45
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.constcourt.ge ) საინფორმაციო გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის შეფასებითი მონიტორინგი 2012 წლის 23 ივლისი კვლევა განხორციელდა პროექტის საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI) ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში. კვლევაში წარმოდგენილი ავტორისეული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF), შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის მთავრობის, ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს. ყველა უფლება დაცულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი . მაჭავარიანის . #4. 0179. საქართველო, თბილისი. Tel: +99532 2996364. www.idfi.ge / www.opendata.ge [email protected]

ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

  • Upload
    others

  • View
    6

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.constcourt.ge)

საინფორმაციო გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის შეფასებითი მონიტორინგი

2012 წლის 23 ივლისი

კვლევა განხორციელდა პროექტის „საქართველოს სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ ფარგლებში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი (IDFI) ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ ფარგლებში.

კვლევაში წარმოდგენილი ავტორისეული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF), შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის მთავრობის, ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ა. მაჭავარიანის ქ. #4. 0179. საქართველო, თბილისი.

Tel: +99532 2996364. www.idfi.ge / www.opendata.ge

[email protected]

Page 2: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

1

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

www.constcourt.ge

გამოვლენილი ძირითადი ხარვეზები და რეკომენდაციები

27,17%

72,83%

ოფიციალური ვებ-გვერდის საინფორმაციო გამჭვირვალობა IDFI პარამეტრების მიხედვით

www.constcourtcourt.ge გამჭვირვალობის ხარისხი

Page 3: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

2

45,00%

16,00%

16,00%

63,40%

56,63%

33,33%

44,50%

40,96%

71,25%

14,29%

40,00%

40,00%

17,24%

25,81%

75,00%

75,00%

65,00%

86,67%

0,00% 50,00% 100,00%

9. საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება დახარჯთაღრიცხვა (ბიუჯეტი)

8. საკონსტიტუციო სასამართლოს საკადროუზრუნველყოფა

7. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობისფარგლებში მიმდინარე სახელმწიფოშესყიდვების, სახელმწიფო ქონების

პრივატიზების, ხელშეკრულებების გაფორმების…

6. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობისწესი, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკურ და

იურიდიულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისადა კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფას

5. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთანდაკავშირებული სამართლებრივი აქტები

4. ძირითადი კომპეტენციის სფეროშისაკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის

შესახებ ცნობები

3. მონაცემები საკონსტიტუციო სასამართლოსსაინფორმაციო რესურსების შესახებ

2. საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა

1. ზოგადი ინფორმაცია საკონსტიტუციოსასამართლოს შესახებ

ინფორმაციის არსებობა ვებ-გვერდზეწარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი

Page 4: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

3

რეკომენდაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდთან დაკავშირებით:

ზოგადი ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

1. ვებ-გვერდზე სასურველია არსებობდეს განცალკევებული განყოფილება სათაურად „სასამართლოს თავმჯდომარე“, სადაც თავმჯდომარის სახელის და გვარის, ფოტოსურათის, ბიოგრაფიული მონაცემების და სამდივნოს საკონტაქტო რეკვიზიტების შესახებ ვებ-გვერდზე უკვე არსებული ინფორმაციის გარდა განთავსდებოდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს თავმჯდომარის დეტალური ფუნქციების (უფლება-მოვალეობების) და არჩევის წესის აღწერა. ხსენებული ინფორმაცია სასურველია გადმოტანილ იქნეს ქვე-განყოფილებიდან „მოკლე ისტორია“:

Page 5: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

4

2.დაინტერესებულ მომხმარებელთათვის ინფორმაციის მოძიების გაადვილების კუთხით სასურველია ქვე-განყოფილებაში სათაურად „აპარატი“ არსებული საკონტაქტო ინფორმაცია აგრეთვე დაემატოს განყოფილებას „კონტაქტი“:

Page 6: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

5

3. ვებ-გვერდზე სასურველია არსებობდეს განცალკევებული განყოფილება სათაურად „თავმჯდომარის მოადგილეები“, სადაც თავმჯდომარის მოადგილეთა სახელების და გვარების, ფოტოსურათების, ბიოგრაფიული მონაცემების და მდივანთა საკონტაქტო რეკვიზიტების შესახებ ვებ-გვერდზე უკვე არსებული ინფორმაციის გარდა განთავსდებოდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეთა დეტალური ფუნქციების (უფლება-მოვალეობების) და არჩევის წესის აღწერა. ხსენებული ინფორმაცია სასურველია გადმოტანილ იქნეს ქვე-განყოფილებიდან „მოკლე ისტორია“:

Page 7: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

6

Page 8: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

7

Page 9: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

8

4. ვებ-გვერდზე სასურველია არსებობდეს განცალკევებული განყოფილება სათაურად „საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი“, სადაც მდივნის სახელის და გვარის, ფოტოსურათის, ბიოგრაფიული მონაცემების და შესაბამისი საკონტაქტო რეკვიზიტების შესახებ ვებ-გვერდზე უკვე არსებული ინფორმაციის გარდა განთავსდებოდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის დეტალური ფუნქციების (უფლება-მოვალეობების) და არჩევის წესის აღწერა. ხსენებული ინფორმაცია სასურველია გადმოტანილ იქნეს ქვე-განყოფილებიდან „მოკლე ისტორია“:

Page 10: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

9

5. ვებ-გვერდზე სასურველია არსებობდეს განცალკევებული ქვე-განყოფილება სათაურად „შემადგენლობა და წევრის უფლებამოსილება“, სადაც ქვე-განყოფილებიდან „მოკლე ისტორია“ გადმოტანილი იქნება ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის ფორმირების წესის შესახებ, წევრების დანიშვნისა და არჩევის წესის შესახებ, წევრის უფლებამოსილების ვადისა და უფლებამოსილების დაწყების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ხსენებულ განყოფილებაში სასურველია დამატებით განთავსდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალი:

Page 11: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

10

6. ვებ-გვერდზე არ მოიძება ვებ-გვერდის ოფიციალურობის დამადასტურებელი წერილობითი აღნიშვნა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ფიზიკური და იურიდიული პირების მიღების და მათთან მუშაობის გრაფიკი:

Page 12: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

11

7. განყოფილებაში სათაურად „სასამართლო“ სასურველია არსებობდეს განცალკევებული ქვე-განყოფილება - „უფლებამოსილება“, სადაც მოყვანილი იქნებოდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ტექსტური აღწერა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სისტემა/სტრუქტურა

8. ვებ-გვერდზე არ არის მოცემული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურის სქემატური აღწერა (სტრუქტურული ხე).

9. განყოფილებაში სათაურად „სასამართლო“ სასურველია არსებობდეს განცალკევებული ქვე-განყოფილება - „ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო“, სადაც მოყვანილი იქნებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

10. ქვე-განყოფილებაში „მოსამართლეები - მოქმედი მოსამართლეები“ არ არის მოცემული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - მაია კოპალეიშვილის ფოტოსურათი:

Page 13: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

12

11. ქვე-განყოფილებაში „მოსამართლეები - ყოფილი მოსამართლეები“ არ არის მოცემული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის - გია მეფარიშვილის ფოტოსურათი:

12. განყოფილებაში სათაურად „სასამართლო“ სასურველია არსებობდეს განცალკევებული ქვე-განყოფილება - „პლენუმი“, სადაც მოყვანილი იქნებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შენადგენლობის აღწერა, აგრეთვე ქვე-განყოფილებიდან „მოკლე ისტორია“ გადმოტანილ იქნებოდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პლენუმის ფუნქციათა აღწერა და მითითება იმაზე თუ ვინ უძღვება პლენუმის სხდომებს:

Page 14: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

13

13. ქვე-განყოფილებაში „მოსამართლეები - მოქმედი მოსამართლეები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების შემადგენლობის აღწერის გარდა, სასურველია ქვე-განყოფილებიდან „მოკლე ისტორია“ გადმოტანილ იქნეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კოლეგიათა ფუნქციათა აღწერა და მითითება იმაზე, თუ ვინ უძღვება პირველ და მეორე კოლეგიის სხდომებს:

Page 15: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

14

Page 16: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

15

14. ვებ-გვერდზე არ არის მოცემული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

• აპარატის სტრუქტურის სქემატური (სტრუქტურული) ხე; • აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების, მიზნების და

საქმიანობის წესის აღწერა; • აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების

ფოტოსურათები და ვრცელი ბიოგრაფიული მონაცემები; • აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების

კომპეტენციის (უფლება-მოვალეობების) აღწერა; • აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ყველა თანამშრომლის

ფოტოსურათები და ვრცელი ბიოგრაფიული მონაცემები:

Page 17: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

16

15. ვებ-გვერდზე არ არის მოცემული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის სამსახურის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

• მანდატურის სამსახურის შესახებ ზოგადი ინფორმაცია (სამსახურის ამოცანის, მანდატურის ფუნქციების აღწერა);

• მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევებისა და წესის აღწერა:

Page 18: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

17

მონაცემები საკონსტიტუციო სასამართლოს საინფორმაციო რესურსების შესახებ

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე არ არის მოცემული სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზები: ადმინისტრაციული ხელშეკრულებები, პროექტები და პროგრამები, გეგმები და პროგნოზები, ტენდერების არქივი, სასამართლოს საქმიანობის ამსახველი წლიური ანგარიშები, ფინანსური მაჩვენებლები და ა.შ. , ხოლო სამართლებრივი აქტების ბაზა და ვაკანსიათა არქივი მხოლოდ ფორმალური სახით არის წარმოდგენილი ვებ-გვერდზე.

ამასთან, განყოფილებაში სათაურად „სასამართლოს აქტები“ არსებული ქვე-განყოფილება „დასკვნა“ იუწყება რომ მიმდინარეობს რეკონსტრუქცია:

Page 19: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

18

17. ვებ-გვერდზე სასურველია აგრეთვე მოიძიებოდეს შემდეგი სახის მონაცემთა ბაზები: საჯარო ინფორმაციის რეესტრი და მოქალაქეთა განცხადებების მონაცემთა ბაზა (კორესპონდენციის რეგისტრი - მიმართვათა რაოდენობა, სახეები და ა.შ.).

ძირითადი კომპეტენციის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლოს

საქმიანობის შესახებ ცნობები

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავჯდომარის მოადგილეების ოფიციალური მიმართვების, გამოსვლების, განცხადებების და ა.შ. ტექსტები , აგრეთვე ცნობები მოადგილეთა ოფიციალური/სამუშაო ვიზიტების და ამა თუ იმ ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ სასურველია ვებ-გვერდზე მოცემულ იქნეს უახლესი მდგომარეობით:

Page 20: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

19

19. სასურველია სასამართლოს ვებ-გვერდზე შეიქმნას განცალკევებული (ქვე-) განყოფილება - ,,პრესრელიზები“, სადაც განთავსდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური პრესრელიზები:

20. სასურველია ვებ-გვერდზე შეიქმნას განცალკევებული (ქვე-)განყოფილება - ,,წლიური ანგარიშები“, სადაც განთავსდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ ერთიანი ყოველწლიური და მიმდინარე კვარტალური ანგარიშები. აგრეთვე, ვებ-გვერდზე სასურველია მოიძიებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის ყოველწლიურად წარდგენილი ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ.

21. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომ ქვე-განყოფილება სათაურად „სტატისტიკა“ მდებარეობს მისთვის ალოგიკურ განყოფილებაში - „სასამართლოს აქტები“, შესაბამისად, ინფორმაციის მოძიების გაადვილების მიზნით, ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე რეკომენდირებულია განცალკევებული ბანერის შექმნა

Page 21: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

20

(„სტატისტიკა“). სასურველია ვებ-გვერდზე არსებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეგროვებული და დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია განთავსებულ იქნას უახლესი მდგომარეობით. (ინფორმაცია მოცემულია 2011 წლის ივნისის მდგომარეობით). ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინფორმაციის წლიური დაყოფა ხორციელდება მხოლოდ 1996-2007 წლის ჩათვლით, ხოლო 1996-2010 წლის სტატისტიკური ინფორმაცია მოცემულია ჯამური სახით. შესაბამისად, სასურველია ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემი მოცემულ იქნას თითოეული წლის მიხედვითაც:

Page 22: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

21

22. სასურველია სასამართლოს ვებ-გვერდზე შეიქმნას განცალკევებული (ქვე-) განყოფილება - „გეგმები“, სადაც განთავსდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გეგმების და პროგნოზების აღწერა.

23. სასურველია ვებ-გვერდზე შეიქმნას განცალკევებული (ქვე-)განყოფილება - „პარტნიორობა საქართველოს ორგანიზაციებთან“, სადაც განთავსდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს სხვა საჯარო დაწესებულებებთან (სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, პროფესიულ კავშირებთან და სხვა ორგანიზაციებთან) ურთიერთქმედების შესახებ ცნობები და იქნება პარტნიორობის შესაბამისი ტექსტური ინფორმაციული აღწერა და სასამართლოს პარტნიორ საქართველოს ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე გადასასვლელი ბმულები.

24. სასურველია ვებ-გვერდზე არსებულ (ქვე-)განყოფილებაში - „საერთაშორისო ურთიერთობები“ განთავსებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები მოცემული იყოს უახლესი მდგომარეობით და ამასთან, წარმოდგენილი იყოს სასამართლოს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე გადასასვლელი ბმულებიც. ამასთან, ნაწილი 2012 წლის შესაბამისი ინფორმაციისა შესაძლებელია გადმოტანილ იქნას განყოფილებიდან „სიახლეები“:

Page 23: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

22

25. სასურველია ვებ-გვერდზე შეიქმნას განცალკევებული (ქვე-)განყოფილება - „პროგრამები/პროექტები“, სადაც განთავსდებოდა იმ სახელმწიფო, მიზნობრივი და ა.შ. პროგრამების/პროექტების ჩამონათვალი, რომელთა დამკვეთ, შემსრულებელ ან რეალიზაციაში რაიმე სახით მონაწილე მხარეს წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მოცემული (ქვე-)განყოფილება აგრეთვე უნდა მოიცავდეს პროგრამების/პროექტების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებათა შესახებ სრულ ცნობებსა და მათი შესრულების შესახებ (ყოველწლიურ) მოხსენებებს.

Page 24: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

23

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

26. ვებ-გვერდზე არსებულ ბმულს სათაურად ,,კანონმდებლობა“ სასურველია გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამართლებრივი აქტები“. ხსენებული ბმული სასურველია განცალკევებული ბანერის სახით იყოს წარმოდგენილი ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე. ბანერში „სამართლებრივი აქტები“ სასურველია დამატებით შეიქმნას შემდეგი ქვე-განყოფილებები:

o ,,საკანონმდებლო აქტები“, რომელშიც მოყვანილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები.

შესაქმნელ ქვე-განყოფილებაში ,,საკანონმდებლო აქტები“ სასურველია გადმოტანილ იქნეს ვებ-გვერდზე არსებულ ქვე-განყოფილებაში „კანონები“ მოყვანილი სამივე საკანონმდებლო აქტი მოქმედი მდგომარეობით (საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ამჟამად ვებ-გვერდზე მოცემულია ძველი მდგომარეობით). დამატებით, შესაქმნელ ქვე-განყოფილებაში ,,საკანონმდებლო აქტები“ რეკომენდირებულია მოიძიებოდეს შემდეგი საკანონმდებლო აქტები მოქმედი მდგომარეობით:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

საქართველოს კანონი "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“;

საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“;

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";

Page 25: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

24

საქართველოს კანონი "სახელმწიფო ბაჟის შესახებ";

საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ":

o ,,კანონქვემდებარე აქტები“, რომელშიც მოყვანილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს პრეზიდენტის (მ.შ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა დანიშვნის თაობაზე გამოცემული ბრძანებულებები), საქართველოს პარლამენტის (მ.შ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა არჩევის თაობაზე არსებული დადგენილებები) და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტები;

o ,,სამართლებრივი აქტების პროექტები“, რომელშიც მოყვანილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სფეროსთან რაიმე სახით დაკავშირებული ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტები;

o ,,საერთაშორისო აქტები“, რომელშიც მოყვანილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან რაიმე სახით დაკავშირებული შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებების, კონვენციების, ოქმების და ა.შ. ტექსტები.

ყველა სამართლებრივი აქტი სასურველია წარმოდგენილი იყოს უკანასკნელი/ბოლო რედაქციით, მ.შ. საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც ამჟამად ვებ-გვერდზე არ არის მოცემული უახლესი მდგომარეობით.

Page 26: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

25

განყოფილებაში „სამართლებრივი აქტები“ სასურველია აგრეთვე მოიძიებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის დებულება.

სამწუხაროდ, ქვე-განყოფილებაში სათაურად „კანონმდებლობა“ ამჟამად არსებული ინფორმაციული შიგთავსი ძალზედ მწირია და არასტანდარტიზებულია.

27. დაინტერესებულ მომხმარებელთათვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე სასურველია შეიქმნას განცალკევებული განყოფილება „პლენუმის აქტები“, სადაც მოყვანილი იქნება განცალკევებული კატეგორიები - „დადგენილებები“, „საოქმო ჩანაწერები“, „განჩინებები“ და „დასკვნები“, ან/და შესაძლებელია ვებ-გვერდზე უკვე არსებულ განყოფილებაში „სასამართლოს აქტები“ შესაბამისი კატეგორიების მიხედვით არსებულ საძიებო სისტემებს დაემატოს ინფორმაციის ფილტრაციის საშუალება „პლენუმის“ მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია აქტები იყოს მუდმივად განახლებადი და რაოდენობას ითვლიდეს სასამართლოს შექმნის მომენტიდან:

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის წესი, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფას

ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო დაწესებულების ელ.გამჭვირვალობაზე საუბრისას, როგორიცაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება ვისაუბროთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის წესზე, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების, თავისუფლებებისა და

Page 27: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

26

კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფას. ვებ-გვერდის მომხმარებელთათვის სხვადასხვა სახის კონსულტაციები, მათი მიმართვების მიმოხილვა, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხების ახსნა, მარტივად და გასაგებად განმარტებული ინფორმაცია საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ, ხშირად დასმული შეკითხვების რუბრიკის არსებობა და ა.შ. სავარაუდოდ წარმოადგენს ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებლის უწინარესი ინტერესის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტს. სამწუხაროდ, ხსენებული კუთხით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდი გამოირჩევა საგრძნობი ხარვეზებით. კერძოდ:

28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე არ მოიძიება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართვათა მიმოხილვა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ზოგად საკითხებთან დაკავშირებულ მიმართვათა სასამართლოში მიღების წესის აღწერა და სასამართლოს მიერ მიღებულ მიმართვათა განხილვის წესისა და ვადების აღწერა.

29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე საერთოდ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის თავისუფლებასთან / საჯარო ინფორმაციის ღიაობასთან: ვებ-გვერდზე არ არსებობს საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული განცალკევებული განყოფილება. არ მოიძიება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ვინაობის (სახელი და გვარი), თანამდებობისა და საკონტაქტო რეკვიზიტების შესახებ ინფორმაცია, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების შესახებ ცნობები და სასამართლოში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემასა და გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. აგრეთვე ვებ-გვერდზე არ არის წარმოდგენილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ჩამოსატვირთი ფორმა/ნიმუში, საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარსადგენი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური სრული ანგარიში და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისათვის განკუთვნილი რეკვიზიტები.

30. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე დაინტერესებულ მომხმარებელთათვის არ მოიძიება საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა:

Page 28: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

27

• საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის და გადაწყვეტის საერთო წესის აღწერა;

• საკონსტიტუციო სამართალწარმოების დაწყების და საქმეთა განსახილველად მიღების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების აღწერა;

• კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია;

• იმ პირთა წრის აღწერა, რომლებსაც უფლება აქვთ საკონსტიტუციო

სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შეტანა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა საქმეების მიხედვით;

• მოპასუხეთა აღწერა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული

სხვადასხვა საქმეების მიხედვით;

• მხარის მიერ საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილებაზე საქმის განმხილველ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე საკითხის დაყენების მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების აღწერა;

• კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების

განხილვის ვადების აღწერა;

• საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების საფუძვლების აღწერა (სხდომის დამსწრე წევრთა მინიმუმი რაოდენობა, გადაწყვეტილების მისაღებად მხარდამჭერ წევრთა რაოდენობა/კვორუმი);

• საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების

მიღების უფლებამოსილების საფუძვლების აღწერა (სხდომის დამსწრე წევრთა მინიმუმი რაოდენობა, გადაწყვეტილების მისაღებად მხარდამჭერ წევრთა რაოდენობა/კვორუმი);

• მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საკონსტიტუციო

სამართალწარმოების მონაწილეთა და მათი უფლება-მოვალეობების აღწერა;

Page 29: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

28

• სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევთა მიმართ ზომების

გამოყენების, წინასწარი შეცნობით ყალბი ცნობების მიწოდებასა და ჩვენებაზე უარის თქმის ან წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის აღწერა.

ხსენებული ინფორმაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე განთავსდეს თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას „ხშირად დასმული შეკითხვების“ ბანერის სახით. ამასთან, სამწუხაროა, რომ განყოფილებაში „გამოცემები“ არსებულ ქვე-განყოფილებაში „წიგნები“ უმეტესობა ბროშურების ბმულებისა, მ.შ. ბროშურა „როგორ მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“, არ იხსნება:

Page 30: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

29

ამასთან, კონსტიტუციური სარჩელის ფორმა განთავსებულია მისთვის ალოგიკურ ქვე-განყოფილებაში „კანონმდებლობა“, რაც საგრძნობლად ურთულებს მომხმარებლებს ხსენებული ფორმის მოძიებას:

Page 31: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

30

საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების, სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ ცნობები

31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე არ არსებობს (ქვე-) განყოფილება სათაურად „ტენდერები“, სადაც განთავსდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების (გამოცხადებული ტენდერები, კონკურსები და სხვა სახის სახელმწიფო შესყიდვები) ამომწურავი ჩამონათვალი (სია) და ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა შესახებ საინფორმაციო ხასიათის ცნობები.

ამასთან, ანალოგიური (ქვე-)განყოფილება შესაძლებელია შეიქმნას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების (ელექტრონული/საჯარო აუქციონების, პირდაპირი მიყიდვის, სხვა გზით) შესახებ არსებული ინფორმაციისთვისაც - არქივი „აუქციონი“. სამწუხაროდ, ვებ-გვერდზე აუქციონების შესახებ მოიძიება მხოლოდ ორი ძალზედ მოძველებული ცნობა (2011 და 2010 წ.წ.):

Page 32: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

31

32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე არ მოიძიება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა ბლოკი/განყოფილება, სადაც მოყვანილი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსა და ფიზიკურ/იურიდიულ პირებს შორის, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს შორის გაფორმებულ ადმინისტრაციულ (სამოქალაქო/სამართლებრივ) ხელშეკრულებათა ჩამონათვალი და პირობები.

საკონსტიტუციო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფა

33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე მართალია არსებობს ქვე-განყოფილება „ვაკანსიები“, თუმცა მასში მოყვანილია მხოლოდ ძალზედ მოძველებული (2009 წლის) ორი განცხადება:

ამასთან, რიგი განცხადებებისა მოცემულია ახალი ამბების არქივში:

Page 33: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

32

სასურველია ქვე-განყოფილებაში „ვაკანსიები“ არსებობდეს წლების მიხედვით შექმნილი იმ ინფორმაციის ერთიანი არქივი, რომელიც მოიცავს:

• ვაკანტურ თანამდებობათა ჩამონათვალს;

• ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამონათვალს;

• თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის აღწერას;

• თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის შედეგებს (საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების ვებ-გვერდზე განთავსების (გამოქვეყნების) საფუძვლებზე (თანხმობის მიღება) მითითებით (სამართლებრივი აქტის პირობა, თანხმობის სხვა ფორმა და ა.შ.);

• თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის პროცედურებისა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების წაყენების, მათი ადმინისტრაციული წარმოების გზით გასაჩივრების წესის აღწერას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ფინანსური ხასიათის ინფორმაცია

34. ვებ-გვერდზე არ არის წარმოდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ფინანსური ხასიათის არანაირი ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე სასურველია მოიძიებოდეს:

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ ინფორმაცია;

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტში ასახული შემოსავლებისა და გასავლების/ ბიუჯეტის შესრულების ბალანსისა და ბიუჯეტის ასიგნებების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია;

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ბიუჯეტის პროექტი;

Page 34: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

33

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საშტატო ერთეულზე განსაზღვრული ფინანსური განაკვეთები;

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა თანამშრომლებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე გაცემული ხელფასების, დანამატების და დარიცხული პრემიების წლიური ოდენობების შესახებ ინფორმაცია (კონკრეტულ პირთა ვინაობაზე მითითების გარეშე)

• იმ პროექტებისა და პროგრამების სავარაუდო და ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვა, რომელთა დამკვეთს, შემსრულებელს ან რეალიზაციაში რაიმე სახით მონაწილე მხარეს წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;

• უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების /გრანტების ხარჯთაღრიცხვა;

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამდებობის პირთა სამივლინებო ხარჯები;

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია;

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორივე მოადგილის მოადგილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები;

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

ხსენებული ინფორმაცია შესაძლებელია განთავსდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე შესაქმნელ ბანერში - „ფინანსური მონაცემები“.

Page 35: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

34

შეფასება ვებ-გვერდის ელექტრონული კომპონენტის მიხედვით:

45,17%

54,83%

ტექნიკური პარამეტრების გამართულობა და არსებობაოფიციალურ ვებ-გვერდზე

www.constcourt.ge ელ-მმართველობის ხარისხი

Page 36: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

35

0 0,2 0,4 0,6 0,8 1

13. დამატებითი მნიშვნელოვანიპარამეტრები

12. უსაფრთხოება

11. უნარშეზღუდულიმომხმარებლებისთვის ინფორმაციის

ხელმისაწვდომობა

10. ელექტრონული სერვისები

9. ელექტრონული ჩართულობა

8. ინტეგრაცია სოციალურქსელებთან

7. სინტაქსურად გამართულიპროგრამული კოდი

6. ადაპტაცია მობილურკავშირგაბმულობასთან WAP

5. ვებ-კონტენტის ხელმისაწვდომობა

4. საკონტაქტო ფორმები და წესები

3. მარტივად აღქმის კრიტერიუმები

2. ძიება

1. ნავიგაცია

25,00%

0,00%

0,00%

25,00%

0,00%

14,29%

83,33%

0,00%

53,85%

50,00%

58,82%

60,00%

66,67%

ვებ-გვერდის ელ-მმართველობის ხარისხი ტექნიკური პარამეტრის არსებობა ვებ-გვერდზე

Page 37: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

36

ნავიგაცია

ვებ-გვერდის რუკა საკმაოდ დიდია. ზოგადად რუკის დანიშნულებაა მომხმარებელს გაუმარტივოს ნავიგაცია ვებ-გვერდზე, ამ შემთხვევაში საჭიროა მისი ოპტიმიზაცია.

რუკაში ასევე არსებობს ბმული „რუკა“, რომელსაც იგივე გვერდზე გადავყავართ. მსგავსი ბმულები, რომლებსაც დანიშნულება არ აქვთ მხოლოდ აბნევენ მომხმარებელს. სასურველია ყველა მსგავსი ბმულის გაუქმება.

Page 38: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

37

ვებ-გვერდზე ნავიგაციის დროს არსად არ აღინიშნება თუ კონკრეტულად რესურსის რა გვერდზე ვიმყოფებით. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე ძირითადი გვერდი:

Page 39: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

38

ძიება ვებ-გვერდის ძიების მოდული ფუნქციონირებს, თუმცა ძიების შედეგებში საძიებო სიტყვები არ გამოიყოფა.

საძიებო მოდულის ველში ავტომატურად არ იწერება ქართული ფონტით (უნიკოდით), რაც მომხმარებელთა ნაწილს ხელს უშლის ეფექტური ძიების განხორციელებაში:

Page 40: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

39

ვებ-გვერდს აქვს თემატიკის მიხედვით სხვადასხვა საძიებო სისტემა, მათ შორის ერთ-ერთია კატეგორია „სასამართლო აქტებში“ „გადაწყვეტილებების“ გვერდი, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად:

Page 41: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

40

მოდულს საშუალება აქვს დროის მიხედვით გაფილტროს ინფორმაცია, თუმცა დროის არჩევის მოდული არ არის მოქნილი. დღეს-დღეობით არსებობს ისეთი დახვეწილი და მოქნილი მოდულები როგორიც არის Jquery Tools-ის Date Picker-ი, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად:

ამავე გვერდზე გვხვდება მეორე პრობლემა, ძიების განხორციელების შემდეგ საძიებო ინსტრუმენტები ქრება.

ძიების განხორციელების შემდეგ საძიებო მოდული აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, რათა მომხმარებელს არ მოუწიოს საწყის გვერდზე დაბრუნება;

Page 42: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

41

საკონტაქტო ფორმები და წესები

საკონტაქტო ფორმის გამოყენების შემდეგ ვებ-გვერდზე ჩნდება მხოლოდ ცარიელი გვერდი. შესაბამისად მომხმარებელი ვერ იგებს მისი წერილი წარმატებით გაიგზავნა თუ არა:

Page 43: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

42

საკონტაქტო ფორმაში ავტომატურად არ იწერება ქართული ფონტით (უნიკოდით):

აღსანიშნავია, რომ ვებ-რესურსის საწყის გვერდზე არსებული კატეგორიაში "მოგვწერეთ" ზემოაღნიშნული ფუნქცია წარმატებით არის ინტეგრირებული:

Page 44: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

43

მარტივად აღქმის კრიტერიუმები

ვებ-გვერდზე გამოყენებულია საკმაოდ პატარა ზომის ფონტი, რაც მომხმარებელს ხელს უშლის ტექსტის მარტივ აღქმაში.

ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელებში (facebook), თავად ვებ-გვერდს ინტეგრაცია სოციალურ ქსელებთან არ გააჩნია. ამავე დროს, მიუხედავად იმ ფაქტორისა, რომ სოციალური ქსელის გვერდი უკვე 3 წელია რაც ფუნქციონირებს სამწუხაროდ მის განვითარებას არ ექცევა სათანადო ყურადღება:

Page 45: ინფორმაციის თავისუფლების ......წესი, რომელიცმიზნადისახავსფიზიკურდა იურიდიულპირთაუფლებების,

44

ვებ-გვერდის ზოგადი შეფასება

ვებ-გვერდებზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს საძიებო მოდულები, მითუმეტეს როდესაც ვებ-გვერდს გააჩნია რამოდენიმე თემატური საძიებო მოდული. შესაბამისად მათი გამართულობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სამწუხაროდ ზემოთ აღნიშნული მოდულები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-რესურსზე არ არის სათანადოდ გამართული. ზოგადად, ვებ-გვერდზე უამრავი დეტალია, რომელიც საჭიროებს დახვეწას და განვითარებას. მაგალითად გასაზრდელია მინიმალური ფონტის ზომა, დასახვეწია რეპორტინგის სისტემა, დასალაგებელია მენიუ და ა.შ. დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ ვებ-გვერდი არ შეესაბამება თანამედროვე ვებ-დიზაინის მოთხოვნებს.