19
კონსტიტუციის 42-მუხლი ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და დამოუკიდებელი აუდიტორების დასკვნა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბრის

მდგომარეობით

და

დამოუკიდებელი აუდიტორების დასკვნა

Page 2: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

სარჩევი

გვერდი

მენეჯმენტის პასუხისმგებლობის განსაზღვრა 3

დამოუკიდებელი აუდიტორების დასკვნა 4

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 6

საქმიანობის შედეგების ანგარიშგება 7

ფუნქციონალური ხარჯების ანგარიშგება 8

ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება 9

ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები

10 - 18

Page 3: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება
Page 4: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება
Page 5: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება
Page 6: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება
Page 7: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

7

საქმიანობის შედეგების ანგარიშგება

2014 წელი 2013 წელი

შენიშვნა შეუზღუდავი

დროებით

შეზღუდული სულ სულ

ცვლილებები წმინდა აქტივებში

შემოსავალი: FOSI (OR2013-07778) (52,772) - (52,772) (50,101)

FOSI (გრანტი # 40023090) - - - (49,701) UNDP (Micro-Capital Agr.#00078369) - - - (1,319)

PRI (პარტნიორული ხელშ. # 30/2013) (6,961) - (6,961) (1,799)

GHRN (პარტნიორული ხელშ. # EU 4-6) (15,682) - (15,682) (2,213)

GIZ (გრანტი # 83131246) - - - (57,175)

OSGF (გრანტი # 18591) - - - (13,709)

OSGF (გრანტი # 18982) - - - (50,543)

EPF (გრანტი # 966) (55,242) - (55,242) (78,791) WFD - - - (5,650) USAID (468,178) - (468,178) -

OSGF (გრანტი # 19824) (9,980) - (9,980) - GIZ (36,800) - (36,800) -

GIZ (წიგნი) (570) - (570) - OSGF (5,370) - (5,370) EU (76,783) (98,373) (175,156) - UN - - - (1,985)

საწევრო შენატანები (1,300) - (1,300) (1,320)

სხვა შემოსავალი - - - (1,000)

დაბრუნებლი გრანტი 19,196 - 19,196 5,408 .

სულ შემოსავალი (710,442) (98,373) (808,815) (309,898)

.

გაცემული გრანტები და საოპერაციო

ხარჯები

ქვეგრანტორებზე გაცემული გრანტები 10 249,669 - 249,669 -

პარტნიორებზე გაცემული გრანტები 11 52,058 - 52,058 -

ადმინისტრაციული და საოპერაციო

ხარჯები 445,392 - 445,392 324,327 .

სულ გაცემული გრანტები და

საოპერაციო ხარჯები 747,119 - 747,119 324,327

.

(ზრდა)/ შემცირება წმინდა აქტივებში 36,677 (98,373) (61,696) 14,429 .

წმინდა აქტივები წლის დასაწყისში (148,059) - (148,059) (162,488) .

წმინდა აქტივები წლის ბოლოს (111,382) (98,373) (209,755) (148,059)

Page 8: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

8

ფუნქციონალური ხარჯების ანგარიშგება

EPF ABA - OSI

EU GHRN OSGF #19824

PRI USAID GIZ OSGF WDF

საწევრო

შენატანები

და სხვა

ფონდები

სულ

ხარჯები

2014

სულ

ხარჯები

2013

შრომის ანაზღაურება 33,066 56,396 13,562 11,282 9,578 6,961 183,565 22,000 5,370 47 849 342,676 228,597

საკონფერენციო და ტრეინინგის ხარჯები 880 1,685 188 - - - 12,158 4,097 - - 366 19,373 14,895

საწვავის და მგზავრობის ხარჯები 2,244 1,474 99 - 173 - 4,573 6,105 - - - 14,668 11,108

სასტუმროს ხარჯი 4,868 - - - - - 3,254 2,334 - - - 10,456 10,583

სუბკონტრაქტორები - 400 - 4,400 - - - - - - 175 4,975 1,200

მანქანის და ოფისის იჯარა - - - - - - - - - - - - 12,551

თარგმნის ხარჯები 350 136 - - - - 386 488 - - 104 1,464 3,169

ცვეთა და ამორტიზაცია 907 212 - - - - - - - - 7,329 8,449 5,435

გამოცემის ხარჯები 2,450 210 - - 125 - 5,643 - - 312 33 8,773 9,512

ინტერნეტი და კომუნიკაციის ხარჯები 324 1,869 211 - - - 1,032 258 - - 174 3,869 2,924

საკანცელარიო ხარჯები 395 739 722 - - - 631 351 - - 21 2,859 1,737

წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯები 679 50 174 - - - 966 - - - - 1,868 4,068

დაცვის ხარჯები - 885 95 - - - 648 - - - - 1,627 2,656

სხვა საერთო ხარჯი - 79 - - 100 - 2,855 - - - 2,625 5,659 7,517

ოფისის ხარჯი 1,334 - - - - - - - - - - 1,334 5,363

რეკლამის ხარჯები 600 - - - - - - 970 - - - 1,570 580

პროგრამის განახლება - 693 - - - - 339 - - - - 1,032 639

კომპიუტერის და კომპიუტერული აქსესუარების ხარჯები 69 469 83 - - - 285 136 - - 69 1,111 797

კურსთაშორისი სხვაობა - - 9,561 - - - - - - - - 9,561 -

იურიდიული ლიტერატურა - 121 - - - - - - - - - 121 385

საბანკო ხარჯი 25 91 30 - 4 - 633 58 - 2 28 871 285

დაზღვევის ხარჯი - 272 - - - - - - - - - 272 4

სანოტარო და საკონსულტაციო მომსახურეობა 2,804 - - - - - - - - - - 2,804 323

სულ ხარჯები 50,995 65,780 24,725 15,682 9,980 6,961 216,968 36,796 5,370 360 11,773 445,392 324,327

Page 9: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

9

ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება

2014 2013

ფულადი სახსრები საოპერაციო საქმიანობიდან

ცვლილებები წმინდა აქტივებში 61,696 (14,429)

ცვეთა და ამორტიზაცია 8,449 5,435

სხვა არაფულადი აქტივები (535) -

ზრდა დასაბრუნებელ დღგ-ში (7,198) (967)

ზრდა მოთხოვნებში საწარმოს პერსონალის მიმართ - (661)

შემცირება/ (ზრდა) წინასწარ გაწეული ხარჯებში (110) (3,049)

ზრდა მისაღებ გრანტებში (405,972) (101,542)

შემცირება მომწოდებელზე გადახდილ ავანსებში - 2,000

შემცირება სხვა მოკლევადიან მოთხოვნებში 2,167 3,440

ზრდა პარტნიორებისთვის გადახდილ ავანსებში (8,956) -

ზრდა ქვეგრანტორებისთვის გადახდილ ავანსებში (29,477) -

შემცირება მოკლევადიან ვალდებულებებში - (117)

შემცირება გადასახდელ ხელფასებში 6,468

შემცირება სხვა ვალდებულებებში (776) (118)

ზრდა გადასახდელ გადასახადებში 11,173

ზრდა ვალდებულება დონორების მიმართ 6,433

ზრდა გადავადებულ შემოსავალში 451,694 101,543

წმინდა ფულადი სახსრები საოპერაციო საქმიანობიდან 95,056 (8,464)

ფულადი ნაკადები საინვესტიციო საქმიანობიდან

ძირითადი საშუალებების შეძენა (13,512) (4,295)

ძირითადი საშუალებების გაყიდვა - 1,388

წმინდა ფულადი სახსრები საინვესტიციო საქმიანობიდან (13,512) (2,907)

ფულადი სახსრების და მათი ეკვივალენტების წმინდა ზრდა/(შემცირება) 81,544 (11,371)

ფულადი სახსრების და მათი ეკვივალენტები საანგარიშგებო პერიოდის

დასაწყისისათვის 60,883 72,254

ფულადი სახსრების და მათი ეკვივალენტები საანგარიშგებო პერიოდის

ბოლოსათვის

142,427

60,883

Page 10: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

10

ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები

შენიშვნა 1: ორგანიზაციის შესახებ

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" (შემდგომში „ორგანიზაცია“) არის არასამთავრობო, აპოლიტიკური,

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს.

ორგანიზაციის წევრები არიან პროფესიონალი ადვოკატები, რომლებიც ადამიანის უფლებათა

დარღვევის მსხვერპლთ უზრუნველყოფენ უფასო იურიდიული დახმარებით, სასამართლოში და სხვა

სახელმწიფო დაწესებულებებში წარმომადგენლობით.

ორგანიზაციის მისიაა საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ადამიანის

ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და

საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.

ადამიანის უფლებების დაცვა ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანაა. ამასთან, ამ ამოცანის მისაღწევად,

ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოაების გარდა სწავლებას, კვლევასა და ანალიზს

გამოიყენებს. უფრო ინტენსიურს გახდის მის მონაწილეობას სამართალშემოქმედებით პროცესებში,

რამაც ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენცია და უფლებატა დაცვის მაღალი სტანდარტების

მადკვიდრება უნდა უზრუნველყოს.

ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ქვეყანაში არსებული მოწყლადი და

მარგინალური ჯგუფებისათვის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩათვლით, სამართლის

ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ორგანოთა

პრეცედენტული სამართლისა და სტანდარტებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და

დაჩქარება

პრაქტიკოსი, ასევე მომავალი ადვოკატების პროფესიონალური დონის ამაღლება

საქართველოში მცირე საწარმოთათვის სამართლიანი იურიდიული გარემოსა და ბიზნეს-ეთიკის

დამკვიდრების ხელშეწყობა

დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა:

ადამიანის უფლებათა შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან

შესაბამისობაში მოყვანა

საერთაშორისო ხელშეკრულებების დროული რატიფიცირებისა და აღსრულების მხარდაჭერა

ქვეყანაში მმართველობის ჯანსაღი პრინციპების დამყარების ხელშეწყობა

ადამიანის უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:

ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე და მათი დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე სამოქალაქო

მოხელეთა ცნობიერების ამაღლება.

ორგანიზაციის შესაძლებლობათა განვითარება:

ჯანსაღად ფუნქციონირებადი ორგანიზაციის შესანარჩუნებლად არსებული პოლიტიკისა და

სისტემების გაძლიერება

ორგანიზაციის პოტენციალის ზრდა ტექნიკური დახმარების, ტრეინინგის და თანამშრომელთა

პროფესიონალური განვითარების მეშვეობით.

Page 11: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

11

2013 წლის 24 სექტემბერს, ფონდმა „ღია საზოგადოების ინსტიტუტმა“ (FOSI), შვეიცარიის

საქველმოქმედო ფონდმა „ღია საზოგადოების ფონდის“ ფარგლებში კონსტიტუციის 42-ე მუხლთან

გააფორმა საგრანტო ხელშეკრულება # OR2013-07778. გრანტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა 42-ე

მუხლის მიერ განხორციელებული სტრატეგიული სამართალწარმოების და იურიდიული ადვოკატირების

მხარდაჭერა. საგრანტო პერიოდს წარმოადგენს 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 31 აგვისტომდე

პერიოდი. გრანტის მაქსიმალურ თანხას შეადგენს 59,944.00 აშშ დოლარი.

2013 წლის 5 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ქვეშ "სისხლის სამართლის

რეფორმების ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით“ „ციხის საერთაშორისო რეფორმის

სამხრეთ კავკასიის ოფისმა“ (PRI) ხელი მოაწერა კონტრაქტს # 30/2013 კონსტიტუციის 42- მუხლთან

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზნების შესრულების მიზნით. აქტივობები 24 თვის

განმავლობაში დაფინანსებულია PRI-ის მიერ ყოველთვიურად 250 (გროსი) ევროს ოდენობით.

საგრანტო პერიოდი მოიცავს 2013 წლის 27 სექტემბრიდან 2015 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით

პერიოდს. გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 6,000 (გროსი) ევროს.

2013 წლის 18 ოქტომბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "ნარკოტიკების

მომხმარებელთა პროექციაში მტკიცებულებაზე დაყრდნობით ჩარევა“ (PUDs) საქართველოში, ზიანის

შემცირების საქართველოს ქსელმა (GHRN) ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას # EU 4-6

კონსტიტუციის 42-ე მუხლთან, იმისათვის რომ მიეღწიათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის

მიზნებისათვის. აქტივობების საერთო თანხა 17 თვის განმავლობაში დაიფარება GHRN-ის მიერ

ყოველთვიურად 400 (გროსი) ევროს სახით. საგრატო პერიოდი შეადგენს 2013 წლის 21 ოქტომბრიდან

2015 წლის 9 მარტამდე პერიოდს. გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 6,800 (გროსი) ევროს.

იგივე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 2013 წლის 21 ნოემბერს

დამოუკიდებელ სამხრივ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა GHRN-ს, კონსტიტუციის 42-ე მუხლს და გარე

კვლევის კონსულტანტს (ეკატერინე იაკობაშვილი) შორის, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის 42-ე

მუხლი იღებდა დაფინანსებას კონსულტანტისთვის. ყოველთვიურმა დაფინანსებამ შეადგინა 2,200

(გროსი) ლარი და კონტრაქტი ამოიწურა 2014 წლის 31 იანვარს.

2012 წლის 27 ნოემბერს ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ გააფორმა საგრანტო

ხელშეკრულება # LL/17/12 - 18982 "ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება საკანონმდებლო

დონეზე" კონსტიტუციის 42-ე მუხლთან. გრანტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა

პატივისცემაზე დაფუძნებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის ჩამოყალიბების

ხელშეწყობა საქარველოში. საგრანტო პერიოდი მოიცავს 2012 წლის 01 დეკემბრიდან 2013 წლის 30

ნოემბრამდე პერიოდს. გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 30,538.26 აშშ დოლარს.

2013 წლის 01 იანვარს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა კონსტიტუციის 42-ე მუხლს გადასცა გრანტი

# 966. გრანტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა ნდობის

ხარისხის ამაღლება საქართველოს მართმსაჯულების სისტემის მიმართ. საგრანტო პერიოდი მოიცავს

2013 წლის 01 თებერვლიდან 2014 წლის 30 ივნისამდე პერიოდს. გრანტის თანხა შეადგენს 150,877

ლარს.

2013 წლის 1 აპრილს ვესტმინსტერის დემოკრატის ფონდმა (WFD) კონსტიტუციის 42-ე მუხლს გადასცა

გრანტი "საქართველოში უფლებების დაცვა სისხლის სამართალში". საგრანტო პერიოდს წარმოადგენს

2013 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 31 მაისამდე პერიოდი. გრანტის მთლიანი თანხა შეადგენდა 1,500

ევროს.

2013 წლის 12 ივლისს ვესტმინსტერის დემოკრატის ფონდმა (WFD) კონსტიტუციის 42-ე მუხლს გადასცა

გრანტი „სისხლის სამართლის პროცესში დაცვის უფლებათა ეფექტურობა: მტკიცებულების

დაუშვებლობაზე პეტიციის დადების უფლება სასამართლო მოსმენის ნებისმიერ ეტაპზე“. საგრანტო

Page 12: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

12

პერიოდს წარმოადგენს 2013 წლის 12 ივლისიდან 2014 წლის 26 ოქტომბრამდე პერიოდი. გრანტის

მთლიანი თანხა შეადგენდა 1,500 ევროს.

2013 წლის 26 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ

(USAID), კონსტიტუციის 42-ე მუხლთან გააფორმა საგრანტო ხელშეკრულება # AID-114-A-13-00006.

გრანტის ძირითად მიზანს წარმოადგენს დასაქმების დროს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და

უზრუნველყოფა. საგრანტო პერიოდს წარმოადგენს 2013 წლის 26 სექტემბრიდან 2016 წლის 26

დეკემბრამდე პერიოდი. გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 594,998 აშშ დოლარს.

2014 წლის 18 ივნისს, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ“ (GIZ),

კონსტიტუციის 42-ე მუხლთან გააფორმა საგრანტო ხელშეკრულება # 83174833. გრანტის ძირითად

მიზანს წარმოადგენდა ქალთა გაძლიერება, რათა მათ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა

კანონმდებლობის ფარგლებში და კანონებისგან, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვთ მათზე

მომხდარიყო შესატანი ცვლილებების ადვოკატირება. საგრანტო პერიოდს წარმოადგენდა 2014 წლის

20 ინვისიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენდა 42,233

ლარს.

2014 წლის 12 სექტემბერს, ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ (OSGF) კონსტიტუციის 42-ე

მუხლთან გააფორმა საგრანტო ხელშეკრულება # EINT/04/14-19824. გრანტის ძირითად მიზანს

წარმოადგენს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული

დაცვის მექანიზმების რეალური ამოქმედება. საგრანტო პერიოდს წარმოადგენს 2014 წლის 12

სექტემბრიდან 2015 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდი. გრანტის მაქსიმალური თანხა შეადგენს 26,979

აშშ დოლარს.

2013 წლის 2 დეკემბერს, ევროკომისიამ (European Commission) კონსტიტუციის 42-ე მუხლთან

გააფორმა საგრანტო ხელშეკრულება # 2013/331954. გრანტის ძირითად მიზანს წარმოადგენს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და

პროცესებში მონაწილეობის უფლებისა და შესაძლებლობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა. საგრანტო

პერიოდს წარმოადგენს 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2015 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდი. გრანტის

მაქსიმალური თანხა შეადგენს 89,960 ევროს.

შენიშვნა 2: სააღრიცხვო პოლიტიკა

ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძვლები

წინამდებარე ფინანსური ანგარიშგება მომზადდა დარიცხვის პრინციპის და ისტორიული ღირებულების

პრინციპების გამოყენებით.

პირვანდელი ღირებულების პრინციპის მიხედვით აქტივების აღრიცხვა ხდება მათი შეძენის დროს

გადახდილი ფულადი სახსრების ან მათი ექვივალენტების ოდენობით, ან იმ რეალური ღირებულებით,

რომელიც უნდა გადახდილიყო მათი შეძენის მომენტში. ვალდებულებები აღირიცხება იმ აქტივის თანხის

სიდიდით, რომელიც მიღებულია მოცემული ვალდებულების სანაცვლოდ; ზოგიერთ შემთხვევაში კი იმ

თანხით, რომლის ორგანიზაციიდან გასვლა მოსალოდნელია ამ ვალდებულების დასაფარავად

ორგანიზაციის ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში.

დარიცხვის მეთოდის თანახმად, სამეურნეო ოპერაციების შედეგებისა და სხვა მოვლენების აღიარება

ხდება მათი მოხდენისთანავე (და არა ფულადი სახსრებისა და მისი ექვივალენტების მიღებისა და

გადახდის დროს). ამასთან ისინი ტარდება სათანადო ბუღალტრულ დოკუმენტებში და აისახება იმ

პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელსაც განეკუთვნება.

Page 13: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

13

შეფასებების გამოყენება

ფინანსური ანგარიშგების მომზადება მოითხოვს შეფასებების გაკეთებას, რომლებიც გავლენას ახდენენ

ანგარიშგებაში წარმოდგენილი აქტივებისა და ვალდებულებების თანხებზე, შესრულებული ოპერაციების

შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ანგარიშგების შედგენის თარიღისათვის არსებული პირობითი

აქტივებისა და ვალდებულებების მოცულობაზე და საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი

შემოსავლებისა და ხარჯების თანხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები ეყრდნობა მენეჯმენტის

მხრიდან არსებული მოვლენებისა და ქმედებების ცოდნას, ფაქტობრივი შედეგები შესაძლოა საბოლოო

ჯამში განსხვადებოდეს ამ შეფასებებისაგან

ფინანსური ანგარიშგების საოპერაციო და საანგარიშგებო ვალუტა

ორგანიზაციის საოპერაციო და სააღრიცხვო ვალუტას წარმოადგენს ქართული ლარი. თუმცა, ზოგიერთი

გრანტი გრანტი დონორისგან მიღებულია ევროში ან დოლარში და ზოგიერთი ფინანსური რეპორტი

დონორთან წარდგენილია ევროში და დოლარში, თუმცა ანგარიშგება მზადდება ლარებში. ძირითადი

ოპერაციები სრულდება გართულ ლარებში.

უცხოური ვალუტის გადაფასება

უცხოურ ვალუტაში გამოსახული გარიგებები აღირიცხება იმ გაცვლითი კურსის შესაბამისად, რომელიც

არსებობს ოპერაციის თარიღისათვის. უცხოურ ვალუტაში გამოსახული გარიგების განხორციელების

შედეგად წარმოქმნილი გაცვლითი კურსის სხვაობები აისახება საქმიანობის შედეგების ანგარიშგებაში იმ

დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.

უცხოურ ვალუტაში გამოსახული ფულადი აქტივები და ვალდებულებები გადაყვანილია ქართულ

ლარებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საანგარიშგებო პერიოდის ბოლო თარიღისათვის

გამოცხადებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 2014 წლის 31 დეკემბრისათვის უცხოური

ვალუტის ნაშთების ლარებში გადაყვანისათვის გამოყენებული ძირითადი განაკვეთი იყო:

დეკემბერი 31, 2014 დეკემბერი 31, 2013

ლარი / 1აშშ დოლარი 1.8636 1.7363

ლარი / 1 ევრო 2.2656 2.3891

შენიშვნა 2: სააღრიცხვო პოლიტიკა (გაგრძელება)

საგრანტო შემოსავალი და გადავადებული გრანტი

ორგანიზაცია დონორისგან წინასწარ მიღებულ ავანსებს აღრიცხავს როგორც გადავადებულ გრანტს.

ხოლო პროგრამის შესაბამისი დანახარჯების გაწევის და მათი აღიარების შემდეგ, შესაბამისი თანხით

მცირდება გადავადებული გრანტის ოდენობა და ხდება ამ თანხის შემოსავლად აღიარება.

ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები

ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები ბალანსში ასახულია პირვანდელი ღირებულებით.

Page 14: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

14

ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები

ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები მოცემულია ისტორიული ღირებულებით მინუს

ცვეთა და ამორტიზაცია. ისტორიული ღირებულება მოიცავს აქტივის შეძენასთან პირდაპირ

დაკავშირებულ დანახარჯებს. ძირითადი საშუალებების ცვეთა გამოითვლება წრფივი მეთოდით მთელი

სასარგებლო მოსამსხურების ვადის განმავლობაში. სასარგებლო მომსახურების ვადები განისაზღვრება

შემდეგნაირად:

აქტივების ჯგუფი სასარგებლო მომსახურების ვადა

საოფისე აღჭურვილობა 5 წელი

ავეჯი 5-10 წელი

სხვა აღჭურვილობა 5 წელი

არამატერიალური აქტივები (საბუღატრო პროგრამა) 5-10 წელი

ძირითადი საშუალებების გაყიდვა/ჩამოწერასთან დაკავშირებული მოგება ან ზარალი დგინდება ნარჩენ

ღირებულებაზე დაყრდნობით და გაითვალისწინება მიმდინარე მოგების განსაზღვრისას. ძირითადი

საშუალებების მომსახურების ხარჯები ასახულია მოგება ზარალის-ანგარიშგებაში, ხარჯების გაწევის

მომენტში.

წმინდა აქტივების კლასიფიკაცია

წმინდა აქტივები შედგება შეუზღუდავი წმინდა აქტივებისა და დროებით შეზღუდული წმინდა

აქტივებისაგან:

შეუზღუდავი წმინდა აქტივები – წარმოადგენს ორგანიზაციის ფონდების იმ შემოსავლებს და დონორისგან

მიღებულ იმ შენატანებს, რომლებზეც არ ვრცელდება დონორის შეზღუდვები. ეს წმინდა აქტივები

ორგანიზაციითვის ხელმისაწვდომია საოპერაციო მიზნებისათვის.

დროებით შეზღუდული წმინდა აქტივები – წარმოადგენს ორგანიზაციის ფონდების იმ ნაწილს, რომელიც

შექმნილია აქტივების შენატანებით და სხვა წყაროებით, რომელთა გამოყენება ორგანიზაციას

განსაზღვრული აქვს დონორის მიერ დაწესებული შეზღუდვებით, რომელიც არ იწურება დროთა

განმავლობაში, ასევე ორგანიზაციის მიერ არ შეიძლება სხვაგვარად შესრულდეს ან გაუქმდეს;

შემოსავალი

შეუზღუდავი და დროებით შეზღუდული ფონდები აღიარდება როგორც შემოსავალი როდესაც

დონორისგან მოხდება შეტყობინების მიღება. შეზღუდული ფონდები აღიარდება როგორც

გადავადებული შემოსავალი იმდენად, რამდენადაც მოხდება ფაქტიური დანახარჯების გაწევა და

დონორის მიერ დაწესებული დროითი ლიმიტების გათვალისწინება. სხვაობა შეზღუდულ მიღებულ

ფონდებსა და გაწეულ დანახარჯებს შორის აღიარდება, როგორც შეზღუდული წმინდა აქტივი

თანდართულ ფინანსურ ანგარიშგებაში.

გაცემული ქვეგრანტები

გაცემული ქვეგრანტები გაცემისთანავე აღიარდება ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში როგორც

ორგანიზაციის მიერ ქვეგრანტორებზე გაცემული ავანსი.

ქვეგრანტორების მიერ გაწეული ხარჯებისა და შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი

დოკუმენტების ორგანიზაციისადმი წარდგენისას გაცემული ქვეგრანტები გადაიხურება შესრულებული

სამუშაოების და მიღებული დოკუმენტაციის პროპორციული თანხებით საქმიანობის შედეგების

ანგარიშგებაში.

Page 15: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

15

შენიშვნა 3: ნაღდი ფული და ბანკი

ფული ბანკში –

ლარი

ფული ბანკში –

ევრო

სულ

2014 სულ 2013

OSGF 30 - 30 -

EU 22,018 67,907 89,925 -

USAID 8,010 - 8,010 -

EPF 179 - 179 3,528

GIZ 6,212 - 6,212 -

WDF - - - 792

ABA-OSI 5,133 - 5,133 -

OSGF (#18982) 159 - 159 4,338

OSGF (#19824) 13,757 - 13,757 -

GIZ (#83117353) - - - 7,816 GIZ (#83131246) - - - 7,301

OSI/FOSI - - - 20,730

საწევრო შენატანები და სხვა ფონდები 19,022 - 19,022 16,378

სულ ნაღდი ფული და ბანკი 74,520 67,907 142,427 60,883

შენიშვნა 4: მისაღები გრანტები

2014 წელი 2013 წელი

EPF (გრანტი # 966) - 72,086

FOSI (OR2013-07778) - 52,041

UN - 2,008

WDF 432 911

GHRN (# EU 4-6) 6,468 -

USAID (AID-114-A-13-00006) 485,355 -

EU (2013/331954) 40,763 -

სულ მისაღები გრანტები 533,018 127,046

შენიშვნა 5: პარტნიორებისთვის გაცემული ავანსები

2014 წელი 2013 წელი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PRH) 8,642 -

ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE) 314 -

სულ პარტნიორებისთვის გაცემული ავანსები 8,956 -

შენიშვნა 6: ქვეგრანტორებსთვის გაცემული ავანსები

2014 წელი 2013 წელი

Georgian Trade Union Confederation 7 -

JumpStart Georgia 99 -

New Media Advocacy Project (NMAP) 29,370 -

სულ ქვეგრანტორებისთვის გაცემული ავანსები 29,476 -

Page 16: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

16

შენიშნა 7: ძირითადი საშუალებები (ნეტო)

2014 წელი

ოფისის

აღჭურვილობა ავეჯი სხვა

საბუღალტრო

პროგრამა და

ვინდოუსის

ლიცენზია

სულ

ისტორიული ღირებულება -

ნაშთი 31 დეკემბერი 2013 23,361 66,259 4,165 529 94,314

2014 წლის შეძენები 7,915 - - 5,597 13,512

2014 წლის გასვლები - - - - -

ნაშთი 31 დეკემბერი 2014 31,276 66,259 4,165 6,126 107,826

აკუმულირებული ცვეთა

ნაშთი 31 დეკემბერი 2013 18,031 46,222 3,908 - 68,160

პერიოდის ცვეთა 2014 წელს 2,733 3,228 - 1,158 7,119

გასული ძირითადი საშუალებები - - - - -

ნაშთი 31 დეკემბერი 2014 20,764 49,450 3,908 1,158 75,279

წმინდა საბალანსო ღირებულება

ნაშთი 31 დეკემბერი 2013 5,330 20,037 258 529 26,154

ნაშთი 31 დეკემბერი 2014 10,513 16,809 258 4,968 32,547

2013 წელი ოფისის

აღჭურვილობა ავეჯი სხვა

საბუღალტრო

პროგრამა სულ

ისტორიული ღირებულება

ნაშთი 31 დეკემბერი 2012 23,566 67,368 4,165 529 95,629

2013 წლის შეძენები 2,090 2,205 - - 4,295

2013 წლის გასვლები (2,295) (3,314) - - (5,609)

ნაშთი 31 დეკემბერი 2013 23,361 66,259 4,165 529 94,315

აკუმულირებული ცვეთა

ნაშთი 31 დეკემბერი 2012 18,430 44,610 3,908 - 66,947

პერიოდის ცვეთა 2013 წელს 1,298 4,137 - - 5,435

გასული ძირითადი საშუალებები (1,696) (2,525) - - (4,221)

ნაშთი 31 დეკემბერი 2013 18,031 46,222 3,908 - 68,160

წმინდა საბალანსო ღირებულება

ნაშთი 31 დეკემბერი 2012 5,136 22,759 258 529 28,682

ნაშთი 31 დეკემბერი 2013 5,330 20,037 258 529 26,154

Page 17: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

17

შენიშვნა 8. საგადასახადო ვალდებულებები

2014 წელი 2013 წელი

საშემოსავლო გადასახადი (10,452) -

გადასახდელი დღგ (722) -

სულ საგადასახადო ვალდებულებები (11,174) -

შენიშვნა 9: გადავადებული საგრანტო შემოსავალი

2014 წელი 2013 წელი

EPF (გრანტი # 966) - (72,087)

FOSI (OR2013-07778) - (52,040)

WDF - (911)

GIZ (გრანტი # 83117353) - (2,008)

USAID (AID-114-A-13-00006) (524,219) -

OSGF (EINT/04/14-19824) (13,757) -

EU (2013/331954) (40,763) -

სულ გადავადებული საგრანტო შემოსავალი (578,740) (127,046)

შენიშვნა 10: ქვეგრანტორებზე გაცემული გრანტები

2014 წლის 1 აპრილს, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა გააფორმა ქვეგრანტის ხელშეკრულება Jumpstart

Georgia-სთან და „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი“-სთან ამერიკის შეერთებული შტატების

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგრანტო ხელშეკრულება # AID-114-A-13-00006-ის

ქვეშ საგრანტო თანხაზე 51,006 აშშ დოლარი და 43,550 აშშ დოლარი შესაბამისად.

2014 წლის 20 მარტს, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა გააფორმა ქვეგრანტის ხელშეკრულება „New Media

Advocacy Project“-სთან და „საქართველოს პროფესიულ კავშირების კონფედერაცია“-სთან ამერიკის

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საგრანტო ხელშეკრულება #

AID-114-A-13-00006-ის ქვეშ საგრანტო თანხაზე 55,642 აშშ დოლარი და 43,644 აშშ დოლარი

შესაბამისად.

2014 წელი 2013 წელი

Jumpstart Georgia 63,458 -

New Media Advocacy Project (NMAP) 77,183 -

საქართველოს პროფესიულ კავშირების კონფედერაცია 33,166 -

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) 75,862 -

სულ ქვეგრანტორებზე გაცემული გრანტები 249,669 -

Page 18: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

18

შენიშვნა 11: პარტნიორებზე გაცემული გრანტები

2014 წლის 3 თებერვალს, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“-თან ამერიკის ევროკავშირის საგრანტო ხელშეკრულება #

2013/331954-ის ქვეშ საგრანტო თანხაზე 64,670 ევრო.

2014 წლის 1 თებერვალს, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება

„ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“-თან ამერიკის ევროკავშირის საგრანტო ხელშეკრულება #

2013/331954-ის ქვეშ საგრანტო თანხაზე 12,060 ევრო.

2014 წელი 2013 წელი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PRH) 42,764 -

ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE) 9,294 -

სულ პარტნიორებზე გაცემული გრანტები 52,058 -

შენიშვნა 12: ანარიცხები და პირობითი ვალდებულებები

სასამართლო საქმეები წარმოება

2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის ორგანიზაცია ჩართული იყო

სამართალწარმოებაში საგადასახადო ორგანოსთან 37,094 ლარის ოდენობის დღგ-ს საკითხთან

დაკავშირებით.

როგორც მოცემულია შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ცნობაში ორგანიზაციას

უარი ეთქვა დღგ-ს თანხის დაბრუნებაზე შემდეგი მიზეზებით:

1. მოთხოვნის მონაცემები არ შეესაბამებოდა შემოსავლების სამსახურში არსებულ მონაცემებს;

2. არ მომხდარა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაწყვილება.

თუმცა ბალანსის შემდგომი თარიღისათვის, 2015 წლის 5 მარტს ორგანიზაციამ შეამცირა მოთხოვნილი

დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა 37,094 ლარიდან 25,488 ლარამდე. შედეგად, 2015 წლის 20 მარტს

ორგანიზაციამ მიიღო დადებითი ცნობა დღგ-ს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის

მენეჯმენტი განაგრძობს დავას საგადასახადო ორგანოსთან და დარჩენილი სადავო თანხის 2015 წლის

განმავლობაში დაბრუნების მოლოდინშია.

საგადასახადო კანონმდებლობა

საქართველოს საგადასახადო, სავალუტო და საბაჟო კანონმდებლობაში არის არაერთმნიშვნელოვანი

დებულებები, რომლებიც ტოვებს მათი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობას.

კანონმდებლობის მოთხოვნების მენეჯმენტის მიერ მიღებული ინტერპრეტაცია, რომელიც გამოიყენება

ორგანიზაციის ტრანზაქციებისა და საქმიანობის აღრიცხვისა და მართვისათვის შეიძლება ეჭვის ქვეშ

დადგეს ან არასწორად იქნეს მიჩნეული რეგიონალური და ცენტრალური მარეგულირებელი

ორგანოების მიერ. დასაშვებია, რომ საგადასახადო ორგანოები უფრო ხისტად დაიცავენ

კანონმდებლობის მოთხოვნების საკუთარ ინტერპრეტაციას. შედეგად, შესაძლოა დარიცხულ იქნას

მნიშვნელოვანი დამატებითი გადასახადები, ჯარიმები და პროცენტები.

მიუხედავად იმისა, რომ რეალური გადასახადი ტრანზაქციაზე შეიძლება იყოს მინიმალური, ჯარიმების

ოდენობამ შეიძლება მიაღწიოს გადაუხდელი გადასახადის 100%-ს და ასევე გადაუხდელ გადასახადზე

დაერიცხოს პროცენტი გადაუხდელი გადასახადის განაკვეთით დღიური 0.06%.

Page 19: კონსტიტუციის 42-ე მუხლი€¦ · კონსტიტუციის 42-ე მუხლი ფინანსური ანგარიშგება

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფინანსური ანგარიშგება 2014 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისათვის

თანხები მოცემულია ლარებში

19

შენიშვნა 12: ანარიცხები და პირობითი ვალდებულებები (გაგრძელება)

საოპერაციო გარემო

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ განიცადა სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური

ცვლილებები. როგორც განვითარებადი ბაზრის საქართველოს არ გააჩნია კარგად განვითარებული

კომერციული ინფრასტრუქტურა, რომელიც ზოგადად უფრო განვითარებულ ბიზნეს ბაზარზე არსებობს.

კანონები და რეგულაციები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყანაში მოქმედ ბიზნესებზე ექვემდებარება

სწრაფ ცვლილებას. გარდა ამისა, ეკონომიკური სტაბილურობის გაგრძელება დამოკიდებულია

მეტწილად მთავრობის მიერ მიღებულ ფისკალურ ზომების ეფეტქურობაზე, საერთაშორისო საკრედიტო

ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე და ორგანიზაციის კონტროლს მიღმა სხვა ქმედებებზე.

შენიშნა 13. ბალანსის თარიღის შემდგომი მოვლენები

2015 წლის 5 მარტს ორგანიზაციამ შეამცირა მოთხოვნილი დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა 37,094

ლარიდან 25,488 ლარამდე და შედეგად 2015 წლის 20 მარტს ორგანიზაციამ მიიღო დადებითი ცნობა

საგადასახადო ორგანოებისგან დღგ-ს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ამრიგად, ორგანიზაცია ამჟამად არ არის ჩართული სამართალწარმოებაში საგადასახადო ორგანოსთან

დღგ-ს საკითხთან დაკავშირებით.

- დოკუმენტის დასასრული -