352
კონსტანტინე კორკელია (რედ.) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო სტატიათა კრებული თბილისი, 2011

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და ...dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/203245/1/AdamianisUflebataDacvisSaer... ·

  • Upload
    others

  • View
    14

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • კონსტანტინე კორკელია (რედ.)

    ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო

    სტანდარტები და საქართველო

    სტატიათა კრებული

    თბილისი, 2011

  • Konstantin Korkelia (Red.)Internationale Standards des Menschenrechtsschutzes und Georgien AufsatzsammlungTbilissi, 2011

    წინამდებარე კრებული გამოცემულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internatio-nale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით.გამომცემელი არ იღებს პასუხისმგებლობას წიგნის შინაარსობრივი მხარის სისწორეზე.

    GIZ შეიქმნა 2011 წლის პირველ იანვარს DED-ის, GTZ-ის, და InWent-ის გაერთიანების შედეგად. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.giz.de

    © GIZ - Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit, 2011© სტატიათა ავტორები, 2011

    ISBN 978-9941-9181-5-5

    Hrsg.: გამომცემელი:

    Programm:Rechts- und Justizreformberatung im Südkaukaus Gorgasali Str. 24 0133 Tbilissi, GeorgienTel.: +995 (32) 220-18-21 e-mail: [email protected] http://www.giz.de/law-caucasus

    პროგრამა:სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაშიგორგასლის ქ. 24 0133 თბილისი, საქართველოტელ.: +995 (32) 220-18-21 e-mail: [email protected]://www.giz.de/law-caucasus

    commissioned byFederal Ministryfor Economic Cooperationand Development

  • სარჩევი

    კონსტანტინე კორკელიაწინასიტყვაობა ..................................................................................................5

    მაია ბითაძეეკომიგრანტთა უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისოსამართლებრივი მექანიზმები ...................................................7

    გიორგი ბურჯანაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის დასაბუთებულობა: ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა.............................................................. 25

    გაგა გაბრიჩიძედებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კავშირის სავაჭრო შეთანხმებებში ..................................................47 ნონა გელაშვილი დისკრიმინაცია საქართველოსა და ევროკავშირის შრომის სამართალში: შრომითი ხელშეკრულების მოშლა ....................................................................58

    ლევან კასრაძე სახელმწიფოს მინიმალური ვალდებულება და „გონივრული საფუძვლის“ პრინციპი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების საქმეში: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტი ........................................81

    ნათია კაციტაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება საქართველოში - კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ ..............................................................................112

    ირაკლი კობახიძე დედათა ძირითადი უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოს შრომის სამართალში .........................................................................................124

    ვახუშტი მენაბდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები - უნივერსალური გამოწვევა ...............................................................................144

    ნინო საგინაშვილი საზღვარგარეთ საკუთარ მოქალაქეთა დაცვის დოქტრინა ..............................169

  • მერაბ ტურავა წამება და წამების მუქარა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად – სისხლისსამართლებრივად ნებადართული იძულების ღონისძიება? (ეროვნული და ევროპული მიდგომები მაგნუს გეფგენის საქმის მიხედვით) ......... 194

    პაატა ტურავა ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, როგორც პრივატიზაციის პროცესის ფარგლები ..............................................229

    გიორგი ტუღუში რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის კრიმინალიზაცია .......... 241

    ნინო ფარსადანიშვილი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებათა დაცვა ...............266

    ნანა ჭიღლაძე უცხოელთა საარჩევნო უფლება მუნიციპალურ დონეზე ..................................291

    ქეთევან ხუციშვილი თანამედროვე გამოწვევები იძულებით ადგილნაცვალთა და ლტოლვილთა დაცვის მექანიზმებისათვის: არსებობს თუ არა დაბრუნების უფლება ........................................................................................315

    გიორგი ჯოხაძე პერსონალურ მონაცემთა დაცვა ადამიანის უფლებათა კონტექსტში: საქართველოს მაგალითი, გამოწვევები და ტენდენციები .................................327

    ავტორთა შესახებ .............................................................................................351

  • წინასიტყვაობა

    საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები, ცხადია, უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, რომლებიც ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ევროპულ დოკუმენტებში. რეფორმების გატარებისას ასევე მხედველობაშია მისაღები იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც წარმატებულნი აღმოჩნდნენ.

    ასეთი გამოცდილება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გაიზიაროს ის და მოარგოს ქართულ რეალობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს ადამიანის უფლებათა საკითხებზე მეცნიერულ მსჯელობას, რის შედეგად ჩამოყალიბდება ადამიანის უფლებათა დაცვის ის ოპტიმალური მოდელი, რომელიც წარმატებული იქნება საქართველოში.

    აქედან გამომდინარე, წინამდებარე სტატიათა კრებული მიზნად ისახავს, გაუზიაროს მკითხველს საერთაშორისო გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რაც შეიძლება გახდეს გარკვეული ორიენტირი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის სრულყოფის თვალსაზრისით.

    ავტორების მიერ შერჩეული თემატიკა ბუნებრივად ასახავს იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია დღევანდელი საქართველოსათვის. კრებულში თავ-მოყრილია სტატიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ეკომიგრანტთა უფლე-ბების დაცვის მექანიზმები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის დასაბუთებულობა, დებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევ-როპული კავშირის სავაჭრო შეთანხმებებში, დისკრიმინაცია საქართველოსა და ევროკავშირის შრომის სამართალში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება საქართველოში, დედათა ძირითადი უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოს შრომის სამართალ-ში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, საზღვარგარეთ საკუთარ მოქალაქეთა დაცვის დოქტრინა, წამება და წამების მუქარა, ადა-მიანის ძირითადი უფლებანი, როგორც პრივატიზაციის პროცესის ფარგლე-ბი, რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის კრიმინალიზაცია, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, უცხოელთა საარჩევნო უფლება მუნი-

  • ციპალურ დონეზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვა ადამიანის უფლებათა კონტექსტში.

    წინამდებარე პროექტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული საერთაშორისო სამართლის ინს-ტიტუტის მიერ, GIZ-ის მხარდაჭერით.

    საყურადღებოა, რომ თანამშრომლობამ თსუ-სა და GIZ-ს შორის რეგულა-რული ხასიათი მიიღო. GIZ-ის მხარდაჭერით უკვე გამოიცა რამდენიმე პუბლი-კაცია, მათ შორის ისეთები, როგორებიცაა: „ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები და მათი გავლენა საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტი-კაზე“ (2006 წელი), „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და ეროვნული სისტემები“ (2007 წელი), „ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე გამო-წვევები“ (2009 წელი), „ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური და საერთაშორისო მექანიზმები“ (2010 წელი).

    სასიამოვნოა, რომ წინა კრებულებმა დადებითი შეფასება დაიმსახურა იურიდიულ საზოგადოებაში, რაც შესანიშნავი სტიმული იყო წინამდებარე კრებულის გამოცემისათვის. გამოვთქვამ იმედს, რომ ეს კრებულიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც წინა გამოცემები და თავის წვლილს შეიტანს საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, ასევე სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარებაში, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის განმტკიცებას საქართველოში.

    გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო GIZ-ის პროგრამის – „სამართ-ლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ – ჯგუფის ხელმძღვანელს, ბატონ ფოლკერ შტამპესა და სამართლის ექსპერტს, ქალბატონ თამარ ზოდელავას. მათი გულითადი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი წამახალისე-ბელი ფაქტორია ასეთი კრებულების გამოცემისათვის.

    კრებული განკუთვნილია როგორც იურიდიული პროფესიების წარმო-მადგენლებისათვის, მათ შორის მოსამართლეებისათვის, ადვოკატების, პროკუ-რორებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცი-ების თანამშრომელთათვის, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებით დაინტერე-სებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

    კონსტანტინე კორკელიაადამიანის უფლებათა საერთაშორისო

    სამართლის პროფესორი, თსუ2011 წლის 3 ივნისი

  • 7

    ეკომიგრანტთა უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისოსამართლებრივი მექანიზმები

    მაია ბითაძე

    შესავალი

    ეკოლოგიური კატასტროფების შედეგად გამოწვეულმა მოსახლეობის ინ-ტენსიურმა მიგრაციამ ბოლო ათწლეულებში მყარად დაამკვიდრა იძულე-ბით გადაადგილებულ პირთა ახალი კატეგორია – ეკომიგრანტები. ვინაიდან, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად ეკომიგრანტების რაოდენობა მსოფლიოში ორმოცდაათ მილიონს აჭარბებს, ნათელია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ეს ჯგუფი როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო პოლიტიკისა და სამართლის დაგეგმვა-შემუშავებისას ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა მიიჩნეოდეს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, დღესდღეობით არაეფექტიანი და სუსტია საერთაშორისო სამართალი, ეკო-ლოგიური კატაკლიზმების მსხვერპლთა დაცვის თვალსაზრისით, რომ არა-ფერი ითქვას ეროვნულ, მათ შორის, ქართულ სამართლებრივ სისტემაზე. არსებული საერთაშორისოსამართლებრივი მექანიზმები ლტოლვილთა დაც-ვის სფეროში, ძირითადად, იმ ნორმატიულ დოკუმენტთა ერთობლიობას შეადგენს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იქნა შემუ-შავებული. შესაბამისად, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი სრულად ვეღარ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც, შიდა თუ გარე შეიარაღებული კონფლიქტებისა თუ ეკოლოგიური მოვლენების შედეგად, იძულებით გადა-ადგილებულ პირთა კატეგორიაში მოსახლეობის დაცვის გარანტიებს უნდა ადგენდეს.

    ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარების გზა საკმაოდ რთული და წინააღ-მდეგობრივია. ერთი მხრივ, კომპლექსური პროცესებისა და მრავალმხრივი ფაქტორების გათვალისწინებით, ძნელია დადგინდეს, თუ ვინ ითვლება ეკო-მიგრანტად - პირი, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრე-

  • 8

    მაია ბითაძე

    ბელი, თუ პირი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით დატოვა საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორია; მეორე მხრივ, დავუშვათ, თუ ეკომიგრანტის სტატუსი შეთანხმებულია, გარდაუვალია, რომ ამ კატეგორიის მოსახლეობის დაცვის საუკეთესო საერთაშორისო გარანტიების შემუშავება გამოიწვევს მწვავე კა-მათს სახელმწიფოებს შორის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და პასუხისმ-გებლობის კონცეფციების გათვალისწინებით; და ბოლოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეიქმნება საერთაშორისო სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულება ეკომიგრანტების უშუალო დაცვის სფეროში, სახელმწიფოების მხრიდან მისი აღსრულების პროცესში არაერთი პრობლემური საკითხი წარმოიშობა.

    ეკომიგრანტების სტატუსის განსაზღვრისა და მათი დაცვის სამართლებრი-ვი გარანტიების დადგენის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართ-ველოსთვის. ზოგადად, ეკოლოგიური უფლებების, მით უფრო კი ეკომიგრან-ტების უფლებების, დაცვის საკითხები, ქართულ სამართლებრივ სისტემაში, სამწუხაროდ, არცთუ ისე აქტუალურია როგორც ევროპისა და ამერიკის კონ-ტინენტის განვითარებულ ქვეყნებში. არ არსებობს საკითხის საფუძვლიანად შემსწავლელი ეროვნული ლიტერატურა, რომელიც სრულად განმარტავდა ეკომიგრანტების უფლებათა დაცვის მექანიზმებს, ფაქტორებსა და ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებებს ამ მიმართულებით. და ეს ყველაფე-რი მაშინ, როდესაც ეკომიგრანტების უფლებათა დარღვევის ფაქტები საქარ-თველოში ხშირად ხდება, რაც გარკვეულწილად, ფაქტობრივად, არარსებული საკანონმდებლო ბაზისა და სახელმწიფო სტრუქტურების სისუსტის შედეგია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ისეთ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რომლებიც დაბინძურების აშკარა წყაროებთან ახლოს მდებარეობს (ქარხნები, მშენებლობები და ა.შ.), რომ არაფერი ითქვას საქართველოს მთიანეთისა და ზღვისპირა დასახლებებზე, რომლებიც მუდმივი ეკოლოგიური კატასტროფე-ბის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული სა-კითხის განხილვა საქართველოს საერთაშორისოსამართლებრივ სისტემაში ინ-ტეგრაციის პროცესის გათვალისწინებით, ასევე, გამომდინარე საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლიდან („საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორ-მებს“) და საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 2 სექტემბრის დადგენილე-ბიდან „საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობას-თან ჰარმონიზაციის შესახებ“.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომის მი-ზანია, ერთი მხრივ, გააანალიზოს ეკომიგრანტების სტატუსი და მათი დაც-

  • 9

    ეკომიგრანტთა უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისოსამართლებრივი მექანიზმები

    ვის გარანტიები, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული სამართლის ფარგ-ლებში; ხოლო მეორე მხრივ, დაადგინოს, აქვს თუ არა საქართველოს ბუნებ-რივი კატასტროფების რისკის მართვის პოლიტიკა ან სტრატეგია. კვლევაში ასევე მიმოიხილება საქართველოში ეკოლოგიური კატასტროფებით გამო-წვეული მიგრაციის ინსტიტუციური და სამართლებრივი ასპექტები, რის შე-დეგადაც გამოვლინდება ის შესაძლო თეთრი ლაქები, რომლებიც ეროვნულ სამართლებრივ სისტემას აშორებს საერთაშორისო სამართლით დამკვიდრე-ბულ სტანდარტებს.

    1. ვინ არიან ეკომიგრანტები? განმარტების პრობლემატიკა საერთაშორისო სამართალში

    ეკომიგრანტად ადამიანის აღიარების მიზეზების დადგენამდე მოკლედ უნდა განიმარტოს თავად ტერმინი ეკომიგრანტი. ეკომიგრანტის განმარ-ტება საკმაოდ რთული სამეცნიერო საკითხია, რომელსაც არსებითი სამარ-თლებრივი შედეგები მოჰყვება, ანუ ამ ტერმინის სწორ განმარტებაზეა და-მოკიდებული, თუ რა კატეგორიის ადამიანებს მიენიჭებათ ეკომიგრანტის სტატუსი და, შესაბამისად, რა სახის დაცვისა და დახმარების მექანიზმებს დაექვემდებარებიან ისინი. ტერმინის განმარტებაზეა დამოკიდებული იმის დადგენა, ადამიანი ეკოლოგიურ ლტოლვილად იქნება მიჩნეული, თუ დევ-ნილად. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტ-ში ამგვარი განმარტება არ მოიპოვება და, იურიდიული ტერმინოლოგიის მიხედვით, ითვლება, რომ ეკომიგრანტები იცვლიან საცხოვრებელ ადგილს მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს შიგნით. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ადამიანები ხშირად ტოვებენ საკუთარ სახელმწიფოს სწორედ ეკო-ლოგიური კატასტროფების გამო, თუმცა მათ პოლიტიკური თავშესაფარი ენიჭებათ სხვა სახელმწიფოებში. მაგალითად, 1992 წელს ძლიერი გვალვის გამო ათასობით ადამიანმა დატოვა მოზამბიკის ტერიტორია და მათ ზამბი-აში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. ეს, ალბათ, უფრო განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რომ ზამბიის მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაცი-ების მხრიდან მეტ ფინანსურ მხარდაჭერას სწორედ პოლიტიკური ლტოლ-ვილებისათვის მიიღებდა.

    ტერმინ „ეკომიგრანტის“ განმარტებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშ-ნოს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1951 წელს მიიღო ჟენე-

  • 10

    მაია ბითაძე

    ვის კონვენცია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელშიც განიმარტა: ლტოლვილია ადამიანი, რომელიც იდევნება, ან აქვს შიში იმისა, რომ განი-დევნება საკუთარი სახელმწიფოდან რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, პოლიტიკური მრწამსისა და სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. მე-20 საუკუნის ბოლოს ლტოლვილის სტატუსის მქონე ადამიანის განმარტება უფრო ფართო გახდა და მოიცვა ის ადამიანებიც, რომლებიც სამხედრო კონ-ფლიქტების, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და მასობრივი ძალადობის მიზეზით გახდნენ იძულებულნი, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი. ნა-თელია, რომ არცერთ ზემოაღნიშნულ განმარტებაში არაფერია ნათქვამი იმ ადამიანებზე, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფებისა და კატაკლიზმების შედეგად ხდებიან იძულებულნი, იქცნენ ლტოლვილებად და დევნილებად. როგორც ზემოაღნიშნული განმარტებიდან ჩანს, ადამიანი რომ ლტოლვილად ჩაითვალოს, 3 ძირითადი ფაქტორია აუცილებელი: სახელმწიფო საზღვრების დატოვება, სამშობლოში დაუცველობის შეგრძნების გამო დაუბრუნებლობის სურვილი, დაბრუნების სურვილისა და შესაძლებლობის არქონა გამოწვეული უნდა იყოს დევნის შიშით. დევნის შიშია მთავარი ფაქტორი, რაც ადამიანს ლტოლვილად აქცევს და იგი, რეალურად, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის სიცოცხლის დაკარგვის შიშით.

    ამ განმარტებაში, ლტოლვილად, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ იგულისხ-მება ეკოლოგიური კატაკლიზმების შედეგად ადგილნაცვალი ადამიანი. 1951 წლის კონვენციის განმარტებაში სიტყვა „დევნას“ შეიძლება დამატებითი ინ-ტერპრეტაცია მიეცეს და, პოლიტიკური სურვილის შემთხვევაში, განიმარ-ტოს როგორც მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ეკოლოგიური საფრთხით გამოწვეული დევნა. ეს ყოველივე უფრო გამყარდება სამართლებრივად იმ არგუმენტის გამოყენებით, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლა-რაციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს, ყოველგ-ვარი გამონაკლისების გარეშე, რომ ადამიანს, დევნის შიშით, უფლება აქვს, ეძებოს თავშესაფარი სხვა სახელმწიფოში.1 დამატებით არგუმენტად გამო-დგება 1966 წლის პაქტები „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესა-ხებ“ და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, რომლებიც ადგენენ, რომ ადამიანის განუყოფელი უფლებაა, სრულფასოვ-ნად და თავისუფლად ისარგებლოს და გამოიყენოს ბუნებრივი სიმდიდრეები და რესურსები. ამდენად, არ იქნებოდა არასწორი, თუ 1951 წლის შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენების მიხედვით, ადამიანის უფლებათა და 1 იხ.: [http://www.un.org/en/documents/udhr/index.shtml#a14].

  • 11

    ეკომიგრანტთა უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისოსამართლებრივი მექანიზმები

    ეკოლოგიური სამართლის თანაფარდობისა და სამართლებრივი განმარტებე-ბის საფუძველზე, გაეროს კონვენციაში ჩამოყალიბებული ლტოლვილის გან-მარტებაში ეკოლოგიური მიზეზებით ადგილნაცვალი ადამიანებიც მოიაზრე-ბოდა. მით უმეტეს, 1969 წლის ვენის კონვენცია „საერთაშორისო ხელშეკრუ-ლებების შესახებ“ 31-ე მუხლში ადგენს, რომ ხელშეკრულება შესაძლებელია განიმარტოს მისი მიზნებიდან გამომდინარე და ამ მიზნების მისაღწევად.2

    დამატებით არგუმენტად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის პრაქტიკა, რაც არაპირდაპირი გზით სამართლებრივი ნორმების გამოყენებას შეეხება ადამი-ანის ეკოლოგიური უფლებების დაცვის კონტექსტში. მაგალითად, ადამიანის უფლებათა სამართლისა და ეკოლოგიური სამართლის შედარებითი ანალიზი და პრაქტიკა ცხადყოფს, რომ შიში სიცოცხლის შუნარჩუნებისა შეიძლება იყოს გამოწვეული საშიში ეკოლოგიური მდგომარეობით. როგორც ცნობი-ლია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სა-მართალი არაერთ შესანიშნავ ნიმუშს იძლევა სასამართლო განხილვებისას, როდესაც სიცოცხლის უფლების დაცვის მოტივით ხდებოდა ეკოლოგიური უფლებების დაცვა და ეს მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები არაფერს ადგენენ ადამიანის ეკო-ლოგიური უფლებების დაცვის მხრივ.3 საგულისხმოა, რომ კონვენციის მი-ღების დროს (1950 წელი) აქტუალური არ იყო გარემოს დაცვის საკითხები და ამდენად სასამართლოს წინაშე წარდგენილი ყველა სარჩელი ადამიანის ეკოლოგიური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არსებით განხილვაზეც არ იქნა დაშვებული, თუმცა მოგვიანებით ადა-მიანის უფლებათა დაცვის კომისიამ გააცნობიერა, რომ არაჯანსაღი გარემო უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღ-ვევას იწვევს. ამდენად, კომისიამ ამ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ დასაშვებად გამოაცხადა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სარჩელები და ეგრეთ წოდებული par ricochet-ის პრინციპის გამოყენებითა და კონვენ-ციის მუხლების ფართო ინტერპრეტაციის საფუძველზე შეძლო, არაპირდა-პირი გზით დაეცვა ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის უფლება, რაც დემოკ-რატიის განვითარების მეტად აქტუალური წინაპირობაა.

    ნათელია, რომ 1951 წლის გაეროს ლტოლვილთა კონვენციის მიღების პერიოდში მის ავტორებს სულ სხვა მიზნები ამოძრავებდათ და იმ პერიოდ-

    2 იხ.: [http://untreaty.un.org/ilc/texts/instruments/english/conventions/1_1_1969.pdf].3 L.C.B. v. the United Kingdom, N323413/94.

  • 12

    მაია ბითაძე

    ში ეკოლოგიურ პრობლემებს ყურადღება, ფაქტობრივად, არ ექცეოდა. კა-ცობრიობა მეორე მსოფლიო ომის ნაიარევებს იშუშებდა და იმ ზიანს, რასაც თავად გარემოს აყენებდა, არ აცნობიერებდა. შესაბამისად, ისევე როგორც ევროპული კონვენციის შემთხვევაში მოხდა, ლტოლვილთა კონვენციის შემ-თხვევაშიც არ არის შეუძლებელი მისი ფართო ინტერპრეტაცია, რაც ეკო-ლოგიური მიზეზების გამო ადგილნაცვალ პირებს დამატებით საერთაშორი-სო დაცვის გარანტიებს შეუქმნის და დახმარების ახალ წყაროებს გაუჩენს. თუმცა, როგორც ჰონგი ამტკიცებს, ეს გამოიწვევს ლტოლვილთა უფრო მა-სობრივ მიგრაციას, რაც შეიძლება იყოს უმართავი.4 რეალურად, მორალურ-ჰუმანური მოსაზრებების გვერდის ავლით, ზემოაღნიშნული ტერმინის გამო-ყენების შემთხვევაში, საზოგადოებას საქმე აქვს სურვილის არქონის წმინ-და პოლიტიკურ მაგალითთან, რამეთუ, თუ გაეროს 1951 წლის კონვენცია ლტოლვილად მოიაზრებს ეკოლოგიური მიზეზებით ადგილნაცვალ პირს, ეს ათასობით გაზრდის ფინანსურ ხარჯებსა და ადამიანური რესურსებზე მოთ-ხოვნას, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას მძიმე ეკონომიკურ ტვირთად დააწვება. ამას ემატება ის ფაქტორი, რომ 1951 წლის გაეროს კონვენცია ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რის მიხედვითაც ადამიანი ლტოლ-ვილად უნდა ჩაითვალოს.

    ზემოაღნიშნული განმარტებების გამოყენება პრაქტიკაში და სამართლებ-რივ დონეზე მათი დანერგა ძალზე სათუთი და მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ დაცვის რა გარანტიებს დაექ-ვემდებარებიან ეკოლოგიური მოვლენების შედეგად ადგილნაცვალი ადამი-ანები. ამასთანავე, გასათვალისწინებელია სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი – გადაადგილება, ეკოლოგიური მოვლენა და მისი ზემოქმედება ადამიანზე. ამდენად, კონკრეტული ეკოლოგიური მოვლენის მასშტაბსა და დრამატულო-ბაზე უნდა იყოს დაფუძნებული ეროვნული თუ საერთაშორისოსამართლებ-რივი დოკუმენტი, როდესაც დაცვისა და კომპენსაციის გარანტიებს ადგენს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც, მაგალითად, მიწისძვრის, გაუდაბნოების, წყალდიდობისა და თუ ბირთვული კატასტროფის შედეგად გახდნენ იძულე-ბულნი, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყვნენ საკუთარი ქვეყნის საზღვრებში თუ მის ფარგლებს გარეთ.

    ტერმინ „ეკომიგრანტის“ დამკვიდრება მსოფლიოში ასოცირდება 1970- იან წლებთან, იმ პერიოდთან, როდესაც პრაქტიკულად ჩამოყალიბება და განვი-

    4 J. Hong, Refugee of the 21 Century: Environmental Injustice, Cornell Journal of Law and Pablic Policy, 2001, 340.

  • 13

    ეკომიგრანტთა უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისოსამართლებრივი მექანიზმები

    თარება დაიწყო საერთაშორისო ეკოლოგიურმა სამართალმა და როდესაც ეს ტერმინი გამოიყენა ლესტერ ბრაუნმა „World Watch Institute“-იდან.5 შემდგომ წლებში ნორმან მაიერსმა ეკომიგრანტები განმარტა როგორც „პირები, რომ-ლებიც უჩვეულო მასშტაბების ეკოლოგიური მოვლენების შედეგად უსაფრ-თხოდ ვეღარ ცხოვრობენ თავიანთ ტრადიციულ სამშობლოში“.6 საინტერესო და ძალზე მნიშვნელოვანი განმარტებაა, რომელიც თავის ნაშრომში ასტრი სურკემ გააკეთა, კერძოდ, მან ზღვარი გაავლო ეკომიგრანტებსა და ეკოლ-ტოლვილებს შორის და განმარტა, რომ „მიგრანტები ნებით ტოვებენ საკუ-თარ სამშობლოს, მაშინ, როდესაც ლტოლვილები გამოუსწორებელი ეკოლო-გიური ცვლილებების შედეგად არიან იძულებულნი, ეძებონ თავშესაფარი.“7

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ, სამწუხაროდ, ეკოლო-გიური მიზეზების გამო ადგილნაცვალი პირების განმარტება სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო დოკუმენტში არ მოიპოვება, არ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, სადაც მოცემულია ეკომიგრან-ტის დეფინიცია და ის ღონისძიებები, რომლებიც ეკისრება სახელმწიფოს ამ კატეგორიის პირთა სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად. ის დღემდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განმარტებებისა თუ „რბილი სამართლის“ ნორმების მიერ დამკვიდრებული ტერმინების კატეგორიაში არის გაერთიანებული, რაც თა-ვისთავად უბიძგებს სახელმწიფოებს, აღნიშნული განმარტება, რწმენისა და სურვილის შედეგად, როგორც ჩვეულებითი სამართლის ნორმა, ისე გამო-იყენონ. ძალზე საინტერესო და ამომწურავია განმარტება, რომელიც 1996 წელს ეკოლოგიური პრობლემების შედეგად მასიური მიგრაციისადმი მიძ-ღვნილ სიმპოზიუმზე გაკეთდა. კერძოდ, მიგრაციისა და ლტოლვილთა სა-კითხებში პოლიტიკის ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წარმო-დგენილ იქნა შემდეგი განმარტება: „ეკოლოგიური ლტოლვილი – პირი, რო-მელმაც დატოვა საკუთარი საცხოვრებელი თავისი სახელმწიფოს შიგნით, ან გადაკვეთა მისი საერთაშორისო საზღვრები და ვისთვისაც გარემოს გაუარე-სება, დაბინძურება და განადგურება იყო გადაადგილების ძირითადი მიზეზი, თუმცა არა აუცილებლად ერთადერთი.“8

    5 E. Goffman, Environmental Refugees: How Many, How Bad?, 2006, 4.6 N. Myers and J. Kent, Environmental Exodus: an Emergent Crisis in the Global Arena, The Climate

    Institute, 1995, 18. 7 A. Suhrke and A. Visentin, The Environmental Refugees: A New Approach, ECODECISION 1991, 73, 74.8 Symposium, Environmentally Induced Population Displacements and Environmental Impacts

    Resulting from Mass Migrations, International Organization for Migration and Refugee Policy Centre, 1996.

  • 14

    მაია ბითაძე

    ეკომიგრანტთა დაცვის საერთაშორისოსამართლებრივ ჩარჩოზე საუბ-რისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს 1998 წელს გაეროს მიერ დამტკიცე-ბული სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ. მართალია, სახელმწიფოებისთვის იგი არ არის სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტი, თუმცა სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს სახელმწიფოებისთვის, ვინაიდან მასში ასახულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლი-სა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი პრინციპები. შესაბამისად, დოკუმენტში აღნიშნული პრინციპები უნდა დაიცვას და გამო-იყენოს ყველა ოფიციალურმა თუ სხვა პირმა, მიუხედავად მისი იურიდიული სტატუსისა.

    1998 წლის „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ“ განსაზღვრავს იძულე-ბით გადაადგილებული პირის ცნებას. კერძოდ, „ამ პრინციპების მიზნებიდან გამომდინარე, იძულებით გადაადგილებულ პირებად ითვლებიან ის პირები ან პირთა ჯგუფები, რომლებიც გამოძევებულ იქნნენ ან იძულებულნი გახდ-ნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რათა გაქცეოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტს, საყოველთაო ძალადობას, ადამიანის უფლებათა ხელყოფასა და სტიქიურ ან ადამიანის მიერ შექმნილ კატასტროფებს და, ამასთან, არ გადაუკვეთიათ საერთაშორისოდ აღიარე-ბული სახელმწიფო საზღვარი.“9 ამ დეფინიციიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ამ პრინციპების მიზნებისათვის ტერმინი „იძულებით გადაადგილებული პირი“ მოიცავს სტიქიური მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირს ან პირთა ჯგუფს – ეკომიგრანტებს. შესაბამისად, ყველა ის სამართ-ლებრივი დაცვის სტანდარტი, რომელთაც ადგენს აღნიშნული დოკუმენტი, ვრცელდება ეკომიგრანტებზეც.

    2. რატომ იქცევა ადამიანი ეკომიგრანტად?

    საფრთხის შემცველი ეკოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული მიგრა-ცია და გადაადგილება კაცობრიობის საერთო პრობლემაა მისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივი კატასტროფები, მათ შორის მიწისძვრები და წყალდიდობები, აიძულებენ ადამიანებს, სამუდამოდ და-ტოვონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. ანთროპოგენული ზემოქმედება, 9 გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ, პრეამბულა, მე-2 პუნქტი.

  • 15

    ეკომიგრანტთა უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისოსამართლებრივი მექანიზმები

    მათ შორის სამხედრო მოქმედებები და სამრეწველო ავარიები აგრეთვე მნიშ-ვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანთა მასიური გადაადგილების საკითხ-ში. იმისათვის, რომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ სამართალში ჩამოყალიბდეს და დამკვიდრდეს თანმიმდევრული და სწორი სტანდარტები ეკომიგრანტთა დაცვის თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, გა-ანალიზდეს, თუ რა ფაქტორი აქცევს ადამიანს ეკომიგრანტად და რა სახის მოვლენების შედეგად უნდა მიიღონ ამ ადამიანებმა დაცვის სპეციალური გარანტიები. ადამიანთა გადაადგილების ეკოლოგიური მიზეზები შესაძლე-ბელია, ძალიან მრავალმხრივი იყოს, ხშირად ისინი ერთობლივადაც ქმნიან საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისათვის და აიძულებენ მათ, დატოვონ საც-ხოვრებელი. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, ყველაზე ხშირი, მასობრივი და დრამატულია ადამიანთა მიგრაცია სამრეწველო ავარიებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს, თუმცა სამხედრო მოქმედებები და გარემოს მდგო-მარეობის ხანგრძლივი გაუარესებაც (გაუდაბნოება, კლიმატის ცვლილება, აბრაზია10) არანაკლებ როლს ასრულებს ადამიანთა მიერ საცხოვრებელი ად-გილის მუდმივად დატოვების საკითხში.

    ბუნებრივი კატასტროფები მოიცავს ისეთ მოვლენებს, როგორებიცაა: გვალვა, ვულკანური ამოფრქვევა, მეწყერი, წყალდიდობა, ცუნამი, მიწისძვ-რა და ყველა ის გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომლებიც არასტაბილურმა ბუნებამ შეიძლება დაატეხოს კაცობრიობას თავს. წითელი ჯვრის საერთა-შორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 144 მილიონი ადამი-ანი ხდება ბუნებრივი კატასტროფის მსხვერპლი და იცვლის საცხოვრებელს, რაც მეტად აღემატება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც სახლებს ტოვებენ ომისა თუ სხვა სახის სამხედრო მოქმედების მიზეზი.11 გაეროს მონაცემებით, 2010 წლისათვის 50 მილიონი ადამიანია ეკოლოგიური მიზეზებით ადგილ-ნაცვალი. ეს მონაცემები ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და სა-ხიფათოა ბუნებრივი კატასტროფები და რომ ისინი საერთაშორისო სამართ-ლის მხრიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვენ. მაგალითად, რად ღირს ის კატასტროფული მოვლენები, რაც 2011 წლის დასაწყისში დატ-რიალდა იაპონიაში მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის შედეგად.

    სამრეწველო ავარიები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანთა მასიური მიგრაციისათვის. მე-20 საუკუნის დასასრულს ჩერნობილში (უკრა-

    10 ზღვების, ტბების, დიდ წყალსაცავთა ნაპირების ნგრევა ტალღების მოქმედებით.11 World Disasters Report 20, International Federation of the Red Cross and Red Crescent Societies,

    1999.

  • 16

    მაია ბითაძე

    ინა) მომხდარმა ბირთვულმა ავარიამ კატასტროფული შედეგები მოიტანა და დღესაც კი ჩერნობილიდან 30 კილომეტრით დაშორებული ერთ დროს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, მკვდარ ზონად არის აღიარებული.12 საინტერესოა ის გარემოებაც, რომ უკრაინული ტრაგედია გასცდა სახელმ-წიფო საზღვრებს და მნიშვნელოვანი საფრთხე მეზობელი სახელმწიფოების მოსახლეობასაც შეუქმნა, რომ არაფერი ითქვას შავი ზღვის აკვატორიაზე, რომელიც წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, ადამიანის რეკრეაციული და სამომხმარებლო მიზნებისათვის გამოუყენებადი იყო. ჩერნობილის ავა-რია დღეისათვის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველ სამრეწველო ავარიად არის მიჩნეული, თუმცა ის საფრთხე, რაც იაპონიაში 2011 წელს მომხდარი ცუნამის შედეგად ბირთვულ რეაქტორებს მიადგათ, არანაკლებ ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავენ, მით უმეტეს, რომ იაპონური ავარიის ლოკალიზება დღესაც არ არის დასრულებული და საბოლოო შედეგები მხოლოდ გარკვე-ული დროის გავლის შემდეგ იქნება შეფასებული.

    3. ეკომიგრანტების უფლებების დაცვის საფუძვლები ეროვნული სამართლის მიხედვით

    თითოეულ სახელმწიფოში, მისი ისტორიულ-სამართლებრივი ტიპოლო-გიიდან გამომდინარე, ჩამოყალიბებულია დამოუკიდებელი სამართლებრივი სისტემა, მათ შორის ისეთი, რომელიც არეგულირებს სამართალურთიერთო-ბებს ეკოლოგიის სფეროში. შიდასახელმწიფოებრივი ეკოლოგიური სამართ-ლის დახვეწა, უპირველეს ყოვლისა, ხელს უწყობს საზოგადოების ეკოლოგი-ისადმი დამოკიდებულების სრულყოფას და განავითარებს სახელმწიფოების ურთიერთკავშირს ამ სფეროში, რამეთუ ეკოლოგიური პრობლემები ხშირ შემთხვევაში სცილდება კონკრეტული სახელმწიფოს ოფიციალურ საზღვ-რებს და საფრთხეს უქმნის კაცობრიობის ჯანმრთელობას.

    დღესდღეობით ქართული ეკოლოგიური სამართალი არის ერთგვარი ტრანსფორმაციის პროცესში და საკმაო ზეგავლენას განიცდის როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებისგან. ერთი მხრივ, საქართველო მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცვლილებებს განიცდის, მეორე მხრივ, ქვეყანაში ყოველდღიურად ძლიერდება სამოქალაქო საზოგადოება და იგი საერთაშო-

    12 J. Hong. Refugee of the 21 Century: Environmental Injustice, Cornell Journal of Law and Paublic Policy, 2001, 333.

  • 17

    ეკომიგრანტთა უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისოსამართლებრივი მექანიზმები

    რისო სამართლის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით ცდილობს განიცა-დოს ინტეგრირება მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

    ქართულ სამართლებრივ სისტემაში ეკოლოგიურ სამართალს მნიშვნე-ლოვანი ადგილი უკავია. საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლებიდანვე აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ეროვნული კანონ-მდებლობის შექმნაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საერთაშორისო სამართალთან. ეს მოძრაობა განსაკუთრებით 90-იანი წლების მეორე ნახე-ვარში გაძლიერდა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორ-განოს მიერ მიღებულ იქნა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებისა გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში.

    მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ბუნებრივი კატასტროფების თანმდევი მიგრაციის მართვის ინსტიტუციური და სამართლებრივი მოწყობა საქარ-თველოში ძალზე ფრაგმენტული და არასრულია. და ეს მაშინ, როდესაც ფართომასშტაბიანმა კატასტროფებმა, რომელიც მოხდა გასული რამდენი-მე წლის განმავლობაში საქართველოში, გამოიწვია მოსახლეობის მასობრი-ვი იძულებითი გადაადგილება და ისინი, კატასტროფების მსხვერპლნი ანუ ეკოლოგიური მიგრანტები, სოციალური დახმარების ბენეფიციარ დაუცველ ჯგუფად გადააქცია. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო არ არის ვალდებული, ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთ გაუწიოს მა-ტერიალური ან რაიმე სხვა სახის დახმარება. მათი დახმარება, ძირითადად, სპონტანურად, ერთჯერადი ფინანსური დახმარებით შემოიფარგლება.

    საქართველო სტიქიურ-კატასტროფული პროცესების მასშტაბებით, გან-მეორებადობითა და ნეგატიური შედეგებით მსოფლიოს ურთულეს რეგიონს განეკუთვნება. ამ პროცესების ძირითადი გამომწვევი მიზეზები, რა თქმა უნდა, ქვეყნის რთული ლანდშაფტურ-კლიმატური პირობები და მგრძნო-ბიარე გეოლოგიური გარემოა. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, უკანასკნელ ათწლეულებში ანთროპოგენულმა ზეწოლამ გამოიწვია სტიქიური პროცესების მასშტაბური გააქტიურება. დღეს ადა-მიანის არასწორი საქმიანობით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების პროვოცირება იმდენად მაღალია, რომ ამჟამად თითქმის შეუძლებელია ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორებით გამოწვეული პროცესების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ასეთ ანთროპოგენულ ფაქტორებს შორის გამო-ყოფენ: სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას და ურბანიზაციულ ზეწოლას, ინ-ფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და სამთო-მოპოვებით მრეწველობას.

  • 18

    მაია ბითაძე

    ამჟამად საქართველოში გეოეკოლოგიური მდგომარეობა იმდენად რთუ-ლია, რომ შეიძლება შეფასდეს როგორც კრიზისული. განსაკუთრებით გახ-შირებული სტიქიური მოვლენებია: მეწყრები, ღვარცოფები, მდინარეთა ნა-პირებისა და შავი ზღვის სანაპიროს წარეცხვა, გვალვები და წყალდიდობები, ტყის ხანძრები. საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ბუნებრივი კა-ტასტროფების სხვადასხვა ხარისხის საშიშროების რისკის არეალში მოექცა 3 ათასამდე დასახლება (საქართველოში არსებული დასახლებების თითქმის 80%), 400 ათასამდე ოჯახით. მათგან სხვადასხვა დროს გადასახლებულ იქნა 50 ათასამდე ოჯახი. სტიქიური პროცესებით მიყენებული ზარალი საქარ-თველოში საშუალოდ წლიურად 150-200 მლნ. აშშ-ის დოლარს შეადგენს.13 გაიზარდა ეკოლოგიური რისკის ქვეშ მყოფი პერიფერიული სოფლებიდან უსაფრთხო ადგილებში გადასახლების მისწრაფება, რაც, საბოლოოდ, დიდ ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობის მატებით გამოიხატება.

    როგორც აღინიშნა, მიუხედავად საკანონმდებლო ბაზის არსებობისა, ეკო-ლოგიისა და ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოში ამჟამად არ არსებობს რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც მოაწესრიგებ-და მთლიანად ბუნებრივი კატასტროფების თანმდევ მიგრაციას (ეკომიგ-რაციას). ტერმინი „ეკომიგრაცია“ ან „ეკომიგრანტი“ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს. არის ორი შემთხვევა ეროვნულ კანონმდებ-ლობაში, სადაც კანონმდებელი ამ ტერმინებთან ასოცირებული სამართა-ლურთიერთობების რეგულირების მექანიზმს ეხება: „წყლის შესახებ“ საქარ-თველოს კანონის 25-ე მუხლი, რომელიც ადგენს სტიქიური უბედურებისას მოსახლეობის გადასახლებას საშიში ზონიდან და დაზიანებული სახლებიდან, თუმცა მათ რაიმე სტატუსი, მით უმეტეს ეკომიგრანტისა, მინიჭებული არ აქვთ; და მეორე, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომელიც ეხმიანება ეკომიგრაციის თემატიკასა და რეგული-რებას, კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს (მათ შორის მოიაზრება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონები) ან მის თავიდან ასაცილებლად, ლიკვიდაციის სამუშა-ოთა წარმოებასთან დაკავშირებით, დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწი-ფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას. ეკომიგრანტის სტატუსი დაზარალებულ მოსახლეობას არც ამ კანონით აქვთ მინიჭებული.13 იხ.: [www.moe.gov.ge].

  • 19

    ეკომიგრანტთა უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისოსამართლებრივი მექანიზმები

    ეროვნულ კანონმდებლობაში ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლი-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პრინციპისადმი მიდგომა ასევე არასრულ და ბუნდოვან ხასიათს ატარებს. არ არსებობს ერთი რაიმე ნორ-მატიული სახით არსებული დოკუმენტი, რომელიც ყველა შემთხვევისათვის იქნებოდა განკუთვნილი.

    ეკომიგრანტების და, საერთოდ, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად და-ზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენის საკითხები ეროვ-ნულ კანონმდებლობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმა-ტიული აქტების დონეზე რეგულირდება და ისინიც, ფაქტობრივად, რეგუ-ლირების სპონტანურ და ბუნდოვან მექანიზმებს ადგენენ. მაგალითისათვის საინტერესოა, ხაზი გაესვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო-ციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N327/ნ ბრძანებას – „განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობ-რივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებო-ბისას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა-მინისტროს თანხმობით საქართველოს ბაზარზე დ�