8
ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემების, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანები და არჩევნები 4 2 -

ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემების, … · 4 მომზადებულია

  • Upload
    others

  • View
    4

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

მომზადებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ

ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემების, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანები

და არჩევნები

კო

ნსტიტუციის 42 -ე მუხლ

2

მომზადებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ

„This <publication/film/website> has been produced with the assistance of the European Union. Its contents are the sole responsibility of <contractor> and do not necessarily reflect the views of the European Union.“

„ეს <პუბლიკაცია/ფილმი/ვებსაიტი> შექმნილია ევროკავშირის მხარ და ჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია <კონტრაქტორი> და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.“

მომზადებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ

3

ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემებისა თუ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანები და არჩევნებში მონაწილეობაინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემებისა თუ ფსი­ქო­სოციალური სა ჭიროების მქონე ადამიანებმა 2014 წლის სა ქარ­თველოს საკონსტიტუციო სასა მართლოს გადაწყვეტილებით, სხვა ბევრ უფლებასთან ერთად, მოიპოვეს არჩევნებში მონა წი ლე ობის უფლება. დღეს, მათ შეუძლიათ ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდი დატს დამოუკიდებლად ან მხარდამჭერის მეშ ვეობით.

ხმის მიცემის უფლება წარმოადგენს მნიშვნელოვან უფლებას დე მო კრატიულ სა ხელმწიფოებში. უფრო მეტიც, ეს უფლება, ასა­ხავს გაეროს «შეზღუდული შესაძლებლო ბების მქონე პირთა უფ ­ლებების კონვენციის» სტრატეგიის სამ ძირითად პრინციპს, კერ­ძოდ: დისკრიმინაციის დაუშ ვებლობა, თანასწორობა და აქტიური ჩართულობა (ინკლუზია).

რა ბარიერები აქვთ შშმ პირებს?შშმ პირებისთვის გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფა კომპ­ლექსური საკითხია.

არახელსაყრელი გარემო პირობები, ხშირ შემთხვევაში ხდება შშმ პირებისთვის მათი უფლებებით სარგებლობაში მთავარი და­მაბრკოლებელი ფაქტორი.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, შშმ პირისთვის დამოუკი­დებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა მარტო საარჩევნო უბანი, არამედ საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზა, ტრანსპორტი, შუქ­ნიშნები, გადასასვლელები და ა.შ.

4

მომზადებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ

მხარდაჭერის როლი და სტატუსის მიღებარა შემთხვევაში შეიძლება იყოს პირი მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი?პირი მხარდაჭერის მიმღებად შეიძლება ცნობილი იქნეს, თუ მას აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას. რა სფეროში შეიძლება პირს დაენიშნოს მხარდაჭერი? პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძ­რავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთ ვის ზიანის მი ყე ნების თავიდან აცილების მიზნით, ასევე სხვა უფ ლე­ბებისა და მოვალეობების გან სახორციელებლად, რომლებ საც განსაზღვრავს სასამართლო.

რომელი ორგანო ცნობს პირს მხარდაჭერის მიმღებად და უნიშნავს მხარდამჭერს?პირს მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და მხარდამჭერს უნიშნავს სასამართლო, მხარ დამჭერის მიმღები პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამ კურნალო დაწესებუ­ლებაშია მოთავსებული ­ სამკურნალო დაწესებულების ადგილ­მდებარეობის მიხედვით.

ვინ შეიძლება მიმართოს სასამართლოს მხარდამჭერი დანიშვნის მოთხოვნით?

• თვითონ მხარდასაჭერად საცნობმა პირმა;

• მხარდასაჭერად საცნობი პირის ოჯახის წევრმა;

• მხარდასაჭერად საცნობი პირის კანონიერმა წარმო მად­გენელმა;

მომზადებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ

5

• მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ;

• ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ, თუ პირი ამ დაწე სე ბულებაშია მოთავსებული.

პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისთვის რა დოკუმენტების წარდგენაა სასამართლოში საჭირო?პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის და­ნიშვნის შესახებ დაინ ტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს განცხადებით.

სასამართლოში მხარდამჭერთან დაკავშირებული საკითხების გან­ხილვისას საჭიროა თუ არა სახელმწიფო ბაჟის ან სხვა ხარჯების გადახდა?

პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვა არ საჭიროებს სახელმწიფო ბაჟის ან სხვა რამე ხარჯის გადახდას.

სავალდებულოა თუ არა ადვოკატის მონაწილეობა პირის მხარ­დაჭერის მიმღებად ცნობისას?

პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განი­ხილება სასამართლოში, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

მხარდასაჭერად საცნობ პირს, ადვოკატი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ან განმცხადებლის/მხარდასაჭერად საცნობი პირის განცხადების საფუძველზე ენიშნება.

ვინ უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა?• მხარდასაჭერად საცნობ პირს, ექსპერტიზას სასამართლოს

მი მართვის (განჩინების) საფუძველზე, უტარებს ლევან სამხა­რაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

• ექსპერტიზა ტარდება ექსპერტიზის ბიუროში, განმცხადებ ლის /მხარდასაჭერად საც ნობი პირის შუამდგომლობის სა ფუძ­

6

მომზადებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ

ველზე; თუ შეუძლებელი იქნება პირის ექსპერ ტიზის ბი უ როში მიყვანა, სასამართლომ ექსპერტიზის ჩატარების ად გი ლად შე იძლება განსაზღვროს მხარდასაჭერად საცნობი პი რის ად­გილსამყოფელი.

• ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფოს ხარჯზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ განმცხადებელი/მხარდასაჭერად საცნობი პირი გათავისუფლებულია ექსპერტიზის ხარჯებისგან.

რა ვადით ენიშნება პირს მხარდაჭერა?მხარდაჭერის მიღების ვადა კანონით არ არის განსაზღვრული; თუმცა, ყველა შემთხვევა ში, სასამართლოს მიერ დგინდება მხარ­დაჭერის მიღების გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

შეიძლება თუ არა მხარდაჭერის შეწყვეტა?მხარდაჭერა შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ:

• მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა (ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო);

• მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს (ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო).

ვინ არ შეიძლება დაინიშნოს მხარდამჭერად?• პირი, რომელსაც 18 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია;

• პირი, რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო;

• პირი, რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შე ეზ­ღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრუ­ლებისათვის თავის არიდების გამო;

• პირი, რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან გა თავისუფლებულია მისი არაჯეროვნ­ად შესრულების გამო.

მომზადებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ

7

რა ვალდებულებები აქვს მხარდამჭერს, მხარდასაჭერად ცნობილი პირის მიმართ?

• თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სა­მედიცინო მომსახურებას;

• დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გა და წყ ვეტილების მიღებაში;

• მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ამავე ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადა წყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია;

• დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლო­ბით მხარდაჭერის ფარ გ ლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შე იცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარ­დაჭერა დაუწ ესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარ­დაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

ვინ აკონტროლებს მხარდამჭერის საქმიანობას?მხარდამჭერის საქმიანობას აკონტროლებს მეურვეობისა და მზრუნ­ველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ად გი­ლის მიხედვით. ზედამხედველობის მი ზანია მხარდამჭერის მი ერ სა სამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონ მდებ­ლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონ­ტროლი, მხარ დაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

მომზადებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ

კო

ნსტიტუციის 42 -ე მუხლ

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42­ე მუხლი”მისამართი: ა. გახოკიძის #11 ა; ტელ. 2728856

ელ­ფოსტა: [email protected]; ვებ–გვერდი: www.article42.ge