5
- 1 - 28 იანვარს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი, მიუკერძოებელი, ყოველგვარი გავლენებისგან ნეიტრალური, მათ შორის, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი პიროვნება გახლავთ. ბუნებით რეფორმატორი და ნოვატორი და ძალუძს მართლმსაჯულების სისტემაში ახალი და ჯანსაღი სისხლი შეიტანოს და აქტიური როლი შეასრულოს ქართული სასამართლო სისტემის განვითარებაში. GBA-Newsletter ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა იანვარი 2016

GBA-Newsletter იანვარი 2016 ადვოკატთა ასოციაციის ...gba.ge/uploads/files/jurnali_advokati/newsletter_GBA-_January_2016.pdf · ეთიკა

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: GBA-Newsletter იანვარი 2016 ადვოკატთა ასოციაციის ...gba.ge/uploads/files/jurnali_advokati/newsletter_GBA-_January_2016.pdf · ეთიკა

- 1 -

28 იანვარს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი, მიუკერძოებელი, ყოველგვარი გავლენებისგან ნეიტრალური, მათ შორის, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი პიროვნება გახლავთ. ბუნებით რეფორმატორი და ნოვატორი და ძალუძს მართლმსაჯულების სისტემაში ახალი და ჯანსაღი სისხლი შეიტანოს და აქტიური როლი შეასრულოს ქართული სასამართლო სისტემის განვითარებაში.

GBA-Newsletter

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის

წარდგენასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

იანვარი 2016

Page 2: GBA-Newsletter იანვარი 2016 ადვოკატთა ასოციაციის ...gba.ge/uploads/files/jurnali_advokati/newsletter_GBA-_January_2016.pdf · ეთიკა

- 2 -

ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებუ ლო სტაჟირების სისტემის რეფორმას იწყებს

01 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და პროკურორები ესწრებოდნენ.

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის და საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო და პრაქტიკული კურსის გავლის გზით, სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნისა და უნარ–ჩვევების მქონე პირის პროფესიაში მიღება.

სისტემა უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

აღნიშნული რეფორმა მიმდინარეობს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ინიციატივით და მხარდაჭერილია USAID-ის დაფინანსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLOG) და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერის“ მიერ.

ჟურნალი ,,ადვოკატი“

გამოვიდა ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალი ,,ადვოკატი” საიუბილეო გამოცემა. ჟურნალში იხილავთ ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის, საზეიმო ვახშმის, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE)პრეზიდენტის მარია სლაზაკის, ჩვენი ევროპელი კოლეგების ვიზიტის ამსახველ ფოტოებს და ინფორმაციას. ასევე, ინტერვიუებს ადვოკატთა ასოციაციის მიერ დაჯილდოვებულ ადვოკატებთან და სხვა საინტერესო მასალებს.

ჟურნალი შეგიძლიათ მოითხოვოთ ადვოკატთა ასოციაციის ოფისში.

Page 3: GBA-Newsletter იანვარი 2016 ადვოკატთა ასოციაციის ...gba.ge/uploads/files/jurnali_advokati/newsletter_GBA-_January_2016.pdf · ეთიკა

- 3 -

ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდს დაემატა ახალი ფუნქცია,ონლაინ კონტაქტი- Skype,

ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა აქვთ საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიიღონ პასუხები.

ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდის ახალი ფუნქცია- Youtube.

ყველა ვიდეო კომენტარი და სატელევიზიო სიუჟეტი ერთ სივრცეში.

გამოკითხვა ადვოკატთა ასოციაციის წევრების ურთიერთობა ასოციაციის მმართველ რგოლთან

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩატარდა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრების ელ. ფოსტით გამოკითხვა - ადვოკატთა ასოციაციის წევრების ურთიერთობა ასოციაციის მმართველ რგოლთან. გამოკითხვის მიზანი იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრების დამოკიდებულების შესწავლა ასოციაციის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტის მიმართ.

ეთიკის კომისია

2016 წლის იანვრის თვეში ეთიკის კომისიამ თავისი საქმიანობის ფარგლებში განიხილა 10 საჩივარი, ორ საჩივარზე აღიძრა დისციპლინური დევნა, ხილო სამ საჩივარზე არ დადასტურდა ადვოკატის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა და კომისიამ მიიღო დისციპლინური დევნის არ აღძვრის შესახებ გადაწყვეტილება. რეკომენდაციათა პროექტის ფარგლებში 3 ადვოკატს მათთვის პრობლემურ კითხვაზე მიეცა ზეპირი რეკომენდაცია და ორი წერილობითი რეკომენდაცია მომზადების პროცესშია.

ეთიკის კომისიის წევრები 25 იანვარს დაესწრნენ ადვოკატთა საყოველთაო გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციას.

13-14 თებერვალს ეთიკის კომისიის წევრებისა და აპარატისათვის დაიგეგმა გადაწყვეტილების დასაბუთების ტრეინინგი. ასევე, თებერვლის თვეში განხორციელდება წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანა.

რეკომენდაციათა გაცემის სერვისი ამოქმედებიდან დღემდე გაცემულია 111 რეკომენდაცია. მათ შორის 64 ზეპირი რეკომენდაცია, გაცემული „ცხელი

ხაზი“-ს მეშვეობით, ხოლო 47 წერილობითი სახით.

2016 წლის იანვარში ეთიკის კომისიის მიერ გაცემულია 07 რეკომენდაცია. მათ შორის:

ადვოკატის მიერ კვალიფიციური მომსახურების გაწევა - ორი რეკომენდაცია

ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა - ორი რეკომენდაცია

ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ საქმის წარმოება - ერთი რეკომენდაცია

კონფიდენციალობა - ორი რეკომენდაცია

ეთიკის კომისიის ცხელი ხაზი - (+995 32) 2 200 262ელ-ფოსტა: [email protected]

Page 4: GBA-Newsletter იანვარი 2016 ადვოკატთა ასოციაციის ...gba.ge/uploads/files/jurnali_advokati/newsletter_GBA-_January_2016.pdf · ეთიკა

- 4 -

სასწავლო ცენტრის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები(2016 წლის, იანვარი-თებერვალი)

სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავდა 2016 წლის, სამოქმედო გეგმა.

სავალდებულო კრედიტ-საათები

განისაზღვრა განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში დასაგროვებელი, 2016 წლის სავალდებულო კრედიტ-საათების რაოდენობა –12 კრედიტ–საათი.

2 კრედიტ-საათი დაეთმობა პროფესიული ეთიკის ტრენინგს, რომელიც 2016 წლის, ივნისიდან განთავსდება ონლაინ პორტალზე (OLP) და ადვოკატები, ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად, შეძლებენ ვიდეო ტრენინგის გავლას. 10 კრედიტ-საათის დაგროვება, ადვოკატის არჩევით, შესაძლებელი იქნება ნებისმიერი აკრედიტებული საგანმანათლებლო ღონისძიებით.

იანვარში ჩატარებული ღონისძიებები

23-25 იანვარი - ჩატარდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული კურსი;24-26 იანვარი - ჩატარდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული კურსი;28 იანვარი - გაიმართა ტრენერთა შეხვედრა, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული და

საერთაშორისო პროცედურების შესახებ, სასწავლო მოდულის განხილვის მიზნით.

მოახლოებული ღონისძიებები

1-11 თებერვალი - საბუთების მიღება არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ კურსზე. 2-22 თებერვალი - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია. (online რეგისტრაცია ვებ.

გვერდზე edu.gba.ge).2-22 თებერვალი - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაცია.

(online რეგისტრაცია ვებ. გვერდზე edu.gba.ge).4 თებერვალი - ტრენინგი ადვოკატებისთვის თემაზე: მტკიცებითი პროცესის პრობლემური საკითხები,

სამოქალაქო სამართალწარმოებაში (ქ. თბილისში).5 თებერვალი - ტრენინგი ახლადგაწევრიანებული ადვოკატებისთვის თემაზე: ადვოკატთა პროფესიული

ეთიკა (ქ. თბილისში).9 თებერვალი - ტრენინგი ადვოკატებისთვის თემაზე: მტკიცებულაბათა დასაშვებობა, სისხლის

სამართლის პროცესში (ქ. თბილისში).12-14 თებერვალი - ტრენერთა ტრენინგი, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ და საერთაშორისო

პროცედურებზე.19-21 თებერვალი - ტრენერთა ტრენინგი, დისკრიმინაციასა და მასთან ბრძოლის სამართლებრივ

მექანიზმებზე.27-29 თებერვალი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული კურსი (ქ. ქუთაისში).28-29 თებერვალი - 1 მარტი - არასრულწლოვანთა სპეციალიზებული კურსი (ქ. თბილისში).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:ტელ: (+995 32) 2987878 / 555070786 / 555010605 / [email protected] / [email protected]სამუშაო საათებია 10:00-დან 18:00 საათამდე / შესვენება 14:00-დან 15:00 საათამდე.მისამართი: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #33

ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი

Page 5: GBA-Newsletter იანვარი 2016 ადვოკატთა ასოციაციის ...gba.ge/uploads/files/jurnali_advokati/newsletter_GBA-_January_2016.pdf · ეთიკა

- 5 -

თბილისი

ძმ. ზუბალაშვილების ქ. N36

ტელ.: (99532) 222 46 54

ელ. ფოსტა: [email protected]

სამუშაო საათები 10:00-18:00

შესვენება 14:00-15:00

ქუთაისი

ნინოშვილის ქ. N8

ტელ.: (0431) 247 247

ელ. ფოსტა: [email protected]

სამუშაო საათები 10:00-18:00

შესვენება 14:00-15:00

თელავი

ვარდოშვილის 15

ტელ.: (0370) 272 015

ელ. ფოსტა: [email protected]

სამუშაო საათები 10:00-18:00

შესვენება 14:00-15:00

ბათუმი

სარაჯიშვილის ქ. 22

ტელ.: 422 29 29 02

ელ. ფოსტა: [email protected]

სამუშაო საათები 10:00-18:00

შესვენება 14:00-15:00