7
ფფფფფფფფ ფფ ფფფფ ფფფფფფფფფფფფფფფ ფფფფფფ ფფფფფ მმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ, II მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ: მმმმმმ მმმმმმმმმ ფფფფფ ფფფფფფფფფფ ფფფფფფფფფფფფ

Fluxus

Embed Size (px)

Citation preview

ფლუქსუსი და მისი წარმომადგენლები

მარიამ ჭედია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ბაკალავრიატი, II კურსი

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა ხაბულიანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2016

ფლუქსუსი და მისი წარმომადგენლები

აღსანიშნავია, რომ ფლუქსუსს, მსოფლიოს მასშტაბით, თავისუფლად ორგანიზებული ჯგუფის მხატვრები შეადგენდნენ. თუმცა, ფესვები

განსაკუთრებით ნიუ იორკში გაიდგა. გასათვალისიწნებელია, რომ ფლუქსუსის ერთ-ერთ დამაარსებლად და, ამასთან, ორგანიზატორად ლიტვაში დაბადებული, ამერიკელი მხატვარი, ჯორჯ მაკინასი მიიჩნევა, რომელმაც მიმდევრობა ამგვარად დაახასიათა : Fluxus as, "a fusion of Spike Jones, gags, games, Vaudeville, Cage and Duchamp." ამასგარდა, ჯორჯ მაკინსი international community of artists-ის დამაარსებელი, რომელიც აერთიანებდა მხატვრებს, არქიტექტორებს,

კომპოზიტორებს ა და დიზაინერებს, ყველაზე ცნობილი შემსრულებელი და ორგანიზატორი იყო.

ფუტურისტებისა და დადაისტების მსგავსად ფლუქსუსელები მუზეუმების უფლებამოსილებას არ აღიარებნენ, რათა ხელოვნების ღირებულება დაედგინათ, არც იმას ეთანხმებოდნენ, რომ მხოლოდ ერთი განათლებული პიროვნება უნდა ყოფილიყო, რომელიც ნახავდა, აღიქვამდა და შეაფასებდა ხელოვნების ნიმუშს. ფლუქსუსს არა მარტო ხელოვნების ხელმისაწვდომობა სურდა ფართო მასებისთვის, არამედ სურდათ ყველა დროის ნამუშევრის წარმოება. ფლუქსუსის განსაზღვრა ხშირ შემთხვევაში რთულია, ვინაიდან უამრავი მისი მიმდევარი აღნიშნავს, რომ აქტი, რომელიც მოძრაობას განსაზღვრავს ზედმეტად შეზღუდულია.

წინა მიმდევრობებისგან განსხავევბით, ფლუქსუსი არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ მსოფლიო

ისტორიის შეცვლას ცდილობდა. მისი ფუნდამენტური მიზანი ხელოვნებიდა და ცხოვრების საზღვრების განადგურება, გაქრობა იყო. ამასგარდა, ჯორჯ მაკინასს სურდა, რომ სამყარო ბურჟუაზიური ავადმყოფობისგან გაწმენდილიყო "purge the world of bourgeoisie sickness...." . მან განაცხადა, რომ ფლუქსუსი "anti-art"-ის ექვივალენტური ცნება იყო, რათა ხაზი გაესვა რევოლუციურ აზროვნებაზე, რომელიც ხელოვნების პრაქტიკასა და პროცესებთან პირდაპირ კავშირში იყო. ამასგარდა, ცენტრალური ფლუქსუსის დანიშულება იმიტირებული ელიტარული სამყარო ე.წ „მაღალი ხელოვნებისგან“ გათავისუფლება იყო. მსგავსი პროცესი ხელვნების ხელიმსაწვრომობას უზრუნველყოფდა.ფლუქსუსის მიმდევარი ხელოვანი თამამად გამოიყენებდა იუმორს თავისი განზრახვის გამოსახატავად. აღსანიშნავია, რომ მიმდევრობა ერთ-ერთი იმ მცირეთთაგანი მოძრაობა იყო, რომელიც მსგავსი გზის გამოყენებით ცდილობდა, თავისი განზრახვის აღსრულებას.ფლუსქუსის ხელოვნებაში ჩართულია მაყურებელიც, რათა ნაწილის საბოლოოს შედეგის ელემენტი განსაზღვრო. ფლუქსუსის სამხატრვო ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ამერიკლემა კომპოზიტორმა და კონცეპტუალურმა ხელოვანმა ჯონ კეიჯმა მოახდინა, რომლის მთავარი იდელოგიური მიზანი მუშაობის პროცესი გახლდათ და არა თავად დასრულებული ნამუშევარი. ჯონ კეიჯი (ინგლ. John Milton Cage, Jr., ცნობილი როგორც John Cage; დ. 5

სექტემბერი, 1912 — გ. 12 აგვისტო, 1992) — ამერიკელი კომპოზიტორი,

პოეტი, ფილოსოფოსი, მუსიკის თეორისტი, მოყვარული მიკოლოგისტი და არტისტი შოტლანდიური წარმოშობისა. ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორი/მუსიკოსი, რომელმაც წარმოადგინა ახალი და

განსხვავებული სტილის მუსიკა ფართო საზოგადოებაში. მისი შემოქმედება უმეტესად ავანგარდი და ელექტრონული მუსიკაა. მისი გახმაურებული ქმნილებაა 4'33", რომელმაც კიდევ ერთხელ წამოჭრა მუსიკის დეფინიციის დაუხვეწაობის პრობლემა.

აღსანიშნავია, რომ ფლუქსუსი, რომელიც 1950 წელს ჩამოყალიბდა, როგორც

ხელოვანთა ჯგუფი, ავანგარდული ხელოვნების მიმდევრობა იყო. გასათვალისიწნებელია ისიც, რომ მხატვრების ნამუშევრებში, რომლებიც ამ მიმდინარეობას მისდევდნენ, ფუტურისტებისა და დადაისტების შთაგონება ჩანდა, განსაკუთრებით შესრულების ასპექტენბსა და მოძრაობებში. ფლუქსუსის ორმა ყველაზე ცნობილმა და, ამასთან, დომინანტურმა ხელოვანმა თავიანთ ნამუშევრებში, მარკელ დიუშანიმ და ჯონ კეიჯმა, ყოველდღური ობიექტები და ელემნტები გამოიყენა, რომელიც შემდგომ მიმდერობის ფუნდამენტური სახე გახდა.ადრეულ პერიოდში ფლუქსუს ხშირად პროტო-ფლუქსსაც უწოდებნენ. 1959 წელს, როდესაც მხატვრების ჯგუფი ქეიჯ კლასს შეხვდა ნიუ იორკის The New School-ში, მათ ერთობლივად ჩამოაყალიბეს The New York Audio Visual Group. ჯგუფი უზრუნველყოფდა გარკვეულ ადგილებში ექსპერიმენტული ხელოვნების შესრულებასა და დანერგვას. ალ ჰანსი, დიკ ჰიგინსი და ჯექსონ მაკ ლოუ , რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ამ ჯგუფთან, ასევე, ფლუქსუსის მიმდევრებც გახლდათ. ამასგარდა, პირველი ფლუქსუს ღონისძიება მაკინასის მიერ AG Gallery-ში ნიუ იორკში 1961 წელს იყო ორგანიზებული.

ფლუქსუსი და ზენი (Zen):ზენი (Zen) არის იაპონრუი ბუდისტური ფილოსოფია, რომელიც მედიტაციასა და აწმყო ცხოვრებაზეა ფოკუსირებული. Zen-ის

ფილოსოფიის მიზედვით No single moment is to be more important than another in life. აღსანიშნავია, რომ მან ჯონ კეიჯზე ძლიერი გავლენა იქონია. იგი ფირქობდა, რომ ხელოვნების ძირეული ღირებულებაა არტისტულ ყოველდღიურ გამოცდილებას

გამოხატავდეს: "in this way art becomes important as a means to make one aware of one's actual environment." მსგავსი შეხედულება პირდაპირ კავშირშია ბუდისტურ სწავლებასთან.ფლუქსუსის მიმდევრარი მხატვრები ცდილობდნენ შემოქმედება ხელოვნების ფილოსოფიისკენ მიემართათ. ეს იდეა ქეიჯ კლასისა და ახალი სკოლებისგან მოდიოდა, სადაც რამდენიმე არტისტი სწორედ ამ ხაზს გაყვა და, თავის მხრივ, ფლუქსუსს დაუკავშირდნენ. ფლუქსუსი მიმდევრობამ მაკინასის სიკვდილის შემდეგ (1978 წ.) პოპულარობა დაკარგა. მისივე მოთხოვნით გაიმართა ე.წ "Fluxfuneral", სადაც რამდენიმე ფლუქსუსისტისა და ამერიკელი მხატვრისა და პედაგოგის , ჯეფრი ჰენდრიკის შესრულებული ნამუშევრები იხილეს. გასათვალისიწნებელია ფლუქსუსის რეინკარნაცია სამშენებლო ხელოვნებაში, მიწის ხელოვნებასა და ქუჩის ელოვნებაში ე.წ “Street Art”. ისეთი მახტვარი, როგორიცაა ბანკსი ფლუქსუსის ფილოსოფიის გაგრძელების კარგი მაგალითია.

ჟოსეფ ბაუსი - Joseph Beuys (1921-1986)ჟოსეფ ბაუსი გერმანელი ფლუქსუსიტი, მოაქანდაკე, მონტაჟისტი მხატვარი, გრაფიკოსი, ხელოვნების თეორეტიკოსი და პედაგოგი. მის

ვრცელ ნაშრომში დასაბუთებულია ჰუმანიზმის, სოციალური ფილოსოფიისა და ანთროპოსოფიის ცნებები, რომელიც „ხელოვნების გაფართოებული ცნებით“ ("extended definition of art" ) სრულდება. მისი კარიერა ხასიათდება, როგორც

ვნებიანი და იშვიათი უხეში საჯარო დებატებით საკმაოდ ფართო ასპექტის სუბიექტებზე, მათ შორის კი პოლიტიკურ, სოციალურსა და გრძელვადიანი კულტურული ტენდენციებზე. იგი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვარი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში.