48
პპპპპპპპ პპპპპპპ პპპპპპპპ იიიიიი, 2013

IDFI პროექტის საბოლოო ანგარიში

Embed Size (px)

Citation preview

პროექტის საბოლოო ანგარიში

ივნისი, 2013

საკითხის აქტუალურობა

•გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ნაკლები ჩართულობა - გაეროს და Economist Intelligence Unit-ის კვლევების შედეგები;

•ელ-მმართველობის განვითარებისას მთავრობის მიერ საზოგადოების ნაცვლად, ხელისუფლებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე მეტი აქცენტირება.

პროექტის მიზნები

• საქართველოს საჯარო უწყებების ვებ-გვერდების საკომუნიკაციო ელემენტების და მათი სოციალური ქსელების მონიტორინგი;

• საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;• მოქალაქეთა პლატფორმის კონცეფციის

შემუშავება;• მოქალაქეების ინფორმირება ელ-ჩართულობის

მნიშვნელობისა და მათი უფლებების შესახებ.

საკვლევი ობიექტები

• პრეზიდენტის ადმინისტრაცია;• მთავრობის კანცელარია;• ქალაქ თბილისის მერია;• სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ცენტრალური

საარჩევნო კომისია;• ყველა სამინისტრო;• სახელმწიფო მინისტრების აპარატები.

Facebook მონიტორინგი

სამი ეტაპი: საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ.

მონიტორინგის დროს მთავარი აქცენტი გაკეთდა:• მოქალაქეების აქტიურობაზე;• საჯარო უწყებების წარმომადგენლების

უკუკავშირზე;• გვერდებზე მხარეებს შორის ინტერაქციის

ხარისხზე;• ინოვაციური საშუალებების გამოყენებაზე;• მოქალაქეებთან კომუნიკაციის სტრატეგიის

არსებობაზე.

Facebook მონიტორინგი

გვერდების მომხმარებელთა სტატისტიკა:

13 საჯარო დაწესებულების გვერდის გამომწერთა რაოდენობა

5 საჯარო დაწესებულების გვერდის გამომწერთა რაოდენობა

კვლავაც ლიდერობენ საქართველოს მთავრობის (ბიძინა ივანიშვილი), საქართველოს პრეზიდენტის (მიხეილ სააკაშვილი) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გვერდები. თუმცა, მონიტორინგის მანძილზე მათი მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და

ლტოლვილთა სამინისტრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს მთავრობა

0 50000 100000 150000 200000 250000 300000 350000

266

2102

2875

2959

5273

7192

8013

9228

10103

11624

13923

16512

17328

33461

40486

50276

145146

248118

335208

23010

4830

4510

11498

9283

11301

12364

18243

21106

14638

17002

22329

35816

38062

48504

127888

220347

311346

ივნისი, 2013სექტემბერი, 2012

Facebook მონიტორინგიგვერდების ღიაობა

▫ კედლის ღიაობა - გახსნა შვიდმა უწყებამ (აუდიტის სამსახური, შსს, რეგიონული განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო); დახურა დევნილთა სამინისტრომ, კვლავაც დახურულია ცხრა უწყების (ცესკო, პარლამენტი, თბილისის მერი, თბილისის მერია, განათლების სამინიტრო, საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო) გვერდი.

▫ გზავნილის გაგზავნა - არჩევნების შემდეგ ხუთმა უწყებამ (ფინანსთა სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტი) გახსნა გვერდი; კვლავაც დახურულია ორი უწყების გვერდი - თავდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო.

Facebook მონიტორინგიმოქალაქეებისთვის უკუკავშირის უზრუნველყოფა

მოქალაქეების მიერ საჯაროდ დაწერილი კითხვებისადმი გამოხმაურება:

არჩევნების შემდეგ გაუარესდა: თავდაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, თბილისის მერი, იუსტიციის სამინისტრო

არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდა: ფინანსთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული, თბილისის მერია, გარემოს დაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო

მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა: პარლამენტი, შსს, დევნილთა სამინისტრო

იგივეა: ჯანდაცვის სამინისტრო, ცესკო, განათლების სამინისტრო, სპორტის სამინისტრო

Facebook მონიტორინგიმოქალაქეებისთვის უკუკავშირის უზრუნველყოფა

სხვადასხვა ანგარიშებიდან სატესტო კითხვების გაგზავნა (სულ 50 კითხვა)

ყველაზე კარგი შედეგები: ეკონომიკის სამინისტრო (45 პასუხი) და გარემოს დაცვის სამინისტრო (44 პასუხი)

პარლ

ამენ

ტი

საქა

რთვე

ლოს

მთავ

რობა შს

ჯანდაც

ვის

სამი

ნისტ

რო

სოფლ

ის მ

ეურნე

ობის

სამი

ნისტ

რო

ფინან

სთა ს

ამინ

ისტრ

ენერ

გეტიკ

ის ს

ამინ

ისტრ

რეგიო

ნულ

ი გა

ნვით

არებ

ის ს

ამინ

ისტრო

დევნი

ლთა

სამი

ნისტ

რო

ეკონო

მიკი

ს სა

მინი

სტრო

გარემ

ოს დაც

ვის

სამი

ნისტ

რო

იუსტ

იციი

ს სა

მინი

სტრო

სპორტის

სამ

ინის

ტრო

გიგი

უგუ

ლავ

თბილ

ისის

მერ

ია

აუდიტ

ის ს

ამსა

ხური

ცესკო

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

50

50

5050 50 50 50 50 50

50 5050 50 50 50 50 50

37

19

3241 41 39 36 40 37

45 4434 39 41 40 37 39

შემოსული პასუხებიგაგზავნილი შეკითხვები

ვებ-გვერდების საკომუნიკაციო მექანიზმების მონიტორინგი

გამოვლენილი ტენდენციები:• ორმხრივ ინტერაქციაზე ორიენტირებული აპლიკაციებისა და

სერვისების (ბლოგი, ფორუმი, პეტიცია, დისკუსია, გამოკითხვა, კენჭისყრა) ნაკლებობა;

• უმეტესწილად არ აღირიცხება ოფიციალურ ელ-ფოსტაზე შესული კითხვები და წერილები;

• არ ექცევა ყურადღება ვებ-გვერდის მომხმარებელთა სტატისტიკას.

ვებ-გვერდების საკომუნიკაციო მექანიზმების მონიტორინგი

ელექტრონულ ფოსტაზე გამოხმაურების ხარისხი: 25 სატესტი კითხვა სხვადასხვა ანგარიშებიდან.

• ყველაზე კარგი შედეგები: გარემოს დაცვის სამინისტრო (16) და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (16).

• ყველაზე ცუდი შედეგები: დიასპორა, ენერგეტიკა, ფინანსთა სამინისტრო, რეინტეგრაცია, აუდიტის სამსახური (4)

• საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას ვებ-გვერდზე ელ-ფოსტა მითითებული არ აქვთ.

0

5

10

15

20

25

5 5 4 4 4 4 4 5 6 6 7 8 8 8 8 9 10 10

15 16 16

25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25 25საჯარო დაწესებულებების გამოხმაურებები ელ-ფოსტის კითხვებზე

პასუხებიკითხვები

• ელ-ინფორმაცია/კომუნიკაცია (E-INFORMATION) - იმ პუნქტებს მოიცავს, რომლებიც ორიენტირებულია მომხმარებლის მუდმივ ინფორმირებაზე (ღია მონაცემები (Open Data, ელ-ჩართულობის სამოქმედო გეგმა, RSS, SMS და ა.შ).

• ელ-კონსულტაცია (E-CONSULTATION) - ამ ნაწილში იგულისხმება ის ინტერაქციული მენქანიზმები, რომლებიც მოქალაქეს უწყებასთან კავშირს და საკუთარი აზრის გამოხატვას უადვილებს (ბლოგი, გამოკითხვა, ონლაინ დახმარება და ა.შ.)

• ელ-გადაწყვეტილების მიღება (E-DECISION MAKING) –

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების უშუალო ჩართვას გულისხმობს (ფორუმი, ონლაინ კენჭისყრა, პეტიცია და ა.შ.).

ვებ-გვერდების შეფასების კრიტერიუმები

ვებ-გვერდების საკომუნიკაციო მექანიზმების მონიტორინგი

• ყველაზე კარგი შედეგები: იუსტიციის სამინისტრო (37%), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (32%), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (29%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (29%).

• ყველაზე ცუდი შედეგი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (9%).

• ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აჩვენეს იმ სერვისების არსებობის მხრივ, რომელთა მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაა;

• ზოგადად, მცირეა მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებული სერვისები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე.

საჯარო დაწესებულებების საკომუნიკაციო სტრატეგია

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმის არსებობა

• 23 საჯარო დაწესებულებიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმა 2012 წელს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა შემუშავებული;

• ზოგადი სტრატეგიული გეგმა მოგვაწოდა ცესკომ;• შეკითხვაზე არ უპასუხია დიასპორის საკითხებში

სახელმწიფო მინისტრის აპარატს.• დადებითი ტენდენცია: სახელმწიფო დაწესებულებებისთვის

თანდათან პრიორიტეტული ხდება მოქალაქეებთან  კომუნიკაციის დახვეწა და გაუმჯობესება - დაიწყეს მოქალაქეებთან ურთიერთობის სტრატეგიის შექმნა.

9

3

9

11

საჯარო დაწესებულებებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმის სტატისტიკა

არ აქვს სამოქმედო გეგმა

ხელმძღვანელობს დებულებით ან ზოგადი სტრატეგიული გეგმით

გეგმა დამუშავების პროცესშია

შეკითხვა იგნორირებულია

აქვს მოქმედი სამოქმედო გეგმა

საჯარო დაწესებულებების სატელეფონო კომუნიკაცია

ზარები ხორციელდებოდა დაწესებულების ცხელ ხაზზე (ცხელი ხაზის არსებობის შემთხვევაში) და უწყებების ოფიციალური ვებ-გვერდების საკონტაქტო განყოფილებებში მითითებულ ნომრებზე.

გამოვლენილი ტენდენციები:• ხშირ შემთხვევაში, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, სახელმწიფო

უწყებებთან ტელეფონით დაკავშირება სირთულეს არ წარმოადგენს;

• 25 დაწესებულებიდან ცხელი ხაზის ნომერი მხოლოდ ხუთ საჯარო უწყებას აქვს;

• საჯარო დაწესებულებების დიდ ნაწილს არ აქვს ავტომოპასუხე;

• ყველაზე რთული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირება აღმოჩნდა;

• ყველაზე კარგი შედეგები აჩვენეს: ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო, ფინანსთა სამინსიტრო.

• ერთიანი პლატფორმის შექმნის აუცილებლობა;

• სოციალურ ქსელებში აქტიური მოქალაქეებისთვის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისთვის საჭირო ბერკეტების უზრუნველყოფა;

• სახელისუფლებო დაწესებულებების მიერ მოქალაქეებთან ურთიერთობის გრძელვადიანი სტრატეგიისა და საშუალებების შემუშავების აუცილებლობა.

პეტიციები საქართველოში

• Facebook აპლიკაცია „ღია პეტიციები“ - „მოვითხოვთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას“ (დღეისათვის 2 693 ხელმომწერი);

• www.change.org - ილია მეორისადმი მიმართვის წერილი, რომლითაც ხელმომწერები რელიგიური მოსაზრებით ცხოველთა შეწირვის შეწყვეტას ითხოვდნენ (დღეისათვის 812 ხელმომწერი); Must Carry (დღეისათვის 26 301 ხელმომწერი)

• www.petitions24.com - „ეს ჩვენ გვეხება! შეცვალეთ უსამართლო კანონმდებლობა!“ (დღეისათვის 506 ხელმომწერი);

• www.sazogadoeba.com საქართველოს მოქალაქეების განცხადება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე (დღეისათვის 13 682 ხელმომწერი) - განიხილა პარლამენტმა.

მოქალაქის პლატფორმა ICHANGE.GE

• საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა: ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი (შოტლანდია), ევროკავშირი, ბაჰრეინი, ყაზახეთი, გერმანია, ესტონეთი;

• ელ-პორტალის სისტემის მართვა: მთავრობის კანცელარიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი

მოქალაქის პლატფორმა ICHANGE.GE

ელექტრონული პეტიციები

ამერიკის შეერთებული შტატები• თეთრი სახლის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე

არსებული პეტიციების განყოფილება – „ჩვენ ხალხი“ (“We the people”)

დიდი ბრიტანეთი•დიდი ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე

სპეციალური განყოფილება („მთავრობა და დემოკრატია“) პეტიციებისთვის

გერმანია•ბუნდესთაგის ვებ-გვერდზე

ინტეგრირებული სპეციალური განყოფილება „პეტიციები“

ელექტრონული პეტიციები

• ინიციატორი: საქართველოს მოქალაქე• კომპეტენცია: საქართველოს მთავრობის კანცელარია• ძირითადი განყოფილებები: ღია, დახურული,

უარყოფილი პეტიციები• ხელმოწერების რაოდენობა: 5 000• ვადა: 3-6 თვე• მოქალაქეების ინფორმირება და ჩართულობა:

o ინფორმაციის განახლება პეტიციის შესახებ;o პირადი შეტყობინებების (SMS) სისტემა;o მთავრობის სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია (Livestream)

• მოქალაქეებისთვის უკუკავშირის უზრუნველყოფა:o პასუხი გასულ პეტიციებზე - ხელისუფლების პასუხი შეიძლება იყოს

როგორც საკუთარი პოზიციის დაფიქსირება პეტიციით წამოჭრილი საკითხის მიმართ, ასევე, პრობლემის გადაწყვეტისთვის მთავრობის მიერ მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი.

ელექტრონული საჯარო კონსულტაციები

ევროკომისიის საჯარო კონსულტაციების ელექტრონული სისტემა - „შენი ხმა ევროპაში“

შოტლანდიის მთავრობა

ელექტრონული საჯარო კონსულტაციები

კონსულტაციის ინიციატორი:• მთავრობა, სამინისტრო ან სამინისტროს დაქვემდებარებაში

მყოფი დაწესებულება (სსიპ, საქვეუწყებო დაწესებულება);• მოქალაქეები - ელ-განხილვების გზით.

სამი განყოფილება: • მიმდინარე კონსულტაციები;• დასრულებული კონსულტაციები;• დაგეგმილი კონსულტაციები.

ვადა: ერთი თვე

კომენტრების მიღების გზები : ▫ საჯარო კომენტარები;▫ კითხვარი - შესაძლებელია სამთავრობო დაწესებულებამ მოქალაქეების

მოსაზრებები წინასწარ შედგენილი კითხვარის შევსებით მიიღოს. ანონიმურობის დაცვა. კომენტარების შემდგომი გამოქვეყნების საკითხი

ელექტრონული საჯარო კონსულტაციები

• სამიზნე აუდიტორია : ფიზიკური და იურიდიული პირი (ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები, ინსტიტუტები, გაერთიანებები და ა.შ).

• საბოლოო ანგარიში: ▫მიღებული კომენტარების სტატისტიკა;▫მიღებული კომენტარები ტექსტობრივად;▫საბოლოოდ მიღებული დოკუმენტი.

მიღებული კომენტარები

მიღებული კომენტარების სტატისტიკა

ელექტრონული განხილვები

მთავარი მიზანი - მოქალაქეების მიერ ქვეყანაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირების მოთხოვნა.

ესტონეთის ელ-პლატფორმა: www.osale.ee

ელექტრონული განხილვები

საკითხის განთავსება და ხმის მიცემა:• პრობლემის აღწერა, დასაბუთება, არგუმენტები, დოკუმენტები და სტატისტიკური მონაცემები; • პრობლემის ქვეშ დისკუსიის გამართვა; • ხმის მიცემა - 1 000 მხარდამჭერით

ინიციატივის ადრესატისთვის მიწოდება.

ელექტრონული განხილვები

ადრესატი საჯარო დაწესებულების ორი სახის რეაგირება:• პოზიციის დაფიქსირება;• საჯარო კონსულტაციის ინიცირება

უკეთესი, ვიდრე საერთაშორისო მაგალითები

•პეტიციის განხილვის პირდაპირი ტრანსლაცია;

•მოქალაქეების მიერ საკითხების ინიცირება;

•მთავრობის მეტი ანგარიშვალდებულება.

რეკომენდაციები

• მთავრობამ და საჯარო დაწესებულებებმა უნდა შექმნან საზოგადოებასთან ურთიერთობის სრულყოფილი და რამდენიმე წელზე გათვლილი სამოქმედო გეგმა;

• საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მკვეთრად გაიმიჯნოს მათში დასაქმებულთა უფლებამოსილებები და განისაზღვროს ვის კომპეტენციაში იქნება ცალკეული საკომუნიკაციო მექანიზმების (ვებ-გვერდი, სოციალური ქსელები, საჯარო ინფორმაცია, ელექტრონული სერვისები, პეტიციები და ა.შ) ზედამხედველობა და მონიტორინგი;

• წერილობითი კორესპონდენციის მსგავსად, ოფიციალური სახე მიეცეს ელ-ფოსტასა და საკონტაქტო ფორმის მეშვეობით მიღებულ კითხვებსა და გზავნილებს. სასურველია გაკეთდეს მათი საჯარო რეესტრი ოფიციალური დოკუმენტების რეესტრის მსგავსად;

რეკომენდაციები• მუდმივად აღირიცხებოდეს საჯარო დაწესებულებაში სხვადასხვა

გზით (ტელეფონი, ელ-ფოსტა, სოციალური ქსელი, კითხვარის ფორმა და ა.შ.) შესული კითხვები, წინადადებები, კომენტარები და მათზე საპასუხოდ გაგზავნილი პასუხები. განისაზღვროს მოქალაქეებისთვის უკუკავშირის უზრუნველყოფის ზუსტი ვადები, ფორმები;

• დაინერგოს მრავალფეროვანი და ინტერაქციაზე ორიენტირებული სერვისები - ბლოგი, ფორუმი, პეტიცია, კენჭისყრა, საჯარო კონსულტაციები - რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ახალი პოლიტიკის თუ დოკუმენტის შემუშავების პროცესში რიგითი მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა;

• მუდმივად მიმდინარეობდეს ინოვაციური აპლიკაციების ტექნიკური გამართულობის შემოწმება, გაუმჯობესება და მონიტორინგი.

რეკომენდაციები• ხელისუფლებამ მოქალაქეების მობილიზებისა და მათი

აქტიურობის წასახალისებლად აწარმოოს ეფექტური საინფორმაციო კამპანია და საზოგადოების ფართო სეგმენტს მიაწოდოს ინფორამცია მათ ხელთ არსებული ბერკეტებისა და უფლებების შესახებ;

• მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს, დაამტკიცოს და ტექნიკური იმპლემენტაცია მოახდინოს მოქალაქის პლატფორმის - ichange.ge - კონცეფციის, რომლის ინიცირების ვალდებულება მას 2013 წლისთვის აქვს აღებული;

• აუცილებლად უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მთავრობის კანცელარიაში, რომლის მთავარი კომპეტენცია მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის (მათ შორის ელექტრონული) დამყარება იქნება.

სამართლებრივი რეკომენდაციები• საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე უნდა მოხდეს

შესამუშავებელი დოკუმენტის წინასწარი პროექტის აუცილებელი გამოქვეყნება (მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს ელექტრონულ რესურსებზე) და უზრუნველყოფილი იქნეს მოსაზრებების საჯაროდ წარდგენის შესაძლებლობა;

• უნდა დაინერგოს ე.წ. „თეთრი ფურცლის“ პროცედურა. კერძოდ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მომზადდეს ის კითხვარი, რომლზეც უნდა მოხდეს ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ კონკრეტული მოსაზრებების წარდგენა და პროაქტიულად უზრუნველყოფილი იქნას კითხვარის საჯარო ხელმისაწვდომობა (მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოს ელექტრონულ რესურსებზე);

• ორივე ეტაპის შედეგები (ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე გამოქვეყნებული წინასწარი პროექტის განხილვის ანგარიში და წარმოების დაწყებიდან წარმოების ფარგლებში გამოქვეყნებული კითხვარის შემაჯამებელი ანგარიში), ყველა შესაბამისი თანდართული დოკუმენტით, გამოქვეყნებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ინიციატორი ადმინისტრაციული ორგანოს ელექტრონულ რესურსებზე;

სამართლებრივი რეკომენდაციები• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არ არის

გათვალისწინებული არა-კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებით. შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაცია გავრცელდეს როგორც კოლეგიურ ასევე არა-კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოების მიერ განხორციელებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე;

• შეთავაზებული ცვლილებები ასახული უნდა იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავში. ცვლილებების იმპლემენტაციის შემთხვევაში, მიღწეული იქნება ადმინისტრაციული წარმოების საჯაროობის უკეთესი ხარისხი, აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური მონაწილეობა და ჩართულობა. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში თანამონაწილეობითი დემოკრატიის ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

სარჩევი

• საჯარო დაწესებულებების, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიასაშუალებების FACEBOOK გვერდების მონიტორინგი▫ პირველადი შედეგები▫ მეორე ეტაპის შედეგები▫ რეკომენდაციები▫ საბოლოო ანგარიში

• ელ-ჩართულობის მექანიზმები საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე▫ პირველადი ანგარიში▫ საბოლოო ანგარიში

• სამართლებრივი ანალიზი▫ სზაკ-ით განსაზღვრული საჯარო კონსულტაციების წესის

სრულყოფის წინადადებები▫ ელ-კომუნიკაციის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს საკანონმდებლო აქტებში• ელ-კომუნიკაცია საქართველოში

▫ სამთავრობო დაწესებულებების სტრატეგია▫ სატელეფონო კომუნიკაციის რეიტინგი▫ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა

• მოქალაქის პლატფორმა www.ichange.ge - კონცეფცია• ვიდეო

▫ რა არის ელ-კომუნიკაცია▫ პეტიციები თბილისის მერიას▫ შეცვალე კანონი▫ „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) -

საქართველო▫ შენი აქტიურობა ცვლილებებისთვის

• პროექტის საბოლოო ანგარიში