22
1 ლექსიკონი მოსაწევი - მარიხუანა, იგივე კანაფი. პლანი - მარიხუანა, იგივე კანაფი. ფაქტი - მარიხუანა, იგივე კანაფი. ტისკი - მარიხუანა, იგივე კანაფი. გაშკა - ჰაშიში. ჩაქაჩე - ხის ან კორპისა და სათითისგან დამზადებული საცობი, რომელიც გამოიყენება მოსაწევად. ვოდნიკი - ბოთლებით აწყობილი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მოსაწევად. ბულბულატორი - იხ. ვოდნიკი. პარაშუტი - ბოთლითა და ცელოფნის პარკით აწყობილი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მოსაწევად. ჩაყრა - ერთი პორცია მარიხუანა, რომელი შეიძლება ერთმა ადამიანმა მარტომ მოწიოს ბულბულატორით/პარაშუტით ან ბოთლში ააფეთქოს და მეგობრებში ჩამოატაროს. გალიაკი - მოსაწევის დეფიციტი. სპიჩკა - მოსაწევის მინიმალური შესასყიდი რაოდენობა, რომელიც როგორც წესი ერთი გრამია და ასანთის კოლოფში ეტევა. ბარიგა - მოსაწევით მოვაჭრე. ხელიკაცი - შუამავალი შენსა და ბარიგას შორის, ვინც საკომისიოს გარეშე უზრუნველყოფს რომ შენ და ბარიგამ ერთმანეთის უნახავად გაცვალოთ ფული და ფაქტი. როგორც წესი ხელიკაცს ნაყიდი ფაქტის მერვედი უნდა დაუტოვო ჯენტლმენური, დაუწერელი კანონის პონტში. მეგობარიგა - ბარიგა, რომელიც წესით ხელიკაცია მაგრამ რეალურად თვითონ ყიდის შენზე, ოღონდ ისე რო არ ტყდება, მაგრამ შენ არ ჩივი, ყველა კმაყოფილი და მოგებულია. გასული - დაბოლილი დაბოლილი - გასული ტრუხა - მოსაწევი, რომელიც არ აბოლებს.

ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

  • Upload
    others

  • View
    19

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

1

ლექსიკონი

მოსაწევი - მარიხუანა, იგივე კანაფი.

პლანი - მარიხუანა, იგივე კანაფი.

ფაქტი - მარიხუანა, იგივე კანაფი.

ტისკი - მარიხუანა, იგივე კანაფი.

გაშკა - ჰაშიში.

ჩაქაჩე - ხის ან კორპისა და სათითისგან დამზადებული საცობი, რომელიც გამოიყენება

მოსაწევად.

ვოდნიკი - ბოთლებით აწყობილი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მოსაწევად.

ბულბულატორი - იხ. ვოდნიკი.

პარაშუტი - ბოთლითა და ცელოფნის პარკით აწყობილი მოწყობილობა, რომელიც

გამოიყენება მოსაწევად.

ჩაყრა - ერთი პორცია მარიხუანა, რომელი შეიძლება ერთმა ადამიანმა მარტომ მოწიოს

ბულბულატორით/პარაშუტით ან ბოთლში ააფეთქოს და მეგობრებში ჩამოატაროს.

გალიაკი - მოსაწევის დეფიციტი.

სპიჩკა - მოსაწევის მინიმალური შესასყიდი რაოდენობა, რომელიც როგორც წესი ერთი

გრამია და ასანთის კოლოფში ეტევა.

ბარიგა - მოსაწევით მოვაჭრე.

ხელიკაცი - შუამავალი შენსა და ბარიგას შორის, ვინც საკომისიოს გარეშე

უზრუნველყოფს რომ შენ და ბარიგამ ერთმანეთის უნახავად გაცვალოთ ფული და ფაქტი.

როგორც წესი ხელიკაცს ნაყიდი ფაქტის მერვედი უნდა დაუტოვო ჯენტლმენური,

დაუწერელი კანონის პონტში.

მეგობარიგა - ბარიგა, რომელიც წესით ხელიკაცია მაგრამ რეალურად თვითონ ყიდის

შენზე, ოღონდ ისე რო არ ტყდება, მაგრამ შენ არ ჩივი, ყველა კმაყოფილი და მოგებულია.

გასული - დაბოლილი

დაბოლილი - გასული

ტრუხა - მოსაწევი, რომელიც არ აბოლებს.

Page 2: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

2

Pre-სავალი

გამარჯობა, მე ვატო ვარ, 25 წლის, თბილისელი. განათლებით იურისტი, გამოცდილებით

ქეში, მოწოდებით ჯერ არ ვიცი, არ მიპოვია ჩემი თავი.

ვცხოვრობ მარტო, ცხონებული ბაბუაჩემის დატოვებულ ერთ-ოთახიან ბინაში.

ბაბუაჩემსაც ვატო ერქვა, უფრო სწორად ვახტანგი.

თავისუფალ დროს (და სამსახურშიც) მოსაწევით ვირთობ თავს. რა თქმა უნდა ჩემი

პროფესიით არ ვმუშაობ, იურიდიულზე ჩაბარება რო ჩემით მდომებოდა, ალბათ მაგასაც

დამიშლიდნენ მშობლები, რო არ მინდოდა მაგიტომაც ჩამაბარებინეს, ბუნებრივია.

მოკლედ, ბინების ბროკერი ვარ ანუ ჩვენებურად მაკლერი. ეს სამსახური მართლა ჩემი

შესაფერისია, დილით მივდივარ, ერთი-ორ ზარს ვაკეთებ, მერე გამოვდივარ ბინებს

ვნახულობ, კლიენტები მიმყავს, ვანახებ და ა.შ.

მართლა კი არა, მოგატყუეთ. ძირითადად ოფისში დავენახები და მერე ისევ სახლში

მოვდივარ და ვბოლდები, თუმცა არც ოფისის აივანზე ვაკლებ. ჩვენთან ძირითადად

ვზროსლი სასტავი მუშაობს, მე არც მაქცევენ ყურადღებას, ისევ მე თუ ვიკითხავ რამეს და

გამოველაპარაკები თორე ჩართულები არიან თავის საქმეში, მეც გავაფუილებ დილით ერთ

ჯოინთს და ვზივარ ჩემთვის კუთხეში, გაბაბანებული, ეკრანზე მიშტერებული, ვითომ

ვმუშაობ.

ძირითად დროს ჩემს ძმაკაცებთან ვატარებ, საბასთან, გუგასთან, გეგეშასთან და

პაზიკასთან. ამ უკანასკნელს რატო ვეძახით პაზიკას, კაცმა არ იცის.

ჩვენ ხუთივე ერთ ეზოში გავიზარდეთ, ზამთარ-ზაფხულს ერთად ვიყავით, ერთად

ვთამაშობდით, ერთად ვჩხუბობდით, ერთად ვგულაობდით, ბოლო რამოდენიმე წელია

ერთად ვეწევით. ოღონდ მართლა ბევრს ვეწევით. სხვას თითქმის არაფერს ვაკეთებთ, ერთი

სული გვაქვს სამსახურებს როდის მოვრჩებით და ვიკრიბებით, ვბოლდებით. თითქმის კი

არა და მართლა ყოველდღე. ძირითადად, ჩემთან ან საბასთან ვიკრიბებით, რადგან ჩვენ

მარტო ვცხოვრობთ, გეგეშა და გუგა მშობლებთან, პაზიკაც მშობლებთან ოღონდ ცოლთან

ერთად.

ამ ზაფხულს როგორც იქნა დავადგით თავი, ფულიც შევკარით, შვებულებებიც

დავამთხვიეთ და ერთ კვირაში ამსტერდამში მივდივართ. ერთი სული მაქვს როდის

წავალთ, დრო ნელა გადის. ამსტერდამს ჩვენ ხუთივესთვის ერთნაირად დიდი

მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ითქვას ჩვენი ოცნების ატლანტისია. ისე საოცარია,

ყველასთვის ნიუ-იორკი და ამერიკა ითვლება „აღთქმულ მიწად“, თავისი თავისუფლების

ქანდაკებით, ევროპელებიც კი ამერიკას ხედავენ როგორც თავისუფლების აპოგეას, არადა

ამსტერდამი აქვთ უკანა ეზოში.

ჩვენთვის ამსტერდამია თავისუფლების და ბედნიერების სიმბოლო. ქალაქი სადაც არავინ

არაფერს გიშლის, არც განგსჯის, არც ცუდად გიყურებს. ხარ შენთვის მშვიდად, წყნარად

და თავისუფლად.

ამსტერდამს ბოლოს მოვუბრუნდები, მანამდე მოდით, ჯერ საბაზე მოგიყვებით და

თხრობას წინა კვირიდან დავიწყებ, როცა არაფრით განსხვავებულ ერთ-ერთ საღამოს,

არაფრით განსხვავებულ იგივე აბსტანოვკაში ანუ ჩემს სამზარეულოში, ე.წ.

ბულბულატორთან ანუ ვოდნიკთან ვისხედით მე და საბა გასულები და ვსაუბრობდით.

Page 3: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

3

საბა

- რაზე ვგიჟდები იცი?! - მეკითხება საბა.

- რაზე?

- იმ დღეს მირეკავს მამაჩემი, ამოდი, ვახო და ბიჭები არიან ცოლებით, ვქეიფობთ და

რამეო. ძაან მთხოვა და მივხვდი მაგრად გაუსწორდებოდა თავის ძმაკაცებთან

ერთად მეც რო ვყოფილიყავი სახლში სუფრაზე. მთელი ძალები მოვიკრიბე და

დავიწყე გამზადება, არადა ისეთი მოწეული ვიყავი მესიკვდილებოდა განძრევა.

ავედი, ზიან ჯიგრები და ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ისვრიან სადღეგრძელოებად.

ბევრი რო არ გავაგრძელო, ბედის ირონია იყო თუ რაც იყო, იმ მომენტში შევედი

ქართველი დედის სადღეგრძელოს სვამდნენ, განსაკუთრებული აქცენტი იმენა

ქართველობაზე კეთდებოდა თორე დედის ფენომენი ისედაც გასაგებია, მაგრამ ამათ

თითქოს მხოლოდ დედის ფენომენი არ ყოფნით და იმენა ქართველი დედის კულტს

ხოდავდნენ.

მე ვუთხარი, გავხალისდეთ მეგობრებო, გინდათ ვიკამათოთთქო? დავაი რა

გინდაო. მეთქი ქართველმა მშობელმა სამწუხაროდ სიყვარული არ იცის, თქვენს

მშობლებს არ ვიცი თუ უყვარხართ ან უყვარდით მაგრამ თვითონ თქვენს თაობას

როგორც მშობლებს სიყვარული არ შეუძლიათქო. ავიღე ჭიქა, არაყს ხო ვერ ვიტან

და მეთქი ამ ჭიქით მინდა ვისურვო რო იქნებ ჩემმა თაობამ შეძლოს და შვილის

სიყვარული ისწავლოსთქო.

კამანდა გამოყლევდა, როგორო.

მეთქი აი, ერთი სიტყვით ან ერთი წინადადებით მითხარით ყველამ რას

ინატრებდით თქვენი შვილისთვის, გასაგებია რო არაფერი გენანებათ და

ყველაფერი კარგი გინდათ მაგრამ აი ერთი და უმთავრესი რო გქონდეთ ასარჩევი

რას უსურვებდით თქვენს შვილსთქო? გაიჩითა ვერსიები, ზოგმა წარმატებასო,

დიდხანს სიცოცხლესო, რას ქვია რას ვუსურვებდი, რა თქმა უნდა საუკეთესოსო და

ასე შემდეგ, რაღაც აბსტრაქტიკაში გადაიჭრა შეზარხოშებული აუდიტორია.

მოიცადეთ, მომისმინეთ რას გეკითხებითთქო და უფრო დაწვრილებით გადავეცი

რა მინდოდა. ბოლო-ბოლო უფრო კონკრეტული სურვილებიც გამოვაშვებინე,

ზოგმა ლამაზ ოჯახსო, ორ-სამ შვილს მაინცო, ერთმა მაგარი ფეხბურთელი რო

გამოვიდესო.

ეგრევე თვალწინ დამიდგა თორმეტი წლის დათუჩა, ბავშვი რაც ვიცნობ

მოტოციკლეტებზე აბოდებს და ფეხბურთზე დაყავთ ძალით.

ვეკითხები მამაჩემს, შენ თუ გიოცნებია ფეხბურთელობაზეთქი, მამაჩემმა ხო იცი

რო არაო, მართლა არ უყვარს მამაჩემს ფეხბურთი. მერე დედაჩემს ვკითხე შენ გინდა

ან გინდოდა შენი შვილი ფეხბურთელი ყოფილიყოთქო? არაო. მეც ჩემი აზრი

დავაფიქსირე, მამენტ არც მე არ მინდა დიდად ფეხბურთელი შვილი.

ეხლა ამას ვეკითხები, ხედავ როგორ განვსხვავდებით ადამიანები, შენთვის

ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა ფეხბურთი, საკუთარი შვილისთვის პირველი და

უპირველესი ეგ გაგახსენდათქო, აგერ ოთახში კიდე ნახევარ ხალხს ფეხბურთი არ

Page 4: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

4

გვაინტერესებს, მაშინ რა გარანტიაა რო დათუჩას უყვარდეს ფეხბურთი, იქნებ ეგეც

ჩემსავითაათქო.

აქედან ვუხსნი რო თქვენ თქვენი შვილები კი არა თქვენი თავი გიყვართ და მაგას

ეძახით შვილის სიყვარულს, შვილს რა უნდა ის არც იცი, შენი თავიდან გამოდიხარ

და ეგ გინდა შვილისთვისაც, არადა სხვა ადამიანია ხო? რა იცი, იქნებ არ ევასება

ბურთის კენწვლა ბლიად, კაცია და გუნება ხო?

მერე ქალებს მივუბრუნდი, მეთქი დედებო, აი მითხარით, ბავშვს რო საჭმელს

უმზადებ, ლოგინში თუ ტახტზე თუ სადაც მიართმევ, მერე დესერტი, მერე ისა, ესა,

სიყვარულია აბა რა არის ხო?! უვლი, ზრუნავ, სხვა რა არის სიყვარული აბა? მაგრამ

გამახსენდა ჩემი რუსულის მასწავლებლის მოყოლილი ისტორია თავის შვილზე:

თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

შესული. მისი შვილი გივიკო თუ მერაბიკო არ მახსოვს, ზუსტად ესე

მზრუნველობაში, მოვლასა და ალერსში, ხელის გულზე გაიზარდა ქართველი

ბებია-ბაბუების და ბიძა-მამიდების ხელში.

ეს ქალი რუსი იყო მაინც და ეგრევე დამოზგა ეს ბავშვი უსუსური არ გამეზარდოსო

და დანიაში გადაწყვიტა სასწავლებლად გაშვება, რაზეც ტრადიციულმა, ქართულმა

ოჯახმა რამის ჯვარზე აცვა და „აი რუსის ჯიში მაინც, შვილს აგდებს“ და ეგეთი

ტექსტების მოსმენის და ატანის ხარჯზე ამ მაგარმა ქალმა და მაგარმა დედამ მაინც

იბრძოლა და ეს ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის გივიკო გაუშვა დანიაში.

გივიკო, თვრამეტი წლის კაცი, ჩავიდა და პირველივე საღამოს რეკავს დანიიდან:

„დედა, ჩაიში შაქარი რამდენი მიყვარს“-ო?

ეს არის შვილის სიყვარული?! რო ჩაგრავ და უსუსურ არსებად აყალიბებ?!

ერთი ნაცნობი ბიჭი მეუბნება ერთხელ, მამაჩემსო, ცხონებულსო, ფული ხო

ყოველთვის ჰქონდაო და ისე ვუყვარდიო და ისე ეშინოდა და ზრუნავდაო, რაც

თავი მახსოვს მძღოლი მყავდა ბავშვობიდანო და მაგიტო არ ვიცი მანქანის ტარებაო.

მეთქი, შეჩემისა, ოცდაათი წლის კაცი ხარ და ტარება არ იცი, ეგ არის გაზრდა და ეგ

არის სიყვარული?!

მამობრივი სიყვარული კაკრას ის არ არის რო რაც იცი და რაც გამოცდილება გაქვს,

გინდა რო შვილს ასწავლო და გაუზიარო? მე ეგრე მესმის, რავი.

მაგრამ ამ კაცმა შვილის სიყვარული არ იცოდა, თავისი თავი უყვარდა.

მერე ვეუბნები, მეთქი მე მყავდა ადრე შეყვარებული და მუდმივად ჩხუბის საგანი

იყო ხოლმე მაგის გარეთ გასვლა მეგობრებთან ერთად, ან კლუბში ან ბარში ან სადმე

რო მიდიოდა.

ჩხუბის საგანი რა, განა ვუშლიდი, მაგრამ ისეთ ხმას მივიღებდი და ისე

დავიჯღანებოდი ხოლმე რო ყველანაირ ხალისს ვუკარგავდი და ხასიათში

ჩაჯმულს ვუშვებდი „გასართობად“.

მაგრამ ამ შემთხვევაში მე ის კი არ მიყვარდა, ჩემი თავი მიყვარდა. მე რო არ

მენერვიულა და მე რო ტკბილად დამეძინა იმიტო იყო ეს თემა ჩხუბის საგანი თორე

თუ გიყვარს გაერთოს, გახალისდეს, იყოს ბედნიერი, რატო ატრაკებ ხო?

იგივე პონტია მშობელი რო სადმე წასვლას უშლის ან სახლში ადრე მოდიო

ატრაკებს. რეალურად შენ, მშობელმა, ძილის წინ რო არ ინერვიულო მაგას

ემსახურება ეს ახირებაც თორე ბავშვი გარეთ როა რა იცი, დღისითაც მოიწევს

ხიფათს და ღამითაც, დღისითაც გააკეთებს თუ რამე ცუდი უნდა და ღამითაც, აძინ

ხუი არაა?

Page 5: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

5

სუფრაზე სიჩუმე, გაფართოებული თვალებით მიყურებენ, ეს რა ხოდზეა რას

დაგვაცხრა თავზეო.

ვაგრძელებ, მეთქი ადრე ერთი წიგნი წავიკითხე, ერთ-ერთ თავს ერქვა - „მოკალი

მამაშენი“. ავტორი წერს რო, სადღაც ორმოცდაათი წლის რო ვიყავი, გარდამეცვალა

მამაო.

ტირილი, წუხილი, იქითური, აქეთური რა თქმა უნდა და ცოტა ხანში ნელ-ნელა

საერთოდ სხვა ადამიანი გავხდი და სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდიო, ამბობს

ორმოცდაათი წლის კაცი. რატომ? მომეხსნა ფსიქოლოგიური წნეხიო, მთელი

ცხოვრება გინდა-არ გინდა ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯზე სულ იმას ვფიქრობდი

მამაჩემი რას იტყვის, რას იფიქრებს, იქნებ არ ესიამოვნოს, არ ეწყინოს. ესე გაატარა

ტიპმა ნახევარი საუკუნე და ნახევარზე მეტი ცხოვრება.

აი ჩვენ, ჩვეულებრივი ხალხი, კიდევ ვერც ვხვდებით რამხელა მნიშვნელობა აქვს

მშობლის ფაქტორს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ფსიქოლოგებმა ალბათ

უკეთ იციან. ჩვენ კი მაქსიმუმ ის ვიცით რო რა თქმა უნდა შვილზე ფიზიკურად

შეხება არ შეიძლება და ამის იქით ვეღარ მივდივართ, არადა მშობლის სიტყვას,

თუნდაც არადაჟინებულს და თუნდაც არანაძალადევს იმხელა ძალა აქვს, მთელი

ცხოვრება თან დაყვება ადამიანს, თუ გინდა ორმოცდაათი წლის იყოს და თუ გინდა

თვითონაც მშობელი იყოს.

მე, პირადად, ცხოვრებაში მქონდა პერიოდი როცა გოგოდან გოგოზე გადავდიოდი

და ბანალურად რო ვთქვათ, ნასკებივით ვიცვლიდი, იმიტო რო დიდხანს

ვერავისთან ვერ ვჩერდებოდი. გაიჩითებოდა თითქოს იდეალური გოგო, ჩემი

სტანდარტებით რა თქმა უნდა, მე რო მაკმაყოფილებდა ისეთი, მაგრამ აი თითქოს

მაინც, მაინც რაღაც ნიტო იყო, თითქოს რაღაც აკლდა და ძგაფ, ნახუი ეგრევე,

ვიშორებდი თავიდან.

ბოლოს მივხვდი ეგეთ რაღაცას, აი ეს გოგოები ხო მომწონდა და მეიდეალურებოდა

და ყველანაირად მაკმაყოფილებდა, მაგრამ აი აქ, კეფაზე, ყურის უკან (თავზე ვიდებ

ხელს), ყოველთვის როცა ნებისმიერი გოგოს წინ ვდგავარ, აი ამ ადგილზე,

წარმოსახვითად მაზის დედაჩემი და ყურში ჩამჩურჩულებს რო ეს გოგო საჩემო

არაა, ჩემი შესაფერისი არაა და ა.შ.

ესე მერღვევა იდილია იდეალურ ურთიერთობებში იდეალურ გოგოებთან.

უბედური ვარ.

რატო? იმიტო რო დედაჩემს ის კი არ აინტერესებს მე ვიყო ბედნიერი, არა მას

თავისი ეგო აბრმავებს, როცა რძალზე მიდგება საქმე, ის კი არ აინტერესებს იმ

რძალმა შვილი გაუბედნიეროს და სიხარული აჩუქოს, არა, ეგრევე თავდაცვით

პოზიციაში დგება და ფიქრობს მისი რეპუტაცია არ შეილახოს, არ შერცხვეს, ვინმემ

არ თქვას რა რძალი მოიყვანა ბიჭმა რა არისო.

ენა გამიშრა და ესენი უხმოდ მისმენენ, დედაჩემს ცრემლი მოადგა, მე ხოდზე ვარ

და ვაგრძელებ: მეთქი ეხლა ერთი პროვოკაციული შეკითხვა უნდა დაგისვათ და არ

მიწყინოთთქო. აი ბიჭები ვისაც გყავთ, თქვენს გულებში ჩაიხედეთ და გაიფიქრეთ,

თქვენს შვილს რო ბიჭები მოსწონდეს რა გრძნობა დაგეუფლებოდათთქო.

გავლახავდი, დავუშლიდი, გამოვასწორებდი და ყლებაზარი არ მინდა ოღონდ, თუ

გინდა არც მიპასუხოთ, ისე გაიფიქრეთ უბრალოდ, წარმოიდგინეთ. რას გრძნობთ?

შენელდა, შემცირდა თქვენი სიყვარული? იქნებ რაღაც მომენტში სიძულვილიც

იგრძენით (?!) რანაირად კაცო, შვილის მიმართ სიძულვილი?!

Page 6: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

6

იმიტო რო ჩვენ ჩვენი შვილები კი არ გვიყვარს, ჩვენი თავი გვიყვარს.

ბიჭებზე ღმერთმა დამიფარა, არ გამიხედია, მაგრამ რაღაც გადახრა მეც მაქვს -

დაბალი ქალები მომწონს, არადა რა კაი ტიპი ვარ, ჭკვიანი, სიმპატიური და

პერსპექტიული, ეს დაჟე მე მგონია ესე სკრომნად თორე დედაჩემს კიდე ასი

ამდენით უკეთესი ვგონივარ, შესაბამისად ჩემს გვერდით მხოლოდ საუკეთესო

წარმოუდგენია. საუკეთესო ანუ გარეგნობით რა, მე კიდე ყლეზე მკიდია რავი, სხვა

რაღაცეებს ვეძებ გოგოში, თან იმენა ძაან დაბალი და გვაჯი გოგოები მიზიდავს და

შემეცი.

ხოდა სულ დაძაბული ვარ მთელი ცხოვრება, თუ ვინმესთან გამიტკბა ცოტა ხანი

ერთად ყოფნა და ყველაფერი კარგად მიდის, მაქსიმალურად ვცდილობ დედაჩემს

დავუმალო რო შეყვარებული მყავს, არადა პირველი დედაჩემს მინდა ხოლმე რო

ვახარო რა მაგარი ბიჭი ვარ და რა გოგო მყავს გვერდით, მაგრამ ჩემი გოგოს

გარეგნობა დედაჩემს ურტყავს რეპუტაციაზე და ეგოს პონტში აუბედურებს.

არადა რა პარადოქსია, შვილს და დედას როგორ შეიძლება ერთიდაიგივე რაღაც,

ერთს აბედნიერებდეს და მეორეს აუბედურებდეს, ბოლო-ბოლო ერთნი არ ვართ?

ოდესღაც ხო ერთი ხორცი ვიყავით.

მოკლედ, ესენი მისმენენ გულისყურით და მეც მუღამი მომეცა და ვუბერავ, თან

კიდე დაბოლილი ვარ და ხოდზე ვარ, არადა ჩემებს ალბათ ცხოვრებაში არ

წარმოუდგენიათ თუ ერთხელ მაინც მოსაწევი გასინჯული მექნება, რატო? იმიტო

რო არ მიცნობენ.

რატო არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს? იმიტო რო ჩვენ ჩვენი თავი გვიყვარს და ჩვენს

შვილებსაც ისეთებს ვიცნობთ როგორებიც ჩვენ გვინდა რო იყვნენ. შვილებსაც,

თავის მხრივ ეშინიათ ალბათ გაააცნონ თავისი თავი, ვაიდა არ მიიიღონ და არ

მოეწონოთ ისეთი როგორიც მართლა არიან.

ამდენ ხანში, ის ჭიქა გადავკარი და მართლა ძმაკაცებმა დამირეკეს გამო სად ხარ

ამდენი ხანიო და გასაქცევი გავხდი, ამ ყბა-ჩამოვარდნილ სუფრას ერთი თხოვნა

დავუბარე, თუ ოდნავ გიყვარვართ იქეიფეთ, იმხიარულეთ და რო დაიშლებით

წამით მაინც დაფიქრდით რეები ვიბოდიალე, იქნებ მთლად გარეკილიც არ

მაქვსთქო.

რა უნდა უპასუხო ესეთ დროს? წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა პასუხს არც აქვს მნიშვნელობა,

ძმაკაცების ერთად დაბოლება თერაპიაა, ლიჟბი ვინმე იყოს ოთახში და სუნთქავდეს, შენ

შენთვის მიწვები და რაც გულზე გაწევს მოყვები, როგორც ფსიქოლოგთან, მეორე მხარის

ჩართულობას მეორადი როლი აქვს, მთავარია შენ შენი სათქმელი ამოთქვა.

საბაც ჩემსავით იურისტია. ერთად ვსწავლობდით უნივერსიტეტში, იურიდიულ

ფაკულტეტზე. რა თქმა უნდა, როგორც ჩემსა და ალბათ ძალიან ბევრი ჩვენი თაობის

ახალგაზრდის შემთხვევაში, საბასთანაც იურიდიულზე ჩაბარება არ ყოფილა მისი

არჩევანი ან ნება-სურვილი, უფრო მეტიც, თუ მე წარმოდგენა არ მქონდა მაშინ რა მინდოდა

რო მესწავლა ან გამოვსულიყავი და დიდად არ გამიგიჟებია არაფერზე თავი და ჩემი

მშობლების მკაცრ რჩევას იოლად დავთანხმდი, საბას ზუსტად და მკაფიოდ ჰქონდა

ჩამოყალიბებული მისი ინტერესის სფერო და ის თუ რა უნდოდა რო ეკეთებინა მომავალში.

მარკეტინგი - ეს იყო საბას სიყვარული და ოცნება. ბავშვობიდან რაღაც საიტებს აწყობდა,

ბლოგები და ფეისბუქ გვერდები ჰქონდა არაერთი და ამ ბლოგების რეკლამირებას

ამუღამებდა ინტერნეტში, მართალია ჩემთვის დღესაც ისეთივე შორეულ სფეროდ დარჩა

Page 7: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

7

ეს ყველაფერი როგორც მაშინ მეჩვენებოდა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა იმას ჰქონდა რო

საბა, ჩემი ძმა და ძმაკაცი ყოფილიყო ბედნიერი და ესწავლა ის რაც თავიდანვე ესე უყვარდა.

მაშინ ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა იგივე არ ყოფილიყო მთავარი საბას

მშობლებისთვის. ვერ ვიგებდი რატომ აძალებდნენ იურიდიულზე ჩაბარებას ან როგორ

წარმოედგინათ რო ადამიანი წარმატებას მიაღწევდა იმ სფეროში რაც არ უყვარდა, არ

მოსწონდა და არ აინტერესებდა. ნუთუ ძალით აკეთებდნენ? გამორიცხულია! ნათია

დეიდას და აჩიკო ბიძიას სიგიჟემდე უყვართ დედისერთა საბა! ეჭვი არავის შეეპაროს რო

მხოლოდ კარგი უნდათ მისთვის. კარგი კი არა საუკეთესო. მაშინ რა ხდება, მეთქი რატო

აძალებენ ამ ჩემს ძმაკაცს, რა დღეში აგდებენ. საბა ყოველდღე ჩემთან მორბოდა და ჩემთან

ამოჰქონდა რაც გულში ჰქონდა, რასაც პრინციპში სახლშიც ამბობდა, მაგრამ მშობლებს

არაფრის გაგონება არ სურდათ. იურიდიული და მორჩა! პრინციპში, დღევანდელი

გადმოსახედიდან რო ვუყურებ, აბა ნათელა და აჩიკომ რა იციან რა არის მარკეტინგი და

მაშინ ხო მით უმეტეს, ჯერ წესიერ რეკლამებსაც ვერ იღებდნენ ქართული სააგენტოები.

მაშინ, ესეთი დაფასებულიც არ იყო მარკეტერის პროფესია საქართველოში. „მარკეტერის“

თუ „მარკეტოლოგის“? ამაზეც არ არის ისე, საჯაროდ ჩამოყალიბებული ქართველ

მარკეტოლოგთა ელიტა, ან არის მაგრამ ჩემნაირი მაკლერის ყურამდე არ მოსულა ეს ამბავი.

მოკლედ რო ვთქვა, ნათელას და აჩიკოს ეშინოდათ უმუშევარი იყიალებს ჩვენი ბიჭი

მთელი ცხოვრებაო და რაც მათი წარმოდგენით მოთხოვნადი პროფესია იყო იმას მიაწვნენ,

იმიტო რო ეგრე ესმოდათ, იმიტო რო არასწორად ესმოდათ. რატო ესმოდათ არასწორად?

იმიტო რო საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და გაიზარდნენ, ქვეყანაში სადაც ყველაფერი

დადგმული იყო, ან ქვეყანა იყო საერთოდ თუ ერთი დიდი ექსპერიმენტი? იმიტო რო

საბჭოთა კავშირში მხოლოდ ერთი სახის წარმატება არსებობდა და ეს წარმატება

პარალელურ რეჟიმში მოდიოდა პარტიულობასა და პარტიის მიზნებთან. პროფესიული

წარმატება ნაკლებად იყო დამოკიდებული შენს მიერ მის შესწავლაზე და დიდწილად

დამოკიდებული იყო თუ რამდენად კარგი კომკავშირელი იყავი. შესაბამისად თუ ნაკლები

მნიშვნელობა ჰქონდა რამდენად კარგად დაეუფლებოდი შენს პროფესიას, ასევე ნაკლებად

ჰქონდა მნიშვნელობა თუ რამდენად გიყვარდა და გაინტერესებდა შენი პროფესია, ამიტომ

არ ესმით ნათიას და აჩიკოს რატო უნდა აკეთო ის რაც გიყვარს, რომ წარმატებულია

ადამიანი ვინც ბედნიერია იმით რასაც აკეთებს და არა ის ვინც რაღაც პოზიციას მიაღწია

და შესაბამისად ფული, ხელფასი იშოვა. რომ წარმატებულია ადამიანი ვინც ბედნიერად

გრძნობს თავს და არა ის ვინც მეზობლებს და შორეულ ნათესავებს მიაჩნიათ

წარმატებულად. მაგრამ აქაც საბჭოთა საზომი შემოდის, რომელიც არაფრად იღებს

ადამიანს როგორც ერთეულ, ცალკე განყენებულ პიროვნებას და შესაბამისად არც მის

გრძნობებს, აქ უფრო მნიშვნელოვანია კოლექტიური აზრი. არა ის თუ რას გრძნობ შენ,

არამედ ის თუ რას ფიქრობენ შენზე, არა ის თუ რას ფიქრობ შენ, არამედ ის თუ რას

ლაპარაკობენ შენზე, არა ის თუ რას ლაპარაკობ შენ, არამედ ის თუ რა აწყობს

საზოგადოებას. რაღა ბევრი გავაგრძელო და საბჭოთა მშობელს არ სჭირდება თუნდაც

მსოფლიოში ყველაზე კრეატიული და თავის საქმით ბედნიერი საბა, რომელზეც

მეზობელი მერაბა იტყვის „რეკლამშიკი“ გამოსულა აჩიკოს ბავშვი, მეტი როგორ ვერ

შეძლეს მაგის მშობლებმაო. ეს „მეტი ვერ შეძლეს მაგის მშობლებმა“ ხო საერთოდ საბჭოთა

გადმონაშთია, კიდევ კაი დღეს მშობლების მარიფათზე თუ სანაცნობო წრეზე აღარ არის

დამოკიდებული სად ჩააბარებ, უფრო სწორად სად „მოეწყობი“. მე და საბა საამაყო

ეროვნული გამოცდების პლეადა გახლავართ. მოკლედ, სოციალიზმში გაზრდილი ჩვენი

მშობლების თაობა ვერ მიხვდა რა არის რეალური წარმატება და რადგან კაპიტალიზმი

Page 8: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

8

ძირითადად ფულზე ვაჭრობასა და ფულის კეთებასთანაა დაკავშირებული, მათმა

უმრავლესობამ მარტივად ჩათვალა რომ ფულია წარმატება და გამოეპარათ ის ფაქტი, რომ

ფული მხოლოდ თანმდევი შედეგია. ფული იქ არის სადაც საქმის სიყვარულია, სადაც

ენთუზიაზმია. თუ გაქვს ენთუზიაზმი და აკეთებ იმას რაც გიყვარს, ფული თავისთავად

მოდის, განსაკუთრებული შამანობა არაა საჭირო, უბრალოდ თუ გიჟდები შენს საქმეზე და

ენთუზიაზმით აკეთებ, დიდი ალბათობით დახელოვნდები კიდეც დროთა განმავლობაში

და კარგად გამოგივა, შეიძლება საუკეთესოდაც კი და ბუნებრივია ყველას ენდომება შენთან

საქმის დაჭერა, შენი შექმნილი პროდუქტის თუ სერვისის ყიდვა. ერთ დიდ ბანერს

ვიქირავებდი ისე თბილისში და დავაწერდი დიდად: „ბედნიერება უფრო მალე მოგიტანს

ფულს, ვიდრე ფული ბედნიერებას.“ ან ბანერზე კი არა ეროვნული გამოცდების

სარეგისტრაციო გვერდზე დავაწერდი რო მანამ წაიკითხო ეს სანამ პროფესიას აირჩევ და

იცხოვრებ იმ ილუზიაში რო მოთხოვნადი პროფესია, მხოლოდ იმიტომ რომ თვითონაა

მოთხოვნადი, მოგიტანს წარმატებას, თითქოს იმას არ ჰქონდეს მნიშვნელობა შენ როგორი

იქნები ამ პროფესიაში, თორე ცალკე პროფესია ჰა, დაუშვათ მოთხოვნადია, შენ თუ ვერ

ეუფლები რა ჩემ ფეხებად გინდა. უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, კი აყეფებდნენ

საჭიროება რო იყო მარა რამდენად კარგად ყეფდნენ ან უხაროდათ რო ყეფდნენ?!

საბას ნაღდად არ უხარია რო „ყეფს“, ანუ ის რო დღეს იურისტია და მუშაობს იქ, სადაც

მუშაობს: „ბოსტოღანაშვილი და კომპანია“ არის საბას დამსაქმებელი მეოთხე კურსიდან, აი

ამდენი წელია უკვე ბეჯითად მუშაობს საბა იქ სადაც წასვლა ეზიზღება, იღვიძებს

ზომბივით და მიდის ოფისში უსიცოცხლოდ, უხალისოდ, უსიყვარულოდ. ბოლო დროს

ძაან მოუხშირა ჩემთან იმაზე ლაპარაკს რო სამსახურდან უნდა წამოსვლა. თავიდან მეც

ვგრუზავდი, ვაშინებდი მეთქი რა უნდა წამოხვიდე, უმუშევარმა რა უნდა ქნა, სად ყრია

სამსახურები, დაიბრიდები, სახლში თუ ჩაჯექი ვაბშე გაგიჟდები... მერე ვამშვიდებდი და

ვცდილობდი დადებითი მხარეები დამენახებინა მისთვის, მეთქი რა გინდა ხელფასი

ნორმალური გაქვს, ოფისი სახლთან ახლოს გაქვს, არც მანქანა გჭირდება და არც

ტრანსპორტი. რა გინდა, სად მორბიხარ, ვაი და რამე გაიჩითოს, ადგილი გამოჩნდეს და

დაგაწინაურონ ხო ვაბშე ტუზკოზირი, მარა ეხლა ვხვდები რა ყლეობას ვეუბნებოდი,

ღმერთმა დაუფაროს რო დააწინაურონ! თუ დააწინაურეს და კიდევ უფრო მოუმატეს

ხელფასი ხო საერთოდ კომფორტის ზონაში ჩავარდება და დარჩება იურიდიულ

ტყვეობაში. მერე უფრო გაუჭირდება წამოსვლა და ბოლოსდაბოლოს იმ საქმეზე ხელის

მოკიდება რაც უყვარს და მისი მოწოდებაა. იქნება ესე მთელი ცხოვრება ჩამქრალი.

გინახავთ ჩამქრალი თვალები? მე მინახავს. აუცილებლად თქვენც გინახავთ, ეს ქვეყანა

სავსეა ჩამქრალი თვალებით, იმიტო რო სამწუხაროდ არავინ არ აკეთებს იმას რაც უყვარს,

არავინ არ მიყვება თავის ოცნებებს. ზოგი ფულის გამო, ზოგი მშობლებიც გამო, ზოგი შიშის

გამო, ზოგი რის და ზოგი რის გამო, მაგრამ ფაქტი ერთია: ძალიან ცოტა აკეთებს იმას

რისთვისაც დაიბადა. ამიტომაც გვყავს სისხამ დილიდან დედისმუტლის მოღრიალე

ტაქსისტები, მამისმკვლელი თვალებით შემომყურე ოფიციანტები, ფეხებზემკიდიხარ

კონსულტანტები, აქაღარდარეკო სატელეფონო ოპერატორები და ა.შ. ქვეყანაში ყველას

სძულს თავისი საქმე და მობეზრებია ესეთი ყოფა. იასნად, აბა რა იქნება, მეც მამენტ

გაქცევაზე ვარ ამ ჩემი სამაკლერო კანტორიდან, რაღაც ორ კაპიკს ვაკეთებ და იმიტო

ვჩერდები დროებით თორე მთელი ცხოვრება აქ კი არ ვაპირებ დარჩენას. იმიტო კი არა რო

მაკლერობა მიტყდება ან ტეხავს, არა პროსტა საჩემო არაა, არ ვარ მოწოდებით ისეთი ტიპი

ვისაც შეუძლია რო გაყიდოს, არადა ხო გინახავთ ეგეთი ადამიანებიც, ცოცხლები რო არიან

და ზეენერგიულები, ენას რო არ აჩერებენ და ბუნებრივად რო არიან ამაღლებულ

Page 9: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

9

ხასიათზე? გინახავთ. დაკვირვებიხართ როგორი თვალები აქვთ? ანთებული. აი, მაგათ

აქვთ ანთებული თვალები, იმიტო რო კაიფობენ იმით რასაც აკეთებენ და პლიუს ამას კიდე

მაგაში ხელფასს იღებენ, მაგას ქვია ცხოვრების აწყობა. ჰო კიდე ვინ გამახსენდა, რაღა შორს

მივდივარ, საბას ძმა, ლეო, რაც თავი მახსოვს არასდროს უმუშავია და ლარი არ უდევს

ჯიბეში, იმიტო რო მხატვარია და სხვა არაფერი აინტერესებს. ზატო რო ხატავს თვალები

უბრწყინავს, მეტი არც ჭირდება ისეთი ბედნიერია. ეხლა ვაბშე რაღაც კურსებზე დადის,

გრაფიკაო თუ რაღაც გრაფიკული დიზაინი, იტოკში კომპიუტერში დახატავს ალბათ და

მამენტ მაგითაც იკაიფებს, ჩემი აზრით გამოუვა, ფულსაც გააკეთებს. საბაზეც მახსოვს

ანთებული თვალები, შარშან ზაფხულს, გეგეშას დიჯეობის პონტში დიდი აგარაკი

ვიქირავეთ და პრაივით ფართი მოვაწყვეთ აუზთან, გეგეშა უკრავდა, ჩვენ ბილეთების

გაყიდვის ამბავი მოვხოდეთ. საბამ რა თქმა უნდა წვეულების ონლაინ-მარკეტინგი ითავა,

ფეისბუქზე მთელი ამბები ჩაატარა, შოკში იყო ისე უხაროდა, ბლომად ხალხი კი მოიზიდა

მაგ კარგმოტყნულმა, რაც უყვარს გამოსდის მოკლედ რა, მაგის თქმა მინდოდა.

აი, ეხლაც მირეკავს. გუშინ ორი ჩაყრა მოსაწევი დავუტოვე, ხვალ დამასვენე უნდა ჩავაგდო

ერთი დღემეთქი მარა მარტო არ ნარკომანობს და მაინც უნდა რო დღესაც ჩამითრიოს.

- ხო საბა, ძმას-ვე.

- რას შვები, ძმას-გე?

- რავი აი, სამსახურიდან მოვვარდი და კარტოფილს ვწვავ. შენ რას შვები?

- მეც სამსახურიდან გამოვდივარ რა ნელ-ნელა, ამათი დედას შევეცი.

- ვისი კაცო?

- სამსახურის რა.

- რატო, რა მოხდა?

- არაფერი შეჩ, ისე.

- ხოო...

- დაგადგე?

- ბიჭო რა გითხარი გუშინ? - შევახსენე ჩემი თხოვნა.

- რაზე?!

- ერთი დღე ჩავაგდო მინდათქო, ისევ მოსაწევად მირეკავ ეხლა, ხო ვიცი, აბა ჩემი

შემწვარი კარტოფილი შენ არ გენდომება.

- ხო კაი ბიჭო, ნუ გევასება ეს ტირილი და ქალიშვილობა რაა! ჩააგდო არა გადააგდო,

პარასკევია ბლიად, ხო უნდა იცოდე რა ქნა და როდის ქნა. ორშაბათს ჩააგდე და

დაისვენე, გაგანია პარასკევ საღამოს მოგინდა?! პაზიკა და გუგამ დაკრეს ფეხი და

კოჯორში ავიდნენ, ის ხო ვერ მორჩა იმ რემონტს. რა გინდა ეხლა მაინცდამაინც

ფაბრიკაში უნდა დამაყენო კოქტეილით ხელში და მაყაყანო ამ წყნარ საღამოს?!

გამიფრთხილდი ბიჭო, ხო იცი არ შეიძლება ჩემთვის დალევა.

- კაი შენი კარგიც მოვტყან, ნუ გაილექსე, მოეთრიე, ამოდი. - ნეტა ვინმეს თუ

დაუთვლია, რამდენი წამი ჭირდება ქეშის გონებას მოწევაზე გადაწყვეტილების

მისაღებად.

- უხ შენ გენაცვალე, აი კაცი!

- გინდა ეს კარტოფილი მართლა, შევწვა შენთვისაც?

- არ მინდა კაცო რა კარტოფილი, ნაჭამი და გამზადებული დამხვდი, ვოდნიკი

მაგიდაზე იყოს იცოდე, დრო არ დამაკარგვინო ახვარო! - ეგრევე აცეტდა და

ხასიათზე მოვიდა ეს საცოდავიც, რა ცოტა ყოფნის ადამიანს.

Page 10: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

10

გეგეშა

აი კიდე ვის აქვს ანთებული თვალები. კაცი ხელოვანი და კაცი მუსიკოსი, კაცი კმაყოფილი

და კაცი ბედნიერი - Dj გეგეშა. ნუ, დიჯეი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მარა ჩვენც არ

ვუტეხავთ, ისიც ყოფნის ნუგზარი რო ქვია. მამამისმა, ვაჟა ნუგზარევიჩ გეგეშიძემ არაფერი

გაიგონა, ყურთ არ იღო არავის ნათქვამი და შვილს ნუგზარი დაარქვა (ისე, რა იცი იქნებ

არც გაიგიჟებდა ესე მწარედ თავს ვაჟა ბიძია მარა ის ცხონებულიც მაინცდამაინც ნუგზარ

უმცროსის გაჩენამდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა). ჩვენც რაღას ვიზამდით, მეცხრე

კლასამდე ვეძახეთ „ნუგზარიკო“ მარა მერე რო გავიზარდეთ და აქა-იქ გოგოები

გამოჩნდნენ, სადამდე იქნებოდა ნუგზარი, ხო არ ღადაობ... ხან ნიკა შევარქვით ხან ნუგოს

ვეძახდით და ბოლოს ისევ „გეგეშა“ შერჩა.

იტოკში გეგეშა დიჯეობს, თავისებურად სტრანნი ძმაა, ისე ჯარის პონტში ჩააბარა ერთგან,

მეორეგან, ბოლოს მგონი მაგისტრიც გახდა ესე ფურცელზე მარა თავს ვერ დავდებ რო

კითხვა იცოდეს. აი, ნოტების კითხვა იცის! მაინცდამაინც არც მაგ სფეროში იკლავდა

მეცადინეობით თავს, შვიდწლედი და ეგეთი მაიმუნობები არ დაუმთავრებია მარა მაგისმა

გიტარამ და ჩქარმა ტაშმა სუფრაზე, მთელი თინეიჯერობა გადაგვატარებინა. მერე ჰაუს

მუსიკა და ელექტრონულები შემოვარდა საქართველოში და გეგეშამაც დაიწყო

ელემენტარული წკაპუნი, დღესდღეისობით ჩვენ ვღადაობთ და ჩვენთვისაა ისევ ის გეგეშა

თორე კი ეძახიან და იწვევენ ტუსოვკებზე. ფულსაც აკეთებს აქა-იქ რა. უკმაყოფილო არც

არის მარა თავის პონტში ბასიანის რეზიდენტობას უმიზნებს. ალბათ გამოუვა კიდეც, იმას

აწვება რაც უსწორდება.

გეგეშას დახასიათებას იმით დავასრულებ რო გამოუსწორებელი ბაბნიკია, როგორც

დეიდაჩემი იტყოდა: „პარენ აჩივიდნა გალოდნიმ რაძილსა“.

ეხლა ვფიქრობ რა მოგიყვეთ, ყველაზე კარგად რაც მახსენდება ეს ორი ისტორიაა გეგეშას

შესახებ:

ერთხელ ერთ გოგოს ეჩალიჩება, რამოდენიმეჯერ შეხვდნენ, წავიდნენ, წამოვიდნენ,

მანქანაში იზასავეს, მპა-მპუ მარა ვერ გაცდნენ. დამწუხრდა ჩვენი ნუგზარი, რა გახდა ეს

გოგო რით ვერ მოვყომარდითო და კაკრას სულზე მოუსწრო თავისმა დაბადების დღემ.

ძმაკაცები გვაყირავა, ტელეფონი გამორთო და იმ გოგოსთან ერთად გაიჩითა აძინ ნა აძინ.

პროჭზე გაიხა, ფული vivus.ge-ზე ისესხა თუ მამამისს მოპარა რა ვიცი და ფუნიკულიორზე

აიყვანა რესტორანში, ვითომ ერომანტიულა, მანქანა მთაწმინდაზე დატოვა და საბაგიროთი

აასრიალა და ერთ ამბავშია მოკლედ, ჭკუაზე არ არის, დღესაც თუ არ მისცა და თავში

გაისვრის. სანთლის შუქზე ერთი-ორი ლექსიც წაუკითხა თავისი დაწერილი და ბოლოს

ტექნიკურად გაძვრა რესტორნის მენეჯერთან და როიალზე დამსვითო თხოვა. დასტური

აიღო, მოახტა როიალს და რაღაც გოიმობაც უმღერა წიპა რომანტიული (ამ ფაქტზე დღემდე

არ ტყდება, მიგონებთო, არადა არარა უწყოდა პატარა ნუგზარიკო რო ეს ჩვენი მენეჯერი

პაზიკას ბიძაშვილის უბნელია, იმან კი იცნო ეგრევე მარა ამან რო ვერ იცნო, აღარც იმან

შეიმჩნია). ბოლოსდაბოლოს ეს გოგოც რაღას იზამდა, მართლა ქვა ხო არ იყო, გადახარშა

ეტყობა და გადაწყვიტა დავნებდები ამ საღამოსო, გეგეშამ ანგარიში მოითხოვა და ამ

გოგომაც საპირფარეშოში გავალ სანამ გადაიხდიო.

გამოვიდა, გეგეშა გარეთ დახვდა, მეორე ღერ სიგარეტს ეწეოდა ნერვიულად, პადრუჩკა

გაუყარა და ტაქსებისკენ დაიძრნენ (საქმეზე გადასვლა ეჩქარებოდა ალბათ „გალოდნის“ და

საბაგიროს რიგში დგომა აღარ იკადრა). ამ გოგომ არც აცია არც აცხელა და:

Page 11: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

11

- შენთვის საჩუქარი მაქვს და არ უნდა მკითხო რა გაჩუქე დაბადების დღეზე?

- ვაა, ხოო?

- ჰო აბა, ისე ხო არ დაგტოვებდი. - უთხრა და ხელჩანთიდან პატარა სასაჩუქრე

კოლოფი ამოიღო. - გამომართვი.

- რა არის? - გამოართვა გეგეშამ და კაი ხანი ატრიალა დაბნეულმა სანამ ისევ იმ გოგომ

არ მოხადა კოლოფს თავი.

გეგეშამ ჩახედა და ღამის სიბნელეში ვერ გაარჩია რა იდო, მერე ხელი ჩაყო და ამოიღო შავი

ნაჭერი.

- ეს რა არი?! - ჰკითხა დაბნეულმა და გაკვირვებულმა, ხელში ქალის საცვალი ეჭირა.

- ტრუსიკი.

- მერე?!

- გაჩუქე...

ნუგზარს ტვინში აასხა, იფიქრა მეკაიფებაო. ამდენი ხანი ელოლიავა, სდია, ხან იქ დაპატიჟა

ხან აქ, დღეს ხო საერთოდ რეები აკეთა, ყველა მეგობარი ნახუიზე გაუშვა, თავისი

დაბადების დღე ამ გოგოს მიუძღვნა, ვალი აიღო, დაუკრა, უმღერა, ლექსი წაუკითხა, რა

ვიცი კიდე რასაც არ ყვება და რა აღარ იკადრა... და ბოლოს რა მიიღო? დაცინვა?!

- შიგ ხომ არ გაქვს, რა ყლე ღადაობაა?! - შესძახა მკაცრი ტონით და ტრუსიკი სახეში

ესროლა პატრონს.

საპასუხოდ სიჩუმე. გოგო გაშრა. თავიდან ვერ გაერკვა რა მოხდა, ესეთი ყლე როგორ

აღმოჩნდა ჩვენი გეგეშა რო ვერ გაიგო ნამიოკი:

- დეგენერატო! წეღან გავიხადე, მინდოდა მენიშნებინა რო მზად ვარ და შენი ვარ

დღეს! მარა გააფუჭე ყველაფერი, იდიოტი... - დაკრა ფეხი, ჩახტა ტაქსში და ისე

სწრაფად გაუჩინარდა გეგეშამ ქვედა ყბის დაკეტვაც ვერ მოასწრო.

დარჩა ფუნიკულიორზე იუბილარი გეგეშა მარტო, ძირს დაგდებულ საცვალთან ერთად და

კიდე კაი ხანი გაუნძრევლად იდგებოდა მეორე ტაქსისტს რო არ დაეძახა:

- ტაქსი ხო არ გინდა, გენაცვალე?

კიდევ ერთი ისტორია, ბერლინში გადახდა ჩვენს ჯიგარს. აწი თავიდან მოვყვე ჯობია:

გეგეშას ყავს ბიძაშვილი ათუკა. თვრამეტი წლის გენიოსი, ფიზიკა-მათემატიკური სკოლა

დაამთავრა აქ და ბერლინში ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფიზიკოსი უნდა

გამოვიდეს იტოკში. ხოდა პირველ კურსზე იყო ჯერ, ერთი თუ ორი თვის წასული რო ხამმა

გეგეშამ იფიქრა დასაწოლი მაქვს ბერლინშიო, ვიზა იჩალიჩა და ჩაადგა ეგრევე. იასნად,

ათუკას გულზე შემოეყრებოდა, ბავშვი სამეცადინოდაა წასული რო რაც შეიძლება მეტი

მოასწროს და ისწავლოს, შენი გეგეშა რა ჯანდაბაში უნდა, ხო იცის რო გეგეშა დაუწყებს იქ

წამიყვანე, აქ წამომყევი, კლუბში შემყევი და ეგეთები. გაგანია მეცადინეობაში სად ცალია

დილამდე წოწიალისთვის. მაგრამ ნუ რაღას იზამდა, გეგეშამ დაურეკა ვიზა ჩამირტყესო,

ბილეთი ავიღეო და ამა და ამ დროს ჩამოვდივარ, დამხვდიო.

ჩავიდა. დახვდა.

- ჰა რა ქენი, გამირკვიე რაც გითხარი? - აეროპორტშივე ეკითხება გეგეშა.

- არ ვიცი, ნუგი, აქ არავინ არ იცის ჩემმა ჯგუფელებმა, ვერ გავიგე მოკლედ სად

იყიდება.

- მეღადავები ბიჭო, ბერლინში ექსტაზი ვერ დაითრიე?! შენ რა უნდა ისწავლო, რა

გამოვა შენგან?

- არ ვიცი, ვკითხე ერთი-ორს და მიტყდება თან, ვინმეს არ ეგონოს რო ჩემთვის მინდა.

Page 12: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

12

- აუ, რა გამოყლევებული ბავშვი ხარ, პლანსაც არ ეწევით თქვეჩემა თუ ეგეც

თბილისიდან უნდა წამომეღო?!

- არა, არც ეგ.

- რა არც ეგ?!!!

- პლანსაც არ ვეწევი, არ იცი რო არ ვეწევი?

- შენ არ ეწევი ხო, წასულია შენი საქმე მარა კურსზე ვინმე ნორმალური არ გყავს

შვილო?!

- ჩემი მეზობლები ეწევიან საერთო საცხოვრებელში და შენ კითხე. - უპასუხა ათუკამ

და გულიდან უხერხულობის ტვირთი მოეხსნა.

- ვაიმე ვისთან ჩამოვედი, ბერლინში რა ვქნა აბა ნაყინი ვჭამოთ?!

გეგეშა დაჩალიჩდა, ათუკას კურსელებს სუნით მიაგნო, ათუკასთან ერთად დაადგა,

აიძულა გადაეთარგმნა ყველაფერი, შეიპატიჟა თავი, ჩაუძმაკაცდა, იქვე დაატრიალეს

ბიჭებმა და ერთი-ორი ჩაყრაც წაართვა. როგორც თვითონ ყვება „ღერში გამიხვიეს იმ

ჩემისებმა, ბოთლი რო ვუთხარი ვერ გაიგეს ვერაფერი ან ათუკა ვერ თარგმნიდა ან ეგენიც

გამოყლევებული ბავშვები იყვნენ“-ო.

მოკლედ ორი დღის ჩასულია გეგეშა, ბერჰაინის რიგში დგომა სამჯერ მოასწრო, არც

ერთხელ არ შეუშვეს, ვერც ვერაფერი იშოვა, ვერც ვერაფერს გაახსნევინა და გაგიჟებულია,

მესამე დღეს ორი ვარიანტი რჩება, ან ტრეზორს დასჯერდეს ან ზოოპარკს ჩაბარდეს მგლად.

ისედაც ცარიელ ძვალს და ტყავს, ჩაცვენილი თვალებით, მუქი შავი თმა მოშვებული

ჰქონდა და წყლიდან ახალამოსულ, გაბუნტყლულ, უჭმელ მგელს გავდა. თუმცა ეგეთი

მგლები ალბათ ჩვენს ზოოპარკშია თორე ბერლინში მგელიც ნავაროჩენი იქნება.

ბოლოს მაინც ათუკამ გადაარჩინა და თავისი კურსელების წვეულებაზე დაპატიჟა.

- რა მინდა ბიჭო ბავშვებში, თქვენ გიყუროთ როგორ დათვრებით ჯინტონიკით? თუ

შუბლიც ხო არ დაგიჭიროთ?

- წამოდი, ბოლოკურსელებიც იქნებიან, მთელი უნივერსიტეტის კამანდა მაგ კლუბში

ატრაკებს ყოველ შაბათ-კვირას.

- რას უკრავენ?

- ნუ რაღაც ლაითს, შენ რო უკრავ ეგეთ ტექნოს არა.

- პაპსაა რამე?

- პაპსა არა მარა რავი რაც ქვია რა, არც დარქი არაა.

- წოტკები იქნებიან?

- ვინ?

- ჩურები.

- რეები?

- შვილო, ნაშობა იქნება?! - გაცხარდა „გალოდნი“.

- ჰოო, იქნება, იქნება, აბა არ იქნება?

- კაი წავიდეთ მაშინ.

წავიდნენ, მაგრამ გეგეშა უკვე ისე იყო რო სახლში დარჩენა და მოწევა ერჩივნა, მეორე დღეს

მოფრინავდა და ფაქტია რაც დაგეგმილი ჰქონდა ის გულაობა აღარ გამოუვიდა, მაგრამ

უკვე მოსაწევიც აღარ ჰქონდა და რეალურად არც ვიცი მოსაწევის დასათრევად უფრო

წავიდა თუ გოგოების პონტში.

შევიდნენ კლუბში, გულაობა გახურდა, კამანდა ცეკვავს და გეგეშა თვალებს აცეცებს, ხან

ტუალეტებს ალივერებს ვინმე რამეს ხო არ იღებს რო ჩაერთოს თემაში, მაგრამ არანაირი

არაფერი. მერე რაღაც მომენტში უკვე ყურები ჩამოყარა და დანებდა, გადაერთო მეორე

Page 13: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

13

მიმართულებაზე, ბარში დასალევი შეუკვეთა და გოგოებს დაუწყო დალივერება. ერთთან

მივიდა, წაეცექვა, გააჯმევინეს. მეორესთან მივიდა, გააჯმევინეს. ათუკაც დაკარგა. დგას

მარტო და ცეკვავს, უკვე მესამე კოქტეილზეა და უცებ ხედავს თუ ეჩვენება ქერა გოგო,

გამხდარი, მაღალი, ყვავილებიან სარაფანაში, მოდის და ეცეკვება ნუგზარს. რამოდენიმე

წუთი იცეკვეს, გეგეშას საუკუნედ გაეწელა ეს წუთები, იფიქრა მოვხვდი სამოთხეში,

დაისადგურა მარადისობამო და უცებ ამ გოგოს დაქალმა დაუძახა, კიდევ უფრო მაღალმა

და კიდევ უფრო ლამაზმა ქერა გოგომ. გაიყვანა ორი ნაბიჯით იქით და შეტრიალდნენ

ორივე, დაიწყეს ყურში ყვირილი რო მუსიკის ხმაში რამე გაეგოთ ერთმანეთის.

პარალელურად აქეთ იყურებიან და აშკარაა რო გეგეშაზე ბჭობენ რაღაცას.

- This one? - თვალებით ანიშნა უფრო მაღალმა გოგომ გეგეშაზე.

- Yes, I want hiiiiim. - ყურში ჩაყვირა „გეგეშას ნაშამ“.

- *** ? - რაღაც უთხრა და ვერ გაიგო ნუგომ.

- Yes, yes. - კვლავ დაუდასტურა.

გეგეშამ ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ მთავარი კი მოწვა: გოგოები ლეზბოსელები

აღმოჩნდნენ და საერთო მსხვერპლს ეძებდნენ ვისაც შეათრევდნენ ამ საღამოს საწოლში.

ნუგზარი ფიქრებში წავიდა, არიქა ეს არის ჩემი დღე, აი რო არ მინდოდა წამოსვლა და

გადავაბიჯე ჩემს თავს, სამყარომ გამიღიმაო. გადაერთო ფილოსოფიაში, აქაოდა რასაც

დაანახებ სამყაროს იმითვე გიპასუხებსო, თუ გადადგამ ერთ ნაბიჯს მისკენ, ისიც

გადმოდგამს ნაბიჯსო, აზრები მატერიალიზდებაო, რასაც ვფიქრობთ და რა აზრებიც

გვიტრიალებს, გავლენას ახდენს ჩვენს გარშემო მოვლენებზეო და მოკლედ, ესეთი

ზეპოზიტიური განწყობა შეიქმნა ორიოდ წუთში და ორას პროცენტამდე აწეული

თავდაჯერებით მიაჭრა ამ გოგოებს უკნიდან. იფიქრა ინერტულობით არ დავკარგო ეს

შესაძლებლობაო და თავში დაილაგა როგორ დაადებდა ორივე გოგოს მხრებზე ხელს,

შემოატრიალებდა და დერსკად კითხავდა ინგლისურად: „ჰა ეხლა, რომელი მაკოცებთ

პირველიო“-ო.

ეგრეც მოიქცა. მიაჭრა, მხრებზე ხელები დაადო და უცებ სანამ თავის დერსკადგათვლილ

შეკითხვას დაუსვამდა, მაღალი გოგო შემოტრიალდა და:

- No!

უთხრა და ადგილიდან მოწყდა, გეგეშას გოგოც თან გაიყოლა.

ეს არის გეგეშას ერთადერთი მოგზაურობა ბერლინში. იმის მერე დაიფიცა რო თუ

დაბრუნდება, დაბრუნდება ბერჰაინში დასაკრავად.

Page 14: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

14

მე

ისე, რა პირიქით დავიწყე თხრობა, ჯერ ჩემზე არ ჯობდა მომეყოლა? ნუ, ერთი რაც

აუცილებლად უნდა ითქვას ჩემზე არის ის რო ყველაფერი მავიწყდება, ძირითადად ალბათ

ამდენი მოწევის ბრალია, მაგრამ ისედაც გულმავიწყი ვარ. ერთი პერიოდი მაგალითად,

თითქმის ორი თვე არ მქონდა მოწეული, ექიმთან დავდიოდი და რაღაც წამალს ვსვამდი.

ჰოდა, მივდივარ ერთხელაც ამ ექიმთან და ჯიბეზე ფაქტი მიდევს, კონსულტაციის მერე

საბასთან ვაპირებდი გასვლას და მოსაწევი მქონდა და რისთვის შემენახა, გადავწყვიტე რო

წავუღებდი. ექიმისგან გამოვედი, ტაქსიში ჩავჯექი და უცებ მივხვდი რო საფულე არ

მიდევს. სახლში დავტოვე თუ კლინიკაში ამოვიღე ეგეც ვერ გავიხსენე. რაღა უნდა მექნა და

ტაქსისტს ვუთხარი ფული არ მაქვს, ესე და ესე, საფულე სად დამრჩა ეგეც არ მახსოვს და

თუ გინდა მოსაწევი მაქვს ნახევარს გადმოგიყრითქო. მაშინ არც დეკრიმინალიზაცია იყო

მომხდარი და არც ამდენი ხალხი ეწეოდა როგორც დღეს, ამ ტაქსისტმა გიჟივით

შემათვალიერა ეს ნორმალური თუ არისო და იქვე ჩამომსვა. რას ვიზამდი, გადმოვედი

ტაქსიდან და გამახსენდა რო კლინიკამდე, იქვე რაღაც მარკეტში ვიყავი და სიგარეტი

ვიყიდე, საფულეც მანდ უნდა დამრჩენოდა წესით. კიდევ კაი ძალიანაც არ ვიყავი კლინიკას

გაცდენილი და წამოვედი უკან ფეხით. მოვედი მარკეტამდე, შევედი და მოვიკითხე ჩემი

საფულის ამბავი, მაგრამ ჩვენთან არ არისო. სხვა ვარიანტი არ იყო, სხვაგან საფულე არ

ამომიღია, კლინიკაშიც ნათესავ ექიმთან დავდივარ, არც არაფერს არ ვიხდი. ავტეხე ერთი

ამბავი, მეთქი საფულე აქ დამრჩა რას ქვია არ მაძლევთ, დაუძახეთ მენეჯერსთქო. საწყალმა

კონსულტანტმა მეპატრონეს დაურეკა, ტელეფონი გამოვართვი და ცალკე ის მეპატრონე

ვაკაჩავე, მეთქი მოდი აქ, მაღაზიაში გელოდებითქო. მოვიდა ის კაცი, რით გიშველოო და

ვეჩალიჩები რო კამერის ჩანაწერი გადმოახვიოს. გაიგიჟა თავი მაგის უფლება არ მაქვსო,

პატრული უნდა გამოიძახო მაშინ და პოლიციის თანდასწრებით გადმოვახვიოთო.

გადავწყვიტე პატრულში დარეკვა, გამოვიძახე, მოვიდნენ და ვდგავართ ამ მეპატრონის

ოთახში, რომელიც სულ სამი კვადრატული მეტრია, პახოდუ კაბინეტია, კომპიუტერი

უდგას და პახოდუ მაღაზიის საწყობია. ვდგავარ ნახევრად კარში, ვესაუბრები ერთ-ერთ

პატრულს, რომელიც კედელზე მიბჯენილ ქაღალდზე განცხადებას მაწერინებს თუ როგორ

დავკარგე საფულე ამა და ამ მაღაზიაში, გამოვიძახე ეკიპაჟი და ა.შ. კომპიუტერთან მეორე

ოფიცერი და მეპატრონე სხედან და ახვევენ მთელი დღის ჩანაწერს. ამ ამბებში ვარ და ჩემი

კაპიშონიანი ზედა მეცვა, წინ მუცელზე უზმეიკო ჯიბე აქვს, ორივე მხრიდან რო შეყოფ

ხელს, გარედან მოვარტყი ხელი და რაღაც ვიგრძენი, შევყავი ხელი და რას ვგრძნობ, ჩემი

საფულე, მთელი ამდენი ხანი ამ ჯიბეში მიდევს თურმე. გავშრი, გამიტყდა მარა არ

შევიმჩნიე, გავაგრძელე არხეინად განცხადების წერა და ცოტა ხანში ტექნიკურად საბას

მივწერე დამირეკეთქო. ამასობაში, ჩემი კადრებიც იპოვეს ჩანაწერზე და მომახსენეს,

ნათლად ჩანს რო ისევ ჯიბეში იდებ საფულესო. საბამაც დამირეკა და პატარა სცენა

გავითამაშე, მერე გავუთიშე და პატრულს მადლობა გადავუხადე, სახლიდან დამირეკეს

უპოვნიათთქო, მეპატრონეს ბოდიში მოვუხადე და გამოვიქეცი. მოსაწევი საბას ავუტანე,

ცოტა ხანი გავჩერდი და სახლში წამოვედი, უკვე კაი დაღამებული იყო და დაღლაც

ვიგრძენი. უფრო გონებრივი დაღლა ვიდრე ფიზიკური, ნანერვიულები რო ვიყავი, ტვინი

გადამეღალა და ვიფიქრე ისევ ფეხით გავივლითქო, არ ციოდა, შემოდგომა იყო და

დავაწექი ფეხით. სამი ქუჩა გადავკვეთე და მაჩერებს ორი ტიპი.

- უკაცრავად, მოქალაქევ, თუ შეიძლება ერთი წუთით.

Page 15: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

15

მივხვდი თანამშრომლები უნდა ყოფილიყვნენ მარა მშვიდი ტონი და ზრდილობიანი

მომართვა მეუცნაურა. გამახსენდა რამოდენიმე წლის წინ რო შეგვაყენეს მე და გუგა

ოპერებმა: ღამით ფეხით მოვსეირნობდით და უცებ მანქანის მუხრუჭების კივილი გავიგეთ,

შავმა ოპელმა მოაჩერა გიჟივით, მანქანიდან ერთი ცხრა კაცი გადმოხტა შავებში ჩაცმული,

ერთ მანქანაში როგორ იყო ჩატენილი ამდენი კაცი დღესაც მიკვირს მარა ეგეთი იყო მაშინ

ოპერების სამუშაო სტილი, გიჟივით გადმოცვივდებოდნენ, მოგვარდებოდნენ და პანიკას

ქმნიდნენ, წიპა ბევრი ვართ და ჩაიჯვი, გეშინოდესო.

გაგვშვმონეს, გვაჯვეს, გვაგინეს, ვერაფერი ვერ გვიპოვეს გარდა გუგას ნახევრად სავსე

სუნამოსი, რომელიც პალტოს ჯიბეში ედო.

- ეს რა არის, საიდან მოიპარე შე ნაბოზარო ბავშვო?! - ამ მომართვაში გასაკვირი

არაფერი იყო, მადლობელი ვიყავი რო არ გვცემდნენ.

- რა მოვიპარე, ბებიაჩემთან ვრჩები დღეს და სახლიდან წამოვიღე. - უპასუხა

გაკვირვებულმა გუგამ.

- დროზე გააჯვით აქედან და ნუ დაიარებით შუაღამისას უაზროდ. - მოგვაძახა ერთ-

ერთმა, მეორემ თავში წამოარტყა გუგას და სწრაფად ჩახტნენ ისევ მანქანაში და

გაწბილებულებმა მოხიეს.

ხოდა, ამ ისტორიის შემდეგ ძალიან გამიკვირდა ესეთი ზრდილობიანი მომართვით რო

შემოიფარგლა ამხანაგი ოპერი და მეც მშვიდად გამოველაპარაკე, ვუთხარი რო იარაღი არ

მედო, პირადობა მივაწოდე, გამჩხრიკეს და ბოდიშის მოხდით მთხოვეს სურათი უნდა

გადაგიღოთ და Viber-ში გადავაგზავნოთო, კი ბატონომეთქი, შარის თავი არ მქონდა. კი

ვფირქობდი ისე, ეს რანაირი დანაშაულის აღმოფხვრის მეთოდია, თან გულში მიხაროდა

როგორ გამიმართლა რო მოვიცილე ის მოსაწევი და ზედ არ მქონდა, თუმცა უკვე

დეკრიმინალიზაციის წინა თვეები იყო და იმდენად აღარ ტყნავდნენ უკვე ტვინს, მაქსიმუმ

ჩამოერთმიათ.

- თუ შეიძლება გამოგვყევით, განყოფილებაში გადაგიყვანთ და შარდის ანალიზს

ავიღებთ.

- თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ, ყლეებო, რაში მაკარგვინებთ დროს ან ხალხის

გადასახადებით აკრეფილ ბიუჯეტს რომელიც უნდა დაიხარჯოს განყოფილებაში

მანქანით გადაყვანის საწვავზე, ლაბორატორიის ხარჯზე და თქვენ ორი უსაქმურის

ხელფასზე?! - ეს რა თქმა უნდა არ მითქვამს, გულში გავიფიქრე და ჩუმად გავყევი,

ორი თვე იყო ექიმის გადამკიდეს მოწეული არ მქონდა და არ მეკიდა სახლში

მოვფსავდი თუ განყოფილებაში?

პოლიციასთან მეტი შეხება არც მქონია ცხოვრებაში. ერთხელ სამსახურში ტაქსით მივედი,

მანქანა ხელოსანთან მინდოდა მიმეყვანა და ეზოში დავტოვე, ოფისიდან რო გამოვედი

მანქანას დავუწყე ძებნა და კინაღამ მაშინაც პატრულში დავრეკე, კიდევ კაი გამახსენდა რო

სახლში მყავდა.

Page 16: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

16

გუგა

სამსახურიდან გამოვედი და გადავურეკე გუგას. გუგა, როგორც სხვები, ჩემი ბავშვობის

ძმაკაცია, ერთ ეზოში გავიზარდეთ; ცოტა უყლევებს მარა მაგარი კაცია. მოწევს და

ფილოსოფოსობს, სხვა არაფერი.

ჰო, სად ხარ შეჩემა ამდენი ხანი? - მეკითხება გუგა.

- სამსახურში ვიყავი რა, ეხლა გამოვედი, რას შვები შენ?

- რავი, პაზიკასთან ვართ ყლესავით, მოსაწევი არ გაქვს?

- რა კამანდა ხართ?

- მე და პაზიკა ვართ მარტო.

- კაი დაგადგებით, მაქვს პროსტა სახლში ავივლი, ავიღებ.

- აუ საღოლ, საღოლ, გამო მალე.

- „ჩაქაჩე“ გაქვთ?

- „ჩაქაჩე“ გვაქვს, ბოთლი გვაქვს, პროსტა სამლიტრიანი დაითრიე.

- კაი.

ავედი, ავიტანე, ბულბულატორი ავაწყვე და კაი ორი ნაპასი დავარტყი მიყოლებით და

დავჯექი.

- ბიჭო, ვინ გარდაიცვალა იცი? - მეკითხება პაზიკა.

- ვინ, ტო?!

- ზუკა, გეგეშას ძმაკაცი.

- ხო არ ღადაობ?! როგორ ტო?

- ბიჭო, ავარიაში რა, წავკისიდან მოდიოდნენ თურმე, ღამით.

- გუშინ ღამით?

- არა, ორი დღის წინ, ხვალ არის უკვე დასაფლავება.

- ე, ვერ მითხარით აქამდე ტო?! ხვალ წავიდეთ უეჭველი!

- ჩვენც დღეს გავიგეთ, გეგეშამ დღეს დამირეკა.

- მოწეულები იყვნენ იასნად ხო?

- რა ვიცი შეჩემა მოწეულები იყვნენ თუ რა იყვნენ, ალბათ ხო...

- ვახ ჩემი, რა მითხარი, მაგრა გამიტყდა.

- ხოო, ჩვენც ტო. - ჩაერთო გუგა. - ჯერ გეგეშასთან არც დამირეკია, თვითონ დაურეკა

ამას და რავი მე ვერ ვურეკავ, მიტყდება, ხო იცი ეგეთი ბაზარი მაგრა არ მევასება და

მიტყდება.

- ჰო კაი, ავალთ რა და ვნახავთ.

- ხო, აბა რა, ეგ კი არა დაჟე პაზიკას ვეუბნებოდი რა დროს არ მაქვს მოსავალი, თორე

მივცემდი ბიჭებს გაუსწორდებოდათ, ან ღამეს უთენებდნენ ან რამე იყოს და ყველა

პონტში დაჭირდებათ მოსაწევი ტო.

- კაი ექნებათ შეჩემა, ყველა მისცემს ესეთ დროს, მაგაზე არ იდარდო შენ. - დავაწყნარე

გუგა.

- ისე რას შვება შენი ძირები, ბევრი დარჩა? - პაზიკას გუგას ოთახში დარგული

მოსაწევის ძირები გაახსენდა, საგულდაგულოდ რო ქონდა „გროუ ბოქსი“

აწყობილი, რაც ჩვენ მაგის ნათურებზე ელიავაზე ვირბინეთ, რაც ჩვენ მაგის

თესლებს ველოდეთ და კაროჩე რა, კი გავწვალდით ისე.

- რას შვება რავი, ჯერ სად არის მაგის დამწიფება, ერთი ორი კვირა კი უნდა კიდე,

ძირები ავჭერი ისე, იმ დღეს გავაშრე და გავუხვიე ერთი მარა ჩემი ფეხები, რაღაც არ

დააბოლა ვაბშე, ადრე მომივიდა ეტყობა. - უპასუხა გუგამ.

Page 17: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

17

- ეე, ხო არ ღადაობ, ყლეობა არ ქნა, დაანებე თავი, რას აჭერი თუ არ არის მზად?

- არა ბიჭო, ძირები შემოვაჭერი რა, ქვევით რაც ეზრდება, ეგ ისედაც უნდა ააჭრა.

- რა პონტში?

- რავი ეგრე მითხრეს.

- რა გითხრეს შეჩემა, წესიერად გაიგე ჯერ, ან დაგუგლე, მაგას ველოდებით მთელი

უბანი, გიჟი ხო არ ხარ, რომელ ძირს აჭერი? “Jack Herer”-ს?

- ჰო.

- აუ, ეს გამაგიჟებს, გუგა, ყლეობა არ ქნა გეუბნები, ელოლიავე იცოდე მაგ ძირს.

- კაი დაწყნარდი შეჩემა, ვიცი რასაც ვაკეთებ, პირველად ხო არ ვზრდი. მუსიკა

შეაგდე რამე, დააბოლა მგონი არა? მოიტანა თქვენთან? - იკითხა გუგამ.

- კი, საკაიფოდ. - ერთხმად ვუპასუხეთ მე და პაზიკამ.

პაზიკამ მუსიკა ჩართო, მე კიდე ზუკაზე ვფიქრობდი, გეგეშას ძმაკაცზე, საწყალი ტო, რა

კაი ტიპი იყო, რაც ჩვენ ერთად მოგვიწევია. შარშან ზამთარში ისეთი გაშკა გააძრო,

ეგვიპტიდან ჩამოტანილი, კინაღამ დაგვყარა ოთხი კაცი.

- კაი, Maceo არ გვინდა რა, ტვინს ტყნავს, რამე ლაითი შეაგდე. - დიჯეი დაიწუნა

გუგამ.

- აუ ეს ვინაა, ეს პაპსავიკი. - წაიბუზღუნა პაზიკამ და ტელეფონი გადაუგდო გუგას. -

ჰა და ჩართე რაც გინდა.

მეორე დღეს, გასვენებაში წავედით.

გეგეშას ჩაწითლებული ჰქონდა თვალები. ნამტირალები იყო თუ მოწეული ვერ გავიგე.

- გეგეშ ძმაო, მოსაწევი ხო არ გინდა? - კიბეზე ჩამოვიყვანე და ვკითხე.

- სპასიბა ვატო, აქვთ ბიჭებს, დავატრიალეთ უკვე, ჯიგარი ხარ.

- აა, კაი ძმაო, შენ იცი, თუ რამეა აქ ვარ.

დავასაფლავეთ.

ქელეხში საშინლად არ გვინდოდა წასვლა, არც მე, არც საბას, არც პაზიკას, გუგას ხო

საერთოდ, მაგრამ გეგეშამ ძაან გვთხოვა და ტეხავდა რო არ წავსულიყავით. ქელეხებს ვერ

ვიტან. საერთოდ სუფრებს ვერ ვიტან და ვერც ქეიფს, ვერც ალკოჰოლს, ღმერთო როგორ

შეიძლება დალიო ჩემამდე არ დადის, მოწიე რა დალოცვილი. გულს მირევს სასმელზე

ფიქრი, ეგ კი არა დაჟე მსმელი ხალხიც მგონი... ნუ გულს არ მირევს ხალხი, მაგრამ

ვერანაირ საერთოს ვერ ვნახულობ; რაღაც პონტში მეცოდებიან კიდეც, მოსაწევს როგორ

ვერ ამუღამებენ, ღმერთო ჩემო.

- პაზიკ.

- ჰო, ვატო.

- ბიჭო, გეგეშას ხან ვინ აძლევს მოსაწევს, ხან ვინ, დაუგროვდა საკაიფოდ, გამოართვი

ცოტა ჩვენთვის და ქელეხის მერე ჩემთან ავიდეთ. - გავამგზავრე მისიაზე პაზიკა.

მაგიდას მივუსხედით მე, საბა, პაზიკა და გუგა.

- რა ქენი, მოგცა გეგეშამ? - ვკითხე პაზიკას.

- კი.

- კაი, ეგ შეინახე. საშკამ მითხრა, უთხარი ბიჭებსაც და გავიდეთ მოვწიოთო.

- ვაა, ხოო? სად არი საშკა?

- ეგერ, სუფრის თავში, მანიშნებს და გავყვეთ.

ცოტა ხანში ყველანი ტუალეტში გავედით.

- რას შემომიყვანეთ ამ სუნში ტო, წამო გარეთ გავიდეთ, კიდე უკანონო ხო არაა

დედამოტყნული? - ვერ ისვენებდა გუგა.

Page 18: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

18

- მოიცა, რა გარეთ, ტეხავს.

- რა ტეხავს?

- ბიჭო ტეხავს, ამდენი ხალხია, სად დავიმალოთ გარეთ, გეგეშას მშობლები,

ბებიამისი... ბიჭი დავასაფლავეთ ტო! - საშკა მართალი იყო.

- ჰა, მოდი, ფორთოჩკას გადმოვაღებ... მაგარი ყლე სუნი კია მართლა.

ბოთლში ჩამოვატარეთ.

- ვა, რა პრიატნი გემო აქვს, ჰიბრიდია?

- ჰო, ჩემია. - სიამაყით შეგვათვალიერა საშკამ.

- საღოლ, საღოლ, რა ტისკია?

- Mango Kush.

- რა?

- ეგრე ქვია რავი, ამსტერდამიდან ჩამომიტანეს თესლები, ერთმა ძირმა ვერ გაიხარა

და ორი კია პიზდეც ალვის ხესავით. - საშკას დედა და ბებია რუსი ყავს, მაგის

რუსული აქცენტი ბავშვობიდან მესმის მარა ვერაფრით ვერ შეეგუა ყური, სულ

მეცინება.

- პიზდეც მარია პეტროვნა. - საშკას აქცენტით წარმოვთქვი და ყველას გაგვეცინა. - კაი

შევედით, შევედით, რამდენი ხანია გამოსულები ვართ.

სუფრაზე რო შევბრუნდით, სუფრა როგორც იტყვიან „წინ წაწეული“ დაგვხვდა,

რამოდენიმე სადღეგრძელო მოესწროთ უჩვენოდ და გუგას გვერდით მჯდარმა ვინმე

ალეკომ რიგიანად გვისაყვედურა:

- მოდით, მოდით, ბიჭებო, სად ხართ ამდენი ხანი, მოდით შეგივსეთ ჭიქები.

ეს ალეკო როგორი ტიპია იცი? ახალგაზრდა კაციო რო იტყვიან. არასდროს არ მესმოდა ამ

სიტყვათა შეთანხმების - „ახალგაზრდა კაცი“. ჩემი გაგებით თუ ახალგაზრდა ხარ ზნაჩიტ

ბიჭი ხარ და თუ კაცი ხარ, კაცი ხარ რა, რაღად უნდა ახალგაზრდა კაცი მარა ეს ალეკო

ზუსტად ახალგაზრდა კაცი იყო: კისერი ჩასქელებული, სახეც რაღაც დასიებულივით,

სოფლელებს რო ყველაფერი დიდი აქვთ რა, ხელიც უზარმაზარი, მაჯის ძვლები რომელიც

ფეხის კოჭივით ქონდა თავმომწონედ იცქირებოდნენ გოიმური, ზოლიანი საროჩკის

აკაპიწებული სახელოებიდან.

რო მივედით და დავსხედით, თავიდანვე შეეტყო ამ ალეკოს ქელეხში ყოფნის სიხარული,

ყველას გაგვეცნო, ჭიქები შეავსო, „ხო ყველა სვამთ“-ო სიტყვა ჩამოგვართვა და... მოკლედ

რა, არ დამევასა თავიდანვე.

- იყოს მე აღარ დამისხა, მანქანით ვარ. - ვუთხარი და უცებ მივხვდი რო მზის

სათვალით მივუჯექი მაგიდას და სწრაფად მოვიხსენი რო არ დავმწვარიყავი.

- აჰ, კაი ძმაო. ბიჭებო, თქვენ ხო სვამთ? აგერ ძმაო, ომში დაღუპული გმირების

სადღეგრძელო შევსვით ბოლოს. - ნეტა მეჩვენება თუ ცქმუტავს ეს ალეკო? სულ

რაღაცას ფაცურობს, აშკარად თავის კომფორტის ზონაშია, სიხარულს ვერ მალავს

რო ქელეხშია და სვამს.

- რისი ბრატ? - კითხა გუგამ და დავწვი ეგრევე რო ეთესლავება. თავში კი გამკრა,

მეთქი აქ რამე შარი არ აწიოსთქო და ვზგლიადი ვესროლე.

- ომში დაღუპული გმირების. - ბეჯითად გაუმეორა ალეკომ.

- აა, მაგას არ ვსვავ. - ცივად უპასუხა გუგამ და თავი ძლივს შევიკავე რო არ

გამცინებოდა, კაი პრიატნიში ჩაგვაგდო ისე ამ საშკას მანგო ქუშმა... მანგო თქვა თუ

ავოკადო აღარ მახსოვს.

Page 19: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

19

ალეკოს თვალები გაუფართოვდა, შუბლი გაეხსნა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა, იფიქრა ალბათ

ვერ გავიგეო ან ამ კაცმა ვერ გაიგო მე რა ვთქვიო, დაიბნა მაგრად და ძლივს კითხა:

- რატო კაცო?

- აი, არ მევასება რა. - თავის სტილში აგრძელებს გუგა, მე მაგიდის ქვეშ ფეხს ვაჭერ.

- ომში დაღუპული გმირების სადღეგრძელო? - ალეკო გაურკვევლობაშია. ამასობაში

ერთი-ორმა კაცმაც გამოიხედა, მის გვერდით ვინც იჯდნენ.

- ხო. ომი ყლეობაა ბრატ. ყლეობა როგორ, ანუ იდიოტობაა ომში დაღუპვა. რატო

მიდიხარ ომში? იცი რო მოკვდები ხო? მაინც მიდიხარ. მე რა ვქნა, ვიჯდე აქ და

გადიდო? გმირობა კი არა უაზრობაა, რას ეწირები, ვის ეწირები, ვინ დაგიძახა?

ვიღაც გამოყლევებულები ვერ რიგდებიან ზევით, რაღაც თავის ამბიციებს ვერ

თოკავენ, რაღაცეებს ვერ ინაწილებენ და იწყებენ ომს, შენ კიდე მიდიხარ და თავს

იკლავ უაზროდ. ფრონტზე რო მიდიხარ სასროლად და ვიღაც შენსავით

უდანაშაულოს მოსაკლავად, ისიც ხო უნდა გაითვალისწინო რო შეიძლება შენც

მოგკლან, დაეტიე რა სახლში.

ალეკოს ვუყურებ, ვხვდები რო ხმის ამომღები არ არის, თვალებში error აწერია. რა ქნას

პატარა ალეკომაც, არ არის თავისუფალ აზროვნებას მიჩვეული, არც გადახვევებს და

დაშვებებს აკეთებს, ესეა ზნაჩიტ ესეა, იმის იქით ვერ წარმოუდგენია. ამხელა მუტრუკი კია

მარა ტვინით პატარა ზომბიკოა. ბავშვობაში რითიც დაინტერესდა ყველაფერზე მზა

პასუხი მიაწოდეს და უთხრეს რო ესეა. ძებნის და გამოკვლევის საშუალება არ მიცემია

ცხოვრებაში და ზის თავის ჩაკეტილ წრეში, უჭირავს ღვინის დოქი, დადის ბოზებში და

წლებიც გადის რა. ბოზებში რა უნდაო თქვენ მეტყვით, ცოლი არ ყავსო? რა ვიცი შეიძლება

ყავს ან არ ყავს, რომც ყავდეს აქ ხო არ იჯდებოდა კაცებში, ქალები იქით ზიან ცალკე. თან

რომც ყავდეს, იქნებ მინეტი მოუნდა?! კარგით რა, ყველაფერს ნუ მათქმევინებთ, ალეკო და

მისი ცოლის სექსი ჯერ ერთ პოზას არ გასცდენია, თან ალეკო მაგის კაცი არაა რო თავისი

შვილების დედას პირში მიცეს. ალეკომ თავიდანვე გააპრავა გულაობის პალაჟენია,

როგორც კი ეგ ცოლი შერთეს, რამოდენიმე თვეში ბიჭებთან გაიმარიაჟა თანამშრომელს

ვტყნავო. ის თანამშრომელი ალბათ სიცილით მოკვდება და ალეკოს არც დაანახებს მარა

ალეკომაც რა ქნას, თავის წრეში მარტო ცოლთან ტყნაური არ მოსულა, ამანაც ხო უნდა

წაიმარიაჟოს რამით. ნასვამზე თუ ბიჭები ატყდებიან და სუფრიდან ბარდელში

მოინდომებენ წასვლას, არც ეს დააკლდება კი ბატონო მარა ამის გარდა რამე ცალკე

ისტორიაც ჭირდება მის „კაი კაცობას“, ან თანამშრომელს უნდა ტყნავდეს ან ვინმეს. ხო

ხვდები?

- მოიცა, როგორ კაცო?! - გვერდით მჯდომი გამოესარჩლა ალეკოს. - სამშობლოსთვის

რო თავს გაწირავ ეგ არის იდიოტობა?

- რისთვის? - გუგა აგრძელებს, მე უკვე ვხვდები რო სასაცილო აღარაა.

- სამშლობლოსთვის.

- ეგ არ ვიცი რა არის.

- რა არ იცი?

- სამშობლო რა არის? ქვეყანა? მოსაზღვრული მიწა?

- ხო ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი დროშა, ჩვენი ტრადიციები...

ტეხავს სამშობლოსთვის თავის გაწირვა? - გაკვირვება ბრაზში გადაუვიდა ალეკოს

„მეზობელს“.

- მომისმინე ჩემო ძმაო, რას გეტყვი იცი? ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, ადამიანი

როგორც არსება, არის ყველგან ერთნაირი, დედამიწის რომელ მხარესაც არ უნდა

Page 20: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

20

აიღო. ჯერ გაჩნდა ადამიანი და შემდეგ ადამიანმა შექმნა ქვეყნებიც, საზღვრებიც,

ვიღაცეებისთვის სამშობლოები, ადამიანმა დახატა ის შენი დროშაც და მიანიჭა მას

მნიშვნელობა, ღირებულება. ადამიანმა. ზუსტად შენნაირმა და ჩემნაირმა

ადამიანმა. რამდენი წლის წინ იყო და რამდენი ასეული წლის წინ იყო მაგას

მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რო ოდესღაც არ იყო და უცებ იყო. მაშინ ეხლა

მითხარი ჩემო ძმაო, წარმოიდგინე რო ძველი დროა, იმაზე ძველი ვიდრე

საქართველო დაარსდებოდა, წარმოიდგინე რო მაგ დროში ვართ და ვსაუბრობთ, რა

ღირებულება აქვს საქართველოსთვის თავის გაწირვას თუ ის არ არსებობს? ეხლა

წარმოიდგინე დრო სანამ ყველა ჩვენი ტრადიცია ჩამოყალიბდებოდა, სანამ ჩვენი

წინაპარი ქართველები დაიწყებდნენ რაღაც-რაღაც საქციელების ტრადიციებად

გარდაქმნას და მითხარი სასაცილო არ არის? სამშობლოს და ეგეთ რაღაცეებს

ღირებულება აქვს მხოლოდ ჩვენს თავში, მარტივად რო გითხრა

კრიპტოვალუტასავითაა ეგ ჩემო ძმაო, სანამ ყველას გვგონია რო თესლი რამეა, მანამ

ექნება ფასი, როცა ყველა მივხვდებით რო სისულელეა, მასაც დაუვარდება ფასი,

მიხვდი?

- ვერა.

- რას ვერ მიხვდი, მაგალითად აიღე ორი შარვალი, ნაჭერს დახედე ერთიდაიგივეა,

როცა ერთი დაგეხევა მაშინ დაიხევა მეორეც, როცა ერთს ფერი გაუვა მაშინ გაუვა

მეორესაც, პროსტა ერთი ბალენსიაგაა და მეორეს არ აქვს სახელი, ამიტომ პირველი

ძვირი ღირს.

- რა არი პირველი? - ალეკოს მეგობრები გაკვირვებისგან ალეკოს დაემსგავსნენ,

ტყუილი კი არაა რო ამბობენ „’ფერი ფერს და მადლი ღმერთსო“, ყველამ თავისი

შესაფერისი უნდა იპოვოს რა, არ შეიძლებოდა ჩვენი ერთ მაგიდაზე დასმა.

- ბალენსიაგა... „არმანია“ ჩათვალე, „არმანი“ ხო იცი? ძვირი ღირს ხო? რატო, იმიტო

რო ჩვენი ყველას აზრით მაგარი პონტია „არმანი“ რო გაცვია, შესაბამისად

მატერიალური ღირებულება ეძლევა სახელს, არადა სახელი თვითონ

არამატერიალურია, ის არ არსებობს, ცალკე აღებული „არმანი“ არაფერი არაა, არადა

მილიონებს კი უწერს პატრონს, ესეა პატრიოტიზმიც ჩემო ძმაო, ჩვენი ყველას

აზრით შენი ქვეყნის სიყვარული მაგარი პონტია, ამიტომ ვაკლავთ ერთმანეთს თავს

ომებში და ამიტომ ვატოლებთ ჭუჭუებს ოლიმპიადაზე, სინამდვილეში ყველანი

ერთი „ქვეყნის“ შვილები ვართ, გამიგე? ამიტომ სისულელეა ომში წასვლა და

სამშობლოს სახელით შენნაირი ადამიანების ხოცვა, ადამიანის სიცოცხლე

მატერიალური და ღირებულია, სამშობლო კიდე იდეაა მხოლოდ, ამიტომ ჩემო

ძმაო, ომში დაღუპული გმირები კი არ უნდა ვადიდოთ, ომში დაღუპუბლი

სულელები უნდა გავკიცხოთ და შვილებს ის კი არ ვასწავლოთ რო

უკანმოუხედავად, გაუაზრებლად ტყვიაზე წასვლა გმირობაა, არამედ პირიქით ეგ

არაა მისაბაძი მაგალითი, მისაბაძია ტვინის განძრევა. გმირი არა ჩემი ყლე.

სუფრას გადავხედე და სუნთქვა შევიკარი, გულში გავიფიქრე: გუგა შენი კარგი მოვტყან,

შარი გინდოდა, ამ დაბოლილზე უნდა მარბენინო ეხლა? ვიცი რო რამოდენიმე წამის

ამბავია როგორ დაიძვრება ეს ლიმონათის ბოთლი და გუგას თავზე გადასკდება.

ალეკოც და მისი მეგობრებიც საჯარო მოხელეები აღმოჩნდნენ (ვინც მათ სახეებზე ვერ

მიხვდით) და ჩხუბს და დავიდარაბას მოერიდნენ აწ განსვენებული ზუკას ქელეხში,

რომელიც სავსე იყოს ზუკას თანამშრომელი, ჟურნალისტი მეგობრებით ოპოზიციური

არხებიდან.

Page 21: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

21

ესე გადაურჩა თბილისი კიდევ ერთ ყლე დატაკებას.

დიდი ხანი აღარც გავჩერებულვართ, მალე მოვიხოდეთ და წამოვედით, თამადაც ძაან

გაიპროჭა და მისი სადღეგრძელოები ჩხუბს დაემსგავსა მიკროფონით ხელში.

საბა, გუგა და პაზიკა ჩემთან წამოვიდნენ. მანქანაში გუგას ვკითხე:

- ბიჭო, ყველა ომი როგორაა უაზრო, თავს თუ გესხმიან და თავის დაცვაში მოკვდები

მაინც იდიოტი ხარ?

- სახლში თუ გივარდებიან უნდა იბრძოლო იასნად, გინდა რუსი შემოგივარდეს

გინდა მეზობელი.

- ხო მარა ქვეყანაში რო შემოგეჭრებიან ეგეც სახლი არაა? როკის გვირაბთან თუ არ

დახვდი, ორ საათში ვერაზე მოგადგებიან შე კარგმოტყნულო.

- ბიჭო მაგდენი ვინ მალაპარაკა რო? ეკითხათ და ვეტყოდი რასაც ვგულისხმობდი,

რო გაიბუტნენ თავიანთი ჩინოვნიკი სახეებით, მაგათ სქელ კისრებს შევეცი მე.

ოთხივეს გაგვეცინა. ისე, რა საოცარია, სამსახურის და გარშემომყოფების მიხედვით

როგორი დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნები უჩნდება ადამიანს.

გუგა მთელი გზა გაბუტულივით იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა და ფიქრობდა. ოღონდ

ისევ დარბაზში მომხდარზე ფიქრობდა თუ აგვისტოს ომში გარდაცვლილ მამამისზე, არ

ვიცი. ბოლოს გამოტრიალდა ისევ ჩვენკენ და რიტორიკულად იკითხა:

- რატო სამშობლო არ კვდება ჩვენთვის?!

მანქანაში დუმილი გაგრძელდა, სახლამდე ჩუმად მივედით.

გუგა რაზე ფიქრობდა ისევ არ ვიცი, მაგრამ მე გუგაზე ვფიქრობდი. გუგაზე და გუგას

ცხოვრებაზე, რომელიც კაცმა არ იცის როგორი იქნებოდა სამი წლის წინ ჯარში რო არ

გაექანებინათ, უფრო სწორად ჯარი თუ რაც ქვია, სავალდებულო სამსახურზე რო დგახარ

ყარაულად. გუგა მაშინ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობდა უკვე, ჩვენში

ყველაზე ადრე გუგამ დაიწყო მუშაობა, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, თუ

სწორად მახსოვს მესამე კურსიდან. ჯერ სტაჟიორი იყო, სამი თვე უხელფასოდ დადიოდა,

საქმეს სწავლობდა და ბოლოს ამ სამი თვის თავზე კონტრაქტიც მისცეს და ხელფასი ათას

ხუთასი ლარი დაუნიშნეს. მახსოვს სიხარულით გამოვშტერდით ყველანი, თავიდან არც

ვუჯერებდით. რო დაიტოვებდნენ და აიყვანდნენ ეჭვიც არ გვეპარებოდა, თავიდანვე

ნიჭიერი და ჭკვიანი ტიპი იყო მარა ამხელა ხელფასი ჩვენთვის ძაან გაუგონარი და

დაუჯერებელი იყო. როგორც კი გაიგო ეს ამბავი, ყველას ჩამოგვირეკა, ფული სადღაც

ისესხა და კაი სახინკლე იკისრა, ერთმანეთს ვეკიდებოდით ისეთი მთვრალები გამოვედით

და პირველ ხელფასს რო ავიღებ ქალებში წავიდეთო, მაგასაც მე ვიკისრებო მარა აბა,

პაზიკას ცოლი ყავდა, მე და საბას შეყვარებულები და იქვე მოკვდა ეგ თემა. მერე არ გასულა

დიდი ხანი ამ ამბიდან და ჩვენს გუგას მოუვიდა კომისარიატიდან მოწვევა. თუ გაწვევა.

სწავლაც დამთავრებული ჰქონდა, ცოლ-შვილი არ ჰყავდა, დედისერთა ეგ არ იყო და

ვერაფერმა ვერ იხსნა. სახლში კი ჰქონდა დაბარებული თუ მოვიდნენ არ ჩაიბაროთ,

უთხარით ვითომ გერმანიაში ვარ და ოჯახს აღარც ვეკონტაქტები და მაჯვით და მაგინეთ

ვითომო მარა კომისარიატიდან მობილურზეც დაურეკეს, ტრაკის თამაშს გაეშვი და

გამოცხადდიო. რა უნდა ექნა, ავიდა კომისარიატში და თავისი ფილოსოფიურ-

მაღალმატერიალური იდეების პრაგმატიკაზე დამყნობით სცადა მთავარ კომისართან

მიზნის მიღწევას:

- ბატონო თემურ, მე აუდიტორი ვარ, ვმუშაობ მსოფლიოს ყველაზე დიდი

საერთაშორისო აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთში. ჩემი საქმე ძალიან

მიყვარს, მართალია ჯერ დამწყები ვარ, მაგრამ თუ დამცალდა აუცილებლად

Page 22: ლექსიკონი...თვითონ რუსი ქალი იყო, აქ გათხოვილი და ტრადიციულ, ქართულ ოჯახში

22

პროფესიონალი გავხდები. მთელი ცხოვრება რაც მიკეთებია ეს არის წიგნის კითხვა,

მათემატიკის მეცადინეობა და აქა-იქ გართობა. მეტი არც არაფერი მიცდია, არც

მივარჯიშია ცხოვრებაში, არც მძიმე ამიწევია, არც მირბენია, ეგ კი არა ფეხბურთიც

არ მითამაშია, არ მიყვარს სპორტი და ფიზიკური დატვირთვა. ჯარში თუ წამიყვანთ

ცარიელი ტვირთი ვიქნები, სამსახურსაც დავკარგავ და კარიერასაც, ორი წელი ვინ

დამელოდება როდის მოვრჩები ომობანას?! უნდა მაჭამოს, მასვას და ჩემზე ფული

ხარჯოს სახელმწიფომ, არადა ვერც ვერაფერში ვერ გამომიყენებს, მართლა რო ომი

დაიწყოს მე ვის რა უნდა ვესროლო, სისხლს რო ვხედავ ცუდად ვხდები, თორე

მამაჩემი ქირურგია, ეგ რო შემძლებოდა დავადგებოდი ექიმობის გზას. ჰოდა, ჩემი

აზრით უპრიანი იქნება ქვეყანამ სხვა გზით გამოიყენოს ჩემი რესურსი, ჩემი ნიჭი

და გასაქანი. მაქვს მიზანი ვიყო მაგარი ფინანსისტ-აუდიტორი, რისი მიღწევის

გზაზეც ვდგავარ. უახლოეს რამოდენიმე წელიწადში უფრო მეტ გამოცდილებას

მივიღებ და ცოდნასაც გავიღრმავებ. მერე შემეძლება ავისრულო ჩემი ოცნება და

ვასწავლო სტუდენტებს, მინდა გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება ბავშვებს

და ვინც მოინდომებს დავაყენო სწორ მიმართულებაზე. დღეისთვის მაქვს ხელფასი

ათას ხუთასი ლარი, რაც იმას ნიშნავს რომ ზევიდან სამას სამოცდათხუტმეტ ლარს

ვუხდი სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადის სახით, თუ ჩემი კოლეგა

თანამშრომლების ხელფასებს გადავხედავთ ვინც ჩემს სამსახურში ჩემზე ოდნავ

ზევით საფეხურებზე დგანან, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ახლო მომავალში

დაწინაურების შემთხვევაში ეს თანხა შეიძლება ავიდეს 800-1000 ლარზე თვეში,

რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მიიღებს ჩემგან. თუ ერთ დღესაც ავდექი და

ჩემი ბიზნესი დავიწყე, დავუშვათ საკუთარი მცირე აუდიტორული ან

საკონსულტაციო ფირმა დავაარსე, სახელმწიფო ათჯერ და ასჯერ უფრო იხეირებს

ჩემგან, მით უფრო თუ ბიზნესში დავასაქმებ ჩემივე სტუდენტებს, რომელთა უკანაც

ქართული ოჯახები დგანან. ესე მესმის მე პატრიოტიზმიც და ესე მინდა რომ

ვემსახურო ჩემს ქვეყანას. არა ძალით და ჯანით, რომელიც არ მაქვს, არამედ იმით

რაც მაქვს და ყველაზე კარგად გამომდის, ესე იქნება უკეთესი და უფრო მომგებიანი

ყველასთვის, ვისაც გამოსდის და შეუძლია კი ბატონო ძმაო, რაზეა საუბარი, ზოგმა

იბრძოლოს, ზოგმა პური გამოაცხოს რა, ხომ გესმით რამხელა რესურსს ვკარგავთ ამ

წარმოუდგენელი სიგიჟით რასაც სავალდებულო (!) ჯარი ქვია. გამიგეთ ხო?

ბატონმა თემურმა ისე უსმინა, ერთხელაც არ შეაწყვეტინა, შემდეგ ახედ-დახედა გუგას,

კარგად შეათვალიერა და უპასუხა:

- შენნაირი იცი რამდენი მოდის აქ? სულ გაგაგიჟათ ამ არასამთავრობოებმა. მაიტა

ერთი სადაა შენი პრიპისნოი, ორშაბათს გამოცხადდი და სამედიცინო შემოწმება

გაიარე... დამიწყო აქ მგოსანივით ლაპარაკი.

ესე დასრულდა გუგას კარიერაც, ოცნებაც და გეგმებიც. მაქსიმუმი რაც ჩერეზ დედამისის

ბიძაშვილით მოახერხა ის იყო რო ყარაულად დააყენეს სადღაც, სამ დღეში ერთხელ

მიდიოდა და ათენებდა თუ რაღაც ეგეთი და სამსახურში ვინ დააცდიდა ერთ დღეს

გაცდენას და მეორე დღეს გამოუძინებელ მოსვლას.