17
რას წარმოადგენს და რას გვთავაზობს LeMill.net შესავალი LeMill წარმოადგენს ვებ-გაერთიანებას, სასწავლო მასალების საცავს, სადაც შეგიძლათ მოიძიოთ გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყნისა და ეროვნების ადამიანების მიერ დამზადებულ სასწავლო რესურსებს და ამასთან ერთად, თქვენც გეძლევათ შესაძლებლობა განათავსოთ თქვენს მიერ მომზადებული მასალა და ამგვარად გაუზაიროთ სხვებს თქვენი გამოცდილება. თუ თქვენ ასწავლით რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში ლემილზე წარმოდგენილი მასალა დაგეხმარებათ სიახლეების დანერგვაში, მოგაწვდით იდეებს ახალი პროექტების წამოწყებისთვის. ასევე, შეგიძლიათ ლემილზე წარმოდგენილი მასალის საასწავლო პროცესში გამოყენება. ეს სახელმძღვანელო გაგიადვილებთ ვებ-გვერდზე მუშაობის პროცესს. სარჩევში მოცემულია თემები, რის ირგვლივაც ვისაუბრებთ. სარჩევი 1 როგორ აღმოვჩნდეთ ვებ-გვერდზე 2 რა არის საჭირო ვებ-გვერდზე გაწევრიანებისთვის 3 როგორ მოვიძიო და დავამატო მასალა ვებ-გვერდის შექმნა პრეზენტაციების დამზადება როგორ ჩავსვათ Youtube-ზე წარმოდგენილი ვიდეო LeMill-ში სავარჯიშოს შექმნა გაკვეთილის გეგმის შემუშავება-ჩამოყალიბება სასკოლო პროექტზე მუშაობა სასწავლო რესურსის შექმნა ფოტოების, აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენებით სასწავლო რესურსები ინტერნეტში 4 როგორ მოვიძიო და დავამატო მეთოდი 5 როგორ მოვიძიო და დავამატო ხელსაწყო

Lemill guide

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Lemill guide

რას წარმოადგენს და რას გვთავაზობს LeMill.net

შესავალი

LeMill წარმოადგენს ვებ-გაერთიანებას, სასწავლო მასალების საცავს, სადაც შეგიძლათ მოიძიოთ გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყნისა და ეროვნების ადამიანების მიერ დამზადებულ სასწავლო რესურსებს და ამასთან ერთად, თქვენც გეძლევათ შესაძლებლობა განათავსოთ თქვენს მიერ მომზადებული მასალა და ამგვარად გაუზაიროთ სხვებს თქვენი გამოცდილება. თუ თქვენ ასწავლით რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში ლემილზე წარმოდგენილი მასალა დაგეხმარებათ სიახლეების დანერგვაში, მოგაწვდით იდეებს ახალი პროექტების წამოწყებისთვის. ასევე, შეგიძლიათ ლემილზე წარმოდგენილი მასალის საასწავლო პროცესში გამოყენება.

ეს სახელმძღვანელო გაგიადვილებთ ვებ-გვერდზე მუშაობის პროცესს.

სარჩევში მოცემულია თემები, რის ირგვლივაც ვისაუბრებთ.

სარჩევი

1 როგორ აღმოვჩნდეთ ვებ-გვერდზე

2 რა არის საჭირო ვებ-გვერდზე გაწევრიანებისთვის

3 როგორ მოვიძიო და დავამატო მასალა

ვებ-გვერდის შექმნა

პრეზენტაციების დამზადება

როგორ ჩავსვათ Youtube-ზე წარმოდგენილი ვიდეო LeMill-ში

სავარჯიშოს შექმნა

გაკვეთილის გეგმის შემუშავება-ჩამოყალიბება

სასკოლო პროექტზე მუშაობა

სასწავლო რესურსის შექმნა ფოტოების, აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენებით

სასწავლო რესურსები ინტერნეტში

4 როგორ მოვიძიო და დავამატო მეთოდი

5 როგორ მოვიძიო და დავამატო ხელსაწყო

Page 2: Lemill guide

6 როგორ შევქმნა ჯგუფი

1 როგორ აღმოვჩნდეთ ვებ-გვერდზე

ვებ-ბრაუზერში ჩაბეჭდეთ lemill.net და დააწკაპეთ ENTER კლავიშზე

გაიხსნება ვებ-გვერდი, რომელიც ასე გამოიყურება.

შეგიძლიათ მისი გადაყვანა თქვენთვის სასურველ ენაზე.

ვებ-გვერდის ქართულენოვანი ვერსიისთვის აირჩიეთ აბრივიატურა KA .

იმისთვის, რომ მოიპოვოთ თქვენი სამუშაო მასალების, სასწავლო რესურსების ამ ვებ-გვერდზე განთავსების უფლება, საჭიროა გახდეთ ვებ-გაერთიანების წევრი. ამისთვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართულ ენაზე გადასაყვანად დააწკაპეთ აქ

Page 3: Lemill guide

2 რა არის საჭირო ვებ-გვერდზე გაწევრიანებისთვის

გაიხსნება სარეგისტრაციო გვერდი, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ უნდა შეავსოთ გრაფები, რომელ გრაფაში რა უნდა ჩაიწეროს.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების დასტურად უნდა გაიხსნას გვერდი შემდეგნაირი სახით და წარწერით.

რეგისტრაციისთვის დააწკაპეთ აქ

Page 4: Lemill guide

3 როგორ მოვიძიო და დავამატო მასალა

როგორც ხედავთ რამოდენიმე განყოფილებაა მოცემული: მასალები, მეთოდები, ხელსაწყოები და გაერთიანება.

შეგიძლიათ დაათვალიეროთ თითოეული მათგანი და დაამატოთ თქვენი მასალა შესაბამის განყოფილებაში.

მასალების განყოფილება აღნიშნულია მწვანე ფერით.

მასალის მოსაძიებლად აირჩიეთ გრაფა “მოიძიე მასალა”.

როგორც ხედავთ, მასალის მოძიება შეიძლება ენის, დასახელების, საგნობრივი სფეროს, სამიზნე ჯგუფის და ტეგების მიხედვით. აირჩიეთ თითოეული მათგანი და დაათვალიერეთ.

დააწკაპეთ და შედით მასალების განყოფილებაში

Page 5: Lemill guide

ახალი მასალის დასამატებლად აირჩიეთ , რომელიც მოცემულია ეკრანის მარცხენა მხარეს.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აირჩიოთ იმის მიხედვით, რა სამუშაოს შესრულებასაც დაგეგმავთ. შეგიძლიათ იმუშაოთ ახალი სასწავლო რესურსის განყოფილებაში, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა განყოფილებისგან შედგება.

ახალი სასწავლო რესურსის განყოფილება გთავაზობთ რამოდენიმე ტიპის სამუშაოს:

1.ვებ-გვერდის შექმნა

2.პრეზენტაციების დამზადება

3.სავარჯიშოს შექმნა

4.გაკვეთილის გეგმის შემუშავება-ჩამოყალიბება

5.სასკოლო პროექტზე მუშაობა

მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

მასალების გასაცნობად დააწკაპეთ თქვენი სურვილის

მიხედვით

დააწკაპეთ აქ

Page 6: Lemill guide

ვებ-გვერდის შექმნა

გაიხსნება სამუშაო გვერდი.

ჩაწერეთ სათაური

ეს გრაფა განკუთვნილია

ტექსტზე სამუშაოდ

ამ ღილაკით შეგიძლიათ

ატვირთოთ ფოტო

ეს ღილაკი გამოგადგებათ ფოტოებზე კომენტარების

გასაკეთებლად

ამ ორი ღილაკით შეგიძლიათ შეინახოთ ან წაშალოთ ნამუშევარი

ამ ღილაკით კი შეგიძლიათ დააკოპიროთ კონკრეტული ვიდეო

ფაილის კოდი, რომლის ჩასმასაც გეგმავთ ამ განყოფილებაში, მაგ.

youtube-ზე მოთავსებული ვიდეო, რომლის კოდი მოცემულია embed

გრაფაში. კოდის დაკოპირების შემდეგ თქვენი შერჩეული ვიდეო შეინახება

თქვენს მასალებში და სხვა ადამიანები შეძლებენ მის ნახვას

ეს დეტალები დაგეხმარებათ ტექსტისტვის იერსახის მიცემაში. შეგიძლიათ გაამუქოთ ნაბეჭდი,

დახაროთ ის, დანომროთ

ვებ-გვერდის შექმნისთვის აირჩიეთ ეს განყოფილება

Page 7: Lemill guide

როგორ ჩავსვათ Youtube-ზე წარმოდგენილი ვიდეო LeMill-ში

ზემოთ შემოგთავაზეთ განმარტება embed ფუნქციასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ნახატს, რომელიც გაგიადვილებთ აღქმას, თუ როგორ უნდა გადმოიტანოთ ვიდეო youtube-იდან lemill-ზე.

Youtube-ზე წარმოდგნილი ვიდეოების გვერდით, ეკრანის მარჯვენა მხარეს, მოცემულია ინფორმაცია ამ ვიდეოების შესახებ, რომელთა შორის უნდა მოძებნოთ გრაფა EMBED და მასში მოცემული ტექსტი (კოდი) უნდა დააკოპიროთ lemill-ზე მას შემდეგ, რაც დააწკაპებთ EMBED ღილაკზე, როგორც ეს ნაჩვენებია ზემოთ მოცემულ ნახატზე.

Lemill-ის EMBED ღილაკზე დაწკაპებით გაიხსნება სამუშაო არე, სადაც უნდა დააკოპიროთ Youtube-ზე წარმოდგნილი ვიდეოს კოდი, რომელიც მოცემულია ვიდეოს მარჯვენა მხარეს EMBED გრაფაში, როგორც ნაჩვენებია ზედა ნახატზე.

Youtube-ზე ვიდეოს გახსნისას დააკვირდით მის მარჯვენა მხარეს მოცემულ ასეთ გრაფებს და აირჩიეთ გრაფა Embed, რომელშიც მოცემულია კოდი, რომელიც უნდა დააკოპიროთ LeMill-ზე, რის შემდეგაც ვიდეოს ნახვა შესაძლებელი გახდება Lemill-ზეც.

Page 8: Lemill guide

პრეზენტაციების დამზადება

შეგიძლიათ აირჩიოთ განყოფილება პრეზენტაციაზე სამუშაოდ.

გაიხსნება სამუშაო გვერდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ატვირთოთ ფოტოები და დაამზადოთ პრეზენტაცია. შეგიძლიათ პრეზენტაციას დაურთოთ აუდიოჩანაწერი.

დააწკაპეთ

ჩაწერეთ სათაური

Youtube-ზე მოცემული ვიდეოს კოდი დააკოპირეთ ამ გრაფაში.

აუცილებლად მიუთითეთ სათაური, სხვა შემთხვევაში ვიდეოს შენახვას ვერ შეძლებთ.

შეინახეთ ან გააუქმეთ თქვენს მიერ შერჩეული ვიდეო.

განმარტების სახით შეგიძლიათ ტექსტი დაურთოთ ვიდეოს.

Page 9: Lemill guide

სავარჯიშოს შექმნა

ამ განყოფილებაში შეგიძლიათ ტესტების დამზადება.

აირჩიეთ აუდიოჩანაწერი, რომელიც თან ერთვის

პრეზენტაციას

აირჩიეთ და ატვირთეთ რამოდენიმე ფოტო

ერთდროულად

აირჩიეთ ფოტოატვირთეთ არჩეული

ფოტო

ამ ორი ღილაკით შეგიძლიათ ატვირთული ფოტოების

გადაადგილება სურვილის მიხედვით

წაშალეთ არასასურველი

ფოტო

შეინახეთ ნამუშევარი

ჩაწერეთ მედია ელემენტის (ფოტო, აუდიო ან ვიდეო ფაილი) დასახელება ან მიმანიშნებელი სიტყვა და

მოძებნეთ სასურველი ფოტო თქვენს მიერ შენახულ მასალებში

დააწკაპეთ და დაიწყეთ

Page 10: Lemill guide

გაკვეთილის გეგმის შემუშავება-ჩამოყალიბება

ჩამოაყალიბეთ თქვენი გაკვეთილის გეგმა და გამოიყენეთ ეს განყოფილება მისი აღწერისთვის.

გაიხსნება სამუშაო გვერდი

ჩაწერეთ სათაური იმის მიხედვით თუ რა თემაზეა კითხვარი შედგენილი

ისაუბრეთ სავარჯიშოს შესრულებისთვის საჭირო

მოქმედებების შესახებ

დაურთეთ ფოტო სავარჯიშოს

დაურთეთ განმარტებები

ფოტოებს

ამ ღილაკით კი შეგიძლიათ დააკოპიროთ კონკრეტული ვიდეო ფაილის კოდი,

რომლის ჩასმასაც გეგმავთ ამ განყოფილებაში, მაგ. youtube-ზე

მოთავსებული ვიდეო, რომლის კოდი მოცემულია embed გრაფაში. კოდის

დაკოპირების შემდეგ თქვენი შერჩეული ვიდეო შეინახება თქვენს მასალებში და სხვა ადამიანები შეძლებენ მის ნახვას

(ინსტრუქცია ამის შესახებ იხილეთ ზემოთ მოცემულ თემაში სათაურით „როგორ ჩავსვათ Youtube-ზე წარმოდგენილი ვიდეო LeMill-ში“)

დააწკაპეთ და ჩაბეჭდეთ შეკითხვა სავარაუდო

პასუხებით, რომელთაგან ერთ-ერთი იქნება სწორი, დანარჩენები კი არასწორი

ამ ორი ღილაკით შეინახეთ ან წაშალეთ

თქვენი სურვილის მიხედვით

დააწკაპეთ და დაიწყეთ

ჩაწერეთ თემის სათაური

Page 11: Lemill guide

ასევე, ყველა დანარჩენ გრაფაში მიუთითეთ შესაბამისი ინფორმაცია.

სასკოლო პროექტზე მუშაობა

იგივე შეგიძლიათ განახორციელოთ სასკოლო პროექტთან დაკავშირებით (იხ. გაკვეთილის გეგმის შემუშავება-ჩამოყალიბება)

მიუთითეთ თემა და ჩამოაყალიბეთ

თქვენს მიერ დაგეგმილი აქტივობები

აირჩიეთ და მონიშნეთ საგანი, რომელსაც ეხება

თქვენს მიერ შერჩეული თემა

აირჩიეთ და მიუთითეთ, თუ რომელი კლასისთვის არის განკუთვნილი თქვენს მიერ

შერჩეული მასალა

აირჩიეთ და დააწკაპეთ

Page 12: Lemill guide

სასწავლო რესურსის შექმნა ფოტოების, აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენებით

გარდა ახალი სასწავლო რესურსისა, მასალების განყოფილებაში არის ქვეგანყოფილება სახელწოდებით – დაამატე მედია ელემენტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ სასწავლო რესურსი ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენებით.

გაიხსნება გვერდი, სადაც მოცემულია მედია ფაილების (ფოტო, აუდიო, ვიდეო) ასატვირთი გრაფა. გრაფის ზემოთ მოცემულია ის ფორმატები, რომლების ატვირთვის უფლებაც გეძლევათ: .jpeg, .gif, .png(ფოტოებისთვის), .mp3(აუდიო), .flv, .swf, .klm (ვიდეო)

სასწავლო რესურსები ინტერნეტში

თუ თქვენ აღმოაჩინეთ საინტერესო ვებ-გვერდი, რომელზეც სასწავლო რესურსები ან სასარგებლო ინფორმაციაა მოცემული, რომლითაც დაინტერესდით და გინდათ მათი სხვებისთვის გაზიარება, შეგიძლიათ ეს LeMill-ის მეშვეობით გააკეთოთ. ამისთვის აირჩიეთ განყოფილება სახელწოდებით – დაამატე ბმული, და ისაუბრეთ ამ რესურსზე.

დააწკაპეთ და სცადეთ

დააწკაპეთ სასურველი ფაილის ასარჩევად

დააწკაპეთ არჩეული ფაილის ასატვირთად

წაშალეთ არასასურველი

ფაილი

დააწკაპეთ

Page 13: Lemill guide

გაიხსნება სამუშაო გვერდი.

4 როგორ მოვიძიო და დავამატო მეთოდი

მეთოდების განყოფილება მოცემულია ფორთოხლის ფერით. ამ განყოფილებაში შეგიძლიათ მოიძიოთ, როგორც სხვების მიერ განთავსებული მასალა, ასევე შეგიძლიათ საკუთარი მასალის დამზადება.

დააკოპირეთ ბმული

მიუთითეთ სათაური

მიუთითეთ რესურსის ავტორი

მიუთითეთ ინფორმაცია რესურსის შესახებ

ჩაწერეთ მიმანიშნებელი სიტყვები, რომლებიც უკავშირდება რესურსის თემას

დააწკაპეთ მეთოდების განყოფილებაში სამუშაოდ

Page 14: Lemill guide

მეთოდების მოძიებაც, მასალის მსგავსად, შეიძლება ენის, დასახელების, ტეგების მიხედვით.

ახალი მეთოდის დასამატებლად აირჩიეთ ეკრანის მარცხენა მხარეს.

გაიხსნება სამუშაო გვერდი.

დააწკაპეთ და დაათვალიერეთ

სხვადასხვა ადამიანების მიერ

დამზადებული მეთოდები

Page 15: Lemill guide

ნამუშევრის შესანახად დააწკაპეთ ღილაკზე “შენახვა”.

წასაშლელად კი დააწკაპეთ ღილაკზე “გაუქმება”.

ჩაწერეთ სათაური

ჩამოაყალიბეთ და ჩაბეჭდეთ თქვენი

ნამუშევარი.

თუ თქვენ ამ ვებ-გვერდზე არსებული რომელიმე ჯგუფის წევრი ხართ, შეგიძლიათ თქვენი ნამუშევარი

მიაკუთვნოთ ჯგუფებს თემისა და საფეხურის შესაბამისად. ამისთვის უნდა მონიშნოთ სასურველი ჯგუფი, მაგ. “დაწყებითი სკოლა”, ან შექმნათ ახალი ჯგუფი, რისთვისაც უნდა მონიშნოთ “create a new

group”. ჯგუფის დასახელება ჩაწერეთ გასწვრივ გრაფაში.

თუ თქვენ მუშაობის დროს იხელმძღვანელეთ რომელიმე ვებ-

გვერდით, ან ეს ნამუშევარი კიდევ სხვა ვებ-გვერდზე გაქვთ ატვირთული, ბმულის მითითება შეგიძლიათ ამ

გრაფაში

აქ ირჩევთ ენას

მიანიშნეთ რა თემას ეხება თქვენი ნამუშევარი

Page 16: Lemill guide

5 როგორ მოვიძიო და დავამატო ხელსაწყო

ხელსაწყოების განყოფილებაში მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც მეთოდების განყოფილებაში.

დააწკაპეთ ხელსაწყოების განყოფილებაში შესასვლელად

დაათვალიერეთ ვებ-გვერდზე არსებული

ხელსაწყოები

დაამატეთ თქვენი ხელსაწყო

Page 17: Lemill guide

6 როგორ შევქმნა ჯგუფი

LeMill-ზე შექმნილია სხვადასხვა გაერთიანება, რომლების წევრიც შეგიძლიათ გახდეთ თქვენი სურვილის მიხედვით. ასევე შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ჯგუფი.

როგორც ხედავთ, მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ჯგუფი.

შედით გაერთიანებაში

შექმენით ჯგუფი

ჩაბეჭდეთ ჯგუფის

დასახელება

ისაუბრეთ თქვენს გაერთიანებაზე, მის

მიზნებზე, ვის შეუძლია მასში გაწევრიანდეს

ჩაბეჭდეთ მიმანიშნებელი სიტყვები

ამ ორი ღილაკით დაასრულეთ ჯგუფის შექმნა ან გააუქმეთ ის თქვენი სურვილის

მიხედვით