემი დოკუმენტები და რეჟიმები,

კომპიუტერზე მომუშავე ყველა მომხმარებლის დოკუმენტები და რეჟიმები,

კომპიუტერზე არსებული ინფორმაცია , მიეცეს უფლება აირჩეს საარქივაციოთ

ობიექტები. ავირჩიოთ ბოლო გადამრთველი - მიეცეს უფლება აირჩეს საარქივაციოთ

ობიექტები და გადავიდეთ შემდეგ ფანჯარაზე.

ნახ. 8.14.ოსტატის

მეორე ფანჯარა,

სადაც უთითებთ

ასლის შექმნას ან

აღდგენას

ნახ. 8.15. ოსტატოს ფანჯარა,

სადაც უთითებთ რომელი

ფაილები უნდა დაარქივდეს

Page 73: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

73

შემდეგ ფანჯარაში მიუთითეთ დისკი, სად შეინახოს არქივირებული ფაილი, და

ფაილის სახელი (ნახ. 8.17). გადადით შემდეგ ფანჯარაზე.

ამის შემდეგ იწყება არქივაციის პროცესი. დაელოდეთ რამდენიმე წუთში პროცესი

დამთავრდება და ეკრანზე ოსტატის ბოლო ფანჯარა გამოვა (ნახ. 8. 18), სადაც

ანგარიშის სახით მოცემულია არქივირებული ფაილის დახასიათება. დააჭირეთ

ღილაკს Finish დახურეთ ფანჯარა.

ნახ. 8.16. ოსტატის ფანჯარა,

სადაც ვირჩევთ ფაილებს

არქივაციისათვის

ნახ. 8.17. ოსტატის ფანჯარა,

სადაც ვირჩევთ

არქივირებული ფაილის

ადგილს და სახელს

Page 74: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

74

ფაილების შემდგომი აღდგენისთვის შეასრულეთ ოპერაციები: Start\ All Programs\

Accessories\ System Tools\ Backup. გაიხსნება პროგრამა-ოსტატი Backup or

Restore Wizard , Backup or Restore Wizard მე-2 ფანჯარაში აირჩიეთ

გადამრთველი Restore files and settings, მიუთითეთ სარეზერვო ფაილი და

შემდეგ ფანჯარაში Finish. შეგიძლიათ გახსნათ გამყოლი Windows Explorer და

მოძებნოთ სარეზერვო ფაილი, დაუწკაპინეთ მას ორჯერ.

8.6. ოპერაციული სისტემის აღდგენა

კომპიუტერზე მუშაობის პროცესში ხშირად ბევრ ცვლილებებს ვატარებთ: ვაყენებთ

ახალ პროგრამებს, ვცვლით სისტემის რეჟიმებს, უცვლით პროგრამებს ვერსიებს და

ვშლით და ვქმნით ახალ ფაილებს. შედეგად შეიძლება შეგექმნათ სიტუაცია,

როდესაც დაგჭირდებათ დაგაბრუნება წინა მდგომარეობასთან. Windows XP ამას

მარტივად გაგიკეთებთ სისტემის აღმდგენი პროგრამა-ოსტატით (System Restore

Wizard). პროგრამა-სტატს დასჭირდება საკონკროლო წერთილი, რომლის მიერ

დაფიქსირებულ მდგომარეობაზე დაბრუნდებით. ასეთი საკონრტოლო წერტილები

ძირითადად იქმნება:

სისტემა პირველად დგება კომპიუტერზე, ყიდვის დროს (initial system

checkpoint),

სისტემის ავტომატური აღდგენისას (Automatic update restore points),

სარეზერვო ასლის აღდგენისას (Backup recovery restore points),

კომპიუტერის მიერ რეგულარულად (გეგმიური საკონტროლო წერტილები)

მაშინაც კი, თუ თქვენ არ შეგგაქვთ ცვლილებები სისტემაში (System

checkpoints).

ნახ. 8.18. ოსტატის

ფანჯარა არქივირე-

ბული ფაილის

დახასიათებით

Page 75: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

75

კომპიუტერის აღდგენის დროს სრულდება Windows XP და ინსტალირებული

პროგრამების აღდგენა იმ მომენტისათვის, რომელიც საკონკროლო წერთილით

ფიქსირდება. ეს პროცესი არ ეხება პირად ფაილებს, რომელიც მოიცავს შენახულ

დოკუმენტებს, ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებს, მისამართების წიგნებს,

თქვენს მიერ მოგროვილ საიტებს (Favorites), მუშაობის მოქმედებების სიას

(History). აღდგენის შედეგად მიღებული ცვლილებები შექცევადია, რაც ნიშნავს,

რომ აღდგენის ჩატარების შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წინა პირობებს და

ახლიდან ჩაატაროთ აღდგენა.

სისტემის აღდგენა რომ ჩაატაროთ, შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები.

დახურეთ ყველა დავალება, ვინაიდან სისტემა გადატვირთავს კომპიუტერს.

გამოიძახეთ ბრძანებები: Start\ All Programs \Accessories\ System Tools\

System Restore. ეკრანზე გამოვა აღდგენის პროგრამა-ოსტატი System Restore

Wizard (ნახ. 8. 19).

ჩართეთ გადამრთველი Restore my computer to an earlier time (აღადგინე

კომპიუტერი ადრინდელ მდგომარეობამდე) და იმოქმედეთ ღილაკზე Next და

გადადით შემდეგ ფანჯარაზე (ნახ. 8.20. აირჩიეთ საკონკროლო წერტილი და

გადადით შემდეგ ბიჯზე.

ნახ. 8.19. პროგრამა-

ოსტატის პირველი

ფანჯარა, სადაც

უთითებთ აღდგენას

Page 76: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

76

პროგრამა-ოსტატი გათიშავს Windows XP, დაიწყებს ფაილების აღდგენას და

დააბრუნებს მათ საკონტროლო წერტილის შესაბამის მდგომარეობამდე, შემდეგ

გადატვირთავს კომპიუტერს.

თუ კომპიუტერში შესვლა სააღრიცხვო ჩანაწერით და პაროლით სრულდება,

დაგჭირდებათ მათი შეტანა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ უტილიტის (System Restore) გამოძახება შესაძლებებელია

მართვის პანელიდანაც: Start\Control Panel\ Performance and Maintenance\

System Restore.

დავალებები

დავალება 1: Windows-ის ავტომატური განახლება ყოველ 2 თვეში

დავალება 2: გამოიტანეთ დიაგნოსტური ინფორმაცია კომპიუტერზე

დავალება 3: დისკის გასუფთავება კომპიუტერის სეანსის დასრულების დროს

დავალება 4: დისკის დეფრაგმენტაცია ყოველ 3 თვეში ერთხელ

დავალება 5: ჩაატარეთ ფაილების არქივაცია

დავალება 6: ჩაატარეთ არქივირებული ფაილის აღდგენა

დავალება 7: ოპერაციული სისტემის აღდგენა.

ნახ. 8.20. პროგრამა-ოსტა-

ტის მე-2 ფანჯარა, სადაც

უთითებთ აღდგენის

საკონტროლო წერტილს

Page 77: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

77

ლიტერატურა

1. ც. ჯაფიაშვილი. ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება (Windows XP). ლექციების

კურსი.2012წ.

2. Operating Systems Design and Implementation, 3rd Edition, Andrew S.

Tanenbaum,.ISBN(s):0131429388,9780131429383,Publisher(s): Prentice Hall, 2006 , Page(s):

1080,

http://merab.cu.edu.ge/eBooks/Windows/Windows%20XP%20Bible.pdf.

3. Alan Simpson’s Windows XP Bible Published by Hungry Minds, Inc.Windows XP Bible, page 4, 909

Third Avenue New York, NY 10022,

4. www.hungryminds.com

5. 3. 4. Коньков К.А. Устройство и функционирование ОС Windows. Издательство:

Интернет-университет информационных технологий.-- 2008, 208 стр.

6. პროგრამული პლატფორმები (ოპერაციული სისტემები: Ms Windows, Unix, Linux ) (ქარტულ

ენაზე)

ონლაინ გაკვეთილები: 7. http://www.intuit.ru/department/os/ossysob/ (რუსულ ენაზე)

8. http://www.intuit.ru/department/os/osmswin/ (რუსულ ენაზე)

Page 78: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

78

სარჩევი

თემა 1. ოპერაციული სისტემის Windows XP ზოგადი დახასიათება ........................................ 1

1.1. Windows XP-ის დახასიათება: ................................................................................................ 1

1.2. კომპიუტერის ჩართვა და რამდენიმე მომხმარებლის მიერ გამოყენება .......................... 3

1.2. კომპიუტერის მუშაობის სეანსის დასრულება ...................................................................... 4

დავალებები ........................................................................................................................................ 5

თემა 2. Desktop-ის შემადგენლობა და მასთან მუშაობა .................................................................. 6

2.1. საწყისი ფანჯარა ......................................................................................................................... 6

2.1.1. სამუშაო მაგიდა ................................................................................................................... 6

2.1.2. Start ღილაკი ......................................................................................................................... 7

2.1.3. დავალებების პანელი ....................................................................................................... 12

დავალებები ...................................................................................................................................... 15

თემა 3. რამდენიმე მომხმარებლის კომპიუტერთან ერთდროული მუშაობა ........................... 16

3.1. კომპიუტერის სახელი ............................................................................................................. 16

3.2. სააღრიცხვო ჩანაწერები და მათი შექმნა .............................................................................. 19

3.3. მომხმარებლებს შორის სწრაფი გადართვა .......................................................................... 21

დავალებები ...................................................................................................................................... 23

თემა 4. ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა ....................................................................... 24

4.1.Windows-ის ფაილური სისტემა ............................................................................................... 24

4.2. გამყოლი Windows Explorer ....................................................................................................... 25

4.3. საქაღალდეების და ფაილების დათვალიერების გზები ................................................... 28

4.4. საქაღალდეების და ფაილების შექმნა, რედაქტირება და წაშლა ...................................... 31

4.5. რამდენიმე კომპიუტერზე ფაილებთან და ფოლდერებთან მუშაობა ............................. 33

4.6. ფაილებისა და ფოლდერების გადაადგილება და სახელის შეცვლა ............................... 35

4.7. ფაილების ძიება ........................................................................................................................ 37

დავალებები ...................................................................................................................................... 39

თამა 5. პერიფერიული მოწყობილობები და დამატებითი პროგრამული საშუალებების

მიერთება ............................................................................................................................................... 40

5.1. პერიფერიული მოწყობილობების დადგენის პირობები .................................................. 40

5.2. დამატებითი პროგრამული საშუალებები და მათი ინსტალირების პირობები ............ 40

5.3. მოწყობილობების დადგენა .................................................................................................... 41

5.3.1.მიკროფონისა და დინამიკების მიერთება ..................................................................... 41

5.3.2.ლოკალური პრინტერის და ქსელის კომპიუტერებისთვის პრინტერის დაყენება . 43

5.3.3.სკანერისა და კამერის მიერთება, ფაქსის დაყენება ...................................................... 46

5.3.4.ჩამწერ-წამკითხავი პერიფერიული დისკური მოწყობილობის მიერთება ............. 46

5.3.5.CD-R და CD-RW დისკებთან მუშაობა ................................................................................ 47

5.3.6.პროგრამების ინსტალირება ............................................................................................. 47

5.3.7.ვინდოუსის კომპონენტების დაყენება ........................................................................... 48

Page 79: ოპერაციული სისტემის Windows XP ...ekobizit.economics.tsu.ge/OperationSystems.pdf1 ოპერაციული სისტემის Windows

79

5.3.8.პროგრამების ავტომატიური გაშვება .............................................................................. 49

დავალებები ...................................................................................................................................... 50

თამა 6. Windows XP-ის გამართვა მომხმარებლის მოთხოვნების თანახმად............................... 51

6.1.Windows XP გარეგნული შესახედაობისა და შინაარსის შეცვლა ....................................... 51

6.1.1. თემის შერჩევა .................................................................................................................... 51

6.1.2. სამუშაო მაგიდის ფონის შეცვლა .................................................................................... 53

6.1.3. ეკრანის დამცავის შერჩევა .............................................................................................. 53

6.1.4. გაფორმება (Appearance) .................................................................................................... 55

6.1.5. მონიტორის გაწყობა .......................................................................................................... 55

6.2. სისტემის თარიღის და დროს დადგენა ................................................................................ 56

6.3. ენის და რეგიონის დადგენა .................................................................................................... 57

6.4. სპეციალური შესაძლებლობები ............................................................................................. 59

დავალებები ...................................................................................................................................... 60

თემა 8. განახლება და დიაგნოსტიკა ................................................................................................ 61

8.1. ოპერაციული სისტემის განახლება (Microsoft Windows Update) ....................................... 61

8.2. პრობლების დიაგნოსტირება ................................................................................................. 63

8.3. დისკის გასუფთავება ............................................................................................................... 68

8.4. დისკის დეფრაგმენტაცია ........................................................................................................ 70

8.5. სარეზერვო კოპირება და ფაილების არქივაცია .................................................................. 71

8.6. ოპერაციული სისტემის აღდგენა .......................................................................................... 74

დავალებები ...................................................................................................................................... 76

ლიტერატურა ................................................................................................................................... 77

სარჩევი .............................................................................................................................................. 78